ბოლო მსხვერპლი(თავი 1)
კუთხეში მჯდომი იმედიანი თვალებით უყურებდა ბიჭს, რომელსაც ხელში ბურთი ეჭირა, და ფარს უყურებდა. ახლა წამების ამთვლელს დააკვირდა, წითლად დაწერილი 5 წამი რომ შენიშნა, ნერვიულად აამოძრავა ცალი ფეხი, და თითების წვალება დაიწყო რომლებიც გაყინული ჰქონდა. ბიჭმა თვალი ხალხისკენ რომ გააპარა, მოეჩვენა რომ მას შეხედა, შემდეგ ფიქრები თვიდან მოიშორა, და ჩურჩული დაიწყო -შენ ეს შეგიძლია, მიდი, მიდი - წამზომი კი უკვე ციფრ სამს აჩვენებდა, ბიჭმა ჩაგდება რომ დააპირა, უნებურად დახუჭა თვალები, და გულის ცემა გაუნელდა. რამოდენიმე წამში ხალხის შეძახილები რომ გაიგო, თვალები გაახილა, ირგვლივ მიმოიხედა, ფეხზე წამომდგარი გახარებული საზოგადოება რომ დაინახა, შემდეგ ბიჭს შეხედა რომელსაც თანაგუნდელები ეხუტებოდნენ, ერთიანად იღიმოდა და თან ცრემლები სცვიოდა, შემდეგ მიხვდა თუ როგორ მოუნდა ახლა ისიც ბიჭს ჩახუტებოდა, ცრემლები მოიწმინდა, თვალები დახუჭა ერთი ღრმად ჩაისუნთქა, და წავიდა…ხო აი ასე, წავიდა იმის მიუხედავად რომ ახლა მხოლოდ ბიჭზე ფიქრობდა იმის მიუხედავად რომ მასაც უნდოდა ეთქვა ის რომ მისით ამაყობდა, ის რომ მას უყვარდა, მაგრამ ახლა მანქანამდე მიიწევდა, სურვილის საწინააღმდეგოდ მიდიოდა, და გრძნობდა თანდათანობით როგორ იზრდებოდა სურვილი მასში იმის რომ ეღრიალა, ან საკუთარი თავისთვის რაიმე დაეშავებინა, იმიტომ რომ იცოდა რომ ეს ყველაფერი მისი ბრალი იყო… 1 წლის წინ აბაზანის კაბინიდან გამოსულმა დაორთქლილ სარკეს ხელი გადაუსვა, და საკუთარ ანარეკლს დააკვირდა, თვალებში ოდნავ ზიზღსაც კი შენიშნავდით, უემოციოდ უყურებდა თავის თავს, და თავში მხოლოდ ერთი სიტყვა ჩაესმოდა, “ცარიელი.” ხო ასეთი იყო, ცარიელი, არავითარი გრძნობით ან ემოციით, მხოლოდ ერთი სიტყვა ეთქმოდა მის თავზე და ეს “ცარიელი” იყო სათქმელად მარტივი მაგრამ ამავდროულად საზიზღარი გრძნობა რომელიც მას იმ დღიდან თან დაჰყვება როდესაც მისი “საქმიანობა” დაიწყო. აბაზანიდან ტრუსის ამარა გამოვიდა და საძინებელ ოთახში შევიდა, თხელი ხალათი მოირგო, და აივანისკენ გაიკვლია გზა, სადაც დაჯდა, ფეხები კი მოაჯირზე შემოდო. თვალებ დახუჭული მიყრდნობოდა სკამს, რომ არა მაგიდაზე დადებული ტელეფონის ხმა, ტელეფონს უპასუხა, და თვალი სივრცეს გაუსწორა -რა გინდა -სულ ასე რატომ მპასუხობ -რანაირად ასე - დაღლილი ხმით უპასუხა კაცს -“რა გინდა,”იქნებ ვინ რეკავს? -დამიჯერე შენს გარდა ამ ტელეფონზე არავინ რეკავს დიმა, ამიტომ, რა გინდა თქვი - ამოიოხრა, და აივნის მოაჯირს დაეყრდნო -მეც გითხარი რა… -დიმა! - მკაცრად უთხრა -კარგი, კარგი, ახალი საქმეა - ისევ ახალი საქმე, ისევ ერთი რამ რომელიც უფრო დააცარიელებს,ისევ ერთი რამ რომელიც უფრო მეტად შეაძულებს თავს -რა საქმე? - მაგიდაზე დადებულ სიგარეტის კოლოფს დასწვდა, ღერი ამოაძვრინა და მოუკიდა - ზემოდან არის? - ღრმა ნაპასი დაარტყა -ხო…ყველაფერი ფოსტით გამოგიგზავნე, ხომ იცი ელექტრონულს ვერ ვენდობი -ვიცი. - მოკლედ მოუჭრა -მნიშვნელოვანია, ყველაფერი კარგად უნდა გაკეთდეს -ვიცი დიმა ყოველ ჯერზე ამ წინადადებას მიმეორებ, ოდესმე ყოფილა საქმე როდესაც რამე გამიფუჭებია? - გარიზიანებულმა უთხრა -არა, მაგრამ…დაივიწყე - ამოიოხრა კაცმა - და ხო ხვალ საღამოს 7-ზე ჩვენს ადგილას მოდი, იქ გაგაცნობ ყველაფერს -კარგი - უთხრა და დაუკიდა. ჩამწვარი სიგარეტი საფერფლეში ჩააჭ*ლიტა, და სახლში შევიდა. სავარძელში ფეხმოკეცილი ჩაჯდა, და ტელევიზორი ჩართო. არხიდან არხზე რთავდა, როდესაც ნაცნობი სახე დალანდა, “პულტი” იქვე დადო, და ტელევიზორის ეკრანს დააკვირდა “ყოფილი პრემიერ მინისტრის შვილი, კალათბურთელი დუდუ შერვაშიძე 5 წლის შემდეგ ისევ საქართველოშია, წარმატებული სპორტსმენი რამოდენიმე წლის წინ ჩვენთვის უცნობი მიზეზით წავიდა” - რატომ უნდა იცოდეთ მიზეზი, გაიფიქრა, შემდეგ კი ისევ წრიპინა ხმით მოლაპარაკე ჟურნალისტს შეხედა - “კალათბურთელი, 1 წლის წინ ერთ - ერთ ყველაზე კარგ მოთამაშედ დასახელდა, 5 წლიანი კარიერის შემდეგ აშშ-ში, მან გადაწყვიტა რომ ისევ მისი ქვეყნისთვის ითამაშოს” - ტელევიზორში ვიდეო გამოჩნდა, სადაც აეროპორტიდან გამოსული შერვაშიძე სერიოზული სახით მიაბიჯებს მანქანისკენ, ეტყობა რომ გარს შემოხვეული ჟურნალისტები აღიზიანებენ. კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ბიჭს, შემდეგ კი გადამრთველს დააჭირა, და ვიდეოც ერთიანად წაიშალა ეკრანიდან. ღრმად ამოისუნთქა, სავარძელს მიეყრდნო, და ჭერს ახედა. სახლში ისევ სიჩუმე იყო, ისევ. არ ახსოვდა როდის იქცა ასეთას, როდის დაკარგა ყოველი ემოცია, ყოველი გრძნობა, მხოლოდ ახსოვდა ის პირველი ადამიანი, რომელსაც ცხოვრება ერთი პოსტით დაუნგრია, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი? არც ეს ახსოვდა, ან არ უნდოდა გახსენება. ჭერს თვალები მოაცილა, და ტელეფონის ხმა რომ შემოესმა, წამოდგა, არც დაუუხედავს ისე უპასუხა -რა გინდა - რა თქმა უნდა ეგონა დიმა იყო, ის ხომ მხოლოდ ერთადერთი ადამიანი იყო რომელიც მას ურეკავდა, ტელეფონში მხოლოდ აჩქარებული სუნთქვა ესმოდა -მე…უკაცრავად…ვივიენს ვესაუბრები? - ხმაში ნერვიულობა ეტყობოდა გოგონას -კი? - დაეჭვებული ხმით ჰკითხა, და აივანზე გავიდა - თავად ვინ ხარ? - ადამიანებს ყოველთვის შენობითი ფორმით მიმართავდა -მე…მე…მე -არ მაქვს დრო იმისთვის რომ “ბეკეკას” ვესაუბრო - დაღლილი ხმით უთხრა, და ისევ სივრცეს გაუსწორა მზერა -მე, ლალიტა ვარ - ისე უთხრა თითქოს ეგონა რომ ვივიენი მიხვდებოპდა ვინ იყო როდის იქცა ასეთას, როდის დაკარგა ყოველი ემოცია, ყოველი გრძნობა, მხოლოდ ახსოვდა ის პირველი ადამიანი, რომელსაც ცხოვრება ერთი პოსტით დაუნგრია, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი? არც ეს ახსოვდა, ან არ უნდოდა გახსენება. ჭერს თვალები მოაცილა, და ტელეფონის ხმა რომ შემოესმა, წამოდგა, არც დაუუხედავს ისე უპასუხა -რა გინდა - რა თქმა უნდა ეგონა დიმა იყო, ის ხომ მხოლოდ ერთადერთი ადამიანი იყო რომელიც მას ურეკავდა, ტელეფონში მხოლოდ აჩქარებული სუნთქვა ესმოდა -მე…უკაცრავად…ვივიენს ვესაუბრები? - ხმაში ნერვიულობა ეტყობოდა გოგონას -კი? - დაეჭვებული ხმით ჰკითხა, და აივანზე გავიდა - თავად ვინ ხარ? - ადამიანებს ყოველთვის შენობითი ფორმით მიმართავდა -მე…მე…მე -არ მაქვს დრო იმისთვის რომ “ბეკეკას” ვესაუბრო - დაღლილი ხმით უთხრა, და ისევ სივრცეს გაუსწორა მზერა -მე, ლალიტა ვარ - ისე უთხრა თითქოს ეგონა რომ ვივიენი მიხვდებოპდა ვინ იყო -სასიამოვნოა, ლალიტა, მაგრამ რომ არ ვიცი ვინ ხარ? - ოდნავ ირონიული ხმით ჰკითხა -მე, კა…შეგიძლია შემხვდე? - სათქმელი არ დაასრულა და მოულოდნელად ჰკითხა -უცნობებს არ ვხვდები, შენდა სამწუხაროდ - უთხრა, შემდეგ კი ინტერესმა სძლია - მაგრამ, ამჯერად დავუშვებ ამ შემთხვევას, ორ საათში კაfე “ჩაის სახლში” შემხვდი - უთხრა და გაუთიშა. “ვინ უნდა იყოს?” გაიფიქრა, მოულოდნელმა კარის კაკუნმა ოდნავ შეაკრთო, სახლში შევიდა და შემოსასვლელისკენ გაიკვლია გზა. კარის გაღებისთანავე ნაცნობი სახე რომ დალანდა, უთხრა: -გამარჯობა ლევან, ეს ჩემთვისაა? - ხელში მოქცეულ ღია ყავისფერ პაკეტზე ანიშნა, ოდნავი სარკაზმული ტონით -ხო - პაკეტი გაუწოდა -მადლობა ლევან - უთხრა და კარი დახურა. დივანზე წამოჯდა და იქვე მდგარ პატარა ხის მაგიდაზე პაკეტი დადო, გახსნა, და ფაილს დააკვირდა რომელზეც დიდი ასოებით ეწერა “ვაჟა შერვაშიძე” ნაცნობმა გვარმა თვალი მოსჭრა, და გონებაში ისევ დუდუს სახე წარმოუდგა. ფაილის გადაშლისთანავე ფურცელზე თავმოყრილი სურათები დახვდა, რომელიც მაგიდაზე დაალაგა, და თვალი გადაავლო განსაკუთრებით ყურადღება მიიქცია ფოტომ სადაც ყოფილი პრემიერ მინისტრი, მომღიმარი ქალბატონი, და მათ შორის მობეზრებული სახით მომზირალი შერვაშიძე იდგა. ახლა სხვა ფოტოს შეხედა, კალათბურთის ფორმაში დუდუ, და მასზე გადახვეული ვაჟა, რომელიც სიამაყის თვალებით უყურებს დუდუს. ბევრი ასეთი ფოტო იყო. შემდეგ ერთ-ერთი ფურცელი ხელში აიღო, და დივანზე გადაწვა “ყოფილი პრემიერ - მინისტრი ვაჟა შერვაშიძე, პარლამენტში 1990 - 20010 წლამდე მოღვაწეობდა, პრემიერ - მინისტრად 2007 წელს დაინიშნა, ამ წლიდან 3 წელში კი პარლამენტიდან მიზეზის გარეშე წავიდა” “20010 წლის 13 მაისს მისი მეუღლე ელენე ანჯაფარიძე გარდაიცვალა” თან კითხუობდა და თან ფოტოებსიკენ აპარებდა თვალს “გარდაცვალების მიზეზი სუიციდი” ამ წინადადებაზე თვალი გაუშტერდა, გაშეშდა, რატომ უნდა მოეკლა თავი? სურათებში ხომ ასეთი ბედნიერია, სულელური რამ იყო, თვითონაც იცოდა რომ მისი ფიქრი “ფოტოებში ბედნიერება” სულელური იყო, თუმცა მაინც თვალებს არ უჯერებდა… შემდეგი ფურცელი დუდუს ეხებოდა, მის კარიერას, პირადზე კი არაფერი, ერთი ქალბატონის სახელიც კი არ იყო, გაუკვირდა. ზუსტად 2 საათი კიტხულობდა ყველაფერს შევაშიძეების ოჯახზე, საათს რომ ახედა და ისრები 5 საათს უჩვენებდა, მხოლოდ ახლა გაახსენდა “ლალიტა”, ფურცლები და სურათები მაგიდაზე მიმოყრილი დატოვა, და საძინებელში შევიდა. უბრალო ჯინსი, და ბრეტელიაბი თეთრი მაისური მოირგო, თხელი, წვრილ შარფი გაიკეთა, რომელიც წვრილ კისერს უფრო გამოჰკვეთდა, ფეხზე შავი დაბალძირიანი “ბალეტები” ჩაიცვა, გასვლისას სარკეში არ ჩაუხედავს როგორც ყოველთვის, კარი მიიჯახუნა, და სადარბაზოდან გავიდა. *** 2 კაfეში შესვლისას გარემოს თვალი მოავლო, რა თქმა უნდა ვერ გაარჩია რომელი იყო ლალიტა, ამიტომ უბრალოდ გზა გააგრძელა, და თან მაგიდასთან მსხდომ ადამიანებს აკვირდებოდა -ვივიენ - გოგონას ნაცნობი ხმა რომ გაიგო, უკან შებრუნდა და ფანჯარასთან მჯდომ გოგონას დააკვირდა, მუქი ყავისფერი თმა დაუდევრად ჰქონდა აწეული, თხელი ოდნავ მოგრძო სახე, და დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა, თიტქოს ვირაცას აგონებდა, თუმცა რომ ვერ გაიხსენა, უბრალოდ მაგიდასთან დაჯდა, და სახე ხელებს დააყრდნო, ორივე ჩუმად იყო, ვერ გაეგო ის რატომ არ ირებდა ხმას, უბრალოდ დაბნეული და თან გახარებული სახით უყურებდა, თიტებზე რომ დახედა გაეღიმა, ნერვიულად იმტვრევდა გოგონა თითებს, იმდენად რომ ოდნავ წითელი ფერიც კი ედო მის თეთრ კანს -აბა? - რომ მიხვდა არაფერს იტყოდა, ოდნავ გაუღიმა - იმიტომ მთხოვე შეხვედრა რომ უბრალოდ მიყურო? -მე უბრალოდ…უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა - უთხრა, და თავი ჩაღუნა, და თითებიც თითქოს ვივიენისგან დამალა არ იცოდა რატომ ელოდებოდა, არ იცოდა რატომ ღრღნიდა შინაგანი მე ამდენად, ალბათ სხვა რომ ყოფილიყო არ მოუსმენდა, არც დააინტერესებდა -დიდი ხანი მინდოდა შენთან შეხვედრა - დაიწყო, და ისევ ვივიენს შეხედა - იმის შემდეგ რაც ჩემს მეთვრამეტე დაბადებისდღეზე შენს შესახებ გავიგე - დაინახა რამოდენიმე ცრემლები რომლებიც ლურჯ ზღვისფერ თვალებს უფრო უმუქებდნენ - მას სემდეგ 3 წელი გავიდა, ვიცი ალბათ მკითხავ აქამდე რატომ არ გამოჩნდიო, მაგრამ მეშინოდა…მეშინოდა რომ არ მიმიღებდი, არ მიიღებდი იმ ადამიანს რომელიც იმ ქალის შვილად ითვლება რომელმაც ბავშვობა დაგინგრია, ოჯახი ან თუნდაც არ ვიცი ყველაფერი კარგი…- ღრმად ამოისუნთქა, და ისევ განაგრძო - ვივიენ მე კახას შვილი ვარ, და შენი დ… -აღარ გააგრძელო - უთხრა, აქამდე ჩუმად უსმენდა, მაგრამ ყველაფერი წარმოიდგინა კახა და ის ქალი რომლებიც პირველად 6 წლის ასაკში დაინახა, ამის შემდეგ მოყოდებული დედასთან არ ლაპარაკი და შიში იმისა რომ რამე წამოსცდენოდა, მამა რომელიც ყველაზე კარგი ადამიანი იყო მის თვალში, ადამიანი რომელმაც ყველაზე ნაადრევ ასასკში გამოაცდევინა რას ნიშნავდა გრძნობა “ზიზღი.” თავს იკავებდა რომ ტკივილისგან არ ეტირა, სკამიდან წამოდგა, და ლალიტას დახედა -არ მინდა რომ კიდევ შეგხვდე! - უთხრა, და კაfედან გავარდა, მიხვდა რატომ ეცნობოდა ასე ძალიან მისი სახე, გულის რევის შეგრძენბა დაეუფლა, სუნთქვა შეეკრა, გრილი ჰაერი ჩაისუნთქა, და ქუჩას ფეხით დაუყვა. დიდი ხანი დადიოდა ქუჩაში, ბოლოს კი როდესაც წვიმის წვეთები მოშიშვლებულ მხარზე იგრძნო, ტაქსი გააჩერა, და იმ ადგილას წავიდა სადაც წასვლას ვერასოდეს ბედავდა, მაგრამ ახლა იგრძნო რომ იქ უნდა წასულიყო. მძღოლს მისამართი უთხრა, და ფანჯარაში გაიხედა. ღრუბლიანობის გამო საგრძნობლად ბნელოდა,ტელეფონით გაანათა გზა, რომელიც საფლავებ შორის გადიოდა. თანდათანობით საფლავის ქვებს უყურებდა, ზოგს ამოტვიფრული ასოებით ეწერა სახელი და გვარები, ზოგს გარდაცვლილი ადამიანების ფოტოც კი ჰქონდა, მასაც მიაგნო, ნაცრისფერ ცივ ქვაზე ლამაზი ოქროსფერი ასოებით ეწერა “ნატალია ნემსაძე”, სევდიანად გაეღიმა, და იქვე ქვასთან ახლოს ჩამოჯდა. წვიმის გამო თმა დასველებოდა, წელში მოხრილი დაჰყურებდა დედის საფლავს -ამდენი წლის შემდეგ პირველად მოვედი შენთან…ჯანდაბა ძალიან მრცხვენია… - შეიკურთხა, და ცაში აიხედა - ვიცი რომ იმედები გაგიცრუე…ვიცი რომ აქ რომ იყო მეტყოდი ამას რატომ ვაკეთებ მაგრამ ამის დედაც არც კი ვიცი ამას რატომ ვაკეთებ…მიყვარხარ - ცრემლები შეიმშრალა, ქვას ხელი გადაუსვა, ის ის იყო ტელეფონი უნდა ჩაერთო, რომ ეკრანი ჩაბნელდა -ფუ შენი - თავისთვის ჩაიჩურჩულა, და ნელ - ნელი ნაბიჯებით ცდილობდა გაეკვლია გზა, მოულოდნელად ნათელი შუქი რომ იგრძნო სახეზე, თვალები მოჭუტა - მადლობა, მაგრამ შეგიძლია გაწიო? -ღამ-ღამობით სასაფლაზოე სიარული ფანრის გარეშე ცუდი იდეა ხომ არ არის? - ბოხი ხმა გაიგონა, თვალები აატრიალა, და მას შეხედა, როცა უკვე კარგად ნაცნობი სახე დალანდა, გაუკვირდა, და ისევ შეხედა ბიჭს, რომელიც გოგონას უყურებდა -უბრალოდ ტელეფონი დამიჯდა - მხრები აიჩეჩა, და გზა განაგრძო, არ ეგონა თუ შერვაშიძეს სასაფლაოზე ნახავდა. მის უკან ხმები რომ გაიგონა, უკან შებრუნდა -ნუ გეშინია შენ არ მოგყვები, უბრალოდ მეც მივდივარ უკვე - უთხრა, და თაფლისფერი თვალები გაუსწორა -არ მეშინია - უთხრა, და ისევ ზურგი აქცია სასაფლაოდან გავიდა, და დაღმართს დაუყვა, არცერთ ტაქსს არ ჩაუვლია, ამიტომ სიარულს განაგრძობდა, მანქანა რომ დაინახა მის გვერდით, სიარული ისევ არ შეუწყვეტია -ამ დროს ტაქსი აქ არ გამოივლის -ხოდა მაშინ იქამდე მივალ სადაც გამოივლის - ნიშნის მოგებით გაუღიმა -შემიძლია წაგიყვანო -დაამიჯერე ჩემს გარდა უამრავი გოგო დადის რომლებსაც ძალიან უნდა თვით დუდა შერვაშიძის მანქანაში ჩაჯდეს - ირონიული ხმით უთხრა -შეგიძლია ჩაჯდე და მანქანაში მომიყვე - თვალი ჩაუკრა და ოდნავ გაუღიმა. რამოდენიმე წამი დაეჭვებული მზერით უყურებდა, თუმცა შემდეგ კარი გამოაღო, და მანქანაში ჩაჯდა -ნამდვილად საინტერესოა, ღამით სასაფლაოზე კალათბურთელ დუდა შერვაშიძეს შევხვდი , ვიღაცას რომ ვუთხრა შეიძლება შურისგან გაგიჟდნენ - გაიცინა, იმის მიუხედავად რომ ოდნავ გულში ჩაწყდა რომ ვერავის ეტყოდა -რა გინდოდა სასაფლაოზე? - დასერიოზულებული ტონით ჰკითხა დუდუმ, თუმცა მისთვის არ შეუხედავს, ფანჯრიდან მზერა შერვაშიძის პროფილზე გადაიტანა საშუალოდ დაყენებული თმა, სწორი ოდნავ კეხიანი ცხვირი და სახეზე მორგებული ტუჩები ჰქონდა -შენი აზრით სასაფლაოზე რატომ დადიან? - ჰკითხა, თუმცა სიჩუმის შემდეგ ისევ უპასუხა - დედასთან ვიყავი - ჩამწყდარი ხმით უთხრა და ისევ ფანჯარას გაუსწორა მზერა -რაღაც საერთო აღმოგვაჩნდა - დაბალი ხმით უთხრა და ვივიენს შეხედა ვივიენმა ხმა აღარ ამოიღო -სად ცხოვრობ? - რამდოენიმე წუთის შემდეგ ჰკითხა -სულ პირდაპირ იარე, შემდეგ გეტყვი ვივიენის სადარბაზოს რომ მიადგნენ, სიტყვის თქმის გარეშე გააღო კარი, გადასვლას აპირებდა, როდესაც შერვაშიძის ხმა გაიგონა -სასიამოვნო იყო სენი გაცნობა… - ინტერესიანი თვალებით სეხედა -ვივიენი - უთხრა,დაინახა როგორ ცაეღიმა დუდას. მანქანიდან გადავიდა, უკან არ მიუხედავს ისე შევიდა ბნელ სადარბაზოში, კიბეები აიარა, და დიდ ნაცრისფერ კარსაც მიაგნო -ჯანდაბა ვივიენ - სახლში შევიდა თუ არა თქვა, და საძინებლისკენ დაიძრა. *** 3 თავი დილით მზის სხივები რომ იგრძნო სახეზე, თვალები გაახილა, ოთახს მზერა მოავლო, და საწოლიდან წამოდგა, ფეხშიშველმა გაიკვლია გზა სასტუმრო ოთახამდე, მაგიდაზე მიმოფანტულ ფოტოებსა და ფურცლებს შეხედა, ერთ - ერთი სურათი აიღო და დააკვირდა “შეიცვალა” მხოლოდ ეს გაიფიქრა და ისევ ფოტოზე გამოსახულ დუდუს დააკვირდა. კომპიუტერით ხელში იჯდა, და ყველა გადაცემას თუ ძველ “ნიუსებს” უყურებდა რომელიც შერვაშიძეების ოჯახზე იყო, მათ შორის 11 წლის წინ გარდაცვლილ ელენე ანჯაფარიძეზე, რომელზეც მხოლოდ და მხოლოდ ერთი გადაცემა აღმოაჩინა, ისიც ერთ მიზეზს ამბობდა ქალზე, რომელიც სუიციდით გარდაიცვალა. ვივიენის სახლში კარს შეამჩნევდით, რომელიც ყოველთვის ჩაკეტილი იყო. ვივიენმა კარი გააღო და შიგნით შევიდა, ამ ოტახში თუ შეხვიდოდით ალბათ მხოლოდ იმას იფიქრებდით რომ ადამიანს რომელიც ასეთ ფოტოებს იღებს ნამდვილი ნიჭი აქვს. სწორედაც რომ ამ ოთახში იყო მრავალი სურათები, უმეტესობა შავ-თეთრ სტილში იყო გადაღებული, ზოგი კი ვინტაჟურ განწყობას ქმნიდა, ბევრ ფოტოზე უბრალო, უცნობი ადამიანები იყვნენ გამოსახულნი, ბავშვები, ან თუნდაც მოხუცები, ზოგზე კი უბრალოდ ლამაზი ადგილები. ოთახის ერთი კუთხე მხოლოდ ერთი ადამიანის ფოტოებით იყო დატვირთული, ამ ქალბატონს ვივიენს თუ შეადარებდით აუცილებლად აღმოაჩენდით მსგავსებას, თუნდაც ჩაღრმავებას ლოყებში სიცილისას, თუმცა ვივიენს ხომ დიდი ხანია ასე არ გაუცინია. ზოგზე ქალის სასაცილო გაბრაზებული სახე იყო გამოსახული, ოდნავი ღიმილით შეხედა ფოტოებს, და ცრემლი მოიშორა სახიდან, რამოდენიმე წუთი ასე იდგა, შემდეგ კი ოტახიდან გავიდა კარი საგულდაგულოდ ჩაკეტა, გსაღები შეინახა, და სააბაზანოში შევიდა. სააბაზანოდან გამოსულმა საათს რომ შეხედა, ცაიცვა, და სველი ხვეულებით გავიდა გარეთ. იქ წავიდა სადაც ყოველთვის ხვდებოდნენ ის და დიმა. ძველი უბნის აღმართს აუყვა, და ერთ-ერთ ეზოში შევიდა, სადარბაზოსთან ნაცნობი მარკის მანქანა რომ შენიშნა, მოხატული კედლებით სავსე სადარბაზოში შევიდა, კიბეები ჩქარ-ჩქარა აიარა, და დიდ თეთრ კარზე დააკაკუნა.რამოდენიმე წამის შემდეგ საკეტის ხმა გაიგონა, და როცა დიმას სახე დაინახა სახლში სიტყვის უთქმელად შევიდა. პატარა ერთ ოთახიანი ბინა იყო, რომელსაც შეხვედრებისთვის იყენებდნენ იქვე ფანჯარასთან დადგა, და სიგარეტს მოუკიდა -რაც ლევანს გამოვატანე ნახე? - დიმამ ჰკითხა და ფანჯარა გამოაღო -კი, ყველაფერი წავიკითხე ვნახე მაგრამ ორი რაღაც ვერ გავიგე - ფანჯრიდან მზერა დიმაზე გადაიტანა, რომელიც ახლა სავარძელში მჯდარიყო - ვაჟას პრემიერ მინისტრობისას ძალაუფლება ჰქონდა, სხვა პრემიერ მინისტრებს თუ შევადარებთ, და ასე უბრალოდ პარლამენტიდან წავიდა? - ეჭვიანი მზერით შეხედა ფეხი ფეხზე გადდაებულ დიმას -კი -შენც ხომ იცი რომ ყველაფერი ასე არ იქნებოდა? რაღაცა დგას ამის უკან - თქვა, და სივრცეს გაუსწორა მზერა - ან ვიღაც - შეასწორა თავისი სიტყვები -ეს შენ არ გეხება - უთხრა დიმამ - ნატალიაზე წაიკითხე? -კი, ეგ არის მეორე თემა რომელმაც კიდევ ერთხელ დამაეჭვა…უბრალოდ წარმოიდგინე გყავს ქმარი რომელიც გიყვარს, შვილი რომლითაც ამაყობ, რატომ უნდა გინდოდეს? -ზუსტად ეგ არის შენი მოვალეობა - სერიოზული სახით უთხრა დიმამ, და ვივიენს მიუახლოვდა. -რას გულისხმობ? -ისე უნდა ქნა რომ შერვაშიძეების სახლში ისეთი საბუთი იპოვო ნატალია ანჯაფარიძეზე რომელსაც კარგად გამოვიყენებთ იმაში რომ მისი თვითმკვლელობა დავამტკიცოთ -ხომ მაგრამ იმათ რაში ჭირდებათ? - ზევით ანიშნა თავით -ვიღაცეებმა ტრა*ის თამაში დაიწყეს, ამათაც უნდათ რომ ყველა კვალი გააქრონ იმისთვის რომ ტრაკ*ბი დააყენონ - უთხრა და ფანჯრის რაფაზე მდგომ საფერფლეში სიგარეტი ჩააჭ*ლიტა. -არ მჯერა რომ ასე აშინებთ ეს ყველაფერი - ოდნავ ჩაეცინა -შერვაშიძის წასვლას ბევრი რამ მოჰყვა, ხალხმა გააპროტესტა კიდეც,ძლიერი პრემიერ მინისტრიც იყო…ამათ იმ ადამიანის კი არ ეშინიათ, ეშინიათ იმის რაც გაუკეთეს იმ ადამიანებს - გულზე ხელებ დაკრეფილი უყურებდა -მაგათ ყოველთვის ეგ აშინებთ, ამიტომ მოიშორეს საზიზღარი გზებით ადამიანები - თავი ჩაღუნა - რომლების განადგურებაში ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის - დიმა გაჩუმდა, უბრალოდ უყურებდა ვივიენს, კარგად რომ დაჰკვირვებოდით დიმაში თანაგრძნობასაც დაინახავდით ვივიენის მიმართ. -შერვაშიძეების სახლში შესვლას რას გულისხმობ? აივანიდან შევიპარო ქურდივით? - რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ ჰკითხა -საქმეც მაგაშია რომ ვერ შეიპარები - უთხრა და ვივიენის სახეზე ჩაეცინა - ცოლის გარდაცვალების შემდეგ ვაჟა თბილისიდან წავიდა და სხვაგან დასახლდა, თუმცა ეს “სხვაგან” არავინ იცის ერთი ადამიანის გარდა - შეპარვით უთხრა და ვივიენის სახეს დააკვირდა -დუდა! - ჩაფიქრებულმა უთხრა -სწორედაც რომ დუდა - ეშმაკურად გაუღიმა - როგორმე სახლში უნდა შეახწიო ამ სახლამდე მისასვლელი გზა კი მხოლოდ დუდასკენ მიდის -დიმა! არა! - რომ მიხვდა რას ეუბნებოდა, სავარძლიდან წამოდგა, და აქეთ-იქით დაიწყო სიარული -კარგი რა ვივიენ, რაიმე ახალია შენთვის? -კი და ეს შენც კარგად იცი - კუშტშეკრულმა შეხედა - აქამდე საქმეში მხოლოდ მე ვიყავი -ნუ სულელობ - მობეზრებით აატრიალა თვალები, და საათს დახედა - მე უნდა წავიდე, შენ იფიქრე გაითვალისწინე ფული და ასევე ის რომ ამას პირველად არ აკეთებ - უთხრა და კარისკენ აიღო გეზი -კარგი - უთხრა, და დუდასკენ წავიდა - საქმეში ვარ! -ვიცოდი, შენზე უკეთესი ვერავინ გააკეთებს - უთხრა, და ის ის იყო კარი უნდა გამოეღო, ისევ ვივიენის ხმამ შეაჩერა -დიმა? -ხო -ადამიანობა როდის დავკარგეთ? - ამ კითხვაზე დუდუ მისკენ შეტრიალდა -გახსოვს როცა პირველი საქმე გააკეთე მას შემდეგ სად წახვედი? -კი, ბარში - გაიხსენა საკუტარი თავი. 5 წლის წინ უნივერსიტეტ დამთავრებული იყო, უნივერსიტეტთან ერთად კი მისი ადამიანობაც დამთავრდა. ყოველთვის ჰქონდა კითხვა როგორი იყო კარგი ადამიანი რომელიც დაკარგა თუმცა შეიძლება მას არც არაფერი დაუკარგავს მხოლოდ იმიტომ რომ მაშინ 5 წლის წინაც არ ყოფილა კარგი ადამიანი. -გახსოვს რატომ სვამდი? -კი - უთხრა და გვერდზე გაიხედა - მინდოდა საკუთარი თავი და ყველაფერი დამევიწყებინა, მათ შორის ადამიანობაც -შენს კითხვას შენთვითონვე გაეცი პასუხი, თუმცა ერთი რამ მინდა გკითხო, 5 წლის წინ იმ ვივიენამდე რომელიც გავიცანი კარგი ადამიანი იყავი? - როგორც ყოველთვის კითხვის ნიშნიანი წინადადებით დატოვა დიმამ ვივიენი, და წავიდა. *** გამარჯობათ, რედაქტირებული არ არის იმდენად მინდა გავიგო ტქვენი აზრი, ამიტომ ბოდიშით ხარვეზებისთვის. იმედი მაქვს მოგეწონებათ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.