შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

.ხვალამდე.


26-02-2023, 13:21
ავტორი Nini1999
ნანახია 705

-მოვედით,შევძელით.
გავხედე აბრწყინებული თვალებით ქენდის და ხელ ჩაკიდებული მასთან ერთად გავემართე შესასლელისკენ.

რიგი არც ისეთი დიდი იყო და სულ რაღაც შვიდი კაცი ვიდექით ჩემი და სალის ჩათვლით,მაგრამ ისე ვღელავდით ამ წამს ორივე,ალბათ გვერჩივნა რიგი რაც შეიძლება დიდი ყოფილიყო!
გეფიცებით ისეთი სწრაფად მიცემდა გული,უკვე მეგონა რომ ყველას ესმოდა ეს ხმა!
-დაიმახსოვრე ,21 წლის ხარ.
გავხედე შეკრული შუბლით სალის და ეს ყოველივე ჩურჩულით ვუთხარი,ორიოდე წამში კი ჩვენი რიგიც მოვიდა და უკვე მაღალი კაცის წინ ატუზულები დავდექით მე და სალი.
-რამდენი წლის ხართ გოგონებო?
ბევრი თვალიერების შემდეგ მშვიდად იკითხა მამაკაცმა,რაზეც ორივე შიშისგან გავლურჯდით და ერთდროულად წარმოვთქვით მოგონილი ასაკი.
-21-ის.
წამოვიძახე მე,ისე თითქოს ჯარში ვიყავი!
ეს ტონი კი ზედმეტად აგრესიული იყო,ამ უბრალო კითხვაზე.
-20-ის.
მაგრამ აი სალიც,რომელმაც იგივე ტონით და ორჯერ უფრო ხმამაღლა წამოიყვირა!
შემდეგ კი ორივეს საწყალი კრავის თვალები მივაპყრეთ კლუბის კარში მდგარ დაცვას.
-სერ.
მიამატა შიშით და ნერვიულობით სალიმ,რაზეც ძალით გავიკრიჭე და ყველა კბილი გამოვაჩინე,შენდეგ კი ვინ იცის ამ უხერხულ სიჩუმეში ასე მანიაკივით მომღიმრები სადამდე ვუყურებდით დაცვას და ალბათ უფრო დიდხანსაც გავნაგრძობდით ,სააბოლოოდ ხმა რომ არ ამოეღო!
-ანუ სრულწლოვანები ხართ?
ამ კითხვაზე  ორივემ თავები დავუქნიეთ,ამ მდგომარეობაში ხმის ამოღება სარისკო იყო...ვაღიარებ ყბა მიკანკალებს.
ამ  მდუმარე თანხმობის შემდეგ დაცვამ წარბის აწევით გაგვისწორა თვალი და დიდიხნის ყურების შემდეგ ,ძლივს თქვა სანატრელი სიტყვები!
-კარგით ,შედით!


-ვაიმე,მეგონა რომ არ დაგვიჯერებდა და იქიდან წიხლით გამოგვაგდებდა!
ვთქვი და გაფითრებულმა გარემოს მოვავლე თვალი!
გეფიცებით ისეთ ემოციებში ვიყავი ცოტაც და ტყავიდან ამოვძვრებოდი!
ჭკუაზე არ ვიყავი და უცხო გარემოს ყურებით ვერა და ვერ ვკმაყოფილდებოდი!
ხმამაღალი მუსიკა,მომღიმარი საახები,ცეკვა,დალევა და ეს საოცრად სასიამოვნო განცდა...თავისუფლების შეგრძნება!
გრძნობა,როდესაც გგონია,რომ სამყაროს საზღვრებს სცდები და ფრენას იწყებ!
აღარაფერი არ განაღვლებს და ადრენალინის მძაფრი შეგრძნება გაქვს მთელ სხეულში!
რას ეძახიან ზუსტად ამ ემოციებს?
ააა ხო,ეიფორია.
-ჰეე,რას გაშტერდი? წამოდი,ამათი სასმელი არ გავსინჯოთ?!
გამომაფხიზლა სალის ყვირილმა,რომელიც ძლივს გავიგე მუსიკის და ჩემი სხვა სამყაროში გადაფრენის გამო !
-რაა? დალევასაც ვაპირებთ? იქნებ ზედმეტ_
არც დამასრულებინა და  ხელში მწვდა,შემდეგ კი ბარისაკენ გამაქანა სადაც სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა გოგონა იდგა და მომღიმარი ,თითქოს ჩვენ გველოდა.

უკვე სასმელებით ხელში ბრბოში მივაბიჯებდით და თავი ყველაზე მაგრები გვეგონა...სამყარო ჩვენს გარშემო ტრიალებდა და ამ დღეს ჩვენ ვიყავით მთავარი პერსონაჟები!
თითქოს ყველა ჩვენ გვიყურებდა და ჩვენით აღფრთივანებულები იყვნენ!
ჩვენ ხომ უბრალო პატარა გოგონები არ ვიყავით,არამედ უკვე საკმარისად დიდები,იმისთვის რომ ამ კლუბში ვყოფილიყავით და სასმელიც კი დაგველია!
სწორედ ასეთი გრძნობა მქონდა მანამ...მანამ ღრუბლებიდან არ დავეშვი!
დავეშვი,თანაც მტკივნეულად,რადგან ვიღაცას მთელი ძალით შევასკდი და თან ისე ,რომ ეს ჩემი სასმელი სულ ზედ გადავასხი!
უკვე პირ ღია მისკენ ვაპირებდი ახედვას და მილიონი ბოდიშის მოხდას,მაგრამ  ბოდიში ვის ახსოვდა მისი სახე რომ დავინახე!
იცით ხელში ვინ შემრჩა?

აწმყო/დღევანდელი დღე:
16.08.20**

ხელები იქვე ნაპოვნი დახეული ნაჭრებით გადავიხვიე,რათა უეცარი თავდასხმისგან გამოწვეული კბენისგან დამეცვა თავი,შემდეგ კი ერთადერთი რაც მებადა ,ანუ ჩემი ზურგჩანთა მოვიკიდე მხრებზე და ოთახში მდგომი რამოდენიმე ავეჯი დიდი ძალისხმევის შედეგად ფანჯრისკენ მივაცურე.
ალბათ უცნაური იქნებოდა ჩემი თავის ასეთ მდგომარეობაში წარმოდგენა რამდენიმე წლის წინ ,მითუმეტეს ჩემი ოჯახის გარეშე,მაგრამ რამდენი წელი გავიდა რაც მარტო ვარ?
აღარც ვიცი უკვე,სათვალავი ამერია,უკვე არც კი ვიცი რა დღეა ან რომელი საათი!
ცივილიზაციისგან რა დარჩა ისიც კი არ ვიცი ან კი დარჩა ვინმე?
ამდენიხანია არავის არ შევხვდრილვარ და უკვე სიგიჟის პირას ვარ!
ვინმესთან საუბარიც კი იმხელა შვება იქნებოდა ჩემთვის,მაგრამ ალბათ ზედმეტს ვითხოვ,ალბათ ჩემი ნატვრა და იმედი ამ რეალობაში სასაცილოც კია.
რისთვის ვცხოვრობ?
ხშირად ვუსვავ ბოლო დროს ამ კითხვას საკუთარ თავს,ჩემი ერთადერთი პასუხი კი ისაა,რომ იმედი ჯერ კიდევ დამრჩა.
იმედი რომ ისინი ისევ ცოცხლები არიან და ამ დროის მანძილზე იმიტომ არ მინახავს არც ერთი,რომ ვერ მპოულობენ!
დარწმუნებული ვარ მეძებენ და უბრალოდ ვერ მპოულობენ.
ასე არ დამტოვებდნენ...არა,ამაზე ფიქრიც არ მინდა,რომ ჩემი ერთადერთი იმედი სიცრუეა!
მე ხომ მათ ვეძებ და ისევ მინდა ვნახო როგორც ადამიანები,მე ხომ მხოლოდ ამისთვის ვცდილობ ცოცხლად დარჩენას,სხვა მართლაც აღარაფერი დამრჩა,რომ ცხოვრება გავაგრძელო "ხვალამდე".
-აბა გვამებო,გამეცალეთ.
ჩურჩულით ჩავილაპარაკე და ბოლო ნაბიჯი ავდგი ფანჯრისაკენ,შედეგად კი უკვე მის წინ აღმოვჩნდი.
გზა ისევ ცარიელი იყო და საბედნიეროდ ვერც ერთ გვამს ვერ ვხედავდი...ალბათ ყველას ყურადღება ჩემმა პატარა გამოჩენამ მიიქცია და ახლა უმეტესობა შენობაშია...ჩემთვის უკეთესი!
როგორი ჩუმადაც შემეძლო ფანჯრიდან გავძვერი ,თან ისე რომ ვგრძნობდი როგორ მეჭირებოდა მუცელზე კედლები და თითქოს მგუდავდა ,ყველაფრის მიუხედავად კი  როგორც ვვარაუდობდი გავეტიე და დიდი მცდელობის მიუხედავად სიმაღლიდან საკმაოდ ხმაურიანად დავეცი.
როგორც კი დავეცი,ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს მთელი სხეული დამეჟეჟა,მაგრამ საკუთარი თავის შემოწმებისთვის ან კი სიბრალულისთვის არ მეცალა,რაც გავაკეთე ის იყო,რომ გარშემო მიმოვიხედე,რათა ჩემი ხმაურით გამოწვეული შედეგი მენახა,ხოლო შემდეგ პირდაპირ მოტოციკლისაკენ დავიძარი.
ვაღიარებ ცოტა სიარული მიჭირდა,ალბათ დაცემის გამო,მაგრამ ტკივილის მიუხედავად მაინც სწრაფად ვცდილობდი გაადაგილებას!
სააბოლოდ კი მივახწიე კიდეც მოტოციკლამდე და უკვე ვჯდებოდი საშინელი ღრიალი რომ მომესმა უკნიდან!
-ჯანდაბა,გაიგეს!
ჩავილაპარაკე გაღიზიანებულმა და ანერვიულებულმა ჩემებური მეთოდით მოტოციკლის დააქოქვა დავიწყე.
შნურები გადავჭერი და ერთმანეთან მივამაგრე!
ვაი როგორ ვნატრობდი ემუშავა,რადგან ამან რომ არ იმუშავოს განწურული ვარ!
მათი ხმა მესმის და უკვე ყოველი მხრიდან მორბიან!
ძაალიან ცოტა დრო დამრჩა და ეს ჩემი ბოლო იმედია,უკან არც კი ვიყურები და უბრალოდ სულმოუთქმელად ველოდები,რომ დაიძრება ეს ჯართი!
სააბოლოდ კი გამიმართლა და დაიძრა!
-გადავრჩი?
ღიმილით ვკითხე საკუთარ თავს და ბოლო სიჩქარით წინ წავიჭერი და მხოლოდ ამის შემდეგ გავიხედე უკან,სადაც საკმაოდ ბევრ მოსიარულე გვამი დავინახე,მე მომყვებოდნენ,მაგრამ წესით მალევე ჩამოვიშორებ ,რადგან ისინი ნელები არიან,ეს მოტოციკლი კი სწრაფი!
-მგონი ეს ერთხელაც გადარჩი.
ჩემს თავს სულელელივით ვესაუბრებოდი და მიხაროდა,რომ მათი ლუკმა არ გავხდი,რადგან ბოლო წამამდე ვიცოდი,რომ ამ გეგმის გამართელების 50% არსებობდა!

გვამეების ხმა საერთოდ აღარ მესმოდა და საავარაუდოდ ჩამოვიშორე კიდეც.
გზადაც რამოდენიმე შემხვდა მხოლოდ,რადგან ისეთი გზით მივდივარ,სადაც წესით ბევრნი არ იქნებიან,ეს გზა ხომ ცენტრიდან ყველაზე შორსაა...
-მზე ჩადის.
ჩუმად ჩავილაპარაკე და საშუალო სიჩქარით მიმავალმა ცას ავხედე,რომელშიც ღრუბლები სტაფილოსფრად და ვარდისფრად იყო შეფერილი და საკმაოდ ლამაზად მოჩანდა.
ხანდახან ასეთ მომენტებში მინდა,რომ უბრალოდ გავჩერდე და ამ მშვენიერების ყურებით დავტკბე,თუნდაც ათი წუთით,მაგრამ ვიცი რომ არ შეიძლება ასეთ დროს ამხელა რისკზე წასვლა,ამიტომ უბრალოდ გზას ვაგრძელებ...გზას არაფრისკენ,გზას რომელსაც მხოლოდ იმედიის დამსახურებით ვაგრძელებ.

სულ საათ ნახევარი გაუჩერებლად ვმართავდი მოტოციკლს,მანამ არ გავაცნობიერე,რომ უკვე საკმაოდ ბნელოდა და ღამე სადმე უნდა გამეთია,პლიუს ამას ძილი და დასვენებაც მჭირდებოდა...ნუ საკვები და წყალიც არ იქნებოდა ურიგო და მგონი ზურგჩანთაში ცოტაოდენი კიდევ დამრჩენოდა!
ახლა ერთადერთი რაც დამრჩენია ისაა,რომ ნორმალური ადგილი ვიპოვო,სადაც მკვდარი გვამები ძილში არ შემჭამენ!
ასეთი ადგილის მოძებნა ცოტა რთული იყო,მაგრამ გზა და გზა თვალიერების შემდეგ ერთს გადავაწყდი...ძველი შენობა იყო,სავარაუდოდ დიდიხნის წინ აქ პატარა ბარი იყო,მაგრამ ახლა მხოლოდ ნახევრად მთელი ნამგრევებია!
-ეს გამოდგება.
მშვიდად ავხედე ნანგრევებში შემორჩენილ მეორე სართულზე მდებარე ოთახს,რომელიც ცუდად არ გამოყურებოდა და სავარაუდოდ ღამესაც გამათევინებდა.
ნანგრევებზე ავძვერი და ყოველი შემთხვევისთვის იარაღი მოვიმარჯვე ხელში,იმის მიუხედავად რომ მათი აქ ყოფნის შანსი ნაკლები იყო,მაინც სიფრთხილე მმართებდა,ეს ამ დროის მანძილზე ყველაზე კარგად ვისწავლე...იფრთხილე მაშინაც კი,როდესაც იცი რომ საფრთხეში არ ხარ.
გულში სამამდე დავითვალე და ხის კარს წიხლი მივკარი,შენდეგ კი დაველოდე ხმაურის შედეგად როდის გამოჩნდებოდა გვამი,მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ არაფერი არ გამოვიდა,რაც იმას მიშნავსა რომ ადგილი სუფთა იყო.
პირველ რიგში ზურგჩანდა მოვიხსენი და მტვრიან მაგიდაზე დავდე,შემდეგ კი კარი უბრალოდ მოვხურე,რადგან საკეტი არ ჰქონდა,მაგრამ საბედნიეროდ ასეთი ჭკვიანები არ არიან გვამები,რომ სახელური ჩამოსწიონ.
-კინაღამ მოვკვდი ამის გამო.
გაღიზიანებულმა ვთქვი და ზურგჩანთიდან საკვების და სასმელი წყალის ამოლაგება დავიწყე!
სიბნელეს მთვარის შუქი მინათებდა და საბედნიეროდ არაფრის ანთება არ მომიწია!
როგორც წესი ვერიდები კიდეც,რადგან ეს ყურადღებას მიიპყრობს,სიბნელე კი არ მიყვარს,ამიტომ მთვარემ დღეს მხარი ნამდვილად დამიჭირა!
გარშემო ყველაფერი მტვრით იყო დაფარული,მაგრამ ამ წამს ეს სულ არ მანაღვლებდა და უკვე  გემრიელად შევექცეოდი საკვებს,რომლისთვისაც ჩემი სიცოცხლე სასწორზე დავდე!
მაგრამ ეს ხომ აქ ჩვეულებრივი ამბავია.

ერთი საათის შემდეგ:
დაახლოვებით ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა...ეს ვარაუდით,რადგან საათის მსგავსი არაფერი არ მქონდა თან,მაგრამ უკვე მეძინებოდა,რის შედეგადაც დროს ასე თუ ისე ვხვდებოდი ხოლმე.
დაძინებამდე პატარა ფანჯრიდან გავიხედე და ქუჩას მოვავლე თვალი რაიმე უცნაური ხომ არ იყო ან თუნდაც გვამები,რომლებიც საშიშროებას წარმოადგენდნენ ჩემთვის!
მაგრამ ქუჩა სუფთა იყო,ამიტომ დიდი და დამღლელი დღის შემდეგ დავწექი და ისე რომ ვერც გავიგე, მალევე ჩამთვლიმა.
არ ვიცი რამდენხანს მეძინა და ეს ყოველივე რამდენი ხნის შემდეგ დაიწყო,მაგრამ ერთი ზუსტად მახსოვს!
უეცრად რაღაცის ხმაზე გამომეღვიძა!
უნდა გენახათ როგორ შევშინდი უცბად,მითუმეტეს ახალ გაღვიძებულზე,მაგრამ ამის დრო არ იყო ახლა,ჯერ უნდა გამერკვია რის წინაშე ვიყავი ამ წამს,ამიტომ ძაალიან ჩუმად ,ფეხის წვერებზე ავდექი იარაღით ხელში და ფანჯრიდან რაც შეიძლება შეუმჩნევლად გავიჭვრიტე ,იქ კი ისეთი რაღაც დამხვდა,რასაც ყველაზე ნაკლებად მოველოდი!
ჩემს წინ ოთხ მოტოციკლზე მჯდარი პიროვნება იდგა,რომლებიც გარემოს ათვალიერებდნენ და თითქოს რაღაცას ეძებდნენ...ან იქნებ ვიღაცას?
ნუთუ მე მეძებენ?
-შიგნით ნახეთ.
მომესმა უეცრად ერთ-ერთის ხმა,რაზეც ძარღვებში სისხლი გამეყინა და სუნთქვა დამიმძიმდა!
კედელს ავეკარი და აღელვებულმა მკერდზე დავიდე ხელი,თოთქოს ამით სწრაფად აძგერებულ გულს დავიწყნარებდი ან კი რაიმეს მოვაგვარებდი ამით!
რა უნდათ მათ ჩემგან ან ვინ არიან საერთოდ?
ნუთუ ის მოტოციკლი მათ ეკუთნოდათ?
მართლა ამის გამო ამედევნენ?!
ვერ ვიჯერებ...ახლა რა ვქნა?
ძაალიან სახიფათო ხალხი ჩანს!
სახეზე ვერც ერთს ვერ ვხედავ,მაგრამ ფაქტია ისინი აქ მხოლოდ მოსაკითხად არ მეძებენ ასე მონდომებით!
-რა ვქნა?
ხმის კანკალით ჩავიჩურჩულე და აქეთ-იქით დავიწყე თვალების ცეცება რათა რაიმე მომეფიქრებინა,მაგრამ ამ წამს დამალვის ან გაქცევის გარდა არაფერი არ მაფიქრდებოდა!
ისინი ჩემზე მეტნი არიან,თან აშკარად უფრო ძლიერებიც,ამიტომ შებრძოლება სულელური ნაბიჯი იქნება ჩემგან!
აქედან გამომდინარე მათგან გაქცევა მომიწევს.
ეს გადაწყვეტილება მივიღე თუ არა და ნაბიჯების ხმაც მომესმა ახლოდან!
უკვე კარს უახლოვდებოდნენ!
უკეთეს დროს ვერ ვნახავდი ,ამიტომ კართან დავდექი და შესაფერის მომენტს დაველოდე...ველოდებოდი,ველოდებოდი თუ როდის შემოაღებდნენ კარს.
წამებს ვითვლიდი და გული უფრო და უფრო მიჩქარდებოდა ყოველ მათ ნაბიჯზე...სააბოლოოდ კი ძველი კარის გაღების ჭრიალი გაისმა და შემდეგ სამ სილუეტსაც მოვკარი თვალი,რომლებიც ღია კარს გასცდნენ და ისე რომ დროს არ ჰქონდათ უკან მოხედვის დრო ვიხელთე და ღია კარში მათ ზურგს უკან გავძვერი!
ვერც კი წარმოიდგენთ როგორი შეშინებული ვიყავი ამ წამს და როგორ მწყუროდა სიცოცხლე!
ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის,რომ ამ სიტუააციიდან გამოვმძვრალიყავი!
უკან არც კი მიმიხედავს ,უბრალოდ მივრბოდი და თან შემდეგ ნაბიჯზე ვფიქრობდი...მოტოციკლამდე სანამ მივალ იმ ერთსაც უნდა დავუძვრე ხელიდან,რადგან ის ჯერ კიდევ იქ იდგა და მხოლოდ სამი შემოვიდა !
თან როგორც მივხვდი ისაა მათი ლიდერი,რადგან მან გასცა აქ შემოსვლის ბრძანება!
ჯანდაბა,რა ვქნა?
პირდაპირ მივრბოდი და უბრალოდ იმაზე ვფიქრობდი,რომ ჯერ კიდევ ბევრი მქონდა გასაკეთებელი და სიკვდილის უფლება არ მქონდა,მითუმეტეს ასეთის!
გავიგე რომ ხალხის უმეტესობა დაიხოცა ან დაინფიცირდა,მაგრამ ამაზე მეტი ,ვინც გადარჩა გაბოროტდა!
ამაზე ვფიქრობდი და უკვე ცარიელ ქუჩას ვავლებდი თვალს...ის ერთი არსად ჩანდა!
სადაა?! სად ჯანდაბაშია?!
რაც არ უნდა იყოს ეს ჩემი დროა მგონი,რომ აქედან რაც შეიძლება მალე გავიქცე და მათ ხელიდან დავუსხლტდე!
ამ წამს ძაალიან შეშინევული ვარ,რადგან არ ვიცი ამ ხალხს ჩემგან რა უნდა და რატომ გამომყვნენ,მიზეზი მხოლოდ მოტოციკლი ვერ იქნება!
-ჯანდაბა,სად დავაყენე?
სუნთქვა შეკრულმა ვიკითხე ჩემთვის და სირბილისგან და ნერვიულობისგან აჩქარებულ გულზე ხელი დავიდე...რა უნდა მექნა?
ერთადერთი გზაა ამ მოტოციკლით მათგან შორს წასვლაა,მაგრამ აქ თუ მომაგნეს რა გამორიცხულია,რომ სხვაგანაც ვერ მომაგნებენ!
რამდენი წელია მოსიარულე გვამებს გავურბივარ,მაგრამ ახლა ადამიანებისგან გაქცევაც თუ მომიწევს ,ალბათ წასასვლელი აღარსად  არ მექნება.
-აქაა.
ჩუმად ვიჩურჩულე და ნელი და ფრთხილი ნაბიჯებით გავემართე მოტოციკლისკენ!
აქედან უკან მოუხედავად წავალ!
ესღა გავიფიქრე და მოტოციკლს მოვაჯექი,შემდეგ დავძარი თუ არა , მთელი სიჩქარით გავემართე წინ!
თან გული ვერ მითმენდა და შიგადაში უკან ვიყურებოდი...აი ამ მომენტში კი ალბათ დიდი შეცდომა დავუშვი,რადგან უეცრად ისე რომ არც კი წარმომედგინა,რაღაცას მთელი ძალით შევასკდი...იმდენად მძლავრად,რომ დიდი მანძილის მოშორებით გადავარდი მოტოციკლიდან და მტკივნეული დაცემის შემდეგ აღარაფერი არ მახსოვს...მხოლოდ ბოლო გამოსახულება ჩემს წინ!
სწორედ მაშინ როდესაც ჩემმა თვალებმა ჩემს წინ მდგარი აღიქვა,რომელიც ზემოდან დამყურებდა.
მე კი როგორც კი მისი ყოველი ნაქვთი აღვიქვი და სააბოლოოდ ამ სიბნელეში ყველაფერი როგორც მთლიანი სურათი ისე წარმოვიდგინე ,ჩემს თვალებს გაახსენდა!
გაახსენდა რომ ამ პიროვნებას იცნობდა.
ლუ...კა...?
ბოლო კითხვა გაჟღერდა ჩემს გონებაში,მანამ გავითიშებოდი.


წარსულის მოგონება:
30.05.20**
03:42

-ლუკა?
ზიზღით და შიშით წარმოვთქვი,რადგან აქ მას არ მოველოდი...კარგი მგონი ვტყუი!
ის აქ იქნებოდა,ამაზე რატომ არ ვიფიქრე!?
რატომ ვერ მოვტვინე?! გავგიჟდი? მართლა მინდა ,რომ თავი მომკვეთონ ან ჩამომახრჩონ სახლში!? რა სულელი ვარ!
რატომ ვერ ვიფიქრე ამ იდიოტზე?! რატომ,რატომ?!
რა ვქნა? გავიქცე?! დავიმალო!?
-შენ აქ რა გინდა?
არა,გვიანია.

ბატონი ლუკა.
ბატონი ლუკა,ჩემთვის არც ისეთი სასიამოვნო პიროვნება და ამავდროულად სამწუხაროდ  საბას და ლევანის ახლო მეგობარია!
18 წლის თავხედი არსეებაა და თავის მოტოციკლით ჩემს მოკვლას ცდილობს,ამიტომ გაგიკვირდებათ და როგორც უკვე ვახსენე,არც ისეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს!
ნუ საერთიდ ეს რატომაა ლევანის მეგობარი?!უსაყვარლესი ლევანისგან ის ხომ სრულიად განსხვავებულია!
მოტოციკლზე შემომჯდარი დევია,რომელიც ხალხს ზედ უვლის...მე მას ვერ ვიტან,ის კი მე ვერ მიტანს.
უბრალოდ ახლა ყველაზე მეტად ეს ფაქტი იმიტომ მაგიჟებს,რომ ის აუცილებლად  ჩემს ძმასთან ჩამიშვებს!
ეს კი ზუსტად ვიცი!
რა ვქნა?
შევეხვეწო?
დავემუქრო?
ჩვეულებრივად მოვიქცე?
ვთქვა რომ არ ვიცნობ?
ხო,ასე უბრალოდ გვერდს ავუვლი.

ვცადე.

-ასე უბრალოდ მაიგნორებ?
მისი კითხვა მომესმა თუ არა და მისი ხელიც ვიგძენი მკლავზე...ამ უხეში ტონით და შეხებით გამაჩერა ადგილზე!
-რა რას ვაკეთებ? რას ქვია რას ვაკეთებ?
მაინც თავდაჯერებული მივუბრუნდი და გაღიზიანებულმა ვკითხე!
ამავდროულად ყველანაირად ვცდილობდი თავი უდრეკად მომჩვენებინა და კარგად დამეჭირა!
-ხო,შენ კლუბში ხარ ,სადაც სრულწლოვანი თინეიჯერები იკრიბებიან...მაინტერესებს,ეს შენმა ძმამ იცის?
რაღაც ეჭვი მეპარება,რომ ასე უბრალოდ გამოეშვი.
ოპაა,ოპააა!
აქ ჩამოკრა სიკვდილის ზარებმა!
პირდაპირ შეტევაზე გადმოდის?!
პირდაპირ ჩემი ძმით მემუქრება და ჭრილობაზე მარილს მაყრის?!
ალბათ ხვეწნაზე და მუდარაზეც ვფიქრობდი ცოტახნის წინ,მაგრამ ახლა!?
ახლა მინდა,რომ უბრალოდ მთელი გესლი და მრისხანება ზედ სულზე დავახეთქო !
-რამდენის უფლებას აძლევ შენს თავს?
ასე უბრალოდ ვერ გამაჩერებ და დაკითხვას ვერ მომიწყობ,გასაგებია?!
შენ არც ჩემი მშობელი ხარ,არც ძმა და არავინ არ ხარ საერთოდ!
ვცდილობ თავი მყარად მეჭიროს,მაგრამ თან ვკანკალებ ცოტა არ იყოს.
მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის,რომ ამ ჩემს ვითომ თავდაჭერილობაზე ლუკამ მხოლოდ წარბის აწევით გამომხედა,რაც დიდად კარგის ნიშანია არაა...
-ხო ,რას მიყურებ? სად დაკარგე შენი მოტიციკლი?არ შემოგატანინეს?
შენს საწყალ სახეს უყურე...ავვვ,არ იტირო.
მეც არ ვიცოდი რას ვაკეთებდი,უბრალოდ ყველანაირი ხერხით ვცდილობდი მის მოშორებას,მაგრამ ეს ხერხი ცუდი აზრი იყო.
რადგან მან ამ სიტყვების შემდეგ მხოლოდ,
ცივი
და
სახიფათო
მზერა მტყორცნა.
-ახლა მე შენს ძმასთან დავრეკავ და მალევე გავიგებთ ვინ დაასრულებს ტირილით.
მუქარით მომმართა თუ არა და ბოლომდე ავუშვი საკუთარი თავი და ყეფით დავესხი თავს ჩემს მტერს და მოწინააღმდეგეს!

-ახლა შენ დამემუქრე?!
რატომ გგონია რომ საჭიროა შენ ჩემს ძმას ჩემს შესახებ მოხსენებები ჩააბარო!?
რატომ?!
რა სულელური კითხვაა...რა თქმა უნდა ამით ჩემს ტყუილს მეტად ვხდი ფარდას,მაგრამ მგონი ისედაც იცის უკვე,რომ ჩემმა ძმამ კი არა მშობლებმაც არ იციან და გამოვიპარე.
-იმიტომ რომ სულელი თინეიჯერი ხარ და აქ არ უნდა იყო.
მიპასუხა ცივად და ტელეფონით ხელში გვერდი ამიარა,მაგრამ ასე ვერ გავუშვებდი!
ასე არა,ახლა არა...პირდაპირ მას ავეკიდე სწრაფი ნაბიჯით,თან შიგადაში ვჩხუბობდი!
-სულელი შენ ხარ,როგორ ბედავ ჩემთან ასე საუბარს?!
ბოლო ხმაზე ვუღრიალე და ხელი უკნიდან ვკარი,რაზეც უკვე გაჩერება მოუწია და მისი სახის დანახვის შემდეგ,გასაკვირი არაა როგორი საშინელი დიალოგი დაიწყო ჩვენს შორის.


-კუკასა და ნენეს პატარა კონფლიქტი დიდი ჩხუბად გარდაიქმნა და უკვე ისე უყვიროდნენ ერთმანეთს ,რომ ყველას  ყურადღებას იქცევდნენ!
რატომ?! იმიტომ, რონ მუსიკის ხმასაც კი გაადაჭარბა მათმა ხმამ!
ორივე აგრესიული ტონით ჩხუბობდა და ერთმანეთს ანთებული თვალებით უყურებდნენ !
ყველას მზერა მათკენ იყო თითქოს,მანამ მათ უკან მდებარე კარიდან გამოსულმა პიროვნებამ ყვირილით მათ ხმას არ აჯობა!
-სასწრაფო დახმარება,ექიმი ან ვინმე სასწრაფოდ!
ჩქარააა,ჩქარაა დაუძახეთ ვინმეს გევედრებით!
დამეხმარეთ გთხოვთ!
სწორედ ამ სასოწარკვეთილმა და შეშინებულმა  ხმამ დაარღვია ყოველი ხმაური და ამ მომენტში ყველა გაჩერდა,მათ შორის ნენე და ლუკაც.

-ყველა სასოწარკვეთილ ბიჭს მივაშტერდით ,რომელსაც მაიკა სისხლით ჰქონდა მოსვრილი და შეშლილივით გამოიყურებოდა!
რა სჭირს? ვინმე დაშავდა?
მხოლოდ ამაზეღა ვფიქრობდი და იგივე შინაარსის კითხვები მესმოდა ჩემს გარშემოც.
მაშინ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა,რისი დასაწყისი იყო ეს ყოველივე.

ჩხუბის ქარიშხალში იმ წამსვე მოვკეტე პირი და დაბნეულმა ყურადღება ახლოს მდგარ ბიჭზე გადავიტანე...ძაალიან ცუდად გამოიყურებოდა.
თითქოს შიგნით რაღაც ძაალიან საშინელი მოხდა და ისეთი რაღაც იხილა,რაც აღარასდროს არ დაავიწყდება და ტრავმად დარჩება მის გონებაში!
ეს მის თვალებში ამოვიკითხე,მაგრამ რეალურად რა მოხდა,რაც ბიჭი ასეთ პანიკაში ჩააგდო?
აი ეს კი ჯერ უცნობი იყო ჩვენთვის.
ყველას ყურადღება კი ჯერ კიდევ ბიჭის ამოუცნობ მდგომარეობაზე იყო გადატანილი.
-დაურეკეთ,ვინმემ დაურეკეთ!
ჩემი არ გესმით რას ვიძახი?!
არ გესმით ამისი დედაც,გეუბნებით რომ დარეკოთ!
ბიჭმა უეცრად ისტერიკული ტირილი და ყვირილი დაიწყო,თან  სულ კანკალებდა!
მე კი შეძრწუნებული ვუყურებდი სხვებთან ერთად და ჯერ კიდევ ვფიქრობდი თუ რა დაინახა ასეთი,რომ ასე დაკარგა კონტროლი!
გარშემო თითქოს ყველა ჩურჩულებდა და იგივე კითხვა ისმოდა აქეთ-იქიდან,თან დაბნეულები შეჰყურებდნენ ბიჭს.
-რა ხდება აქ? კარგად ხართ?
აშკარად ბევრი დალიეთ,სჯობს შენობა დატოვოთ...გარეთ გადით სუფთა ჰაერ_
მომესმა მალევე დაცვის ხმა,რომელიც სასოწარკვეთილს და გაფითრებულ ბიჭს ამ ყოველივეს უხსნიდა,მაგრამ ბიჭმა არც დააცადაა და ხელი ,რომელიც მის მკლავზე ეკიდა,უხეშად მოიშორა!
-არა,არა!
შენ არ გესმის,არაფერი არ გესმით აქ რა ხდება!
უღრიალა წინ მდგარ დაცვას,ისე რომ ნერწყვებს ყრიდა პირიდან და მართლა შეშლილს ჰგავდა უკვე.
თვალები დასიებული და ჩაწითლებული ჰქონდა,სახეზე კი ფერი საერთოდ არ ედო.
-ტელეფონი თან გაქვს?
უეცრად ლუკას კითხვა მომესმა,რომელიც დაბნეული მიყურებდა თვალებში,რაზეც ნახულის შემდეგ ჯერ კიდევ შოკში მყოფმა თავი დავუქნიე მხოლოდ და ტელეფონი ხელში ჩავუდე.

-სულ გააფატრულიააა,ყოველი ორგანო,მისი ყოველი...ჯანდაბა!
უეცრად ბიჭი საშინელ პანიკაში ჩავარდა,ათას სისულელეს ღრიალებდა სააბოლოოდ კი არსაიდან აღებინა კიდეც...ყველა გაუნძრევლად ვიდექით და ბიჭს მივშტერებოდით,რადგან დაუჯერებელი იყო ის რასაც იძახდა ,მაგრამ ვაი და სიმართლეა?
ეს ვინ გააკეთა?
ასეთ საშინელებას ვინ ჩაიდენდა?!
ვინ გაფატრავდა ადამიანს ასეთი თავშეყრის ადგილას?!
ვინ იქნენოდა ასეთი დაუნდობელი და თამამი მკვლელი...ამას ნორმალური არ გააკეთებდა!
იქნებ მოეჩვენა კიდეც ეს ყოველივე ან რაიმე ნარკოტიკული საშუალების ქვეშაა?
ან კი თუ მართლა სიმართლეს იძახის,ის  ვიღაც მანიაკია და ახლა შეიძლება ჩვენს შორისაცაა...
-დარეკე?
ამის გააზრებაზე ლუკას მივუტრიალდი,რომელიც ზუსტ დროს მოვიდა,რაზეც მხოლოდ თავი დამიქნია და შემდეგ გადმომიჩურჩულა.
-შენს ძმასაც დავურეკე,მალე მოვა და სახლში წაგიყვანს.
ამის გაგებაზე ვაღიარებ ,სიტუუაციის მიუხედავად ძაალიან გავბრაზდი,მაგრამ როდესაც დავფიქრდი გასაგები გახდა მისი მიზეზი.
მომხდარის შემდეგ მარტო ვერ წავალ სახლში და მითუმეტეს მასთან ერთად!
ჯანდაბას,მგონი ჩემი ძმა მართალი იყო...ჩვენი ასაკის ხალხის ადგილი აქ არაა და საკმაოდ სახიფათოცაა აქ ყოფნა!
რა იქნებოდა ახლა იმ ვიღაცის ადგილას რომელიმე ჩვენგანი,რომ ვყოფილიყავით?


-დამშვიდდი ძმაო,რა გჭირს?
რეებს იძახი?
დამშვიდებას ცდილობდა მის გვერდით მდგარი ახალგაზრდა ბიჭი,მაგრამ საშველი არ ჩანდა!
ეგ კი არა ამაზე ბიჭი მეტად გამოვიდა წყობიდან.
-გითხარით რომ პოლიციაში დარეკოთ თქვენი დედაც!
ვერ გაიგეთ?! რას ვიძახი ვერ შეუშვით ყურებში?! რას ქვია დამშვიდდი?!
მომშორდი,ნუ მეკარები!
ბიჭი უკვე აგრეესით მოგვიბრუნდა ყოველ იქ მყოფს და ყვირილით მიამსხვრია იქვე მდგარი ბოთლი,რაზეც უკვე გაუცნობიერებლად მოვეფარე ლუკას და შიშით სავსე თვალებით ისევ ბიჭს მივაჩერდი.
სად ჯანდაბაშია აქამდე პოლიცია?!
-დავრეკეთ ამისიც,დავრეკეთ და ჯერ არ მოდის!
უღიალა მეორემაც,შემდეგ კი ისევ ტელეფონზე ნომრის აკრეფა დაიწყო,სავარაუდოდ კიდევ რეკავდა სადმე!
ამ მომენტში კი ვიღაც ქერა მიუახლოვდა მას,ისიც სულ გაფითრებული იყო!
შემდეგ  რაღაც უჩურჩულა ბიჭს ,რის შედეგათაც ბიჭმა პირი დააღო და ასევე რაღაც  უპასუხა!
არ მესმოდა, მაგრამ ინტერესით ვკვდებოდი და ვინ იცის რამდენხანს ვიყავი ასე მიშტერებული!
მაგრამ ვინ დამადანაშაულებს?
ყველა ასე ვიყავით მიშტერებულები მათზე!

-სალი?
არსაიდან კი ჩემი მეგობარი სალიც გამახსენდა,რომელიც დიდიხნის წინ მოსწყდა ჩემს თვალთახედვას და ლუკასთან ჩხუბის დროს სულ გადამავიწყდა...სადაა?
აქეთ-იქით ვიყურებოდი და ვცდილობდი როგორღაც ბრბოში მისი სახე ამომეცნო!

მთლიანად სალის მოძებნაზე  მქონდა  გადატანილი ყურადღება,მანამ უეცარ ყვირილზე არ შევხტი და მთელი ყურადღება მომყვირალ ბიჭზე არ გადავიტანე.
სწორედ იმ ბიჭზე,რომელიც ცოტახნის წინ მეორეს დაწყნარებას ცდილობდა და რომელიც ვიღაცასთან ერთად საუბრით გვერდით გავიდა...რაც არ უნდა ეთქვა მისთვის იმ ქერას,ფაქტია გაუკვეველი მიზეზის გამო ბიჭმა უკვე ყველას ყვირილით მოგვმართა!
-ყველამ აქურობა დატოვეთ!
სასწრაფოდ გადით შენობიდან,აქ ყოფნა უსაფრთხო არააა!
ბიჭის სიტყვების გაგონებაზე ხალხი მეტად დაიბნა და გაკვირვებულები მხოლოდ კითხვებს სვავდნენ აქეთ-იქიდან!
მე კი ამის გაგონებაზე  ლუკას გავხედე  ,რადგან უეცრად მაჯაზე მომჭიდა ხელი.
-რას აკეთებ?
ვიკითხე გაკვირვებულმა...ესე უცბად რა ეტაკა?
შეშინებული ჩანს თითქოს.
-აქედან გამყავხარ.
მიპასუხა კიდეც და ნელ-ნელა ჩემი გასასვლელისკენ გაყვანა დაიწყო,ისე რომ ჩემი ხელი ეჭირა და მე ჯერ კიდევ უკან ვიყურებოდი.

-ვიმეორებ,აქ უსაფრთხოდ არ ხართ,დატოვეთ შენობა!
იყვირა კიდევ ერთხელ ბიჭმა ,რაზეც ხალხი ჭიანჭველებივით მიესია გასასვლელ კარს და მეც იგივე მისამართით მივყვებოდი  ლუკას,მაგრამ რას გავყვებოდი,როდესაც ჩემს საუკეთესო მეგობარს ჯერ კიდევ ვერ ვხედავდი!
სწორ დროს გამახსენდა და ადგილზე გავჩერდი.
თუ ასეთი სახიფათოა ეს ადგილი საიდან უნდა ვიცოდე, რომ სალიც უსაფრთხოდაა!
მის გარეშე არ წავალ!
გონებაში ესღა გავივლე და ლუკას შევძახე!
-ლუკა,ჩემი მეგობარი,არ ვიცი სადაა!
მის გარეშე არ გამოვალ!
ბოლო ხმაზე ვყვიროდი,რათა ხალხის ყვირილში ხმა მიმეწვდინა,რის შედეგადაც მალევე გაიგო და ახლოს მოიწია პასუხის გასაცემად.
-ვერ ხედავ აქ რა ხდება? შენი მეგობარი უკვე გარეთ გავიდოდა.
მშვიდად მითხრა,მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ჯიუტად არ ვაპირებდი დათმობას და აქედან ისე გასვლას,მანამ ჩემს მეგობარს არ ვნახავდი!
-რას აკეთებ? წამოდი.
მომქაჩა კიდეც ლუკამ ხელი და წინ წასვლა სცადა,უკვე აშკარაა გაღიზიანება ეტყობოდა,მაგრამ მარტო ის არ იყო ამ წამს გაღიზიანებული.
-ხელს თუ არ გამიშვებ გიკბენ!
უკვე გაღიზიანებულმა პირდაპირ ვუთხარი და ხელზე სახიფათო მზერით დავხედე,რაზეც თვალები გადატრიალა და მკაცრად მომაჩერდა.
-შემიძლია აქ დაგტოვო და საფრთხის წინაშე დადგე,მაგრამ როგორც ხედავ გეხმარები.
ყველაფრის მიუხედავად მშვიდი ტონით მითხრა ეს ყოველივე და ისევ ჩემი წაყვანა სცადა!
-დიდი მადლობა,მაგრამ მე დიდიხნის წინ ვთქვი უარი შენს დახმარებაზე.
ვუპასუხე მტკიცედ,რაზეც უკვე აშკარად აფეთქდა!
-ჯანდაბა,იცი საერთოდ ამ უაზრო დიალოგისთვის როდის შეარჩიო დრო!?
ვერ ხედავ აქ რა ხდება?!
პანიკაში მყოფი ხალხის ზუზუნში მისი ყვირილი გაისმა,რაზეც გაფართოვებული თვალებით ვუყურებდი ცოტახანს...რა დაემართა?
ჩემზე ღელავს თუ მეჩვენება?
მხოლოდ ჩემი ძმის გამო ცდილობს ჩემს დაცვას თუ რატომ ჩანს ეს ყოველივე ასეთი უცნაურად?
რაც თავი მახსოვს ერთმანეთან მხოლოდ ვკამათობთ,მაგრამ ამაზე კამათი თუ მომიწევდა როდესმე მასთან ,მართლა არ მეგონა.
საააბოლოოდ ცოტახანს სიჩუმის შემდეგ,როდესაც აღარაფერი არ ვუპასუხე და უკვე ცხადი იყო,რომ ჩემს გადაწყვეტილებას არ გადავუხვევდი, ხელი უხეშად მიშვა და ცივად მომიგო.
-კარგი,როგორც გინდა...ანუ არ გჭირდება ჩემი დახმარება.
დავიმახსოვრებ,მაგრამ პირობას გაძლევ ეს დღე შენც აღარასდროს არ დაგავიწყდება.
მხოლოდ ეს მითხრა და კარიდან გიჟივით გავარდა,ისე რომ მალევე ხალხსაც მოეფარა და ჩემი თვალთახედვიდან სააბოლოოდ გაქრა!
მე კი ისევ სულელივით ვიდექი და ვფიქრობდი ამ წამს რა გააკეთა...ის რა დამემუქრა?
ეს რა იყო?

-გამატარეეე!
უეცრად ვიღაცის უხეშმა ყვირილმა მომიყვანა გონს,შემდეგ მხარი გამკრა რამდენიმემ და მერეღა მივხვდი,რომ ცუდ ადგილას ვიდექი და იქაურობას მოვშორდი...ერთადერთი ვიყავი ვინც საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა და არა შენობის გარეთ!
აქედან გამომდინარე ვიცი,რომ ბევრი გიჟათაც ჩამთვლიდა,მაგრამ მეგობარის გამო ყველაფერზე ვარ ამ წამს წამსვლელი!
მინდა დავრწმუნდე,რომ შენობაში აღარაა...ვიცი სალიც ჩემს გარეშე არ გავიდოდა,ზუსტად ვიცი!
მე კი აქედან თუ გავალ ახლა,აღარავინ აღარ შემომიშვებს უკან.

წინ სწრაფი ნაბიჯით მივაბიჯებდი,მანამ უეცრად ვიღაც არ გადამიდგა და ადგილზე არ შემაჩერა.
-გოგონა ,აქ რა გინდა?!
სასწრაფოდ დატოვე შენობა,ყველას გასაგონად ვთქვი ეს !
პანიკაში მყოფმა ყვირილით მომართა ,რაზეც ცოტახანს გავშეშდი,მაგრამ შემდეგ გამახსენდა რის გამო ვიყავი ახლა აქ და ძალები მოვიკრიბე.
-მინდა დავრწმუნდე,რომ ჩემმა მეგობარმა შენობა დატოვა!
ვუპასუხე თავდაჯერებულმა და თვალების ცეცება დავიწყე აქეთ-იქით,იქნებ როგორღაც შემემჩნია სადმე !
-აქ ვერავის ვერ ნახავ ,ყველა გარეთ არის!
მითხრა ბიჭმა გაღიზიანებულმა,მაგრამ არაფრად არ ჩავაგდე და ამ წამს ზედაც არ ვუყურებდი ,ამიტომ გაბრაზდა და  ისევ ყვირილი დაიწო!
-ვიმეორებ,დატოვოს ყველამ შენობა!
სასწრაფოდ დატოვე აქაურობა.
ცოტახანს ვუყურებდი და ვფიქრობდი...დავთანხმდე და გავაკეთო რასაც მეუბნება თუ მეტად მივაწვე,მანამ ჩემსას არ გავიტან...არადა დარწმუნებით ვიცი სალი ჩემს გარეშე არ გავიდოდა და ვიცი,რომ იგივეს გააკეთებდა ჩემთვის,რასაც ახლა მე ვაკეთებ!
-ნება მომეცი რომ ჩემი მეგობარი მოვძებნო.
სულ რაღაც ორი წუთი დამჭირდება...გპირდები.
ამაზე ბიჭმა გაბრაზებული მზერა მტყორცნა,მაგრამ არ შემშინებია ,პირიქით! თვალი გავუსწორე და მზერა არც მე არ ავარიდე.
-სიჯიუტის დროა გოგონა?
აქ ორი წუთიც საკმარისი იქნება,რომ რაღაც დაგიშავდეს,შემდეგ პასუხისმგებლობა ვისზე გადავა შენ რომ რამე დაგიშავდეს?
იკითხა ყვირილით,რაზეც ვაღიარებ შევხტი.
რა უნდა დამიშავდეს?
რა ხდება ზუსტად აქ?
-და რა ხდება ისეთი,რომ ასეთი სახიფათო იყოს? პოლიცია მალე მოვა და ყველაფერს
მიხედავს.
მშვიდად ვუთხარი ყველაფრის მიუხედავად,მაგრამ ჩემსდა გასაკვირად ამაზე ბიჭმა ცინიკურად ჩაიცინა.
-პოლიცია?
შენ ახლა პოლიცია ახსენე? მართლა გგონია,რომ პოლიცია ამის შეჩერებას შეძლებს?
ისეთი შეშლილი სახით მითხრა,რომ უკვე ძაალიან შემეშინდა...თვალები მასაც გაწითლებული ჰქონდა და ყბა უკანკალებდა რატომღაც!
მე კი მის სიტყვებზე და გარეგნობაზე ისე ჩავფიქრდი ამ წამს,რომ დიდხანს მდუმარემ ვუყურე ,მანამ სალი არ გამახსენდა და არ გამოვფხიზლდი!
-არ გავალ სანამ არ შევამოწმებ!
მაინც ჩემი აზრი ვთქვი და მეტი აღარ მომიცდია და აღარც მომისმენია,გაუფრთხილებლად გავიპარე მისგან და გიჟივით გავიქეცი პირდაპირი მიმართულებით!
იმის მიუხედავად რომ ბიჭი ყვირილით მომდევდა უკან,რათა გავეჩერებინე,მე მაინც არ გავჩერდი!

სასწრაფოდ უნდა შევამოწმო და დავრწმუნდე,რომ სალი აქ არ არის.

მოგონების დასასრული.

აწმყო: 17.08.20**

რა შეიძლება მოხდეს მაშინ ,როდესაც ჩვენს თავებზე კონტროლს ვკარგავთ?
როდესაც შიში გვაკონტროლებს და გვაბრმავებს...არ ვიცი როდის მომივიდა აზრად საკუთარი შიშისთვის ყურადღება მიმექცია,როდესაც ამ საშინელ დროში შიში ადამიანის უდიდესი მტერია.
ვისაც ეშინოდა ვერ გადარჩა და დიდხნის წინ შეუერთდა მათ.
საკუთარ თავს ვწყევლიდი და ვნანობდი იმ ნაბიჯს,რომელიც შიშმა გადამადგმევინა.
ვიცოდი რომ უკან არ უნდა მიმეხედა და მხოლოდ წინ მეყურა,თან მაშინ როდესაც ამხელა სიჩქარით მივქროდი წინ,მაგრამ რას წარმოვიდგენდი იმ მომენტში?
ნე ხომ შეშინებული ვიყავი...შედეგად ვერც შევნიშნე ის,რამაც სააბოლოოდ  ამ მდგომარეობამდე მომიყვანა.
უდიდეს ქვას მთელი ძალით შევასკდი და საკმაოდ მოშორებით დავეცი...სააბოლოოდ კი მანამ თვალთ დამიბნელდებოდა სახე დავინახე,რომელიც ვიცანი.
ალბათ მონეჩვენა,მაგრამ რატომ მაინც და მაინც ის?
რატომ ლუკა?
გარშემო მხოლოდ სიბნელეა,აქეთ-იქიდან კი უცხო ხმები მესის...ფეხქვეშ არაფერი არ მაქვს,რაზეც შეიძლება მყარად დავდგე,ამიტომ ისევ ჰაერში ვარ გამოკიდებული!
სიცარიელეში,რომელსაც თავს ვეღარ ვახწევ...ტკივილს ვგრძნობ,რომელიც მთელ ძვლებს აკანკალებს!
ვგრძნობ სისხლის სუნს და იმასაც,რომ ნელ-ნელა სუნთქვას ვეღარ ვახერხებ,ჩემი გული კი თითქოს უკვე დანებებას აპირებს.
აქამდე მოვედი...ალბათ ვიცოდი თავიდანვე ,რომ ეს დღეც დადგებოდა,მაგრამ ასე არ წარმომედგინა.

-პულსი ნორმას უბრუნდება.

-გადარჩა?

-კი,მგონი გადარჩა.
ახლა მასზეა დამოკიდებული რამდენად უნდა სიცოცხლე და გაიღვიძებს თუ არა სააბოლოოდ.

უცხო ხალხის დიალოგი მომესმა,რაზეც დავიბენი.
ნეტავი სად ვარ და ვინაა ეს ხალხი?
რატომ მეხმარებიან? ჩემი გადარჩენა რატომ უნდათ?
ხალხი...იმდენიხანია არავის არ უზრუნია ჩემზე,უკვე იმდენი დრო გავიდა,მგონია რომ ახლაც რაღაც მეჩვენება.
-რას აკეთებ? არ მოდიხარ?

-არა,შენ წადი...მე აქ დავრჩები,მის გვერდით.

სააბოლოოდ ეს დიალოგი მომესმა და სადღაც გონების სიღრმეში,იქ სადაც მხოლოდ გადარჩენის ერთადერთი დიდი სურვილი მიტრიალებდა მხოლოდ,სულ პატარა მოგონებამ გამოიღვიძა და შემახსენა თავი,რომ ეს ხმა ადრეც გამიგია.
კი,ნამდვილად გამიგია...ნუთუ დამთხვევაა და დღეს მხოლოდ შენ მახსენდები ლუკა.
არ ვიცი კიდევ თუ გავიღვიძებ,მაგრამ ყველანაირად ვეცდები ამ სიცარიელეს თავი დავახწიო,თვალი გავახილო და ვნახო რეალობა ხარ თუ უბრალოდ ჩემი მოგონების პატარა ნაწყვეტი,რომელიც მეთამაშება და ჩემს გაცურებას ცდილობს.


-ძველი საავადმყოფოს შენობისგან აღარაფერი დარჩენილა,ხოლო რაც დარჩა ჩვეულ ფორმას ვეღარასდრის ვეღარ დაუბრუნდება,რადგან დიდიხნის წინ მიატოვეს და სააბოლოოდ მხოლოდ მიტოვებულ შენობად გარდაიქმნა,რომელსაც ჩვეულ სახელს ვეღარ უწოდებ.
შიგნით რომ შეიხედოთ,საშინლად არასასიამოვნო სიჩუმეს მოისმენთ...სიჩუმეს,რომელიც არასდროს არ დაირღვევა...სიჩუმეს ,რომელიც სიბნელესთან ერთად  სულ ამ შენობაში იტრიალებს.
ადრე ამ გრძელ თეთრ დერეფნებში ათასი ხალხი მოძრაობდა,გარშემო სიკვდილის და სიცოცხლის სურნელი ტრიალებდა,სულ ხმაური იყო და ყველა მხრიდან თეთრებში ჩაცმული ხალხი მიდი მოდიოდა!
ეს საავადმყოფო ქალაქის ყველაზე დიდი და სახელგანთქმული საავადმყოფო იყო ერთ დროს,მაგრამ როგორც გითხარით,ეს ადგილი ჩვეულ ფერებს ვეღარასდრის დაიბრუნებს.
ყველაფრის მიუხედავად კი სადღაც შენობის დასასრულში,პარკინგის,მინუს ერთი და მინუს ორი სართულის ქვემოთ,გასაიდუმლოებულ ბუნკერში,ჯერ კიდევ ისმის სიცოცხლის ხმა.
სულ ცდილობენ ,რომ ხმამაღალი ხმა არ გამოსცენ,რათა მათი ყურადღება ზედმეტად არ მიიქციონ,მაგრამ ისინი ხომ ცოცხლები დარჩებიან?
აქედან გამომდინარე ამად უღირთ.
ასხუთი ადამიანი იმყოფება ამ ადგილას და ერთ-ერთი მათგანი,რომელმაც   ეს ხალხი ერთად შეკრიბა ,მათში მეთაურის სახელით სარგებლობს.

ბუნკერის ერთ-ერთ ოთახში კი საწოლზე დასახიჩრებული გოგონა წევს,ხოლო მეთაური,რომელმაც ის აქ მოიყვანა,მის ოთახს უკვე მეორე კვირაა ერთს საათზე მეტხანს არ ტოვებს და სულ თავს დასტრიალებს და ელოდება როდის გაიღვიძებს.
ის ხომ წარსულის ერთადერთი მოგონებაა,რომელიც ამ განადგურებულ სამყაროში იხილა.
-ისევ აქ ხარ შენ?
ოთახის კარი შუახნის ასაკის ქალმა შემოაღო,რომელიც  გოგონას ჭრილობების დასამუშავებლად შემოვიდა ოთახში და მეთაური ჯერ კიდევ ამ ოთახში დახვდა.
საწოლის გვერდით პატარა დივანზე ზის და უგონოს გაუჩერებლივ აკვირდება უკვე რამოდენიმე საათია და ვერც შენიშნა ეს დრო როგორ გავიდა.
-რატომ არ იღვიძებს? მდგომარეობა იგივეა რაც იყო?
მალევე იკითხა და თან ქალს გვერდით მიუდგა,მანამ ჭრილობებს ამუშავებდა გოგონას სხეულზე.
-ვერ გეტყვი ლუკას,მდგომარეობა სტაბილურია,მაგრამ რამდენად მალე გაიღვიძებს ან როდის ეგ ჩემთვისაც უცნობია.
მე რაც შემიძლია ვაკეთებ და გავაკეთე,ამის შედეგად მთავარია გადავარჩინეთ,სხვა ყველაფერი დრო და დრო გამოსწორდება.
უნდა დაელოდო.
მიუგო ქალმა გულახდილად და უკვე თავჩახრილს გულდაწყვეტილმა დადოო ხელი მხარზე.
-ვინ იყო ეს გოგონა შენთვის?
იკითხა კიდეც ინტერესით,რადგან ჯერ კიდევ არავისთან არ სცდება სიტყვა იმასთან დაკავშირებით თუ ვინ იყო რეალურად მისთვის ეს პიროვნება.
შეიძლება თავს იკავებს ან რაიმე მიზეზით სიმართლის თქმას გაურბის,მაგრამ ფაქტია,რომ მისთვის ის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
მისი წარსულისგან რაც შემორჩენია ამ   სამყაროს,ამ წამს მის წინ არის და თითქოს რაღაც იმედს აძლევს,რომ ჯერ კიდევ აქვს ადამიანთა მოდგმას შეცდომების გამოსწორების შანსი.



№1 სტუმარი ა ნა

მიყვარს ეს ჟანრი.ძაან საინტერესოა არ შეწყვიტო შუა გზაში რა

გააჰრძელე აუცილებლად წავიკითხავ

 


№2  offline წევრი Nini1999

ა ნა
მიყვარს ეს ჟანრი.ძაან საინტერესოა არ შეწყვიტო შუა გზაში რა

გააჰრძელე აუცილებლად წავიკითხავ

მიხარია თუ მოგწონს და აუცილებლად გავაგრძელებ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent