შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცოცხლე რენე! შენთვის ვიცოცხლებ ( თავი 1 )


6-03-2023, 01:40
ავტორი merione
ნანახია 9 200

-ლამაზია ხო აქაუროა რენე?
-კი ლამაზია
-გიხდება სილამაზე -ამ სიტყვებმა თითქოს ძალიან გაამხიარულა
-სილამაზე ყველას უხდება -ღიმილშეპარული ხმით თქვა რენემ და ჰორიზონტზე მიპყრობილი მზერა საკუთარი ფეხსაცმლისკენ მიმართა
-ყველა ძალიან ზოგადი მცნებაა -ნაფილოსოფოსური ჟღერადობით თქვა ალიმ
-რას გულისხმობ? -რენე დაიბნა
-იმას რომ სილამაზე ყველაფერშია მაგრამ ამის აღმა ყველაზე რთილია ადამიანისთვის -დაუყოვნებლივ უპასუხაა ალიმ და დანანებით დახარა თავი
-აბა ვისთვისაა მარტივი - გამოცდაზე ჩამჭრელი კთხვასავით ჟყერდა რენეს სიტყვები
-ჩემთვის - უპასუხაა ალიმ და ფრთხილად ჩამოჯდა ციცაბო მთის ერთ-ერთ უიმედო ქვაზე. იყურებოდა რენე ალის წყნეთის ტყეში უაზროდ ბოდიალისას შემთხვევით შემოფეთებული მოშიშვლებული წერტილიდან და მიუხედავად იმისა, რომ მის უკან ბევრი ადამიანი სუნთქავდა, მას სულაც არ ანაღვლებდა ეს ფაქტი. იყურებოდა მხოლოდ პირდაპირ და მზერას არ უცვლიდა რაკურსს. ალი დიდხანს ფიქრობდა, რას შეეძლო ესე გაეოცებინა რენე და უყვარდა საკუთარი თავი იმ მომენტში იმის მიუხედავად რომ სიყვარულის მიზეზს ვერ ხვდებოდა. დრო ძალიან სწრაფად გადიოდა. ზამთრის სკოლის ბავშვები, მეტ-ნაკლებად მაგრამ მაინც, გამოპარულები იყვნენ იმ წერტილიდან, საიდანაც არ უნდა გამოსულიყვნენ უსაფთხოების პროტოკოლის გამო, რომელიც თვითონ შეიმუშავეს. თურმე ამ ტყეებში ტურები დაწანწალებდნენ. ალის არ ეშინოდა არაფრის, შიში მისი ბუნებრივი მდგომარეობა არასოდეს ყოფილა. სულელი იყო ალი, მანამ არ ქონდა შიშის გრძნობა სანამ რაიმეს დაკარგვის რეალური საფრთხე არ შეიქმნებოდა. სულელი იყო ალი როცა ეს ჯგუფი წამოიყვანა იმ განსაკუთრებული ადგილის სანახავად, რომლის აღმოჩენა ზედმეტად რთული და შემთხვევითი იყო, მაგრამ განსაკუთრებულობის ჩამოშლა ძალიან მარტივი და სწრაფი.
-შებინდებას იწყებს, მე წავედი - ხედისკენ ზურგშეტრიალებულმა ნუკიმ უცებ ხმა ამოიღო და სალიმ მისკენ მიმართული ტელეფონის კამერა ჩაწია ქვემოთ.
-ყველა ერთად წავალთ - თქვა ალიმ - რთული გასაგნები გზაა და სათითაოდ თქვენი ძებნის არც სურვილი და არც თავი მაქვს.
ნუკის სხვებიც აყვნენ. ის სხვებიც, რომლებიც ალის მანამდეც არ უჯერებდნენ, რომ რთული გზა იყო და გრძელი და მოკლე კაბებით არ წამოსულიყვნენ. ალი მშვიდად და გაწონასწორებულად იჯდა ქვაზე და უყრებდა რენეს და რენეს გავლით მის აღმოჩენილ განძს და საკუთარ თავს ეუბნებოდა: „ბევრად უფრო ლამაზია ახლა ამ ყველაფრის ყურება, როცა კადრში შენ ხარ.“ რამდენიმე წუთის შემდეგ რენე მობრუნდა და უცბად თქვა:
-ვსო წავედით
-შეგვიძლია კიდევ ცოტახანს ვიყოთ - უთხრა ალიმ.
-არა, წავედით - რენეს სიტყვებმა თითქოს ყველას მისცა მითითება, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. მხოლოდ ალი უყურებდა გაოცებული და ხვდებოდა, რომ მისი შავი კლდის ხასიათის მიღმა უამრავი ფენა იმალებოდა. შეიძლება უსასრულოც კი, მაგრამ ალის უყვარდა გამოწვევები, ალი ხომ მექალთანე იყო, ალი ხომ შეშლილი იყო, ალი ხომ მოსიარულე პოზიტივი იყო, ალი ხომ ადამიანი იყო, რომელიც ყველასთან ნახულობდა საერთო ენას, მაგრამ თვითონ ალისთან ვერავინ. უკვე ბინდდებოდა. უკან დასაბრუნებელი გზა ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე იქამდე მისასვლელი იყო. ალბათ, ქრისტესაც გაუჭირდებოდა გოლგოთის მთიდან ჩამოსვლა, მაგრამ რადგან ალი ძლიერი იყო, ყველას სთავაზობდა დახმარებას, იმის მიუხედავად რომ მესამედ გადიოდა ამ გზას შეუსვენებლად და ღმერთმა იცის, საკუთარ თავს, მათ თუ ორივე მათგანს ერთად ატყუებდა, რომ ასეთი ძლიერი იყო ვითომ. გაზაფხულის კაბიანი გოგონა მხრებით წამოიყვნა, სუსტი და ნაზი გოგონები რთულ გზაზე ხელში აყვანილი გადმოიყვნა, ციცაბო მთიდან ფეხდაცურებული ლევანიც კი დაიჭირა ხელით, მაგრამ მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ უხდებოდა რენეს ზურგი იმ პეიზაჟს, რომელსაც თვითონ მიანიჭა უდიდესი მნიშვნელობა. რენე ისე უდრეკად მიდიოდა წინ, თითქოს უკან ბნელი ლეგიონი მოყვებოდა სინათლის მომტანს. როგორც იქნა მიადგნენ ა წერტილს და უცებ მარიმ ჯიბეები მოიჩხრიკა, თვალები გაუფართოვდა, ტუჩზე იკბინა და თქვა - „ჩემი ტელეფონი სადაა.“
როგორც კი ერომ შეატყო, რომ მარის თვალები უწყლიანდებოდა, მივიდა ალისთან, გვერდზე დაუდგა და იმედიანი და დარწმუნებული ხმით თქვა - „მიდი, მარიამ, დაისვენე. მე, ალი და ლევანი წავალთ ტყეში და მოვძებნით.“ ალის არ უნდოდა წასვლა, მაგრამ როგორც კი რენემ უთხრა მარიამს, რომ ბიჭებს მის ოთახში ერთად დალოდებოდნენ ალი მიხვდა, რომ აზრი აღარ ქონდა დარჩენას, რადგან რენესთან კომუნიკაციის საშუალება მაინც არ ექნებოდა. გაიფიქრა, ეროს და ლევანის გაშვება მარტო არ შეიძლებაო და ცალყბად გაიხუმრა - „წავედით, წავედით, ყველა ჩემი დასამარხები როგორ უნდა იყოთო.“ არადა ალი ყოველთვის ფიქრობდა, რომ განსაკუთრებულად კარგი იყო, ყოველთვის ყველაზე ჭკვიანი, გამჭრიახი, მცოდნე, და ასე შემდეგ მანამ, სანამ ამ ხალხთან არ დაიჭერდა საქმეს. აქ ყველა ალის ბევრად სჯობდა, ალიზე კარგი იუმორიც ჰქონდათ, ალიზე ბევრიც იცოდნენ, ალიზე კარგადაც აზროვნებდნენ, ალიზე პოზიტიურებიც იყვნენ, ალიზე კრეატიულებიც, ალიზე სიმპატიურებიც, ალიზე გამჭრიახებიც, ალიზე კომუნიკაბელურებიც, ალიზე მეგობრულებიც, მაგრამ ალის მხოლოდ ერთი „ექვსიანკოზირიღა“ ჰქონდა მაჯაში - „მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც ნამდვილია“... ყველა მათგანი პატარა გენიოსი იყო. ალბათ, სხეულის და ტვინის თანაფარდობა რომ დაეხაზა ბავშვს, ტვინებზე ამოსული მუწუკებივით იქნებოდა თითოეული მათგანი, მაგრამ გული? გული მხოლოდ რენეს ქონდა, რომელსაც ხედვა არ შეეძლო, მაგრამ ალი ხედავდა რენეს გულს და ეს ბევრად უფრო აწუხებდა, რადგან ძალიან განსხვავებული გული იყო, ზედმეტად მარტოსული, დადაღული, აჩქარებული, დაშრამული, მაგრამ მაინც ყვითელი, მზით გამთბარი გული ჰქონდა რენეს, ალისგან განსხვავებით, რადგან რენეს გულში სინათლე აღწევდა, მზისკაშკაშა სხივები აღწევდა, ხოლო ალის გული გრუნტივით შავი იყო, იმდენად შავი, რომ ვერც კი დაინახავდი და მხოლოდ ფეთქვის ხმით მიხვდებოდი, რომ გული იყო. რატომ ? ეს არავინ იცოდა. არც თავად ალიმ, მაგრამ შავი ხომ იდეალური ფერია? ელეგანტური, მედიდური, ძლიერი, ისეთი ფერი, ყველაფერს რომ უხდება, მაგრამ შავი მაინც შავია, ბნელი, შიშის მომვრელი, დამთრგუნველი.
-ვიპოვე, ვიპოვე, ვიპოვე - ჩვეული სიცანცარეშემოპარული სიამაყის ხმა გაისმა ეროსგან.
-გაგახარებს ღმერთი - კმაყოფილმა გადასძახა ალიმ
-ძლივს რა - ლევანიც გამოეხმაურა ამ საზეიმო შეძახილს და სამი გმირი ვაჟკაცი ისე დაეშვა ბაქსვუდის სკოლისკენ, თითქოს ქაჯეთის ციხე აეღოთ, მაგრამ ამ სამიდან არც ერთი იყო იმდენად ძლიერი, რომ მდინარის პირას ეტირათ. დაბრუნებისას ბიჭებმა ჩვეული ბიჭური საუბარი დაიწყეს.
-ნუკი ძალიან ლამაზია, არა? - თქვა ლევანიმ.
-ნუ, წავა რა - გამოცდილი მექალთანესავით წამოაყრანტალა ერომ.
-და ლია? - განაგრძო ლევანიმ.
-ბავშვია, შე უტვინო - დამცინავად უთხრა ალიმ.
-ბავშვი მე აკვანში ვიცი, ბლად - ნერვებმოშლილი ტონით იხუმრა ლევანიმ.
-მამენტ, მართალი ხარ - უპასუხა ალიმ.
-მე რენე მომწონს - ეროც გამოეხმაურა ამ დიდ დემაგოგებს და ალის სახეზე ღიმილ შეახმა.
-რენეს შეეშვი - თითქოს ალიში აბადონმა გაიღვიძა.
-ვითომ რატომ? - დუელში გამოსაწვევი ნასროლი ხელთათმანივით ჟღერდა ეროს სიტყვები.
-რომ გეუბნები შეეშვი-მეთქი, უნდა შეეშვა და ს თამაშს მოეშვი ახლა - ალიმ სიარული შეწყვიყა.
-ოპაა, მემგონი ჩვენს ურჩხულ ალის ვიღაცამ გული ზღაპრულად გაუთბო - გაიხუმრა ლევანიმ.
-სულ მახატია თქვენი ცხრავე მთა და ცხრავე ზღვა, მეორედ არ გავიგო თქვენგან მსგავსი რამ - ალის სიტყვებში ქუჩის ცხოვრება ყეფდა.
-ოე, ედგარ, ხომ იცი, ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის მიზიდავდა - ეროს სიტყვებმა მთელი წარსული ააფეთქა ალიში. შეტრიალდა და ეროს მჭიდროდ მოკიდა საყელოში ხელი.
-ძალიან მომწონხარ და ნუ მაიძულებ...
-რას ნუ გაიძულებ, ბიჭო, 3 დღის გაცნობილი გოგოს გულისთვის.. - ეჭვი ნანობდა ეროს ხმაში
-გაჩერდით ახლა, ბლად, სირცხვილია ბოლოს და ბოლოს - ლევანის აკანკალებულმა ხმამ ალიში ალი ჩააქრო.
-მაპატიე, უბრალოდ აღარ ცადო ჩემი პროვოცირება - მშვიდად, თვალდახრით უთხრა ალიმ ეროს.
-მოგწონს? - ეროს სიტყვები ძმის ამოძახილს გავდა.
-არა - დაუყოვნებლივ უპასუხა ალიმ.
-აბა რა გეტაკა?! - გაუკვრდა ეროს.
-არ მაქვს არც ახსნის სურვილი და არც უნარი. უბრალოდ გთხოვ, როგორც ძმა ძმას, რენეზე ასე აღარ ილაპარაკო.
-კარგი, ძმაო, კარგი.
ტყიდან გზის გამოგნება ძალიან გართულდა. უკვე სიბნელე იყო, ძალიან ბასრი სიბნელე, შიშის მომგვრელი სიჩუმე ჩამოწვა. ამ ყველაფერს ტყის ხმები ემატებოდა, მაგრამ სამი ბიჭი, თითოეული უდრეკი, ერთგული და უშიშარი, მყარად დგამდნენ ფეხს და უმაგრებდნენ ერთმანეთს ზურგს. შორიდან რომ დაგენახათ, იფიქრებდით თავზეხელაღებული იდიოტები არიანო, მაგრამ თითოეულ მათგანს უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა, უდიდესი ინტელექტუალური მარაგი და უძლიერესი სიყვარულის უნარი ჰქონდათ. ბოლოს და ბოლოს მივიდნენ ბაქსვუდის სკოლის საერთო საცხოვრებელში. ალი მეოთხე სართულის კიბეზე დაჯდა, ერო და ლევანი შევიდნენ რენეს ოთახში. ერომ უთქმელად ამოიღო ტელეფონი და მარის მისცა თვალის არიდებით. მარიამს სიხარულისგან ენა დაება, აღარ იცოდა რა ექნა. მთელი არსებით უნდოდა, ჩახუტებოდა ეროს, მაგრამ რცხვენოდა. თვალზე ცრემლი ადგებოდა, მაგრამ რცხვენოდა. ყვირილი უნდოდა სიხარულისგან, მაგრამ რცხვენოდა და რამდენიმე წამის დაყოვნებით სტრესგამოვლილი ხმით თქვა
- მადლობა.
- არ იფიქრო რომ კეთილი ნების გამო ვიწვალე ამდენი, ოდესმე შეიძლება მეც დამჭირდე რამეში - სიტუაციის გასამუხტად გაიხუმრა ერომ და გამოუვიდა კიდეც.
-ალი სად დაკარგეთ ? - ნიშნის მოგებით იკითხა რენემ
-ხო, მართლა, სადაა ალი? - ვალდებულების სუნი ასდიოდა მარის კითხვას და ტელეფონში გამოტოვებულ მესიჯებს ამოწმებდა.
-ალის ტუალეტში მოუნდა და გამოიქცა დაახლოებით ერთი საათის წინ. არ მოსულა? - ლოგინზე წამოწოლილმა ლევანიმ ხალხი ააფორიაქა.
-მოიცა, დაკარგეთ? - ლიას თვალები გაუფართოვდა.
-გიჟები ხომ არ ხართ? დროზე დაცვაში დარეკეთ - ანამ ტელეფონი მოიმარჯვა.
-დაბრუნდება - ზედმეტად მშვიდად თქვა რენემ. ეროს გაეღიმა გულწრფელი ღიმილით.
-კიბესთან დარჩა მოსაწევად, დამშვიდდით.
-ფუ, რა იდიოტი ხარ რა - შეუტია ანიმ ლევანის. რენეს გაეღიმა, ადგა და უსიტყვოდ გავიდა ალის შესამოწმებლად. ალი იჯდა კიბეზე, უყურებდა ჰორიზონტს, ხედი ნამდვილად შესანიშნავი იყო, მთელი თბილისი ყვითელ ნათურებს გადაეფარა. მაგრამ თბილისის მიღმა, მთაზე, სამი ნათურა შეუპოვრად და მეჩხერად ბჟუტავდა. სწორედ იმ ნათურებს აკვირდებოდა ალი სიგარეტის ღერით ხელში. არ უნდოდა მაშინ მოწევა, უბრალოდ სიგარეტის კვამლის ყურება უნდოდა იმ ნათურებთან ერთად, რომლებიც ათეულობით კილომეტრის იქით იყო.
-მოწევა მავნებელია - მშვიდად დაიწყო საუბარი რენემ
-საუბრის დასაწყებად ჯობდა საათი გეკითხა ან ერთი ღერი მოგეთხოვა, ასე არ შემრცხვებოდა მაინც - ალიმ სცადა გახუმრებოდა რენეს, მაგრამ ასეთ სენტიმენტალურ მომენტში არ გამოუვიდა და ზოგადადაც, დიდი იუმროის გრძნობით არ გამოირჩეოდა ალი, მაგრამ სულ ცდილობდა სხვების გაცინებას სხვადასხვა მეთოდით.
-რატომ არ შემოხვედი? - სიტყვა ბანზე აუგდნო რენემ
- ერთი მობილურისთვის, მე მგონი, სამი კაცი ზედმეტია.
- და ძებნისას არ იყო ზედმეტი?
- იყო.
- რატომ?
-იმიტომ რომ მხოლოდ ერთი მობილურია და ერთი იპოვიდა
- აბა სამნი რატომ წახვედით?
- იქნებ გამმართლებოდა და მე მპოვნა?
- და რომ გეპოვნა შემოხვიდოდი?
- არა.
- რატომ ?
- იმიტომ რომ ვიცოდი, შენ გამოხვიდოდი.
სიჩუმე ჩამოწვა, მაგრამ ვერც ერთი სულიერი ვერ იტყოდა, რომ ეს სიჩუმე უხერხული იყო, რადგან ორივე მათგანი ხვდებოდა, რომ სიტყვებს ძალიან მარტივად შეეძლოთ გაეფუჭებინათ ის სიტუაცია, რომელიც ასეთი იდეალური და უბრალო იყო. ბოლოს და ბოლოს სიტყვები ხომ ხშირად გაუგებრობის საბაბია. ისხდნენ ასე ჩუმად ორნი გვერდი-გვერდ და ორივე მარტო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს ესმოდათ ერთმანეთის მარტოობით გამოწვეული ტკივილი. რენეს ტკივილი შინდისფერი იყო. ისეთივე იშვიათი, ისეთივე უცხო, ისეთივე გაურკვეველი, ისეთივე ლამაზი და ისეთივე საინტერესო, როგორიც თვითონ. ხოლო ალისი მთლიანად შავი იყო და არავინ იცოდა გულმა გააშავა ტკივილი თუ ტკივილმა გააშავა გული. ალის ბუნება შავ-თეთრი იყო, მაქსიმუმ ნცრისფერი ეპარებოდა ხოლმე.
-შენ და იკა ერთად ხართ? - დაარღვია სიჩუმე ალიმ
-არა, მაგრამ - გაუბედავად თქვა რენემ
-მაგრამ გინდა, რომ იყოთ? - არ დაუყოვნებია ალის
-და შენ და კასი? - სცადა თემა შეეტრიალებინა
-გინდა თუ არა? - პირდაპირ თვალებში მიაშტერდა ალი რენეს, თითქოს ვალდებული იყო რენე რომ გულწრფელად ეპასუხა ორი დღის გაცნობილი ბიჭისთვის.
-მე არა, აი, ის კი პირიქით თვლის - გაეღიმა რენეს.
-ანუ პირიქით რას თვლის, რომ გინდა თუ რომ ერთად ხართ? -ალიმ ხმის ტემბრი და მზერის რადიუსი უწინდელ სიმშვიდეს დაუბრუნა.
-თვლის, რომ ერთად უნდა ვიყოთ - რენეს სიტყვებში ტკივილი იგრძნობოდა.
-იკა კარგი ბიჭია - საზოგადოდ დამკვიდრებული ჭეშმარიტებასავით გააჯღერა ალიმ.
-ბავშობიდან ვიცნობ იკას და არ უნდა შევყვარებოდი... ყველაფერი გააფუჭა - რენემ თითქოს ცრემლი გადაყლაპაო.
-ხო, მე და კასიც ბავშვობის მეგობრები ვართ - გაიღიმა ალიმ.
-გულს ნუ ატკენ - იმპერატორის თხოვნას ჰგავდა რენეს ეს სიტყვები და როგორც კი დაასრულა, ადგა და შევიდა ოთახში. ღამე ნელა გადიოდა. ალი უყურებდა მესენჯერში რენეს აქტიურობას და ელოდებოდა, როდის ჩაქრებოდა რომ მასაც დაეძინა, ლოდინში კარგახანი გაილია და მიწერა:
-კარგი, დაიძინე ახლა, ხვალ მძიმე დღეა.
-შენ რატომ არ გძინავს?
-მოდი, ერთად დავიძინოთ.
-მე არ მინდა ჯერ.
-კარგი, ახლა გავალ, მოვწევ და რომ დავბრუნდები, დავიძინოთ, კარგი ?
- ვნახოთ.
ალი ძლივსძლიობით ადგა, გავიდა გარეთ და მოუკიდა სიგარეტს. ის სამი ნათურა ისევ ისეთი ლამაზი იყო, როგორც რამდენიმე საათის წინ. 3 ღერი მოწია ალიმ ზედიზედ. თვითონაც არ იცოდა რატომ, ალბათ, ფიქრობდა, რომ უნდა მოეწია, რომ დარჩენილიყო და ეყურებინა ამ ნათურებისთვის. ალი ქვემოთ იყურებოდა, თბილისის ნათურების მიღმა, მთაზე, სამი ნათურა მას მნიშვნელოვნად მიაჩნდა, მაგრამ აზრადაც არ გაუვლია, რომ ზემოთ ახედვისას მილიონობით ვარსკვლავი ჩანდა. ალის ზემოდან უყვარდა ყურება ქვემოთ და არა იმიტომ რომ ამპარტავანი ან ქედმაღალი იყო, არამედ იმიტომ რომ ელოდებოდა ფეხებს შორის სივრცის გამოჩენას, რომ ოდესმე აფრენილიყო. და არც კი იცოდა, რომ აფრენა მოუწევდა გადასარჩენად.
- კაი, ვსო, შევდივარ ოთახში, დავიძინოთ.
- ძილინებისა.
- ტკბილი სიზმრები, რენე - და რენემ ტელეფონი გვერდზე გადადო, რომ დაეძინა, მაგრამ ვერ იძინებდა, რაღაც არ ასვენებდა რენეს. უცნაური გრძნობა, რომელიც ძალიან უცხო იყო იმისთვის, რომ ან სასიამოვნო ანდაც უსიამოვნო დაერქმია. დაბნეული იყო რენე, ძალიან დაბნეული. ამაზე ფიქრმა რამდენიმე ათეულობით წუთს გასტანა, და ბოლოს ჩაეძინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent