შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების მსხვერპლი 41 თავი


14-04-2023, 09:38
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 153

თორნიკემ გადაწყვიტა მამა-შვილის კონფლიქტში არ ჩარეულიყო მაგრამ როგორც კი ატირებული ანა ქუჩაში გიჟივით გავარდა გულმა აღარ მოუთმინა და ჩარევა გადაწყვიტა, მაგრამ მია მაშინვე წინ აესვეტა და ჩამწყდარი ხმით უთხრა
-არ ჩაერიო! არ ღირს...
-მია!
-თორნიკე გთხოვ
-ვერ ხედავ ანა რა მდგომარეობაშია?
-დამიჯერე ჯობია ილაპარაკონ და ყველაფერი გაარკვიონ
-ერთად არ უნდა მოსულიყავით, მითუმეტეს აქ! ამ საავდმყოფოში- ძლივს შეკავებული აგრესიით უთხრა თორნიკემ დაძაბულ გოგონას და მაშინვე ზურგი აქცია მას.
აღელვებული კახა სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა და თვალის მოუშორებლად უყურებდა ანას, რომელიც ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და აწყლიანებული თვალებით უყურებდა იქვე, შორი-ახლოს მდგომ თორნიკეს
-მის მიმართ რამეს გრძნოობ?-კარგა ხნის სიჩუმის მერე ინტერესით ჰკითხა დაძაბულმა კაცმა დაბნეულ გოგონას და არეული მზერა მისი წაშლილი სახიდან თორნიკეზე გადაიტანა, რომელიც მისი სურვილის შესაბამისად მათგან მოშორებით იდგა
-არ ვიცი-გულწრფელად უთხრა ანამ და თავი დახარა
-დაგავიწყდა მის გამო რისი გადატანა მოგვიწია?- წამოენთი კახა
-აქ ანდრიას გამო ვარ
-შენი აქ ყოფნა საჭირო არაა! როგორც ვიცი ანდრია ჯერ კიდევ რეანიმაციაშია შესაბამისად, ვერაფერით დაეხმარები!
-ვიცი რომ ვერაფრით დავეხმარები, მაგრამ მაინც აქ ყოფნა მინდა
-თორნიკეს გამო?- ხმას აუწია უეცრად, წყობრიდან გამოსულმა კაცმა. ანამ არაფერი უპასუხა. რის გამოც კიდე უფრო მეტად გაბრაზდა კახა, მაგრამ ხმის ამოღება ვეღარ შეძლო როცა ანამ ზიზღით ჰკითხა მის მანქანასთან მდგომ მიაზე
-გიყვარს?
-ანა!
-მიპასუხე!
-ჩემსა და მიას შორის არაფერი არ ხდება
-მინდა რომ კითხვაზე მიპასუხო
-ანა მომისმინე!
-კი თუ არა!
-ახლა მიაზე კი არა თორნიკეზე ვსაუბრობთ
-ასეთი რთულია შენთვის კითხვაზე რომ მიპასუხო?- მოულოდნელად თვალები ცრემლებით აევსო ანას
-უკვე აგიხსენი!
-გიყვარს- უფრო თავისთვის ვიდრე კახას გასაგონად დაიჩურჩულა ხელახლა ატირებულმა გოგონამ და სახეზე ხელები აიფარა. თორნიკემ ვეღარ გაუძლო მისი ტანჯვის ყურებას და კახას წინააღმდეგობის მიუხედავად მივიდა და ჩეხუტა. თორნიკეს უკვე ნაცნობმა, სასიამოვნო და გრილმა სურნელმა ისე გააბრუა მის ძლიერ მკლავებში მოქცეული სასოწარკვეთილი გოგონა, რომ წამიერად ყველა და ყველაფერი დაავიწყა- აქ ყოფნა აღარ მინდა, შეგიძლია სადმე წამიყვანო?- მოულოდნელად თავი ასწია ანამ და ცრემლიანი თვალები შეანათა დაძაბულ ბიჭს. თორნიკემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ბნელ სივრცეს გახედა. ვიღაცას რაღაც ანიშნა ხელის აწევით და გაყინული თითები დაბნეული ანას მთრთოლარე თითებში ახლართა
-ვერსადაც ვერ წახვალ-წამოენთო კახა
-წავალ
-ანა!
- გპირდებით როგორც კი დამშვიდდება სახლში მოვიყვან-ჩერია თორნიკე
-ჩემს შვილს ვერსადაც ვერ წაიყვან-გაჯიუტდა კახა. ამ დაძაბულობის ფონზე მიამ მათთან მისვლა და სიტუაციაში გარკვევა გადაწყვიტა. მისი სიახლოვის ატანა ვერაფერით შეძლო ანამ, ამიტომ მოულოდნელად ხელიდან გაუსხლტა თორნიკეს და ქუჩა სირბილით გადაკვეთა
-ამის დედაც, ამის დედასაც შევ*ცი-მოულოდნელად, უმისამართოდ შეიგინა გაგიჟებულმა კაცმა და უკან მიჰყვა ატირებულ გოგონას
-კახა ძალიან გთხოვ დამშვიდდი-შეეხვეწა მია- ასე უფრო გააღიზიანებ
-მია-თორნიკემ მოულოდნელად ხელი ჩაავლო დაძაბულ გოგონას თავისკენ შეატრიალა და ნაჩქარევი ტონით უთხრა- ანას მე მივხედავ, შენ კი ეცადე როგორმე კახა დაამშვიდო- შემდეგ კი ქუჩა სწრაფი ნაბიჯით გადაკვეთა
მალევე დაეწია ატირებულ გოგონას და გულში ჩაიკრა. როცა ოდნავ დაამშვიდა, იოანეს დაურეკა და მანქანის მაყვანს სთხოვა. ანა გაოცდა როცა რამდენიმე წამში მათ წინ შავი X5 გაჩერდა
-ეს ხომ შენი მანქანაა?!
-კი- მის დაბნეულობაზე გაეღიმა თორნიკეს
-რანაირად? ასე მალე როგორ მოვიდა? ნიცა არ წაიყვანა წეღან სახლში?
-შენ და მამაშენი რომ ჩხუბობდით მაშინ დავურეკე და ვთხოვე მოეყვანა. მანქანიდან გადასვლისთანავე იოანემ ხელებში შეაჩეჩა თორნიკეს გასაღები და მომღიმარი სახით უთხარ
-ერთი ნაკაწრიც კი არაქვს ძმაო, ნიცასავით ვუფრთხილდებოდი
-ნუ ცანცარებ-გაეცინა თორნიკეს და მანქანის უკანა სავარძელზე ანიშნა დაჯექიო
-არ მინდა შეგაწუხოთ
-არ შეგვაწუხებ
-არა მართლა რაღაც პატარა საქმეც მაქვს და ბარემ ტაქსით წავალ სახლში
-სახლში?! მერე ნიცა?
-ნიცა?-ჩაფიქრდა იოანე- ისე გავაბრაზე არამგონია ამაღამ კარი გამიღოს და სახლში შემიშვას- ბოლო სიტყვებზე ირონიულად გაეღიმა
-არ მოგბეზრდა მისი წვალება?
-არა
-არ მინდა რომ მარტო იყოს... დავურეკავ და ვეცდები დავარწმუნო
-კარგი მაგრამ უთხრი რომ თუ შემირიგდება მაშინდრლივით ორი საათი არ დამაყუდებს კართან, ვითომ ვერ აღებს მიზეზით
-კაი მიდი-თორნიკემ მხარზე მეგობრულად დაარტყა ხელი და ანა მანქანის წინა კარი გაუღო.
ანა ცრემლიანი თვალებით უყურებდა თორნიკეს რომელიც მანქანაზე ზურგით მიყრდნობილი სიგარეტს მშვიდად ეწეოდა და ღამის თბილისის ულამაზესი ხედებით ტკბებოდა.
-როცა ცუდ ხასიათზე ვარ ყოველთვის აქ მოვდვარ ხოლმე- ხმა დაბალი ტონით უთხრა თორნიკემ გვერდით მდგომ გოგონას და მოულოდნელად მისკენ მიიხედა. ამ დროს მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეხვდა.
-იცოდი?- კარგა ხნის სიჩუმის მერე ინტერესით ჰკითხა გაღიზიანებულმა გოგონამ დაძაბულ ბიჭს და უნებურად ცივი მზერა მის გრძელ თითებშორის მოქცეულ სიგარეტის ღერზე გადაიტანა
-ანა მე
-სიმართლე მითხარი
-ავარიის ღამეს გავიგე
-ანდრიამაც იცის?
-ვფიქრობ რომ კი-გულწრფელად უთხრა თორნიკემ და ხელახლა ატირებული გოგონა მომეტალურად გულეს მიიკრო სიგარეტიანი ხელით. დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგნენ ასე ერთმანეთთან ჩახუტებულები. ხმას არცერთი არ იღებდა, რადგან არაფერი ჰქონდათ ერთმანეთისათვის სათქმელი. სასიამოვნო სიჩუმე, მოულედნელად წამოსული წვიმის წვეთების ნაზმა ხმამ გაკვეთა. ანას, სიცივისგან უსიამოდ გააჟრჟოლა, ამიტომ თორნიკე დაბალი ტონით შეეხმიანა ტირილისგან თვალეჩაწითლებულ გოგონას. მისგან პასუხი რომ ვერ მიიღო, ოდნავ უკან დაიწია და მოულოდნელად მისი გათიფრებული სახე ხელებშორის მოიქცია.
-ანა
-გთხოვ... არაფერი თქვა-შეეხვეწა აღელვებული გოგონა და უნებურად მის აციმციმებულ თაფლის ფეროებში ჩაიკარგა.
-წვიმს-გამომწვევი ტონით, ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა ვნება მორეულმა ბიჭმა დაბნეულ გოგონას და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეკოცნა.
-მე...
-ჩშშ-ტუჩებზე გაყინული თითები მიადი თორნიკემ და მოულოდნელად შუბლზე აკოცა- მიყვარხარ- ძლივს გასაგონად უთხრა და წამიერად თვალები დახუჭა
-შეგიძლია რომ სახლში წამიყვანო?- ტირილის ნოტებშეპარული ხმით უთხრა დაძაბულმა გოგონამ თავგზააბნეულ ბიჭს და ოდნავ უკან დაიწია
-რა თქმა უნდა-ცივად უთხრა თორნიკემ და აკანკალებული თითებით მეორე ღერს ნერვიულად მოუკიდა
-მადლობა
-მოვწევ და წაგიყვან
-კარგი-ძალდატანებული სიმშვიდით უთხრა სუნთქვა აჩქარებულმა გოგონამ და მანქანაში ჩაჯდა. საშინლად დაიძაბა როცა თორნიკე საჭეს მიუჯდა და მოულოდნელად მისკენ გადაიხარა
-ყოველთვის გავიწყდება-უსაფრთხოების ღვედზე მიანიშნა მომღიმარმა ბიჭმა სახე გადაფითრებული გოგონა და ღვედი შეუკრა.
............
-კახა გთხოვ მეტი აღარ დალიო-შეეხვეწა მია მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დოზისგან თვალებჩაწითლებულ კაცს და ხელახლა შევსებული ჭიქა ხელიდან გამოართვა
-ახლა ზუსტად ჩემი ცოლივით მელაპარაკები- გაეცინა კახას.
-სიგარეტი გააქვს?- კარგა ხნის სიჩუმის მერე ძლივს შეკავებული აგრესიით ჰკითხა გაღიზიანებულმა გოგონამ ირონიულად მომღიმარ კაცს და როცა კახამ სიტყვის უთქმელად გაუწოდა გაუხსნელი სიგარეტის კოლოფი სანთებელასთან ერთად ცივად უთხრა- მადლობა- და მოულოდნელად ფეხზე წამოდგა-მოვწევ და მოვალ- ტერასაზე მიანიშნა და გარეთ გავიდა. საშინლად არ ესიამოვნა კახას, მიას სახის გამომეტყველების ცვლილება ტელეფონზე საუბრის შემდეგ, ამიტომ შესვლისთანავე დაძაბული ტონით ჰკითხა
-ვის ელაპარაკებოდი?
-საავადმყოფოდან დამიკრეკეს-აღფრთოვანება ვერ დამალა მიამ- ანდრია გონს მოვიდა და პალატაში გადავიყვანეთო
-ანდრია-უკმაყოფილო ტონით ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა კაცმა მისი სახელი და მერამდენეღაცა ჭიქა ერთი მოყუდებით ჩაცალა
-ტაქვს გამოვიძახებ და სახლში წავიდეთ
-მე მიგიყვან
-მთვრალი ხარ
-არ მენდობი?
-რა შუაშია?
-მაშინ წავედით-უეცრად ფეხზე წამოდგა გაბრაზებული კახა, მანქნაის გასაღებს ხელი წამოავლო და მაგიდაზე რამდენიმე ორმოცდაათლარიანი დაყარა.
- არ ამოხვალ?-ინტერესით ჰკითხა მიამ როცა მანქანა მისი კორპუსის წინ გააჩერა გაღიზიანებულმა კაცმა
-არ ღირს-ცივად უთხრა კახამ და გზას გახედა
-ანაზე ნერვიულობ?
-აუცილებლად უნდა ვნახო ამაღამ და დაველაპარაკო
-ხომ ვითხრა თორნიკემ როგორც კი დამშვიდდება სახლში მოვიყვანო?
-გგონია ვენდობი?
-ვიცი რომ შენ და თორნიკეს ჯერ კიდევ ცუდი ურთიერთობა გაქვთ მაგრამ...
-მაგრამ რა?
-თორნიკე ანას არასდროს არაფერს დაუშავებს!
-მასში ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?
-კახა არ გინდა რა-მომაბეზრებლად უთხრა გაღიზიანებულმა გოგონამ სახე წაშლილ კაცს და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა- თორნიკეს ანა უყვარს და შენ ეს კარგად იცი!
-მია!-წამოენთი კახა
-არც შენი შვილია მის მიართ გულგრილი- ხმა გაიმკაცრა მიამ
-ამის დედასაც შევ*ცი- უმისმართოდ შეიგინა გაღიზიანებულმა კაცმა და საჭეზე გამეტებით დაარტყა ხელი-ერთად ყოფნის უფლებას არასდროს მივცემ-მუქარით თქვა და აკანკალებული თითებით სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა
-დამშვიდდი-გამომწვევი ტონით უთხრა მიამ და მოულოდნელად მისკენ გადაიხარა, სახე ზედმეტად მიუახლოვა და ტუჩებში ნაზად აკოცა. კახას მის ქცევაზე გაეღიმა რის გამოც გაბუტული გოგონა უმალ საწყის პოზიციას დაუბრუნდა და მანქანიდან გადასასვლელად მოემზადა.
-საით?-მომღიმარი სახით ჰკითხა გაბრაზებულ გოგონას და კარი დაბლოკა
-კახა!-აღელდა მია
-ჩშშ-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა ვნება მორეულმა კაცმა დაბნეულ გოგონას, სწორედ მაშინ როცა მისი არეული სახე ხელებშორის მოიქცია და ტუჩებზე დააცრა, თორნიკემ დაურეკა და ანაზე დაუწყო ლაპარაკი, როცა კახამ ტელეფონზე ლაპარაკი შეწყვიტა
ინტერესით ჰკითხა მიამ
-ვინ იყო?
-თორნიკე...მითხრა რომ ანა დამშვიდდა და სახლში მიიყვანა
-ხომ გეუბნებოდი-გაეღიმა მიას
-ხვალ გამოგივლი-უემოციო ტონით უთხრა კახამ და მეორე ღერს ნერვიულად მოუკიდა
-კარგი-ცივად უთხრა მიამ და მანქანიდან სწრაფად გადავიდა.
სახლში დაბრუნებული კახა მაშინვე ანას ოთახის კართან მივიდა და ზედიზედ რამდენჯერმე დინჯად დააკაკუნა
-ანა მა? აქ ხარ? შეიძლება რომ შემოვიდე? მინდა რომ ვილაპარაკოთ.- იმის გამო რომ ანა არ გამოეხმარია კახამ კარის სახელური ფრთხილად დაქაჩა და კარი ოდნავ შეაღო- შემოვდივარ! აუცილებლად უნდა დაგელაპარაკო- მკაცრი ტონით თქვა და ოთახში მშვიდად შევიდა. ადგილზე გაიყინა, როცა ცარილე კარადებს ჰკიდა თვალი. გაგიჟებულმა მაშინ თორნიკეს დაურეკა, ხმის ამოღება არ აცადა ისე დაუწყო ჩხუბი და მუქარა. როცა ოდნავ დაწყნარდა თორნიკემ სცადა მისთვის აეხსნა რომ ანას სახლიდან წასვლის შესახებ არფერი იცოდ დაარც არაფერი აკავშორებდა ამ ამბავთან
-როცა დამშვიდდა, მისი სურვილის შესაბამისად თქვენთან სახლში მოვიყვანე და დავტოვე
-გგონია მაგ სისულელეს დავიჯერებ? მითხარი სად წაიყვანე ჩემი შვილი
-უკვე ათას მეერთედ გეუბნებით რომ ანა ჩემთან ერთად არაა!
-თორნიკე!-დაუღრინა კახამ
-მერამდენედ უნდა აგიხსნა?- უეცრად წყობრიდან გამოვიდა გაღიზიანებული ბიჭი.
-კახა ბიძია ნიცა ვარ, გთხოვთ დამშვიდდით-თორნიკეს დაუკითხავად ჩაერია ლაპარაკში ნიცა- ანა მართლა არაა ჩვენთან... იმ ღამეს... როცა ჩვენთა დარჩა ხომ დაგირეკეთ და აგიხსენით სიტუაცია?
-კარგი შვილო... -გაღიზიანებული ტონით უთხრა ძლივს დარწმუნებულმა კახამ და მაშინვე ზურასთან წავიდა, მაგრამ ანამ მასთან ლაპარაკი არ მოისურვა.
-რატომ არ დამირეკე?-უსაყვედურა კახამ ძმას და საჭეს მიუჯდა
-მეგონა იცოდი
-მაინც უნდა დაგერეკა
-ზედმეტად ბევრი გაქვს დალეული ტაქსით წადი, ან... თუ გინდა მე წაგიყვან-შესთავაზა ზურამ
-ხვალ მოვალ და დაველაპარაკები
-ვფიქრობ არ ღირს. ძალიან გაღიზიანებულია. რომ დამშვიდდება მერე დაელაპარაკე
-ზურა!
-უფლება მიეცი რომ ცოტა ხანს ჩვენთან იცხოვროს
-არა
-კახა! არ გინდა! უარესად ნუ გაართულებ...
-არ ჩაერიო!
-იცი რამდენი იტირა ჩვენთან რომ მოვიდა?
ვერაფრით რომ ვერ დავამშვიდეთ იძულებული გავხდით თამუნასთვის დაგვერეკა! მხოლოდ მან შეძლო ანას დამშვიდება
-რაო რა თქვა ჩამოვალო?-დაინტერესდა კახა და აკანკალებული თითებით სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა
-არ ვიცი დედა-შვილმა რაზე ილაპარაკეს, თამუნამ რომ დარეკა, ოთახში შეიკეტა ანა, თუმცა... შენთვის რა მნიშვნელო აქვს ჩამოვა თუ არა?
-ააქვს!
-განქორწინების სანუთები მიიღე უკვე?
-რააა?-გაოგნდა კახა და მანქანიდან გიჟივით გადავიდა-რას ნიშნავს განქორწინების საბუთები?-ბოლო ხმაზე იყვირა და უმისამართო გინების ფონზე მანქნაის კარი გამეტებით მიაჯახუნა
-რამ გაგაგიჟა?-შეიცხადა ურეაქციოდ მდგომმა ზურამ რომელსაც მისი დამშვიდება არ უცდია- რა, არიცოდი ასე რომ მოხდებოდა?! რომ შვილის ტოლ გოგოს ურთიერთობას რომ იწყებდი?
-ჩემსა და მიას შორის არაფერი არ მომხდარა- აფეთქდა კახა
-მაგრამ მოხდება-ცივად უთხრა ზურამ სახე წაშლილ კაცს და გვალცრემლიან ანას ახედა რომელიც აივანზე იდგა და დაძაბული მზერით უყურებდა მათ
-იმ ადვოკატს უთხრი რომ- მუქარით უთხრა კახამ ძმას და ანას ახედა- ჩემთან მოსვლა და ამ თემაზე ლაპარაკი არ გაბედოს მისთუმეტეს განქორწინწბის საფუთებით ხელში, თორემ იცოდე საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ- და საჭეს მიუჯდა.
კახას წასვლის შემდეგ, ვერაფრით დამშვიდდა მია, ძალიან უნდოდა ანდრია ენახა, მაგრამ იცოდა შუა ღამისას საავადმყოფოში მისვლას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ დილა უთენია წავიდა საავადმყოფოში და მის პირად ექიმს სთხოვა რამდენიმე წუთით პალატაში შესვლა უფლება მიეცა. მისი თანხმობის მიღების შემდეგ აღელვებულმა მიამ პალატის კარი ფრთხილად გააღო და შიგნით უხმაუროდ შევიდა, რადგან იცოდა ანდრიას ეძინა. გული საშინლად ეტკინა როცა მის ნატანჯ სახეს ჰკიდა თვალი, რამდენიმე ნაბიჯი დადადგა მისკენ მაგრამ მიკარება ვერ გაბედა, თვითონაც არ იცოდა რატომ. თუმცა ბოლოს გულმა არ მოუთმინა და როცა ექთანმა პალატის დატოვება სთხოვა აკანკალებული თლილი თითითები თმებში ნაზად შეუცურა და ნელა ჩააყოლა მის გაფითრებულ სახეს.
ანდრია ოდნავ შეიშმუშნა ამიტომ დამფრთხალმა გოგონამ პალატა დატოვა.
ძალიან ღელავდა ანა იმის გამო რომ თათიამ ლექციის გაცდენა და საავადმოყოფოში ანდრიას ნახვა გადაწყვიტა
-მამაშენმა რომ გაიგოს ხომ იცი რაც მოხდება?
-გაიგოს... იმაზე უარეს ვეღარფერს გააკეთებს რაც გუშინ გამიკეთა
-არასწორად მოიქცა სავადმყოფოდან ძალით რომ წაგიყვანა მაგრამ...
-მაგრმა რა-გაბრაზდა თათოა
-არ უნდა რომ ანდრიასთან იურთიერთო და მართალიცაა...
-ანა მიკვირს ამას შენ რომ მეუბნები
-გული გეტკინება
-ვიცი რომ დღემდე გაგიჟებით უყვარს და ჩემს მიმართ არაფერს გრძნობს
-თუ ასეა აქ რას აკეთებ?-ინტერესით ჰკითხა ანამ დაბნეულ გოგონას და პალატის კარზე მიანიშნა
-მინდა რომ ბოლოჯერ ვნახო და დაველაპარაკო
-აღარ შეხვდები?
-არა!
-დარწმუნებული ხარ?
-შევალ- თათიამ პალატის კარი ფრთხილად გააღო და შიგნით შევიდა.



№1 სტუმარი სტუმარი თიკო

დამიჯერეთ რომ ვიტყვი, რამდენიმე წუთი დამშვიდებას მოვუნდი რომ რამე ცუდი და ,,ხიხია" არ დამეწერა-თქო. კახაზე რა თქმა უნდა. საერთოდ, რა წარმომავლობის არსებაა? ცხოველებიც მეცოდებიან უკვე შესადარებლად. ჯერ მიას კოცნის ვნებამორეული, მერე თამუნას განქორწინების საბუთებზე იმუქრება, ანდრიაზე ღიზიანდება და თან თამუნას ჩამოსვლას მისთვის თურმე მნიშვნელობა აქვს. თავი საბავშვო ბაღში ჰგონია? ორ ქალს ერთდროულად უნდა ბოლო მოუღოს თუ რა მიზანი ამოძრავებს? თამაში მოსწონს? იმდენად გამაღიზიანა, გავალ, გავნიავდები და არ შემოვალ ცოტა ხნით. დანარჩენებზე მერე.

დანარჩენ პერსონაჟებზე*

 


№2 სტუმარი Keira.კირა

აუ ზურა რა კაციაა smile
კახუნა რა საცოდაობა ხარ! გეგაც არ მიშლიდა ისე ნერვებს როგორც ეს არსება unamused

 


№3 სტუმარი Sugar Daddy

ესეთ ბანალურ ისტორიებზე როგორ კაიფობთ მართლა არმესმის ???? მარა იდეაში არც უდნა მესმოდეს მაგიტომ ვართ განსხვავებულები ქალები და კაცები

 


№4 სტუმარი სტუმარი ელენე

მთელი თავი ანას ისტერიკებზე იყო. ეს გოგო როდის ან რატომ გახდა მთავარი გმირი? ძლივს სადღაცას მივაგნებდი მიას, დავიწყებდი იმ ნაწილის კითხვას და ზუსტად ორი წინადადების შემდეგ ანას ამბავი მაწყვეტინებდა და ისევ ისტერიკებზე, ცრემლებზე და გაქცევაზე მიწევდა კითხვა.
წინა თავში რომელს გეწერათ იქნებ მოაგვარო თორნიკეს და ანას თემაო? თიკო თუ ნენე?
რომელიღაცა ძაან დაბოღმილი იქნებით ჩემსავით. joy
ანუ არ ვარ მომხრე თორნიკე და ანა გაქრნენ ისტორიიდან, უბრალოდ მართლა მთავარ გმირებად ნუ გადააქცევ და მიას ნუ გადააფარინებ რა.

ძალიან ვღიზიანდები ზრდასრულ ქალებს ასეთი ისტერიკების მოწყობა რომ არ ერიდებათ მშობლების განქორწინებაზე, როგორსაც ახლა ანა აწყობს. ისევ ქეთის და ირაკლის ანა მახსენდება. აი ზუსტად იგივე სიტუაცია იყო. ცრემლები, გაქცევები, გულის წასვლები. გასაგებია, რომ სულერთი ვერ იქნება შენი ოჯახის ამბები, მაგრამ ზღვარიც უნდა იცოდეს ადამიანმა. ყოჩაღ ისე თორნიკეს ამისი გაძლება და დევნა რომ არ ეზარება. joy

კახას რაც შეეხება, მე არ მაკვირვებს მაგ კაცის ქცევები. რაღაც ისეთი პერსონაჟია აი ბევრი რომ მსმენია და გამიგია ცხოვრებაშიც ეგეთებზე. უფრო სწორედ პერსონაჟი კი არაა ეგეთი, სიტუაციაა ისეთი, რომ ბევრჯერ მომხდარა. ცოლის განქორწინებაზე ნერვიული შეტევა რომ ჰქონდა სულაც არ ვფიქრობ რომ "ორი ქალისთვის უნდა ბოლოს მოღება" ან ორივე ქალთან ერთდროულად უნდა ყოფნა. ამ ეტაპზე ყოფნა უნდა მიასთან, ჩანს ეს, მაგრამ ამის გამო რომ ტაშს არავინ დაუკრავს ამასაც ხვდება, ხოდა ეს საბუთებზე კრუნჩხვები ჩემთვის ერთი ჭიქა წლის მისხმა იყო ცეცხლზე, რომელსაც ყველა კახას ახლობელი აგიზგიზებს.
ახლა "კისერიც უტეხიაო" რომ გამოეხატა რეაქციით, იქვე ჩაკლავდა თავისი ძმა და ანა მორიგ ჯერზე ტირილით გაიქცეოდა სხვა ნათესავის სახლში. smiley ნუ მოკლედ... ვეღარ ვხსნი.

 


№5 სტუმარი სტუმარი თიკო

Sugar Daddy
ესეთ ბანალურ ისტორიებზე როგორ კაიფობთ მართლა არმესმის ???? მარა იდეაში არც უდნა მესმოდეს მაგიტომ ვართ განსხვავებულები ქალები და კაცები

აუ ისტორიის პერსონაჟზე ნერვებმოშლილი თქვენ გამამხიარულეთ, მადლობა joy joy

მეტი გამოუშვით, სიბრძნე მოგვაფრქვიეთ, გამოგვიკეთეთ ხასიათი❤ სად ხართ ხოლმე აქამდე❤

 


№6 სტუმარი სტუმარი ელენე

Sugar Daddy
ესეთ ბანალურ ისტორიებზე როგორ კაიფობთ მართლა არმესმის ???? მარა იდეაში არც უდნა მესმოდეს მაგიტომ ვართ განსხვავებულები ქალები და კაცები

ანუ შენ კაცი ხარ და ვერ ხურდები ბანალურ ისტორიებზე, მაგრამ ქალებისგან ინტერესი არ გიკვირს იმიტომ რომ ქალები არიან?
შენით გახვალ, თუ გაგაცილო?

 


№7 სტუმარი Keira.კირა

ყველა "რაღაცნაირი" ადამიანი ნეაკოს ისტორიებში როგორ ჩნდება ხოლმე ვგიჟდები smiley

 


№8  offline მოდერი ნეაკო

Keira.კირა
ყველა "რაღაცნაირი" ადამიანი ნეაკოს ისტორიებში როგორ ჩნდება ხოლმე ვგიჟდები smiley

ერთგვარი ,,ნიჭია" joy

 


№9  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
ანა კომფორტის ზონაა. ანას ბედი გადაწყვეტილია და თორნიკესთან იკვეთება, ამიტომ მასზე წერა კომფორტულია, მიასგან განსხვავებით. (ელენეს გამოვეხმაურე)
გულწრფელად რომ გითხრათ, არ მესიამოვნა კახას ემოციები თამუნას გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ამაზეც ელენეს ახსნა რომ წავიკითხე ცოტა დავმშვიდდი joy კახასგან წამოსული ყველა სიტყვა იმედის მომცემია მიასთან დაკავშირებით. joy ცოტა კი მერიდება, კახაზე და მიაზე ასე ლაპარაკი, თიკოს ემოციების ფონზე, მაგრამ ჩემდაუნებურად მიხარია. sweat_smile

მთავარი გამომრჩენია:
"-გიყვარს?.. ასეთი რთულია შენთვის პაუხის გაცემა?
-უკვე აგიხსენი!
-გიყვარს"
არ მინდა ამ დილოგით თავი დავიბრმავო და მარტო ის დავინახო, რისი დანახვაც მინდოდა, მაგრამ ხომ ფაქტია რომ არ შეეწინააღმდეგა? joy გიყვარსო ეუბნება, ტირილს იწყებს და კაცს ერთხელაც არ დასცდენია არაო. ხომ შეუძლია მოატყუოს მაინც და უთხრას არ მიყვარსო? მაგასაც კი არ აკეთებს.
...

აუ ნენე კაი რა მე კიდე ეს მინდოდა? joy მგონი კახას და მიას უმტკინეულოდ დაშორება არ გამომივა ხო? ან ამ ყველაფერის მერე შევძლებ კიი მათ დაშორებას?- უკვე აღარაფერი ვიცი :(
რაც მეტ დროს გაატარებენ ერთად მით უფრო რთული იქნება კახას დაბრუნება თამუნასთან უფრო სწორად არალოგიკურიც კი... ხოდა არ ვიცი ან მე რა მეშველება ან კახას, ან თამუნას ან მიას, ან ანდრიას joy

 


№10 სტუმარი სტუმარი თიკო

ვაფშე გაუშვი ეგ კაცი და მია და თამუნა დატოვე ერთად. არცერთს იმსახურებს.

 


№11 სტუმარი სტუმარი თიკო

nene gelovani
სტუმარი თიკო
ვაფშე გაუშვი ეგ კაცი და მია და თამუნა დატოვე ერთად. არცერთს იმსახურებს.

რატომ კი მაგრამ რა შავდება თუ მიასთან დარჩება? joy
პ.ს. თამთა სადღა წავიდა რაა...

შავდება შავდება.

 


№12  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თიკო
nene gelovani
სტუმარი თიკო
ვაფშე გაუშვი ეგ კაცი და მია და თამუნა დატოვე ერთად. არცერთს იმსახურებს.

რატომ კი მაგრამ რა შავდება თუ მიასთან დარჩება? joy
პ.ს. თამთა სადღა წავიდა რაა...

შავდება შავდება.

ეგ მეც მაინტერესებს

 


№13 სტუმარი სტუმარი თამთა

აქ ვარ და კომენტარის დაწერა არ მინდოდა გამაბრაზა, თუ მია უნდა რატო არ აძლევს თამუნას უფლებას განქორწინებაზე, ორი ქალი რატო უნდა ერთდროულად . მე არ მინდა მია იყოს თამუნას და მისი დაშორების მიზეზი უსამართლო გამოდის, დაანებოს თავი იმ ქალს და იყოს ხო არი მშვიდად ამასთან რაღა უნდა ისიც იპოვის ვინმეს მიას და კახას წყვილი მომწონს მაგრამ კახას საქციელი ძაან უსამართლოა რავქნა. კახა ასე რო არ იქცეოდეს მაგას და მიას უკვე კარგი მომენტები ექნებოდათ .

მიასა და ჩემს შორის არაფერი მომხდარა და ტუჩებში აკოცა ეგ არაფერია ? მარტო თამუნას კი არა მიასაც ცუდად ექცევა ამ ჩამოუყალიბლობით

 


№14 სტუმარი სტუმარი თიკო

nene gelovani
სტუმარი თიკო
nene gelovani
სტუმარი თიკო
ვაფშე გაუშვი ეგ კაცი და მია და თამუნა დატოვე ერთად. არცერთს იმსახურებს.

რატომ კი მაგრამ რა შავდება თუ მიასთან დარჩება? joy
პ.ს. თამთა სადღა წავიდა რაა...

შავდება შავდება.

და რა, რა?

ოო ბოლო ორი თავი რაზეა რომ ვიწეწები? smiley joy

 


№15 სტუმარი სტუმარი თამთა

რა გადაწყვიტე ტოვებ ერთად?

 


№16 სტუმარი სტუმარი ელენე

სტუმარი თამთა
აქ ვარ და კომენტარის დაწერა არ მინდოდა გამაბრაზა, თუ მია უნდა რატო არ აძლევს თამუნას უფლებას განქორწინებაზე, ორი ქალი რატო უნდა ერთდროულად . მე არ მინდა მია იყოს თამუნას და მისი დაშორების მიზეზი უსამართლო გამოდის, დაანებოს თავი იმ ქალს და იყოს ხო არი მშვიდად ამასთან რაღა უნდა ისიც იპოვის ვინმეს მიას და კახას წყვილი მომწონს მაგრამ კახას საქციელი ძაან უსამართლოა რავქნა. კახა ასე რო არ იქცეოდეს მაგას და მიას უკვე კარგი მომენტები ექნებოდათ .

მიასა და ჩემს შორის არაფერი მომხდარა და ტუჩებში აკოცა ეგ არაფერია ? მარტო თამუნას კი არა მიასაც ცუდად ექცევა ამ ჩამოუყალიბლობით

ასეთი ტიპის კაცები ისტერიკას რომ აწყობენ, ასე პირდაპირ ნუ მიიღებთ ხოლმე მათ სიტყვებს.
ანუ ეჭვიანობის სცენას რომ დგამს კაცი და ნივთების ლეწვას იწყებს, არიქა როგორ ვყვარებივარო ნუ იფიქრებთ. დიდი ალბათობით კომპლექსები ახრჩობს და კონტროლის მანიაკია. ან ღალატის შემდეგ, "რო არ მიყვარდე ხომ გაგეყრებოდიო" რომ იტყვის, იმას არ ნიშნავს, მართლა გამყრელი და გამქცევი იყო.
კახა რომ იატაკზე გაწვა და ფეხების ქნევა დაიწყო, ადვოკატი არ დამანახოთო, იმის გამო არ იქნევდა, რომ თამუნას გარეშე მომავალს ვეღარ ხედავდა. სიტუაციას არ ამწვავებს და დანაშაულს არ იზრდის სხვების თვალში.
ხომ ხედავთ როგორი ადამიანია - ამ კაცის მთავარი მიზანი სიმშვიდეში ყოფნაა. ასეთი ადამიანები არ ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ და მითუმეტეს არ აკეთებენ.
მიამ შეუკიკინა თორემ მზად იყო თამუნასთან გაეგრძელებინა ცხოვრება, ოღონდ კომფორტის ზონიდან არ გამოსულიყო და ზედმეტი თავის ტკივილი არ გასჩენოდა.

ამიტომ სულაც არ ვთვლი რომ ორივე ქალი უნდა. ორივეს დაიკიდებს თუ სადღაც უფრო მეტი სიმშვიდე და სტაბილურობა იყნოსა.

 


№17 სტუმარი სტუმარი თამთა

ნივთების ლეწვას რომ დაიწყებს ასი წელი არ ვიფიქრებ ვუყვარვარ მეთქი , ვუყვარვარ კი არა გიჟი მანიაკია და სამკურნალოა არ აღიარებენ და ეგაა პრობლემა კახაზე კი არა ზოგადად თემას მოვაყოლე . კახას საქციელია ძაან უსამართლოა მიას და მას შორის არაფერი მომხდარა თურმე აბა თამუნას ეკოცნა თუ არაფერი იქნებოდა . ვფიქრობ ნეაკო კახა უფრო სამართლიანი უნდა გახადო რადგანაც შენი ისტორიაა თორემ ცხოვრებაში ასეთს ვინმე თუ მიახვედრებს რომ უსამართლოდ იქცევა. რაც ძალიან დაბალი შანსია. არადა მომწონს კახას და მიას წყვილი მაგრამ შემდეგში ალბათ ისევ თამუნას გაეკიდება და ამ კაცის არეულობის გამო მე და ნენე დავრჩებით იმედგაცრუებული . :D

 


№18 სტუმარი სტუმარი თამთა

მართლას ამბობს ნენე ცუდათ იქცევა ეს ჩვენი კახა სამწუხაროდ. მაგრამ არაუშავს იმედია მალე გამოფხიზლდება . და ჩვენ როგორც გვინდა ისე იქნება ყველაფერი ♡

 


№19 სტუმარი სტუმარი ელენე

სწორად აღნიშნე, ნენე - წინა ისტორიაში! მაშინ იდეალურად იქცეოდა და ახლა არეული აქვს რამსები. joy

ნეაკო, შენ არ გეგონოს რადგან კახას ვაკრიტიკებ ისტორია არ მომწონს. პირიქით, მშვენიერია და ძალიან მსიამოვნებს კითხვა. kissing_heart

 


№20 სტუმარი სტუმარი თიკო

აბა მე რატომ მჭირდება ყოველ ხუთ წუთში ცივი წყლის დალევ?

 


№21 სტუმარი სტუმარი ელენე

სტუმარი თიკო
აბა მე რატომ მჭირდება ყოველ ხუთ წუთში ცივი წყლის დალევ?

ხო რა ვიცი, შენ რაღაც ზედმეტად უკმაყოფილო ხარ და რა არ მოგწონს ვერ გავიგე joy მშვენიერი არასწორი ხალხია relaxed joy

 


№22  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელენე
სტუმარი თიკო
აბა მე რატომ მჭირდება ყოველ ხუთ წუთში ცივი წყლის დალევ?

ხო რა ვიცი, შენ რაღაც ზედმეტად უკმაყოფილო ხარ და რა არ მოგწონს ვერ გავიგე joy მშვენიერი არასწორი ხალხია relaxed joy

ხო აი ჩემი ისტორიების მკითხველს კახას უსაქციელობა რომ უკვირს, ეგ მიკვირს მეც joy

 


№23 სტუმარი სტუმარი თამთა

გიკვირს რო გვიკვირს? ანუ კაცი რო ტუჩებში გაკოცებს და არა მხოლოდ, ეგ რეები მოხდა მაგათ შორის და მერე გეტყვის უი რას ამბობ რა მოხდა ჩვენ შორის არც არაფერიო და ალბათ იფიქრებ ჰო არ მესიზმრაო ,არაა გასაკვირი :D ? განქორწინება არ მინდაო და ცალკე თამუნა რო შეაწუხა. ნეაკო სერიოზულად ნუ მიიღებ ვხვდები რო ისტორია უბრალოდ კახას მართლა სჭირდება გამოფხიზლება და შემდეგ თავებში რო არ ატკინოს მიას გული და იმ ქალსაც მისცეს ბედნიერების შანსი ამიტომ დავწერე ეს კომენტარი . კახას მხრიდან უსამართლობაა რაღაც მშობელივით ხარ შვილის შეცდომის დანახვა რო არ უნდა , არადა თუ გააცნობიერებს რო შეეშალა უკეთესია აბა როგორ გამოასწორებს თავი თუ მართალი ეგონა ბოლოში ისეთი დავწერე იმედია მიხვდი რა ვიგულსიხმე :D შენი კომენტარის შინაარს ვერ მივხვდი და ესეთი დასკვნა გამოვიტანე რო კახას იცავ და ბრაზდები რაღაც ისეთს რო ვამბობთ მასზე.

 


№24  offline წევრი Soraya

ანა მაღიზიანებს, სასტიკად, ვერ ვიტან როდესაც ადამიანები სხვების ურთიერთობაში ერევიან და პლიუს ამაზე ცრემლებს ღვრიან და ისტერიკებს მართავენ, მერე რა რომ შვილია, გავიგეთ რომ ნერვიულობს მაგრამ რა ურჩევნია? განქორწინებული დედ-მამა თუ იმ ჩხუბების ატანა რომლის მიზეზს მია ჰქვია? მერე თამუნას ცრემლები და კახას უაზრო მტკიცება რომ თურმე მასსა და მიას შორის არაფერი ხდება, ანა ზედმეტია თამუნას და კახას ურთიერთობაში. მადლობა ღმერთს თათიამ გადაწყვიტა საბოლოოდ, მაგრამ მაინც არ მჯერა რომ აღარასოდეს ნახავს.
რაც შეეხება კახას და მიას მაინტერესებს როდემდე გაგრძელდება კახას ვნებები მიას მიმართ, იმიტომ რომ ვთვლი ისტორიიდან გამომდინარე რომ მიას უფრო მეტი გრძნობა აკავშირებს კახასთან ვიდრე პირიქით.

 


№25 სტუმარი სტუმარი თიკო

სტუმარი თამთა
გიკვირს რო გვიკვირს? ანუ კაცი რო ტუჩებში გაკოცებს და არა მხოლოდ, ეგ რეები მოხდა მაგათ შორის და მერე გეტყვის უი რას ამბობ რა მოხდა ჩვენ შორის არც არაფერიო და ალბათ იფიქრებ ჰო არ მესიზმრაო ,არაა გასაკვირი :D ? განქორწინება არ მინდაო და ცალკე თამუნა რო შეაწუხა. ნეაკო სერიოზულად ნუ მიიღებ ვხვდები რო ისტორია უბრალოდ კახას მართლა სჭირდება გამოფხიზლება და შემდეგ თავებში რო არ ატკინოს მიას გული და იმ ქალსაც მისცეს ბედნიერების შანსი ამიტომ დავწერე ეს კომენტარი . კახას მხრიდან უსამართლობაა რაღაც მშობელივით ხარ შვილის შეცდომის დანახვა რო არ უნდა , არადა თუ გააცნობიერებს რო შეეშალა უკეთესია აბა როგორ გამოასწორებს თავი თუ მართალი ეგონა ბოლოში ისეთი დავწერე იმედია მიხვდი რა ვიგულსიხმე :D შენი კომენტარის შინაარს ვერ მივხვდი და ესეთი დასკვნა გამოვიტანე რო კახას იცავ და ბრაზდები რაღაც ისეთს რო ვამბობთ მასზე.

არა, არ იფიქრო მაგაზე, ნეაკო არასდროს არ ბრაზდება მისი ისტორიების კომენტარებში აზრების გაცვლა-გამოცვლაზე, თუ ვინმე პირადად არ შეეხო მას (ხო მაქვს დაზეპირებული joy )❤

 


№26 სტუმარი სტუმარი თამთა

კარგია თიკო რომ მითხარი მართლა მეგონა გაბრაზდა :D ♡ ♡ ♡

 


№27  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თამთა
კარგია თიკო რომ მითხარი მართლა მეგონა გაბრაზდა :D ♡ ♡ ♡

ვაიმე თამთა რა საყვარელი ხარ❤️ როგორ შეიძლება გავბრაზდე ან მეწყინოს მსგავსი კომეტარები? პირიქით ძალიან მიხარია რომ გამოგვეხმაურე და გაგვიზიარე შენი აზრი.
აბსოლუტურად ვიზიარებს შენს აზრს კახასთან მიმართებაში. მეც ვფიქრობ რომ ამ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ კახა და რაც შეიძლება მალე უნდა მოვიდეს აზრზე რომ გული არ ატკინოს თამუნას, და არც მია დატოვოს იმედგაცრუებული

სტუმარი ელენე
სწორად აღნიშნე, ნენე - წინა ისტორიაში! მაშინ იდეალურად იქცეოდა და ახლა არეული აქვს რამსები. joy

ნეაკო, შენ არ გეგონოს რადგან კახას ვაკრიტიკებ ისტორია არ მომწონს. პირიქით, მშვენიერია და ძალიან მსიამოვნებს კითხვა. kissing_heart

მიხარია ამის მოსმენა ❤️❤️❤️❤️❤️ დედას ტკბილო

სტუმარი თიკო
აბა მე რატომ მჭირდება ყოველ ხუთ წუთში ცივი წყლის დალევ?

იმიტომ რომ ჯერ კიდევ შეგუების პროცესში ხარ joy ❤️
კახა, თამუნა, ანა, მია, თათია, ანდრია-მოკლეთ ყველა არასწორად იქცევა ამ ისტორიაში, შესაბამისად კითხვისას უარყოფითი ემოციებით იმუხტები. ელენე თითქმის უკვე შეგუებულია ამ ფაქტას და შესაბამისად უფრო ნაკლები ემოციებით აფასებს თითეოეული პერსონაჟის უსაქციელობას ( თათია არ ითვლება)

 


№28 სტუმარი სტუმარი თამთა

❤️❤️ ნეაკო ❤️❤️

 


№29  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელენე
მთელი თავი ანას ისტერიკებზე იყო. ეს გოგო როდის ან რატომ გახდა მთავარი გმირი? ძლივს სადღაცას მივაგნებდი მიას, დავიწყებდი იმ ნაწილის კითხვას და ზუსტად ორი წინადადების შემდეგ ანას ამბავი მაწყვეტინებდა და ისევ ისტერიკებზე, ცრემლებზე და გაქცევაზე მიწევდა კითხვა.
წინა თავში რომელს გეწერათ იქნებ მოაგვარო თორნიკეს და ანას თემაო? თიკო თუ ნენე?
რომელიღაცა ძაან დაბოღმილი იქნებით ჩემსავით. joy
ანუ არ ვარ მომხრე თორნიკე და ანა გაქრნენ ისტორიიდან, უბრალოდ მართლა მთავარ გმირებად ნუ გადააქცევ და მიას ნუ გადააფარინებ რა.

ძალიან ვღიზიანდები ზრდასრულ ქალებს ასეთი ისტერიკების მოწყობა რომ არ ერიდებათ მშობლების განქორწინებაზე, როგორსაც ახლა ანა აწყობს. ისევ ქეთის და ირაკლის ანა მახსენდება. აი ზუსტად იგივე სიტუაცია იყო. ცრემლები, გაქცევები, გულის წასვლები. გასაგებია, რომ სულერთი ვერ იქნება შენი ოჯახის ამბები, მაგრამ ზღვარიც უნდა იცოდეს ადამიანმა. ყოჩაღ ისე თორნიკეს ამისი გაძლება და დევნა რომ არ ეზარება. joy

კახას რაც შეეხება, მე არ მაკვირვებს მაგ კაცის ქცევები. რაღაც ისეთი პერსონაჟია აი ბევრი რომ მსმენია და გამიგია ცხოვრებაშიც ეგეთებზე. უფრო სწორედ პერსონაჟი კი არაა ეგეთი, სიტუაციაა ისეთი, რომ ბევრჯერ მომხდარა. ცოლის განქორწინებაზე ნერვიული შეტევა რომ ჰქონდა სულაც არ ვფიქრობ რომ "ორი ქალისთვის უნდა ბოლოს მოღება" ან ორივე ქალთან ერთდროულად უნდა ყოფნა. ამ ეტაპზე ყოფნა უნდა მიასთან, ჩანს ეს, მაგრამ ამის გამო რომ ტაშს არავინ დაუკრავს ამასაც ხვდება, ხოდა ეს საბუთებზე კრუნჩხვები ჩემთვის ერთი ჭიქა წლის მისხმა იყო ცეცხლზე, რომელსაც ყველა კახას ახლობელი აგიზგიზებს.
ახლა "კისერიც უტეხიაო" რომ გამოეხატა რეაქციით, იქვე ჩაკლავდა თავისი ძმა და ანა მორიგ ჯერზე ტირილით გაიქცეოდა სხვა ნათესავის სახლში. smiley ნუ მოკლედ... ვეღარ ვხსნი.

დეიდას ტკბილო მარტო შენ გესმის კახასი joy აგერ ნენეც კი დაააბნია კახას ისტერიკამ განქორწინებაზე joy ანაზე ჩემი ისტორიების ერთერთი ,,მარიანაა" და ძალიანაც ნუ გაგვაკრიტიკებთ ძალიან გთხოვთ ❤️ ხომ იცით ,,მარიანების" გარეშე ისტორიას ვერ ვწერ ხოლმე joy

სტუმარი თამთა
❤️❤️ ნეაკო ❤️❤️

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

სტუმარი თამთა
რა გადაწყვიტე ტოვებ ერთად?

ჯერ ვერ გადავწყვიტე :(

 


№30 სტუმარი სტუმარი თამთა

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent