მონადირეთა საგვარეულო:01
გავრცელებულმა ჭირმა სხვა ქალაქების გარდა ახალი ორლეანშიც შემოახწია.თავდაპირველად მან მხოლოდ ცხოველებზე,კონკრეტულად კი ვირთხებზე იმოქმედა. ქუჩები სავსე იყო ვირთხების გახრწნილი სხეულებით,შემდეგ კი ვირთხები თავად ადამიანებმა ჩაანაცვლეს. ადამიანების გახრწნილი გვამების შორის ტომას ბლადროუზის მშობლებიც იყვნენ,რომლებიც მათსავე სახლის ეზოში ესვენენ. ტომასი კი იქვე,გარეთ,თავისი სახლის კართან ჩამომჯდარიყო და ტირილისგან დაწითლებული თვალებით შეჰყურებდა უემოციოდ ახალი-ორლეანის უსიცოცხლო ქუჩას. დახმარებას არ მოელოდა.კარგად იცოდა რომ ამ საშინელ სიტუაციაში,ადამიანურ გრძნობებს წინ უკვე აღარავინ აყენებდა. მხოლოდ ათი წლის იყო,წინ ჯერ კიდევ ბევრი რამ ელოდა.როგორც სხვები იტყოდნენ,ფეხზე უნდა წამომდგარიყო და ცხოვრება გაეგრძელებინა. რამდენიმე დღის განმავლობაში იგი თავის ოთახში იყო გამოკეტილი და ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, მოწყენილობისგან საკუთარ თავთან საუბარიც დაიწყო.თითქოს და საკუთარ თავს ამხნევებდა,მაგრამ ეს გამხნევება სადღაც ქრებოდა, ფანჯრიდან ახლა უკვე სრულიად ცარიელ,ჩაბნელებულ ქუჩებს რომ ხედავდა. ტომასის მშობლების გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ,სახლში არსებული საკვებიდან მხოლოდ პურის ნამცეცები დარჩენილიყო.რაც იმას ნიშნავდა,რომ მას მალევე საკვების მომარაგება მოუწევდა. საბოლოდ კი მას სახლიდან გასვლა მზის ჩასვლის შემდეგ მოუწია,დიდი ალბათობით გარეთ არც გავიდოდა კუჭი ფარელი,რომ არ ჰქონოდა. მაგრამ ამას უკვე აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ტომასი სრულიად მარტო მიაბიჯებდა ქუჩაში და მხოლოდ ღმერთის იმედი დარჩენოდა. სწორედ ამ დროს გაისმა მის პირდაპირ მძიმე ნაბიჯების ხმა,რომელიც ტომასისგან დახლოვებით 10-11 მეტრის მოშორებით მდგომ მაღალ მამაკაცს ეკუთვნოდა. -ზედმეტად გაბედული ყოფილხარ, ამ დროს ქუჩაში ხეტიალი რომ გაგიბედავს( ნიკოლასი ) თქვა მან,შემდეგ კი ტომას რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა. -სხვა გზა არ მქონდა...( ტომასი ) უპასუხა დაბალი ხმით ტომასმა და თავი ჩახარა. -შენი მშობლები?სად არიან?( ნიკოლასი ) ჰკითხა მამაკაცმა. -ისინი...ისინი მკვდრები არიან( ტომასი ) მიუგო ტომასმა კვლავ დაბალი ხმით და ცრემლით სავსე თვალებით ახედა მამაკაცს. -სამწუხაროა თუმცა ჩვენ ხომ ვერაფერს შევცვლით არა?სიკვდილს ვერც ერთი ჩევენგანი ვერ დავემალებით...( ნიკოლასი ) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.