შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულო გალაქტიკები (თავი 2)


11-03-2023, 19:18
ავტორი ლიცია
ნანახია 630

როგორც კი შენობას ვტოვებ ნაცრისფერ რეალობას ვასკდები, სადაც მეც ისეთი გალაქტიკა ვარ, რომელმაც საკუთარი ფერების შესახებ მხოლოდ მცირედი იცის. თერაპიაზე მაგვიანდება, ამჯერად კლიენტი მე ვარ. ჩემი როლი მაშინვე შეიცვალა, როგორც კი ჩემი ფსიქოთერაპევტის კაბინეტის, მუქი შინდისფერი კარი შევაღე. ოთახი ნათელია, ღია ფერის კედლებთა და შესაბამისი ავეჯით, გარემომ ჩემს დადებით განწყობაზე ყოფნას ხელი შეუწყო. სკამს ვირჩევ და სახით ფანჯრისკენ ვჯდები.
• გამარჯობა- ვეუბნები მომღიმარი სახით, - შეიძლება დავჯდე?
• დიახ რათქმაუნდა. - სასიამოვნო ხმა აქვს, მაგრამ სავარაუდოდ ეწევა, ჩემი პირველი ფიქრი ესაა. ვცდილობ სკამზე მოხერხებულად მოვთავსდე და ფსიქოთერაპევტს პირდაპირ ვუყურებ. ეს ადამიანი მწვანეა და ყვითელი ფერი დაჰკრავს.
• თავს როგორ გრძნობ?
• გქონიათ მოგონება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სიზმარი გეგონათ?
• ხდება ხოლმე,მაგრამ შენ რას გულისხმობ კონკრეტულად?
• ერთი კოშმარი მქონდა, მეგონა სიზმარი იყო, ყოველშემთხვევაში ჩემს თავს ასე ვარწმუნებდი, მაგრამ მას შემდეგ რაც ფსიქოთერაპია დავიწყე ზღვის ტივტივასავით ამოვარდა, როგორც მოგონება და არა, როგორც სიზმარი.
• ანუ დავიწყებული და გადამალული მოგონებაა?
• დიახ. ისაა რასაც თვალს ალბათ არასდროს გავუსწორებდი, ისაა რის გამოც ვერასდროს ვიქნები კარგი ადამიანი, და მითუმეტეს ფსიქოლოგი.
• კარგი და ცუდი პირობითი ცნებებია, სჯობს კონკრეტული მოვლენა მოყვე თუ შეგიძლია რათქმაუნდა.
• მე უბრალოდ- საუბრის ერთადერთი მომენტია, როცა ხმა მიწყდება- მე ის იქ დავტოვე.- თავს ვხრი, გული მეკუმშება.
• გისმენ- წარბებს ჭმუხნის და ინტერესით მაკვირდება.
• მე ძალიან პატარა ვიყავი მაშინ, ასე 5-6 წლის. მე და ჩემი მეგობარი თაია, ჩემს მეზობელთან ვიყავით სტუმრად, ნიასთან. შუა თამაშში ნიამ თაიას უთხრა რომ ბექა, ნიას უფროსი ძმა თაიას ეძახდა. მე ნიასთან ერთად მარტო დავრჩი. თაიას დაგვიანებამ უკმაყოფიება გამოიწვია და დასაძახებლად წავედი. ოთახის კარი გავაღე. - სუნთქვა გამიხშირდა, გულის ცემა ამიჩქარდა და მოულოდნელად სიცილი დავიწყე.- არ ვიცი რა მაცინებს.
• არაუშავს მესმის.
• მე კარი შევაღე და დავინახე. ის მას ხელებს უფათურებდა ან მეტიც არ ვიცი. მახსოვს მხოლოდ შიში და ის თუ როგორ შემოვტრიალდი და კიბეები ჩამოვირბინე. მე გამოვიქეცი და ის იქ დავტოვე. გესმით მე ის იქ დავტოვე. მივატოვე
• შენ ძალიან პატარა იყავი
• მე ის არ უნდა მიმეტოვებინა
• შენ ბავშვი იყავი
• არ უნდა დამეტოვებინა
• შენი რეაქცია ბუნებრივი იყო
• მაგრამ ეს არ ცვლის ჩემს დანაშაულს. თაიას ცხოვრება დაენგრა. დღემდე მოყვება ზიზღი კაცების მიმართ და ერთი პერიოდი ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული ახლა არ ვიცი.
• ამ თემაზე გისაუბრიათ?
• არა არასდროს. იქნებ დაივიწყა რა უფლება მაქვს გავახსენო, იქნებ იმ ძველმა ტრამვამ უარესად გახადოს. არ ვიცი. ისეთი კონტაქტიც აღარ გვაქვს, ახლა ამერიკაშია, იმედი მაქვს კარგადაა. მაგრამ ძალიან მინდა ვესაუბრო ამაზე, იქნებ ყველაფერი ასე ცუდადაც არაა, ნეტავ ჩემი ილუზია იყოს.
• და ილუზიაა?
• არა სამწუხაროდ.
• შენს ირგვლივ რაც მოხდება შენ ვერ აგებ პასუხს ყველაფერზე,რაღაც მოვლენები ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება, მითუმეტეს მაშინ როცა ბავშვი ხარ.
• მე ვერ ვიტყოდი არავინ დამიჯერებდა.
• თავს იმ კითხვაზე იმართლებ, რომელიც მე არ დამისვამს.
• მე ვერ ვიქნები კარგი ფსიქოთერაპევტი.
• და ახლა რა გინდა რომ მხარდაჭერა მოგცე და გიმტკიცო რომ იქნები, როცა რეალურად ეს არავინ იცის?
• არა უბრალოდ მინდა ვიცოდე როგორ შევცვალო ეს ფიქრები და ეს რეალობა, რადგან ამას უბრალოდ ვერ შევეგუები.
• შენს თავს აპატიე და ისეთი მიიღე როგორიცაა. ყველა ცოდვით და შეცდომით. მონანიებებით.
• მეცინება, თეორიულად ეს ვიცი მაგრამ პრაქტიკაში?
• პრაქტიკაში ამას დრო, ბევრი მუშაობა და დიდი ძალა სჭირდება. შეძლებ ამას?
• არ ვიცი. მეშინია ჩემი თავის გაცნობის გზაზე ისეთი რამე არ აღმოვაჩინო, რომ ჩემი ეს შიშები გამართლდეს, რომ მე ნაგავი ვარ, რომ მე ვერასდროს გავხდები ფსიქოთერაპევტი. მეშინია, რომ ვერ მიმიღებთ, ჩემი ნამდვილი მე შეგაშინებთ ან შეგძულდებათ, ან რამე უარყოფითს გამოწვევს თქვენში.
• მე უპირობო მიმღებლობა მაქვს შენს მიმართ.
• მეცინება ამაზე, მეც ამას ვეუბნები ჩემს მოსწავლეებს.
• მერე, ასე არაა?
• კი ან არ ვიცი. ისეთები არიან როგორებიც არიან და მიყვარს, მაგრამ თუ მე ჩემი თავი არ მივიღე სხვას როგორ მივიღებ?
• არ ვიცი ეს შენ მითხარი.
• იქნებ ჩემს თავსაც ვატყუებ და მათაც, რომ მივიღე. ან თქვენ გატყუებთ და რეალურად უკვე მივიღე ჩემი სინაგვე. - ეცინება ჩემს ფსიქოთერაპევტს,რაღაცნაირად, უცნაურად ვერ ვხვდები მიზეზს, შემდეგ მეც მეღიმება.
• ესაა რაცაა.
• დრო აღარ გვაქვს ხო ასეა?
• ეს მე გითხარი?
• არა საათმა
• არაუშავს მე არ მაქვს პრობლემა.
• არა არ მინდა დრო წაგართვათ. მივდივარ.
• გარბიხარ?
• მივდივარ
• კარგი ამჯერად გაიქეცი.
• მომავალ შეხვედრამდე. გმადლობთ. - უკანმოუხედავად გამოვრბივარ, ვის ან რას გავურბივარ არ ვიცი მაგრამ გაქცევს სურვილი იმდენად დიდია, აღარაფერს აქვს მნიშვნელობა. ნაცრისფერ ქუჩებს მწვანე ხეები აფერადებენ, ქარი ფიქრებს მიშლის. ნეტავ რამდენი ნაგავი მაქვს შიგნით? მეღიმება, კარგია რომ მათი არებობის შესახებ ვიცი მაინც. მივდივარ, მაგრამ არ ვიცი რამდენი ან რამხელა ვარ, წინ რამხელა გზაა , რამდენი პლანეტა და ვარსკვლავია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent