შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო! თავი 15


29-03-2023, 14:12
ავტორი ანკა გგ
ნანახია 1 468

მოვედი როგორ ხართ საყვარრებო
........

- ძაან ზედმეტად ვარ?
როცა სრულად გაემზადა ნაზისკენ შეტრიალდა და კაბაზე ხელი დაისვა,
- ეგ კაბა ზედმეტად მოკლეა, მარა კაი!
ნიკაპის აწევით თქვა ქალმა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა, უცებ წამოდგა და მაშოს გრძელი შეკრული თმა ლამაზად მოაფინა მხრებზე,
- ჩემი ლამაზი,
დააყოლა გულიდან წამოსული თბილი სიტყვითა და ღიმილით და ჩაიხუტა,
- რა ვქნა ახლა უშენოდ მე?
- მალე ჩამოვალ ბებო, მანამდე არ მოიწყინო ხშირად დაგირეკავ ხოლმე,
ლოყები ჯერ გაუწელა ნაზი რომ გაუბრაზდა შემდეგ კი სიცილით დაუკოცნა ფაფუკი ლოყები....
- 'წავდივართ' უკვე?
გასულმა მაშინვე დასვა კითხვა და რატიმაც მაშინვე ფეხებით დაიწყო მისი ათვალიერება, მაღალქუსლიანებზე შემდგარიყო მაშო და მუხლებს მაღლა ქვედაბოლოში გრძელი ფეხები მომაკვდინებლად ლამაზი იყო, წვრილ წელზე თეთრი კაბის ქამარი შემოერტყა და არც ისე ღრმა დეკოლტით ბრეტელებიანი ტოპი, მხრებზე გრძელი თმა გადმოეყარა და მცირე მაკიაჟით, ზღაპრების ულამაზესი გმირი იქმნებოდა, მძიმე ნერწყვი გადაყლაპა რატიმ თუმცა არ შეიმჩნია როფორ გადაეფინა თვალებზე ოქროსფერი ფანტელები.
კიდევ ერთხელ უნებურად დახედა რატიმ ფეხებს ფიქრები გაყარა და წამოდგა,
- თუ მზად ხარ წავიდეთ, კარგი დროა,
საათს დახედა ტელეფონში და ნამდვილად აწყობდა ეს დროც,
- სად გაქ ჩანთა?
კითხა თან მისკენ წავიდა, ნაზიმ გამოაწოდა ჩანთა და მანაც სწრაფად გამოართვა ქალს ხელიდან, წინ გაატარა ნაზი და უკან მიყვებოდა ნაზის წყვილიც,
- მაშო, ამაში რამე გიდევს?
დაბალხმაზე უთხრა მისკენ გადაწეულმა რატიმ მაშოს და მაშომაც წამით გაკვირვებულმა ახედა შემდეგ ჩანთას დახედა ხომ ისააო
- კი რა არი?
- კაი საღოლ,
ნამდვილად გაუკვირდა მაშოს ასეთი მცირე ჩანთაც და ჩანთის სიმჩატეც რომელიც გოგონებს საერთოდ არ სჩვევიათ, ნაზიმ კარები გადაკეტა და მაშოს უკან მანქანაში სავარძელზე მოთავსდა,
- ნამდვილად არაფერი გრჩება?
კიდე გადახედა მაშოს და მაშომაც უკვე გაკვირვებული ღიმილით გააქნია თავი, რატიმ დაბალხმაზე შეიცხადა და მანქანა დაძრა......
- მე უკვე დევიღალე სიმონ, აქედან სადმე წამსვლელი ვარრ?
- მისმინე ბრატ , ახლა აქანა არ ამჭრათქო გეუბნები, ჭკვიანად-მეთქი სიმონ
ქუთასის აეროპორტში მყოფები ქუთაისური კილოთი ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და საკუთარ სიტყვებზე იცინოდნენ, მხოლოდ რატი უყურებდა შეუცვლელი სახით მათ უბრალოდ მზერა დაერბილებინა და მკაცრი გამომეტყველებაც არ ჰქონია....
- ერთი სიტყვით ხშირად დაგირეკავთ, დამირეკავთ, რატის არ დავუჯერებ და მომენატრებით
კიდევ გაუმეორა და უკვე მეოთხედ დაიწყო დამშვიდობება, კიდევ ერთხელ გადაეხვია ყველას და რატის დაძახებულზე შორს მდგარს გახედა, თავით ანიშნა წამოდი უკვეო ის კარგა ხნის დამშვიდობებული იყო და მხოლოდ მაშოსღა ელოდებოდა, გახედა თუ არა რატის ადგილას მაშოს ფიქრებში წამით მისი ძმაკაცი იდგა, მაშოს ადგილას იდგა რატი და მის წინ კი პატარა მაშო, რომელიც ტირილით ცდილობდა არ გაეშვა რატი არსად:
"- ეე მაშა წავედი,
თმაზე აკრა ხელი და მაშომაც ახედა, უხმოდ მოეხვია რატი გოგოს, ჰაერშიც აწია მოხვეული ხელებით და ძირს რომ ჩამოსვა ხმაურიანად აკოცა ლოყაზე
- ჭკვიანად ბავშვო, მოგწერ ხოლმე"
და სიტყვები ის თბილი მზერა თბილი ურთიერთობა თვალწინ ედგა ყველაფერი სადაც დრომ უცნაურად შემოატრიალა, ახლა ის იდგა რატის ადგილას და მიყვებოდა თავად რატის, ადამიანს რომლის გაშვებაც არ უნდოდა რომლის გამოც ბევრჯერ უტირია ცხარე ცრემლებით რომელმაც შეძლო ჩამოემხო მაშოსთვის სამყარო და ჯერ კიდევ მტკინვეულად იყო ჩარჩენილი მის გულში, ენატრებოდა ის დრო ის ბედნიერება, ის სილაღე და ურთიერთობა, ის თბილი გახსნილი და ჯიუტი ბიჭი ენატრებოდა, რომელსაც ახლა თითქმის სულ ყველაფერი შეეცვალა საკუთარ თავში, ნეტავ ახლა რომ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, ახლა რომ სხვა გოგო მდგარიყო რატის გვერდით და მაშო სადღაც შორს მდგარიყო ჩუმად როგორც ახლა სელენა, რას იგრძნობდა მაშინ მაშო?...
ჩანთას სანამ აიღებდა უხმოდ ფიქრებში გართული თვალ გაშტერებული მიეხუტა თეოდორეს ისე რომ ხელი არც კი მოუხვევია, სამაგიეროდ თეოდორემ მოხვია ხელები ისე რომ მთლიანად დამალა მაშო, თავჩახრილმა თავზე ნაზად აკოცა და მის გასაგონად დაუსვა კითხვა,
- რაზე ფიქრობ მაშუნა?
კითხვაზე წყნარად ახედა მაშომ და უბრალოდ უხმოდ შეაცქერდა,
- მიყვარხარ თედო, უსაზღვროდ მიყვარხარ,
სრული სერიოზულობით ამოილაპარაკა და თეოდორესაც რომ ჩაეცინა მაშო რომელიც ისევ გულზე აეკრო, ისევ ძლიერად მოხვია ხელები,
- მეც ცქნაფო, მეც მიყვარხარ
კიდევ ერთხელ აკოცა თავზე და ეცადა მოეშორებინა,
- მიდი მიდი წადი თორე დარჩები აქ,
სიცილით უთხრა და წინ უბიძგა მაშომაც აიღო ჩანთა გოგონებს კოცნა გაუგზავნა, კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ყველას და ვაჟაც ჰოლივუდის ღიმილით დააჯილდოვა, რატიმაც შორიდანვე ჩაუკრა გოგონებს თვალი მაშოს ჩანთა გამოართვა და მაშოც საყვარლად ამოუდგა გვერდში.......

- დავიღალე
ამოიწუწუნა მაშომ რომელსაც რატის მკერდზე ედო თავი და მოსწონდა ის ფაქტი რომ რატიც სხვებივით მგზავრობდა და არა მდიდრებს რომ სჩვევიათ,
- ჰო ვიცი, დიდი ხანია დგახარ და შენ თავიდანვე სუსტი ფეხების პატრონი იყავი,
ამ სიტყვებმა მაშოს მანქანა გაახსენა როცა რესტორნიდან გამოსულმა რატის მანქანაში მოიწყო დასვენება,
- რატი, მანქანას რა მოუხერხე?
უცებ ახედა ისე რომ თავი არ მოუშორებია, რატიმაც წყნარად დახედა თუმცა თვალები მის ბაგეებს მიუძღვნა და შემდეგ შეხედა ლამაზ თაფლისფერ თვალებში რომელსაც გრძელი წამწამები სულ უფრო ქალურსა და ლამაზს ხდიდა,
- თეოდორეს ვაჩუქე
უდარდელად თქვა თუ არა მაშო სწრაფად მოშორდა,
- რა ქენი? აჩუქე?
თვალები გაუფართოვდა უცებ
- ჰო რაიყო?
- უბრალოდ მოულოდნელი იყო,
დააყოლა როცა თავადაც მიხვდა როგორ შეიცხადა და სკამზე კომფორტულად მოთავსდა რადგან ღვედები უნდა შეეკრათ, მოსაუბრე ფორმაში გამოწყობილ გოგონას საუბარს ყურადღებას არ აქცევდა თავის ფიქრებში გართული ფიქრობდა თუ როგორ შეძლებდა ცხოვრებას, 'გაუსწორდა' კიდეც ის ფაქტი რომ თეოდორეს აჩუქა მანქანა და თან არც ისე სახუმარო, ეჭვის თვალით გახედა უცებ რატის და მაშოს მზერაზე რატიმაც მას შეხედა უცებ მაშოს ეჭვის თვალით მაცქერალ მზერაზე სახე კითხვის ნიშნად დამანჭა და ბოლოს ამოაყოლა "რააო" მაშომ კარგად ჩაათვალ- აათვალიერა "ჰმჰ"-ს ამოთქმით ცხვირი აიბზუა და გოგონას გახედა, რატიმ კიდევ გაოგნებული მზერა ესროლა და გაკვირვებულმა გადაიტანა ყურადღება მოლაპარაკე ქალზე....
ნეტავ იცოდა მაშომ მისი ცხოვრება ქვეყანასთან ერთად რომ იცვლებოდა? ან საერთოდ მზად არის ამისთვის? იმდენად თამამად მიყვება რატის და იმდენად ენდობა მასთან ყველაფერზე თანახმა იყო, ნდობა ეს უდიდესი ნდობა იყო, ყველა და ყველაფერზე დიდი ნდობა ჰქონდა მაშოს რატის მიმართ....
ნახევარი გზა სკამის საკვებ მაგიდაზე ჩამოეწყო იდაყვები, იდაყვებზე თავი მოექცია და ტკბილადაც ეძინა, უხაროდა რომ პირდაპირი რეისით მიფრინავდნენ და არ უწევდათ გადაჯდომა თუმცა რამდენი გაიღვიძებდა ადგილზე ვერ ჩერდებოდა, შემდეგ კი რატი იწყებდა მის გართობას, ცდილობდა რამეზე ესაუბრა რომ მაშო გაემხიარულებინა და დროც გონებაში შედარებით ჩქარა ვაეყვანა არაფერი არ უნდოდა მაშოს უარს ამბობდა წვენზეც და რამე მსგავსზე... ისევდაისევ მოითენთა მაშო ამჯერად რატი გადაიწია მისკენ და მაშოც მის მხარზე მოეწყო, არაკომფორტულად იჯდა ორივე ამიტომ რატი მაშოსკენ შეტრიალდა, ცალი მხრით მიეყრდნო საზურგეს თუმცა არც ისე არაკომფორტულად იყო, აი მაშომ კი ნამდვილად კომფორტულად მოიწყო ადგილი რატის მკერდზე და რატიც რომ მის გრძელ ლამაზ თითებზე თამაშობდა მანაც თვალები გაბადრული სახით მინაბა, საბოლოო ფრენის დრო 4სთ და 37 წთ გაგრძელდა, უხაროდა მაშოს ფრენის დასრულება თუმცა დაშვების დროს გამოწვეულ შიშსა და გრძნობას ვერ ივიწყებდა, ჩასვლისას მაშინვე შემოეგებათ უნიკალური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი სურნელი, მაშოც იქით-აქეთ იყურებოდა ისე ათვალიერებდა ყველაფერს და თან რატის მიყვებოდა უკან და ჩქარ-ჩქარა ამოწმებდა ისევ მის წინ იყო რატი თუ ვინმე სხვას გაყვა, ახალი "სამყაროს" თვალიერებაში, ერთი გახედვაც და მიმავალმა რატიმ ხელი გაშალა ნიშნად რომ მაშოს მისთვის ხელი ჩაეკიდა, ამავდროულად გვერდულად გახედა პირველი ჯერისთვის რომ ენახა მაშო რას აპირებდა, უბრალოდ გაეღიმა შენელებულ რატის დაეწია და მის თბილ ხელში თითები ნაზად შეაცურა, ღიმილით შეხედა რატის და მანაც უბრალოდ თბილი თვალებით დახედა,
- ვიცი რომ გშია, სხვაგან უკეთესი რესტორნებია და იქ წავიდეთ,
- ჯერ ალბათ სახლში წავალთ?
- თუ იმდენად გშია რომ ჩემს შეჭმას აპირებ მაშინ არა,
ღიმილით დახედა და თავისი ჩანთა უკეთ მოიკიდა მხარზე მაშოს ჩანთაც კომფორტულად ეჭირა ხელში და მეორე ხელით კი მაშოს თლილი თითებისთვის ჩაევლო ხელი....
გასვლისას რატი შავი ულამაზესი 'lamborghini aventador' მანქანისკენ წავიდა სადაც მის წინ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი კაცი იდგა და რატის დანახვისას ღიმილით და ნელი ნაბიჯებით დაიძრა მისკენ, შორიდანვე დაიწყო იტალიურად შეცხადება მაღალმა მამაკაცმა რომელიც რატის უტოლდებოდა და რატიც ჩვეული სახით მიუახლოვდა, კაცი ჯერ მაშოს ღიმილით მიესალმა და მაშინვე მოეხვია რატის, მაშოს ხელი უნდა გაეშვა რატისთვის, რისი საშუალებაც მას არ მიუცია პირიქით რატიმ უკეთ ჩაკიდა ხელი, ცალი ხელიც კი არ მოუხვევია მამაკაცისთვის თუმცა ამ ყველაფერს მიჩვეული იყო წინ მდგომი, მანქანიდან კიდევ ერთი მამაკაცი გადმოვიდა რომელიც საერთოდ არ გავდა იტალიელს, ჯერ მაშოს დახედა ისიც რატის მსგავსად არ იღიმოდა მკაცრი გამოხედვა მოავლო მაშოს შემდეგ კი ახლოს მოსულმა ჩამოართვა ძმაკაცურად რატის ხელი, მხიარული შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი კაცი მაშოსთვის გაურკვეველ ენაზე, იტალიურად საუბრობდა და მაშოც გაკვირვებული უყურებდა და უსმენდა ენას რომელიც ძალიან მოსწონდა თუმცა არაფერი ესმოდა, კაცს აკვირდებოდა როგორ უცებ გამოართვა რატის ჩანთები ლაპარაკით და უცებვე ჩააწყო მანქანაში,
- მეგონა სელენას გაჩითავდი,
ხმა ამოიღო თუ არა რატის წინ სპორტული შავი შარვლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა მამაკაცმა მაშოს თვალები გაუდიდდა, რადგან ენა რომელზეც მამაკაცი საუბრობდა ქართული იყო,
- მეგონა უკვე მიცნობდი
რატიმაც დააყოლა და მაშომ რომ უხერხულად და ნელ-ნელა დაიწყო ხელის მოშორება ლაპარაკშივე დახედა მაშოს და ნება მისცა ხელი მოეშორებინა,
- ნუ დაიწყე, ჩამოსვლას აპირებს არ მოგასვენებს არც ახლა,
- დამეხიოს
წინ წავიდა ისე თქვა უდარდელი ტონით იტალიელ კაცს რომელიც ჩანთას მანქამაში დებდა ჯიბიდან გასაღები ამოუცურა, ახლა ბიჭმა მაშოს გახედა, უხერხულად შეიშმუშნა მაშო და ნაბიჯი უკან გადადგა რადგან რატი რომ მაშოს ჩამოშორდა, ბიჭი მაშოსთან ზედმეტად ახლოს იდგა, იტალიელი მამაკაცი რატის წინ დადგა და მაშოს ღიმილით შეხედა, შემდეგ ისევ რატის დაუბრუნა მზერა და მაშოსთვის გაურკვეველი ენით დაიწყო საუბარი,
- "ეს გოგოა შენი ცოლი არა?"
ისევ ბედნიერმა კითხა და რატიმაც მაშოს გამოხედა ნელ-ნელა აათვალიერა მაშო და შემდეგ გახედა წინ მდგომს
- კი
თავის დახრით (დაქნევით) უთხრა და შემდეგ ისევ ამაყად დადგა,
- "აი მესმის მშვენება"
ხელი მხარზე მიარტყა გახარებულმა და ისევ მაშოს შეხედა ბედნიერმა, რატის ახლაღა ჩაეღიმა და თავი გაცინების დროს ჩახარა,
- "ო ჯანდაბა, იცინი?"
შეიცხადა მამაკაცმა უცებ და ახლა ამაზე უფრო გაბედნიერდა, მათ უკან მდგარმა ბიჭმა კიდევ ერთხელ გახედა მაშოს და უკვე ზედმეტად დამორცხვებული და შეწუხებული იყო მაშო შეშინებული იყურებოდა მამაკაცის მზერაზე კი თავი მორცხვად ჩახარა და არ იცოდა რა გაეკეთებინა,
რატი უცებ მოტრიალდა მანქანაში საჭესთან უნდა დამჯდარიყო, რათქმაუნდა ეს ხომ მისი მანქანა იყო თუმცა როდესაც მამაკაცებს გადახედა და შემდეგ მაშოს გასაღები იტალიელს ესროლა,
- 'დარიო საჭეს გითმობ, '
- 'ოუუ ვიღაცას ცოლთან სიახლოვე სუურს'
სიტყვა გაწელა დარიომ და რატის აციმციმებული თვალებით უყურებდა,
- 'იმაზე მეტად ახლოს ვიდრე შენ ახლა გგონია'
ჩაღიმებით დააყოლა რატიმ და დარიომაც პირზე მუშტი აიფარა,
- "ოლა ძმაო საერთოდ ვერ გცნობ'
შეიცხადა და კარები გამოუღო ერთადერთ ქალბატონს, მაშომაც თავი დაუკრა და მანქანის უკანა სავარძელზე მოთავსდა, რატიმ მიუკეტა კარები თავად მოუარა და გვერდზე მიუჯდა, რატის მეორე ნახევარი წამით დაბღვერილი იდგა უკვე მარტო და ბოლოს მანაც მოუარა მანქანას და მძღოლის გვერდით დაიკავა ადგილი,
- 'გაგვაცანი, ძაან უხერხულადაა აშკარად ხმას არ იღებს'
სარკიდან გახედა დარიომ წყვილს,
- 'იტალიური არ იცის, ინგლისურად იბაზრე და ასე დაბნეულიც არ იქნება,'
მაშოს გახედა და მანაც ისევ დაბნეულად რო შეხედა გაეღიმა,
- რა ჰქვია ჩვენ რძალს?
ქართულად იკითხა ბიჭმა რომელიც აქამდე ჩუმად იყო, წამით მაშოს ისევ გაუკვირდა, თუმცა დიდად არ შეიმჩნია და რატიმ რომ მას აცადა საკუთარი სახელის თქმა მანაც დაბალი ტონით გაცა პასუხი,
- მე ტიმოთე, სად გაიცანით ერთმანეთი,
მაშომ სახელზე რატის გადიდებული თვალებით ახედა და რატიც გახალისდა,
- ხუმრობს, ბუხუტია' მემგონი გახდა 25 ის, ქართველია და გაცნობ იმიტორო მისი და შეგიძლია გაიცნო, ერთად იაროთ რავი რო არ მოიწყინო კაროჩე,
ხელის აქნევით თქვა და გაოგნებულ რატიზე მიშტერებულ პირ ღია დარიოს შეხედა რომელიც ასე გამხიარულებულ რატის პირველად ხედავდა, რა ,ბუხუტიო, მაშომაც ამოიგმინა და ხმამაღლა ინგლისურად დარიოს მიმართა,
- 'უკაცრავად ბატონო დარიო შეგიძლიათ მითხრათ თქვენს გვერდით მჯდომს რა ჰქვია?'
დარიო ხმაზე მოეშვა თითქოს ესიამოვნა ქალის კრიალა ხმა და სარკიდან გახედა,
- 'ბატონი დემეტრე? სახელს გიმალავენ სინიორიტა? '
სიცილით ამოთქვა უაქცენტო ინგლისურით და უკანა ხედვის სარკიდან წარამარა უყურებდა,
- 'მადლობა'
მცირე ღიმილით დააჯილდოვა მამაკაცი და შემდეგ დაბღვერილმა გახედა რატის რომელიც, ისე ღიმილით მიშტერებოდა დარიო მთლიანად მოუტრიალდა,
- "რა ჯანდაბა გჭირს?! "
- გზას უყურე, არც გავიღიმო?
- არა ძაან მაგარი ღიმილი გაქ მარა რა ხდება ძაან სხვა ხარ
სწრაფად ლაპარაკობდა დარიო და ეს ენა უფრო და უფრო მოსწონდა მაშოს
- სანამ ესენი მორიგდებიან შენ მოყევი როგორ გაიცანით ერთმანეთი და ამ მოკლე დროში რატო გადაწყვიტე რო ცოლად გაყოლოდი,
უცნაურად ეჭვის თვალით უყურებდა დემეტრე მაშოს,
უცებ პასუხი ვერ გასცა მაშომ და რატის შეხედა,
- მას არ გადაუწყვეტია, იძულება იყო,
- მაშა რა გჭირს, დემეტრე და დარიო ყოველდღიურად სანახავი პიროვნებები არიან, ჰოდა თავისუფლად თორე მგონია ბორკილები დაგადე,
ჩაცინებით თქვა და აშკარად მხიარულად იყო რადგან ამდენი მას დიდი ხანი იყო არ უცინია,
- მოიცადე იძულებით წამოიყვანე? შიგ ხო არ გაქ? ან რა მაშა, მეგონა მთელი ცხოვრება იმ ბავშვს დააკვდებოდი, ახლა სხვაც მაშა გახადე? ლამაზია ლამაზი კი არა ულამაზესია, წყნარი მშვიდი ჩანს არ ვიცი რეალურად როგორია მაგრამ ეს არასწორია ძმაო, იძულებით გოგო წამოიყვანე? თან შენ?
იტალიურად დაიწყო დემეტრემ საუბარი აღიზიანებდა რატის საქციელი საუბარში თანდათან უფრო და უფრო ბრაზდებოდა ისე მოუტრიალდა რატის,
- მერე აგიხსნი აქ არა
იტალიურადვე გაცა პასუხი რატიმ და სკამს მიეყრდნო,
მაშო გაკვირვებული უსმენდა მათ იტალიურად საუბარს,
- მოიცადე სერიოზულად?
დარიომაც გაკვირვებული გამოხედა რატის,
- გზას უყურე და ცოტა სხვანაირად გაიგეთ ჯერ ახსნა უნდა მაცადოთ მანამ სანამ ბევრ ლაპარაკს დაიწყებთ, შეგიძლიათ კვერცხებში ჩაჯდეთ და ისე მომისმინოთ უმჯობესია ინგლისურად საუბარი მაშამ არ იცის და დარიო შენ თუ რამეს ვერ თარგმნი გვითხარი და აგიხსნი შენ ენაზე,
ისევ შეეცვალა ჩვეულად რატის სახე თვალები ისევ ბოროტული გაუხდა თუმცა მაინც დამატყვევებელი გამოხედვა ჰქონდა თმის რამდენიმე ღერო ჩვეულად ჩამოცვენილიყო წინ და გამოხედვაც სრულიად შეცვლილი ჰქონდა უფრო საშიშსაც კი ხდიდა
- უკაცრავად, რომ გეჭრებით მაგრამ, შეიძლება მეც გავიგო რაზე საუბრობთ, აშკარად მე მეხება,
ორი თითის აწევით თქვა მაშომ და წინ წაწეულმა გადახედა ბიჭებს
- კაი გისმენ რას ქვია იძულება
უცებ ინაცვლა ინგლისურზე დემეტრემ და რატის სარკიდან მკვლელი თვალებით გახედა,
- მე ვიტყვი და რადგან შემიძლია რომ მოვყვე სრულად ვიტყვი,
- შეხვედრის დღიდან დაიწყე
უცებ დააყოლა დემეტრემ და მაშომაც რატის გახედა რომელიც ფანჯრიდან ბოროტი მზერით იყურებოდა
- მისი ჩამოსვლის წვეულებაზე ვიყავი რადგან ვინც უნდა დაეწინაურებინა მისი და მისი ძმის გაზრდილი ვარ და გავყევი, მისი გამოსვლის შემდეგ,
- ვიცი ვაჟა ჰქვია,
პასუხი ჩააკვეტა და აცადა გაეგრძელებინა
- კი ნამდვილად იცი, ვაჟამ გააცნო თავის ძმა თეოდორე და მეც მის გვერდით ვიყავი, მას შემდეგ გვიწევდა ერთმანეთის ნახვა ნუ ეგ ცალკე თემაა, მთავარი ისაა რომ შეყვარებულს დავშორდი,
თქვა თუ არა დემეტრემ უსიტყვოდ მაგრამ ბევრის მთქმელი მზერით გამოხედა ფიქრებით 'აუ დაიწყო გოგოების გულისტკივილიო'
- ვიცი მაგრამ მომისმინე, ერთ-ერთი ფაბრიკის მფლობელია, აშკარად მანიაკი იყო არ ვიცი რა გააკეთა თუმცა ვაჟას გაუგზავნა საბუთი და პირობა რომ უნდა გავთხოვებულიყავი, ერთადერთი ისევ ის იყო ადამიანი ვიზეც მომიწევდა გათხოვება წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს დაკარგავდა ვაჟაც და რატიც საქართველოში, ლაშაზე უარზე იყო ალბათ იცოდა რომ რატის ცოლი უნდა მოეყვანა,
საუბარს ხელებს აყოლებდა და მძღოლიც სარკიდან გამოხედვის დროს იღიმოდა ხოლმე მის გულიან საუბარზე სარკიდანვე ათვალიერებდა ქალს,
- ჰო ვისაუბრეთ და იცოდა რომ ცოლი მესაჭიროებოდა ორი თვით, ამიტომ დაგვიბარა ორივე და ეს სირული იდეა გაამხილა,
რატიმ განაგრძო თხრობა როცა ცენზურა დაარღვია მაშოს ჩუმად გადახედა თუმცა არ შეიმჩნია რადგან სხვანაირად ვერ იტყოდა,
- მაშო უარზე იყო პირიქით თანახმა იყო სადისტზე დაქორწინების სამუდამოდ, თანახმა იყო ყოველდღე ცემაში ამოხდომოდა სული და გაყოლოდა კაცს რომელსაც უკვე დასანახად ვერ იტანდა,
მაშოს ამბავი უკეთ განავრცო და თან უკვე თვალებში ჩახედა თითქოს ეუბნებოდა თუ რა სისულელეს აკეთებდა მაშინ
- ასე მწარედ რატო სინიორიტა?
- ახლაც იმ აზრზე ვარ, ვაჟა რომ არ გაგიჟებულიყო ასეც ვიზამდი
- ჰო მაგრამ რატო?
გაკვირვებულმა დასვა დარიომ კითხვა და მაშოც გაჩუმდა, ყველა გაჩუმდა მანქანაში, მხოლოდ ძრავის ხმა ისმოდა
- იმიტომ რომ ვატკინე...., ერთ დროს როცა მივატოვე და კი არ მივატოვე ჩემი ჭკუით სამუდამოდ გავქრი მისი ცხოვრებიდან, ჩემ გამო რა არ გადაიტანა მაშინ დავიკიდე როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდი, სი*ივით მოვიქეცი
რატიმ დაარღვია სიჩუმე, მართალია სერიოზულობით, გული ტკიოდა როცა ამ სიტყვებს ამბობდა ნანობდა იმ საქციელს თუმცა მაშოს არ აგებინებდა იტალიურად წარმოთქვა სიტყვები რომელიც დიდიხანი უნდოდა ვინმესთვის ეთქვა, დემეტრემ მის საუბარზე უცებ გამოხედა მთლიანად მოტრიალდა და ჯერ მაშოს შეხედა შემდეგ გახედა მის უკან მჯდომ რატის
- მოიცადე, მაშა? ის გოგოა?
გაკვირვებულმა შეხედა ისევ მაშოს და მაშომ მართალია რატის სიტყვები ვერ გაიგო თუმცა ახლა დემტრეს ქართულად წამოძახებული სიტყვები ყველაზე უკეთ ჩაწვდა მის სმენას, ცოტა აღიზიანებდა კიდეც ამდენი ხტუნაობა ენებზე თუმცა მალე შეეჩვეოდა,
- ის გოგოა ბოლოს აეროპორტში რომ გამოგეტირა?
- ეგ ვარ,
გაეცინა მაშოს და დარიო რომელიც სარკიდან უყურებდა სრულად გაშრა, მაშოს ჰოლივუდის ღიმილზე დემეტრესაც გაეღიმა მის ღიმილზე მაგრამ დარიო თითქოს მოჯადოვდა კიდეც თვალი ვეღარ მოწყვიტა სარკეს დაავიწყდა კიდეც რომ საჭესთან იჯდა,
- გზას უყურე,
დაბოხებულ ხმაზე მაშომ რატის გახედა რომელიც დარიოს უცნაური მზერით უყურებდა, თითქოს შერცხვა მამაკაცს თავი ჩახარა და გზას გახედა,
- ანუ მაშა ხარ, ძმაო მე და შენ ბევრი სალაპარაკო გვაქვს, რატის შეხედა და თითქოს ხასიათი მოუვიდაო, სკამზე ვეღარ ჯდებოდა
- ბედის მწამდა მაგრამ ასეთის?
განაგრძო და წინ შეხტომით შებრუნდა,
- გამისწორდა, ავღნიშნავ აქვე რომ, ვერასდროს გიცნობდი არც კი მომაფიქრდებოდი, შეცვლილი ხარ, საოცრად შეცვლილი, დაქალებულხარ მაშო,
ღიმილით გახედა ისევ და კმაყოფილი იყო, იმით რომ საბოლოოდ ძმაკაცს დაუბრუნდა ადამიანი რომელსაც მისი ცხოვრების მანძილზე გონებიდან ვერ იგდებდა, რატის ცხოვრება სხვანაირი იყო
მაშომ ისევ ფართოდ გაუღიმა და დემეტრესაც ისევ ჩაეღიმა....
ეზოში მანქანის შესვლის შემდეგ დარიო სწრაფად გადმოხტა მანქანიდან და მანამ მაშო გააღებდა სწრაფად გაუღო, მაშომაც მადლობის ნიშნად გაუღიმა და რატიმაც დაჭიმული ყბებით გახედა, უხეშად გააღო კარები და სწრაფად გადავიდა,
სახლში შესვლისას მაშომ უცებ მოათვალიერა საოცრად გემოვნებიანად მოწყობილი სახლი და ღიმილიც ვერ შეიკავა რადგან ყვავილების კუთხეც კი იყო რომელიც იმდენად ლამაზი იყო რომ ღიმილს ვერ შეიკავებდი,
- ყვავილები? შეენ? და ამდენი?
კითხვებით ღიმილით გახედა რატის და ყვავილებისკენ წავიდა სათითაოდ დაუარა ყველა ყვავილს ყველა ყვავილს იცნობდა თავადაც ყვავილების მოყვარული იყო და აქ ყველა ძვირიანი საუცხოო და ულამაზესი ყვავილები იყო, რამდენიმე ყვავილს ქოთნიდან ზედმეტი ამოსული ბალახები უცებ მოუთხარა და მუჭში დაიგროვა,
- არ ვიცი მთელი ეს დრო მათ ვინ უვლიდა თუმცა წყალი ესაჭიროებათ და ამავდროულად, ზედმეტი ბალახების მოშორებაც, პატრონო რა გჭირს
სიცილით გახედა რატის და მიუახლოვდა
- ჩემი არაა დედას მოწყობილია,
დააყოლა და ჩანთიანად ავიდა მეორე სართულზე,
- ნაგავი სამზარეულოშიც გარეთაც და მანდ სპეციალურად მაგისთვისაც არის,
კიბეებზე ასვლის დროს დააყოლა რატიმ და მაშოც გავარდა გარეთ ეზოს მოსათვალიერებლად ნაგვის გადაყრა კარგი მიზეზი იყო, ნაგავი გადაყარა და ეზოც მოათვალიერა, ეზოც ისეთი მშვიდი იყო სამნაირი საქანელა, ჰამაკი, და კიდევ ერთი დიდი დაწნული საქანელა ლამაზად ეკიდა, ეზოშიც იყო დარგული ვარდები, ღიმილით გახედა წინ სახლიდან გამოსულ მეზობლებს რომლებიც მაშოს მიშტერებოდნენ მაშომაც გაუღიმა ყველას და სახლში შევიდა, მეორე სართულზე სირბილით ავიდა თუმცა რამდენიმე ოთახის შესასვლელზე დაიბნა, მეორე დაკაკუნებაზევე მიაგნო რატის და ოთახში შევიდა,
- ასე არ უნდა მიმატოვო ხოლმე,
- საშუალებას გაძლევ თავად შეისწავლო ყველაფერი, საწოლზე ყუთის დადებასთან ერთად გამოხედა მაშოს და მაშომაც ოთახს დაუწყო თვალიერება, მაშინვე ოთახში მდგარ დიდ ბუდე საქანელას გაუშტერა თვალი და შემდეგ შეხედა რატის
- შეგიძლია ტანსაცმელები ამოაწყო, გაემზადო და გავიდეთ, ვფიქრობ ყველაზე მყუდრო ოთახი ეს არი თუ გინდა სხვა ნახე, აბაზანას მიხვდები განსხვავებული ფერის კარებია მარჯვნივ, გაინტერესებს რამე?
- არა სერ არ მაინტერესებს,
საფეთქელზე გაშლილი ხელის წვერი მიიდო და ისე გააყოლა თვალი რატის რომელიც მაშოს გცევაზე თავს აქნევდა
- რა მაგარია დროში ვმოგზაურობ არადა მახსოვდა ეს დრო ცოტახნის წინ გამოვიარე,
მოტრიალებულ რატის მაშოს სიტყვებზე ჩაეცინა ისე გამოვიდა ოთახიდან ....
.....
მთელი ღამე გაეწელა თეოდორეს, უჭირდა განშორება და უკვე საუკუნე ეგონა რაც მაშო წავიდა, ნერვიულობდა მის ბედზე მომავალზე და საერთოდ მის ცხოვრებაზე, მთელუ ღამე ტრიალებდა ბორგავდა, ვერ ისვენებდა, უაზროდ დადიოდა სახლში ღამის სამ საათზე ადგა და სახლი დატოვა....
.....
- 12 საათზე ჭამა ნორმალურია?
კითხვა დაუსვა მაშომ რატის როცა უკვე რესტორნაში ისხდნენ
- ჰო გშია არა?
კითხვით უპასუხა და მაშომაც თავი დაუქნია
- ჰოდა ვსო, იტალიური რამე გააქ გასინჯული? პიცის გამოკლებით,
სწრაფად დააყოლა ბოლო და მაშოსაც გაეცინა,
- კი მხოლოდ პიცა,
სიცილით უპასუხა და ფორმაში გამოწყობილ შავ ხალათ გადაცმულ მამაკაცს ახედა რომელმაც ლანგრით შეკვეთა მოუტანა,
- პარმიზანი, სპაგეტი მოლუსკებით, სალიამი და პროშუტო და ესეც შენი თვით იტალიაში დამზადებული პიცა,
ყველაფრის სახელი თავად უთხრა რატიმ ღიმილით და თან მაშოს აკვირდებოდა
- გმადლობთ გმადლობთ....
.....
ფეხით დაუყვა თეოდორე ქუჩებს დროის გასაყვანად სად აღარ დადიოდა, ხან ჩამოჯდებოდა ხან ისევ უაზროდ დაუყვებოდა ქუჩებს, უცებ მისმა ტელეფონმა სიმღერა რომ დაიწყო მანაც დაუხედავად უპასუხა, ერთი ის იკითხა თუ ამ ღამეს ვის არ ეძინა,
- გისმენთ,
- ტელეფონს რომ დახედო ხოლმე არა?
გოგოს ხმაზე უცებ დახედა ტელეფონს თეოდორემ შემდეგ კი ისევ ყურთან დაიბრუნა,
- ბაბი? რატო არ გძინავს? კარგად ხარ?
- თეოდორ აბა გამოიხედე მარცხბივ სახლის ფანჯრისკენ
წკრიალა ხმით უთხრა და თეოდორეც ასე მოიქცა ფანჯრის რაფაზე ბარბარე შემომჯდარიყო და ღიმილით უქნევდა ცალ ხელს თეოდორეს,
- ვააა, შენ უბანშიც გავიჩითე საღოლ,
საკუთარი თავი შეიქო და ბაბის თვალი ჩაუკრა,
- არ აპირებ დაძინებას?
- არა რავი არ მეძინება
- მაშინ ჩამო,
- დამელოდები?
- კი
ერთმანეთს უყურებდნენ შორიდან და ისე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს,
- კაი მაშინ დამელოდე,
გაუღიმა და ზარი დაასრულა, კიდევ უყურა თეოდორემ და ბარბარეც რომ ფარდას მოშორდა, იქვე სკამზე ჩამოჯდა......
......
- ლამაზია და თან ძალიან გადატვირთული, ბევრი საშოპინგო ადგილებით,
გაეკრიჭა მაშო რატის და მკლავზე ხელები მოხვია რატიმაც მას დახედა ცოტა უცნაურად იგრძნო იმ წუთში თავი თუმცა არ შეიმჩნია უბრალოდ გზას გახედა და მაშოს ქცევაზე შეუმჩნევლად გაეღიმა კიდეც,
- მარტო თუ გამოხვალ იცოდე რომ ინგლისური თითქმის არ იციან, შეგიძლია დიდ აი მაგ საშოპინგო მაღაზიებში შეხვიდე და იკითხო რაც გინდა, უკეთესია თუ მარტო არ გამოხვალ ამის მერე თუმცა არ გიჭერ,
რატის საუბარზე მაშო უცებ გაჩერდა, ნელ-ნელა ახედა რატის მოშორდა და მისკენ შეტრიალდა, წამით ჩუმად უცნაურად სევდიანი თვალებით უყურებდა მამაკაცის ლამაზ თვალებს,
- რა მოხდა შენს თავს? ვინ ხარ?
კითხვაზე რატიც ჩუმად უყურებდა მაშოს, იცოდა ეს კითხვა საიდან გამომდინარეც მოდიოდა თუმცა მისთვის დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ სცემდა,
- არ გამანდობ ბოლო-ბოლო?
- წამოსვლიდან ბევრი რამ შეიცვალა, ჩემთან ერთად, ვიცი გაღიზიანებს იმ ურთიერთობის შემდეგ ასეთ რობოტ ადამიანთან გიწევს ყოფნა, მაპატიე, მაგრამ ვცდილობ მერწმუნე, რომ რამე მსგავსი დავიბრუნო, გაიგებ ალბათ ოდესმე მაგრამ ახლა არა,
ვერ ხვდებოდა საიდან უნდა დაეწყო, თუმცა ნელ-ნელა თითქოს გამოუვიდა რაღაც პასუხის გაცემა და დამშვიდდა კიდეც,
- შენი უნდა მეშინოდეს?
- მაშაა რა ფიქრები გაწუხებს,
ჩაცინებით უთხრა და თავზე ხელი პატარა ბავშვივით მოუსვა,
- წამო წამო გვიანია უკვე,
ხელი გაშალა წინ წასულმა და მაშომაც უცებ რომ შეუცურა ხელი ხელში ღიმილით დახედა,
- კიდევ ერთი კითხვა მაქვს,
წამოძახებით ახედა და რატიმაც ღიმილით დახედა ისევ
- მკითხე,
- მანქანებს გოგონებივით რატომ იცვლი,
- რა ცუდი შედარება იყო,
უფრო გაეცინა რატის და თავი გადააქნია
- ვფიქრობ ქუჩაში უბრალო სეირნობის დროს არ არის საჭირო ვიმარიაჟო,
გულწრფელი პასუხით დახედა,
- მაინც მარიაჟობ ცნობისთვის,
თვალები აატრიალა და მიახლოებულ მუქი ლურჯი ფერის გაფორმებულ chevrolet camaro ZL1 ერთისკენ წავიდა
სიცილით გახედა რატიმ და მანქანას საკეტი შორიდანვე გაუხსნა......
....
- რატო არ გეძინა, გვიანია
სეირნობის დროს გადახედა თეოდორემ ბარბარეს
- შენ ქუჩაში დაბოდიალებდი ცნობისთვია ამ გვიან
- ჰო მართალია,
დაბალხმაზე თქვა და თავჩახრილმა განაგრძო სიარული
- ვიცი რომ ნერვიულობ, მაგრამ მაინც არაფერს იზავს შენი ნერვიულობა, ყველაფერი კარგად იქნება ხომ იცი არა?
მაშინვე მიხვდა ბარბარე რა აწუხებდა თეოდორეს და რის გამო უტყდებოდა ძილი, მაშო, მაშო იყო მისი სადარდებელი
- არ ვიცი, მაგიტო ვნერვიულობ რატი არ არის ის ადამიანი რომელიც მაშოს მსგავს გოგოსთან უნდა ცხოვრობდეს,
ხმადაბლა ამოაყოლა რაღაც სევდანარევი ხმა და უფრო გაერია შიში,
- რას მალავთ არ იტყვი? მცველებს და ჩვენთან დირექტორსაც კი ეშინოდა მისი, ვფიქრობდი რომ მისი ფულის გამო ხდებოდა და სამსახურიდან დათხოვის ეშინოდა თუმცა ასე ნამდვილად არ ყოფილა,
თეოდორეს ახედა და რატომღაც ფიქრობდა რომ გასცემდა ამ კითხვაზე პასუხს,
- ეს ჩვენ არ გვეხება, ნუღა შევიჭრებით მის პირადში რაც იყო წარსულს მიაბარა თუ ისევ არ დააბრუნა,
- ვერაფერი გავიგე,
ნამდვილად დაბნეულმა გააქნია თავი ბარბარემ პასუხად უბრალოდ გადახედა თეოდორემ და ხმა აღარცეთს ამოუღია, მშვიდი ღამე იყო თუმცა ციდან წვრილი წვეთები ცვიოდა, ნაზად ცრიდა, გზაზე განათებულ ლამპიონის ფონზე ლამაზად ჩანდა წვრილი წვეთები თუმცა სასიამოვნო იყო სიარული, წყნარი საუბარით გაჰყავდათ დრო გვიან, ძალიან გვიან მიაცილა თეოდორემ ბარბარე ისევ სახლში და თავადაც მშვიდად დაუყვა გზას, ბარბარესთან მაშოზე გაგრძელებული საუბრის გამო თითქოს დამშვიდებულიც იყო, მისულმა მარტივად შეძლო დაძინება......
.....
დილას ისე უცებ წამოხტა ტანზე არც კი დაუხედავს რატის ხმა გაიგო თუ არა უცებ წამოხტა გარეთ გამოვარდა და კიბეებზე სწრაფად რამდენიმე საფეხური ჩაირბინა რომ რატი დაენახა თუმცა იქ მხოლოდ რატი კი არა დემეტრე კიდევ ორი გოგო და დარიოც იყო რატიმ და ერთ-ერთმა გოგომ მოასწრო მაშოს დანახვა პერანგში და მაშოც უცებ ავარდა ისევ რატის ჩაეღიმა და მასთან ახლოს კართან მდგომმა ბიჭებმაც მის მზერას გააყოლეს თვალი თუმცა ვერაფერი რომ ვერ დაინახეს ერთმანეთს გაკვირვებულებმა შეხედეს და რატიმ რომ საუბარი განაგრძო მათაც მოსმენა განაგრძეს, უცებ მონახა მაშომ ჩასაცმელი თმაც უცებ შეისწორა გაშლილი დატოვა და მოშიშვლებულ მხრებს საყვარლად გადმოეფარებოდა ხოლმე აბაზანაშიც უცებ შევარდა მოწესრიგდა თუ არა მაშინვე ჩქარ-ჩქარა გამოვიდა კიბეებს რომ ჩამოუყვა ისევ ადგილზე რომ ნახა წყნარად დაიწყო სვლა, მაშინ შეამჩნია დარიომ და ბოლო საფეხურამდე თბილი და საოცარი მზერით უყურებდა ქალს, მის გრძელ და ლამაზ თმას ლამაზ ფეხებს და წვრილ წელს სათითაოდ აკვირდებოდა ყველაფერს, ხმაურზე ყველას ყურადღება მალევე მიიქცია, რატიმ უცებ ჩამოიფარა შარვალში ჩადებული იარაღის დასაფარად მაისური და გოგოს კითხვაზე "ეს ახალი ნაშა?" უცებ აიჭრა,
- ტ*აკი დააყენე ლამაზო არ შეგშურდეს,
უხეშადვე გაცა პასუხი ქალს რომელიც მეტსაც ყოველთვის იმსახურებდა მასთან რატი ყოველთვის სხვანაირი იყო რადგან არასდროს უყურებდა როგორც გოგოს, მაგრამ ამავდროულად ამ უკანასკნელმა უზომოდ ბევრი რამ იცოდა რატის მოღვაწეობაზე, რადგან ის ყოველთვის ხედავდა რატის სისასტიკეს, მისი ეშინოდა საშინლად ეშინოდა და ამავდროულად შიშისფონზე ბევრ ცუდ რამეს აკეთებდა თან უნდოდა რომ რატის დამსგავსებოდა სიბოროტით, ეს გოგო იყო ნიკოლეტა
- მოკლედ კიდევ ერთხელ ბიჭებს და თქვენც გაცნობთ ჩემს ცოლს მაშოს,
ინგლისურად დაიწყო ხმამაღლა საუბარი რატიმ და მაშოს ხელი გაუშალა თუ არა მაშოც ღიმილით ამოუდგა გვერდით და რატიმაც ხელი გადახვია,
- კარგი წყვილი ხართ,
დააყოლა მეორე გოგონამ და რატიმაც დემეტრეს დას შეხედა სალომეს რომელიც გულჩამკვდარი უყურებდა მაშოს, თითქოს გული ერეოდა მასზე ისეთი სახე ჰქონდა თითქოს უნდა ეტირა კიდეც,
- სალო შენ დიდი რამეები გევალება, მაშოსთან ერთად იყავი ხოლმე ეცადე აქაურობა დაათვალიერებინო და კაროჩე დაქალობა გაუწიო,
უთხრა თუ არა სალომემ დიდი ნერწყვი გადაყლაპა და შურისძიების გეგმა უტრიალებდა თავში შურისძიების მრავალი სახე,
- მაშა უნდა წავიდე,
თმები გადაუწია მისკენ შეტიალებულმა და მისი სახე ხელში მოიქცია დაბალი ბარიტონით უთხრა და მის საქციელზე სალომე გარეთ გავიდა მისი ქცევის შემდეგ მიბაძეს დანარჩენებმაც და წყვილი მარტო დატოვეს შორიდან თუ უჭვრეტდნენ,
- სად მიდიხარ?
სწრაფადვე დასვა კითხვა ისე უყურებდა თავაწეული თვალებში საყვარელი წყლიანი თვალებით, სურვილი რომელიც რატის კლავდა საკუთარ თავს უფლება მისცა გაეკეთებინა დახრილმა ნაზად აკოცა ნაზად დახუჭულ თვალებზე და მაშოც წამით გაიტრუნა მას ეგონა რომ კარებიდან მაყურებლების გამო შექმნა სხვა წარმოდგენა ურთიერთობაზე თუმცა რეალურად ეს რატის გულწრფელი ემოცია იყო,
- მოვალ სახლში ყველაფერია თუ ვინმე მოვიდეს კარები არ გააღო ჯერ მე დამირეკე, გუშინ ისეთებმა დაგვინახეს რო უკვე იწყება მზადება, ახსნას არ ვაპირებ და არ შეწუხდე, ერთ საათში ან უფრო მალე მოვალ
მაშო უსიტყვოდ უყურებდა ხან ერთ ხან მეორე თვალში, მის ქცევაზე გაიღიმა რატიმ და შუბლზეც ნაზად მიაკრო ტუჩები, რომ არაფერი უთქვამს მაშოს მოშორდა და სახლი დატოვა, რატის მიუხედავად იმისა რომ ცდილობდა ეს საქმე უკან ჩამოეშორებინა ყოველთვის ჩნდებოდა რაღაც ახალი რაც ისევ აიძულებდა დაბრუნებოდა ძველ საქმეს რაც უკვე ნამუსს ქენჯნიდა და სიზმრების სახით იწყებდა რატის ნამუსსზე აგდებას თითქმის ყოველ ღამე თუმცა რატი ამ ყველაფერს პროფესიონალურად აიგნორებდა. მაშომ მაშინვე თეოდორეს დაურეკა ჩათში ვაჟა, ანანო და ბარბარეც ჩართო, მაშინვე უცებ გაცა პასუხი თეოდორემაც და მას შემდეგ ჩაერთო ანანო,
- ეგოგო ცოცხალი ხარ,
ხელები გაშალა თეოდორემ მაშოს დანახვისას და ფართოდ გაიღიმა,
- როგორ ხარ მაშუნა
ჩაყვირა ანანომაც და აშკარად სამსახურში იყო თეოდორე კი აშკარად საჭესთან იჯდა ტელეფონი დამჭერში მოეთავსებინა და ხან გზას ხან ტელეფონში მომზირალ მაშოს გახედავდა ხოლმე
- კარგად ვარ მშვიდობით ჩავედი გადასარევ ადგილას ვარ, ვცოცხლობ და რავიცი,
ღიმილით გაცა პასუხი და მის ღიმილზეც ღიმილით უყურებდა თეოდორე ტელეფონში,
მაშინ ჩაერთო ბარბარე და გაკრეჭილმა ხელი დაუქნია,
- რავა ხარ მაშუნა, კი არა მაშა,
ჩაიცინა და ისეთი აციმციმებული თვალები ჰქონდა აშკარად კარგი ამბით იყო, მასაც გაუმეორა მაშომ თუ როგორ იყო და ბარბარემაც უცებ გააჩუმა ყველა, ტელეფონს ხელი დაავლო და შენობის გასახდელში იქ სადაც მაშოსა და რატის მოგონებები აკავშირებდათ იქ შევარდა,
- ახლა უყურეეე შენიი ბოლო კაბა რომელიც თავად შეკერე და ეს დამპალი დირექტორი რო არაფერს უკეთებდა მანიკენზე ჩამოცმული ოვერლოკების და რულონების საწყობში რომ იდო თეთრ პარკ გადაცმული, წინაზე შენ ქმარუკას უნახავს, და აბა მიხვდი რა გააკეთა,
- რა გააკეთა?
გაკვირვებულმა იკითხა და დანარჩენებიც გასუსულები უსმენდნენ,
- დადიანების წვეულება იყო წუხელ მემგონი, მაგრამ გამოსვლა ჰქონდათ მოდელების ახალი მოდელები გამოჰქონდაათ, ოც წუთში სამიათასზე მეტი ხმა გქონდა ყველაზე მაღალიიი შეფასებააა რატის ხვალ გამოეგზავნება მასალები და მე წინასწარ გილოცავ,
ტაშის კვრით გაღიმებული აციმციმებული თვალებით ეუბნებოდა და მისი სიტყვის შემდეგ გულწრფელი ემოციებით დაიწყეს მილოცვა, მაშომ პირზე აიფარა ხელები გაუხარდა ბედნიერი გახდა უცებ მართალია მისი ცხოვრება სრულიად შეცვლილი იყო თუმცა თავისი საქმით "შრომით" მიღწეულმა ძალიან გაახარა
- სერიოზულაად? ტყუილად არ მალოდინოო,
ემოციებით თქვა თან ღიმილს ვერ იკავებდა,
- ოო გოგო ახლა,
ხელი აიქნია ბარბარემ და მაშოც პირზე ხელ აფარებული ადგილზევე დატრიალდა......



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

საინტერესოა,იმედია დაასრულებ

 


№2  offline წევრი ანკა გგ

სტუმარი მაკო
საინტერესოა,იმედია დაასრულებ

დიახ დიახ დავასრულებ❤️ მადლობა თქვენ❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები , სალომე არმომეწონა ვფიქრობ ბევრ რამეს აურევს . ველი გაგრძელებას იმედია მალე მოვლენ გონზე ❤️

 


№4 სტუმარი ნესტან

კარგი თავი იყო საინტერესო მეც არ მომეწონა სალომეს საქციელი არ მინდა ისევ დაიტანჯოს მაშო ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????????????

 


№5  offline წევრი ანკა გგ

სტუმარი მარიამი
საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები , სალომე არმომეწონა ვფიქრობ ბევრ რამეს აურევს . ველი გაგრძელებას იმედია მალე მოვლენ გონზე ❤️

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის,

ნესტან
კარგი თავი იყო საინტერესო მეც არ მომეწონა სალომეს საქციელი არ მინდა ისევ დაიტანჯოს მაშო ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????????????

დიდი მადლობა თქვენ რომ კითხულობთ❤️ მოდი ისევ რატის იმედზე ვიყოთ, დაუფიქრებელი ნაბიჯების უფლება არ აქვს❤️❤️

 


№6 სტუმარი ირკა

სალომე მანერვიულებს,
კარგი ისტორიაა

 


№7  offline წევრი ანკა გგ

ირკა
სალომე მანერვიულებს,
კარგი ისტორიაა

მადლობააა❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent