შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების მსხვერპლი 40 თავი

9-04-2023, 12:45
ავტორი ნეაკო
ნანახია 2 994

საავადმყოფოში მიას მისვლა არავის ესიამოვნა. განსაკუთრებით კი თორნიკეს, რომელმაც მისი დანახვისას თავი ვერ შეეკივა და მკვალში უხეშად წაავლო ხელი დაბნეულ გოგონას და ეზოში ძალდატანებით გაიყვანა
-რას აკეთებ-მკაცრი ტონით უთხრა მიამ და მისი მარწუხივით შემოჭდობილი თითებისგან მკლავის დახსნა სცადა
-აქ ყოფნის უფლება არ გაქვს-აგრესიული ტონით უთხრა თორნიკემ და ხელი გაუშვა
-თავი ვინ გგონია მელაპარაკები?!
-ანდრია! შენს გამო მოყვა ავარიაში
-რაც მოხდა ჩემი ბრალი არაა ნუ ცდილობ თავი დამნაშავედ მაგრძნობინო!
-შენთან სალაპარაკოდ მოვიდა, არ ვიცი რა უთხარი მაგრამ, რატომღაც თათიას კორპუსთან აღმოჩნდა უგონოდ მთვრალი
-მე და ანდრიას არ გვილაპარაკია... ერთმანეთი არც კი გვინახავს
-იქნებ იმიტო რომ კახას მანქანა დაინახა შენი კორპუსის წინ
-რაა?-აიბნა მია
-იმ კაცთან რა გაკავშირებს?-ხმა გაიმკაცრა თორნიკემ
-ვალდებული არ ვარ რამე აგიხსნა- მოიღუშა მია
-ჩემთვის სულ ერთია რა ხდება შენსა და იმ ნაბ*ჭვარ. ჯანდაბა! - ამ დროს თორნიკე გაჩუმდა ღრმად ჩაისუნთქა თებერვლის სუსხინი ცივი ჰაერი და მშვიდად განაგრძო საუბარი-იმ კაცს შორის... მთავარია ანდრიასგან თავი შორს დაიჭირო
-როგორმე თვითონ გავერკვევით ჩვენს ურთიერთობაში!
-ვერ ხვდები? მართლა ვერაფერს ხვდები თუ თავს ისულელებ?!-აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული ბიჭი- შენი სიახლოვით ანდრიას ცხოვრებას უნადგურებ!
ვერ ხვდები? მართლა ვერაფერს ხვდები?! თუ თავს ისულელებ!-გაბრაზდა თორნიკე
-ჩემი და ანდრიას ურთიერთობა შენა რა გეხება!
-დღეიდან მეხება!
-თავს ზედმეტად ბევრის უფლებას აძლევ
-წადი მისი ცხოვრებიდან!
-თორნიკე- რაღაცის თქმა დააპირა აღელვებულმა გოგონამ მაგრამ განრისხებულმა ბიჭმა ხმის ამოღების უფლება არ მისცა
-უფლება მიეცი რომ შენს გარეშე ცხოვრება ისწავლოს და ბედნიერი იყოს
-რაში მადანაშაულებ?!-წამოენთო მია
-საფრანგეთიდან შენს დაბრუნებამდე ანდრიას არასდროს უცდია შენთან ყოფნა იმის მიუხედავად რომ ბავშვობიდან დღემდე გაგიჟებით უყვარხარ, რადგან ფიქრობდა რომ ციხეში მოხვედრის შემდეგაც კი მქონდა შენს მიმართ გრძნობები, შენ კი გიყვარდი იმის მიუხედავად რომ წახვედი- ბოლო სიტყვებზე უცნაურად ჩაეცინა თორნიკეს
-მიყვარდი!-მკაცრი ტონით უთხრა მიამ და გამომწვევი მზერით ჩააცქერდა თვალებში დაბნეულ ბიჭს
-მია
-თორნიკე ვიცი რაზეც მიმანიშნებ
-ბოლომდე მომისმინე და არ შემაწყვეტინო!- მბრძანებლური ტონით უთხრა ხელებაკანკალებულმა ბიჭმა და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა-მხოლოდ ჩემი ციხიდან გამოსვლისა და შენი დაბრუნების მერე სცადა შენთან დაახლოება, რადგან დარწმუნდა რომ ერთმანეთის მიმართ გრძნობი აღარ გვქონდა, მაგრამ შენ, როგორც ყოველთვის ახლაც ისევ მის გრძნობებზე დაიწყე თამაში
-ჩვენი ბოლო შეხვედრისას ვუთხარი ანდრიას გარკვევით ვუთხარი რომ მის მიმართ გრძნობები არ მაქვს!
-მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის რომ მას შენზე უარი ეთქვა და სამუდამოდ დაევიწყებინე!
-მე მისთვის იმედი არასოდეს მიმიცია და შენ ეს კარგად იცი!- ნაწყენი ტონით უთხრა მია სუნთქვა აჩქარებულ ბიჭს და ჩანთიდან ამოღებული სიგარეტის ახლად გახსნილი კოლოფიდან ერთი ღერი ტუჩებშორის მოიქცია. მოკიდება სცადა მაგრამ ვერ შეძლო, ამიტომ თორნიკემ სახესთან მიუტანა ანთებული სანთებელა
-მადლობა -ცივად უთხრა მიამ და სიგარეტის ლურჯი მწველი კვამლი სიმაოვნებით ჩაისუნთქა
-მია, შენი სიახლოვით ანდრიას ცხოვრებას უნადგურებ ხვდები ამას?
-რა გინდა რომ გავაკეთო? ქვეყნიდან წავიდე?-გაეცინა მიას
-არა, უბრალოდ მინდა მისი ცხოვრებიდან წახვიდე ისე როგორ მაშინ... ოღონდ ამჯერად სამუდამოდ...
-თორნიკე
-მია... უბრალოდ წადი
-არ შემიძლია
-მასთან ყოფნა არ გინდა!- გაბრაზდა თორნიკე-მაგრამ არც მისი დაკარგვა არ გინდა?!- უმისამართოდ იკითხა და უნებურად სწორედ იქით გაიხედა სადაც ანა და თათია იდგნენ ერთ ადგილზე მიყინულებივით და თვალის მოუშორებლად უყურებდნენ მათ
-მგონი შენი გოგო ეჭვიანობს-ცინიკური ტონით უთხრა მიამ გაღიზიანებულ ბიჭს სიგარეტის მუქი სქელი კვამლი მისი სახისკენ მიმართა
-ჩემი გოგო არ არის- ბრაზნარევი ტონით უთხრა თორნიკემ ირონიულად მომღიმარ გოგონას და დაძაბული მზერა ანას ალეწილი სახიდან მიაზე გადაიტანა და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- ჯერ!
-არ მეგონა ოდესმე თუ შეძლებდა შენს პატიებას
-არ უპატიებია და ალბათ არც არასოდეს მაპატიებს
-იმსახურებ რომ ასე მოგექცეს
-ვიცი
-შემცივდა შიგნით შევალ
-მია!- წინ აესვეტა გაღიზიანებული ბიჭი
-თორნიკე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ... მაგრამ ჩვენ აღარც შეყვარებულები ვართ და აღარც მეგობრები ასე რომ ჩემგან თავი შორეს დაიჭირე!- ცივად უთხრა მიამ და გვერდი აუქცია.
........
ოპერაციის დასრულების შემდეგ, როგორც კი დარწმუნდა ყველასგან გარიყული და ცალკე მდგომი მია, რომ ანდრიას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მაშინვე სახლში წავიდა. არავის გამომშვიდობებია რადგან არ სურდა ზედმეტი ყურადღება მიეპყრო. თუმცა მისი არ ყოფნაც თორნიკეს გარდა არავის შეუმჩნევია. შესაბამისად მისი წასვლა. არ გაჰვირვებია მიას, კახას მანქანა კორპუსის წინ რომ არ დახვდა, თუმცა გული, რაღაცნაირად მაინც ეტკინა ცარილ სახლში რომ შევიდა. იმდენად დაღლილი და დაქანცული იყო რომ ტანსაცმლიანი დაწვა საწოლზე, თბილი ღუნღულა პლედი დაიფარა და დაძინება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ანდრიაზე ფიქრს ვერაფრით იშორებდა თავიდან. ბოლოს გადაწყვიტა ისევ საავადმყოფოში წასულიყო. თვითონაც არ იცოდა რატომ. მძიმედ აზიდა დაღლილი სხეული რბილი საწოლიდან, თავი მოიწესრიგა, უკეთ გამოსაფხიზლებლად უშაქრო ყავა დალია, დასამშვიდებლად კი რამდენიმე ღერი ზედიზედ მოწია და წასასვლელად მოემზადა.
-ჯანდაბა-აღმოხდა, როცა გათიშულ ტელეფონის დახედა. დამტენზე შეაერთა და მაშინვე ჩაერთო. გაეღიმა როცა კახას გამოტოვებული ზარები და შეტყობინებები დახვდა. მაშინვე დაურეკა
-ახლა არ მცალია მერე დაგირეკავ და ვილაპარაკოდ -ცივად უთხრა გაღიზიანებულმა კაცმა და გაუთიშა. საშინლად გაბრაზდა მიას მის ქცევაზე თუმცა მასთან ხელახლა დარეკვა არც უფიქრია, მითუმეტეს ახსნა-განმარტებითი ეტყობინების გაგზავნა.
აივანზე მდგომი ანა შეკრთა როცა ზურგს უკნიდან ვიღაცის მიახლოება იგრძნო. მაშინვე შეტრიალდა და დაძაბული მზერით მიაჩერდა სახეში მომღიმარ თორნიკეს, რომელიც სიგარეტს მშვიდად ეწეოდა და თვალის მოუშორებლად უყურებდა მას.
-დიდიხანია აქ ხარ?
-საკმაოდ
-მეგონა წახვედი- ჩამწყდარი ხმით უთხრა დაბნეულმა გოგონამ ზედმეტად ახლოს მდგომ ბიჭს და ოდნავ უკან დაიხია
-იოანემ წაიყვანა ნიცა, ჩემი მანქანით
-დამშვიდდა?
-კი
-მეგონა მის დარწმუნებას ვერ შეძლებდი
-იოანემ დაითანხმა სახლში წაყვანაზე
-გასაგებია-ორაზროვნად, უფრო თავისთვის ვიდრე თორნიკესთვის გასაგონად თქვა მომღიმარმა გოგონამ ბნელ სივრცეს გახედა.
-ანა-რაღაცის თქმა დააპირა თორნიკემ მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა. მოსაცმელი გაიხადა და სიტყვის უთქმელად მოახურა მხრებზე ზურგით მდგომ გოგონას. დაბნეული ანა მომენტალურად მისკენ მიტრიალდა და კითხვა ჩამდგარი თვალები მიაჩერდა სახეში, თუმცა მოსაცმელის უკან დაბრუნება არც უფიქრია.
-კანკალებ- აუხსნა თორნიკემ და როცა ანამ მოსაჩმელი ჩაიცვა, აკანკალებული თითებით სიგარეტის თითქმის ბოლომდე ჩამწვარი ღერი ტუჩებშორის მოიქცია და ელვა შესაკრავი ბოლომდე შეუკრა
-მადლობა- ძლივს გასაგონად უთხრა აღელვებულმა გოგონამ და სევდით სავსე მზერა მის ჩამქრალ თვალებს მიაყინა
-ხვალ მოხვალ?
-რა თქმა უნდა
-შენი აზრით თათიას მშობლები გამოუშვებენ?
-არამგონია.
-დილიდან აქ ხარ... იქნებ...კაფეტერიაში ჩავსულიყავით და რამე გვეჭამა?-კარგა ხნის ფიქრის მერე ყოყმანით შესთავაზა თორნიკემ აღელვებულ გოგონა და მეორე ღერს ნერვიულად მოუკიდა
-კარგი
-მოვწევ და ჩავიდეთ.
კიბეებზე ჩასვლისას შემთხვევით მიას შეხვდნენ რომელიც ანდრიას ამბის გასაგებად იყო მისული.
-მე ჩავალ, თქვენ ილაპარაკეთ- გაღიზიანებული ტონით უთხრა ანამ თორნიკეს და ისე ჩაიარა კიბე მიასთვის ზედაც არ შეუხედავს
-აქ შენთან სალაპარაკოდ არ მოვსულვარ- ცივად უთხრა მიამ დაძაბულ ბიჭს და ანას გახედა-წადი და შენი გოგო დაამშვიდე
-მია-გაბრაზდა თორნიკე
-ექიმები შენზე უკეთ ამიხსნიან...
-ძალიან ღელავ ანდრიაზე?!- ირონიული ტონით გააწყვეტინა სიტყვა გაღიზიანებულმა ბიჭმა დაძაბულ გოგონას და უემოციო მზერით მიაჩერდა სახეში. მიამ არაფერი უპასუხა. გრაციოზულად აიარა დარჩენილი კიბეები და ექიმის კაბინეტში შევიდა. მასთან საუბარმა ოდნავ დაამშვიდა, ამიტომ სახლში წასვლა გადაწყვიტა. გაეღიმა როცა უხმო რეჟიმზე დაყენებული ტელეფონის ეკრანი განათდა და ზედ კახას ნომერი გამოისახა. მაშინვე უპასუხა. როგორც კი მისი ხმა გაიგო გაღიზიანებულმა კაცმა უკმაყოფილო ტონით ჰკითხა
-სად ხარ?
-შენ?
-მია!- წამოენთო კახა
-სახლში არ ვარ
-ვიცი რომ სახლში არ ხარ! ახლა სწორედ შენი ბინის კართან ვარ
-კახა მე...
-სად ხარ მითხარი და მოგაკითხავ!
-მისამართს მოგწერ
-კარგი.
კახა უკმაყოფილო მზერით მიაჩერდა სახეში გვერდით მჯდომ გოგონას, რომელმაც მანქანაში ჩაჯდომისთანავე სცადა მისთვის აეხსნა წინა ღამეს მომხდარი
-გუშინ, ღამე, ანდრია ავარიაში მოყვა, მძიმედ დაშავდა-მანქანაში ჩა
-გასაგებია-მკაცრი ტონით უთხრა კახამ- ესე იგი გუშინ მთელი ღამე საავადმყოფოში გაატარე- ცოტა ხნას ჩაფიქრდა და მერე ინტერესით ჰკიხტა დაძაბულ გოგონას-მძიმედ დაშავდა? ახლა როგორაა
-ოპერაცია გაუკეთეს... ჯერ კიდევ რეანიმაციაშია
-როგორც მივხვდი მის სიცოცხლეს საფრთხე არ ამუქრება
-არა
-გუშინ ღამე სახლიდან ისე წახვედი ერთი სიტყვაც არ გითხვამს ჩემთვის
-ვეცადე გამეღვიძებინე მაგრამ ვერ შევძელი უგონოდ მთვრალი იყავი- მოიღიშა მია
-შეგეძლო დაგერეკა ან შეტყობინება გამოგეგზავნა
-ტელეფონი დამიჯდა...
-რომ გავიღვიძე და სახლში არ დამხვდი რა არ ვიფიქრე-გაბრაზდა კახა
-სხვათაშორის შენი შვილიც აქაა თორნიკესთან ერთად-უეცრდ სხვა თემაზე გადავიდა მია
-რაა?-ბოლო ხმაზე იყვირა გაღიზიანებულმა კაცმა და მანქანიდან გიჟივით გადავიდა
-კახა ძალიან გთხოვ დამშვიდდი- უკან დაბნეული მისდევდა მია
-სად არიან-მოულოდნელად კახა გაჩერდა და მისკენ მიტრიალდა წაშლილი სახით
-კაფეტერიაში- ძლივს გასაგონად უთხრა მიამ და მაშინვე ინანა ნათქვამი სიტყვები.

№1 სტუმარი სტუმარი ელენე

ადრე რაღაცას წერდი (ვერ ვიხსენებ რას) და მახსოვს, კომენტარს რომ ვტოვებდი, ერთადერთიცალი ადამიანის იმედი მქონდა, რომ გაიგებდა რას ვფიქორბდი და ვგრძნობდი. ახლაც ზუსტად ეგეთი შეგრძნება მაქვს, რომ მხოლოდ ერთია გამგები...

ამიტომ, დიდი ბოდიშის მოხდით, ცოტა ხნით თავს შევიკავებ შეფასებებისგან და ჩუმად ვიქნები.
პ.ს. გამიხარდა ახალი თავი ❤

№2 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან საინტერესო ისტორიაა. ჰთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება

№3 სტუმარი სტუმარი Irina

Vaime ara ra ana da tornike ar gaaqro , pirvelivedan mati wyvili momwons , mat gamo vkitxulob, is kiara minda matze calke eweros rom sul matze vikitxo , ana megona mtavari aq , komentaris avtortan ise gamomdis titqos vewinaagmdegebi magram ase ara , martla dzaan mewyineba ro ariyvnen imedia , sworad gamiget albat tqvenc gyavt vinc mogwont. ar vwer komentarebs pirvelad wavikitxe instiqtit vgrdznobdi . calke mainc daweret matze tu amoigebt.

№4 სტუმარი სტუმარი Irina

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ gamaxare dzalian kargia

№5 სტუმარი ელა1

ნეაკო კარგი თავი იყო.რაც შეეხება ანდრეას და მიას აქ ნათელია რომ მიას ის უყვარს უბრალოდ აღიარება არ უნდა ამისი და ჯიუტი ბავშვივიათ იქცევა.რაც შეეხება კახა და მიას არამგონია რო რამე სერიოზული მოხთეს მათ შორის.ასე მგონია რო მია კახას იყენებს და უნდა ჯავრი ყველაზე იჯავროს ვინც მას ბავშვობაში გული ატკინა და მეორედაც ანუ ამ შემთხვევაში ვიგულისხმე მიას მამა და თირნიკე და ანდრეა.მამამისზე იმიტომ რომ რო დაენახა რო მას შეუძლია მამამისის მეგობარს ოჯახი დაუნგრიოს და ასე იძიოს შური მამაზე რო მიატოვა ისე იმიტომ რომ არც ერთ მამას არ მოეწონება მისი შვილი საუჯეთესო მეგობარყან რო იყოს.რზც შეეხება ამდრეას მაზე შურისძიება არა მაგრამ გულის ტკენა კი უნდოდა იმიტომ რომ მან თავის დროზე არ იბრძოლა მიასთვის და არ ჩადგა მისდა და თორნიკეს შორის.აი რაც შეეხება თორნიკეს არ ვიცი რატო უნდა ატკინა გული მიამ ალბათ იმით რომ თირნიკეს ისე უყვარს ანა რო ვერ აიტანს მის ასეთ მდგომარეობაში ყოფნას როცა იცის როგორ უყვარს მამამისი.მოკლედ მე ვფიქრობ რომ მიას არავინ არ უყვარს საკუთარი თავის გარდა და ამიტომ მარტო დარჩება სააბოოლიდ.

№6 სტუმარი სტუმარი ანი

ელენე როგორ ხალხსაც შენ აღერ სულ სხვა ისინი რაც შენ ჩამოთვლე მართლა არმომწონს საერთოდ, მაგრამ ანა თათია მათ რიცხვში არ შედიან , ისინი უბრალოდ თბილები არიან , ეს იმას არ ნიშნავს რომ მათ გვანან აბსოლიტური სხვაობა მათ შორის. პარალელი სად გაავლე ვერ ვხვდები.

ის ადამიანები საერთოდ არ გამოირჩევიან და არც ახასიათებთ იმ სითბოს 5 პროცენტიც კი რაც ამათ აქვთ , პირიქით არიან აგრესიულები ვერ ვხვდები რით მიამზგავსე მართლა დამაინტერესა

№7 სტუმარი სტუმარი ელენე

სტუმარი ანი

სითბო ხასიათის ნაწილია და ის რაც მე აღვწერე - შეხედულებების.
თორნიკეს და ანას მათივე ნალაპარაკებიდან შევატყვე ეს დამოკიდებულება, რომელიც მიასთან, ერთმა ამ თავში და მეორემ წინა თავში გამოამჟღავნა. და თათია ის ადამიანია, რომლის განხილვაც ამ ეტაპზე არ მინდა.
ოდნავ მოგვიანებით, მოვლენების განვითარებასთან ერთად ისევ დავიწყებ მაგ გოგოზე ლაპარაკს. ახლა სურვილი არ მაქვს.

№8 სტუმარი სტუმარი ანი

თუ ადამიანს ის შეხედულება აქვს რაც შენ ჩამოთვალე ვერც თბილი იქნება და ვერც ადამიანური, საერთოდ არაფერში რო არ წერია ისეთი კატეგორია რო არც იცი რა უწოდო ასეთ მოაზროვნეს , მაგრამ ანაში და თათიაში ეს არასდროს შემიმჩნევია , ასე მგონია ვინც ნაზია ასე ვთქვათ გგონიათ რო ასე აზროვნებს მაგრამ ეს ნამდვილად ასე არ არის , ნაზი ვახსენე იმიტომ რომ როგორც ვატყობ ნაზი თბილი რავიცი მოკლედ ასეთი ტიპის გოგოები არ მოგწონთ , და ალბათ ამ მიზეზით არ ვიცი . მგონი პირიქით ასეთებს არ გვანან და იმედია ასეცაა.

№9 სტუმარი სტუმარი ელენე

ვერ ვიგებ რაზე მელაპარაკებით. ან თქვენ ვერ გამიგეთ მე რა დავწერე.
მე გამონაკლის ადამიანებზე არ ვსაუბრობ, პატრიარქალურ საზოგადოებაზე ვლაპარაკობ და ამ საზოგადოებაში შემავალი ადამიანები ყველგან არიან, ოჯახებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, სამსახურებში. ანუ ყველგან გვაქვს მათთან კომუნიკაციის "ბედნიერება". ზოგი თბილია, ზოგი ცივი, ზოგი მწარე და ზოგიც მჟავე. რა კონტექსტში ახსენებთ ხასიათს შეხედულებებთან ვერ ვხდები. რბილი და თკბილი ადამიანი არ გინახავთ პატრიარქალური მენტალიტეტით?

ზედმეტად ნაზი და თბილი ქალები არ მომწონს, მართალი ხართ.

№10 სტუმარი სტუმარი ანი

მე რაც გავიგე არის ის რო ანა და თათია არ მოგწონთ და ნაზი გოგოები ასე ვთქვათ იმიტომ რომ ასეთი შეხედულებების გგონიათ და ასე ნამდვილად არ არის მე კიდევ ამას ვამბობ , რაც შეეხება თქვენ ნათქვამს მგონი თორნიკეზე მეტად ვაჩე უფროა , ასეთი საერთოდ შედარება არ შეიძლება , ელენე ცუდად ნამდვილად არ გამიგია , სხვა რაღაცას ვამბობ შეიძლება შენ ვერ გამიგე ,
რაც შენ თქვი აბსოლუტურად გეთანხმები მაგრამ თათია და ანა კარგი ადამიანები მგონია და კარგმა კეთილმა და ნორმალურია ადამიანმა არამგონია ასე საშინლად იაზროვნოს ცუდ ადამიანებს ახასიათებთ ასე აზროვნება . მოკლედ გავატაროთ ცუდი კონტექსტით არ დამიწერია ეს კომენტარი .

ასეთი ადამიანი ერთადერთხელ ვნახე ცხოვრებაში და მეტი არ მინახავს., და იმედია არც ვნახავ თორემ საკუთარ თავს არ დავემზგავსები ვაი იმათ , იმათზე საშინელი ვიქნები და ჭკუას ვასწავლი თავს ვერგავაკონტროლებ ნამდვილად იმედია არ შემხვდება ასეთი , ანდაც შემხვდეს ჭკუის სწავლება არ აწყენდათ და წარმოუდგენელია თბილი ადამიანი ასეთი ჩემთვის . ანა მომწონს განსაკუთრებით და იმედია არ გამოიჩენს ასეთ ხასიათს მომავალში

№11 სტუმარი სტუმარი ელენე

სტუმარი ანი
მე რაც გავიგე არის ის რო ანა და თათია არ მოგწონთ და ნაზი გოგოები ასე ვთქვათ იმიტომ რომ ასეთი შეხედულებების გგონიათ და ასე ნამდვილად არ არის მე კიდევ ამას ვამბობ , რაც შეეხება თქვენ ნათქვამს მგონი თორნიკეზე მეტად ვაჩე უფროა , ასეთი საერთოდ შედარება არ შეიძლება , ელენე ცუდად ნამდვილად არ გამიგია , სხვა რაღაცას ვამბობ შეიძლება შენ ვერ გამიგე ,
რაც შენ თქვი აბსოლუტურად გეთანხმები მაგრამ თათია და ანა კარგი ადამიანები მგონია და კარგმა კეთილმა და ნორმალურია ადამიანმა არამგონია ასე საშინლად იაზროვნოს ცუდ ადამიანებს ახასიათებთ ასე აზროვნება . მოკლედ გავატაროთ ცუდი კონტექსტით არ დამიწერია ეს კომენტარი .

ანი, ჩვენი კულტურა არის პატრიარქალური. აღზრდისას ეს მეტ-ნაკლებად, თუმცა გავლენას ყველაზე ახდენს. გარშემო ვერ იპოვნით ადამიანს, რომელიც ბოლომდე დაცლილია სტერეოტიპებისგან. ასე რომ ნუ გგონიათ, მე ვიღაც ბოროტ, ავსულ და გამონაკლისში მყოფ ადამიანებზე ვსაუბრობ.
გოგოს გამო იჩხუბესო, ხომ გაგიგიათ ეს მოსაზრება, ბიჭები რომ ერთმანეთს დასცხებენ ხოლმე?
როგორ ფიქრობთ, მართლა გოგოს და იმის ინტერესების გამო ჩხუბობენ, თუ საკუთარი ეგოების საფხანად?
რა თქმა უნდა იფხანენ, ტერიტორიას საზღვრავენ ძაღლებივით და ჭუ*უებს ატოლებენ უპირატესობის დასადგენად. ამის მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში პირველი ენაზე ის ადგებათ, რომ გოგო იყო მიზეზი (სინამდვილეში ქალი ასეთ დროს საბაბია და არა მიზეზი).
ამის მთქმელი ადამიანები ბევრნი არიან და ბევრი ადამიანი ბევრ განსხვავებულობას ნიშნავს. ანასნაირი თბილი და თათიასნაირი ნაზი ადამიანებიც შეიძლება რომ მავნებლური სტერეოტიპებით აანალიზებდნენ მოვლენებს.
ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ბოროტები და ავები არიან, მაგრამ განსაკუთრებულ გონიერებაზე ნამდვილად ვერ ექნებათ პრეტენზია.

პ.ს. ძალიან კი მიყვარს, მაგრამ ეს დღეები არ მაქვს ამ თემებზე მსჯელობის განწყობა. ცუდად არ ვიღებ თქვენს კომენტარებს, პირიქით, მიხარია ხოლმე აზრების გაცვლა. უბრალოდ ახლა გადავდოთ და სხვა დროს იყოს. არ გეწყინოთ. ❤

№12 სტუმარი სტუმარი ანი

არა არ მწყინს, თქვენი აზროვნება ძალიან მომწონს ❤ და გამაცინა ერთმა წინადადებამ ალბათ მიხვდით რომელმაც , აბსოლუტურად მართალია.

№13 სტუმარი სტუმარი ელენე

სტუმარი ანი
არა არ მწყინს, თქვენი აზროვნება ძალიან მომწონს ❤ და გამაცინა ერთმა წინადადებამ ალბათ მიხვდით რომელმაც , აბსოლუტურად მართალია.

❤❤

№14 სტუმარი სტუმარი ანი

სტუმარი ელენე
სტუმარი ანი
არა არ მწყინს, თქვენი აზროვნება ძალიან მომწონს ❤ და გამაცინა ერთმა წინადადებამ ალბათ მიხვდით რომელმაც , აბსოლუტურად მართალია.

❤❤

❤❤❤

№15 სტუმარი anna-maria

ნეაკო, კახა და მია იცნობდნენ ერთმანეთს მიას ბავშვობაში?

№16  offline მოდერი ნეაკო

anna-maria
ნეაკო, კახა და მია იცნობდნენ ერთმანეთს მიას ბავშვობაში?

არა, მიას მშობლები რომ დაშორდნენ, დედამისმა ბათუმში წაიყვანა. შესაბამისად კახა და მისი ოჯახი არ იცნობდა მას.
მია, სამსახურში გაიცნო კახამ მაგრამ ზოგადად თათიამ დაახლოვა ის ანას ოჯახთან, ანუ კახასთან და თამუნასთან❤️

№17 სტუმარი anna-maria

ნეაკო

აა მართ;ა? მე კიდევ ვფიქრობდი თუ ბავშვობიდან იცნობს რანაირად უყურებს როგორც ქალსთქო :დ

კიდევ მაინტერესებეს ერთი რამე. რატომ გადაირია მია კახაზე? ამოჩემებული ყავს ბავშვი რომ სათამაშოს ამოიჩემებს ისე თითქოს და რატო რა ნახა

№18 სტუმარი სტუმარი თიკო

,,A person with daddy issues might only be attracted to older males or father-type replacements" აჰა, აგერ მე და აგერ გუგლიდან აღებული ეს ინფორმაცია.
ან ეს ბატონო: ,,If you've had a complicated relationship with your father, your subconscious may crave a father figure to protect and adore you".

№19 სტუმარი სტუმარი თამთა

და თუ კარგი ურთიერთობა აქვს ადამიანს მამასთან და მაინც დიდები მოსწონს მერე რას ამბობენ რახდებაო :D

№20 სტუმარი სტუმარი თიკო

სტუმარი თამთა
და თუ კარგი ურთიერთობა აქვს ადამიანს მამასთან და მაინც დიდები მოსწონს მერე რას ამბობენ რახდებაო :D

მაგ საკითხს არ ჩავღრმავებულვარ, მხოლოდ ნეაკოს პასუხიდან გამომდინარე დავწერე ეს კომენტარი.

ანუ უშუალოდ იმაზე გავამხვილე ყურადღება, რაც ზუსტად, ჩემი აზრით, ნეაკომ იგულისხმა.

№21  offline მოდერი ნეაკო

ელა1
ნეაკო კარგი თავი იყო.რაც შეეხება ანდრეას და მიას აქ ნათელია რომ მიას ის უყვარს უბრალოდ აღიარება არ უნდა ამისი და ჯიუტი ბავშვივიათ იქცევა.რაც შეეხება კახა და მიას არამგონია რო რამე სერიოზული მოხთეს მათ შორის.ასე მგონია რო მია კახას იყენებს და უნდა ჯავრი ყველაზე იჯავროს ვინც მას ბავშვობაში გული ატკინა და მეორედაც ანუ ამ შემთხვევაში ვიგულისხმე მიას მამა და თირნიკე და ანდრეა.მამამისზე იმიტომ რომ რო დაენახა რო მას შეუძლია მამამისის მეგობარს ოჯახი დაუნგრიოს და ასე იძიოს შური მამაზე რო მიატოვა ისე იმიტომ რომ არც ერთ მამას არ მოეწონება მისი შვილი საუჯეთესო მეგობარყან რო იყოს.რზც შეეხება ამდრეას მაზე შურისძიება არა მაგრამ გულის ტკენა კი უნდოდა იმიტომ რომ მან თავის დროზე არ იბრძოლა მიასთვის და არ ჩადგა მისდა და თორნიკეს შორის.აი რაც შეეხება თორნიკეს არ ვიცი რატო უნდა ატკინა გული მიამ ალბათ იმით რომ თირნიკეს ისე უყვარს ანა რო ვერ აიტანს მის ასეთ მდგომარეობაში ყოფნას როცა იცის როგორ უყვარს მამამისი.მოკლედ მე ვფიქრობ რომ მიას არავინ არ უყვარს საკუთარი თავის გარდა და ამიტომ მარტო დარჩება სააბოოლიდ.

თორნიკე იმიტომ განიცდის ასე ძალიან კახას და მიას დაახლოვებას, რომ იცის რა ძლიერ უყვარს ანდრიას მია.
მია თავისუფალი და შემდგარი ქალია,
შესაბამისად არავის წინაშე არაა ანგარიშ ვალდებული. მოეწონა კახა ცდილობს მასთან დაახლოებას. ცუდს არფერს არ აკეთებს. კახას და თამუნას დაძაბულ ურთიერთობის მიზეზი თვითონ კახა და არა მია.
გეთანხმები ელა მია დავითისგანაც, თორნიკესგანაც და ანდრიასგანაც ძალიან გულნატკენია, იმიტომ რომ თავის დროზე ყველამ ,,უარი თქვა მასზე" სხვადასხვა მიზეზის გამო

№22 სტუმარი სტუმარი თამთა

ჰო მესმის , მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ ერთი ორი შემთხვევა შეიძლება , ყველა არამგონია მასე იყოს უფროსი თუ შეუყვარდება ვინმეს , ანდაც ვერ იპოვის თავის ტოლში ისეთს როგორიც უნდა რატომაც არა

ზოგადად ვამბობ თემა რადგანაც არის ამ საკითზე ისე ვთქვი

№23 სტუმარი სტუმარი თამთა

უი ეგ არ შემინიშნავს რომ განიცდიდა ანაზე რომ ზრუნავდა , პირადს ვიტყვი , ისეთ ადამიანს შევხვდი ცხოვრებაში, ისეთი არის პიროვნულად გავგიჟდი ასეთები ჩემ ტოლებში არ მინახავს არადა ჩემზე ბევრად უფროსია მამისგან თუ არა სხვისგან მიმიღია ის რასაც მამის დანაკლის უწოდებენ და არ მგონია ეგ პრობლემა მქონდეს თუმცა ლოგიკა არის ზოგადად , მართალია თუ არა არ ვიცი , მე ვფიქრობ არა.

№24 სტუმარი სტუმარი ელენე

ფიქრის ამბავი არაა ეგ, მეცნიერულ კვლევების თემაა. გამოკვლეულია და დადგენილია უკვე ეს ფენომენი.
ნუ სავალალო და შემაშფოთებელიც არაფერია აქ. მე მაგალიტად ჩვეულებრივ მოცემულობად ვიღებ. ამიტომ არ გამკვირვებია მიას კახაზე გადაბჟირებაც.

№25 სტუმარი სტუმარი თამთა

უი არა თიკო მივხვდი რას ამბობ, ჩემიდან გამომდინარე ვიცი რომ ასე არაა უბრალოდ ამას ვამბობ, რაც შეეხება უფროს მამასავითაც მყვარებია და მიმიღია მამად ალბათ გააჩნია ადამიანი რა კუთხით შეგიყვარდება , ანუ ვგულისხმობ პირდაპირაც შეგიძლია შეხედოს უცხოს მამასავით ესეც შეგიძლია და ასე რატო შეხედავს ვინმე როგორც კაცს მაშინ , ანუ ბოლოს იმედია გასაგებად დავწერე კონცენტრაცია ვერ მაქვს რაღაც თუ ვერ ვხსნი.

ჰო ვიცი და ამ მეცნიერებმა რა იციან ერთი , რო ყველა მასეა გამონაკლისიც არიც , ახლა ძაან დიდი განაცხადი არ გამომივიდეს მაგრამ ბევრი სისულელე უთქვამთ ,ბოდიში მეცნიერებო ყველას არ ვგულისხმობ , ისინიც ადამიანები არიან და თავი ყველაფრის მცოდნე გონიათ რას ვიზავთ.

№26 სტუმარი სტუმარი თამთა

ეხლა მეც ვიმსჯელობ და ცალკე თამთას ნაშრომები ასე ვუწოდოთ ,:D თუ ორი კაცია და აქედან ერთს სხვა თვალით ვუყურებ როგორც მამას და მეორეს როგორც კაცს, ტოლები არიან, რა გამოდის შემძლებია პირდაპირ მომეთხოვა მისგან რაც ქვეცნობიერად მინდოდა და ერთს ასე მოვთხოვე , მეორეს ასე ანუ.:D

№27 სტუმარი სტუმარი თიკო

სტუმარი თამთა
უი არა თიკო მივხვდი რას ამბობ, ჩემიდან გამომდინარე ვიცი რომ ასე არაა უბრალოდ ამას ვამბობ, რაც შეეხება უფროს მამასავითაც მყვარებია და მიმიღია მამად ალბათ გააჩნია ადამიანი რა კუთხით შეგიყვარდება , ანუ ვგულისხმობ პირდაპირაც შეგიძლია შეხედოს უცხოს მამასავით ესეც შეგიძლია და ასე რატო შეხედავს ვინმე როგორც კაცს მაშინ , ანუ ბოლოს იმედია გასაგებად დავწერე კონცენტრაცია ვერ მაქვს რაღაც თუ ვერ ვხსნი.

ჰო ვიცი და ამ მეცნიერებმა რა იციან ერთი , რო ყველა მასეა გამონაკლისიც არიც , ახლა ძაან დიდი განაცხადი არ გამომივიდეს მაგრამ ბევრი სისულელე უთქვამთ ,ბოდიში მეცნიერებო ყველას არ ვგულისხმობ , ისინიც ადამიანები არიან და თავი ყველაფრის მცოდნე გონიათ რას ვიზავთ.

ანუ თქვენ ამბობთ რომ შეუძლებელია (თუ თქვენთვის მიუღებელი) ადამიანს ისე უყურებდეთ როგორც მამას და ამავდროულად, როგორც კაცს? და რახან ეს, როგორც ელენემ თქვა, ფენომი საპირისპიროს მტკიცებაა, მეცნიერების კვლევებში ეჭვი შეგაქვთ? ცოტა ვერ გავიგე. არანაირი დაცინვა ან ხუმრობა. უბრალოდ ვერ გავიგე.

№28 სტუმარი სტუმარი თამთა

არა რა დაცინვა, რას ამბობ ხუმრობა შეიძლება მაგრამ სერიოზულად ვამბობ ანუ ამას ვამბობ ჩემზე უფროსი მომეწონა მეთქი და სხვანაირად შევხედე მივხვდი როგორც მომეწონა, მაგრამ მეორე ჩემზე უფროსი როგორც მამად ისე მივიღე და ანუ შემძლებია პირდაპირ მამად მიღება თუ ეს მინდოდა თქო წესიერი შინაარსის ფორმა ვერ ვიპოვე უბრალოდ ვერ ავხსენი დაცინვა არც იფიქროთ არავის დავცინებ არასდროს .

წესიერად ვერ ავხსენი რას ვამბობ და ვერ მიგახვედრეთ შინაარსი ისა რომ უტყუარი ფაქტი ჩემიდან გამომდინარე ვიცი რომ ასე არარის

მეცნიერებზე ვამბობ ელენეზე კი არა

№29 სტუმარი სტუმარი ელენე

თამთა, ასაკს რომ თავი დავანებოთ და უბრალოდ ქალის მხრიდან კაცის მოწონება განვიხილოთ, ყველა კაცი ხომ არ შეიძლება რომ ერთნაირად მოსწონდეს ქალს? ზოგს ძმასავით შეხედავს, ზოგს მამასავით, ზოგს მეგობარივით და ზოგიც ისე შეუყვარდება როგორც მამაკაცი.
ეს ფენომენი რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამ მხრივ არაფრითაა გამორჩეული. რადგან მიას ის სჭირს, რასაც ვაბრალებთ რომ სჭირს, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მამისტოლა კაცზე სიზმრებს ნახავს ღამღამობით.

№30 სტუმარი სტუმარი თამთა

არა ეჭვი არც მეპარება :D პირიქით საპირისპიროს ვამტკიცებ რომ როგორც ჩანს არის შემთხვევები როცა ეს მეცნიერები მართლები ვერ არიან , თუმცა მეცნიერებსაც , ფილოსოფებსაც განსხვავებული აზრები ჰქონდათ ხოლმე ერთმანეთისგან სხვადასხვა თეორიები მინახავს , თუმცა ამაზე მეც ვიცი რას ამბობენ, არა ასე არ მიმიღია უბრალოდ ჩვენი აზრი ვთქვით თემა რადგან იყო , მე მეცნიერებს ვუმტკიცებდი რო ცდებით თქო და მიხარია ბევრი მეცნიერი არ მიყვარს დიდი ბოდიში მეცნიერებს და რავქნა არ მიყვარს ხალხი რომ ამბობს მეცნიერება ეს დაამტკიცეს ის დაამტკიცეს რაც უნდა ამტკიცონ ეს ამ თემას არ ეხება უფრო სხვა თემაზე ვამბობ რაღაც სისულელე იყო და მილიონი პროცენტით არ ვეთანხმებოდი . მეგონა ჩემი ნათქვამი გაიგე ცუდათ რო თითქოს რაღაც და არა ასე არ იქნება არასდროს ❤

ელენი მე სუ სხვა რამე ვთქვი , სამსახურში ვარ და უცებ ვწერ ჰოდა ვერ ავხსენი კარგად . ვამბობდი რო თუ ადამიანს მამა უნდა მიიღებს პირდაპირ მამად შორიდან არმგონია შემოუაროს

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent