იცოცხლე რენე, გიგრძენი (თავი 2)
დილა ჩვეულებრივად გათენდა, კარგი ამინდი იყო. -ადექი, ბიჭო, საუზმეზე დავაგვიანებთ - უკვე გამოწყობილი ერო ალის აღვიძებდა. -აუუუუ, ატრაკებ რა... დამაძინე, ბლინ, შენ აქ კარიერული წინსვლის ტრენინგზე ხარ თუ ყაზარმაში?! - ალის დილის ბუზღუნი რეჯიმში შესვლას იწყებდა. -შენთვის გეუბნები, თორე მე ჩავალ ყავასაც დავლევ, შევჭამ კიდეც და ტრენინგზეც დავესწრები ჩესტის აღებით - ნიშნის მოგებით უთხრა ალის. -ტკბილეულიც იქნება? - ლევანიმ წამოყო თავი. -კი, ნამცხვრები, ორცხობილები, რძე და სტარტის შოკოლადის გრანულები - ეროს ხმაში სიამოვნება ტივტივებდა. -ხოდაააა, რაღას ვუცდით?! - წამოიძახა ალიმ და ტელეფონი მოიმარჯვა -რა იყო, ადგილს ჯავშნი ? - ცინიკურად გადასძახა ლევანიმ -არა, ცხელ ყავას ვერ ვსვამ პროსტა - ღიმილით უთხრა ალიმ ლევანის. -და ტელეფონი რა შუაშია? - გაკვირვებულმა ერომ პერანგის ღილიდან მზერა ალისკენ მიმართა. -ნახავთ - თვითკმაყოფილმა ალიმ აბაზანის კარი მიიხურა. ალის თვალები აბაზანის სარკეში წითლად ელვარებდა, შეხედვისთანავე ალის ნერვები ეშლებოდა თავისი ჩასისხლიანებული თვალების გამო. ნარკომანს გავდა. თავისი ვიზუალით ალი გამხდარი იყო, წელში მოხრილი, ლაპარაკსაც და მანერებსაც ქუჩის მკვეთრი სუნი ასდიოდა, ამ ყველაფერს დემონის თვალებიც ემატებოდა, რომელზეც ყველას რადიკალური შეხედულება ჰქონდა: ან ძალიან მოსწონდათ, ან აშინებდათ, მაგრამ ალი ბოროტი არ იყო, არც არასოდეს არ ყოფილა და არც არასოდეს წარმოედგინა მისი თავი ბოროტი, მიუხედავად იმისა რომ ცხოვრებას ზედმეტად ფილოსოფიურად უყურებდა და ხვდებოდა რომ სიკეთე და ბოროტება მხოლოდ კლასიფიცირებული ფასადი იყო იმ ადამიანებისთვის, ვისაც სრული სურათის დანახვა ეზარებოდათ. ასევე ხვდებოდა, რომ სამყაროში არანაირი საამართალი არ არსებობდა და ფიქრობდა, რომ ქაოსი იქნებოდა ყოველთვის ყველაზე გამართლებული. ანარქია მისი სულიერი მდგომარეობა იყო. ალი ყოველთვის სუსტების მხარეს იყო, ალბათ, იმიტომ რომ თვითონაც ძალიან სუსტი იყო, მაგრამ არავინ იცოდა, რატომ ეშინოდათ ალისი გარშემომყოფებს ან ზედმეტად დიდ პატივს რატმ სცემდნენ მას. ძლიერი მსახიობი იყო ალი. ისე მარტივად ირგებდა ნიღბებს, რომ თვითონაც ტყუვდებოდა ხოლმე და თავი ძლიერი ეგონა. - გავედით? - აბაზანიდან გამოსულმა ალიმ ხმამაღლა იკითხა. - მოიცა აბა ერთ წამს - შეყოვნდა ერო და ჯიბეების გადამოწმება დაიწყო. - რას ეძებ? - ღიმილით კითხა ალიმ. - სიგარეტს - სწრაფად უპასუხა უჯრებისკენ გადანაცვლებულმა ერომ. - კაი, წამო რა, მე ხომ მაქვს. მაინც ერთად გამოვდივართ ხოლმე მოსაწევად - ალიმ ურდულს მოკიდა ხელი. - ხო, მარა ჩემი სადაა? - კარებისკენ დაიძრა ეროც. - საცვალი შეამოწმე აბა, გაცვია? - გაეხუმრა ლევანი. ალიმ კარის გაღება ვერ მოასწრო ბოლომდე, ისეთი ინერციით გავარდა ლევანი ოთახიდან და ეროც გაეკიდა. საერთო საცხოვრებლის კარებთან ტრენინგის მონაწილეები ერთმანეთს ელოდებოდნენ. თითქმის ყველა მანდ იყო, დაახლოებით 10 მონაწილე აკლდა. -დილა მშვიდობის, ხალხებოო - თამამად დაიძახა ალიმ. -დილა მშვიდობის - რამდენიმე მათგანი გამოეხმაურა მისალმებას. -ალი დღეს რამეს გეგმავ? - მაცდური ღიმილით შეხედა ლილუმ. -რავი, დავლიოთ, არ გინდათ ? - ალიმ ამაყად წამოიძახა. -სულ მომწონდა შენი გენიალური იდეები, მაგრამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული ბავშვები ვართ წყნეთში, ბაქსვუდის სკოლაში და შენი აზრით, როგორ ვიშოვით სასმელს? - დაუპირისპირდა თემო. -ფული ავკრიბოთ და სასმელს მე ვიშოვი - მშვიდად, გაწონასწორებულად და დარწმუნებით თქვა ალიმ. -კაი, ბიჭო, ბოლნისიდან ჩამოხეტებული ხარ წყნეთში, რანაირად იშვოვი? - გამოეხმაურა იკა. -ხო, ბოლნისიდან ჩაამოხეტებული კი ვარ, შე გორელო, მაგამ ამ ლოკაციაზე მესამედ მიტარდება ტრენინგი, ჯამში 15 დღე მაქვს ამ ტრენინგებამდე გატარებული და ესეც რომ არ იყოს, რახან ვაბობ რომ ასე იქნება, ესეიგი ასე იქნება. გინდა? გინდა. არ გინდა და რწყევამდე რომ დავლევ, შუბლი შენ დამიჭირე მერე - ალის სიტყვებმა ახალგაზრდებში სიცილი გამოიწვია. კარისკენ გაეშურა, იკას ხელი გადახვია და სიცილით ჩაიყვანა სასადილოში. -შენი ყავა გაცივდა. -რენეს ხმა კარში ფეხის შედგმამდე გაიგო ალიმ. -ვიცი... ზუსტად იმიტომ გთხოვე ნახევარი საათით ადრე, რომ გაციებულიყო - ღიმილით უპასუხა ალიმ და შუბლზე აკოცა. -იდიოტი ხარ - ღიმილშეპარული ხმით უთხრა რენემ. -მიეჩვევი ჩიტო, მიეჩვევი - თვალი ჩაუკრა, ლოყაზე უჩქმიტა და მაგიდისკენ დაიძრა ალი. ირგვლივ ყველაფერი ზედმეტად პოზიტიურად სუნთქავდა, თითქოს არც ერთი მათგანის ცხოვრებაში წარსულს არ უცხოვრია. ყველას მოსწონდა ერთმანეთის გვედით ყოფნა. ბოლოს ტრენერის მანქანაც მოვიდა და მთელი ჯგუფი ნელ-ნელა დაიძრა სატრენინგო სივრცისაკენ. -გამარჯობა, ქალბატონო თეა - მიესალმა დამსწრეთა ნაწილი. -მოგესალმებით ყველას... აბა როგორ დაისვენეთ?- ისე იკითხა თითქოს მართლა აინტერესებდა. -ეჰ, ეს თუ დასვენებაა.. - ჩვეულად იტრიპაჩა ალიმ. -რა არ გასვენებს, ალი? - გამოეხმაურა რენე. -მთელი ღამე რომ ხვრინავდი, ის. -ენის გამოყოფით მიაძახა ალიმ რენეს. -კი, მაგრამ თქვენ ოთხი ოთახის გამოტოვებით არ ხართ? - ჩაეცინა თეას. -კი, ქალბატონო თეა და წარმოიდგინეთ, მე რა დღეში ვარ და გვერდზე ვინც იქნებოდნენ, საერთოდ რა გამოიარეს - ალის სიტყვებმა დარბაზი გაამხიარულა. -იდიოტი - ჩაეცინა რენესაც. -მოკლედ, შენ ამ მაიმუნობას ვერ გადაგაჩვიე, არა? - გაიქნია თავი თეამ. -რაღა დავრჩები, ქალბატონო თეა? - ამოიოხრა ალიმ. -კარგით, დღეს რადგან ბოლო დღეა, ჩვენი აქ ყოფნის ამ ციკლზე მინდა, რომ შთაბეჭდილებების გაზიარებით დავიწყოთ. მოგვიყევით, რა მოლოდინები გქონდათ, რა გაგიმართლდათ, რა არ გაგიმართლდათ და რამ გაგაკვირვათ - ყველა გაჩუმდა. -აბა ვინ იქნება პირველი? - რა თქმა უნდა, ხმა არავის ამოუღია. -კარგი, რიგის მიხედვით დავიწყოთ, გიორგი პირვლი ხარ. -როცა დამირეკეს, ყვარელში არ ვიყავი. კოორდინატორმა მითხრა, ტრენინგებზე უნდა გაგიშვაო და სიმართლე რომ გითხრათ, გავლილი მქონდა მსგავსი დასახელებით ტრენინგები და ვიფიქრე, გავერთობი-თქო, მაგრამ თქვენ, ქალბატონო თეა, სულ სხვა კუთხით დამანახეთ, როგორც კარიერული წინსვლა, ასევე კომუნიკაციის საფუძვლები და ის კიდე... ხო, გასაუბრების ხელოვნება. -ანუ, კმაყოფილი ხარ ?- აფერისტობა არ შეიმჩნია თეამ. -კი, ქალბატონო თეა. - დაუყოვნებლივ უპასუხა გიორგიმ. -ნუკი, შენი ჯერია - გადაინაცვლა თეამ შემდეგ მონაწილეზე. -მე რა შემიძლია ვთქვა? ჩემთვის პირველი გასვლითი ტრენინგია და ჩვენი ცენტრის კოორდინატორი მაფრთხილებდა, რომ ქუთაისიდან სულ წამყვანი ბავშვები მიდიან ყველა ტრენინგზე და აბა, შენ იცი, არ შეგვარცხვინოო. ამის გამო სულ დაძაბული მოვდიოდი, მაგრამ აქ ისეთი სიტუაცია დამხვდა, მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა კონკურენციას და ვეცადე, ვიღაცეებთან შეჯიბრის ნაცვლად, საკუთარ თავზე ვფოკუსირდი. 5 შევხვდეთ ერთმანეთ -თემო - განაგრძო თეამ. -აუ, ბევრი ლაპარაკისა და მიკიბმოკიბვის გარეშე რა, ქუთაისშიც ჩაგვტარებია ტრენინგები ამ თემაზე, მაგრამ ასეთი საინტერესო არ იყო. -რენე, გისმენთ -გადაინაცვლა თეამ რაღაც ახლის მოლოდინით. -ნუ, რა ვთქვა, აბა. იკამ, ფაქტობრივად, ჩემს მაგივრადაც ილაპარაკა, მაგრამ ერთ რამეს დავამატებ. უკვე იმდენ ადგილას, იმდენ სასტუმროში, იმდენ საბანაკო სივრცეში, იმდენ ტრენინგს დავსწრებივარ, რომ სერთიფიკატებით თუ მივაგნებ მიახლოებულ ციფრს, მაგრამ აქ ვგრძნობ, რომ ბევრად უფრო ღირებული ვიყავი, ვიდრე სხვა ნებისმიერ აქტივობაზე. -ლევან.. -რენეს ნათქვამით ნასიამოვნებმა თეამ ლევანს გახედა. -აუ, მართლა ძაან კარგი იყო და თან ვიცი, რომ ეს ტრენინგების ციკლი აქ არ მორჩება და მინიმუმ ორი კიდევ ჩატარდება ზუსტად იგივე შემადგენლობით. ზუსტად ეს მახარებს ამ პროექტში, რომ კიდევ ვითანამშრომლებთ და დამიჯერეთ, შემდეგ შეხვედრაზე მარტო აღარ ვიქნები ახალციხიდან. -კარგი, ლევან, მადლობა, ერვინ შენი ჯერია - გადაინაცვლა ეროსთან. -თქვენთვის ერო, ქალბატონო თეა - სხარტად უპასუხა ერომ. -ხო, პირადად შენთვის ქალბატონი თინათინი - თეას ხუმრობამ დარბაზში დაბუდებული დაძაბულობა წამში გააქრო. -ხოდააა, ჩემო ქალბარონო თინათინ, იქიდან დავიწყებ, რომ ორცხობილები არ ვარგოდა, ტურები ყმუოდნენ, ალი წუწუნებდა, გოგოები მახვევინებდნენ და მარტო იმიტომ ვუსმენდი თქვენს ტრენინგებს და იმიტომ ვიყავი ამდენ ხალხში პირველი, რომ მომავალში კარგი კარიერული მომავალი შევიქმნა ნორმალური ორცხობილების საყიდლად ალისგან და ტურებისგან შორს, ვინმე გემოვნებიან გოგონებთან ერთად. ამით იმის თქმა მინდოდა, ქალბატონო თინათინ, რომ ამ გარემოპირობებმა მოტივაცია მომცეს, საკუთარ თავზე მუშაობის - ეროს ხუმრობამაც გაჭრა. -შენც კარგი მაიმუნი ხარ, ალისი არ იყოს - თქვა აკისკისებულმა თეამ. -აჰა, ჩემთვის ჩუმად ვიჯექი კუთხეში და ჰა, ალისავით ალისავით. მილიონჯერ გითხარით, თუ გინდათ, თვთშეფასება არ დაგეცეთ, გაგიცამტვერდეთ და ისევ ჩემთან მოხვიდეთ რჩევის საკითხად, რომელი სუიციდის ხერხს მივმართოთო, ნუ შემედრებით ვააა...- აჰყვა ალი ამ გაუგებრობას. -კარგი, კარგი, მოვრჩეთ. ლილუ, გისმენთ - ღიმილშეუშრობლად თქვა თეამ. -მე უბრალოდ ვამაყობ, რომ აქ მოვხვდი, თქვენთან ერთან ძალიან მომეწონა და არანაირი პრეტენზიები არ მაქვს, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. -სალი, აბა, გისმენთ - ნასიამოვნებმა თეამ შეცვალა მზერა. -მეც და ლილუც პირველად ვიყავით გასვლით ტრენინგზე და ხარაგაულიდან ჩამოსვლა ძალიან გვეშინოდა, მაგრამ ყველაფერს ვფიცავარ, ღირდა. -ოჰ, მივადექით ალისაც - თეა მოემზადა საკადრისი პასუხის გასაცემად ალისთვის. -არა, არა, არ ვაპირებ უაზრობების თქმას. ნუ, კაი ხო, ერთიორს ჩავაკვნეხებ, აბა, ღამე ხო უნდა დავიძინო ნორმალურად. უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ ბოლნისის სახელით უამრავჯერ გავსულვარ უამრავ ღონისძიებაზე, ღვინისძიებაზეც, და ნუ, მოკლედ, რომ ვთქვათ, ძალიან ამაყი ვარ, რომ აქ თქვენს შორის ვდგავარ, რადგან ვიცი, რომ თითოეული თქვენგანი უძლიერესი ადამიანია დღეს და მომავალში უძლიერეს პიროვნებებად ჩამოყალიბდებით. საერთოდაც, მეც ვფიქრობდი, რომ მოვდიოდი ბოლნისიდან, გავლილი მაქვს ეს ტრენინგები და გავერთობი-მეთქი და ღმერთია მოწმე, ისე გავერთე, რომ ყველა თქვენგანმა იცის, მაგრამ ამ გართობაში თქვენნაირი ხალხისგან უფრო მეტის სწავლა შევძელი, ვიდრე ოთახში ჯდომით ვისწავლიდი კონსპექტებ ჩაშტერებული. ასე რომ იმედი მაქვს, ჩვენი ურთიერთობები მხოლოდ ტრენინგებით არ შემოიფარგლება და აუცილებლად მიიღებს მეგობრულ ფორმას. მადლობა, ქალბატონო თეა, რომ მოგვეცით ამის საშუალება თითოეულ ჩვენგანს... - ალის სიტყვებმა მთელს დარბაზში სიჩუმე ჩამოაგდო. მონაწილეები ტელეფონებში აღარ იყურებოდნენ, აღარც ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ. თავის მიმართვაში ალიმ ასწავლა ყველა იქ მყოფს, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამ რამოდენიმე დღეში. რამდენიმე წამის დაყოვნებით თეამ თქვა: -მშვენიერია. -კი, ნამდვილად მშვენიერი იყო, ქალბატონო თეა, აქ გატარებული დროის 70 პროცენტი, ხოლო დანარჩენ ოცდაათ პროცენტზე, აგერ, ნინა მოგიყვებათ. - ალიმ ჩვეული სარკაზმით შეუტია ნინას. -შემეშვი რა. - ნინას ხმაში ზიზღიც შეგზიზღდებოდათ. -ალი, მერამდენედ გეუბნები, დაანებე ნინას თავი. - თეამ ვალდებულება მოიხადა. - მე კი შევეშვები, მაგრამ რავი, აბა... ჰა, ხალხო, მე შევეშვი და უძელით აწი. - გააგრძელა ალიმ. -კარგი, ნინა, შენ რას იტყვი ტრენინგთან დაკავშირებით? - თქვა თეამ და თვალები მუხლებზე დადებული ფურცლისკენ გააცურა. - რა ვიცი, რა გითხრათ? ღამე ბავშვები არ მაძინებდნენ, რომ გავდიოდი და ვეუბნებოდი მეჩხუბებოდნენ, ოთახებში სვამდნენ, ტერიტორიას უნებართვოდ ტოვებნდნენ, მოკლედ, ძალიან დიდი არეულობა იყო. ცუდად რომ გავხდი, სასწრაფოს 30 წუთი დასჭირდა მოსასვლელად. ალიმ და ლევანიმ ისეთები აკეთეს, შემრცხვა და ბოლოს, ალის რომ ვუსაყვედურე, შემაგინა კიდეც.- ნინას ცილისწამებამ ალი ცინიკურად გააცინა. -მტყუანს? - ალის სიტყვამ ყველა გააცინა, ნინაც კი. -ალი და ლევანი როგორ იქცეოდნენ კი მაგრამ?! - გაუკვირდა თეას. -როგორ და, გული რომ მიმდიოდა ვახშმის დროს, და რომ დავიძახე, მიშველეთ-თქო, ალიმ დაიყვირა, დროზე წყალიო, რენე გავარდა, წყალი მოიტანა, ალიმ გამოართვა მშვიდად, მადლობა მოუხადა, დალია და ცარიელი ჭიქა დადო მაგიდაზე, დაჯდა და ჭამა განაგრძო და სასწრაფო რომ მოვიდა, ექიმებს ეხვეწებოდა, გადაიყვანეტ საავადმყოფოში, მართლა ცუდადააო და მტენიდნენ რეანომობილში ეგ და ერო. - სასამართლოში გამოსული პროკურორივით კმაყოფილი მზერით ყვებოდა ნინა ამ ყველაფერს. -ალი, შეიძლება ასე მოქცევა?! - თავშეკავებულობის ზღვარზე მყოფმა თეამ მძლივს შეინარჩუნა ტონი. -ეე, მწყუროდა, ქალბატონო თეა და რა მექნა?- გაკვირვებული მზერით უპასუხა ალიმ. -კაი, შენ მერე მოგივლი. ლევან და ერო, რას გავს თქვენი საქციელი, ბოლოს და ბოლოს იტყვით?! - თეამ თავი დახარა, ღიმილს ვეღარ იკავებდა. -აუ, ქალბატონო თეა, ვიცით, რომ არანაირად არ ვართ მართლები, არც მორალურად, არც პრინციპულად. აღარ შეგვეძლო, თორე იმ ექიმებს კი არ ვერჩოდით რამეს. თუ სადმე გადავეყრები იმ ექიმებს, ალბათ, სინდისი შემაწუხებს, მაგრამ სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ, ჩვენ გაჭირვებულებმა. - თეამ ღემად ამოისუნთქა და ბოლო ძალებით სიცილი შეიკავა. -ბიჭო, ბოლო ღამეა და რამე ხო არ მოგვეფიქრებინა? - იკამ მაცდურად გახედა ტრენინგიდან გამოსვლისას ალის. -დავლიოთ. აბა, ავადმყოფები ხო არ ვართ? - იხუმრა ალიმ. -რა დავლიოთ, აბა? - გამოეხმაურა თემო. -რა და კაპუჩინო, ესპრესო, ლატე, ამერიკანო... არჩევანი დიდია, ჩიტო - ჩვეული ირონია ხმალივით იშიშვლა ალიმ. -მართალია, მე ასკილის ჩაის გეახლებით - იკაც აყვა ალის და ატყდა ხანმოკლე სიცილი კაცთა პერსონაში. -კაი, ახლა გვეყოს მაიმუნობა და შევკრიბოთ ფული. 5 საათზე შეგროვებული ფული ალის მივაწოდოთ და დავიწყოთ მზადება. - დააორგანიზა ლევანიმ და უცებ ბიჭებმა ჯიბეებისკენ წაიღეს ხელები. -რამდენს ვდებთ ? - იკითხა თემომ. -რავი, გასვენება ხო არაა, ეს კარგძაღლი, სიები რომ დავყაროთ. რამდენიც გაგისწორდება, მაგდენი დადე - ამაყად წარმოსთქვა ერომ. -კაით, გოგოებსაც დაელაპარაკეთ და მაყუთს რომ შეკრავთ შემომეხმიანეთ. გავალ ახლა და ჭინკას დავეჩალიჩები მანქანაზე - წამოიზლაზნა ალი ხის სკამიდან. -ხარაშო, მაგრამ რა ვერ გავიგე იცი ? - გააგრძელა საუბარი ერომ. - აბა? - ალი პასუხის გასაცემად მოემზადა. -ჭინკას რატო ეძახით მაგ კაცს? - სამყაროს შექმნის თავსატეხივით ჟღედა ეროს კითხვა. -რავი აბა... დააკვირდი და იქნებ მიხვდე კიდეც.- თბილი ღიმილით და მხარზე ხელის მირტყმით უთხრა ალიმ ეროს. ალი ადგა და გაემართა მაგიდის ტენისის მაგიდებთან, სადაც შაკო თამაშობდა. -ჭინკა ! - უფროსი ძმასავით დაუძახა 10 წლით უფროს შაკოს ალიმ. -რა ხდება, შეურაცხადო? - ჭინკაც გამოეხმაურა დაუყოვნებლივ ალის. -რა ხდება და გაშრა ყელი, კარგძაღლი, მაიტა, ჩამიყვანე მაღაზიამდე რა საღამოს - განაგრძო ალიმ. -ბიჯოოოო მე აქ იმისთვის ვარ, რომ თქვენ არ დალიოთ, არ მოწიოთ, არ იჩხუბოთ, არ იმაიმუნოთ - ითვლიდა თითებზე შაკო. - თუთიყურში არ მოვწამლოთ, თევზები არ დავახრჩოთ, ძირსნაყარი არ ვჭამოთ, ცხვირში თითი არ შევიყოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ - აყვა ალიც. -კაი, რამდენს კრეფთ? - დამარცხდა შაკო. -ჩვენ გეპატიჟებით, შაკო ბიძია - გაეხუმრა ალიც. -ნუ, რას ვიზამთ, შეგიძლია დიპლომატია - თავი გაიმართლა შაკომ. - სასიამოვნოა შენთან საქმის წარმოება, ბატონო შაკო - გაეღიმა ალის. -თუ რამე, არ გამიგია არაფერი. ხო იცი? - შეხედა თვალებში შაკომ ალის. -არა, როგორ გეკადრება, გეთაყვა?! - ალიმაც დაუდასტურა დამცინავად. -შემეხმიანე, რომ მოიხოდებით - უთხრა შაკომ ალის და შებრუნდა მაგიდისკენ. -ოკეი, ჭინკა, დროებით - კმაყოფილი ტონით უთხრა ალიმ შაკოს და საკუთარი ოთახისკენ გაემართა. ბიჭები, რამდენიმეს გამოკლებით, ისევ იქ ისხდნენ, სადაც ეს გენიალური იდეა დაიბადა. ბედნიერი აურა სუფევდა მათთან. ნებისმიერი სუბიექტური შეხედულებით ობიექტურად კარგები იყვნენ. აი, რომ გახედავ რაღაცას და ისე რომ გაგეღიმება, რომ ვერც კი მიხვდები. -ალიიი !!! - გამოსძახა იკამ. -შენ დაგეცა ჯოჯოხეთის ალი, რა გაღრიალებს?! - გაჰყვირა ალიმაც. -მოდი აქ, შე დედაკაცო, რაღაც უნდა გითხრა - სიცილით გამოეხმაურა იკა. -ჰა, აბა, გისმენთ - საქმიანი ტონით დადგა ალი. -კაროჩე, გოგოებს ვუთხარით რა, ჩვენი გეგმა და რაღა თქმა უნდააა, მოინდომეს რომ ეს ყველაფერი ცოტათი უფრო სახალისო გამხდარიყო - თვალების ტრიალით დაიწყო იკამ საუბარი. -მერე? - გაეცინა ალის. - მერე ის რომ დინამიკები, პროექტორი, ნოუთბუქი, მიკროფონი, მოსართავები და კიდევ ღმერთმა იცის - რა, უნდათ რომ გამოაპროწიალონ და კაი ფართი მოაწყონ - გაეცინა იკას. - აუ, სად დაგვერხააა - ტრაგიკულად წამოიძახა ალიმ. -რატო შეჩ? მუსიკა გაასწორებს - გამოეხმაურა ერო. -კი, მუსიკა კი გაასწორებს, მარა სანამ მაგ მუსიკის ჰანგებს არ იგრძნობენ გადაღებულ სურათებში, კი ვერ გამოგლიჯავ ტელეფონს მაგათ - აუხსნა ალიმ. -სამაგიეროდ, იქნებ პროფილის სურათი შეცვალო - თემოს სიტყვებმა სიცილი გამოიწვია. -რას ერჩი ჩემს პროფილის ფოტოს, ვალეტოოო? - შეუტია ალიმ თემოს. -რავი, აბა, ძმაო, რო გადავხედე შენს გვერდს, ყველა ფოტო შემთხვევით გადაღებული გიდევს, ისე რომ აზრზე არ იყავი და გადაგიღეს. ვფიქრობდი, სატელიტიდანაც გექნებოდა ერთი ორი სურათი, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ გამოგიჭირეს... ამიტომ, იქნებ, დღეს გოგოები რომ გადაიღებენ, რომელიმე კადრში მოხვდე. მე ამოგიჭრი, დაგიმონტაჟებ და ვუალაააა, 2 წლის შეუცვლელ ფოტო დავიწყებას მიეცემა - ყველა იცინოდა, ალიც კი, თემოს ამ თეატრალურ გამოსვლაზე. -კარგი, ჩიტო, ავალ ახლა ოთახში და თმებს დავივარცხნი, კარგად რომ გამოვიყურებოდე საღამოსთვის - თქვა ალიმ და ოთხ ნომერზე გადაპარსულ თმაზე ხელი მაცდურად გადაისვა. საღამოს უკვე ყველაფერი მზად იყო. დარბაზი იდიალურად მოწესრიგებული, მაგიდები კედლისკენ იყო მიწყობილი, დაბლა ბრჭყვიალა ლენტები ეყარა, ზემოთ საახალწლო განათების ყვითელი ნათურები, კედელზე ტრენინგის მსვლელობისას გადაღებული სურათები იყო ჩამოკიდებული, ფერადი პრინტერით დაბეჭდილები. დინამიკებში ნაზი მისიკა ისმოდა. სასმელიც და სასუსნავებიც კი ლამაზად იყო დაწყობილი. ყველა ბიჭი კმაყოფილი იყურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ არ უნდოდათ მსგავსი სილამაზე. მათ გონებაში რაღაც პარადოქსული ხდებოდა. ამ ლამაზმა, ნაზმა გოგონებმა, თავიანთი ლამაზი, ნაზი კაბებით, გულწრფელი ღიმილით, მოციმციმე თვალებითა და თავდაუზოგავი შრომით გული აუნთეს ბიჭებს სენტიმენტალურ დონემდე. წვეულება ნელ-ნელა უფრო და უფრო კარგი ხდებოდა, მაგრამ ალის არ უყვარდა წვეულებებში მონაწილეობის მიღება. მოშორდებოდა მოძრავ ბირთვს ხოლმე დაიდგამდა სასმელს და ოთახის კუთხიდან აკვირდებოდა მათ თუ როგორ ერთობოდნენ ღერი სიგარეტის თანხლებით. ახლაც ასე მოიქცა აიღო ორი ქილა ენერგეტიკული სასმელი ორასგრამიანი ბოთლით არაყი ერთი კათხა ლუდი საფერფლე და გაეშურა ოთახის ბნელ კუთხეში, დაჯდა მოუკიდა სიგარეტს და ღრმა ფიქრებში გადაეშვა სასმლის დახმარებით "იქნებ მართლაც ღმერთია სიყვარული, იმ ღვთაებრივი ერთიანობით რომელშიც ახლა ინდივიდები ერთიანდებიან, ასეთი ლამაზი თვილი, კი ნამდვილად ხელოვნებაა სიყვარული აი ის ემოცია რომლითაც ცეკვავენ და გინდა რომ მათ ცეკვას შეეხო მაგრამ იმდენად ლამაზია რომ გეშინია არ წაბილწო შენი ბინძური ხელებით" ამ ფიქრებში იყო ალი როცა ოთახის ერთ ერთ კედელთან რენე უძრავად მჯდომი შენიშნა, იჯდა რენე მოხრილად მუხლებზე იდაყვები იდე ცერა თითებზე კი თავი ქონდა დაბჯენლი, ალი უყურებდა რენეს და ყველაფერზე ფიქრი შეწყვიტა, უცბად ადგა რენე და გასასვლელისკენ გაეშურა, ალიმაც არ დააყოვნა სწრაფად წამოხტა და რენეს საერთო საცხოვრებლის კიბესთან დაეწია -რენე-ბოხი ხმით დაუძახა ალიმ -ხო ალი-გაოგნებული რენე ცდილობდა თვალებში ტკივილი ჩაექრო -რა მოხდაა?-იკითხა ალიმ -რას გულისხმობ? - თავი მოიკატუნა რენემ - ნუ გასაგებია თუ არ გინდა მითხრა კარგი მაგრამ დაბრუნდი - არ მინდა - არ მიკითხავს გინდა თუ არა - და შენ ვინ გკითხავს? - აი ასეთი უნამუსო ბოროტი შემაწუხებელი პარაზიტი ვარ, ფეხებზე ან შენით წამოხვალ ან მე წაგიღებ - აუფ, ასეთი კატეგორიული როდიდა. გახდი -ალის თავში ათასმა აზრმა გაიარა, რამდენი რამის თქმა უნდოდა რამდენი რამის ახსნა როგორ უნდოდა ჩახუტებოდა და ეგრძნობინებინა რომ მასთან იქნებოდა მაგრამ... - ხო მართალი ხარ იმდენად ბევრი დავლიე რომ ნამდვილად შემიძლია რაც გითხარი გავაკეთო -კარგი ალი ავალ მოსაცმელს ავიღებ და მოვალ შენ მიდი იქ დამელოდე - კარგი რენე გელოდები - უთხრა ალიმ და კიბეზე ჩამოჯდა მოუკიდა სიგარეტს და გადახედა ისევ გაბრწყინებული თვილისის მიღმა ისევ იმ სამცალ ნათურას, ისევ ისეთი ლამაზები იყვნენ, შეიძლება უფრო ლამაზები ვიდრე უწინ, ალიმ თითო ციმციმა თითო ღერში ჩატენილი ოცნება მიუძღვნა და 30 წუთის შემდეგ ავიდა რენესთან, რენე ლოგინზე იწვა, ისევ ლამაზი ყვავილებიანი კაბა ეცვა, ალის კარზე არც დაუკაკუნებია ისე შეაჭრა თითქოს ვალდებული იყო, მივიდა რენე გაუნძრევლად იწვა, ალის დანახვისას არც შერხეულა, ალი მივიდა ფრთხილად და მუხლზე აკოცა, შემდეგ ნაზად მისი ფეხსაცმელი აიღო ნაზად ჩააცვა ფეხებზე და ხელზე მოკიდა ხელი, -წამოდი ნუ გეშინია- ალის სიტყვებში სამყაროს მცველის ძალა იდო და რენეს თვალები გაუფართოვდა -ამდენიხანი კიბეზე მელოდებოდი ? - დიახ -რატომ? -სასიამოვმო იყო შენი ლოდინი - მაშინ რატომ ამოხვედი -რადგან ვიფირე რომ შენც მელოდებოდი -იქნებ მეც მომწონს შენი ლოდინი? - არ მაინტერესებს -ოფ ვითომ რატომ ? -იმიტომ რომ არასოდეს მოგიწევს მოგწონს თუ არა ეს? -მოიცა რას გულისხმობ -იმას რომ არ მაინტერესებს გინდა თუ არა მელოდო, მთავარია მომაწვდინო ხმა და მე შენთან ვიქნები. -და რატომ ? -იმიტომ რომ გიგრძენი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.