შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბეჭედი


28-03-2023, 03:36
ავტორი Sana
ნანახია 3 129

-ანაბელ უპასუხე ტელეფონს თორე გადავაგდებ ფანჯრიდან
-რა დავაშავეეე.
საათს დახედა დაციფრბლატი დილის 7 საათს უჩვენებდა,დედა რეკავდა,საწოლზე ჩამოჯდა და უპასუხა
-დედა?
-ვიცი დედი რომ გაგაღვიძე მაგრამ გეხვეწები უნდა ჩამოხვიდე,
-დედა დილის 7 საათზე იმიტომ მირეკავ რომ ჩამოსვლას მთხოვ,რა ხდება ასეთი,ომი იწყება და მამაზადებ?
-უნდა ჩამოხვიდე,მეტს არაფერს გეტყვი,დანარჩენს აქ რომ ჩამოხვალ გაიგებ.
ტელეფონში გაბმული ზარი რომ გაისმა მიხვდა რომ გაბრაზებულმა გათიშა დედამ,ზუსტად 1 წელი სრულდებოდა რაც სახლში არ ჩასულა,იმდენად ქონდა მონატრებული ყველა და ყველაფერი რომ გულისცემა გაუხშირდა,იჯდა და ფიქრობდა რა გაეკეთებინა,ამასობაში ოთახში მირა შემოვიდა,
-რა სახე გაქ ალქაჯო?გეგონება ომის პირველ ხაზზე გიშვებენ მარტოს
-ჩათვალე ეგრეა,სოფელში უნდა ჩავიდე
მირას დაჭყეტილი თვალები რომ დაინახა გაეცინა,ადგა და გოგო სანამ გონს მოვიდოდა და კითხვებს დააყრიდა მანამ შეიკეტა აბაზანაში და იქიდან დაუძახა ყავა გამიკეთეო.
-რას აპირებ?
-არ ვიცი მირა 1 წელი არავინ მინახავს,მხოლოდ კამერით ვსაუბრობთ,არც გასულ წლებში ვიკლავდი თავს ჩასვლით მაგრამ ჩავდიოდი და ვნახულობდი ყველას,მაგრამ ეს 1 წელი ჩემი ცხოვრების გარდასახვას მოვუნდი და არ ვიცი რა იქნება,მითუმეტეს რომ მათ არაფერი იციან,
-ჰოო,ძნელია მაგრამ მოგიწევს მაინც როგორც სჩანს
-მომიწევს და თან დღეს მოხდება ეს ყველაფერი
-გინდა გამოგყე?
-არა,მარტო წავალ
ანაბელს არასოდეს ჰქონია ოჯახთან ცუდი ურთიერთობა,ის ყველას უყვარს,მაგრამ წარსულში ნატკენი გულის გამო რომელსაც ვერ ივიწყებს წასვლა გადაწყვიტა და დატოვა ყველა,მარტო ცხოვრებას გაუსწორა თვალი,ბევრი დაბრკოლება,ღალატი,ტკივილი და ბედნიერება გამოარა,მაგრამ მაინც მყარად დგას ფეხზე,10 წლის განმავლობაში მცირედიდ დაწყებული პატარა ბიზნესი გააფართოვა,პარალელურად დიზაინზე დაიწყო მუშაობა და ისეთი კოლექცია შექმნა რომელითაც უცხოელი შოუ-ბიზნესის ხალხიცკი დაინტერესდა,ამიტომ "ANEX" გრუპი შექმნა,კომპანიამ მალევე გაითქვა სახელი, მეპატრონე არასოდეს არსად ჩნდებოდა ოფიციალურად,ყოველთვის იყო ყველგან და ადევნებდა თვალს მაგრამ არავის წარმოდგენა არ ქონდა თუ ვინ ინკოგნიტო დიზაინერი.
კარზე ზარი გაისმა და ოთხაში მირასთან ერთად შემოლაგდნენ ნიტა და ლილე.
-აუ მირა ყავა გეხვეწები თორე ვერ გამოვფხიზლდი,დილიდან ზარებს ვპასუხობ დავიტანჯე,
გაისმა ლილეს ხმა
-ალქაჯი სადაა?აყვა ნიტაც
-ოთახშია ბარგს ალაგებს
გაოცებული სახეების დანახვისას მირამ მოახსენა გოგოებს რომ ალქაჯი სოფელში მიდიოდა
-ხუმრობ ხო?
-არა ლილე არ ვხუმრობ,დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,უბრალოდ ზედმეტი არაფერი უთხრათ თორე მოსიარულე ბომბს გავს.
ამასობაში ანაბელმა ბარგი ჩაალაგა და მისაღებში თვალებ დაჭყეტილი გოგოების დანახვისას ღიმილით უთხრა
-გოგოგოებო ყველაფერს მიხედეთ თუ რამეა მირეკავთ,დანარჩენი იცით,ძალიან მიყვარხართ
სამივეს მოეხვია და ცოტახანს მათთან ერთად ჩამოჯდა და განაგრძო ყავის დალევა,
-ლილე შენი სათაყვანებელი ქმარი სადაა?
-სამსახურშია ალქაჯო,ახლა ვისით დაინტერესდი?
-ამჯერად არავინ მაინტერესებს,იქ არ დამჭირდეს მთავარია ვინმესთვის კისრის მოწყვეტა
-იმედია არ დაგჭირდება,თქვა მირამ
-მეც დიდი იმედი მაქვს,წავედი გოგოებო,მირეკავთ-გირეკავთ,ჭკვიანად იყავით
სახლიდან გამოვიდა,ბარგი საბარგულში ჩადო და საჭეს მიუჯდა,დედას დაურეკა და უთხრა რომ მიდიოდა და მანქანა დაქოქა,მთელი გზა სიმღერები ქონდა ჩართული,რამდენიმე ზარს უპასუხა,შეხვედრები გოგოებს გადააბარა და მშვიდად განაგრძო გზა.



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

მომეწონა თან ინტრიგა დატოვე რატომ გამოიძახეს სასწრაფოდ სახლში? კარგია იმედია მალე დადებ და არ გვალოდინებ

 


№2  offline წევრი Sana

სტუმარი მაკო
მომეწონა თან ინტრიგა დატოვე რატომ გამოიძახეს სასწრაფოდ სახლში? კარგია იმედია მალე დადებ და არ გვალოდინებ

ძალიან დიდი მადლობა❤️❤️დიდი ხანი არ გალოდინებთ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი ნესტან

კარგი დასაწყისია საინტერესო ფაქტები ცუდი რამ მოხდა წარსულში რამაც გაღიზიანა ანაბელი მაგრამ რატომ დაიბარეს სასწრაფოდ სახში საინტერესოა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????

 


№4  offline წევრი Sana

ნესტან
კარგი დასაწყისია საინტერესო ფაქტები ცუდი რამ მოხდა წარსულში რამაც გაღიზიანა ანაბელი მაგრამ რატომ დაიბარეს სასწრაფოდ სახში საინტერესოა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????

მადლობა ძალიან დიდი,შემდეგი თავი მალე დაიდება❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი თამილა

ძალიან კარგია გააგრძელეთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent