შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბეჭედი 6 (თავი)


19-04-2023, 11:14
ავტორი Sana
ნანახია 1 620

ანუ შენ ბიჭებსაც იცნობ?
-რათქმაუნდა ვიცნო,ლუკასთან ერთად იყვნენ ყველა,მხოლოდ შენ არ იყავი,მაშინ იძახდა დადაში რომ რაღაც პრობლემა გქონდა იმას აგვარებდი,ამიტომ არ იყავი ჩვენთან ერთად
-და ეს ხელახლა გაცნობა რა საჭირო იყო?ან რატო არ მითხარით?
ბრაზი დაეტყო დიმიტრის ხმაში,ანიტას ოჯახი საერთოდ გაოგნებული უყურებდა ჯერ ანიტას და მერე ბიჭებს ისმენდნენ ისტორია რომელიც არ გაეგონათ,არც ანიტას ცხოვრებაზე იცოდნენ რეალურად რამე და არც იმის უფლებას აძლევნა ანიტა ოჯახს რომ მის საქმეში ჩარეულიყვნენ.
-გვაპატიე ძმაო,ეს ამ პატარა ქალბატონის მოთხოვნა იყო,რომ არსად გამოჩენილიყო არასოდეს,რადგან დადაშის ამბის მერე გავრცელებული ინფორმაციით გოგოს ეძებდნენ ჟურნალისტები და სავარაუდოდ დამკვეთიც,ჩვენს გვერდითაც იშვიათად ჩნდებოდა,ამის გამო სულ იყო კამათი,მაგრამ ეს ანიტას არჩევანი იყო რომ მშვიდად გაგვეგრძელებინა ყველას ცხოვრება,მითუმეტეს გოგოებთან ერთად ისეთ საქმეებში გვეხმარებოდა მათი გამოჩენა არ გამოდიოდა,ამიტომ იყო დადაშიც უსიტყვოდ თანხმდებოდა ამ ყველაფერს,ახლაც არ მეგონა რომ გეტყოდა ყველაფერს,ამიტომაც ვიყავით ჩვენც ჩუმად მაგრამ მიხარია რომ სიმართლე გაიგე და გაიცანი ჩვენი აქაჯი ქალბატონი ანიტა თქვა უტამ...
ანიტა ბიჭებს მოეხვია და სათითაოდ მოესიყვარილა მონატრებულ მეგობრებს,
-ახლა უკვე ჩემთან ხართ ყველა,დადაში,ლუკა და კესანე გვაკლია მხოლო,
გულდაწყვეტილმა ამოილაპარაკა და ბიჭებს გახედა,
-არ წარმომედგინა თქვენი აქ ჩამოსვლა ესე,სულ სხვანაირად მინდოდა
-ვიცი ჩემო გოგო და არაუშავს ყველაფერი რიგზეა,მთავარია ახლა ეს საქმე მოგვარდეს თქვა ბექამ,
-რომელი საათია?
-ექვს აკლია ხუთი წუთი,
-კარგით დროა უკვე,
მიუტრიალდა ზურას და გადაეხვია,მართლაც ექვს საათს არ გადაცილებულა ორი მილიონი ანგარიშზე გადმოირიცხა,ანიტამ ტელეფონი აიღო და მამუკას დაურეკა,
-ყოჩაღ სიტყვის კაცი ყოფილხარ,ახლა კარგად მისმინე,მე და ჩემი ხალხი შენ არ გეხებით შენკი ჩემებს შეეშვები,არასოდეს დაგავწყდეს ის რომ შეიძლება თვალს გადევნებდე,
-შენთან ბრძოლას არავის ვურჩებ,ვიცი და გაგებული მაქვს რისი გამკეთებელი ხარ და რა გაქვს გაკეთებული,ასე რომ აქ ვასრულებთ ყველაფერს
-ძალიან კარგი.
ტელეფონში ზარი შეწყდა,მამუკას სიტყვები ყველამ მოისმინა,ბიჭებმა კიდევ ერთი საქმე მოაგვარეო და გამარჯვებული სახით ამოუდგნენ გვერდით,ზუსტად ამ დროს დაურეკა დუდუს დადაშმა,
-სად ხართ ბიჭო,ან სად ჯანდაბაში გავქთ ეს ტელეფონები?
-კამერით დარეკე ძმაო და ნახავ სადაც ვართ
-მოიცა ახლავე,
კამერით დარეკა და ანიტა რომ დაინხა ჯერ ვერ მიხვდა ვერაფერს,მერე დიმიტრი რო დაინახა მის გვერდით საერთოდ გაოგნდა,ანიტამაც მოკლედ მოახსენა ყველაფერი და დაელოდა დადაში რას ეტყოდა,
-ხუმრობთ ხო?მითხარით რო მეღადავებით?მართლა კობახიძეს მოაწყვიტა კისერი?
-კი ძმაო,ზუსტად ეგრეა,იმანაც შენთან ბრძოლას ყველაფერი მირჩევნიაო და ანიტას ბრძანება ზუსტად შეასრულა,
-არა რააა კარგად გაგივლია ქალბატონო ჩვენი სკოლა,
-საუკეთესო მასწავკებლები მყავდა და მაგიტომ,
იცინოდნენ თან დადაშს და იმ წამს მოსულ კესანეს ესაუბრებოდნენ,იმ საღამოს მშვიდობიანად ჩაიარა,გვიამობამდე სვამდნენ და მხიარულობდნენ,დიმიტრი ანიტას გადახედავდა და გოგოს რომელსაც გოგოებთან ერთად ჭიქა არ გაუგდია ხელიდან და ყველა სადღეგრძელოს ბიჭებთან ერთად სვამდნენ ღიმილით უყურებდა,ბოლოს ყველა მთვრალი იყო,მაგრამ ერთი პრობლემა იყო,სად იძინებდა ამდენი ადამიანი?,გოგოებმა ზაფხულია და ოღონდ სახლში ნუ შეგვიშვებთ და ჩვენ მივხედავთ ჩვენს თავსო,თამარამ ისტერიკა დაიმართა,რას ქვია თავს მიხედავთო,კარგად მთვრალმა ანიტამ და გოგოებმა,რომლებსაც კარვები და ყველანაირი აღჭურვილობები მუდამ მანქანაში ედოთ სათითაოდ გაშალეს,ლეიბებიც გაბერეს და კარგად მოაწყვეს,ბიჭებსაც ცალკე გაუშალეს და მათაც მიუჩინეს ადგილები,ბოლოს როგორც იქნა ყველამ მიაგნო მის ადგილს და დასაძინებლად დაწვნენ,დილით ანიტას ტელეფონმა გააღვიძა დადაში რეკავდა,
-ხო ნათლი?
-ხო კიარა გამოეტიე მაგ კარვიდან ქალო გათენდა ხო ხედავ
-რააააააააა
იმხელა დაიკივლა ალბათ ქალაქშიც ისმოდა მისი ხმა,გიჟივით გამოვარდა კარვიდან,ამ ქაჯის კივილზე ფეხზე წამოვარდა ყველა და ჭიშკრისკენ წასულ ანიტას რო მოკრეს თვალი რომელიც ფეხშიშველი მირბოდა დადაშისკენ გულიანად იცინეს,სახლში შემოიპატიჟა ყველა და დაიწყო სახლმაც გამოცოცხლება,ყველა ერთად იყო,არავინ აკლდათ,ანიტასთვის რომ შეგეხედათ იმ დროს თქვენც იგრძნობდით ამ ბედნიერებას,უყურებდა ყველას და სათითაოდ ესიყვარულებოდა თვალებით,ბოლოს ბედნიერი ატირდა,რამდენჯერ უოცნებია მისი მეგობრების ოჯახში ყოფნა და ისიც აუხდა,
-ნუ ტირიხარ რაა,უთხრა დიმიტრიმ
-აცალე სხვანაირად ვერ დაწყნარდება,
დადაშმა ნათლული გულში ჩაიკრა და დააცადა როდის დამშვიდდებოდა,ამასობაში ყველას პახმელიამ შემოუტია და თავის ტკივილით შეწუხებული ხალხი აწუწუნდა,ქრისტი და თამარამ სათითაოდ ჩამოურიგეს ბორჯომის ბოთლები და მათთან ერთად ჩამოსხდნენ,
-აბა შვილო,ამ ყველაფერს ამდენი ხანი რომ მალავდი როდის აპირებდი თქმას?
-არ ვიცი დედა,როგორი მოსასმენი იყო გუშინ ეს ყველაფერი?ცუდი ხო?ხოდა როგორ უნდა მეთქვა?მაგრამ იცი რაა?მე ცხოვრებაში მეორე ოჯახი მყავს ამათი სახით,იმ ამბის შემდეგ ბიჭების ცხოვრებაში მე კესა,მირა,ლილე და ნიტა ვართ,უნდა ნახო როგორ გვივლიან და გვიფრთხილდებიან,ის რაც ახლა მაქვს მათი წყალობით მაქვს,ჩემთან ერთად ათენებდნენ ღამეებს,უნდა გენახა როგორ მუშაობნენ ჩემთან ერთად,როგორ არჩევდნენ ნაჭრებს,როგორ აკვირდებოდნენ მკერავებს,როგორ აკონტროლებდნენ მაღაზიებს და ფილიალებს,შენ ის უნდა გენახა პირველი კოლექცია რომ გაიტანა უტამ და კესანემ ჩემი ბარსელომაში,ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა,ზუსტად აქედან დაიწყო ყველაფერი,ყველა საქმეში ვიყავით,ბიჭები ჩვენ გვეხმარებოდნენ,ჩვენკი ბიჭებს და ასე გადიოდა დრო,ზუსტად ამიტომ ვერ ვასწრებდი ჩამოსვლას,სულ სადღაც ვიყავით,სულ დავფრინავდით და ბოლოს სახლის გზაც დაგვავიწყდა ლამის,მაგრამ ღირდა,ის ყველაფერი რაც გამოვიარეთ ღირდა მხოლოდ იმიტომ რომ მე ჩემი საყვარელი ადამიანები გვერდით მყავს,
-მართლა მიხარია რომ თქვენ ხართ ჩემი გოგოს გვერდით,ჩვენი სახლის კარი თქვენთვის მუდამ ღიაა,ეს თქვენი ოჯახიცაა..
მადლობა გადაუხადეს თამარას,პახმელიას თავი რო. დააღწიეს უტამ აეყარეთ და წავედით ახლა აჭარის დროა,ჩემი მხარე ავაწიოკოთო,კარვები დაშალეს,ჩალაგდნენ და ანიტასთან ერთად დაემშვიდობნენ ოჯახს,ქალბატონმა გეყოფათ ჩემი სახლში ყურება ცოტახანს დაისვენეთო და ასე გაუდგნენ გზას,შვიდი მანქანა ჩადგა მწკირვში და დაადგნენ ბათუმის გზას,გზაში ისეთები აკეთეს,გოგოების კივილი იკლებდა მთელ ტრასას,თუ სადმე რამე კარგი ადგილ8 შეხვდათ ყველგან ფოტოები გადაიღეს,ფოთში აიასოფიას ტაძარში მოილოცეს,იქედან ურეკში გაიარეს,მერე ქობულეთს შემოურბინეს და ბოლოს როგორც იქნა ჩააღწიეს ბათუმამდე,კესანეს დაყვირებულმა "ზღვააააააა" ო პირდაპირ ბულვარში გაუჩერეს მანქამა და ისე მოწყდა ადგილს გზაში ყვიროდა თავშიც ქვა გიხლიათ ახლა ზღვას რო არ ჩავეხუტო მოვკვდებიო,ამაზე ყველა სიცილით მიყვა უკან,საცურაო კოსტიუმები არცერთს არ ეცვა,ველურებივით პირდაპირ ტანსაცმლიანად შეცურეს და იქამდე არ ამოსულან ზემოთ სანამ ცურვით გული არ იჯერეს,ყველა ამათ უყურებდა,ზოგი ფიქრობდა არ არიან ესენი ნორმალურებიო,ზოგიც სიცილით უყურებდა,ზოგიც მათი შემხედვარე ბედნიერ თვალებს გააყოლებდა ახალგაზრდებს და ასე გაატარეს ორი საათი წყალში,ბოლოს როგორც იქნა ინებეს ამოსვლა და მანქანებამდეც მიაღწიეს,ლილეს ირაკლი ურეკავდა,დადაშს დაურეკია ბათუმში ვიქნებით და ინებე მაგ კაბინეტიდან გამობრძანება და ჩამოდიო,ისიც ცოლის და მეგობრების მონატრებული წამობრძანებულა და სიუპრიზი გაუკეთა ყველას,უტას სახლამდეც მიაღწიეს,ირაკლიც მალევე მივიდა და ასე ერთად შეაბიჯეს უკვე უტას სამფლობელოში,
-უტანტულო ეს სახლია თუ სასახლე?რა იყო შეკაცო უფრო პატარა ვერაფერი ნახე?კითხა მირამ
-ვერა მირაჯან,უფრო პატარა რომ ყოფილიყო აბა გადმოგვხედე რამდენი ვართ,სად დავეტეოდით?
-მირაჯანს მოგცემ მე შენ,ოოოხ უტააააა,
ეზოში დარბოდნენ,უტა გარბოდა მირა მისდევდა,თან ემუქრებოდა გაჩერდი უნდა მოგკლაო,ბოლოს როგორც იქმა დაიღალა ქალბატონი და სახლის კარებთან გაჩერდა,
-კარგი ვსო თორე ამომძვრა სული,შეგვახმა ეს ტანსაცმელიც გააღე მალე კარები,ანიტა შენი ბარგი გადმოათრიე მაგ ჯაბახანიდან და მოგვეცი ტანსაცმელი თორე ჩვენ არაფერი წამოგვიღია,
ირაკლიმ მე წამიგიღეთ ყველას,ნუ ჭაჭყანებ მირა შენი ბარგიც ჩემთანაა საბარგილშიო,როგორც იქნა შელაგდნენ სახლში,ოთახები დაინაწილეს,იბანავეს,მოწესრიგდნენ და ყველა რომ შიმშილის გრძნობამ შეაწუხა პირველ სართულზე დაბრუნდნენ,ოთხ სართულიან სახლში ძლივს გადანაწილდნენ...დაბლა ჩასული ბიჭები აწუწუნდნენ გოგოებო გვშია და რას იზამთ მოამზადებთ რამეს პროდუქტები რომ მოვიტანოთ თუ რესტორანს მივაშუროთ?
-პროდუქტები მოიტანეთ,ასე ქაჯებივით ფეხის გამდგმელი არ ვართ ჩვენ გარეთო გასცა ბრძანება ლილემ,ბიჭებმაც რა გაეწყობაო და მარკეტში წავიდნენ,გოგოებმა სამზარეულო დალაშქრეს,გადაქექეს ყველაფერი,შეისწავლეს სად რა იყო და კარში შემოსულ ბიჭებს უყურებდნენ როგორ ეზიდებოდნენ მინიმუმ ორი კვირის სამყოფ საჭმელს,თვალებ დაქაჩული უყურებდნენ და ბოლოს ისეთი საწყალი სახეებით ამოთქვეს ერთხმად ქალი ვიცით ჩვენ კუხნაშის თემა გვაქვსო,ჯერ ლამის ატირდნენ და მერე ამაზე იმდენი იცინეს ყველამ მუცლის ტკივილამდე იყვნენ მისულები,ბიჭები მისაღებში გაყარეს და დაიწყეს მზადება,იმდენი რამე მოამზადეს ბოლოს ჭამის თავიც აღარ ქონდათ გოგოებს მაგრამ სუფრას მიუსხდნენ ბიჭებთან ერთად გემრიელად მიირთვეს,მაგიდაც აალაგეს,მიალაგეს სამზარეულო და მისაღებში გავიდნენ,ისეთი დაღლილები იყვნენ ძილი ყველას მალე მოერია და ოთახებში შევიდნენ,ანიტას საწოლზე დაწოლა და როგორც სჩვეოდა ეგრევე გათიშულს ჩაეძინა,დიმიტრი იყო წრიალებდა საწოლში და ანიტაზე ფიქრი არ ასვენებდა,ბოლოს ადგა და ბაღში ჩავიდა,ეწეოდა გოგოზე ფიქრობდა თავზე რომ დადაში წამოადგა,
-რა გჭირს?
-გავები თან ძალიან მაგრად და არ დამიწყო ძმურად ეს გაჭედვები ისედაც ვერ ვაზროვნებ წესიერად,
-აზრი არააქ რო გაგიჭედო,სახეზე გაწერია ყველაფერი,რთულია ანიტა,ძალიან რთულია,შენ ჩვენ რომ ნერვულ სისტემას გვინგრევს მაშინ უნდა ნახო,ერთს რომ იტყვის ეს ესე უნდა გაკეთდესო აბა გადავუხვიოთ,ზედმეტად ჩემი ასლი ჩამოყალიბდა,არც იქამდე იყო მარტივი მაგრამ სროლის ამბავმა შეცვალა ძალიან,სიყვარულში რომ არ გაუმართლა იქამდე მაგან ცალკე უქცია გული ქვად,და საკითხავია რამდენად მიგიშვებს ახლოს,რა გითხრა ძმაო,
-არ ვიცი დადაშ,არ მეგონა,მართლა ვერ წარმოვიდგენდი თუ ჩემს ცხოვრებაში ვინმე შეძლებდა შემოჭრას,მითუმეტეს ტვინში და გულში,კარგია რომ გითხარი,ჯერ დავლაგდე,გავიაზრო ყველაფერი,მერე ზურასაც უნდა დაველაპარაკოდა აი მერე შევეცდები ანიტას გულის მოპოვებას,
-ეჰ წარმატებები ძმაო,კაი შარში კიხარ,ადე ეხლა დაწექი და დაისვეე...



№1  offline წევრი OKI ME

აბა, წავიკითხო ერთი პირველი თავიდან და ყველა თავის შესახებ ერთად დაგიწერ აქ კომენტარს ❤️❤️

 


№2  offline წევრი Sana

OKI ME
აბა, წავიკითხო ერთი პირველი თავიდან და ყველა თავის შესახებ ერთად დაგიწერ აქ კომენტარს ❤️❤️

❤️❤️ველოდები საბოლოო კომენტარს

 


№3 სტუმარი ნესტან

აუ ძან მაგათი თავია და განსხვავებული ნაწარმოებია ძალიან მომეწონა რამდენი გადარეულები არიან მომწონს ეს მეგობრები და უამრავი ემოციებით ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent