ტაისია ამირეჯიბი (6 თავი)
თვალები,რომ გაახილა ისევ ნაცნობ ოთახში აღმოჩნდა,უცებვე წამოდგა და მისაღებში გავიდა, სადაც დივანზე ჩაძინებული გაბრიელი დახვდა და ოდნავ ჩაეღიმა,უზომოდ მადლიერი იყო ამ ადმიანის,ის რომ არა არც იცის როგორი იქნებოდა ეს დღეები.გაბრიელთან ჩაიმუხლა და კარგად დააკვირდა მის ნაკვთებს,თმაზე გადაუსვა ხელი და ჩუმად წარმოსთქვა: -მადლობა ყველაფრისთვის გაბრიელ.-ლოყაზე აკოცა და დატოვა.უკან მოუხედავად დატოვა მაღლაფერიძეს სახლი და არც ფხიზლად მყოფ გაბრიელს შეუჩერებია ის,რადგან იცოდა,რომ ამით პირველ რიგში საკუთარ პრინციპებს უღალატებდა და თავისი დის საფლავზე დადებულ სიტყვას გატეხდა,ამიტომ ყველანაირი ძალა მოიკრიბა,რომ არ ამდგარიყო და არ გაჰყოლოდა ტაისიას. პირველ რიგში სასტუმროში დაბრუნდა,უფროსწორედ უკანა შესასვლელიდან შეიპარა,რადგან უამრავი ჟურნალისტი იდგა მთავარ შესასვლელთან და არც იმ მომენტის თავიდან გახსენება უნდოდა.როგორც კი თავი მოიწესრიგა კახას დაურეკა და სასწრაფოდ მისვლა სთხოვა.კახამაც არ დააყოვნა და რამდენიმე წუთში ტაისიასთან გაჩნდა: -არც კი იცი როგორ შემაშინე.-გონს ვერ მოვიდა ისე მალე მოხვია კახამ ხელები,როგოც კი მოშორდა და თვალებში ჩახედა ტაისიას,მაშინვე იგრძნო მისი მწუხარება.-ვიზიარებ... -მანაც დამტოვა...-თვალები აუცრემლიანდა და არც უფიქრია ცრემლების შეკავება.ისევ ჩაეხუტა კახა და მის დამშვიდებას ეცადა.-ის კაცი უნდა ვიპოვო!-მოშორდა და ცრემლებიც შეიმშრალა,ახლა ზლუქუნის დრო არ იყო,მკვლელი უნდა ეპოვა,და ამისთვის ყველაფერს გააკეთებდა. -რომელი კაცი? -ნანუკას სიკვდილს,შოთა,თენგიზ ჯაჭვლიანს უკავშირებს,ამიტომ მას მოვძებნით. -დარწმუნებული ვარ ბაბუაშენი ისედაც გაცეცხლებული ეძებს. -მასზე ადრე მე უნდა ვიპოვო,მაგრამ ჯანდაბა! გაბრიელი,ის ხელს შემიშლის. -არამგონია,არც ისე ადვილია მაგ კაცის პოვნა,მით უმეტეს თუ მასზე არსებულ ჭორებს დავიჯერებთ. -კახა მგონი დროა ჩვენი ძველი მეგობარი შევაწუხოთ. -მანამდე ჯობია თბილისში ჩახვიდე და შოთა ნახო,მას უკვე ეცოდინება,რომ აქ ხარ.-საშინლად არ უნდოდა ახლა თავისი ოჯახის წევრების ნახვა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.მალევე გაემზადა და კახასთან ერთად თბილისისკენ გაემართა.როგორც კი სახლს მიადგნენ თვალებზე ისევ ცრემლი მოადგა,ახლა ვინღა შეხვდებოდა მომღიმარი სახით ან ვინ დაამშვიდებდა შოთას კაბინეტიდან გამოსულს.კახამ მანქანა გააჩერა და ტაისიას გადახედა: - ხვდები,რომ ახლა იმაზე მეტი სიძლიერე უნდა გამოიჩინო ვიდრე ოდესმე?-თვალებში უყურებდა მეგობარს და უნდოდა,რომ იქედან წაეყვანა,რადგან ვერ უძლებდა ტაისიას ასეთ გამოხედვას,მაგრამ უკან დასახევი გზა არ იყო.ტაისიამ უბრალოდ თავი დაუქნია,ცრემლები მოიწმინდა და მანქანიდან გადავიდა.კარები მარინამ გაუღო და მაშინვე გაუნათდა ქალს სახე: -ჩემო ლამაზო დაბრუნდი,იცი მაინც როგორ შეგვაშინე,-მაშინვე ჩაეხუტა და თმაზე მოეფერა.-ისევ მოგიწია იმ საშინელი კადრების დანახვა,ჩემო გოგოვ სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი-დანანებით აქნევდა თავს და ისე მოთქვამდა. -მარინა დეიდა შოთა სად არის? -კაბინეტში.- -დედა? -თავის ოთახშია,რაც დაკრძალვიდან დავბრუნდით არ გამოსულა,უკვე მეშინია,იქნებ შეხვიდე და ნახო?-ეტყობოდა ქალს,რომ სიფრთხლეს იჩენდა სიტყვების წარმოთქმისას.ტაისიას არაფერი არ უთქვამს,აუყვა კიბეებს და კაბინეტში შესვლას აპირებდა,როცა რაღაც უხილავმა ძალამ შეაჩერა და სოფოს საძინებლისკენ გაემართა.დაუკითხავად შეაღო კარები და ოთახი მოთვალიერა,როცა იქ არავინ არ დახვდა მეორე კარებისკენ გაემართა სადაც ვატოს კაბინეტი იყო.მაგიდაზე თავდამხობილი იჯდა სოფო და საერთოდ არ ინძრეოდა. -დედა....-აღმოხდა აკანკალებული ხმით ტაისიას.ნელა წამოყო სოფომ თავი და ჩაწითლებული თვალები მიანათა შვილს. -დაბრუნდი? -დავბრუნდი.-ნელა მიუახლოვდა დედას და მის წინ ჩაიმუხლა. -დაკრძალვაზე არ იყავი!-შვილისკენ შეტრიალდა და მისი სახე ხელებში მოიქცია. -მეც იქ უნდა ვყოფილოყავი,სულ ერთი წუთი და მეც იქ მასთან ერთად ვიქნებოდი,ერთის მაგივრად ორი ადამინის სული უნდა დაგეტირა დედა. -მაგას როგორ მეუბნები?-ხელები მოაშორა შვილს და ცივი მზერა მიანათა,-ის იქ შენს გამო იყო და შენ ამბობ,რომ შენც უნდა მომკვდარიყავი,მან შენ გადაგარჩინა! -ისევ!ისევ მე გადავრჩი,როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე დედა?მითხარი როდემდე უნდა ვაგოთ პასუხი იმ დანაშაულზე,რომელიც ჩვენ არ ჩაგვიდენია? -ტაისია გთხოვ... -ნუ მთხოვ დედა,შენ კარგად იცი ვის გამოც გარდაიცვლა მამა,ჩვენ მას მთელი ცხოვრება გავუმწარეთ,ნუთუ ის ასეთ სიკვდილს იმსახურებდა? -შოთა იპოვის იმ კაცს და ყველაფერს მოაგვარებს. -ნუთუ ესეც არ არის საკმარისი,რომ სიმართლე გააცნობიერო...კიდევ რა უნდა მოხდეს დედა?იქნებ მეც უნდა დამინახო იმ დაწყევლილ კუბოში,რომ მიხვდე,შოთა ის ადამიანია ვის გამოც ჩვენ ყველა ვიტანჯებით. -ტაისია ის მამაჩემია. -ვის გამოც ქმარი დაკარგე და უკვე მეც!ვერ ვხვდები რატომ ვერ არჩევ თეთრს შავისგან!-წამოდგა და ზურგი აქცია ცრემლებ მორეულ სოფოს. -და თუ ძალიან გვიანია? -მართალი ხარ,ჩვენთვის აქამდე უნდა გებრძოლა!-ისევ იმედები გაუცრუა სოფომ,მაგრამ თითქოს მისი ესმოდა ან უბრალოდ არ უნდოდა,რომ ის ბოლო სხივიც ჩამქვრალიყო,რომელიც აიმედებდა,რომ სოფო ოდესმე ნამდვილ დედობას გაუწევდა. სააბაზანოში შევიდა და ცივი წყალი შეისხა სახეზე,რომ გონს მოსულიყო.რამდენიმე წუთში კი შოთას კაბინეტში იყო.თავიდან არცერთი არ იღებდა ხმას,მაგრამ ტაისია ამჩნევდა თუ რამდენად გაცოფებული იყო ბაბუამისი. -სად ჯანდაბაში იყავი ტაისია მაშინ როდესაც მამაშენის დაკრძალვაზე უნდა ყოფილლიყავი?! -ისედაც ხომ იცი. -დიახ ვიცი,მაგრამ შენგან ლოგიკური ახსნა მჭირდება. -მე კი მკვლელის პოვნა მჭირდება! -და ჩემთან რატომ მოხვედი? -აბა ვინ ჯანდბასთან უნდა მივიდე და საერთოდ როდის მერე დაკარგა შოთა ჩიქოვანმა თავისი გავლენები.დავიჯერო ერთი ნაბი*ვარი ვერ გიპოვია თუ შენ გაწყობს ასე? -ხვდები მაინც რაში მდებ ბრალს? -დიახ ვხვდები! 24 საათს გაძლევ ბაბუა.თუ ხვალ საღამოს თენგიზ ჯაჭვლიანი ჩემს წინაშე არ იდგება მე თვითონ ვიპოვი! -იქნებ მიხვიდე და პოლიციას უთხრა ეს სიტყვები. -რომელ პოლიციაზე მეუბნები,როდის იყო შენს საქმეში პოლიცია ერეოდა თუ მოიცა,ნანუკა და მამაჩემის სიკვდილი შენი საქმე არ არის? -ზღვარს ცდები! და საერთოდ თუ შენ შეგიძლია,ჩემო ტაისია,მისი პოვნა მე რაში გჭირდები?-ირონიულად ჩაეღიმა კაცს. -შენ იმიტომ იპოვი,რომ პასუხი აგებინო მე კი იმტომ,რომ ჩავბარდე.დარწმუნებული ვარ ძალიან ესიამოვნება ჩემი ხილვა,რომ კიდევ ერთხელ გაგამწაროს! -ტაისია ნუ სულელობ!-წამსვე შეეცვალა გამომეტყველება და მუშტი შეკრა,რომელიც მაგიდას დასცხო. - აი,ხედავ ეჭვიც არ გეპარება,რომ ამას გავაკეთებ.შენგან ზარს ველოდები.-გაბრუნდა და გასვლას აპირებდა შოთას ხმამ,რომ შეაჩერა. -იცოდე ამ სახლიდან თუ გახვალ... -ამ სახლიდანაც გავალ და იმასაც გავაკეთებ რაც გითხარი.ამ დედამიწაზე აღარავინ დარჩა ვის გამოც შემეშინდება,ხვდები,რომ ვერავის ვერ გამოიყენებ ჩემს დასაშანტაჟებლად? -და გაბრიელზე რას მეტყვი?-და,აი,ისევ ის ღიმილი,რომელიც ტაისიას აუწყებდა შოთას გამარჯვების შესახებ. -ჩემი,როგორც საყვარელი შვილიშვილის რჩევა იქნება გაბრიელისგან თავი შორს დაიჭირო,ის ისედაც შესაფერის დროს ელოდება,რომ გაგანადგუროს.არამგონია იმდენად ისულელებდე თავს,რომ გაბრიელის სახით საფრთხეს ვერ გრძნობდე.-ყველანაირად ეცადა თავისი მღელვარების დაფარვას. -ჩემი ტაისიასგან აღარაფერი აღარ დარჩენილა.-დანანებით და ამავდროულად გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა კაცმა ეს სიტყვები. -დამიჯერე ამაზე კარგი არაფერი არ მომისმენია,დიდიხანია უკვე!-კაბინეტი როგორც კი დატოვა ამოისუნთქა.საერთოდ არ ჰქონდა გეგმაში შოთას ჭკუიდან გადაყვანა,მაგრამ როგორც ჩანს ასე უკეთესიც აღმოჩნდა ან შეიძლება თავისი სიტყვებით უფრო გაამწვავა სიტუაცია,მაგრამ განა რამე დასაკარგი ჰქონდა? *** -დარწმუნებული ხარ,რომ შოთა დათმობაზე წამოვა?-აივანზე იყვენენ და ვისკის სვამდნენ როგორც სჩვეოდათ ისე. -მგონი სხვა გზა არ აქვს,თუ არადა მე არ მაქვს სხვა გზა. -ხომ იცი,რომ იქ არ გაგიშვებ!-კატეგორიული იყო კახა. -კახა ეს ჩემი ბოლო შანსია, ხვალ ან ყველაფერი დასრულდება ან რაღაც ახალი დაიწყევბა. -გაგიჟდი! -უბრალოდ რეალობა დავინახე ისეთი როგორიც არის და არა ისეთი როგორიც მე მინდოდა,რომ ყოფილიყო.-კახას რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ კარზე კაკუნის ხმა გაისმა. -მე გავაღებ.-ტაისია წამოხტა. -იცოდე ვერ გამექცევი და ისევ გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს.-მიაძახა კახამ და ტაისიას ჩაეღიმა კიდეც.გაკვირვებული დარჩა, როცა კარს მიღმა ანუკი იხილა: -გამარჯობა. -გამარჯობა ანუკი. -შეიძლება შემოვიდე?-იკითხა გოგონამ. -დიახ,რა თქმა უნდა.-ცოტა დაიბნა კიდეც ტაისია.ხელით აჩვენა,რომ აივანზე გასულიყო და ანუკის გაეღიმა კიდევაც რადგან გაახსენა,რომ ტაისია უმეტეს ნაწილს გარეთ ატარებდა.აი,კახას და ანუკის შეხვედრა უფრო სხვანაირი წარმოედგინა: -ამას აქ რა უნდა?-ჩაილაპარაკა კახამ თითქოს ანუკის მაგივრად მოჩვენება დაენახა. -მგონი ცუდ დროს მოვედი.-უხერხულად იგრძნო თავი გოგონამ. -არა ანუკი ზუსტად,რომ სწორ დროს მოხვედი.-გაუღიმა ტაისიამ. -ტაისია მე წავედი და იცოდე ხვალ დილით აქ ვარ,საუბარი ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია.-ისე თქვა გოგონასთვის თვალი არ მოუშორებია და როგორც კი დაასრულა აივანი დატოვა. -თქვენ შორის რა ხდება?-როცა მიხვდა,რომ ანუკი კიდევ დიდიხანს იდგებოდა და თვალს არ მოაშორებდა კარს,რომლიდანაც რამდენიმე წუთის წინ კახა გავიდა,ხმის ამოღება გადაწვიტა. -აქ ჩემზე სასაუბროდ არ მოვსულვარ და მით უმეტეს იმაზე თუ რა ხდება ჩემს და კახას შოროს.-გოგონა გონს მოეგო და მალევე დაუბრუნა ტაისიას პასუხი. -აბა რატომ მოხვედი ანუკი?-გოგონას წინ სავარძელზე მოთავსდა. -ვიზიარებ,-რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ამოთქვა და ტაისას მიაჩერდა.-ვიცი რამდენად რთულია მშობელის დაკარგვა,ამას არავინ არ იმსახურებს.-აი,ასე უბრალოდ ანუკის ნახვას და მისგან ამ სიტყვებს არ ელოდა. -წესით ახლა უნდა გიხაროდეს ჩემი ასეთ მდომარეობაში ხილვა,შენ კი მოდიხარ და მითანაგრძნობ. -იმ დღეს სანამ ამ აივანზე აღმოვჩნდებოდი და დაგინახავდი მთელი არსებით მინდოდოა,რომ ისევე გტკენოდა როგორც მე,მაგრამ მერე როცა ნამდვილი ტაისია გავიცანი,მივხვდი,რომ იმაზე უსუსური ხარ ვიდრე გგონია და იმაზე მეტი გტკივა ვიდრე საჭიროა. -ზუსტად ამიტომაც იყო ნანუკა ჩემს გვერდით,ის სულ იმაზე მეტს ხედავა ვიდრე სხვა დანარჩენები.- მეგობრის გახსენებისას ყველა კადრი წინ დაუდგა და საშინლად უნდოდა,რომ ახლა ის მის გვერდით ყოფილიყო.-იცი შენ ძალიან გავხარ მას. -იმის გააზრება,რომ საკუთარ და ვერ დავიცავით გვანადგურებს მეც და გაბრიელსაც.იცი?რომ დაურკე იმ საღამოს ჩვენთან ერთად იყო,რაღაც უაზრო ფილმს ვუყურებდით,რომელიც არცერთს არ გვაინტერესებდა,მაგრამ ძალიან ბევრს ვიცინოდით,ბოლო საღამო,რომელიც მასთან ერთად გავატარეთ,მერე იყო ზარი,რომელმაც ის წაგვართვა. -ის ერთადერთი იყო ვისთან დარეკვაც შემეძლო...-თავ ჩახრილმა წარმოთქვა,თითქოს თავს იმართლებდა. -ეგეც ვიცი,მოკლედ ეს ნანუკას არჩევანი იყო და მე დღეს მის არჩევანს პატივს ვცემ. და თუ გაინტერესებს რატომ ვარ აქ,გეტყვი,რომ მას ძალიან გაუხარდებოდა ჩემი აქ ხილვა.-ტაისია გახევებული უსმენდა და თავს ძლივს იკავებდა ტირილი,რომ არ დაეწყო,ანუკი კი წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა. -ნანუკა შენით ძალიან იამაყებდა,მადლობა, რომ მოხვედი,ამას არასდროს არ დავივიწყებ.-ანუკისაც მოადგა ცრემლები და უკანმოუხედვად დატოვა ტაისიას აპარტამენტები. *** შეშინებულმა გაახილა თვალები,ეს შიში საიდან იყო გამოწვეული ვერ გეტყოდათ,მაგრამ დღე ნამდვილად მძაფრად დაიწყო ტაისიამ.რამდენიმე წუთში მოემზადა და ტაქსი გამოიძახა.მამის სასაფლოას მიაკითხა,თავიდან ჩუმად მისჩერებოდა საფლავს ცოტახანში კი ცრემლები წამოუვიდა: -შენს ბოლო თხოვნას გავითვალისწინებ და აქედან წავალ.გპირდები წავალ თუ ამ საღამოს ამის შანსი მომეცემა,ვიცი,რომ ახლა ძალიან მიბრაზდები,მაგრამ უნდა მაპატიო. რას და რატომ აკეთებდა არ იცოდა,რადგან ტაისიას გონება მთლინად ბინდმა მოიცვა.განა მას შეეძლო ახლა სწორი და არასწორი ქმედებების გარჩევა.ნანუკა,რომ ცოცოხალი ყოფილიყო ალბათ აჩვენებდა სწორს გზას თუ არადა არც არასწორი არჩევნის შეეშინდებოდა,რადგან გვერდით ის ეყოლებოდა ვინც აუცილებლად გაუღიმებდა და ეტყოდა: -ტას უბრალოდ გაიღიმე,ხვალ ახალი დღე იწყება,რომელიც აუცილებლად გვიჩვენებს ღირდა თუ არა დღეს ამ ჭიკის ბოლომდე დაცლა.-თვალს ჩაუკრავდა და ხელში არსებული ჭიქიდან შამპანიურს მოსვამდა.ყოველთვის შამპანიურს სვამდა თითქოს დღის ბოლოს აუცილებლად უნდა აღენიშნა რაღაც,რასაც ვერასდროს ვერ ხვდებოდა ტაისია. სასტუმროში დაბრუნებულს კახა დახვდა,რომელიც მთელი დილა ტვინს უბურღავდა,მაგრამ ბოლოს ისიც დანებდა რადგან შეუძლებელი იყო ტაისასითვის აზრის შეცვლა: -იპოვე? -ვოპოვე,მაშინვე გაარკვია სადაც იყო ეგ ვირთხა. -გეუბნებოდით შენ და ნანუკას,რომ ეგ კაცი აუცილებლად გამოგვადგებოდა. -მაგრამ აღიარე მაშინ იმ საქმის გაკეთება,რაც მან გვთხოვა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. -მაგრამ ჩვენთვის ასე არ აღმოჩნდა. -არა რა მაინც არ მომწონს ეგ კაცი მე.-ტაისას გაეცინა კახას დამანჭულ სახეზე,-მაგრამ ერთი რამ მაეჭვებს.... -ამოღერღე კახა!-როცა კახას დუმილი გაუგრძელდა მოთმინება დაეკარგა. -ვერ ვიჯერებ,რომ შოთამ თენგიზ ჯაჭლიანის ადგილმდებარეობა არ იცის. -და თუ იცის და არ ამბობს გამოდის,რომ მამაჩემის მკვლელს ხელს აფარებს,ამის თქმა გინდა არა? -მე იმის თქმა უფრო მინდა,რომ შენი თენგიზთან მისვლა არაფერს არ გადაწყვეტს. -ვიცი. -მაშინ რატომ აკეთებ ამას ტაისია?! -მინდა თვალებში ჩავხედო იმ ადამიანს ვინც ჯერ მეგობარი და მერე მშობელი წამართვა. -არა რა ნამდვილი ფსიქოპატი ხარ.მე მივდივარ.-მისამართი ფურცელზე დაუწერა,კალთაში ჩაუგდო და სწრაფად დატოვა იქაურობა. მთელი დღე ტელეფონს დაჰყურებდა და შოთას ზარს ელოდებოდა,მაგრამ როცა გააცნობიერა,რომ ისევ უაზრო ზღაპარს იჯერბდა თვითონ მოიმარჯვა ტელეფონი და სულ სხვა ადამინის ნომერი აკრიფა: -გისმენთ -გაბრიელ...-ტაისიამ კარგად შეამჩნია თუ რამდენად გაუხშირდა სუნთქვა მაღლაფერიძეს. -ტაისია... -იცი ბევრი ვიფიქრე იმაზე თუ ვისთან რეკავდნენ ასეთ მომენტებში და ბევრი ვარიანტიც წარმოვიდგინე,მაგრამ თურმე მე არავინ არ მყავს ვისთან დარეკვაც მართებული იქნებოდა და იცი რატომ? -რატომ? -ყველა წამართვეს ვისთან დარეკვაც შემეძლო.ერთხელ მითხარი,რომ შენს წინაშე სრულიად სასოწარკვეთილი ვიქნებოდი და აი,ის დღეც.მაშინ გავიფიქრე,რომ რაც არ უნდა მომხდარიყო შენთან არასდროს არ მოვიდოდი,მაგრამ ახლა ყველაზე მეტად შენი ხმის გაგონება მომინდა. -და ამ ყველაფერს რატომ მიყვები? -იმიტომ,რომ ერთადერთი ხარ ვისაც ჯერ კიდევ ვადარდებ ან იქნებ ვცდები და უბალოდ მინდა, რომ ასე იყოს.-პასუხად მხოლოდ სიჩუმე იყო და როცა გათიშვას აპირებდა გაიგონა გაბრიელის სიტყვებიც. -მართალი ხარ,ცდები. -უკვე ძალიან გვიანია გაბრიელ.-გათიშა ტელეფონი მანქანაში დატოვა და დიდი შავი ჭიშკრისკენ გაემართა. *** ჩაბნელებულ ოთახში სადაც ბევრი ნაღატი ეკიდა და ყველაფერი ხის იყო სავარძელში მოკალათებულს სიჩუმე დაურღვიეს. -ტაისია ამირეჯიბი აქ არის. -მერე რას ალოდინებთ ქალაბატონს,შემოუშვით.-გაისმა ზედმეტად ბოხი ხმა. როგორც კი ნაბიჯების ხმა გაიგო შემოტრიალდა და კარგად დააკვირდა ტაისიას. -ბოლომდე ვერ ვიჯერებდი,რომ გიხილავდი,მაგრამ აქ ხარ.-ირონიულად ჩაიღიმა კაცმა. -იმიტომ ხომ არა ჩემს მოკვლას ორი ადამინის სიცოცხლე,რომ შესწირეთ და მე მაინც აქ თქვენს წინაშე ვდგავარ,ცოცოხალი და უვნებელი.-შეიძლება ფიზიკურად უვნებელიც იყო,მაგრამ ტაისიას სულზე ამას ვერ ვიტყოდი. -როგორ გეტყობა ბაბუაშენის მოგონილ ზღაპრებს მართლაც,რომ იჯერებდი.ვერაფერს ვერ ამჩნევ! -რას უნდა ვამჩნევდე თქვენ ხომ ვერ მეტყოდით. -შენი აზრით,შენი მოკვლა გამიჭირდებოდა,რომ მდომებოდა?ცხოვრება სავსეა სურპრიზებით და არავინ არ იცის რას გვიმზადებს,შენთვის კი ძალიან ბევრი სურპრიზი მაქვს! -მეც იმის გასარკვევად მოვედი,რატომ დასჭირდა თენგიზ ჯაჭვლიანს ამდენი უაზრო თამაში.-ირონიულად ჩაიღიმა ტაისიამ და სავარძელში მოთავსდა. -რომელ უაზრო თამაშზე მესაუბრები ახალგაზრდავ? -ჯერ ნანუკა მერე მამაჩემი... -და მათი სიკვდილი შენთვის უაზრო თამაშიაა? -ჩემთვის არა! მაგრამ თქვენთვის კი,ასე არ არის?-როგორც ამბობდა თვალებში უყურებდა მკვლელს,მაგრამ იყო თუ არა თენგიზი მკვლელი? -ჰმ...-წამოდგა ბატონი,ტაისიას წინ ჭიქა დაუდო და ვისკი ჩაუსხა.-მიირთვი არ გაწყენდა თან ვიცი გიყვარს,წინ ზედმეტად რთული საუბარი გველის.-ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა და საუბარი გააგრძელა-დიახ ჩემთვის მამაშენის სიკვდილი უაზროა თან იმდენად,რომ თავსაც არ შევიწუხებდი,რომ ბრძანება გამეცა მის მოსაკლავად.რაც შეეხება ნანუკას,საინტერესოა,ასეთ ჭკვიან ქალს,რომელმაც ჩემზე ბევრი რამე იცის და მოიძია, რატომ არ გესმით,რომ ბავშვის სისხლით ხელს არ გავისვრიდი!მამაშენი უდანაშაული არ იყო,მაგრამ ნანუკაზე ამას ვერ ვიტყოდი.მე არასდროს არ ვეხები უდანაშაულო ადამიანს! -გინდათ დამაჯეროთ,რომ მათი სიკვდილის უკან თქვენ არ დგახართ? -მე არაფრის შენთვის მტკიცებას არ ვაპირებ ახალგაზრდავ,მე უბრალოდ იმას ვამბობ რაც არის.დანარჩენი შენი გადასაწყვეტია! -და ბაბუჩემთან მტრობაზე რას მეტყვით?ყველაფერი ხომ აქედან იწყება.-როგორც ჩანს კაცს არ მოეწონა შეკითხვა,მაშინვე წარბები შეკრა. -დიახ ჩემი უბედურება შოთა ჩიქოვანით იწყება.და ყველაფერს გავაკეთებ,რომ ცხოვრების ბოლომდე დაიტანჯოს. -და ამის შემდეგ მეუბნებით, რომ თქვენ არაფერ შუაში ხართ ნანუკა და მამაჩემის სიკვდილთან!-მოთმინებას კარგავდა. -ისევ ცდები ახალგაზრდავ!ნუთუ გგონია რომ შოთას ვატო ადარდება, ნანუკა ხომ საერთოდ.მას არავინ ადარდეს თავისი ფულის და დიდიების გარდა!ასე არ არის? -შოთას ვინც ადარდებს თქვენ წინაშეა.დავიჯერო ამ შანს არ გამოიყენებთ? -მე ხომ გითხარი უდანაშაულო ადამინებს არ ვეხები!მაგრამ იმავეს ფულზე ვერ დაგპირდები.შოთას ყველაფერს წავართმევ,ყველაფერს რაც მისთვის ძვირფასია! -ვინ მოკლა მამაჩემი?-თვალები ცრემლებით აევსო ტაისიას.-თვალთმაქცობა არ გინდათ.თუ თქვენ არა მაშინ ვინ?-როდესაც თენგიზ ჟაჭვლიანთან მიდიოდა ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ ის იყო ყველაფერში დამნაშავე მაგრამ,ახლა იმდენ რამეში ეპარებოდა ეჭვი.ეჭვი,რომელიც გონებას მთლიანად მოედო.შოთას არ განხორციელებული ზარი ბევრის მთქმელი იყო ტაისიასთვის. -მამაშენი ამ ბოლო დროს ზედმეტად უშლიდა ხელს შოთას.შენი აზრით რა ემართებათ იმათ ვინც შოთას საქმეში ცხვირს ყოფს?-ირონიულად ჩაიცინა თენგიზმა. -არა.-თავს აქნევდა ტაისია და ყურებზე ჰქონდა ხელი აფარებული.არასდროს არ დაიჯერებდა!მაგიდაზე დადგმული ვისკის ბოთლი კედელს მიაფშვნა და ყვირილი დაიწყო.-მატყუებთ!ის ამას არ გამიკეთებდა!თავის ერთადერთ შვილიშვილს ამას არ გაუკეთებდა.ნანუკა,ჩემი ნანუკაც მან....?არა ეს ტყუილია -არა ნანუკა მართლაც,რომ თქვენს ოჯახზე შურისძიების მცდელობამ შეიწირა,გგონია ჩემ გარდა მტრები არ ჰყავს შოთას?მართალია იმ დღეს შენ უნდა ყოფილიყავი იმ მანქანაში,მაგრამ ღმერთმა ალბათ ასე გადაწვიტა.ვიცი რომ ბევრი კითხვა გიტრიალებს ახლა და იმაზეც გიპასუხებ რომ ბაბუშენმა სპეციალურად ააფეთქა მამაშენის მანქანა,რომ მასზე ეჭვი არავის არ მიეტანა და ნანუკას მკვლელებზე გადაეტანა ყველაფერი,მაგრამ ამას არ დასჯერდა და ჩემი ჩარევაც მოინდომა.ყოველთვის მაკვირვევდა ეს კაცი ორი კი არა სამი კურდღლის დაჭერა ერთად მოინდომა,მაგრამ ვერც ერთი ვერ დაიჭრა! -გაჩუმდით!აღარ გააგრძელოთ!უბრალოდ გაჩუმდით!-ყურებზე აიფარა ხელი.საერთოდ არაფრის მოსმენა არ უნოდა და არც სუნთქვა უნდოდა ტაისია ამირეჯიბს!რამდენიმე წუთი ასე იყო,თავში გაჩენილ კითხევბის ჩახშობას ცდილობდა,საერთოდ უნდოდა რომ გათიშულიყო,მაგრამ გონებას ვერ აიძულა ფიქრი შეეწყვიტა,ბოლოს ნაბიჯების ხმამ აიძულა თავის აწევა და წინ მდგომი გაბრიელი,რომ დაინახა იმედის სხივი გაუჩნდა.რომელიც სულ რამდენიმე წამს გაგრძლდა. -ტაისია აქედან უნდა წახვიდე.-სულ სხვანაირი ეჩვენა გაბრიელი.ის მზრუნველი კაცი გამქრალიყო,რომელიც მის ძილს დარაჯობდა რამდენიმე დღის წინ და სულ სხვა ვინმე იდგა ტაისიას წინაშე. -შენ აქ რა გინდა?აქ როგორ შემოხვედი? -ჩემს ნათლულს აქ შემოსასვლელად ნებართვა არ სჭირდება!-უკნიდან მოესმა თენგიზის ხმა. -თქვენ ერთმანეთს იცნობთ,რა თქმა უნდა,იცნობთ...-ისტერიკული სიცილი აუვარდა ტაისიას და ბოლოს წაბარბაცდა კიდევ,მაგრამ როდესაც გაბრიელმა დახმარება სცადა უხეშად მოიშრა მისი ხელი.-არ შემეხო! ეს შენი მოწყობილია ხო? ბაბუაჩემს ვერ იტან და გადაწყვიტე ასე შემაძულო? -ადამიანს,რომელმაც მამა მოგიკლა კიდევ ბაბუას ეძახი?-დამცინავი ტონი ჰქონდა ბატონ მაღლაფერიძეს. -თქვენ ჩემი გაგიჟება გინდათ,სხვანაირად ვერ გამტეხეთ და გინდათ გამაგიჟოთ არა?-მართლა გიჟს დაემსგავსა ტაისია.-გაბრიელ მითხარი,მითხარი,რომ ტყუილია,რომ მხოლოდ იმიტომ მომიყევით ეს ზღაპარი, რომ ჩემი გამწარება გინდოდა,ამ კაცთან ერთად მოიფიქრეთ და ჩემი გაგიჟება გინდათ,იმიტომ რომ ვერ მიტან!ვერ გადაიტანე,რომ ნანუკა ჩემს გამო დაიღუპა.მითხარი,გთხოვ რამე მითხარი გაბრიელ....-გაბრიელს მივარდა და გულმკერდზე დაუწყო შეკრული ხელების დაშინება,მაგრამ ბოლოს ძალა გამოეცალა და გაბრიელის ხელებში ჩაესვენა.გაბრიელს როგორც სჩვეოდა ისე ხელში აიყვანა და მეორე სართულზე ოთახში აიყვანა,გამოსვლისას კარი ჩაკეტა და თავის ნათლიასთან დაბრუნდა. *** -ხვდები,რომ ამ გოგოს სიყვარული გაბრმავებს?!-ჩვეულზე მკაცრი იყო ბატონი თენგიზი. -არავინ არ იმსახურებს იმას რაც მის თავს ხდება!-მაგიდაზე დადებულ ჭიქას დაწვდა და მთლიანად გადაკრა. -ერთი სული გქონდა,როდესაც მას განადგურებულს ნახავდი,შენ კი ერთი საათის წინ კინაღამ ყველაფერი ჩაშალე,ხვდები მაინც,რომ მის შეჩერებას აპირებდი? -მაგრამ არ შევაჩერე.მიწასთან გავასწორე.გავანადგურე,მხოლოდ იმიტომ,რომ შოთაზე მეძია შური!-ერთ წერტილს უყურებდა და ისე საუბრობდა.მის ტონში გარკვევით ჩანდა საკუთარი თავისადმი უკმაყოფილება. -ბაბუამისის შვილიშვილია,ბოლომდე არ იჯერებდა! -სულ მჯეროდა,რომ ამ დღეს ბედნიერი ვიქნებოდი,ბედნიერი თუ არა თავისუფლად სუნთქვას მაინც შევძლებდი,ახლა საერთოდ სუნთქვაც კი მიჭირს. -ვეღარ გცნობ გაბრიელ. -რატომ გიკვირს ვერ ვხდები.განა ქალის გამო არ გადაემტერე შოთას,იმიტომ,რომ საყვარელი ქალი წაგართვა.განა მის გამო ყველაფერზე არ იყავი მზად?განა მის გამო არ მოგხვდა ტყვია და სიკვდილს ძლივს გადაურჩი?რატომ გიკვირს,რომ საყვარელი ქალის ტკივილი მეც მანადგურებს?რატომ ნათლია?-ბოლოს ღრიალებდა და თვითონაც გაკვირვებული დარჩა თავისი სიტყვებით.თენგიზი წამოდგა გაბრიელის წინ დადგა და თვალები გაუსწორა. -მე მას არასდროს არ ვტკენდი!მის წინაშე ერთხელაც არ ამიწევია ხმისთვისაც კი!ის კი იქ დარჩა,მითხრა,რომ ის უყვრადა და დარჩა და მაინც მე მისთვისს არასდროს მიმიყენებია ტკივილი! შენ რამდენჯერ ატკინე ტაისიას?ჯერ ხელი გაუწოდე და მისი საყრდენი გახდი,იცი მაინც როგორ გაუნათდა თვალები როცა შენ დაგინახა?თითქოს მისთვის გარშემო ყველაფერი განათდა,მაგრამ მეორე წამსვე შენგან ისეთი დარტყმა მიიღო არასდროს,რომ არ დაავიწყდება!კარგად დაიმახსოვრე გაბრიელ,ყველაზე დიდ ტკივილს ისინი გავაყენებენ ვინც გვიყვარს!-ოთახი დატოვა თენგიზმა.საკუთარ თავთან და თენგიზის სიტყვებთან დარჩენილ გაბრიელს კი ვისკის ჭიქა ხელში შემოეფშვნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.