სტოკჰოლმის სინდრომი, ეს სიყვარული არ არის (სრულად)
თავი 1 (სტოკჰოლმის სინდრომი — სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსალური რეაქცია, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ ახასიათებს.) პატარა თერმოსით ყავა მედო გვერდით. ხშირ ხშირად გამირბოდა თვალი და ვხვდებოდი, ჯობდა მანქანია გაჩერება და ამ ოხერი ყავის დალევა , მერე კი გზის გაგრძელება. სურვილს ვნებდები. გზიდან გადავდივარ და ვჩერდები. ყურში შერჩენილ ყურსასმენებში მანძილის _ შავთვალას ვრთავ. ისეთი მონატრებული მზეა სურვილიც არ მაქვს თავი ავარიდო. მანქანიდან გადმოვედი, მაცუნებელი ყავაც ავიღე. მანქანის ცხვირზე ავძვერი ფეხებმოკეცილი დავჯექი და ნეტარი სითხე თვალდახუჭულმა მოვსვი. სასიამოვნოა, ზედმეტადაც კი. თვალები აღარც გამიხელია. მუსიკას ავუწიე და მზის სხივებს სახე შევუშვირე. კახეთის გზადკეცილზე ვარ სადღაც , გზის ორივე მხრიდან მწვანედ ლივლივებენ ვენახის ზვრები. დაახლოებით მესამე წრეზე რომ წავიდა სიმღერა მეც ავყევი ღიღინით. რა ბედნიერებაა , სრული სიმშვიდე სულში, გულში, ჰაერში. ჩემდა უნებურად ღიღინს ვუმატე . " შავთვალა ხუჭუჭთმიანი ჩემს გულში შემოპარულა, იგი ოცნების ზღვა არის და მასზე ვფიქრობ ფარულად..." ვმღერი და თან ცალი ხელით წარმოსახვით ორკესტრს ვდირიჟორობ, საჩვენებელი და ცერა თითები ერთმანეთზე მაქვს შეტყუპული და ჰაერში ვიქნევ მუსიკის რითმში. წამით თვალს ვახელ, რათა ჯადოსნური სითხის ყლუპი მოვსვა და გაოცებისგან თვალები მიფართოვდება, ზედ ჩემს სახესთან ზუსტად მას ვხედავ, ვიზეც სიმღერის მოსმენისას ვფიქრობდი, შავთვალა ხუჭუჭთმიანი უცნობი კაცი პირდაპირ თვალებში მომჩერებია. და ისე ინტერესით მაკვირდება, თითქოს რომელიმე სამუზეუმო ექსპონატი ვიყო. მანქანიდან დაუფიქრებლად ჩამოვხტი და უკვე მართლაც გულში ჩავეკარი უცნობს, რომელსაც გაწევაც კი არ უფიქრია. თერმოსიც წამექცა, ინსტიქტურად თერმოსს ხელი მივაშველე, თან შეძლებისდაგვარად ვცადე მასთან შეხება თავიდან ამეცილებინა და სულ ავიხლართე. წავბორძიკდი და რომ არა მისი სიმარდე და ძლიერი მკლავები უეჭველი წავიქცეოდი. მოხვეული მკლავებიდან თავი სწრაფად გავინთავისუფლე. _ რას აკეთებ? გამიშვი!_ ვუთხარი მკაცრად. თან გატეხილ თერმოსს და დაღვრილ ყავას სინანულით გავხედე. ირონიულად გაეცინა. _ მადლობის მაგიერია?_ მკითხა და კიდევ ერთხელ გამაოცა, ხმაც გარეგნობასავით სასიამოვნო ჰქონდა. _ ვინ ხარ და აქ საიდან გაჩნდი, შევათვალიერე, ყველაფერზე ეტყობოდა გემოვნებიანი ადამიანი უნდა ყოფილიყო. ნავარჯიშები ჩანდა და შესანიშნავ ფორმაში იყო. ჩემი არც ერთი მიმიკა არ გამოპარვია. ტუჩის კუთხით გაიცინა. _ რას მღეროდი?_ მკითხა თითქოს მისი ასი წლის ნაცნობი ვიყავი. არაფერი მიპასუხია ზურგი ვაქციე და მანქანაში ჩაჯდომა დავაპირე. _ზრდილობა არ უსწავლებიათ შენთვის?_ ხმა გაუმკაცრდა. _ არაფერი არ მავალდებულებს ზრდილობის გამოჩენას!_ ვუპასუხე და ჩემი თავის თავად გამიკვირდა, როგორც წესი არც უხეში ვარ და არც უზრდელი. მაგრამ მისგან წამოსული ამპარტავნული და მბრძანებლური იმპულსები მისდამი უსიამოვნოდ განმაწყობდა. კარი გავაღე და ის იყო ჩაჯდომა დავაპირე. ხელის ძლიერი მოძრაობით ცხვირწინ მიმიჯახუნა, ბედი რომ ფეხის შედგმა ვერ მოვასწარი. _ შენ რა გიჟი ხარ?_ ავუწიე ხმას. _ გასწიე ხელი!_ ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდეც. ვინ იყო და თავს რამდენის უფლებას აძლევდა . _ რა გქვია!_ ისევ დაინტერესდა, ყურადღებაც არ მოუქცევია ჩემი ხმის ტონისთვის . _ შენი საქმე არაა!_ არ მინდოდა, მაგრამ ჩემდაუნებურად კვლავ უხეშად გამომივიდა. ისევ სახიფათოდ მომიახლოვდა. უკან დავიხიე მაგრამ მანქანასა და მას შორის უხერხულად გავიხირე.გაშლილი ხელისგული კვლავ მანქანის კარებზე ედო. _ სად მიდიხარ?_ მორიგი პირადული და უაზრო კითხვა დამისვა. რა მისი საქმე იყო სად მივდიოდი? წამის წინანდელი მშვიდი განწყობა და იდილია სადღაც გამიქრა. ახლა დაძაბული და შეშინებული ვიყავი. განა ცოტა სულარეული ადამიანი დადის ქვეყანაზე? მაგრამ რაღა მე უნდა შემხვედროდა? ან რაღა აქ, ამ მიყრუებულში? კანტიკუნტად თუ ჩაივლიდა გზაზე მანქანა. და ყურადღებასაც არავინ გვაქცევდა. რომ ნდომოდა ისე შემათრევდა და მიმახრჩობდა იმ აბურდულ ვენახებში, როგორც კატის კნუტს და კაციშვილი ვერ გაიგებდა ვერაფერს , ამის წარმოდგენაზე დავიზაფრე. ოღონდ ახლა მშვიდობიანად გავცლოდი და მეტი არაფერი მსურდა. ის კი ფეხის მოცვლას არ აპირებდა. ანთებული შავი თვალებით დემონივით მომჩერებოდა . _ დისტანცია დაიცავი თუ შეიძლება!_ ფართო მკერდზე მივაჭირე ხელი, რათა ცოტათი მაინც გამცლოდა. მისი სიახლოვე მაშინებდა და მძაბავდა. მკერდზე მიბჯენილ ჩემს ხელს ისე დახედა, როგორც მე შევხედავდი იატაკზე მხოხავ ტარაკანს. არა განა შიშით, რაღაცნაირი გაოცებით და ბრაზით. მაჯაზე ხელი მომკიდა და თითქოს დენმა დამიარა სხეულში. უარესად მოვიფუზე. ისეთი ძლიერი აურა ჰქონდა, აშკარად მბრძანებლობის მოყვარე და ზედმეტად თავდაჯერებული კაცი უნდა ყოფილიყო. _ გამიშვი ხელი, თუ შეიძლება!_ რაც შემეძლო ზრდილობიანად ვთხოვე. იქნებ ასე მაინც მომეშორებინა თავიდან. _ რა გქვია?_ ისევ ისე მკითხა, მივხვდი თავს ასე ადვილად არ დამანებებდა. _ ანა!_ დაუფიქრებლად ვუთხარი ის, რაც პირველი მომივიდა თავში. _ ანა!_ ჩაილაპარაკა ეჭვით. _ დროებით, ანა!_ მითხრა მშვიდად, ხელი გამიშვა და გზის მოპირდაპირე მახარეს გაჩერებული გემივით ჯიპისკენ წავიდა. ისე, რომ უკან აღარც მოუხედავს. მანქანა მოატრიალა და გვერდით რომ ჩამიარა გეფიცებით, მისმა მანქამან დაცინვით გადმოხედა ჩემს ორკარიან მოცუცქნულ მინი_კუპერს. _ღმერთო! _ ამოვიჩურჩულე თავი სამშვიდობოს რომ დავიგულე. მანქანაში ჩავჯექი და ხელის კანკალით დავქოქე. სოფელში როგორ ჩავედი არ გამიგია. ჩემი ბიძაშვილის პატარა ტყუპების ნათლობა იყო. ბუშტებით მოერთოთ მთელი ეზო. სტუმრებს ეზოში მოეყარათ თავი. ჯერ ისევ იმ გადარეული უცნობის აურას და ძლიერ ენერგიას ვგრძნობდი და მასზე ფიქრს თავს ვერ ვაღწევდი. ვიფიქრე რომ უბრალიდ გადამეტებულად შემეშინდა. ნელ_ ნელა გართობამ ამიყოლია და საღამოს სულაც გადამავიწყდა დილანდელი შემთხვევა . ვცეკვავდი და ვილხენდი მონატრებულ ნათესავებში. სტუმრები გვიან დაიშალენ. ბიცოლაჩემს და ბიძაშვილის ცოლს ალაგებაში მივეხმარე და მოგვიანებით ყველან, მთელი ოჯახი ეზოში შევიკრიბეთ დაღლილები, მაგრამ მხიარულები. _ ნელიკო დარჩი რა კიდევ ცოტა ხნით?_ ჩამეხუტა ბიცოლაჩემი. მე ყოველთვის გამორჩეულად ვუყვარდი. შვილებისგან არ მარჩევდა. _ არა ბიც, ერთი დღით ძლივს გამომიშვა უფროსმა. ამაზეც იმდენი იჯაჯღანა. ხვალ უნდა დავბრუნდე უეჭველი, ძაანაც არ მინდა მაგრამ რა ვქნა?_ მთელი საღამო ვისაუბრეთ, მთელი წლის მოსაყოლი იმ ერთ საღამოში ჩავატიე. ბავშვობაში მთელ არდადეგებს მათთან ვატარებდი, მაგრამ ახლა დრო აღარაფრისთვის მრჩებოდა. მართალი მგონია, რომ ამბობენ დრო აჩქარდაო. გარბიხარ გამორბიხრ ადამიანი, ცდილობ და მაინც ვერაფერს ასწრებ. ხელფასს არ ვუჩიოდი, მაგრამ რა აზრი ჰქონდა კარგ ხელფასს დახარჯვას თუ ვერ მოვახერხებდი? მხოლოდ კვირას ვისვენებდი და ისიც მთელი კვირის გადაქანცულს გარეთ გასვლის სურვილიც კი აღარ მქონდა და ლამის მთელ დღეს ლოგინში ვატარებდი. ვცდილობდი შეძლებისდაგვარად აღმედგინა ენერგია, რომ ორშაბათიდან ისევ მუშაობის ორომტრიალში ჩავფლულიყავი, შემდეგ კვირა დღემდე. საღამოობით ნანუკა გამომირბენდა ხოლმე ხანდახან, შემჯორავდა და ისევ გაიქცეოდა ქმარ_ შვილთან. იმას ოჯახი, მე _სამსახური, მართლაც ჩვენი საოცარი მეგობრობა იყო, რომ ერთმანეთს ასეთ გადატვირთულ რეჟიმშიც კი არ ვკარგავდით. მას შემდეგ, რაც მშობლები ემიგრაციაში წავიდნენ სულ მარტო დავრჩი. ხან მთელი კვირა ისე გავიდოდა სახლში ხმის გამცემიც კი არა მყავდა. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე ერთი სულიერი მაინც გამეჩინა, რომელიც ჩემს სახლში მისვლას გულმოდგინედ დაელოდებოდა. მარტოობა მართლაც მოსაბეზრებელია ხოლმე. _ ბიცო, კნუტი მინდა, არავის ჰყავს თუ იცი?_ ვკითხე ბიცოლაჩემს. _ ოხ ნელიკო, კნუტი კი არა, კაცი გინდა აწი შენ!_ დამცინა სანდრომ. _ აუ დიდი ხანია ცოლი მოვიყვანეთო?_ ვალში არ დავრჩი მეც. _ დროს რა მნიშვნელობა აქვს, სამაგიეროდ ნახე ორმაგი დატვირთვით ვმუშაობ. ვერ გავაკეთე ტყუპები? _ გაიკრიჭა საძაგელი. _ სანდრინიო ჭკუა მაინც არ გემატება , ვერ გიშველეს ტყუპებმა არა?_ ხუმრობით წამოვარტყი მოხოტრილ თავში. _ მამიკოს ბარტყუცუნები, ვენაცვალე ამათ!_ ტყუპენის ხსენებაზე თვალები დაეთაფლა ჩემს გადარეულ ბიძაშვილს. პატარები მოვისიყვარულე, ძლივს შეველიე და დასაძინებლად ავედი. რომ დავწექი მაშინღა გავიაზრე, როგორი დაღლილი ვიყავი. ძილის წინ მუსიკების მოსმენა ჩვევად მაქვს, თითქოს ასე მარტოობას ვეღარ ვგრძნობ ხოლმე ცარიელ სახლში. ახლაც მობილური ამოვიღე და დაპაუზებული პლეიერი ჩავრთე. " შავთვალა ხუჭუჭთმიანი..." ამღერდა მობილური. ვეძგერე და ცივად გამოვრთე. ჯანდაბა, უცებ ამესვეტა თვალწინ მისი სახე. ცეცხლოვანი შავი თვალები და შავი ხვეული თმა. წამით მისი სურნელიც კი ვიგრძენი. _ ჯანდაბა ნელიკო რა ჩარჩენილი შინაბერასავით ჩაიციკლე?_ ცალი თვალით მობილურს გავხედე. მუსიკა დავაბრუნე და ბალიშზე გულაღმა გადავწექი. _ განა რა დაშავდება ცოტას თუ წავიოცნებებ?_ გავათამამე საკუთარი თავი. თვალები დავხუჭე და მისი სახე წარმოვიდგინე. არაფერიც არ დაშავდებოდა ოცნებით, ხვალე არ მენახა კიდევ! სიმღერის ხმა მესმის საიდანღაც, მაგრამ ვერ ვხვდები საიდან. თვალებს ვახელ და მას ვხედავ, ნელა იხრრბა ჩემსკენ, მისი რბილი შავი სურნელოვანი თმა სახეზე მელამუნება, სახე ჩემსკენ მოაქვს და ტუჩებზე მეხება ...გული მიჩქარდება... საიდანღაც ისევ მესმის სიმღერის მშვიდი მელოდია და სიტყვები... და მოულოდნელად გამეღვიძა. გული ამოვარდნას მაქვს. ხელი მკერდზე მივიდე და მართლაც ისეთი ბაგა_ ბუგი გაუდის ამ სულელ გულს. ამოვისუნთქე _ ჯანდაბა ეს რა იყო?_ წამოვიძახე ხმამაღლა. მობილურს დავხედე,ღამის ორი საათია და ისევ იგივე სიმღერაზე ტრიალებს პლეერი. _აი თურმე რისი ბრალია. ვაიმე! ამ სიმღერას ცხოვრებაში აღარ მოვუსმენ! ჯანდაბა ნელიკო, ჯანდაბა!_ ცოტა რომ გადამიარა აღელვებამ, გამეცინა კიდეც საკუთარ თავზე. _ ესეც შენი პირველი კოცნა!_ ლამის იყო სიცილი ამიტყდა. პირველი საოცნებო კოცნა ოცდასამი წლის ასაკში, ვიღაც გადარეულ მანიაკთან და ისიც მხოლოდ სიზმარში. _ და თუ სიზმარში ასე აგაღელვა, რა იქნება როცა სინამდვილეში გაკოცებს სულელო!_ ვეკითხები ჩემს აცეტებულ მეორე მეს. _ როცა? სინამდვილეში?_ ვალში არ მრჩება ისიც და ირონიულად მეკითხება. _ ანუ მასთან შეხვედრაზე უარს არ იტყოდი ნელიკო? _ მოკეტე!_ ვბუზღუნებ მე. ცოტა ხნის მერე თითებს ტუჩებზე ვიდებ და მეღიმება. _ ვაი შენს პატრონს ჩემო თავო!_ ვჩურჩულებ და მეძინება. უცნაურად აღელვებულს. დილა ღამეზე ბრძენიაო ხომ გაგიგიათ? ხოდა გათენებამ და მზის სინათლემ ჩემი ღამეული ვნებები სულ აქეთ_ იქეთ მიმოფანტა. ვისაუზმეთ და რაც შემეძლო სწრაფად რუსთავის გზას დავადექი. სადღაც კაჭრეთთან შემომიტია ყავის ლომკამ. ქილის ცივი ყავა მაინც რომ არ დამელია, სულს გავაფრთხობდი ალბათ. მანქანა მაღაზიასთან მივაყენე და ზანტად გადმოვედი. პახმელია არ ვიცი რა არის და არც თავი მტკივა ხოლმე, უბრალოდ მეორე დღეს უცნაურ დაღლილობას ვგრძნობ ხოლმე და როგორც გამოუსწორებელ მძინარას, სულ მეძინება. მაღაზიაში შევედი და ცივი სასმელების თაროს ჩამოვუარე, არც კი დავკვირვებივარ აკვიატებულ სიმღერას რომ ვღიღინებდი. " მინდა რომ მასაც ვუყვარდე არ მომაყენოს ტკივილი.." ლამის ჩურჩულით ვღიღინებ და სასურველს ვეძებ. _ აშკარად ძალიან ხარ შეყვარებული მაგ სიმღერაზე!_ მომესმა ზურგს უკან და კინაღამ შევყვირე მოულოდნელობისგან. სიზმრისგან განსხვავებით რეალურის საკმაოდ მეშინია. უკან დავიხიე რამდენიმე ნაბიჯით. წარბი გაოცებით ასწია. _ შეიძლება ყავაზე დაგპატიჟო?_ მოულოდნელ ზრდილობას იჩენს, ალბათ მიხვდა, რომ მისი მეშინია და აღარ უნდა, რომ დამაფრთხოს. ჩემი გონება გამალებით ფიქრობს. მინდა, რაც შეიძლება მალე დავაღწიო თავი. და გადაწყვეტილებასაც მალევე ვიღებ. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. _ მანქანასთან დაგელოდები!_ ვეუბნები და სანამ ის ყავას ყიდულობს მე სწრაფად ვტოვებ მაღაზიას, მანქანაში ვჯდები , სწრაფად ვქოქავ და ბედნიერი და საკუთარი მოხერხებულობით აღფრთოვანდბული იქაურობას ვტოვებ. უკანა ხედვის სარკეში ბოლოს რაც დავინახე მისი გაოცებულ_ გაბრაზებული სახეა, ორივე ხელში ყავის ჭიქებით დგას და მიმავალ მანქანას თვალს არ აშორებს. დაახლოებით ერთ საათში ქალაქში ვარ და პირდაპირ მაღაზიაში მივდივარ. მას შემდეგ რაც დამაწინაურეს და მენეჯერის პოზიცია დავიკავე მაღაზია ჩემს მეორე სახლად იქცა. მალევე ჩავები ჩვეული დღის რუტინაში და ფიქრისთვის უკვე აღარ მეცალა . სახლში რომ დავბრუნდი გარეთ უკვე ლამპიონები ენთო. როგორც კი კარი შევაღე ის გავიფიქრე,თუ რა სასიამოვნო იქნებოდა პატარა მეგობარი რომ შემომგებებოდა კნავილით, ავიყვანდი , გულში ჩავიკრავდი. და ამ აუტანელ სიცარიელეს აღარ ვიგრძნობდი. სამზარეულოში გავედი, კარაქიან _ ჯემიანი პური შევჭამე და ტელევიზორთან მოვკალათდი. პულტი ავიღე და უაზროდ ჩამოვყევი არხებს. თავადაც არ ვიცოდი რას ვეძებდი. უცებ ჯონი დეპის მოვკარი თვალი და გადავწყვიტე სულ არაფერს მასთან ერთად მაინც გამეტარებინა ის საღამო და კაცმა არ იცის მერამდენედ ნანახი "კარიბის ზღვის მეკობრეების " ყურება დავიწყე. მოულოდნელად მესიჯის ხმა მომესმა. ავიღე ტელეფონი და დავხედე. უცხო ნომერი იყო. ჩემი სამსახურის გადამკიდეს მოსვენება სახლშიც არ მქონდა, ამას მიჩვეული ვიყავი, მესიჯი გავხსენი და წავიკითხე. თავიდან ვიფიქრე, რომ ვიღაცას ნომერი შეეშალა: " ანა არა? მატყუარებს არ უნდა ენდო!" წამის შემდეგ მივხვდი, ის იყო. _ რაოო? შანსი არაა! საიდან ?_ შევეწინააღმდეგე საკუთარ თავს. პასუხი არ დამიბრუნებია. ეტყობა, პასუხის ლოდინი რომ მობეზრდა აქტიურ შეტევაზე გადმოვიდა და ახლა რეკვა დაიწყო. _ გისმენთ!_ ვუპასუხე გაუბედავად. _ ასე რატომ მოიქეცი?_ მკითხა პირდაპირ. _ ბატონო?_ გავიოცე მე. _ სულ ასეთი მატყუარა ხარ?_ მკაცრი ხმა ჰქონდა. _ ვინ ხარ?_ ვითომ ვერ მივხვდი მე. _ აუცილებელია ეგ თამაშები?_ ისევ პირდაპირი იყო ის. _ არა მართლა ვინ ჯანდაბა ხარ!_ მეც უცებ მიმტყუნა ნერვებმა._ რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს ხვდები? _ ანუ ტელეფონზე დიდი გული გაქვს?_ ჩაეცინა მას. _ ახლა მე გავთიშავ და შენ აღარ დამირეკავ! გასაგებია?_ შევეცადე დამაჯერებელი ვყიფილიყავი. _ თორემ?_ არა მაინც რა თავხედია. _ თორემ? უბრალოდ დავბლოკავ ნომერს!_ ვუპასუხე მე გაოცებულმა. აბა მორევით მე ვერ მოვერეოდი, თორემ სიამოვნებით გავუბრტყელებდი იმ ლამაზ სახეს. _ და ეგ შემაჩერებს?_ მართლა ხმამაღლა იცინოდა უკვე. _ რა გინდა ჩემგან? გიჟი ხარ? თითქოს არ გავხარ მანიაკს!_ ვიფიქრე ტკბილი სიტყვით მაინც გავაგებინებდი რამეს. _ მაინტერესებ, თუ შემხვდები და ინტერესს მომიკლავ იქნებ თავიც დაგანებო!_ შემპარავად დაიწყო მან. ხმა არ გავეცი. _ ნუ გეშინია ჩემი! _ აშკარად ხვდებოდა რასაც ვფიქრობდი. _ კარგი! მხოლოდ ერთხელ!_ დავთანხმდი მე. _ იცოდე, ჩემი მოტყუება არც იფიქრო!_ მუქარა გაურია ხმაში. _ კვირას მცალია!_ ისეთი ხმით ვუთხარი, ვითომ მის მუქარას არაფრად ვაგდებდი. _ იყოს კვირა! თორმეტზე დაგელოდები! სადაც მეტყვი იქ მოვალ. იცოდე.._ ვიცოდი ისევ დამუქრებას აპირებდა. ამიტომ მკაცრად შევაწყვეტინე ლაპარაკი და დავემშვიდობე. _ კვირას თორმეტზე, ადგილს მოგწერ!_ ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე ნერვებმოშლილმა. ცოტახანში მესიჯი მომივიდა. " მეორედ ასე აღარ გამითიშო იცოდე!" " ეცადე საერთოდ არ გადავიფიქრო !" მივწერე მეც. მთელი კვირა წამში გაფრინდა და შაბათიც წამში მოვიდა. ისეთი დაღლილი დავბრუნდი სახლში, არც კი მივახშმია. შხაპი ინსტიქტურად მივიღე. ლოგინთან მივლასლასდი , მოსალოდნელი შემაწუხებელი ზარების თავიდან ასაცილებლად მობილურს ხმა გავუთიშე. ლოგინზე დავეგდე. მკვდარივით ჩამეძინა. კარის ბრახუნმა მომიყვანა გონზე. თვალი გავახილე და ისეთი დაღლილობის შეგრძნება ამყვა თითქოს დასაძინებლად საერთოდ არ დავწოლილვარ. ფანჯარას გავხედე , უკვე კარგად გათენებულიყო. ძლივს ავიზლაზნე ფეხზე. ხალათი მოვიცვი. კარადის სარკეში საკუთარ თავს თვალი მოვკარი, სველი თმით დაძინებას უკვალოდ არ ჩაევლო. ყოველი თმის ღერი სასურველი მიმართულებით გამშრალიყო და გაფშეკილიყო. კარისკენ წავლასლასდი ისე, რომ არც კი მიფიქრია თავის მოწესრიგება. დარწმუნებული ვიყავი ნანუკა იქნებიდა. აბა მის გარდა მე არავინ მაკითხავდა. კარი გამოვაღე და უკან შემოვბრუნდი. მაინც არ მსურდა მეზობლებს ასე გაჩეჩილი დავენახე. _ რა ქვეყნის დაქცევაა, რომ ჩამოიღე კარები? შემოდი მალე!_ მივაძახე და სამზარეულოში შევფრატუნდი. _ ყავას დალევ?_ გამოვძახე სამზარეულოდან. პასუხი რომ ვერ მივიღე უკან გამოვბრუნდი და ადგილზე გავშრი. _ რაა?_ ამოვიკნავლე საცოდავად._ აქ რას აკეთებ? თავად მისი უდიდებულესობა ბრძანდებოდა, გაცოფებული და ამასთან ერთად გაოცებული სახით მიყურებდა და ეტყობა ვერ გადაეწყვიტა , რომელი ემოციისთვის მიენიჭებინა უპირატესობა. უცებ მზერა შეეცვალა და ტუჩის კუთხეები სიცილმა აუპრიხა. ცოტა უცნაური ნათქვამია, მაგრამ მართლა ასე იყო. ისეთი საყვარელი სიცილი ჰქონდა, ვერც კი წარმომედგინა. თუმცა, როცა მისი სიცილის მიზეზი გავიაზრე წამში გამოვფხიზლდი. ხელები თმაზე გადავისვი. შეძლებისდაგვარად მოვათვინიერე გაურჩებული თმები. _ აქ დაჯექი და დამელოდე! _ დავუბრიალე თვალები. მაინც უკვე სახლში იყო და წასვლას აშკარად არც აპირებდა. საძინებელში შევედი, თავი მოვიწესრიგე, ჩავიცვი და მასთან დავბრუნდი. მივედი და პირდაპირ დავუჯექი. _ ისევ მომატყუე და ეს არ მომწონს!_ თვალებში კვლავ სიცივე ჩაუდგა. _ ჯერ ერთი სულ არ მადარდებს შენ რა მოგწონს, მეორეც არ მომიტყუებიხარ, უბრალოდ ჩამეძინა! მგონი დიდი განსხვავებაა არა?_ აღარ ვაპირებდი მისთვის რამე დამეთმო. საერთოდ არ ვიცოდი ვინ ოხრობა ბრძანდებოდა. _ ეგ მაინც არ გაძლევს უფლებას დაუკითხავად დამადგე სახლში! _მისმინე! უბრალოდ მე ალიან მაინტერესებ და შენი გაცნობა მინდა, მეტი არაფერ!_ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია მან. _ რომ გკითხო საიდან გაიგე ნომერი ან მისამართი , მგონი უბრალიდ სასაცილოა!_ უკმაყოფილების დამალვა არც მიფიქრია. _ ვინ ხარ? _ მხოლოდ ეს ვკითხე._იცოდე ძალიან მძულს მურტალოს ტიპის იდიოტები! _ მეც!_ დამეთანხმა ის. _ აბა ეს რა ჯანდაბაა?_ ხელი გავშალე იმის სათქმელად, რას გავს შენი საქციელიმეთქი. _ როგორც წესი ასე არ ვიქცევი!_ თვალს არ მაშორებდა. _ გამონაკლისების გარდა?_ აშკარად ღიად დავცინე მე. _ ნუ იაზვობ!_ დაეძაბა ხმა. _ სიმართლე გითხრა , ისიც კი არ მაინტერესებს ვინ ხარ და რა გქვია! მინდა, რომ წახვიდე!_ მისი სითავხედე აგრესიისკენ მიბიძგებდა. _ თორემ? გამაგდებ?_ გაეცინა მას. მისი სხეული შევათვალიერე და ჩემდა ჭირად ჩემი სიზმარი გამახსენდა. _ რაღაც სასიამოვნოზე ფიქრობ არა!?_ ჩაეცინა. _ ძალიან ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული ხო?ხასიათიც გარეგნობის მსგავსი რომ გქონდეს, შენს ბედს ძაღლიც არ დაჰყეფდა!_ ფეხი ფეხზე გადავიდე. _ არ ვაპირებდი, ასე რომ მომხდარიყო, მაგრამ ძალიან ჯიუტი გოგო ხარ, მე კი მომეწონე!_ მის სიტყვებზე დავიბენი. _ რატომ?_ მართლა მაინტერესებდა, რატომ ამიკვიატა. _ ასე მეგონა, მე მიმღეროდი!_ ისევ გამიღიმა _ იმედი უნდა გაგიცრუო, შეყვარებული მყავს!_რატომღაც ვიფიქრე ასე თავიდან მოვიშორებდი. _ ვიცი, აწი უკვე გყავს!_ დამთანხმდა სწრაფად. _ შენ არ ხარ ნორმალური არა!_ მივხვდი რატომაც დამთანხმდა. _ ბაქარი გოთუა ვარ, 29 წლის, სპორტდარბაზი მაქვს და იქვე ვმუშაობ ხანდახან ინსტრუქტორად. დედა და და მყავს. თბილისში ვცხოვრობ. საკმაოდ ჯიუტი და როგორც შემატყვე ფეთქებადი ხასიათი მაქვს და შენ მომწონხარ. და სანამ არ გაგიცნობ თავს ვერ დაგანებებ! თუ გინდა თავიდან მომიშორო უნდა შემხვდე, რა იცი, იქნება სულად არ იყო ის, ვინც მგონიხარ და მშვიდობიანად დავიშალოთ?_ ისე გამიღიმა, თითქოს წინასწარ იცოდა დავთანხმდებოდი. _ ნუთუ?!_ ზიზღით გამეღიმა მე. _ როგორც უკვე გეცოდინება, ნელიკო აბაშიძე ვარ, და ულ არ მაინტერესებს, რას წარმოადგენ და რა გინდა! მე არც მომწონხარ, არც მაინტერესებ და არც შენთან შეხვედრას ვაპირებ! უბრალოდ დავაიგნორებ შენს ნებისმიერ ნაბიჯს და როცა მოგბეზრდება ეგ სისულელე, თავად დამანებებ თავს!_ ისე ცივად ვუთხარი რამდენადაც შევძელი. ფეხზე წამოდგა.ვხედავდი ბრაზით როგორ აენთო თვალები, მაგრამ ამ ჯერად მე საკუთარ ტერიტორიაზე ვიყავი, საკუთარ სახლში და მისი აღარ მეშინოდა მეც წამოვდექი და თამამად გავუძელი მის მწველ თვალებს. _ დარწმუნებული ხარ?_ მკითხა და ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ. _ აჰა!_ პასუხიც კი არ ვაღირსე წესიერი და თავი დავუქნიე. უცებ ერთი ნაბიჯით გაჩნდა ჩემთან. წელზე ხელი მომხვია და ჰაერში ამიტაცა, უხეშად და მტკივნეულად მაკოცა ტუჩებში, ჯერ დავიბენი, მერე შეწინააღმდეგება ვცადე, მაგრამ რაც უფრო ვცდილობდი მის მოშორებას, მით უფრო ემატებოდა ვნება. ეს ჩემი მოღალატე მეორე მე კი სიამოვნებით ისრუტავდა მის სურნელს. სიზმრის კოცნა ახლოსაც ვერ მოვიდოდა იმ საოცარ გრძნობასთან, რასთან გამკლავებასაც იმ წამს ვცდილობდი. მაგრამ არაფერი გამომივიდა. წინააღმდეგობა უბრალოდ შევწყვიტე და მის კოცნას დავნებდი. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი მოწყვეტილი დედამიწას, ერთი წუთი თუ ერთი საათი და რომ მეგონა ყველაფერი ახლა იწყებამეთქი, სწორედ მაშინ დამაბრუნა რეალობაში. დამცინავი ღიმილით მომშორდა და მითხრა. _ ბევრი იფიქრე ჩემზე, არ მოგერიდოს!_ ზურგი მაქცია და წავიდა. დამტოვა ასე გამოშტერებული. კარგა ხნის წასული იყო, ბრაზმა რომ შემომიტია. _ როგორ გამიბედა? არა როგორ მიბედავს ჰა?_ დავდიოდი ოთახიდან ოთახში და ვიცოფებოდი. მთელი კვირა აღარ გამოჩენილა. საკუთარი თავი იმედგაცრუებაში გამოვიჭირე. ისიც კი ვინანე, ასე უხეშად და რადიკალურად არ უნდა მოვქცეოდიმეთქი. მაგრამ თან ვბრაზობდი მასზე, ბაქარი და ჯანდაბა შენ! ბოლოს ვეღარ გავუძელი არეულ და აფუთფუთებულ გრძნობებს და ნანუკას ყველაფერი მოვუყევი. არც აცია, არც აცხელა ტელეფონს ეტაკა და ფეისბუკი გადააქოთა. რამდენიმე წუთის შემდეგ მიაგნო. _ დედააა! ამას მიმალავდი გოგოოო?_ აშკარად მოეწონა _ არ გინდა ჩემ თაზოში გაგიცვალო, ენაცვალოს მაგას თავისი ცოლუკა?_ გაიკრიჭა კმაყოფილი. _ აუუ არ მჯერა, ამდენი ხანი ელოდე ოცნების პრინცს და მართლა უფლისწული არ გამოგიჩნდა?_ ქოთქოთებდა და სურათიდან სურათზე გადადიოდა. _ აუ რა კუნთებია! ნწ, ნწ ივლი გამოშტერებული აბა რა იქნება! და ეს გააგდე გოგოო?_ თვალები დამიბრიალა ბოლოს. _ ეგრე გამოდის!_ ქვედა ტუჩი ჩამოვწიე სატირლად გამზადებული ბავშვივით. _ ახლა რას აპირებ?_ მკითხა და გვერდით მომიჯდა. _ არაფერს, რა უნდა დავაპირო? ჯანდაბამდე გზა ჰქონია!_ ვთქვი გაბრაზებულმა და ფეხზე წამოვხტი. მის გაოცებულ თვალებს რომ შევხედე, მწარედ გამეცინა. _ რა ?_ ვკითხე გაბრაზებულმა, გეგონება მისი ბრალი იყო ეს ოცდამეერთე საუკუნის მურტალო რომ დავკარგე. _ არც არაფერი!_ უჩვეულოდ მშვიდად მიპასუხა ნანუკამ. _ ეტყობა უბრალოდ შეაცივა, თორემ სად ეს და სად შენ? _ მისი სიტყვები საოცრად მეწყინა. _ რას იფუზები ახლა? ძალიანაც კარგი, ეგრე მოგიხდება! არ გინდოდა რძე და ყველი? _ ახლა მოკეტე და დაახვიე აქიდან, სანამ არ გავაფრინე! _ ავკივლდი მე და ნანუკამ ისე მოკურცხლა ჩემი სახლიდან, უკან აღარ მოუხედია. _ ნელიკოოო! ნელიკოოოო!_ მომესმა მისი ხმა ეზოდან. ავდექი და კოპებშეკრულმა გადავხედე, იმხელას ღრიალებდა, მთელ ეზოს ესმოდა აშკარად. _ რა გინდა! _ ინგა სადაა შენი მურტალოოო!_ ახარხარდა და სანამ ჭიქის ასაღებად შევბრუნდი სახლში , რომ მისთვის თავში მეთხლიშა ეზოდან გაქრა. _ დაააა!_ ამოვიოხრე და ფანჯარა დავკეტე._ ამ ქაჯის დასაცინიც რომ გახდები ნელიკო საწყალო! _ შენ არ იდარდო!_ შემეხმიანა ჩემი მეორე მე_ იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა! ჩემი საკუთარი თავიც კი სასაცილოდ მიგდებდა. წავედი და ისეთი სახით შევწექი ლოგინში გეფიცებით ცხელი სათბურაღა მაკლდა და ნაღდი ქეთო ვიყავი " სიყვარული ყველას უნდადან" სამსახურის რუტონაში ჩაფლული ფიქრისთვის ვერ ვიცლიდი. არა, ძალიანაც არ განვიცდიდი, მაგრამ ღამით მაინც მახსენდებოდა მისი კოცნა და მოვიტყუები თუ ვიტყვი ,არ მაღელვებდა ეს მოგონებებიმეთქი. ბოლო პერიოდი დედაჩემმა აიკვიატა, ჩვენთან წამოდი და აქ სცადე თავის დამკვიდრებაო. დაახლოებით ხუთი წელია ესპანეთში რაც წავიდნენ და ჩემდა გასაოცრად მშვენივრად აეწყვნენ. ისე დედას სულ უყვარდა და აინტერესებდა ესპანეთი . ენაც კი შეისწავლა უსაქმურ დიასახლისობის პერიოდში. რაც ახლა ძალიან გამოადგა. მე ჩემები ძალიან მენატრებოდნენ. მე და ისინი, ისინი და მე. და უცებ სულ მარტო დავრჩი. ზუსტად სტუდენტობის დასაწყისში. მარტოობას შევეჩვიე და საკმაოდ დამოუკიდებელიც გავხდი, მაგრამ მაინც, ხომ სასიამოვნოა როცა ვინმე შენზე ზრუნავს არა? ხოდა დედაჩემის წინადადებას, ესპანეთში გადაბარგების თაობაზე ერთგვარი დაფიქრებით შევხვდი. ეს რატომაც არა? მეუბნებოდა ჩემი ერთი ნახევარი, და რატომ? ეწინააღმდეგებოდა მეორე. _დეე, ზაფხულამდე მაცადე, ჩამოვყალიბდები და გეტყვი რას გადავწყვიტავ!_ ვთხოვე დედაჩემს. _ დეე, მენატრები შვილო! მანდ რომ დავბრუნდეთ, რა გავაკეთოთ? აქ კი ასე თუ ისე ნორმალურად ვართ. ერთად ვიყოთ, და მერე ერთად დავბრუნდეთ, განა სამუდამოდ აქ ვაპირებთ დარჩენას და დაბერებას!_ ვიცოდი დედას ვენატრებიდი, აბა როგორ შეიძლებოდა დედისერთა ნებიერა არ მონატრებოდა. _ კაი დეე, ხვალ ადრე ვარ ასადგომი, უნდა დავიძინო!_ დავემშვიდობე დედაჩემს და ტელეფონი გადავდე. _სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი , შაბათი და დასვენებააა!_ ვამხნევებდი თავს. ჯერ სულ რაღაც კვირის დასაწყისია და მე უკვე დაღლილი ვარ, იქნებ მართლაც გავცლოდი ამ მოჯადოებულ რუტინას. ბოლო _ბოლო ესპანეთს ვესტუმრებოდი. იქნებ იქ მელოდა ჩემი "შავთვალა ხუჭუჭთმიანი?" და აჰა, ფიქრების ლაბირინთმა კვლავ მასთან მიმიყვანა. _ საძაგელი, ბაქარი!_ ჩავიბუტბუტე და ღრმა ძილის ზღვაში ღიმილით გადავეშვი. თავი 2 ჩამწკრივებულ თაროებს შორის მიმოვდიოდი და ყველაფერს ვამოწმებდი. ფიქრებში ვწუწუნებდი, ამისთვის ვისწავლე ამდენი, რომ ამ მაღაზიის მენეჯერი ვყოფილიყავი? ჩამეცინა. აღარც კი მახსოვდა, რომ ოდესღაც მწერლობაზე ვოცნებობდი. რაც თავი მახსოვს, სულ რაღაცას ვწერდი, სულ იდეები მაწუხებდა. მერე ამ ჩემს ნაცოდვილარს 4love.ge_ზე ვტვირთავდი და თავს ბედნიერად ვგრძნობდი, როცა მიფასდებოდა ჩემი ნაფიქრი და ნაწვალები. მაგრამ უკვე რა ხანია არაფერი დამიწერია, თითქოს ერთ დღეს ვიღაცამ ჩახმახს თითი გამოჰკრა და ჩემს მშვენიერ მუზას სული გააფრთხობინა. არა, რაღა ვიღაცამ, ჩემმა აუტანელმა დირექტორმა და თან მეგობარმა, მირზა თადაშვილმა! ახალგაზრდა კაცი და ასეთი უჟმური? მის გახსენებაზე შემაკანკალა და აჰა, ძაღლი ახსენე და ჯოხი დაიკავეო! _ ოჰ, ქალბატონი მეოცნებე, რა იყო დახლებში მემალები?_ სახეზე მობეზრებული ღიმილი ავიკარი. ისე ძალიან მომინდა მისი გამწარება, ვერ აღვწერ. _ მირზა, როგორ ხარ? არა დასამალი რა მაქვს, ბევრი_ბევრი ფეხი დავკრა და ესპანეთში გადავიკარგო!_ ზუსტად მიზანს გავარტყი._ ამ გაგანია მუშაობისას კადრის დაკარგვა მირზასთვის სიკვდილს უდრიდა. _ რაოო?_ შეეცვალა სახე_ ახლა? ამ გადატვირთულ დროს რა ესპანეთი აგიტყდა? არ გადამრიო იცოდე! _ ნუ გადაირევი ბატონო!_ ესეც ასე, ხომ მოვუშხამე ხასიათი. ზურგი ვაქციე და თაროზე ჩამწკრივებულ სასმელებს ვითომ ძაან ინტერესით დავუწყე ყურება. _ მირზას სალამიი!_ვიფიქრე მომეჩვენა. გავშეშდი. მისი ხმა სხვაში ვერ შემეშლებოდა. მივხვდი, ის იყო, მაგრამ მიხედვა არც კი მიფიქრია. აქ რა ჯანდაბას აკეთებდა?! შევეცადე შუშის ბოთლებზე დამეჭირა მისი ანარეკლი, თუმცა არაფერი გამომივიდა. _ ვაა, საიდან სადაო ბაქარ? როგორ ხარ ძმაო?_ ძმაო? ესენი რა ერთმანეთს იცნობენ? აი ბედის ირონიაც ამას ჰქვია?!_ გავიფიქრე გასუსულმა. _ რას ჩამოგტირის თავ_ პირი მშვიდობაა?_ ჩემს ყურადღებიან "მურტალოს" არ გამოპარვია თადაშვილის სახეზე გამოხატული, წამის წინანდელი უკმაყოფილების კვალი. _როგორ უნდა ვიყო, ვისაც როგორ მოეპრიანება ისე დარბის წინ და უკან! მომინდომეს აქ ესპანეთი!_ აჯაჯღანდა მოურიდებლად მირზა. და მხარს უკან ცალი თვალით გადმომხედა. _ ვინ მიდის ესპანეთში?_ გულსგარეთ დაინტერესდა ბატონი მურტალო. _ არა, ყურადღებას ნუ მოგვაქცევ! _ გაეცინა ჩემს უფროსს, _ შენ ის მითხარი, აქ რა ქარმა გადმოგაგდო? _ ვაა, შენც აქ ხარ ლიკუნა პაწაწუნა?_ ახლა უფრო გაოცდა მირზა. ლიკუნა ვინღაა, ახლა მართლა ვეღარ მომითმინა გულმა და უკან გამოვხედე მათ. ბაქარი ზუსტად ისეთი სიმპატიური იყო, როგორიც მახსოვდა, გვერდით კი ტკბილეულით სავსე ურიკით ლამაზი და ბოლო დონეზე გადაპრანჭული გოგონა ამოსდგომოდა. მისთვის ხელკავი გაეყარა და სახეში შესციცინებდა ბატონ შავთვალას. ჩემგან დამოუკიდებლად იპოვნეს ჩემმა თვალებმა მისი ტუჩები და სურვილით მიაჩერდნენ, თავი რომ გამომეფხიზლებინა ტუჩები მოვიკვნიტე. ბაქარმა პირდაპირ თვალებში შემომხედა და ჩაეცინა. როგორღაც გადაშლილი წიგნივით მკითხულობდა და აშკარად მიხვდა, რაც იმ წამს გავიფიქრე. ზურგი ვაქციე და იქაურობა დავტოვე. მაღაზიის მეორე ბოლოში წავედი, რომ მათ შემთხვევით აღარ გადავყროდი. _ აი დარდი კიდე, თუ მიხვდა!_ ვბურტყნებდი ჩემთვის და ვერ ვხვდებოდი რა მაბრაზებდა. _ ვინ რას მიხვდა?_ ზედ ყურზე მომადო ტუჩები და ისე მიჩურჩულა. გველნაკბენივით გავიწიე მისგან. _ მოგენატრე არა?_ ისევ ისეთი თავხედი და იდიოტიამეთქი! გავიფიქრე და წასვლა დავაპირე. თავხედმა ხელი წელზე მომხვია და გულზე მიმუხუტა _ რაო, რას ამბობდა მირზა? სად მიდიხარო?_ ნერვები მეშლებოდა საკუთარ თავზე. რა ჯანდაბა მემართებოდა მისი შეხებისას? _ არ მელაპარაკება ჩემი ბუტია?_ ახლა ლოყაზე მაკოცა. _ გამიშვი ხელი, იდიოტო!_ ვუყვირე გაბრაზებულმა. _ თორემ?_ მკითხა ირონიით. _ მძულხარ!_ კი არ ვუთხარი დავუღრინე. _ ოჰ, ფისუნიას ღრენა სცოდნია!_ მივხვდი უბრალოდ ჩემი გაბრაზებით ერთობოდა. დავიხარე და გაცოფებულმა მკლავში ჩავასე კბილები, გეფიცებით სისხლის გემო ვიგრძენი. ტკივილისგან დაიკვნესა, ცოტა ხანს კი გაძლო, მაგრამ ბოლოს ხელი მაინც გამიშვა. რომ მეგონა მისგან გავნთავისუფლდი, ცხენისკუდად შეკრულ გრძელ თმაში ჩამავლო ხელი და სწრაფად შემაბრუნა მისკენ, თავი უკან გადამაწევინა და პირდაპირ ყელში მიკბინა. სიმწრით კინაღამ გული წამივიდა და ფიზიკურ ტკივილს რომ თავი დავანებო, რამდენიმე წყვილი თვალი ისე ინტერესით მოგვჩერებოდა, კინაღამ სირცხვილით კინაღამ მოვკვდი. თუ კინაღამ არ ითვლება? _ გამიშვი ცხოველო! დეგენერატო! _ ავფართხალდი მე. მან კი კბილებს ტუჩები შეუთავსა და ნაკბენზე ვნებიანად მაკოცა . _ აწი გეცოდინება, რომ ხურდას ყოველთვის ბოლო თეთრებამდე ვაბრუნებ!_ ტუჩები მოილოკა და ხელი გამიშვა. _ გემრიელი ხარ!_ ისე წავიდა, ყურადღებაც არ მოუქცევია ჩემი გაცოფებული სახისთვის . ცოტა ხანს ვიდექი ასე გამწარებული და შეურაწყოფილი. მერე ადგილს მოვწყდი და საპირფარეშოში შევიკეტე. სარკეში ჩავიხედე და ყელზე უზარმაზარი სილურჯეშეპარული სიწითლე მაჩნდა. ხელი მივიდე და ნაკბილარი გამსიებოდა. რა ჯანდაბა უნდა მექნა, ასე ხომ არ ვივლიდი? ჩანთა მოვქექე და ყოველი შემთხვევისთვის ჩაგდებული ორიცალი ერთჯერადი პლასტერი გადავიკარი. თქმით არავის არაფერი უთქვამს, ალბათ იმიტომ, რომ "ქილერი" სახით დავდიოდი მთელი დღე, მაგრამ ისეთი თვალებით მიყურებდნენ, რომ იქიდან გაქცევა ყველაფერს მერჩია . თუმცა მთელ დღეს გმირულად გავუძელი. და საღამოს გაცოფებული წავედი სახლისკენ. მანქანა ჩვეულ ადგილას შევაჩერე და გადმოვედი. _ საღამო მშვიდობის და ფისუნია!_ თითქოს აღარც გამკვირვებია მისი ხმა რომ მომესმა . გვერდი ავუარე და სახლისკენ გავემართე. ვიცოდი თავიდან ვერ მოვიშორებდი, მის სითავხედეზეც მქონდა უკვე მცირედი გამოცდილება და სანამ მეზობლებშიც მომჭრიდა თავს, ვარჩიე სახლში ამომყოლოდა. მხიარული ღიმილით ამედევნა. ვითომ აქ არაფერი, ისე შემოვიდა და მისაღებში დივანზე ჩამოჯდა. _ იცი, სულ არ ვაპირებდი დღეს შენთან მოსბლას, მაგრამ ისეთი გემრიელი ხარ ვეღარ მოვითმინე! _ რა გინდა ბაქარ ჩემგან?_ ჟურნალების მაგიდაზე ჩამოვჯექი. _ შენ რომ გგონია ისიც და სხვა რამეც?_ აღარ იღიმოდა საკმაოდ სერიოზული იყო. _ მე რა მგონია?_ მინდოდა დაეკონკრეტებინა რას ფიქრობდა. _ შენ მინდიხარ, ახლა კიდევ უფრო მეტად ვიდრე აქამდე, თუმცა ეს პრობლემა არაა, როგორც ვამჩნევ, მაგრამ მე უფრო მეტი მინდა! შენი სიყვარული მინდა!_ მიყვარხარო, არ უთქვამს. მე როგორც გავიგე ჩემთან დაწოლა უნდოდა, თან ისე, რომ მე მყვარებოდა. გამეცინა. თავხედობასაც აქვს საზღვარი, არა? _ მე შენ არ გიცნობ, და რომელ სიყვარულზე მელაპარაკები?_ ვკითხე მობეზრებულად. _ ანუ დანარჩენზე თანახმა ხარ?_ გამიცინა მხიარულად. _ ამ ყველაფრით ძალიან დავიღალე იცი?_ მართლა ასე იყო. გაუგებრობა და ამდენი უცნაური ემოცია შინაგანად მფიტავდა _ ხოდა დავზავდეთ!_ დასერიოზულდა ბაქარიც . _ ანუ?_ ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. _ შენთან ახლოს მომიშვი! _ ამაზე ახლოს?_ სიმწრით გამეცინა. და ხელით ყელზე ვანიშნე. _ ეგ შენი ბრალია, გამაბრაზე!_ მიპასუხა სერიოზულად _ და ვინ მეხვეოდა შუა მაღაზიაში?_ გავბრაზდი მე. _ ისევ თავიდან ვიწყებთ?_ წარბები შეკრა მან. _ ნუ მბრძანებლობ! და ნუ უხეშობ!_ ავიჯაგრე . ცოტა ხანს მიყურა, ბოლოს თვალები ყელზე გაუშტერდა. _ გატკინე?_ მკითხა და ფრთხილად მომაძრო პლასტერი. _ რა ნაზი ხარ! არც კი ვიცი, როგორ გამიძლებ!_ ეშმაკურად გამიცინა ისევ. _ ხელები მომაშორე!_ გავიწიე მოშორებით. _ მინდიხარ!_ მომახალა პირდაპირ. გული ისე ამიჩქარდა კინაღამ გულის შეტევა მივიღე. _ წადი აქიდან! ვატყობ, არაფერი არ გამოვა , ვერ დავზავდებით!_ ვუთხარი იმედგაცრუებულმა. ჯერ კიდევ დილით ვიღაც გოგოსთან ერთად იყო, მერე სიყვარულს მთხოვდა, ახლა ვუნდივარ თურმე. არა აშკარად აფრენს! ვფიქრობდი გულში. _ შენ ვერ ხვდები! კიდევ გიმეორებ, მხოლოდ ეს რომ იყოს, შენი დათანხმება არ გამიჭირდებოდა. გეხები თუ არა, ხელში მადნები! მაგრამ მე მინდა, შემიყვარო!_ ერთდროულად სიყვარულზე საუბრობდა და შეურაწყოფას მაყენებდა . მართლა არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი მასთან. _ მართლა , რა ესპანეთიო, რას ამბობდა მირზა?_ გაახსენდა დილანდელი საუბარი. დავინტერესდი, რა რეაქცია ექნებოდა თუ ვეტყოდი, რომ მშობლებთან წასვლას ვაპირებდი? _ დედაჩემი მთხოვს, რომ ესპანეთში წავიდე!_ ვუთხარი გულწრფელად. _ მერე?_ დაინტერსდა ის. _ ვფიქრობ წავალ!_ პირდაპირ თვალებში შევხედე. _ ვერ წახვალ!_ ხომ შეიძლებოდა ეთქვა, არ წახვიდეო, არა, ან ეგ როგორ უნდა ეთხოვა, მაგრამ მაინც. ეთქვა ადამიანურად, ჩემთან დარჩიო, მაგრამ არა! ისევ მბრძანებლობა! ეტყობა საკუთარი თავი მართლა მბრძანებელი ჰგონია. ან ასეა მიჩვეული ქალებთან ურთიერთობას. _ ბაქარ! მოდი მეგობრობა ვცადოთ!_ ვუთხარი ის, რაც იმ წამს ყველაზე გონიერ გადაწყვეტილებად მივიჩნიე, თუმცა რომ დამთანხმდებოდა მართლა არ მიფიქრია. _ კარგი აზრია, მართალი ხარ! ამ ეტაპზე ორივესთვის ასე აჯობებს!_ მოულოდნელად თავი დამიქნია და სადღაც გულის ტკენაც კი ვიგრძენი. წამის წინ არ იყო შემიყვარეო რომ მთხოვა? ძალიან მაბნევდა და ძალიან მიზიდავდა. მისი აუტანელი ხასიათის მიუხედავად, მის მიმართ აქამდე გამოუცდელ რაღაცას ვგრძნობდი. _ შენთან მეგობრობა შენთან ახლოს ყოფნის უფლებასაც მაძლევს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენს გვერდით ვინმეს ავიტან! წინასწარ გაფრთხილებ! შენ მარტო ჩემი იქნები!_ თითქოს ბარბის თოჯინა ვიყავი. თვალები ისევ ვნებით აენთო. _ არა შენთვისვე ჯობდა დღეს არ შეგხვედროდი. წამოდგა და მომიახლოვდა. მისგან გაქცევის სურვილიც კი აღარ მქონდა. მართალი იყო, რომ მოენდომებინა წინააღმდეგობას არც კი გავუწევდი, მაგრამ რა იქნებოდა ამის შემდეგ? რა იქნებოდა, როცა ვნებას მოვიკლავდი და დილა გათენდებოდა? ალბათ ისე შევიძულებდი, როგორც ქალს შეუძლია კაცის შეძულება, როგორც საკუთარი თავის სრულიად საპირისპირო ნაწილის . ვფიქრობ, მან ეს ყველაფერი ჩემზე ადრე გაიაზრა და სწორედ ამიტომ მიიღო ორივესთვის უმჯობესი გადაწყვეტილება, არ შეეტოპა ამაზე შორს. მოვიდა, ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა. _ ვატყობ, შენს გამო ბევრი რამის მოთმენა მომიწევს!_ მიჩურჩულა და თავზე ნიკაპი დამაყრდნო. გაუბედავად მოვხვიე ხელები. მის ყელში შევყავი ცხვირი და ამოვიოხრე. არც კი ვიცოდი ვინ ჯანდაბა იყო, მაგრამ მსიამოვნებდა მისი სიახლოვე. _ ვატყობ, შენს გამო ბევრს ვიტირებ!_ ვიცოდი, არ ღირდა მისი შეყვარება. იმასაც ვხვდებოდი, იმ წამს მხოლოდ სურვილი მქონდა და ეს გრძნობა ახლოსაც არ იყო სიყვარულთან. და მაინც ცუდი წინათგრძნობის მიუხედავად, მის სურვილს დავნებდი. მკერდზე თავით მივეყრდენი და ხელები წელზე მოვხვიე. მის მშვიდ გულისცემას ვუსმენდი. უცებ ზუსტად ჩემს წინ, მის მკლავზე დარჩენილი, ჩემი კბილების საშინელი ანაბეჭდი დავინახე. აი ბავშვობაში ვითომ საათებს რომ ვიხატებდით ხელზე , ზუსტად ისეთი. და გავიფიქრე, თუ რამედ უღირდა ჩვენი ურთიერთობა, დაე მხოლოდ თავად მოფრთხილებოდა . მხოლოდ თავად მოეთმინა და თავად ებრძოლა . მე კი უბრალოდ დინებას მივყვებოდი და ვნახავდი, სადამდე გავუძლებდი ამ ყველაფერს, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საერთოდ არ მქონდა ღია ზღვაში ცურვის გამოცდილება. თვალები დავხუჭე და მის მკლავს, ზუსტად ჩემს ნაკბილარზე ვაკოცე. _ რას აკეთებ?_ ხმა ჩეეხლიჩა მას . _ გაჩერდი!_ მესმოდა, როგორ აუჩქარდა გულისცემა. მოხვეული ხელები ისე მომიჭირა საკუთარი ძვლების ხრჭიალის ხმა გავიგე მგონი. ტკივილისგან ამოვიკვნესე და კოცნა შევწყვიტე. _ აღარასოდეს აღარ გააკეთო მასე , თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!_ ისეთი ხმა ჰქონდა, წესით უნდა შემშინებოდა , მაგრამ თითქოს წერას ვყავდი ატანილი, ფეხის წვერებზე ავიწიე და ტუჩებში ვაკოცე. გაოცდა, მაგრამ კოცნაში ამყვა. მერე კი, სანამ თავს საბოლოოდ დაკარგავდა უხეშად მომიშორა. _ ამის დედაც , რა ჯანდაბას აკეთებ! _ მიყურებდა და მივხვდი, მის გაგიჟებას წამები აკლდა. უცებ ზურგი მაქცია და როგორც ბრძოლის ველიდან დამარცხებული მთავარსარდალი, ისე გავარდა ჩემი სახლიდან. ნერვიული სიცილი ამიტყდა. სანამ წინააღმდეგობას ვუწევდი ვერ მოვიშორე. დავნებდი და სწორედ მაშინ გაიქცა. კარი გადავკეტე და სრულიად ცარიელი წავლასლასდი საწოლისკენ. თუმცა ვცდებოდი! ჩემი სიცარიელის შეგრძნება ოკეანის ქარიშხლის წინა ცბიერ სიმშვიდეს ჰგავდა და ეჭვი არ იყო ცოტახანში ისეთი ძალით აბობოქრდებოდა, დახრჩობას ვეღარ გადავურჩებოდი. თავი 3 _ გოგოებო და ბიჭებოოო! _ მთელ ხმაზე გაჰკიოდა თადაშვილი_ კორპორატიული მოდის და იცოდეთ ერთიც არ დააკლდეთ! რაღაც უცნაური აკვიატება ჰქონდა ამ კაცს ასეთი საღამოებისადმი. ყველა დეტალს თავად აკონტროლებდა და არავის აძლევდა უფლებას "მის საღამოს" არ დასწრებოდა . მის საღამოს_ სწორედ! რადგან თავი იმ პატარა სამეფოს მეფე ეგონა, " ჩემი მაღაზიის " ქსელი რომ ერქვა. სახელიც რაღაც უცნაურად ჰქონდათ შერჩეული. ჩვენ ყველას, უბრალო მოკვდავთ კი მგონი საკუთარ ქვეშევრდომებად მოგვიაზრებდა. თუმცა კაცმა რომ თქვას, მშვენიერი საღამოები გამოსდიოდა მირზას და თუ ისე მოხდებოდა, რომ ამ სამსახურს დაჰკარგავდა, სრულიად წარმატებით შეეძლო ივენთების მოწყობის კომპანია გაეხსნა. _ ლიზი კაბა შერჩეული გაქვს? ანუკი რაო, რას ჩამოგტირის სახე? შენა მეოცნებე? წითელი ჩაიცვი რამე, გიხდება ეგ ფერი!_ნება რომ მიგვეცა, კაბებსაც კი თავის გემოვნებით შეგვირჩევდა ყველას. საოცარ განწყობაზე იყო "ბოსი". ცოტაც და ჩემი საყვარელი უფროსის სტატუსსაც მივანიჭებდი. _ ნელიკო გოგო, სულ მინდა გკითხო, იმ გადარეულ გოთუას საიდან იცნობ, ჰა? რა ხდება თქვენს შორის?_ თვალები მოწკურა და ინტერესით მომაჩერდა. _ საერთოდ არ ვიცნობ, მირზა! _ შევეცადე გავცლოდი, სანამ კიდევ უფრო მეტად დაინტერესდებოდა. _ ჰოო?_ ამედევნა ცნობისმოყვარე სახით ._ რაღაც მასე არ მგონია! _ შენ უკეთ გცოდნია აბა!_ ირონიულად ჩავიცინე მე. _ მომისმინე ნელიკო,_ უცებ დაუსერიოზულდა ხმა. _ ეგ კაცი საშენო არ არის! როგორც მეგობრის რჩევა, ისე მიიღე ჩემი ნათქვამი._მირზა იშვიათად იძლეოდა მეგობრულ რჩევებს, ახლა კი იმდენად სეროზულად ამბობდა, დაფიქრებად ნამდვილად ღირდა. _ რატომ მეუბნები მაგას?_ ვკითხე ინტერესით. _ აი, ხომ არსებობენ მტაცებელი თევზები, მაგრამ ის პირდაპირი მნიშვნელობით სისხლს მოწყურებული დაუნდობელი ზვიგენია! თანაც ისე გიყურებდა იმ დღეს, შენს გადასანსვლაზე აშკარად არ იტყოდა უარს._ჩაიქირქილა მან. უცნაური მაგალითი კი მოჰყავდა, მაგრამ რა უნდა მეთქვა, მეც სწორედ მსგავსი შეხედულება მქონდა ბაქარ გოთუაზე. _ მადლობა მირზა, მაგრამ არაფერი მსგავსი , შენ რაც გგონია!_ გავუღიმე და თაროებს დავუყევი. მირზას გარეშეც საკმაოდ კარგად ვიცოდი, რომ ბაქარი მთლად ჩვეულებრივი კაცი არ იყო. ჰქონდა რაღაც ბნელი მხარე , რაც მაშინებდა, მაგრამ ამავდროულად მიზიდავდა კიდეც. ძალიან ბევრს ვფიქრობდი მასზე, მაგრამ იქნებ მხოლოდ იმიტომ, რომ პირველი კაცი იყო ვინც , არა ვისაც ვაკოცე? აბა ორჯერ თუ სამჯერ ნანახი მოძალადე ფსიქოპათი ხომ არ შემიყვარდებოდა, არა? არც მასეთი სულელი გოგო ვიყავი! უბრალოდ მისთვის უფლება არ უნდა მიმეცა, ასე ემართა სიტუაცია. როცა უნდოდა მოდიოდა, როცა უნდოდა მიდიოდა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. თავი რაღაც სულელურ მელოდრამაში მეგონა. აი ისეთში ბიჭები გოგოებს მუხლზე რომ იმტვრევენ და ქარაფშუტა სუსტი ქალები მკერდზე რომ ადნებათ. ყველანაირ დამცირებას რომ იტანენ ამ უხეში კაცებისგან და ძალადობა სიყვარული რომ ჰგონიათ. _ ფუ ამის!_ ჩავილაპარაკე ჩუმად, როცა ცოტა ხნის წინ მაღაზიაში განვითარებული სცენა წარმომიდგა თვალწინ. არადა ზუსტად იგივე სიტუაციაში ვიყავი თავადაც! კვირის ბოლოს მაღაზიები დავლაშქრე. რამე ნაზი ჰაეროვანი და ჩემი სტილის მინდოდა მეპოვნა. რამე ისეთი თავს რომ კომფორტულად მაგრძნობინებდა და თვითშეფასებასაც ამიმაღლებდა. მომწვანო_ მონაცრისფერო თვალები მაქვს, რომლებიც ფერს სამოსის მიხედვით იცვლიან. რაც უფრო მუქია სამოსი, მით უფრო მწვანე მიჩანს თვალები. ეს, რა თქმა უნდა, კარგად ვიცოდი, ამიტომ შავ კაბას ვეძებდი. რათა მის ფონზე ჩემი თვალის ფერისთვის ხაზი გამესვა. და მართლაც მივაგენი. თითქოს ჩემთვის შეეკერა მკერავს. დაწნული წვრილი სამხრეები, სანახევროდ ამოღებული ზურგი. ლამაზი მკერდის ჭრილი. მუხლს ზემოთ. ფრიალა, როგორც ღრუბელი. კაბა კი არა ნამდვილი საოცრება იყო. ფასს დავხედე და დავუსტვინე. სამნიშნა თანხა ეწერა, რაც ვიღაცისთვის შესაძლოა ხურდაც არაა, მაგრამ ჩემთვის ნახევარი თვის ხელფასი იყო. ცოტა ხანს ვიდექი და ვყოყმანობდი. განა ღირდა ერთი სულელური საღამოს გამო ამხელა თანხა დამეხარჯა? ნელ _ნელა დავიხიე უკან. მერე კი კაბას ზურგი შევაქციე და სახიფათო ადგილს სირბილით გავშორდი. მთელი საღამო უაზროდ ვიბოდიალე. რაც მომწონდა კარგად ვიცოდი და რაც არ მომწონდა ყურადღებასაც ვერ ვაქცევდი. რამდენიმე საათიანი ბოდიალის შემდეგ კვლავ იმ მაღაზიასთან აღმოვჩნდი, ვითომ შემთხვევით. _ იცი რას გეტყვი ნელიკო?_ შემომძახა გულის სიღრმიდან საკუთარ თავზე შეყვარებულმა მეორე მემ._ უნდა იყიდო, იმიტომ რომ კარგი გოგო ხარ და იმსახურებ! _ ნამდვილად!_ დავთანხმდი საკუთარ თავს და ერთი ნაბიჯი მაღაზიისკენ გადავდგი. _ მიდი , თამამად მიდი!_ შემაგულიანა ისევ ჩემმა თავმა. მეც მეტი აღარ მიყოყმანია, კარი შევაღე და პირდაპირ კონსულტანტს მივაშურე გაბრწყინებული სახით. _გამარჯობა, აი ის კაბა მინდა!_ კაბაზე მივუთითე და გავუღიმე. _ უკაცრავად, _ გამიღიმა გოგონამ._ სამწუხაროდ ეგ კაბა გაყიდულია! _ რაო? _ გაოცებიაგან თვალები დავქაჩე._ ცოტა ხნის უკან არ იყო! _ რა ვქნათ, უკვე ფულიც კი გადახდილია. იქნებ სხვა კაბა შეგარჩევინოთ?_ მკითხა ღიმილით კონსულტანტმა. უარის ნიშნად თავი გავუქნიე. _ გამარჯობა, _ მოგვიახლოვდა უცბად ლამაზი გოგონა _ კაბის წასაღებად მოვედი. ძალიან მეცნო, თავადაც უცნაურად შემათვალიერა. მოულოდნელად გავიაზრე ვინც იყო. ბაქარის პაწაწუნა ლიკუნა, სწორედ ასე არ უწოდა მირზამ. აჰა, კაბაც კი წამართვა. მოწყენილი გამოვედი გარეთ. _აი ასეა ცხოვრებაშიც, გაუბედავებს ბედი არ სწყალობთ ჩემო კარგო!_ ნიშნისმოგებით ასისინდა შინაგანი ხმა. სახლში დავბრუნდი. კარადა გამოვაღე და ჩემი კაბები შევათვალიერე. დედაჩემის გამოგზავნილი თეთრი, ტანზე მომდგარი კაბა ავარჩიე და გამოვიღე. იმ შავი კაბის სრულიად საპირისპირო რამ იყო, მაგრამ სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მისი ჩაცმა. ლოგინზე მიგდებული მობილური აწკაპუნდა. " კარი გამიღე!" მომივიდა მესიჯი. ნომერზე სახელი არ ეწერა, მაგრამ მივხვდი ვინც იქნებოდა. სხვა ვინ ითავხედებდა ასე. მის ხასიაათზე ნამდვილად არ ვიყავი იმ საღამოს. " წადი და თავი დამანებე!" ვუპასუხე მე. მესიჯი გაგზავნილი არ მქონდა, რომ კარზე ბრახუნი ატყდა. _ არანორმალურო!_ დავიკივლე მე ნერვებმოშლილმა. სირბილით წავედი და კარი გავაღე. _ რა ჯანდაბა გინდა!_ გაცოფებული ვიყავი. _ არ შემომიშვებ?_ მკიათხა მან დათაფლული ღიმილით. _ არა! რა გინდა?_ გავჯიუტდი მე. _ შენ მინდიხარ!_ შემათვალიერა თავიდან ფეხებამდე. _ წადი ბაქარ!_ ახლაც თუ თავისას გაიტანდა, ვეღარასდროს ვაიძულებდი ჩემი აზრის და სურვილის გათვალისწინებას. თუმცა ეს ვეღარასდროს ისე ჟღერდა, როგორც მასთან დაკავშირებული სამომავლო პერსპექტივა . _ რაღაც ხასიათზე ვერ ხარ!_ _ გამიღიმა ეშმაკურად._ ვერ იტან არა, როცა მარცხდები?_ ვერ მივხვდი რას ამბობდა. _ რას ბოდიალობ!_ ვუთხარი უხეშად. _ შემომიშვი და გეტყვი!_ თვალი ჩამიკრა თავხედმა. _ მარტო არა ვარ!_ მომინდა წყობილებიდან გამომეყვანა. უცებ მოსხიპა ღიმილი, თვალები აუელვარდა. _ დაფიქრდი, რას ამბობ!_ ხმაც კი ჩაეხლიჩა. _ შენ არავინ გეკით.._ სიტყვა არ დამასრულებინა. ხელით გამწია და კარში შემოვიდა. _ დავიქრდი, რას ამბობმეთქი!_ მისი სახის შემყურეს ჩემი გამბედაობა სადღაც გამიქრა. _ ძალიან კარგად ვიცი, სად ხარ, ვისთან და რამდენ ხანს! მაგრამ მაგ სიტყვების შენი პირიდან მოსმენაც კი ჭკუიდან მშლის! _ მირზას სიტყვები გამახსენდა ზიგენიაო , რომ მითხრა და მართლაც საკუთარ თავს შორიდან შევხედე. საკუთარ სახლში აწურული ვიდექი და ეს არამზადა ჩემს შეშინებას ცდილობდა. ამ ფიქრმა წონასწორობა დამაკარგვინა. ადრენალინით ამავსო და გამაგიჟა. _ ვინ ჯანდაბა ხარ, როგორ მიბედავ საკუთარ სახლში მაგ ტონით ლაპარაკს! აქედან გაეთრიე და ჩემთან მოახლოებული აღარ დაგინახო! _ ავკივლდი ჭკუადაკარგული. _ როგორ მძულს შენნაირი თავხედი მაჩოები, საერთოდ თუ გაქვს წარმოდგენა!_ ვყვიროდი და მის წაშლილ სახეს არაფრად ვაგდებდი. _ ამის დედაც ...!_ დაიყვირა უცებ, ყუთი რომელიც ხელში ეკავა კედელს შეანარცხა და მერე მუშტიც დააყოლა. შიშისგან შევხტი და კუთხეში მივიკუჭე. დავინახე, როგორ გადაეგლიჯა კანი, სისხლმა დაუწყო ჟონვა. შიშისგან გული გამალებით მიცემდა. _ ეს გინდოდა მაინც და მაინც ხომ? არ შეგიძლია ენა გაიჩუმო არა!_ ისე ღრინავდა, როგორც გარეული ნადირი. ხელი ჩემკენ გამოსწია და იმაში დარწმუნებულმა, რომ ახლა მე დამარტყავდა, ორივე ხელი სახეზე ავიფარე. რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ მისი აჩქარებული სუნთქვა მესმოდა. _ რას აკეთებ ნელიკო?_ მკითხა ცოტა ხნის შემდეგ, ხმაჩაწყვეტილმა. _ შენ რა ჩემი გეშინია?_ ხმას ვერ ვიღებდი და ვერც შეხედვას ვუბედავდი. _ არ მჯერა, გგონია შენზე ხელს ავწევ? ამას ფიქრობ ხომ?_ მაჯებში ხელი მომკიდა და ხელები სახიდან მომაშორებინა. _ შემომხედე, მითხარი რა ვქნა, რომ აღარ გეშინოდეს ჩემი!_ ისეთი სევდიანი ხმა ჰქონდა და იმხელა მწუხარება ისმოდა მის ხმაში, უნებურად თვალებში შევხედე. _მითხარი და ყველაფერს გავაკეთებ!_ გამიმეორა მან. _ წადი!_ ვუთხარი ჩურჩულით._ წადი და ჩემს სახლში არასდროს დაბრუნდე! იმ წამს მხოლოდ ის მინდოდა, რომ ბაქარი წასულიყო. განცდილი მღელვარებისგან მუხლები და ხელები მიკანკალებდა. ცოტა ხანს სევდიანად მიყურა. მერე ხელი გამიშვა და კარი გამოაღო. _ გპირდები , ჩემი ფეხი აღარასოდეს იქნება ამ სახლში!_ მითხრა და კარი გაიხურა. სადაც ვიდექი, იქვე ჩავიკეცე. განცდილმა ემოციებმა ძალა და ფიქრის უნარიც კი წამართა. ცოტა ხანს ასე ვიჯექი. მერე თვალი ყუთს მოვკარი. წამოვდექი და ხელში ავიღე. მაგიდაზე დავდე და გავხსენი. გაოცებისგან სუნთქვა შემეკრა. ყუთში ის კაბა იდო. ცრემლებმა გამივსო თვალები. ნუთუ ბაქარი ამის მოსატანად მოვიდა, მე კიდე.... რა ჯანდაბა გავაკეთე? დარწმუნებული ვიყავი ბაქარი აღარასდროს დაბრუნდებოდა. ასეთი კაცები დაპირებებს ყოველთვის ასრულებენ. ისედაც მიკვირდა ჩემით რომ დაინტერესდა. იმიტომ არა რომ საკუთარ თავზე დაბალი წარმოდგენა მქონდა. უბრალოდ ის იყო საოცრად კარგი. ხასითაით თუ არა, გარეგნობით მაინც . ნებისმიერი ქალი ინატრებდა მის გვერდით ყოფნას. როგორც სჩანს მე ნებისმიერი ქალი არ ვიყავი . _ კიი მართალი ხარ!_ ალაპარაკდა შინაგანი მე_ ნებისმიერი ქალი არა, მაგრამ სულელი ქალი კი ნამდვილად ხარ! ქალი? ქალიც კი არ ხარ! მხოლოდ გოგონა ხარ და მეტი არაფერი.ბავშვივით ავღრიალდი საკუთარ სიტყვებზე. _ქალიც კი არ ვარ! ქალიც კი არ ვარ! _ვიმეორებდი და ვერ ვმშვიდდებოდი. როდის როდის ავდექი და ლოგინში დავწექი. ხვალინდელი საღამოს აღარც სურვილი მქონდა, აღარც განწყობა და აღარც ენერგია . " ჩემი მაღაზიის" ქსელი ჩვენ ქალაქში რამდენიმე მაღაზიას აერთიანებს და იმ საღამოს ყველა ამ მაღაზიების თანამშრომელი იყო შეკრებილი. უხაროდა დაღლ ხალხს გართობა და დასვენება. სვამდნენ, ცეკვავდნენ. პატარ _პატარა გასართობ თამაშებში მონაწილეობდნენ. მგონი მარტო მე ჩამომტიროდა თავ_ პირი. _ ნელიკო, რატომ მოგიწყენია?_ მომიახლოვდა ერთ _ერთი ბიჭი ჩვენი გუნდიდან. _ თავი მტკივა გიორგი!_ გავუღიმე ზრდილობის გამო. _ გინდა ცოტა ხნით გარეთ გავიდეთ?_ მკითხა მზრუნველად. მესიამოვნა მისი ყურადღება. ძალიან მიყვარდა ეს ბიჭი. სულ რაღაც 17 წლის იყო, რომ მოვიდა. ისე შემეხვეწა უარი ვერ ვუთხარი. _არ მინდა დედის ჯიბეს ვიყო გამობმულიო._ მითხრა. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტა ფიქრობს ასე. ორმოცი წლის კაცები ჩვენთან ისევ ბავშვები არიან. ისევ მშობლები უგვარებენ პრობლემებს და სიგარეტსაც კი მშობლების ხარჯზე ეწევიან. ხოდა ამ რეალობაში, როცა ვხედავ ასეთ პატარა ასაკში ამხელა პასუხისმგებლობას ყოველთვის მიჩნდება დახმარების სურვილი. გიორგიც ასეთი ნათელი წერტილი იყო. თან სწავლობდა, თან შეთავსებით მუშაობდა. დარწმუნებული ვიყავი ცხოვრებაში ყველა პრობლემას ღირსეულად შეხვდებოდა და იმედებს პირველ რიგში საკუთარ თავს გაუმართლებდა. _ კი გიორგი, მადლობელი დაგრჩები, რამდენიმე წუთით თუ გამომყვები._ უკვე საკმაოდ გვიანი იყო. გულის სიღრმეში ერთი სული მქონდა სახლში როდის წავიდოდი. გარეთ გამოვედით. გრილოდა და სიგრილე და სიჩუმე სოცრად მესიამოვნა. რესტორნის განათებულ სადგომზე ვიდექით. აქა_იქ ნასვამი კაცები იდგნენ და სიგარეტს ეწეოდნენ. _ შენს თავს არ ჰგავხარ იცი?_ მკითხა გიორგიმ და რომ დაინახა შემაცია თხელი ქურთუკი გაიხადა და ბეჭებზე მომახურა. _ ეჰ, გიოო! _ გამეცინა მე._ ახლა სახლში რომ გავეპარო მირზას, ვითომ გაიგებს რამეს? _ რა უნდა გაიგოს, ქეთას და ირას ჰყავთ გამოჭერილი და ასხავენ ღვინოს წრუწუნასავით. ეტყობა, რაც მთელი წელი ორივეს აწამებდა ახლა სამაგიეროს უხდიან!_ გაეცინა მას. ამასობაში ვიღაც მთვრალი ჯეელი მოგვიახლოვდა. _ გამააარჯობაა, _არეული ხმით მოგვესალმა _ სიგარეტს ვერ მომაწევინებ ძმაო? ჰკითხა გიოს ამაზრზენი ხმით. ეტყობოდა შარზე იყო და ხელები ექავებოდა _ არ ვეწევით!_ უპასუხა მან. მართალიც იყო, არც მე და არც თავად მწეველების კატეგორიას არ ვეკუთვნოდით _ აბა აქ რას უდგახართ?_ სახე სახესთან მიუტანა და სახეში სიმყრალე შეაფრქვია. დავინახე, როგორ ზიზღით დაემანჭა გიორგის სახე. _ რა არ მოგწონს ბიჭო?_ უარესად გაეჭიმა ნასვამი. _ აქ ქალბატონია და თავი რომ შეიკავო ჯობია!_ უთხრა ხმადაბლა და მშვიდად გიომ. _ აუ, შოკოლად!_ ბილწად შემომხედა იმ არაკაცმა და ტუჩი მოილოკა. _ მათხოვებ ცოტა ხანს?_ დაცინვით ჰკითხა გიორგის , ხელი ჰკრა და ჩემკენ წამოვიდა. გიორგის ცეცხლი წაეკიდა, ჩვენს შორის ჩადგა და უცნობს საყელოში წაავლო ხელი. _ ხელი გამიშვი ბიჭოო! შენი დ...!_ უწმაწური გინებაც მოაყოლა იმ მათხოვარმა. ძალიან შემეშინდა, სულ არ მინდოდა ჩემ გამო გიოს წაჰკიდებოდნენ. _ წამოდი, შევიდეთ, გიო გთხოვ!_ მოვქაჩე ხელზე, მაგრამ ის აღარ მისმენდა. მოულოდნელად იქვვე მდგომი და სეირის მაცქერალი მისი ორი დამქაშიც მოგვიახლოვდა. მათ დანახვაზე არაკაცს გული მიეცა. არც აცია, არც აცხელა და გიორგის სახეში მუშტი დაარტყა. ჩემი კივილი და მათი გინება ერთმანეთში აირია. ისინი სამნი იყვნენ, გიო კი ერთი. ის _ის იყო მორიგი მუშტი მოუქნიეს, რომ საიდანღაც გამჩდარი ბაქარი ჩაერთო ჩხუბში. ასეთი გაბრაზება თუ შეეძლო ადამიანს ვერ წარმომედგინა. რაც უფრო მეტად ურტყამდა იმ საცოდავებს, მით უფრო მხეცდებოდა. რამდენიმე წუთში სახე აღარ შეარჩინა არცერთს. ელდამ გამიარა და მაშინვე ის ვიფიქრე, რომელიმე არ შემოკვდომოდა. შევეცადე გაცოფებული კაცისთვის მკლავში ხელი წამევლო. ინსტიქტურად მოტრიალდა და მისი თვალების დანახვისას უნებურად უკან დავიწიე. _ გაჩერდი! შეწყვიტე!_ შევეცადე მკაცრად მეათქვა, რომ მის დაბინდულ გონებამდე მიმეღწია. ნახევრად გულწასულ კაცს ხელი შეუშვა და ის საცოდავიც ძირს დაენარცხა. გიორგის მიუბრუნდა. _ შენ კაცი ყოფილხარ! ჩვენ აუცილებლად ისევ შევხვდებით! შენ კი გამომყევი!_ ისე მიბრძანა, თითქოს ამის უფლება ჰქონდა, მაგრამ კამათი აღარ დამიწყია. გიორგის გავუღიმე. ქურთუკი დავუბრუნე. _ წავალ ! მადლობა და ბოდიდი გიო! _ ვუთხარი და იმ არანორმალურს გავყევი. შემეშინდა უარი რომ მეთქვა, ისევ არ გაეფრინა და ძალით არ მოენდომებინა ჩემი წაყვანა. გიორგი უეჭველად ჩაერეოდა და... იმ ნაცემ_ ნაბეგვ ტიპებს გადავხედე. არა , გიოს ამისთვის ვერ გავიმეტებდი. მანქანაში ჩუმად ჩავჯექი. ბაქარიც ჩაჯდა და ისე, რომ არაფერი უკითხავს სადღაც ჯანდაბაში წამიყვანა. _ ბაქარ! სახლში მინდა წასვლა!_ იმედი არ მქონდა , რომ მომისმენდა და დამიჯერებდა. _ ჰოო, წაგიყვან, მაგრამ ჯერ გავისეირნოთ. _ მითხრა ცივად ნატკენ ხელებზე შევხედე. თითქოს მეც მეტკინა. _ სისხლი მოგდის!_ ვუთხარი ხმადაბლა. ჩაეცინა. _ მაკოცე და მომირჩება! _ სისხლიანი გაქვს!_ ისე გულუბრყვილოდ მეგონა ნატკენზე კოცნას მთხოვდა. _ ბავშვი აღარ ვარ ნელიკო!_ ისევ ჩაეცინა. ახლაღა მივხვდი, რა კოცნაზეც ფიქრობდა. _ იქ რა გინდოდა?_ მივხვდი შემთხვევით არ აღმოჩენილა იმ სადგომზე. აშკარად იცოდა სადაც ვიყავით. არ მიპასუხია. _ რატომ ჩემი ნაჩუქარი კაბა არ ჩაიცვი?_ მკითხა და შემათვალიერა. _ ესეც გიხდება, ვერაფერს ვიტყვი. უბრალოდ ძალიან მოკლეა! _ ბაქარ, გთხოვ თავიდან ნუ დაიწყებ! _ დავიღალე იმის ძახილით , რომ მას არ ჰქონდა უფლება ასე ეკარნახა ჩემთვის რა მექნა, რა ჩამეცვა და ასე შემდეგ. _ ხოო, ნუ დავიწყებთ! ჩხუბს არ ვაპირებ!_ ქალაქიდან გავედით და მანქანა სადღაც უცნაურ ადგილას გააჩერა. არაფერი არ იყო ირგვლივ ცარიელა მინდვრების მეტი. _ ეს რა ადგილია ბაქარ?_ ვკითხე დაბნეულმა _ ის ადგილია, სადაც სიწყნარეა, და სადაც ჩვენ გარდა არავინაა!_ მთელი სხეულით მობრუნდა ჩემკენ. _ რას ფიქრობ ჩემზე? _ არაფერს არ ვფიქრობ!_ ვუთხარი ცივად . _ არ მჯერა, სიმართლე მითხარი!_ ისევ მბრძანებლობდა. _ ვფიქრობ , რომ შეშლილი ფსიქოპატი ხარ და მე ამიკვიატე რატომღაც! _ გულახდილი ვიყავი. _ ხოო, ყველაფერს ბედი უნდა არა?_ გაეცინა მას მხიარულად. _ იქნებ ვარ კიდეც, რა ვიცი! მაგრამ რაც თავი მახსოვს, მასეთი რამ ჩემთვის არავის უთქვამს!_ ახლა სერიოზული იყო. _ ნეტავი რატომ?_ ირონია გამერია ხმაში. _ რატომ ნელიკო?_ დაინტერესდა გოთუა. _ იმიტომ, რომ საშიში კაცი ხარ!_ ახლაც გულწრფელად ვუპასუხე. _ საშიში?_ მკითხა დაბნეულმა._ ანუ ჩემი გეშინია? _ იცი, რა ვიფიქრე სულ პირველად რომ დაგინახე?_ ვკითხე და მის ინტერესიან თვალებს დავაკვირდი_ ვიფიქრე, რომ იმ ვენახებში მომკლავდი და დამმარხავდი სადმე! _ იმიტომ ცდილობდი გაქცევას მასე გამწარებული?_ჯერ სერიოზულად მიყურა, მერე გაეცინა, მერე კი უეცრად გაბრაზდა. ახლოს მოიწია, ორივე ხელის თითები ჩემს ყელზე შემოაჭდო. შიშისგან სული შემიგუბდა. მგონი, რაღაც მომენტში, სუნთქვაც კი შევწყვიტე. ის კი ანთებული თვალებით ნელა მომიახლოვდა და როცა სიმწრით ავფართხალდი და მის თითებს ჩავებღაუჭე, ტუჩებში მაკოცა. დიდხანს და ვნებიანად მკოცნიდა. მაიძულა მის კოცნას ავყოლოდი. თუმცა იძულებას ვერც ვუწოდებდი მის ალერსს. საკუთარი თავი იმაში გამოვიჭირე, რომ მისი უხეშობა და მომთხოვნი ალერსი საოცრად მსიამოვნებდა. ჩემს ყელზე შემოჭერილი მისი თითები ვნებას და სურვილს მიძლიერებდა. ეს რომ გავაცნობიერე უარესად შემეშინდა. რა იყო ეს? რა მჭირდა? ნუთუ მის მიმართ გრძნობები გამიჩნდა? ნუთუ მელას საკუთარი მახრჩობრლა შეუყვარდა? სხვა რა იყო ეს, თუ არა ის ცნობილი, მაგრამ ამოუხსნელი სტოკჰოლმის სინდრომი. ამ კაცმა დამიმორჩილა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ალერსი კოცნას არ გასცილებია, მე მზად ვიყავი მისი ნებისმიერი სურვილი შემესრულებინა და ამის გაცნობიერება ბევრად უფრო საშინელი მისაღები იყო ჩემთვის, ვიდრე მისი ახირება, რომ შემყვარებოდა. თავი 4 _ ბაქარ, მინდა რომ ჯერ გაგიცნო!_ ვუთხარი ლამის ჩურჩულით. როცა წამით მომშორდა. _ ვიცი, რომ არ მენდობი!_ მანაც ჩურჩულით მიპასუხა. თითქოს რამე საიდუმლოზე ვლაპარაკობდით და ჩვენს საუბარს ვინმე გაიგონებდა. _ რა გინდა ახლა ყველაზე მეტად!_ მკითხა მოულოდნელად. _ კნუტი!_ ვუთხარი დაუფიქრებლად. რამდენიმე ხანი იყო, სულ ამაზე ვფიქრობდი და ჩემს ქვეცნობიერს ეტყობა ძალიან ჰქონდა გაჭედილი. _ რა გინდა?_სერიოზულად გაოცდა. _ კატა, მინდა კნუტი!_ ვუთხარი უფრო თამამად. _ გიჟი გოგო ხარ! აი მაგალითად, ჩემი დისთვის რომ მეკითხა, აიფონზე ნაკლებს არაფერს მთხოვდა!_ გაეცინა გამხიარულებულს. _ შენს დას?_ გადავწყვიტე მისი გაცნობა იმ წამიდან დამეწყო. _ ხოო, პატარა და მყავს. ლიკუნა! ძალიან საყვარელია.თუმცა თავქარიანი._ უცებ მხიარულად მომიბრუნდა. _ მინდა გაგაცნო! _ ახლა არა ბაქარ, ჯერ შენ თუ გაგიცნობ, ეგეც საკმარისი იქნება!_ მივხვდი, ის გოგო მაღაზიაში მისი და იყო. _ ის კაბა, როგორ გაიგე, რომ მინდოდა?_ ვკითხე ინტერესით. _ ლიკუნასაც მოეწონა, იყიდა და როცა გარეთ შევხვდი შენი თავი დამანახა, შენ გოგოსაც უნდოდაო, ეს კაბაო! მისგან შენთვის გამოვისყიდე , სხვათაშორის ორმაგად!_ ამიხსნა უარდელად. ვინ იცის, რა იფიქრა იმ გოგომ , არჩეული კაბის დათმობა რომ მოუწია. ალბათ , როგორ ვერ მიტანდა. მე მართლა ძალიან მეწყინებოდა! _მოიცა, რა გითხრა? შენი გოგოო?_ როცა უკეთ გავიაზრე მისი ნათქვამი , რაღაცნაირად არ მესიამოვნა. _ ხოო, იმ დღეს დაინტერესდა, მაღაზიაში ვამპირობანა რომ ვითამაშეთ! და ვუთხარი, რომ ჩემი გოგო ხარ!_ ისევ უდარდელად ამიხსნა ბაქარმა . სიმწრის ოფლმა დამასხა, არ მეგონა, იმ საშინელ სცენას ბაქარის დაც თუ შეესწრებოდა. ღმერთო ჩემო! მართლა ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, რას ფიქრობდა ჩემზე! _ბაქარ, ძალიან გთხოვ, დისტანცია დავიცვათ!_ აღარ მინდოდა ოდესმე მსგავს სიტუაციაში კიდევ აღმოვჩენილიყავი. _ რატომ? კორონამ ჩაიარა!_გამიცინა მხიარულად. ცოტა ხანს უხმოდ ვიჯექი, ის კი მიყურებდა და მიღიმოდა. მხოლოდ თვალებით მეფერებოდა და ასეც კი ახერხებდა, რომ თავი უხერხულად მეგრძნო. _ უკვე გვიანია. სახლში დავბრუნდეთ!_ ვთხოვე თან ფანჯრიდან გავიხედე. _არადა, რა საოცარი გრძნობაა შენი კოცნა!_ ჩაილაპარაკა ჩურჩულით ისე , რომ ყოველი სიტყვა კარგად გამეგო. _ ბაქარ!_ ვთქვი მკაცრად. _ კარგი ხო, შენ აშკარად ცოტა მოიკოჭლებ თანამედროვე ცხოვრებაში! _ აშკარად დამცინოდა . _ საქართველოა გელაა!_ არ ჩამოვრჩი მეც. _ ანუ მამა_ პაპური ტრადიციები და რამე?_ თვალმოჭუტული მომჩერებოდა _ დიახაც! პრობლემა გაქვს?_ ვკითხე წარბაწეულმა. _ არა, რატომ? ძალიანაც კარგი! სამაგიეროდ მარტო ჩემი იქნები, როცა დრო მოვა!_ ჩაიცინა და მანქანა დაქოქა. არაფერი მითქვამს. რა აზრი ჰქონდა მასთან კამათს? ცოტათი დავმშვიდდი, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს პერიოდში კოცნას და ხელების ფათურს აღარ ეცდებოდა. საქმე იმაში იყო, რომ ეს ფიზიკური სიახლოვე მაბნევდა და მაფორიაქებდა. ზოგჯერ ისეთი გრძნობა მქონდა , თითქოს საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავდი და ეს ძალიან არ მომწონდა. _ რადიოს ჩავრთავ!_ ვუთხარი და ალალბედზე ჩავრთე, რაც მომხვდა. ბექაურის სერენადა შემრჩა ხელთ. "ძველებურად სევდიანი აღარა ვარ, სნეული ვარ შენი ტრფობით ავადა ვარ, სხვა შეიყვარე დარდიანი ამადა ვარ, ლხინი სად არის გლოვის სუფრის თამადა ვარ! ერთადერთი ხარ ჩემი სულის დედოფალი.." მღეროდა სევდიანი ხმა. _ სხვას თუ შეიყვარებ გლოვის სუფრას შენ გაგიშლი!_ სრულიად სერიოზულად და მშვიდად მითხრა მოულოდნელად და გაოცებისგან თვალები დავაჭყიტე. არა მისგან არაფერი არ მიკვირდა, მაგრამ ხმა ჰქონდა ისეთი მშვიდი, თითქოს უბრალოდ ამინდის პროგნოზს მაცნობდა. _ საშინელი სიტყვებია!_ ვუთხარი და გამიკვირდა, შიშის და შეშფოთების ნაცვლად მისი სიტყვები რომ მესიამოვნა . არ მეგონა ფარული მაზოხისტიც თუ ვიყავი! როგორც ჩანს ბაქარი კი არა, ჯერ საკუთარი თავი ჯობდა გამეცნო. ნერვებმოშლილმა პროტესტის ნიშნად რადიო გამოვრთე და ფანჯრიდან დავიწყე ყურება. რაც შეიძლებოდა ნელა მიდიოდა, დროს ახანგრძლივებდა და აშკარად ელოდა, რომ რამეს ვიტყოდი. მაგრამ ჩემში არსებულმა კახური გენეტიკის 50% _ მა გამოიღვიძა. შეჯდა ჯორზე და ჩამოსვლას არ აპირებდა. სახლამდე ისე მივედით, არც კი მიმიხედავს მისკენ. _ ჯალიან ჯიუტი გოგო ხარ ნელიკო!_ მითხრა გაბუტული ხმით. _ ის მაინც მითხარი, რა დავაშავე? _ ვერც ხვდები არა?_ დავუბრიალე თვალები. _ რას უნდა ვხვდებოდე?_ მოთმინებით შემომხედა. _ ანუ რა გინდა მითხრა, რომ თუ შენ არ შემიყვარდი, ჩემ საყვარელ ადამიანს მოკლავ?_ მივახალე გაბრაზებულმა. ცოტა ხანს უცნაურად მიყურა, მერე გაეცინა. _ მაგის საჭიროება არ იქნება! იმიტომ რომ შეგიყვარდები, ან იქნებ უკვე კიდეც გიყვარვარ?_ნამდვილი თავდაჯერებული იდიოტი. _ მძულხარ!_ ვუთხარი ავად. _ რომ იცოდე, ეგ გადამეტებული სიყვარულია!_ გაეცინა ისევ უდარდელად. ასეთ დროს საშინელი სურვილი მიჩნდებოდა მისი წყობიდან გამოყვანის. დავაპირე კიდეც , მაგრამ გამახსენდა, რაც ემართებოდა, როცა ბრაზობდა და უკან დავიხიე. არ შეიძლებოდა იმის დავიწყება, რომ არაადეკვატურ კაცთან მქონდა საქმე. _ ნეტა სულ არ შეგხვედროდი!_ ვუთხარი გაბრაზებულმა. _ მაგრამ შემხვდი!_ ჯიუტად გამიმეორა მან. _ ღამე მშვიდობისა ბაქარ! _ აღარ მსურდა მორიგი უაზრო კამათი. _ ღამე მშვიდობისა ნელიკო!_ მიპასუხა მანაც. კარი გავაღე და მანქანიდან ჩამოვხტი. მაინც რა უზარმაზარი იყო ეს ოხერი ჯიპი. ზუსტად მისი ეგოს შესაფერისი. კარი გაბრაზებულმა მივუჯახუნე და უკანმოუხედავად სადარბაზოში შევედი . სანამ ბაქანზე შევდგამდი ფეხს და ავტომატური განათება ჩაირთვებოდა. მოულოდნელად მკლავში მტაცა ვიღაცამ ხელი , მომატრიალა და ტუჩებზე დამაცხრა. შიშისგან ვიკივლე. ავფართხალდი და თავის დაღწევას შევეცადე. უცნობმა კოცნა შეწყვიტა, მაგრამ ხელი არ გაუშვია. დაზაფრულმა სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, თმაში ჩავაფრინდი და თმა სულ ბღუჯა_ბღუჯა დავაგლიჯე, თან სავარაულოდ ლოყაში ჩავასვე კბილები. მანიაკმა ტკივილისგან იყვირა და წამში შემეშვა, მე კი თავისუფლება ვიგრძენი თუ არა, სირბილით ავვარდი კიბეებზე. _შე ავადმყოფო , ახლა ბაქარი იყოს აქ შენ ნახავდი სეირს! _ საკუთარი შიშის დასამარცხებლად რატომღაც ბაქარით ვიმუქრებოდი. თან კიბეებზე გიჟივით ავრბოდი. ქვემოდან კი უცნობის ხმამაღალი ხარხარი მომსდევდა . კარი როგორ გავაღე და როგორ შევვარდი სახლი არ მახსოვს. ადრენალინმა მალევე გამიარა და მუხლების კანკალი ამივარდა. სააბაზანოში შევედი სახეზე წყლის მისასხმელად და სარკეში სკუთარ თავს მოვკარი თვალი. ტუჩები სისხლით მქონდა მოსვრილი. არ ვიცი ნადირობიდან დაბრუნებული ვამპირები როგორ გამოიყურებიან ,მაგრამ სავარაუდოდ სწორედ მე უნდა მგავდნენ. მაშინვე წყალი მოვუშვი და პირი დავიბანე, მერე წყალი პირში ჩავიგუბე და სისხლის გემო გამოვირეცხე. მერე ესეც მეცოტავა ჯაგრისს ვეცი და მგონი ნახევარი საათი ვიხეხავდი კბილებს. როდის როდის დავმშვიდდი. რომ დავფიქრდი, საკუთარი თავით აღტაცებაშიც კი მოვედი! რა, ცოტა ხომ არ იყო გარყვნილი მანიაკი მოვიგერიე?! ცოტა ხანს ვიწრიალე და დასაძინებლად წავედი. ძილის წინ ჩემი საკუთარი ფსიქოპათი გამახსენდა და ტელეფონს დავხედე. "არსაიდან ხმა, არსით ძახილი!" იყო ჩემი ტელეფონის ეკრანზე. გავბრაზდი და იმედგაცრუებულმა მობილური საწოლის შორეულ კუთხეში მოვისროლე. არ მომწერა და ჯანდაბას მაგისი თავი! ჩავიბურდღუნე და სიზმრების სამეფოს კარი შევაღე! საძულველი ორშაბათი გათენდა. ზანტად წავიზლაზნე სამსახურში. და შევუდექი მონოტანურ დღის წესრიგს. ის მთელი კვირით დაიკარგა. ეტყობა მე "ვიქენდის ნაშა " ვიყავი და კვირის სხვა დღეებისთვის უფრო მრავალფეროვანი მენიუ ჰქონდა ჩემს მხეცს. აბა მე დამიწყებდა ჩემი კდემამოსილი კოცნისთვის ხვეწნა_ მუდარას? ვატყობდი , რომ მენაკლისებოდა და უფრო უარესიც, მასზე ვეჭვიანობდი. ამის ცოდნა კიდევ უფრო მიშხამავდა ნერვებს. ზუსტად მეათე დღეს მომწერა. " აბა ცოცხალი ხარ?" რაოო? ეს რაღა ჯანდაბა იყო? ძმაკაცსაც კი უფრო თბილად მოიკითხავდა კაცი. " და ცოცხალი რატომ არ უნდა ვიყო?" მივწერე ცოტა ხნის მერე. რომ არ ჰგონებოდა ტელეფონს აჯდა ჩემს ლიდინშიო. " არა, უბრალოდ მკაცრად გამაფრთხილეს ათი დღე თვალ_ ყური გადევნო!" მომწერა ისევ მორიგი დებილობა. " ვინ დაგავალა?" " ჩემმა რაბიოლოგმა." ვინაო? უცებ ვერ მივხვდი რაბიოლოგი ვინღა ჯანდაბა იყო? რომ მოვმკვდარიყავი მას მაინც არ ვკითხავდი. ამიტომ უბრალოდ დავგუგლე: აღმოჩნდა, რომ ექიმი_ რაბიოლოგი ის ადამიანია, ვინც ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით, იმუნოგლობულინით ცრის ადამიანებს. ვერაფერს მივხვდი , მე რა შუაში ვიყავი. ის იყო , რას ბოდიალობმეთქი, უნდა მეკითხა, რომ გონება გამინათდა. " ანუ შენ გიკბინე?" მივწერე სასწრაფოდ. " მგონი შენი უნდა მეშინოდეს! უკვე მეორედ ცდილობ ხორცები მომაჭამო! ასე ძალიან გინდივარ?" ისევ დამცინოდა ეს არანორმალური. გამახსენდა ჩემი სისხლიანი ტუჩები და ტანში გამცრა. " ძალიან გატკინე?" ვკითხე მართლა სინანულით. " არა, უფრო დამატყვე!" მიპასუხა მან. " არ მგონია ძალიან დამამემახინჯებინე, ისედაც არ ბრწყინავ და ერთი ნაკაწრი არც შეგეტყობა!" დავიბრუნე ჩემი ჩვეული სულიერი მდგომარეობა. რა ჩემი ბრალი იყო სიბნელეში რომ დამეტაკა? ჩემს ადგილას ნებისმიერი დაიცავდა თავს. " სამაგიეროს გადაგიხდი. ხომ არ დაგავიწყდა ხურდას რომ ყოველთვის ვაბრუნებ! მელოდე ამაღამ!" აშკარად მემუქრებოდა. ჯანდაბას ჩემო თავო. რას ეჭიმებოდი? ცოტა თავი მოგეხარა, ვითომ ძალიან დარდობდი მის გამო! ველაპარაკებოდი საკუთარ თავს და თან გიჟივით მეცინებოდა. ესეც შენ, არანორმალურო! აწი გეცოდინება, რომ თავის დაცვა მშვენივრად შემიძლია. საღამოს, სამუშაოს დასრულების შემდეგ, ქურდივით გამოვიჭყიტე მაღაზიიდან. მანქანა არ მყავდა, რატომღაც მაინც და მაინც დღეს მომინდა ფეხით გასეირნება. ვინც არ იცით გეტყვით, რომ რუსთავის ერთი ბოლოდან მეორეში ფეხით რომ გახვიდე, დაახლოებით ერთი საათი მოგინდებათ, ისიც იმ შემთხვევაში თუ ისეირნებთ, თორე მანქანით 10_15 წუთიც არ უნდა. მიმოვიხედე და რომ საეჭვო ვერაფერი დავინახე გაჩერებისკენ სირბილით გავიქეცი. ავტობუსში ავხტი და მხოლოდ ამის შემდეგ ამოვისუნთქე. _ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის!_ შემიკიჟინა მეორე მემ. _ ვიცი!_ ჩავილაპარაკე მე _ სახლში არ წახვიდე! _ აბა სად ჯანდაბაში წავიდე? _ ნანუკასთან მიდი! დავფიქრდი. არ იყო ცუდი აზრი. დარწმუნებული ვიყავი, ამ საღამოს მომაკითხავდა და თუ სახლში არ ვიქნებოდი მორიგ "სკანდალს " ავიცილებდი თავიდან. ნამდვილად ღირდა ამაზე დაფიქრება. ჩემს კორპუსს გავცდი და მეგობრობაზე " მერანთან " ჩამოვედი . სულ ხტუნვა ხტუნვით შევედი ეზოში და ტელეფონმაც დარეკა. _ სად ხარ? სახლთან გელოდები!_ რა თქმა უნდა ბაქარი იყო. _ არ ვარ სახლში!_ ვუთხარი მე ბედნიერად. _ აბა სად ხარ?_ მკითხა დაეჭვებულმა. _ არ გეტყვი!_ ვუთხარი და წინასწარ მესიამოვნა, ნერვებს რომ ვუშლიდი. _ რას ჰქვია, არ მეტყვი?!_ დაეძაბა ხმა. _ არ გეტყვი ქვია, რომ არ გეტყვი! დღეს თავისუფალი ხარ!_ გავიკრიჭე მე. _ ნელიკო დაფიქრდი და ისე მელაპარაკე!_ მის ტონზე მოულოდნელად და წამიერად ამეშალა ნერვები. _ თავად დაფიქრდი და ტონი გააკონტროლე!_ ვუთხარი ცივად და ტელეფონი გავუთიშე. მერე სულაც გამოვრთე. როგორ მეზიზღებოდა ეს დაძაბული ხმა. თავიდან უბრალოდ ვხუმრობდი, მაგრამ მის უაზრო გამოხტომებთან შეგუებას ნამდვილად არ ვაპირებდი. თუ არ მოსწონდა, გზა ფართო და გრძელი იყო. შეეძლო ნებისმიერი მიმართულებით გაჰყოლოდა. მე გამომკიდებელი არ ვიყავი. სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ იყო , ხომ არ ჯობდა , ყველაფერი დამემთავრებინა?! ლიფტში შევედი და ნანუკასთან ავედი. ვუთხარი , რომ გვიანობამდე მოუწევდა ჩემი ატანა. დაახლოებით პირველ საათამდე შემოვრჩი. თაზომ, მისმა ქმარმა, ძმაკაცებისთვის შენახული ვისკი გამოაძვრინა , ბავშვები მივაძინეთ და გემრიელად ჩავუსხედით სამივენი. კარგად ვიყავი უკვე, ტაქსი რომ გამოვიძახე. და სახლში წავედი. რაც არ უნდა ყოფილიყო, უცხო სახლში დაძინებას ვერ ვახერხებდი. ან ჩემს სახლში უნდა დამეძინა, ან ბიცოლაჩემთან, სოფელში. სხვა სახლი ვერ მიქმნიდა სათანადო მყუდროებას. მძღოლს სადარბაზო მივუთითე და ცოტა ხანში მანქანიდან ფეხარეული გადმოვედი. იმის ნაცვლად სუფთა ჰაერს გამოვეფხიზლებინე , უარესად მომთენთა. სადარბაზოში შესული არ ვიყავი, რომ გაცოფებული ბაქარი მომიახლოვდა. _სად იყავი?_ მკლავში ჩამავლო ხელი და ძლიერად მომიჭირა. _ ვაა, ბაქარს გაუმარჯოს!_ ისევ ხუმრობის ხასიათზე ვიყავი მე. _ რა გჭირს , მთვრალი ხარ?_ უარესად გაბრაზდა ის. _ კიი, ცოტაზე!_ გამეცინა მე._ გამიშვი ხელი, ნახე , სწორ ხაზზეც კი შემიძლია გავლა! ხელი გავაშვებინე და წარმოსახვით სწორ ხაზსს გავყევი. _ სულ არ ვარ მთვრალი!_ ვუთხარი და მეტი დამაჯერებლობისთვის თავიც დავუქნიე. _ ჰოო, გეტყობა!_ შემოეპარა ღიმილი. მომიახლოვდა და ხელი მომხვია. _ სანამ ეგ ლამაზი სახე სადმე მიახატე, მოდი დაგეხმარო!_ თავი მკერდზე მივადე. ასე მეგონა ყველაზე კომფორტულ ბალიშზე ვიძინებდი. თვალები მეხუჭებოდა. _ ღამე მშვიდობისა, ბაქარ!_ ვუთხარი ჩურჩულით და თვალები დავხუჭე. პახმელია არ ვიცი რა არის, არასდროს მქონია. ამიტომ მხნედ გავიღვიძე და თეთრ ჭერს გაოცებული მივაჩერდი. ის მიკვირდა, რომ მიჩვეული ვიყავი ჩემი საძინებლის ღია იისფერ შეფერილობას. ახლა კი ნაცრისფერი იყო! თავი წამოვეწიე , და ელდა მეცა. აზრზე არ ვიყავი, სად ჯანდაბაში გავიღვიძე. მაშინვე საბნის ქვეშ ჩავიჭყიტე. სერიალებიდან ვიცოდი, თუ უცხო სახლში გაგეღვიძება, მაშინვე უნდა შეამოწმო სათანადოდ თუ გაცვია. მაგრამ აქაც მიმუხთლა ბედმა. უცხო შავი მაისური მეცვა, უმკლავო და ძალიან მოღლეტილი. ჩემზე დაახლოებით ათი ზომით დიდი და მკერდი ისე მიჩანდა გინდა მცმოდა გინდა არა. _ ცუდ დღეში ხარ შე საცოდაო!_ ავად დაკვესა თვალები ჩემმა მეორე მემ. თავი 5 ადგომა მინდოდა, მაგრამ ასეთი "მოკრძალებული" ტანსაცმლით თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი. მიმოვიხედე, ოთახი გემოვნებიან პატრონზე მეტყველებდა. მინიმალისტურ სტილში იყო მოწყობილი და ოდნავ პირქუშ შთაბეჭდილებსაც ტოვებდა. სწრაფად ავდექი და კარადა გამოვაღე, სადაც ერთი მაისური გამოიმეტა , იქ არც მეორეს გამო მისაყვედურებდა . არჩევანი დიდი იყო, მაგრამ არა ფერებში, უმეტესად შავი, თეთრი ან ნაცრისფერი სამოსი ეწყო . ერთი შედარებით გრძელი პერანგი ავიღე და სწრაფად ჩავიცვი. მშვენივრად მივხვდი, იმ არანორმალურმა მომენტით ისარგებლა და საკუთარ სახლში მომიყვანა, ან უფრო მომიტანა. ახი იყო ჩემზე! _ ანუ უკვე კარადაც ავითვისეთ!_ ბედნიერი გამომეტყველების დაფარვა არც უცდია. _ ბაქარ აქ რას ვაკეთებ?_ შევუღრინე ავად. _ აბა სადარბაზოში გერჩივნა ძილი?_ თავხედი! _ ბაქარ ჩემი სადარბაზოდან შენ სახლში რატომ მომიყვანე?_ შეუვალი ტონი მქონდა მე. _ ხომ გითხარი შენს სახლში ფეხს აღარ დავდგამმეთქი!_ მხრები აიჩეჩა მან. შევეცადე ემოციები მომეთოკა. არ ღირდა მისი ხასიათის გაფუჭება. ჩვენი ჩხუბები არ მთავრდებოდა ხოლმე ჩემი გამარჯვებით. _ჩემი ტანსაცმელი მინდა!_ ვუთხარი და თვალი ავარიდე. _ რატომ, ჩემი უფრო გიხდება!_ გაიცინა და მომიახლოვდა. _ ის წინა კიდევ უფრო გიხდებოდა! ახლაღა გამახსენდა, რომ ტანსაცმელი გამომიცვალა და გამაჟრჟოლა ბრაზისგან. _ არა ხარ ნორმალური ხო?_ ჩემმა თავშეკავებამ წამში მიმტყუნა. _ როგორ ბედავ და მეხები? რა უფლებით? ვინ ხარ?_ უცნაურ სურვილს ვყავდი ატანილი გაჩეჩილ ქოჩორში დავტაკებოდი და ღერა_ ღერა გამეწიწკნა. _ აშკარად რაღაც საზარელზე ფიქრობ!_ მითხრა მან მხიარული სიცილით და უკან დაიხია. _ ჩემი ტანსაცმელი მინდა!_ ავკივლდი მე. წამში ახერხებდა ჩემი წყობიდან გამოყვანას. აშკარად კარგი მანიპულატორი იყო , საკმაოდ ჰქონდა ამის ნიჭი. _ კარგი დამშვიდდი, ნუ ყვირი! _ სწრაფად გავიდა და მალევე მომიტანა დაკეცილი და მოწესრიგებული ტანსაცმელი. _ უბრალოდ გული აგერია,_ მითხრა მან. ნელ_ ნელა წამეკიდა სირცხვილის ცეცხლი ლოყებზე და აღარ ვიცოდი სახე სად დამემალა. _ ამიტომ არ მინდოდა მეთქვა , რომ არ შეგრცხვენოდა!_ ისევ მშვიდად მითხრა. კარგი , მჯეროდა, მაგრამ ის მაისურისმაგვარი ძონძი რომ არ შეერჩია წესიერი არაფერი ჰქონდა? მადლობაც არ მითქვამს, ჩამოვართვი რაც ხელში ეჭირა და თითით კარისკენ მივუთითე. _ რატომ, განა დარჩა რამე რაც არ მინახავს?_ გამეკრიჭა და აქ კი მართლა გავგიჟდი. ტანსაცმელი ლოგინზე მივყარე და გაცოფებული გავექანე მისკენ. ერთ ნაბიჯში გაქრა ოთახიდან. კარი გარედან მოხურა, თავი სამშვიდობოს რომ დაიგულა იქიდან დამიძახა: _ მალე მოდი , ვისაუზმოთ! საფეთქლები მოვისრისე და ჩემდაუნებურად გამეცინა. _ არანორმალური!_ ჩავილაპარაკე ჩემთვის. ტანსაცმელი გამოვიცვალე და უკვე თავდაჯერებული გავედი ოთახიდან. გიტარის ხმას მივყევი და სამზარეულოში აღმოვჩნდი. ცარიელ მაგიდასთან იჯდა , ფეხი ფეხზე გადაედო , დაბალ ხმაზე ნაცნობ მელოდიას უკრავდა და ღიმილით მიყურებდა. გაკვირვებისგან ადგილზე გავშეშდი. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ დაკვრაც იცოდა. მიხვდა, გამაოცა, გაიღიმა და ხმაც ააყოლა . "შემხედავ და მეტყვი, თუ როგორ გიყვარვარ, ჩემთვის ძგერს ეგ გული! მე შენი ოცნების ფარული ბიჭი ვარ, შენი სიყვარული....." სიმღერის ტექსტი საკუთარი სურვილისამებრ შეცვალა. მართლაც რომ ნარცისი იყო და მეტი არაფერი! ვუსმენდი და ვიღიმოდი. ასეთი ლამაზი სურათი სიზმრადაც კი არასდროს მენახა. _ გაჩუმდი!_ ვუთხარი სიცილით. _რატომ არ მოგწონს!_ მაცდურად ამომხედა. _ არა, უბრალოდ მაგ სმღერამ დამღუპა ზუსტად!_ გიტარა გადადო. _ აბა რას მაჭმევ?_ მკითხა თითქოს ყოველ დღე მსგავსი რუტინა გვქონდა. _ მეეე?_ დავაჭყიტე თვალები. _ შენ! რატომღაც მგონია გემრიელი ხელი გაქვს, ტუჩები, ყელი გემრიელი გაქვს და ხელიც ასეთივე გექნება!_ ისევ თავხედობდა. _ მე დილაობით არ ვჭამ!_ ვუპასუხე ცივად. _ ანუ არა?_ მკითხა მუქარით. _ არა!_ ვუპასუხე თამამად. _ კარგი სხვა რა გზა მაქვს, მე მშიერი ვერ გავალ სახლიდან, ამიტომ პირდაპირ დესერტზე გადავალ!_ სწრაფად წამოდგა ხელები მომხვია და ძლიერად ჩამეხუტა. ცოტა ხანს თვალებში მიყურა და ნელა დაიხარა საკოცნელად. ვიცოდი, ხვდებოდა, რომ ძალიან მსურდა მისი კოცნა, ისე ირონიულად იღიმოდა და სწორედ ამიტომ მოვარიდე სახე. _ ანუ არც დესერტი?_ გაბუტული ბავშვივით გამოსწია ქვედა ტუჩი. მისკენ არ მიმიხედავს. ისეთი საყვარელი იყო, მეშინოდა თავად არ მოვხვეოდი. ცხვირი ყელზე ამისვა, მერე თმაში ჩაყო და შეისუნთქა. _ ვისურვებდი, რომ ჩემთან დარჩენილიყავი, მაგრამ ვიცი არაფრის დიდებით არ დამთანხმდები! ამიტომ ახლა გაგიშვებ! თორემ უკვე ჭკუა მეკარგება და აზრები მებინდება! ხომ ხედავ, როგორი დამჯერი ბიჭი ვარ!_ გაოცებულმა ავხედე, აშკარად, რაღაც ახალი სტრატეგია დაეწყო. ისე მეთამაშებოდა, როგორც კატა თაგვს. უცებ სწრაფად მაკოცა და ხელი გამიშვა. _ სულ პატარაზე!_ გამიცინა ბედნიერად. _ წამოდი, სადმე გემრიელად ვისაუზმოთ! _ პასუხს არც დალოდებია , ისე წავიდა კარისკენ . წამით ვუყურე და უკან ავედევნე. მართლა არ ქონდა მასთან კამათს აზრი. _ რამე მომიყევი შენზე,!_ ვუთხარ, როცა ყავას ვსვამდით ღია ტერასაზე. _ რა მოგიყვე?_ მკითხა და თვალი ამარიდა. _ ცალკე რატომ ცხოვრობ?_ მართლა მაინტერესებდა, რატომ არ ცხოვრობდა დედასთან და დასთან ერთად. _ ასეა საჭირო , ყველას სიმშვიდისთვის,!_ აშკარად არ იყო გულახდილი. _ მამაშენი სადაა?_ დავინახე, როგორ ნერვიულად აათამაშა თითები მაგიდაზე. _ ცოტა იყო და გათავდა,!_ ცივი ღიმილით მიპასუხა. _ უკაცრავად , არ მინდოდა შენი წყენინება!_ ვიფიქრე გარდაცვლილი ჰყავდა და შემრცხვა ჩემი დაუკვირვებელი შეკითხვის გამო. ცალყბად ჩაეცინა. _ არა, არ მომკვდარა! თუ ამას გულისხმობ!_ მიპასუხა ნერვებმოშლილმა._ უბრალოდ ვერ დაიცვა და არ მოუფრთხილდა ყველაზე ძვირფასს. თქვენ კი ქალებს, არც ერთგულება გყოფნით, არც მოთმინება, სუსტს და წაქცეულს ადვილად თელავთ ფეხქვეშ!_ ისეთი ცივი ხმა ჰქონდა, ისეთი ზიზღით სავსე. _ ჩვენ ქალები,?_ ვკითხე გაოცებულმა. _ ხოო თქვენ, ადამიანთა რასის მოღალატე ნახევარი!_ დამიზუსტა ნათქვამი. ფეხზე ავდექი, ცოტა ხანს ვუყურებდი და მეცოდებოდა. ძლიერი კაცის ნიღბიდან სულ წამით გამოიჭყიტა, მიტოვებულმა, გულნატკენმა და იმედგაცრუებულმა შავთვალა ბიჭუნამ, მაგრამ ეს სრულიად საკმარისი იყო. _ შენ არ გაქვს უფლება, ყველა ერთ ტაფაში შეწვა! არ გაქვს უფლება სხვისი სისუსტით გულნატკენმა ჯავრი ჩემზე იყარო! არ გაქვს უფლება შეურაცყოფა მომაყენო! ბაქარ, ვხვდები, რომ ჩვენ არაფერი გამოგვივა, და სანამ გულს მატკენ უნდა წავიდე!_ მტკიცედ ვუთხარი, თან გული მტკიოდა, არ მინდოდა მისი დატოვება, მაგრამ არც დარჩენა იქნებოდა სწორი საქციელი. ჯობდა ახლა მტკენოდა და საკუთარ თავს მოვრეოდი, ვიდრე მისთვის უფლება მიმეცა ნაწილებად დავემსხვრიე. საოცარი წინათგრძნობა მქონდა, რომ ის გახდებოდა ჩემი ტკივილის მიზეზი. არ გამომყოლია, არც კი შემოუხედავს.არ განძრეულა. თვალებში სრული სიცარიელე ჰქონდა. ძლივს მოვერიე თავს, რომ არ ჩავხუტებოდი და არ მეთქვს, შენთან ვრჩებიმეთქი. საკუთარი თავი ვაიძულე მას მოვშორებოდი. ნელიკო ჯერ კიდევ უფრო მიყვარდა ვიდრე ის. ჯერ კიდევ მქონდა გადარჩენის შანსი. ჩემი წუწუნა და მეამბოხე მეორე მეც კი საეჭვოდ დუმდა! გამოვედი და სწრაფი ნაბიჯებით გავიქეცი. ისევ გაუჩინარდა. რამდენიმე კვირა ისე გავიდა , მასზე არაფერი მსმენია. არ ვიტყვი რომ სულ ტელეფონს დავჩერებოდი, მაგრამ როგორც მჩვეოდა ღამით ზარს აღარ ვთიშავდი. ვფიქრობდი , თუ დავჭირდებოდი მისი დაძახილი აუცილებლად უნდა გამეგონა. მოვიწყინე და მოვიბუზე, აი ზუსტად ამ ორ სიტყვაში გამოიხატებოდა ჩემი განწყობა და ხასიათი. ფეხით სიარულს მოვუხშირე. ერთ დღეს მაღაზიიდან გამოსულს უცნაური პატარა ბანერი მომხვდა თვალში. უცნაური წარწერით. " შენთან წამიყვანე!" ეწერა მუყაოს ქაღალდზე და ყუთზე იყო მიყუდებული. დამაინტერესა და ახლოს მივედი . ყუთში ჩავიხედე. ისეთი საოცრება მომჩერებოდა ყუთიდან: პატარა, შოკოლაფისფერი, სასაცილო სახიანი მსუქანი კნუტი ორ თათზე დამდგარიყო, ორით ამობობღებას ცდილობდა. გულმა ვერ გამიძლო. ხელი დავტაცე და გულში ჩავიხუტე, რომ არავის მოესწრო. თუმცა ახლომახლო არც არავინ იდგა. სადგომი მოვათვალიერე. ვერავინ შევინიშნე. კნუტს, რა თქმა უნდა, იქ არ დავტოვებდი. ლამის სირბილით გავაქროლე მესხიშვილზე, სადაც რუსთავში საუკეთესო ვეტერინარი მეგულებოდა. ჩემდა გასაოცრად, ჯიშიანი და საკმაოდ ძვირი კატა აღმოჩნდა. სრულიად ჯანმრთელი, ბრიტანული ჯიშის კნუტი იყო, ზუსტად ის, მე რომ მინდოდა, მაგრამ მე გადაწყვეტილი მქონდა კნუტი ქუჩიდან ამეყვანა. ახლა კი სურვილი უცნაურად ამისრულდა, თან ქუჩას გადავარჩინე, თან სასურველი ჯიშისა იყო. ეტყობა ხანდახან სურვილები მართლა ხდება. სახლში ბედნიერი წავედი. გზად ზოოში შევიარე და ყველა საჭირო ნივთი შევიძინე, ლამის ხელფასის ნახევარი მივახარჯე, მაგრამ წამით არ მინანია, თუ ოთხფეხა მეგობარს გაიჩენ, ხარჯებს და გარკვეულ დისკომფორტს უნდა შეეგუო კიდეც. _ აი პატარა, ეს შენი ახალი სახლია, დღეიდან მე შენი დედიკო ვარ! იმედია ერთმანეთს ბედნიერებას მოვუტანთ!_ ვუთხარი ჩემს კატუნას და იატაკზე დავსვი. ინტერესით გაბაჯბაჯდა და ცოტახანში ისე მოშინაურდა, თითქოს დაბადებიდან აქ ცხოვრობდა. კნუტს ესპანური სახელი დულსე ანუ ტკბილი დავარქვი, დედაჩემის გულის გასახარად. და დულსე მიოს ვეძახდი, ანუ ჩემო ტკბილოს.მართლაც შოკოლადისფერი იყო და ძალიან ტკბილი. ერთი სიტყვით დულსემ გამაბედნიერა. ხანდახან მომივლიდა მონატრება და თითები ტელეფონისკენ მიიწევდნენ, მაგრამ მერე ისევ ვიმორჩილებდი თავნება სურვილს და ბაქარს არაფერს ვწერდი. თავადაც არ მეხმიანებოდა, ჯიუტად დუმდა. _ იცი რას გეტყვი?_ თვალები ააფახულა ნანუკამ და დულსე კალთაში ჩაისვა._ ეტყობა გადაუარე! _ რა ვქენი?_ ვერ მივხვდი რას ნიშნავდა " გადავუარე." _ რა და, მორჩა, აღარ არის შენით შეპყრობილი, მიხვდა ბევრი თავის ტკივილი რომ ხარ და უფრო ადვილი საკბილო მონახა, მაგ შენმა ზვიგენმა. აბა რამდენ ხანს ივლიდა მშიერი?_ მართალი იყო ნანუკა. მისი მსგავსი კაცი დარდით თავს არ მოიკლავვდა და სავარაუდოდ მალევე ჩამანაცვლებდა. _ ხოოო?_ ვკითხე უფრო საკუთარ თავს ვიდრე ნანუკას. _ ხოო ჩემო კარგო, ხოოო!_ თავი დამიქნია მან. _ რა გინდა, შენც ეგ არ გინდოდა?_ მითხა და თვალები მოჭუტა. _ კიი, ეგ მინდოდა!_ ვუპასუხე და ჩემმა ჩამქრალმა ხმამ თავადაც კი გამაოცა. _ არ იდატდო პატარა, მასეა ქალის გული მოწყობილი, ერთი ღიმილი, ერთი თბილი სიტყვა, ერთი ვნებიანი კოცნა და შენი გულის გასაღები ხელში უკავია!_ მამშვიდებდა თუ დამცინოდა ვეღარ ვიგებდი. _ არანაირი გულის გასაღები არ უკავია! მე უკვე ახალი კაცი მყავს!_ ვუთხარი ნანუკას. _ რაო?_ დაშტერდაო რომ იტყვიან, სწორედ ის დაემართა. _აი აგერ შენ გიზის კალთაში!_ გამეცინა მე, _ მოდი დულსე მიო, მოდი დედიკოსთან! ავაცალე კნუტი კალთიდან და ყელში შევისვი. _ არ ხარ ნორმალური!_ აშკარად შვებით ამოისუნთქა ნანუკამ _ ისე, არაა ცუდი აზრი!_ მცირე ხნიანი დაფიქრების შემდეგ მითხრა მან. _ ახალი სიყვარული ძველს დაამარცხებს! ვინმე უნდა იპოვნო!_ ტუჩის კუთხეები დაბლა დავწიე, საეჭვო სახე რომ მიმეღო. _ მაგრად უბერავ! _ დავუსვი საბოლოო დიაგნოზი. საღამოს დედამ დამირეკა. _ დეე, რა ქენი რა გადაწყვიტე, ზაფხულიც კარზეა მომდგარი!_ ერთი სული ჰქონდა ესპანეთში გავეტყუებინე. _ ნახე ვინ მყავს!_ ავარიდე პასუხს თავი და დულსე დავანახე. _ ვაიმეე, დედიკო რა ლამაზია! _ დულსე ჰქვია დეე! _ საყვარელია დედიკო! _ აბა ამას ვიღას დავუტოვებ აწი!_უცებ მოვნახე ახალი მიზეზი . _ კარგი ახლა, აუღე საბუთი , აცერი, მოაწესრიგე და ეგაა!_ აშკარად რთული იყო დედაჩემის გადარწმუნება. დედაჩემს კი არა საკუთარ თავსაც კი არ ვუტყდებოდი რა "დულსე მიოც " არ მეთმობოდა სინამდვილეში. _ არაჟნის ახალი ფირმა შემოდის დღეს!_ მომახალა მირზამ _ ახალი დისტრიბუტორები უნდა გავიცნოთ! დღეს თავის მოსაფხანად არ გვეცლება! _ისე ხომ სულ მოცლილები ვიყავით!_ ჩავიბუზღუნე მის ზურგს უკან. _ რაოოო! ნელიკო შენ ხარ გოგონი?_ მომესმა ნაცნობი ხმა და გაოცებულმა შევათვალიერე სტუმარი. წამით ვერ ვიცანი, მაგრამ მხოლოდ წამით. ჩემი კლასელი იყო, გოგა გეგეშიძე. დღეს რომ "ქრაშს" ეძახიან სწორედ ის თავის დროზე. მაგრამ მე ახლაც მორცხვი და მორიდებული ვარ და სკოლაში ხომ საერთოდ მოჩვენებას ვგავდი. _ აუ, მთა მთას არ შეხვდებაო, თუ როგორ არის?_ ჩემმა ნახვამ აშკარად გააბედნიერა. მირზა დაეჭვებული მოგვჩერებიდა. _ სკოლის მერე საერთოდ აღარ შემხვედრიხარ და ჰოპ! აქ არ დამხვდი!_ ენას არ აჩუმებდა, გარეგნობის გარდა არაფერი შეცვლილიყო მასში. ისევ ის მხიარული და ნათელი ბიჭი იყო. თვალები ისევ ძველებურად უციმციმებდა. _ მეორე სადღაა? _ მკითხა და ზურგს უკან ვიღაცას დაუწყო ძებნა. _ ვინ მეორე?_ გამიკვირდა მე. _ ვიინ? შენი აჩრდილი და მარჯვენა ხელი, ნანუკა! _ გაეცინა მას. მეც ვერ შევიკავე ღიმილი. გოგამ კარგ ხასიათზე დამაყენა. _ მოდი ერთ საღამოს სადმე მოვსხდეთ! ვიჭორაოთ, სკოლა გავიხსენოთ! მომენატრე იცი?_ ძველებურად გულიანად ჩამეხუტა და ცოტა არ იყოს დამაბნია.აღარც სკოლაში ვიყავით და აღარც 15 წლისები. გოგა ახლა საკმაოდ აიმპატიური ახალგაზრდა კაცი იყო. მე კი... მე , მეც აღარ ვიყავი ბავშვი. ყველაფერი მალევე მოვაგვარეთ. მიუხედავად იმისა , რომ მირზას ყველაფერი მოეწონა, მაინც ეჭვით ათვალიერებდა გოგას. ვიცოდი რომ წავიდოდა კითხვებით ამომხდიდა სულს. წასვლისას გოგა კვლავ ჩამეხუტა და უკვე კარებში გასული უკან მოტრიალდა, გამეკრიჭა პატარა ბიჭივით და მომაძახა. _ რომ მცოდნოდა იმ ბეღურა გოგოსგან ასეთი მშვენიერება დადგებოდი ყველგან მოგძებნიდი და მაინც გიპოვნოდი! ისე არც ახლაა გვიანი!_ და სიცილით გავიდა მაღაზიიდან. _ რაო?_ დაიხარა და ისე მკითხა მირზამ. _ იხუმრა მირზა, იხუმრა!_ ავიჩეჩე მხრები და თაროებს შორის გავქრი. უკვე ბინდდებოდა სამუშაო რომ დავამთავრეთ და გადაქანცული სახლისკენ მიმავალ გზას დავადექი. მსიამოვნებდა საღამოს სიგრილე. მოულოდნელად ზუსტად ჩემს ფეხებთან უზარმაზარი შავი ჯიპი გაჩერდა. შიშისგან შევკივლე და მუხლებაკანკალებული ორივე ხელით მანქანის კაპოტს დავეყრდენი. ( კაპოტის ქართული შესატყვისები მეტისმეტად უცნაური იყო და დავტოვე ისევ კაპოტი☺️) მძღოლმა მანქანის ფარები რამდენჯერმე აანთო და ჩააქრო , თითქოს გამაფრთხილა. მანქანა დაქოქა, უკუსვლით დამშორდა და ადგილს მოსწყდა. საბურავების ღრჭიალმა ყური მომჭრა. მგონი უჩემოდაც მიხვდით, ის არანორმალური ბაქარი იყო სამი კვირა ისე გავიდა არსად გამოჩენილა, იმ აზრსაც კი შევეგუე, რომ გადავავიწყდი და რას ნიშნავდა მისი ეს უცნაური გამოჩენა? რა ჯანდაბა იყო? აშკარა მუქარას გავდა! ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. საკუთარი თავის რწმენას მირყევდა ეს ადამიანი. ჯერ კიდევ ერთი საათის წინ მეგონა მიყვარდა, თუ არ მიყვარდა მენატრებოდა მაინც. ახლა კი უღმერთოდ მძულდა. რა უნდოდა და რია მიღწევას ცდილობდა? შიში ადამიანებზე ორგვრად მოქმედება, ერთს რომ მორჩილებისკენ უბიძგებს, მეორეს საოცარ უნარებს სძენს და შესაძლოა იმხელა ძალაც კი მიანიჭოს ერთ დროა სუსტ სხეულს, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად უფსკრულიდან უფსკრულზე გადახტომის ძალა და გამბედაობა მიანიჭოს. რაც უფრო მეტად ცდილობდა ბაქარი ჩემს გატეხვას, ჩემდა გასაოცრად, მით უფრო ვკერპდებოდი. იმას რისი მიღწევაც სითბოთი და მოთმინებით შეიძლებოდა, თავისი მბრძანებლური ხასიათით მიწასთან ასწორებდა . ყოველ შემთხვევაში იმ საღამოს სახლში რომ დავბრუნდი დარემუნებული ვიყავი, რომ ბაქარი ჩემი მტერი იყო! რამდენიმე დღის შემდეგ მაღაზიაში გოგა მოვიდა, თან სამუშაოს ასრულებდა და თან თვალებით მე მეძებდა. მისი დანახვა უცნაურად გამიხარდა. იმ წამს სულ არ მიფიქრია, რომ ჩემი მეორე მე მისი საშვალებით აპირებდა ბაქარზე შურის ძიებას. ხომ ვთქვი, ეს კაცი ჩემში ბნელ მხარეებს აღვიძებდა. ხარი ხართან რომ დააბაო, ისე იყო ჩვენი ამბავი, ოღონდ იმის ნაცვლად, რიმ ის დამსგავსებოდა მე, პირიქით მე ვემსგავსებოდი მას. ადამიანები არ იცვლებიან! ეს დიდი ხანია ვიცოდი. უბრალოდ დროთა განმავლობაში ამჟღავნებენ დაფარულ ხასიათს. ეტყობა ჩემშიც იჯდა პატარა "ჯოკერი" და თავის წამა ელოდებოდა, რათა დღის სინათლე ეხილა. ხო ძლიან მსურდა ბაქარის ტკივილი მენახა, და ასე დამემტკიცებინა საკუთარი თავიათვის, რომ მეც რაღაცას წარმოვადგენდი. რომ მისი სათამაშო არ ვიყავი. სინამდვილეში ცეცხლთან მოფარფატე ფარვანას ვგავდი, რომელსაც გარდაუვალი აღასრული ელოდა. იქნებ ბაქარი მართალიც იყო და სიძულვილი მართლაც სახეცვლილი და გაუკუღმართებული სიყვარული იყო? არ ვიცი, მხოლოდ ერთხელ მეც მინდოდა გამერისკა , შეცდომა მომსვლოდა და ამ შეცდომაზე მესწავლა. თავი 6 ვიცი გაიფიქრებთ, რომ არ მივიღე სწორი გადაწყვეტილება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია. უბრალოდ ემოციების და გრძნობების მდინარეს მივყვებოდი. საკმაოდ გამოუცდელი ვიყავი ამ ახლართულ _ ჩახლართული სასიყვარულო ამბებისთვის. მე ჯერ კიდევ თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცზე ვიცნებობდი და შავი უზარმაზარი გემის მეკობრე კაპიტანი კი შემრჩა ხელთ. ისიც კი ვერ გამერკვია, უფრო მეტი რა იყო ჩემში, მისდამი შიში, თუ სიმპათია. იმის მიუხედავად , რომ როცა ვერ ვნახულობდი მენატრებოდა. მასთან ჩხუბი უფრო მავსებდა ემოციებით, ვიდრე მისი ალერსი. ეს ყველაფერი სიახლე იყო ჩემთვის და ნაპირზე ამოვარდნილი თევზივით ვაფჩენდი პირს, ჰაერი არ მყოფნიდა, არც მასთან ერთად და არც მის გარეშე. გაუცნობიერებლად მივიწევდი მისკენ და როცა ვხედავდი, ისიც იგივეს ცდილობდა, დამფრთხალი თვალისდაუხამხამებლად გავრბოდი მისგან . ის კი ჩემზე დიდი და გააზრებული უნდა ყოფილიყო წესით, მაგრამ, როგორც სჩანს, მეც სიახლე ვიყავი მისთვის და ეს ყველაფერი უზარმაზარ კედელს ქმნიდა ჩვენს შორის. ერთი სიტყვით მაჭარივით დუღდა ჩემს გულში გრძნობა და სანამ საბოლოო ღვინოდ დადგებოდა, ჯერ კიდევ ბევრ აურზაურს გამოიწვევდა. ასე და ამგვარად, ბაქარზე გაბრაზებული გოგას გავყევი, ძველის გახსენების საბაბით, სავახშმოდ. _ აბა რას მეტყვი შენზე? სად იმალებოდი, რომ ერთხელაც არ შემხვედრიხარ აქამდე?_ მკითხა გოგამ და ჭიქა ღვინით შემივსო. _ არ გიძებნივარ, თორემ დასამალი რა მჭირდა?_ გავიოცე მე. ჭიქა ტუჩებთან მივიტანე, თუმცა არ დამილევია. კარგად მახსოვდა, წინა სიმთვრალის შემდეგ სხვის ლოგინში რომ გავიღვიძე. _ უბრალოდ, არ მეგონა, რომ აქამდე თავისუფალი იქნებოდა!_ გამიღიმა გოგამ. _ ეგ რა ნათქვამია?_სადღაც გულის სიღრმეში არ მესიამოვნა . _ არა, ყურადღებას ნუ მომაქცევ, ვხუმრობ!_ ისევ შეივსო გოგამ ჭიქა. ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოწვა. სინამდვილეში სათქმელი არაფერი მქონდა. უხერხულად გავუღიმე. _ შენ რატომ დადიხარ ცალად?_ ისე ვკითხე, საუბრის ასაწყობად. _ რა ვიცი, ეტყობა ჯერ არ შემხვედრია ის ერთადერთი! ან შემხვდა, მაგრამ მაშინ ვერ მივხვდი!_ ისევ დაისხა, თითქოს დათრობას ცდილობდა. არც ეს მესიამოვნა. კაცს სითამამისთვის ღვინო რომ დასჭირდება ... არც კი ვიცი რა, მაგრამ მირჩევნია, უღვინოდაც შეეძლოს ადამიანს საკუთარ გრძნობებზე საუბარი. მე ასე ვფიქრობ, თუნდაც არ დამეთანხმოთ. თუ ადამიანს გამბედაობა არ ჰყოფნის სიმთვრალის გარეშე, ის უბრალოდ მხდალია ჩემს თვალში. " ხოდა მამაცი ბაქარია!" სრულიად უადგილოდ წამოყო თავი მეორე მემ. " ზედმეტად თამამი!"_ გავაჩუმე სასწრაფოდ. აქაც კი ბაქარი, და ყველგან ბაქარი. წამიც კი არ გადიოდა უმისოდ. _ გოგა, უნდა წავიდე, მაპატიე! აუცილებლად უნდა წავიდე!_ ვუთხარი და ფეხზე წამოვხტი. ვხვდებოდი, იქ არ უნდა ვყოფილიყავი, არ ვიყავი სწორი, იმიტომ რომ კარგად ვხვდებოდი, რა მიზანიც ჰქონდა გოგას. მე კი მას უბრალოდ ვიყენებდი, ყურადღების გადასატანად მის გრძნობებზე ვაპირებდი თამაშს. არა! მე ხომ ასეთი არ ვიყავი? ვერ დავუშვებდი ბაქარის გამოხტომების გამო საკუთარი თავი დამეკარგა. _ მაპატიე!_ ვუთხარი გოგას და რესტორანი სწრაფად დავტოვე. მიმოვიხედე, რაიმე ტრანსპორტს ვეძებდი. ჩემ ჯინაზე ერთი ტაქსიც კი არ იდგა წამლად. იცოცხლე გამოპრანჭული კი ვიყავი, რამდენიმე უსაქმურის ყურადღება წამში მივიზიდე. გამახსენდა ის ლოთები, გიოს რომ აუშარდნენ და ტანში გამცრა. ტელეფონი ამოვიღე და ის _ის იყო ტაქსის ნომერი უნდა ამეკრიფა. ზუსტად ჩემს პირდაპირ მანქანის ფარები აინთო და ჩაქრა. სხვა მანქანაში ვერ შემეშლებოდა, ბაქარი ბრძანდებოდა. ეს რა მითვალთვალებს? გავიფიქრე და ისევ ააციმციმა ფარები. თვალები მაგრად დავხუჭე გაცოფებულმა. რატომ არ იქცეოდა ადამიანურად?! ახლაც , როგორც ყოველთვის, ჩემს ნერვებზე თამაშობდა. მივხვდი, ასე მორიგ ბრძანებას იძლეოდა, მანქანაში ჩაჯექიო ! ახლაც მამტყუნებთ? მითხარით თქვენ წახვიდოდით და მორჩილად მიუჯდებოდით გვერდით? ძალიან ძნელი იყო მანქანიდან გადმოსულიყო და თუნდაც მხოლოდ მომსალმებოდა? თუ ჩემზე მართლა ზრუნავდა, თუ მისთვის მართლა ძვირფასი ვიყავი, ცოტათი მაინც გადაებიჯებინა საკუთარი სიამაყისთვის, ცოტას მე დავთმობდი და ორივე ბედნიერები ვიქნებოდით. მაგრამ ის ასეთი იყო, მოთმინებით ამსხვრევდა ჩემს პრინციპებს, ჩემს შეცვლას ცდილობდა, თან ისე, რომ თავად ეს ცვლილება წამითაც არ შეხებოდა. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი , მით უფრო მიტანდა ბრაზი. _ ნელიკო, შეიძლება სახლამდე მაინც გაგაცილო?_ მომესმა მოულოდნელად ზურგს უკან. მივიხედე და გოგა გამომყოლოდა. ალბათ იფიქრა, რომ საკმაოდ გვიანი იყო და ამიტომ მარტო არ გამიშვა . გაბრაზებულმა ბაქარის მანქანას გავხედე და გოგას გამოწვდილ მკლავზე ხელკავი გამოვდე. " იჯექი ახლა და აფარფალე ეგ შუქები !" გავიფიქრე ნიშნის მოგებით. " შეცდი!" მხოლოდ ეს ერთი სიტყვა მომივიდა ტელეფონზე. უკან მივიხედე და მისი მანქანა ვეღარ დავინახე. გული მომეწურა, იქნებ მართლა შევცდი? არადა ახლა მისი შავი თვალების დანახვა სამყაროს მერჩია. რატომ ხდება, ადამიანები სიჯიუტის თუ პრინციპის გამო საკუთარ ბედნიერებაზე რომ ვამბობთ უარს? რატომ გვგონია , რომ ძალიან ბევრი დრო გვაქვს? რატომ ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან და გამოსწორებას ყოველთვის შევძლებთ? ახლა, ბაქარის გვერდით უნდა ვმჯდარიყავი. მისი სურნელი და სითბო მეგრძნო. მისი ხმა მესმინა და მთელი ჩემი არსება მისით შემევსო, მე კი სულ სხვას მივყვებოდი ემოციებისგან დაცლილი და სახეზე ყალბი ღიმილით. და ისიც კი არ ვიცოდი , რას მომიტანდა ჩემი სიამაყით შენარჩუნებული პრინციპულობა. ტირილის სურვილი უკვე მოეტანა ღამის ნიავს და ალბათ თავად ტირილიც აღარ დააყოვნებდა დიდხანს, ისე მევსებოდა თვალები ცხელი ცრემლებით. ვცდილობდი თვალები არ დამეხამხამებინა რომ ცრემლების ჯებირები არ დამენგრია და საბოლოოდ არ დამეკარგა საკუთარი თავის პატივისცემა. ბავშვობიდან მასწავლიდა დედაჩემი, რომ თუ შეცდომას დავუშვებდი, საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობაც თავად უნდა ამეღო, არ მეტირა და არ მეწუწუნა. ღირსეულად ამეტანა განსაცდელი. ახლაც სწორედ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობდი და ვერ ვხვდებოდი ყოველი გადადგმული ნაბიჯი როგორ მაშორებდა ბედნიერებას. სახლამდე უხმოდ მიმაცილა გოგამ, გამომშვიდობებისას კი რატომღაც იფიქრა კოცნით დავაჯილდოებდი. _ გოგა!_ შევაჩერა ცივად_ არ ვიცი , რას ფიქრობ, მაგრამ ჩვენ შორის მეგობრობაზე მეტი არაფერი არ არის და არც იქნება! _ რატომ?_ მკითხა დაჟინებით. _ იმიტომ რომ... იმიტომ რომ.._ ენა დამება . " იმიტომ რომ უკვე სხვაზე ხარ შეყვარებული, შტერო!" აყვირდა გაბრაზებული მეორე მე _ მართალია, _ ვუპასუხე საკუთარ თავს ხმამაღლა_ იმიტომ, რომ სხვაზე ვარ შეყვარებული! ამის თქმისას მხრებიდან თითქოს ტვირთი მომშორდა. რა ბედნიერება ყოფილა სიმართლის საკუთარ თავთან აღიარება. რა ბედნიერებაა, როცა შენ თავთან მართალი ხარ, როცა ბორკილებს იხსნი, აღიარებ შენს სიმართლეს და ეს განთავისუფლებს . აზრი აღარ ჰქონდა, რა მოხდებოდა იმ წამის შემდეგ. მთავარი ის იყო, მე უკვე ვიცოდი, რომ ბაქარი თავდავიწყებით მიყვარდა. _ გასაგებია!_ ცივად მითხრა გოგამ და ერთი ნაბიჯით მომშორდა . _ღამე მშვიდობისა ნელიკო!_ ზურგი მაქცია და ისე წავიდა ჩემს პასუხს არ დალოდებია. სახლში თავჩაქინდრული და მხრებჩამოყრილი დავბრუნდი. ერთადერთი კარგი რამ , რაც იმ საღამოს მოხდა, ის იყო, რომ ახლა უკვე დანამდვილებით ვიცოდი , მე ის მიყვარდა! მიყვარდა! მაგრამ არა ისე თავდავიწყებით, რომ საკუთარი თავისთვის გადამებიჯებინა! ანდა რატომ უნდა დამჭირვებოდა ეს უკიდურესი ნაბიჯი? რატომ მხდიდა იძულებულს? კარი გავაღე და სახლში შევედი. კარის წინ დაცუცქულ დულსეს შევხედე. ავიყვანე ეს ნამცეცი სიყვარული და ცხვირით მოვეფერე. _ რა კარგია, რომ შენ მყავხარ და ისეთი გიყვარვარ , როგორიც ვარ!_ თუ კი პატარა კატას შეეძლო ასეთი უანგარო სიყვარული, რატომ არ შეეძლო ეს ზრდასრულ ადამიანს. უცნაური შედარებაა არა? დულსე და ბაქარი! თავადაც გამეცინა. მობილური ავიღე , მინდოდა მიმეწერა, მეთხოვა ჩემთან მოსულიყო, მონდოდა მისთვის ჩემი აღმოჩენილი და აღიარებული სიმართლე მომეყოლა, მესენჯერი გავხსენი და " შეცდი!" შემომანათა ამ ერთმა პატარა სიტყვამ. როგორც განგაშის შუქურამ, როგორც გაფრთხილებამ, როგორც დაურღვეველმა საზღვარმა, რომლის გადალახვის შემდეგაც მე მე აღარ ვიქნებოდი. საოცარი იყო ჩვენს შორის წარმოქმნილი გრძნობა, იცით რას გავდა ეს ყველაფერი? ტანგოს! დიახ ამ საოცარ, ვნებიან ცეკვას. სადაც ასე ბევრია ტკივილი, ბრაზი, სურვილი, სიყვარული, განშორება და კვლავ დაბრუნება. სადაც ორი სხეული მუდმივ ფორიაქშია, სადაც ნებისმიერ პოზიციაში წყვილების მზერა და ხელები ერთმანეთს ეძებენ. ცეკვა, რომელსაც ცალად ვერ იცეკვებ! თუმცა ვინ იცის? ამოვიოხრე. თვალები დავხუჭე და ოცნებანარევ სიზმარში გადავეშვი. სიზმარში მასთან ვცეკვავდი , და ეს ცეკვა იყო სურვილი! დაუძლეველი, გადაულახავი და ყოვლისმომცველი! წვიმის ხმამ გამაღვიძა, წვიმაც არ ერქვა ამას! ფანჯრიდან გავიხედე მუჭის სიმსხო წვეთები გამეტებით ეხლებოდნენ ასვალტს. ნიაღვარი ავსებდა ქუჩას. მე კი მაღაზიაში ვიყავი წასასვლელი. გასვლისას დულსე მოვჭმუჭენე, მისი დადებითი ენერგიით ავივსე სხეული. ასეთი უცნაურები არიან ეს საოცარი ცხოველები. უხვად გინაწილებენ საკუთარ მკურნალ აურას და ენერგიას. უხვად და უანგაროდ. კიბეები ჩავირბინე და სადარბაზოშივე გავშალე სრულიად გამჭვირვალე ქოლგა. წვიმა არ მაშინებდა, მუხლამდე რეზინის იისფერი " ბოტები" მეცვა, იისფერივე საწვიმარი და უზარმაზარი წყლისფერი ქოლგა. ერთი ნაბიჯი მანქანისკენ გადავდგი და ისევ შევჩერდი. არა! რა დროს მანქანა იყო? ფეხით გავუყევი ქუჩას . ყურსასმებებში tango to evora ავაჟღერე და ნელ_ ნელა მთელი სხეულით ავყევი წვიმის და ტანგოს საოცარ დუეტს. სულ არ მადარდებდა , თუ ვინმე გაოცებულ მზერას მაყოლებდა. _მაგასაც ნახავ ბაქარ , დაგიმტკიცებ, რომ ცეკვა ცალადაც აბედნიერებს!_ვფიქრობდი სამყაროსგან მოწყვეტილი და საოცარი ვნებით და თავისუფლებით ატანილი ვტრიალებდი იმ თავსხმაში. გამჭვირვალე ქოლგის მიღმა ვხედავდი, როგორი სურვილით მოიწევდა ჩემკენ წვიმა, როგორ ცდილობდა შემხებოდა, მაგრამ სურვილი სურვილად რჩებოდა. მე კი უცნაური ჟინით აცრილი და კმაყოფილი მასთან თამაშით, საოცრად ბედნიერი ვიყავი. რაღაც მომენტში აღვიქვი, რომ გამვლელები ღიმილით მიყურებდნენ. ზოგს მობილურიც კი მოემზადებინა და აშკარად ვიდეოს მიღებდა. შევცბი. ერთი კი გამეღიმა, მაგრამ თავი დავხარე და სწრაფი ნაბიჯებით გავიქეცი სამსახურში. მთელი დღე წამში გავიდა. უკვე მოსაღამოვებული იყო, ნანუკამ რომ დამირეკა, _ გოგო შენ ხარ თუ თვალი მატყუებს? _ მკითხა მხიარულად. _ რას მეკითხები?_ მართლა ვერ მივხვდი . _ ფეისბუკში ყველგან შენ ხარ!_ გაეცინა ნანუკას. _ სადა?_ მთელი დღე იყო ტელეფონს არ გავკარებოდი, ჩანთიდანაც კი არ ამომეღო წესიერად. მივედი ჩემს მაგიდასთან ჩამოვჯექი, ჩემი გვერდი გავხსენი და გაოცებისგან თვალები ვჭყიტე. მართლაც სავსე იყო იქაურობა ჩემი ვიდეოებით. რამდენიმე რაკურსით გადაღებულ ვიდეოებს სხვადასხვა მუსიკა ედოთ ფონად. " გოგონა წვიმაში" " მოცეკვავე რუსთაველი გოგონა" " ლამაზი გოგო და წვიმა" " ტანგო წვიმაში" ამ ბოლო სათაურმა მიიქცია ჩემი ყურადღება. თითი დავკარი და ჩემდა გასაოცრად ზუსტად tango to evora დაედო ვიდეოს ავტორს ფონად. ვუყურებდი საკუთარ თავს და მიკვირდა, ნუთუ მე ვიყავი? ნუთუ ამდენად მძლავრობდა ჩემში მისი სიყვარული, რომ ასე ვკარგავდი თავს და წვიმაში მარტო ვცეკვავდი? ნერწყვი გადავყლაპე და ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე. მხოლოდ ერთი რამ აკლდა იმ სრულყოფილ კადრს, არა ერთი რამ კი არა , მხოლოდ ერთი ვინმე. ამოვიოხრე. _ შეცდი ნელიკო, შეცდი!_ ვუთხარი საკუთარ თავს გულდაწყვეტილმა და სამუშაოს დავუბრუნდი. როცა სახლში წასასვლელად მოვემზადე და გარეთ გავედი გამიკვირდა, წვიმას გადაეღო, მხოლოდ გუბეები იდგა სადგომზე, იშვიათადღა თუ ცვიოდა ღრუბლებში კანტი კუნტად შემორჩენილი წვეთები. წინასწარ გაშლილი ქოლგა ისევ დავკეცე და ჩანთაში ჩავიდე. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ადგილზე გავშეშდი. ჩემს წინ ბაქარი იდგა, მიყურებდა და მის თვალებში მხოლოდ სიყვარულს ვხედავდი. წყენის თუ ბრაზის ნატამალიც აღარ სჩანდა. საოცარი კაცი იყო. ზუსტად ვიცი, როგორც აღვწერო, რომ წარმოიდგინოთ, რომ მიხვდეთ რამდენად მშვენიერი იყო ის, არც ლამაზი, არც სიმპათიური, არა! სწორედაც რომ მშვენიერი! მაგრამ ამას არ ვიზამ! თავად შეეცადეთ წარმოიდგინოთ და მიხვდებით, რატომ მივლიდა ჟრუანტელის ქარიშხალი მთელ სხეულში. ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგა და მეც ნაბიჯით დავიხიე უკან. გაეღიმა. ცოტა ხანს მიყურა და ხელი გამომიწოდა, ეს საოცარი თლილი თითები. თითქოს საცეკვაოდ მიწვევდნენ. გაუცნობიერებლად მეც გავუწოდე ხელი. მის ხელს შევეხე და თვალებში შევხედე. ისევ იღიმოდა. ხელზე თავისკენ მომქაჩა და მეორე თავისუფალი ხელი წელზე შემომხვია. შევკრთი, რატომ მეგონა, რომ ჩემზე ბრაზობდა? თვალებში ჩამხედა, _ ჯიუტო გოგო!_ მითხრა ღიმილით. ჩემი ხელი მხარზე დაიდო და მაიძულა მის მოძრაობას ავყოლოდი. _ ვიცეკვოთ?_ მკითხა ჩურჩულით. თუმცა უკვე ვცეკვავდით. ტუჩები ყელთან შემახო და ცეცხლი წამიკიდა. პასუხის გაცემის არც სურვილი მქონდა და არც ძალა. და ასე ვცეკვავდით წვიმის გუბეებს შორის, მუსიკის გარეშე, თუმცა რატომ? მე მას ჩემი სულის მელოდიას ვჩუქნიდი და მას ის ზუსტად ესმოდა. ცალი ხელი მის მხარზე მედო, ცალი ძირს მქონდა დაშვებული, მხოლოდ მის მოძრაობს, მის სურვილს, მის გრძნობას მინდობილი, ინსტიქტურად მივდევდი. მის ნაბიჯებს ვიმეორებდი და ეს სრულიად საკმარისი იყო, რომ ბედნიერებას პირამდე აევსო ჩემი გული. აევსო და გადმოღვრილიყო კიდეც. გადმოღვრილიყო და წაელეკა ქალაქის ქუჩები. ქუჩები და მთელი სამყარო. რადგან ჩვენ ვარღვევდით ჩვენში არსებულ საზღვრებს. ვიბრძოდით და ეს ბრძოლა ცეკვას ჰგავდა. სახლში მისული სოც. ქსელში რომ შევედი, ახლა ჩვენს ვიდეოებს აევსო ყოველი გვერდი: " წყვილი წვიმიან ქუჩებში ცეკვავს" "ტანგო რუსთავში" " რუსთავი ახალი_ სიყვარულის ქალაქი" " წვიმის გოგონამ წვიმის ბიჭი იპოვნა" _ თქვენ მართალი ხართ,_ დავწერე პირველი კომენტარი_ მე ის ვიპოვნე!???? თავი 7 და მაინც, რამხელა სიხარულის მოტანა შეუძლია სიყვარულს? რამდენად ცვლის ადამიანის განწყობას? რამხელა მნიშვნელობას იძენს საყვარელი ადამიანისგან ნათქვამი თითოეული სიტყვაც კი. მისგან ნაჩუქარი უბრალო ყვავილები. დრო, რომელსაც ერთად ატარებთ. მუსიკა, რომელსაც ერთად უსმენთ. ეს ყველაფერი ქმნის საერთო მოგონებებს და სწორედ ეს მოგონებები ხდება შემდგომში ის ღუზა, რომელიც ფსკერზე მიგაბამს და რომელის სიმძიმესაც სწორედ შენში არსებული ძვირფასი მოგონებების ემოციურობა განაპირობებს. და ბოლოს ხდება ისე, რომ ერთ დროს თავხედი და ბობოქარი " შავი მარგალიტი" შენი ზღვის ყურეში იდებს ბინას. არ ვჩქარობდი და დედაჩემს არაფერს ვუყვებოდი, ნანუკამ კი ყველაფერი იცოდა , მაგრამ დიდად არ აღფრთოვანებულა ჩვენი დაახოლოვებით. ჩვენს სიყვარულს სკეპტიკურად უყურებდა. მაგრამ მე ვიყავი ბედნიერი, დღითი დღე, უფრო მეტად მივიწევდი ზღვის სიღრმეებისკენ და საერთოდ არ ვფიქრობდი, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ამინდი აირეოდა და შტორმში მოვხვდებოდი. ბაქარი იყო ყოველთვის და ყველგან . მთელ დროს მას ვუთმობდი და მის გარდა აღარაფერი მაღელვებდა. მთელი ჩემი არსება მისით აივსო. არც თავად მიტოვებდა თავისუფალ დროს, შეეძლო გათენებამდე ჩემთან ერთად ესეირნა და დაღლას ვერასდროს ვამჩნევდი. არ ჰქონდა აზრი ამინდს, მანძილს და განწყობას. მე ის უნდა მენახა. შეხვედრაზე უარს არც ვეუბნებოდი, მაგრამ მისთვის უარიც არ არსებობდა . ყველა სურვილს უსიტყვოდ მისრულებდა, თურმე დულსე მიოც მისი საჩუქარი იყო. კიდევაც მიკვირდა, ასეთი კნუტი ქუჩაში ვინ მიატოვამეთქი. მხოლოდ ერთადერთი უცნაურობა ის იყო, რომ არასდროს ამოდიოდა ჩემთან სახლში. მიზეზს არ ვეკითხებოდი, რადგან მისი პასუხი ისედაც ვიცოდი. უბრალოდ მიკვირდა, როგორ შეეძლო ამდენად პრინციპული ყოფილიყო, ასეთი უბრალო წვრილმანისადმი. კამათისას უამრავ სისულელეს ვამბობ ხოლმე, ვბრაზობ და ბრაზს ღიად გამოვხატავ, ვიმუქრები, მაგრამ რეალურად სრულიად უწყინარი ვარ. წამში მავიწყდება საკუთარი ავსიტყვობა. იმიტომ რომ სინამდვილეში არასდროს გულით არ ვბრაზობ. მხოლოდ ნეგატიური ემოციისგან ვიცლები ხოლმე. მაგრამ ბაქარი ნეგატივს თითქმის არ გამოხატავდა, უფრო სწორად სიტყვებით არ გამოხატავდა. თორემ ხომ ვთქვი , ისეთი უდრეკი იყო, რომ სიბრაზისას წამოსროლილი სიტყვის გატეხვასაც კი არ აპირებდა . როცა რამდენჯერმე ვთხოვე და უარი მითხრა, გავბრაზდი . _ არც მე შემოვდგამ შენს სახლში ფეხს! სანამ შენ მასე იქნები გაჯიუტებული!_ ვუთხარი ერთ საღამოს სახლთან რომ მიმაცილა და მანქანიდან არ გადამიშვა, ცოტა ხანს კიდევ იყავი ჩემთანო. თვალმოჭუტულმა შემოხედა და გაეღიმა. _ მაშინ ახალ სახლს ვიყიდი!_ თავი ბრაზით გავაქნიე და მანქანიდან გაბრაზებული გადმოვედი. _ ხანდახან ძალიან მაშინებს შენი სიკერპე!_ ვუთხარი და კარები მივაჯახუნე. ვიცოდი, როგორ ვერ იტანდა ამას. ბევრი ვიფიქრე მის ამ უცნაურ პრინციპულობაზე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ სჯობდა არასდროს გამომეწვია ისე, რომ მორიგი სულელური პირობით დამმუქრებოდა. მისი სიყვარული უცნაურ ქსელს ჰგავდა, რომელიც თითქოს რაღაც დამამშვიდებელი წამლით იყო გაჟღენთილი. რაც უფრო ვეხვეოდი შიგ, მით უფრო მსიამოვნებდა და მთენთავდა მისი სიმჭიდროვე. დაახლოებით ორ თვეში მის გარეშე სუნთქვაც ვეღარ წარმომედგინა, თითქოს მთელი ცხოვრება მასთან ვიყავი. ისე მივეჩვიე და მივეკედლე. _ ეგ ვინ იყო? _ მკითხა ერთხელ , როცა გარეთ მელოდებოდა, სანამ სმენას დავასრულებდი. _ ჩვენი დისტრიბუციაა!_ ვუთხარი და შევეცადე სახელის დასახელებისაგან თავი ამერიდებინა. _ ის ახვ...ი გეგეშიძეა არა?_ იშვიათად, თითქმის არასდროს ბილწსიტყვაობდა და გამაოცა მისმა ამგვარმა სიტყვებმა. _ რატომ ილანძღები?_ ვკითხე გაოცებულმა. იმ საღამოს შემდეგ გოგას დისტანცია ეჭირა ჩემთან. თითქმის სახეშიც კი არ მიყურებდა, თითქოს ნაწყენი იყო ჩემზე. არაფერი უთქვამს ხმამაღლა, მაგრამ მისი ინერტული დამოკიდებულება მის ნაცვლად საუბრობდა. თავს ისედაც დამნაშავედ ვგრძნობდი, თუმცა არც არაფერი მქონდა საბოდიშო. ამიტომ არაფერი მიკითხავს. რაც უფრო ნაკლებად გავქექავდი მის გრძნობებს და ფიქრებს უკეთესი იქნებოდა. _ ერთხელ იქნება იმ დამპალ თვალებს გამოვუღებ და ხელში დავაჭერინებ! _ მაღაზიისკენ გაიხედა ბაქარმა ზიზღით და მუჭები შეკრა. _ იცი რა ვერ გამიგია? საერთოდ რატომ მუშაობ აქ? ჩემთან წამოდი, ხელფასსაც უკეთესს გადაგიხდი და თან სულ თვალწინ მეყოლები. შენც მოიგებ და მეც!_ ეტყობოდა ამაზე უკვე ბევრი ჰქონდა ნაფიქრი. და მომენტს ელოდებოდა, რომ ჩემთვის ეთქვა. უბრალოდ გოგას დანახვამ ყველაფერი დააჩქარა. _ მე აქაც კარგად ვარ, სახლთან ახლოს, წამიც არ მინდა და უკვე სახლში ვარ! ბავშვებიც მიყვარს, კარგი გუნდი ვართ!_ გავუღიმე და თავშიც კი არ გამივლა, რომ სამსახური შემეცვალა. ვიფიქრე უარის თქმის შემდეგ ამაზე აღარ დამელაპარაკებოდა, მაგრამ შევცდი. _ არ გინდა სულ მხედავდე?_ მკითხა წარბშეკრულმა. _ მინდა! მაგრამ თავს აქაც მშვენივრად ვგრძნობ._ ვეცადე ისეთი ტონი შემერჩია, არც მწვადი დამეწვა და არც შამფური. _ ვის ეძახი ბავშვებს ეს ცალკე თემაა!_ თითები ნერვიულად ააკაკუნა საჭეზე. _ კარგი რა ბაქარ! მართლა რა მნიშვნელობა აქვს ამას შენთვის! რომ გამიცანი მაშინაც აქ ვმუშაობდი, ახლაც ასეა და რა გაღიზიანებს ვერ ვიგებ!_ რაღაცნაირად მომბეზრდა ეს უაზრო საუბარი. _მაშინ ჩემი შეყვარებული არ იყავი!_ მხრები აიჩეჩა მან. _ და ეგ რას ცვლის? რა, რაც უფრო დაგიახლოვდები, მით უფრო აზრს შეიცვლი? იქნებ ის დროც მოვა, როცა საერთოდაც ზედმეტად ჩათვლი ჩემთვის სამსახურში ყოფნას!_ უკვე აშკარად მეტყობოდა ხმაზე ბრაზი. _ თუ კაცს შეუძლია ქალი ყველაფრით უზრუნველყოს, თუ არანაირი აუცილებლობა არ არის მისი წვალების, რა პრობლემაა თუ არ იმუშავებს? _ შემომხედა და ჩემს წაშლილ სახეზე მიხვდა, რომ აშკარად ზედმეტი მოუვიდა და გამიღიმა. _ უბრალოს ჩემი აზრია, თორემ იმუშავე, თუ ეს გაბედნიერებს!_ საკოცნელად გადმოიწია, მაგრამ სახე ავარიდე. _ სამუშაო მხოლოდ ხელფასია? _ ვკითხე ბრაზით _ სამუშაო განმუხტვაა, ყურადღების გადატანა, სოციუმთან ურთიერთობა, პიროვნული განვითარება, იმის ცოდნა, რომ რაღაც გამოგდის და რაღაც შეგიძლია. სტიმულია, და მუდმივად გიბიძგებს, რომ სახლში არ გამოიკეტო დეპრესიული და თმადაუვარცხნელი. ესაა ჩემთვის სამსახური! _კარგი რაა ნელიკო, რომელ პიროვნულ განვითარებაზე მესაუბრები, მაღაზიის მენეჯერად მუშაობ!_ ჩაეცინა ბაქარს. ესეც ახალი აღმოჩენა იყო. არც მიფიქრია ჩემს სამსახურს ასე ზერელედ თუ აღიქვამდა. _ კარგი ერთი! და შენს დარბაზში რად აპირებ ჩემს დანიშვნას? დირექტორად?თუ შენთან მენეჯერობა რაიმე პერსპექტივებს მპირდება? _ აღარც მიფიქრია დამცინავი ტონის შერბილება. მიჩვეული ვიყავი ჩვენი ლამის ყოველი შეხვედრის მერე სახლში გაბრაზებული მივდიოდი. მეორე დღეს კი ბაქარი ისე მხვდებოდა, ვითომ არაფერი მომხდარიყო და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. საღამომდე სრულ იდილიაში თავს ბედნიერად ვგრძნობდი, მერე ისევ რაღაც ერთი შეხედვით უბრალო თემაზე გამოვეკიდებოდით ერთმანეთს და ვიკამათებდით. ზუსტად ეს იყო ჩვენი ურთიერთობის ნაკლი, ჯერ შეგვიყვარდა და ერთამანეთის გაცნობა მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყეთ. პლიუს ამას, იყო ჩვენს შორის საოცარი ქიმია. გაუსაძლისი მიზიდულობა. მის ერთ შეხებასაც კი შეეძლო ჩემში აბობოქრებული ცეცხლის სტიქიის ჩაქრობა. საკმარისი იყო ჩამხუტებოდა, რომ ცეცხლისმფრქვეველი დრაკონიდან კვლავ მის მორჩილ კნუტად ვიქცეოდი. მან კი იცოდა ეს და წარმატებითაც ზემოქმედებდა ჩემზე . _ ოხ ნელიკო, რატომ ხარ ასეთი საოცრება, _ მეუბნებოდა და ცოტა არ იყოს თამამ დეკოლტეზე( ამ სიტყვას თუ აქვს ქართული შესატყვისი ვერ გავიხსენე, გამეჭედა ტვინი) დამჩერებოდა. _ გიყურებ და თავის შეკავება მიჭირს, მინდა მხოლოდ გაკოცო, მაგრამ გეხები და თავს ვკარგავ. იცი რა ? იქნებ.._ სიტყვა არ დავამთავრებინე, ამას უკვე ველოდი კიდეც, ვიცოდი დღე დღეზე ჩემს ჩაცმულობასაც გადმოსწვდებოდა. _ ახლა არ მითხრა თამამად გაცვიაო , თორემ გავაფრენ!_ ვუთხარი გაბრაზებულმა. _ მე გეუბნები რამეს მინისტრივით სულ კლასიკურად რომ იცმევ? თანაც მგლოვიარე მინისტრივით! _ არა არც ამდენად, მაგრამ მაინც, საოცრად მიყვარდა ჰუდები, სპორტულები, ფერადი და ნათელი სამოსი. მით უფრო ფერებთან ჰქონდა ბაქარს პრობლემა. იქნებ ეს მკაცრი იმიჯი კიდევაც უხდებოდა, მაგრამ მეტისმეტად თვალში საცემი იყო მისი სიმკაცრე. შევხედე და ისე დავაკვირდი, თითქოს პირველად ვხედავდი: მოზრდილი ხვეული შავი თმა, შავი ლამაზი თვალები, ლამაზი, მაგრამ მკაცრი წარბები,თხელი ცხვირი, დაბალი წვერი, რომლის გარეშეც ნანახი არც მყავდა, ლამაზი თითქოს კონტურიანი ტუჩები და ჯიუტი ნიკაპი. გამეღიმა, ყოველთვის გული მიჩქარდებოდა, როცა ასე ვაკვირდებოდი. " ჩემი საკუთარი შავთვალა და ხუჭუჭთმიანი!" _ მინდა ჩემი და გაგაცნო!_ მითხრა ერთ საღამოს. _ მეც მინდა ჩემი და გაგაცნო!_ გავიმეორე მე მისი ნათქვამი. _შენ რა და გყავს?_ მართლა გაოცდა. _ ხოო, არასისხლისმიერი და!_ გამეცინა მე. ნანუკას ვგულისხმობდი _ ხოო, საინტერესო იქნება!_ რაღაც ორაზროვნად ჩაილაპარაკა მან_მგონი მაგ გოგოს გულზე არ ვეხატები, არა? _ ნანუკას გულზე ის მიეხატება, ვინც მე გამაბედნიერებს!_ ვუთხარი სერიოზულად. შევთანხმდით, მეორე საღამოს შევხვედროდით მის დას და ერთად გვევახშმა. დავრწმუნდი, რომ დედამისიც არ იქნებოდა, რადგან მაშინ სხვაგვარად სერიოზული მომზადება მომიწევდა. მისი და კი ლამის ჩემი ტოლი იყო და თავს ბევრად ღიად ვიგრძნობდი. თანაც არ უნდა ყოფილიყო ცუდი გოგო, არ დამვიწყებია კაბა რომ დამითმო, თუმცა ბაქარმა თქვა ორმაგად მივყიდაო, მაგრამ მე მაშინ მისი ნათქვამი რატომღაც ხუმრობად მივიჩნიე. არც კი მიკითხავს, სად მივდიოდით. უბრალო, მაგრამ ლამაზ ნაცრისფერ კაბას , თეთრი კონვერსები შევუხამე. თვალზე ფანქარი გადავისვი, ხორცისფერი ტუჩსაცხი, თმა გავიშალე და სარკეში რომ ჩავიხეხე საკუთარი თავი მომეწონა. მეტისმეტი გაპრანჭვა ზედმეტობად მივიჩნიე, რომ შეხვედრისთვის ზედმეტად ოფიციალური იერი არ მიმეცა. კიბეები სწრაფად ჩავირბინე. ბაქარი ეზოში მელოდა და თბილისისკენ წავედით. _ სად ვხვდებით ლიკუნას?_ დავინტერესდი მე. ერთ_ერთი ისეთი ფეშენ რესტორანი დამისახელა, პირი დამრჩა ღია. კაბაზე დავიხედე ,მგონი ამ კაბით არც კი შემიშვებდნენ შიგნით. მხოლოდ ახლა გადავხედე ბაქარს და გამაოცა მისმა ელეგანტურმა სტილმა . _ შენ რა დამცინი?_ ვერ შევიკავე თავი. გაოცებულმა გადმომხედა. _ რა აუცილებელია მასეთი გასერიოზულება? რამე პატარა კაფე არ გეკადრებათ გოთუებს? ან რატომ არ გამაფრთხილე, რომ შესაბამისად ჩამეცვა?_ მივაყარე საყვედურები. _ მშვენიერი ხარ ჩემო გოგო!_ მითხრა, ჩემი ხელი აიღო და ხელისგულზე მაკოცა. მესიამოვნა მისი ალერსი , მაგრამ ხასიათი მაინც გამიფუჭდა. ჩვენ პირველები მივედით და გვერდიგვერდ დავსხედით. დაახლოებით ოცი წუთი ველოდეთ მის დას. როგორც იქნა პატივი დაგვდო და გამოჩნდა. უკანასკნელ მოდაზე გადაპრანჭულ ჩამაკიაჟებულგამოზმანული და გვერდით მისივე მსგავსი ფეშენბარბი მოჰყვებოდა. რომ დავაკვირდი სიმწრით გამეცინა, მგონი ის უფრო ჰგავდა ბაქარის შეყვარებულს, ვიდრე მე. _ ეს ვინღაა?_ ვუჩურჩულე ყურში_ არ მეგონა სხვაც თუ იქნებოდა ვინმე! _ არც მე მეგონა!_ კბილები გაახრჭიალა ბაქარმა და დას ბრაზით გახედა. _ გამარჯობა ძამიკო!_ მოუახლოვდა თუ არა მიესალმა ლიკუნა ძმას და ისე რომ ჩემთვის არ კი შემოუხედავს, ხელი მომყოლ გოგონას ჩაავლო. _ ნახე, ალისკას უნდოდა შენი ნახვა და წამოვიყვანე. კარგი ვქენი არა?_ გაუღიმა ძმას. _ გამარჯობა სიმპატიურო!_ მიესალმა გოგონა ჩემს შეყვარებულს და მსხვილი ტუჩები ლამის ზედ ტუჩებზე დააკრო. წარბები შუბლზე ამიხტნენ. _ ეს ნელიკოა, გაიცანი!_ ალისკას სალამს მოუყრუა ბაქარმა და ლიკუნას ჩემი თავი გააცნო. _ კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა ნელი!_ მომესალმა ის და ჩემი სახელი რაღაც ოფიციალურ_ ირონიულად გამოთქვა. მეც მივესალმე, თუმცა უკვე ერთი სული მქონდა იქაურობას, რაც შეიძლება სწრაფად გავცლოდი. მთელი საღამოს მანძილზე ლიკუნა ალისკას რომაულ არდადეგებზე უყვებოდა ბაქარს. რომელიც ჩემი არ იყოს, აშკარად ვერ იყო ხასიათზე. მე კი ისე ვიჯექი,თითქოს იქ არც ვიყავი. აშკარად ვხედავდი, ალისკა ბაქარის მიმართ გულგრილი არ იყო. ის კი არა და ერთი ორჯერ ისე გაუნაბა თვალები, მაგიდის ქვეშაც კი ჩავიხედე, რატომღაც მეგონა მალულად ფეხებსაც უხახუნებდა. _ ერთი წამით გავალ._ უცნაური გრეხვით წამოდგა ალისკა, თან წელში არაბუნებრივად გაზნექილმა საჯდომი მძიმედ აითრია. აშკარად ხაზი გაუსვა საკუთარ გამომწვევ ფორმებს. _ მეც გამოგყვები ._ მიაძახა ლიკუნამ, ბაქარს თვალი ჩაუკრა, ვითომ რაღაც ანიშნა და დაქალს უკან აედევნა. _ აბა, თვითონ მომიყვები რა ხდება შენსა და ალისკას შორის თუ ლიკუნას ვკითხო, აშკარად ერთი სული აქვს მიამბოს!_ წარბაზიდულმა გავხედე ბაქრს. _წაიდგენაც არ მქონდა, აქაც თუ მოიყვანდა ჩემი და!_ გაბრაზებით ჩაილაპარაკა მან. ზუსტად დავიჭირე მისი წამოცდენილი სიტყვა. "აქაც"? ანუ კიდევ სად ჰყავდა მიყვანილი? _ მაგი არ მიკითხავს ბაქარ!_ ცივად ვუთხარი მე. შემომხედა, შემათვალიერა და ისე , რომ თვალი არ მოუშორებია, მიპასუხა: _ შენამდე ვხვდებოდი! _ რას ნიშნავს ხვდებოდი? _ მასთან ვიწექი!_ გამაცია , ასე თვალებში მიყურებდა და ასე პირდაპირ მპასუხობდა. ვიცი იტყვით, რა გინდა არ მოგატყუა და არ დაგიმალაო. ზოგი მოგატყუებდა და ისე მოიქცეოდა ვითომ აქ არაფერიო. _ ანუ გინდა მითხრა, ახლა წინ შენი ყოფილი "ნაშა" მიზის?_ გამეცინა სიმწრით. _ შენს ნათქვამში ერთი მთავარი სიტყვაა, "ყოფილი" . თანაც ეგ ჩემი ბრალი არაა!_ ჯიუტად არ მაშორებდა თვალს და ყოველ ჩემს ემოციას იჭერდა. ვიგრძენი, თუ დავრჩებოდი და ისე გავაგრძელებდი , თითქოს მართლაც არ ჰქონდა ამას არსებითი მნიშვნელობა, საკუთარ თავზე უბრალოდ წარმოდგენას დავკარგავდი. მაგრამ თუ წავიდოდი, ეს გაქცევას დაემსგავსებოდა. ერთ მხრივ დარტყმა ჩემს პრინციპებს ემუქრებოდა, მეორეს მხრივ ჩემს სიჯიუტეს. ფეხზე ავდექი და პირზე ცივი წყლის შესასხმელად წავედი, რათა ეს თავხედი სნობი ადგილზე არ მიმეხრჩო. დარწმუნებული ვიყავი,მართლა არ იცოდა ალისკა თუ მოეთრეოდა,მაგრამ საყვედურის მაგვარიც რომ ვერაფერი დავინახე ლიკუნას მიმართ, ამან გამაცოფა. მერე რა რომ და იყო, ხომ აშკარა იყო , ამას სპეციალურად აკეთებდა?! ქალების ოთახს რომ მივუახლოვდი და კარის ოდნავ შევაღე დაქალების მხიარული კისკისი მომესმა. _ რა ეგონა აბა? _ იცინოდა ლიკუნა და ტუჩებზე ტუჩსაცხის ალბათ მეათესე ფენას იმატებდა. _ იძულებული გავხდი კაბაც კი დამეთმო!_ ზიზღით ჩაისისინა. _ იმ კაბაზე უკეთესი არ იყიდე?_ გაოცდა ალისკა. _ ხოო, მაგრამ საქმე კაბაში არაა, საქმე მაგ ნაცრისფერ თაგვშია. მიზის აქ და მიპაჭუნებს გულუბრყვილო თვალებს! მაკიაჟის მოსმაც კი არ იცის! _ ხმაზე ეტყობოდა საოცრად ვძულდი, მაგრამ ვერაფრით ვხვდებოდი რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი. _ბაქარი მომენატრა ლიკუ, რომ მახსენდება მისი ტუჩები და ის ყველაფერი, რაც გვქონდა ვგიჟდები! მეგონა გამომყვებოდა და რომში ჩამომადგებოდა, მაგრამ ხედავ რა მოხდა?_ ეწუწუნებოდა დაქალს. _ არა, მაინც სად იპოვნა ეს ქაჯი? _ სადღაც სოფელის ორღობეში, სადაც არის კიდეც მისი ადგილი! _ დამეხმარები ლიკუ? _ დაგეხმარები რომელია, ხომ წარმოგიდგენია ეგ რომ რუსკამ ნახოს, რა მოხდება?_ ცოტა ხანს დაფიქრდა, მერე თვალები ავად აენთო._ ისე არაა ცუდი აზრი! რუსკას უნდა გავაცნო! დაქალებმა ერთმანეთს გადახედეს და რაღაც მხოლოდ მათთვის გასაგები საძაგლობის წარმოდგენაზე ახარხარდნენ. კარი გამოვიხურე და უკან გამოვბრუნდი. _ რა იყო? რა მოხდა?_ მაშინვე შეამჩნია ბაქარმა ჩემი უხასიათობა. ცოტა ხანს ვუყურე და იმ წამს მის მიმართ სიყვარული საერთოდ ვეღარ ვიგრძენი. თითქოს ვიღაც უცხო იჯდა ჩემ წინ. _ ახლა კარგად მომისმინე ბაქარ!_ ვუთხარი რამდენადაც შემეძლო უემოციოდ_ არაფრის ახსნას არ დაგიწყებ, მაგრამ შენი და საერთოდ არ მომეწონა! მით უმეტეს მისი შენთან გორაობაზე მეოცნებე დაქალი! საკუთარი თავი შემზიზღდება ამ გველების გვერდით თუ ვიჯდები, თუნდაც ორი წამი. შენი რეაქციებიც არ მომწონს და არ ვაპირებ ამაზე თვალები დავხუჭო! საერთოდ არ შემეფერებით, არცერთი! აქიდან მარტო წავალ! _ ბაქარი ჩემს შესაჩერებლად წამოიწია_ ადგომაც კი არ გაბედო! ამ მომენტში მძულხარ და თუ არ გინდა მართლა შეგიძულო, დამშვიდების საშუალება მომეცი! თუმცა რამდენად გამომივა, არც კი ვიცი! ზურგი ვაქციე გაოცებულს და არეულს და რესტორანი დავტოვე. ალისკას მოსვლისთანავე , ბაქარს ხელი უნდა მოეკიდა ჩემთვის და ის ადგილი უნდა დაეტოვებინა. მაგრამ, როგორც ჩანს ყოფილ "ნაშასთან" და ასპიტ დასთან ზრდილობის გამოჩენა ჩემი თავმოყვარეობის შელახვაზე მეტად ეძვირფასებოდა. ბაქარი კი ის კაცი არ იყო ვინმეს განაწყენება დიდად ედარდა, ყოველ შემთხვევაში ჩემს განაწყენებას არ უფრთხოდა. და რაც გინდათ ის თქვით! თქვით, რომ არ ვარ მართალი, რომ ჯიუტი თხა ვარ, რომ ვინანებ, მაგრამ არსებობს ერთი რაღაც, რასაც არ უნდა გადაააბიჯო, რომ საკუთარი თავის პატივისცემა შეინარჩუნო. ესაა თავმოყვარეობა! მადლობა ღმერთს, რომ ის ჯერ კიდევ გამაჩნდა. თავი 8 _ გაგიჟდი?_ მკითხა და წინ გადამიდგა. _ მეე? მე გავგიჟდი? _ ნერვიულად გამეცინა. _ ერთი სიტყვაც რომ გითხრა, ოდნავ მაინც რომ ვცადო შენთვის რამის ახსნა, საკუთარი თავი შემზიზღდება! _ არაფრის ახსნას არ გთხოვ!_ მეგონა გაბრაზებული იქნებოდა, ის კი მხოლოდ სევდიანი იყო. _ არ წახვიდე!_ მთხოვა დაღლილი ხმით. ვიდექი და ერთდროულად რამდენიმე გრძნობას ვებრძოდი. იმედგაცრუება იყურებოდა ჩემი თვალებიდან. _ ოღონდ მასე ნუღარ შემომხედავ!_ მთხოვა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია._ ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე შენს უბრალოებას! ვხვდებოდი რისი თქმაც სურდა. მესმოდა მისი. მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ მეც ვერ ვეჩვეოდი მის სირთულეებს. მის გაუცხოვებას. მის სიშორეს. ჩემ წინ იდგა, მისი გული ხელში მეკავა, მაგრამ მაინც საოცრად შორს იყო. არ მგავდა და ეს სხვაობა ძალიან მტკიოდა. ალბათ მართლაც შეუძლებელი იყო ჩვენს შორის " ჩვენს" ეარსება. არც კი ვიცი რატომ ხდება ასე, რომ ორ ადამიანს ასე სურდეს ერთიმეორე და მაინც ვერაფრით ახერხებდეს ერთად ყოფნას. მას არ უთქვამს:" მაპატიეო!" იმიტომ რომ საპატიებელი არაფერი იყო. ის ცდილობდა, თავისებურად, მაგრამ დაუნახავი უნდა ვყოფილიყავი მისი განწირული მცდელობა ვერ დამენახა. _ მცივა!_ ვუთხარი ყველაზე მარტივი და უმტკივნეულო, რასაც იმ წამს ვგრძნობდი. ჩამეხუტა. თვალებში შევხედე. რომ ამბობენ სიყვარული ბრმა არისო, ტყუილია! მის ნაკლს კარგად ვხედავდი და იმასაც კი ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ აისბერგის ის წვერი იყო, რაც წყლიდან მოუჩანდა. და ესეც კი საოცრად ცივი და ისეთი მიუდგომელი, რომ თავის შესაკავებლად ფეხსაც ვერ ვიკიდებდი ვერსად. ვიცოდი ბევრად რთული დღეები მელოდა, მაგრამ მასზე უარის თქმა არ მსურდა, განა არ შემეძლო? უბრალოდ არ მსურდა. მისი შეცვლა არც მიფიქრია. არასდროს მჯეროდა ამ სისულელის! არც იმ სისულელეს ვიზიარებ, თუ გიყვარს ადამიანი მისი შეცვლა არ უნდა გსურდესო! ამით უკვე იდეალის ძებნაზე ხელჩაქნეული ადამიანები იმართლებენ თავს. საქმე იმაში იყო, რომ ბაქარი ასეთი იყო: თავისთავადი, ძლიერი , დაუმორჩილებელი, გაუტეხელი, მედიდური და მბრძანებლური. მაგრამ ამასთან ერთად იყო უცნაურად მარტოსული, ზოგჯერ პატარა ბავშვივით უსუსური. ცოტა რთულია აგიხსნათ რაზე ვსაუბრობ არა? კარგად ვხედავდი მის თვალებში დაბუდებულ შიშს და ტკივილებს. ვხრძნობდი, თუ ამ პურქუშობის საბურველს შემოვაცლიდი, რაშიც ასე გულდაგულ იყო გახვეული , ხელში პატარა უმწეო ბავშვი შემრჩებოდა და მერე მისდამი სიბრალული ყველა გრძნობას გადაწონიდა. მე კი მსურდა ყოველთვის ასეთი ძლიერი მენახა, მისი შეუპოვრობით აღფრთოვანებული ვყოფილიყავი და მზად ვიყავი ამის სანაცვლოდ თავად მტკენოდა გული, თუნდაც მასთან დაშორება რომც დამჭირვებოდა. ახლა ვუყვარდი და ვეძვირფასებოდი, ხოლო თუ ამ ყველაფერს წავართმევდი, რაც ასე აძლიერებდა, ვფიქრობდი, რომ ჩემი სიყვარულის მიზეზიც აღარ ექნებოდა და უბრალოდ შემიძულებდა. _ წამოხვალ ჩემთან?_ მკითხა ღიმილით. მე თავი დავუქნიე. ეტყობა ჯერ კიდევ გვქონდა ძალა ერთმანეთისთვის ხელი არ გაგვეშვა და ბედნიერებისთვის გვებრძოლა. სამწუხარო იყო, რომ ჩვენი საბრძოლო ხერხები ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდიოდნენ და ხანდახან ისეც ხდებოდა, რომ ერთმანეთს უფრო ვებრძოდით, ვიდრე იმ პრობლემას, რაც ჩვენს შორის დაუძლეველ მწვერვალად იდგა. მანქანის კარი გამიღო და მეც მშვიდად დავჯექი. მთელი გზა ჩუმად ვიყავი და ვფიქრობდი. ნელა მართავდა მანქანას, თითქოს სეირნობა სურდა. ალბათ ისიც დამშვიდებას ცდილობდა ჩემსავით. მის სახლთან რომ მივედით და კიბეებს ავუყევით უკვე მზად ვიყავი მთავარი ნაბიჯი გადამედგა. "მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?!" ზუსტადაც რომ არა! კარი გააღო და ბნელ ბინაში პირველი მე შემატარა. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, გავჩერდი და მისკენ შევბრუნდი ინსტიქტურად. გამიკვირდა, ასე ძალიან რატომ ბნელოდა. ბაქარმა სინათლე აანთო და გაოცებული მისი სახის დანახვისას ტანში უსიამოდ გამცრა. ნელა შევბრუნდი იმ წინათგრძნობით, რომ რასაც დავინახავდი არანაირად არ მომეწონებოდა. დიდ დივანზე ალისკა იწვა გამომწვევად. ლამაზ თვალებს გაოცებული აფახულებდა და ტანზე არც მეტი არც ნაკლები სწორედ ის "ჩემი" მაიკა ეცვა. აშკარა იყო, მის აქ ამ ფიზიონომიით ყოფნაში, ლიკუნას ხელი ერია. ალბათ ეგონათ დავშორდიათ და ბაქარს " დამშვიდება" სჭირდებოდა. "აჰაა, ჰუმანიტარული მისიით ბრძანდება ალბათ ქალბატონი!"_ ასისინდა მეორე მე. ბაქარმა დაძაბული მზერა ჩემზე გადმოიტანა. წამით გავშრი, მერე კი ისტერიული ხარხარი ამიტყდა. სიცილი კი არა _ ხარხარი. წელში მოხრილი მივედი და დივანზე წამოსკუპულ ალისკას გვერდით მხიარულად მივუჯექი. _ შენც აქ ხარ პატარავ?_ ვკითხე სიცილით. ამას არ ელოდა. არა მე სულ არ მელოდა იქ. კინაღამ გადმოსცვივდა დაჭყეტილი თვალები. _ ზუსტად მესამეს ვეძებდით, მე და ბაქარი, ხომ დარჩები არა!_ აზზე არ ვიყავი, რა ჯანდაბას ვამბობდი და ვაკეთებდი. მაგრამ არც ჩემი პირი, არც ხელები , არც არაფერი მე აღარ მემორჩილებიდა. საჩვნებელი თითი ნელა ავაცურე ალისკას გლუვ, მშვენიერ , გრძელ ფეხზე. _ რა? რას ამბობ?_ დაიბნა და შეშინებული გვერდზე გახტა. _ აბა რა გეგონა? რისთვის მოდიოდი შე ალქაჯო?_ სიბრაზისგან ხმა ჩამეხლიჩა. დავწვდი მის გრძელ ქერა ქოჩორს და ხელზე დავიხვიე. _ ახლა განახებ სხვის შეყვარებულთან გორაობაზე ოცნებას რა მოჰყვება!_ ვუყვირე გონდაკარგულმა და სულ ღერა_ ღერა გავაპუტე დაბოტოქსებულ _ დაგრძელებული თმა.სულ ბღუჯა_ ბღუჯა გავაწიწკნე ხელოვნების ნიმუშივით საოცარი ბუწუწები. ბაქარი სწრაფად მოეგო გონს, მაგრამ არც იმდენად, რომ მისი გადარჩენა მოესწრო. აკივლებული საბრალო ალისკა ხელიდან გამწიწკნა და პირდაპირი მნიშვნელობით მხარზე გადამიკიდა გაცოფებული. მე კი ვერაფრით ვმშვიდდებოდი და რაც ალისკას დავაკელი, ახლა ბაქარს დავუმატე. რა სალანძღავი სიტყვებიც მახსოვდა და არ მახსოვდა ბიძაჩემის "საოცარ გინებათა ლექსიკონიდან" სულ მათ დავახარჯე. _ ალისკა წადი და აქ აღარასდროს მოხვიდე!_ იმაზე ბევრად მშვიდი ხმა ჰქონდა ბაქარს, ვიდრე ველოდი. დამფრთხალ და სახედაკარგულ ალისკას გამეორება არ დასჭირვებია. მოხიკა თავისი ძონძები და გაუჩინარდა. _ კარგი, ახლა ხელს გაგიშვებ და დამპირდი, რომ არ გაგიჟდები!_ აშკარად საოცარ განწყობაზე ბრძანდებოდა. ნელა დამსვა ძირს. მთელი ჩემი ემოცია სახეზე მეწერა. შემათვალიერა და მზერა ჩემს მაგრად მომუჭულ ხელზე გაუშეშდა. მივხვდი თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ახარხარენულიყო. სწრაფად დავიხედე ხელზე და ომში ნაალაფარი განძივით მეჭირა ალისკას გაბრდღვნილი ქოჩორი. _ ფუ შენი!_ გამაკანკალა ზიზღით და ხელები დავიბერტყე. _ სხვას რომ ეთქვა, არ დავიჯერებდი!_ საშიში ქალი ხარ!_ ტუჩები მოიკვნიტა , რომ არ ეხარხარა. _ გახალისდი არა?_ ვკითხე დაბოღმილმა. _ აქამდეც კი დავეცი! შენს გამო ქალებს ვცემ! თან ვინ? მეე , ნელიკო! ჭიანჭველასაც რომ არ ვადგამ ფეხს. აი რამდენად ტოქსიკურია ჩვენი ურთიერთობა! აი როგორ მწამლავს შენთან სიახლოვე!._ დაძაბულობისგან ძლივს ვიბრუნებდი პირში ენას. _ და შენ მეძახი მესაკუთრეს, ეჭვიანს და მოძალადეს?_ დივანზე დაჯდა და ხელები საზურგეზე გადაშალა. ამათვალიერა. _ საოცარი ქალი ხარ იცი?_ ჩურჩულით მითხრა. _ შენნაირი სხვა არ არის, და შენ ჩემი ხარ! არასდროს გაგიშვებ!_ ვხედავდი, როგორ აენთო ვნება და სურვილი თვალებში. ჩდმდაუნებურად მივხვდი, რომ მთელი ჩემი ბრაზი წამიერად ჩაანაცვლა მისმა გაუსაძლისმა სურვილმა. _ მოხდეს, რაც მოსახდენია!_ ამჯერად უკვე ხმამაღლა მითხრა ჩემმა მუხანათმა მეორე მემ. მონუსხულივით მივუახლოვდი და მისმა ხელებმაც არ დააყოვნეს, ისე მომეხვივნენ, როგორც ობობას ქსელი გაბრუებულ მსხვერპლს. ვერ გეტყვით მშვიდი და ბედნიერი დილა გათენდამეთქი. სულაც პირიქით! არც ისეთი სასიამოვნო და ბედნიერი გამოცდილება იყო , წიგნებში როგორც მქონდა ამოკითხული. უარესად დაბნეული , შეშინებული და დაეჭვებული ვიყავი. ვუყურებდი მშვიდად მძინარე ბაქარს და განძრევას ვერ ვბედავდი. არ ვიცოდი, რომ გაიღვიძებდა , რა უნდა მეთქვა მისთვის. ვნანობდი კიდეც წინა ღამეს. და ეს გრძნობა გულს მტკენდა. ფრთხილად წამოვჯექი საწოლზე. ერთი გულიანი ტირილი ახლა ყველაფერს მერჩია. გაქცევა მინდოდა და ვერც ამას ვბედავდი. ვიჯექი და შორიდან ვხედავდი ჩემს თავს. მობუზულს, ცარიელს და დამარცხებულს. _ რა მოხდა ნელიკო? დამელაპარაკე!_ ვიგრძენი, როგორ მომხვია ხელი ბაქარმა და დავიძაბე. _ ნანობ?_ სახე ავარიდე და ფანჯარას გავხედე. _ ეს ნორმალურია. არ დავიჯერებდი ბედნიერებისგან რომ გებრწყინა ახლა!_ ზურგზე მაკოცა. _ ყველაფერი კარგად იქნება! ოღონდ არ გაიქცე!_ მითხრა და ძლიერი მკლავები დასამშვიდებლად მომხვია. მე კი კვლავ ისეთი გრძნობა მქონდა , თითქოს მახეში გავები. _ არ აპირებ რომ ჩვენზე დედაშენს მოუყვე?_ მკითხა ბაქარმა სამზარეულოში რომ ვისხედით. _ ახლა მაგაზე ფიქრის თავი არ მაქვს ბაქარ!_ ვუთხარი ბრაზით. _ მაინც მოგიწევს, როდემდე დაუმალავ?_ არც კი ვიცოდი, რატომ ჰქონდა ეს ასე აკვიატებული. ავდექი და სამზარეულოდან გავედი. დივანზე ჩამოვჯექი და ფეხსაცმელების ჩაცმა დავიწყე. _ სადმე მიდიხარ?_ გაოცებული სახით მომიახლოვდა ის. _ აბა აქ დავრჩე სამუდამოდ?_ ვკითხე ირონიულად. _ მე წინააღმდეგი არ ვარ!_ გამიცინა ბედნიერმა. _ ბაქარ! დულსე მარტოა გუშინდლიდან!_ ვუთხარი ცივად. _ კატა? _ ისე გაიოცა, თითქოს კატა კი არა უსულო სათამაშო იყო. _ კი კატა!_ ვუპასუხე ავად. _ წამოვიყვანოთ ისიც და წასვლა აღარ მოგიწევს!_ ისეთი ბედნიერი იყო ან მართლა ვერ ამჩნევდა ჩემს უხასიათობას, ან სულ არ ადარდებდა ეს. _ სამსახური მაქვს ბაქარ!_ ვუთხარი იგივე ტონით და ფეხზე ავდექი. მომიახლოვდა ხელი მომხვია და სახე ამაწევინა. _ ადრე თუ გვიან, მაინც მოგიწევს ჩემთან წამოსვლა, იფიქრე ამაზე!_ ისე მიყურებდა, როგორც ძალიან ძვირფასს და საკუთარს. მე კი რაც მსურდა, მხოლოდ მისგან წასვლა იყო. _ დრო მომეცი ბაქარ! უნდა ვიფიქრო!_ ვუთხარი მშვიდად. თმა ყურზე გადამიწია, ტუჩები ყელზე დამაკრო და ისე ძლიერად მაკოცა, სანამ კვალი არ დამაჩნია კანზე. _ გამიშვი , რა ჯანდაბას აკეთებ!_ ხელი მაინც არ გაუშვია. _ რა ლამაზი ხარ!_ მითხრა ღიმილით. _ ჩემი საკუთარი სასწაული! თავი 9 სახლში დავბრუნდი თუ არა დულსეს ვეცი, მისი მოფერებით გული ვიჯერე. ჯამი საჭმლით გავუვსე. წყალი შევუცვალე. ცოტა ხანს სახლში ვიბოდიალე, ხან ამას მოვედე, ხან იმას. რაღაც უკმარისობის გრძნობა მქონდა. თუმცა ვერ ვხვდებოდი, რა მჭირდა. დედას დავურეკე. _ დე, როგორ ხარ?_ მკითხა და შორიდან მომესიყვარულა. თითებით ეკრანზე მომეფერა. _მომენატრე დე!_ ვუთხარი. მართლა მენატრებოდა და მჭირდებოდა. ახლა ახლოს რომ ყოფილიყო, მისი სიახლოვე დარდებს გამიფანტავდა. მაგრამ შორს წასულს ჩემი პრობლემებით ვერ ავანერვიულებდი. _ დედი, რაღაც მინდა გითხრა!_ თვალებში შევხედე. ყურადღებით მისმენდა. _ დე, მგონი შეყვარებული ვარ!_ ვუთხარი ჩუმად. ცოტა ხანს მიყურა, არ გაკვირვებია. _ გატყობდი ნელიკო, თვალები ისე უჩვეულოდ გიბრწყინავდა . ვინ არის? როგორი ბიჭია? მის გვერდით ბედნიერი ხარ?_მთელი მონდომებით დავუქნიე თავი, მაგრამ ხმამაღლა ვერაფერი ვუთხარი. იმ წამს ბედნიერებას ვერა, მაგრამ უცნაური დანაკარგის შეგრძნებას კი განვიცდიდი. _ წამოსვლაზე აწი აღარაფერი უნდა გითხრა, არა?_ გაეცინა დედას. მეც გამეცინა. ამაში კი ნამდვილად დარწმუნებული ვიყავი, ბაქარის მიტოვება ვერც კი წარმომედგინა. რაც არ უნდა გაუგებარი ან უცნაური იყოს, მე ის მიყვარდა. რა არის სიყვარული? ერთხელ მაინც ხომ ყველას უფიქრია ამაზე? საიდან მოდის და რატომ მაინც და მაინც იმ ერთი და კონკრეტული ადამიანის მიმართ ჩნდება? ყოველგვარ რომანტიულ განმარტებას და მარტივ ქიმიას რომ თავი დავანებოთ. ჯადოსნური და სასწაულებრივი მოენტებიც რომ გამოვრიცხოთ, რა დარჩება? ცარიელი მიჩვევა. უბრალოდ ეჩვევი ადამიანს, სიტუაციას, მერე ხვდები, რომ ეს ამბავი თავს განსაკუთრებულად გაგრძნობინებს . შენს თავზე გაფიქრებს. იცვლები, იცვლები, იცვლები და ხდები ის ვინც ხარ, ანუ შეყვარებული ადამიანი. სიყვარულისთვის არ არის მნიშვნელოვანი, სტატუსი, რეგალიები, გარეგნობა , ასაკი, სარწმუნოება არაფერი. მთავარია მხოლოდ ორი ადამიანი: შენ და ის! ის და შენ! მაგრამ საინტერესო ისაა , თუ როგორი თანმიმდევრობით მიჰყვები ამ უცნაურ ფენომენს . ჯერ შენ ხარ, თუ ის? ბუნებაში ისეა მოწყობილი ყველაფერი, რომ უპირველესი საკუთარი მე უნდა იყოს, მაგრამ სიყვარულის გამო ყველაფერი იცვლება . ამის ნათელი მაგალითი არის ექსტრემალურ სიტუაციაში საყვარელი ადამიანის არჩევით ჩანაცვლებული საკუთარი თავი. წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ ქუჩაში თავს გესხმით გაცოფებული ძაღლი! ინსტიქტურად ცდილობთ გაქცევას, თავის გადარჩენას. თქვენში თვითგადარჩენის ინსტიქტი ირთვება და გონება გამწარებული ეძებს გამოსავალს. მაგრამ თუ მსგავს სიტუაციაში დედა მოხვდება შვილთან ერთად. როგორ გგონიათ, როგორ იმოქმედებენ მისი ინსტიქტები? რომელი იმძლავრებს თვითგადარჩენის თანდაყოლილი ინსტიქტი, თუ დედობრივი, შეძენილი და გამომუშავებული? დედა ისე აეფარება შვილს , რომ წამითაც კი არ დაფიქრდება და არ იყოყმანებს, რა შეიძლება მოუვიდეს თავად. სწორედ მსგავსი რამ ხდება, როცა საფრთხე საყვარელ ადამიანს ემუქრება. რა არის ეს თუ არა სიყვარული? როდის და როგორ ხდება, სხვა ადამიანის სიცოცხლე საკუთარზე ძვირფასი? არ არსებობს მზა ფორმულა. არ არსებობს ზუსტი ახსნა. თუმცა ფროიდმა თქვა, რომ ადამიანი ისეთი უცნაური არსებაა, არა მარტო სიხარული ანიჭებს სიამოვნების განცდას, არამედ ტკივილიცო. უფრო სწორედ ის მომენტი, როცა გარდაუვალი ტკივილის აცილებას მოახერხებს, თუნდაც დროებით. რაღაც ამდაგვარს ვგრძნობდი მეც. თუმცა ამას ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი. რაც შეეხება სინანულს. კი ვნანობდი, რომ ასე მოულოდნელად და აფექტის სიტუაციაში დავკარგე საკუთარი თავი. უბრალოდ სხვაგვარი მოლოდინები მქონდა , სხვაგვარი სურვილები. მე ჯერ მზად არ ვიყავი. რატომ ფიქრობთ , რომ მხოლოდ ქალს მართებს თავშეკავება? ან მხოლოდ ქალმა უნდა იფიქროს და გათვალოს ყოველი ნაბიჯი? რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, უფრო ვრწმუნდებოდი, რომ იქ სადაც მე ავირიე, მას მართებდა დაფიქრება. წარმოიდგინეთ, რამდენად ამაღლდებოდა ბაქარი ჩემს თვალში მომენტით რომ არ ესარგებლა. მე არ ვამბობ, რომ რამე დამაძალა, ან მაიძულა, ან მომატყუა. არა! უბრალოდ მან ჩემზე წინ საკუთარი სურვილები დააყენა და დარწმუნებული ვარ ამ ყველაფრისთვის ჩემი თვალით არც კი შეუხედავს. მთელი ღამე ვფიქრობდი. თითქმის არ მძინებია. დილით უკვე დაღლილმა გავიღვიძე. ტელეფონს დავხედე და ფეხზე ავდექი. უღიმღამო განწყობით გავემზადე და მაღაზიაში წავედი. _ ნელიკოს გაუმარჯოს! ცოტა მერე შენთან საქმე მაქვს!_ შორიდანვე მომესალმა მირზა და კაბინეტში შევარდა. ეტყობა აშკარად არ ეცალა, თორემ რამე მწარეს აუცილებლად მეტყოდა გამოსაფხიზლებლად. გარეთ მზიანი დღე იყო. და უცნაური სოფლის სურნელი ვიგრძენი რატომღაც. ხანდახან მემართებოდა ასე, როცა სოფელი ძალიან მომენატრებოდა ხოლმე. გადავწყვიტე, რაც არ უნდა ეჯაჯღანა მირზას, რამდენიმე თავისუფალი დღე ამეღო და ბიცოლაჩემთან გავქცეულიყავი. არეული ფიქრები მწყობრში მომეყვანა და ისევ ხალისიან ნელიკოდ დავბრუნებულიყავი. მტკიცედ შევაჭერი მირზას კაბინეტში და ჩემი სურვილი კატეგორიულ ტონში გამოვუცხადე. რათა მისთვის უარის თქმის საშვალება თავშივე მომესპო. სათვალე, რომელსაც მხოლოდ კაბინეტში იკეთებდა ჩემი პირველი დამრიგებელივით ცხვირზე ჩამოიწია და მის ზემოდან ანჩხლი სახით ამომხედა. _ გაუბერე ხო? სიზმარი ნახე რამე?_ ამოიჩხავლა კუდზე ფეხდადგმული კატასავით. _ ან დამასვენე, ან სულ წავალ!_ ვუთხარი და იმაში დარწმუნებულმა, რომ დამასვენებდა და გულზე დავიკრიფე ხელები. _ კარგი!_ დამეთანხმა მირზა უცებ. _ რა კარგი?_ დავიბენი მე, ასე მალეც არ ველოდი მის თანხმობას. _ სულ წადი!_ მიპასუხა და თავი საბუთებში ჩარგო. _ რაო?_ ხმა ამიკანკალდა მე. _ რაც გაიგე! ისედაც ვაპირებდი დღეს შენთან ლაპარაკს!_ ამოილაპარაკა და თავი ისევ არ აუწევია. _ მირზა!_ შევძახე მე, იმ იმედით, რომ მეტყოდა გეხუმრეო, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. _ კარგი! _ თავი დავუქნიე მუქარის ნიშნად_ კარგი მირზა! ცივად გამოვბრუნდი , მაღაზია დავტოვე და მანქანისკენ გაცოფებული გავექანე. _ დამპალი, დამპალი მირზა!_ვბრაზობდი და თვალები ცრემლებით მევსებოდა. ის ხომ მარტო უფროსი არ ყოფილა, ის ხომ მეგობარიც იყო! თავხედი! ვის სჭირდება მაგის სამსახური? ისედაც არ უნდა მემუშავა მანდ ამდენი წელი! ათასი მსგავსი ფიქრი მომდიოდა თავში. სახლში მისვლისთანავე, ჩავალაგე ტანსაცმელი, დულსე სამგზავროში ჩავსვი და კიბეებზე დავეშვი. ახლავე, ამ წამსვე მინდოდა სოფელში წასვლა. თორემ შეიძლება ავფეთქებულიყავი. დაახლოებით ერთ საათში ბაქარმა დამირეკა. იმ საღამოს მერე პირველად. ამ ზარმა უარესად ამშალა ნერვებზე. _ გისმენ!_ვუპასუხე ცივად. _ როგორ ხარ ?_ მკითხა ბედნიერი ხმით. _ შენსავით ბედნიერი აშკარად არ ვარ!_ ტონი ისევ არ შემიცვლია. _ ფანჯრიდან გადმოიხედე და გპირდები ხასიათი გამოგიკეთდება!_ გაეცინა მხიარულად. _ სახლში არა ვარ!_ კი დამაინტერესა, მაგრამ არც ისე, რომ მეკითხა. _ აბა სადა ხარ?_ აშკარად იმედი გაუცრუვდა. _ კახეთის გზაზე. ახლა უნდა გავთიშო საჭესთან ვარ!_ ვუთხარი და ის _ის იყო უნდა გამეთიშა მისი ხმაც გავიგონე. _ ჩააქრეთ, აღარ არის აუცილებელი. ნეტა რა უნდა ჩააქრონ? გავიფიქრე გულში, მაგრამ ვერაფერი ვერ ვიეჭვე. რას გაუგებ ბაქარის ხუშტურებს. მოუნდება მთვარეზე შორია, მოუნდება ვარსკვლავებს მოგიწყვეტს. ნამტირალები თვალები მეწვოდა და მანქანის მონოტონურ სრიალზე ძილი მეპარებოდა, დაახლოებით ნახევარი საათის სავალი გზა მქონდა დარჩენილი. თვალები სულ წამით რომ მომეჭუტა. გზიდან გადავედი, წამსვე გამოვფხიზლდი. მუხრუჭს დავადგი ფეხი, მაგრამ გზისპირას მდგარ უარმაზარ კაკალს მაინც შევასკდი . წამსვე მოვხედე დულსეს. გალია სავარძლებს შორის ჩავარდნილიყო. მანქანიდან გაბრუებული გადმოვედი. კარი გავაღე და გახსნილი სამგზავროდან გამომძვრალი, დამფრთხალი დულსე ფეხებს შორის გამიძვრა და მაღალ ყანაში გაუჩინარდა. გამწარებული გავეკიდე, მიწის გოროხებზე ფეხი გადამიბრუნდა და რაც ავარიამ დამაკლო ფეხის გადაბრუნებამ დამიმატა. ისეთი ტკივილი ვიგრძენი, მაშინვე მივხვდი თუ არ ვიღრძე, აშკარად მყესი მაინც დამეჭიმა. ადგომა ვცადე და სული გამიმწარდა. ჯიბიდან მობილური ამოვიღე და სანდრინიოს ნომერი ავკრიფე . თხუთმეტ წუთში გაჩნდა ჩემთან. თავზე ბიცოლაჩემივით დამქოთქოთებდა და აღარ იცოდა რა ექნა. _ წამო, საავადმყოფოში მივდივართ! _ მიბრძანა გაბრაზებულმა _ რა ჯანდაბა გჭირს გოგო? როგორ დაგეძინა? რამე რომ მოგსვლოდა?_ განა ბრაზობდა უბრალოდ ნერვიულობდა . _ მოიცა, დულსე დავკარგე!_ ვუთხარი და ყანას გავხედე. _ ვინ დაკარგე?_ გაოცდა სანდრი. _ დულსე მიო, ჩემი კატა!_დავუკონკრეტე მე. _ ნორმალური თუ ხარ? წამო და თუ გინდა მეშოკით გამოგატან კატებს სოფლიდან!_ სანდრინიოსთვის კატა კატა იყო. _ ეს სხვანაირი კატაა, სანდრი!_ ვუთხარი წყენით. _ როგორი? ოპერას მღერის? _ სანდრი, ძვირფასია ჩემთვის _ აღრიალებას ცოტაღა მაკლდა . _ ეგ შენი კატა წნორს იქნება უკვე გამცდარი!_ ახლა კი მართლა, გაბრაზდა სანდრო. ხელში ამიყვანა და ჩემი წუწუნის და ჩხუბის მიუხედავად მანქანაში ჩამსვა. მერე ძმაკაცება დაურეკა და ჩემი მანქანის მიხედვა დაავალა. კატა საერთოდ არ უხსნებია. _ სანდრი დულსე?_ ვკითხე მე. მინდოდა მეგობრებისთვის მისი პოვნაც ეთხოვა. _ რაა? არ გადამრიო ახლა! რომელს ვთხოვო? ვინ დაუწყებს ახლა ყანაში კნუტს ძებნას? კაკი, რომანა, თუ შიო? _ მანქნა დაქოქა და უახლოესი საავადმყოფოსკენ გაქანდა. _ მაინც რა კატაა ასეთი?_ მკითხა დაეჭვებულმა ბოლოს. _ შეყვარებულმა მაჩუქა!_ ვუთხარი მე. _ დულსე მიო!_ ჩაილაპარაკა სანდრიმ და ჩემდა გასაკვირად კნუტის სახელი უშეცდომოდ თქვა. _ გავამიოვებ მე მაგას!_ ახლა კი ვერ მივხვდი დულსეს ემუქრებოდა თუ ბაქარს. თუმცა ორივე შემთხვევაში არ მომეწონებოდა შედეგი. სანდრი ყოფილი ძიუდოისტი და ამასთან აფექტური და ოდნავ ბრაზიანი ბიჭი იყო. პრობლემას მუდამ მუჭებით აგვარებდა. ხუმრობა კი უყვარდა ჩემს მარტოობაზე , მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა უფროსი ძმის ინსტიქტი ჩაერთო და ეს ცოტა არ იყოს სახიფათო იყო. მით უფრო ბაქარისთანა "ხისთავიან " ბიჭთან როცა ექნებოდა საქმე. რატომღაც გულდაწყვეტით ვიფიქრე, ცივი გონების ბაქარი და ემოციური სანდრო საერთო ენას ვერასდროს გამონახავდნენ. ფეხის ღრძობას და მყესის დაჭიმულობას გადავრჩი. ისეთი არაფერი მჭირდა. რამდენიმე დღე დასვენება და ჩიტივით იქნებიო!_ დიაგნოზი დამისვა სოფლის ექიმმა. სანდრიმ სახლში წამიყვანა და თავად მანქანის სანახავად გასწია. ბიცოლაჩემი და მარი თავს დამაცხრნენ და ლამის იყო მზრუნველობით ამომხადეს სული. როგორც იქნა და არ იქნა, დავამშვიდე ორივე. ტყუპები ლოგინზე მოვიწვინე და მათი პაწაწა ლამაზი სახეებით ვტკბებოდი. სანდრო რომ დაბრუნდა. _ ნომერი მინდა!_ მითხრა მაშინვე. _ რა ნომერი, სან?_ ვერ მივხვდი. _ იმის ნომერი!_ გამაჟრჟოლა. _ უნდა ეჩხუბო?_ ვკითხე დამფრთხალმა. კიდევ კარგი, რომ ის არ იცოდა, რაც წინა ღამეს მოხდა . _ არა, სიყვარული უნდა ავუხსნა!_ გაეცინა სანდროს. _ უნდა ველაპარაკო, რა კაცია გავიგო! თუ მომეწონა იქნება დავპატიჟო კიდეც! _ და თუ არ მოგეწონა?_ რატომღაც ამ უკანასკნელ ვარიანტზე ჩამოვდიოდი ფსონს . _ მაშინ მივბუშტავ!_ გადაიხარხარა სანდრინიომ და ნომერი ჩაიწერა. _ ბაქარი ჰქვია, სან!_ მივაძახე გასულს. _ ბაქარი _ შმაქარი!_ ჩაიცინა ირონიულად და ოთახიდან გავიდა. მთელი საღამო არაფერი უთქვამს, არც სახეზე ეტყობოდა რამე. და გულზე მომეშვა. ვიფიქრე, უბრალოდ ჩემ შესაშინებლად მკითხა ნომერი და სინამდვილეში დარეკვას არც აპირებდა და როცა გული საგულეს ჩამიდგა. ეზოს მანქანა მოადგა და ფარები შემოანათა. _ ოჰ, სიძეც მოსულა!_ გაეცინა სანდროს და მუხლებში სიცივე შემეპარა. წამოვიწიე ასადგომად და სანდრომ ისე შემომხედა, ძალაგამოცლილი ისევ მოწნულ სკამში დავბრუნდი. _ აბა შევხედოთ , შევაფასოთ! წამში კი ჩამოქანდა, ერთი ქულა მის სასარგებლოდ!_ მითხრა სანდრომ და სტუმრის დასახვედრად გავიდა. ბაქარი მშვიდი და ქარიზმატული იყო , როგორც ყოველთვის. _ ესაა დედი შენი შეყვარებული?_ მკითხა ბიცოლაჩემმა და შემოსულს თვალი ვერ მოაშორა_ აუფ, რა ბიჭია! _ გოგო, ამას გვიმალავდი?_ ახლა მარიმ შემომანათა ლამაზი თვალები. _ არ გიმალავდით, უბრალოდ ჯერ დრო არ იყო! _ რა სტადიაში ხართ?_ მკითხა მარიმ. _ სტადია რა ავადმყოფობა ხომ არაა?_ გაიკვირვა ბიცოლაჩემა. _ აბა რაა? სიყვარულის ციებ_ ცხელება არ შეგყრია ?_ გაეცინა მარის. _ შემყრია და თან როგორ!_გაეღიმა ბიცოლაჩემსაც. ამასობაში ბაქარი და სანდრო მოგვიახლოვდნენ. _საღამომშვიდობისა !_ მოგვესალმა ის და თვალი ჩემს გადახვეულ ფეხზე გაუშტერდა . _ კარგად ვარ!_ თვალი ავარიდე მე. _ მოდი შვილო, დაჯექი!_ სკამი ჩემს გვერდით დაუდგა ბიცოლაჩემმა. მაგრამ მის მოწვდილ სკამზე სანდრო ჩამოჯდა, სტუმარს კი თავისი დაუთმო. თითქოს ანიშნა, ჯერ ამ ადგილს დასჯერდიო. ბაქარმა გამოწვევა მშვიდად მიიღო. _ რა მოხდა ნელიკო?_ მკითხა წყნარად, თუმცა ვხედავდი მის დაფარულ მღელვარებას და მიხაროდა, ჩემს გამო ასე რომ ღელავდა. _ ჩამეძინა!_ ვუთხარი მე მოკლედ. _ რატომ არ მითხარი, წამოსვლას თუ აპირებდი?_ მკითხა საყვედურით. _ მირზამ გამაბრაზა და სულ არ გამახსენდი გაბრაზებულ გულზე!_ ვუპასუხე მე. _ არ გაგახსენდი.._ კი არ მკითხა, უფრო საკუთარ თავს უთხრა. _ აბა მოკითხვა თუ დაასრულეთ, იქნებ აგვიხსნათ რა ხდება თქვენს შორის? ბოლოს აქ რომ ბრძანდებოდი ქალბატონო, როგორც მახსოვს, ჯერ ისევ მარტოხელა იყავი!_ თან ხუმრობდა და თან სერიოზულად მკითხავდა სანდრო. _ სწორედ იმ დღეს გავიცნეთ ერთმანეთი!_ ჩემს ნაცვლად უპააუხა ბაქარმა . _ ვაა!_ გაეცნა სანდროს. _ და ახლა, რაო ძალიან იწვით სიყვარულით? ბაქარმა გამომხედა, აშკარად არ სიამოვნებდა სხვებთან ამაზე საუბარი, მაგრამ თავს იკავებდა. _ მე მიყვარს ნელიკო! თუმცა მის გრძნობებში დარწმუნებული არ ვარ!_ სანის პასუხობდა , მაგრამ მე მიყურებდა. _ რაოო? _ ამას კი არ ელოდა სანდრო. _ თუ შეიძლება, მარტო დაგვტოვეთ!_ ვთხოვე ჩემებს. _ კარგი!_ თავი დამიქნია სანიმ. _ როგორც ჩანს, ჯერ თავადაც ვერ გარკვეულხართ ერთმანეთში. მაგრამ იცოდე _ მიუბრუნდა ბაქარს_ ნელიკოს ძმა ყავს! წამოდგა და სახლისკენ წავიდა . _ მარიამ, დედა!_ გამოსძახა ინტერესით გაშეშებულ ცოლს და დედას და სახლში შევიდა. _ რა ხდება ნელიკო? _ იქიდანვე მკითხა სადაც იჯდა. _ არაფერი დავიღალე და დამეძინა!_ რატომღაც მის კითხვაზეც კი მომეშალა ნერვები. რა ხდება? რა უნდა ხდებოდეს? რა გინდა რომ ხდებოდეს? _ ვხვდები, რაღაცაზე ნერვიულობ!_ თვალებში მიყურებდა, მე კი მსურდა მომხვეოდა, დავემშვიდებინე, ეთქვა, რომ ყველაფერზე იზრუნებდა, რომ აღარ მაწყენინებდა, რომ ვეყვარებოდი. რომ უბრალოდ ყველაფერი კარგად იქნებოდა ! _ დულსე გამექცა!_ მე მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე ამდენი სურვილებიდან. _ კატა?_ გაიოცა მან. აშკარად სხვა პასუხს ელოდა. _ ხო კატა, კატა! რატომ გიკვირთ ყველას? კატაა, მაგრამ ვუყვარვარ! ისე, როგორც არავის ამ ქვეყნად! ლამაზიც ვუყვარვარ, მახინჯიც! მხიარულიც და სევდიანიც! არ მიყვირის, არჩევანს არ მაიძულებს, არაფერს მაძალებს! ჩემი სისუსტით არ სარგებლობს! ჩემგან საპასუხო სიყვარულის და სითბოს მეტს არაფერს ითხოვს!_ ლამის ვყვიროდი მე და თვალებზე მომდგარი ცრემლების ჯარები ლოყებისკენ დაიძნენ. _ და მაინც გაიქცა?_ მხოლოდ ეს მკითხა ბაქარმა. _ რა?_ ვერ გავიაზრე მისი კითხვა . _ ასე უყვარხარ და მაინც გაიცა? _ კი ბაქარ, ზოგჯერ უყვართ და მაინც გარბიან! _ და რატომ? _ იმიტომ, რომ ეშინიათ! _ სიყვარულის ეშინიათ? _ არა , გულის ტკების ეშინიათ , იმიტომ რომ, რაც უფრო ძლიან უყვართ გულიც უფრო ძლიერად სტკივათ! _ მხოლოდ ესაა?_ ისე მიყურებდა, რომ მისი გრძნობების მწამდა, მაგრამ ისე საუბრობდა, რომ ყველაფერში ეჭვი მეპარებოდა . _ კარგი! _ უცებ წამოდგა ზურგი შემაქცია, ჭიშკარი გაიარა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. ცოტა ხანს გამშრალი ვიჯექი. და ბაქარის არარსებულ კვალს გავყურებდი. მერე მართლაც იქუხა გრძნობების ქარიშხალმა და მე ისე ავტირდი " ვით მეფე ლირი, ლირი ყველასგან მიტოვებული." სახლიდან სანდრინიო გამოვიდა. ნელა მომიახლოვდა და ღიმილით მკითხა : _ რა გაღნავლებს გოგო? _ წავიდა, ხედავ? _ მუჭებით ამოვიწმინდე თვალები. _ წავიდა და ისევ მოვა! კაი გაძლება აქვს, შენს ღნავილებს თუ უძლებს!_ ისევ სახლისკენ გაბრუნდა , სახლთან მისულმა გამომხედა, დამაიმედა. _ უყვარხარ მაგ ბიჭს, ნელიკო! არ ვიცი, რა დაინახა სანდრომ ბაქარში, მაგრამ მისმა სიტყვებმა მართლა გამახარა. რახან სანდრო ამას ამბობდა, ესეიგი ასეც იყო. თავი 10 არც ღამით მოუწერია, მთელი დღე არ გამოჩენილა. მე კი საკუთარ სიჯიუტეს ვერ მოვერიე. ვერაფრით ვაიძულე თავი, რომ უბრალოდ მაინც მომეკითხა. გულს ვერაფერს ვუდებდი, ფიქრებში გართული სარწევალაში ვიჯექი, პლედში გახვეული და გზას გავყურებდი. სანდრის სიტყვები მაძლევდა ძალას. "მოვაო!" ხოდა სულმოუთქმელად ველოდი. სანდრი დაფიქრებული დადიოდა ეზოში. ხან ამომხედავდა აივანზე, თავს გადააქნევდა და უსიტყვოდ მშორდებოდა. ხან მარი მომიგზავნა, ხან ბიცოლა. ბოლოს მოთმინებამ უმტყუნა და თავად ამომეჭრა. _ რა არის ახლა შენი საქციელი?_ შუბლშეკრული მომიჯდა გვერდით. მე მხარზე თავი მივაყრდენი და მივეხუტე. _ რა გინდა? ეგ პატიოსანი კაცი ცემაში უნდა გამახევინო?_ საკმაოდ სერიოზული ხმა ჰქონდა. _სან !_ მივარტყი მუჭი გვერდში. _ აბა , როდემდე გიყურო ასეთს? აქ რომ ასე ხარ, სახლში როგორ იქნები ხომ წარმომიდგენია? რატომ იქცევი ასე?_ ხისტი და პირდაპირი იყო, მაგრამ ძალიან თბილი . თან ბავშვობიდან ყოველთვის ჩემს მხარეს იჭერდა. _ ხშირად ჩხუბობთ?_ ცალი თვალით გადმომხედა. მე თავი დავუქნიე. _ სულ ასეთი ჯიუტი იყავი, ჯერ მე მიშლიდი ნერვებს და ახლა ბაქარზე გადახვედი, არა? კარგი კაცი სჩანს, ძლიერი, გამტანი. დარწმუნებული ვარ, უყვარხარ! მეტი რა გინდა?_ როგორ ამეხსნა რა მინდოდა? თავადაც ბაქარს ჰგავდა. მესაკუთრე იყო, ეჭვიანი, ლიდერი. მისი და მარის სიყვარული კარგად მახსოვდა. ისიც მახსოვდა, სამი თვით რომ არ გაუშვა გერმანიაში კურსებზე. _ გახსოვს შენ და მარი შეყვარებულები რომ იყავით და გერმანიაში რომ არ გაუშვი?_ თუმცა იმედი არ მქონდა, რომ გამიგებდა, მაგრამ მაინც ვცადე ახსნა. _ მერე?_ მთელი ტანით მობრუნდა და დაიღრინა_ სადმე არ გიშვებს? _ არა, მაგას არ გეუბნები! მაგრამ რომ მინდოდეს, ვიცი არ გამიშვებს!_ სანდრო დაფიქრდა. _ მე მარისთვის წასვლა არ დამიშლია, ვუთხარი თუ სურდა წასულიყო, მაგრამ მაშინ ერთმანეთს უნდა დავშორებოდით, მან კი მე ამირჩია. _ გამეცინა . ხომ ვიცოდი ვერ გამიგებდა. _ სან გახსოვს, მაშინ ჩემი რეაქცია?_ ვკითხე ისევ. _ კი მეჩხუბე და კარგად გამომლანძღე, სულ ვირი მეძახე!_ გაეღიმა მას. _ ხოდა, ახლაც იგივეს ვფიქრობ! ვირი ხარ! იცი, როგორ ტიროდა მარი? იცი, რა ძალიან უნდოდა საკუთარი ოცნებების ასრულება? იცი, რამდენი იწვალა ეგ გრანტი რომ მიეღო? შენ კი რა ქენი? აიძულე ოცნებაზე უარი ეთქვა! იმის ნაცვლად, მხარში ამოსდგომოდი, იმის ნაცვლად, მისი ოცნებებისთვის ფრთები შეგესხა , შენ ადექი და ის ფრთები უბრალოდ ძირში მიაჭერი!_ ვიგრძენი, როგორ ანერვიულდა სანდრო. დავინახე, როგორ მოუჭირა ხელები სკამის სახელურებს. _ შენ რას ეტყოდი ბაქარს, ჩემი ოცნებებისთვის ფრთების მოჭრა რომ სურდეს? _ თავი ასწია და სახეში შემომხედა. _ ოდესმე პატიება მაინც თუ სთხოვე მარიამს?_ პასუხის გაცემა არც იყო აუცილებელი, ისედაც მივხვდი, რომ არა._ ხოდა ზუსტადაც არ მიკვირს, ბაქარის კარგად რომ გესმის! ერთნაირები ხართ! გგონიათ ქალი ნივთია, ან რამე შინაური ცხოველი, ან გასამრავლებელი საშუალება. დაინახავთ ლამაზია_ ჩემია! იტყვით და მორჩა. რა უნდა , რაზე ოცნებობს, რა სიზმრებს ხედავს?! ამას არა აქვს თქვენთვის მნიშვნელობა. ყველაფერს თავად უწყვიტავთ! ჩაცმულობიდან დაწყებული, სურვილებით დამთავრებული! მერე ბავშვს გაგიჩენთ ეს ქალი და მორჩა მუდმივი ბირკილითაა გამობმული ოჯახზე!!! თქვენც მშვიდდებით. არა სანდრი, ეს არაა ბედნიერება. ის, რომ ქალი ვერც ბავშვს და ვერც ქმარს ვერ თმობს და ამ ყველაფრის სანაცვლოდ საკუთარი თავის დათმობა უწევს, ეს სიყვარული არაა! _ აბა, მაშინ რაა?_ მე ვეღარ მიყურებდა სანდრო, იატაკს დასცქეროდა წარბებშეკრული. _ რაა და ალბათ სტოქჰოლმის სინდრომი! შენი თავი წარმოიდგინე, შენი ცოლის ადგილას და მითხარი, შენ შეძლებდი ყველაფერზე უარის თქმას? მარის რომ შეჯიბრებებზე არ გაეშვი , ან სპორტი ან ჩემი თავიო, რომ ეთქვა! მარის აირჩევდი? ან ყოველ საღამოს ტყუპები რომ გყავდეს ხელში ატატებული და სახლს წამითაც ვერ ტოვებდე ამ რეჟიმს აიტანდი? მეგობრებს ვერ ხვდებოდე, ფეხბურთს ვერ თამაშობდე, ვერაფერს ვერ აკეთებდე, არც სამსახური გქონდეს, არაფერს წარმოადგენდე! შეძლებ?_ აღარ დავზოგე სანდრო, მინდოდა მიმხვდარიყო, მინდოდა ეგრძნო! _ რას ამბობ ნელიკო, მარიამი ყველაფერია! ჩემი სიცოცხლეა! ჩემი სიამაყეა!_ თვალები აენთო სანდრის. _ კი სწორი ხარ, კარგი ცოლია, კარგი რძალია, კარგი დედაა! ასე ფიქრობს ისიც თქვენზე, თქვენით ამაყობს, მაგრამ წადი ჰკითხე, საკუთარი თავით თუ ამაყობს! ადექი, წადი და ჰკითხე: მარიამ ამაყობ საკუთარი თავით?_ სანდრო მძიმედ წამოდგა. შემომხედა და ისევ თვალი ამარიდა. _ იცი დაიკო, ახლა სრულ არარაობად მაგრძნობინე თავი!_მითხრა ხმაჩამწყდარმა. _ მაპატიე სან! მაგრამ მხოლოდ დათმობა, უკან დახევა, საკუთარ თავზე უარის თქმა, სიყვარული არაა! დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ, ხმამაღლა თუ არა სარკის წინ მაინც, ოდესმე იფიქრებს ადამიანი: " ნუთუ ამაზე ვოცნებობდი?!" საკუთარ თავზე გაცრუებული იმედი ყველაზე საშინელი გრძნობა იქნება, ყველა ცხოვრებისეულ გამოცდილებებს შორის! არადა, რა მარტივია ადამიანის გაბედნიერება? უბრალოდ უნდა ჰკითხო: რა სურს და მხარში დაუდგე. გააძლიერო, ფრთები კი არ შეაჭრა, არამედ თავად უნდა გახდე მისი ფრთები! სულ ეს არის, რაც მისგან მინდა სან! ერთხელ დავიბადე, ერთხელ ვცხოვრობ, არ მაქვს უფლება ბედნიერი ვიყო?_ ავდექი და ზურგი ვაქციე. კიბეები ჩავიარე, ეზო გადავჭერი და ვენახებისკენ გავუდექი მოხრეშილ ბილიკს. სანი კი იდგა აივანზე დაფიქრებული და გამომცქერიდა. ბეჭებს მიწვავდა მისი სევდიანი მზერა, და მიუხედავად იმისა, რომ გული ვატკინე, იმედი მქონდა, რაღაც შევცვალე აზროვნებაში. ვიცოდი, სურდა მივბრუნებულიყავი, ხელი დამექნია, მაგრამ არ მივბრუნდი. ახლა თუ მივიხედავდი, ჩათვლიდა, რომ მხოლოდ ნატკენი გული მალაპარაკებდა. მე კი მინდოდა, ყველაფრის გადაფასება დაეწყო. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! გვიანობამდე ვიბოდიალე, ვენახიდან მინდორზე გადავედი, მინდვრიდან კვლავ სოფლისკენ მიმავალ გზაზე გამოვედი. უკვე გვარიანად ბნელოდა. უკნიდან მანქანის ხმა მომესმა და ფარებმაც შემოანათა მოსახვევიდან. გზის პირზე გადავუხვიე, მომავალ მანქანას გზა დავუთმე. გამცდა თუ არა დაამუხრუჭა. მძღოლმა კარი გააღო და გადმოაბიჯა. გული გამიჩერდა სიხარულისგან. ბაქარი იყო. _ ნელიკო?_ მომიახლოვდა და გაოცებულმა მიმოიხედა_ აქ რას აკეთებ, ამ სიბნელეში? მკითხა ცუდად შეფარული ბრაზით. _ ეს ჩემი სოფელია ბაქარ. აქ ყველა ქვას ვიცნობ და მეც ყველა ქვა მიცნობს!_ ვუპასუხე ცივად.მესმის, რომ ჩემზე ზრუნავდა , მაგრამ მაბრაზებდა , რომ როგორც ადამიანს არ მენდობოდა. თითქოს მე არ ვიცოდი თავად, რა იყო ჩემთვის სახიფათო და რა არა. თითქოს გადაწყვეტილებების მიღება არ შემეძლო. არც ჩემს გადაწყვეტილებებს ენდობოდა. კონტროლის მანიით იყო შეპყრობილი. მე მთელი ცხოვრება უმისოდ ვცხოვრობდი და ჯერ ისეთი არაფერი დამმარათნია ჩემი გადაწყვეტილების გამო, რაზეც ნერვიულობა ღირდა და მისგან განსხვავებით, ყოველთვის მქონდა ჩემი საკუთარი თავის იმედი. თავს საკმაოდ ჯანსაღად მოაზროვნე, რაციონალურ ადამიანად ვთვლიდი და ამ ყველაფრის მისგან ეჭვქვეშ დაყენება ძალიან მაღიზიანებდა. აღარაფერი უთქვამს. ხელი მომკიდა და მანქანისკენ წამიყვანა. _ მოიცადე!_ შევაჩერე და გავუღიმე_ წამოდი, არ გინდა, გავისეირნოთ? _ სად , ააქ?_ ისევ ეჭვით გახედა მინდვრისკენ მიმავალ ბილიკს. _ რა იყო, გეშინია?_ გამეცინა, რაღაც მეეჭვება ბაქარს რამის შინებოდა. ხელი მოვკიდე და უკან მინდვრისკენ გავბრუნდი. ერთი კი გახედა მანქანას, მაგრამ არაფერი უთქვამს. _რა იყო ქალაქის ბიჭო? სოფლის მოხრეშილი გზები არ გეკადრება?_ ვკითხე ირონიით. _ ნეტა იცოდე მაინც, რას ამბობ!_ გაეცინა მასაც. ცოტა ხანს უხმოდ მომყვებოდა. ვიცოდი, ადრე თუ გვიან საუბარი მოგვიწევდა და არც თუ სასიამოვნო, მაგრამ ცოტა ხნით მინდოდა მშვიდად მეგრძნო თავი. მხოლოდ ჩვენ ვყოფილიყავით და ეს უცნაური, ლამაზი ღამე. მინდვრის შუაგულში მწვანე ბალახზე დავწექი. გრილი იყო მიწა, ბალახი კი ნესტიანი. მიყურა მიყურა და გვერდით მომიჯდა. _ მიყვარს მიწის და ბალახის სურნელი!_ ვუთხარი და ცხვირი რბილ ბალახში ჩავყავი. მთვარე ივსებოდა, საოცრად ვერცხლიფერი და ბრწყინვალე იყო. და უამრავი ვარსკვლავი ბრჭყვიალებდა გარშემო. _ ბაქარ, ამდენი ვარსკვლავი ოდესმე გინახავს?_ ვკითხე ჯადოსნური ცით მოხიბლულმა. _ კი , ერთხელ ბავშვობაში!_ მიპასუხა და წარსულ მოგონებაში გაირინდა. _ სად ნახე ბაქარ?_ მინდოდა ცოტათი მაინც გახსნილიყო ჩემთან. _ ასე ცხრა წლის ვიქნებოდი, მამამ სათევზაოდ რომ წამიყვანა. ღამის თევით დავრჩით. მამა,მე და ანკესი. მდინარის პირას ვიჯექით და ათას რამეზე ვსაუბრობდით. აი იმ ღამეს ვნახე ასეთი საოცარი ცა. მერე კი , ამ ამბიდან ძალიან მალე ყველა ბავშვობის ზღაპარი სამუდამოდ დასრულდა ჩემთვის! აღარც ვარსკვლავებიანი ცა მიძებნია მას შემდეგ!_ მკლავზე დაეყრდნო, მოიწია და თვალებში ჩამხედა. _ შენი თვალებიც სავსეა ვარსკვლავებით! _ დაიხარა და მაკოცა. ხელები კისერზე მოვხვიე და ზედ ავეკარი სულშეგუბული. ახლაღა მივხვდი, როგორ მომნატრებოდა. _ მე კიდე შენი სურნელი მიყვარს, ჯიუტო გოგო!_ მითხრა და ისევ მაკოცა. რა საოცარი შეგრძნებაა საყვარელი ადამიანის სხეულთან გაერთიანება. თითქოს შენსავე თავთან ბრუნდები. თითქოს ამ შერწყმით ხდები ერთი მთლიანი. არ ვიცი, იმ ღამის ბრალი იყო, იმ მთვარის , იმ ვარსკვლავების თუ ბუნების პირველყოფილი მიზიდულობის, მაგრამ სწორედ ეს წამები იყო სინამდვილეში ის პირველი ღამე, მე რომ მთელი ცხოვრება ველოდი. მეგონა მთელი ცხოვრება გავიდა. ბედნიერებით სავსე დავბრუნდით მანქანასთან და უფრო დიდი სიურპრიზი იქ მელოდა. კარები გავაღე და დავჯექი. მოულოდნელად ჩემი შოკოლადისფერი კატა ჩამიხტა კალთაში. _ ბაქარ ,ბაქარ!_ სიხარული როგორ გამომეხატა არ ვიცოდი და გახარებული მის სახელს გავყვიროდი. _ რა ცოტა კმარა შენს გასახარებლად!_ ბაქარი ჩემი სიხარულით უფრო იყო გახარებული, ვიდრე დულსეს პოვნით. მაისურში ხელი ჩავავლე და ჩემკენ მოვწიე. გიჟივით ვკოცნიდი გახარებული და გახელებული . _ რაო ხომ არ გავიმეოროთ!_ აშკარად არ იყო წინააღმდეგი. _ წამოდი, სანამ სანდრო მოგვივარდა, ისედაც გაგიჟებული იქნება,ღამის სამი საათია უკვე!_ ვუთხარი სიცილით. სანი აივანზე იჯდა და აშკარად გველოდებოდა . _ აქ მოდით, ვილაპარაკოთ!_ გადმოგვძახა წყნარად. _ მისმინეთ, ბავშვი არ ვარ და ვხვდები თქვენს ურთიერთობას, არც თქვენ ხართ ბავშვები. როგორ იცხოვრებთ თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ _ დაფიქრდა და ბაქარს შეხედა სერიოზულად._ მაგრამ თუ ეცდები ფრთები მოაჭრა , გეფიცები მამის სულს, გიპოვნი და იმ ფრთებს ღერა_ ღერა გაჭმევ! სხვა მხრივ თქვენი ურთიერთობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს! შენ კი, ქალბატონო! რაც მითხარი , არ დაივიწყო! არავის მისცე უფლება საკუთარი თავი დაგავიწყოს! გასაგებია?!_ ავდექი და სანის ჩავეხუტე. ცხვირი მის კისერში ჩავყავი. _ მადლობა სან!_ ვუჩურჩულე ყურში. სანიმ თავზე მაკოცა და სახლში შევიდა. კარში შეყოვნდა. _ ჩემს სახლში ცალ_ ცალკე გძინავთ! ეს ჩემი წესია!_ უკანმოუხედავად მოგვაძახა და კარი დახურა. _ რა ფრთებიო?_ გამომხედა ბაქარმა. _ ჩემი თავისუფლების ფრთები!_ გამეცინა მე. რამდენიმე დღე დავრჩით. სანდრომ, რასაც ჰქვია , ღვინის სმაში ამოხადა სული საწყალ ბაქარს. თავისი ხარივით ძმა_ ბიჭები შეყარა და ყველას სასიძოდ გააცნო ჩემი შეყვარებული. ბიცოლაჩემმა, რომ გაიგო ბაქარი გიტარას უკრავსო, ბიძაჩემი გაახსენდა. ბიძისეული ბაფთამობმული გიტარა ჩამოურბენინა, მისი სიკვდილის შემდეგ უქმად რომ ეკიდა კედელზე და მთელი ის დრო ხელი არ გააშვებინა. ბაქარს აშკარად მოსწონდა ჩემები, მოსწონდა ეს წრფელი და უბრალო ურთიერთობა, მოკლებული ყოველგვარ მანჭვა_ გრეხვას და პომპეზურობას . მოსწონდა ბიცოლაჩემის დედური მზრუნველობა. მოსწონდა სანის გულწრფელობა. აღფრთოვანდა ტყუპებით. _ მეც მინდა ტყუპი გოგონებიო!_ მიჩურჩულა ერთხელ. ბაქარს მოეწონა სოფლის სიმშვიდე. ეტყობა საკუთარ ბედნიერ ბავშვობას ახსენებდა ეს ყველაფერი. და ყველაზე მეტად ჩვენი ღამეული გაპარვები აბედნიერებდა. ჩვენი მინდორი და ჩემს თვალებში არეკლილი ვარსკვლავებიანი ცა. რამდენიმე ბედნიერი დღის შემდეგ სახლში დაბრუნების დროც მოვიდა. _ მოგიწევს ბაქარს გაჰყვე, მანქანას მე ჩამოგიყვან, როცა დასრულდება რემონტი._ სანიმ გამოგვაცილა. სოფლის ბოლომდე გამოგვყვა._ ერთმანეთს ნუ დაჭამთ სანამ ჩახვალთ. _იმ დღეს, რომ თბილისიდან წამოსვლა არ გადამეწყვიტა, ხომ ვერ შეგხვდებიდი, არა?_ მომიბრუნდა ბაქარი ჩვენი შეხვედრის ადგილს რომ მივუახლოვდით. _ დაგინახე თუ არა მივხვდი, ჩემს ცხოვრებას შეცვლიდი!_ ამაზე არასდროს გვისაუბრია. მართლა მაინტერესებდა მისი ფიქრები. _ ეგ რატომ იფიქრე? არ მითხრა ახლა , რომ ჩემმა სილამაზემ გადაგრია! ძალიან ბანალური იქნება იცოდე!_ გამეცინა მე და ინსტიქტურად სიმღერებში " შავთვალა " მოვნახე. _ არა, თავიდან მეგონა პრობლემა, გქონდა. მანქანასთან დაკავშირებით. რომ მიგიახლოვდი არც კი გაგიგია. უცებ სიმღერა დაიწყე " შავთვალა ხუჭუჭთმიანიო" და ასე მეგონა მე მიმღეროდი! ნუ მიყურებ მასე, მართლა ასე მეგონა!_ გამახსენდა ჩემი პირველი ემოცია , მისი დანახვისას. მეც ხომ სწორედ ის გავიფიქრე, როგორ ჰგავს ჩემს სიმღერასმეთქი?! _ რა იყო , რაზე ფიქრობ?_ დაინტერესდა და სწორედ იქ გადააყენა მანქანა, სადაც მე გავჩერდი მაშინ. _ მე კიდე ვიფიქრე, რომ საშიში და თავხედი კაცი იყავი!_მისი გაბრაზება მინდოდა. _ ხოო, ხომ მითხარი, რომ მანიაკი გეგონე!_ თვალები ეშმაკურად მოჭუტა._ გინდა მანიაკობანა გეთამაშო? _ რაა?_ უცებ ვერ მივხვდი. _ გინდა შენი მაშინდელი ფანტაზია გავაცოცხლო?_ მანქანის კარი გავაღე და გადავედი. _ რატომღაც მგონია, მარტო ჩემი ფანტაზია არ ყოფილა ეგ!_ ენა გამოვუყავი და უკაცრიელი ვენახებისკენ გავიქეცი. _ დიდი მატყუარა და ეშმაკი გოგო ხარ! როგორც კი გენდობი და თვალს მოგაშორებ მაშინვე გარბიხარ!_ დაიყვირა ბაქარმა და უკან გამომეკიდა. რამდენიმე წამში დამეწია. ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა. _ ჩემს ცხოვრებაში მოსვლა შენი ნება იყო, მაგრამ არ გქონდეს იმედი, რომ ოდესმე გამექცევი!_ ისეთი სურვილით მიყურებდა. ისეთ მძაფრ ემოციას ვგრძნობდი. თავის შეკავება უფრო და უფრო მიჭირდა. მომწონდა და მსიამოვნებდა ალერსის დროს მისი მბრძანებლური ხასიათი. ოღონდ ეს იყო, რომ ხასიათის ეს თვისება, ბაქარს ალერსიდან რეალურ ცხოვრებაშიც გადმოჰქონდა. _ თუ წასვლა მომინდება, ვერ შემაჩერებ!_ ვუთხარი ჯიუტად. _ მართლა?!_ გაეღიმა ირონიულად. და ტუჩებში მაკოცა, _ ვერც ასე?_ შემდეგ ყელში მაკოცა და მიჩურჩულა. _ ასე?_ მერე მაისური ჩამომიწია მხრიდან და ახლა მხარზე მაკოცა. _ ისევ გინდა წასვლა?_ მკითხა სურვილით ატანილს. _ ჯანდაბა, წასვლას ყოველთვის მოვასწრებ, ახლა კი შენთან დავრჩები. _ მიყვარხარ ჯიუტო გოგო!_ ეს სიჯიუტე უფრო ახელებდა, ვიცოდი და მხოლოდ ამიტომ ვეუბნებოდი, თორემ კარგად ვიცოდი, მისგან წასასვლელი გზა იმ ღამეს, იმ მინდორშივე რომ მოვუჭერი საკუთარ თავს. თბილისში გვიან დავბრუნდით. ჩემთვის არც კი უკითხავს, ისე წავიდა საკუთარ სახლში. _ შენ ხომ იცი, დაკარგულს ვინც იპოვნის, იმისია!_ მითხრა და დულსე ძირს დასვა. _ მაინტერესებს, ახლა რაღას მოიმიზეზებ? როგორ გამექცევი? _ არაფერი მიპასუხია. კნუტს გზად ნაყიდი საჭმლის ჯამი გავუვსე და წყალიც დავუსხი. _ შენ და მირზამ რატომ იჩხუბეთ?_ მკითხა და კალთაში ჩამისვა. _ იმიტომ, რომ ვირია!_ არ მსურდა მეთქვა სამსახური აღარ მაქვსმეთქი. _ იცი,მირზამ დამირეკა!_ მითხრა და ინტერესით დამაცქერდა. _ რაო აგენტურამ, ენა მოგიტანა?_ ჩავისისინე მე. _ არა, ვერ ვუკავშირდები და ვნანობ, რომ ვაწყენინეო!_ ხელი ვითომ შემთხვევით ჩემს კაბაში შეაცურა. _ ანუ ისევ იქ ვმუშაობ?_ გამიხარდა მე. _ არა!_ თითები მტკივნეულად მომიჭირა ფეხზე. _ უკან დაბრუნება არ ღირს, ახლა ჩემთან მუშაობ! _ მიხვდა , რომ შეკამათებას ვაპირებდი და ისევ მომიჭირა თითები._ მოდი, დღეს არ ვიჩხუბოთ! ან თუ მაინც და მაინც ჩხუბი გინდა, ამ ჩხუბით სიამოვნება მაინც მივიღოთ. არ ვიცი, რამ დამამშვიდა, იმან, რომ სინამდვილეში ბაქარის გვერდით მსურდა ყოფნა, თუ იმან, რომ ჩემებმა ჩვენს შესახებ გაიგეს. მიუხედავად იმისა , რომ ვცდილობდი თავისუფლად მეაზროვნა, მაინც მქონდა პატარ_ პატარა კომპლექსები. და ეს ოხერი " რას იტყვის ხალხიც!" შიგადაშიგ მაღიზიანებდა. რამდენიმე დღე სახლიდან არსად გავსულვართ, სრული იდილია სუფევდა, ბაქარი, მე და დულსე. ამ სულელ კატას მგონი ჩემზე მეტად სახლის პატრონი მოსწონდა. იმდენად მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობდი თავს მის გვერდით, სხვაგან წასვლის სურვილი საერთოდ არ მქონდა. არც თუ ხშირად , მაგრამ მაინც ვამჩნევდი, რომ მის ხმაგამორთულ ტელეფონზე ზარები შემოდიოდა, ბაქარი დახედავდა და უბრალოდ თიშავდა. მეც თანდათან მოთმინება მღალატობდა. მორიგი ზარისას თავზე დავადექი, მობილური ავიღე და ჯიუტად ვაიძულე ზარზე ეპასუხა. _ გისმენ ლიკა!_ ამ ჯერად და ურეკავდა. თუმცა მეეჭვებოდა , რომ მხოლოდ მასთან საუბარს არიდებდა თავს. _ რა გინდა?... რუსიკომ გითხრა?...მერე.. არ მაინტერესებს....როდის ინტერესდებოდა ჩემი პირადით?....ახლა რა შეიცვალა...აჰაა!_ აქ კი ჩაეცინა. მერე უეცრად ხმა შეეცვალა. თვალები ავად აუელვარდა. _ კარგად მომისმინე! წლებია თავს ვალდებულად ვთვლი და ისე ნუ იზავ, რომ შენზეც მასთან ერთად ავიღო ხელი. საკუთარ თავს ზედმეტის უფლებას ნუ მისცემ! თორემ?... გირჩევ თუ ჩემს თორემს შენს ტყავზე არ გამოსცდი!!!_ ტელეფონი დივანზე მიაგდო და ხელებით შავი ხუჭუჭები აიჩეჩა. _ მეორედ აღარ მაიძულო, რამის გაკეთება!_ ამომიღრინა მგელივით . _ რატომ არ პასუხობდი.._ სიტყვა არ დამამთავრებინა, გაავებული წამოდგა ფეხზე. _ მე გითხარი! არასდროს მაიძულო იმის გაკეთება ,რაც არ მინდა!_ თავის დაზე გაბრაზებული ჩემზე იყრიდა გულისჯავრს. _ ვერ ვხვდები, რა მოხდა ასეთი?_ გული ყელში მომებჯინა. წამიერად შემძულდა იმ თავისი შავი ბრიალა თვალებიანად. _ არცაა საჭირო, რომ მიხვდე! ეგ შენი საქმე არაა!_ ისე მიყურებდა , თითქოს ერთი სული ჰქონდა, იქვე მივეხრჩვე. მერე რა თუ დასთან საუბარი ვაიძულე? თანაც ხომ არ ვიციდი, ვინ რეკავდა. _ ჩემი საქმე არ არის? აბა რა არის ჩემი საქმე? შენთან გორაობა?_ სიტყვები თავისთავად ამომიძვრნენ პირიდან. _ ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს რამეს გაძალებდე!_ მათრახივით მომხვდა მისი სიტყვები. _ არა, აქამდეც ვიცოდი, რომ აქ დარჩენა დიდი უაზრობა იყო! ახლა კი საბოლოოდ დავწმუნდი!_ ვუთხარი ცივად . ზურგი ვაქციე და საძინებელში შევედი. არ შემოსულა . უკვე საკმაოდ გვიანი იყო ოთახიდან რომ გამოვედი. ნაწყენი ვიყავი. მაგრამ მეგონა, თუ პირველ ნაბიჯს მე გადავდგამდი. არც ბაქარი გაჯიუტდებოდა. მართალი იყო სადღაც, თუ არ სურდა დასთან საუბარი, მე არ მქონდა უფლება ასე მოქცევის. თუმცა უბრალოდ შეეძლო აეხსნა, ვინ ურეკავდა და რატომ არ პასუხობდა ზარს. მგონი არც ისე რთული იყო ეს ყველაფერი. მისაღებში არ იყო, არც სამზარეულოში. საერთოდაც სახლში არ იყო. დავურეკე და არ მიპასუხა. კიდევ რამდენჯერმე დავურეკე. ზარი გადიოდა, მაგრამ არ მპასუხობდა. დაახლოებით ორი საათი კიდევ ველოდე და მერე ისევ დავურეკე. კარგა ხნის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა გამაგონა: _ რა გინდა?_ აი ასე ცივად და უხეშად. _ სად ხარ? _ ვკითხე თან გაოცებული ვუსმენდი მუსიკისა და სიცილის არეულ ხმებს. _ არ მცალია! დაწექი და დაიძინე! არ დამელოდო! _ იმდენად უემოციოდ მითხრა თვალები ცრემლებით ამევსო. მე ვდარდობდი მის გამო, იმაზე რომ ვაწყენინე, ის კი სადღაც ჯანდაბაში მხიარულობდა, სვამდა და ერთობოდა. მუსიკის ხმაში აშკარად ვარჩევდი ქალების სიცილს. პასუხს აღარ დალოდებია ტელეფონი გათიშა. დივანზე ვიჯექი და ცრემლები მახრჩობდა. _ ესეც შენი ზღაპრის დასასრული!_ ასისინდა მეორე მე. _ რა გინდა, შეუმცდარი წინათგრძნობა გქონია!_ დამცინა საკუთარმა თავმა. ავდექი ქურთუკი მოვიცვი. დულსე ავიყვანე და იმ გადაწყვეტილებით გავემართე კარისკენ, რომ აქ აღარასდროს დავბრუნდებოდი. გაღება ვცადე და რამდენიმე მცდელობის შემდეგ მივხვდი, რომ კარი უბრალოდ ჩაკეტილი იყო და მე სახლში გამომწყვდეული. ალბათ ძნელი არ იყო ბაქარისთვის იმის გამოცნობა, რომ მე წასვლას მოვინდომებდი. გაუხდელად მივწექი დივანზე და გათენებას დაველოდე. ხომ გაგიგიათ დილა ღამეზე ბრძენიაო? თუმცა ვერც გათენებამ შემიცვალა სურვილი. გამთენიისას დაბრუნდა ბაქარი. იმაზე ფხიზელი, ვიდრე წარმომედგინა. დამინახა დივანზე დამჯდარი. კარი კვლავ გასაღებით გადაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო. _ ბაქარ, კარი გამიღე!_ ვუთხარი მტკიცე ხმით. _ რატომ?_ თავხედურად გაეღიმა მას. _ იმიტომ, რომ უნდა წავიდე! _ სად უნდა წახვიდე? _ ჩემს სახლში! _ ჩემი სახლი შენი სახლია! _ არც შენ მჭირდები და არც შენი სახლი! _ და ჩემი კატა? გჭირდება?_ აშკარად დამცინოდა. _ ბაქარ, გასაღები მომეცი! _ მოდი და აიღე!_ მხრები აიჩეჩა მან. ავდექი და მივუახლოვდი. ხელი ჯიბეში ჩავუყავი. უცებ მომხვია ხელები. _ გამიშვი ბაქარ! _ ვცადე მოვშორებოდი. მაგრამ ხელის გაშვებას არ აპირებდა. _ რამდენ ხანს დაკეტავ კარებს? როგორც კი შევძლებ მაშინვე წავალ! _ ვუყვირე გაცოფებულმა.და თვალები ისევ ცრემლებით ამევსო. _ მე კიდე მომწონს, რომ ბრაზდები, უფრო მინდიხარ!_ მძულდა, მისი შეხებაც მძულდა. მისი სიტყვებიც მძულდა და საკუთარი თავიც მძულდა მის გვერდით. _ მასე ნუ მიყურებ!_ ცალი ხელით თმა გადამიწია ყურზე. თითით ცრემლები მომწმინდა. _ მიყვარხარ ნელიკო!_ მითხრა და ცეკვა დაიწყო ჩემთან ერთად. მის ხელში თითქოს წონა არ მქონდა. _ "და მე მინდოდა მეთქვა! რომ მე მინდოდა თქმა! დაა გულს ეწყება ფეთქვა. როცა შენ, ჩემთან ხარ!"_ მღეროდა ხმადაბლა და გულში მიკრავდა. ისე ძლიერად და ისე გამეტებით თითქოს ხელს თუ გამიშვებდა უბრალოდ გავქრებოდი. და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი მიყვარდა თან მძულდა კიდეც. ის მაიძულებდა შევცვლილიყავი. მე კი საკუთარი თავით კმაყოფილი ვიყავი და თუ მის ნებას დავყვებოდი. სწორედ ისე, როგორც მარის სანის გამო, საკუთარ თავზე უარის თქმა მომიწევდა. ვინ უფრო მნიშვნელოვანი იყო? ბაქარი თუ მე? მე თუ ბაქარი? თავი 11 ძლივს გათენდა. საოცარი უიმედობის , არა უფრო სწორად იმედგაცრუების დილა. მთელი ღამე ვფიქრობდი. ბაქარი ჩემს გვერდით იწვა, ერთდროულად ისე ახლოს და თან ისე შორს. იწვა და მშვიდად ეძინა. კარადის სარკეში საკუთარ თავს მოვკარი თვალი. ავდექი და მონუსხულივით მივუახლოვდი. თვალები ჩაშავებული და ამღვრეული მქონდა. უცნაურად დაღლილი და ცარიელი გამომეტყველებით მომჩერებოდა, ვიღაც უცნობი სარკიდან. ურთიერთობაც ხომ სარკეს ჰგავს? ერთი პაწაწუნა ბზარიც თუ გაჩნდა , გინდა თუ არა, მასში ჩახედვისას თვალი იმ ბზარისკენ გაგირბის. სულ თვალში გეჩხირება და საკუთარ არსებობას გახსენებს. ეს პაწაწუნა ბზარი მთელ გამოსახულებას უკარგავს სილამაზეს. სულ ერთი პაწაწა ბზარი! და სარკე არაფრად ვარგა, მაგრამ ამხელა ნივთი გვენანება გადასაგდებად. სარკე დიდია_ ბზარი პაწაწა! ხომ გაგიგონიათ, გატეხილი სარკე ცუდის ნიშანიაო?! სარკეში ჩემს უკან ბაქარი ჩანდა. როცა ბაქარს ვუყურებდი ბზარი თვალთახედვიდან ქრებოდა. უკან მივბრუნდი. მის გვერდით დავჯექი და სახეზე მოვეფერე. სხვისთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის უნაკლო, ლამაზ სახეზე. იქნებ ღირდეს შეცვლა? იქნებ მის გამო ღირდეს დათმობაზე წასვლა? იქნებ სწორედ ესაა სიყვარული? მიიღო ადამიანი ისეთი, როგორიც არის? მაგრამ მეც ხომ ჩემი ინდივიდუალობა მხდიდა იმად, რაც ვიყავი? იქნებ მე ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ სურვილებს ვიყავი აყოლილი? იქნებ არც არსებობს სარკეები ბზარების გარეშე? თვალები გაახილა და შემომხედა. საქმე იმაში კი არ იყო, მე შემეძლო თუ არა შეცვლა. არა! საქმე ის იყო, რომ ამ თვალებდან გუშინდელი ბრაზის და სიძულვილის მსგავსი განცდების დანახვა მორალურად მანადგურებდა. სხვა რომ ყოფილიყო , და არა ბაქარი ალბათ ასე არ მეტკინებოდა. არა, ნამდვილად არ მეტკინებოდა. რესტორნის შემდეგ, გოგაც მიყურებდა ხოლმე მსგავსი ბრაზით, მსგავსი მძაფრი ემოციით, მაგრამ მე სული არ მტკიოდა. მაგრამ მე არაფრად მიღირდა . მაგრამ ჩემთვის სულ ერთი იყო. თუ ახლა არ წავიდოდი , თუ დავრჩებოდი დარწმუნებული ვიყავი ბაქარი კიდევ შემომხედავდა ისე, როგორც წინა საღამოს. და ერთ დღესაც მე დავიჯერებდი, რომ ზუსტად ის ვიყავი, რადაც გუშინ თავს გვრძნობდი. არარაობა! არ გეგონოთ, რომ ბაქარს ვაბრალებდი რამეს. ის ასეთი იყო თავიდანვე, პირველივე წამიდან და მე სწორედ ამის გამო შემიყვარდა. ის იმ უცნაურ ყვავილს ჰგავდა, ლენცოფას რომ ეძახიან. უცნაურად ლამაზს, საშიშს, ველურს. ის იყო ჩემი ტკივილგამაყუჩებელი, მაგრამ საკმარისი იყო ოდნავ გადამემეტებინა, რომ სასიკვდილო შხამად გადაიქცეოდა. ლენცოფა ლამაზი მხოლოდ ბუნებაშია, ველურად, მარტოსულად და შორს. მე კი მისი მოშინაურება მინდოდა. თუნდაც ქოთანში ეხარა, მის შხამიან თვისებებს ხომ ვერ შეიცვლიდა? რადგან ის უბრალოდ ასეთი დაიბადა. _ ბაქარ, მე უნდა წავიდე. ხომ ხვდები, ძალით ვერ დამტოვებ._ იმაზე ბევრად მშვიდი ვიყავი ვიდრე მეგონა. იდაყვზე დაეყრდნო და წამოიწია. _ არ გინდა , გთხოვ!_ თავი მუხლებზე დამადო და ხელები მომხვია. _ არ წახვიდე! არ დამტოვო!_ ვიცოდი რასაც აკეთებდა. ჩემს გრძნობებზე თამაშიბდა, მაიძულებდა დარჩენა მსურვებოდა. ვიცოდი ცოტაც და გული ვეღარ გამიძლებდა. ხელები გავაშვებინე და ავდექი. _ ხომ ხვდები, შენ გაშვებას არ ვაპირებ!_ წამიერად შეეცვალა გამომეტყველება. როცა მიხვდა არ გამოუვიდა. _ აზრი არა აქვს ბაქარ! მე ვერ დავრჩები, არ უნდა დავრჩე! თორემ საბოლოოდ დაინგრევა ყველაფერი!_ თავი უარის ნიშნად გავაქნიე მე. _ თუ წახვალ, ისედაც ყველაფერი დამთავრდება!_ მუქარა გაურია ხმაში. ცალყბად გამეღიმა. _ ნუ ცდილობ ჩემს დაშანტაჟებას!_ გაცოფებული საწოლიდან წამოხტა. მხრებში ხელები ჩამავლო და შემანჯღრია. _ შეძლებ ჩემს გარეშე ყოფნას? დარწმუნებული ხარ? _ ხალხი სულაც კვდება ბაქარ, მაგრამ ცხოვრება ამით არ მთავრდება!_ ვხედავდი, როგორი გამწარებული ეძებდა გამოსავალს. მაგრამ შევიცვლებიო, არ უთქვამს. იმიტომ , რომ ძალიან კაგად იცოდა, ამაზე დიდ ტყუილს ვერაფერს მეტყოდა. გამიხარდა კიდეც. ტყუილი დაპირებები რომ არ მოუცია, რომ სახე არ დაუკარგავს. ამას სჯობდა ისევ დამმუქრებოდა. _ ესეიგი ასე ხომ?! ესაა შენი სიყვარული? შენც არაფრით განსხვავდები მათგან! შენც ზუსტად ისეთი ხარ! ძალიან შევცდი შენში! _ ხელები გამიშვა._ წადი ნელიკო! წადი! სადაც გინდა, იქ წადი! არ იფიქრო, რომ გამოგეკიდები! რომ შეგეხვეწები! რაც გინდა ის ქენი! შენ უკვე ყველაფერი თქვი მაგ შენი სურვილით! წაეთრიე აქიდან!_ სადღაც გულის კუნჭულში ვხვდებოდი, გამწარებული იყო და ამ ყველაფერს იმიტომ ამბობდა. მაგრამ ვაცნობიერებდი, რომ ახლაც თავს იკავებდა და ამაზე ბევრად მეტ საშინელებებს გულში ფიქრობდა. ზურგი ვაქციე. დულსეს ხელი დავავლე და ბაქარი დავტოვე, მე ბაქარი მივატოვე. კაცი, რომელიც სხეულის ყოველი უჯრედით მიყვარდა, საკუთარი ბედნიერების ძიებაში მივატოვე. სახლში როგორ დავბრუნდი არ გამიგია. ეზოში, სადარბაზოს წინ, უზარმაზარი გული ეხატა, უფრო სწორედ ჩანაცრული გული. როგორც სჩანს ვიღაცამ ვიღაცას გულის დაწვით სიყვარული აუხსნა. ირონიულად გამეცინა. "ჯერ დახატულს დავწვავ, ხელში რომ ჩაგიგდებ, ნამდვილ გულს გიქცევ ნაცრადო!!! " თავადაც მიკვირდა, რომ არ ვტიროდი. ჩემში ქარიშხალი ანგრევდა ყველაფერს, მაგრამ სახეზე კუნთიც არ მიტოკავდა. უბრალოდ გავიყინე. რამდენიმე დღე ასე სახლში შეკეტილმა გავატარე. მერე გამორთული ტელეფონი ჩავრთე, ალბათ,როცა გამოვრთე, იმედი მქონდა დამირეკავდა, თორემ რატომ გამოვრთავდი? მაგრამ ერთი გამოტოვებული ზარიც კი არ დამხვედრია მისგან. მინდოდა მოვნატრებოდი, მოსულიყო და ეთქვა შევრიგდეთო. მაგრამ რა თქმა უნდა, ბაქარი არ მოვიდა. მეტყვით , თუ გაიქეცი , თუ მიატოვე რაღატომ ელოდებოდიო? მაგრამ მე მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამთ: _ოდესმე საყვარელ ადამიანს დაშორებიხართ? თუ კი, მაშინ გამიგებდით და ასეთ სისულელეს არ მკითხავდით! თუ არა, მაშინ ნუ განმსჯით! ჩემი სიმშვიდე, მარტივად რომ ვთქვა, მახრჩობდა. ყელში მარწუხივით მქონდა მოჭერილი. გულში უცნაურ გაუსაძლის წვას ვგრძნობდი და უზომოდ მენატრებოდა. რამდენჯერმე საკუთარი თავი დავიჭირე , კარის სახელურზე ხელჩავლებული. მასთან გაქცევით სურვილატანილი. არავის ნახვა არ მინდოდა, რადგან ხმამაღლა არაფრით ვაღიარებდი ჩვენი დაშორებას. მაგრამ ჩემი სულიერი მდგომარეობა, ჯერ არც გარეგნული ბედნიერი ნიღბის მოსარგებად იყო მზად. ის დღეები, როცა საკუთარი სახლის სივიწროვე სულს მიხუთავდა, მხოლოდ დულსემ გადამატანინა. მის გამო ვდგებოდი საწოლიდან და ბუნაგად ქცეული ოთახიდან გამოვდიოდი. ზოგჯერ მხოლოდ სხვაზე ზრუნვა გაძლევს ადამიანს ძალას, რომ დაცემული კვლავ ფეხზე წამოდგე. ჩვენი დაშორებიდან დაახლოებით ორი კვირა გავიდა და მე ზაზუნასავით იმ მარაგით ვსულდგმულობდი, რაც გადანახული მქონდა. თუმცა თითქმის არაფერს ვჭამდი. გინდა დამიჯერეთ, გინდა არა! მთელი ორი კვირის მანძილზე ფანჯრიდანაც კი არ გადამეხედა.. საკუთარ სახლში მოჩვენებად ვგრძნობდი თავს. ვიჯექი და უწყვეტად ვუყურებდი animal planet_ს. გამოურთველად მივჩერებოდი ეკრანს, რადგან უძილობა მქონდა და არ მსურდა რამე, ჩემთვის სახიფათოზე, მეფიქრა. ერთი საშინელი რამ აღმოვაჩინე საკუთარ წყვდიადში ჩაძირულმა. ეჭვი არ მეპარებოდა ბაქარს ვუყვარდი, მე კი აუტანლად მინდოდა მისთვის ტკივილის მიყენება. საოცარ, ტკივილნარევ სიამოვნებას განვიცდიდი საკუთარი სიკვდილის წარმოდგენით. უფრო სწორედ ბაქარის ტკივილზე ფიქრისას. აი აქ მივხვდი, რომ უკვე ვუბერავდი!!! სხვა გზა არ მქონდა ტელეფონი ავიღე და ნანუკას დავურეკე. იმხელა წივილ_ კივილის და ლანძღვის კორიანტელი დააყენა ამ პატარა გოგომ, უნებურად გამეღიმა. _ სად აგდიხარ გოგო? რა ჯანდაბას აკეთებ? მოვდივარ კარს არ მიღებ, გირეკავ არ მპასუხობ. რას ნიშნავს შენი მესიჯები? რას ნიშნავს გაცადო? შე არანორმალურო ეგოისტო! მოვდივარ და მეტი არ მინდა, კარი არ გააღო! 112 დავრეკავ იცოდე!_ ტელეფონი გამითიშა და დაახლოებით შვიდ წუთში ბრახუნი ატეხა კარზე. წავლასლასდი და საკუთარ, საყვარელ ჯალათს გავუღე კარები. დამინახა და შეცბა. ნუთუ ასე საშინლად გამოვიყურებოდი? შემათვალიერა. სახე სიბრალულმა დაუსერა. _ რა ხდება ნელიკო? ნახევარი ადამიანი ხარ დარჩენილი!_ მკითხა და შემოაბიჯა. წამის წინ საომრად მოქოქილმა, ჩხუბის სურვილიც კი დაკარგა ჩემი დანახვისას. მისაღებში შევედი და შემომყვა. სახლი მოათვალიერა. ამოიოხრა. მივიდა სქელი ფარდები გადასწია და აივანი გააღო. ცოტა ხანს ეზოში იყურებოდა. არ ვიცი, რას უყურებდა დაძაბული. მერე თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და ოთახში შემობრუნდა. _ გისმენ!_ მხოლოდ ეს თქვა და სავარძელში ჩაჯდა. ჯერ ჩუმად დავიწყე მოყოლა, მერე გავბრაზდი, მერე მეწყინა, ბედნიერებაც ვიგრძენი, ტკივილიც, იმედგაცრუებაც, სიძულვილიც და სიყვარულიც. ყველაფერი თავიდან განვიცადე და გულზე მომეშვა. იმდენად მაინც , რომ სუნთქვა დავიწყე. მოთმინებით მიცდიდა, მისმენდა. სანამ არ დავასრულე ხმა არ ამოუღია. მერე წამოდგა სააბაზანოში გავიდა და აბაზანა ცხელი წყლით გაავსო. _ მოდი ნელიკო!_ დამიძახა. თავისი ხელით გამხადა , თმა გამიშალა და წყალში ჩაჯდომაში დამეხმარა. თმა დამბანა და დამივარცხნა. ისე, როგორც დედა პატარა ბავშვს, სწორედ ისე მივლიდა. არ მსაყვედურობდა, არ მამტყუნებდა, არ განმსჯიდა, არც ბაქარს ლანძღავდა. მხოლოდ ჩემზე ზრუნავდა. მისმა სიახლოვემ და ცხელმა წყალმა დაჭიმული სხეული მომიდუნა. _ ახლა კი ნელიკო, იტირე!_ გაოცებულმა ამოვხედე. _ ხო, მიდი, იტირე! აქ ყველგან წყალია და არაფერი დაშავდება ცოტას თუ იტირებ. მე ვერც კი შევამჩნევ. იტირე ჩემო გოგო!_ ჯერ ერთი წვეთი ჩამოგორდა ლოყაზე, მერე მეორე. მერე კი მოსკდა გულში დაგროვილი დარდის ოკეანე და გაავსო აბაზანაც, სახლიც, ქუჩებიც და მგონი მთელი დედამიწაც წალეკა. ნელ_ ნელა დავმშვიდდი. დავიცალე. განვთავისუფლდი. ამოვისუნთქე და ჩემში სიცარიელემ დაიკავა დარდის ადგილი. აბაზანიდან გამომიყვანა ნანუკამ, ფუმფულა ხალათი მომაცვა. თმა თავისი ხელით გამიშრო. _ დაისვენე ნელიკო! აქ წამოწექი და დამელოდე. _ ადგა და ტელევიზორი გამორთო. მერე სამზარეულოს მიაშურა. მესმოდა მისი მოძრაობა, მისი ნაბიჯები. ვიცოდი მარტო არ ვიყავი. და სიმშვიდე დამეუფლა. თბალები დამეხუჭა და დამეძინა. არც კი ვიცი, რამდენ ხანს მეძინა. რომ გავიღვიძე შებინდებული იყო. მაგიდაზე საჭმელი და წერილი დამხვდა: " ბავშვებთან უნდა გავიქცე, ჭამე და არაფერზე იფიქრო!" საჭმელი ავიღე და აივანს გავხედე. მეეჭვებოდა, ბაქარიც ჩემსავით მოშვებულიყო. ნეტა რას აკეთებდა? ნეტა თუ ჭამდა? საკუთარ თავზე გამეცინა. ჩემზე დარდს არ გადაჰყვებოდა ყოველშემთხვევაში. ლუკმა პირში ჩავიდე. უგემურად გავღეჭე. მერე მეორე, მესამე და ვიგრძენი, ძალიან მშიოდა. "წაეთრიე!" გახმიანდა მოულოდნელად ჩემს ტვინში. ახლა თავი აღარ შემიკავებია, არც კი მიცდია. ცრემლები თავისით ჩამოსრიალდნენ ლოყაზე და თეფშში ჩაცვივდნენ. საჭმელი მაგიდაზე დავდგი და ავდექი, თავი მოვიწერიგე. მე ხომ თავად ვთქვი, რომ ცხოვრება გრძელდება, არა? საყვარელი ადამიანები უკვდებათ და ცხოვრებას აგრძელებენ. მადლობა ღმერთს, ბაქარი თავს კარგად გრძნობდა. ცოცხალი იყო და ჯანმრთელი. ხოდა რა მქონდა სატირალი? ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი ვინც საყვარელ ადამიანს დაშორდა. თხელი, გრძელი იისფერი კარდიგანი მოვიცვი. ეს ფერი ყოველთვის მამშვიდებდა. ყურსასმენებში რომელიღაც რელაქსი ჩავრთე და კიბეზე დავეშვი. მივდიოდი ქუჩებში და თითქოს, რაღაც ახალი სამყარო იყო ჩემს გარშემო. სამყარო, სადაც მე მას ვეღარ ვნახავდი. სამყარო, სადაც მასთან ერთად ვეღარ ვივლიდი. სადაც მას ვერასდროს ჩავეხუტებოდი. კარდიგანი მჭიდროდ მოვიხვიე და იქვე სკვერში სკამზე ჩამოვჯექი. ფერადი ფანტანი ციმციმებდა. ხალხი მიმოდიოდა. იცინოდნენ, ბედნიერები იყვნენ. მე კი ის დავკარგე , რაც ბადნიერებით მავსებდა. არა კი არ დავკარგე, საკუთარი ნებით დავთმე. _ სულელო! ჯიუტო! საძაგელო!_ ვუთხარი საკუთარ თავს. ჩემი მეორე მე დუმდა. ყოველთვის ენაწყლიანი, სარკასტული და ირონიული ახლა საეჭვოდ დუმდა. დაღამდა. სალხი სახლებში გაიკრიფა. მე კი ისევ ისე ვიჯექი. რა აზრი ჰქონდა სახლში წასვლას? იქაც მარტოობა, აქაც მარტოობა. ძილი მომერია. არც კი მიფიქრია ისე მივწექი სკამზე. ფეხები ავიკეცე. ხელი ლოყის ქვეშ ამოვიდე და თვალები დავხუჭე. რა იქნებოდა, როცა გავიღვიძებდი აღარაფერი მხსომებოდა. რა იქნებოდა? ვიგრძენი ვიღაცამ ხელში ამიყვანა. თვალები გავახილე და სანდრო იყო. _ სანდრი?_ ვუთხარი გაბრუებულმა._ დამეხმარე სანდრი! სახე მის მკერდში ჩავმალე და მიტოვებული კნუტივით ჩავეხუტე. _ ყველაფერი კარგად იქნება დაიკო! ყველაფერი კარგად იქნება!_ მითხრა და ჩემი მანქანისკენ წამიყვანა. მანქანაში ჩამსვა და კარი დახურა. დავინახე ვიღაცას თავი როგორ დაუქნია. მაგრამ მე აღარაფერი მაინტერესებდა საკუთარი დარდის მეტი. დილით ჯერ ისევ მეძინა, ნანუკას ხმამ რომ გამაღვიძა. _ სან წაიყვანე, მეშინია მისი მარტო დატოვების. _ სანდროს პასუხი არ გამიგონია. საღამოს უკვე სოფლის გზას ვადექით. მე სანი და ჩემს კალთაში მაყურსული დულსე მიო. სანის არაფერი უკითხავს. საერთოდ არაფერი. არც ბიცოლა და მარი შემკითხვიან რამეს. ალბათ სანიმ უთხრა, რომ არავის შევეწუხებინე კითხვებით. ასე კომფორტული იყო. სოფელმა ნელ_ ნელა დარდი გადამავიწყა. ტყუპებმა ხომ ხასიათი გამომიკეთეს და გამომიკეთეს. დღე ასატანი იყო. მაგრამ ღამე _ვერა! ჩუმად ვიპარებოდი მინდორში. ვიწექი ბალახზე და ვარსკვლავებს ავყურებდი. მთვარე უცნაურად იცვლიდა ფორმებს. ნელ_ ნელა ვარსკვლავებიც შეთხელდნენ. და ერთ დღესაც უბრალოდ თოვლმა დაფარა მინდორი. ის რაც იყო მწვანე და ცინცხალი, თოვლის სითეთრემ შეცვალა. მეც განვიკურნე დარდისგან. თითქოს თოვლმა არა მარტო ეს მინდორი და მოგონებები, არამედ მეც დამფარა... ...და მე და დულსე რუსთავში დავბრუნდით. ახალი სამსახური მოვძებნე, ახალი ხალხი, ახალი ცხოვრება. ახალი თავგადასავალი. ერთ დღეს მირზამ მომწერა : " ნელიკო როგორ ხარ?" გამეღიმა. მომნატრებოდა ეს დამპალი მირზა. იქვე მაღაზიასთან ვიყავი. ამიტომ პასუხის ნაცვლად პირდაპირ თავზე დავადექი. _ ვაა, ეს ვინ დაბრუნდა! დიდება შენს გამოჩენას !_ გადამეხვია ჩემი ყოფილი უფროსი. _ ჩემზე ნაწყენი თუ ხარ,მაპატიე!_ მითხრა დარცხვენით. _ ყველაფერმა ჩაიარა!_ გამეცინა მე_ აბა რას შვებით უჩემოდ? _ დაგვეტყო იცი უშენობა, არ უნდა დამეჯერებინა მისთვის და არ უნდა გამეშვი!_ უცებ გაჩუმდა ,მიხვდა ზედმეტი წამოცდა. _ რას გულისხმობ მირზა?_ წინ დავუდექი და თვალებში ჩავხედე. _ ჰო, ბაქარმა მთხოვა, უარი ვერ ვუთხარი. თან იმ დღეს ისედაც ნერვებზე ვიყავი მის გამო და შენც დამიმატე და! მას სურდა იმ ოხერ დარბაზში გემუშავა! უბრალოდ ყველაფერი ერთმანეთს აეწყო გესმის?_ დამნაშავის თვალებით მიყურებდა. _ არ იდარდო მირზა! ეგ, არც ისე მოულოდნელი იყო მისგან!_ ცოტა ხანს კიდევ ვიჭორავეთ. მერე კი დავემშვიდობე. _ მართლა ნელიკო! ხომ არ გავიწყდება, 17 დეკემბერს დაბადების დღე რომ მაქვს? ხოდა გულით და სულით ხარ დაპატიჟებული!_ გამიღიმა და გადამეხვია. _ისევ მეგობრები ხომ?_ მკითხა იმედით. _ რა თქმა უნდა!_ არ მინდოდა მირზას ეფიქრა რომ მოვატყუე. ამიტომ მის დაბადების დღეზე მისვლა მომიწევდა. ანდა რატომაც არა? რა ხანია არსად გავსულვარ! ცოტა გართობა არც მე მაწყენდა. თანაც მირზას ხომ დღესასწაულების მოწყობაში ბადალი არ ჰყავდა. თავი 12 ისე სწრაფად გავიდა ორი კვირა, ვერც კი მივხვდი. და აჰა, ის ბედნიერი დღეც დადგა, მირზა რომ მორიგ გრანდიოზულ დღესასწაულს მოუწყობდა საკუთარ თავს. ეს უდარდელი და მხიარული კაცი სწორედ რომ, მხოლოდ საკუთარ თავზე იყო შეყვარებული. კარადა გამოვაღე და კაბებს გადავხედე. რამე ისეთი მინდოდა, მირზას წვეულების შესაფერისი. მოულოდნელად კარადის სიღრმეში ყუთს მოვკარი თვალი. გამოვიღე გავხსენი და შუბლშეკრული დავაჩერდი. სწორედ ის იყო, რაც მჭირდებოდა. მაგრამ სიხარულის ნაცვლად, ჩემში ტკივილს და იმედგაცრუებას იწვევდა. მაინც ამოვიღე ყუთიდან. გავშალე და ტანზე მივიზომე. საოცრად ჰაეროვანი და შეხებისას სასიამოვნო იყო. მხოლოდ მოგონებები უკავშირდებოდა მტკივნეული. ეს ხომ ბაქარის პირველი საჩუქარი გახლდათ. დაშორების შემდეგ ბაქარზე ფაქტობრივად არაფერი ვიცოდი. ჩვენ საერთო მეგობრები არ გვყავდა, თუ მირზას არ ჩავთვლით. მაგრამ მთელი ის დრო მირზასთანაც არ მქონდა მჭიდრო კონტაქტი. რომც მქონოდა, ალბათ მაინც ვერაფერს ვკითხავდი. ბაქარი სოც. ქსელებში დიდად არ აქტიურობდა. ბოლო პოსტი ჯერ კიდევ ჩვენს დაშორებამდე ჰქონდა ატვირთული. ერთის მხრივ კარგიც იყო, მასთან რომ არაფერი მაკავშირებდა, მაგრამ თან აუტანლად გაუსაძლისიც. მით უფრო თავიდან. ბოლო დროს თითქოს დავმშვიდდი. უკვე რამდენიმე თვე იყო აღარც ღამით ვტიროდი. ნანუკა და სანდრო შეთანხმებულებივით კრინტს არ სძრავდნენ მასზე. თითქოს არც არასდროს უარსებია, ისე იქცეოდნენ. მე კი მჭირდებოდა ბაქარზე საუბარი, ამიტომ ჩემს ერთადერთ მსმენელს, დილუსეს ვუბურღავდი ტვინს. მას სულ არ ადარდებდა ჩემი გრძნობები, მაგრამ აშკარად დიდი მოთმინებით მისმენდა ხოლმე. _ დულს რას იტყვი, ჩავიცვა იმ უხსენებელის კაბა?_ სარკის წინ დავტრიალდი. კაბა ჰაერში გაფრიალდა, როგორც რაღაც უცხო ყვავილის სიფრიფანა ფურცლები. _ არა, უბრალოდ დაუშვებელია ასეთმა სილამაზემ დღის სინათლე ვერ იხილოს!_ დამაჯერებლად ვუთხარი სარკის წინ დასკუპულ დულსეს. მან კი თათი გაილოკა. გადავწყვიტე, სწორედ ამ კაბით წავიდოდი დღეს წვეულებაზე! ერთხელ მეც უნდა მეგრძნო თავი პრინცესად. მართალია პრინცი აღარ მყავდა, მაგრამ მაგას არაუშავდა. _ იმედია იღბალს მომიტან!_ ვუთხარი კაბას და ტანზე გადავიცვი. კანზეც სასიამოვნოდ ჩამოსრიალდა, უცნაურად გრილი იყო ამ კაბის შეხება. თითქოს საღამოს პატარა, გრილი ნიავი გეცვა და არა კაბა . ჩავიცვი თუ არა მაშინვე მივხვდი ეს კაბა მხოლოდ მაღლა აწეულ თმას მოიხდენდა. რადგან საოცრად ლამაზი ზურგის ჭრილი ჰქონდა. თითქმის წელამდე ღია. ახლა სამკაულებს გადავხედე და თვალში დედაჩემის გამოგზავნილი, მწვანე ქრიზოლიტის ყელსაბამი მომხვდა. უცნაურად ლამაზი, ნაზი და სადა იყო. წინა მხარეს მხოლოდ ძალიან წვრილად მოწნული ვერცხლის ფოთლები იყო, კისრიდან კი წელისკენ ეშვებოდა ერთი წვრილი ვერცხლისფერი ძაფი, რომლის ბოლოშიც ცრემლის ფორმის მწვანე ქრიზოლიტი კონწიალობდა. სამკაული ძალიან ძვირფასი არ იყო, მაგრამ თითქოს ზუსტად ამ კაბისთვის შეექმნა მის შემქმნელს. ახლა ფეხსაცმელებს გადავხედე. არა, დღეს დიადი დღე იყო! არავითარი კეტები და კონვერსები. თაროდან შავი, წვივზე წვრილი შესაკრავით გაფორმებული, მაღალქუსლიანი გამოვიღე. ახლა კი იდეალური ვიყავი, საკუთარი თავით თავადვე აღვფრთოვანდი. მსუბუქი მაკიაჟი, ბოლო დეტალი ოდნავ მოშინდისფერო, წითელი ტუჩსაცხი და უკვე მზად ვიყავი. სარკეში ჩავიხედე, საკუთარი თავი არ მეცნო. ეს ის ყოველდღიური ნელიკო არ იყო. ლამაზი, ამაყი და თავდაჯერებული ქალი შემომყურებდა სარკიდან. ცალი წარბი ავწიე მოწონების ნიშნად. და ამ ქედმაღლურმა მიმიკამ, კიდევ უფრო დაამშვენა ჩემი ანარეკლი. _ ამის მერე ხშირად უნდა იარო გამოპრანჭულმა!_ მითხრა თვეების მანძილზე დამუნჯებულმა მეორე მემ. თაროდან პატარა შავი ხელჩანთა ავიღე, შავი თხელი მოსაცმელიც მოვიცვი, სეზონისთვის სრულიად შეუფერებელი მაგრამ ლამაზი და სახლი ამაღლებულ განწყობაზე დავტოვე. რადგან გართობას ვაპირებდი, რაც სასმელსაც მოიაზრებდა, რა თქმა უნდა მანქანით არ წავსულვარ. ტაქსი გამოვიძახე. იქიდანაც სწორედ ტაქსით ვაპირებდი დაბრუნებას. მირზასთვის ნაყიდი საჩუქარი ლამაზ ქაღალდის პარკში ჩავდე. და მოუთმენლად გავხედე ფანჯრიდან წვიმის გამო მოქუფრულ ცას. უკვე ბინდდებოდა . რესტორანში ბედნიერი სახით შევაბიჯე. ქორწილს არ დაგეგმავს ადამიანი ასეთი მონდომებით, როგორც ეს საღამო ჰქონდა მირზას მორთულ _მოკაზმული. მაგიდები ექვს_ ექვსი კაცისთვის იყო გაშლილი. ლამაზი წითელი ვარდებით სავსე საყვავილეები. უარმაზარი ბროლის ჭაღი. ერთი სიტყვით სრულ მზადყოფნაში იყო. დარბაზში შესულს გიირგი შემომეგება. _ ბრწყინავ ნელიკო!_ მითხრა და ლოყაზე ოდნავ მაკოცა. ხელკავი გამოვდე. _ მთელი საღამო შენ იქნები ჩემი კავალერი!_ გავუღიმე გიოს. და პრინცესული რევერანსი გავუკეთე ხუმრობით. _ სიამოვნებით ჩემო ქალბატონო!_ თავი დამიკრა მან. მაგიდასთან მივედით სკამი გამომიწია და დავჯექი. _ მირზა და მისი პომპეზურობა!_ თვალი ჩავუკარი გიორგის. _ სად ბრძანდება იუბილარი? _ აი იქაა , იმ მაგიდასთან!_ თავით მანიშნა გიომ და მის მზერას თვალი რომ გავაყოლე, ვიგრძენი, როგორ გამეყინა თითები. თითები კი არა მთელი სხეული გამეყინა. მირზა ბაქარის გვერდით იჯდა და ლიკუნას რაღაცას უყვებოდა სიცილით. ბაქარი კი პირდაპირ მე მიყურებდა, თითქოს ცეცხლი წამიკიდა მისმა მზერამ გაყინულ სხეულზე. გული უცნაურად ამიფორიაქდა. ინსტიქტურად წამოვიწიე, რათა იმ ადგილს გავცლოდი, მაგრამ მივხვდი, ჯერ ვერსად წავიდოდი. თითები ნერვიულად დამეკრუნჩხა. ბაქარი ლამის ოთხი თვე არ მენახა. ის კი იჯდა საოცრად ლამაზი და მონატრებულ შავ თვალებს არ მაშორებდა. მგონი სულ არ ადარდებდა ჩემი განცდები. თვალის დაუხამხამებლად წარბშეკრული მიყურებდა. თავი ვაიძულე მისი მზერისთვის თვალი ამერიდებინა. ოდნავ ზურგიც კი ვაქციე. რათა უნებურად თვალი არ გამპარვოდა მისკენ. მაგრამ სადაც არ გავიხედე ყველგან მისი სახე დავინახე. _ ეს საზიზღარი მირზა!_ ამოვიკვნესე ჩუმად. რატომ არ მითხრა, რატომ არ გამაფრთხილა. დარწმუნებული ვიყავი ჩვენი დაშორების ამბავი ძალიან კარგად მოეხსენებოდა. ცოტახანში თავად იუბილარი მოვიდა ჩემს მაგიდასთან. მივულოცე და საჩუქარიც გადავეცი. _ ნელიკო საოცრება ხარ!_ კომპლიმენტი არ დაიშურა მან._ რომ იცოდე, ერთი ვინმე რა ძალიან ააღელვე! _მირზა, რატომ არ მითხარი აქ თუ იქნებოდა?_მაინც ვუსაყვედურე_ხომ ხვდები არა , მასთან ერთ სივრცეში ყოფნა არ შემიძლია! _ თავად მთხოვა!_ გაეღიმა მირზას. _ რა ჯანდაბა გთხოვა მაგ ტირანმა?_ მართლა დავინტერესდი. ნუთუ ჩემი ნახვა უნდოდა? გულიც კი შემიხტა ამ მოულოდნელობაზე. _ რა და არ უთხრა, თორემ შეიძლება არ მოვიდეს და მერე მე დამაბრალებო!_ ისევ იმედი გამიცრუა მირზას სიტყვებმა. ბაქარს სულ ფეხებზე ეკიდა, მე ვიქნებოდი თუ არა, მხოლოდ მირზას სურდა ჩემი აქ ყოფნა. ნაწყენმა სიმწრის ნერწყვი გადავყლაპე. _არა, რა შტერი რამე ხარ!_შევუტიე საკუთარ თავს. _ უბრალოდ მისმა ნახვამ აგაღელვა, მეტი არაფერი! ასე დამამშვიდა შინაგანმა ხმამ. ვინ ვინ და ჩემი საკუთარი თავი ხომ ყველაზე კარგად მიცნობდა. აშკარად მღელვარების პიკზე ვიყავი! სასმელს ვსვამდი და ალკოჰოლთან ერთად გამბედაობა და ბრაზი ერთად მეკიდებოდა. ნელ_ ნელა ხალხიც აიშალა, მუსიკაც უფრო ენერგიული გახდა. განათებებიც ჩამობნელდა და ცოტა ხნის წინანდელი გაჩახჩახებული დარბაზი ერთგვარ კლუბად გადაიქცა. ყველა ცეკვავდა და მხიარულობდა. მე გიოსთან ვიყავი მთელი საღამო. ბაქარისგან, რაც შეიძლება შორს. ვცდილობდი ჩემი მხედველობის არეშიც კი არ მოხვედრილიყო. ახლოს მოსვლა არც კი უცდია. იჯდა და მიყურებდა. თვალს არ მაშორებდა. მწვავდა იმ მზერით, მნუსხავდა. გულში გამწარებული ვეძახდი. მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა. მე კი მის ჯინაზე, რომ იტყვიან თავზე დავიმხე მთელი რესტორანი. ის წარბებშეკრული იჯდა და უფრო და უფრო იქუფრებოდა. რაღაც მომენტში მივხვდი, სასმელი ზედმეტად მომეკიდა. ავდექი და საპირფარეშოში გავედი. ხელები ცივ წყალს შევუშვირე და საფეთქლები და შუბლიც გავიგრილე. სარკეში საკუთარ თავს შევხედე და გავღიზიანდი. ჩემი გაწითლებული ლოყების დანახვისას. გადავწყვიტე დღეისთვის საკმარისი იყო ეს უაზრობა. ნამდვილად ჯობდა, თუ სახლში დავბრუნდებოდი. ამ გადაწყვეტილებით გამოვბრუნდი, რომ უეცრად კარი ლიკუნამ შემოაღო. მისალმება არც მიფიქრია, გვერდი ავუქციე და წასვლა დავაპირე. _ ნელიკო!_ შემაჩერა ლიკუნამ. გავჩერდი, მაგრამ არ შევბრუნებულვარ. მისი გამოხტომების თავი მართლა არ მქონდა. _ პატიება უნდა გთხოვო!_ მეგონა მომესმა. ნელა შევბრუნდი მისკენ , ეჭვიანი მზერა მივაპყარი. _ ძალიან შევცდი! _ თვალებში ეტყობოდა, რაღაცის გამო მართლა გრძნობდა სინანულს._ არ მინდოდა! არ მეგონა, თუ მართლა უყვარდი! თვალებზე ცრემლები ჩამოუგორდა. შეუძლებელი იყო ამ დონეზე ეთამაშა. ან რაში სჭირდებოდა. _ არ ვიცი, ჩემი ბოდიშით რამეს თუ გამოვასწორებ, მაგრამ ვწუხვარ, რომ ჩემდაუნებურად... _ ვერ ვხვდები, რისთვის მიხდი ბოდიშს!_ შევაწყვეტინე ლაპარაკი. _ შეიძლება შემხვდე, რომ ყველაფრის ახსნა შევძლო?_ მკითხა და მომიახლოვდა. _ შეიძლება დაგირეკო? _ მეეჭვება რამე შეიცვალოს ჩვენი შეხვედრით. მაგრამ თუ თვლი, რომ ჩემგან რამე საპატიებელი გაქვს, იცოდე , მე გაპატიე! უბრალოდ არ მინდა თქვენთან რამე საერთო მქონდეს! არც დასთან, არც ძმასთან! _ მივბრუნდი და კარისკენ წავედი. _ ბაქარი მართალია ნელიკო, ძალიან გიხდება ეს კაბა!_ მითხრა ლიკუნამ. მე კი ოთახიდან გამოვედი და კარი დავხურე. მისმა სიტყვებმა უარესად დამაბნიეს. ან ბოდიშს რატომ მიხდიდა? ან რა შუაში იყო ჩვენს დაშორებასთან? ამაზე ფიქრს რა აზრი ჰქონდა? მხოლოდ ძლივს მიყუჩებულ იარებს თუ მოუხსნიდა პირს, მეტი არაფერი! დარბაზი თავდახრილმა გამოვიარე. გიოსთან მივედი და გავაფრთხილე, რომ წასვლას ვაპირებდი. _ კარგი რაა, რა დროს წასვლაა?_ გაოცდა ის. _ რამე მოხდა? ცუდად ხომ არ ხარ? უარის ნიშნად თავი გავაქნიე. ამ ხმაურს და ხალხს ვეღარ ვიტანდი. უბრალოდ მარტო ყოფნა მინდოდა. _ მირზას დაემშვიდობე, თორემ ხომ იცი, ბავშვივით ეწყინება!_ შემახსენა გიომ. გამეცინა. მართალი იყო. გაიბუტებოდა და იჯაჯღანებდა მერე. მიმოვიხედე და მირზას ბართან მოვკარი თვალი. მისკენ გავემართე. დარბაზის შუაში რომ მივაღწიე, რაღაც წყნარი სიმღერა ჩაირთო. წყვილები ერთმანეთს ჩაეხუტნენ. მე კი მათ შორის გავიხირე. ვცადე მათგან თავი დამეღწია, რომ უცებ ვიგრძენი, უკნიდან როგორ ჩამეხუტა, ხელი მუცელზე მომხვია. მიხედვა არ იყო საჭირო. ისედაც ვიცოდი ბაქარი იყო. თითქოს დენმა დამიარა სხეულში. თან საოცრად სასიამოვნო იყო ეს ნაპერწკლები. თან საოცრად მტკივნეული. მისი ხელის მოშრება ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. მეორე ხელი ზურგზე დამისვა. კანკალმა ამიტანა. წვერებიანი ლოყა სახეზე ამისვა. მერე მხარზე მაკოცა. თან მუსიკას აჰყვა ცეკვით. _ არ წახვიდე!_ მიჩურჩულა ყურში. _ მინდა გხედავდე, აღარ წახვიდე! _ მე უკვე წავედი, დაგავიწყდა!_ ვუპასუხე თვალებდახუჭულმა. _ მაგრამ მე ვერ გაგიშვი! ერთი წამითაც კი არ გამიშვიხარ!_ მაიძულა მისკენ შევბრუნებულიყავი. _ რა ლამაზი ხარ!_ მეფერებოდა და გულში მიკრავდა. მე კი ისე ვიყავი მის შეხებას მონატრებული გულში ვფიქრობდი: მხოლოდ ერთი წამი, მხოლოდ ეს წამი, ეს ერთი წამიც და წავალ! ვერაფრით შეველიე. ვერ მოვშორდი. _ შენ ჩემი ხარ გესმის ? ჩემი! მტკივა შენი სიშორე, არ შემიძლია! ძალა აღარ მაქვს! _ მეჩურჩულებოდა და თითქოს მნუსხავდა ამ ჩურჩულით. თან გახელებული მკოცნიდა. მხრებზე , ყელში, ტუჩებში. სულ არ ადარდებდა, არც ხალხი, არც არაფერი, თითქოს მეც კი არ ვადარდებდი. მხოლოდ საკუთარ სურვილზე ფიქრობდა . მხოლოდ ამ სურვილს ემორჩილებოდა და მეც ისევ მორჩილებას მაიძულებდა. " წაეთრიე!" უცებ ისე ცხადად ჩამესმა მისი ხმა. სწორედ მისი ეს ერთი სიტყვა იყო , ამ ოთხი თვის მანძილზე ჩემს კოშმარად ქცეული. მხოლოდ ეს ერთი სიტყვა, რომელიც ბორკილად მედო და მასთან მისასვლელ გზაზე მეწყერად იწვა. " წაეთრიე!" " წაეთრიე!" ზარივით რეკავდა ჩემს გონებაში მისი ხმა. მთელი ძალა მოვიკრიბე და ხელი ვკარი. გაოცებულმა შემომხედა. _ წაეთრიე!_ ვუთხარი მე, თან ნათქვამს მთელი ის სევდა და ტკივილი ამოვაყოლე, რასაც იმ საღამოს შემდეგ ვგრძნობდი. ვიცოდი მიხვდა, რაც ვუთხარი. მის თვალებში დავინახე, რომ მიხვდა. სწრაფად ვაქციე ზურგი და დარბაზი სირბილით დავტოვე. სიტყვა მართლაც ისეთი რამ ყოფილა, ტყვიაზე მეტად რომ კლავს. იმიტომ რომ სიტყვა სხეულის ნაცვლად პირდაპირ სულს კლავს. სიტყვა , ძლიერი იარაღია , ძლიერი და თან ძალიან საშიში. დარბაზიდან გამოსულმა პირველივე ტაქსის დავუქნიე ხელი. სწრაფად ჩავჯექი და იქაურობას გავეცალე. ახლა ნანუკა მჭირდებოდა, რადგან საკუთარი თავი მღალატობდა. არა, ვერ მივცემდი ბაქარს უფლებას, ეს ძლივს მოპოვებული სიმშვიდე წაერთმია. მეორედ იგივეს ვეღარ გადავიტანდი. ისედაც ნაწილებად დამსხვრეული შევაკოწიწე საკუთარი გული. ისედაც არ მყოფნიდა ჰაერი. ისედაც ყოველ დღე ვკვდებოდი. მართალი იყო ნანუკა, ბაქარი ტოქსიკური იყო, მასთან ურთიერთობაც მომწამვლელი. და ჩემს ძარღვებში კვლავაც დიოდა მისი შხამი. მაგრამ ერთი რამ არ იცოდა ნანუკამ, და არც მე ვიცოდი. მისგან მოყენებულ ტკივილებს ისევ თავად თუ უწამლებდა, სხვა მეტი ვერავინ. ნანუკასკენ მიმავალს ბაქარი ცეცხლივით მეკიდა სხეულზე . _ რა მოხდა ნელიკო?_ ნანუკამ დამინახა თუ არა მიხვდა, რაღაც მიჭირდა. _ ის დაბრუნდა, გესმის?_ შეკრთა. ხელი მომკიდა და სახლში შემიყვანა. _ დაბრუნდა?_ მკითხა წყნარად. _ ხო ნანუკა, დაბრუნდა! მგონი არც არსად წასულა!_ ვთქვი და სახე ხელებში დავმალე. _ არც არსად წასულა!_ გაიმეორა ნანუკამ ჩემი სიტყვები . მეუცნაურა მისი ხმა. კი არ მკითხა თითქოს დამიდასტურა. არ გაკვირვებია, არ გაოცებულა. თითქოს იცოდა. სახე ავწიე. თვალებში შევხედე. _ რატომ არ გიკვირს?_ ვკითხე დაბნეულმა. _ ვიცოდი , რომ არსად წასულა!_ მითხრა და მზერა ამარიდა. _ რას ამბობ?_ უცნაურ იმპულსებს ვგრძნობდი. მთელი სხეული უცნაურად მიფეთქავდა. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს მიმალავდა ნანუკა. _ ნანუკა!_ შევუყვირე მე. ამოიოხრა. შემომხედა და დაიწყო: _ პირველად იმ დღეს დავინახე, შენ რომ დამირეკე. აივანზე გავედი და ეზოში იდგა. შენ ფანჯრებს თვალს არ აშორებდა. მერეც სულ ვხედავდი. შენს უკან, შენს გვერდით. გამუდმებით. სანდროსაც მან დაურეკა იმ ღამეს, პარკში. წამით არ მოგშორებია. დამალვასაც კი არ ცდილობდა. შენ კი ისე იყავი შენს ტკივილში ჩაფლული ვერ შეამჩნიე. ამიტომ არ მოვიდა . ეგონა ვერ გაუძლებდი დაშორებას და დაბრუნდებოდი. მაგრამ შენ ხომ ასეთი პრინციპული და ჯიუტი ხარ! _ მეგობრის ხმაში საყვედურს და ბრაზს მოვკარი ყური და ყურებს ვერ დავუჯერე. _ რატომ არაფერი მითხარი?_ ვკითხე და მივხვდი საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე. _ რატომ არაფერი მითხარით ნანუკა? იცოდით ამდენი ხანი მე რა დღეში ვიყავი და ... ბრაზმა ამიტანა. გავცოფდი. _ რატომ არ მითხარი?_ ვკითხე ისევ ხმაარეულმა. _ შენ რატომ ვერ დაინახე?_ კითხვა მომიბრუნა მანაც. ავდექი და კარისკენ წავედი . _ნელიკო! ეს მხოლოდ შენ არ გეხება, ეს მისი ამბავიცაა! დაფიქრდი ნელიკო!_ მომაძახა ნანუკამ. მაგრამ მე აღარაფერი მიპასუხია. ცრემლები მახრჩობდნენ. ნელიკომ იცოდა, სანიმ იცოდა. ყველამ იცოდა. ყველა ხედავდა, ყოველ დღე როგორ ვკვდებოდი და ხმას არავინ იღებდა?! მთელ სამყაროზე გავბრაზდი. მძულდა ყველა და ყველაფერი და ყველაზე უფრო კი საკუთარი თავი. სირბილით ჩავიარე კიბეები და პირდაპირ შევეჩეხე ბაქარს. იდგა და მიყურებდა. ანუ ამ ოთხი თვის მანძილზე ყოველთვის ასე იდგა, მაგრამ საკუთარი დარდით დაბრმავებული, მე ვერ ვხედავდი. მასზე ჯიუტად ვდუმდი , ვცდილობდი გულიდან და გონებიდან წამეშალა. ის კი იდგა და მიცდიდა, როდის შევამჩნევდი. იდგა და საკუთარ ტკივილთან ერთად ჩემს ტკივილებსაც ითმენდა. შევბრუნდი და ეზოდან გავიქეცი. სახლში როგორ მივედი, არ მახსოვს. დულსეს ხელი დავავლე და გულში ჩავიხუტე. გაიბრძოლა, არ იყო ალერსის ხასიათზე. რომ არ გავუშვი მწარედ გამკაწრა ხელზე. გადახტა და გაფხორილი აივანზე გავარდა. კატა ჩემს უარყოფით განწყობას გრძნობდა, ჩემს ფოქრიაქს, ჩემს მოუსვენრობას. მე კი ვფიქრობდი, რომ მასაც ვძულდი. ვერ ვმშვიდდებოდი. ის ჩემთან იყო და მე ვერ ვამჩნევდი. რატომ? ეს ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა. _ აი, რა ხარ სინამდვილეში ქალბატონო ნელი! _ კიოდა ჩემში საკუთარი ხმა._ ამპარტავანი ვირი! საერთოდაც არ ხარ იმ კაცის ღირსი! დეპრესიული ქალბატონი, მგრძნობიარე გულით!_ დამცინოდა და ენას არ აჩუმებდა. ტელეფონს ხელი დავავლე და საკუთარ თავზე გაბრაზებულმა სანდროს დავურეკე. _ როგორ ხარ ნელიკო, მიპასუხა მხიარულად. _ როგორ ვარ? მეკითხები კიდეც?_მისი ამ უდარდელობის გამო მისი მიხრჩობა მომინდა . _ რა მოხდა?_ დაიბნა, აშკარად ვერ მიხვდა . _ შენ იცოდი არა? იცოდი, რომ ბაქარი ჩემთან იყო? იცოდი ხომ?_ ცოტა ხანს გაჩუმდა. _ ვიცოდი!_ მითხრა ცივი ხმით._ ვიცოდი და არ გითხარი, რადგან მან მთხოვა! _ ანუ ბაქარის სიტყვა უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცრემლებზე?_ ავკივლდი მე. _ ბაქარი მართალი იყო და ამიტომ, შენ უნდა დაგენახა, შენ თავად უნდა შეგემჩნია! მაგრამ შენი ხასიათის პატრონი რას დაინახავდი? მხოლოდ საკუთარ სიმართლეზე და პრინციპებზე ლაპარაკობ! კი მართალი ხარ, მაგრამ მითხარი, შენმა სიმართლემ გაგაბედნიერა? მოგიტანა ეგ შენი ნანატრი ბედნიერება? ამის დედაც..._ უკვე სანიც ყვიროდა._რატომ ხარ ასეთი გაუგებარი? ცოტა შენს ცხვირს მიღმაც გაიხედე რა! ვუსმენდი და არ მჯეროდა. ტელეფონი გავუთიშე. სულაც გამოვრთე და ამანაც რომ არ დამაკმაყოფილა, კედელს შევალეწე. _ რა აზრი აქვს სიმართლეს, თუ უბედური ხარ?!_ გავიმეორე სანის ნათქვამი. ლიკუნა გამახსენდა. რისი თქმა უნდოდა?ნეტავ რა უნდა ეთქვა? ჩემი დაშლილი და დაბზარული ტელეფონი ავკრიფე , ავაწყვე და მირზას დავურეკე. ლიკუნას ნომერი ვთხოვე. აუცილებლად ყველაფერი უნდა გამერკვია.მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიმეღო გადაწყვეტილება. იმ საღამოსვე ჩამოვიდა ლიკა. ვთხოვე ჩემთან მოსულიყო და მისამართი მივეცი. ახლა კი ჩემს წინ იჯდა ყავის ჭიქით ხელში და იმას მიყვებოდა , რაც ბაქარმა არ მიამბო. თუმცა ვერც კი მივხვდი რატომ. _ ბაქარი ჩემი ძმაა, მაგრამ მხოლოდ დედით! _ გაოცება რომ შატყო გააგრძელა._ ბაქარის მამა კარგი კაცი იყო. მშვიდი წყნარი და კეთილი. უბრალო ადამიანი. უბრალო სოფლიდან. სწორედ ისე , როგორც რუსიკო. თურმე მამამისს დედაჩვენი სკოლიდან ყვარებია. მათ სიყვარულზე ყველამ იცოდა. ყველა უთანაგრძნობდა. მერე სკოლის დამთავრებისთანავე ცოლადაც მოუყვანია და ბაქარიც გაჩნდა. მაგრამ რუსიკო არ იყო ის ქალი, სოფლის ცხოვრებას დასჯერებოდა. თავიდან იმედი ჰქონდა , რომ ქმარს აიძულებდა და საცხოვრებლად ქალაქში წაიყვანდა, მაგრამ შეცდა. მაშინ მოუვიდათ პირველი კამათი. კამათს კამათი მიჰყვა და ბოლოს სიყვარული სიძულვილმა შესცვალა. უფრო სწორედ, რუსიკომ შეიძულა ქმარი. უნიათოდ და არაფრის მაქნისად მიაჩნდა, ამცირებდა, ტკივილს აყენებდა. ეუბნებოდა, რომ ისეთ ქალს, როგორიც თავად იყო, არ იმსახურებდა. რუსიკო კი ახლაც მშვენიერია და ახალგაზრდობისას რა იქნებოდა? ეს ყველაფერი იმდენ ხანს ეძახა, დააჯერა კიდეც. ბოლოს ადგა ბაქარის მამა და სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა. ბაქარი ათი წლის იყო მაშინ. ყველაფერი გააკეთა მამამისმა და ცოლს ყველა ოცნება აუხდინა. მაგრამ დაბრუნება დააგვიანდა. სწორედ მაშინ დაბრუნდა, დედა რომ ჩემზე იყო ორსულად. ინფარქტი მიიღო და დღემდე ეტლში ზის. სოფელში დაბრუნდა. ბაქარმა კი ვერც დედას აპატია ჩადენილი , ვერც მამას არ ჩადენილი. მაგრამ შეიცვალა. უხეშობის ნიღაბი მოირგო და ისე შეუხორცდა. თავადაც დაიჯერა, რომ ასეთად დაიბადა. მეც დედას ვგავარ იცი? მეც არ ვაფასებ ადამიანებს მხოლოდ გულის ამარა. მაგრამ ბაქარი ჩვენ არ გვგავს!_ დაასრულა მოყოლა და გაციებული ყავა მოსვა. _ ახლა რატომ შეიცვალე აზრი ჩემზე? არ ვიცი, იცი თუ არა, მაგრამ შენი და შენი დაქალის საუბარი მოვისმინე იმ დღეს! ვიცი, რასაც ჩემზე ფიქრობ სინამდვილეში!_ აღარ ვაპირებდი რამის დამალვას. _ ბაქარმა მოგაგზავნა? _ ბაქარმა?_ ჩაეცინა ლიკუნას_ არ იცნობდე მაინც. მე ფულზე მონდირე ქალი მეგონე ! მეგონა ჩემს ძმას იყენებდი. _ მე გეგონე ფულზე მონადირე და ალისკა გულწრფელი?_ გამიკვირდა გაგონილი. _ შენ არ იცი, ალისკას მართლა უყვარს ბაქარი, ის ისეთია, როგორიც არის, მაგრამ ბაქარის გამო ყველაფერზე წავა. ბავშვობიდან უყვარს. _ გასაგებია! მაგრამ ერთ რამეზე არ მიპასუხე. რამ შეგიცვალა აზრი? ეს ყველაფერი ახლა რატომ მიამბე?_ ბოლოს მთავარს მივადექით. _ ბაქარის გამო, მის გამო მოვედი! მე მიყვარს ჩემი ძმა! და მისი ყურება გულს მიკლავს. ბაქარი იმსახურებს ბედნიერებას. თუ მას შენ უყვარხარ ესეიგი შენ ხარ ის ქალი , ის ერთადერთი. მე კი არ მინდა, ჩვენმა არეულმა ოჯახურმა ამბებმა კიდევ ერთხელ დაუნგრიოს ჩემს ძმას ცხოვრება. მინდა გაუგო. იქნებ ყველაფერი რომ გეცოდინება, მიხვდე მისი უხეშობა რომ მხოლოდ ნიღაბია. _ ლიკუნა ბავშვურად მსჯელობდა, მაგრამ მართალი იყო. დავპირდი, რომ მის ნათქვამზე ვიფიქრებდი. როცა წავიდა, აივნიდან გადავიხედე. დავინახე , როგორ ცხარედ კამათობდნენ ის და მისი ძმა. მერე კი ლიკუნა ატირებული გაეცალა ჩემს ეზოს. სახლში შემოვედი და დივანზე დავჯექი. უნდა მეფიქრა. ყველაფერი გადამეხარშა. მაგრამ ვერაფერზე ფიქრს ვერ ვახერხებდი, ვიცოდი იქ იდგა და მოთმინებით მელოდა. ამის ცოდნა, ჩემს მცდელობას, რაციონალურად მეფიქრა ყირაზე აყენებდა. _ბაქარი იქ არის!_ მახსენებდა საკუთარი თავი. _იქ არის! იქ არის! იქ არის! და შენ რას აკეთებ აქ!_ ფეხზე ავდექი. ყველა იმსახურებს მეორე შანსს ცხოვრებაში. ყველა და მათ შორის მეც! კარებისკენ წავედი. კარი გავაღე და გავშეშდი. კარებთან იდგა. ბაქარი, რომელიც თავის სიტყვას არასდროს არღვევდა, ჩემი სახლის კართან იდგა. იქ სადაც, დაიფიცა, რომ არასდროს მოვიდოდა. მაშინ პირველად გადავაბიჯე საკუთარ თავს, ნელიკოს_ ბაქარი ვარჩიე, რადგან ახლა უკვე საკუთარ თავზე მეტად ის მიყვარდა. მე პასუხი გავეცი ჩემსავე კითხვას: ნელიკო თუ ბაქარი? _ ბაქარი!_ ვთქვი მე და საყვარელ კაცს ჩავეხუტე. თავი 13 ყველა განგაშის სიგნალი დავახშე საკუთარ თავში და ყოველი საყვედურნარევი ფიქრი საკუთარი თავის მიმართ, რომელიც ჩემს გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ აყენებდა, სადღაც გულის ბნელ კუნჭულში გადავმალე. დავიჯერე, რომ ბაქარისთვის ბრძოლა ღირდა. დავმშვიდდი თითქოს. ბაქარს არაფერი არ უკითხავს და არც მე დამიჟინია საუბარი. უსიტყვოდ შევთანხმდით, რომ ჯობდა რაღაცეები უბრალოდ დაგვევიწყებინა. დედასაც გავაცანი ბაქარი. რა თქმა უნდა, ვიდეო ზარით. ვერ ვიტყვი, რომ დედას არ მოეწონა. უფრო იმ არაოფილიალურ ურთიერთობას ვერ იღებდა, ჩვენ რომ გვქონდა. დედას სურდა, ჩვენს ერთად ყოფნას ოჯახი რქმეოდა. ვფიქრობ ბაქარიც არ იყო ამის წინააღმდეგი. ვგრძნობდი, ადრე თუ გვიან თავადაც შემომთავაზებდა ამას. უბრალოდ, ალბათ უნდოდა, სანამ რამეს მეტყოდა, დარწმუნებული ყოფილიყო ჩემს პასუხში. თითქოს ყველაფერი მოგვარდა, დამშვიდდა და დალაგდა. მაგრამ უცნაური შიში, თუ კომპლექსები დამჩემდა. ჩემი ჩვეული გულწრფელობა დაფიქრებულმა და წინასწარ გათვლილმა მოქმედებებმა და კითხვებმა და პასუხებმა შეცვალა. ვცდილობდი, ჯერ გამეაზრებინა ჩემი მოქმედება და მხოლოდ ამის შემდეგ გადამედგა ნაბიჯი. რას ვგულისხმობ ? აგიხსნით. მორიგი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, პირველ რიგში გამოვხშირე ჩემი კონტაქტები. შემდეგ ფაქტობრივად დავხურე და მიუწვდომელი გავხადე ჩემი სოც.ქსელი. ვხედავდი, როგორ ინტერესით მაკვირდებოდა ბაქარი, ნებისმიერ უცხო ზარზე პასუხისას. ვამჩნევდი , როგორ იძაბებოდა მისთვის უცნობ კაცებთან ურთიერთობის დროს, როგორებიც იყვნენ კლასელები, მეზობლები, ჯგუფელები და ასე შემდეგ. ცდილობდა არაფერი ეთქვა, მაგრამ თქმა საჭირო არც იყო. მის დაძაბულობას ვგრძნობდი და ეს სრულიად მყოფნიდა დისკომფორტისთვის. ნელ_ ნელა შეიცვალა ჩემი ჩაცმის სტილიც, _სახლში სულაც შიშველს გივლია, მაგრამ ნურავის მაცემინებ, იმ აშკარა სურვილებისთვის, შენი დანახვისას რომ უჩანთ თვალებშიო._ ვერაფერს იტყვი, ნამდვილად საკმარისი მიზეზი იყო. ჩვენს შერიგებამდე ნაყიდი თმის იისფერი საღებავიც კი უხმარობისგან მოძველდა და ნაგვის ურნაში აღმოჩნდა. ბუნებრიობა მიხდებოდა თურმე. ერთი სიტყვით, სულ აგურ_ აგურ შენდებოდა ჩემს გარშემო ოქროს გალია. მე ყველაფერს ვხედავდი, მაგრამ სიყვარული ხომ დათმობაა, მით უფრო ქალის მხრიდან? ხოდა, მეც ვთმობდი. სამაგიეროდ ღამეები იყო სრულიად თავისუფალი და თავაშვებული. რამდენადაც ბაქარი ჩემით იყო შეპყრობილი, იმდენად წამით არ გაუხედავს გვერდით. მე ასე მეგონა, ყოველ შემთხვევაში! სულ პატარა მიზეზიც კი არ მქონდა, სხვა გოგოებივით მეკონტროლებინა ჩემი შეყვარებულის მობილური. მთელ თავისუფალ დროს მე მითმობდა. მე დედოფალი ვიყავი , ოღონდ მხოლოდ მტკიცედ კარიბჭეჩარაზული სამეფოს დედოფალი. რადგან თავად ბაქარს არავინ და არაფერი სჭირდებოდა ჩემს გარდა. თვლიდა , რომ მეც სწორედ, მხოლოდ მისი არსებობა უნდა მყოფნოდა ბედნიერებისთვის. და კი, ალბათ მყოფნიდა კიდეც. ნანუკასთანაც ბაქარმა შემარიგა. მითხრა , რომ ის არ ტყუოდა, როცა არაფერი მითხრა. და ეს ნიშნავდა ზრდილობიანად ნათქვამ : "შენ ტყუოდის!" მეც ხომ დავიჯერე, რომ ვტყუოდი. და თავისუფლება, რომელიც ბედნიერებას მართმევდა არ მჭირდებოდა. ეს მე თავად გადავწყვიტე. ჩემთვის არავის დაუძალებია. თავისუფლების სანაცვლოდ კი ახლა ბაქარი მყავდა . დილით ერთად ვსაუზმობდით, სანამ მე საუზმეს ვამზადებდი, ის ჩემთვის უკრავდა და მღეროდა. შენდეგ სახლიდან ერთად გავდიოდით. ჯერ მე მიმიყვანდა სამსახურში. შემდეგ თავად მიდიოდა. საღამოსაც ყოველთვის მხვდებოდა . მჩუქნიდა საყვარელ ყვავილებს, მანებივრებდა. ნებისმიერი ქალი ბედნიერების ზენიტში იქნებოდა. მეც "ციდან სამ მეტრზე" ვლივლივებდი. მაგრამ ციდან მაღლა, თუ ციდან დაბლა ამაზე ნაკლებად ვფიქრობდი. _ ნელიკო, რას იტყვი, ჩემთან რომ გადავიდეთ?_ მკითხა ერთ საღამოს და კალთაში ნებიერად გაწოლილ დულსეს ზურგზე ხელი გადაუსვა. _ რატომ? აქ ცუდია?_ ვკითხე ინტერესით. _ არა, მაგრამ ჩემს სახლში მინდა დაბრუნება! აქ თავისუფლად ვერ ვარ?_ საოცარი მიზეზი იყო, დამაჯერებელი. _ რატომ, ვინ გზღუდავს?_ ჩავეძიე ჯიუტად. _ შენი მშობლების სახლია ნელიკო, ვერ ხვდები? უხერხულად ვარ!_თვალებში მომაჩერდა. _ მე კიდევ, შენს სახლს ვერ ვიტან! ცუდი მოგონებები გვაკავშირებს ერთმანეთთან!_შემომხედა, ცოტა ხანს მიყურა, მაგრამ თქმით აღარაფერი უთქვამს . რამდენიმე კვირა ისე გავიდა, გადასვლაზე ხმა აღარ ამოუღია. ერთ საღამოს, როგორც ყოველთვის სამსახურის ბოლოს მომაკითხა. თვალები სიხარულით უციმციმებდა. ჩავეხუტე, მისი სიახლოვე გულში ჩაწოლილ უცნაურ დარდებს მიფანტავდა ხოლმე. ასე ვშველოდი საკუთარ თავს! ის ხომ ერთდროულად, ჩემი შხამიც იყო და ანტიდოტიც! _ შენთვის სიურპრიზი მაქვს!_ მომხვია ხელები. _ რა სიურპრიზი?_ მეგონა ისევ სადმე სავახშმოდ წავიდოდით. არადა სახლში დივანზე წამოწოლილს, ფილმის ყურება ყველაფერს მერჩივნა იმ წამს. მაგრამ ვცადე ჩემი განწყობა არ შეემჩნია. გავუღიმე. _ წამოდი!_ მითხრა და მანქანისკენ გამიძღვა. _ ასე წამოვიდე? _ ვკითხე და ტანსაცმელზე ვანიშნე სულ ცოტა, წყალი მაინც მინდოდა გადამევლო, რომ დაღლილობა და უხასიათობა მომეშორებინა. _იყოს, არა უშავს!_ ჩამიკრა თვალი. აღარაფერი ვუთხარი. იყოს და იყოს! ჩავიქნიე ხელი. მაინც იმას იზამდა, რაც სურდა თან, როცა ასე იყო აჟიტირებული. თბილისში ჩამიყვანა და გეზი სადღაც ქალაქგარეთ აიღო. ერთ_ერთი კერძო სახლის წინ შეაჩერა მანქანა. _ მოვედით!_ღიმილით გადავიდა მანქანიდან. მეც გადავედი. სტვენა_ სტვენით წავიდა სახლისკენ, თან ხელი დამიქნია მოდიო. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. რკინის ლამაზი ჭიშკარი შეაღო და შევიდა. _ მოდი ნელიკო, მოდი!_ ხელი ჩამკიდა და ამაჩქარა. ლამაზი, მოვლილი ეზო იყო. დეკორატიული მოყვავილე მცენარეებით და ლამაზი ხეებით გაფორმებული. ორსართულიანი შენობა. უზარმაზარი მინის ფანჯრებით. უკანა ეზოში აუზით. მთელი სახლი მომატარა. ბოლოს აივანზე გამიყვანა. _ აბა რას იტყვი?_ მკითხა და მოლოდინით შემომხედა. _ რაზე რას ვიტყვი?_ ვკითხე და ახლაღა მივხვდი, რაც ხდებოდა. _ არ მოგწონს?_ დასერიოზულდა სიხარული რომ ვერ შემამჩნია. _ მომწონს! მერე? _ ისევ ვკარგავდი წვალებით მოპოვებულ წონასწორობას. _ ჩვენთვის ვიყიდე! და ნუ მიყურებ ასე!_ ისევ იმედგაცრუება ვიგრძენი. თითქოს არაფერს წარმოვადგენდი. მისი სიტყვებიდან მხოლოდ ის იყო მართალი , რომ ეს სახლი იყიდა, მაგრამ "ჩვენთვისო" რომ ამბობდა, ამაში მწარედ ცდებოდა. სახლი იყიდა ისე, როგორც მეც სიამოვნებით მიყიდდა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჩემი ყიდვა. მერე ალბათ თავის გემოზეც შემარემონტებდა ამ სახლივით .... საყვარელ ლამაზ ჩიტს რომ დიდ ოქროსფერ გალიას უყიდი და თავს დაიმშვიდებ, აჰა ახლა თავისუფლად იქნებაო. სწორედ იმ გალიაში მოფარათხალე ჩიტად ვგრძნობდი თავს. ეს სახლი კი, ჩემი უკვე ოფიციალური გალია იყო. _ ჩვენთვის? _ დაინახა როგორ წამეშალა სახე._ თუ ასეა, რატომ არ მკითხე? რატომ ყიდვისას არ გაითვალისწინე ჩემი აზრი? თუ არ აქვს აზრი, რას ვფიქრობ? იქნებ ამ აზალიებზე სულაც ალერგია მაქვს? იქნებ არც აუზი მჭირდება , იმიტომ რომ ცურვა არ ვიცი? იქნებ არც ეს შუშის ღია ფანჯრები მომწონს, რადგან მყუდროების შეგრძნებას არ მიტოვებს? რატომ არ მითხარი? რატომ ყიდვისას არ გამითვალისწინე? _ დაიწყე არა ისევ?_ გაბრაზებულმა შეკრა მუჭები._ ვიცოდი, დიდხანს ვერ გაძლებდი! მერე რა თუ არ გითხარი? სიურპრიზი იცი რა არის? ძალიან უმადური ქალი ხარ!_ სახე წამეშალა. მიხვდა ზედმეტი წამოსცდა, მაგრამ რაღას გააწყობდა. ნათქვამი სიტყვა, ხომ გაფრენილი ისარია არა? უკან რომ ვეღარ დაიბრუნებ ისეთი. _ უმადური? მე შენთვის სახლის ყიდვა არ მითხოვია ბაქარ!_ ისევ მევე მეტკინა გული. ვინანე, რომ არ გავჩუმდი. _ ვიცი, შენ ხომ ასეთი ხარ! არასდროს არაფერს ითხოვ!_ ირონია შეეპარა ხმაში. არადა მე ისეთ რამეს ვითხოვდი, რაც არ ესმოდა. სახლი, ყვავილები, საჩუქრები, არა მე ძალიან მარტივ რამეს ვითხოვდი. სულ პატარა პატივისცემას! აღიარებას! თანასწორობას! _ სახლის ყიდვას სილიკონის ქალი გეყიდა ჯობდა. მოგეტანა და დაგესვა ამ წყეულ სახლში, აგეხუნხლა იმ სამკაულებით, მე რასაც მჩუქნი და იქნებოდით ბედნიერები! ხომ ესაა შენი აზრით ბედნიერება?იცი, სწორედ ჩემი მსგავსი, სულაც ჩემი ასლი შეგიძლია შეუკვეთო! ფულის მეტი რა გაქვს! არ შეგეწინააღმდეგება, სულ მორჩილი და რაც მთავარია შენი საკუთრება იქნება. თანაც უმადურობას ვეღარ დასწამებ!_ ჩემს ნაცვლად ისევ ვიღაც მეამბოხე საუბრობდა. _ შეწყვიტე ნელიკო, გთხოვ!_ თხოვნას ჰგავდა მისი სიტყვები, მაგრამ თხოვნა არ იყო. _ რა შევწყვიტო? ფიქრი შევწყვიტო? სუნთქვა შევწყვიტო? იქნებ არსებობაც შევწყვიტო?_ ჩემს თავს უფრო ვუთხარი, ვიდრე ბაქარს. _ რატომ ართულებ ყველაფერს? მე სახლი ვიყიდე, შენ მოაწყვე!_ მომიახლოვდა. ხელები მომხვია. მისი სიახლოვე ყველა ქარიშხალს იმორჩილებდა. თავი გადამიწია და თვალებში ჩამხედა. _ ნეტავ ასეთი ჯიუტი არ იყო! ნეტავ გესმოდეს ჩემი! _ ამას ამბობდა, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ ვუნდოდი. სწორედ იმიტომ ვუნდოდი, რომ მე მე ვიყავი და არა ვიღაც სხვა მორჩილი და მშვიდი ქალი. _ მაგრამ არაუშავს, მაინც ჩემი ხარ! ჩემთან ხარ და ოდესმე ისწავლი, იმის მიღებას, რასაც მე გთავაზობ!_ სუნთქვა გაუხშირდა. ყელში მაკოცა, თან ხელით კაბის ღილების გახსნა დამიწყო. _ გაჩერდი , გაჩერდი ბაქარ! _ მასზე ვბრაზობდი, მისი სიტყვები მაცოფებდა. ანუ ოდესმე მის მორჩილებას ვისწავლიდი? აი, რისი იმედი ჰქონდა. აი, რა სურდა. მაგრამ მას აღარ ესმოდა ჩემი. ბაქარს იმ სახლში, იქვე იმ აივანზევე სურდა საკუთარი ნელიკო და უნდა ყოფილიყო კიდეც მისი. ასეც იყო! ბაქარი ხომ ყოველთვის იღებდა იმას, რაც სურდა. არც სახლის მოწყობაში მიმიღია მონაწილეობა. თითქოს მე არ მეხებოდა ეს ყველაფერი. ყველაფერზე თანახმა ვიყავი. არა იმიტომ, რომ მომწონდა, უბრალოდ საერთოდ არაფერს ჰქონდა აზრი. ვიღაც ხალხი მოდიოდა და მიდიოდა. მოჰქონდათ ავეჯი , ტექნიკა, ეზოს აქსესუარები. მე კი ვიჯექი აივანზე სავარძელში და ყურსასმენებში ხმამაღალ სიმღერებს ვუსმენდი. დემონსტრაციულად ვამბობდი ამ ყველაფერზე უარს. ბაქარს მხოლოდ ეღიმებოდა. _ დიდხანს იქნები მასე გაბუტული?_ სკამიდან ამაყენა, თავად დაჯდა და კალთაში ჩამისვა._ რა ჭირვეული პრინცესა ხარ! მე ეს სასახლე შენ აგიშენე! ჩემს გამხიარულებას ცდილობდა. სასახლე თუ ციხე?! _ დღეს სტუმრები გვეყოლება!_ მხარზე მაკოცა და გამიღიმა. _ არ მინდა, მოწყენილი რომ იყო!_ ვითომ გამცინა და გაბუტულივით გაბუსხა ტუჩები._ ბოლო _ ბოლო ნახე დულსე მიო რა გახარებულია! კატას გავხედე, აშკარად ბედნიერი იყო, ის მოღალატე. აივნის მოაჯირზე შემომჯდარი ხეებზე მსხდომ ჩიტებს უკნაოდა. ბაქარი ბედნიერი იყო, დულსეც, მხოლოდ მე მქონდა თავგზა არეული. საღამოს ნანუკა გვესტუმრა ქმარ_შვილით. აღფრთოვანდა "ჩვენი" ახალი სახლით. ოცნების სახლი და რა აღარ უწოდა. სახეზე ბედნიერების ნიღაბი ავიფარე და მთელი სახლი შემოვატარე. _ ნელიკოო, თავი ზღაპარში მგონია, რა ლამაზია აქაურობა? _ მითხრა ბოლოს აუზთან რომ ჩამოვჯექით. _ კი ლამაზი ოქროს გალიაა!_ გამეცინა მე. მაგრამ ირონიის შესანიღბად, ღიმილი სწრაფად ავიფარე სახეზე. _ ოქროს გალია? ნეტა მეც გამომამწყვდევდეს თაზო ასეთ გალიაში!_ აშკარად არ იქნებოდა წინააღმდეგი. _ ნანუკა, მითხარი, მართლა გაცვლიდი შენს ამჟამინდელ ცხოვრებას ჩემსაზე? _ ვკითხე და აუზში მოჭყუმპალე ბიჭებს გავხედე. _ არ ვიცი, რისი მოსმენა გინდა ნელიკო._ აღფრთოვანების ნიღაბი ჩამოიხსნა ნანუკამ. _ ვატყობ, რომ რაღაც გაწუხებს! რა ხდება? ბაქარი ხომ გიყვარს, არა?_ მისკენ არ მიმიხედავს ისე გავეცი პასუხი. _ შენ გგონია ეს სახლია ჩემი გალია? ცდები ნანუკა, მე ვფიქრობ სწორედ ბაქარის სიყვარულია ჩემი ნამდვილი ციხე! შენ გგონია გამიჭირდება ავდგე და ამ სახლიდან წავიდე? შენ გგონია მთელი ეს ..._ ხელი მოვავლე ეზოს _ მაკავებს? არა მე ბაქარს ვერ ვთმობ! იცი, რა არის დამოკიდებულება? აი, შენ ხომ გინდა სიგარეტს თავი დაანებო? მაგრამ არ შეგიძლია? სწორედ ასეა ჩემთვის ბაქარი! _ გგონია უმისობას ვერ გადაიტან?_ დაფიქრდა ნანუკა. _ არ ვიცი ნანუკა, ხომ ვცადე და არ გამომივიდა! ახლა ვცდილობ, იმით ვიყო ბედნიერი, რასაც მთავაზობს! _ უნებურად გავიმეორე ბაქარის სიტყვები. _ რუსთავში სამსახურს თავი დავანებე! ახლა მის დარბაზში ვმუშაობ ვითომ, ფიქტიურად!_ ჩამეცინა სიმწრით. _ გაიძულა?_ შეშფოთდა ჩემი მეგობარი. _ არა, საქმეც მაგაშია , რომ ის არასდროს არაფერს არ მაიძულებს. _ გამეცინა ._ ყოველშემთხვევაში ჯერჯერობით. _ მე ისევ ვფიქრობ, რომ ყველაფერს ართულებ! ხანდახან მეც კი ვერ ვხვდები, რა გინდა. _ ნანუკას გულახდილობა შემოლაწულებას ჰგავდა. ახალ სახლს მივეჩვიე. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ შორს იყო, ამაზე აღარ ვღელავდი. უბრალოდ ახლა თავად მეზარებოდა სახლის დატოვება. როცა მინდოდა მხოლოდ მაშინ ვმუშაობდი. ამას თუ მუშაობა ერქვა. დარბაზში შევირბენდი, ცოტა ხანს ვიწრიალებდი და მორჩა. მერე მაღაზიებს დავუვლიდი, და თითქმის არაფერს ვყიდულობდი. მერე სალონს მივაკითხავდი. მერე ცოტას ქალაქში ვიბოდიალებდი. საღამოს კი სახლში, ჩვეულად ცარიელი, ვბრუნდებოდი. ბაქარი იშვიათად აგვიანებდა. ძალიან იშვიათად ხდებოდა, რომ სახლში არ ბრუნდებოდა. ამბობდა, რომ ლიკუნასთან რჩებოდა. მჯეროდა მისი. თავად ლიკუნა ჩვენთან არ მოსულა. მითუმეტეს რუსიკო. იმ შემთხვევის შემდეგ მათი ხსენება არც კი მომსვლია თავში. თუ ბაქარი მათ გარეშე ცხოვრებას ნორმად მიიჩნევდა , მე მხოლოდ მის გადაწყვეტილებას ვცემდი პატივს. დედას და მამას ბაქარი ჩემს ქმრად მიაჩნდათ. ზუსტად ასე! თვლიდნენ, რომ მათი გოგონა გათხოვდა. ჩვენს თანაცხოვრებას ოჯახად მოიხსენიებდნენ და ვატყობდი ბაქარს ეს სიამოვნებდა კიდეც. დილით მისი ალერსი მაღვიძებდა. ერთად ვსაუზმობდით. შემდეგ მიდიოდა და მე ვაცილებდი. მერე მთელი დღე ველოდი და მის მოლოდინში ხან ვკითხულობდი, ხან მუსიკას ვუსმენდი. ხან მანქანით უაზროდ ვსეირნობდი . ნანუკა ხშირად ამოდიოდა, ბიჭები ამოჰყავდა აუზზე საჭყუმპალაოდ. სანამ ბავშვები ერთობოდნენ. ჩვენ აუზის პირას ცივ სასმელს ვსვამდით. დრო გადიოდა. საღამოს ბაქარი სახლში ბრუნდებოდა და ამბობდა, რომ მთელი დღე ჩემზე ოცნებობდა. მე მჯეროდა მისი მონატრება. იმიტომ რომ ხშირად საძინებლამდეც კი ვერ ვასწრებდით ასვლას. ხან სამზარეულოში, ხან კიბეზე, ხანაც სულაც ეზოში. ბაქარი მეუბნებოდა, რომ სწორედ ამ სცენებს ხედავდა, როცა სახლს არემონტებდა და ახლა უბრალოდ ამ სურვილების ასრულებით იყო დაკავებული. მე ვიცინოდი მის სიგიჟეზე და ერთ დღესაც მივხვდი, რომ აღარ ვიბრძოდი. მე ბაქარის ბედნიერების საზომი მოვირგე და დავმშვიდდი. ერთ დღეს მოწყენილობისგან, რომ აღარ ვიცოდი რა მექნა, გადავწყვიტე დარბაზში შემევლო, ბოლო ხანი იყო დარბაზს აღარ ვწყალობდი. იქ მხოლოდ ბაქარის სანახავად თუ მივიდოდი ხოლმე და ესეც ძალიან იშვიათად ხდებოდა. მივედი და როცა, დარბაზის დიდ მინებიან კედელს გავცდი. უცებ გავჩერდი. რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი და დავრწმუნდი, რომ დანახული არ მომჩვენებია. ჩემთვის რაღაც გაურკვეველი სახეობის ტრენაჟორზე ალისკა იყო წამოსკუპული და ჩემდა გასაოცრად ინსტრუქტაჟს არც მეტი არც ნაკლები, "ჩემი" ბაქარი აძლევდა. მხიარულად უცინოდნენ ერთმანეთს. ალისკა თვალებში შესციცინებდა და შიგადაშიგ ვითომ შემთხვევით, თუ ვითომ მეგობრულად ნაზად ეხებოდა დაკუნთულ მკლავზე. პირველად მეწვია მისი უდიდებულესობა_ ეჭვიანობა. პირველად დამისერა გული და პირველად შემიბოჭა ფილტვები უჰაერობის სპაზმებმა. ვიგრძენი, რაღაც ძალიან საშინელი აზრები როგორ ენაცვლებოდნენ ჩემში ერთმანეთს. ნელა გამოვედი დარბაზიდან. მანქანაში ჩავჯექი და სახლში დავბრუნდი. ბაქარს არასდროს უხსენებია ალისკა და მით უმეტეს ის , რომ მასთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა. თავად ხომ მირზას მხოლოდ იმიტომ გამოაშვებინა ჩემი თავი, რომ კვირაში ორჯერ დისტრიბუცია შემოდიოდა. და გეგეშიძეს ჩემდა უნებურად ვხვდებოდი. თავად კი ალისკას პირადი ინსტრუქტორი ბრძანებოდა თურმე. როგორც იქნა დაღამდა და ბაქარიც დაბრუნდა. ჩვეულად ბედნიერი ღიმილით შემოაღო სახლის კარი. ჩამეხუტა და მაკოცა, არაფრით განსხვავდებოდა ეს მოსვლა, სხვა რომელიმე მოსვლისგან. საკუთარ თავზე გამეცინა. _ როგორ ხარ ბაქარ?_ ძლივს დავმალე ბრაზი. _ მომენატრე! _ ამიჟუჟუნა შავი თვალები. _ ნუთუ?_ გამექცა ირონია. _ რა? _ ვერ მიმიხვდა. _ არაფრის თქმა არ გინდა? _ ვკითხე და ოდნავ უკან გავიწიე. _ რას გულისხმობ?_ შეეცვალა ხმა. _დღეს დარბაზში ვიყავი და შენი და ალისკას ფლირტი ჩემი თვალით ვნახე!_ ლამის დავუმარცვლე. გაეღიმა. _ ეჭვიანობ? ეს რაღაც ახალია!_ თვალი ამარიდა და სამზარეულოში გავიდა. _ რას აკეთებს იქ ალისკა, ბაქარ!_ გავყევი უკან. _ ვარჯიშობს!_ მიპასუხა უდარდელად. _ და მაინც და მაინც შენთან?_ წინ დავუდექი. _ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, მეტი არაფერი!_ აშკარად გაბრაზდა. მაგრამ ჩემს კითხვებზე თუ იმაზე, რომ გამოვიჭირე ეს კი ვერ მივხვდი. _ და შენ თვლი, რომ ნორმალურია ის ქალი ავარჯიშო, ვინც შენს გამო თმებით ვითრიე?_ მივეყრდენი კარადას. უკვე ძალიან მიჭირდა სიმშვიდის შენარჩუნება. _ ალისკა რომ მდომოდა, შენზე ამდენს არ ვიჩალიჩებდი!_ აი ზუსტად ასე მითხრა. "ვიჩალიჩებდიო!" სისხლმა პირდაპირ ტვინში ამასხა. _ რას იზამდი?_ ძლივს ვიკავებდი თავს, რამე არ დამეფშვნა მის ხუჭუჭა თავზე. _ არ მინდა ალისკა დარბაზში დადიოდეს!_ ისევ გაეცინა. _ დარბაზი თავისუფალი სივრცეა და მე იქ მოსვლას ვერავის დავუშლი!_ მის თავხედობას საზღვარი არ ჰქონდა. _ ეგრე არა?!_შეკავებული ტირილისგან ამიკანკალდა ნიკაპი. _ ახლა ტირილით უნდა შემაშინო?_ ისევ დამცინა ბაქარმა და მოფერება სცადა. ხელი ვკარი, ახლა ის მხოლოდ მძულდა და მეზიზღებოდა. _ კარგი რა, ჩემო გოგო, ტყუილად რატო იშლი ნერვებს?_ ისევ ჩახუტება სცადა._ ალისკაა რა, ვერ ვხვდები ასე რატომ ასერიოზულებ? _ ძალიან კარგად ხვდები, შენ გგონია არ ვიცი, მირზას გოგას გამო რომ გამოაშვებინე ჩემი თავი? ისიც უბრალოდ გოგა იყო და მეტი არაფერი! რა განსხვავებაა? _ არ მივეცი ჩახუტების უფლება. _ ახლა იმ ახ... რის გამო უნდა მომიშალო ნერვები?!_აქეთ გადმოვიდა შეტევაზე. _ გაჩუმდი გაიგე?! საერთოდ არაფერ შუაშია ახლა გოგა! ერთხელ გეტყვი და აღარ გავიმეორებ! ეგ გოგო გაქრეს შენი ცხოვრებიდან!_ რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი. ბაქარს კი სახე წაეშალა ბრაზით. _ ზედმეტს ხომ არ იღებ შენ თავზე?_ მკითხა ავი ხმით. _ მე ჩემი გითხარი! შენი შენ იცოდე!_ ვუთხარი ისევ მშვიდად. _ და რას იზავ?წახვალ? კატა არ დაგავიწყდეს, წასვლისას გაიყოლე!_ გაეცინა. სერიოზულად არც კი იღებდა ჩემს ნათქვამს. უბრალოდ ის აღიზიანებდა, მე რომ რაღაცას ასე მკაცრად მოვითხოვდი მისგან. ის უშლიდა ნერვებს, არჩევნის წინ რომ ვაყენებდი. _ ანუ არა ხომ?_ ვკითხე დაძაბულმა. _ არა! _ მიპასუხა მან. _ როგორც გინდა!_ ვუთხარი. წყალი დავისხი და მთელი ჭიქა დავცალე. ცოტა სული მოვითქვი და ზურგი ვაქციე. _ძალიანაც კარგი! მაინც მძულს ეს სახლი!_ ვუთხარი მშვიდად და საძინებელში ავედი. ჩანთა და მანქანის გასაღები ავიღე და კიბეზე დავეშვი. ბაქარი ისევ ისე იდგა , როგორც დავტოვე. _ სად მიდიხარ?_ მკითხა ცუდად დაფარული ბრაზით. _ შენი საქმე არაა! ჩემი არც ქმარი ხარ და არც არაფერი! წადი და შენს ლაქუცა ალისკას ეთამაშე ოჯახობანა! _ კარებისკენ წავედი. ორ ნაბიჯში დამეწია და წინ დამიდგა. არაფერი უთქვამს. უბრალოდ ჩემსა და კარებს შორის იდგა. თავხედური ღიმილით. ცოტა ხანს მიყურა მერე ტუჩები მოილოკა. _ შენი ეჭვიანობა მაგიჟებს! როგორ მინდიხარ, რომ იცოდე! ვინ ჩემი ფეხებია ალისკა, როცა შენ მყავხარ! _ რა თქმა უნდა არსად გამიშვა, და იმ ღამეს მისი ალერსი აღარ ყოფილა ჩემი ნება, აღარც თამაში და აღარც შერიგება. იმ ღამეს ეს მხოლოდ მისი სურვილი იყო, რაღაც ძალადობასა და მორჩილებას შორის! თავი 14 ვერ ვიტყვი, რომ აზრი შევიცვალე. ან ოდნავ მაინც დავუშვი, რომ ბაქარის და ალისკა ნებისმიერი სახის ურთიერთობა ნორმალური იყო. ბაქარი კი ისე იქცეოდა, ვითომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. თითქოს მე მხოლოდ ვაზვიადებდი. ამბობდა კიდეც, რომ ძალიან მიყვარდა სიტუაციის დრამატიზირება. მხოლოდ ერთი არგუმენტი ჰქონდა, ალისკა რომ ნდომოდა ჩემთან უბრალოდ არ იქნებოდა. ერთ დღესაც ნანუკამ დამირეკა და მაცნობა, რომ სკოლის დამთავრების წლისთავი ახლოვდებოდა და კლასი აღნიშვნას აპირებდა. რაც სკოლა დავამთავრეთ ეს პირველი შემთხვევა იყო მგონი, როცა შეკრება მოინდომეს. გამიხარდა კიდეც, დიდი ხნის უნახავ მეგობრებს ვნახავდით. სიხარულით დავთანხმდი. ცოტა გამოფხიზლება არ მაწყენდა, მთელი დღე უაზროდ სახლში გამოკეტილს და მაღაზიიდან სალონში მორბენალს. სულ ამისგან შედგებოდა ჩემი ახლანდელი ცხოვრება. მოსაწყენი და ერთფეროვანი იყო. არც ის ძვირფასი რესტორანი მაინტერესებდა, აღარც უაზრო ღამის კლუბები. სადაც ბაქარი და მისი მეგობრები ერთობოდნენ ცოლებთან და შეყვარებულებთან ერთად. რობოტივით დავყვებოდი ყველგან. ყალბად ვიღიმებოდი და ყველანაირად ვცდილობდი სახლში სიმშვიდე შემენარჩუნებინა. ხოდა კლასელების ეს პატარა წვეულება, ვიცოდი ნამდვილად გამახალისებდა. მოსვლისთანავე შემატყო ბაქარმა, რომ კარგ ხასიათზე ვიყავი. ინტერესით შემათვალიერა და მკითხა. _ რამე მოხდა, რაღაც მშვენიერ ხასიათზე ხარ? რა ხანია ასეთი მხიარული აღარ მინახიხარ!_ მივედი და ყელზე მოვხვიე ხელები. გულში წინასწარ ვტკბებოდი ჩვენი წვეულებაზე გამოჩენით გამოწვეული ემოციებით. დარწმუნებული ვიყავი "ბაქარის ეფექტი" ყველა ჩემ კლასელზე ქალბატონზე იმოქმედებდა. ჩემი შავთვალა და ხუჭუჭა ღმერკაცი სწრაფადვე იმსახურებდა სუსტი სქესის ყურადღებას. ეს ძალიან მომწონდა კიდეც. _ იცი , სკოლის დამთავრების წლისთავი გვაქვს და ამიტომ ვარ გახარებული! ხომ წამოხვალ ჩემთან ერთად არა?_ დარწმუნებული ვიყავი, მეტიც, ეჭვიც კი არ მეპარებოდა, წამოვიდოდა. _ მაგ უაზრო წვეულებებს კიდევ აწყობენ?_ მკითხა დამცინავად. და თითქოს ცივი წყალი გადამასხა. _ რა იყო, რომელიმე სხვა პლანეტიდან მოხვედი?_ ვკითხე ნაწყენმა._ მე ძალიან მინდა, რომ წამოხვიდე. ნელიკო და თაზოც იქნებიან. _ შენ უფრო სხვა რამე ხომ არ გახარებს?_ ჩემი ხელები მოიშორა და იქვე ჩამოჯდა. _ რა სხვა რამე?_ ვკითხე დაბნეულმა. _ ის გოგა შენი კლასელია არა?_ გაოცებისგან გავშრი. _ მერე რა, რომ კლასელია?_ ანუ რისი თქმა უნდოდა, რომ გოგას გამო მიხაროდა წვეულება?! _ არაფერი! მე არ მცალია და დიდად არც მინდა მაგ წვეულებაზე ყოფნა!_ რაღაც ორაზროვნად მითხრა. თითქოს კიდევ რაღაცას გულისხმობდა ამ უარში. ისე მეწყინა ვერც კი აღვწერ. რაღაც უაზრო და ბავშვური, ყოველგვარ აზრს მოკლებული, საქციელი იყო მისი უარი. _ ბაქარ რატომ იქცევი ასე?_ მის წინ დავჯექი და თვალებში შევხედე. _ასე როგორ? აუცილებელია იქ წასვლა? რამე მნიშვნელოვანია?_ ასეთი უტიფარი არასდროს მინახავს. არც კი მჯეროდა თუ ამას მართლა ამბობდა. მეგონა უბრალოდ ხუმრობდა. _ ბაქარ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩემი მეგობრები არიან და მათი ნახვა მიხარია! _ მეგობრები და თაყვანისმცემლები არა? _ ირონიული ნოტები მომესმა მის ხმაში. _ კლასში ვიღაცას ვიღაცა სულ მოსწონს, მაგრამ ეს დღეს უკვე აღარაა მნიშვნელოვანი, უბრალოდ მოგონებებია!_ ვცადე მისთვის ამეხსნა თუ რას ვფიქრობდი. _ თან ძალიან ტკბილი მოგონებები არა!_ ვგრძნობდი, როგორ გამოვდიოდი წყობიდან. რა მქონდა მასთან სახვეწარი? არ წამოვიდოდა და ნუ წამოვიდოდა. მარტოც ვიზამდი რამეს! ავდექი და ოთახისკენ წავედი. კიდევ რამე რომ ეთქვა მორიგი კამათი გარანტირებული გვქონდა. რა იყო ეს? სითავხედე? ეჭვიანობა? დაცინვა? არაფრად ჩაგდება? ის არაფერი იყო, ალისკა რომ ხელებს უფათურებდა და ოდესღაც ვიღაცას რომ მოვწონდი, თუ ვუყვარდი ამით ინგრეოდა ქვეყანა?! გაოცებულმა ერთი რამ აღმოვაჩინე. აღარ მეტირებოდა. თითქოს ჩემთვის ყველაფერი სულ ერთი იყო. არადა წამის წინ იმაზე ვოცნებობდი, ერთად როგორ შევაღებდით იმ ოხერი დარბაზის კარს. გული ისე ამიცრუვდა თავადაც კი აღარ მესურვილებოდა წასვლა, მაგრამ ვხვდებოდი, არ ვიქნებოდი საკუთარ თავთან მართალი. მივედი და მოწყენილი ფანჯრის განიერ რაფაზე ჩამოვჯექი. აყვავებულ ეზოს გადავხედე. ამ სახლში სულ რამდენი ბედნიერი დღე მქონდა? არადა გარედან როგორი საოცნებო ჩანდა ჩემი ცხოვრება. სიმწრით გამეცინა. _ რა იყო მორიგი დეპრესიული სცენაა? სადაც შენ ტირი და მე გამშვიდებ?_ კარს მიეყრდნო და ხელები გულზე დაიკრიფა. _ რატომ იქცევი ასე?_ ისევ ეს კითხვა გახმიანდა ჩემს გონებაში. _ როგორ ასე? მეგონა მიხვდებოდი და დააფასებდი იმ ყველაფერს, რასაც მე გთავაზობ. მეგონა შეიცვლებოდი, ერთბაშად თუ არა ნაბიჯ_ ნაბიჯ მაინც! შენ კი ისევ ძველ უაზრო და არაფრის მომცემ ამბებზე ღელავ. ხალხზე, რომელიც საერთოდ არაფერს ნიშნავს! რაღაც უაზრო სკოლის წლისთავზე გინდა წახვიდე, მაგრამ მაინც მგონია, სულ სხვა რამე გაექაჩება იქით!_ ეჭვით მიყურებდა. უცნაური სიცივით ჰქონდა თვალები სავსე. _ მეც შემიძლია იგივე გითხრა! ის რომ მდომოდა, შენთან არ ვიქნებოდი!_ საკუთარი სიტყვები დავუბრუნე უკან. _ მასე გგონია? აბა სად იქნებოდი? გგონია მიუხედავად იმისა, რომ მე მინდოდი, მასთან ან ვინმე სხვასთან წასვლის უფლებას მოგცემდი!_ ავად აუელვარდა თვალები. _ ნუ მიყურებ მასე გულუბრყვილოდ! შენ მაინც იქ იქნებოდი, სადაც ახლა ხარ! იმიტომ რომ მე მინდა ასე!_ მისმა სიტყვებმა გამაოცა. შემაცბუნა და შემაშინა კიდეც. _ ბაქარ რას ამბობ ხვდები? ანუ გინდა მითხრა, რომ შენ ჩემი არჩევანი კი არა უბრალოდ იძულება ხარ? _ ფეხები რაფიდან ჩამოვიღე და პირისპირ შევხედე. _ არა! ამ შემთხვევაში გაგვიმართლა ორივეს! შენ მე შეგიყვარდი და ჩვენი სურვილებიც დაემთხვა!_ ისეთი ამაზრზენად თავდაჯერებული იყო. _ და რომ არ დამთხვეოდა?_ ვკითხე გაკვირვებულმა. ნელა მომიახლოვდა, როგორც მტაცებელი ნანადირევს. _ რა აზრი აქვს რა იყო და რა იქნებოდა? მთავარი ისაა, ახლა რა არის! რა ჩემი ბრალია თუ შენ ასეთი კარგი ხარ?_ ხელები მომხვია და ჩამეხუტა. ისე თითქოს მისმა ნათქვამმა გამაბედნიერა. _ასე მგონია, შენ მე კი არა მხოლოდ ჩემი სხეული გიყვარს._ ვუთხარი სევდიანად. _ აქაც გაგვიმართლა ძვირფასო, შენ სხეულიც და სულიც მშვენიერი გაქვს, მხოლოდ ფუტლიარში რომ იყოს საქმე ალისკასაც არა უშავს რა._ გაეცინა საკუთარ სიტყვებზე, მაგრამ მე ზიზღის მეტი ვერაფერი ვიგრძენი. მინდოდა მოვშორებოდი, მაგრამ ისევ ფანჯრის რაფაზე შემომსვა. ყელი უხეშად გადამიწია და გახელებულმა მაკოცა. _ ხელი გამიშვი!_ ავკივლდი, როცა ვერაფრით მოვიცილე._ არანორმალურო! ასე მოგწონს არა? ყველა რომ გხედავს? მაღიზიანებდა მისი ეს ამაზრზენი საქციელი. ყველანაირ პირად სივრცეს რომ შლიდა ჩვენს შორის. თითქოს იძულებულს მხდიდა საკუთარ თავმოყვარეობაზე მეთქვა უარი. _ კი , ასე მომწონს! მომწონს, რომ გრცხვენია! რომ გერიდება! შენ ხომ ნელიკო ხარ, ასეთი ქედმაღალი და ასეთი მიუწვდომელი! ჩემთან ხარ, ჩემი ხარ, მაგრამ მაინც ვერაფრით შემოგწვდი! შენ სადღაც მწვერვალზე ხარ, მე კი ...მე კი მხოლოდ ასე შემიძლია ოდნავ მაინც ვიძიო შური შენზე! თავი ოდნავ მაინც დავიმშვიდო, რომ მხოლოდ მე შემიძლია ასე შეგეხო! შენ არაფერი გესმის! შენ არც გჭირდება, რომ ეს გესმოდეს! _ ეს ბაქარი არ იყო, ეს ერთი ეჭვიანი და დაკომპლექსებული ბიჭი იყო. მხოლოდ ერთხელ სულ წამით რომ მოვკარი თვალი და რომ მეგონა, მომეჩვენა. ხანდახან ყველაზე მჭიდროდ მორგებული ნიღაბიც გვძვრება და ჩვენი რეალური სახე წამით მაინც ხდება დაუცველი და ღია მთელი სამყაროს წინ. შემდეგი დღეები კაბის შერჩევას, და სხვა წვრილმანებს დავუთმე. საქმე მაინც არაფერი მქონდა და ასე თავსაც ვირთობდი. მე და ნანუკამ ბიჭები გავასეირნეთ. მერე ჩვენთან ავედით და საღამომდე კარგად ვიხალისეთ. საღამოს ნანუკა გამომემშვიდობა და რუსთავში წავიდა. დაახლოებით ათი წუთის წასული არ იქნებოდა, კარზე რომ ზარი დარეკეს. ბაქარის მოსვლამდე კიდევ დიდი დრო იყო. ამიტომ ვიფიქრე, ნანუკას რაღაც დაავიწყდა და მობრუნდამეთქი. სირბილით გავიქეცი და ჭიშკარი გავუღე. _ რაო, ახლა რაღა დაგრჩა?_ მაგრამ ღიმილი ზედ შემშრა. კართან არც მეტი არც ნაკლები რუსიკო იდგა. ჩემი მომავალი დედამთილი, რომელსაც აქამდე ერთხელაც კი არ შევხვედროდი. იდგა და რაღაც უცნაურად ამრეზილი მიყურებდა. _ ესე იგი შენ ხარ ნელიკო?_ ფეხის თითებამდე ჩამათვალიერა._ ვერაფერს იტყვი, აქვს ჩემს შვილს გემოვნება! ტანზე დავიხედე და მოღეღილი მაისური და მოკლე შორტები შევისწორე. _ გამარჯობა!_ მივესალმე ამ ქედმაღალ ქალს. არა ბაქარი ხასიათით აშკარად ძალიან ჰგავდა დედამისს. დაბნეული ვიდექი , არ ვიცოდი რა უნდა მექნა. _ არ შემიპატიჟებ?_ ისევ რუსიკომ დაარღვია უხერხული სიჩუმე. _ ბოდიში, რა თქმა უნდა!_ ვუპასუხე და გვერდზე გავდექი. შემოკაკუნდა და ეზო მოათვალიერა. _ მაინც ვერ დაივიწყა სოფელი ჩემმა შვილმა! ვერ ეგუება ქალაქს და ბინას!_ ჩაილაპარაკა თავისთვის და ბაქარის გაშენებულ პატარა ბოსტანს ზიზღით გადახედა. არადა მისი შვილი ძალიანაც ამაყობდა ამ პატარა ბოსტნით. რომელიც პირდაპირ აივნის ქვეშ ჰქონდა გაშენებული. სხვადასხვა მწვანილის პატარა კვლები. რამდენიმე ძირი ჩერი პამიდორი, კიტრი და ბულგარული წიწაკა ეთესა. და ძალიანაც უხაროდა ყველა ახალი ნაყოფი. მეც მართობდა მისი ეს პატარა გატაცება. რატომღაც მეგონა, ადრე თუ გვიან, როცა ბაქარი ნიღბის ტარებით დაიღლებოდა, აუცილებლად დაუბრუნდებოდა სოფელს. სოფელში დაბრუნება მამამისთან დაბრუნებასაც ნიშნავდა თავის თავად და ბაქარი ახლა ამისთვის მზად აშკარად არ იყო. თავისი ცხოვრების ამ პერიოდზე საუბარი, როგორც იცით, არ უყვარდა. მე მხოლოდ ის ვიცოდი, რაც ლიკუნამ მიამბო იმ საღამოს ჩემთან სახლში. თუმცა იმ საღამოს შემდეგ აღარც ლიკუნა შემხმიანებია. ის კი ვიცოდი, და_ ძმა ერთმანეთს შეძლებისდაგვარად ხშირად რომ ხვდებოდა. რუსიკო პირდაპირ სახლისკენ გაემართა. შიგნით შესულმა ყველაფერი ინტერესით მოათვალიერა. _ წყალი მწყურია, სამზარეულო საითაა?_ მკითხა მშვიდი ხმით. წინ გავუძეხი და წყალიც დავუსხი. მაგიდას მიუჯდა. სიგარეტი ამოიღო და სანამ გაუკიდებდა მკითხა. _ პრობლემა არაა ხომ? _ არა, თუ თქვენ გსურთ..._ ვუპასუხე მე_ ხომ არაფერს დალევთ, ყავა, წვენი? _კი ჩემო კარგო, ყავა იყოს, უშაქრო!_ არ ვიციდი რისთვის მოვიდა, მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ ბაქარმა არაფერი იცოდა და როცა გაიგებდა, არა მგონია მოსწონებოდა ეს ყველაფერი. ყავა მოვადუღე ორ ფინჯანში გავანაწილე და რუსიკოს პირდაპირ დავჯექი. _ ალბათ გიკვირს ჩემი მოსვლა?_ მკითხა უცნაური ღიმილით. მე თავი დავუქნიე. _ ბაქარმა არ იცის, რომ მეთხოვა უარს მეტყოდა! ამიტომ ასე ვარჩიე მოსვლა. შენი გაცნობა მსურდა! დამაინტერესა ვინ ხარ ასეთი, რომ ბაქარი ასე მოგეჯაჭვა? ჩემი შვილი ალბათ კარგად გაიცანი და იცი, რომ მარტივი კაცი არაა!_ უცნაურად საუბრობდა. ერთი შეხედვით თბილად , მაგრამ თვალებში ქედმაღლობა და ზიზღი მოუჩანდა. მაგრამ ვერ მივხვდი მე ვძულდი თუ საკუთარი თავი. _ მე კარგი დედა არასდროს ვყოფილვარ! იქნებ დედადაც კი არ ვვარგოდი, მაგრამ მშობლებს, სამწუხაროდ ბავშვები არ ირჩევენ. ბაქარს მამა ძალიან უყვარდა და ვერ მაპატია ის, რაც გავაკეთე!_ აშკარად იცოდა ლიკუნასგან, რომ მის ამბავზე რაღაც წარმოდგენა მქონდა._ მაგრამ მას არასდროს შეუხედავს ჩემი გადმოსახედიდან ამ ყველაფრისთვის! შენ იცი რა არის გაჭირვება? ალბათ არ იცი, როგორია საცვლის გაკიდვა რომ გრცხვენია თოკზე იმის შიშით , მეზობლის ქალებმა არ დაინახონ გამოკერებული რომ აქვს უბე! არადა, რამდენი ოცნება მქონდა! იცი საკუთარ ცხოვრებას რა ფერებში ვხედავდი? ჩემმა ქმარმა კარგად იცოდა ეს ყველაფერი, მაგრამ იფიქრა, მხოლოდ სიყვარულს დავჯერდებოდი! იქნებ ბევრი დასჯერდებოდა კიდეც, იცი ბაქარი გარეგნობით მამას საოცრად ჰგავს._ თბილად გაეღიმა ქალს._ მე მიყვარდა ჩემი ქმარი მიყვარდა მანამ, სანამ ერთ დღესაც არ შემზიზღდა. მიხვდა და ყველაფერი სცადა ჩემს შესაკავებლად. მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. მე თავს არ ვიმართლებ, ალბათ ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო ჩვენს შორის, მაგრამ ბაქარი ამ ამბავში გაიჭყლიტა. შენამდე იცი , როგორი სალი კლდე იყო? მხოლოდ ამ ბოლოს შეიცვალა. იმედი გამიჩნდა , რომ შენს გამო რაღაცას შეცვლის._ ვუსმენდი და მისი მოსვლის მიზეზს ვერ ვხვდებოდი. _ მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ, აწი ჩემი შეცვლა აღარ იქნება. მე მივიღე კუთვნილი სასჯელი და ბოლომდე ვატარებ, მაგრამ ბაქარი არ მინდა უბედური იყოს. შენმა გამოჩენამ თითქოს ამ დანაშაულის შეგრძნება შემიმსუბუქა. თუ ბაქარი ბედნიერი იქნება, მეც შევძლებ ცხოვრების გაგრძელებას. ალბათ ფიქრობ, რა ეგოისტი ვარ ისევ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ, მაგრამ რას ვიზამთ, " არ გასწორდება ძაღლის კუდი და არცა კირჩხიბი მართლად ვალს!" _ ამ ერთ ფრაზაში ჩაატია მთელი, საკუთარი ხასიათის, მანკიერებები._ შენთან თხოვნით მოვედი, არ მიატოვო ბაქარი! ვის ეცოდინება, თუ არა მე, მასთან ცხოვრების სირთულე, მაგრამ მე ვიცი, შენ ხარ ის ერთადერთი, ვინც ჩემს შვილს სჭირდება! როგორც უეცრად მოვიდა ისე უეცრად წავიდა. მისთვის შეთავაზებული ყავის გამო მადლობა მითხრა, თუმცა ყლუპიც კი არ შეუსვამს. წამოდგა და გაცილების გარეშე დატოვა სახლი. ვიჯექი გაოგნებული და თითქოს ოდნავ უკეთ მესმოდა ბაქარის. პარალელს დედაჩემთან ვავლებდი და გული მტკიოდა იმ პატარა ბაქარის გამო , რომელსაც დედა სჭირდებოდა და არ ჰყავდა, რომელსაც მამა სჭირდებოდა და ვერც მას პოულობდა.მაგრამ რას მთხოვდა რუსიკო მე, ვერ ვხვდებიდი? რა სურდა? თუ საკუთარ შვილის ასე კარგად იცნობდა, ჩემგან მსხვერპლად შეწირვის იმედი არც უნდა ჰქონოდა. მე ნელიკო ვიყავი და არა ბაქარის დედა! მე რატომ მთხოვდა იმის გაკეთებას , რასაც როგორც დედა და როგორც ქალი თავადაც ვერ გაუმკლავდა?! ბაქარისთვის არაფერი მითქვამს. ან რა მეთქვა ?დედამისმა როგორ მთხოვა: ჩემი შვილი არ მიატოვო, რათა მე თავისუფლად ვიცხოვროო? ამას რა მათქმევინებდა?! _ ოჰოო, _მომესმა ზურგს უკან ბაქარის აღფრთოვანებული წამოძახილი. სარკის წინ ვიდექი და კლასის წვეულებისთვის ნაყიდ მუქ შინდისფერ კაბას ვიზომებდი. დიდი არაფერი, ტანზე მომდგარი, სრულიად სადა, წვრილ სამხრეებიანი და მოკლე კაბა იყო. მართლა არ იყო ისეთი განსაკუთრებული ვინმეს აღფრთოვანება რომ გამოეწვია. რომ მცოდნოდა ბაქარიც გამომყვებოდა, ბევრად უფრო თამამ კაბას ავარჩევდი. მაგრამ ახლა არ მსურდა, გამომწვევი ვყოფილიყავი. _ ვისთვის ცდილობ ასე?_ მომეხუტა და ცხვირი ყელში ჩამიყო._ თმა არ აიწიო! ასე დაიტოვე გაშლილი! თორემ შენს ყელს რომ ვხედავ, მეც კი ვგიჟდები და იმ საცოდავს რა მოუვა, წარმომიდგენია! დამცინოდა თუ რა ჯანდაბას აკეთებდა? _ რაო გაბრაზდი? მოდი იმ უაზრო წვეულებაზე წასვლის ნაცვლად, კლუბში გავიდეთ ერთად! _ მისი კოცნა ყოველთვის მირევდა თავგზას. წამით მეც გავიფირე, რა მინდოდა იქ, სადაც ბაქარი არ იქნებოდა , მაგრამ მივხვდი, თუ ამას გავაკეთებდი, საკუთარ თავს თავად დავაბიჯებდი ფეხს. _ კლუბი არსად გაიქცევა!_ ვითხარი ბრაზით. _ აბა გოგა გაიქცევა სადმე?_ მკითხა მანაც ავად. _ არ წამოხვალ და შენ ჯინაზე სულ მასთან ვიცეკვებ!_ ისე მომინდა მისი გაბრაზება. თავი ვეღარ შევიკავე. _ შეგეხება და ხელებს დავამტვრევ! და შენი ბრალი იქნება, იცოდე! მარტო თაზოსთან გაქვს ცეკვის უფლება!_ დამიბრიალა თვალები ბაქარმა. _ მომწყდი თავიდან!_ მოვიშორე მე. _ იოცნებე!_ გაეცინა ბაქარს. მაინც ძალიან მწყინდა, რომ არ მოდიოდა და უფრო ის მწყინდა, არ მცალიაო , რომ იმიზეზებდა და აშკარა იყო კლუბში აპირებდა წასვლას. იცით, რა არის საერთო მომენტები? იცით რას ნიშნავს საყვარელი ადამიანი ამ მომენტებს შენთან ერთად რომ აგროვებს? საქმე იმაში კი არ არის მხოლოდ, რომ დრო ერთად გაატაროთ. არა! საქმე იმაშია , რომ მან შენი გულისთვის გააკეთოს ის, რის გაკეთებასაც სხვასთან თავშიც არ გაივლებს. მაგალითად გამოგყვეს ისეთ უაზრო წვეულებაზე, როგორიც სკოლის დამთავრების წლისთავია. შენს გამო მოითმინოს ის ორი თუ სამი საათი. თავი დედოფლად გაგრძნობინოს და მოგცეს საშუალება, იმ ხალხის წინ იყო ამაყი და საკუთარი ცხოვრებით ბედნიერი, ვის გვერდითაც ლამის ნახევარი ცხოვრება გაატარე . საქმე არც იმაშია, რომ ვინმეს დასანახად ითამაშო ბედნიერება. არა, საქმე მხოლოდ საკუთარ თავშია, რომ თქვა: მე ეს შევძელი! მე საყვარელი ადამიანი ვიპოვნე და ის ახლა ჩემს გვერდითაა! მე კი მომიწევდა, მარტოს წასვლა და ტყუილის მოფიქრება მშვიდი სახით, თუ რატომ ვერ მოახერხა წამოსვლა ჩემმა ღმერთივით კაცმა. აი სულ ეს იყო, მეტი არაფერი. ორი პაწაწუნა საათი დიადი ბაქარის ძვირფასი ცხოვრებიდან, რომლის დათმობაც ჩემთვის არაფრით სურდა. მოწყენილმა გავიხადე კაბა და კარადაში დავკიდე. ბაქარი კი საწოლზე გაშოტილიყო და თავხედური ღიმილით მიტყაპუნებდა ხელს ლოგინზე, დაწექი რაღას უცდიო. ბოღმის ბურთი ყელში როგორღაც გადავაგორე და შურის ძიებისთვის მოვემზადე. მხოლოდ საცვლების ამარა შევბრუნდი მისკენ, გრძელი თმა ხელით ცალ მხარეს გადმოვიყარე და გამომწვევი მოძრაობით ლოგინის ნაცვლად კარისკენ წავედი. _ ეეე, სად მიდიხარ?_ აყვირდა უკვე სიამოვნებისთვის გამზადებული ბაქარი. _ სტუმრების ოთახში!_ გამოვუყავი ენა, კარებიდან და მეორე საძინებლისკენ გავიქეცი. იმ არანორმალურსაც მეტი რა უნდოდა? გიჟივით ისკუპა ლოგინიდან და გამომეკიდა. კიბეზე დამეწია. ხელები მომხვია და იქვე დამიწყო კოცნა. _ ლამაზი ნელიკო, ნაზი და მშვენიერი ნელიკო!_ ჩურჩულებდა ვნებიანად_ ჩემი, მხოლოდ ჩემი ნელიკო! იმდენჯერ იმეორებდა ამ სიტყვებს, თითქოს ვინმე ართმევდა ჩემს თავს, თითქოს მუდმივად ეშინოდა ჩემი დაკარგვის. მე კი ხშირად მახსენდებოდა დედამისი და რატომღაც მეგონა, სწორედ ის ბავშვობის ამბები სტკიოდა ასე ძალიან და ამიტომ ჰქონდა ჩემს მიმართ ასეთი უცნაური მოჯაჭვულობა. თქვენ გგონიათ, ვერ ვხვდებოდი, რომ უკვე მისი მანკიერი ჩვევების გამართლებას ვცდილობდი?ვხვდებოდი, მაგრამ მე ბაქარი მიყვარდა. მთელი თავის სიგიჟეებით. იქნებ ის ტკივილიც მიყვარდა, რასაც ბაქარი მაყენებდა? ალბათ ცოტათი მაზოხისტიც ვიყავი, მაგრამ არა, ტკივილი სიამოვნებას ვერ მოგანიჭებს. ადრე თუ გვიან ისურვებ, რომ ტკივილი დასრულდეს. აუცილებლად დადგება ეს დღე! გაშლილი თმით და მთელი ჩემი აღჭურვილიბით გავემართე ნანუკასთან. მას ბავშვები დედამთილთან დაეტოვებინა და გართობისა და დროის ტარებისთვის სრულ მზადყოფნაში იყო. მე , ნანუკა და თაზო ერთად წავედით რესტორანში. არცერთს არ უკითხავს თუ რატომ არ იყო ბაქარი. იქნებ ასე კომფორტულიც იყო. ამაზე აღარ მიფიქრია. მონატრებულ კლასელებს შევხვდი. ყველა ისეთი შეცვლილი იყო. რამდენიმე ქუჩაში რომ შემხვედროდა , ვერც კი ვიცნობდი. ასე თუ ისე, ოცნება ასრულებული მეგობრების ნახვა სასიამოვნო იყო. იქნებ ზოგს ბედნიერების მხოლოდ ნიღაბი ეკეთა, მაგრამ ამის ძიება არ დამიწყია. დაე ეს ერთი დღე ყველას შვების და სურვილების ახდენისა ჰქონოდათ. როგორც ტალიაში გამართული მასკარადები. როგორც იქ, ისე აქ, დაე მოერგოთ ლამაზი ნიღბები ამით ხომ არავის არაფერი უშავდებოდა. გოგა შორიდან მომესალმა მხოლოდ თავის დაკვრას დასჯერდა და გულზეც მომეშვა. საღამო ეშხში შევიდა, ვიხსენებდით საერთო წარსულს, მეგობრებს, რომლებიც ხელიდან გამოგვეცალნენ, წარსულ მხიარულებას, ბავშვურ წყენებს და სიხარულებს. ყველაფერს, რასაც ცხოვრების თერთმეტი წელი შევალიეთ. ცოტა მოგვიანებით მუსიკის და ცეკვის ჯერიც დადგა. ვიჯექი და ღიმილით ვიყურებდი მეგობრებს და მათ ნაცვლად მათსავე ბავშვობას ვხედავდი, წლების წინ, სწორედ ამ დარბაზში გვქონდა ბანკეტი. მახსოვდა ვის როგორი კაბა ეცვა, ვინ ვისი მეწყვილე იყო, ვიჯექი და სულელივით მეღიმებოდა. უცებ დავინახე შემთვრალი გოგა როგორ გამოემართა ჩემკენ. დავიძაბე. მაგრამ თაზომ გადამარჩინა. მოვიდა და საცეკვაოდ გამიწვია. დარბაზის ცენტრში წყნარ მელოდიაზე დავტრიალდით. რომ მოულოდნელად სინათლე გამოირთო. ყველა ახმაურდა და მალევე ჩაწყნარდა. ვეღარც თაზოს ვხედავდი და ვერც ვერავის . ვიდექი და სინათლის ანთებას ველოდი. უცებ სინათლის მოიისფერო ზოლი მე დამეცა და წრეში მომაქცია. წამში ასეთივე სვეტმა დარბაზის სხვა კუთხე გაანათა და მასში ბაქარმა შეაბიჯა. მიკ ჯაგერის" Angel in my heart" ჩემი საყვარელი სიმღერაც გაისმა. უცებ მაღლიდან ვარდის წითელი ფურცლები წამოვიდა ფარფატით. თითქოს ვარდების წვიმა იყო. ბაქარი კი ნელი ნაბიჯით მიახლოვდებოდა. ვიდექი ასე გაშეშებული, ზღაპრისა და რეალობის მიჯნაზე და მგონი გული აღარ მიცემდა. ბაქარი მოვიდა თვალებში ჩამხედა და გამიღიმა. _ იცეკვებ ჩემთან ერთად?_ მკითხა და ხელი გამომიწოდა. შემეძლო კი უარი მეთქვა? რა თქმა უნდა არა. ყველა ცეკვა მასთან ერთად , ეს ცალკე სიზმარი იყო. და მე გაღვიძება აღარ მინდოდა ხოლმე. მოულოდნელად მუჭი გაშალა და ხელისგულზე ბეჭედი აბრჭყვიალდა. _ გახდები ჩემი ცოლი?_ მკითხა ბაქარმა. ხელის თხოვნაშიც ამაყი და თავნება იყო. სხვებივით ჩვეულად მუხლზეც არ დამდგარა. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ძალიან მოულოდნელი და მომხიბვლელი იყო. _ არ მიპასუხებ? _ მკითხა ჩურჩულით._ გამომყვები ცოლად? ეშმაკურად უციმციმებდა შავი თვალები. თვალები , რომლებმაც დანახვის წამიდან მომნუსხეს. ახლა რომ უარი მეთქვა, ცხოვრების ბოლომდე ვინანებდი ამას. ამიტომ უბრალოდ თავი დავუქნიე. ბაქარმა კი ბეჭედი თითზე ჩამომაცვა. _ მიყვარხარ, ცოლო!_ გამიღიმა მაცდურად. _ ჯერ კიდევ შემიძლია უარი გითხრა!_ გამეცინა მე. _ მაგასაც ვანახავთ!_ დაიხარა და ტუჩებში მაკოცა. დარბაზს ოვაციამ გადაუარა და სინათლეც აინთო. თავი 15 ის დღე და კიდევ რამდენიმე მომდევნო დღეც სრულ ეიფორიაში გაილია. ისე ვიყავი აღტაცებული ამ სიახლით , ისე ვიყავი აფრიალებული, ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა დედამიწაზე. თითქოს ამ ამბავმა ყველა დარდი დამავიწყა. ბაქარიც უცნაურად შეიცვალა და ბოლოს ზუსტად ამ შეცვლამ გამომაფხიზლა. სულ თვალებში მიყურებდა, რასაც მანამდე ყურადღებას არ აქცევდა და მნიშვნელოვნად არ თვლიდა, ახლა მთელი ინტერესით ეკიდებოდა. ოღონდ მენატრა რამე და ოღონდ მდომებოდა. თითქოს სურდა, ჩემი ფიქრები სულ მისით ყოფილიყო დაკავებული და არაფერ სხვაზე არ მეფიქრა. დიდხანს ვსეირნობდით ხელჩაკიდებულები, დროს ერთად ვატარებდით . აღარც კლუბში წაყოლას მთხოვდა, თავადაც თითქმის აღარ მიდიოდა დარბაზში. ეს ყველაფერი ისე მაოცებდა, აღარ ვიცოდი გამხარებოდა თუ მენერვიულა. ცდილობდა მისი მღელვარება და მოუთმენლობა არ შემემჩნია, მაგრამ მაინც ვხედავდი, რომ რაღაცას ძალიან დარდობდა. _ ქორწილი სექტემბერში დავგეგმოთ!_ ვუთხარი ერთ დღეს. შემოდგომა ლამაზი დროა ქორწილისთვის. აღარც ცხელა და სინათლეც ჭყეტელა ყვითლიდან ოქროსფერში გადადის. მინდოდა ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო. კაბიდან დაწყებული დეკორაციით და ფოტოებით დამთავრებული. პატარა და ლამაზი წვეულება მსურდა. მაგრამ ბაქარის რეაქციამ შემაშფოთა. _ რაა? რატომ სექტემბერში? ახალ წელს გადავდოთ ბარემ! შენ რა, ასე ძალიან არ გინდა ჩემი ცოლი გერქვას? სპეციალურად აკეთებ? რად უნდა მაგას სექტემბერი, თვის ბოლომდე ყველაფერს მოვასწრებთ თუ მოვინდომებთ! _ ვერ მივხვდი ასე რატომ ჩქარობდა. ორ კვირაში რა ქორწილი უნდა მოგვესწრო. _ ბაქარ! არც კი იოცნებო, რომ სექტემბერზე ადრე გვექნება ქორწილი და ამაზე არ ვიჩხუბოთ._ იმდენად მტკიცედ ვუთხარი, რამდენადაც შევძელი._ რა ვიცი, რამე განსაკუთრებული მიზეზი თუ არ გაქვს! _ რა მიზეზი ?_დაიბნა ის. _ რა ვიცი იქნებ ორსულად ხარ და ამიტომ გეჩქარება?_ვეხუმრე, თუმცა ორსულობის ხსენებაზე დაიძაბა. ვერც კი გაიაზრა რა ვუთხარი. ისე შემომხედა, ტანში გამცრა. _ რას გულისხმობ?_ მკითხა და ახლოს მოვიდა. თვალებში შევხედე და ცხოვრებაში პირველად დავინახე მის თვალებში შიშისმაგვარი ემოცია. _ ბაქარ გეხუმრები, რა გჭირს? _ ჩავეხუტე. ალბათ კაცებიც ნერვიულობენ ქორწილებზე და მსგავს ამბებზე, უბრალოდ ცდილობენ არ შეიმჩნიონ. გავიფიქრე გულში. _ მისმინე ნელიკო! მე ისედაც ჩემს ცოლად გთვლი, მას შემდეგ , რაც ერთად ვცხოვრობთ. ქორწილი უბრალოდ ფორმალობაა._ჩემი ბეჭდიანი ხელი აიღო და ზედ მაკოცა._ მოდი ბავშვი გავაჩინოთ! გეფიცებით მისი სიტყვების გაგონებისას შემკრთალი შევხტი. ეს საიდანღა მოიგონა? რა ბავშვი? რა დროს ბავშვი იყო? მომავლის პერსპექტივაში , რა თქმა უნდა, მეც ვხედავდი ჩვენს შვილებს. მაგრამ არა ქორწილამდე! _ რას ამბობ ბაქარ? ეგ საიდანღა მოიგონე?_ სახეზე მომეფერა, უცნაურად სევდიანი. _ უბრალოდ იფიქრე ამაზე! _ მითხრა და ლოყაზე მაკოცა. მეორე უცნაურობა, რაც ჩვენი ნიშნობის შემდეგ მოხდა, ლიკუნას გამოჩენა იყო . მანამდე რომ არცერთხელ მოსულა. ახლა ლამის ჩვენთან გადმოსახლდა. ვერ ვიტყვი, რომ თავს ცუდად ვგრძნობდი მასთან. პირიქით გამახალისა კიდეც. ისეთი მავნეც არ იყო , როგორი წარმოდგენაც მასზე მქონდა. მარტოს არსად მიშვებდა. სულ თან დამსდევდა. ნანუკამ თავიდან ამრეზით მიიღო, მაგრამ ბოლოს მასაც კი მოულბა გული. _ რას ერჩი, მშვენიერი მული გყავსო!_ გამომიცხადა ერთ დღეს. კვირაში ერთხელ რუსიკოც რეკავდა. ბაქარი არათუ აღარ ბრაზობდა, თითქოს უხაროდა კიდეც მათი ყურადღება. რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო ემატებოდა ბაქარს ნერვიულობა. ცდილობდა არაფერი შემემჩნია, მაგრამ ვხედავდი ხშირად ურეკავდა უცხო ნომერი. სალაპარაკოდ ან ეზოში გადიოდა ან აივანზე. ალბათ სამსახურის პრობლემები ჰქონდა. მე ასე მეგონა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ვკითხე. _ რა გაწუხებს ბაქარ? პრობლემა გაქვს? ვინ გირეკავს მუდმივად? ან ასე რატომ ნერვიულობ? მომიყევი და თუ ვერ დაგეხმარები, გაგამხნევებ მაინც!_ მხრებზე მოვეხვიე. სიმივით დაეჭიმა კუნთები. _ გამამხნევებ არა?_ ჩაეცინა ნერვიულად. სწრაფად მობრუნდა და გულში ჩამიკრა._ შენ ამაზე არ იფიქრო! არაფერზე არ იფიქრო! დედამ მითხრა, რომ აუცილებლად ჩამოვიდოდნენ ჩვენი ქორწილისთვის. აბა დედისერთა გოგოს ბედნიერების დღეს როგორ გამოტოვებდნენ. იქით ბიცოლაჩემი ქოთქოთებდა. სანდრო მგონი ჩემზე ბედნიერიც კი იყო. ნანუკა მეჯვარის კაბას დასტრიალებდა. ნელ_ნელა მითრევდა საქორწილო ორომტრიალი და ბევრ რამეზე საერთოდ აღარ ვფიქრობდი. ბევრასაც ვეღარ ვამჩნევდი. ერთ დილას, კაბის მკერავთან ვაპირებდი წასვლას, უკვე იმდენჯერ შევცვალე დეტალები ქალი მგონი ვეღარ მიტანდა, მაგრამ რა მექნა თუ ყველაზე ლამაზი კაბა მსურდა?! ბაქარი აბაზანაში იყო. ყავის დასალევად სამზარეულოში გავედი, კაბების ჟურნალები მაგიდაზე დავდე, ბაქარის მობილურის გვერდით. ტელეფონი გაუთავებლად ვიბრირებდა. ყავის ჭიქიდან ცალი თვალით გადავიჭყიტე და ეკრანზე კვლავ ნაცნობ უცხო ნომერს მოვკარი თვალი. გული მიგრძნობდა, სასიამოვნო ამბავზე არ ურეკავდნენ და ხასიათის გაფუჭებას მოვერიდე. ძალიან გვიან გავაცნობიერე, რომ იმ დღეებში სირაქლემას პოზა მქონდა მორგებული. თავი მიწაში მქონდა ჩაფლული და მოახლოებული საფრთხისგან ასე გულუბრყვილოდ ვცდილობდი დამალვას. ტელეფონმა რეკვა შეწყვიტა და რამდენიმე წამში ეკრანი შემოსულმა შეტყობინებამ გაანათა. ხელი ინსტიქტურად წამიცდა. ავიღე და ბოლო სამ შეტყობინებას მოვკარი თვალი; "სიმართლეს დიდხანს ვეღარ დამალავ!" " რომც მიმატოვოს გგონია ეს რამეს შეცვლის შენს სასიკეთოდ? შენი ადგილი იცოდე!" " ვნახოთ!" მოულოდნელად თითებზე , რომლითაც ტელეფონი მეჭირა ბაქარის ხელი ძლიერად შემომეხვია. იმდენად ძლიერად , რომ მობილური ლამის თითებში ჩამაფშვნა. მეორე ხელი წელზე მომიჭირა და ყურში ავად ჩამსისინა. _ რას აკეთებ შენი აზრით?_უცნაურმა შიშმა ამიტანა. თითქოს მართლაც რამე დანაშაული ჩამედინა. თითები ტკივილისგან გამიბუჟდა. _ მტკივა!_ ვუთხარი ლამის ჩურჩულით. ხელზე ხელი მაშინვე შემიშვა. მე კი მისი მობილური სასწრაფოდ დავდე მაგიდაზე. მისკენ შევბრუნდი და მის თვალებში, რაღაც საოცრად მრისხანე და გაავებული ნადირი დავინახე. რომელიც მზად იყო ერთ არასწორ სიტყვაზეც კი ნაკუწებად ვექციე. უკან დავიხიე. _ უბრალოდ მესიჯი მოგივიდა!_ ძლივს ამოვილაპარაკე შეშინებულმა. _ წაიკითხე?_ მკითხა და ყურადღებით დამაკვირდა. დავინახე როგორ შეკრა მუშტები. _ არა!_ ვიცრუე სასწრაფოდ. შევბრუნდი და სამზარეულოდან გავედი. კართან მისულს გამახსენდა, ჟურნალები მაგიდაზე რომ დამრჩა და უკან მივბრუნდი. დავინახე ბაქარი როგორ ურტყამდა გაცოფებული, მუჭს სამზარეულოს მაგიდას. გავშრი. ჩუმად ვაქციე ზურგი და უხმაუროდ დავტოვე სახლი. მკერავთან მისვლა არც კი გამხსენებია. იმ დილამ ჩემი ძალად შეკოწიწებული სიმშვიდე სულ ნაკუწებად აქცია. თავში ისევ ყველაფერი ამერია. ყველაფერი საეჭვოდ მომეჩვენა. რას მიმალავდა ისეთს, რაც მის მიტოვებას მაიძულებდა? ან ვინ ურეკავდა? არა ეს სამსახურის პრობლემებს არ ჰგავდა. დიდხანს ვბოდიალობდი უაზროდ ქალაქში. გულმა ჩემი სახლისკენ გამიწია. დაახლოებით ხუთი თვე იყო ჩემს სახლში ფეხიც კი აღარ დამედგა. სახლში შესულმა უცნაური სიმშვიდე ვიგრძენი. გავიაზრე, რომ სულ ცოტა, იმ საღამოს მაინც, აღარ მსურდა ბაქართან დაბრუნება. ცოტა ხანში ლიკუნამ დამირეკა, ჩვეულად მხიარული ხმით. _ სად ხარ რძალო?_ ახლა ლიკუნას ბოლო დროინდელი აქტიურობაც კი საეჭვოდ მომეჩვენა. თითქოს უკან ბაქარისგან მოჩენილი დარაჯივით დამდევდა. თითქოს უნდოდათ სულ მათ თვალთახედვაში ვყოფილიყავი. რისგან ან ვისგან მიცავდნენ? მიკვირდა, თუ ეს ასე იყო, როგორ დაითანხმა ბაქარმა საკუთარი ჯუიტი და. რას შეჰპირდა ამ თვალთვალის და კონტროლის სანაცვლოდ? _ ცოტა ხანს მარტო ყოფნა მინდა!_ ვუპასუხე ცივად. გაოცებულს დავემშვიდობე და ტელეფონი გავუთიშე . როგორც ველოდი, წამიც არ გასულა, ბაქარმა რომ გადმორეკა. _ სად ხარ ნელიკო?_ მკითხა გაბრაზებულმა. _ ბაქარ სიმშვიდე მჭირდება! უნდა ვიფიქრო!_ ვუპასუხე მშვიდად. _ რაზე უნდა იფიქრო? _ რა იყო , ახლა ჩემი ფიქრების გაკონტროლებასაც აპირებ? არ მაქვს უფლება ერთი საღამო მარტო ყოფნა მინდოდეს? _ ავნერვიულდი და ბაქარმაც შემატყო. _ ერთი საღამო, ხომ? მპირდები?_ მკითხა შედარებით თბილად. _ გპირდები!_ ვუპასუხე მე. _ რუსთავში ხარ ხომ? უბრალოდ ვნერვიულობ შენს გამო!_ ვიცოდი თუ არ ვეტყოდი, ვერ მოისვენებდა და შესამოწმებლად სახლში ამომადგებოდა. _ ხო ბაქარ, ჩემს სახლში ვარ!_ ვუპასუხე დაღლილმა. _ შენს სახლში..._ ჩაილაპარაკა სევდიანად._ კარგი ჩემო გოგო, ჭკვიანად მოიქეცი! ტელეფონი გათიშა. " ჰმ, ჭკვიანად მოიქეცი!" ვითომ არაფერი არა? ვითომ ერთი პატარა უწყინარი ფრაზაა არა?! კარგით, დაე ასე გეგონოთ! დივანზე წამოვწექი, ტელევიზორი ჩავრთე და პულტით არხებს დავუყევი. ჩემდაუნებურად კვლავ animal planet_ზე შევაჩერე არჩევანი. გამეცინა. აშკარად ჩემი დეპრესია ბრუნდენოდა. გადაცემა ეხებოდა მონოგამიის თემას ცხოველებში: "ასე, მაგალითად, გედების ერთგულების შესახებ ყველას სმენია. გედების მიერ შექმნილი წყვილი ხშირად მრავალი წლის განმავლობაში არსებობდ, ან რომელიმე ინდივიდის სიკვდილამდე. ამიტომ დღეს გედები სიყვარულის თავისებურ გამოსახულებად და ერთგულების სიმბოლოდ ითვლებიან. ასევე მგლებიც პარტნიორისადმი ერთგულების ყველაზე ნათელ ნიმუშად არიან მიჩნეულნი. თუ მამრი კვდება, მაშინ, როგორც წესი, მდედრი მგელი მარტო რჩება სიკვდილამდე. თახვებიც ერთგულები არიან. სანამ მდედრი შთამომავლობის გასაჩენად ემზადება, მამრი მას საკვებს აძლევს. შემდეგ ნაშიერს რამდენიმე წელი ერთად ზრდიან, რის შემდეგაც შვილებს თავისუფალ ცხოვრებას აზიარებენ. პინგვინები წყვილში ცხოვრობენ დიდი ხნის განმავლობაში. წყვილის ჩამოყალიბების შემდეგ, ისინი, კოლონიაში დაბრუნებულნი, ეძებენ ერთმანეთის დანარჩენ პინგვინებს შორის." ამ ცხოველებიდან ბაქარი ძალიან ჰგავდა მგელს. მასავით მტაცებელი და მესაკუთრე იყო. ნეტავ მონოგამიის ამ თვისებითაც თუ ჰგავდა ზემოთ ხსენებულ ცხოველს? იმას ვერ ვიტყვი , რომ მზრუნველი არ იყო, პირიქით გადამეტებულადაც კი ჰქონდა ეს გრძნობა განვითარებული. მახრჩობდა კიდეც თავისი მზრუნველობით. ამოვიოხრე. რატომ, რატომ არ ვგრძნობდი მის გვერდით სიმშვიდეს? რას ვეძებდი? რა მაკლდა? რა მაწუხებდა? სინამდვილეში ამ ყველაფერზე ერთი პასუხი მქონდა. ბაქარი მგელივით მტაცებელი იყო! მე კი ეს მაშინებდა მასში. თითქოს მისთვის საზღვარი არ არსებობდა. მოულოდნელად კარზე ზარი გაისმა, გამიკვირდა , არავის ველოდი. ავდექი და კარის გასაღებად წავედი. კურიერი იდგა უზარმაზარი ვარდისფერი ვარდების თაიგულით ხელში. გამოვართავი, ჩაბარებაზე ხელი მოვუწერე და სახლში შევბრუნდი. თაიგულს პატარა წერილი მოჰყვა: "გულის ანთებას ვეღარ გავბედავ, წინაზეც გადავრიე შენი მეზობლები. მგონი ახლაც ეტყობა კვალი ეზოში. იცოდე, რომ მიყვარხარ!" გამეცინა. ახლა მივხვდი რას აქრობდნენ მაშინ და რა დამწვარი გული ეხატა ჩემი ფანჯრების ქვეშ. მაგრამ მაშინაც მართალი ვიყავი, ჯერ დახატულ გულს წვავადა ბაქარი და ახლა ალბათ ნამდვილის აალებაზეც არ იტყოდა უარს. უკვე კიდეც ვგრძნობდი უამრავ მჩხვლეტავ ნაპერწკალს და გამწარებული ვცდილობდი, უეცრად ამოვარდნილ გრიგალს ეს ნაპერწკლები ხანძრად არ ექცია. ხანძრად, რომელიც ნაცრად მაქცევდა. არავის ამ ქვეყნად არ ნდომებია ჩემი ბედნიერება, ისე , როგორც მე. და თუ მეტყვით იყო თუ არა ჩემი ბედნიერება ბაქარში, თამამად გიპასუხებთ, რომ ნამდვილად იყო. მაშინაც და ახლაც, როცა ამ ამბავს ვწერ , ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ მე ბაქარი მიყვარდა. მიყვარდა და მინდოდა მასთან ერთად ბედნიერად მეცხოვრა. ისე, როგორც ზღაპრებში ხდება. ალბათ სწორედ ამიტომ ვიკერავდი ნამდვილ პრინცესულ საქორწილო კაბას. ალბათ მეგონა, ეს პატარა დეტალი რაიმეს სასიკეთოდ შეცვლიდა. ან ჯერ ისევ მჯეროდა ოცნებების ახდენის და ჯადოსნობის. არაფრით მინდოდა დაჯერება, რომ რაღაც ლიმიტირებული დრო მქონდა და თორმეტი საათის შემდეგ ჩემი ზღაპარი ძალას დაკარგავდა. ალბათ ცხოვრება ასეა, ერთდროულად დათმობაცაა და ბრძოლაც. ალბათ მიზანი მართლაც ამართლებს ხოლმე საშუალებებს. მაგრამ მაშინ რატომ განციცდიდი ასეთ სიცარიელეს? მე ხომ ამ უძირო უფსკრულის ამოსავსებად ძალას არ ვიშურებდი? მთელი ღამე ვფიქრობდი და ბოლოს ბაქარი მაინც ვერ გავიმეტე, კიდევ ერთხელ ვერ გავიმეტე. არ ვიცი, რა უნდა მომხდარიყო, რომ მე მასზე ჩემი ნებით მეთქვა უარი. მომავლის იმედით აწმყოზე უარს ვამბობდი. თუმცა ხშირად გამიგონია, რომ ცხოვრება სწორედ ისაა, რაც დღეს და ამ წამს ხდება, სხვა ყველაფერი თავის მოტყუებააო! ხოდა გამოდის, მეც თავს ვიტყუებდი. ვიტყუებდი იმის იმედად , რომ ეს ყველაფერი ამად მიღირდა . დილით ბევრად მშვიდ განწყობაზე გავიღვიძე. თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო. ხომ გაგიგიათ ასეთი ანდაზა. ხოდა მეც ვიფიქრე, იმ თაგვივით, რამე უბედურება არ მეპოვნა და უაზრო და არაფრის მომცემ სიმართლის ძიებაზე უარი მე თვითონ ვთქვი. სახლიდან გავედი და ბაქართან დავბრუნდი. აშკარად ეტყობოდა მასაც არ სძინებია მშვიდად. დამინახა და მაშინვე შემეგება. გაუხარადა მისი გამოგზავნილი ვარდები რომ შემამჩნია ხელში. ამოისუნთქა და ფართო ღიმილით გამიღიმა. _ ჩემი ჭკვიანი გოგო!_ შემაქო პატარა ბავშვივით და ჰაერში ამიტაცა. _ ძლივს გავძელი, რომ შენთან არ გამოვქცეულიყავი!_ მითხრა და მაკოცა. ბოლო დროს ბაქარი ძველებურად არსად აღარ დარჩენილა ღამით. მითხრა , რომ დასვენება აიღო და დარბაზშიც აღარ მიდიოდა. საერთოდაც ვამჩნევდი დარბაზის ხსენებაც კი აღარ უნდოდა . უცნაურად მოიძულა იქაურობა. არადა ვიცოდი, ძალიან უყვარდა ეს ყველაფერი. ამიტომაც მიკვირდა მისი საქციელი. _ ბაქარ, რამე ხდება, რაც უნდა ვიცოდე?_ ვეკითხებოდი ალბათ მეათასედ. ის კი სულ ერთი და იგივეს მპასუხობდა: _ შენ მარტო ის უნდა იცოდე, რომ უსაზღვროდ მიყვარხარო! რაღაც მომენტში ის უცნაური ზარებიც შეწყდა. ყოველ შემთხვევაში მე აღარ მხვდებოდა თვალში. ლიკუნაც აღარ მოდიოდა, მაგრამ ალბათ აღარც იყო საჭირო, ახლა თავად ბაქარი იქცა ჩემ აჩრდილად. ქორწილამდე მხოლოდ ერთი თვეღა რჩებოდა. ერთი უსასრულოდ გრძელი და ზოიზნა თვე! როგორც ამას ბაქარი ამბობდა. ჩემთვის რომ გეკითხათ, ამაზე სწრაფად დრო არასოდეს გასულა. ბაქარმა საოცარი საქორწილო მოგზაურობა დაგეგმა, მართლაც თაფლობის თვის სრული პაკეტი. მოულოდნელად სწორედ ქორწილამდე ერთი კვირით ადრე მოხდა ერთი ძალიან უსიამო ამბავი, მამაჩემი ავარიაში მოყვა, ფეხი და მარჯვენა ხელი მოიტეხა. დედაც ვერაფრით შეძლებდა ახლა მამის დატოვებას. ამ ამბავმა გული მომიკლა. თუმცა ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ მამა გადამირჩა და მხოლოდ მოტეხილობები ჰქონდა. სამწუხაროდ, ჩემთვის ყველაზე ბედნიერ დღეს ჩემი ორი, ყველაზე ახლობელი, ადამიანი ვერ დაესწრებოდა . მაგრამ როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ესეც ერთგვარი ბედისწერა იყო. დედამ დამამშვიდა, მთელ ცერემონიალს ონლაინ ჩავერთვებითო. ხოლო საკუთხევლამდე მამა თუ არა, სანი მიგაცილებსო. ბევრი ვიტირე, მაგრამ რაღას ვიზამდი. ერთი სიტყვით ის ბედნიერი დღეც გათენდა. დილიდანვე უცნაურად ღელავდა ბაქარი. თითქოს უცნაური, ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა. ადგილს ვერ პოულობდა. არაჩვეულებრივი მზიანი ამინდი იყო იმ ოცდაერთ სექტემბერს. ნათელი და საოცარი დარი იდგა. ეზო საოცრად იყო მორთული. სწორედ ეზოში უნდა შემდგარიყო, ჯვრისწერის შემდეგ, ჩვენი ხელის მოწერის ცერემონიალი. ლამაზად ეწყო თეთრი ფრიალა ბანტებით მორთული სკამები, შუაში თეთრი ხალიჩით. გაბმული განათების ნათურებზე ფრიალებდა თეთრი და მოიისფერო ლენტები. ყვავილებიც თეთრი და იისფერი_ცისფერი გვქონდა შერჩეული. ეზო კი არა ზღაპარი იყო. სარკის წინ ვიდექი, გრძელი ჰაეროვანი, თეთრი კაბით, ხელში ჩემი საყვარელი იისფერ_ მოცისფრო და თეთრი ჰორტენზიების თაიგული მეჭირა. გრძელი ნაზი ფატა და სანახევროდ აკეცილი თმა. ვუყურებდი საკუთარ თავს სარკეში და უცებ სარკიდან მაცქერალმა მშვენიერმა ანარეკლმა ბედნერებისგან აციმციმებული თვალებით გამიღიმა. _ ნელიკო შენ ბედნიერი უნდა იყო! ესაა მთავარი!_ მითხრა ჩურჩულით ჩემმა საკუთარმა თავმა. მე პასუხად გავუღიმე და თავი დავუქნიე. ოთახიდან გამოსულს კიბის თავთან ბაქარი დამხვდა. დამინახა და დამშვიდდა. _ ჩემო მშვენიერო!_ მითხრა და საკოცნელად გამოიწია. _ გაჩერდი,_ გამეცინა მე_ მაკიაჟს გამიფუჭებ! მე სულელს იმ წამს რომ მცოდნოდა... მაგრამ ამაზე შემდეგ! ეკლესიამდე როგორ მივედით არ მახსოვს. მთელი ის საიდუმლოებით მოცული ცერემონიალიც ბუნდოვნად დამამახსოვრდა. ერთადერთი რაც ცხადად ჩამრჩა მეხსიერებაში ბაქარის სიხარულით გაცისკროვნებული თვალები და ბედნიერი , თვალისმომჭრელი ღიმილი იყო. ღიმილი, რომელიც არც მანამდე მინახავს და არც მას შემდეგ. ეს ის დღე იყო, როცა ეს შავთვალა და ხუჭუჭთმიანი საოცრება, სამუდამოდ ჩემი გახდებოდა, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებდა ერთმანეთს. ასეა არა? რა უცნაურია ადამიანი თავისი წინასწარი წარმოდგენებით, თუ გაუაზრებელი სურვილებით. სამუდამოდ! რას ნიშნავს შენ გეკუთვნოდეს სამუდამოდ? უფრო სწორედ, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებს? სამუდამოდ თუ სიკვდილამდე? განა რით იზომება სიცოცხლის ხანგრძლივობა? ან რა გვაძლევს მყარ გარანტიას , რომ ის რაც დღეს გვსურს "სამუდამოდ," ოდესმე არ დაჰკარგავს თავსი მომხიბვლელობას? გინდაც "სიკვდილამდე" რატომ გვგონია ძალიან ხანგრძლივი და შორეული მომავალი? სიცოცხლე ხომ ერთი წამის, ერთი პატარა, მოცუცქნული გაელვებაა. რატომ არ შეიძლება აქვე და ამ წამს ვიყოთ ერათმანეთით ბედნიერები. რატომ არის შეუძლებელი, უკვე არსებულ აწმყოში გვყოფნიდეს ერთმანეთი? არც თქვენ გაქვთ ამაზე პასუხი, არა? ჯონი ველშისა თუ მართლაც მარკესის ეგრეთ წოდებული "ბოლო სიტყვა" გამახსენდა. კი, ნამდვილად, მე ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი ახლა, როცა ყველაფერს ასე ცხადად ვხედავ. არ ვიქნებოდი ბედის მარიონეტი. მაგრამ მაშინ ასე ცხადად ვერ ვხედავდი და ვერ ვიაზრებდი ამას, რომ მე მხოლოდ ნაჭრის ნაკუწებისაგან შეკერილი თოჯინა ვიყავი და სინამდვილეში სიცოცხლის მხოლოდ ერთ ციცქნა ნაგლეჯს ვფლობდი, რომელსაც ადრე თუ გვიან, აუცილებლად დავკარგავდი. მე რომ ეს ყველაფერი მაშინ მცოდნოდა, ალბათ ვიცხოვრებდი მხოლოდ იმ წამით. ალბათ ბევრ რამეს შევცვლიდი. ალბათ...მაგრამ ახლა რაღა დროს?! ჯვარი დავიწერეთ და ტაძრიდან პირდაპირ სახლში წამოვედით. უამრავი ლამაზი ფოტო გადავიღეთ. ჯვრისწერის შემდეგ უცნაურად გამხიარულდა ბაქარი. დაძაბულობა მოეხსნა, იცინოდა ბედნიერად, თითქოს რაღაც საფრთხე თუ უსიამოვნება აიცილა თავიდან. ეზო სტუმრებით იყო სავსე. მარიამს ტელეფონით ონლაინ ჰყავდა დედ_მამა ჩართული. ტიროდა დედა. სიხარულისგან ტიროდა. ცოტა ხნით ოთახში ავედი. თავი მოვიწესრიგე და სანის დაველოდე, რათა ბაქართან მივეცილებინე, რომ საბოლოო და ოფიციალური სახე მიგვეცა ჩვენი ურთიერთობისთვის. უკვე ბნელოდა და ეზოში ოქროსფრად ციმციმებდნენ ნათურები, ეს ყველაფერი ბევრად უფრო ჯადოსნური იყო , ვიდრე მე წარმომედგინა. სანიმ ხელი გამომიწოდა. _ ბედნიერი ხარ დაიკო?_ მკითხა მხიარულად_ თუ გადაიფიქრებ, ჯერ კიდევ გაქვს დრო გაქცევისთვის! ჩემი მანქანა გარეთ დგას! ორივეს გაგვეცინა. რატომ არ ესმოდა ბაქარს, რომ სანი მის დედოფალს გაქცევას სთავაზობდა. პიანინოს ხმა გაისმა, ვიღაც ცოცხლად ასრულებდა მენდელსონის მარშს, თუმცა საოცარი სიმშვიდით და სინატიფით. სახლიდან თავდაჯერებული და მხიარული გამოვედი. სახლის კარიდან განათების, ჰაერში დაკიდული, ზოლები თეთრი ხალიჩის გავლით პირდაპირ ბაქარისკენ მიემართებოდნენ. ხალიჩის ორივე მხარეს ჰორტენზიების ყვავილები იყო ჩამწკრივებული. საოცარი სანახავი იყო იქაურობა. გული ამიჩქარდა. გზის ბოლოს კი ჩემი რეალური ოცნება იდგა. არასოდეს მომჩვენებია ასეთი მოკლე მანძილი, ასე დაუსრულებელ გზად. გზის ბოლოს სანიმ ჩემი ხელი ბაქარს გადასცა. _ ძმაო, გაუფრთხილდი ჩემს პრინცესას!_ მკაცრად და თან ღიმილით უთხრა. და თავის ადგილს დაუბრუნდა. _ როგორც იქნა, მოხვედი!_ გამიღიმა ბაქარმა. უცნაური ნერვიულობისგან თითები მიკანკალებდა. ბაქარმა იგრძნო და ხელი მომიჭირა. _ მიყვარხარ ნელიკო!_ მითხრა მხოლოდ ტუჩების მოძრაობით. პიანინო გაჩუმდა. ის იყო ცერემონიალი უნდა დაწყებულიყო, რომ ხალხის მიღმა უცნაური ჩოჩქოლი ატყდა. უკან შევბრუნდი გაოცებული და ლიკუნას წაშლილი სახე დავინახე. დავინახე, როგორ ცდილობდა ალისკას შეკავებას. მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მოულოდნელობისგან დაბნეული სტუმრები გაოცებული უყურებდნენ, თეთრ სადა კაბაში გამოწყობილ, გაბრაზებულ გოგოს. წინ რუსიკო გადაუდგა. ახლა მან სცადა გაცეცხლებული და გონარეული ქალის შეკავება. ბაქარს შევხედე ადამიანის ფერი აღარ ედო. ასეთი გაცოფებული მგონი არასდროს მინახავს. ისევ ალისკასკენ შევბრუნდი. რუსიკოს ხელიდან დასხლტომოდა და ჩვენკენ მოიწევდა. მოულოდნელად ისეთი რამ შევნიშნე, რომ ყველაფერი მაშინვე თავის ადგილას დადგა. ნელა მივუახლოვდი ალისკას. _ ნელიკო..._ ყრუ ხმით დამიძახა ბაქარმა. მე მისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. _ ისაა, რასაც ვფიქრობ?_ ვკითხე ალისკას. ქალმა ამაყად გადმომხედა და თავი დამიქნია. _ ვერაფერს ვიტყვი საუკეთესო საქორწილო საჩუქარია, ჩანს სიურპრიზებით ხარ სავსე!_ საკუთარი ხმა ვერ ვიცანი, ისევ გავხედე ბაქარს. _ ნელიკო..._ ისევ ყრუდ ამოიხავლა მან. _ თქმასაც არ აპირებდი? თუ ქორწილის მერე გეგმავდი ჩემს გაბედნიერებას?!_ ვეღარც ტკივილს ვგრძნობდი, ვეღარც ბრაზს, მხოლოდ უცნაური ირონიას და სიცარიელეს განვიცდიდი. ჩემი ლამაზი საქორწილო თაიგული ალისკას გავუწოდე. დაბნეულმა გამომართვა, ყველაფერს ელოდა ჩემგან ოღონდ არა ასეთ სიმშვიდეს. _საცოდაობაა ასეთი სილამაზის დაკარგვა,_ ეზოს მოვავლე თვალი_ თეთრი კაბა კი გაცვია და ბარემ გააგრძელე ჩემს მაგივრად! შენ ხომ მაინც ჩემი მეორადები გიზიდავს!_ ბაქარს გავხედე დაცინვით. _ ნელიკო!_ ხმა ჩაუწყდა ბაქარს. უკვე აუტანელი იყო ის სიტუაცია , რის ეპიცენტრშიც ვიდექი. კაბას ხელი მოვკიდე და სწრაფი ნაბიჯებით წავედი სახლისკენ, ამაზრზენ მელოდიად გამომყვა ხალხის ჩურჩული . თვალი მოვკარი მირზას წაშლილ სახეს, გიორგის შეკრულ წარბებს, თაზოს ბრაზს, გაფითრებული მეგობრების სახეებზე სათითაოდ ვკითხულობდი იმ ემოციებს , რაც მე უნდა განმეცადა იმ წამს. _ შენ მაცადე!_ აშკარად ალისკას დაემუქრა ბაქარი და უკან გამომყვა. მისთვის არ შემიხედავს, რომ შემეხედა ალბათ გული ამერეოდა. კიბესთან დამეწია და მკლავში ჩამავლო ხელი. _ გთხოვ ნელიკო, ნუ მოიქცევი ასე! შემომხედე..._ ჯიუტად არ მსურდა მისი დანახვა. ვიცოდი, რომ შემეხედა ემოციები დამჯაბნიდნენ. _ ეტყობა ოთხი ხუთი თვისაა, ზუსტად მაშინ აქ რომ გადმოვედით არა? _ ისეთი უცხო ხმა მქონდა, ისეთი ზიზღით სავსე. ეს მე არ ვიყავი , ეს ჩემი მეორე მე იყო. _ სად ხარ შე არაკაცო!_ სახლში ღრიალით შემოვარდა სანდრო_ მე შენ კაცი მეგონე. მისი ხელი ჩემი ხელით ჩაგაბარე! ფუ შენი..._ ისეთი დაარტყა ბაქარს, ტუჩი გადაუხეთქა. ვიდექი და ვუყურებდი, როგორ სცემდა სანდრო ჩემი ოცნების კაცს, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობდი. აღარც მწყინდა და აღარც მიხაროდა. _ სანი თავი დაანებე!_ ვუყვირე სანდროს. გაოცებულმა შემომხედა. _ უკან რომ ჩამოვალ, არც ერთი აღარ დამხვდეთ სახლში._ ზურგი ვაქციე მათ და საძინებლისკენ წავედი. კაბის გახდა ვცადე, მაგრამ მარტოს გამიჭირდა. აი მაშინ კი მიმტყუნა ნერვებმა. ნელა დავეშვი მუხლებზე და იატაკზე მოვიკუნტე. ვტიროდი მანამ, სანამ სულ არ დავიცალე ემოციებისგან. სანამ მხოლოდ ცარიელი ფუტლიარი არ დავრჩი. აი ეს სურდა ბაქარს, და მეც კარგად ვიცოდი, რომ ეს მელოდა. ვიცოდი და მისკენ ისე ბრმად მივიწევდი, როგორც ცეცხლის ალისკენ ფარვანა. ერთადერთი დამნაშავე ამ ამბავში მე ვიყავი. არ უნდა დავბრუნებულიყავი მასთან! ხანძარი მეკიდა, ვიწვოდი, მაგრამ მხოლოდ შინაგანად. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ამ ცეცხლმა მხოლოდ შიგნიდან დამაზიანა. გამთენიისას ძლივს ავდექი ფეხზე. კაბა ისეთი ზიზღით მოვიშორე ტანიდან, თითქოს უნაზესი ქსოვილი კი არა გველის გამონაცვალი ტყავი იყო. აბაზანაში შევედი და გაყინული სხეულის გასათბობად ცხელი წყლის ქვეშ დავდექი. მერე თმა გავიშრე, სპორტულები გადავიცვი, ისე ვმოძრაობდი, როგორც რობოტი. კატის გადასაყვანი ჩანთა ზურგზე მოვიკიდე და დულსეს საძებრად ოთახიდან მისაღებში დავეშვი. დივანზე ნანუკა იწვა და დაღლილი სახით ეძინა. გამეღიმა. როგორ ვიფიქრე, რომ ის დამტოვებდა. შევაღვიძე. _ ნელიკო, _ წამოჯდა სწრაფად. არ უკითხავს როგორ ხარო. _ დედაშენი გელოდება, როცა შეძლებს დამირეკოსო._ თავი დავუქნიე და დედას დავურეკე. მაშინვე მიპასუხა,ნანერვიულები და არეული სახე ჰქონდა. არც მას უკითხავს, როგორ ვიყავი! მხოლოდ ერთი სიტყვა მითხრა და მეტი არც იყო საჭირო. _ გელოდებით! დულსე ვეძებე, მაგრამ ვერსად ვიპოვნე. ალბათ ამ ორომტრიალმა შეაშინა და დაიმალა. _არაუშავს!_ ჩავილაპარაკე ჩემთვის_ ერთხელ მაინც მომიწევს აქ დაბრუნება! მაგრამ იმ წამს იმ სახლიდან უნდა წავსულიყავი, რათა საღი აზრი შემრჩენოდა და არ გავგიჟებულიყავი. ისეთი გრძნობა მქონდა , თითქოს ვიღაცამ გამორთვის ღილაკზე დამაჭირა თითი. ვერაფერზე ვერ ვრეაგირებდი. გარეთ გამოვედით. ეზო უცნაურად ცარიელი იყო, გუშინდელი წვეულების ყველა ატრიბუტი ისევ ისე ეწყო, თითქოს ქორწილი კი არ ჩაიშალა, მხოლოდ ახლა უნდა გამართულიყო და უბრალოდ სტუმრებს ელოდა. ეს სიცარიელეც მეტკინა, ეზოს ზურგი ვაქციე და ნანუკას მანქანისკენ წავედი. დავინახე, როგორ გადმოვიდა ბაქარი თავისი მანქანიდან, ჩვენკენ, როგორ გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი. მუხლები ამიკანკალდა, _ უთხარი წავიდეს!_ ვუჩურჩულე ნანუკას. ნანუკამ მანქანის კარი გამიღო და ჩაჯდომა მაცადა. მერე ბაქარისკენ წავიდა, ცივი და ამრეზილი სახით რამდენიმე სიტყვა უთხრა და უკან დაბრუნდა. შუბლი მანქანის ფანჯარას მივადე. მესიამოვნა სიგრილე. _ მგონი სიცხე მაქვს!_ ვუთხარი ნანუკას და თვალები დავხუჭე. თავი 16 არავის ნახვა არ მსურდა, იმიტომ, რომ ისეთი სახეები ჰქონდათ, თითქოს რამეს მისამძიმრებდნენ. მე კი ისედაც მიჭირდა მორალურად, სულიერად და ადამიანურად. ჩემებს მაშინვე გამოვემშვიდობე და სოფელში ძალით გავაგზავნე. სანდროც ზედ მივაყოლე. ასე მეგონა, არავის დახმარება არ მჭირდებოდა. ერთხელ უკვე მყავდა ბაქარი მონელებული და მეორედ აღარ გამიჭირდებოდა. ასე ვფიქრობდი, სანამ არ დაღამდა და სულ მარტო არ დავრჩი. მახსოვდა ნანუკას სიტყვები: იტირე ნელიკოო, რომ მეუბნებოდა. მაგრამ ტირილი არ შემეძლო. ასე მეგონა იმ "საქორწილო ღამეს" დავიცალე ცრემლებისგან. ისე ამოვშრი, ისე ამოვცარიელდი, როგორც საჰარას უდაბნო. ერთი ცრემლის წონაღა დავრჩი. როცა ადამიანისგან მხოლოდ ერთი ცრემლიღა რჩები, თავი სიყვარულით არ უნდა გაიმართლო. არც ვიმართლებდი. არც სხვასთან და არც საკუთარ თავთან, გასამართლებელი არაფერი მქონდა. მაგრამ ზუსტად ჩემი სიმართლე მახრჩობდა იმ უსასრულო მარტოობაში. რად მინდოდა ასეთი სიმართლე? რა თავში ვიხლიდი? ბაქარი ადამიანი კი არა, მგონი ჩემი მწვერვალი იყო, ოღონდ ამ მწვერვალამდე მისაღწევად რატომღაც სულ თავდაღმა უნდა მევლო. რატომღაც ყველაფერი სამსხვერპლოზე უნდა მიმერთმია მისთვის. და პირველ რიგში მსხვერპლად საკუთარი თავი უნდა შემეწირა. სიყვარულიც სილამაზე ხომ არაა, მსხვერპლს რომ მოითხოვს საფასად? გამსახურდია გამახსენდა: ''მაინც სხვა რა არის სიყვარული თუ არა ღმერთი? ღმერთი კი არა სიკვდილი...რადგან მხოლოდ მას დაუმკვიდრებია სიყვარული სამარადჟამოდ, ვისაც სიკვდლის საფასად შეუსყიდიაო იგიოლ.'' ანუ სიყვარული ტკივილი ყოფილა. რაც უფრო გტკივა, უფრო ძლიერ გრძნობ სიყვარულს. არა, პირიქით, რაც უფრო გიყვარს მით უფრო ძლიერად გტკივა. მაგრამ მე არ ვაპირებდი სიკვდილის საფასად სიყვარულის შესყიდვას. მაგრამ იქნებ ნაღალატები სიყვარული აღარ მიღირდა რაიმე მსხვერპლად? გული თავად ღალატის ფაქტზე უფრო , იმის გამო მტკიოდა, რომ ვიცოდი ბაქარი ამას ღალატად არც თვლიდა. წამითაც არ მიფიქრია, რომ ალისკა ოდნავ მაინც უყვარდა და სწორედ ეს მაგიჟებდა. უსიყვარულოდ, უგრძნობლად, მხოლოდ ისე, როგორც უბრალო შიმშილის შეგრძნებისას ხელში მოხვედრილი მსუყე ხორცის ნაჭერი. ალბათ იმას თუ არ გავიხსენებდი, რომ ინიციატორი აშკარად ალისკა იქნებოდა, ისიც გამოყენებული და გადაგდებული ხელსახოცი იყო მხოლოდ. შემთხვევით რომ გაუმართლა და ჭუჭყიანი გუბურის ნაცვლად იატაკზე რომ დაეცა, ისეთი. მაგრამ დაცემა ხომ დაცემაა არა?! ისე მეც დავეცი ალისკასთან ერთად და მასზე გაცილებით მტკივნეულადაც. რადგან რაც უფრო მაღალია კვარცხლბეკი, მით უფრო მეტ ნამსხვრევად იქცევი იქიდან გადმოგდებული. ალისკა მხოლოდ ბაქარის სიმაღლიდან დაეცა, მე კი პირდაპირ სადედოფლო ტახტიდან გადმომისროლეს. არც ღალატი იყო უპატიებელი და არც ბავშვი. მაგრამ გააჩნია დროს და სიტუაციას, გააჩნია ტყუილს, გააჩნია ნდობას და გააჩნია სიყვარულს. ისე ვიგლიჯავდი ბაქარს სხეულიდან, როგორც რომელიმე კიდურს. ან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოს. ისეთი განცდა მქონდა, რომ საკუთარ თავს ვტოვებდი მასთან ერთად. ვიჯექი და ყველაფერს დეტალურად ვიხსენებდი. ვიჯექი და თავიდან ვიყვარებდი ჩემს მტანჯველს. თავიდან ვიყვარებდი და ისევ თავიდან ვიძულებდი. სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია, არა? მე გეტყვით, რომ არა! სიძულვილი არ არსებობს! ეს ისევ გადამეტებული, ზღავარგადასული სიყვარულია. ამაში ბაქარი არ ცდებოდა! სიყვარულიდან ზიზღამდეა ერთი ნაბიჯი, მაგრამ არა სიძულვილამდე, თორემ როგორ მოხდა, რომ ამ ორივე გრძნობამ ერთდროულად დაივანა ჩემში?! ბაქარი მართალი იყო, მე დეპრესიისკენ მიდრეკილი, ინტროვენტი ადამიანი ვიყავი, მაგრამ განუზომელი სურვილი მქონდა ბედნიერების. განა ეს იყო ჩემი დანაშაული? კი, სწორედ მე ვიყავი ის სულელი ცხვარი, მგლის შიშში საყვარელმა მეცხვარემ რომ მოუღო ბოლო. ავდექი და ესპანეთისკენ წასასვლელი ბილეთი ავიღე, ერთი მიმართულებით. ერთადერთი, რაც უეჭველად ვიცოდი , ის იყო , რომ უნდა წავსულიყავი . მომეკრიფა ჩემი ნარჩენები, ლამაზად ჩამეწყო ჩემოდანში და ბაქარს გავცლოდი. რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება შორს. დაე ეს ყოფილიყო მისთვის სასჯელი! ალბათ სრულიად სამართლიანი და სამყოფი! დულსე გამახსენდა. იმ დღეს ვიფიქრე , რომ იმ სახლში დაბრუნებას შევძლებდი , ნივთების წამოსაღებად. მაგრამ მივხვდი, რომ ეს ჩემს ძალებს უბრალოდ აღემატებოდა. ნანუკას ვთხოვე დახმარება. _მოვიდეს და წაიყვანოსო !_ მივიღე ბაქარის პასუხი. თავხედი, ბოროტი! იმედი ჰქონდა მივიდოდი. ალბათ მთავარი იყო იმ სახლში შემედგა ფეხი, რათა ისევ ჩავეთრიე საკუთარ ჭაობში. დარწმუნებული ვიყავი, ბაქარი ამას სულ მარტივად მოახერხებდა, ალბათ მხოლოდ ერთი კოცნით. კი , ნამდვილად ასე იქნებოდა! დაე ჰყოლოდა ჩემი დულსე მიო, და მისი ყოველი შეხებისას ჩემზე ეფიქრა! ავდექი, რამდენიმე ნივთი ჩავდე ჩანთაში და გათენებას დაველოდე. ლოდინს აზრი არ ჰქონდა. არც აზრი, არც მნიშვნელობა. _ ნელიკო, ესეიგი მიდიხარ?_ მკითხა ნანუკამ._ სანიმ იცის? _ თქმას რა აზრი აქვს ნანუ? დავიღალე, ვეღარ ვსუნთქავ! _ ჩავეხუტე მეგობარს. _ როდის დაბრუნდები?_ მკითხა სევდიანად. _ როცა საკუთარ თავში დაბრუნების ძალას ვიპოვნი!_ გავუღიმე მე ჩანთა მხარზე მოვიგდე, მეგობარს დავემშვიდობე და ტაქსში ჩავჯექი. მხოლოდ ერთხელ ავხედე ფანჯრებს. სინანული არ მიგრძვნია. მხოლოდ მტკიოდა, ის ადგილი მტკიოდა გული რომ ჰქვია. გამოდის ჯერ ისევ ცოცხალი ვიყავი. ფრენა ათზე იყო, მე მთელი ერთი საათით ადრე მივედი. ყავა ვიყიდე და ყურსასმენები მოვირგე, დროის გასაყვანად და ფიქრების გასაფანტად მუსიკა ერთადერთი იარაღი იყო. თვალები დავხუჭე და ფეხებაკეცილი მივეყრდენი სკამის საზურგეს. ფლეილისტი ყველაზე ხშირად მოსმენილ თუ მოთხოვნად სიმღერებს ატრიალებდა. მოულოდნელად შევცბი. "მისი თვალები მაოცებს და მხიბლავს მისი ღიმილი, მინდა, რომ მასაც ვუყვარდე. არ მომაყენოს ტკივილი" გაისმა სევდიანი მელოდია. თვალების გახელა არ მჭირდებოდა, ისეც მას ვხედავდი, მაგრამ მუსიკის შესაცვლელად რომ გავახილე თვალი და ჩემს სახესთან ბაქარის შავი ბრიალა, თან თავხედი თვალები დავინახე კინაღამ გული გამიჩერდა. ვუყურებდი და თან მგონი სპეციალურად მასზე დაწერილ სიმღერას ვუსმენდი. ვუყურებდი და თვალების დახამხამება არ მინდოდა. მეშინოდა, რომ გაქრებოდა. მშვენივრად ვხვდებოდი, რომ უკანასკნელად ვხედავდი ბაქარს. თვალები ყველა იმ ცრემლმა გამივსო, რომლებსაც ეს სამი დღე გამწარებული დავეძებდი. სახე ტკივილმა დამისერა. თავის შეკავება და გრძნობების დამალვა არც მიცდია. ბავშვივით ავღრიალდი. არც კი ვიცოდი, ასეთი ტირილი თუ შემეძლო, ან ამდენ ცრემლს თუ ვმალავდი საკუთარ თავში. ყველა მე მიყურებდა, მე კი ვტიროდი დაუსრულებლად. ბაქარმა რაღაც მითხრა, მისი ხმა არ მესმოდა, მაგრამ მაინც გავიგე: _ არ იტიროო!_ მითხრა. თავისი ლამაზი თითებით ამომიწმინდა თვალები. ისე მიღიმიდა, როგორც მაშინ, ჩვენი ბედნიერების ჟამს. ხელით ჩანთა გამომიწოდა და რაღაც ქაღალდები. დავხედე დულსე მიო იყო და მისი სამგზავრო საბუთები. იცოდა ბაქარმა, რომ არ დავრჩებოდი. ბაქარი მშვენივრად მიცნობდა. ფეხზე ავდექი. ჩემს წინ იდგა, როგორც ამ ქვეყნად ჩემთვის ყველაზე დიდი საცდური. ჩემს წინ იდგა და უთქმელად და უსიტყვოდ მთხოვდა დარჩენას. პატიებას არა, მხოლოდ დარჩენას. აღარ ვტიროდი, მხოლოდ ბავშვებს რომ აკანკალებთ ხოლმე ხანგრძლივი ტირილისგან ისე მიკრთოდა მხრები. ბაქარმა ხელები გაშალა და ჩამეხუტა. თმაზე მომეფერა , შუბლზე მაკოცა და ხელები უმწეოდ დაუშვა ძირს. დულსეს ჩანთა მხარზე მოვიკიდე. ბაქარს ზურგი ვაქციე და სარეგისტრაციოდ გავემართე. შემდეგ ბარგი ჩავაბარე და ექსკალატორზე დავდექი. ვიცოდი იდგა და მიყურებდა, ვიცოდი სულ პატარა იმედი ისევ კრთოდა მასში. ზუსტად იმხელა, რამხელა ცრემლიც დატოვა ჩემგან. გასასვლელთან წამით გავჩერდი. სულ წამით ვისურვე, რომ კიბეები ამოერბინა და არსად გავეშვი. ისე , როგორც იცოდა, ჯიუტად და მბრძანებლურად. მაგრამ ეს იყო მხოლოდ წამით და ისე, რომ უკან აღარ მიმიხედავს გასასვლელისკენ გავემართე. არ ვიცი ჩემი წასვლა სისუსტე იყო თუ სიძლიერე, მაგრამ ეს გადასარჩენად აუცილებელი ნაბიჯი იყო. ყურასასმენებში ვიღაც უცნობი, ისევ ჩემს საყვარელ კაცზე, ღმერთის წინ ჩემს მეორე ნახევარზე, მღეროდა: " შავთავალა ხუჭუჭთმინი ჩემს გულში შემოპარულა, იგი ოცნების ზღვა არის, მე მასზე ვფიქრობ მალულად...." .... დასასრული ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.