შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთმანეთის პირისპირ(8)


18-04-2023, 19:33
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 221

თავი 8
რთულია საყვარელ ადამიანს გასაჭირისას არ დაეხმარო, მაგრამ უფრო რთული იმის ყურება თუ როგორ გაუტეხს გულს შენი მცდელობები. ალექსანდრე სახლის კართან იდგა და დაკაკუნებას ვერ ბედავდა, მან ყველაფერი გარისკა რომ შვილი გადაერჩინა მაგრამ უნდოდა კი მას ასეთ ფასად გადარჩენა.
-მამა ყველაფერი ვიცი დაჩისთან საუბარზე ასე რომ აჯობებს პირდაპირ საქმეზე გადახვიდე-სიჩუმე ლაშამ დაარღვია
-ახლა რასაც გეტყვი არ მოგეწონება მაგრამ წინასწარ გაფრთხილებ სხვა გზა არარსებობს
-რა ჩაიდინე?
-გოგონა წამოვიყვანე და მასთან გარიგება დავდე, ყველაფერი მოგვარებულია მხოლოდ შენი თანხმობაა საჭირო
-მაინც რაზე მოილაპარაკეთ შენ და კირამ?-მისი სახელის წარმოთქმა გაუჭირდა თითქოს ყელში რაღაც ეჩხირებოდა
-ქორწინებაზე
-ვერ მიგიხვდი-ლაშა დაბნეული უყურებდა მის მოხუცს და ვერ ხვდებოდა რაზე იყო საუბარი
-შენ და კირა დაქორწინდებით, მართალია ეს ფიქტიური ქორწინება იქნება მაგრამ ის შენს გვერდით იქნება და ლევანი ვერაფერს დაგიშავებს
-შენ სულ გააფრინე ?! რგორ იფიქრე რომ ეს კარგი აზრი იყო, ის მხოლოდ იმიტომ დაგთანხმდა რომ ევედრებოდი შენი შვილი გადაერჩინა
-რატომ ბრაზობ ხომ გინდოდა მის გვერდით ყოფნა ხო და იყავი
-ასე არა, მოვალეობის გამო არა მინდოდა მასაც იგვე სდომებოდა და არა საკუთარი სიცოცხლით გაერისკა ჩემს გამო. არ მინდა მის გვერდით ყოფნა თუ ეს მასაც არ ენდომება. ასე რომ დაივიწყე
-შე უმადურო ლაწირაკო, ის გოგო მზადაა ყველაფრით გარისკოს და ესაა შენი პასუხი? შენი აზრით რა მოუვა როცა ლევანი მის გაქცევაზე გაიგებს მე გეტყვი ტვინს ძალას ნუ დაატან პირველივე ურჩხულს მისცემს მის თავს სასურველი პარტნიორობის გამო
-ეს არასწორია, როგორ ჩაითრიე ის ამ ყველაფერში საფრთხე რატომ შეუქმენი მას ვისი დაცვაც ყველაზე მეტად მინდა ამქვეყნად
-იმიტომ გავაკეთე რომ შენ ის გინდოდა რასაც ვერ შეწვდებოდი. მე დავიღალე ამ კაპრიზებით თუ არ გინდა ეს გარიგება გოგოს ლევანის სახლში დავაბრუნებ, მერე კი ვნახოთ როგორ აჭიკჭიკდები მისი ქორწილის ფოტოებს რომ ნახავ ჟურნალის გარეკანზე.
-ეს არ მოხდება მას კიდევ უფრო მეტ საფრთხეს ვერ შევუქმნი, თანახმა ვარ მაგრამ ეს ყველაფერი ვიწრო წრეში უნდა მოგვარდეს.
-ყველაფერს მე მოვაგვარებ შენ კი მასთან წადი
-სად არის?
-იქ სადაც ყველაფერი დაიწყო
კირას გაურკვეველი ემოციების ტალღამ დაუარა მთელს სხეულზე როცა გააცნობიერა სადაც იყო, ისევ ის ადგილი ისევ ის გარემო და ისევ ლაშას მოლოდინი. საძინებლის ფანჯარეზე იყო ჩამომჯდარი როდესაც ქვემოდანა ხმაური შემოესმა, რამდენიმე წუთში ლაშა დაინახა ღია კარში სახე სიბრაზისგან გაჰფითრებოდა
-როგორ გაბედე?-გოგოსთან მიიჭრა მკლავში ხელი მაგრად ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა
-რა გავაკეთე?-კირა ჯიქურ უყურებდა თვალებში
-შენი შეცოდება ან შენი ცხოვრების მსხვერპლად გაღება არ მითხოვია
-სულაც არ მეცოდები მაგაზე ნუ ინერვიულებ, ახლა კი ხელი გამიშვი, მტკივა ველურო
-შეცოდება თუ არა მაშინ რა გმირობის სურვილი გამოძრავებს, აცრემლებულ მოხუცს უარი ვერ ვუთხარი-კიდევ უფრო ძლიერად უჭერდა გოგოს ხელს და კირას ამაყი მზერა აცოფებდა
-აცრემლებულ მოხუცს?! როგორ ბედავ მამაშენზე ასე საუბარს, მან ის გააკეთა შენთვის რაც მამაჩემს არასდროს გაუკეთებია. მზად იყო სამყაროს დასამხობად შენს გადასარჩენად ეს მე მის თვალებში დავინახე
-ასეთი მოხიბლული თუ ხარ იქნებ მას გაყვე ცოლად
-ნაგავო როგორ ბედავ-კირამ სახეში მთელი ძალით დაარტყა ლაშას
-როგორ ბედავ ...
-მე კი არა ეს შენ როგორ ბედავ დაგავიწყდა ვინ დგას შენ წინ?! არც მე გადავრეულვარ შენზე ქორწინებიის იდეით მაგრამ ვერ დავუშვებ რომ ჩემს გამო მოკვდე
-მშვენიერია რაღაცაზე მაინც ვთანხმდებით-ხელი გაუშვა გოგოს
-ძალიან კარგი თუ გონს მოხვედი
-არ ვიცი მამაჩემს რაზე შეუთანხმდი მაგრამ მე და შენ აქვე და ახლა განვიხილავთ ძვირფას საერთო მომავალს
-მოუთმენლად ველი ჩვენს წინა საქორწინო შეთანხმებას-გოგომ გვერდი აუარა და საწოლზე ჩამოჯდა
-პირველ რიგში არ ვაპირებ შენი გამოხტომების ატანს, მეორე ჩემი სამეგობროს და ოჯახის თანდასწრებით ისე მოიქცევი თითქოს ჩემზე გიჟდები და მესამე ერთი წლის შემდეგ ჩვენი გზები გაიყოფა
-გადასარევია, მე ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრებ შენ შენით მაგრამ არც იფიქრო შენი საქციელით ჩემი რეპუტაციის შელახვა ისე რაც გინდა ის ქენი.შევთანხმდით?-ხელი გაუწოდა კირამ
-შევთანხმდით-დევდარიანი გასასვლელისკენ გაემართა, თუმცა ერთი წამით შემობრუნდა-წინ შესანიშნავი ერთი წელი გველის მე ნამდვილად გავერთობი.
ქორწილის სამზადისი სამ დღეს გაგრძელდა პატარა ცერემონიალი დაგეგმეს, მხოლოდ ახლობელი ადამინაები უნდა ყოფილიყვნე. შეთანხმების დადების შემდეგ ლაშას ერთი სიტყვაც არ უთქვამს გოგოსთვი, ზედაც არ უყურებდა თითქოს არც არსებობდა ის.
ქორწილის დღემ მშვიდად ჩაიარა, ყველა მხიარულობდა, იზიარებდნენ არასებულ ბედნიერ მომენტს, წყვილის სახეზე არც ერთი ემოცია არ იკითხებოდა ერთის გარდა, ორივეს სხვაგან სურდა იმ მომენტში ყოფნა. ვერც ერთი სტუმარი ვერ ხედავდა მათ სახეზე ამ გრძნობას ან არ უნდოდათ დანახვა რადგან წვეულება მართლაც შესანიშნავი იყო. რამდენიმე საათი საუკუნესავით გაიწელა, საღამოს დასასრული არ უჩანდა. დევდარიანი მთელი საღამო სვამდა კირა კი იჯდა მაგიდასთან თუმცა მისი გონება სხვაგან იყო. როგორც იქნა სტუმრებმა დაშლა დაიწყო ახალ დაქორწინებულები ზარზეიმით გააცილეს.
როგორც იქნა ლაშას ბინაში მარტოები დარჩნენ და ეს ყალბი ბედნიერება აღარ იყო საჭირო. დევდარიანმა კირას სახლი დაათვალიერებითა საძინებელი აჩვენა და თვითონ დალევას დაუბრუნდა. გოგომ გამოიცვალა მოწესრიგდა და დაასაძინებლად მოემზადა, თუმცა არ ასვენებდა ის ფაქტი რომ აწ უკვე მისი ქმარი მისაღებ ოთახში გონების დაკარგვამდე სვამდა
-ლაშა უკვე გვიანია იქნებ დასაძინებლად წახვიდე
-მზრუნველი ცოლის როლი არაა საჭირო აქ მარტოები ვართ
-ეგ რა შუაშია უკვე ბევრი დალიე ცუდად გახდები
-შენი საქმე არაა გაიგე-ბოლო ხმაზე იღრიალა ბიჭმა და კირას ხელი კრა, გოგომ წონასწორობა დაკარგა და იატაკზე დაეცა.
-ასე მოქცევა აუცილებელია, ეს ისაა რისი გაკეთებაც გინდა?
-ეს ნამდვილად არაა ის რისი გაკეთებაც მინდა-ლაშამ გოგო წამოაყენა მის წინ იდგა და ბარბაცებდა-ახლა სულ სხვა რამის გაკეთება მინდა და ამის უფლებაც მაქ-ბიჭი მოულოდნელად მიუახლოვდა და აკოცა, კირას ერთი წამით გული აუჩქარდა უცნაური შეგრძნება დაეუფლა თუმცა მალევე მოვიდა გონს
-რას აკეთებ გამიშვი-კირას ძალა არ ეყო დევდარიანის მკლავებისგან თავის დასაღწევად, ბიჭის ტუჩებმა მის კისერზე გადაინაცვლა, გოგოს განრისხებული ხმა კი მუდარამ შეცვალა
-ლაშა გთხოვ ეს არ გააკეთო
-რატომ მე ხომ შენი ქმარი ვარ
-ასე არ მოიქცე შენ ...-კირას ხმა გაუტყდა და ლოყაზე ცრემლები ჩამოუგორდა, გოგოს ცრემლებმა ლაშას უკან დახევა აიძულა. სწრაფად გაუშვა ხელი, მანქანის გასაღები აიღო და სახლი დატოვა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent