როგორი ვიქნები 10 წლის შემდეგ? (თავი 1)
დილით მზის სხივები, რომ მოეფინა სახეზე მხოლოდ ამის შემდეგ ინება თვალების გახელა. დღეს მეგობრის დაბადების დღეა. წავა და ისე მაგრად გაერთობა, რომ სულ დაივიწყებს ნიკას. ბიჭი თითქოს ვერც ამჩნევს ლანას, გოგო კი ლამისაა ჭკუიდან გადავიდეს ამის გამო. ხოდა დღეს დალევა ნამდვილად არ აწყენს. უცბად წამოდგა ფეხზე და თავბრუსხვევამ არ დააყოვნა. არ გაკვირვებია ლანას. ზოგჯერ ასე ემართებოდა, თვალს უბნელდებოდა და წამებში უკეთ ხდებოდა. ახლა ცოტა დიდ ხანს გაგრძელდა, თითქოს წუილის ხმა ჩაესმა ყურებში. უცბად წაბორძიკდა და თვალდახუჭული შეეცადა რამეს ჩაჭიდებოდა. წამში გადაუარა, მეხსიერებაც აღუდგა და იმ წამს დავარდნილ მინის ჭურჭელს დახედა, რომელიც დაცემისთანავე მილიარდ ნაწილად დაიშალა. იმხელა ხმა ჰქონდა თავად შეხტა ადგილზე. ეუცნაურა. ეს ნივთი ვისია? დედამისმა მოიტანა ღამით? ოთახს მოავლო დაფეთებულმა მზერა და რომ ვერ იცნო ვერაფერი შიშისგან გააკანკალა. ზურგს უკან გაიგონა კარის გაღების ხმა და წამში მიტრიალდა უკან. დაახლოებით 30წლის თაფლისფერთვალება, ჩაწითლებულთვალებიანი, საკმაოდ დიდ წვერიანი მამაკაცი უყურებდა და თან იღიმოდა. მის ღიმილზე ნამდვილად უნდა შეშინებოდა, მაგრამ ისე გულწრფელად და ლაღად უღიმოდა, რომ... ნაბიჯი, რომ გადადგა გოგოსკენ იმ წამს იყვირა გოგომ არ მომეკაროო. მამაკაციც იმ წამსვე ადგილს მიეყინა. - ალა რა გჭირს? - ისეთი მზერა ჰქონდა, რომ... უბრალოდ ვერ აღწერს გოგონა. მხოლოდ იგრძნო.. იგრძნო, რომ მამაკაცი რაღაცაზე დარდობდა. მაგრამ სულ არ ადარდებდა თავისი გამტაცებლის ემოციები. ახლა მთავარია აქედან გააღწიოს. ან ეს ალა ვინ არის? ვინმეში აერია უეჭველად და ალას მაგივრად ლანა მოიტაცა. - სად ვართ? -მაშინვე ჰკითხა ლანამ. - ჩვენთან სახლში. - ლამის სიცილი აუტყდა გოგონას. რა სახლი, რა ჩვენი სახლი ... - მეგობარო, მგონი გერევი ვიღაცაში.მე ლანა ვარ, ლანა გესმის?! ალა ვინ არის არ ვიცი. მგონი აგერიე. -ოდნავ გაუღიმა უხერხულად. მერე საწოლზე დადებული უცხო მოსაცმელი აიღო და მოიცვა. - ჯანდაბა! ასე ძალიან? - თავისთვის ჩაიბურტყუნა მამაკაცმა და რაც ხელში მოხვდა პირველი ის ისროლა. ლანა მაშინვე შეხტა და ინსტიქტურად ძირს დაყრილი მინის ჭურჭლის უწვრილესი ნამსხვრევები აიღო ხელში. მხოლოდ ამის შემდეგ მიტრიალდა უკან. - მომისმინე ბიჭი. არ მომიახლოვდე თორემ ამ შუშებს შეგაყრი მაშინვე. მე წავალ და შენ რაც გინდა ის გიქნია. - მამაკაცს არაფერი გაუკეთებია. დუმილი იმას მიანიშნებდა, რომ ის ამ აზრის წინააღმდეგი არ ყოფილა. მაგრამ ასე მარტივად? ლანა ვერ იჯერებდა, რომ ამ ტრაგედიიდან ასე მარტივად გამოძვრა. ნიჭი აქვს რა ამ გოგოს, ნიჭი! - შემიძლია წაგიყვანო. - ეს შეთავაზება ნამდვილად არ გაკვირვებია. ასე უნდა ლანას გასულელება მამაკაცს? არამც და არამც. გოგოს ისე გაეცინა, როგორ არასდროს. - აბა რა პირდაპირ სახლში არა? არ მინდა მადლობა. - დაშავებული ხარ. ხელი გაქვს ნაღრძობი, და რამდენიმე ჭრილობაც. მარტო ვერ გაგიშვებ. - მხოლოდ იმ წამს იგრძნო გოგონამ, როგორ გაუსაძლისად სტკიოდა მხარი. რა უქნა ამ მანიაკმა? ნაბიჯი, რომ გადადგა მამაკაცმა მისკენ იმ წამსვე წამოიყვირა. - არ მომიახლოვდე! - ალა... - ალა კი არა ლანა იდიოტო! არ მომიახლოვდე თორემ შეგაყრი მეთქი. არაა საჭირო ჩემი წაყვანა. თავადაც მივაგნებ სახლს. - მამაკაცს აკვირდებოდა გამეტებით, რომელიც თავიდან ერთ ადგილზე იყო მიყინული, შემდეგ კი კარისკენ დაიწყო სვლა. გოგონას წინ გადაუდგა. - ხომ გაგაფრთხილე შეგაყრი მეთქი! - უყვირა. - კარგი რა ალა. რომ გდომოდა აქამდე შემაყრიდი.- ისევ ეს ალა. უკვე ყელშია. - გაიწიე! - უყვირა ისევ, თუმცა მამაკაცს წარბიც არ შეტოკებია. ტუჩის კუთხე დამცინავად ჩატეხა და გოგონას ხელს, რომელშიც ნამსხვრევები ჰქონდა მოქცეული, ხელი ჩაკიდა. შემდეგ კი თავისკენ მიიზიდა და მეორე ხელი წელზე შეუცურა. იმ წამს თითქოს თავში აასხა სისხლმა, ახურდა და შოკში ჩავარდა. შიშისგან გააკანკალა და ჟრუანტელმა დაუარა. - ობობასაც ვერ მოკლავ, ადამიანის დაშავებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მერე დანაშაულის გრძნობას მთელი ცხოვრება ვერ გაექცევი. ვერასდროს ვხვდებოდი ასე მგრძნობიარე რატომ იყავი. - რაებს ბოდავ? რა სისულულეს ამბობ. სინდისი არც შემაწუხებს რამე თუ მოგივა. - უყვირა იმის მიუხედავად, რომ მამაკაცი მართალი იყო და თითებით ყურს უკან კანის მოფხანა დაიწყო. - იმაზე უკეთ გიცნობ ვიდრე შენ საკუთარ თავს, ახლა მითუმეტეს! ტყუილის დროს სულ ასე მიგაქვს ხელი ყურთან და წამში შეგიძლია გათქვა საკუთარი თავი. - უკვე გაცოფდა. როგორ შეიძლება ამ უცნობ მამაკაცს ასეთი დეტალები ცოდნოდა. ლანაზე? სულ გააფრინა მამაკაცმა ხელი, რომ გააშვებინა ნამსხვრევებისთვის და ძირს დააყრევინა, ლანამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია. - ვინ ხარ საერთოდ? - ძლივს ამოთქვა. - შენი ქმარი საყვარელო... - უთხრა მამაკაცმა და გოგონას ტუჩებს მიაპყრო ყურადღება. ისე ახლოს იყვნენ, რომ უცნობის გახშირებულ სუნთქვას გრძნობდა. მის თავლებში ათამაშებულ ჭინკებს და... და სიყვარულის ნაპერწკლებს. ასეთი მზერა იშვიათად უნახავს. მხოლოდ იმ მამაკაცების თვალებზე, რომლებიც გაგიჟებით შეყვარებულნი უყურებენ საყვარელ ქალს. მაგრამ... როგორ? გულახდილობა იმალებოდა უცხოს სიტყვებში, მაგრამ როგორ გინდა უცნობი გეუბნებოდეს შენი ქმარი ვარო და შენ სიცილისგან არ კვდებოდა ასეთ დამცინავ მდგომარეობაში ყოფნის გამო. - ლანა ნუ იცინი ასე, თორემ ცუდად გახდები!- ისევ ვერ წყვეტდა სიცილს. - ვახ... ქმარიო..- თქვა და უარესად აუტყდა სიცილი. ცრემლები სდიოდა უკვე თვალებიდან. უცბად გაისმა კარზე ზარის ხმა. ხელი გაუშვა ბიჭმა და კარიდან გავიდა. ლანას ტვინში წითელი ჩაირთო. ოთახში მიმოიხედა. აივანი! ერთადერთი იმედია. გარეთ გავიდა და ძირს გადაიხედა. ალბათ მეხუთე სართულზე მაინცაა. ვერ გადახტება. მაშინ იქნებ მეზობლებთან გადავიდეს და მათ სთხოვოს დახმარება. მაგრამ იქ, რომ არავინ დახვდეს, ან ვინმე ცუდი ადამიანი, რომ იყოს? ნუ მგონი გარისკვად ღირს. ამ შეშლილ ადამიანთან დარჩენას მაინც სჯობს. 'მერე მოვაკითხავ და წავიყვან საგიჟეთში საწყალს.' გაიფიქრა დამცინავად და ტვინში გათვალა უსაფრთხოდ როგორ გადავიდოდა გვერდით. ფეხი ასწია და იმ წამს მოესმა ნაცნობი ყვირილის ხმა. - ლანა! - დედა?... დედა. - იმ წამსვე გაიქცა დედამისისკენ და ძლიერად ჩაეხუტა. - მაინც მიპოვეთ ხომ? ჩემს გადასარჩენად მოხვედით? - სლუკუნით უთხრა. უხაროდა, რომ ეს ტანჯვა დამთავრდა. - წამოდი შევიდეთ. - ხელი ჩავკიდა ნინამ ქალიშვილს და ოთახში დააბრუნა. ლანამ შოკი მაშინ მიიღო ოთახის კუთხეში მდგომი თავდახრილი მამაკაცი, რომ დალანდა. - დედა? - კითხვის ნიშნიანი მზერა მიაპყრო ნინას. - ლანა, ჩემო პატარა მოდი დაჯექი. - დედა გთხოვ, უბრალოდ ამიხსენი ნუ მაწამებ. - თვეების წინ ავარიაში მოყევი და... - მხოლოდ ეს თქვა და ნინა ჩაჩუმდა. თავი დახარა, ისე იქცეოდა თითქოს ძალას იკრებსო. - დედა ეგ თვეების წინ კი არა, ერთი კვირის წინ იყო. - ქალის თვალები აწყლიანდა. ლანა დაიბნა. დაძაბული აურა იყო. ეშინოდა, კედლის კუთხეში მდომი კაცის, მიუხედავად ამისა მთელი სხეულით გრძნობდა, რომ არაფერს დაუშავებდა. - მაშინ 21ის იყავი ლანა, ახლა კი 28ის ხარ! - შოკში ჩააგდო დედის სიტყვებმა. - ვიცი შვილო რთული დასაჯერებელია. მაგრამ ჩვენთვის არ იცი რა რთულია. თვეების განმავლობაში კომაში იყავი. ახლა უკეთ ხარ, მაგრამ.. მაგრამ საკუთარ ქმარსაც ვეღარ ცნობ შვილო... - ამოთქვა სიმწრით ქალმა და ქვითინი აუტყდა. - ქმარი? - მამაკაცისკენ მიტრიალდა ოთახის კუთხეში, მაგრამ ის იქ აღარ იყო. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გაიგო კარების გაჯახუნების ხმა. თვალებიდან მაშინვე ცრემლები ჩამოსცვივდა და საწოლზე ჩამოჯდა. ჯერ ვერ იჯერებდა და საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებოდა ამის გასააზრებლად. ტელეფონი შეამჩნია საწოლის გვერდით და მაშინვე ხელი დაავლო. პატარა ბავშვის ფოტო ეყენა ეკრანზე. ვერ იცნო ... - ჩვენ რა შვილიც გვყავს? - ძლივს ამოთქვა ძალიან ჩუმად. იმაშიც ვერ დარწმუნდა ნინამ გაიგო მისი სიტყვები თუ ვერ. მთელი სული და ენერგია ჩააქსოვა ამ სიტყვებში და პასუხის მოლოდინში გააკანკალა. გული ისე ჩქარა უცემდა, როგორც არასდროს. ნიკასთან ახლოს ყოფნის დროსაც არ ყოფილა ასე... - არა, ლანა. შვილი არ გყავთ სამწუხაროდ. შენი ნათლულია ანა. ისეთი კარგი ბავშვია. ქეთოს შვილია. - ქეთოს შვილი ყავს დედა? - თვალები ისე აუცრემლიანდა, რომ თვალებგახელილი ძალიან დაბინდულად ხედავდა. ტელეფონის კამერა გახსნა და შიგნით ჩაიხედა. სულ სხვანაირი იყო, იმისგან როგორიც ბოლოს საკუთარი თავი ახსოვდა. მისი სახიდან ყველა მუწუკი გამქრალიყო, სამაგიეროდ ოდნავი სილურჯე შეპაროდა მის მარჯვენა ლოყას. ღრმად ამოისუნთქა, ცრემლები მოიწმინდა და ტელეფონი გვერდით გადადო. ახლა არ იყო იმის დრო, რომ უსასრულოდ ეტირა. - დედა, დედიკო, რა გატირებს. ვერ ხედავ კარგად ვარ? ცოცხალი და სახსალამათი. მიდი ახლა მომიყევი რაღაცები. რა მოხდა იმ დროის განმავლობაში რაც არ მახსოვს. 28ის ხარო ასე მითხარი არა? ანუ შვიდი წელი გავიდა. მომიყევი რა შეიცვალა. - მამაშენს ძლივს ვაყიდინე ახალი სახლი. ის ძველი შენს დას დავუტოვეთ. ისე ბედნიერი იყო თაკო, რომ ვერ წარმოიდგენ. სულ ყველაფერი შეცვალეთ ლამის იმ სახლში. ისე კარგად მოაწყო თაკო , რომ არ ვიცი. ასე კარგი ინტერიერჯს დიზაინერი თუ დადგებოდა ჩემი შვილი რა მეგონა. შენ კიდე აიხდინე შენი ოცნება დე. ჯერ გრაფიკული დიზაინი ისწავლე მერე რაღაცებს ყიდდი, ენეფტი თუ რაღაც. დღესაც ვერ ვხვდები ეგ სულელი ხალხი რაში გიხდის ამდენ ფულს .. მარა ხო გიხდის დე და რა მნიშვნელობა აქვს. - თაკოზე მომიყევი დე. ჩემამდე დაქორწინდა ხო? ხო დაქორწინდა ჩემამდე? - თაკო და ქმარი ლანა? - ოო შენ ჩემზეც ეგრე ფიქრობდი დე. ანუ არ ყავს მაგ უნამოსოს. სულ ცუდ ამბებს, რომ მეუბნები ახლა მაინც გამახარე და მითხარი, რომ წავიყვანე უკვე სვანეთში. - რა სვანეთი გოგო ხო ხარ კარგად? - სახე გაუმკაცრდა ნინამ. ალბათ იეჭვა ამ ჩემს შვილმა მეხსიერება დაკარგა, მაგრამ იქნებ ისეთი რაღაცები ახსოვს რაც არ მომხდარაო. ამაზე სულ ჭკუიდან გადავიდა ქალი. - მე და თაკო დავნიძლავდით, მე ვუთხარი პირველი შენ გათხოვდებიო. იმან არა შენო. მერე დავნიძლავდით, წაგებული მოგებულს სვანეთში წაიყვანდა დასასვენებლად. წამიგია და ეგაა ... - დე, თუ გინდა ვუთხრათ, რომ ეგეც აღარ გახსოვს. - უთხრა ნინამ მეამიტურად. ლანას სიცილი წასკდა. ასე ბოლოს როდის იცინა არც ახსოვს. კარგი იყო ეს. კარგი. ძლივს მთელი დღის განმავლობაში რაღაც სასაცილო მაინც მოხდა! - აუ დედა ჩაგეთვალა. ისედაც არაფერი მახსოვს და კიდე ეგ დავამატო? ქეთოზე და ანაზე მომიყევი .. - შენი ქეთო, გენაცვალე, 5წელია დაოჯახებულია და კი ყავს უკვე 2შვილი. ანა და ანდრია. ანა შენი ნათლულია. შენ ნებაზე, რომ ყოფილიყო ანდრიასაც შენ მოუნათლავდი. ანა ისეთი ცელქი და ნიჭიერია, ქეთო ხუმრობს ხოლმე სულ ნათლიამ დაანათლაო. გიორგიც ჰუმანიტარია და შენ მოგაწერეს ანას მათემატიკისადმი სიყვარული. უიმე შე ბოთე გიორგიც არ გახსოვს. -დედის ამ რეპლიკაზე ახარხარდა ლანა და ყურადღებით განაგრძო მოსმენა. - გიორგი ისეთი საყვარელია. მე კი არ ვიცნობ კარგად, მაგრამ შენ სულ ამბობდი ძალიან მაგარი ადამიანია, ეს და ქეთო, რომ არ გახდნენ შეყვარებულები ყველაზე მეტად მე მეწყინებაო. ერთხელ თურმე ნაჩხუბრები, რომ იყვნენ პაემანი მოუწყვე. ორივეს შენ მიწერე წერილი ვითომ ერთმანეთისგან, რომ მიიღეს და იქ ისეთები ატყდა. ყველაფერი დალეწილი დაგხვდა ბოლოს. მაგრამ ქეთო და გიორგი კი შეარიგე და რას დაეძებდი. ისე დაუახლოვდი ორივეს, რომ სულ სამნი დადიოდით ერთად თავიდან. მერე კი მოხვდი მურმანის ეკალი ვარო და დატოვე ცალკე წყვილი მარა ქეთო ვერ გელეოდა და მაინც ხშირხშირად დარბოდი მათთან სახლში. უჰ.. ერთხელ მათ უნდა ესტუმრო და ისინი მოგიყვებიან კიდევ უფრო მეტს. უნდოდა ეთქვა ჩემს ქმარზე მომიყევი რამეო, მაგრამ ვერ ბედავდა. სამაგიეროდ შორი გზიდან მოუარა და ყველა ნათესავ-ახლობელის ისტორია გამოიკითხა. უკვე, რომ შეემზადა იმ კაცზე კითხვის დასმისთვის ( ქმარს ნამდვილად ვერ უწოდებს, ეს მის ძალებს აღემატება) და წუთი წუთზე ჰკითხავდა კიდეც, ზუსტად მაგ დროს შემოვიდა სახლში ვიღაც. სავარაუდოდ ის იყო. ოთახიში არ შემოსულა, არც ლანა გასულა. დედამისი ცოტა ხნით კიდევ იყო, მერე მოსაღამოვდა და წავიდა. წასვლისას ისე უნდოდა ეთქვა არ წახვიდეო ან მეც თან წამიყვანეო, მაგრამ სიტყვაც ვერ დაძრა. ხმა ვერ ამოიღო უბრალოდ და გულმოკლული, ნაღვლიანი უყურებდა მიმავალს. ოთახში იყო, ვერაფერს აკეთებდა. არც ძილი უნდოდა, ვერ ხვდებოდა რა ექნა. მამაკაციც არ ჩანდა. კუჭი სიმფონიებს წერდა უკვე, მაგრამ გარეთ გამსვლელი არ იყო. გემრიელი ყიყლიყოს სუნი, რომ შემოვიდა ხომ საერთოდ ჭკუიდან გადავიდა. ეს რა უტაქტობაა არც ეძახის გამოდი ჭამეო. მაგარი წმარი ყავს რა. არც ადარდებს თავისი ცოლი. მარა რა უკვირს. სულ ქონდა იმის შიში მაინცდამაინც ვინმე დამპალ ადამიანს გავყვები ცოლად და ცხოვრებას გავიმწარებო. და აი .. რას მოაყოლა ეს მწარე ფიქრები გოგონამ ... მხოლოდ იმას, რომ კაცმა ცოტათი გვიან შემოაღო ოთახის კარები, როცა უკვე ლანას მრავალმხრივ ნალანზღი ყავდა და უთხრა. - საჭმელი მზადაა. - ასეთი თბილი და მზრუნველი ხმა მისგან ნამდვილად გაუკვირდა. ისე გავარდა სახლიდან და ისე მიაჯახუნა კარი საათების წინ ეგონა ძალიან გაბრაზებული და გაღიზიანებული იქნებოდა. მაგრამ... შეცდა! - არ მინდა, მადლობა. - უთხრა და თავი ძლივს შეიკავა თითები ყურს უკან არ წაეღო. - შეიძლება თითები დაიმორჩილო, მაგრამ მე მაინც ვერ მომატყუებ. გელოდები. თან წამლები გაქვს დასალევი. ხომ არ გგონია, რომ ისე კარგად გახდი წამებში არაფერი გეტკინება. გამაყუჩებლის გამო ხარ ასე კარგად. წამალი, რომ გამოტოვო მერე ნახე შენ ტკივილი. იქამდე კი საჭმელი უნდა ჭამო. გელოდები.. - უთხრა და გავიდა. კარები ღია დატოვა. თვალები ჩაცვენილი და აწითლებული ჰქონდა ჯერ კიდევ. საკმაოდ გამხდარი იყო მამაკაცი, ისე იქცეოდა თითქოს ყველაფერი წესრიგში ყოფილიყოს. რომ არ ყოფილიყო გარკვეული სიტუაციაში ალბათ ვერც მიხვდებოდა, რომ ამ კაცის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არ მიდის. შეეშვა მასზე ფიქრს და გარეთ გავიდა. მამაკაცი ღიღინით აწყობდა სუფრას. უკნიდან დაფეთებული მიახლოვდა. უკვე გრძნობდა უხერხულობას და დახუთულ ჰაერს. ძალიან შიოდა თორემ იქიდან ნამდვილად არ გამოვიდოდა თავისი ნებით. მაგიდასთან ჩამოჯდა და უგემურად მიიტანა პირველი ლუკმა პირთან. ისეთი გემრიელი იყო, რომ ლამის თითებიც მიაყოლა. მამაკაცს ზედაც არ უყურებდა, თუმცა მზერას გრძნობდა. ჯიუტად მხოლოდ საჭმელებს აგემოვნებდა და მაგიდის იქით არსად იხედებოდა. გარდა ფანჯრისა, რომლიდანაც უმშვენიერესი ხედი მოჩანდა. უკვე მობეზრებულიც ჰქონდა მთელი ჭამის განმავლობაში იქით გახედვა, მაგრამ სახლის შიდა სივრცეზე მზერის გადატანის იდეაც კი აფრთხობდა. - მადლობა! - უთხრა და ფეხზე წამოდგა. მხოლოდ ამ წამს გახედა მამაკაცს. მისი თეფში ცარიელი იყო. თვალებში ჩახედა წამით და იმხელა ტკივილი იგრძნო აქამდე, რომ არავის თვალებში ამოუკითხავს. შეეცოდა, ძალიან, მაგრამ არ იცოდა რა უნდა ექნა. ოთახისკენ გაბრუნება, რომ დააპირა მაშინ მოესმა კაცის დაბალი, გამტყდარი, ბარიტონი და გულში რაღაც მწარედ ჩაწყდა. - მოიცადე, წამალს მოგიტან! - ისევ უკან დაბრუნდა ლანა და ისევ ფანაჯარაში დაიწყო ყურება. უხერხულობისგან სხვა რა უნდა ექნა ვერ მიხვდა. ისე უნდოდა იქიდან გამქრალიყო, რომ წამში ისიც გაიფიქრა სულ არ დავლევ წამალს და ახლავე წავალ ოთახშიო. ბიჭმა წამალი და წყალი ორივე ერთად მიაწოდა. მადლობა გადაუხადა და დალია. - ყოველთვის მოგწონდა ეს ხედი. მაგრამ ფანჯარაში საათობით ყურებას გერჩივნა ჩემთვის გეყურებინა. - მშვიდი ხმით უთხრა ბიჭმა. არ უყურებდა, მაგრამ მიხვდა იღიმოდა. - ეს კედლებიც სულ შენი და თაკოს დიზაინია. ყოველთვის მოგვწონდა შენი დის არჩევანი. სხვათაშორის ხვალ აპირებენ შენები მოსვლას.- ოდნავ თავი დაუქნია გოგონამ. - შენი საყვარელი შოკოლადი მოგიტანე. სულ რაღაც ეგზოტიკურს და განსხვავებულ გემოს ეძებდი. პერიოდულად იცოდი რამე ტკბილეულის ამოჩემება, მერე გბეზრდებოდა იგივე გემო და სხვას ყიდულობდი. ეს ის შოკოლადია, რომელიც ბოლოს გქონდა ამოჩემებული. სავარაუდოდ უნდა მოგეწონოს. - გამოართვა და ოთახისკენ წავიდა. - მადლობა... და .. და ბოდიში. - ერთი ეს უთხრა და მაშინვე წამოვიდა. გემრიელად მიირთვა შოკოლადი. ისეთი გემრიელი იყო სიამოვნებით შეჭამდა ბოლომდე. მაგრამ მოერიდა. ნახევარი დატოვა. მერე პერიოდულად იხედებოდა საწოლის გვერდით კომოდზე დადებული შოკოლადისკენ. საბოლოოდ ადგა და ოთახის ყველაზე შორ ადგილას სკამზე დადო. ისევ უკან დაბრუნდა. და ეცადა დაძინებოდა. მზარი ისევ ტკიოდა ცოტა, მაგრამ ეს არაფერიო იმშვიდებდა თავს და ცდილობდა დაძინებას. ჩაძინებამდე მთელი დრო რაღაც ძალიან აწუხებდა შიგნიდან. თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, რომ ასე ცივად ექცეოდა მამაკაცს. მისი სახელიც კა არ იცოდა .. ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებდა, მაგრამ.. მისთვის საყვარელ ადამიანს თვალებში, რომ არ ჩაეხედა ამდენი ხნით და ასე ახლოს, მაგრამ ასე შორს ყოფილიყო მისგან ალბათ ჭკუიდან გადავიდოდა. ის კი მოთმინებით იტანდა. ძალიან ეცოდებოდა ისიც და საკუთარი თავიც. ბოლოს ასეთ მძიმე ფიქრებში ჩაეძინა. - საუზმე მზადაა ლანა. - ძილბურანში ჩაესმა კაცის ხმა. თვალები გაახილა და გაუაზრებლად შეხედა. მადლობა ღმერთს მის თვალებს არ შეეფეთა. მისსავე მზერას გააყოლა თვალი. ოთახის ბოლოში სკამზე დადებულ შოკოლადზე რომ მიყინოდა. მერე დაბლა დახარა თავი ცოტათი, სიმწრით ჩაიცინა და ოთახი დატოვა. ლანა მოწესრიგდა უცბად და გარეთ გავიდა. ისეთი კარგი სუნი იდგა. სამზარეულოში მოფუსფუსე მამაკაცს უყურებდა. ეს ამხელა წვერი საერთოდ არ უხდებოდა. რამ შეაყვარა ეს გამხდარი და წვერებიანი ბიჭი? სულ მხარბეჭიან და უწვერებო ბიჭებს ანიჭებდა უპირატესობას არადა. - დაწრმუნებული ხარ, რომ სიყვარულით გამოგყევი ცოლად? - დაუფიქრებლად ჰკითხა. მამაკაცმა ხელში არსებული თეფშები კედელს შეანარცხა გაბრაზებულმა და ისე გაუჩინარდა სამზარეულოდან ზედაც არ შეუხედავს ლანასთვის. 'ჯანდაბა' ვერ მიხვდა რა ექნა. საბოლოოდ თეფშების ნამსხვრევები აკრიფა. მერე ბარემ ოთახში დაყრილი ნამსხვრებიც მიაყოლა და სუფრის გაზყობა დაიწყო. რომ მორჩა მარტო დაჯდომა მოერიდა და ფეხაკრეფით გაემართა კაცის მოსაძებნად. ძლივს მიაგნო ამხელა სახლში და დაუკაკუნებლად შეაჭრა ოთახში. გვიანი იყო, რომ გაიაზრა ყველაფერი. - არ გამოხვალ? მაგიდა გავაწყვე... მომისმინე, მე არ... - ორ წუთში გამოვალ, მადლობა. - გავიდა ლანა ოთახიდან და მაგიდასთან მჯდომი ელოდებოდა. თვალებში ისევ ვერ უყურებდა. - შენი სახელიც არ ვიცი. - რომ მოვიდა პირველი ეს ჰკითხა. - მე როგორ დაგიძახო? - როგორც გინდა. - უემოციო ხმა ჰქონდა ტატოს. - შენ ალას მეძახი ლანას ნაცვლად, მეც რამეს მოვიფიქრებდი. ხომ ასეა? ხო მოვიფიქრე რამე ზედმეტსახელი? და გეძახდი მერე... - კი... კრეატიული ნამდვილად იყავი. ალაც შენი მოფიქრებულია. თავიდან ასე გამეცანი. - მამაკაცს მთელი დღის განმავლობაში ახლა შეხედა სახეზე. ისიც ფანჯრისკენ იყურებოდა თურმე. ისე ფართოდ იღიმოდა. ალბათ უკვე ფიქრებით გაცნობის მომენტს იხსენებდა. ისე უღმერთოდ იღიმოდა, ისე ბედნიერად ლანასაც გადაედო ემოცია, მაგრამ წამში დაასერიოზულა ტატომ გამომეტყველება. - მე რას გეძახდი? - არ გეტყვი! - კარგი რა.. მითხარი... რატომ არ მეუბნები? - ვერასდროს ვიტანდი მაგ ზედმეტსახელს. ეგ კი არა შენც ვერ იტანდი. როცა ჩემი გაბრაზება გინდოდა მაშინ მეძახდი მხოლოდ. ერთხელ გითხარი იმ შოკოლადზე ამდენს ნუ ჭამ თქო და ისე გამიბრაზდი ძლივს გადაგირჩი. მაშინ მოიფიქრე ეგ ზედმეტსახელი. - მაგრამ მაინც არ მეუბნები რას გეძახდი...- დაიწუწუნა. - ხოდა არც გეტყვი! - თქვა და იმ წამს გამიხედა გოგოს. ლანა ისედაც მის სახეს უყურებდა. და მათი თვალები, რომ ერთმანეთს შეეჩეხა მაშინვე აარიდა მზერა. მერე მიხვდა, რომ სულელურად იქცეოდა დრო იყო მზერა გაესწორებინა და რომ გახედა ტატო აღარ უყურებდა. მაგიდა ერთად აალაგეს. წასვლა უნდოდა, მაგრამ თავს აძალებდა დარჩენას. ეცოდებოდა და ცდილობდა ყველაფერი გამოესწორებინა. მეხსიერება აღედგინა. მათი ერთად ყოფნის ამბები მოესმინა. რაღაცებზე ხალისობდა, მაგრამ ჯერ მაინც ვერ იჯერებდა ამ ყველაფერს. საერთოდ ბოლოს იმედიც კი ჰქონდა გადაწურული და დარწმუნებული იყო არასდროს არავინ შეუყვარდებოდა. ახლა კი ორმაგად, საერთოდაც, ასმაგად იყო შოკში. საერთო ალბომი გამოართვა და მისი დათვალიერება დაიწყო. ტატო სადღაც იყო გასული. ამასობაში ალბომიც ნახა, სახლიც დაათვალიერა. ეგონა რამეს მაინც გაიხსენებდა, მაგრამ არა. სრული სიცარიელე. მისთვსი ჯერ მხოლოდ 21 წელი იყო გასული. მერე ისევ სახლი დაათვალიერა, ალბომი, ხედი, ყველა კუთხე-კუნჭული. თავის დაწერ დღიურისმაგვარ ჩანაწერებსაც მიაგნო. სადაც წერდა რა ძალიან უყვარდა თავის ტატო. როგორ გაუხარდა მშობლებს, რომ მოეწონათ ბიჭი. როგორ გიჟდებოდა მის გამოხედვაზე, შეხებაზე, როგორი ბედნიერი იყო. გულში რაღაც ჩაწყდა. უკვირდა, რომ ეს მისი დაწერილი იყო, მაგრამ საკუთარ კალიგრაფიას ნამდვილად ცნობდა. ერთგან ეწერა, რომ ძალიან გააბრაზა თავისმა 'ტატუნამ' ეს, რომ წაიკითხა სიცილ-ხარხარი დაიწყო. აი თურმე რატომ არ უთხრა. კითხულობდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს სხვა ადამიანების სასიყვარულო ისტორიას კითხულობდა. უბალიშიკებდა კიდეც ამ წყვილს ასეთი ისტორია, რომ ქონოდა, მაგრამ იმას კი ვერ იჯერებდა, რომ თავად იყო ამ ისტორიის მთავარი გმირი. - გაიხსენე რა. მიდი რამე გაიხსენე! ასე უხერხულადაც არ იქნები და ტატოსაც გაეხარდება. საწყალი ასე, რომ ტკენ გულს ერთხელ მაინც გაახარო იქნებ. მიდი რა გაიხსენე რამე. - თავის თავს საყვედურობდა ლანა. - გთხოვ რა გაიხსენე. ასე ძალიან თუ გიყვარდა, როგორც წერ როგორ ვერ იხსენებ. იქნებ არც გიყვარდა და ვინმეს მოსატყუებლად წერდი ამ წერილებს. არა მართლა არ მესმის როგორ უნდა შემყვარებოდა. ისეთი თბილი, კეთილი და საყვარელია... მე უფრო დინჯი, ცოტა უხეში ბიჭები მომწონდა სულ. ის კი ასეთი ნამდვილად არაა. ნეტა რატომ გავყევი. რაში დამჭირდა მისი ცოლობა უსიყვარულოდ. იქნებ მარტოობა მომბეზრდა. იქნებ მინდოდა ვინმე ყოფილიყო ჩემს გვერდით. ეგოისტი, რომ ვარ ისედაც სულ ვიცოდი და იქნებ ახლაც ვიეგოისტე. ვიცოდი, რომ ვუყვარდი, ჩემზე იზრუნებდა, თანაც კარგად მიცნობს და მუდმივად შეძლებდა ჩემს გაგებას. მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ იმასაც მიხვდებოდა, რომ არ მიყვარდა. თან ასე ნაგვურად არ ვითამაშებდი მისი გრძნობებით. იქნებ თვითონაც იცოდა, რომ არ მიყვარდა და მაინც დათანხმდა ქორწილს. - ვერ იჯერებდა, რომ ტატო შეუყვარდა და უამრავ სისულელეს იგონებდა. სულ სხვადასხვა ისტორიას თხზავდა. საათობით იჯდა,იწვა, იდგა, დადიოდა, ხან რას აკეთებდა, ხარ რას. მაგრამ მაინც ვერაფერი გაიხსენა. ერთი პატარა დეტალიც კი. რასაც მიაღწია ის იყო, რომ თავი საშინლად დაუმძიმდა და ატკივდა, მერე კი ჩაეძინა. ალბათ უკვე გათენებულიყო. სავარაუდოდ ჯერ ძალიან ადრე უნდა ყოფილიყო. ისე წყუროდა, რომ ვერ მოითმენდა. ფეხაკრეფით გავიდა სამზარეულოში. წყალი დალია, გამოტრიალებას, რომ აპირებდა მაშინ მოესმა ნაცნობი ხმა. - უი გღვიძავს უკვე? - ხო რა იყო გაგიკვირდა ტატუკო? - სიცილით უთხრა და პირველად ჩააშტერდა თვალებში. - გაგახსენდა? - ღიმილიანი სახით ჰკითხა და თვალებში სიხარულის ნაპერწკლები აენთო. მაშინვე ააცილა მზერა. ვერ გაუძლო მის ასეთ დაიმედებულ სახეს. - არა. რაღაც ვიპოვე და იქ ეწერა. - ისე ჩაილაპარაკა თითქოს სასჯელს აღიარებდა. თითქოს კაცის მკვლელობაში ყოფილიყოს დამნაშავე. აურა ისევ დაიძაბა. ტატო ლანასკენ დაიძრა. გოგონა ვერ ხედავადა, მაგრამ მაინც ხვდებოდა, რომ ასე იყო და მოახლოების მოლოდინში ლამის სუნთქვაც შეწყვიტა. ტატომ გვერდი, რომ აუარა მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა მშვიდად. იმ წამსვე გაემართა საძინებლისკენ. მაგრამ მაშინვე უკან მიჰყვა ტატოს ჩახლეჩილი ხმაც. - იქნებ თვალებში მაინც ჩამხედო! უბრალოდ ახლა მოტრიალდე ჩემკენ და სულ მინიმუმ ეგ მაინც გააკეთო. - გაშეშებული იდგა და ზურგს უკნიდან მომავალ ხმას უსმენდა. გრძნობდა, რომ ტკიოდა და ეს თავადაც საშინლად აწუხებდა. საკუთარ თავს აძულებდა თავისი ეს ქცევა ლანას, მაგრამ სხვანაირადაც ვერ იქცეოდა. ისე გაფანტული იყო ვერ მიხვდა, როგორ მივიდა მასთან ასე ახლოს ტატო და მისი სახე ხელებში მოიქცია. - უბრალოდ შემომხედე ალა. - ლანას ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან. მაგრამ მაინც გაუსწორა აცრემლებული თვალები ტატოს მზერას. - ყველაფერს გამოვასწროებ პატარავ გესმის?! ყველაფერი გამოსწორდება. ასეთი უბედური აღარ იქნები. მთავარი შენი ბედნიერებაა. მთავარია შენ იყო მშვიდად, ახლა კარგად ხარ. ეს ბევრად ჯობია იმ ბოლო თვეებს რაც გამოვიარეთ ლან. შენს უგონო სხეულს, ჯობია, რომ ისევ იცინოდე და მხიარულობდე. არ აქვს მნიშვნელობა ჩემთან ერთად თუ ჩემს გარეშე... - უფრო მეტად აზლუქუნდა ლანა. ამ წამს ტატოს ტკივილიც ტკიოდა და თავისიც. მამაკაცი ეტყობოდა თავს იკავებდა, მაგრამ ეული ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან. იმ წამსვე მოიშორე. შემდეგ კი ლანას ლამაზ სახეს მოაშორა ცრემლების კვალი დიდი სიფრთხილითა და სინაზით. ძლივს დამშვიდდა გოგონა. არადა აქეთ ტატო უნდა ყოფილიყო დასამშვიდებელი. თვალს არ აშორებდა გოგონა ტატოს მზერას, ასე ეგონა ამას თუ იზამდა კიდევ უფრო მეტად იგრძნობდა დანაშაულის გრძნობას. - ჯანდაბა! ჯანდაბა! ნუ მიყურებ ასე! ნუ გეცოდები გესმის! არ გაბედო ასე შემოხედვა! ამიტომ იჩენდი ამხელა ინტერესს, ამიტომ მისმენდი და მისვამდი კითხვებს? გინდოდა შენი დანაშაულის გრძნობა დაგეოკებინა? ჯანდაბა! მირჩევნია გძულდე, ვიდრე ასეთი შესაბრალისი გამომეტყველებით მიყურებდე. - ისევ წამში გაქრა ტატო ოთახიდან. ერთი საპირისპირო სიტყვაც ვერ უთხრა, რადგან იცოდა შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. ახლაც სწორად ამოიცნო ლანას ქცევები. მაშინვე ოთახში შევარდა, საწოლზე წამოწვა და ტირილი დაიწყო. რაღაც პერიოდის მერე კარებზე ზარის ხმა გაისმა. მიხვდა ნინა და თაკო მოსულიყვნენ. არ უნდოდა მათ ასე თვალებცრემლიანი დახვედროდა, ამიტომ თავი მოიმძინარა. კარები გაიღო და ნინა შეიჭყიტა ოთახში. მძინარე შვილი, რომ დაინახა ტატოს გასძახა. - ჩაეძინა თურმე ლანას. - ნინა მე უნდა გავიდე საქმეები მაქვს. ლანას მარტო დატოვება არ მინდოდა. სხვათაშორის უნდა თქვენთან წამოვიდეს. - ჩვენთან? - ხო ანუ თქვენთან უნდა გადმოსვლა. ან რა ვიცი თაკოსთანაც შეიძლება. ბარგის ჩალაფებაში დარწმუნებული ვარ შენ დაეხმარები ჩემო ლამაზო ქალბატონო. - ხმით მიხვდა ლანა, რომ ტატომ ქალს ლოყაზე აკოცა. მერე თაკოს სიცილიანი ხმაც მოესმა და ბოლოს უთხრა სიძეს. 'შემეხმიანე, რამდენი ხანია ადამიანურად არ მინახიხარ, ძალიან მომენატრა შენი ხუმრობებიო'. ხო მერე იყო ბარგის ჩალაგება... მშობლების სახლში გადასვლა... ძველი კომფორტი და სიმშვიდე... მას რომ მოშორდა დანაშაულის გრძნობაც შუდარებით გაქრა. ოდნავ მოეშვა, მაგრამ როგორც კი ტატოს არსებობა ახსენდებოდა ისევ ცუდად ხდებოდა. ცდილობდა გახსენებოდა. ისიც და ყველა ფარშემომყოფები, მაგრამ ამაოდ... ტატო არ გამოჩენილა საუკუნეა. მაგრამ ერთხელ... ერთხელ გაიღვიძა და გადაწყვიტა დედიკოსთან გასულიყო. სამზარეულოდან ისეთი სუნები მოდიოდა მშიერსაც მოაშიებდა. უკვე შესვლას აპირებდა ნაცნობი სურნელი, რომ იგრძნო. სულ უწირდა სუნამოს სუნის აღქმა და გამოცნობა ახლა კი ასე თავისთავად რომ ამოიცნო ტატოსი ძალინ გაუკვირდა. - საერთოდ არ მკითხულობს? არ მახსენებს? - ტატომ ჰკითხა ვიღაცას, სავარაუდოდ ნინას. იცოდა ცუდი იქნებოდა მისი საქციელი, მაგრამ სამზარეულოს შესასვლელთან დადგა და მიაყურადა. ვერ ხედავდა, ამდენს ვერ რისკავდა, სამაგიეროდ მშვენივრად ესმოდა. - ანუ არა. - ისევ ტატომ უოასუხა თავის დასმულ კითხვას. - ყოვეთვის შენზე ფიქრობდა ახლა ცოტახნით თუ ამოგიგდო თავიდან ნუ განაწყენდები. ყველაფერი დალაგდება. ის ისევ ჩვენი ლანაა. შენი ალა! - სიტუაციის განმუხტვა ცადა ნინამ. - ისევ ისეთი არ არის ნინა! თვალებშიც კი არ მიყურებს. თავისი საყვარელი შოკოლადიც კი აღარ მოწონა. სულ ბოლომდე ჭამდა, იმ დღეს კი ოთახის ბოლოში ჰქონდა მიტოვებული. სულ შეცვლილია. მის ცხოვრებაში ჩემი ადგილი აღარ არის? - ეს უკანასკნელი უფრო კითხვა იყო, შიშნარევი კითხვა, ვიდრე მტკიცე მოსაზრება. - ხომ იცი მე მაქსიმალურს გავაკეთებ, რომ გაახსენდეს. საღამოობით სულ შენზე ვუყვები ხოლმე რაღაცებს. გაახსენდები მალე და ყველაფერი დასრულდება. ისედაც ეს თვეებია სულ გახდი. ნახე ადამიანს აღარ გავხარ. ამიერიდან მე ვაკონტროლებ შენც კვებას. იმდენ საჭმელს გაგატან, რომ ერთი კვირა გეყოფა. თან ვიცი, რომ ჩემს გაკეთებულს გადასაყრელად ვერ გაიმეტებ. - ნინა მართლაც ხშირად უყვებოდა ტატოზე. მაგრამ ლანა ცდილობდა თავი აერიდებინა ან უბრალოდ არ მოესმინა. - იქნებ არასდროს გაახსენდეს? ექიმმა თქვა ძალიან ცოტაა იმის შანსი, რომ ტვინის შერყევა ჰქონდესო. მაგრამ თუ ეს სამწუხარო შემთხვევა დადგება ნაკლებ სავარაუდოა რამე გაახსენდესო! იქნებ სამუდამოდ დამივიწყდა. - ძალიან გამტყდარი იყო. მაგრამ არ ტიროდა ბოლომდე იკლავდა ტკივილს გულში. - არ ვიცი რა როგორ იქნება. მაგრამ ამჟამად მთავარია, რომ კარგადაა. გახსოვს როგორ უძრავად იწვა თვეები? - ზუსტად 112დღე გავიდა, რაც კომაში ჩავარდა. ამდენი ხანი იყო უგონოდ და ახლა... იცი ზოგჯერ ვფიქრობ ხომ არ ჯობდა ისევ ისე ყოფილიყო... მაშინ უფრო იოლი იყო მგონი. ახლა ძალიან ძალიან. გაუსაძლისია ჩვენი სახლი ლანას გარეშე. იქ მარტო ყოფნა წარმოუდგენელია. ყველაფერმა აზრი დაკარგა. ამის გამო მგონია, რომ ყველაზე საშინელი ადამიანი ვარ ამ ქვეყნად... მირჩევნია ისევ ცოცხალ მკვდარი იყოს, ვიდრე ჩემგან შორს? ასეთი ეგოისტი ვარ? - შენ თავად თქვი მხოლოდ ზოგჯერ ვფიქრობ ასეო. თანაც ხომ ხედავ მას აძლევ საკმაო სივრცეს იმისთვის, რომ თავი ცუდად არ იგრძნოს. ამ გაუსაძლის დროსაც მის ბედნიერებაზე ზრუნავ. როგორ შეგაქვს საკუთარ თავში ეჭვი, რომ რამეს ცუდს აკეთებ. წამიერი სისუსტე ყველას გვახასიათებს. ყოვეთვის ძალიან მიკვირდა. როგორ შეგეძლო ასე კარგად გცოდნოდა ლანას ემოციები, მისი შეგრძნებები, წამში დაგემშვიდებინა და თან პარარელურად საკუთარ თავს ვერ უგებდი. მას უკეთ უცნობდი ყოველთვის, ვიდრე საკუთარ თავს მგონი. - ფიქრობ ოდესმე.. ოდესმე დაბრუნდება... ჩემთან დაბრუნდება? უკვე იმედიც აღარ მაქვს ნინა. - არ მინდა მოგატყუო ჩემო კარგო. საერთოდ არ ვიცი რა მოუვა ამ გოგო თავში აზრად და რას იზამს. მაგრამ შენ ხომ არ დაგვივიწყებ. ხომ იცი ყველას ძალიან გვიყვარხარ. შენც ჩვენი ოჯახის ნაწილი ხარ. - ნინა ხომ იცი ისე მიყვარხართ, როგორც ადამიანებს საკუთარი მშობლები, თაკოც დასავით მყავს აბა ვინმემ რამე გაუბედოს! სულ, რომ ყველაფერი გაანადგუროს მაინც არ ვინანებ ამ ყველაფერს. მასთა. ერთად შევიგრძენი ამ ცხოვრების ხიბლი, აღმივაჩინე, რომ შემეძლო თურმე მყვარებოდა და რაც მთავარია მასთან ერთად თქვენც გიპოვეთ. ჩემი ოჯახი გახდით. და ვერასდროს დაგივიწყებთ. ლანა რომც აორთქლდეს ჩემი ცხოვრებიდან, საკუთარი ნებით, რა თქმა უნდა, თქვენთან მაინც სულ კარგად ვიქნები. - ხოდა მშვენიერი. აი ასეც უნდა იყოს. - უკვე იმედი არ მაქვს იცი? არ მგონია ოდესმე დაბრუნდეს. მისთვის ტვირთი ვარ. ერთადერთი რისი ამოცნობაც ჩემში შეუძლია, საწყალი განადგურებული კაცია, სხვას ვერაფერს ამჩნევს. ისიც არ უნდა, რომ გამიცნოს. არ მინდა რამე დავაძალო, ამიტომ არ ვჩნდები მასთან ახლომახლო. სულ შორიდან ვაკვირდები. მეშინია ახლოდან არ დავაფრთხო. მაგრამ მთავარია კარგადაა. და.. - კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ტელეფონმა დარეკა და ნინა წავიდა ყურმილის ასაღებად. ატირებული ლანა, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებდა და პირზე ხელს იფარებდა, რომ ხმით არ ატირებულიყო წამში მოშორდა სამზარულოს. ნინამ, რომ ჩაიარა მერე მიუახლოვდა სამზარეულოს, გარისკა და ჩუმად შეიხედა. ტატო იატაკზე იჯდა და თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული. ასე შორიდან აკვირდებოდა. მერე შეამჩნია, რომ ტატომ თავი ასწია და პირველად დაინახა მის თვალებზე მომდგარი ცრემლები. იმწამსვე იწმენდდა სახეს, მაგრამ თავიდან მოსდიოდა თვალებიდან სითხე და მერე ისევ იწმენდდა. საკუთარ ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა ტატო. მერე ცოტა ხანში ხმამაღლა დაიწყო სუნთქვა და საკუთარ თავთან საუბარი. - დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა, წყნარად. არაფერია სანერვიულო, კარგად ხარ! - ლანას გაახსენდა, რომ თვითონაც ასე იცოდა ხოლმე საკუთარი თავის დამშვიდება. ამ მხრივ ჰგავდნენ ის და ტატო ერთმანეთს. უცბად ძალიან ატივდა თავი და თვალები მაშინვე დახუჭა. ისე ტკიოდა, რომ მალე კივილსაც ატეხდა. მერე დედამისის ხმა გაიგონა. - ლანა აქ რას აკეთებ? რამდენი ხანია რაც აქ ხარ? კარგად ხარ? - რომ მიხვდა საფრთხეში იყო და გამოიჭირეს თუ რა ვიცი რატომ, უცბად მოეგო გონს, თავის ტკივილი შეწყდა და დედამისს შეხედა. მიხვდა, რომ ნინა ყველაფერს მიხვდა. ხმაურზე ტატოც გარეთ გამოვიდა. წვერი გაპარსული ჰქონდა. ლანას გასაოცრად არც ეტყობოდა თუ წამების წინ ტიროდა და ცუდად იყო ზუსტად მასსავით იქცეოდა ლანაც სულ მალავდა, რომ რამე აწუხებდა. სულ ცდილობდა ძლიერი ადამიანის იმიჯი ჰქონოდა. - რამე ხდება? ცუდად ხომ არ ხარ? - კარგადაა ახლა უკვე. სამზარეულოში შემოსვლას, რომ ვაპირებდით უკვე ზუსტად მაშინ დაეხვა თავბრუ, ახლა უკეთაა ხომ ასეა ? -უპასუხა ნინამ. გადაარჩინა. ნამდვილად გადაარჩინა გამოაშკარავებას. მადლიერი სახით გახედა დედას. ნინა ფიქრობდა, რომ ასე ორივესთვის უკეთესი იქნებოდა. ტატოს არ არგებდა ის ფაქტი, რომ ლანამ ყველაფერი მოისმინა. ლანასთვის კი ამ ყველაფრის გაგონება საჭირო იყო. - კი ასეა. მადლობა. - გაიცინა და ტატოს შეხედა თვალებში, სამაგიეროდ ის არ უყურებდა. სულ ორი წამით შეხედა ალბათ, მაგრამ მაშინვე უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა სხეულში ლანას. მერე კი იქაურობას გაეცალა. ნინამ მართლაც ტონა საჭმელი გაატანა და უბრძანა გასუქდი ცოტაო. გასვლისას სიდედრს ორივე ლოყაზე აკოცა ღიმილით დაემშვიდობა. ლანაც იქვე იყო, ნინას შემდეგ მას გამოხედა. ორივეს ეტყობოდა დაბნეულობა. ნინა მათი შემხედვარე თავისთვის იცინოდა. ღიმილიანი სახე ტატოს დაუსერიოზულდა და ლანასკენ დაიძრა, ზუსტად მის წინ გაჩერდა. ლანა ვერ ხვდებოდა ბიჭი რას აპირებდა. თვალებში უყურებდა და ცდილობდა მზერაში ამოეკითხა, მაგრამ ასე მარტივიც არ იყო. კმაყოფილი ელოდა შემდეგ მომენტს. მოსწონდა ის ფაქტი, რომ ტატოს ქცვების ამოცნობა უჭირდა და ინტერესით კვდებოდა რა ჰქონდა ჩაფიქრებული ბიჭს. ტატო კი თითქოს ძალით აგვიანებდა ქმედების აღსრულებას. წამების განმავლობაში უყურებდა თვალებში. არც ლანა აშორებდა მზერას. მერე გაღიმებული სულ რაღაც წამის მეასედში თავისი ახურებული ტუჩები მიაკრა ტატომ ლანას ლოყას და წამში აორთქლდა ჰორიზონტიდან. ლანა კი პირგამომშრალი, თვალებგაფართოებული, მაგრამ სამაგიეროდ კმაყოფილი დატოვა. ნაკოცნი ადგილი კი კარგა ხანს უხურდა. - დედა შეგიძლია ჩვენზე მოგვიყვე? ტატოზე და .. ხომ ხვდები. - იმის მერე რაც სამზარეულოში მოისმინა უფრო დიდი მოტივაცია ჰქონდა, რომ ყველაფერი აღედგინა, გაეხსენებინა. სამაგიეროდ დაიფიცა, რომ ბოლო მცდელობა იყო. თუ არ გამოვიდოდა. შეწყვეტდა წარსულზე ჩაბღაუჭებას და საბოლოოდ იტყოდა უარს ტატოზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.