შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო! თავი 17


8-04-2023, 00:40
ავტორი ანკა გგ
ნანახია 1 545

სუულ ოდნავ დამაგვიანდა, სულ სულ ოდნავ
....
- რატი სად არის ბატონო დარიო?
- მოდი თქვენობით ნუ მივმართავთ ერთმანეთს,
გაუცინა დარიომ და მაშოს უცებ შეცვლილი ხასიათის გამოსწორებას ეცადა, რომელიც კრახით დასრულდა
- კიბატონო მაშინ სად არის რატი?
ისევ დაუსვა კითხვა, რადგან გული გამალებით უცემდა უბრალოდ ეს შეგრძნებითი იყო მას ეგონა რომ გული ჩქარა და ძლიერად უცებდა, თუმცა ყოველ შემოწმებაზე გული რიტმულად მშვიდად ცემდა, ეს კიდევ უფრო აღელვებდა თან გონებაში მხოლოდ რატი უტრიალებდა
- შენი საბუთები შეიტანა კომპანიაში ხვალ შეძლებ მუშაობას,
რაც იცოდა რომ უკვე გააკეთა იმაზე გასცა მამაკაცმა პასუხი და მაშოს სახეზე ეცადა სისულელეები აღარ ესაუბრა
- დარწმუნებული ხარ?
კითხვით გახედა და დარიოსაც უკვე გაკვირვება შეეტყო,
- ჰო შემდეგ ქალბატონ ნენესთან გავიდოდა სანახავად,
მხრების აჩეჩვით თქვა, თუმცა მაშოს რაღაც უცნაური და ცუდი შეგრძნება არ ასვენებდა, თითქოს რაღაც ცუდი ხდებოდა " ქალური ინტუიცია" არასდროს რომ სცდება მაშოს გრძნობები ხაზს მკაფიოდ უსვამდა, უცებ გატრიალდა და ჩქარი ნაბიჯებით დაიწყო გამოვლილი მანძილის გავლა,
- მაშო, სად გარბიხარ,
შორიდანვე დაიძახა და შემდეგ სირბილით დაეწია,
- რატი უნდა ვნახო, დავურეკავ, სახლში უნდა წავიდე,
სწრაფად გასცა პასუხი და დაწეულს და ჩქარი ნაბიჯებით ანერვიულებული მზერით, მაინც იქცევდა ხალხის ყურადღებას, ბავშვებსაც თვალები რჩებოდათ გრძელ ლამაზ თმაზე და თითებს იშვერდნენ კიდეც მისკენ...
.....
- უკეთ ხარ?
გახედა მანქანაში უკან მჯდომ დედა-შვილს რატიმ და ქალმაც თავი დაუქნია, თან მზერა მის შეხვეულ ხელზე გადაიტანა, რომლის გამოც ცოტახნის წინ ბავშვის პლედი გადახია და მისგან შეუხვია მკლავი, რადგან ისე მანქანას მთლიანად მოსვრიდა....
რატი ცოტახნით დადუმდა ვერ გადაეწყვიტა უნდა ეთქვა თუ არა თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტა
- მომისმინე, რა გავაკეთო? პოლიციაში წავიდე თუ ჩემთან წაგიყვანოთ თუ ვინმე გყავთ და მათთან? თავიდანვე გეტყვი ყველაფერს, შენმა ახვარმა ქმარმა 18 წლის ბიჭი ცოცხლად დაწვა, სამაგიეროდ შენი ქმარი უნდა დაეწვათ, ეს ყველაფერი მე გავაკეთე მე მთხოვეს, მე გამოვგზავნე ბიჭები რომ აქაურობა მოერწყათ ბენზინით და მერე შენი ახვარი ქმარი რომელიც იცოდნენ რომ სახლში იყო, რომელმაც თქვენ ჩამოგიყვანათ დღეს დილას და თვითონ დატყდა იმის იმედით რომ იცის თქვენ არაფერს დაგიშავებდით არავის დაუნახიხართ ამიტომ თავისუფლად წაუკიდეს ცეცხლი, ახლა გავიგე ეს ყველაფერი მაგრამ ჯამში ჩემი გამოგზავნილი იყო ეს ყველაფერი, მისმინე..... თავს არ ვიმართლებ თავს დავაღწევ უბრალოდ მინდა რომ სიმართლე იცოდე....
ცალი ხელის ტრიალით საუბრობდა რატი, ჯერ ღელვა ისევ იგრძნობოდა მის ხმაში და გამოცდილი ღელვა ჯერ ისევ უჭამდა სხეულს
- საკმარისია!
ხელის აწევით გააჩუმა ქალმა მოსაუბრე რატი,
- მე ვიცი რაც გააკეთა ჩემმა ქამარმა სწორედ მისი წასვლის შემდეგ გავიგე, მან დაგვტოვა მართალია და მის საქციელს მეც სასტიკად ვუპასუხებდი, ვერაფერს გეუბნები ვერ გადანაშაულებ რადგან მან გამოგიწვიათ და ამის შემდეგ საკუთარი თავიც საფრთხეში ჩაიგდე, შეგეძლო მიგეტოვებინეთ ჩემი შვილიც თუმცა ეს არ გააკეთე აი ამიტომ არ ვაპირებ არავის დასმენას ,
ცრემლები გადმოუცვივდა ქალს თან უკვე დაწყნარებულ შვილს დახედა, მანამ სანამ რატი მანქანის გარეთ ტელეფონზე მოსაუბრე არკვევდა მომხდარის მიზეზებს, ამ დროში ყველაფრის გაანალიზებაც მოასწრო, ცდილობდა რომ მხოლოდ ცუდი მხრით არ შეეხედა ამ საქციელისთვის, რატი მართალი იყო, ჩადენილისთვის დაწვაზე მეტს იმსახურებდა მოღალატე "ქმარი" რატის არ ამართლებდა თუმცა ბრალსაც არ დებდა...
- არ ვიცი ვინ მყავს და ვინ არა ვიცი რომ ქალაქში არ არიან,
ქალაქისგან ჩვენზე შორს არიან ეგ ვიცი, ამიტომ ქალაქში გაგვიყვანე და სადმე ჩამომსვი,
თქვა და მაჯით ცრემლები უცებ მოიწმინდა, ამავდროულად დაწყნარებისკენ უბიძგა საკუთარ თავს, ჩვილს დახედა და გაიღიმა, აღარ უნდოდა ეგლოვა და წარმოედგინა კიდევ უარესები მომხდართან დაკავშირებით, თუ როგორ ეკიდებოდა ცეცხლი ან უკვე როგორ იწვოდა, უბრალოდ ეცადა რომ საერთოდ უნდა ჩამოეტოვებინა ეს ერთი ჯოჯოხეთი დღე და ბედნიერი უნდა ყოფილიყო სიცოცხლისთვისაც და იმისთვისაც რომ საკუთარი ცხოვრების გამნადგურებლის ბედნიერების დაკარგვის მიზეზი იპოვა რომელიც თურმე გვერდით ჰყოლია,
- ჩემთან წავიდეთ ბავშვი საკუთარი თავი მოაწესრიგე საავადმყოფოში გაგიყვანთ ბავშვი შეამოწმეთ ხშირად ახველებს ისედაც და როცა ყველაფერი დალაგდება შემდეგ წადით,
წყნარად დაბალხმაზე თავის გაქნევით დააყოლა და ძლიერი აფეთქების ხმაზე სახლს გახედა, შემდეგ ქალს რომელიც ხმაზე უცებ შეხტა და შემდეგ დახედა ბავშვს რომელიც ხელახლა აწუწუნდა, სახლისგან შორს იყვნენ ამიტომ არაფერი მოსვლიათ გაზის გამო მთლიანად აფეთქდა სახლი, რატიმ თავი გააქნია და დიდი ხმის გამო ატირებულ ბავშვს გახედა რომელსაც ქალმა სწრაფად დაუწყო რწევა დასაწყნარებლად, მანქანა დაძრა რატიმ და ქალმაც ისევ გახედა სახლს,
- არსად დარეკავ რომ ჩააქრონ?
- არა სრულად განადგურდეს დანარჩენებს ჩემები მიხედავენ,
დაბალხმაზე თქვა ისევ და მანქანა მკვეთრად მოატრიალა, დიდი მანძილის გამო ჰორიზონტის მოძულემ გაზს ძლიერად მიადგა ფეხი და მანქანამაც წამში ჩაიარა ადგილი.....
- რომ ვაჭამო პრობლემა გექნება?
დაბალხმაზე დასვა ქალმა კითხვა და რატიმაც გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები ნიშნად თუ რატომ უნდა ჰქონოდა პრობლემა,
ქალმაც სწრაფად ჩამოიშორა ცალი ბიუსჰალტერის მხარე და ბავშვის კვებას შეუდგა,
რატიმ ტელეფონი მონახა და ექვსი გამოტოვებული ზარის ნახვის შემდეგ ტელეფონი დამაკავებელში ჩადო და შემდეგ სწრაფად გადაურეკა ადამიანს რომელმაც წუთში ყველაზე ბევრი ზარის გაშვებაში რეკორდი დაამყარა , ტელეფონი მანქანაზე დაკავშირებული იყო ამიტომ მისი დინამიკებიდან ისმოდა მაშოს ხმა რომელმაც სწრაფად აღელვებული ტონით უპასუხა,
- რატი სად ხარ? რატო არ პასუხობდი?
სწრაფად დაბალი ანერვიულებული ხმით თქვა და ისეთი ხმა ჰქონდა თითქოს უნდა ეტირა და არა მხოლოდ ხმა ტუჩები უკვე ბავშვივით დაბრეცვოდა და სტუმრისგან ზურგშექცეული მალავდა აღელვებულ სახეს
- კარგად ვარ მაშა მოვდივარ, რა მოხდა?
ხმაზე შეატყო რატიმ შიში და სარკეში უკან მომავალ მანქანას გახედა
- ახლა კარგად ვარ სად გქონდა ტელეფონი?!
ახლა სიმკაცრეში გადაუვიდა ხმა და შორიდანვე უთხრა მაშოს დარიომ დამშვვიდდიო ტელეფონში, რატის დინამიკში კი დარიოს ხმა ვერ ამოიცნო რატიმ და წამით სხეული დაეჭიმა,
- მარტო არ ხარ?
სწრაფად დაუსვა კითხვა და მაშინ გაჩურჩულა რატის უკან ქალმა რა ენაზე საუბრობთო მაშომაც უცებ ყველაზე საზიზღარი გრძნობა იგრძნო, გაღიზიანება, იმედგაცრუება, ბოღმასთან ერთად და ხასიათიც წამში აისახა მის სახეზე
- როგორც ჩანს არც შენ, თუ არ გეცალა გეთქვა,
სრულიად შეეცვალა ხმა და ფიქრები რომ რატი საფრთხეში იყო სრულად გადაეყარა, ახლა სხვა რამესთან დააკავშირა წეღანდელი შიშის გრძნობა,
- მაშო, მომისმინე,
- მერე დაგირეკავ,
დააყოლა და სწრაფად გაუთიშა რატის....
....
- რა მოხდა?
მოტრიალებულს უცებ კითხა დარიომ
- არაფერი არ სცალია,
დაბალხმაზე გულგატეხილი ხმით თქვა და დარიოც თითქოს მიხვდა რაში იყო მაშოს გადმოსახედიდან საქმე, მასთან ახლოს მივიდა და მხარზე ხელი დაადო თითქოს ამით გამოხატა მაშოს გრძნობის გაზიარება
- ყველაფერი რიგზეა
დაბალხმაზე უთხრა და რატომღაც ეგონა რომ მაშო ღელვის ფონზე ჩაეხუტებოდა, თუმცა ასე არ მოხდა, დარიოს ხელები მოიშორა და ყვავილებისკენ წავიდა, როგორი ცუდი გრძნობა იყო მისთვის, რატისგან მსგავსი საქციელი არც კი ეგონა, თუმცა თავისმა ფიქრებმა მარტივად დააჯერა რომ რატი ახლა ვიღაცასთან იყო,
უხმოდ დაიწყო ქოთნებიდან ზედმეტი ამოსული ბალახების წმენდა,
- როგორ ნერვიულობდი და თურმე ყველაფერი კარგადაა,
- მიხარია რომ კარგადაა,
სწრაფად დააყოლა დარიოს სიტყვებს და იქვე ნაგავში ჩაყარა ზედმეტი მიწა, დარიოს ტელეფონი რომ აზუზუნდა სწრაფად უპასუხა მანაც დემეტრეს და მაშოსაც გარკვევით ესმოდა ხმა თუმცა არა სიტყვები,
- სად ხარ?
- რავი აქვე რა მოხდა?
- რატიმ დამირეკა, სწრაფად წამოდი და ბიჭებს დავურეკოთ სახლი რომ უნდა გადაეწვათ შიგნით ცოლ შვილი ყავდა იმ ჩათლახს,
სიტყვებზე უცებ შეღმუვლა დარიომ და ადგილი შეიცვალა,
- მერე გადარჩნენ? რა ჯანდაბა ხდება
- კაროჩე გამოდი და გეტყვი რა საქმე გვაქ,
სწრაფად დააყოლა და გათიშა აშკარად ზედმეტად ეჩქარებოდა დემეტრეს
სწრაფად აუხსნა ყველაფერი მოკლედ, დარიო მაშოსკენ წავიდა სწორედ მაშინ ხმაურიანად შემოაღო რატიმ კარები, უცებ გაშრა დარიო ისე გახედა კარებში შემოსულს რომელმაც ხელიდან ნაჭერი უხეშად მოიხსნა, არ გაუხედავს ყვავილებისკენ,
- მაშო
იყვირა და კიბეებს ახედა რადგან ელოდებოდა როდის ჩამოირბენდა მაშო დიდ კიბეებზე და ნიავზე როგორ აუფრიალდებოდა თმა, მაშომ კი გაოგნებული შეხედა შემოსულს, მალევე შეამჩნია გამურული სხეულით და მკლავიც მალევე გამოჩნდა, გული სწრაფად აუძგერდა შიშისგანაც და ამავდროულად რატის დანახვისგანაც, წამშივე ისევ უკან დაუბრუნდა ფიქრები, რომ არ სცდებოდა, რომ ნამდვილად რაღაც უჭირდა რატის, უარესად ანერვიულდა როცა რეალურად ასე მოხდა, სწრაფად დაიწყო სვლა და რატიმაც მაშინ მოძრაობაზე გამოხედა მხარეს და მაშინ შეამჩნია მაშო რომელსაც ასე ელიდა, რადგან ეთქვა და თავად ენახა მაშოს რომ მისი ფიქრები სრულიად არაშესაბამისი იყო რატის მდგომარეობასთან , თუმცა თვალი ჯერ დარიოს გაუშტერა კითხვა თუ რა უნდოდა დარიოს მის სახლში მის ცოლთან მარტო სწრაფად გაუჩნდა, რამდენიმე გარბენაც და მაშო რატის აეკრო, ძლიერად ჩაეხუტა და ძლიერად მოხვია მკლავები, თითქოს ახალი არ ყოფილა იცოდა რომ რაღაც ცუდი ხდებოდა რაღაც ცუდი რაც იძულებულს გახდიდა ეს მომენტი ამხდარიყო, მაგრამ საუბრის დროს ძლიერად შეცდა,
- რა მოხდა?
უცებ ახედა ოდნავ მოშორებულმა და ნერვიულობის ფონზე კისერზე მთავარ არტერიაზე მიაკრო ტუჩები, რატი გაქვავდა კისერი კი არა მთლიანად დაიჭიმა, უცებ დაებერა ძარღვები და გააჟრიალა კიდეც, სასიამოვნო იყო ეს გრძნობა რომელიც პირველად იგრძნო, ტუჩები მოაშორა მაშომ და ისევ მოხვია ხელები თითქოს ჩახუტებით ტკივილს უმსუბუქებდა, რატი ამჯერად არ გაჩერებულა მისკენ დაიხარა და მანაც თბილად მოხვია ხელები,
- კარგად ვარ, ყველაფერი რიგზეა
ჩაჩურჩულა და საფეთქელზე აკოცა, რატის უკან შემოვიდა ქალი ბავშვით, თუმცა ყურადღება დიდად არ გაუმახვილებია მაშოს, არანაირი ქალი აღარ ადარდებდა მხოლოდ ერთ კითზვაზე უნდოდა პასუხი თუ რა დემართა მას
- არც ამას მოყვები? მთლიანად იწვი იმდენად ცხელი ხარ ან საერთოდ ეს რანაირად
მკლავზე ანიშნა და რატიმაც ცალი ხელით მოიქცია მისი სახე ხელში
- უბრალოდ დაივიწყე,
მოწყვეყით აკოცა ტუჩის კუთხეში და ანერვიულებულ მაშოს მაინც აუფრინდა ულამაზესი პეპლები მუცელში სასიამოვნოდ, მაშომ ახლა გახედა ქალს და რატიმაც მისკენ გაიხედა,
- ინგლისური იცი?
ჯერ იტალიურად ჰკითხა რატიმ და ქალმა რომ ინგლისურად გაცა პასუხი გაუხარდა,
- კარგია, შემოდი გრილა და აზრზე მოხვალ
ანიშნა კარებში მდგომი რომ უფრო ახლოს შემოსულიყო
- გაიცანი ჩემი ცოლი მაშო,
ხელით ანიშნა მაშოზე
- მისი სახელი არც მე ვიცი
- მადონა, მადონაა ჩემი სახელი,
სწრაფად თქვა ქალმა და დარიოც კართან ახლოს მივიდა, უხერხულად გრძნობდა თავს რატის რომ იქ დახვდა, წასვლას აპირებდა მაგრამ რადგან რატი იცოდა რომ თავისებური საქმით დაკავებული იყო რატი, აღარ ჩქარობდა
- მე წავალ და შემეხმიანეთ,
სწრაფად თქვა და სწრაფადვე დატოვა სახლი რატის მისთვის რაღაც უნდა ეთქვა თუმცა აღარ გააჩერა, საშუალება მისცა გაქცეულიყო
- გინდა გამოგართმევ დაისვენე,
ქალისკენ მივიდა მაშო რომელსაც შეატყო რომ ფეხზე ვეღარ იდგა და მანაც მორიდებულად გაუწოდა ბავშვი რომელიც მხოლოდ მაიკითა და ' პამპერსით' იყო პატარა თხელ გამურულ დახეულ ნაჭერში იყო გახვეული და მაშომაც შეძლებისდაგვარად მიაფარა რადგან სახლში გრილოდა, რატიმ წყალი მოუტანა მადონას შიშის შემდეგ და დასასვენებლად ჩამოსვა,
- შეგიძლია აბაზანით ისარგებლოთ ჩემსას მოგინახავთ რამეს ბავშვს მე მივხედავ,
გვერდით ჩამოუჯდა მაშო ბავშვიანად და რატიც შორიდან აკვირდებოდა უკვე მონატრებულ სილამაზეს
- არა მადლობა იქნებ სახლში გავიდე იქ მოვწესრიგდები ტანაცმელს ჩავიცვამ ბავშვსაც მოვაწესრიგებ,
მორცხვად თქვა და ჭიქა მაგიდაზე დადო,
- კიბატონო, ქალს თავი დაუკრა და ქართული საუბარით გამოხედა რატის,
- რატიი ხომ შეიძლება რომ გაიყვანო, სახლში და თუ რამე სერიოზული ხდება და არ შეიძლება დარჩენა ისევ აქ წამოვიყვანოთ,
კითხვის ნიშნებით გახედა რატის აციმციმებული თვალებით და რატი რომ უღიმოდა ინსტიქტურად დახედა ბავშვს, ამ დახედვაში კი საოცარი სითბო იგრძნობოდა ბავშვის მიმართ
- როგორც გინდა,
- მე როგორც მინდა?
გაკვირვებულმა გახედა ხელახლა წინ მჯდომს
- ჰოო მაშო,
გაეცინა მაშოს გაკვირვებაზე და რატის ლამაზ ღიმილზე მაშოსაც გაეღიმა ქალს გადასცა ეს ინფორმაცია და ისიც უხერხულად შეიშმუშნა, თუმცა დათანხმდა, ცოტახანში ბავშვი მაშოს გამოართვა, მაშოც წამოდგა ბოდიში მოიხადა მადონასთან რატის ჩაავლო ხელში ხელი და სამზარეულოსკენ წაიყვანა,
- სად გაქვს სამედიცინო ყუთი? ან კარადა,
- დედაჩემის ოთახში
გაკვირვებული სიტყვებით გაცა პასუხი უმისამართოდ მაყურებელმა და შემდეგ დახედა მაშოს,
- ძალიან კარგი ახლა შებრძანდი ქალბატონი ნენეს ოთახში და გამოიტანე ყუთი, შეატრიალა და ზურგზე მიაწვა,
- ვისთვის?
- ვაიმეე რატი,
ხელი აიქნია კარებს მიეყრდნო ნიშნად გელოდები და მოიტანეო დიდი ლოდინი არ დაჭირვებია, სამზარეულოშივე მაგიდასთან ხელის ოდნავი კვრით დასვა რატი და მის გვერდით ჩამოჯდა,
- ვსო თან გისმენ,
- და რას მისმენ?
ისევ გაკვირვებული ტონით თქვა თუმცა ამჟამადაც კარგად იცოდა თუ რა ჰქონდა მოსაყოლი, უხმოდ თუმცა მკაცრი მზერით ახედა მაშომ რატის მწვანე თვალებში წუთით ჩაიკარგა კიდეც უხმოდ უყურებდა და იქიდან ამოსვლას ვეღარ ახერხებდა, რატი კი მის ლამაზ ტუჩებს დასცქეროდა ხან კი ლამაზ თაფლისფერ თვალებს, სულ უნდოდა რომ სახე გაპობილს ევლო რადგან მაშო ახლა მისი ცოლი იყო, მართალია დროებით თუმცა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა,
- მაშა ხომ გითხარი რომ დაგევიწყებინა,
- ასე არ შემიძლია შენზე სართოდ არაფერი ვიცი, არ შეიძლება რამე მაინც მომიყვე?
- მერწმუნე გირჩევნია არ იცოდე,
გაღიზიანებულ ქალს უცებვე გადაუწია ხელით თმა და ძლიერად წაავლო ხელი სახის ცალ მხარეს,
- ასე უკეთესად იქნები ასე უფრო არ შეგეშინდება, მაგის დროც მოვა ალბათ, თუმცა ჯერ არ გინდა მაშო არ მინდა რომ გძულდე, შეიძლება არც გიყვარვარ, მაგრამ არ მინდა ეს ურთიერთობაც ჩამოიშალოს, მინდა შემეძლოს შეგეხო, მინდა რომ მიღიმოდე, აქედანვე ვემზადები მომავლისთვის მერწმუნე ზედმეტად გამირთულდება გესმის?, ნუ მთხოვ ოდესღაც ყველაფერს მოგიყვები ახსნით თუ კი მერე საშუალებას მომცემ რომ აგიხსნა,
დაასრულა თუ არა ღიმილით შეხედა თვალებში და ცხვირის წვერზეც ნაზად აკოცა,
- ისევ ჩემი პატარა მაშა ხარ,
დაბალხმაზე უთხრა თუ არა მაშოს სხეულში ზოოპარკი იგრძნობოდა, პეპლები კი არა მთელი ფლორა და ფაუნა გამოუშვა ამ სიტყვებმა, საოცარი სიამოვნებით და ბედნიერებით აივსო მაშო, ექოსავით ჩაესმოდა ისევ ხმა
" ისევ ჩემი პატარა მაშა ხარ" და ისევ ხელახლა დარბოდნენ ცხოველები მაშოს სხეულში, მაშო მაღალ სკამზე იჯდა უფრო მიიჩოჩა რატისკენ მის გაშლილ ფეხებში ჩაჯდა თავის სკამზე და მიეხუტა, მაღალ სკამზე მყოფს თავის დადება რატის კისერში მოუწია თუმცა საოცრად კომფორტულად გრძნობდა თავს, მხოლოდ რატის აჟრიალებდა მთელ სხეულში როცა კანი მაშოს თბილ სასიამოვნო სუნთქვას გრძნობდა,
ხელები შეუცურა წელზე მაშომ და განძრევა არც სურდა თუმცა რატის ხელები რომ ვერ იგრძნო იფიქრა რომ ზედმეტს აკეთებდა უნდა წამოწულიყო, რატის მკლავებმა ისევ ადგილზე დააბრუნა და პატარა ბავშვივით ჩაიკრო გულში.....
.....
ვიცი პატარაა მაგრამ მძინარე ვწერ ფაქტიურად



№1 სტუმარი სოფო ლოლაძე

ძალიან კარგიააა და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს,არ შეწყვიტოოო

 


№2  offline წევრი ანკა გგ

სოფო ლოლაძე
ძალიან კარგიააა და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს,არ შეწყვიტოოო

უღრმესი მადლობა❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent