შურისძიების მსხვერპლი 33 თავი
თორნიკეს მის ქცევაზე გაეღიმა, მაგრამ არაფერი უპასუხა. -დაწექი-უხერხული სიჩუმე ისევ ანა ჩავარდნილმა ხმამ დაარღვია -კარგად ვარ -არ ხარ-გაბრაზდა ანა და ინსტიქტურად კიდევ რამდენიმე ნაბიჯი წადგა უკან, რა დროსაც მისთვის გაუგებარ ნივთს დაეჯახა და წონასწორობა დაკარგული, მოულოდნელად თორნიკეს ჩაუვარდა მკლავბეში, რომელმაც სწრაფად შეუცურა ხელი წვრილ წელზე და კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრო მისი სიფრიფანა სხეული ტანზე. -შენს სურვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში შევასრულებ თუ ჩემს გვერდით დაიძინებ ამაღამ-გამომწვევი ტონით, ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა გაღიზიანებულმა ბიჭმა დაბნეულ გოგონას და ამღვრეული მზერით ჩააცქერდა მწვანე, ჩამუქებულ სფეროებში. -თორნიკი-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა მისთვის, დაძაბულმა გოგონამ და ინსტიქტურად მკერდზე მიაბჯინა მთრთოლარე თითები. -მიყვარხარ-კარგა ხნის სიჩუმის მერე გაუაზრებლად უთხრა თორნიკემ და მისი კოცნა სცადა, მაგრამ ანას სიტყვებმა ადგილზე გააშეშა -არ გაბედო და არ შემეხო! -მაპატიე ეს აღარ განმეორდება- ჩავარდნილი ხმით უმისამართოდ თქვა სუნთქვა აჩქარებულმა ბიჭმა და ინსტიქტურად ხელი გაუშვა -დაწექი!-მკაცრი ტონით უთხრა ანამ და და ვარძელში უღონოდ ჩაეშვა. თორნიკემ მისი სურვილი შესარულა და დივანზე წამოწვა. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა ბნელ ოთახში რომელიც კარის გაბმულმა ზარმა დაარღვია -მე გავაღებ-ჩამწყდარი ხმით თქვა თორნიკემ და ფეხზე წამოდგა, მაგრამ მაშინვე უკან მიჰყვა უცნობი სტუმრისა თუ სიბნელის შიშით დაზაფრული გოგონა. ღამის სანათის სუსტ ფონზე გაუჭირდა მაგრამ, მაინც შეძლო ჭრილობის დამუშავება გამოცდილმა ექთანმა რომლმაც ანდრიას დავალებით ტელეფონი სახლში დატოვა იმ მიზეზით რომ დამჯდარი ჰქონდა. მისი წასვლის შემდეგ მალევე ჩაეძინა სავარძელში მჯდომ ანას, თუმცა რაღაც უსიამოვნო შეგრძნებამ ძილი გაუკრთო და შეშინებულს გაეღვიძა -ნუ გეშინია, უბრალოდ ცუდი სიზმარი ნახე-შეეხმიანა თორნიკე დაბნეულ გოგონას და სიგარეტის ბოლო ღერს ნერვიულად მოუკიდა -რატომ ადექი?-გაუბრაზდა ანა და კიდევ უფრო მჭირდროდ მიიკრო გაყინულს ახეულზე თბილი პლედი, რომელიც როგორც ახსოვდა თვითონ არ დაუფარებია ამიტომ, უმისამართოდ, ძლივს გასაგონად თქვა- მადლობა -თუ გცივა კიდევ დაგაფარებ-შესთავაზა თორნიკემ -კარგად ვარ-ჩამწყდარი ხმით უთხრა ანამ და თვალები დახუჭა, კარგა ხნის სიჩუმის მერე მკაცრად თქვა-დაწექი! -ასე ძალიან რატომ გეშინია სიბნელის -მარტოობის მეშინია და არა სიბნელის!-შეუსწორა ანამ და თვალები სუსტად გაახილა -ჩემი წინადადება ისე ძალაშია- მოულოდნელად ყურს უკან ჩასჩურჩულა თორნიკემ დაბნეულ გოგონას და სანამ გაცეცხლებული ანა რამეს ეტყოდა დივანზე დაწვა. სიბნელის შიშმა, სტრესმა, დაძაბულობამ თავისი საქმე გააკეთა და ანას ისევ კოშმარი დაესიზმრა, რის გამოც დაფეთებულს გაეღვიძა და თორნიკესაც გაუკრთო ტკბილი ძილი -ანა! -რაა?! -მოდი ჩემთან!-უემოციო ტონით უთხრა თორნიკემ დამფრთხალ გოგონას და მისგან პასუხი რომ ვერ მიიღო მბრძანებლური ტონით გაუმეორა- მოდი-მეთქი!- ანა ისტიქტურად წამოდგა სავარძლიდან და ნელა მიუახლოვდა გაღიზკანებულ ბიჭს -რა გინდა-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა და სივბნელეს მიჩვეული თვალით ცივი მზერა მის მონგრეულ სახეს მიაყინა. თორნიკემ არაფერი უპასუხა, ოდნავ წამოიწია და მოულოდნელად მაჯაში უხეშად წაავლო ხელი- რას აკეთებ-დაიბნა ანა როცა თავისკენ მიიზიდა აღელვებულმა ბიჭმა და წამის მეასედებში მკლავებში მოიმწყვდია -ისეთს არაფერს-ღიმილით უთხრა თორნიკემ და სანამ დაბნეული გოგონა აზრზე მოვიდოდა გვერდით მიიწვინა. სწრაფად აეკრო ზურგს უკნიდან და მძიმე ხელი, მიცელზე შემოაჭდო -გამიშვი-ბრაზნარევი ტონით უთხრა ანამ და წამოდგომა სცადა. საპასუხოდ თორნიკემ კიდევ უფრი მეტად მიიწება მისი სიფრიფანა სხეული ტანზე და მაქსიმალირად შეუზღუდა მოძრაობის უნარი-თორნიკე-გაუბრაზდა ანა და სუნქვა აჩქარებულმა დამშვიდება სცადა დაიძინე-მბრძანებლური ტონით უთხრა გაღიზიანებულმა ბიჭმა ანერვიულებულ გოგონას და თვალები დახუჭა -თორნიკე-გაუბრაზდა ანა და მისი ხელიდან გასხლტომა სცადა -რატომ მეწინააღმდეგები?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა სუნთქვა აჩქარებულ ბიჭმა სახე ალეწილ გოგონას და ზემოდან მოქცეულმა ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა-ხომ იცი რომ მაინც არ გაგიშვებ?-და მომღიმარი სახით საწყის პოზიციას დაუბრუნდა. ანამ უპასუხოდ დატოვა მისი კითხვა და წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა- კარგი გოგო ხარ-შეაქო თორნიკემ და ცვირი მის თმებში ჩარგო -ვერ გიტან-აგრესიული ტონით უთხრა ანამ და თვალები დახუჭა -ძილინებისა-გამომწვევი ტონით ჩასჩურჩულა ყურში თორნიკემ საფეთქელზე ნაზად აკოცა. ამ დროს ანას ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს დენმა დაარტყაო, უნებურად გააჟრჟოლა და ერთიანად დაეჭიმა სხეული, რის გამოც თორნიკეს სახეზე ირონიულმა ღიმილმა გადაუბინა- არ მეგონა, ჩემი შეხება ასე ძალიან თუ მოქმედებდა შენზე -ძილინებისა-მკაცრი ტონით უთხრა ანამ და ამით საუბრის დასრულებაზე მიანიშნა. თორნიკე მის სურვილს დაემორჩილა და დაძინება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან საყვარელი გოგონას ზედმეტმა სიახლოვე, შეხებამ, ძალდატანებულმა ჩახუტებამ, ტკბილმა და ნაზმა სურნელმა ძილი საბოლოოდ გაუკრთო და მოსვენება დაუკარგა. თავიდან ანაც ვერ იძინებდა მაგრამ სიბნელის შიშმა, განცდილმა მძიმე ემოციებმა, სულიერმა და ფიზიკურმა ტრამვებმა იმდენად დაღალა რომ როგორც კი თავი მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნო ჩაეძინა. გამთენიისას გაეღვიძა რადგან იქამდე არ შეწყვიტა თორნიკემ მისი თმის წვალება სანამ ძილი არ გაუკრთო. -დილა მშვიდობისა-მომღიმარი სახით, ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა თორნიკემ გაბრუებულ გოგონას და ცხვირზე აკოცა -თავხედი ხარ-მხოლოდ ეს უთხრა ანამ და ფეხზე წამოდგა -გშია? -გვააქვს რამე? -კარტოფილი უნდა იყოს მანდ სადღაც, სამზარეულოში -შეწვა არ ვიცი -ვიცი რომ არ იცი! -შეწვავ?-ამ დროს ეშმაკური ღიმილით გახედა ანამ თორნიკეს -შეჭამ?-შეიცხადა თორნიკემ და ფეხზე წამოდგა -გავთლი -მე მივხედავ, შენ მაგიდა გააწყე. -რომელი საათია? -7 არაა ჯერ დღეს შევძლებთ თბილისში დაბრუნებას? -ვნახოთ, გზები თუ გადაკეტილი არაა ისევ შევძლებთ! დილის საუზმის მერე, აივანზე გასულმა თორნიკემ რამოდენიმე ღერი სიგარეტი ზედიზედ მოწია და მისაღებ ოთახში წაშლილი სახით დაბრუნდა -ანა! -ცუდად გამოიყურები, მოხდა რემე? თავს ცუდად გრძნობ?- დაიძაბა დაბნეული გოგონა და მაშინვე ფეხზე წამოდგა ანერვიულებული -რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრა-ჩამწყდარი ხმით უთხრა თორნიკემ და თავი დახარა -მითხარი -ოღონდ დამპირდი რომ არ შემაწყვეტინებ და ბოლომდე მომისმენ -რა ხდება? -დამშვიდდი -კარგი-მოიღუშა ანა და სავარძელში უღონოდ დაეშვა -შენ იცი რომ ციხეში ვიჯექი -ვიცი -არ გამაწყვეტინო-თქო უკვე ხომ გითხარი!- ბრაზნარევი ტონით უთხრა თორნიკემ დ ათავზე წამოადგა დაძაბულ გოგონას ნიკაპზე ნაზად მოჰკიდა ხელი თავი ააწევინა სევდიანად გაუღიმა და ხმა დაბალი ტონით უთხრა- პატიებას არ გთხოვ იმიტომ რომ ვიცი ვერასოდეს მაპატიებ იმას რაც ჩავიდინე... მაგრამ მაინც მინდა რომ მომისმინო და ოდნავ მაინც ეცადო ჩემს გაგებას მიმის მიუხედავად რომ ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს შენთან მიმართებაში! -თორნიკე! -ჩშ-ტუჩებზე თითი მიადო გაღიზიანებულმა ბიჭმა დაძაბულ გოგონას და დივანზე დაჯდა თუ არა თავისკენ, იმდენად ახლოს მიაცურა ანას სავარძელი რომ ფეხებშორის მოაქცია -რას აკეთებ-აღელდა ანა -საშინელი შეცდომა დავუშვი შენ რომ გაგრიე ამ საქმეში მაგრამ... ახლა, უკვე ძალიან გვიანია სინანული -შეგიძლია წესიერად ამიხსნა? ვერ ვხვდები რაზე მელაპარაკები -ზუსტად 9 წლისწინ მე, შენი ძმა...ალექსანდრე და კიდევ ჩვენი ორი მეგობარი... -ალექსანდრე? შენ რა? ჩემს ძმას იცნობ? სერიოზულად?-სულ დაიბნა ანა -კოჯორში წავედით, შენი ძმის მანქანით... საჭესთან მე ვიჯექი -რა?-გაოგნდა ანა -გუგა...ჩვენმა ჯგუფელმა დაგვპატიჟა თავის დაბადების დღეზე, მამაშენიც იქ იყო... ჩვენზე ადრე მივიდა თავისი მანქანით... აღმოჩნდა რომ გუგას მამის ძმაკაცი იყო... -თორნიკე-აღელდა ანა და უნებურად სიმწრის ცრემლები დაგმოუცირდა გაფითრებულ სახეზე -ბევრი დავლიეთ... მერე ჩვენ ორმა... მე და გუგამ... მე...წამალ დამოკიდებული ვიყავი...და...რაღაც აბები მივიღეთ... გვიან ღამით ბიჭმებმა წამოსვლა მოვინდომეთ მანქანით... არ გვიშვებდნენ მასპინძლები...ტაქსის გამოგვიძახეს, მაგრამ როგორც კი ყურადღება მოადუნეს ალექსის მანქანაში ჩავსხედით ყველა და წამოვედით... მამაშენი უკან გამოგვეკიდა... ნასვამი იყო... მაგრამ საღ გონებაზე -ღმერთო-აღმოხდა ხმა აკანკალებულ გოგონას რადგან ინსტიქტურად მიხვდა რომელ ღამეზე ლაპარაკობდა თორნიკე -საჭესთან ალექსანდრე იჯდა, მე მის გვერდით ვიჯექი... უკან გიო და ავთო ისხდნენ... ფარებს გვინთებდა მამაშენი, გვისიგნალებდა, ამიტომ ალექსმა ბოლომდე მიაჭირა გაზს ჩვენი მოთხოვნით... ბოლოს რაც მახსოვს იყო ის რომ ალექსმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და გზიდან გადავიდა... როგორც მერე მითხრეს ამ დროს პირველად მოგვივიდა ავარია და განათების ბოძს შევასკდით... ღვედი არ მეკეთა ამიტომ მიღებული ტრამვის გამო გონება დავკარგე... ახლა რასაც გეტყვი ვიცი არ დაიჯერებ... მამაჩემსაც არ სჯეროდა ჩემი მაგრამ... როგორც ადვიკატმა მითხრა პირველი ავარიის მერე ალექსმა მანქანა დაძრა და გზა განაგრძო... მე ისევ უგონოდ ვიყავი ამ დროს თავოს ძლიერი ტრამვის გამო... მოხდა მეორე ავარია... მსუბუქ მანქანას დავეჯახეთ... მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა... -გთხოვ-შეეხვეწა ანა აკანკალებული ხელები სახეზე აიფარა -იქ კამერები არ იყო... ძალიან ბუნდოვნად მახსოვა კახას განწირული ღრიალის ხმა... ისიც მახსოვს როგორ შემაჯანჯღარა... წამიერად თვალები გავახილე და დავინახე...ახლაც მახსოვს მისი მონგრეული სახე... მაგრამ მერე ყველაფერი ერთმანეთში არია რადგან საშინელმა თავის ტკივილმა სირენების გამაყრუებელი ხმა ისევ გამთიშა... გონს საავადმყოფოში მოვედი, ნიცა დამტიროდა... პალატაში გადამიყვანეს და ხელბორკილი დამადეს, ბრალი წამიყენეს და კართან დაცვა დამიყენეს... -თორნიკე... გთხოვ შეწყვიტე... -საავადმყოფოდან პირდაპირ სასამართლო დარბაზში ამოვყავი თავი იქიდან კი ციხეში... ჩემი არავის სჯეროდა... საერთოდ არავის... მამაჩემსაც კი... მხოლოდ ანდრიამ იწამა ჩემი უდნააშაულობის ჩვენი ძმობის და მეგობრობის გამო! ვერავინ დავაჯერე, ვერც ადვიკატი, ვერც პროკურორი და ვერც მოსამართლე რომ იმ ღამეს მე საერთოდ არ ვმჯდარვარ საჭესთან... და იცი რატომ? იმიტომ რომ მამაშენმა თქვა სასამართლო პროცესზე რომ იმ ავარიის დროს, როცა ის საცოდავი კაცი მოკვდა მე ვიჯექი საჭესთან... არანაირი უტყუარი მტკიცებულებები, არანაირი კამერის ჩანაწერები... მხოლოდ მამაშენის ერთი ჩვენება და ნარკო ტესტი და ამ გაუგებრობას შეწირული მამაჩემის სიცოცხლე... ჩემი ოცნებები... ცხოვრების 8 წელი და ნიცას ბავშვობა... სასამართლო პროცესზე მამაშენის ნათქვმმა 7 სიტყვამ ,,დიახ ბატონო მოსამართლე საჭესთან თორნილე შერვაშოძე იჯდა" ჩვენი ოჯახი სამუდამოდ გაანადგურა... -და შენ ჩემზე შურისძიება გადაწყვიტე-კარგა ხნის სიჩუმის მერე უემოციო ტონით უთხრა ანამ სახე მონგრეულ ბიჭს და გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან -ასეა! წლების განმავლობაში ვაწყობდი შენზე შორისძიების გეგმებს -რატომ არ მახსოვს არაფერი? -იმიტომ რომ სასმელში წამალი ჩაგიყარეთ შენ და თათიას -ფიქრობ რომ ეს სამართლიანი შურისძიება იყო? -არა! -რატომ? -ანა მინდა რომ კითხავზე მიპასუხო! -იმიტომ რომ შემიყვარდი -დღემდე ფიქრობ რომ მამაჩემა შეგიცვალათ ადგილები შენ და ალექსს? -კი -მთელი 8 წელი მამაჩემის სიძულვილში გაატარე... მაგრამ სულ ტყუილად... მამაჩემი ასეთ რამეს არასოდეს ჩაიდენდა... ალექსანდრეს გადასარჩენად არავის გაწირავდა... -მე გამწირა... -მამაჩემი ასეთი ადამიანი არაა... იმიტომ დაგადო ხელი შენ რომ საჭესთან გნახა -ანა!-გაბრაზდა თორნიკე და ზურგს სუკნიდან მიუახლოვდა ატირებულ გოგონას და თავისკენ შეატრიალა -მე ვიცნობ მამაჩემს! დამიჯერე ის ასეთ საშინელებას არასოდეს ჩაიდენდა... საჭესთან ალექსი რომ მჯდაროყო და მას დაადანაშაულებდა და სისხლიან ხელს სხვას არ შეაწმენდდა... -ტყუილად ცდილობ ჩემს დარწმუმებას აზრი არ აქვს -შენს დარწმუნებას არ ვცდილობ, უბრალოდ მინდა სწორი მიმართულებით წახვიდე და პასუხი ამ საშინელ დანაშაულზე და შენს განადგურებულ ოჯახზე ნამდვილ დამნაშავეს აგებინო -შეძლებ ოდესმე რომ მაპატიო?-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა თორნიკემ მასთან ზედმეტად ახლოს მდგომ, ანერვიულებულ გოგონას და ნიკაპზე ხელის მოკიდებით თავი ნაზად ააწევინა -არ ვიცი ალბათ შემიძლია! მაგრამ არ მინდა რომ გაპატიო! -თუ გეტყვი რომ არ შეგხებივარ... თუ გეტყვი რომ შენთვის თითიც კი არ დამიკარებია? მაშინ? მაშინ რა მოხდება? ექნება შანსი ჩვენს ურთიერთობას?- ინტერესით ჰკითხა თორნიკემ დაძაბულ გოგონას, რა დროსაც ანამ მთელი ძალით გაარტყა სახეში ხელი -როგორ შეგეძლო! როგორ შეგეძლო ასე მომქცეოდი! მთელი ეს დრო თვალებში მიყურებდი და მატყუები-ბოლო ხმაზე უყვირა გაგიჟებულმა გოგონამ სახე მონგრეულ ბიჭს და სრულიად გაუაზრებლად მკერდზე ხელები დაარტყა- ასე რატომ მომექეცი? რატომ? რატომ მაიძულე ამ საშინელების გადატანა? -მაპატიე-ჩამწყდარი ხმით უთხრა თორნიკემ და გულზე მიიკრო ატირებული გოგონა -მეზიზღები-უყვირა უეცრად ანამ და გველნაკბენივით უკან გახტა -მე... შენი დაკარგვის მეშინოდა... ამიტომ ვერ გავბედე შენთვის სიმართლის თქმა -რას ბოდავ... -გაუცნობიერებლად შემიყვარდი... ციხეში -რა?-გაეცინა ანას -ციხეში... მთელი 8 წელი კახაზე შურისძიებას ვგეგმავდი, მაგრამ მას შემდეგ რაც შენი ფოტოები ვნახე სოც ქსელში, გეგმების შეცვლა გადავწყვიტე რადგან შენზე ფიქრს თავიდან ვეღარ ვიშორებდი -განქორწინება მინდა-მკაცრი ტონით უთხრა გაღიზიანებულმა გოგონამ სახე მონგრეულ ბიჭს და მისი ხელი უხეშად მოიშორა სახიდან -არა! ახლა არა -რადგან არ მინდა რაიმე საერთო მქონდეს იმ ადამიანთან ვინც სიყვარული შურისძიებას მსხვერპლად შესწირა -ანა -არ მომეკარო! -ვიცი რომ არასწორად მოვიქეცი... ვიცი რომ საშინელი შეცდომა დავიშვი... მაგრამ გთხოვ... უფლება მომეცი რომ მიყვარდე -იცი რისი გადატანა მომიწია შენსგამო? იცი რა რთული იყო ქუჩაში გასვლა და იმ ადამანებისთვის თვალის გასწორება ვინც სხვა ადამიანების უბედურებებით იკვებებ? პირდაპირ თუ ირიბად ყველა მაგრძნობიმებდა რომ ნამდვილი არარაობა ვიყავი რადგან ბავშვობის სიყვარულზე დანიშნული, კახპასავით პირველი ე შემხვედრს ჩავიწექი ლოგინში -ის ნაბ.ჭვარი შენ არ გინსახურებს!-ავარდა თორნიკე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.