შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბა,აბა(მეშვიდე ნაწილი)


29-03-2023, 21:02
ავტორი PPO
ნანახია 960

7.

-იკა გამიშვი-თავისივე ხმა ეუცნაურა ნარეს და ზემოთ გაკავებული ხელების გამოხსნა ცადა,როცა ბიჭმა უარესად შებოჭა.

Მისი სიტყვები ბიჭმმა უბრალოდ ნაგავსაყრელზე მოისროლა და ხალებისაკენ დაიხარა,რომლებსაც ბოლო რამოდენიმე წამი მონუსხული უყრებდა.ყელთან რომ ირაკლის ცხელი სუნთქვა მიეფრქვა ,შეიშმუშნა ნარე,გული ადგილს იცვლიდა სხეულში.

-ბერმუნდის სამკუთხედს ატარებ ხალიანო-კანთან გაეხახუნა ყიფიანის ტუჩები და მთელს ტანზე ტაომ დააყარა.თითქოს სხეულიდან ამოძრომა და ირაკლის თვალებისგან,სხეულისგან გაქცევა სურდა.თვალები ერთმანეთს მთელი ძალით დააჭირა და ეცადა აჩქარებული სუნთქვა დაერეგულირებინა,მაგრამ ყიფიანის გრილმა სუნმა რომ ნესტოები აუწვა მიხვდა ,თავისთვის უნდა ეშველა,სანამ გვიანი არ იყო.

-...იკა-ამოთქვა და მის “სამკუთხედთან” დახრილ ბიჭს ზემოდან დახედა,რა დროსაც ნიკაპი მის ჰაეროვან,ხვეულებში დაემალა.

-მომწონს როცა საკუთარ სურვილებთან მებრძოლს გხედავ-ჩაიცინა გოგოს სხეულის სითბოთი მოჯადოებულმა ყიფიანმა და თვალი ნელა გაუსწორა.გაეღიმა როცა თვალებდაჭერილი და აწითლებული ნარეს სახე შერჩა ხელთ.

-ხალიანო შემომხედე-რბილი,ჩუმი და ამავდროულად ხრინწგარეული ხმით დაუჩურჩულა ნარეს და თბილი ტალღა ჰაერზე მიაფრქვია.ტუჩის ზედა ჭრილზე დახედა,წელზე მოხვეული ტორი უფრო მჭიდროდ მოხვია და ზემოთ გაკავებულ ხელის გულებზე ნაზად ჩამოუსვა ცერა თითი.

Უჩვეულო სითბოში გახვეული ნარეს გონებამ თითქოს ,მაგრად უთავაზა სახეში “მოდი ხოდზე თორე მიადნები მკლავებშიო” და თვალები ავისმომასწავლებლად შეხსნა. Თავი რა დონეზეც შეეძლო ,გვერდით გადააგდო ,ენით ლოყას გაეთამაშა და ჩაიცინა.ყიფიანს ჯერ მისი სამსახიობო ნიჭით გაოცება დაეტყო სახეზე ,შემდეგ კი მიგიხვდიო თვალებით გაუღიმა,ალქაჯი მობრუნდა-გაიფიქრა და ინტერესი უათმაგდებოდა და მოთმინებით ელოდა კედელზე აყუდებული ნარეს სვლას.ნარემაც ცბიერი მელასავით,როგორც სჩვევია,თვალებსა და შეწითლებულ ,სველ ტუჩებზე აათამაშა მზერა .”გაიგე როგორია ჩემი აფორიაქების ფასიო”ფიქრობდა .ყიფიანმა რომ მისკენ დაიწყო სვლა,ეგაა დროაო და მუხლი მოხარა და გამარჯვების გამო უნდა ეყვირა როცა სრულიად მოულოდნელად ყიფიანის ფართო მხრებზე მოექცა.

-ვიცოდი... ბოროტი ალქაჯი-ჩაიფხუკუნა ყიფიანმა და კიბეებისაკენ სვლა დაიწყო.

-რა უნდა ვთქვა ,მთლად პირველყოფილი მაიმუნების შთამომავალიც არ ყოფილხარ-არ დათმო ნარემ,რომელსაც კოვზი ნაცარში ჩავარდნოდა ,მაგრამ დიდად არც ანაღვლებდა მარცხი.წეღანდელი სიამოვნების სითბო ფარავდა ბრაზს.

Წამოიკივლა როცა ჩქმეტა იგრძნო ფეხზე

-უზრდელო ალქაჯო,არ იცი შენზე დიდს როგორ ელაპარაკო...ნწნწ-და თან გოგოსთვის რომ უფრო ნერვები მოეშალა კიბეზე მთელი ინერციით,ბაქს ბანის ნაბიჯებით დაიწყო ჩასვლა თან ღიმილს ვერ იშორებდა სახეზე ნარეს მწარე ენის გადმკიდე.

-შენთვისვე ვინარჩუნებ თანატოლების მაგვარ საუბარს...თორემ მოგეხსენება ბატონო გორილავ,თქვენი ასაკის გათვალისწინებით მე ბაბუა უნდა დაგიძახოთ-და ჩაიფხუკუნა ბიჭის მხარზე პირსახოცივით გადაკიდებულმა და ცოტა ნელაო ბეჭებზე უჩქმიტა.

Ყიფიანმა თავი გაქნია კარების გამოღების შემდეგ უცაბედად გაშეშდა,ინერციის გამო კი ნარემ შუბლი მწარედ მიარტყა მკვრივ წელზე

-დავილეწე იდიოტო,თუ ვერ მატარებ ჩამომსვი ვინ გთხოვა მხარით მომემსახურეო-და მომჟავებული სახით იზელდა შუბლს-ნუ ახლა ცუდი კიარაა...

-ბეიბ, აქსესუარი დაგვრჩა ზემოთ -თქვა ყიფიანმა და ნელნელა ჩამოისრიალა გოგო მხრიდან.ჯერ წარბების შეხრით შეხედა ნარემ ,რაზე ამბობო .ყიფიანმა სარკასტული ღიმილით ,გემრიელად რომ შეათვალიერა ,მაშინ მიხვდა ნარე რაღაც საეჭვოდ ზედმეტ თავისუფლებას გრძნობდა მკერდის არეში. Ხელებ აფარებული ,მთელი სისწრაფით გაქანდა ოთახისაკენ და გემრიელად შეიკურთხა. Ირაკლიმ კი მთელი ამ ხნის განმავლობაში ნაკავები ხარხარი ამოუშვა,რომელიც ოთახში მყოფ ნარეს ყურსაც მისწვდა და იმის მაგივრად რომ ახალი შტურმის წარმოებისთვის მომზადებულიყო ,სულელურმა ღიმილმა გადაკრა სახეზე,კედები ამოიცვა და სახლი ირაკლისთან ერთად დატოვა.

….

Თედო პაპას საჯინიბოსთან მოეყარათ თავი,რაღაც დადებითი ემოციით სავსე მეგობრებს,რასაც მათი გამომეტყველება არ მალავდა. Ელენე და მასზე შემოხვეული სანდრო ,სვანური კოშკების სილამაზეს დაეტყვევებინათ და უფრო მეტის სანახავდ ახლოს მისულიყვნენ.სწორედ ამ დროს გრძნობდა მარიამი დედულეთში ყოფნის სიამეს.თვალები მილულა და ჰაერი ღრმად შეისუნთქა,ერთხელ მოავლო მზერა არემარეს და როგორც ბავშობაში სჩვეოდა ყირამალებითა და თედო პაპას ყვირილით შევარდა საჯინიბოს გვერდით მომართული სახლის არცთიუსე დიდ, მაგრამ მყუდრო ეზოში.მის საქციელს ხითხითი მოჰყვა და კიდევ ერთი თბილი მზერა ,რომელსაც მარიამი ვერც კი გრძნობდა,თითქოს მასთან ვერ აღწევდა ეს თბილი ტალღები.

Წვერ-ულვაშიანი ახმახი კაცი ,რომელსაც უცნაურად დიდი ხელები ჰქონდა ,ხმაზე გარეთ აჩქარებით გამოვიდა,სახე მოიჩრდილა და როცა მარიამის ქერა თმა დალანდა და ხმაც უფრო კარგად მისწვდა მის ყურთასმენას სახე გაუნათდა და გოგონა მთელი არსით ჩაიკრა გულში თითქოს მისი სისხლი და ხორცი ყოფილიყო.

-იმჟი ხარი (როგორ ხარ) ჩემო?-ჰკითხა თედო პაპამ მასზე მიკრულ გოგონას-რატომ დაივიწყე დედულეთი ?-თითქოს გაუწყრაო და კიდევ ხელახლა მიიხუტა მონატრებული -თედო პაპას ესმის,ესმის ...ახალგაზრდებს სისხლი გიჩქეფთ-ჩაეღიმა ლამაზად და თვალებ მოციმციმე გოგონა რომელმაც ამ ადამიანის დამსახურებით ღრმა ბავშობაში გადაინაცვლა რამოდენიმეჯერ დიდი ხელებით დაატრიალა-დამშვენებულხარ ჩემო -გაუღიმა მოხუცმა

-თქვენ კი არაფერი გეტყობათ თედო პაპა-შესციცინებდა მარიამი და კაცის ტორი ხელებში მოექცია,როგორც ბავშობაში ეჭიდებოდა ხოლმე,რადგან სიმშვიდეს გრძნობდა ამ დროს.

-ოოოხ ,აი მაგას ჩემს თინათეს უნდა ვუმადლოდე-თვალი ჩაუკრა და ამის შემდეგ მოავლო თვალი ,სახლის ეზოში შეკრებილ ახალგაზრდობას.ღიმილი გადაეფინა სახეზე ,მეტად სტუმართმოყვარე სვან მოხუცს. Ხის ძირში მოწყობილ სკამებზე ჩამოსვა შეკრებილნი თედო პაპამ,რა დროსაც Ლოყებ შეფაკლული ქალი გამოვიდა სახლიდან, რომლის ახალგაზრდულ მშვენიერებას წლები არ დამჩნეოდა.მარიამი თინათემაც დიდი სიყვარული ჩაიკრა გულში ,ახალგაზრდობას თედო მიუჩინა და გახარებული ,მსწრაფლ სახლში დატრიალდა.

-არასდროს იცვლება-თქვა თედო პაპამ ღიმილით და თბილი მუხტი შეიტანა შეკრებილ ახალგაზრდობაში.სანდრომ თვალი ჩაუკრა ,გაღიმებულ ელენეს და გოგომაც მორცხვად დახარა თვალი.ცოტახანში ეზო კისკისისა და ხითხითის ჰანგებმა მოიცვა.სასტიკად მეგობრული,ხუმარა და წიგნიერი იყო მასპინძელი.მალევე იპოვეს საერთო ენა და აჭუკჭუკდნენ.

Სუფრის გაშლას მორჩენილიყო თინათე , მხიარულად ხითხითებდნენ თედოს მოყოლილ ისტორიებზე ნიკო და გოგი კი ძირს ხოხავდნენ მუცელზე ხელმიჭერილები ,როცა მომწვანო კარი ირაკლიმ შემოაღო გაბადრული სახით.ნარე შემოუშვა და ფეხზე წამომდგარი თედოსაკენ ხელგაშლილი გაემართა.

Როდესაც ერთმანეთს სვანური წესით გადაეხვივნენ ,ნარემ ისიც კი გაიფიქრა ორმა გოლიათმა ერთმანეთი იპოვესო და ინტერესით დააკვირდა მასპინძელს,რომელმაც ორივე ხელით ჩამოართვა ხელი და ტკბილად მიესალმა. Ირაკლის რომ მრავლისმეტყველი თვალებით გადახედა კაცმა ,ყიფიანმაც თვალი ჩაუკრა და ჩაიცინა.თედო პაპამ მხარზე ხელი დაკრა.წინ წასულს უკან რომ გაყვნენ ,გაკვირვებული ნარე ბიჭს შეუჩნდა

-რა იყო ეს ფილოსოფიური თვალებით ლაპარაკი?

-ხალიანო ბუნებით დატკბი,ყოველდღე ამას არ უყურებ- და წინ წავიდა...

…...



Საჯინიბოში შესულებმა გაოცება ვერ დამალეს ,გამოყვანილი ჯიშის ცხენების რამოდენიმე წყვილმა თვალმა ერთიანად რომ გამოიხედა მათკენ.ელენე ჭკუაზე აღარ იყო და სიხარულითა და რაღაცმაგვარი გზნებით უელავდა ლამაზი,ყავისფერი თვალები.ქვედა ტუჩს კბენდა,რომ სიხარულით არ ეკივლა,მაგრამ გამომეტყველება ყიდდა.თედო პაპამაც რომ შეამჩნია სიხარულისაგან აკანკალებული გოგო,რომელიც სანდროს მკალვს ჩაჰფრენოდა ,ჩაეღიმა...მიხვდა მთელი ამ დროის განმავლობაში საჯინიბოსაკენ რატომ აპარებდა მზერას და თითოეულ ცხენის ჩაფრუტუნებასა თუ დაჭიხვინებისას,რომლითაც ეს დიდებული ცხოველები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ,რატომ უჩერდებოდა ლუკმა პირში და გაოცებით, საყვარლად გამობერილი ლოყებით მასპინძელს შესცქეროდა.

-ელენიტა ცხენთან აქამდე არასდროს გქონია ურთიერთობა,ჰო?-ჰკითხა თედო პაპამ და მხარში ამოუდგა.ნარემ მარიამს გადახედა,თითქოს კაცისგან წამოსული სითბო ამოიცნოო და მიხვდა ასე ძალიან რატომ აფასებდა მეგობარი წარსულის ადამიანს.გაახსენდა მასზე მოყოლილი ამბები და ღიმილით ჩაუკრა თვალი ქერას.

Დიდი თვალებით სწრაფად გაიქნია თავი ელენემ და ერთ-ერთ წაბლისფერ ცხენს გაუშტერა მზერა.

-ულამაზესები არიან ...მაგრამ ეს ჩემთვის გამორჩეულია რატომღაც.შეიძლება თედო პაპა?

-ოოო ეს დიდი ბიჭი ჩემი ქუჯაია-მიუახლოვდა კუნთებ ჩამოქნილ ,საკმაოდ მაღალ ცხენს,რომელმაც პატრონს ცხვირი გულ-მკერდზე საყვარლად გაუხახუნა-გარეგნობით ძალიან გავს აღმაშენებლის ცხენს,პაპისაგან რომ ეგრო ,ამიტომაც ქვია ასე...ქუჯაი,ჩემი ქუჯაი-და ტალღოვან ,მოწაბლისფრო ბზინვარე ფაფარზე თავისი უცნაურად დიდი ტორი ჩამოუსვა.მისით მოხიბლულიყვნენ ყველანი,მაგრამ ელენე რაღაც ძალას დაეჰიპნზებინა და ჟღალი თმა ასწეწვოდა.

-ძალიან ჯიუტი მყავს-აგრძელებდა თედო,რაზეც სანდროს ჩაეცინა”ელო საშენოა” გადაუჩურჩულა იქვე მდგომს და წელზე ხელი მოჰხვია-ფიცხიცაა და ძალიან ღონიერი,მაგრამ ძალიან მგრძნობიარეც-ღიმილით გამოხედა ჟღალს-თუ მიგიღებს სამუდამოდ დაგიმახსოვრებს ,მოუახლოვდი ჩემო, გაეცანი.

Როცა ელენემ ნელა წადგა ნაბიჯი,სანდრომ ირაკლის გადახედა .ყიფიანმა რომ სანდომიანად თავი დაუკრა ,ხელი შეუშვა თავის ჟღალს.

Მიდიოდა ელენე და თვითონაც უკვირდა საიდან გამოძებნა ამხელა ნებისყოფა ,რომ მუხლიც კი არ უკანკლებდა,პირიქით მთელი სიმტკიცით მიდიოდა თავმომწონე ცხოველისაკენ და როცა 3 ნაბიჯიღა აშორებდა ქუჯაისგან,ცხენმა ნელნელა წამომართა გამოყვანილი კისერი და ჟღალს ზემოდან გადმოხედა.აქ გაკენწლა ელენეს გული შიშის მაგვარმა გრძნობამ ,რადგან ცხენს მხოლოდ გულმკერდამდე სწვდებოდა,მაგრამ ფეხი არ მოუცვლია,სიჯიუტე არც თვითონ აკლდა .უკან მდგომნი მოჭიმულიყვნენ და ცხენისა და გოგოს მომდევნო სვლებს გულის ამოვარდნით ელოდნენ.

-ქუჯაი...-თითქმის ჩურჩულით,რაღაც გზნებით წარმოთქვა ჟღალმა ,რაზეც ცხენმა ყურები მისკენ მიაპყრო.ჩაეცინა გოგოს მის სისაყვარლეზე და ხელი ნელა აღმართა მისკენ. Სანდროს რომ სუნთქვა გაუხშირდა.თედო პაპა მონუსხული უყურებდა ამ გასაოცარი,ამაყი ცხოველისა და ჯიუტი,უზომოდ შეყვარებული გოგოს გაცნობის პროცესს და სახეზე მოლოდინი გადაჰფენოდა.რამოდენიმე წამიც და ქუჯაიმ დრუნჩი გაუხახუნა ხელის გულზე ელენეს,გოგომ კი მხიარულად რომ გადაიკისკისა,ცხოველიც თითქოს აცანცარდა და ლამაზი ფეხები ააბაკუნა.

-მოეწონე,აშკარად ძალიან მოეწონე-ამბობდა ქუჯაის საქციელით გაკვირვებული პატრონი-მიგიღო ,შეგიძლია მოეფეროო. Ამის გაგონებაზე ელენე ხომ სულ გადაირია და თითქმის ყველა მხრიდან ჩაეხუტა ქუჯაის,რომელიც თავს მოწონების ნიშნად იქნევდა და საყვარლად ფრუტუნებდა. Გარშემომყოფები გაკვირვებულები შესქეროდნენ მომხდარს...

-დროზე გამოაბრუნე,თორემ არჩევანზე რო მიდგება საქმე ამ შენს ქუჯაის აირჩევს და ყარე მერე ვეშაპები თვალებიდან-გესლავდა ნიკო,გაღიმებულ სანდროს და ეშმაკივით ჩახითხითებდა.

Ამხედრების დრო რომ დადგა ,ელენეს დახმარება უნდა ეთხოვა .

-ჩემი ბიჭი მანდილოსნებს უდიდეს პატივს სცემს ელენე ბატონო-თავმომწონედ უთხრა მასპინძელმა და ცხენს გავის ძვალზე ორჯერ,ნაზად დასცხო ხელი.ცხენიც მორჩილად დაჰყვა მის ნებას და დაიჩოქა.

-ცხენი რო ამხელა კაცს გაჯობებს ნწნწ-თავისთვის ,მაგრამ ირაკლის გასაგონად ჩაილაპარაკა ნარემ და თავი დანანების ნიშნად.

-ალქაჯოო-ჩუმად ამოიხვნეშა ყიფიანმა-ჯირითის აზრზე რომ არ ხარ გაგახსენო?სადმე მიილეწები და მე ხელსაც კი არ გავანძრევ-თვალი ჩაუკრა და იქვე მდგომ მარიამს გადახვია ხელი.

-ნწ მერე ვინ თქვა რომ ვაპირებ....იდიოტი გოლიათი

-ნუ ბუტბუტებ ,მესმის-ღიმილით გადმოხედა და დასთან ერთად ცხენის ასარჩევად წავიდა.

Ჟღალს გაუკვირდა შიშველ ცხენზე როგორ უნდა დავჯდეო ,მაგრამ როდესაც წამომდგარ ცხოველს ზურგიდან მთელი ტანით შემოეხვია, იგრძნო როგორი თბილი იყო და ჩაეღიმა.ნელნელა გაიმართა და როდესაც ახმახ თედო პაპასაც ზემოდან დააცქირდა ,ხელები მაგრად ჩააბღაუჭა აღვირზე ,ამასაც არ მოველოდიო.ცხენი სვანი ახმახის სიტყვებს გადაუბრუნებლად ასრულებდა ,გარეთ რომ გაიყვანა ეზოში რამოდენიმეჯერ დაარტყმევინა წრე ,ქუჯაისა და მის მხედარს.

-სანდროო გამომდიის სანდროო-ჭინკებ აცეკვებული ,კიოდა ელო.მის რეაქციებს ბიჭი თბილი ღიმილით ადევნებდა თვალ-ყურს და ტელეფონით ვიდეოს იღებდა მხიარული მასპინძელი კი გემრიელად ხითხითებდა.

-ბავშვებო ,მორჩა სანახაობა ამხედრდით,ცხენების უმეტესობა შეკაზმულია. Ქუჯაისაც დავადგამ უნაგირს და ახლოს მეყოლება.ირაკლი შვილო შენ გაბარებ დანარჩენს-თვალი ჩაუკრა და საჯინიბოში შეაბრუნა ცხენი,ჟღალი მხედრით.

Სწრაფადვე მოახტა ცხენს, უკვე გამოწვრთნილი მარიამი. Გოგიმ რომ ჩაუსტვინა ,ღიმილშეპარულმა თვალები აატრიალა

-ქვევიდან უნდა მიყურო შე საცოდაო? Წამო მარცხი გაგემო არ გინდა? Თუ მერე მე მომიწევს შენთვის ნაყინების ზიდვა?-მხიარულად გადაიკისკისა მარიამმა და ქერა თმა მოხერხებულად შეიკრა.

-შენ ვანილი გევასება ჰო?-არ დააკლო გოგიმაც და ღია ფერის ცხენს მოახტა.

Ყური მოუყრია გოგომ და ხის ჩრდილის ქვეშ წამოსაგორებლად გამზადებულ დაქალს გასძახა

-ოლე ნარიმან ამას ვატირებ და მერე წყნარად გაგასეირნებ შენც-და თვალი ჩაუკრა

Ნარემ ამოიხვნეშა,წადითო ხელი დაუქნია და დროის გასაყვნად დაიწყო ფიქრი რა გაეკეთებინა,როდესაც თინათე მასთან მივიდა

-გოგო შენ რატომ დარჩი მარტო,არ გიყვარს ჯირითი?

Ნარეს უცაბედად სახეზე ღიმილი გადაეფინა,სითბოსა და სანდოობას გრძნობდა ქალისგან.

-რას ამბობთ ქალბატონო თინათე,უბრალოდ ჯირითი ჩემგან ძალიან შორსაა.-ეხერხულად ჩაიღიმა და ხელზე ქალის თბილი შეხება რომ ოგრძნო, ძალიან ესიამოვნა და გაუკვირდა კიდეც ასე სწრაფად როგორ “დაუდაქალდა” სვან ლამაზმანს.

-მჰჰჰ-ნიკაპზე საყვარლად მოისვა ხელი და მის ამ საქციელზე ნარეს გულმა გაიღიმა,წარმოიდგინა როგორი იქნებოდა ეს გვირილა(უბრალო,მაგრამ გამორჩეულ ადამიანს ასე ვუწოდებ) ადამიანი თავდავიწყებამდე შეყვარებულ ადამიანთან ერთად-თუ სამზარეულო გიტაცებს ,შემიძლია ხრიკები გასწავლო-თვალი ჩაუკრა და პასუხს დაელოდა.

-მიტაცებს?!-მხიარულად გადაიკისკისა ნარემ როდესაც გაახსენდა კვერცხის შეწვისას,მარიამთან ერთად,რამის მე-7 სართული რომ დაფერფლა-დიდი სიამოვნებით ქალბატონო თინათე

-ძალიან გთხოვ ...უბრალოდ თინათე

Გაეღიმა ქალის სიტყვებზე.ზოგადად ძალიან მოეწონა ეს წყვილი ,თავიანთი უბრალო ,მაგრამ ყველაზე ფერადი ცხოვრებით ,ახალგაზრდული ხედვებით და მარიამს ათასჯერ გადაუხადა გულში მადლობა,რომ ისინი გააცნო.

Შინისაკენ გასწია თინათემ ,დოქის გამოსატანად,ნარე კი ეზოში მომლოდინე დატოვა.გარემოს თვალდახუჭული გრძნობდა გოგო-მიწის გამაბრუებელ სურნელს ,რომელსაც ცოცხალი,ხასხასა ბალახისა და მინდვრის ყვავილების სუნი ერეოდა,რომლებიც თინათეს ,რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,ეზოს ერთ მხარეში მოექცია და ისე უვლიდა როგორც ვარდებს.ჩაეღიმა ამ ფიქრზე. Ხელები გაშალა და გემრიელად უნდა გაზმორლიყო ,როცა ცხენის ძუნძულის ხმა მოესმა,იფიქრა მარიამი დაბრუნდაო და არც თავისი პოზა შეუცვლია .

-ხალიანო მარტო დარჩი?

Ნაცნობ ხმაზე,უცაბედად შემოტრიალდა და ცხენის დრუნჩს რომ შემთხვევით მხარი მისცხო,შეტორტმანდა და რბილ ბალახზე დაეცა. Ეგონა წყენასა თუ გაბრაზებას ვერავინ დაუამებდა,როცა Ყიფიანის ბარიტონმა მხიარული ნოტები გამოუშვა.

-გაგვიტკბა ფუმფულა ბალახზე წოლა ბეიბ?-ხითხითებდა ირაკლი და ზევიდან დასცქეროდა გაშხლართულ გოგოს.ნარე კი დაჰიპნოზებულივით შესცქეროდა ,შავ,არისტოკრატულ ცხენზე ამხედრებულ ბიჭს,რომელსაც უკან მომდგარი მზე თვალებსა და თმას უბზივნარებდა ...მალევე თავი გააქნია ,რაზე ვფიქრობო და მოჩვენებითი გაბრაზებით ფეხზე რომ წამოიჭრა,ირაკლიმ ჰოჰო კაი კაი ჩუმად ვარო და ხითხითი ღიმილში დამალა.

-ჩემს ნათქვამს ყოველთვის მასე სწრაფად ამართლებ ხოლმე?-წყენით უთხრა და ვითომ დარტყმული ადგილი სტკიოდა, სახლის მხარეს თინათეს ძახილით მსწრაფლ შეტრიალდა .ქალი რომ ნერვიულად გამოვიდა და წელმტკივან გოგოს შეხედა ,სახეზე წუხილი დაემჩნა,მაგრამ “გამწარებული” ნარეს წინ მდგომ ქალს გამომეტყველება მალე მოულბა და თავის ქნევით შებრუნდა უკან.დაეჭვებით გახედა ყიფიანს,რომელიც კარისაკენ უკანმოუხედავად მიდიოდა და ახლა მართლა გაუკენწლა გული წყენამ ,ეზოს გადასაკვეთად წასულმა საკუთარ თავზე გაბრაზება ვეღარ მოასწრო”რა სენტიმენტები მოგინდაო”, რადგან ყიფიანის თბილმა ხმამ,რომელშიც ბევრად მეტი გრძნობა გამოსჭვიოდა ,გამოაფხიზლა

-მოდი აქ ბუტია-შავი ცხენიდან მოხერხებულად გადმოხრილმა,ცალი ხელი წელზე ჩასჭიდა ნარეს და უნაგირზე შემოისვა. -აბა როგორია?-ღიმილით დახედა გაშეშებულ გოგოს,რომელსაც მომხდარი ვერ გაეაზრებინა .ფრთხილად გაუსწორა მზერა ბიჭის გულმკერდზე აკრულმა,დიდხანს უყურა ,შავი წამწამებით შემორაგულ ,მომნუსხველ თვალებს

- ერთი გორილა რომ არ იყოფდეს უნაგირზე ჩემს ადგილს,ბევრად უფრო კომფორტული იქნებოდა...დარწმუნებული ვარ ამ ცხენისთვისაც-თვალი არ მოუშორებია ისე უთხრა და ბიჭის ღიმილი რომ დაეცა სახეზე თვითონაც გაეცინა.

-არა ჩამოგსვავ თუ არაკომფორტულად ხარ ბეიბ, რაღაც ვერც მე ვზივარ კლასნად-ყიფიანი შეფართხალდა და მიწისაკენ უბიძგა ნარეს წელზე შემოხვეული ხელით.რა დროსაც ნარე უფრო მეტად აეკრო სხეულზე.

-არ ინანებ?-ჭინკებ ათამაშებული თვალები მიაპყრო ყიფიანს,რომელიც მის სახეზე დააგორებდა გიშრებს და უკვე ასეთი სითამამე აღარ უკვირდა.

-და შენ?-ბოხი ხმა დააფრქვია საფეთქელზე ყიფიანმა.ნარემ უნაგირს ფეხი გადაატარა და წინ მოქცეულმა დისტანციის დაცვა სცადა.

-ბეიბ-ჩაეცინა ყიფიანს თითქმის ცხენის კისერზე ჩამომჯდარ გოგოზე-ბეიბ ცხენი კისერს წააგდებს-აკისკისდა ნარეც,როცა წარმოიდგინა როგორ მიათრევდა ამ ორს, საწყალი ,ოფლმოდენილი ცხენი,რომელიც ახლა რაღაც ძალას ისე მოეჭიმა ,იფიქრებდი მიწისძვრაც კი ვერ შეაცვლევინებს პოზასო.ნარე ოდნავ უკან მიჩოჩდა და ეგონა საკმარისი იყო,

-ასე არა!

მუცელზე შეცურებულმა გრძელმა თითებმა ,ყიფიანის ფართო გულმკერდზე ააკრო ნარე და სახეზე რომ გრილი ნიავი ცივად მოელამუნა მიხვდა რომ შეწითლებულიყო.”ჯანდაბა ,შენი, ჯანდაბაა”

-აი ასე ხალიანო-ჩაეცინა მისი რეაქციით გახალისებულ ყიფიანს.ნარეს თეძობთან შეცურებული ძლიერი მკლავებით აღვირი მომართა და ცხენი ნელი ნაბიჯებით წაიყვანა გასასვლელისაკენ.



.........
ალბათ ესეც პატარაა,მაგრამ გულმა ვეღარ მომითმინა:)
უმეტეს წილად შაბათ-კვირისაკენ დავამატებ ხოლმე. გამიზიარეთ თქვენი დამოკიდებულებები,შთაბეჭდილებები,მიღებული ემოციები.
პ.ს მადლობა მხარში დგომისათვის და თითოეული კრიტიკული აზრისათვის.



№1 სტუმარი ნათია46

გამიხარდა რომ დავინახე. თანდათან უფრო საინტერესო ხდება, ელენეს და ქუჯაის შეზვედრამ რატომღაც ფილმი ქარიშხალა გამახსენა???? თუმცა ეგრეა ცხენმა უნდა მიგიღოს და მერე გიერთგულებს❤️ რაც შეეხება ნარეს და ირაკლის მაგათგან მომავალი ცეცხლის ტალღა ჩემამდე აღწევს და თვითონ როგორ დღეში არიან?
ძალიან მომეწონა თედო და თინათეც და იმედია კიდევ ბევრჯერ გამოჩნდებიან. აი მარიამსა და გოგის შორისაც იბმევა"ის სიმები, რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება" ხო? თუ ვცდები არაუშავს????
ასე რომ მწერალო ველი ახალ თავს❤️

 


№2  offline წევრი PPO

ნათია46
გამიხარდა რომ დავინახე. თანდათან უფრო საინტერესო ხდება, ელენეს და ქუჯაის შეზვედრამ რატომღაც ფილმი ქარიშხალა გამახსენა???? თუმცა ეგრეა ცხენმა უნდა მიგიღოს და მერე გიერთგულებს❤️ რაც შეეხება ნარეს და ირაკლის მაგათგან მომავალი ცეცხლის ტალღა ჩემამდე აღწევს და თვითონ როგორ დღეში არიან?
ძალიან მომეწონა თედო და თინათეც და იმედია კიდევ ბევრჯერ გამოჩნდებიან. აი მარიამსა და გოგის შორისაც იბმევა"ის სიმები, რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება" ხო? თუ ვცდები არაუშავს????
ასე რომ მწერალო ველი ახალ თავს❤️

მადლობა ძვირფასო kissing_closed_eyes .დამიჯერე ინსპირაციად მხოლოდ ფანტაზიას,გულს და გრძნობებს ვიყენებ,არანაირი ფილმები თუ სხვა პლაგიატი.თედო და თინათე იმ ადამიანებს წარმოადგენენ,რომლებიც თავიანთი ცხოვრების ფონზე სიყვარულს,სითბოს არ იშურებენ და ქაოსის გონებითმატარებელ ახალგაზრდობას თავიანთი "დინჯი" სიტყვებით აჯერებენ რომ "ყველაფერი კარგად კიარა უმაგრესად იქნება" ვეცდები მალე დავდოო blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent