ერთხელ...(დასასრული)
-მაშინ აქ რა გინდა? რატო გამომყევი ცოლად? იმის მერე რაც ნახე, იმის მერე რაც ჩემი ოჯახი ნახე, ანი ნახე, კიდე რა გინდა აქ? ჩვენ ორივეს არც თუ ისეთი სახარბიელო ბავშვობა გვქონდა, ფულით თუ ფულის გარეშე. შევთანხმდეთ რომ ფულს აღზრდის ხარისხზე არ აქვს გავლენა. ორივეს გვაქვს ჩვენი ნაკლი, ორივეს კარგად გვაკლია, ფსიქიკურადაც და ისეც. იმედია კარგი რაღაცეებიც გვაქვს საერთო, თორე ეხლა რასაც ვუსმენ ჩემ თავს ძალიან ტოქსიკური ურთიერთობა გამოგვდის-ევას გაეღიმა-როგორც იქნა.ევა, შენ ჩემთვის იმაზე მეტს ნიშნავ, ვიდრე ყალბი ცოლი. ხო ხვდები რასაც გეუბნები. -ვერა. -მაშინ მე გაგაგებინებ-მისი სახე მიიზიდა და მოწყვეტით აკოცა, შემდეგ კი ევას რეაქციას დაელოდა. ევა ოდნავ გაკვირვებული უყურებდა, მაგრამ დიდხანს არ დაუყოვნებია, სახეზე მოკიდა ხელები და აკოცა, შემდეგ კი ჩაეხუტა. -რაც არ უნდა იყოს, სადმე წასვლა და გაქცევა რო მოგინდება, მეც მითხარი. წამოდი, გაცივდები ესე. საძინებელში შევიდნენ, ევამ გამოიცვალა და დაწვნენ. ალექსანდრეს მკერდზე ედო თავი, ალექსი კი თმაზე ეფერებოდა, უფრო სწორად უჩეჩავდა. -ევა, მოდი მართლა წავიდეთ. -სად წავიდეთ? -არ ვიცი, მაგრამ ყელშია აქაურობა.წავიდეთ-ევა გადმობრუნდა მისკენ სახით. -როგორც გინდა. -როგორ, შენ არ შემეწინააღმდეგები მერე? -არა. როგორც შენ გინდა ისე იქნება. -ნეტა მცოდნოდა ადრე რო ერთი კოცნით მოგარჯულებდი, ეს 6 თვე ხო არ ვიწვალებდი ასე. ევა, ეხლა უნდა გაჭედო და მითხრა რო არ მომირჯულებიხარ. -ხვალ იყოს-ევამ ისევ თავი დაადო მკერდზე და დაძინება სცადა. -ანუ ხვალ წამომყვები სადაც ვიტყვი. -კი. -კარგი.დაიძინე მაშინ. *** ალექსანდრემ ვერაფრით დაიძინა, ამიტომ ევამ დაიძინა თუ არა ჩემოდანი აიღო,ჯერ საკუთარი ტანსაცმელი ჩაალაგა, მერე ევასი.ყველაფერი მოამზადა და ქვევით ჩავიდა, ნიკა და ლია უკვე მოსულები იყვნენ. -ლია, ნიკა მოდით აქ-მისაღებში დაუძახა ორივეს და ეგრევე გამოვიდნენ-მე და ევა მივდიდვართ, არ ვიცი რამდენი დღით. დაგირეკავთ რო ჩამოვალთ.ეს დღეები არ გაგექვითებათ.შეგიძლიათ წახვიდეთ-დაცვაც გაუშვა და ჩემოდნები მანქანაში ჩაალაგა.მერე საძინებელში ავიდა და საწოლზე წამოწვა, ევას უყურებდა.რო აღარ გააღვიძა, ოდნავ შეანჯღრია. -ევა, ევა-წამოაყენა და მიიხუტა-მიდი მანქანაში დაიძინებ. -რა მანქანა-ჯერ კიდევ ძილბურანში იყო. -ხო თქვი წავიდეთო. -ალექს.. ჯერ არც მოვმზადებულვართ. -მე ჩავალაგე სანამ გეძინა.ჩაიცვი და წავიდეთ. -კარგი, 2 წუთი მაცადე. -მე ჩაგიყვან.არ დაგავიწყდეს არ შეილება ჯერ შენთვის ბევრი სიარული. გუშინდელზე კიდე.. იმედი მაქვს ისწავლი საკუთარი თავის გაფრთხილება. ტვინის შერყევა გაქვს, ძლივს გადაურჩი სერიოზულ ტრავმას, ამიტო ბევრს არ დაიღლები და არ ივლი. გაიგე?თორე მკაცრად დაისჯები. -გავიგე-ევას გაეღიმა, მერე კი აკოცა და ჩაცმა დაიწყო-სად მივდივართ? -ყაზბეგში სახლი მაქვს. მიყრუებულია, არავინ შეგვაწუხებს. -კარგი, ჩემებიც ჩაალაგე? -ხო. -რა… ყველაფერი? -არა ლიფებს ვერ შევეხებოდი და ტრუსებს, მეშინია, მრცხვენია თან. -დეგენერატო-ევა გაწითლა, მაგრამ მაინც გაეცინა-ყავას დავლევ და მერე წავიდეთ. -არა, ყავა არ შეილება, ექიმის დაწერილ დიეტაში ეგრეა. -რას ამბობ, ყავის გარეშე როგორ გავძლო. -ჩაის დალევ. წავედით-ხელში აიყვანა და მანქანამდე ასე ატარა.გზაში ევას ეძინა, რადგან თავს ჯერ კიდევ სუსტად გრძნობდა. ცოტახანში ევას ტელეფონმა რეკვა დაიწყო და არ გაჩერდა.სამუელი რეკავდა.ევას გაეღვიძა. -ნახე ვინ არის-ალექსანდრე ისედაც ძილვს ატრარებდა, გამოუძინებელი იყო და არ უნდოდა ტელეფონის აღება. -არ აქვს მნიშვნელობა-ევამ ფანჯარას ჩაუწია და ტელეფონი ფანჯრიდან მოისროლა. -მოიცა არ აწიო-ალექსანდრემაც აიღო თავისი ტელეფონი და მანაც მოისროლა. -ალექს, ღამე გეძინა საერთოდ? -ცოტა. -ხო არ გინდა მე საჭესთან დავჯდე? -შენ თავს შეხედე ჯერ სარკეში.მიდი დაიძინე. -არა, ჩაგეძინება გზაში.ვილაპარაკოთ ცოტა-ევამ სიგარეტის კოლოფი ამოაცალა ალექსანდრეს ჯიბიდან და ერთი ცალი ამოიღო. -შენ გგონია მანქანას რადგან ვატარებ ეგ შეგრჩება ეხლა?-ალექსანდრემ ცალი წარბი აწია. -ცოტახანი შემარჩინე. -კარგი, მაგრამ ცოტახანი-თითი დაუქნია და მერე ისევ საჭეზე დააბრუნა ხელები. -ვინმემ იცის სად მივდივართ? -არა, ნიკა და ლია გავუშვი და ვუთხარი რო სადღაც მივდიოდით.როცა გვინდა მაშინ დავბრუნდებით.არსად არ გვეჩქარება.ახლა სულ ვინ რას იფიქრებს. -მე არც დამრჩა არავინ რო მეკიდოს-ევას გაეცინა-მგონი ისვე ასე ჯობს. -ლაშა იყო მოსული საავადმყოფოში , არ ვიცი საიდან გაიგო. მე არ შემოვუშვი, ვუთხარი,რომ შენი განერვიულება არ შეილებოდა. სამუელსაც უნდოდა მოსვლა, დამირეკა, მაგრამ… -იცი სად ვმუშაობდი?-ევამ თემის შეცვლა გადაწყვიტა. -ევა, ყოველთვის ასე ვერ აარიდებ თავს შენ ოჯახს. -დანკინში, იცი რა პერიოდია -ევა, მომისმინე. -ხოდა, ის პერიოდია კიდე 1.50 რო ღირდა დონატები, ვაჟას ფილიალში ვმუშაობდი. ბავშვები ჭკუაზე არ იყვნენ, 2 დონატს იყიდიდნენ და საათობით იჯდნენ მეორე სართულზე ბედნიერად, ერთად იკრიბებოდნენ, რამდენი წყვილი მინახავს სხვაგან რო ვერსად მიდიოდა ფული რო არ ჰქონდათ ან მშობლებს არ უნდოდათ გაეგოთ მათ შესახებ და ჩვენთან იმალებოდნენ. მერე პარალელურად ბროკერიც ვიყავი, ვერ ვიტანდი, დონატებიდან მანდ წასვლა ჩემთვის იყო ჯოჯოხეთი.ბავშვებსაც ვამზადებდი.კვირა იყო ერთადერთი დღე როცა ვისვენებდი და ჩემი მეგობრებიც ეგრე იყვნენ.ხოდა მახსოვს ჩემი დაბადების დღე იყო ერთხელ და ვმუშაობდი მაგ დღეს. ხოდა თან მე უნდა დამეკეტა დონატებიც, სადღაც 11 იყო რო მოვრჩი ყველაფერს და დავკეტე, ნინას ძმას უნდა წამოვეყვანე სახლში, გვიანი იყო და მარტო რო არ ვყოფილიყავი მაგ პონტში. ხოდა არსად არ ჩანს აი კარგა ხანია ველოდები და უკვე მეშინია თან მაგრა. ისაა ტაქსი უნდა გამოვიძახო,რო ძაან ხმამაღალი მუსიკის ხმა მესმის და უკნიდან დავინახე დიდი მარშუტკასავით მანქანა თუ მოკლე ავტობუსი მოდის, სულ შეღებილია გარედან, ლუქიდან კიდე ჩემი მეგობრების თავებს ვხედავ ტორტი რო უჭირავთ და ჰეფი ბერსდეის მღერიან. 18 ის გავხდი მაშინ და ჩემზე ბედნიერი არავინ არ იყო, ასეთი დაბადების დღე მართლა არასდროს მქონია.მერე… მეორე საღამოს სახლში რო მივედი, იქამდე ნინასთან დავრჩი, დედა დამხვდა გარდაცვლილი.საკუთარი თავისთვის არასდროს დამიბრალებია, ალკოჰოლიკი იყო და დიდი ხანია ინადგურებდა თავის თავს.უბრალოდ არ მახსოვს ჩემ ცხოვრებაში ბედნიერი მომენტი,რომელსაც რაღაც საშინელება არ მოყოლია-ბოლო სიტყვებმა ალექსანდრეს გული მოუკლა, უნდოდა ეთქვა,რომ ეს ასე არ იყო, მაგრამ მოდი ფაქტებს შევხედოთ.ახლახანს შერიგდნენ, იქცნენ ნამდვილ ოჯახად, მაგრამ გლოვობდნენ ჯერ არ დაბადებული შვილის სიკვდილს.ალექსანდრემ საჭიდან აიღო ხელი და ევას ხელზე მოკიდა. კოტეჯი სრულიად განცალკავებულად იდგა ყველაფრისგან, მაღლიდან გადმოყურებდა მთელ ყაზბეგს და საოცარი სიმშვიდის განცდას გბადებდა. ალექსანდრე ევას მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა, საბარგულიდან ჩემოდნები გადმოიტანა და კოტეჯში შევიდნენ. -შეშას მოვიტან და ბუხარს ავანთებ, შენ მანამდე დაისვენე-ალექსანდრე გარეთ გავიდა.ევა კოტეჯის თვალიერებას შეუდგა , მეორე სართულზე მხოლოდ საწოლი იდგა, ქვევით სტუდიო იყო , ბუხარი, სავარძელი, ტელევიზორი, ელექტრო გაზი და ნიჟარა ჭურჭლისთვის. ირგვლივ სხვა არაფერი იყო რაც თავს სახლში გაგრძნობინებდა, თითქოს სასტუმროში მისულიყო.არც ერთი ოჯახური ფოტო, ან ალექსანდრეს ან ვახტანგის, თეოსიც კი. ეს ყველაფერი ევას სევდას ჰგვრიდა, თითქოს ეს კოტეჯი მთლიანად ალექსანდრეს ოჯახის სურათი იყო, ცარიელი.წარმოუდგენელი იყო,რომ ალექსანდრე ასეთ ოჯახში გაიზარდა და არაფრით არ ჰგავდა მათ, ევა დარწმუნებული იყო,რომ ის საუკეთესო მამა იქნებოდა.ამაზე ფიქრი ყველანაირ ძალას აცლიდა. -ვიცი რასაც ფიქრობ-ალექსანდრემ შეშა შემოიტანა და ბუხარში შეაწყო, ფურცლების დახევა დაიწყო და შიგნით შეგდება, რადგან შეშას ცეცხლი მოკიდებოდა-თითქმის 2 ჯერ ვარ ნამყოფი რაც დავიბადე აქ.უამრავი სახლი გვაქვს, მაგრამ არსად ერთად არ დავდიოდით.გვყავდა ძიძები, სამივეს ჩვენ-ჩვენი. გუვერნანტკებს რასაც ეძახდენ.დედა საერთოდ არ მახსოვს.სულელურად გაიჟღერებს,მაგრამ რატომღაც მგონია,რომ საერთოდ არ ჰგავდა ვაჟას. -არ ჟღერს სულელურად-ევა მიუახლოვდა და კისერზე შემოხვია ხელები-მომიყევი მასზე. -არაფერია მოსაყოლი. ძალიან პატარა ვიყავი თავი რო მოიკლა.მამა არასდროს არ მიყვება მასზე, ერთხელ ვკითხე ბავშვობაში… ნათია რო მოიყვანა სახლში მაშინ. დედა როგორი იყო თქო.მაწაკი ბავშვი ვიყავი სპეციალურად ვკითხე, მაგრამ მართლა არაფერს მიყვებოდა მის შესახებ. ხოდა… ისე გაბრაზდა, ეგრევე ქამრისკენ წაიღო ხელი. ალბათ ნათია რო არა დამასახიჩრებდა, გეგონება ადრე არ უქნია. ნათია შეიძლება… საუკეთესო დედა არ ყოფილა, მაგრამ ჩემი ცემის უფლებას არასდროს არ აძლევდა. დედა… დედის ფოტოც არ მაქვს. ერთხელ ლიამ მომიყვა, რომ დედა ყოველთვის ძალიან ცუდად იყო მამას გვერდით. ამბობდა რო არ უყვარდა და ვერ შორდებოდა. არ ვიცი რამდენად სიმართლეა, მაგრამ ლია ამტკიცებს რომ ვაჟას თავდავიწყებით უყვარდა და ამიტომ არ უშვებდა. არც კი ღალატობდა.ცივ ნიავს არ აკარებდა, მაგრამ ლია ამბობს,რომ ფსიქიკურადაც არ იყო კარგად. რაღაც ჭირდა, მაგრამ ხო იცი მაშინ ვერ ადგენდნენ, ვაჟას სთავაზობდნენ ფსიქიატრიულში დაწვენას, უხსნიდნენ რომ საფრთხეს წარმოადგენდა საკუთარი თავისთვის, მაგრამ მამას არ უნდოდა.ხოდა ერთხელაც… ღამე დარეკილმა გააღვიძა, პოლიციიდან ურეკავდნენ … გვამის ამოსაცნობად დაიბარეს.დედა გადმოხტა მაღალსართულიანი შენობიდან,რომელიც მაშინ ჩვენი ფირმის ოფისი იყო. ეგ დღე ისე მახსოვს… თითქოს გუშინ იყო.მამა ვიღაცას უკიოდა ბოლო ხმაზე ეზოში, მგონი დაცვის უფროსს.როგორ გაგეპარათ, სად არის, დროზე იპოვეთ ჩემი ცოლი.ამ სიტყვებს იმეორებდა და ხაოდა.მერე მორგიდან რო დაბრუნდა.. რო დაბრუნდა, სახე წაშლილი ჰქონდა, ვერანაირ ემოციას ვერ ამოიკითხავდი. დედას სიკვდილის მერე 24 წელი გადის და დღემდე ის გამომეტყველება აქვს, რაც მაშინ ჰქონდა, მორგიდან რომ დაბრუნდა. დედას სიკვდილის შემდეგ არ მახსოვს რომ ზედ შემოეხედა, სკოლაში მოეკითხა, დაინტერესებულიყო ჩემით. ვახტანგზე და თეოზე მზე ამოდიოდა, იმიტო რო ნათიას შვილები იყვნენ და დედაჩემს არ ახსენებდნენ. კარგა ხანი იმასაც არ მეუბნებოდა სად იყო დასაფლავებული და არც მიშვებდა საფლავზე. 24 წლის განმავლობაში დედას სახელი ერთხელაც არ უხსენებია.მოსამსახურეებსაც კი უკრძალვდა. ლიას უბრალოდ შევეცოდე და ამიტომ მომიყვა.ეხლა ხვდები რატომაც ვიყავი იმ ღამეს … სახურავზე. ეგ შენობა სადაც შენ ერთხელ გიპოვე, ეგ შენობა ის ადგილია, სადაც დედა გარდამეცვალა. იმ მომენტში არ მახსოვს რაზე ვფიქრობდი, მხოლოდ შენი გადარჩენა მიტრიალებდა, როგორმე უნდა ჩამომეყვანე ქვევით და მეტი არაფერი არ მადარდებდა. თითქოს ის სურათი წარმომდიგა თვალწინ..თიითქოს შენს უკან დედა იდგა.ალბათ იმ ღამეს ვინმე რო ყოფილიყო მასთან გადაარჩენდა.ჩემს თავთან პირობა დავდე, რომ არავის და არაფერს არ მივცემდი უფლებას შენთვის რაიმე დაეშავა.ალბათ ყველაზე მეტად მაგ დღეს მძულდი, არ მებრალებოდი, არც მაშინ შემყვარებიხარ. მძულდი ,რომ შეგეძლო ცხოვრებაზე უარი გეთქვა და ასე დაგეტოვებინა ყველა და ყველაფერი.მე შენ ცოლად არ მომიყვანიხარ იმიჯისთვის, ან ანის საეჭვიანებლად, ან ვაჟას გასაბრაზებლად.მე მინდოდა შენთვის გამეკეთებინა ის, რაც ვაჟამ ვერ შეძლო დედაჩემისთვის. დაიმახსოვრე ევა, არ არსებობს ისეთი რამ ცხოვრებაში, რასაც ვერ გადალახავ და რის გამოც ღირდეს,რომ თავი გაიუბედურო და ისევ იმ სახურავზე დაბრუნდე. სულ რომ მარტო დარჩე, სულ რომ მე არ გყავდე გვერდით ან არც ერთი შენი ახლობელი და მეგობარი. როგორც ახლა შენ განიცდი და გლოვობ…ჩვენი შვილის სიკვდილს, ზუსტად ისე იგრნობდა თავს დიმიტრი და ყველა შენი ახლობელი თავს . ყოველთვის იქნება სამყაროში ის ერთი ადამიანი,რომლისთვისაც შენი სიკვდილით მის ცხოვრება დასრულდება. -არ ვიცოდი, რომ ეს იქ მოხდა..-ევა ემოციებისგან დაცლილი იყო, მაგრამ ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ თავი კიდევ უარესად იგრძნო,რომ წარმოიდგინა,როგორ გრძნობდა თავს ალექსანდრე,როდესაც სახურავზე დაინახა. -შენ რომ იქ დაგინახე, ჯერ მეგონა,რომ მეჩვენებოდა, მეგონა,რომ ჰალუცინაციები მქონდა, ადრე მქონია. საათობით ვიჯექი ხოლმე მანდ და ვოცნებობდი,რომ დედა დამენახა, ან მისი სული მაინც.რამოდენიმეჯერ მომიტყუებია კიდეც თავი რომ დავინახე. მერე თავში რაც მომაფიქრდა იმას ვლაპარკაობდი, ვიცი,რომ მაგ დროს თავგზა უნდა აუბნიო ადამიანს, ბევრი ელაპარაკო, დააბნიო, ნელა-ნელა მიუახლვოდე და თუ საჭიროა კიდე უარეს შოკში ჩააგდო და შეაშინო,რომ შენც გადახტები.არც მახსოვს რა გებოდიალე. -მე მახსოვს. მაჯერებდი,რომ ინტერვიუსთვის რესპონდენტებს ეძებდი. “ დაბადება არ არის ადვილი რამ. უსაფრთხო,მშვიდი, დაცული, ნაცნობი გარემოდან, დედის მუცლიდან, სახიფათო,ქაოტურ, ბოროტებით მოცულ და უცხო სამყაროში გადასვლა... თითქოს გასაკვირი არ არის თუ რატომ ტირის ბავშვი დაბადებისას. თითქოს ამას სხვა მეცნიერული და სამედიცინო ახსნა აქვს. ან იქნებ იმიტომ ტირის,რომ ამქვეყნად მოსვლა არ უხარია? იქნებ მას დაბრუნება უნდა, ახლა როგორც მე. როგორც მე მძულს ახლა მთელი არსებით სამყარო და მასში მცხოვრები თითოეული ბოროტი არსება. მძულს და თან ისე მძულს რომ მტკივა. გაუსაძლისად მტკივა. ვგრძნობ როგორ მეწამლება მთელი სისხლი ამ სიძულვილით,როგორ მიხშობს ეს ზიზღი სასუნთქ გზებს და ნელ-ნელა მახრჩობს. მე ვარსებობ, მაგრამ უკვე დიდი ხანია არ ვცხოვრობ. ყოვლად უსარგებლო,არავისთვის საჭირო, უაზრო მანეკენი ვარ, ან ნივთი,რომელიც აუქციონზეა გამოტანილი. ნივთი,რომელიც არავის არ უნდა. საქველმოქმედო საღამოზე გამოტანილი საქონელი,რომელსაც იმიტომ ყიდულობენ,რომ თანხა მაინც შეგროვდეს და არა იმიტომ,რომ ვინმეს მართლა მოეწონა.არ ველი ,რომ ახლა ჩემს ნაბოდვარს ვინმე გაიგებთ,ზუსტად ამიტომ ვდგავარ აქ. ღამის თბილისს არაფერი შეედრება. ისეთი სიმშვიდე სუფევს,თითქმის მავიწყდება ჩემი ქაოტური ცხოვრების შესახებ. ახლა გვიანია, კორპუსებში შუქიც კი არ ანთია. ნელ-ნელა ვუახლოვდები ნაპირს, თუმცა მინდა,რომ მალევე გადავეშვა და წამებში დავასრულო ეს ჯოჯოხეთი. უმტკივნეულოდ და რაც შეიძლება მალე... მეტი აღარ შემიძლია,მთელი ტანით ვცახცახებ,თითქოს ჩემი არჩევანი არ იყოს აქ დგომა. ნაბიჯს ვეღარ ვდგამ, გავიყინე. ველი რაღაცას.. რაღაც ნიშანს, საოცარ ზებუნებრივ ძალას,რომ შემაჩეროს, მანიშნოს,რომ ეს არ გავაკეთო. ღმერთის არსებობა არასდროს მწამდა,მაგრამ ახლა დავიჯერებ თუ ის შემაჩერებს.თუმცა.. არაფერი, არანაირი იმედი,არანაირი ღმერთი და არანაირი ნიშანი. კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამ და თვალებს ვხუჭავ,რადგან შემდეგი ნაბიჯით ჩემი სიცოცხლე სრულდება. მხნეობას ვიკრებ, მუშტებს ვკრავ, ესაა,რომ უნდა გადავხდე,რომ უკნიდან საზარელი ბოხი ხმა მესმის. -ამასობაში დაგათედება-შევკრთი. ისე შემეშინდა,თითქოს ახლა ამ ხმამ რამე უნდა დამიშავოს. ირონიულია არა? ამ დროს მეთითონ ვაპირებ ჩემი თავისთვის ზიანის მიყენებას, არ ვინძრევი, უკან გახედვისაც კი მეშინია. თვალები ისევ დახუჭული მაქვს,არც ის ვიცი, ეს ხმა ნამდვილად მესმის, თუ ჩემს გონებაშია. ისევ ისმის-რას ელოდები? ერთი ნაბიჯიღა გაკლია-ალბათ ჩემს გონებაშია, ვფიქრობ ისევ. რეალური რომ იყოს, ხომ ეცდებოდა ჩემს შეჩერებას? თუმცა ახლა უკვე ნაბიჯების ხმაც გაისმა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა,თითქოს არჩევნის უფლება წამერთვა. ახლა იძულებული ვარ ეს გავაკეთო,ის ხომ მიყურებს. თვალები მაგრად დავხუჭე,რომ არ დამენახა. ნაბიჯების ხმა აღარ მესმის, აშკარად გვერდით მიდგას-აბა? გინდა ხელი მოგკიდო და ერთად გადავხტეთ? თუ გინდა ერთმანეთს გავეცნოთ. მე ალექსანდრე ვარ-ვიგრძენი როგორ შეეხო ჩემს ხელს და მაშინვე ინსტინქტურად უკან გადავხტი,თვალები გავახილე და მივხვდი,რომ ეს ხმა ჩემს გონებაში არ იყო, არც მფარველი ანგელოზი და არც ეშმაკი. სიბნელეში კარგად ვერ გავარჩიე როგორ გამოიყურებოდა. -შენ რა მანიაკი ხარ?!-სიმართლე გითხრათ არ ვიცი რატომ დავიხიე უკან, ან საერთოდ ის რატომ იყო მანიაკი,როდესაც მე ვიდექი დილის 4 საათზე სახურავზე დათავის მოსაკლავად ვემზადებოდი.ჯერ ყველაფერი მაინც ჰალუცინაციად მეჩვენებოდა. უკვე გადაიფიქრე? ახლა რა, მარტო მომიწევს გადახტომა?-დამცინავი ღიმილით მომიბრუნდა და თვითონაც უკან დაიხია. სახეზე უცნაური გამომეტყველება ჰქონდა. ვერ გაარჩევდით. სიბნელეში კიდევ არ ჩანდა,მაგრამ მართლაც უცნაურად იყურებოდა. მანიაკს ჰგავდა. სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ მის აღსაწერად. მენდეთ რომ უცნაური იყო.თვითონ სიტუაციაც უცნაურად განვითარდა-და შეიძლება გავიგო რამ გადაგაფიქრებინა? კაკრას ახალი სტატიის დაწერა მიწევს მალე, სუიციდზე. ინტერვიუს თუ მომცემ მადლობელი დაგრჩები. ჟურნალისტი ვარ, ვცდილობ მეტი ინფორმაცია მოგაწოდო ჩემს თავზე მართლა მანიაკი რომ არ გეგონო. -აქ რა გინდა? -ვეძებ რესპონდენტებს სტატიისთვის, აქ ხშირად ამოდიან ხოლმე თავის მოსაკლავად,ხოდა მეც ინტერვიუსთვის მოვედი. ახლა რომ ვუფიქრდები,მართლა ისე ჟღერს თითქოს მანიაკი ვარ-ისევ ეღიმებოდა.რომელ ადამიანს ეღიმება, როდესაც იძახის რომ მანიაკია. ნამდვილად შეშლილი იყო. იმ ადამიანის კვალობაზე,რომელიც ან ს აპირებდა, ან ჩემს შეჩერებას, საკმაოდ მშვიდად იქცეოდა. ამასობაში კანკალმაც გადამიარა, ახლა იმაზე ვფიქრობდი,როგორ მომეშორებინა,რომ პოლიციაში არ დაერეკა, დაეტოვებინა აქაურობა და ჩემი საქმე ბოლომდე მიმეყვანა. -არ მინდა, წადი აქედან. -მოდი ასე მოვიქცეთ-კეფა მოიფხანა და ოდნავ მომიახლოვდა-რამდენიმე კითხვაზე მიპასუხე,მერე თუ გინდა დაგეხმარები სიცოცხლის დასრულებაში. აბა რამდენი წლის ხარ? -21-ინსტინქტურად ვუპასუხე,თუმცა არ მინდოდა არანაირი ინტერვიუს მიცემა. და საერთოდაც რაღაცას იტყუებოდა. -არა-ერთი სული მქონდა როდის მოვიშორებდი თავიდან ამ უცნაურ და გამაღიზიაებელ ადამიანს.ძალიან ნელა და დინჯად საუბრობდა,თითქოს დროს წელავდა, მაგრამ იმ მომენტში ამას შეუმჩნევლად აკეთებდა. ნელა-ნელა მომიახლოვდა,მაგრამ მე კიდევ უკან დავიღიე. მაშინებდა მისი გამბედაობა. თვითონ კი ისეთ ადამიანს ჰგავდა,რომელსაც არაფრის არ ეშინოდა. -ბოლო კითხვა, თავს საყვარელი ადამიანის გამო ხომ არ იკლავთ? -არავინ მიყვარს-მშვიდად ვუპასუხე. -გასაგებია. მშვენიერია-აღფრთოვანებული იყო-დაოჯახებული არ ხართ,არავინ არ გიყვართ, სავარაუდოდ ფინანსური პრობლემებიც გაქვთ. რაც არ უნდა იყოს, კარგი შემოთავაზება მაქვს, რა თქმა უნდა ამ შემოთავააზებაზეც თუ უარს მეტყვი, მერე შეგიძლია გადახტე. საცოლეს ვეძებ, უსიყვარულოდ მსურს ოჯახის შექმნა. ჩEმი მიზეზები მაქვს. მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა შენთვის, ხო შეიძლება უკვე შენობით გესაუბრო?-უკვე ჩქარა საუბრობდა, ვერ ვარჩევდ რას ბუტბუტებდა, თითქოს საკუთარ თავს თვითონ პასუხობდა-ერთი სიტყვით,ყოვლად უზრუნველყოფილი ცხოვრება გექნება. არაფერს მოგაკლებ. ყველა შენს პრობლემას მოვაგვარებთ, აბა რას ფიქრობ? მოდი დაფიქრდი,1-2 წუთს მოგცემ. -შენ ეხლა ამ გზით ცდილობ გადამაფიქრები...-არც დამაცადა კითხვის დასრულება,რომ ჩამეჭრა. -არა,მართლა მჭირდება ცოლი. რას იტყყვი? მოდი ცოტა ახლოს მოვალ,კარგად რომ დამინახო-სწრაფი ნაბიჯეებით წამოვიდა ჩემკენ,მე უკან დახევა ვცადე,მაგრამ კედელთან გამომიმწყვდია-გარეგნულადაც არაგიშავს, საკმაოდ კარგი აგებულება გაქვს. ხომ არ გწყინს ასე რომ გითხარი? -მ-მ-მე არ მინდა არაფერი. გამატარე-ისე ვუთხარი,თითქოს პურის რიგში ვიდექით და გადასწრება მინდოდა, ნაპირისკენ გავეშურე,მაგრამ არ მომეშვა. -არა,არა. ვერ ვხვდები რა არ მოგწონა. დამისახელე შენი პირობებიც. მოვილაპარაკოთ-გამომყვა და ისიც კიდეზე შედგა. ცუდად გავხდი. ახლა სულ დამავიწყდა ჩემი საფიქრალი. -რას აკეთებ?-იმხელაზე ვიღრიალე, თითქოს მართლა განვიცდიდი მის ბედს. ისე ირწეოდა ცოტაც და გადავარდებოდა-შენს სიკვდილს მე ნუ დამდებ ცოდვად! ჩამოდი დროზე. შენ რა მანიაკი ხარ?-ამ დროს უკვე ისტერიულად ვხაოტი და ვტიროდი. -არც ჟურნალისტი ვარ და არც მანიაკი, რას გადამეკიდე მანიაკი მანიაკი. იგივე მიზეზით ვარ აქ რაც შენ. თუ გამოსავალს არ ვიპოვი,შენთან ერთად ვხდები. აბა რას იტყვი? ვცადოთ? თუ?-ცალი ფეხი ჰაერში ჰქონდა, ახლოს მისვლა ვცადე,მაგრამ თითი დამიქნია და გამაჩერა-პასუხს ველი პატარძალო. -კარგი! ჩამოდი!-საღად ვერ ვაზროვნებდი,რა თქმა უნდ ვერ ვხვდბოდი რას დავთანხმდი. ადამიანს ცოლად ისე გავყევი,რომ წესიერადაც არ ვიცნობდი. ორივე ჩამოვედით. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. “” -ახლა ვხვდები,რატომ მითხარი აქ ხშირად მოდიან თავის მოსაკლავდო. -მე კიდე ვერ ვხვდები დანარჩენი ყველაფერი რატომ გითხარი. საერთოდ არ მაქვს ფანტაზიის უნარი, მაგრამ მზად ვიყავი მთელი ცირკი მომეწყო, ოღონდ რამენაირად შემეჩერებინე. მგონი ისევე ვიყავი აფექტში როგორც შენ. -ახლა რომ შენსას მიაღწიე, იქნებ და გადაგიყვარდე? -ოღონდ ეხლა მაგის დასამტკიცებლად იმ სახურავზე არ დაბრუნდე. -აუ.. რა საშინელი ხუმრობაა-ევამ მხარში ძლიერად ჩაარტყა-არ არის სასაცილო. -ეს ეხლა დედაჩემზე რო გაიგე, თორე ისე ჩაბჟირდებოდი. კარგი, დავასრულეთ ეს თემა. იმიტომ კი არ შემყვარებიხარ, რომ შენი გადარჩენა მინდოდა, პირიქით. ვფიქრობდი,რომ როგორც კი გამოხვიდოდი მდგომარეობიდან გაგშორდებოდი. -მეც ასე ვფიქრობდი. ახლა რა ვქნათ? -ახლა? დავიძინოთ-ორივეს გაეცინა, ალექსანდრემ ხელში აიყვანა , მეორე სართულზე ავიდა და საწოლში ჩააწვინა.თვითონაც გვერდით მიუწვა და მალევე ჩაეძინათ. ეს სიცილი ნაძალადევი იყო. ორივე გრძნობდა რამხელა სევდას დაესადგურებინა ირგვლივ. არც ევა და არც ალექსანდრე აღარასდროს იქნებოდნენ ისეთები,როგორებიც იყვნენ. საკუთარი სხეულის ნაწილი დაკარგეს, სისხლი და ხორცი ამოაგლიჯეს და წაართვეს.მათ ტკივილს ვერანაირი გამაყუჩებელი და ბედნიერება ვერ გაანელებდა. ეს ტკივილი მათში, მათთან ერთად, მათ შორის და მათ ირგვლივ სამუდამოდ დარჩებოდა. -ალექს?-ევამ ოდნავ შეანჯღრია ალექსი-ალექს მიყვარხარ-აი ეს.. კი ნამდვილად გულწრფელი იყო. *** დასასრული. საყვარელი ადამიანის დაკარგვის მიერ გამოწვეულ ტკივილზე უარესი არაფერია. მეგობარი,შვილი, ცოლი, მამა, თუ ბაბუა, თითოეული მათგანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი შინაგანად გკლავს და გართმევს სიცოცხლის ნაწილს, იმ ნაწილს,რომელსაც შენ იმ ადამიანს უზიარებდი. ეს ადამიანები ჩვენ მოგონებებში ყოველთვის იქნებიან, მაგრამ ჩვენშიც კვდებიან, რადგან ვეღარასდროს გავუზიარებთ მათ ჩვენს ტკივილს, სიხარულს, ბედნიერებას თუ სევდას. ერთხელ... არის ამბავი ორ ადამიანზე,ორ უბედურ ადამიანზე,რომელიც ერთმანეთს ცხოვრების ყველაზე საჭირო ეტაპზე ხვდებიან და კურნავენ ერთმანეთს იმ სენისგან, რასაც ჩვენ სიკვდილს ვეძახით.სიყვარული ყოველთვის გაიმარჯვებს სიკვდილზე.არ აქვს მნიშვნელობა ამის შემდეგ ევა და ალექსანდრე ერთად იქნებიან თუ არა, შვილები ეყოლებათ თუ არა, ევა შეურიგდება თუ არა მის ოჯახს ან ალექსანდრე დაალაგებს თუ არა ურთიერთობას მამასთან. მთავარია,რომ ისინი ერთად არიან, ევა ცოცხალია, ალექსანდრე პირველად გრძნობს თავს ადამიანად,რომელიც სიყვარულის ღირსია.ალექსანდრე თავს დამნაშავედ აღარ გრძნობს დედის სიკვდილში და საკუთარ სიცოცხლეში. ჩემთვის ეს ისტორია ნიშნავს სიკვდილზე სიყვარულით გამარჯვებას. ზოგისთვის ბანალურია, მაგრამ ჩემთვის მთელი ეს ამბავი იმაზე უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. წერის პროცესში უამრავ რამეზე დამაფიქრა. იმედი მაქვს, თქვენც დაუვიწყარი შთაბეჭდილება დაგიტოვათ. მადლობა რომ კითხულობდით. *** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.