შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთმანეთის პირისპირ(5)


8-03-2023, 22:36
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 519

თავი 5
ეს დასასრული უნდა ყოფილიყო, ისინი ერთმანეთს აღარასდროს უნდა შეხვედროდნენ, ეს იყო პირობა რომლის დარღვევა დევდარიანს სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა. ცხოვრებას უყვარს უცნაური კავშირები, ერთია გძულდეს ადამიანი რომელმაც საფრთხეში ჩაგაგდო და მეორე მთელი არსებით გრძნობდე რომ მისი გადარჩენა სწორია, იმდენად სწორი ხარ რომ რისკავ დაკარგო ყველაფერი რაც გიყვარს.
კირა ნივთებს ალაგებდა და საუკეთესო მეგობარს ელოდებოდა რომ ყველაფერი აეხსნა მისთვის, ეს მისთვის რთული იყო რადგან ანა ის ერთადერთი იყო რომელიც ყოველთვის გვერდში ედგა და მისი სულ ესმოდა. კარზე ზარის ხმა გაისმა და კირას მღელვარებამ პიკს მიაღწია
-სად ხარ ამდენი ხანი კარებთან ფესვები გავიდგი
-შემოდი ანა დაჯექი
-დღეს რა სერიოზული ხარ გოგონა?
-რაღაცის თქმა მინდა და კარგად მომისმინე
-ზუსტად დროულია, უნდა ამიხსნა რა გემართება ეს ბოლო პერიოდი
-მე ბევრი უცნაურობა შემემთხვა -კირამ დაწვრილებით უამბო მეგობარს ყველა სიგიჟე რაც გადახდა, ანა გაფართოებული თვალებით უყურებდა და სიტყვების პოვნა უჭირდა
-ეს დაუჯერებელია, არ გამიკვირდება ახლა რეჟისორმა რომ დაიძახოს გადაღებულიაო. შენი ისტორია დაო ჰოლივუდს მუხლებზე დასცემს
-ყველაფერში დადებითს როგორ ხედავ, სამწუხაროა რომ შენი გერმანიაში წაყვანა არ შემიძლია
-რაღაც არამგონია შენ თვითონ მოახერხო წასვლა კირა
-შენ რა არ მისმენდი ყველაფერი გადაწყვეტილია რამდენიმე საათში მივფრინავ
-ეგ მამაშენმა გადაწყვიტა მაგრამ არა მგონია ლაშაც ეთანხმებოდეს
-დევდარიანი რა შუაშია
-დაო შენ ის არ გინახავს, როცა კლუბიდან გაუჩინარდი დაჭრილ მხეცს გავდა
-ეგ იმიტომ რომ დამნაშავედ გრძნობდა თავს
-მე ადამიანებს კარგად ვცნობ და ზუსტად გეტყვი რომ ეს დანაშაულის გრძნობაზე მეტი იყო. თუ გინდა წინასწარმეტყველი დამიძახე რადგან დარწმუნებული ვარ რომ თქვენ ორს წინ მაგარი ისტორია გაქვთ
-თუ ვერ შეამჩნიე ისტორია დასრულლდა, ლევანმა დასვა წერტილი. შეიძლება დევდარიანი არანორმალურია მაგრამ სიცოცხლეს საფრთხეში არ ჩაიგდებს
-ეს სიტყვები დაიმახსოვრე და როცა გეტყვი ხომ გეუბნებოდი თქო არ გაგიკვირდეს-ანას გულიანად გაეცინა
-უკვე დროა-კირამ საათს დახედა და მიხვდა რომ დრო ეწურებოდა მეგობრს უნდა დამშვიდობებოდა, ეს საშინელება იყო უკან მოიტოვო ადამიანი რომლიც ყოველთვი შენი ცხოვრების ნაწილი იყო. ანა მაშინ ედგა გოგოს მხარში როც მშობელ მამას არ ეცალა მისთვის და იმ სიყვარულს არ აკლებდა რც ოჯახისგან არასდროს მიუღია. კირა დაიბადა იმპერიის სამართავად თუმცა პრინცესად თავი არასდროს უგრძვნია.
რამდენიმე წუთში მანქანა გზატკეცილზე მიჰქროდა, კირა სევდიანი თვალებით ემშვიდობებოდა სახლს რომელსაც ვეღარასდროს ნახავდა. აეროპორტიც გამოჩნდა როდესაც მანქანამ მოულოდნელად მკვეთრად დაამუხრუჭა, მძღოლი დაბნეული გადავიდა მანქანიდან. შავმა სილუეტმა მანქანას შემუარა და მის მხარეს კარი გააღო
-ჩემი ნებართვის გარეშე საით გაგიწევია პრინცესა-კართან დევდარინი იდგა და ჩვეული ქედმაღლობით დასცქეროდა შეშინებულ გოგოს
-შენ სულ გააფრინე, აქ რა ჯანდაბა გინდა, მე ყველაფერი გავრისკე რომ გადამერჩინე და შენ მაინც ასე ვირივით იქცევი
-ვერავინ შეეხება იმას რაც მე მეკუთვნის-მკაცრად მოუჭრა ლაშამ
-შენ გეკუთნის?! მე რა სადმე იარლიყი მაკვრია "დევდარიანის საკუთრება"-კოპებ შეკრული უყურებდა მის წინ მდგომ ბიჭს
-იარლიყი რა საჭიროა ჩემი სიტყვაც საკმარისია
-კარგი გმირო მანქანა გააჩერე ამის შემდეგ რას აპირებ, იცი მაინც რას გიზამს ლევანი
-მამაშენის არ მეშინია, ერთხელ მივეცი იარაღის დამიზნების უფლება რადგან დავიმსახურე მაგრამ ეგ აღარ განმეორდება
-შენ მგონი ტვინი უკუღმა გიდევს თავში, ლევანი ის ურჩხულია და მე მეტი კოზირი აღარ მაქ მის შესაკავებლად
-ვგიჟდები ურჩხულებზე საშინელებათა ფილმების ფანი ვარ
-შენ არანორმალური ხარ, მე უნდა გავფრინდე ასე რომ შენი გმირული სიკაშკაშით გაქრი აქედან
-დაგავიწყდა პრინცესა აქ ბრძანებებს მხოლოდ მე გავცემ-გოგოს ხელი დაავლო მხარზე მოიგდო და თავის მანქანაში ჩატენა
-ყოჩაღ ვირო, ახლა რას აპირებ
-გიტაცებ ლამაზო იქ წაგიყვან სადაც ვერავინ გიპოვის
-მაგარია ოსკარი შენ მსახიობობისთვის, ახლავე გამიშვი თორემ გაქანებული მანქანიდან გადავხტები
-დიდად დამავალებ თუ ჩუმად იჯდები წინ შორი გზა გვაქ და არ მინდა შუა ღამით სადმე ტყეში დაგტოვო
-წარმოდგენა არ გაქვს გოგო როგორ უნდა გადაარჩინო
-მე ჩემი სტილი მაქ პრინცესა
-კი ვირის სტილი დარტყმულო
გზა მართლაც გრძელი გამოდგა, რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ ჰორიზონტზე სვანური კოშკები გამოჩნდა, გარშემო მომაჯადოვებელი სიმშვიდე სუფევდა. დევდარიანმა გზიდან გადაუხვია, სოფელი გაიარა და ტყესთან მდებარე სახლის ეზოში გააჩერა მანქანა
-მოვედით
-არა მთლად უტვინო არ ყოფილხარ, აქედან ნამდვილად ვერ გავიქცევი
-გაქცევაზე ფიქრს გირჩევნია ჩემთან ყოფნითა და სვანეთის ხედებით დატკბე
-მოდი სანმა მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი დრამაში გადაიზარდა გაგაფრთხილებ მე არასდროს არ მინდა შენთან რაიმე საერთო მქონდეს, ეს გატაცებაა და არა გაქცევა
-დრამების მოყვარული არც მე ვარ პრინცესა
სახლში შევიდნენ, საშინლად ციოდა. დევდარიანი სახლის უკან გავიდა შეშა მოიტანა და ღუმელი დაანთო, ამ დროის მანძილზე კირა ოთახის კუთხეში იდგა და ბიჭს აკვირდებოდა
-ახლოს მოდი არ გიკბენ
-შენგან ყველაფერია მოსალოდნელი
-გულს მტკენ პრინცესა მე ხომ ასეთი გმირული ვიყავი დღეს
-ეგ ლევანს უთხარი აქ რომ მოვა
-თუ გგონია რომ მამიკო გადაგარჩენს ცდები, ამ სახლის შესახებ მხოლოდ ორმა ადამიანმა იცის მე და მამაჩემმა, ამიტომ აჯობებს კომფორტულად მოეწყო აქ დიდხანს დავრჩებით
-პირველ რიგში ლევანს მამაჩემად ნუ მოიხსენიებ, ის მხოლოდ გენეტიიკური მასალა, მამაობას კი ამაზე მეტი სჭირდება, მეორეც როგორც კი გათენდება შენ მე უკან დამაბრუნებ
-როგორც მიბრძანებთ თქვენო უმაღლესობავ
-ნუ დამცინი დევდარიანო, ეს სიტუაცია ზედმეტად ჩაიხლართა და ვშიშობ ცუდად დამთავრდება-კირამ ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო, გვერდით ოთახში გავიდა და ანას დაურეკა
-ეს გერმანიის ნომერს არ გავს-გაისმა გოგოს კისკისი ყურმილში
-სასაცილო რა დაინახე
-მოვიდა პრინცი ცხენზე ამხედრებული და პრინცესა იხსნა ბოროტი მამიკოსგან-გოგო სიცილს განგრძობდა
-ანა შეწყვიტე შენ მანც იცი რა სახიფათოა ლევანის გაბრაზება
-არა კირა შენ მომისმინე ლევანმა შეძლო და შენი ცხოვრებიდან ყველა გააქრო თუმცა ლაშა დევდარიანის რეპუტაციას თუ გავითვალისწინებთ ის ერთადერთია ვისაც მისი გამკლავება შეუძლია
-ზუსტად მაგას ვამბობ ეს ყველაფერი ომში გადაიზრდება და ვირაც დაშავდება სავარაუდოდ მე
-მე ვიზრუნებ შენზე პრინცესა-ზურგს უკან ბიჭის ხმა გაიგონა
-ან უნდა წავიდე როგორც ჩანს გმირს არ ასწავლეს რომ საუბარში ჩაჭრა უზრდელობაა
-კარგად გაერთე შენ ეს დაიმსახურე.-კირამ ტელეფონი გათიშა და ლაშას მიუბრუნდა
-მინდა ვიცოდე რას აპირებ
-პირველ რიგში ჭამას რადგან ძალიან მშია
-იმის იმედი არ გქნდეს რომ კარგი დიასახლისივით სადილს მოგიმზადებ
-შენგან მაგის იმედი არ მაქვს ჭიქის მიტანაც კი არ იცი წესიერად
-საშინლად აუტანელი ხარ
-ვიცი ბევრჯერ მითხარი უკვე-ბიჭი სამზარეულოში შევიდა, პერანგის მკლავები აიკეცა და საჭმლის მზადება დაიწყო,ისე იქცეოდა როგორც ნამდვილი შეფ მზარეული
-ყოჩაღ ნიჭი გქონია-გაოცებით წარმოტქვა სიტყვები კირამ
-მე ბევრი დაფარული ნიჭი მაქ რომლის შესახებაც ჩემთან ცხოვრების დროს გაიგებ
-ფრთხილად მისტერ მე ყველაფერი შემიძლიავ აქ სახლობანას სათამაშოდ არ ვარ
-არადა სწორედ ახლა ვაპირბდი მამაშენისთვის დარეკვას და იმის ახსნას თუ როგორ შემიყვარდა მისი შვილი პირველად რომ მოვიტაცე მაშინ
-შენ სულ გააფრინე ხო-გოგოს სახის დანახვაზე თავი ვეღარ შეიკავა და გულიანად გაეცინა-რა არის სასაცილო არანორმალურო
-შენი სახე უნდა გენახა-სიცილს ვერ წყვეტდა ლაშა-მიდი ნუ ზარმაცობ სუფრა გაშალე მაგრამ ნურაფერს გატეხავ ბარშიც მეყოფა შენი დამტვრეული ჭურჭელი
-არ ვიცი გითხარი თუ არა მაგრამ ვერ გიტან
-მე ხომ ვგიჟდები შენზე
-შენი საქციელი სხვა რამეს ამბობს უკვე ორჯერ მომიტაცე და ხო კიდევ გმირულად მიხსენი დემეტრე ონიანისგან
-მაგ ნაგავის სახელს ჩემი თანდასწრებით კიდევ ერთხელ ახსენებ და ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ-ლაშას სახე გაუმკაცდრა თვალებში საშინელი ზიზღი გაუკრთა, იმდენად მრისხანე იყო მისი მზერა გოგოს შიშისგან გააჟრჟოლა
-ბოდიში არ მინდოდა შენი გაღიზიანება-გაჭირვებით მოუყარა თავი სათქმელს.
კირას ნათქვამმა საშინელი დაძაბულობა ჩამოაგდო, მთელი საღამოს მანძილზე დევდარიანს ხმა არ ამოუღია. ჩუმად ივახშმეს მაგიდა მიალაგეს და ასევე უსიტყვოდ გაუძღვა საძინებლისკენ დევდარიან გოგოს. კირას უნდოდა სიჩუმე დაერღვია მაგრამ ლაშას კიდევ უფო გააღიზიანებას მოერიდა. უცხო გარემოში თავას მარტო სულად გრძნობდა, ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა ხმის გამცემი, ტელეფონი მოიმარჯვა უნდოდა იმ ერთადერთისთვის დაერეკა ვინც ყოველთვის მზად იყო მის მოსასმენად, თუმცა უკვე ძალიან გვიანი იყო ამიტომ ტელეფონი ისევ ბალიშის ქვეშ დააბრუნა. ოთახი უკვე სულს უხუთავდა, ამიტომ პლედი მოიხურა და ფეხაკრეფით გაიპარა აივანზე, სარწეველა სკამში კომფორტულად მოკალათდა და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა. გონება ფირებით ჰქონდა დამძიმებული, გნვლილ რამდენიმე კვირას იხსენებდა, ვერც კი იჯერებდა როგორ აირია მისი ცხოვრება, ერთ წუთს ჩვეულებრივი სტუდენტური ცხოვრებით ცხოვრობდა მეორე წუთს კი სვანეთში ემალებოდა ფისქოპატ მამას. ფიქრებიდან ფეხის ხმამ გამოაფხიზლა
-აქ გაიყინები-ჩაესმა სიბნელიდან ლაშას ხმა
-აქ თავს მშვიდად ვგრძნობ ასე რომ შეგიძლია წახვიდე და დაიძინო
-არ მეძინება- ბიჭი გვერდით მიუჯდა და ცოტახანს ჩუმად იყო, სათქმელის დალაგებას ცდილობდა-კირა მისმინე არ უნდა გავბრაზებულიყავი შენზე ასე ძალიან
-მართალია სიბრაზის ჩემზე გადმონთხევა არასწორი იყო იმას თუ გავითვალისწინებთ რომ აქ შენ მომიყვანე, ახლა წესით ბერლინის აეროპორტიდან სახლში უნდა მივდიოდე, ამის ნაცვლად კი აქ ვზივარ შენთან ერთად
-ზედმეტად უმადური ხარ იცი
-უმადური?! აქ ისე წამომათრიე ჩემთვის არც გიკითხავს იქნებ მინდოდა გერმანიაში წასვლა
-არ ვიცი შენ რა გინდოდა მაგრამ ის კი ვიცი რომ მე უშენოდ ყოფნა არ შემეძლო, იმის წარმოდგენა რომ ყოველ დღე ვერ გნახავდი და ვერ გავიგონებდი შენს გამაღიზიანებლ ხმას ჭკუიდან შემშალა მე შენ აქ მჭირდები ჩემს გვერდით. თუნდაც შენი ნების წინააღმდეგ-ლაშა ადგა და წავიდა, დატოვა გოგო თავის დაბნეულობასთან და ფიქრებთან ერთად. კირას მოსმენილმა კიდევ უფრო აურია გონება უცებ ანას სიტყვები გაახსენდა "ეს დანაშაულის გრძნობაზე მეტი იყო", ეს სიტყვები ასჯერ მაინც ჩაესმა გონებაში. სიტუაცია იმაზე უცნაური გახდა ვიდრე კირა წარმიდგენდა.



№1 სტუმარი ნესტან

იმედია მალე დადებთ საინტერესოა ძალიან მომეწონა მადლობა წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent