შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების მსხვერპლი 39 თავი

2-04-2023, 07:06
ავტორი ნეაკო
ნანახია 2 927

აღელვებულმა კახამ სწრაფი ნაბიჯით აიარა კიბეები და როგორც კი მიას სახლის კარს მიუახლოვდა რამდენჯერმე გამეტებით დაარტყა ხელი. არავინ რომ არ გამოეხმურა უმისამართოდ შეიგინა და გაუაზრევლად იყვირა
-მია გააღე- მაგრამ იმ წამს სადარბაზოში გასული ცნობისმოყვარე მეზობლების ყურადღებისგან თავის დასაღწევად მაშინვე გაჩუმდა. ზარის ღილაკს მშვიდად მიაჭირა თითი და მოუთმენლად დარეკა ზედიზედ რამდენჯერმე. ადგილზე გაიყინა როცა ფეხშიშველმა გოგონამ მოულოდნელად კარი გაუღო და მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა -შემოდი-. ნასვამმა კახამ უნებურად ცივი მზერა მის შიშველ ფეხებს ააყოლა, შემდეგ მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დოზისგან ჩაწითლებული თვალები ჯერ მის სველ თმას მიაყინა, შემდეგ დანისლულ ნაცრიაფერ სფეროებს ბოლოს კი წითელ ვნებიან ტუჩებს.
-არ შემოხვალ?-ცივი ტონით ჰკითხა მიამ და ცალ მხარზე გადაცურებული ჟაკეტი ოდნავ შეისწორა. კახამ არაფერი უპასუხა. სახლში აუღელვებლად შევიდა და როგორც კი კარი დაკეტა გაღიზიანებულმა გოგონამ მაშინვე მისკენ მიტრიალდა და წინ აესვეტა - აქ თუ თამუნაზე სალაპარაკოდ მოხვედი მაშინ ჯობია წახვიდე- ნაწყენი ტონით უთხრა მიამ ზედმეტად ახლოს მდგომ კაცს და უცნაური მზერით მიაჩერდა სახეში. ამ დროს მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეხვდა- კახა მე- კიდევ რაღაცის თქმა დააპირა მისი სიჩუმით დაბნეულმა გოგონამ, მაგრამ გონება ამღვრეულმა კაცმა მაშინვე ტუჩებზე მოადო მთრთოლარე თითები, გააჩუმა და ხმის ამოღების უფლება აღარ მისცა.
-ჩშშ- ყურს უკან ჩასჩურჩულა მბრძანებლური ტონით და მისი ალეწილი სახე ხელებშორის მოიქცია, მოულოდნელად ტუჩებში აკოცა და სანამ თავგზააბნეული გოგონა აზრზე მოვიდოდა უკან დაიხია, მისაღებ ოთახში შევიდა მშვიდად შევიდა და უმისამართოდ იკითხა- დასალევი გააქვს?
-მაქვს-ცივად უთხრა მიამ და კარადიდან თორნიკეს ნაჩუქარი ღვინის ბოთლი და ჭიქები გამოიღო. კახა დივანზე უღონოდ დაეშვა თავზე წამომდგარ გოგონას გაწვდილი ჭიქა მშვიდად გამოართვა
-მადლობა- წარბშეკრულმა უთხრა და ერთი მოყუდებით ჩაცალა.
-რატომ მოხვედი?-ვერ მოითმინა მიამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე მაინც ჰკითხა. კახამ არაფერი უპასუხა. სათქმელი არაფერი ჰქონდა რადგან თვითონაც არ იცოდა რატომ მივიდა მასთან სახლში. მხოლოდ მას მერე ამოიღო ხმა როცა რამდენიმე ჭიქა ღვინო ზედიზედ დალია და სასმელი მოეკიდა
-თამუნა სახლიდან წავიდა... ჩემს გამო წავიდა...უკვე მეორედ და ამჯერად სამუდამოდ-უმისამართოდ უფრო თავისთვის ვიდრე მიას გასაგონად თქვა მერამდენეღაცა ჭიქა შეივსი შავი ღვინით
-რას ნიშნავს სახლიდან წავიდა- ვერ მიუხვდა სათქმელს მია
-ყველა მე მადანაშაულებს-აგრესიული ტონით, უმისამართოდ თქვა კახამ და თითქმის დაცლილ ბოთლს ხელი წამოავლო
-ვინ გადანაშაულებს?! ანა?-ირონია გაერია ხმაში გაღიზიანებულ გოგონას
-ალექსი, ჩემი ძმა... ყველა... ჰგონიათ რომ მისგან ამას ვიმსახურებდი
-გიყვარს?
-მე...მისი დაკარგვა არ მინდა- ჩამწყდარი ხმით თქვა კახმ და კიდევ ერთხელ შეივსო ჭიქა შავი ღვინით
-მეტი აღარ დალიო-ცივად უთხრა მიამ და ჭიქის გამოსართმევად თავზე წამოადგა. კახამ გამომწვევი მზერა ნელა ააყოლა მის ფეხებშორის მოქცეულ გოგონას და ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი ალეწილი სახისთვის ჭიქა ტუჩებთან მიიტანა და ერთი მოყუდებით ჩაცალა. კარგა ხნის სიჩუმის მერე კი არეული ხმით, ძლივს გასაგონად თქვა
-უნდა წა...ვიდე
-დარჩი- უემოციო ტონით უთხრა მიამ თმებში ნაზად შეუცურა თლილი თითები.
..........
სახე წაშლილი ანდრია უემოციო მზერით უყურებდა თათიას საძინებლის ფანჯრებს და ვერ წყვეტდა დაერეკა თუ არა მისთვის. კარგა ხნის ფიქრის მერე ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და მისი ნომერი აკრიფა. თუმცა პირველი ზარის მერე გათიშა. მიხვდა რომ არასწორად იქცეოდა. შეწყვეტილი ზარის მერე რამდენიმე წამის განმავლობაში თვალები დახუჭა, თავი ოდნავ უკან გადასწია, აკანკალებული თითები საჭეს ძლიერად მოუჭორა, სუთქვა აჩქარებულმა და დამშვიდება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. თავს ვერაფერს უხერხებდა, რადგან სასმლისგან მოწამლული გონებით მხოლოდ კახაზე და მიაზე ფიქრობდა. ბოლოს იმდენად გამოვიდა წყობრიდან რომ თავი ვეღარ შეიკავა და ბოლო ხმაზე იღრიალა მაგრამ ამანაც რომ ვერ უშველა გაგიჟებულმა რამდენჯერმე საჭეს ძლიერად დაარტყა ხელი. გონს მხოლოდ ტელეფონის ზარის ხმამ მოიყვანა რომელიც გაუჩერებლად და ჯიუტად რეკავდა უკვე მეხუთეჯერ.
- რა ხდება შე ჩე*მა აქამდე რატომ არ მიპასუხე?-ინტერესით ჰკითხა თორნიკემ სუნთქავ აჩქარებულ ბიჭს და მისგან პასუხი რომ ვერ მიიღო კითხვები მიაყარა-ნახე მია?ელაპარაკე? გითხრა რამე? -და მითმინებით დაელოდა მის პასუხს
-არა-აღენით უპასუხა ანდრიამ და უნებურად თათიას საძინებლის ფანჯრებს ახედა
-რატო ეე? ვერ ნახე თუ ისევ გაბუტულია და არ დაგელაპარაკა?
-მიაზე ლაპარაკი არ მინდა!-მოკლედ მოუჭრა ანდრიამ აჟიტირებულ ბიჭს და როცა თათიამ ფარდები ოდნავ გადასწია, უნებურად ცივი მზერა მის ნაზ სილუეტს მიაყინა.
-სად ხარ ეე?
-თათიას კორპუსის წინ
-რატო?
-არ ვიცი
-მოხდა რამე?
-თოკა მერე დაგირეკავ
-არ გამითიშო!
-ახლა შენთან ლაპარაკის თავი არ მაქვს, მოგვიანებით დაგირეკავ
-დალიე?
-ცოტა
-საჭეთან ხარ?
-შემეშვი რა!
-არსად წახვიდე, მოვალ და წამოგიყვან
-თოკა!-წამოენთო ანდრია
-თათიას კორპუსის წინ რა აკეთებ?-სიტყვა ბანზე აუგდო თორნიკემ, თან მანქანის გასაღებს დასტაცა ხელი. ქუჩაში გიჟივით გავარდა, საჭეს მიუჯდა
-უბრალოდ... მეც არ ვიცი აქ რატომ მოვედი
-ნახე? ელაპარაკე?
-არა
-შეეშვი რა მაგ გოგოს...
-კაი მიდი უნდა წავიდე!-მკაცრი ტონით უთხრა ანდრიამ და გაუთიშა.
თათია რომელიც მთელი ეს დრო ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და თვალის მოუშორებლად უყურებდა ანდრიას ფარებანთებულ მანქანას ფანჯრიდან, მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე, როცა ანდრიამ საბურავების ხრჭიალით მანქანა ადგილს მოწყვიტა და მოსახვევში გაუჩინარდა. მისი ქცევით დაზაფრულმა გოგონამ მაშინვე ანას დაურეკე. მოკკედ მოუყვა მომხდარის შესახებ და სთხოვა თორნიკესთვის დაერეკა. დაბნეულმა ანამ როგორც კი ასლუკუნებული თათია დაამშვიდა მაშინვე თორნიკეს დაუკავშირდა და სთხოვა თუ რამეს გაარკვევდა ანდრიას შესახებ მისთვისაც შეეტყობინებინა რადგან თათია ძალიან ნერვიულობდა მასზე.
-როგორც კი რამეს შევიტყობ მის შესახებ მაშინვე დაგირეკავ-დაამშვიდა თორნიკემ და მაშინვე გაუთიშა რადგან არ უნდოდა ზედმეტად აეღელვებინა გოგონები. თათია იმდენად განიცადა ანდრიას მდგომარეობა რომ ანას სახლში ყოფნა ვეღარ შეძლო და მასთან წავიდა.
-კახა ბიძიამ მოგიყვანა?- ინტერესით ჰკითხა თათიამ გაღიზიანებულ გოგონას და კითხვა ჩამდგარი თვალებით მიაჩერდა სახეში- ხომ თქვი დღეს მთელი დღე უხასიათოდ იყო და სვამდაო ?
-არა, ტაქსით მოვედი
-ამ შუაღამისას მარტო გამოგიშვა?
-სახლში არაა
-იცის რომ ჩემთან ხარ?
-ვურეკვადი, მაგრამ გამორთული აქვს
-ფიქრობ რომ მიასთან ერთადაა?- მოიღუშა თათია
-არვიცი და არც მაინტერესებს- აგრესიული ტონით უთხრა გაღიზიანებულმა გოგონამ გაოცებულ თათიას და ფანჯრიდან გადაიხედა- რატომ გგონია რომ ანდრია მთვრალი იყო?
-ძალიან დიდხანს იდგა უაზროდ ფარებანთებული მანქანით კორპუსის წინ , მერე, მოულოდნელად დაქოქა და გიჟივით გააქანა- ჩამწყდარი ხმით უმისამართოდ თქვა თვალებაწყლიანებულმა გოგონამ და თავი დახარა-კინაღამ განათების ბოძს შეასკდა...
-ნუ ღელავ თორნიკე აუცილებლად იპოვის
-გული ცუდს მიგრძნობს...
-არ გინდა რომ მაგ ბიჭზე ფიქრს შეეშვა?
-მასზე არ ვფიქრობ... უბრალოდ ვღელავ...
-ეგ ერთიდაიგივეა
-შენი ტელეფონი რეკავს-ბრაზნარევი ტონით უთხრა თათიამ ფანჯარასთან მდგომ გოგონას და მობილური გაუწოდა
-ანა-ყურსმილს მიღმა თორნიკეს დაძაბული ხმა გაისმა
-მოხდა რამე?-მისი მღელვარება ანასაც გადმოედო
-მოხდა...-ხმა გაებზარა თორნიკეს
-გთხოვ მითხარი რომ ცოცხალია და კარგადაა-ტირილის ნოტებშეპარული ხმით შეეხვეწა თათია და ტელეფონი გამაორთვა მეგობარს
-ნუ გეშინია ცოცხალია მაგრამ...
-მაგრამ რა?
-ავარიაში მოყვა და მძიმედ დაშავდა
-რაა-აღმოხდა სასოწარკვეთილ გოგონას და ტელეფონი ხელიდან გაუვარდა
-თორნიკე-ჩასძახა ანამ როცა ტელეფონი დაიბრუნა-მისამართი მოგვწერე
-კარგი
-შენ? შენ კარგად ხარ?
-არა არ ვარ- გულწრფელად უთხრა თორნიკემ და კარგა ხნის სიჩუმის მერე ინტერესით ჰკითხა- მოხვალთ?
-უკვე გამოვდივართ-გამახნევებლად უთხრა ანამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე დარწმუნებით უთხრა-კარგად იქნება- და ტელეფონი გაუთიშა.
საავადმყოფოში მიას მისვლა არავის ესიამოვნა განსაკუთრებით კი თორნიკეს.

№1  offline წევრი Soraya

ეს ერთადერთი პატარა თავია შენგან, გამიკვირდა მეტი არაფერი…რაც შეეხება ამ თავს რომელმაც ბევრი რამ დაიტია, კახას პასუხმა მიას კითხვაზე “გამაღიმა” არც უთქვამს რომ უყვარს და არც ის რომ არ უყვარს, ჩემი აზრით მობეზრდა კახას, თამუნა კი დაიღალა უბრალოდ ამ ყველაფრით…მიას რაც შეეხება ვერ ვიტყვი რომ კახა უყვარს ვფიქრობ რომ უბრალოდ კახა მოსწონს და მასთან სხვა გრძნობა აკავშირებს ვიდრე სიყვარულია…ნუ “გზააბნეულ” ანდრიაზე ვერაფერს ვეტყვი მაშინ დავწერ მასზე როდესაც როგორღაც გადაწყვეტს მია თუ თათია…ანა და თორნიკე ნორმალურ ურთიერთობას რომ ინარჩუნებენ მომწონს…
მოკლედ კარგი თავი იყო, როგორც ყოველთვის არეული პერსონაჟებით

№2  offline მოდერი ნეაკო

მადლობა დადებითი შეფასებისთვის ❤️❤️❤️ აბსოლუტურად ვიზიარებ შენს აზრს კახა/მიას ურთიერთობის შეფასებაში. მეც მგონია რომ ერთმანეთი არ უყვართ და მხოლოდ ვნება აკავშირებთ. რაც განსაკუთრებულად იგრძნობა მიას მხრიდან.

№3 სტუმარი სტუმარი ნინა

პატარა თავი იყო რაც შეეხება მიას და კახას მესმის რომ მხოლოდ ვნება აკავშირებთ ძნელია მაინც მგონია ზედმეტია მია თამუნას და კახას ცხოვრებაში რაც შეეხება თათას ცოდო რომ მიას გამო გაუბედურდეს .ეს ერთი ადამიანი უნგრევს ორ ადამიანს ცხივრებას .იმედია შეიცვლება დალაგდება

№4 სტუმარი სტუმარი თიკო

მია კახას ფსიქოლოგად როდის აქეთ იქცა?! ერთ მომენტში ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა. აი ამ თავში ყველაფერი იმის საპირისპიროდ მოხდა ნეაკო, რაზეც არას ამტკიცებდი და ვფიქრობ ამ ყველაფრით მხოლოდ იმას გვაჩვენებ რომ არც ანდრიასა და თათიასგან, და არც მიასა და კახასგან არაფერიც არ გამოვა. რატომღაც საერთოდ არ მიფიქრია ზედმეტი არც თათიას ნერვიულობაზე და არც კახას კოცნებზე, მიუხედავად იმისა რამეს ამ მომენტში გრძნობს თუ არა. ერთ რამეზე დავფიქრდი ამ თავის მერე და კახა ასე თუ გააგრძელებს, თამუნას უკვე ატკინა გული, უარესად ატკენს, მაგრამ მიასაც არ უზამს ნაკლებს. და ეგ ძაან მიშლის ნერვებს.

№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თიკო

თიკო, შენგან იმის აღნიშვნა რომ კახასგან და მიასგან არაფერიც გამოვა ძალიან მახარებს. სწორედ ეგ მინდა მეც ❤️❤️❤️ ზუსტად მაგიტომ წავიდა თამუნა ( ნენეს რჩევით) კახას ცხოვრებიდან, რომ ეს ორი ერთად არშემდგარი წყვილი ყოფილიყო. ძალიან მიხარია თუ ზედმეტად საგრძნობი იყო თქვენთვის (მკითხველისთვის) კახას სიცივე და უგრძნობლობა მიას მიმართ და მიას გულგრილი დამოკიდებულება კახას პრობლემების განცდების და ემოციების მიმართ.

სტუმარი ნინა
პატარა თავი იყო რაც შეეხება მიას და კახას მესმის რომ მხოლოდ ვნება აკავშირებთ ძნელია მაინც მგონია ზედმეტია მია თამუნას და კახას ცხოვრებაში რაც შეეხება თათას ცოდო რომ მიას გამო გაუბედურდეს .ეს ერთი ადამიანი უნგრევს ორ ადამიანს ცხივრებას .იმედია შეიცვლება დალაგდება

მიხარია თუ ფიქრობ რომ კახას და მიას ურთიერთობაში იგრძნობა მხოლოდ ვნება და არა სიყვარული. მეც ვფიქრობ რომ მია კახას და თამუნასნურთობაში ზედმეტია.

№6 სტუმარი სტუმარი თამთა

ვერ ვხვდები მართლა თამუნა თუ უყვარს ეგრეთ წოდებულ საყვარელთან რატომ გარბის და რატომ გონია ამ კაცს რო ამ ყველაფრის მერე თამუნამ ისე უნდა მიიღოს ვითომც არაფერი , მგონი თავი დამნაშავე არც გონია რასაც აკეთებს პირველად გავბრაზდი მასზე . ამ მიას რაღას სჭირს თავის ცოლზე ელაპარაკებოდა წინაზეც მიყვარსო ეხლა კიდე მისი დაკარგვა არმინდაო და მაინც უსმენს და დარჩიო მართლა გასაკვირია . დაინახოს შემდეგში ამ ადამიანმა თათიას მზრუნველობა და შეიყვაროს მერე რა ბავშობაში რო უყვარდა გაიზარდოს და აღარ უყვარდეს ეს ადამიანები ძალით რატო იტანჯავენ თავს და რატო დაზდევენ ისეთებს ვინც გულსტკენს და ვინც გააბედნიერებს რატო არ ირჩევენ ვერვხვდები. კიდევ სულსხვარამეს ამბობ კომენტარში და შენ ნაწერში სხვა რამე ჩანს, არადა მეზარება კომენტარის წაკითხვა , ანდრეამ თათია რომ აირჩიოს და გამიხარდეს რო როგორიციქნა მეთქი მერე ან გადასწორებ ან სხვამიზანი მქონდაო . არგეგონოთ კრიტიკა ან რამე ძალიან დავიბენი უბრალოდ .

№7 სტუმარი სტუმარი ელენე

ნენე შემეცოდა, თორემ ისე ყველაფერი ნორმალური იყო. joy
ჩემთვის ასეა, თანაც ცალსახად: კახას მია უნდა. ახლა "უნდაში" რაც "გინდათ" ის იგულისხმეთ smiley მაგრამ ყველაფერი, რასაც ეგ კაცი აკეთებს, ამაზე მიანიშნებს. იმას კი ნუ უყურებთ თქვენ როგორ გესიამოვნებოდათ რომ ყოფილიყო, იმას შეხედეთ, რაც წერია. და წერია რომ კახას მია უნდა.
ანდრიასაც მიასთან უნდა.
მე კიდევ მიხარია, რომ პერსონაჟი, რომელსაც გამოჩენის წამიდან თვალი დავადგი, ასეთ სასურველ და საინტერესო ადამიანად გადაიქცა ისტორიაში.

მიუხედავად კახას სურვილებისა, მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები, რომ მიასთვის ისევ ანდრიაზე კონცენტრირება ჯობია, კახაზე დროის კარგვას (ბოდიში, ნენე joy ).
სინამდვილეში ორივე კაცი ტოქსიკურია და არც ერთს მოაქვს მიასთვის სიხარული და სიმშვიდე, მაგრამ ამ ორ დაბდურას შორის, კახასნაირ გაუბედავ და ჩამოუყალიბებელ ადამიანს, ისევ ანდრია მირჩევნია. ამან ის მაინც იცის, რა უნდა და ვინ უნდა, ზოგიერთი მოხუცისგან განსხვავებით. joy

№8 სტუმარი სტუმარი თეონა

ანდრია და თათია დატოვეთ ერთად რა ძალიან კარგი წყვილია იქნება . დაივიწყეთ რომ დები არიან ერთ მათგანს მაგ ორიდან მიას ანუ ისედაც არახსოვს ეგ და რაიქნება ავტორმაც დაივიწყოს , ანდრიასაც გაუქრეთ გრძნობა თუ აქვს ვაფშე მე აკვიატება უფრო მგონია თათია უსაყვარლესია და დარწმუნებულივარ მიას ადგილზე ათი ტრავმა რომც ქონოდა ასე მაინც არმოიქცეოდა ამიტომ რაცარუნდა შეცდომა დაუშვას ყველაფერი ეპატიება მაგრამ არაფერს აშავებს! ანდრიას სიყვარულით.

№9 სტუმარი სტუმარი Eka

Analogiurad vfiqrob rom tatia mias ase armoeqceoda, mamamisi gaamtyunos da ezizgebodes aravin ambobs mand rames eg gasagebia, tatia rashuashia eg ubralod shuria , tan miadan gamomdinare ufro unda gadzlierebuliyo da chkua unda hqondes vize iyaros javri ubralod borotia da dzaan cudia eg, mis siborotes yvela arunda itmendes , tornikesac travma aq mara aravin gaugo da galandzges. tatias guls rato stkent vervxvdebi rato tovebt ase usamartlod. warmatebebi da imedia shemdeg nawilshi andrias gaunatdeba goneba da tatias airchevs.

№10  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
ის გამოვიდა, რის გამოსასვლელადაც ამ ხაზით განვითარება გირჩიე.
კმაყოფილი უნდა ვიყო, მაგრამ... მე მინდოდა მიას და კახას ერთად დიდხანს ყურება და ეხლა როცა წინასწარ ვიცი რომ უნდა დააშორო ძალიან მწყდება გული.
რა სამწუხაროა, რომ არავინ გულშემატკივრობს ამ წყვილს. კოცნას ჩემთვის ქონდა მნიშვნელობა და ბევრად დიდი შინაარსი ვიდრე სავარაუდოდ შენ გინდოდა რომ ქონოდა, ნეაკო.
მოკლედ გულდაწყვეტილი ვარ ყველაფრით, მაგრამ ის მაინც მახარებს, რომ რაც შენ გინდოდა ის მაინც მოგვარდა ამ განვითარებით.

მართლა არ მეგონა შენი რჩევიდან გამომდინარე, ასე თუ გაუფერულდებოდა კახა/მიას წყვილი თამუნას წასვლის შემდეგ. უზომოდ ბედნიერი ვარ რომ ასე მოხდა. განსაკუთრებით ის მიხარია რომ თითოეული მკითხველი აქცენტს ამ თემაზე აკეთებს. განსაკუთრებით თიკო და სოარაია.
ნენე უსაზღვროდ მადლობელი ვარ შენი იმის გამო რომ უამრავი რჩევა მომეცი და ჩიხში შესული ისტორიიას სწორი მიმართულებით წაყვანაში დამეხმარე ❤️❤️❤️❤️ ახლა უკვე ყველასთვის ნათელია რომ კახას მია არ უყვარს და როგორც ელენემ თქვა უბრალოდ უნდა. ანუ მათ შორის სიყვარული კი არა უბრალოდ ვნებაა და მეტი არაფერი.
ვიცი ამ წყვილს თავიდანვე რომ გულშემატკივრობდი, მაგრამ მართლა არ ღირს კახას ამდენწლიანი ოჯახის დანგრევა ,,მინდას" გამო

სტუმარი თამთა
ვერ ვხვდები მართლა თამუნა თუ უყვარს ეგრეთ წოდებულ საყვარელთან რატომ გარბის და რატომ გონია ამ კაცს რო ამ ყველაფრის მერე თამუნამ ისე უნდა მიიღოს ვითომც არაფერი , მგონი თავი დამნაშავე არც გონია რასაც აკეთებს პირველად გავბრაზდი მასზე . ამ მიას რაღას სჭირს თავის ცოლზე ელაპარაკებოდა წინაზეც მიყვარსო ეხლა კიდე მისი დაკარგვა არმინდაო და მაინც უსმენს და დარჩიო მართლა გასაკვირია . დაინახოს შემდეგში ამ ადამიანმა თათიას მზრუნველობა და შეიყვაროს მერე რა ბავშობაში რო უყვარდა გაიზარდოს და აღარ უყვარდეს ეს ადამიანები ძალით რატო იტანჯავენ თავს და რატო დაზდევენ ისეთებს ვინც გულსტკენს და ვინც გააბედნიერებს რატო არ ირჩევენ ვერვხვდები. კიდევ სულსხვარამეს ამბობ კომენტარში და შენ ნაწერში სხვა რამე ჩანს, არადა მეზარება კომენტარის წაკითხვა , ანდრეამ თათია რომ აირჩიოს და გამიხარდეს რო როგორიციქნა მეთქი მერე ან გადასწორებ ან სხვამიზანი მქონდაო . არგეგონოთ კრიტიკა ან რამე ძალიან დავიბენი უბრალოდ .

არა რას ამბობთ პირიქით უზომოდ მიხარია რომ ამდენი ადამიანი გამოხატავთ საკუთარ აზრს, არ აქვს მნიშვნელობა დადებითს/ თუ ნეგატიურს ჩემთვის თითოეული მკითხველის აზრი მნიშვნელოვანია. მითუმეტეს რომ თქვენი კომენტარი ნამდვილად არ იყო კრიტიკული.
სწორად აღნიშნეთ კახას თავს დამნაშავედ არ გრძნობს და სწორედ ეგაა მისი პრობლემა. ჰგონია თუ ერთხელ ან ორჯერ აკოცებს სხვას, შუაღამისას სახლში მიაკითხავს არაფერს აშავებს იმიტომ რომ მასთან არ წოლილა. გულწრფელად რომ გითხრათ მართლა არ მეგონა ანდრია/თათიას წყვილს ამდენი გულშემატკივარი თუ ეყოლებოდა, მითუმეტეს რომ ანდრიას მისთვის არასოდეს მიუცია იმედი და არაფერს დაპირებია. ამ სასიყვარულო სამკუთხედში ჩემი აზრით მთავარი პრობლემა ის კი არაა რომ თათია მიას დაა, არამედ ის რომ ანდრიას ბავშვობიდან თავდავიწყებით უყვარს მია.

№11 სტუმარი სტუმარი ელენე

ნეაკო

გაიჩალიჩა? თუ რა ქნა ახლა? joy ის დაგაწერინა რისი წაკითხვაც არ უნდოდა?!
მაგარი ვინმეა რაა... joy
ახლა მგონი ზის და ტირის joy

№12 სტუმარი სტუმარი თამთა

თქვენ უფრო კარგად გადმოეცით რას ვგულისხმობდი კახასთან მიმართებაში, მე მახსოვს რომ თათიასთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა მიუხედავად მისი მიზნისა, თანაც თათია ძალიან თბილი კარგი გოგოა და მე პირადად ამიტომაც ვუჭერ მხარს ვხედავ აშკარად უყვარს ეს ბიჭი და მისი ბედნიერების მომხრე ვარ.

№13  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თეონა
ანდრია და თათია დატოვეთ ერთად რა ძალიან კარგი წყვილია იქნება . დაივიწყეთ რომ დები არიან ერთ მათგანს მაგ ორიდან მიას ანუ ისედაც არახსოვს ეგ და რაიქნება ავტორმაც დაივიწყოს , ანდრიასაც გაუქრეთ გრძნობა თუ აქვს ვაფშე მე აკვიატება უფრო მგონია თათია უსაყვარლესია და დარწმუნებულივარ მიას ადგილზე ათი ტრავმა რომც ქონოდა ასე მაინც არმოიქცეოდა ამიტომ რაცარუნდა შეცდომა დაუშვას ყველაფერი ეპატიება მაგრამ არაფერს აშავებს! ანდრიას სიყვარულით.

თქვენმა კომენტარმა ძალიან იმოქმედა ჩემზე, არ მეგონა ამდენ ადამიანს თუ გულშემატკივრობდით თათია/ანდრიას წყვილს.
პრობლემა იმაში კი არაა რომ თათია მიას დაა, არამეს ის რომ ანდრიას მია იუყვარს თან ბავშვობიდან

სტუმარი Eka
Analogiurad vfiqrob rom tatia mias ase armoeqceoda, mamamisi gaamtyunos da ezizgebodes aravin ambobs mand rames eg gasagebia, tatia rashuashia eg ubralod shuria , tan miadan gamomdinare ufro unda gadzlierebuliyo da chkua unda hqondes vize iyaros javri ubralod borotia da dzaan cudia eg, mis siborotes yvela arunda itmendes , tornikesac travma aq mara aravin gaugo da galandzges. tatias guls rato stkent vervxvdebi rato tovebt ase usamartlod. warmatebebi da imedia shemdeg nawilshi andrias gaunatdeba goneba da tatias airchevs.

მია ყველაფერს გამიზნულად ამბობს და აკეთებს, მაგრამ ბოროტი არ არის. გეთანხმებით ნამდვილად ზედმეტი თათიასთან, ანდრიასთან და თორნიკესთან, მაგრამ მის უხეშობას, ამპარტავნებას და გულცივობას თავისი მიზეზები აქვს. რა თქმა უნდა არასწორად იქცევა როდესაც ანდრიას და დავითის უსაქციელობია გამო თათიას დასჯას ცდილობს, მაგრამ ვალდებული არაა თათია დად მიიღოს, უყვარდეს და პატივი სცეს. მეც მგონია რომ თათია მიას ადგილზე რომ ყოფილიყო მასავით აგრესიული არ იქნებოდა ყველას მიმართ, მაგრამ მია მიაა, თათია თათიაა. ყველას ერთნაირი მოთმინების უნარი არ აქვს.
რაც შეეხება თათია/ანდრია/მიას სასიყვარულო სამკუთხედს, არ ვიცი რა გითხრათ. გულწრფელად მიკვირს რომ ამდენი გულშემატკივარი ჰყავს ანდრია/თათიას წყვილს და ძალიან მიხარია

№14 სტუმარი სტუმარი Eka

Valdebuli ar aris da swored amis tqmas vcdilob rom rogorc mia araa valdebuli tatias dad migebis aseve araa valdebuli tatiam mias gamo tqvas mis siyvarulze uari. tu mia artvlis rom misi daa arc tatiam unda gaitvaliswinos , mxvdeboda komemtari ro au misii daaris tatia da amas rogor aketebs da dzaan arasworia , elementaruli saazrovnoa rom tu mias yvelafris uflebaaaqvs aseve aqvs masac. gaqvs aseti natqvami rom daaaris da araswori iqnebao da aqedan gamomdinare gixsnit rom ariqneba araswori aranaerad. Qalbatono neako yvelas saqciels aqvs tavisi mizezi yvelaze borot admiansac ki magram mevfiqrob mashin unda gavugot roca gamoswordeba inanebs an bodishs moixdis, misi saqcielis gamo . me mis shignit raxdeba da aqvs tuara ketili guli namdvilad vervxedav , erti saqcielic arminaxavs misi kargi da yvelaze didi protesti aris is rom kargi admianebi arunda ichagrebodnen vigacis gamo , elememtaruli amxela gogo imis garcheva xom unda sheedzlos rom moyvares mainc armoeqces ase . vigaca shens mimart dadebiti ganwyobit iyos da shen ugrialo daushvat imitoro skams fexi miartyi da sxvaze iyaro javri arasworia an vigacam skami gesrolos da sxva galandzgo vinc shentan sazrunavad mova arasworia magas ratunda laparaki imedia magalitit mixvdebit ras vambob da parallels gaavlebt. martla momwons es wyvili da mistvistve ajobebs tu airchevs tatias is ufro gaabednierebs .

№15 სტუმარი სტუმარი ელენე

კი, მე ვიყავი ის, ვინც მაგას წერდა და როგორც მაშინ მერეოდა გული თათიას და ანდრიას შესაძლო ურთიერთობაზე, ზუსტად ისე და იმ დოზით მერევა ახლაც გული- ჯერ ერთი დის სიყვარულს დაახარჯო ნახევარი ცხოვრება და მერე მეორე დაზე გადახვიდე და იმისი სიყვარულისთვის გოდებდე.
მიას საკმარისზე მეტი აქვს გამოვლილი იმისთვის რომ თათიას დანახვაზე გული არ მისდიოდეს სიხარულისგან. უყავრს მიუხედავად ყველაფრისა და ეტყობა კიდეც ეს სიყვარული, მაგრამ ჯანსაღი ურთიერთობის გაღვივებისთვის ნიადაგიც ჯანსაღი უნდა ყოფილიყო. მამამისმა დაალპო ეგ ნიადაგი და როგორც ვატყობ, ამდენი წლის მერეც არ ასვენებს გამჩენი.

ანდრიას რომ თათია არ უყვარს და მხოლოდ მიას გასაღიზიანებლად ან ყურადღების მისაქცევად ეტორღიალებოდა იმ გოგოს ყველა დეტალში ჩანს.
ასე რომ ისიც "ელემენტარული სააზროვნოა", თათიას განზე გადგომა ისევ თავისი სიკეთისთვის რომაა უმჯობესი. მიას კი არა, საკუთარ თავს გაუწიოს ანგარიში, თუ მშვიდად ცხოვრება უნდა. თუ არა და დაემსგავსოს თავის მშობლებს არც მაგას უკრძალავს კანონი. უბრალოდ მერე არც მე მიკრძალავს კანონი ის ვწერო რასაც ასეთ ადამიანებზე ვფირობ. :)

№16 სტუმარი სტუმარი Eka

Aravis aukrdzalia aravistvis rac unda imis wera eg erti, meore vafshe armaxsovda vindawera da araferi konkretuli armitqvia vinmes mimart , mias siyvaruli versad davinaxe tatias mimart da verc andrias mimart , ararian debi saqmec magashia artvlis dad mia tatias . rac sheexeba mshoblebs mia ufro gavs vidre tatia kaxastan mimartebit , tatias araferi mzgavsi gauketebia da tu sxvasaavs ufleba masac aqvs da gaaketos araa problema , visac unda sheiyvarebs da gulis amrevi is ufroa roca dis ubedureba ginda , nu gauxardeba mara 1 procentit araa damnashave tatia visac unda sheiyvarebs rogorc mias arainteresebs aseve masac ardaainteresebs.

№17 სტუმარი სტუმარი ელენე

არსად ჩანს რომ მიას დის უბედურება უნდა. ანდრიას ვერ მიღებით თუ უბედურდება ის გოგო, კარგად წასვლია საქმე.
და დიახ, მია ნამდვიალად იმეორებს დათოს საქციელს კახასთან მიმართებაში. მაგაზე ვრცლად მეწერა თავის დროზე, რატომ აკეთებდა ამას, ჩემეული ხედვით, რა თქმა უნდა. არც ახლა მეზარება, მაგრამ ძალიან გრძელი კომენტარი გამოვა და ჯობია აღარ დავწერო.
უფლებებზე არ ვლაპარაკობ. ბევრი რამის უფლება აქვს ადამიანებს, მაგრამ ყველაფერს არ იყენებენ, ზოგჯერ მორალი აკავებთ. ხოდა თუ საკმარისი მორალური სტანდარტები და ღირებულებები აღმოაჩნდა ამ თათიას და დატორმუზდა ანდრიასთან ურთიერთობაში ხომ კარგი, თუ არა და არც მაგით დაინგრევა ქვეყანა, უბრალოდ შემზიზღდება და მორჩა.

ჩანს და თუ დანახვა უნდა დაინახავს, რომ ანდრიაც კი, როგროც პატარა დას ისე უყურებს. კახას რომ მიას მიმართ ვნება აქვს, ის ვნებაც კი არა აქვს მაგ გოგოს მიმართ, სიყვარულზე აღარც ვლაპარაკობ. იყენებს მიასთვის და პირდაპირ უთხრა კიდეც მიას მთელი თავისი გეგმები. არ ვამბობ კარგი საქციელია-მეთქი, მაგრამ რაცაა ეგაა. ხოდა თუ აწყობს ასე გამოყენებული იყოს საკუთარი დის ტრავმების გამოსაღვიძებლად მისი საქმეა, თუ არა და ჩამოშორდეს და მიხედოს თავის ცხოვრებას, სანამ სხვების ცხოვრებასთან ერთად მინგრეულა მაგისი მომავალიც.

პ.ს. მე ვფიქრობ, რომ უყვარს, თუმცა ყველას მიმართ სიყვარული ერთნაირი არაა. ტოქსიკური სიყვარულიც არსებობს.
პ.პ.ს. ეს კიდევ ისტორიაა და ყველაფერი გამოგონილია, თუმცა რეალობა რომ იყოს კიდევ უფრო წარმოუდგენელი იქნებოდა საკუთარი დის მრავალწლოვან ქრაშთან თუ შეყვარებულთან თუ რავიცი რა ქვია, რომანის გაბმა.

№18 სტუმარი სტუმარი Eka

Mias saqcielic araa bevristvis moraluri da tu mias aqvs gamartleba albat tatiasac aqvs gaachnia chven vis gvsurs gaugot , yoveltvis vipovit vigacashi cuds da aseve kargas , me mias arvamtyuneb kaxastan dakavshirebit miuxedavad imisa ro mwyins da kargi col qmari mgonia tamuna da kaxa. tumca bevrs es saqcieli bevrad amoraluri egoneba vidre tatiasi mere ra ro daa aris is armiichnevs dad aserom, chemi satqmeli aris is ro iyaros javri mamamisze gauketos rac unda mias ro euxesha an tundac rame esrola am datostvis vafshe argavamtyunebdi am udanashaulo gogo raserchis amaze vbrazob. me tatia dzalian momwons da arasworia mias ase grmad vugebdet da am gogos erti ragacac arvapatiot . arvici rogorc maxsovs aryofilan sheyvarebulebi mias arasdros ainteresebda .

№19 სტუმარი სტუმარი ელენე

ყველას თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია სასიყვარულო ურთიერთობის გაბმა ბიჭთან, რომელიც იმ ურთიერთობაში იყო ჩემს დასთან, როგორშიც ანდრია მიასთან.
მითუმეტეს თუ დავინახავდი რომ მხოლოდ ჩემი დის ყურადღების მისაქცევად იჭერენ ჩემთან საქმეს. თქვენ შეიძლება სთხოვოთ ნეაკოს ისტორიის გადაკეთება და ნეაკომაც თქვენი ხათრით ანდრიას დამოკიდებულება შეცვალოს თათიასთან, მაგრამ რაც ამ დრომდე დაიწერა იქ ხომ ჩანს, რომ მხოლოდ მიას ანკესზე წამოსაკიდებლად ეტორღიალება იმ გოგოს? ანკესზე წამოცმული ჭიაყელას როლი აქვს თათიას.
ჯერ მიას მიახალა პირში, მეც მამაშენივით თათიას ვირჩევო, მერე თორნიკესთან ჩამოარაკრაკა გეგმები, მიას გამოწვევა მინდაო და ბოლოს მცხეთაში თუ სადღაც წაიყვანა და იქ უხსნიდა სიყვარულს - შენს მეტი არავინ მინდაო. ანუ ყველგან და ყველაფერში ჩანს რომ თათია არ უნდა და უნდა მია.
ამას ხომ უნდა ხედავდეს თათიაც, რომ ორი თავქარიანი ადამიანი საკუთარი კაპრიზებისთვის იყენებს და თუ აყვება ამ თამაშში ბოლოს ისევ თვითონ დარჩება წაგებული, არა?
მია თბილად ელაპარაკება თუ ცივად, ფაქტს რომ ის მისი დაა, ვერაფერს მოუხერხებს. ამის იგნორირება შეუძლია, მაგრამ მე ვამბობ, რომ ჩემი გადმოსახედიდან ეს არასწორია. არასწორია მთელი კონტექსტის, რაც ამ ოჯახის თავს ტრიალებს, იგნორირება.

მიას გამართლებას რაც შეეხება, კიდევ ვიმეორებ, მე არ მგონია იდეალური გამოსავალი წარსულის ტრავმების დასავიწყებლად ყველაზე და ყველაფერზე ჯავრის ყრა. ასეთ დროს მე ფსიქოლოგს და ფსიქიატრს მივაკითხავდი და კომპეტენტურ ადამიანებთან აღვიდგენდი ჯანმრთელობას. მაგრამ მია რომ არასწორად ანთხევს ბრაზს, ეს ვერ და არ მათქმევინებს თათიაზე, არაუშავს თუ ანდრიასკენ მიჩოცდება-მეთქი.

№20 სტუმარი სტუმარი ელენე

nene gelovani
ბოდიში უდაოდ საინტერესო დიალოგში რომ გეჭრებით, მაგრამ ამ თათიას და ანდრიას დაბინავებას რომ მორჩებით, იქნებ მერე მეც მომეხმაროთ კახას მიასთან დაბინავებაში? weary

კახა და ანდრია გაწყობს?
ისე იცავს ნეაკო კახას და თამუნას ოჯახის აბსტრაქტულ სიწმინდეს, პირდაპირ ამ თემით მინდება შეჯლაგუნება იმათ წმინდა კერაში. joy

№21 სტუმარი სტუმარი Eka

Iyo momenti rodesac andrias sul sxva damokidebulea chanda tatiastan , mere swored komentaris gamo gadaifiqra qalbatonma neakom mati urtiertoba me ase vfiqrob, me chems survils gamovxatav da momwons es wyvili torem arvtxov shecvalos scenari rogorc gauxardeba ise drawers.
Yvela imedia kargad iqneba am istoriashi da bednierad me gansakutrebit momwons tatia da ubralod minda iyos bednieri amshemtxvevashi andria uyvars da amitom mastan , torem iyos sxvastan tundac magram exla istoriashi sxva veravin gamochndeba isedac bevrni arian .

№22 სტუმარი სტუმარი ელენე

არა, თავიდანვე მიას გასაღიზიანებლად სჭირდებოდა თათია. უბრალოდ პარალელურ რეჟიმში ჩემი გაღიზიანებითაც ერთობოდა ნეაკო და პირადად მე მეღადავებოდა.
თუმცა რა ვიცი, როგორც უნდა ისე გააკეთოს. აგერ ნენე საერთოდ სხვა თემაზე ოხრავს და მე კიდე ერთი სული მაქვს დამთავრდეს ეს ისტორია და რეალური ღადაობა დაიწყოს ირაკლიზე.
ისე იცნობთ თქვენ ირაკლის?
აი გაუგებრობები იქ იქნება თუ იქნება. smiley

№23 სტუმარი სტუმარი ელენე

nene gelovani
ელენე გაჩუმდი! joy

მაგარი დღეები გველოდება joy

№24 სტუმარი სტუმარი Eka

quote=სტუმარი ელენე]არა, თავიდანვე მიას გასაღიზიანებლად სჭირდებოდა თათია. უბრალოდ პარალელურ რეჟიმში ჩემი გაღიზიანებითაც ერთობოდა ნეაკო და პირადად მე მეღადავებოდა.
თუმცა რა ვიცი, როგორც უნდა ისე გააკეთოს. აგერ ნენე საერთოდ სხვა თემაზე ოხრავს და მე კიდე ერთი სული მაქვს დამთავრდეს ეს ისტორია და რეალური ღადაობა დაიწყოს ირაკლიზე.
ისე იცნობთ თქვენ ირაკლის?
აი გაუგებრობები იქ იქნება თუ იქნება. smiley[/quote]
Aa gasagebia ara arvici irakli rogoria personaji kargi tu cudi smiley:[/quote]

Elene arvici ase ratom achvenebs mognishnet tu racaris da sxvanaerad qna

№25 სტუმარი სტუმარი ელენე

მე "მოთუშულ ბოსტნეულს" ვეძახდი ხოლმე მეტაფორად და ალბათ ეგ მიგანიშნებთ, როგორიც იყო... joy

№26 სტუმარი სტუმარი Eka

Anu aqamde iyo eg istoria da kidev unda gagrdzeldes? Saxeli tugaxsovs mitxari wavikitxav :????

Es kitxvis nishani sinamdvileshi erti sicilis smailia bolo

№27 სტუმარი სტუმარი ელენე

სახელს რა დამავიწყებს :დ "სიყვარული გრძნობების გარეშე".
მე იმ ისტორიაშიც ვძალადობდი კომენტარებში ავტორზე და არ შეიმჩნიოთ. relieved joy ასე იყო საჭირო...

№28 სტუმარი სტუმარი Eka

Wavikitxav exla, ara arshevimchnev :D

Vaimee ro vedzebdi tvalshi momxvda 226 komentari raambavia :D es wakitxuli maqvs pirveli tavi da gagrdzeleba vervipove adre , mashin arvicodi magdeni ro shemedzlo pirdapir avtoris gverdidan momedzebna .

№29 სტუმარი სტუმარი ელენე

მაგ ისტორიაში კომენტარები კი არა სამეგობრო ჩათი იყო ფაქტიურად :დ

№30 სტუმარი სტუმარი Eka

Aa mec gamikvirda ramdeniametqi :D

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent