შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების მსხვერპლი 32 თავი


21-02-2023, 12:41
ავტორი ნეაკო
ნანახია 2 609

იმის გამო რომ ვაჩეს მშობლები და მეგობრები, თავიდანვე აქტიურად ჩაერთვნენ ანას სამძებრო ღონისძიებებში, კახას ეჭვი შეეპარა მათ გულწრფელობაში, მაგრამ მას შემდეგ რაც აშკარად და დაუფარავად აგრძნობინეს, რომ საერთოდ არ ხიბლავდათ ის აზრი რომ ვიღაც გათხოვილი გოგოს გამო მოტაცების გამო შეიძლებოდა , უკეთეს შემთხვეაში ქუჩურ გარჩევაში მოყოლილიყო, უარეს შემთხვევაში ციხეში, თან დიდი ხნით დარწმუნდა რომ მასზე მეტად ვაჩეს მშობლებს სურდათ ანას პოვნა.
მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდნენ იმ ადგილებზს თუ სად შეიძლებოდა წაეყვანა ვაჩეს ანა, ბევრი ფიქრის მერე კახამ გადაწყვიტა სიონში წასულიყო და იქ მოეძებნა ისინი, რადგან გული იმ მხარეს მიუწევდ. დარჩენილი სავარაუდო ადგილები მასთან შეთანხმებით მისმა ძმამ ზურამ, მისმა შვილებმა, ვაჩეს მშობლებმა და ახლობლებმა გადაინაწილეს.
სიონისაკენ მიმავალი განადგურებული კახა, მთელი გზა თავს იდანაშაულებდა მომხდარის გამო. შესაბამისად, უკან ადევნებული მენებ დაბურული, შავი პრადო არ შეუმჩნევია.
დიდთოვლობის გამო კახას რამდენჯერმე მოუცურდა მანქანა და ძლივს გადაურჩა სერიოზულ ავარიას. თუმცა უკან დაბრუნებაზე არც უფიქრია და სახიფათო ნამევრებით ჯიუტად განაგრძობდა გზას. თუმცა საბოლოოდ, მძღოლობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ მაინც ვერ უშველა, რადგან მოსახვევში მოულოდნელად მოცურებული მანქანის ძლიერმა შეჯახებამ ისე სწრაფად დააკარგვინა საჭეზე კონტრილი რომ სანამ აზრზე მოვიდოდა და რამეს ეცდებოდა მანქანა გზიდან გადავიდა და დაღმართზე დაცურდა და იქამდე არ გაჩერდა სანამ გადატეხილ ხეს წინა ცხვირით არ შეასკდა.
-ამის დედაც, ამის დედასაც შევ.ეცი-ბოლო ხმაზე იყვირა განცვიფრებულმა თორნიკემ როცა თვალი ჰკიდა ხევში გადაჩეხილ კახას მანქანას და პირველივე შესაძლებლობისთანავე გააჩერა უადგილო ადგილას ნათხოვარი პრადო და სწრაფად გადავიდა მანქანიდან. რამდენიმე წამის განმავლობაში ადგილზე გაიყინა და კახას დალეწილ ვერცხლისფერ მერსედეს ცივი მზერა მიაყინა
-მიდი შენ მაგას მიხედე, მე სასწრაფოში დავრეკავ-ჩავარდნილი ხმით უთხრა ანდრიამ სახე მონგრეულ ბიჭს და მაშინვე საჭეს მიუჯდა. მანქანის გადაყენება სცადა უსაფრთხო ადგილას რადგან გამაყრუებელი სიგნალებით აიკლეს უკან მდგომი მანქანების უკმაყოფილი აგრესიულმა და გაურკვევლობაში მყოფმა მძღოლებმა.
ყველაზე სწრაფად თორნიკე მივიდა კახას მანქანასთან, მაგრამ კარის გაღება ვერ შეძლო, ამიტომ უკანა კარის მინა ჩაამსხვრია სხვების დახმარებით და ყველა კარი გააღო შიგნიდან, შვებით ამოისუნთქვა როცა მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები შეამოწმა და დარწმუნდა რომ ცოცხალი იყო.
-შენ?- ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა ღონე მიხდილმა კაცმა როცა თორნიკეს ხმა ჩაესმა სადღაც შორიდა ,,მშვიდად იყავი, არ ინერვიულო სასწრაფო გზაშია მალე მევა, ყველაფერი კარგად იქნება"- და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჰკითხა- აქ რას აკეთებ?
-მე და ანდრია უკან მოგყვებოდით-აუხსნა თორნიკემ და საფეთქელთან, არსებულ ღრმა ჭრილობაზე ვიღაცის გაწვდილი სტერილური ბინტი დაადო, თვალზე ჩამოსული სისხლი კი თავისი ხელსახოცით გაუწმინდა
-თავი საშინლად მტკივა...ავარიაში მოვყევი?
-სერიოზულად დაშავდი
-ჩემს ძმას დაურეკე
-ამას არ გავაკეთებ
-ანა უნდა იპოვოს
-მისამართი მითხარი სად უნდა მოგეძებნა ისინი და მეთვითონ ვიპოვი
-არ შეიძლება-იუარა გონება დაბინდულმა კაცმა და თვალები დახუჭა
-კახა-შეეხმიანა თორნიკე და მაშინვე გონს მოიყვანა ურეაქციოდ მყოფი კაცი -შენი ძმა აქ ვეღარ ამოვა...უკვე ბნელა, გზები გაყინულია, თან ინტენსიურად თოვს...
-მაშინ პოლიციაში დარეკე
-გთხოვ, ყველაფერს უარესად ნუ გაართულებ
-არ მინდა ანა დაშავდეს
-მისამართი მითხარი!
ისევ არ მენდობი-გაბრაზდა თორნიკე და სიცივისგან სახე გადაფითრებულ კაცს თავისი მოსაცმელი მიაფარა-ანას არაფერს დავუშავებ! გპირდები სახლში დავაბრუნებ!
-თორნიკე-აღმოხდა სასოწარკვეთილ კაცს და ხმა ჩაუწყდა
-თუ გეტყვი რომ შენი შვილისთვის არაფერი დამიშავებია, მეტიც, მისთვის თითიც კი არ დამიკარებია- მეთქი დამიჯერებ?
-რაა?-ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა ღონე მიხდილმა კაცმა და თვალები მძიმედ დახუჭა
-ანას არ შევხებივარ, მისთვის არაფერი დამიშავებია...
-მთელი ეს დრო...
-მთელი ეს დრო გატყუებდით მინდოდა რომ დატანჯულიყავით
-და თუ გეტყვი რომ არც მე დამიშავებია შენთვის არაფერი დამიჯერებ?- უეცრად თვალები გახილა კახამ ცივი, ჩარიელი არაფრისმთქმელი მზერით მიაჩერდა სახეში გაოგნებულ ბიჭს
-დაგიჯერებ-უგულოდ უთხრა თორნიკემ და კიდევ ერთხელ რომ დახუჭა თვალები მოსავათებულმა კაცმა, ხმა დაბალი ტონით უთხრა- ძალიან ბევრი სისხლი დაკარგე მალე გონებას დაკარგავ... გთხოვ მითხარი სად აპირებდი მათ მოძებნას- ამ დროს კახამ ჩაწითლებული თვალები კიდევ ერთხელ გაახილა და ძლივს გასაგონად, უმისამართოდ თქვა ,,სიონი" და გონება დაკარგა.
ანდრია მკვლელი მზერით მიაჩერდა სახეში ხელებდასისხლიანებულ თორნიკეს როდესაც მან სთხოვა რომ სასწრაფოს გაყოლოდა
-შენ რა დამცინი?
-გთხოვ
-ნუ მთხოვ
-ასე უფრო მშვიდად ვიქნები
-არა-თქო!
-ხომ ხედავ რა ამინდია?!
-მარტოს ვერ დაგტოვებ!
-არაფერი მომივა
-თორნიკე
-როგორმე მოვახერხებ საკუთარი თავის და ცოლის დაცვას
-გინდოდა გეთქვა ფიქტიური ცოლის?
-ხუმრობის ხასიათზე ხარ?- გაბრაზდა თორნიკე- ანდრია, ვიცი რომ კახა არ გევასება, მაგრამ ახლა აუცილებელია რომ ვინმე ახლობელი იყოს მასთან... ისეთი ამინდია, რომ ამ ღამეს აქ ვერც მისი ძმა ამოაღწევს და ვერც ვინმე სხვა...
-ექიმები რას მიკეთებენ?
-მიაღწევს კი საავადმყოფომდე? ხომ ხედავ სასწრაფოს მანქანა სადაა გაჩხერილი
-კარგი ხოოო, გავყვები!-მოიღუშა ანდრია- მაგრმა იცოდე თუ რამე სისულელე არ ჩაიდინო!-გამაფრთხილებლად უთხრა და სასწრაფოს მანქანისაკენ წავიდა.
-გთხოოვ-შეეხვეწა შეშინებული ანა, მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დოზისგან თვალებჩაწითლებულ ბიჭს და გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან
-რას მთხოვ?- ვერ მიუხვდა სათქმელს ვაჩე და ღვინით სავსე ჭიქა ბოლომდე ჩაცალა
-მეტი აღარ დალიო
-მეგონა გაშვებას მთხოვდი-ირონია გაერია ხმაში სახე მონგრეულ ბიჭს და კიდევ ერთხელ შეივსი ჭიქა შავი ღვინით
-არ გთხოვ! იმიტომ რომ ვიცი არ გამიშვებ
-დალევ?
-აქ რატომ მომიყვანე? გგონია იმ ყველაფერის მერე რისი გადატანაც მაიძულე შენთან დარჩენას მოვინდომებ?
-დარჩენას არც გთხოვ- აგდებულად უთხრა ვაჩემ და მერამდენეღაცა ჭიქა მოიყუდა
-მაშინ თავს რატომ არ მანებებ? რა გინდა ჩემგან?
-მასთან ხომ იწექი?-მოულოდნელად ჰკითხა ვაჩემ სახე წაშლილ გოგონას და მისკენ მიიხედა -ჩემთანაც დაწექი... მხოლოდ ერთი ღამით-ცივი ტონით უთხრა და წამში დაფარა მათშორის არსებული მანძილი. როცა ზიზღის, სიძულვილის, გაოცების, ბრაზის, წყენის და შეურაცხყოფის პირველმა ტალღამ გადაუარა სახე მონგრეულ გოგონას, სახეში მთელი ძალით გაარტყა ხელი ირონიულად მომღიმარ ბიჭს და ბოლო ხმაზე უღრიალა
-არ გაბედო და არ შემეხო! იცოდე მოგკლავ!
-თორნიკესაც ასე ეწინააღმდეგებოდი?- ცინიკური ტონით ჰკითხა ვაჩემ თვალებაწყლიანებულ გოგონას და უეცრად, კედელთან , ხელებშორის მოიმწყვდია
-გულს მირევ
-კითხვაზე მიპასუხე!
-მძულხარ გესმის?
-ესე იგი არ ეწინააღმდეგებოდი!- დაასკვნა ვაჩემ და ცხელი, მწველი ტუჩები ყელზე შეაწება, უკვე მთელი სხეულით აკანკალებულ გოგონას
შეწყვიტე!- ზიზღით უთხრა ანამ და ინსტიქტურად ხელები მკერდზე მიაბჯინა
-მინდა რომ გიგრძნო-გამომწვევი ტონით უთხრა სახე მონგრეულმა ბიჭმა სასოწარკვეთილ გოგონას და მოულოდნელად ტუჩებზე დააცხრა. ჰკოცნიდა მთელი გრძნობით, ვნებით, ემოციით, მაგრამ არა სიყვარულით, რადგან მისი ეს თავხედური და თავშეუკავბელი კოცნა იმდენად უხეში და მომთხოვნი იყო რომ გარდა სულიერისა ფიზიკური ტკივილიც განაცდევინა გაგიჟებულ გოგონას რომელიც ყვირილზე, მუქარაზე და ხვეწნაზე გადავიდა მას შემდეგ, რაც ვაჩემ, ყელიდან კიდევ უფრო ქვემოთ ჩააცურა თავისი საზიზღარი ცხელი ტუჩები. იმის მიუხედავად რომ ანა მთელი ძალით ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია სასმლისგან გონება დახშული ბიჭისთვის საბოლოოდ მაინც ვერ შეძლო ხელიდან გასხლტომოდა და მის მკლავებში მომწყვდეული დივანზე აღმოჩნდა
-გთხოვ ეს არ გააკეთო- შეეხვეწა ანა როცა ზემოდან მოექცა სურვილისგან თვალებანთებული ბიჭი და ხელები თავს ზემოთ გაუკავა, მაგრამ ვაჩეს უკვე არაფერი ესმოდა, მისთვის მნიშვნელობა აღარაფერს ჰქონდა, მხოლოდ ერთი რამ უნდოდა შურისძიება, შურისძიება საყვარელ გოგონაზე რომელმაც პირველივე შემხვედრთან უღალატა თითზე, მისი ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭდით
-მოგკლავ- ზიზღით უთხრა ანამ, როცა ვაჩემ ისევ ყელზე შეაწება მწველი ტუჩები და თავხედურად ჩააცურა მკერდისკენ. შემდეგ თვალები დახუჭა და უკანაკნელი ძალებით შეეწინააღმდეგა, მაგრამ ვერაფრით რომ ვერ მოახერხა მისი თავიდან მოშორება წამიერად მოდუნდა და მისი შეხებით და შეგრძნებით გონება ამღვრეულ ბიჭს თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცა, თუმცა პირველივე შესაძლებლობისთანავე იქვე მაგიდაზე დადებილი ღვინის ახლად გახსნილი ბოთლი დაალეწა თავზე.წამოდგომა სცადა და წორედ ამ დროს ორივე კარზე საშინელი ბრახუნი ატყდა
-რა ჯანდაბაა-იყვირა გაგიჟებულმა ვაჩემ და ფეხზე წამოვარდა გაბრუებილი თან სამზერეულოში არეული ნაბიჯებით შევიდა და პურის საჭრელ დანას წამოავლო ხელი,თან შეშინებულს ანას მიაჩერდა წაშლილი სახით, რომელიც თითქმის შემოხეულ პერანგის ზედა კიდეს აკანკალებულ თითებს ძლიერად უჭერდა. მათი დაბნეულობა სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა რადგან იარაღის გასროლის ხმა, რკინის კარი შეღება და თორნიკეს ღრიალის ხმა ერთი იყო- ანაააა! შე ნაბიჭვ*რო- დაინახა თუ არა სახლში შესულმა გაგიჟებულმა ბიჭმა ტირილისგან თვალებჩაწითლებული გოგონა მაშინვე მისკენ წავიდა, ვაჩესთვის დამიზნებული იარაღით, რის გამოც მის წინ მდგომ დაბნეულ გოგონას მაჯაში უხეშად წაავლო ხელი გაღიზიანებულმა ბიჭმა და თავისკენ უხეშად მიიზიდა-გაუშვი-დაუღრინა თორნიკემ, როცა ვაჩემ დანა ცხვირწინ აუფრიალა თვალცრემლიან გოგონას და მომენტალურად დაუშვა იარაღი, რადგან არ სურდა შემთხვევითობის გამო კახასავით, ანაც ბრმა ტყვიის მსხვერპლი გამხდარიყო მისგამო, ან მართლა მკვლელად ქცეულიყო. ვაჩემ უნდობლად შეხედა თორნიკეს და ყელზე უხეშად მიაბჯინა დანა შეშინებულ გოგონას, რის გამოც ინსტიქტურად ისე ვისკენ მიმართა იარაღი თორნიკემ
დაწიე!
-გაუშვი!
-არ გავუშვებ
-მაშინ იარაღს არ დავწევ!
-გვესვრი?- ცინიკური ტონით ჰკითხა ვაჩემ გაღიზიანებულ ბიჭს და იმ დონემდე მიაჭირა ანას დანის წვერი ყელზე რომ სისხლი წამოუვიდა
-შე ნაბ*ჭვარო-ბოლო ხმაზე იღრიალა თორნიკემ და უმისამართოდ გაისროლა- იცოდე შემდეგი ტყვია შენს თავში აღმოჩნდება
-ალბათ ხვდები მანამდე რა შეიძლება მოხდეს-მუქარით უთხრა ვაჩემ და კიდევ უფრო მეტად მიიწება თვალცრემლიანი გოგონას სიფრიფანა სხეული ტანზე
-გაუშვი
-იარაღი დაწიე
-კარგი-მოიღუშა თორნიკე და იარაღი დემოსტრაციულად დაწია, შესაბამისად ვაჩემ მის წინ მდგომ გოგონას დანა მოაშორა სახიდან
-ახლა გადააგდე!-უბრძანა ვაჩემ და ანას ხელი გაუშვა
-რამეს თუ დაუშავებ! იცოდე მოგკლავ- დაემუქრა თორნიკე
-ანა მიყვარს...- აგრესიული ტონით უთხრა ვაჩემ აღელვებულ ბიჭს და ოდნავ უკან დაიხია. ამ დროს თორნიკე სწრაფად მიუახლოვდა ერთ ადგილზე მიყინულ გოგონას, იარაღიანი ხელი წელზე შემოხვი და ხმა დაბალი ტონით ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა
-ნუ გეშინია აქედან გაგიყვან
-გგონია გენდობი?!- ნაწყენი ტონით უთხრა ანამ და ცრემილიანი თვალები ახედა. ამ დროს თორნიკეს გაეღიმა და აკანკალებული ხელის ზურგი ნაზად ჩააყოლა მის გაფითრებულ სახეს, რა დროსაც ვაჩე თავს დაესხა. იმის გამო რომ მას დანა აღარ ეჭირა, თორნიკემაც უმისამართოდ მოისროლა ირაღი და შიშველი ხელებით დაპირისპირდა გაგიჟებულ ბიჭს, რომელმაც, პირველივე შესაძლებლობისთანავე წამოავლო ხელი, ხელსაყრელ ადგილას დადებულ დანას.
მას შემდეგ რაც ღონე მიხდილი თორნიკე
სიხლიანი ხელით აყირავებულ მაგიდას დაეყრდნო, ანა ისტერიულად აკივლდა, მაგრამ ვაჩემ მასთან მიახლოების უფლება არ მისცა და აივანზე ძალდატანებით გაათრია. ხელში შერჩენილი სისხლიანი დანით მისი კიბეზე ჩაყვანა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო რადგან, ანა მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა, რადროსაც მას ფეხი დაუცდა და ძირს დავარდა. სწორედ მაშინ როცა გააფთრებული ვაჩე მკლავში ჩააფრინდა და მისი ფეხზე წამოყენება სცადა, ჭუჭყიან თოვლში უგონოდ დაეცა. რის გამოც შეშინებული გოგონა ისევ ისე სიტერიულად აკივლდა
-ნუ გეშინია-ხმა დაბალი ტონით უთხრა თორნიკემ მისკენ დაიხარა- ყველაფერი კარგადა იქნება
-მა, შენ დაგჭრა-ტირილის ნოტებშეპარული ხმით უთხრა ძლივს დამშვიდებულმა გოგონამ და ჩაეხუტა
-ღრმა ჭრილობა არაა-ყურს უკან ჩასჩურჩულა თორნიკემ, შიშისგან თუ სიცივისგან მთელი სხეულით აკანკალებულ გოგონას და ფეხზე წამოაყენა-უნდა წავიდეთ-აჩქარებულად უთხრა და ვაჩეს დახედა, რომელიც თავზე გადამტვრეული სანათის ფონზე მალევე მოვიდა გონს.
-თორნიკე-დაიძაბა ანა როცა ტკივილისგან გაწამებლმა ბიჭმა ხელი ჩაკიდა და მანქანამდე მიიყვანა
-რა?-დაბნეულად უპასუხა აღელვებულმა ბიჭმა ზედმეტად ახლოს მდგომ გოგონას და ინსტიქტურად იმ წამს ფეხზე წამომდგარ ვაჩეს გახედა რომელიც უმისამართოდ იგინებოდა
-არაფერი...წავიდეთ-ჩამწყდარი ხმით უთხრა ანამ წამიერად ძლიერად მოუჭირა ხელზე ხელი- სჭესთან მე დავჯდები
-დიდი თოვლია, გზა მოყინულია შენ ვერ ატარებ- იუარა თორნიკემ და წვალებით მიუჯდა საჭეს.
-სად მივდივართ?
-ჯერ არ ვიცი-მხერები აიჩეჩა დაბნეულმა ბიჭმა და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან
-მანქანა გააჩერე!
-რა?-დაიბნა თორნიკე
-გააჩერე-მეთქი!-მბრძანებლური ტონით უთხრა აღელვებულმა გოგონამ სახე მონგრეულ ბიჭს და ცივი მზერა მის ჩამქრალ თვალებს მიაყინა
-ანა, არაფერს დაგიშავებ
-უბრალოდ მანქანა გააჩერე!
-კარგი-მოიღუშა თორნიკე და მისი სურვილი შეასრულა
-პირველადი დახმარების ყუთი გააქვს მანქანაში?
-არ ვიცი ჩემი მანქანა არაა...
-მოვძებნი-მშვიდი ტონით უთხრა ანამ და საბარგული გაჩხრიკა, მალევე იპოვა ესოდენ სანატრელი ყუთი და დაბნეულ ბიჭს პერანგის ღილები უსიტყვოდ შეუხსნა. შეძლებისდაგვარად ჭრილობა დაუმუშავა და შეუხვია.
-მადლობა-მომღიმარი სახით უთხრა თორნიკემ ზედმეტად ახლოს მდგომ გოგონას და ძლივს შეიკავა თავი რომ არ შეხებოდა გაყინულ მთრთოლარე თითებზე.
საშინლად დაიძაბა ანდრია როცა თორნიკემ დაურეკა და მომხდარის შესახებ მოუყვა
-არ უნდა გამეშვი რაა მარტო!
-შენ ის მითხარი თქვენ როგორ ხართ?
-ანა შენს გვერდითაა?
-ჰოო
-არ იცის რომ მამამისი ავარიაში მოყვა?
-არა
-არც გინდა რომ გაიგოს?
-არა!
-მოკლეთ, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია კახა... თუმცა კონტაქტურია, დაზუსტებით ვერაფერს მეუბნებიან... როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ მაშინვე თბილისში გადაიყვანენ ვერტმფრენით
-კარგი
-შენ? შენ როგორ ხარ? დარწმუნებული ხარ რომ ღრმა ჭრილობა არაა?
-კი
-მაშინ სტეფანწმინდაში წადით
-რატო?
-გზები დაკეტილია! ჩვენამდე ვერ მოაღწევთ, თან მანდ საავადმყოფოში ჩემი ბიძაშილი მუშაობს ვეტვი და მოგხედავს
-კარგი! -მოიღუშა თორნიკე და გაუთიშა.
-შეიძლება მეც დავრეკო ჩემებთან?
-თითქმის დამჯდარია მალე გაითიშება-უემოციო ტონით უთხრა თორნიკემ და ტელეფონი გაუწოდა, მისდა საბედნიეროდ ანამ დედამისის ნომერი აკრიფა თუ არ ტელეფონი დაჯდა და გამოირთო.
-ანა- დაიწყო თორნიკემ ჩამწყდარი ხმით, როცა მანქანა სწორედ იმ სახლის წინ გააჩერა რომელშიც თვეების უკან გამოკეტილი ჰყავდა ის და იქამდე არ გაუშვა სანამ ხელის მოწერაზე არ დაითანხმა- ვიცი რომ ამ სახლთან საშინელი მოგონებები გაკავშირებს ჩემს გამო... მაგრამ ახლა არ შემიძლია სხვა, უკეთესი ადგილი შემოგთავაზო, სადაც უსაფერთხოდ და მშვიდად ყოფნას შევძლებთ მე და შენ...
-აუცილებელია რომ აქ დავრჩეთ?
-ანა მე-წამიერად მისთვის სიმართლი თქმა დააპირა თორნიკემ, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა, რადგან სურდა ჯერ მისი ნდობა მოეპოვებინა- მე მინდა რომ აქ დავრჩეთ... რადგან არ მინდა რომ პოლიცია ჩაერიოს ამ საქმეში
-კარგი როგორც გინდა-უემოციო ტონით უთხრა ანამ და მისკენ მიიხედა
-გეფიცები თუ არ მოგინდება არც კი დაგელაპარაკები- სევდიანი ხმით უთხრა თორნიკემ და მაშინვე გაქცა მის დაჟინებულ მზერას
-გენდობი-დარწმუნებით უთხრა ანამ და მანქანიდან პირველი გადავიდა.
სახლში შესვლისთანავე მანქანის და სახლის გასაღები მაგიდაზე დადო თორნიკემ დივანზე წვალებით დაჯდა
-სუფთა ტანსაცმელი მოიძებნება ამ სახლში?
-კარადაში ნახე, იქნება რამე-საძინებლისკენ მიუთითა თორნიკემ. ანა მალევე დაბრუნდა უკან პერანგით და მოსაცმელით ხელში
-უნდა გამოიცვალო- მშვიდო ტონით უთხრა მისი მზრუნველობით გაოგნებულ ბიჭს და თავზე წამოადგა. საშინლად დაიძაბა თორნიკე როცა ამის ფეხებშორის მოქცეულმა გოგონამ სისხლიანი პერანგი გახადა და ოდნავ ათრთოლებული ცივი თითებით ახალი ჩააცვა. უარესი დაემართა როცა ანამ სახე კიდევ უფრო მეტად მიუახლოვა მის ალეწილ სახეს და პერანგის ღილები შეუკრა
-მადლობა-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა მისი ზედმეტი სიახლოვით გაბრუებულმა ბიჭმა და დივანზე თვალებდახუჭული დივანზე წამოწვა. ჩაეძინა, თუმცა მოწევის საშინელმა სურვილმა ძილი მალევე გაუკრთო და გაეღვიძა. წვალებით წამოდგა ფეხზე და სახლი მოათვალიერა, გაეღიმა როცა თვალი ჰკიდა ანას, რომელსაც საძინებელში, ღია კარში ეძინა საწოლზე. პლედი დააფარა და მოწევის მერე ისევ დივანზე წამოწვა, თან სულელურ ღიმილს ვერ იაოსრებდა სახიდან. მეზობლის ძაღლის გაუჩერებელმა ყეფამ ანას ძილი გაუკრთო და საწოლზე წამოჯდა, შეკრთა როცა მოულოდნელად შუქი ჩაქრა, შეშინებული მაშინვე ფეხზე წამოვარდა და მისაღებ ოთახში გავიდა, ისნტიქტურად დივანს მიუახლოვდა, მაგრამ უკუნით სიბნელეში ვერაფერს ხედავდა. ხელებით მოძებნა თორნიკე და რომ დაწმუნდა იქ არ იწვა ჩამწყდარი ხმით დაუძახა
-თორნიკე? სად ხარ?
-აქ ვარ
-სად?
-შენთან ძალიან ახლოს-ყურში ჩასჩურჩულა ზურგს უკნიდან მიახლოვებულმა ბიჭმა და დაძაბულ გოგონას და ოდნავ სულ ოდნავ შეახო გაყინული თითები მის მთრთოლარე თითებს. სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა ბნელ ოთახში რომელსაც მხოლოდ მათი აჩქარებული სუნთქვის ხმა არღვევდა
-რატომ ადექი?- საუბრის დასაწყებად ჰკითხა დაბნეულმა გოგონამ ზედმეტად ახლოს მდგომ ბიჭს და მისკენ მიტრიალდა
-ვიცოდი რომ შეგეშინდებოდა-ღიმილით უთხრა თორნიკემ და სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან ნაზად გადაუწია
-უნდა დაწვე დაისვენო
-კარგად ვარ
-არ ხარ-მკაცრი ტონით უთხრა ანამ ოდნავ უკან დაიწია რადგან ვეღარ უძლებდა მისი სხეულიდან წამოსულ სითბოს
-



№1 სტუმარი სტუმარი ელენე

თვეების განმავლობაში ადამიანს აჯერებს გაგაუპატიურეო, მერე ოდესღაც ახსენდება სიმართლე რომ უნდა უთხრას და ახლა დათქმებს აკეთებს, ჯერ თავს შევაყავრებ, ჯერ ნდობას მოვიპოვებ, ჯერ სამ კიბეზე ერთდროულად ავხტები, ჯერ ქვას გავწურავ და წყალს გავადენინებ.
ჯანმრთელია ეს ბიჭი?
იმედია არავის ჰგონია, რომ ასეთი ამბის მოტყუება და ადამიანისთის გამიზნულად ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენება, იმაზე ნაკლები დანაშაულია, რასაც იბრალებდა.

 


№2  offline წევრი tulips

თქვენს ამ ისტორიას პირველი თავის დადებიდანვე ვკითხულობ, თუმცა არასოდეს დამიწერია კომენტარი, მაგრამ ვფიქრობ რომ დრო მოვიდა:)))
ვაჩე არასოდეს არ მომწონდა თავიდანვე ეტყობოდა რომ “ვერ იყო”
რაც შეეხება თორნიკეს, როგორც ჩემს წინ აღნიშნეს უფრო ართულებს სიტუაციას იმით რომ ანას ატყუებს,სისულელე აქ და მეტი არაფერი…მიხარია კახას და თორნიკეს ოდნავ ჩაეყნარებული ურთიერთობა იმედი მაქვს ამას შეინარჩუნებენ:))

 


№3  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
არაა ჯანმრთელი.
მაგრამ ისე ბოლოს ვინ ვნახეთ ნეაკოს ისტორებში ჯანმრთელი? joy

მარტო ბოლო ისტორიებში ნენე ? joy

სტუმარი ელენე
თვეების განმავლობაში ადამიანს აჯერებს გაგაუპატიურეო, მერე ოდესღაც ახსენდება სიმართლე რომ უნდა უთხრას და ახლა დათქმებს აკეთებს, ჯერ თავს შევაყავრებ, ჯერ ნდობას მოვიპოვებ, ჯერ სამ კიბეზე ერთდროულად ავხტები, ჯერ ქვას გავწურავ და წყალს გავადენინებ.
ჯანმრთელია ეს ბიჭი?
იმედია არავის ჰგონია, რომ ასეთი ამბის მოტყუება და ადამიანისთის გამიზნულად ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენება, იმაზე ნაკლები დანაშაულია, რასაც იბრალებდა.

რა თქმა უნდა არაა ჯანმრთელი joy და ნენეს თქმისა არ იყოს ბოლოს ვინ ნახეთ ჩემს ისტორიაში დალაგებული წორად მოაზროვნე და ჯანმრთელი? ( გეგას გარდა რა თქმა უნდა) joy (კახა აღარ ითვლება)

 


№4 სტუმარი სტუმარი თიკო

ეს რა ექშენი იყო? რა წავიკითხე ახლა? joy ამდენი იარაღი, პურის საჭრელი დანები და სისხლი ჯერ ერთად შენს ისტორიაში არ ყოფილა, ნეაკო. ჟანრი შეცვალე? joy

ოოო ლა ჰისტორია დე ესპანა joy ❤️
უფალოო ყველამ ერთდროულად გააფრინა flushed

 


№5 სტუმარი Keira.კირა

აუუუუუუუუუუ საიტი მეკაიფება მგონიიიი :(((((((((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent