შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთმანეთის პირისპირ(6)


16-03-2023, 22:39
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 561

თავი 6
კირამ მთელი ღამე აივანზე გაატარა, თავიდან ვერ იშორებდა დევდარიანის ნათქვამ სიტყვებს. მისმა აღსარებამ კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენა გოგო. კირა იცნობდა ლევანს ის იპოვიდა მანამ არ გაჩერდებოდა სანამ თავისას არ მიაღწევდა, დევდარიანი კი ახლა მისი ნომერ პირველი მტერი იყო. არავის გაუბედავს ლევან დოლიძესთან დაპირისპირება, მითუმეტეს არავინ შეხებია მის ღირსებას. კირას დაბრუნება მისთვის ახლა ღირსების აღდგენას წარმოადგენდა. გოგო ხვდებოდა რომ წინ ომი იქნებოდა და მას მხარის არჩევა მოუწევდა. უკვე მზე ამოსული იყო კირა რომ ფიქრებისგან გამოერკვა, იმდენად ძალა გამოცლილი იყო რომ აღარ სურდა იმ მომავალზე ფიქრი რომელსაც ვერ გააკონტროლებდა. სამზარეულოში შევიდა და ყავისთვის წყალი დადგა, საუზმეც არ დავიწყებია. სამზარეულოში ფუსფუსებდა დევდარიანი კი კარებში იდგა და თვალს ადევნებდა
-ღმერთო -შეჰყვირა შეშინებულმა გოგომ-როდის მოხვედი ვერ გავიგე
-არ მინდოდა შენი შეშინება, რას აკეთებ?
-ყავას და საუზმეს არ ვიცი დილით საუზმობ თუ არა
-შენს გაკეთებულს შევჭამ იმედია გადავურჩები-ლაშა ისე იქცეოდა თითქოს გუშინდელი საუბარი არც ყოფილა
-დაჯექი-გოგომ ყავა და ომლეტი დაუდო წინ
-გასაკვირია-თითქოს თავისთვის თქვა ლაშამ-გემრიელია
-საშინელი ხარ, შეიძლება ერთხელ მაინც არ დამცინო
-მთელი გართობა ხომ შენი გაბრაზებული სახის ყურება
-ვირი ხარ დევდარიანო
-კარგი კარგი-დანებების ნიშნად ხელები ასწია-ცოტა ხნით აღარ გაგაბრაზებ
ისაუზმეს. კირამ მიალაგა და ჭურჭელი გარეცხა, ერთი წამით გაეღიმა უკვე დიასახლისივით იქცეოდა
-დღეს რა უნდა გავაკეთოთ?-პატარა ბავშვივით უყურებდა ბიჭს
-გინდა აქაურობა დაგათვალიერებინო
-კი ძალიან, ჩავიცვამ და წავიდეთ-კირა რამდენიმე წუთში დაბრუნდა ფუმფულა ქუდი, კაშნე და ფერადი რეზინის ბოტებში გამოწყობილი
-შენ რა წინასწარ მოემზადე სოფელში ვიზიტისთვის-ბიჭს გოგოს ბოტებზე გაეცინა
-არა გენიოსო ეს სილამაზე ბერლინის წვიმიანი ამინდისთვის იყო განკუთვნილი
-დამშვიდდი სვანეთს უფრო უხდება
კირა გარშემო ყველაფერს გაფართოებული თვალებით უყურებდა, მოხიბლული იყო ხელშეუხებელი ბუნების სილამაზით
-აქ ყველაფერი ლამაზია, შენს ადგილას ასეთი ადგილის შემდეგ ქალაქში ნამდვილად არ ვიცხოვრებდი
-შეგვიძლია აქ სამუდამოდ დავრჩეთ
-მაგ შემთხვევაში მეორე წყვილი ბოტებიც დამჭირდება-გოგოს გაეღიმა და ფოტოების გადაღება განაგრძო, ლაშა თვალს ვერ აშორებდა, მას აბნევდა კირას ხასიათის ცვლილება ის ხან ბედნიერი იყო ხან გაცოფებული. ლაშას თავში ქაოსი ჰქონდა ვერ ხსნიდა მის გრძნობებს, უნდოდა გოგო სულ მის თვალწინ ყოფილიყო და ამასთან მისი ხასიათი აცოფებდა
-მართლა დარჩებოდი აქ ჩემთან ერთად სამუდამოდ?-დევდარიანი გოგოს მიუახლოვდა და გამჭოლი მზერა მიაპყრო
-მხოლოდ მაშინ თუ ტიპიური ვირი არ იქნებოდი
-შეგეძლო უბრალოდ კი გეთქვა
-არა რომ მეთქვა რა შეიცვლებოდა აქედან რომც წავიდე ერთ დღეს სადმე დამხვდები ზურგზე შაქრის ტომარასავით მომიკიდებ და სადაც გინდა იქ წამიყვან
-მართალია პრინცესა, თუმცა შაქარივით ტკბილი ნამდვილად არ ხარ
-აი ხომ ხედავ ხუთი წუთიც ვერ გაძელი ისევ მაბრაზებ
-სიმართლე მწარეა ძვირფასო
-იცი რა აუტანელი ხარ და მე მივდივარ-გოგო გაშლილი მდელოდან ტყის მიმართულებით გაიქცა
-აქედან ვერსად გამექცევი-დევდარიანი უკან დაედევნა და ის იყო უნდა დაეჭირა რომ ფეხი დაუცურდა და ძირს გაიშხლართა, კირა თავზე დაადგა და გულიანად იცინოდა
-ეს წლის კადრია-ტელეფონის კამერამ დაიჩხაკუნა
-ახლავე წაშალე არ გამამეორებინო
-მაიძულე-კირა ისევ გაქცევას აპირებდა რომ მისი ყურადღება ეზოში შემოსულმა მანქანამ მიიპყრო. მაქანიდან შუა ხნის მამაკაცი გადმოვიდა, რაღაცით ლევანს აგონებდა, მასსავით დინჯი ნაბიჯები და მაკცრი სახე ჰქონდა-ეს ვინ არის ?
-ეს მამაჩემია -ბიჭმა კირას ხელი ჩაჰკიდა, გოგო ერთი წამით შეცბა თუმცა წინააღმდეგობის გაწევა არ უცდია-აქ რამ მოგიყვანა მამა?
-ზრდილობა სად დაკარგე ბავშვო ჯერ წარმადგინე
-კირა გაიცანი ეს ალექსანდრე დევდარიანია მამაჩემი
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა
-ჩემთვისაც ახალგაზრდა ქალბატონო თუმცა უკეთეს ვითარებას ვამჯობინებდი გასაცნობად
-აქ რატომ ხარ?
-უნდა ვისაუბროთ პირისპირ ახლავე
-მე დაგტოვებთ, ჩემს ოთახში ვიქნები-გოგო სწრაფად გაეცალა
-გისმენ
-რაზე ფიქრობდი, ლევანის მტრად მოკიდება შენი აზრით ჭკვიანი კაცის საქციელს ჰგავს
-მე მისი მტერი არ ვარ, მე ...
-შენ მისი ქალიშშვილი ორჯერ მოიტაცე ეს ჩემთვის ომის გამოცხადებას გავს
-მე ჩემი მიზეზები მაქ
-ეგ არ მაინტერესებს ეს გოგო გიყვარს
-არა რა თქმა უნდა -მოკლედ მოუჭრა მამას
-ლევანი ჩემთან იყო მოსული ჩვენ ცივილურად ვისაუბრეთ როგორც ჩვენი თაობის ადამიანებს შეეფერება და შევთანხმდით
-რაზე შეთანხმდით?-ლაშას ხელები გაეყინა და საშინლად აფორიაქდა, მოეჩვენა რომ მამამისი სპეციალურად აჭიანურებდა პასუხის გაცემას
-რამდენიმე წუთში ლევანი აქ იქნება თავის ქალიშვილს წაიყვანს და წავა, შენ კი არ ჩაერევი
-კირას წაიყვანს ?! ეგ არ მოხდება
-როგორ არა მოხდება, ის მისი შვილია ასე რომ სრული უფლება აქვს წაიყვანოს, შეთანხმების დანარჩენ პირობებს ქალაქში დაბრუნების შემდეგ განვიხილავთ
-კი მაგრამ ასე ვერ მომექცევი
-განხილვას არ ექვემდებარება, გოგოს დაუძახე
ლევანი ნახევარ საათში უკვე სახლის წინ იდგა
-ჩემი შვილი სადაა?-გაისმა მისი მჭექარე ხმა
-აქ ვარ
-კარგია მანქანაში ჩაჯექი-ბრძანება გასცა ლევანმა
-შეგიძლია ხუთი წუთი მომცე?-კირა მუდარის თვალებით უყურებდა
-მხოლოდ ხუთი წუთი-ლევანი და ალექსანდრე მანქანისკენ გაემართნენ თან რაღაცაზე საუბრობდნე
-აი ახლა კი ნამდვილად ყველაფერი დამთავრდა
-მაშინ დამთავრდება როცა მე ვიტყვი-გამოსცრა კბილებში ლაშას
-არა დამთავრდა. სიტყვა უნდა მომცე რომ რაიმე სისულელეს არ იზამ
-ხომ იცი სისულელეებს არასდროს ჩავდივარ
-კარგი ერთი აბა ჩემი გატაცება ჭკვიანური იყო
-კი და თუ დამჭირდება კიდევ გავიმეორებ
-დევდარიანო ეს გამომშვიდობებაა, ამის შემდეგ ჩემს სიახლოს არ უნდა დაგინახო, ასე ორივესთვის უსაფრთხო იქნება
-ხომ გახსოვს აქ ბრაძანებეს მე გავცემ-კირა მიხვდა რომ მის მცდელობას აზრი არ ჰქონდა, შებრუნდა და წასვლა დააპირა, თუმცა დევდარიანმა მოატრიალა და გულში მაგრად ჩაიკრა, მის მკლავებში მოქცეული გოგო ერთი წამით გაჩუმდა, ბიჭის სურნელი ღრმად ჩაისუნთქა.
-არ არსებობს ადგილი სადაც ლევანი ჩემგან დაგმალავს-ყურში ჩასჩურჩულა და შუბლზე აკოცა
გზა საშინლად დამრლელი და ხანგრძლივი იყო. კირას არც კი შეუხედავს მთელი ამ დროის მანძილზე მამისთვის, სული ეხუთებოდა ლევანის გვერდით, სძულდა ის ფაქტი რომ მთელს მის ცხოვრებას ის აკონტროლებდა. მანქანამ სვლა შეანელა და ლევანის სახლთან გაჩერდა
-აქ რატომ ვარ?
-ჩემს სახლში დარჩები სანამ დრო არ მოვა
-რისი დრო ლევან?
-შენი ქორწილის დღე
-შენ სულ გაგიჟებულხარ თუ ფიქრობ აქ მთელი ცხოვრება გამომკეტავ
-მტელი ცხოვრება არა ორი კვირა
-შენ ჭკუა სულ დაკარგე რაზე საუბრობ
-ორ კვირაში ქორწილი იქნება, მე უკვე შევუთანხმდი ბიჭის ოჯახს
-ეგ არ მოხდება ლევან დოლიძე, თავს მოვიკლავ და გარიგებით არ გავთხოვდები
-ნაჩქარევ დასკვნას ნუ გამოიტან, ორი არჩევანი გაქ ან გათხოვდები ან დევდარიანთან დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან
-ვერ ვიჯერებ მე შენი ერთადერთი შვილი ვარ და ასე როგორ მწირავ
-მაგაზე მაშინ გეფიქრა როცა იმ ბიჭთან ერთად მთაში გაიქეცი, თქვენ ჩემი ღირსება და სახელი ეჭვქვეშ დააყენეთ, ახლა კი ყველაფრის გამოსწორება თავად მოგიწევს-კირა კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას მაგრამ ლევანის ხალხმა სახლში ძალით შეიყვანა და კარი გარედან ჩაკეტეს.
კირა გაცოფებული იყო, ვერ იჯერებდა რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა. ორ კვირაში თხოვდებოდა კაცზე რომელსაც არ იცნობდა. მისი მომავალი მისი ოცნებები სიბნელეში გაუჩინარდა და ეს მაშინ დაიწყო როცა დევდარიანს პირველად შეხვდა.



№1 სტუმარი სტუმარი თათუ♡

ველოდები შემდეგს

 


№2 სტუმარი ია

ძალიან მომეწონა, სულ იდეალური იქნება თავები რომ ოდნავ გაზარდო, არ მეყო????

ველოდები!

 


№3 სტუმარი Qeti

2 kvirashi ertxel ert tavs,debs,ra ubedurebaa.cita daachkarer aclis dadeba.maviwydeba xolme wina tavebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent