შურისძიების მსხვერპლი 31 თავი
-აბა რა გინდა? -თავისუფლება! -მეც მინდა რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი იყო... -მაშინ უფლება მომეცი მარტო წავიდე უნივერსიტეტში -არ შეიძლება -მამა ძალიან გთხოვ შეწყვიტე ჩემი კონტროლი და თავისუფლად სუნთქვის საშუალება მომეცი -ანა -კახა-ჩაერია თამუნა-ანა სიმართლეს ამბობს, მთელი ცხოვრება ვერ დაიცავთ შენ და ზურა -ვიცი -მაშინ უფლება მიეცი რომ წავიდეს -კარგი- მოიღუშა კახა და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა -მადლობა-გახარებული ანა დედას ჩაეხუტა და გასასვლელი კარისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა, იმის შიშით რომ კახას არ გადაეფიქრებინა. მისი წასვლის შემდეგ თამუნამ სევდით სავსე მზერით შეხედა ანერვიულებულ კაცს და დარწმუნებით უთხრა -არაფერი მოხდება! -საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ ისევ იგივეს გადატანა რომ მოუწიოს ჩემს გამო... არ უნდა გამეშვა! -ამბოლო დროს უცნაურად იქცევი მოხდა რამე? -იმ ნაბ.ჭვარს შევხდი. ვილაპარაკეთ, მითხრა რომ შურისძიებაზე უარს ამბობს -რა?-გაოცდა თამუნა -მეტიც, მითხრა რომ ანა უყვარს და მასთან ერთა ყოფნა უნდა -იმიტომ იყავი ეს დღეები გაღიზიანებული? -თუ გაბედავს და ჩვენს გოგონას კიდევ ერთხელ მიუახლოვდება მოვკლავ!- მუქარით თქვა კახამ სიგარეტის თითქმის ბოლომდე ჩანწვარი ღერი საფერფლეში ნერვიულად ჩააჭყლიტა -ფიქრობ რომ ესეც მისი შურისძიების ნაწილია? -საერთოდ ვერაფერზე ვერ ვფიქრობ ახლა- მოიღუშ კახა ღვინის ბოთლი გამოიღი კარადიდან -სარფში წასვლა გადაიფიქრე? -დილით ისეთი ისტერიკა მომიწყო შენმა ჭირვეულმა გოგო რომ ლამის ჭკუიდან გადამიყვანა, ამიტომ გიგის გაყოლაზე უარი ვუთხარი -კახა, ანა მართალია, სახლში გამოკეტვით და მუდმივი კონტროლით ვერ დავიცავთ მას ვაჩეს აგრესიისგან და თორნიკეს შურისძიების წყურვილისგან! პირიქით! რაც უფრე მეტად გვეყოლება წნეხის ქვეშ მით მეტ შეცდომას დაუშვებს ორივესთან მიმართებაში -ფიქრობ რომ სწორად მოვიქეცით? -არ ვიცი -შენი აზრით გვეტყვის რომელიმეს თუ გადაეკვეთება? -რა თქმა უნდა არა-გაეცინა თამუნას- იმის შიშით რომ ისევ სახლში არ გამოვკეტოთ ალბათ არაფერს გვეტყვის -როგორ დამამშვიდე-გაეცინა კახას და ჭიქა შეივსო შავი ღვინით -მეც დამისხი-გაუღიმა თამუნამ მაგიდასთან მჯდომ გაოცებულ კაცს და ჭიქა გაუწოდა. ანას, თავისუფლებით ტკბობის წუთები პირველივე დღეს ჩააშხამა ვაჩემ, რომელმაც ზედმეტად დაკვირვებული და ცნიბისმოყვარე მეზობლებისგან გაიგო რომ ის ქუჩაში მარტო გადაადგილდებოდა. სამარშუტო ტაქსიდან ჩამოსვლისთანავე შეამჩნია ანამ, რომ ვაჩე აეკიდა მანქანით, ამიტომ კახასთან დარეკვა და მისთვის დახმარების თხოვნა გადაწყვიტა, მაგრამ ტელეფონი ამოიღო თუ არა ჩანთიდან მაშინვე გადაიფიქრა და მისი ნომრის ნაცვლად 112 აკრიფა ყოველი შემთხვევისთვის. იმის მიუხედავად რომ ვაჩეს მოულოდნელმა გამოჩენამ ძალიან ააღელვა დაააფორიაქა, გარეგნულად არაფერი შეიმჩნია და გზა, სახლისკენ ფეხის აუჩქარებლად განაგრძო. შეკრთა, როცა მოულოდნელად ვაჩემ მანქანით გზა გადაუჭრა.გაქცევა დააპირა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან მანქანიდან, ელვის სისწრაფით გადმოსულმა ბიჭმა მაჯაზე უხეშად წაავლო ხელი და თავისკენ მიიზიდა. -რა გინდა?-დაღლილი ხმით ჰკითხა ანამ ირონიულად მომღიმარ ბიჭს და ზიზღით სავსე მზერით ჩააცქერდა თვალებში. -დაცვით რატო აღარ გადაადგილდები- კარგა ხნის სიჩუმის მერე ცინიკური ტონით ჰკითხა გაღიზიანებულმა ბიჭმა დაძაბულ გოგონას და მისგან პასუხი რომ ვერ მიიღი ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა-ჩემი აღარ გეშინია?! -უნდა მეშინოდეს?-უემოციო ტონით ჰკითხა ანამ ზედმეტად ახლოს მდგომ ბიჭს და მაჯის დახსნა სცადა მისი მარწუხივით შემოჭდობილი თითებისგან -ქმართან ერთად რატომ არ ცხოვრობ?-დაინტერესდა ვაჩე და მისი კითხვა დააიგნორა -ჩემი და თორნიკეს ურთიერთობა შენ არ გეხება! -მასთან ყოფნა არ გინდა? -ხელი გამიშვი მტკივა! -კითხვაზე მიპასუხე! -უკვე გიპასუხე! -მასზე მხოლოდ ერთი ღამის გამო დაქორწინდი?! -იცოდე ვიყვირებ! -იყვირე-ცინიკური ტონით უთხრა გაღიზიანებულმა ბიჭმა დამფრთხალ გოგონას და კიდევ უფრო მეტად მიიწება მისი სიფრიფანა სხეული ტანზე -მტკივა! -უფრო გეტკინება! თუ ჩემს კითხვებს ისევ უპასუხოდ დატოვებ!-მუქარით უთხრა ვაჩემ და გამომწვევი მზერით ჩააცქერდა თვალებში -მაინც რისი მოსმენა გინდა? -სიმართლის! -ყველაფერი ისედაც იცი! -რა თქმა უნდა ვიცი!- აგრესიული ტონით უპასუხა გაღიზიანებულმა ბიჭმა დამფრთხალ გოგონას და ცივი, ცარიელი, არაფერისმთქმელი თვალებით ჩააცქერდა აწყლიანებულ მწვანე სფეროებში- მაგრამ მე მაინც მინდა რომ შენგან გავიგო ის რეალური მიზეზი თუ რატომ ჩაუწექი ლოგინში იმ ნაბ.ჭვარს პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩემი ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭდით! -არაფრის ახსნას არ ვაპირე შენთვის! ასე რომ... -ანა! -გთხოვ გამიშვი-შეეხვეწა ტკივილისგან გაწამებული გოგონა გონება დახშულ ბიჭს და უიმედოდ გაინრძოლა -რატომ დაქორწინდი იმ ს.რზე თუ მასთან ყოფნა და ცხოვრება არ გინდოდა?- არ ეშვებოდა ვაჩე და კიდევ უფრო უხეშად მოუჭირა თითები წვრილ ნაკებზე -ეს მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება! მე და თორნიკეს! სხვას არავის! გასაგებია?-წამოენთო ანა და კიდევ ერთხელ სცადა ხელიდან გასხლტომოდა სახე მონგრეულ ბიჭს -მასზე ჩემს გამო დაქორწინდი!-მოულოდნელად გონა გაუნათდა ვაჩეს და უაზრო კითხვების დასმა შეწყვიტა- შეგეშინდა!-აგრესიული ტონით უთხრა დამფრთხლ გოგონას და კარგა ხნის სიჩუმი მერე ცინიკური ტონით დაამატა-რადგან ზუსტად იცოდი რომ მთელი ცხოვრება კახპას დაგიძახებდი იმის გამო რომ ჩემზე დანიშნულმა სხვა კაცს გაუშ*ლე ფეხები -გულს მირევ -გულისმარევად შენ მოიქეცი -თუ ასე ფიქრობ ჩემზე მაშინ წადი ჩემი ცხოვრებიდან! თავი დამანებე! -გგონია უფლებას მოგცემ რომ ბედნიერი იყო? -ბედნიერი არ ვარ გასაგებია? მომხდარმა მხოლოდ შენ არ მოგაყენა ტკივილი... -ამიტომ დაქორწინდი იმ ნაბ.ჭვარზე? -იმიტომ დავქორწინდი რომ ვიცოდი ოდნავადაც არ ეცდებოდი ჩემს გაგებას და ყველაფერში მე დამადანაშაულებდი!- ტირილის ნოტებშეპარული ხმით თქვა ანამ და მაშინვე ინანა ნათქვამი სიტყვები რადგან ვაჩემ ხელები უღონოდ დაუშვა და ჩამწყდარი ხმით ჰკითხა -რის თქმას ცდილობ? -არაფრის-ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა შეშინებულმა გოგონამ და ოდნავ უკან დაიხია -რა მოხდა იმ ღამეს?-გამყინავი ხმით ჰკითხა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა დამფრთხალ გოგონას და მისგან პასუხი რომ ვერ მიიღო მკლავებში უხეშად მოიმწყვდია და ბოლო ხმაზე უღრიალა- კითხვაზე მიპასუხე! -ხელი გამიშვი! -მიპასუხე-მეთქი -მტკივა! -ის ნაბ*ჭვარი შენი სურვილის წინააღმდეგ შეგეხო? -მე ეგ არ მითქვამს -შენ რა ჩემი გაგიჟება გინდა?-ავარდა უეცრად წყობრიდან გამოსული ბიჭი -ის რაც ჩემსა და თორნიკეს შორის მოხდა საშინელი შეცდომა იყო! სხვა არაფერის თქმა არ შემიძლია შეთვის... -ანა! ტვინს უარესად ნუ მირევ! -დამივიწყე! დაივიწყე ყველაფერი რაც ჩვენ ორს გვაკავშირებდა! იმიტომ რომ... -გგონია იმ ყველაფერის მერე რისი გადატანაც მაიძულე... -თავს რატომ არ მანებებ? რა გინდა ჩემგან?-ისტერიულად, უმისამართოდ იყვირა გაგიჟებულმა გოგონამ და მისი ხელიდან გახსლტომა სცადა. რის გამოც გონება დახშულმა ბიჭმა უეცრად მკლავებში მოიმწყვდია და ტუჩებში აკოცა. ამ თავშეუკავებელმა და ძალდატანებულმა კოცნა, მხოლოდ ზიზღის გრძნობა გააღვივა ანას გაყინულ სხეულში რადგან ვაჩე, ისე თავხედურად, უხეშად და მომთხოვნად კოცნიდა რომ ამ საშინელ წუთებში, სულერი ტკივილის გარდა ფიზიკური ტკივილიც შეიგრძნო სასოწარკვეთილმა გოგონამ. სწორედ ამიტომ იქმადე არ შეწყვიტა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა სანამ ხელიდან არ გაუსხლტა. ვაჩე გაოგნდა როცა თვალცრემლიანმა გოგონამ სახეში მთელი ძალით გაარტყა ხელი და დაემუქრა რომ თუ კიდევ ერთხელ გაბედავდა და შეეხებოდა პოლიციაში უჩივლებდა. .... ანას დაძაბულ საუბარს გაოგნებული უსმენდა თათია და მისთვის კითხვის დასმას ვერ ბედავდა იმის შიშით რაიმე საინტერესო არ გამორჩესო. -რატომ არ უთხარი სიმართლე?- ბოლოს ვეღარ მოითმინა და ლაპარაკი გააწყვეტინა -არ მინდა რომ ის და თორნიკე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ -ვის გამო?-თვალები დააწვრილა თათიამ -ჩემს გამო! არ მინდა ისევ პრობლემები შევქმნა და სახლში გამომკეტონ -შენებისთვის არაფერის თქმას არ აპირებ? -არა -ისევ რომ აგეკიდეოს ეგ იდიოტო და შენთვის რამის დაშავება სცადოს? -გავაფრთხილე რომ თუ კიდევ ერთხელ გაბედავს და შემეხება პოლიციას ჩავრევ ამ საქმეში -მართლა გგონია რომ პოლიციის შიშით თავს დაგანებებს? -არ ვიცი... -რომ გაკოცა რა იგრძენი? -ვერაფერი -ესე იგი აღარ გიყვარს!-დაასკვნა თათიამ და ტაში შემოჰკრა სიხარულით- ისე, ეს დღეები თორნიკე არ შეგხმიანებია? -არა!-ბრაზნარევი ტონით თქვა ანამ და სარკეში, საკუთარ ჩამქრალ ანარეკლს მიაყინა ცივი მზერა -გინდა რომ ისევ გამოჩნდეს შენს ცხოვრებაში -ჯერ არ მიპატიებია მისთვის რაც გააკეთა და არც მგონია ოდესმე ვაპატიო -მაგრამ ვაჩეს მაინც დაუმალე სიმართლე- ირონია გაერია ხმაში მომღიმარ გოგონას -უკვე ხომ აგიხსენი ეს რატომაც გავაკეთე?- გაბრაზდა ან და ფეხზე წამოდგა ანერვიულებული -მე მაინც მგონია რომ მიზეზი რაღაც სხვაა-აკისკისდა თათია -არ ვიცი, რატომ, მაგრამ, ზოგჯერ შენი მოკვლის სურვილი მიჩნდება-ბრაზნარევი ტონით უთხრა ანამ ირონიულად მომღიმარ გოგონას და მის გიჟურ სიცილზე თავადაც გაეცინა -იცი? იმდღეს ანდრია დამირეკა -რაო რა მინდა? -შეხვედრა მთხოვა -შენ რა უპასუხე? -შენი ნახვა არმიდა-თქო ვუთხრაუ და გავუთიშე -მერე?- აღელდა ანა -რამდენჯერმე კიდევ დამირეკა და რომ არ ვუპასუხე მომწერა მიას გამო მინდა შენთან შეხვედრა და ლაპარაკიო -იდიოტი! არ შეხვდე! -ისედაც ვიცი რაც უნდა მითხრას, ამიტომ არ ვაპირებ -ჩემი ჭკვიანი!-შეაქო ანამ გაბუსხული გოგონა და გულში ჩაიკრა -რა სამწუხაროა რომ იგივეს თქმა არ შემიძლია- მოწყენილი ხმით უთხრა თათიამ მომღიმარ გოგონას და მის წაშლილ სახეზე ისტერიული სიცილი აუტყდა -დამპალო!-გაუბრაზდა ანა და ბალიში ესროლა. ...... საშინლად დაიძაბა კახა როცა ანას დაურეკა და მისი ტელეფონი გათიშული აღმოჩნდა. მაშინვე თამუნას დაურეკა და ჰკითხა სახლში მივიდა თუ არა, მისგან უაყოფითი პასუხი რომ მიიღო სულ გაგიჟდა და გადაირია -რა ხდება კახა?-აღელდა თამუნა -ცოტა ხნის წინ ველაპარაკე! მითხრა რომ ლექციები დროზე ადრე დაუმთავრდა და სახლში მოდიოდა, უკვე სამარშუტო ტაქსში იჯდა... -მერე? -ახლა ვურეკვა და გათიშული აქვს -იქნებ დაუჯდა- მისი დამშვიდება სცადა სასოწარკვეთილმა ქალმა -ხომ იცი რომ ასე არაა!-წამოენთო კახა და მანქანის საჭეს მიუჯდა ანერვიულებული. -ფრთხილად იარე გთხოვ-შეეხვეწა თამუნა და გაუთიშა რადგან ძალა აღარ ეყო მისთვის რამის სათქმელად. გაგიჟებული კახა პირველად თორნიკეს მიუვარდა სახლში, მაგრამ შინ არავინ რომ არ გამოეხმაურა კარის მტვრევაზე, ყვირილზე, უმისმაართო გინებაზე და მუქარაზე დარწმუნდა რომ იქ არავინ იყო, ამიტომ ანდრიას ბინისკენ აიღო გეზი რომლის სახლის კარზეც მთელი ძალით აბრახუნებდა ხელებს სასოწარკვეთილი თათია და გაბმულად რეკდა ზარს. -რა ხდება?!- თავისთვის იკითხა, ახლად გაღვიძებულმა, ნაბახუსევზე მყოფმა, თავატკიებულმა ბიჭმა და სამზერში გახედვის გარეშე კარი ფართოდ გაღო -ეს რატომ გააკეთეთ?- დანახვისთანავე ეს უთხრა ტირილის ნოტებ შეპარული ხმით გაგიჟებულმა გოგონამ დაბნეულ ბიჭს და სახლში დაუპატიჟებლად შევარდა -ნუ ყვირი რა თავი მტკივა-უკმაყოფილო ტონით უთხრა ანდრიამ გაგიჟებულ გოგონას და იქვე მაგიდაზე დადებულ ღვინის ბოთლს მიწვდა -დალევ?-ინტერესით ჰკითხა ხელებაკანკალებულ გოგონას დ ამისგან უასუხი რომ ვერ მიიღო თავისთვის დაისხა და ერთი მოყუდებით ჩაცალა -სანამ უარესი მომხდარა მითხარი სად წაიყვანა შენმა ავდმყოფმა მეგობარმა ანა! -ანას რა დაემართა? -რა ცინიკოსი ხარ-გაეცინა თათიას -შეგიძლია წესიერად ამიხსნა რატომ შემომივარდი სახლში ქაჯივით და მილანძღავ საუკეთესო მეგობარს? - ახლავე დაურეკე და უთხარი რომ ანა სახლში დააბრუნოს! თუ არუნდა რომ პრობლემები შეექმნას და ისევ იქ დაბრუნდეს საიდანაც არც თუ ისე დიდიხანია რაც გამოვიდა... -ანდრია რა ხდება?-თათიას ყვირილზე სამზარეულოდან გამოვიდა თორნიკე რომელსაც რომელსაც უკან მიჰყვა ნახევრადმძინარე ნიცა -არ ვიცი ვერც მე გავიგე ვერაფერი-შეიცხადა დაბნეულმა ბიჭმა და მეორედ შეივსო ჭოქა შავი ღვინით -ღმერთო-აღმოხდა სასოწარკვეთილ გოგონას და სიმწრის ცრემლები გადმოუცურდა გაფითრებულ სახეზე -თათია რა ხდება- დაიძაბა თორნიკე და ნელა მიუახლოვა ატირებულ გოგონას -ანა... -რა დაემართა ანას? -მეგონა რომ ისევ შენ წაიყვანე -ანუ?-ვერ მიუხვდა სათქმელს თორნიკე -ანა დაი კარ გა-ამოილუღლუღა თათიამ -ის ნაბიჭვ*რი იქნებოდა-ბოლო ხმაზე იღრიალა გაგიჟებულმა ბიჭმა და ქევე მაგიდაზე მიგდებულ მობილურს, მანქანის გასაღებს, სიგარეტს და სანთებელას წამოავლო აკანკალებული ხელი -რა ჯანდა ხდება- ვერაფერს მიხვდა ანდრია და კიდევ აზრზე ვერ მოსული უკან დაედევნა მეგობარს რომელიც კიბეებზე ჩასვლისას ფიქტიურ სიმამრს შესჩეხა -ანა შენთან ერთად არ არის ხმო ასეა?-ყინულივით ცივი ხმით ჰკითხა კახამ სახე მონგრეულ ბიჭს და უნაბურად მზერა მის აკანკალებულ ხელებზე გადაიტანა -ვიპოვი -ამ საქმეში ჩარევა არ გაბედო-დაუღრინა წყობრიდან გამოსულმა კაცმა დაძაბულ ბიჭს და ინსტიქტურად პერანგის საყელოში ჩააფრინდა- გესმის რას გეუბნები?-ინტერესით ჰკითხა და უმალ ზურგი აქცია -ანა მიყვარს... -გაჩუმდი!-მბრძანებლური ტონით მიმართა კახამ ერთ ადგილზე მიყინულ ბიჭს და წამიერად მკვლელი მზერა ესროლა -ვიცი რომ არ მენდობი და მართალიც ხარ...მაგრამ -მაგრამ რა? -როგორც უკვე გითხარი ანა მიყვარს...ამ სიყვარულის დასაცავად კი ყველაფერზე ვარ წამსვლელი -სწორედ ამიტომ არ მინდა რომ ამ საქმეში ჩაერიო-გულწრფელად უთხრა კახამ და მანქანის საჭეს მიუჯდა თუ არა ფანჯარა ჩასწია-გამოყოლა არ გაბედოთ!-ფაქტიურად უბრძანა იქვე მდგომ ბიჭს და მანქან საბურავების ხეჭიალით ადგილს მოწყვიტა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.