შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განსაკუთრებული შეცდომა


24-03-2023, 18:28
ავტორი HASNONAME
ნანახია 2 587

- იცი ზოგჯერ ვფიქრობ რომ საერთოდ არავინ არ მიცნობს.
ვთქვი და კედელზე დაკიდებულ მცენარეს მივაშტერდი.
- შეგიძლია რომ უფრო ვრცლად მითხრა რას გულისხმობ ნუცა?
მკითხა ლიზამ და თავის რვეულში წერა გააგრძელა. სულ მაინტერესებდა რას იწერდა ამ მწვანე დიდ რვეულში რომლის წაკითხვის უფლებასაც არასდროს მაძლევდა.
- მსახიობად ვგრძნობ თავს, რომელიც ცდილობს დროს და ადგილს სხვადასხვა პერსონაჟები მოარგოს.
- მერე რას ფიქრობ გამოგდის ეს ყველაფერი?
მკითხა, თავი რვეულიდან აწია და მომაშტერდა.
- რატომაც არა, მე ხომ თქვენთან სულ სხვა ვარ, სახლში სულ სხვა და გარეთ სულ სხვა.
ვუთხარი და მეც მივაშტერდი.
- და რატომ აკეთებ ამ ყველაფერს?
- ვაკეთებ რას?
ვუთხარი სანამ ის მე მაშტერდებოდა მე კი მას.
- რატომ ცდილობ ის როლი მოირგო, გახდე ის ადამიანი თუნდაც საათით რომელიც არხარ.
ძირს დავიხედე. გამახსენდა ყველა ის შემთხვევა როდესაც ვეცადე ვყოფილიყავი ჩემი თავი მაგრამ ხალხმა ვერ გამიგო. მე თუ მისთვის პასუხის დაბრუნება მინდოდა ყველაფერი უნდა მომეყოლა ამიტომ სიჩუმე ვარჩიე.
- გასაგებია…
თქვა ლიზამ რვეული დახურა და წამოდგა.ეს მხოლოდ იმას ნიშნავდა რომ ჩემი დრო ამოიწურა.
- ხომ იცი როდის უნდა მოხვიდე?
მკითხა და თბილი მზერით შემომხედა.
- როდესაც მომესურვება.
მეც ვუთხარი და გავუღიმე.
- კარგად.
ვუთხარი და კარისკენ გავეშურე.
- შეხვედრამე
მითხრა და თავის ადგილს დაუბრუნდა.მეც გავუღიმე და ოთახიდან გავედი. გარეთ ჩემი მძღლი მელოდებოდა მანქანის კარები გავაღე ჩავჯექი მანქანაში და ფანჯარა ჩავწიე.
- სახლში წავიდეთ.
ვუთხარი საბას და ყურსასმენები გავიკეთე.
მთელი გზა ვფიქრობდი ლიზას კითხვებზე და ჩემს თავში იმაზე უკეთეს პასუხებს ვეძებდი ვიდრე თვითონ ლიზას გავეცი.
ალბათ ყველა ესეთია. ალბათ ყველას ყავს რამოდენიმე პერსონაჟი სხვადასხვა ადგილებისთვის და ხალხისთვის, თუ მარტო მე ვარ ესეთი. ოდესმე ვინმეს ნეტავ ჰქონია ისეთი შეგრძნება რომ მათი ნამდვილი თავი არ მოეწონებოდათ ამა თუ იმ ხალხს და ამიტომ შეუცვლიათ მათში იმ წამსვე ყველაფერი.
- მოვედით.
თქვა საბამ და მანქანა გააჩერა სახლის ჭიშკრის წინ.
- მადლობა.
ვუთხარი მანქანიდან გადავედი და ჭიშკარში შევედი. ეზოში მანქანა არ იდგა, ესეიგი მამაჩემი სახლში არ იყო. სახლის კარები შევაღე და შევედი.
დედა დივანზე იჯდა ღვინის ჭიქით ხელში, რომელშიც წითელი ღვინო ესხა.
- მოხვედი ნუცი.
მითხრა და ტელევიზორი დაასტოპა.
- კი მაკა მოვედი. დავიღალე ჩემს ოთახში ავალ.
- კარგი მაგრამ სანამ ახვალ იცოდე, დღეს საღამოს ჩემი და მამაშენის მეგობრები მოვლენ მათ შვილთან ერთად.
მითხრა და გამიღიმა.
- კაარგი.
ასვლა დავაპირე მეორე სართულზე და მაკამ ისევ გამაჩერა.
- ალბათ ორ საათში მოვლენ.
- კარგი.
ვუთხარი და მეორე სართულზე ავედი, მაკამ კი ტელევიზორის ყურება გააგრძელა.
ოთახში შევედი, ყველაფერი გავიხადე დავაწყვე თავის ადგილას,მოვამზადე ლამაზი და კომფორტული ტანსაცმელი სახლისთვის და შხაპის მისაღებად ვაპირებდი შესვლას როდესაც ტელეფონზე დამირეკეს.ტელეფონი ავიღე და ვუპასუხე.
- გამარჯობა
- ნუცი მევარ თაკო როგრო ხარ?
- კარგად თაკო შენ?
- მეც კარგად.გოგო რამინდოდა მეთქვა ხვალ ვაწყობ წვეულებას დაბადების დღე მაქვს და რომ არ მოხვიდე ძაან მეწყინება.
დავფიქრდი. ეს გოგო დიდი ხანია არ მინახავს, თან სულ ცდილობს რომ მომბაძოს. რატომაც არა.
- კარგი თუ მეცლება მოვალ.
- ძალიან გამახარეებ. ადგილს და დროს მოგწერ ნომერზე.
- კარგი.
- კარგად.
მითხრა და გავუთიშე. ტელეფონი დამტენზე შევაერთე და შევედი შხაპის მისაღებად. შხაპი მივიღე გამოვედი შერჩეული შავი ელასტიკი და თეთრი მოკლე მკლავიანი ზედა ჩავიცვი.
ფეხზე თეთრი ნასკები და თეთრი კროქსები. თმა გავიშრე და სუნამო შევისხი. წამოწოლას ვაპირებდი როდესაც მაკამ დამირეკა. ტელეფონი ავიღე და ვუპასუხე.
- გისმენ
- ნუცი ჩამო მოვიდნენ სტუმრები.
- კარგი.
ვუთხარი და გავუთიშე. დიდად არ მინდოდა მათი გაცნობა. საერთოდ არავის გაცნობა არმიყვარს. შავი ჟაკეტი შემოვიცვი და პირველ სართულზე ჩავედი. სანამ მისაღებში შევიდოდი შევამჩნიე ლამაზად გაწყობილი მაგიდა. მაკას ეს ყოველთვის გამოსდიოდა. შვედი მისაღებში და დავინახე ძალიან ლამაზი ქალი, ლამაზი ღია თმით და ლამაზი პატარა სახით. მის გვერდით მაღალი სიმპათიური კაცი იჯდა,რომელსაც კარგი ჩაცმულობა ჰქონდა. მათ საპირისპიროდ დივანზე კი ბიჭი იჯდა, საკმაოდ მაღალი. მისი ლამაზი შავი თვალები შორიდანაც შევამჩნიე. ოდნავ წინ გამოშვერილი მოკლე, ღია ყავისფერი თმები ჰქონდა. საშუალო ზომის ცხვირი და პატარა,მაგრამ ძალიან ლამაზი ფორმის ტუჩები ჰქონდა. საშუალოდ დაკუნთული იყო. შავი მაიკა ეცვა. ქვედა თეთრი სპორტული და ფეხზე შავი ნაიკის air force 1-ები ეცვა. ხელზე ლამაზი სამაჯური ეკეთა. მუხლებზე ედო იდაყვები და ტელეფონში რაღაცას წერდა. შევედი თუ არა მაკამ და სავარაუდოდ ცოლ-ქმარმა შემამჩნიეს.
- აი ნუციც მოვიდა.
თქვა მაკამ და გამიღიმა.
- გამარჯობა
მივესალმე სტუმრებს და გავუღიმე.
- გამარჯობა
მითხრეს ცოლ-ქმარმა და გამიღიმეს. რაც მაოცებდა ის იყო რომ ეს ბიჭი არც მომსალმებია, უბრალოდ შემომხედა და ისევ ტელეფონში რაღაცის წერა გააგრძელა. უზრდელი გავიფიქრე.
- მოდი ნუცი გვერდით დამიჯექი.
თქვა მაკამ. მივედი და გვერდით დავუჯექი
- ეს სოფოა ჩემი და მამაშენის ბავშვობის მეგობარი.
ხელით მანიშნა ქალბატონზე.
ქალბატონი შევათვალიერე.
- ეს გიორგია სოფოს ქმარი.
გავუღიმე ორივეს.
- ეს კი დათია მათი შვილი.
- სასიამოვნოა.
- ჩვენთვისაც.
მითხრეს და გამიღიმეს სოფიკომ და გიორგიმ.
- შენზე ყველაფერი კარგი გვსმენია. რომელ კლასში ხარ?
- მეთორმეტეში.
- ძალიან კარგი.
ბიჭმა ტელეფონი გამორთო უკან დივანს მიეყრდნო და კომფორტულად დაჯდა.
- ლაშა სად არის?
ვკითხე მაკას.
- მამაშენი მალე მოვა.
მითხრა და გამიღიმა.იმ წამსვე კარები გაიღო და ლაშა შემოვიდა ღიმილით.
- როგორ მოგვენატრე
თქვა გიორგიმ. ლაშა გადაეხვია სტუმრებს და მათ გვერდზე დაჯდა.
- დათი როგორ გაზრდილა.
თქვა ლაშამ და ბიჭს გაუღიმა და ბიჭმაც უკან გაუღიმა ლაშას.
- ბავშვებო თქვენ ზევით ხომ არ ახვიდოდით ჩვენ სალაპარაკო გვაქვს.
თქვა გიორგიმ.
მე გავუღიმე და ბიჭს ვანიშნე რომ წამოსულიყო. ბიჭიც ადგა და გამომყვა. მეორე სართულზე ავედით და რადგამ მისაღები არ გვქონდამეორე სართულზე, ჩემს ოთახში შევიყვანე. ჩემი ოთახი სულ დალაგებული იყო, ამიტომ არ მეშინოდა მისი შეყვანის იქ. ოთახში ორი სკამიც მედგა, რომელზეც ბიჭი დაჯდა და ოთახის თვალიერება დაიწყო. მე ჩემს საწოლზე დავწექი და ტელეფონში დავიწყე ინსტაგრამის სქროლვა.
- რა მოსაწყენი ოთახი გაქვს.
გავიგე ბოხი და წყნარი ხმა. ბიჭს ავხედე და მის ლამაზ შავ თვალებს მივაშტერდი.
- მოსაწყენს რას ეძახი?
ბიჭმა თვალებში ყურედა დამიწყო, მე კი ავფორიქდი და გვერდზე გავიხედე.
- გოგოების ოთახები უფრო გადატვირთულია ხოლმე უაზრო რაღაცეებით შენი კი პირიქით.
მითხრა და მიიხედ-მოიხედა.
- მე ყველას არ ვგავარ, და შენ აშკარად ძალიან ბევრი გოგოს საწოლ ოთახში ხარ ნამყოფი.
ვუთხარი ჩავიცინე და ტელეფონში გავაგრძელე სქროლვა.
- მთავარია შენს ოთახში არარის ბიჭი ნამყოფი.
მითხრა და ტელეფონში დაიწყო წერა.
ამ ბიჭს რაში ადრდებდა ჩემს ოთახში ბიჭი ნამყოფი იყო აქამდე თუ არა.
- რაიცი?
ვუთხარი და ბიჭს გავხედე.
- ნამყოფია ჩემსგარდა აქ ვინმე?
მითხრა და შემომხედა.
- კი
ვუთხარი იმის მიუხედავად რომ, ჩემს ოთახში ჩემი პატარა ლეკვის გარდა არავინ ყოფილა.
- ვინ?
მითხრა ოდნავ გაბრაზებული ტონით.
- ჩემი ლეკვი ტობი.
ვუთხარი და ჩავიცინე.
- ძალიან კარგი.
მითხრა და ტელეფონში წერა განაგრძო.ბიჭი ჩაფიქრდა, როდესაც მისმა ტელეფონმა დარეკა. მან ტელეფონი გათიშა და წამოდგა.
- ნუციკო მე რაღაც საქმეები მაქვს უნდა წავიდე.
მითხრა და თავისი ლამაზი თვალებით მომაშტერდა.
- კარგი ჩაგაცილებ.
ბიჭს ჩაეცინა.
- კარგი.
საწოლოდან ავდექი და კარებისკენ წავედი.
- რამდენი წლის ხარ ნუციკო შემახსენე?
მითხრა და უკან გამომყვა.
- კარგად რომ მოგესმინა აქამდე ჩემს კლასს გაიგებდი, და ასაკსაც როგორმე გამოთვლიდი.
ვუთხარი და ნელ-ნელა კიბეებზე ჩავედი.
- ესეთ თავდაჯერებულ და თამამ 17 წლის გოგოს პირველად ვხედავ
მითხრა და უკან მომყვებოდა.
- მე გითხარი ყველას არ ვგავარ.
ლაპარაკში ჩავედით პირველ სართულზე და მშობლებს შევხედეთ, რომლებიც იჯდნენ და წარსულს იხსნებედნენ.
მისაღებ ოთახში შევედით.
- ბავშვებიც მოვიდნენ.
თქვა გიორგიმ. ჩვენ გავუღიმეთ.
- მე გასასვლელი ვარ საქმეზე. უნდა დაგტოვოთ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
უთხრა დათიმ მშობლებს და გაუღიმა. მაკა და ლაშა ადგნენ, დათის ჩაეხუტნენ და დაემშვიდობნენ.
- მეც ავალ ჩემს ოთახში, ცოტა შეუძლოდ ვგრძნობ თავს.
ვუთხარი მშობლებს, იმის მიუხედავად რომ ძალიან კარგად ვიყავი.
ყველამ თავი დამიქნია და ისევ წარსულზე ლაპარაკი განაგრძეს. მე ჩემს ოთახში ავედი, საძილე ტანსაცმელები ჩავიცვი წამოვწექი და რატომღაც დათიზე დავიწყე ფიქრი. ძალიან საყვარელი და იდუმალი ბიჭი იყო. ამასობაში დათიზე ფიქრშიც ჩამთვლიმა.დილას ადრე მზის სხივებმა გამაღვიძეს. ავდექი და ფარდები ჩამოვაფარე ფანჯრებს 10 წუთით წავუძინეთქო და შუადღის 2საათამდე მეძინა.
- ნუცა
მომესმა მაკას ხმა.თვალები არ გამიხელია ისე გავეცი პასუხი.
- გისმენ.
- მგონი უკვე დროა გაიღვიძო
თვალები გავახილე.
- მჰმ რამე გინდა?
- გაემზადე სადღაც უნდა წახვიდე.
- მაინც სად.
გაკვირვებული სახით ვუთხარი.
- ჩამოდი და გეტყვი.
- მჰმ
ვუთხარი და მაკაც ოთახიდან გავიდა.
ფანჯრისკენ გავიხედე და შევამჩნიე რომ, ფარდა გადაწეული იყო და მზის სხივები ანათებდა ოთახში.გავიფიქრე ალბათ მაკამ გადაწიე ფარდათქო.ავდექი საწოლიდან მოვწესრიგდი და გამზადება დავიწყე. არვიცოდი სად მივდიოდი ამიტომ კლასიკურად ჩაცმა გადავწყვიტე. ჩავიცვი, თმა დავივარცხნე, სუნამო შევისხი, ოთახიდან გავედი და პირველ სართულზე ჩავედი. მაკა მისაღებში იჯდა, ტელეფონში იყურებოდა და თან ყავას სვამდა.
მისაღებ ოთახში შევედი და მაკამაც შემამჩნია.
- აბა სად მივდივარ?
მაკამ კარგად შემათვალიერა.
- დათის სახლში უნდა შეიარო
მითხრა და გამიღიმა. მე გამიკვირდა.
- დათის სახლში რა მინდა?
ვკითხე მაკას.
- სოფიკოს და გიორგის უნდათ შენი ნახვა.
მითხრა და ყავა მოსვა.
- რატომ?
- თვითონ გეტყვიან რატომაც. უბრალოდ ერთი ორი საათი უნდა დაელოდო, ჯერ საქმეები აქვთ მაქამდე მიდი შენ მათთან სახლში და დაელოდე.
გამიკვირდა ორი საათით ადრე რატომ მიშვებდა მაკა მათთან სახლში.
- კარგი მაგრამ სახლში თუ არავინ იქნება როგორ შევიდე?
- სახლთან კარის კაცი იქნება და ის შეგიშვებს.
მაკას თავი დავუქნიე და სახლიდან გავედი. ეზოს წინ საბა მელოდებოდა. მანქანაში ჩავჯექი.
- გამარჯობა
ვუთხარი საბას და ფანჯარა ჩავწიე.
- არვიცი სად მოვდივართ გადავრეკავ მაკასთან და გეტყვი.
ტელეფონში ნომრის აკრეფვა დავიწყე.
- ვიცი მისამართი. ქალბატონმა მაკამ მომწერა უკვე.
მითხრა და მანქანა დაძრა. საბას თავი დავუქნიე, ყურსასმენები გავიკეთე და ფანჯარაში ყურება დავიწყე. ვფიქრობდი თუ რაზე შეიძლებოდა ელაპარაკათ დათის მშობლებს.ყველა ცუდი, და კარგი ვარიანტი გავიფიქრე. ამასობაში დიდ თეთრ სახლთან გავჩერდით, რომელსაც დიდი ეზოც ჰქონდა. ჭიშკართან შავებში ჩაცმული კარისკაცი იდგა. მანქანიდან გადავედი და კარის კაცთან მივედი.
- მაგარჯობა
ვუთხარი და გავუღიმე.
- ნუცა გელაშვილი?
მკითხა და შემათვალიერა.
- კი.
ვუთხარი და გავუღიმე.
კარისკაცმა კარები გამიღო და მეც შევედი ნელ-ნელა ეზოში. სახლს მივუახლოვდი და კარები შევაღე. დიდი ულამაზესი
სახლი იყო, ძალიან ლამაზი
თეთრი დიზაინით. შევედი და მისაღებში დავჯექი. ტელეფინი ამოვიღე, მუსიკების მოსმენა დავაპირე როდესაც ვნახე რომ ტელეფონი დამჯდაქი მქონდა. ტელეფონის გარეშე ნამდვილად ვერ დავიცდიდი ორი
საათი, ამიტომ რამე უნდა მომეფიქრებინა. აქ ხომ დათი ცხოვრობს გავიფიქრე. გადავწყვიტე რომ დათის ოთახი მეპოვა და დამტენი ამეღო. ვიცოდი რომ ეს ცუდი საქციელი იყო, მაგრამ მაინც გადავწყვიტე მეპოვა დათის ოთახი. მისაღებიდან ეგრევე მარჯვნივ კიბეები იყო მეორე სართულზე ასასვლელი. კიბეებს მივუახლოვდი და ავედი მეორე სართულზე. მეორე სართულზე ხუთი ოთახი იყო და დიდი დერეფანი ჰქონდათ. ოთხ ოთახს ერთი და იგივე კარები ჰქონდა, ერთს განსხვავებული. ალბათ ეს სველო
წერილი იყო. განსხვავებული
კარები შევაღე და მართლაც სველი
წერტილი იყო. კარები მოვხურე და ვფიქრობდი, რომელი შეიძლება ყოფილიყო დათის ოთახი. გული მიგრძნობდა რომ ის ერთი ოთახი პირდაპირ იქნებოდა დათისი ოთახს მივუახლოვდი და კარები ნელა შევაღე. ოთახი დალაგებული იყო, ერთი დიდი ტანსაცმლის კარადით და დიდი ფეხსაცმლის კარადით. ეს ოთახი ნამდვილად დათისი იქნებოდა. შევედი კარები მოვიხურე, საწოლთან მივედი და გვერდით შტეფსელში შეერთებული დამტენი მოვაძრე როდესაც პირველი სართულიდან ხმა მომესმა. პანიკაში ჩავვარდი არვიცოდი რა მექნა ჩავსულიყავი პირველ სართულზე თუ აქ დავრჩენილიყავი. ხმები ნელ-ნელა უფრი მოახლოვდა. ვიღაც მეორე სართულზე ამოდიოდა. არვიცოდი რას ვაკეთებდი.დამტენი უკან შევაერთე შტეფსელში, ტელეფონი ავიღე და ტანსაცმლის კარადა გამოვაღე. შევჩერდი, ვიფიქრე იქნებ ამ ოთახში არავინ შემოდიოდა მაგრამ ფეხის ხმა უფრო ახლოვდებოდა. კარადაში შევედი და შიგნიდან დავკეტე. გული ძალიან სწრაფად მიცემდა.დათის ოთახის კარები გაიღო. ვერ ვხედავდი ვინ შემოვიდა. საწოლზე დაჯდომის ხმა იყო.
- შენები როდის მოვლენ?
გავიგე გოგოს ხმა.
- ბევრ კითხვას სვამ გაიხადე.
თქვა დათიმ. კი ეს ნამდვილად დათის ხმა იყო. არვიცოდი რა გამეკეთებინა. ვიცოდი ამ ოთახში რაც უნდა მომხდარიყო და არმინდიდა ამას შევსწრებოდი. შემეშინდა და ცრემლები წამომივიდა. გოგო ნამდვილად იხდიდა ტანსაცმელს რადგან ტანსაცმლის გახდის ხმა ისმოდა.
- დათი შეყვარებული გყავს?
ჰკითხა გოგომ დათის.
- რა გითხარი? ზედმეტ კითხვებს სვამ.
ამ გოგოსთან დათი ძალიან უხეში იყო. ნუთუნის ყველასთან ესეა?
- ძალიან ბევრს მოსწონხარ შენ კიდევ ყველას უბრალოდ ერთი ღამისთვის იყენებ, და მერე აგდებ.
- მართლა არ მაინტერესებს
უთხრა დათიმ გოგოს უხეშად.არც გამკვირვებია რომ დათი ბევრს მოსწონდა.
- ეს სუნამო შენ გასხია?
გაკვირვებული ხმით ჰკითხა დათიმ გოგოს
- არვიცი, მოდი და შენთვითონ გაარკვიე.
დათის ფეხის ხმა გაისმა ანუ ნამდვილად მივიდა გოგოსთან.
- ჩაიცვი და წადი.
უთხრა მოულოდნელად დათიმ გოგოს.
- გასაგებია არ მოგწონვარ, მე ვცდილობ ყველანაირად ვიყო შენს გვერდით და ეხლა ჩემთან დაწოლაც აღარ გინდა?
სასოწარკვეთილი ხმით უთხრა გოგომ დათის.
- ჩაიცვი და წადი.
გაღიზიანებული ხმით უთხრა დათიმ გოგოს. გოგოც ადგა და ტანსაცმლელი ჩაიცვა.
- რამე დავაშავე?
დათიმ გოგოს პასუხი არ დაუბრუნა. გოგო მიხვდა, რომ დათი პასუხს არ გასცემდა და ოთახიდან გავიდა. საწოლის ხმა გაისმა. სავარაუდოდ დათი საწოლზე ჩამოჯდა. ღრმად ჩაისუნთქა.
- გამოდი.
თქვა დათიმ. გული სწრაფად მიცემდა. ამ ბიჭმა ამდენიხანი იცოდა რომ აქ ვიყავი? პანიკაში ჩავვარდი.
- ნუციკო გამოდი.
გაიმეორა დათიმ გაბრაზებული ხმით.მეც ნელა გამოვედი კარადიდან და დათის შევხედე. მუხლებზე იდაყვები ედო და მიყურებდა.კარადის კარები დავხურე და კარადას მივეყრდენი.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

გაგრძელებას ველოდები აუ როდის დადებ შემდეგ თავს ????

 


№2  offline წევრი HASNONAME

სტუმარი ანი
გაგრძელებას ველოდები აუ როდის დადებ შემდეგ თავს ????

მიხარია თუ დაგაინტერესა❤️გაგრძელება დაიდება რამოდენიმე საათში:)

 


№3 სტუმარი სტუმარი ნატო

ძალიან კარგი ჩანს იმედია გაგრძელებაც მალე იქნება????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent