შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთმანეთის პირისპირ(9)


20-04-2023, 12:56
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 432

თავი 9

ლევანს სწრაფად მიაწოდეს ინფორმაცია მომხდარზე თუმცა დროულად ქვეყანაში დაბრუნება ვერ მოასწრო. უკან დაბრუნებული ცხოველს გავდა, არ აპირებდა უკან დახევას უნდოდა საქმე ბოლომდე მიეყვანა და მოეკლა კაცი რომელმაც გაბედა და მისი გეგმები აურია.
ჩაბნელებულ სახლში ღრიალით შევიდა, დაცვის თანამშრომლები თვალს ვერ უსწორებდნენ. მათ ლანძღვას რომ მორჩა მისაღებ ოთახს მიაშურა, კარი გააღო და გაოცებისაგან ადგილზე გაშეშდა
-დაბრუნებას გილოცავ მზახალო-ოთახი კუთხეში ალექსანდრე იჯდა და მშვიდი სახით უცქერდა ლევანს
-როგორ გაბედე ჩემი ნებართვის გარეშე როგორ მიეცი დაქორწინების უფლება-ლევანი ალექსანდრესთან მიიჭრა და საყელოში სწვდა
-აჯობებს დამშვიდდე ასეთი საქციელი არ შეგეფერება
-შენ შეგეფერებოდა ჩემი შვილის მოტაცება და გათხოვება
-მათ ერთმანეთი უყვართ და აჯობებს შეეგუა. ლევან გაფრთხილებ ბავშვებს არ მიუახლოვდე თორემ ინანებ
-ის ჩემი შვილია შენ ვერ ამიკრძალავ მის წაყვანას
-ახლა გაგახსენდა შვილი რომ გყავს
-როგორ ბედავ ჩემი მისდამი სიყვარულში ეჭვის შეტანას
-სიყვარული მე და შენ სხვადასხვაგვარად გვესმის ლევან
-არ მაინტერესებს შენ რა როგორ გესმის ჩემი ქალიშვილი დამიბრუნე თორემ ყველას ამოგხოცავთ
-ნუ მემუქრები და ჭირვეული მოხუცივით ნუ იქცევი, ის ახლა გათხოვილი ქალია და მისი ადგილი ქმრის გვერდით არის
-სულ მალე ქვრივი იქნება პირობას გაძლევ
-ლევან დოლიძე ის ახლა ჩემი ქალიშვილი და ჩემი ოჯახის წევრია, მათ სიახლოოვეს არ დაგინახო.-ალექსანდრე ადგა ლევანს გვერდი აუარა და წასვლა დააპირა,თუმცა ერთი წამით შეჩერდა-ამ ჯერად შენს სიტყვებს მღელვარებას მივაწერ, მაგრამ კიდევ ერთხელ თუ დაემუქრები ჩემ ოჯახს შუბლს გაგიხვრეტ.

კირა დაბნეული იჯდა მისაღებ ოთახში მარტო, მომხდარი აფორიაქებდა თუმცა იმაზე უფრო ნერვიულობდა სად წავიდა ლაშა და რა შეიძლებოდა დამართნოდა. ადგილს ვერ პოულობდა ნერვიულობისგან ოთახში წინ და უკან დადიოდა. ყოველ წამს ტელეფონს უყურებდა იმის შიშით რომ ლაშაზე რაიმე ცუდს გაიგებდა. ოთახში ტელეფონის ზარი გაისმა, კირამ აკანკალებული ხელით აიღო და ეკრანს დახედა, ეს ალექსანდრე იყო
-შვილო ხომ არ გაგაღვიძე
-არ მეძინა მოხდა რამე?
-მამაშენი დაბრუნდა-ექოდ ჩაესმა კირას ეს სიტყვები
-უკვე იცის?
-კი
-გასაგებია-ტელეფონი გათიშა და ჩამოჯდა.
თავში ათასი აზრი უტრილააებდა, წარმოიდგინა როგორ მოუღო ბოლო ლაშას ლევანმა. ასჯერ მაინც დაურეკა ბიჭს მაგრამ ტელეფონს არ პასუხობდა. კირა პანიკაში ჩავარდა, ერთადერთი რაც მოიფიქრა დაჩისთან დარეკვა იყო
-ასეთ დროს რატომ მირეკავ რძალო?
-ლაშა შენთანაა?
-დავუშვათ მერე შენ რა?
-დაჩი მანდ არის თუ არა
-კირა შენ რა ტირი?-ბიჭს ღიმილი შეაშრა სახეზე
-ვიცი რომ არ მოგწონვარ მაგრამ ლაშა უნდა იპოვო
-რა მოხდა წესიერად ამიხსენი
-ლევანი დაბრუნდა, ის კი სახლში არაა ვნერვიულობ უბრალოდ მინდა ვიცოდე რომ უსაფრთხოდაა
-მე მოვძებნი შენ არ ინერვიულო.
გამთენიისას სახლის კარი ფრთხილად გააღო და ქურდივით ფეხაკრეფით შეიპარა, ის იყო საძინებლისკენ უნდა წასულიყო რომ შუქი აინთო და ნანახმა ძალიან გააოცა
-რატომ არ გძინავს?
-მთელი ღამე სად იყავი?
-ეჭვიანი ცოლის როლი არ გიხდება
-შე არანორმალურო -კირა ფეხზე წამოხტა და ლაშას მიუახლოვდა-მე აქ მოვკვდი ნერვიულობით შენ კი სვამდი
-დაწყნარდი რა კლუბში ვიყავი
-იცი რომ ლევანი დაბრუნდა?
-კი დაჩიმ მითხრა
-და არც კი იფიქრე რომ ჩემთვის დაგერეკა არა. სრულიად შესაძლებელი იყო ამ კარში შემოსულს ჩემი გვამი გეპოვა მაგრამ არა შენ ამაზე არც კი გიფიქრია
-ნუ აზვიადებ და ნუ ყვირი თავი მისკდება
-საკუთარი მამა მოსისხლე მტრად გავიხადე შენს დასაცავად და რისთვის რომ ასე მომქცეოდი. შევცდი დევდარიანო იმ ღამით საწყობში არ უნდა მოვსულიყავი-კირა ოთახში შევიდა და კარი მაგრად მიიჯახუნა. საშინლად გაბრაზებული იყო ბიჭზე, თუმცა სიმშვიდე მოჰგვარა მისმა დანახვამ.
ლევანის მრისხანების გამოვლინება დროის საკითხი იყო, ის წამზომიან ბომბს ჰგავდა რომელიც არავინ იცოდა როდის იფეთქებდა. კირა ყოველ წამს ელოდა რომ მის წასაყვანად მოვიდოდა, თუმცა ლევანი არ ჩანდა.
-ასე ადრიანად სად მიდიხარ?-სამზარეულოდნ ხმა მოესმა გოგოს
-თუ დაგავიწყდა შეგახსენებ რომ ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ
-მე წაგიყვან- ბიჭმა ქურთუკი და გასაღები აიღო
-საჭირო არაა, შეგიძლია დასალევად და გასართობად წახვიდე, ჩემს თავს თავად მივხედავ
-არ გამამეორებინო
-იცი არ მეგონა თუ ასეთი იქნებოდა ჩვენი თანაცხოვრება, მე უბრალოდ ...-მანქანაში ჩამოწოლილი სიჩუმე კირამ დაარღვია
-აბა რას ელოდი ვარდებს და საჩუქრებს-ბიჭს ირონიულად ჩაეღიმა
-არა გენიოსო, ცივილიზებულ თანაცხოვრებას
-ჩვენი თანაცხოვრება ჯერ ახლა დაიწყო
-როგორ გამახარე, აქ ჩამოვალ
-ჯერ კიდევ შორია მიგიყვან
-ჩემით წავალ
-რა იყო შენს მეგობრებთან მმალავ?! გული მეტკინა
-როგრი ხუმარა ხარ-გოგომ კარი მიუჯახუნა და უნივერსიტეტის ეზოში შევიდა
ყვლა ულოცავდა გაბედნიერებას და მეუღლის გაცნობას მოუთმენლად ელოდნენ. კირას ეგონა უნივერსიტეტში მაინც გაექცეოდა რეალობას მაგრამ შეცდა. როგორც იქნა ლექციები დასრულდა და მასთან ერთად ბედნიერების მასკარადიც, უნივერსიტეტის ეზოში გამოსულმა ტელეფონი შეამოწმა ლაშას მესიჯი იყო "ვერ მოგაკითხავ სტუმრები გვყავს, სწრაფად მოდი საყვარელო". გოგომ ტელეფონი დაბლოკა და ავტობუსის გაჩერებისკენ გაემართა. გზად იმაზე ფიქრობდა რომ მთელი საღამო ისევ მოუწევდა ბედნიერი გათხოვილი ქალის იმიჯის მორგება. ავტობუსის გაჩერებიდან ლაშას სახლამდე დიდი გზა იყო, კირა ფეხით გაუყვა გზას, ნელი ნაბიჯით მიდიოდა მაქსიმალურად ცდილობდა დრო გაეყვანა, თუმცა მოულოდნელად საშინლად გაწვიმდა და გოგო სახლში თავიდან ბოლომდე გაწუწული დაბრუნდა
-ლაშა სახლში ვარ-ძალიან ეცადა რომ ეს სიტყვები ბუნებრივად წარმოეთქვა
-მისაღებში ვართ
-გამარჯობა -კირა დასჯილი ბავშვივით იდგა შესასვლელში
-გცხვენოდეს ლაშა გოგო სულ დასველებულა უნდა წამოგეყვანა
-მე რა სინოპტიკოსს ვგავარ?! ხო მართლა კირა გაიცანი ეს ლილეა, დავითი და თორნიკე
-სასიამოვნოა, გამოვიცვლი და დავბრუნდები- გოგო ოთახში გავიდა და სველი ტანსაცმელი გამოიცვალა, თავს კარგად არ გძნობდა წვიმაში სიარულმა შედეგი გამოიღო და კირას ტემპერატურამ აუწია
-ამდენ ხანს რას აკეთებ?-ლაშა გაღიზიანებული შევიდა ოთახში
-შეიძლება რომ დრო უჩემოდ გაატაროთ თავს კარგად არ ვგრძნობ
-ეგ შენი პრობლემაა, ხუთ წუთში მისაღებში იყავი-გოგომ თავს ძალა დაატანა გაიღიმა და სტუმრებთან გავიდა
-კარგად ხარ ცუდი ფერი გაქვს-ლილემ დაჟინებით აათვალიერა გოგო
-ყველაფერი კარგადაა, სანამ საუბრობთ მე ყავას მოგიდუღებთ, დროს მოგცემთ რომ ლაშას დაკითხვა მოუწყოთ-გოგომ სტუმრებს გაუღიმა
-საყვარელი გოგოა-ლილემ ირონიულად გაიღიმა და ლაშას გვერდით დაჯდა-თუმცა შენი ტიპაჟი არაა ლაშ
-ლილე შეწყვიტე ეს რა საუბარია-საუბარში დავითი ჩაერია
-უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი
-ლაშა იქნებ შეამოწმო დიდი ხანია კირა სამზარეულოშია
-ახლავე მოვალ-ბიჭი ნელი ნაბიჯით გაემართა სამზარეულოსკენ, კირა ჯერ კიდევ ქურასთან იდგა-ამდენ ხანს რას აკეთებ?
-შეგიძლია ჩხუბის ნაცვლად დამეხმარო?
-მაგარია ყავის გაკეთება თუ არ შეგეძლო რას მეტიჩრობდი
-შენ ადამიანი კი არა ურჩხული ხარ-ჩაიდანი აიღო და ფინჯნებში წყალი დაასხა. ყავა მზად იყო მხოლოდ მისი მაგიდასთან მიტანა იყო საჭირო, თუმცა გოგოს ხელები უკანკალებდა
-მე წავიღებ -ბიჭმა უხეშად ჩამოიშორა გზიდან
-ამას რას ხედავს ჩემი თვალებით-თორნიკე სიცლით შეხვდა ლაშას-ყოჩაღ გოგონა უკვე ჩაითრიე საოჯახო საქმეებში
-მე შენ გაჩვენებ საოჯახო საქმეებს-ლაშამ ლანგარი დადო, კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას თუმცა კარზე ზარი გაისმა-დამელოდე ვანახავ ვინ არის და მერე მოგხედავ
-მე გავაღებ ძვირფასო შენ ყავა დალიე გაგიცივდება-ლაშა ერთი წამით გაოცდა იმდენად რეალური ჩანდა კირას სიტყვები
-ვინ მოვიდა?
-დაჩია -გოგომ ქურთუკი გამოართვა და მისაღებისკენ გაუძღვა. დაჩის მეგობრები ხმაურითა და სიხარულით შეხვდნენ. ყველას ნახვის შემდეგ კირას მიუახლოვდა და გადაკოცნა
-კარგად ხარ ?
-კი რატომ მეკითხები?
-ერთი წუთით-ბიჭი მიუახლოვდა შუბლზე და ლოყაზე ხელი დაადო-კირა იწვი, სიცხე გაიზომე?
-არაფერია წვიმაში მოვყევი და ალბათ გავცივდი
-წადი თავს მიხედე ჩვენ უცხოები არ ვართ-გოგოს მართლაც სურდა წასვლა თუმცა ლაშას გახედა, ისე თითქოს ნებართვა სჭირდებოდა. ლაშა ადგა გოგოს მიუახლოვდა, ნაზად მოხვია ხელი და შუბლზე აკოცა
-წადი აქაურობას მე მივალაგებ შენ დაისვენე.
კირა იწვა საწოლში სიცხისგან იწვოდა, მის გვერდით არავინ იყო რომ დახმარებოდა, მაშინ როცა მეორე ოთახიდან მხიარული სიცილისა და საუბრის ხმა ისმოდა. წამოდგომა სცადა თუმცა სუსტად იგრძნო თავი, მალევე ჩაეძინა. უკვე გვიანი იყო როცა სტუმრები დაიშალნენ, ლაშა კი განრისხებული შევარდა გოგოს ოთახში
-რამდენიმე საათი უნდა ყოფილიყავი ჩემს გვერდით და ეგეც არ გააკეთე
-რა ხდება რომელი საათია?-ლაშას საუბარმა გამოაღვიძა
-ერთი რამ გევალებოდა და იმასაც ვერ გაართვი თავი
-ბოდიში რომ დაგეგმილად ვერ გავცივდი
-უბრალოდ ეგ მიზეზი იყო
-შენ რა ავადმყოფი ხარ თუ ბრმა?! ვერ ხედავ რომ ცუდად ვარ
-ამისთვის პასუხს მოგთხოვ-ბიჭმა კარი გაიჯახუნა და ოთახიდან გავიდა
შუა ღამე იყო კირას რომ გამოეღვიძა, მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, სიცისგან ყელი უშრებოდა და მთელი სხეული სტკიოდა. თუმცა საკითხავია ავადმყოფობის გამო სტკიოდა თუ მარტოობის გამო. ჭიქის ასაღებად გადმოიწია საწოლიდან თუმცა ძალა არ ეყო, ჭიქა ძირს დავარდა და გატყდა.
ხმაურმა ლაშას ყურადღება მიიქცია
-რა მოხდა?-შუქი აანთო და საწოლზე უღნოდ მწოლიარე გოგოს შეავლო თვალი
-მე უბრალოდ ჭიქა გამიტყდა-ლაშა საწოლს მიუახლოვდა, თითქოს გოგოს ხმა არ გაუგია, დაიხარა და შუბლი ტუჩებით მოუსინჯა-მაღალი სიცხე გავს წამალი დალიე?
-არა სახლში წამლები არ გაქვს
-არ უნდა გეთქვა რომ წამლები გჭირდებოდა
-რატომ უნდა მეთქვა შენ ისიც კი არ გჯეროდა რომ ცუდად ვიყავი
-ცოტაც გაუძელი ახლავე დავბრუნდები-ბიჭმა წამლები მოუტანა დალეევიან და გოგოს მალე ჩაეძინა. წასვლა უნდოდა თუმცა ვერ შეძლო საწოლზე ჩამოჯდა და მძინარე გოგოს თვალს არ აშორებდა-ნეტავ იცოდე რომ ჩემი უხეში სიტყვები შენზე მეტად მე მტკენს გულს, ნეტავ მე და შენ ერთმანეთი სხვა დროს გაგვეცნო, მაშინ შევძლებდი შენთვის ხელი ჩამეკიდა და სამყარო მეჩვენებინა. ნეტავ შეგვეძლოს ყველაფერის უკან მოტოვება, მაშინ ვიქნებოდით მხოლოდ მე და შენ ერთმანეთის პირისპირ და კიდევ სვანეთის მთები-კირას მიუახლოვდა თმებზე მოეფერა, რომ დარწმუნდა რომ ეძინა საუბარი განაგრძო-ნეტავ ამ ყველაფრის თქმა შენთვის შემეძლოს, მაგრამ არ შემიძლია ერთი წლის შემდეგ შენ წახვალ მე კი დავრჩები ჩემს გრძნობებთან მარტო და ჭკუიდან გადავალ. კარგად თუ მოგექცევი შენც იგივეთი მიპასუხებ მაშინ კი მე ვერ შევძლებ შენს გაშვებას. თუ შენ ჩემთან დარჩები გამუდმებით საფრთხეში იქნები.
დიდხანს უყურა მძინარე გოგოს, შემდეგ შუქი ჩააქრო და იქაურობას გაეცალა, ყოველი მის გვერდით გატარებული წუთს კიდევ უფრო უღრმავებდა ლაშას გრძნობებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent