გაჩუქებული სიცოცხლე თავი15(პირველი ნაწილის დასასრული)
თავი15 ადამიანი ადამიანისთვის იმედი უფროა თუ საჭიროება? მე მაინც ვფიქრობ ორივე, მაგრამ ყველაზე ხშირად ალბათ უფრო გაცრუებული მოლოდინები. ყოველთვის მეშინოდა ვინმეს იმედგაცრუება არ ვყოფილიყავი, ან თუნდაც ტკივილი. შეუძლებელია, ადამიანი რამდენადაც კარგი არ უნდა იყოს ყოველთვის ყველას მოლოდინებს ვერ გაამართლებს, განსაკუთრებით ის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავსაც ხშირად უცრუებს იმედს. მეც ასე ვერ ვამართლებდი სხვების მოლოდინებს, ან ვამართლებდი, არვიცი. ყოველთვის ყველას საჭიროებაზე მორგებას ვცდილობდი, ყველას იმას ვუმტკიცებდი ცუდი ადამიანები არ არსებობენ მეთქი, როცა საპასუხოდ მეუბნებოდნენ გულუპრყვილო ხარო ვბრაზდებოდი. მართალია გულუპრყვილო ვარ განსაკუთრებით მაშინ, როცა სრულიად უცხო ადამიანების ინტერესებსა თუ სურვილებს საკუთარ თავს ვწირავ და მაინც ბოლომდე მჯერა, რომ მათგან საპასუხოდ სიყვარულს დავიმსახურებ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, აფსურდია ელოდო იმ ადამიანებისგან სიყვარულს ვინც გიყურებს და ხედავს თავისი ხელით როგორ განადგურებს. საქმე იმაშია, რომ ზუსტად ეს ადამიანები მქმნიან მე ასეთს: მეამიტს, მიმნდობს, გულუპრყვილოს, თოჯინადაც თავად მაქცევენ, რომელსაც საჭიროებისამებს იყენებ მერე კი აგდებენ, ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ამ მდგომარეობას იმდენად მივეჩვიე ყველა ჯერზე ვამბობ, მერე რა მე თუ ეს მტკენს, მე მათთან ვიქნები იქამდე სანამ ვჭირდები, რა აფსურდია. ისევ საჭიროებამდე მივედი, იმ მდგომარეობამდე, რომელიც ყველაზე ამაზრზენია, მაგრამ ეს არის ის რაც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. და საბოლოოდ ვინ ვარ მე შენთვის იმედი თუ საჭიროება? იმ ღამით მანქანაში ჩახუტებულები იქამდე ვიჯექით სანამ ჩემს ტელეფონზე სალის მესიჯი არ მოვიდა, მაშინ საათზე დახედვა მომიწია მივხვდი წასვლის დრო იყო. ტყის ბნელი კუთხეებიდან ძაღლების ყეფის ხმა ისმოდა, ადგილ-ადგილ მთვარის შუქისგან განათებულ ხეებსაც ვხედავდი. მანქანის ხმა სიჩუმეს არღვევდა, თითქოს ბუნება თავისებურად გვსაყვედურებდა მისი მშვიდი ძილი, რომ დავარღვიეთ, ახლა მხოლოდ ორ რამეზე ვფიქრობდი, კოცნაზე და ჩემს ლოგინზე, იმ ლოგინზე, რომელზეც სულ რამდენიმე საათში თავი დავდე და სიზმრების სამყაროში გავაგრძელე არსებობა. ... სვანეთში პატარა ხის სახლიდან ლამაზ თეთრ კაბაში გამოვედი. ეზოში პატარა ხის მაგიდას მივუჯექი, წინ ულამაზესი სანახაობა იშლებოდა, ცამდე აზიდული კოშკები, მთები, რომლებიც სიამაყით, მედიდურად, დაჰყურებდნენ ქვეყნიერებას ზევიდან. სახეზე სასიამოვნოდ მხვდებოდა ნიავი, ნიავი და სუნი, თავისუფლების, ბედნიერების, სიყვარულის. სახლის ზღურბლთან შეთე იდგა მომღიმარი სახით მიყურებდა, მალე მშობლები უნდა გავმხდარიყავით, ნოას მშობლები. მიხაროდა, ახდენილი ოცნება მიხაროდა... მომენტალურად ყველაფერი გაქრა, შეთეც, სახლიც, სვანეთიც. სიცარიელეში ვიდექი, შორიდან ცხენის ფლოქვების თქარუნი ისმოდა, საშინელი სიცივე ვიგრძენი, ვხვდებოდი სიკვდილი მიახლოვდებოდა. გამეღვიძა... დღევანდელი დღე განსხვავებულად გათენდა, ჩემთვის უჩვეულო სიმშვიდითა და ბედნიერებით. თვალების გახელისთანავე ჩემს ტუჩებს შევეხე, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვდათ შეთეს ტუჩების გემო, ჩამეღიმა. ეს ალბათ ბედნიერების ღიმილი იყო, იმ ბედნიერების რომელსაც თან დიდი უბედურებაც მოჰყვება ხოლმე. კიბეები აუჩქარებლად ჩავიარე, მალევე საკუთარ სამზარეულოში აღმოვჩნდი. დილას როგორც წესი ყავით არვიწყებ თუმცა ამჯერად ყავაში ცოტა რძე ჩავამატე ქურთუკი შემოვიცვი და ეზოში გავედი. დიდი ხანია ასე დასვენებულს არ გამიღვიძია, არც დადებითი განცდებითა და მითუმეტეს დადებითი ფიქრებით, ვფიქრობდი ჩემი ცხოვრების ყველაზე გიჟური ფურცლები დავხურე, შეთესთან ერთად ახალი ისტორიის დაწერას ვიწყებდი, ბედნიერი ისტორიის. ახლა ვფიქრდები და ამ ბედნიერებას იმდენად ხშირად ვახსენებ დიდი ალბათობით ზუსტად ისე სწრაფად გაქრება როგორც გაჩნდა, ისევ სიცარიელეში აღმოვჩნდები და ერთადერთი რაშიც დადებითს დავინახავ დროებითი ჩემივე წარსული ბედნიერება იქნება, მაგრამ ამაზე ბევრი ფიქრი არმინდა, შეიძლება დროებით, მაგრამ ბოლომდე მინდა საკუთარი ბედნიერება შევიგრძნო. თვალები დავხუჭე, მზისკენ შევაბრუნე სახე, სითბო ვიგრძენი მზის სხივების სითბო, მშვიდი მელოდიის ხმაც ჩამესმოდა ყურში. იმ დღიდან ბოლო რაც მახსოვს ჩემი კივილია, უზარმაზარი კაცი, რომელმაც პირზე ხელი ამაფარა, დამთავრდა. სიცივე ძვალ რბილში ატანდა, თვალებზე შემშრალ ცრემლებსაც ვგრძნობდი, ნელ-ნელა გონს მოვდიოდი, გამოძრავებას ვცდილობდი, ვერმოვახერხე, ალბათ იმიტომ, რომ სკამზე ვიყავი მიბმული, გარშემო სიბნელე იყო, თვალებზე შავი ნაჭერი მქონდა აფარებული, რომელსაც საშინელი სუნი ასდიოდა, გონს ვერ მოვდიოდი, მაგრამ ერთ რამეს ზუსტად ვხვდებოდი, გამიტაცეს. თოკი ხელებს მისერავდა სისხლიც მდიოდა, ფეხის ხმები მესმოდა, მაშინვე სმენა დავძაბე, საუბარს მოვკარი ყური შეთეს ახსენებდნენ. -სად ვარ? ჩემგან რა გინდათ? -განწირული ვყვიროდი, იქამდე სანამ თვალებიდან საშინელი სუნის მქონე ნაჭერი არ მომხსნეს. -ქალბატონი გონს მოსულა. -შავებში ჩაცმულმა უზარმაზარი გაბარიტების მქონე კაცმა ირონიულად ჩაილაპარაკა. ცარიელ შენობაში, სკამზე მიბმული სასოწარკვეთილებისგან ვერ ვიგებდი რა უნდა მექნა, ვერც იმას ვიგებდი ამ კაცებს ჩემგან რა უნდოდათ, ვერც იმას ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოვჩნდი, ტკივილს ყრუდ ვგრძნობდი, დასერილი ხელები მტკიოდა, ვხვდებოდი ძალაც მეცლებოდა. -აქ რატომ ვარ? ჩემგან რა გინდათ? -აკანკალებული შიშნარევი ხმით ვიკითხე, თუმცა პასუხები ისედაც ვიცოდი. -შენგან არაფერი, მაგრამ აი შეთესგან კი გვინდა. -ვეებერთელა კაცმა სახიდან თმა გადამიწია, ამაზრზენად ამათვალიერა და დასძინა ცუდია მხოლოდ შეთეს გამო რომ ხარ აქო. -გთხოვთ არშემეხოთ, გთხოვთ. -სასოწარკვეთილი ვიმეორებდი და ვცდილობდი ვეებერთელა კაცისგან თავის დაღწევას, რომელიც ხან ყელზე მეხებოდა, ხან ტუჩებზე, იმ ტუჩზე მეხებოდა, რომელსაც ჯერ კიდევ გუშინ შეთე კოცნიდა. -დამერწმუნე ძვირფასო, ძაან მინდა შენი შეხება მაგრამ ამის უფლება არმაქვს. -მაშინვე განწირულმა დავიწყე ყვირილი, მალევე საშინელი ტკივილი ვიგრძენი, უზარმაზარი ხელის ტორი მარჯვენა ლოყაში გამეტებით ჩამარტყეს, გავითიშე. გონს ლაპარაკის ხმამ მომიყვანა, შორიდან არც თუ ისე კარგად მაგრამ მაინც მესმოდა. ტირილისგან დასიებულ თვალებს ძლივს ძლივობით ვახელდი, აღარც იმისთვის მქონდა საკმარისი ძალა გაქცევა მეცადა. თვალების საბოლოოდ გახელისას განსხვავებული სურათი დავინახე. ამჯერად მარტო არ ვიყავი, ჩემს წინ სასტიკად ნაცემი თითქმის უსიცოცხლო შეთე სკამზე იყო მიბმული, გონდაკარგულს თავი ქვევით ჩამოკონწიალებოდა, მთელს სახეზე სილურჯეები ჰქონდა, მასაც სასტიკად გაუსწორდნენ. -შეთე, შეთე გონს მოდი... -შეთემ თვალები ძლივს ძლივობით გაახილა, ცემისგან სულ დასიებოდა, სისხლჩაქცევებიც საკმაოდ ქონდა, გონს უეცრად მოსულმა ისტერიულად დაიწყო თავის აქეთ იქით ქნევა, მერე სიცილი, რომელიც მალევე გამწარებულ ყვირილში გადაიზარდა. -თქვე ნაბიჭვრებო, ლაჩრებო... -ბოლო ხმაზე გაჰკიოდა იქამდე სანამ უზარმაზარი რკინის კარიდან ისევ იგივე ვეებერთელა კაცი არ შემოვიდა, რომელმაც მუშტი პირდაპირ სახეში ჩაარტყა . -ლაწირაკო არგეყო რაც დაგასახიჩრეს? -თმაში წასწვდა თავი ზემოთ ააწევინა. შეთეს პირიდან სისხლი სდიოსა, საშინელი სანახავი იყო. -ხელი გაუშვი, ცხოველო, გესმის... ხელი გაუშვი... -ინერციით სკამიდან წინ გადმოვიწიე ისე თითქოს მართლა შემეძლო რაიმეს გაკეთება გარდა ყვირილისა. -რაიყო პატარა ქალბატაონო შეყვარებული შეგეცოდა? რომ იცოდე ყველაფერი რაც დაგემართა ამ შენი შეყვარებულის ბრალია. -შეთეს ხელი გაუშვა, სკამი ჩვენს შუაში ჩადგა და კომფორტულად მოკალათდა. - შენ ხარ! -მკაცრი ტონით ვუთხარი და თავის გაქნევით ვცადე სახეზე ჩამოყრილი თმის უკან გადაწევა. -ნუჩქარობ ლამაზო ნუ, მე დაგეხმარები... -თავისი უზარმაზარი ტორით ჯერ ჩემს ყელს შეეხო მერე კი თმას, რომელიც უკან უხეშად გადამიწია, ტუჩები ამაზრზენად გაილოკა, ჩაიხითხითა. -ნე მეხები, გთხოვ ნუ. -თავის გვერდით გაწევით ვცადე მისი მოშორება თუმცა არგამოვიდა, მაშინვე თმაში მწვდა. -დამიჯერე ეს შეხებაა არაა. -განრისხებული თვალებით მითხრა და შეთესკენ გაბრუნდა. -ნახე შენზე ვიზრუნეთ და შენი შეყვარებულიც მოგიყვანეთ, რომ არ მოგნატრებოდა, თუმცა ვერ დაგპირდებით, რომ აქედან ცოცხალს ან უვნებელს გაგატანთ. - ისევ ჩაიცინა. -ტესა... ტესა მხოლოდ მე მიყურე გესმის, არ შეგეშინდეს ისინი ვერაფერს დაგიშავებენ. -შეთე თვალებში მიყურებდა, ბოლომდე ცდილობდა ჩემთის იმედის მოცემას. -შეთე, მეშინია გთხოვ... მეშინია. -ტირილს კიდევ უფრო ვუმატე, ხმაც მიკანკალებდა. -ისინი შენ არ შეგეხებიან მათ ჩემთან აქვთ საქმე, ტესა... ტესა მისმინე აქედან გავალთ, გესმის ჩემი? ორივენი ერთად. - მიკვირდა შეთეს იმედიანობა ასეთ საშინელ მომენტშიც კი. -მპირდები? -კი, აქედან გავალთ თანაც ძალიან ბედნიერები... მხოლოდ ამაზე იფიქრე. -თანხმობის ნიშნათ თავი დავუქნიე. -ბრავოო ნამდვილად კაი სპექტაკლია. -სიცილით უკრავდა ვეებერთელა კაცი ტაშს, მალევე ირონია სახეზე შეახმა. -აქედან ორივე ცოცხლები ვერ გახვალ რომელიმე აუცილებლად მოკვდებით, სისხლი სისხლის წილ. -ბოლო წინადადება დაასრულა და შენობიდან ზუსტად იმავე კარიდან გავიდა, რომლითაც შემოვიდა. -ტესა, რამე ხომ არ დაგიშავა? -მეტი რაღა უნდა დაეშავებინათ, მისი საშინელი თითების შეხებას მთელს სხეულზე ვგრძნობდი. -შეთე, ვინ არიან ეს ხალხი, ჩვენგან რაუნდათ? -მასაც იგივე კითხვას ვუსვამდი. -დადვანები. -ნაღვლიანად, ოდნავ ბრაზნარევი ტონით მომიგო. -ისინი ნამდვილად მოგვკლავენ. -იმედგაცრუებულმა ვუპასუხე, თავს აქეთ-იქით ნერვიულად ვაქნევდი. -სიკვდილი არმინდა... ჯერ არ... შეთე გთხოვ სიკვდილი არმინდა... -შიში, სასოწარკვეთა, უიმედობა ყველა გრძნობამ ერთიანად მომიქცია თავის მარწუხებში. -ტესა, ტესა მისმინე შენ არ მოკვდები გესმის, შენ არ მოკვდები. -იმედიანად გამიღიმა, მაშინვე ტუჩიდან სისხლი წასკდა. -შეთე იცი გუშინ დამესიზმრე, ისეთი ლამაზი სიზმარი იყო, შვილიც უნდა გვყოლოდა, ნოა. -გვეყოლება, ტესა დამიჯერე გვეყოლება, თან მარტო ერთი კი არა 3. -სიცილით მიპასუხა. -დამპირდი, შეთე დამპირდი, რომ არ მოკვდები. -მარტო არ დაგტოვებ, არ მოვკვდები, ტესა არც მე მოვკვდები და არც შენ. -ზუსტად იგივე ზორბა კაცი შენობაში ისევ შემოვიდა, ამჯერად სხვა სამ კაცთან ერთად, რომლებიც ტანით შედარებით პატარები იყვნენ. ისევ სიცილით რეპლიკებს ისვროდა, ამაზრზენად მათვალიერებდა, თან ბურტყუნებდა. -აბა ჩიტებო, დაემშვიდობეთ ერთმანეთს? -ზორბა კაცმა თოკების გაჭრა დაიწყო, მალევე ხელებიც და ფეხებიც თავისუფალი მქონდა, ხელში იარაღი დამაჭერინა, პირდაპირ შეთეს შუბლზე დამადებინა. -ან შენ ესვრი მას, ან მე გესვრით ორივეს, არჩევანი შენზე პატარა ქალბატონო. -ყურში ჩამჩურჩულა, გამაღიზიანებლად გადაიხარხარა. ხელები ერთიანად მიკანკალებდა, გონებას ვკარგავდი, თუმცა ამის უფლება არმქონდა. საკუთარი სიყვარულის საკუთარივე ხელებით მოკვლას მთხოვდნენ. იმ სიყვარულის რომლის გამოც ტყვია პირდაპირ გულში მომხვდა. იარაღი ქვემოთ დავუშვი, ბოლო ძალები მოვიკრიბე რაც კი გამაჩნდა, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი, რისკზე. აზრი აღარაფერს ქონდა, თუ სიკვდილი იყო მცდელობაში სიკვდილი ვამჯობინე. მაშინ ჩემი შიში მთლიანად გაქრა, ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი ძალა, ძალა იმს, რომ საკუთარ ბედს შევწინააღმდეგებოდი. -მე სიკვდილის არმეშინი, აი თქვენ კი ნაბიჭვრებო ჩემი უნდა გეშინოდეთ. -მაშინვე ძირს დაწეული თოფი, ვეებერთელა კაცს დავუმიზნე ფეხში მოხვდა, ერთადერთი რისი გაკეთებაც მოვასწარი, მათი დაბნეულობით ვისარგებლე, შეთეს ხელ-ფეხი გავუნთავისუფლე, მაშინვე იარაღი გამომართვა. -ტესა, ჩემს უკან იდექი. -აღელვებულმა ხელით უკან გამწია. მალევე სირენების ხმა გაისმა, სპეცრაზმი უცებ შემოვარდა შენობაში, დასრულდა. მუხლებზე დამხობილი ჩემსავე ხელებში თავჩარგული, ყველაფრისგან საშინლად დაღლილი ვტიროდი. ისე თითქოს ეს უკანასკნელი დამავიწყებდა მომხდარს. შეთეს საკუთარ მკლავებში ვყავდი მოქცეული, მიმეორებდა, ნუგეშინია ყველაფერი დამთავრდაო, ეს მისთვის დამთავრდა აი მე კი იმ დღეს იქ მეორედ მოვკვდი ჩემსავე ცხოვრებაში, საინტერესო ის იყო საერთოდ შევძლებდი, რომ ისევ გაცოცხლებას. პოლიციელებმა ვეებერთელა კაცს ხელზე ბორკილები დაადეს, ფეხზე წამოვდექი, აცრემლებული თვალებით, წინ მივიწევდი, მარჯვენა ხელს მარცხენა ხელის ჭრილობას ვაჭერდი სისხლდენა, რომ შემეჩერებინა. ამაზრზენი უზარმაზარი კაცის წინ დავდექი, ჭრილობაზე ფეხი მაგრად დავადგი. -იქ მიდიხარ სადაც შენი ადგილია, პირუტყვო. -სახეში მივაფურთხე, ზურგი ვაქციე და ამაყად გამოვბრუნდი. ... ორი დღე ლოგინიდან არ ავმდგარვარ, ერთადერთი რასაც ვაკეთებდი მეძინა, მეძინა და ვფიქრობდი, არც არავის ველაპარაკებოდი მათ შორის არც შეთეს. მისი ნახვა ყველაზე ნაკლებად მინდოდა, განსაკუთრებით იმ პერიოდში. ... ფიქრი გრძნობაა, რომელიც მოქმედების უნარს გვაკარგიენბს. სადღაც შიგნიდან მოდის, გისაკუთრებს, გიჩემებს, იქამდე გჭამს სანამ საბოლოოდ ძირს დაცემულსა, და განადგურებულს არ დაგინახავს, მერე მოგიბრუნდება გულიანად დაგცინებს და გაქრება. ჩემი ფიქრები ადამიანები არიან. შეთე, სალი, ელი, ნიკაც... თუმცა ოთხივე არასწორია. ოთხივე ტყუილია, ოთხივე შეცდომაა. ბავშვობიდან ერთი ჩვევა მქონდა, როცა რაღაც ფიქრი ზედმეტად დიდხანს დამჩემდებოდა, მერე ვჩუმდებოდი, თითქოს საუბრის უნარს ვკარგავდი. სალიმ და ელიმ იცოდნენ ჩემთვის ასეთ დროს ლაპარაკი არ უნდა დაეძალებინათ, თუმცა არც უყურადღებოდ უნდა დავეტოვებინე საკუთარ ფიქრებთან, ამას კარგი არაფერი მოყვებოდა. ჩემი სიჩუმე ის ქარიშხალი იყო, რომელიც გარშემო ყველაფერს მიწასთან ასწორებდა, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ყველა ასეთი სიჩუმის მერე თითო ადამიანის ცხოვრებიდან ვქრებოდი, ჩემი იმჟამინდელი სიჩუმის მერე ჩემი ცხოვრებიდან ნიკა გავაქრე. ჩემი რომანის ერთადერთი მკითხველი, მიზეზი მარტივი იყო, ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ მას ცხოვრებაში აღარ ვჭირდებოდი, ამიტომ უნდა დამეტოვებინა, ახლა სხვა ადამიანების მსმენელიც უნდა გავმხდარიყავი, მაგრამ ვიტყუები სინამდვილეში არც მე ვიყავი ნიკას მსმენელი და არც ის ჩემი, არც მე ვუყვებოდი მას ყველაფერს და არც ის მე, ამას მაშინ მივხვდი, როც უკან მოვიხედე და დიდი სიცარიელე დავინახე. ცხოვრების ამ ეტაპზე ნიკას გარეშე უნდა გავსულიყავი, მაგრამ ის მაინც ბოლომდე ჩემი რომანის ერთადერთ მკითხველად და იმ ადამიანად დარჩებოდა, რომელმაც ძალიან ბევრი მასწავლა და კიდევ უფრო მეტი დამანახა. ჩემი სიჩუმის შემდეგ ჩემი ცხოვრებიდან შეთეც გავუშვი, ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი ხანდახან მხოლოდ სიყვარული საკმარისი არაა იმისთვის, რომ ორი ადამიანი ერთად იყოს. ჩემი ცრემლებით გაჟღენთილი ბალიშიდან თავი მძიმედ ავწიე, ლოგინზე წამომჯდარი სიჩუმეს ვუსმენდი. ტელეფონი ჩავრთე უამრავი შეტყობინება იყო მოსული, მაშინვე გვერდით გადავდე, ლოგინიდან ავდექი, ორი დღის მერე ცხოვრებას დავუბრუნდი, მაგრამ ის აღარ ვიყავი ვინც აქამდე, მესამედ დავიბადე და დიდი იმედი მქონდა, რომ მესამედაც სიკვდილი არ მომიწევდა. ცხელი ორთქლით დაფარულ აბაზანაში შევედი, მსიამოვნებდა წყლის წვეთების შეხება, თავისებურად მათბობდნენ, საკუთარ ენაზე მესაუბრებოდნენ. სააბაზანოდან გამოსულმა მოწესრიგება მალევე დავასრულე, სამზარეულოში ჩავედი წყლის დასალევად, რომელიც არმინდოდა თუმცა აუცილებელი იყო. ჭიქაში წყალი ავავსე, თავის ტკივილის წამალთან ერთად დავლიე და სკამზე ჩამოვჯექი. მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი, აქ ჩემი ადგილი აღარ იყო, აღარც ეს სახლი მგავდა მე , არც ეს ცხოვრება მეკუთვნოდა. იქნებ საჭიროც იყო ამ ყველაფრის გადატანა საიმისოდ, რომ საკუთარი თავი მეპოვა. უეცრად კარის ხმა გავიგე, ვიღაცა გასაღებით გაღებას ცდილობდა, მაშინვე დანა მოვიმარჯვე ხელში, კედელს ამოვეფარე, შევცდი შეთე იყო. -ღმერთო შეთე გული გამიხეთქე. -დანა ძირს დავუშვი. -ორი დღეა ვერაფრით დაგიკავშირდი, ასე რატომ იქცევი? -ჩასახუტებლად გამოიწია, ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი, თავი ავარიდე. -არშემეხო. -მკაცრი ტონით ვუთხარი, სკამზე ჩამოვჯექი. -ტესა რახდება? -ბევრი რამ შეთე, მაგრამ არვიცი საიდან დავიწყო. -ძირს დახრილი თავი ზევით ავწიე, აცრემლებული, შიშნარევი თვალებით შევხედე. -სულ თავიდან. -მშვიდად მომიგო და ჩემს წინ დაჯდა. -დავიღალე... შიშით, ტკივილით, ჩხუბით, არეულობით დავიღალე. ზოგჯერ მგონია ვიკარგები. შენში, შენში და ყველა იმ ადამიანში ვინც ჩემს გარშემოა. აღარ მინდა შეთე, აღარ მინდა ყოველ დილით თვალის გახელის მეშინოდეს, მეშინოდეს იმის, რომ ერთ დღესაც შეიძლება ვიღაცა კაცმა შუბლში ნასროლი ტყვიით დამამთავროს, იმისაც მეშინია ეს ტყვია მე კი არა შენ რომ მოგხვდეს. აღარ მინდა, აღარც შენთან მინდა, ბოდიში... - მკაცრი ტონით დავუსრულე ლაპარაკი, თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე. -ტესა, მე... -შეთე გთხოვ, არაფრის მოსმენა არმინდა, უნივერსიტეტში ვაგვიანებ, სახლიდან, რომ გახვალ გასაღები მაგიდაზე დატოვე. -სკამიდან სწრაფად წამოვდექი, ოთახში ასული კარებს ზურგით მივეყრდენი, თავი მუხლებში ჩავრგე, მეგონა ასე მაინც აღარ მეტკინებოდა, გრძნობები, რომლებიც ყველაზე არასწორი იყო. ჩემს თავს ხუთი წუთი მივეცი იმისთვის, რომ სევდა იქ დამებრუნებინა საიდანაც მოვიდა. სარკესთან დავდექი, ყველაზე ლამაზ კაბაში გამოვეწყე, უნივერსიტეტში წავედი, იმ ცხოვრებას დავუბრუნდი, რომელიც ჩემი აღარ იყო. უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში ვიჯექი, ჩემმა ლექტორმა დამიძახა გაცდენების ასანაზღაურებლად, პრეზენტაცია უნდა წარმედგინა, მადლიერად გავუღიმე და კაბინეტში შევყევი. პრეზენტაციის თხრობა დავიწყე, იმ მომენტში არარაფერი მახსოვდა, რაც ალბათ კარგი იყო, უმაღლესი შეფასებით გამოვედი მეექვსე კორპუსის შენობიდან. სალისთან უნდა ავსულიყავი ამიტომ ავტობუსს გავყევი პირდაპირ მის სახლთან აჩერებდა. სადარბაზოს კიბეები აუჩქარებლად ავიარე, კარებთან მდგარმა ღმრად ჩავისუნთქე, ზარი დავრეკე, მალევე კარიც გაიღო. -ტეს, როგორი გაფითრებული ხარ, შემოდი. -კარებში მდგარ სალის გადავეხვიე, მჭირდებოდა. -ჩაის გამიკეთებ? -აბა რას ვიზამ, შედი სამზარეულოში. -თბილად მომიგო, ქურთული გამომართვა. -მარტო ხარ? -კი ჩემები ორი დღე არ იქნებიან. -სალიმ მაშინვე ჩაის მზადება დაიწყო. -შენთან რომ დავრჩე დღეს შეიძლება? -თვალცრემლიანმა მივუგე. -ტესა ახლა რაღა მოხდა? -ფინჯანი ჩაი გამომიწოდა, გვერდით მომიჯდა. -მეტი რაღა უნდა მომხდარიყო, კინაღამ მომკლეს, ბებიაჩემი მოკვდა, გამიტაცეს, შეთეს დავშორდი... არვიცი უბრალოდ ძველი ტესა მენატრება. -ცხელი ჩაის პატარა ყლუპი მოვსვი, ყელში ნაზად გადავუშვი. -შეთეს რატო დაშორდი? -ასე იყო საჭირო, მუდმივად შიშში ვერ ვიცხოვრებ, არმინდა... -ფინჯანს ჩავაშტერდი. -ოხ ტესა არვიცი, ზედმეტად არეული ხარ. -ვიცი და ეს არეულობა ისე მაგიჟებს. -ცრემლები ხელსახოცით შევიშრე იქამდე სანამ ისევ ახლები არ გაჩნდა. -რის გაკეთებას აპირებ? -არვიცი სალი, მართლა არვიცი. -ხომ იცი, რომ მიყვარხარ. -გამიღიმა. --არვციცი ვითომ? -სიცილით მივუგე. -იქნებ ძილმა გიშველოს. -არმინდა ჰაერზე მირჩევნია გასვლა. -სკამიდან სწრაფად ავდექი. -გამოგყვე? -მარტო მირჩევნია, მალე მოვალ. -სალის ლოყაზე ვაკოცე, კარებში გავუჩინარდი. ... ქუჩაში ვიდექი, პერიოდულად მანქანების სიგნალის ხმას მოვყავდი გონზე. გვერდით პატარა გოგონა მედგა, ჩემ წარმოსახვაში გაჩენილი პატარა ტესა, ცრემლებით სავსე თვალებით, პერიოდულად შემომხედავდა ხოლმე. არეული ვიყავი, ვიცოდი უნდა წავსულიყავი ყველას ცხოვრებიდან. უნდა გამეგო რა მსურდა საკუთარი თავისგან, შეთესგან, ნიკასგანაც. პატარა ტესამ ხელი ჩამკიდა, იმედიანი თვალებით შემომხედა, მთხოვდა ცხოვრებაში ერთხელ მაინც საკუთარი თავი აირჩიეო, იმედებს ვეღარ გავუცრუებდი. აქ ჩემი ადგილი აღარ იყო, ცხოვრებაში ერთხელ მაინც საკუთარი თავი უნდა ამერჩია, საკუთარი გზა უნდა მეპოვა, ჩემივე დაკარგული თავიც, ის ადამიანები უკან უნდა მომეტოვებინა, რომლებიც დაუფიქრებლად მწირავდნენ, საკუთარი თავი უნდა განმეკურნა, ოცნებას უნდა გავყოლოდი, ჩემში ტყვედ გამოკეტილი პატარა ტესა უნდა გამეთავისუფლებინა. თურმე ზოგჯერ საჭიროა საკუთარ სიცოცხლეშივე გარდაცვალება, საიმისოდ, რომ მიხვდე სად არის შენი ადგილი. წავედი... პირველი ნაწილის დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.