დრო! თავი 16
მადლობა რომ კითხულობთ ..... პირველი რაც კი რატიმ გააკეთა ეს ჯერ მაშოს საქმე მოაგვარა, საავადმყოფოს შენობის გვერდით, კომპანიაში მაშო მოაწყო როგორც მთავარი დირექტორი და შემქნელი, შემდეგი კი დედის ნახვა იყო შესვლისთანავე ბედნიერმა შეაღო კარი და შუბლზე ნაზად აკოცა, მართალია მაშოსთან ერთად უნდოდა ამის გაკეთება, თუმცა არჩია თავად ეთქვა ცოლის ამბავი, მოსიყვარულების შემდეგ და ბევრი ტკბილი დიალოგის შემდეგ, გვერდით ჩამოუჯდა და ცოტახნით განტვირთვისთვის დედის გულ-მკერდზე დადო თავი, დედამაც ნაზად მოხვია ხელი შვილს ღიმილით და მთელი მისი წუხილი და დარდის მოშორებას ეცადა, - დეე წამლებს ხომ სვამ? თავ დადებულმა წყნარი ბარიტონით დაუსვა კითხვა და ქალიც მაშინვე დაეთანხმა - კი დედა კი, ექიმმა მალე კარგად იქნებიო შემეძლება დავბრუნდე სახლშიც გავიცნო რძალი, სხვათაშორის აქებენ ძალიან ლამაზიაო, დააყოლა თუ არა რატიმ თავი უცებ წამოწია, - იცოდი? - დღეს გავიგე სალომემ თქვა თუმცა არც ისე ბედნიერი ჩანდა რამე ხომ არ აწყენინე? თბილად მოუსვა ქალმა ხელი სახეზე და სიმპათიური შვილი ძლიერი სიყვარულის მზერით აათვალიერა - არაფერი გამიკეთებია არ მითქვამს, ჩემი ბრალი არაა და მე ნუ მაბრალებ ხოლმე უცებ შეეკრა კოპები ბავშვურად და ქალსაც შეძლებისდაგვარად გაეცინა, ხელთავიდან ჩაიხუტა შვილი და თავზე აკოცა - მალე გამაცანი, რძალზე ფიქრით უთხრა ამავდროულად, ვერაფერს ამბობდა, ეს რატის ცხოვრება იყო და საერთოდ არ უნდა ჩარეულიყო მის 'ბინძურ' ცხოვრებაში, უხაროდა ის ფაქტი რომ ცოლის გამო იძულებული იქნებოდა შეცვლილიყო რაც ეს ძალიან კარგად იცოდა, თუმცა ღელავდა იმაზე რომ თუ რატის რჩეულს სიყვარული არ დააკავშირებდა რატისთან ან პირიქით, ან თუ რძალს მხოლოდ მატერიალური ფუფუნება დააინტერესებდა, რატი მთელი ცხოვრება ცოდვით იცხოვრებდა, მძიმე ცოდვით, რომელიც ქალს უარესად ავადებდა და სიკვდილს უსწრაფებდა, - მას იცნობ.... ანგელოზს გავს, დაბალ ხმაზე თქვა თან ისევ ნაზად დაადო ქალს თავი და მანაც ისევ მოხვია შვილს ხელები, - გრძელი დალალები აქვს აი ისეთი საოცარს რომ ხდის, ვერ აგიღწერ უნდა ნახო, დიზაინერობას გეგმავს, უკვე ბევრ წარმატებას მიაღწია მისი დახმარებით თბილისში რომ კომპანია მაქვს დირექტორი მდიდრდებოდა , აქ ნახევარზე მეტი ჯგუფის წევრებს მისი შექმნილი დიზაინი ეცვათ ,ხალხი აზრზე არ იყო ვინ იყო შემქმნელი ახლა ეცოდინებათ, ფიქრებით საუბრობდა სიყვარულიც გაერია ხმაში თბილად იხსენებდა მაშოს და ეღიმებოდა კიდეც, მასთან ერთად ფიქრობდა ქალიც თავიდან რატის სიტყვებზე ეღიმებოდა თუმცა ღრმად ფიქრებში შეჭრილს სახე დაუსერიოზულდა - და მაშო? ნეტავ გენახა დე, ასე უცებ შეძელი დაგევიწყებინა? ნეტავ გეპოვნა, როგორ იყო? შენი მაშუნა ჰო დე? გაეღიმა ბოლოს ქალს ისევ გახსენებულზე და რატიმაც უცებ წამოწია ღიმილით თავი, არავის ავიწყდებოდა მაშო, ყველა იცნობდა მას ახსნაც კი ჰქონდა, - დედა მაშო... საუბრის დროს გააწყვეტინა ტელეფონმა სიტყვა უნდა გაეთიშა, თუმცა როცა სახელს თვალი მოკრა სახე სრულად შეეცვალა დედას ბოდიში მოუხადა და გვერდზე გავიდა, - რატი მივიდნენ რაც დაავალე გააკეთეს და წამოვიდნენ აღმოჩმდა რომ სახლში იმ ახვარის ცოლ-შვილია თავად არ არის მიწებიდან დაიწყო წვა წასასვლელი და შესასვლელი არ არის ყველა წამოსულია , ახლოს არავინ არაა ფაქტიურად განწირულები არიან თუ უკვე არ შეიწვნენ, იტალიურად სწრაფად და ანერვიული ლაპარაკობდა კაცი, რომელსაც შური რატის დახმარებებით უნდა ეძია მამაკაცზე თუმცა ეგეც კი არ გამოუვიდათ ახლა კი განწირული იყო ჩვილი ბავშვი და დედა, რომლებიც ერთად დაიწვებოდნენ, უცებ წაეკიდა ცეცზლი თავზე, უსიტყვოდ გათიშა რატიმ მისი სხეულიც მთლიანად ღელვამ მოიცვა, დრო აღარ გაუწელავს დედამისს თბილი კოცნით უცებ დაემშვიდობა და შენობა სრულად დატოვა, - დედაშევე*ი აუცილებელია ყველაფერი მე გავაკეთო ეს დედა მოტ*ყნულიი?! გზაშივე ხმამაღლა ყვიროდა მშობლიურ ენაზე, მაინც არავის ესმოდა მისი ხმა, მისი წესები ქალებს და ბავშვებს არ ეხებოდა, არასდროს აკეთებდა ამას ყოველთვის აქეთ თუ იცავდა ქალებსა და ბავშვებს, ახლა კი მისი დახმარებით ცოცხლად დაიწვებოდა უდანაშაულო დედა-შვილი. საავადმყოფოს გვერდით დიზაინის ქარხანას სწრაფად ჩაუქროლა და დანიშნულების ადგილისკენ წავიდა.... ..... - არ შეიძლება რომ ამ სახლში რამე იყოოსს, სამზარეულოში იქექებოდა მაშო და ცდილობდა მოეძებნა რამე ტკბილი, თითქმის ყველაფერი გააღო მოძებნა ერთ ადგილას რამდენიჯელ გამოხსნიდა ხოლმე და რამდენიმეჯელ მონახავდა - იმიტომაა მწარე რომ საერთოდ არანაირი ტკბილეული არ აქვს, ღმერთო ჩემოოო, სკამზე უხეშად დაეხეთქა და ხელებიც ჩამოყარა ყურებთან ერთად, - ნაყინი მაინც ხომ უნდა იყოოოს არა ისევ წამოხტა და საყინულე გამოაღო, არაფერი არ დახვდა, სახლში კონდიციონერის დახმარებით საერთოდ არ ცხელოდა კომფორტულად გრძნობდა თავს, თუმცა ტკბილს ზედმეტად ძლიერად მოითხოვდა ორგანიზმი, ფლატა ფლუტით გამოვიდა სამზარეულოდან და ლამის დარიოს რომ შეასკდა თან მოულოდნელად დანახულზე უცებ იყვირა, - დაწყნარდი მე ვარ, სიცილით ააყოლა ხელები მამაკაცმა და უაქცენტო ინგლისურით დააწყნარა მაშო, - მართალს იძახის რატი ჭკუა უნდა ვისწავლო ნელ-ნელა ბუზღუნით თქვა ქართულად და შემდეგ ახედა დარიოს, ხაზი გაუსვა ამით იმას რომ ვერა და ვერ ისწავლა კარების დაკეტვა რის გამოც ლამის ცხოვრება გაუნადგურდა - აქ რას აკეთებ? შემდეგ დაუსვა წყნარად კითხვა - ვიფიქრე რამე ხომ არ გინდოდა, უცებ გასცა მამაკაცმა პასუხი და ქალი ჩუმად შეათვალიერა, - მართალია თუმცა ამაზე რატი ყოველთვის ზრუნავს, მცირე ღიმილით უთხრა და გვერდი უხერხულად აუარა, დარიომ ქალის გასაგონად ჩაიცინა და მას გაყვა, - მართალია უკაცრავად სინიორიტა, ჯობდა კარებზეც დამერეკა ზარი - დიახ, თავდახრილმა გახედა წინ წასულმა და გასასვლელთან კედელში გამოყვანილ თითქმის უჩინარი კარადის პნოპკას თითი მიაჭირა და დაელოდა როდის გაიღებოდა, შემდეგ თავისი მაღალქუსლიანი ბასანოჩკის მსგავსი ტუფლები გამოიღო და უცებ მოირგო მაღალზე დამდგარი მოკლე კაბით ბრეტელებიანი გრძელი ტოპით მხრებზე თმა გადმოფარებული ზედმეტად ლამაზი იყო, გრძელი ფეხები იმდენად ლამაზად ბზინავდა დარიოს თვალი გაუშტერდა, მამაკაცს გახედა უცებ ბაგეები ერთმანეთისთვის ინსტიქტურად დაეშორებინა და საშუალო ზომის ლამაზ ტუჩებზე გადასმულმა "ბლესკმაც" უცებ დაიწყო ბზინვა, - უნდა გავიდე თქვენ აქ დარჩებით? კითხვა დასვა და თან ჩანთაც გადმოიღო, - და სად მიდიხართ? უცებ მოეგო გონს და უმალ დასვა კითხვა, - სასეირნოდ გავალ, მხარი აიჩეჩა და გასასვლელისკენ წავიდა, გონებაში კი აზრებმა ნამუსზე შეაგდო, ' სასეირნოოდ? თუ ნაყინი რო არ ჭამო კრუნჩხვებში ჩავარდები? ხო ღორობუს ბრალია" - შემიძლია დაგათვალიერებინო, დააყოლა მამაკაცმა და უცებ სირბილით გაყვა კუდში, - ააჰ რატიი მინდა! ქართულად დაბალხმაზე ამოიგმინა და გარეთ გასული დაელოდა როდის გავიდოდა დარიოც - მადლობა, საქმე გექნებათ არ მოგაცდენთ - არ მაცდენ სინიორიტა, ამ ქალაქში ბევრი ისეთი გიცნობს ვიზეც წარმოდგენა არც კი გაქვს სახიფათოა, დააყოლა კაცმა და მაშომაც ხმა ვეღარ ამოიღო..... ....... მთელს სახლს უკვე ბამბასავით მოდებოდა ცეცხლი თუმცა არანაირი სამაშველო რაზმი არსად ყოფილა, რა თქმა უნდა ვერც ვერავინ დარეკავდა სახლი შორს იყო, დიდი ვილა დიდ ლამაზ ველზე იყო აშენებული, რომელიც ახლა სრულად იწვოდა, სახლამდე ვერც კი მივიდოდა რატი, ეზოდანვე დიდი ცეხლი იყო გაჩაღებული და ნედლი ბალახის წვის გამო შავი კვამლიც გუდავდა ჰაერს, - ჯანდაბა! იყვირა მისულმა ქვას ძლიერად დაარტყა ფეხი და ქვაც შორს გადავარდა ადგილზე ვერ ჩერდებოდა ცდილობდა სადმე ადგილი მოეძებნა რომ სახლამდე მიეღწია, ცეცხლს გაყვა და ყველაზე ახლოს სახლთან რომ მივიდა მაშინ უფრო მკვეთრად შემოესმა ქალის განწირული კივილი, ღრიალი და ხმები თითქოს სახლი ზედ ჩამოენგრა, - ფუ შენი! იღრიალა და უცებ გახტა ცეცხლის იქით, წამით გაუხურდა მთელი სხეული თუმცა მალევე ჩამოიშორა ის გრძნობა და უბრალოდ სიცხისგან ეგონა რომ დნებოდა, გიჟივით გავარდა სახლისკენ თუმცა სახლის კარსაც ცეცხლი ეკიდა მთელი სახლი იწვოდა თუმცა იქიდან ქალი ღრიალებდა, მას ბავშვის განწირული ტირილი მოყვებოდა მათ ცეცხლის ტკრციალი და ნელ-ნელი ნგრევა, რამდენიმე დაყვირება შეძახილი და ძლიერი დარტყმით ნახევრად დამწვარი კარებიც მარტივად შეანგრია, დაუფიქრებლად შევარდა სახლში, რომელიც კვამლით სავსე იყო იმდენად მუქი ფერით რომ ხედვა არ იყო, ხმაზე სწრაფად აიხედა შესულმა და "ვოპ" შეძახილით მოასწრო უკან დაწევა, მის წეღანდელ ადგილას კი დიდი ხის მოაჯირი ხმაურიანად დაეშვა, - აქ ხართ?! ხმამაღლა იღრიალა რატიმ და კვამლის გამო ხველებაც ამოაყოლა წინ და წინ წავიდა ქალის ხმაც უცებ შეწყდა, თუმცა როცა მიხვდა რომ სახლში ვიღაც იყო უფრო განწირულად დაიწყო ღრიალი ქალმა იატაკზე ნაჭერში გახვეული გულში ჩაკრული ბოლო ხმაზე მტირალი ბავშვით, - უშველეთ გემუდარებით ჩემი პატარა გადაარჩინეთ, ღრიალებდა ქალი ტირილსაც აყოლებდა და თავადაც ეცადა ჩავარდნილ ფიცარზე რომელსაც ცეცხლი ეკიდა მის ქვეშ გამძვრალიყო, რატიც ხმას აყვა ქალი აშკარად პირველ სართულზე იყო შედიოდა თუმცა ჭერიდან ფიცრები ცვიოდა, - აქ ვართ გვიშველეთ ისევ იღრიალა ქალმა და რატიმაც მარტივად იპოვა, ნახა თუმცა მათ დიდი ხის ფიცარი ყოფდათ რომელსაც ცეცხლი ეკიდა, - კარგი მომისმინეთ უნდა წამოდგეთ, - არ შემიძლია ვერ გამოვალ ბავშვი წაიყვანეთ გემუდარებით გადაარჩინეთ, იყვირა ქალმა და რატის დანახვაზე იმედი დაესახა, საკუთარი თავი არცერთხელ გაუფიქრებია შვილის გადარჩენისთვის ბრძოლობდა მთელი ეს დრო და შეძლო კიდეც, ბავშვის გამო ვეღარ მოასწრო გაქცევა და ჩამოვარდნილი მოაჯირის ქვეშ მოექცა ფეხი რომელსაც თავისი ძალებით ვერ იხსნიდა, - შეძლებთ, - ფეხი, ფეხი გაჭედილი მაქვს იყვირა ქალმა და რატისაც მთელი სხეული დაეჭიმა, ბავშვი გააწოდა ქალმა და უყვირა რომ ქმრისთვის არ გადაეცა უთხრა რომ მას მიეხედა და მის ბედზე აუცილებლად ეზრუნა, სწრაფად გამოართვა ბავშვი რატიმ და დაიბნა, - წადი დროულად წადი დამტოვე! მას მიხედე, ჯულიეტა ჰქვია, ისევ უღრიალა ქალმა და რატის გულიც შიშისგან ძლიერად უცემდა, - წადი! კიდევ ერთხელ უღრიალა და რატიმაც ძლიერად იყვირა, სხვა გზა არ ჰქონდა კვამლში ბავშვი მალე გაიგუდებოდა, სახლიც თანდათან თავზე ენგრეოდა სახიფათო იყო და გასაკვირიც ამდენხანს რომ ჯერ ისევ ორივე სუნთქავდა, უნდა წამოსულიყო თუმცა მას ასე ვერ დატოვებდა, ბავშვი ძლიერად მიიკრა გულზე და ადგილი მოათვალიერა სამზარეულოში იყო, ქალიც შუა ნაწილში ეგდო ონკანის აქეთ უბრალოდ ცეცხლმოკიდებული ხე აშორებდათ ერთმანეთს, სწრაფად ჩალეწა ფეხით ფანჯარა რატიმ ხელში რაც მოხვდა მეორე მხარეს უნდა ესროლა ფანჯრისთვის თუმცა ეს უკვე გაკეთებული დახვდა ქალმა მანამდე მოახერხა ჩაელეწა, დიდი ფანჯრები იყო რაც უფრო გაამარტივებდა სახლიდან კვამლის გასვლას ცოტას მაინც, თვალებიდან ცრემლები სდიოდა რატის კვამლის გამო და ამავდროულად ვერც სუნთქავდა, ბავშვისთვის უნდა ეშველა უცებ ძლიერად ჩაარტყა ონკანს ფეხი მოიღუნა თუმცა მეორე ძლიერ ჩარტყმაზე მთლიანად გაძვრა რკინა და წყალმაც დიდი ნაპორით გაასხა მაშინვე ცეცხლს მოხვდა თუ არა შრიალი გამოიწვია, რატიც უცებ დატყდა ბავშვიანა ადგილიდან, რამდენიმე ხის ჩამოვარდნა კიდევ აიცილა თუ მის მხარზე ლურსმების ჩამოხევას არ ჩავთვლით გარეთ გასვლა მოახერხა თუ არა ისტერიული ხველება და სუნთქვა აუტყდა ახლა ცეცხლმოდებული ეზოდან უნდა გაეღწია, ამიტომ საიდანაც შემოვიდა დიდი ნაკვეთისკენ წავიდა დამუშავებული მიწის გამო ცეცხლი არ გადასულიყო, სწრაფად გახტა ისევ ბავშვიანად და ჰაერიც გამოსწორებული იყო, ისევ განწირულად ტიროდა ბავშვი მუხლებზე დაეცა რატი და კვამლის ყლაპვისგან მთლიანად უტრიალებდა გონება თავბრუ ეხვეოდა ყელი და თვალები საშინლად ეწვოდა, ძლიერად ახველებდა თვალები იმდენად ეწვოდა რომ საცრის ოდენა გამხდარიყო და თან ცრემლებიც წვის ფონზე სდიოდა, ცას ახედა და ეცადა თვალები გაეხილა, მალევე გვერდზე გადადო ეს საქმე და ნგრევის ხმაზე სახლს გახედა კიდევ ცოტა შორს გავიდა და ბავშვი ფხვიერ მიწაში ჩასვა, ეცადა დაეწყნარებინა ჯერ ხელში გაარწია, თუმცა დიდი სიწყნარე რომ ვერ შეატყო ისევ დააწვინა და არჩია სწრაფად ეშველა ბავშვის დამწყნარებლისთვის, - აბა ჭკვიანად! წამომდგარმა თითი გაიშვირა მასზე და სწრაფად გავარდა უკან, ისევ გაიარა ცეცხლის "გასასვლელი" სახლში შევარდნილს უკვე ცეცხლი კარგად წვდებოდა, სამზარეულოში შევარდნილს ქალი ტიროდა ტილო აეფარებინა სახეზე რომელიც აშკარად სველი იყო, იქაურობაც შედარებით ჩამქრალი იყო ვიდრე სხვაგან რატის საქმე გაუმარტივა და ონკანთან ახლოდან გაძვრა ქალის მხარეს, მუხლებითვე მიჩოჩდა თვალებდახუჭული ქალისკენ - უნდა დამეხმაროთ, ხმამაღლა უთხრა და ქალმაც უცებ შეხედა ამავდროულად სწრაფადვე წამოიწია, - ბავშვი ბავშვი სადაა? პირველივე იკითხა და ტირილი შეაჩერა - დედას ელოდება, პასუხი გაცა თუ არა ჩამოვარდნილ მოაჯირს ეცა რომელსაც ქალი ჰყავდა მოყოლილი, - ვეცდები ავწიო და ეცადე ფეხი გამოწიო კარგი? გამოხედა და მოაჯირს ხელჩასაჭიდს ეძებდა, - შენ გინდა რომ ნახევარი სახლი აწიო? უყვირა ქალმა ხმაურში და ის ის იყო მის ადგილს ამომწვარი მეორე სართულის იატაკი უნდა დაცემოდა რატიმ ხელებში ხელები ჩაავლო შეძახილებით და ქალი სწრაფი რეაქციით გამოაცურა გვერდულად - არა არა! დააყოლა და ძლიერ ხმაზე თვალები დახუჭა ვაი რომ ცოტახნის წინ ცეცხლმოკიდებული იატაკით გაიჭყლიტებოდა ქალი - კარგად ხარ? უცებ გაახილა თვალები რატიმ და სწრაფ რექაციაზე ზედმეტად მოხრილი ქალი ლამის წელში გადამტყდარიყო - კი, უბრალოდ ასე გვერდულად წელში გადავტყდები, ვერ გავძლებ დიდხანს თქვა ტკივილით რადგან გვერდულად მუცელზე დაგდებული ზედმეტად მოხრილი იყო და ტირილი ისევ ამოაყოლა - მიდი სამი, ორი ერთი, თვლა დაიწყო და აწევისთვის მოემზადა - ვერ იზავ, ისევ უყვირა ქალმა და ისევ დაიწყო ტირილი, საშიში იყო, უფრო და უფრო საშიში, მათთან წყალი ასველებდა ყველაფერს თუმცა ზედა სართული იწვოდა რის გამოც მეორე სართულის იატაკი ცვენას იწყებდა, შუა ადგილებში უკვე ცვიოდა კიდეც, - რა ჯანდაბამ წამოგიყვანათ ამ მიტოვებულ ადგილას, იყვირა ქართულად და მთელი ძალებით ეცადა აეწია უზარმაზარი თითქმიის მთელ სამზარეულოში გაგდებული მოაჯირი, - ჯანდაბა, მთელის ხეულით დაჭიმულს ვენები დახეთქვაზე ჰქონდა კისრის ძარღვები ხელებზე ვენები თითებზე ყველგან შლანგივით გახდომოდა და იმდენად გამაგრებული ჰქონდა დაჭიმული მტკინვეულადაც გრძნობდა დაჭიმულ ვენებს, ხელები უშვა რადგან არაფერიც არ გამოუვიდა, ისევ ძლიერად დაიწყო ცვენა ჭერმა რაზეც ქალმა იკივლა, - წადი, გადი აქედან, უკივლა მთლიანად სველ ახლა უკვე წყლისგან გალუმპულ რატის, მისი კივილისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისევ ცადა აეწია წევდა თუმცა ქალის ძალა ისევ არ ყოფნიდა ფეხის დასახსნელად, აწევას ძლიერი ხმა ამოაყოლა - მიდი მიდი, ქართულად ამოაყოლა და რომ ისევ არ გამოუვიდა ბრაზმა ცეცხლი წაუკიდა, - ამის დამდგმელს გავთხარე! ღრიალის დროს ისევ ხელახლად დაეტაკა, ბრაზის ფონზე ლამის ცეცხლი წაეკიდა გაბრაზებულმა კი შეძლო არამარტო გინების მოთოკვა არამედ აწევაც შეძლო, იმხელაზე აწია რომ ქალმა თავისუფლად შეძლო ფეხი გამოეცურებინა, სახე ისე უცებ გაუნათდა, და უცებ მიყვირა დაუშვიო, რატიმაც ჯერ მას დახედა და როცა დაინახა რომ თავისუფალი იყო ხელი უხეშად უშვა და ისიც მძიმედ დაეცა, ახლა ქალს დაწვდა დახრილმა უცებ წამოაყენა ხელში აყვანას უპირებდა, - არა შევძლებ ეცადე თავადაც გახვიდე, იაუარა ქალმა რომ.ზედმეტად არ დაწოლოდა ზურგზე რატის და მასაც შეძლებოდა გაქცავა - ნამდვილად? - კი შემიძლია, პასუხზე უცებ ჩაჭიდა ხელი ქალს და მასთან ერთად თავდახრილი გავარდა თუმცა კარები უკვე გადახურული იყო ჩამონგრეული სახლის ნაწილით და მალე ესენიც შიდ გამოემწყვდეოდნენ, - ფუ შენი, ამოაყოლა და ახლა იტალიურად დაიწყო, - უკან დაბრუნდი ისევ, შემოატრიალა და ყველაზე მარტივი ხერხი ფანჯარა ნახა გადახედვის შემდეგ ყველაფერი რიგზე იქნებოდა. ქალს მიეხმარა გადახტომაში და ისიც უცებ გადახტა თუ არა მაშინ დაეცა ფანჯარას ხე, ვაი რომ ვილის ნაწილი ხისგან აშენებული იყო ხეს მარტივად ეკიდებოდა და დიდ ხმაზეც ტკრციალებდა, ქალმა სუნთქვა დაიწყო თვალები გაახილა და სინათლე ახლა დაინახა, მიხვდა როგორ მწარე სიკვდილს ჩახედა ცოტახნის წინ თვალებში, რატის მარჯვენა მკლავი მთლიანად სისხლიანი იყო, ორი ლურსმისგან ღრმად ჩამოგლეჯილი მხარი ეწვოდა თუმცა ყურადღება არ გაუმახვილებია, ისევ ჩაჭიდა ქალს ხელი და ეზოდან ისევ იმ ერთადერთ გასასვლელისკენ წავიდა, უფრო ძლიერად მოკიდებია ცეცხლი და მარტივიც აღარ ჩანდა, რატი ქალისკენ შეტრიალდა და მის მაიკას მოკიდა ხელი - ასე გააკეთე რომ თმაც არ დაგეწვას, უთხრა თან ჯერ თმა მაიკის ქვეშ ჩაუწია, შემდეგ ოდნავ წამოუწია საყელო და თავზე წამოაფარა - სამზე და სწრაფად გახტი, ისევ გააფრთხილა და ქალმაც თავი დაუქნია, - ერთი ორი და სამი, სწრაფად დაითვალა ქალი სამზე გადახტა რატიმაც ხელი მცირედ კრა, თუმცა ცალი ხელი ზურგზე ცალი კი ბარძაყთან ახლოს კრა რის გამოც გათანაბრებულზე ქალიც სწორად და ძლიერად უფრო სწრაფად გადახტა, - კარგად ვარ, იქიდანვე დაუძახა და რატიმაც წამოწეული მაიკით მარტივად მოახერხა გადახტომა, ისედაც სიცხეში უცებ დაიწვა თუმცა ისევ გადაურჩა ზედმეტ დამწვრობას, - ჯულიეტა სადაა? სწრაფად კითხა თუმცა თავადვე შეამჩნია მოშორებით და მაშინვე ისტერიული ტირილით გაექანა ქალიშვილსკენ, რატი არ განძრეულა ეცადა სული მოეთქვა სველი იყო მაგრამ იმდენად მხურვალე იყო ცუდად ხდიდა ეს სიცხეც, შორიდანვე უყურებდა ქალს როგორ ეცა ჯულიეტას და მუხლებზე დაცემულმა მთელ სხეულზე კოცნა დაუწყო შვილს ისტერიული ტირილით, ხელში აიყვანა და ისე გაარწია, დაბალხმაზე უჩურჩულებდა " დასრულდა შვილო დედა შენთანაა" "შენთან ვარ ჩემო სუნთქვა" თან კოცნიდა გულში იკრავდა, მისი სიცოცხლის უზომო მადლიერი იყო, ისევ ჩააწვინა ფხვიერ მიწაში და გახვეულს პლედი მოაშორა, ბავშვამც მოახერხა პატარა სათუთი ლამაზი ხელების გაშლა, დედის სითბოზე დედის სურნელზე მალევე დაწყნარდა, რატიმაც მაშინ დაიწყო მათკენ სვლა, სახეზე ალაგ-ალაგ ესვა მური როგორც ქალს ხელები სრულიად გამურული ჰქონდა , ვენები ისევ ძლიერად დაბერვოდა გასველებული თმა შედარებით უკეთ მყოფმა ხელებით ნერვოზულად გადაიწია უკან თუმცა ჩვეულად ჩამოიყარა ღეროები წინ, ამ ყველაფრის შემდეგ უფრო სიმპათიური იყო რატი თუმცა მომხდარიც მისი ბრალი იყო, მისი დავალებით მოხდა ეს ყველაფერი, ფიქრებითვე დაადგა ქალს თავზე და ჩრდილის გამო ჯერ ახედა შემდეგ კი სწრაფად წამოდგა ქალი, უხმოდ შეხედა რატის შემდეგ კი სწრაფად აეკრო სხეულზე, რატიმაც გაანალიზების შემდეგ მოხვის ხელები და ჩახუტებით ეცადა ქალისთვის ეთქვა რომ ყველაფერმა ჩაიარა ყველაფერმა გადაიარა, ოდნავ მოშორდა ქალი და მასზე ჩახუტებულმა გახედა მთლიანად ცეცხლწაკიდებულ ნაკვეთს სახლიანად, რატიმაც გახედა და უკვე ორივე მას უმზერდა...... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.