დრო! თავი 20
რა შეიძლება ჩავამატო ან შევცვალო? ....... მაშოს კითხვებს უსვამდა ნენე მანამ მაღლა ავიდოდნენ და წყნარი საუბარით იფარგლებოდნენ, თითქმის სრულად მოასწრო მაშომ დედაზე საუბარი ნენეს გამოკითხვის შემდეგ - დიახ მიმატოვა მასე გამოდის, მწარედ ჩაიცინა მაშო დედაზე საუბრის შემდეგ და ასულმა დიდი ტერასა მოათვალიერა, ნაპირისკენ წაიყვანა სკამი რომ ქალაქის ხილვა შეძლებოდათ, ახლოს მისულებს თვალწინ ნამდვილად სილამაზე ეფინებოდათ განათებული სახლები გზის გასწვრივ ლამპიონები, რომელიც კლაკნილ გზას ტოვებდა და ზევიდან საოცარი ფორმები ხდებოდა, ისევ ცხვოვრებისეულ კითხვებს უსვამდა ნენე მაშოს, თან სიამოვნებდა მასთან ყოფნა მხიარულად გრძნობდა თავს სევდიან ისტორიებსაც სასაცილოდ ყვებოდა, მოყოლას ხელებს აყოლებდა და უფრო სასაცილოს ხდიდა, სიცილი დასრულებული არ ჰქონდა ხოლმე ხელახლად იცინოდა ნენე, ნენეს სიცილზე და ბედნიერ წუთებზე ბედნიერებისგან იცინოდა მაშოც - რამდენი წლის სიცოცხლე მომიმატე ნეტავ, ისევ სიცილით უთხრა ნენემ მაშოს როდესაც ისტორიის მოყოლა დაასრულა და ძირს მჯდომი მაშოც უცებ წამოდგა, - თავი ისევ გტკივათ? - ყრუდ, მხარი აიჩეჩა და მაშოც მის უკან დადგა, - მაშ ბებიას მკურნალ ჯი. ს გამოვიყენებ და დავტესტავ ნამდვილად წამალი ვარ თუ ბებია მატყუებს, გაიცინა და ნენესაც ისევ გულიანად გაეცინა, ბებიაზე გადაიტანა ყურადღება და მასზე დაიწყო გამოკითხვა, მაშომ ნაზად შეუცურა თითები თმის ქვეშ და ხელის ნაზი მოძრაობით დაიწყო მასაჟი, მოდუნება იგრძნო ნენემ და თვალებიც წყნარად მინაბა, - უკვე ვრწმუნდები ბებიას სისწორეში, ნენემ ამოილაპარაკა დაბალ ხმაზე და მაშოსაც ჩაეღიმა, ნაზად განაგრძო თითების მოძრაობა, ნენემ კი საუბარი წამოიწყო, რომ უხერხული სიჩუმე არ ჩამოვარდნილიყო, რატიზე ჩამოვარდა საუბარი და ნენეც იხსენებდა ჯელტმენ რატის რომელიც პატარაობიდანვე დინჯი იყო, ღიმილით უსმენდა მაშო და ყველა რატის ნათქვამი სიტყვა და სიტყვის შეფერება წარმოედგინა, როდესაც იმ ასაკს ესტუმრა ნენე როცა რატიმ მაშო გაიცნო, სხეულში გაცრა მაშოს და არა მხოლოდ იმ ასაკს, ნენე უყვებოდა მაშოს თუ როგორ გაიცნო რატიმ ერთი გოგონა სახელად მაშო, ყველაფერი იცოდა ნენემ ყველა დეტალი ისიც კი რაც მაშოს აღარ ახოვდა, უხმოდ გადმოუვარდა ცრემლები და უცებ მოიწმინდავდა ხოლმე მხრით რადგან ხელები დაკავებული ჰქონდა, - ჩამოვიდა თუ არა ხასიათი უფუჭდებოდა ხოლმე, აღარ მესაუბრებოდა, არ ეცალა სახლში იშვიათად ვხედავდი, მამამისი ახალი დაღუპული იყო, ამიტომ მისი ცხოვრება შეიცვალა დღემდე შეცვლილია, ჩემთან ვხვდები რომ ისევ ცდილობს ისევ ის ბიჭი იყოს თუმცა ბავშვების მონაყოლიდან ის სულ სხვა ადამიანია, ვხვდები რომ მხოლოდ ჩემთან იღიმის მხოლოდ ჩემთან ხდება ადამიანი მაგრამ ეტყობა რომ რეალური არასდროს არ არის, მაშოზე ვფიქრობდი თემას გადავუხვიე, ჩაიცინა და თემა ისევ მაშოს დაუბრუნა, ფიქრობდა რომ ქალს რომელიც მის უკან იდგა, რომლის სახელიც არ იცოდა თუმცა სხვა დანარჩენი მასზე უკვე ბევრი რამ იცოდა, უნდა სცოდნოდა რატის შესახებ თუ რას ფიქრობდა დედამისი და ვისი სიყვარული ტანჯავდა ისევ რატის, მოსწონდა გოგონა რომელიც მასთან ერთად იყო ძალიან მოსწონდა, თუმცა მაშოზე ფიქრს ვერ წყვეტდა, რადგან რატის გახსენებისთანავე მაშო უტრიალებდა გონებაში - ალბათ არ იცის ის გოგო როგორია როგორაა, შეიცვალა თუ არ შეიცვალა მაგრამ, დარწმუნებული ვარ ვერ ივიწყებს, ალბათ გეცოდინება მისი ყოფილი, არ არსებობდა გოგო რომელიც რატისთან ყოფილიყო რატის სურვილით, ინტერესი აღარ ჰქონდაო ასე მეგონა, თითქოს იმ ერთის გარდა იმ ბავშვის გარდა არავინ არ არსებობდა, მიყვებოდა უბრალოდ მხოლოდ მასზე, დრო გადიოდა მეგონა დაავიწყდებოდა მას უფრო და უფრო ახსოვდა, მისი დარდი მკლავდა მეშინოდა ამ ყველაფრის და შემდეგ გამოჩნდი შენ, არ ვიცი რას გრძნობს ვერ ვხვდები ასე როგორ ჩაახშო ის გოგო როგორ გადაუსვა ხაზი არ უხსენებია არც კი წამოცდენია, პასუხიც კი არ დამიბრუნა მასზე, ვფიქრობდი რომ იმ გოგოს სიყვარული შეიწირავდა, ახლა თითქოს რაღაც იმედი მომეცა ნუ დატოვებ გთხოვ იქნებ ის ბავშვი ჩაანაცვლო სხივს ვხედავ, ვნერვიულობ არ მინდა ისე წავიდე აქედან რომ მისი რეალური ღიმილი არ ვნახო და არა ხელოვნური რომელსაც ყოველთვის ვხედავ, ემოციურად საუბრობდა, გულზე მიეჭირა ხელი და ისიც კი არ იცოდა რომ ახლა შვილის საიდუმლო გათქვა თავად იმ გოგოსთან რომლზეც ეს საიდუმლო იყო, - იცით ის გოგო..... დიდი ნერწყვი გადაყლაპა მაშომ უნდა ეთქვა რომ ეს თავად იყო მაგრამ იმდენად ნერვიულობდა მოსმენილის შემდეგ თითები უკანკალებდა, - ის მაშ..... - დედა! სიტყვა რომელიც ბევრს ნიშნავდა ნენესთვის შორიდან რატის დაძახებულმა გააწყვეტინა და ამავდროულად დაძახებულზე შეხტა, შეძლებისდაგვარად მოტრიალდა ნენე შვილის ხმაზე და მაშოს შეხტომა რომ იგრძნო მის აკანკალებულ ჩამოწელ ხელებს აკოცა, შემდეგ გახედა მაშომ რატის და ისე ძლიერად ანერვიულდა გულს ბუდეში ვერ ტევდა, რატი რომ მათკენ დაიძრა სულ უფრო გამონგრევას ჰქონდა გული, ნენე კი ბედნიერი იყო შვილის დანახვით , - რაგჭირს? კარგად ხარ? დედის წინ ჩაიმუხლა რატი და მის კალთაშივე მისი ხელები მოითავსა თავისაში, ანერვიულებული მოდიოდა როცა დარიომ შეატყობინა რომ დარეკა მისი ფიქრები დედის ცუდად ყოფნაზე გაიქცა, - ასე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ, გულწრფელი ღიმილით შეხედა რატის და სახეზე ხელები მოუსვა, - არ სულიერად ფიზიკურადაც, მან შეძლო ეს ყველაფერი სიცოცხლე მომიმატა, გაუცინა და მაშოს ახედა რომელიც დაძაბული მძიმე ნერწყვს ხშირ-ხშირად ყლაპავდა, - რატომ მალავდი ამდენი ხანი ერთი ძალიან მაინტერესებს, ხელი დაარტყა მხარზე და რატიმაც შეიფერა მოიხარა ისე თითქოს წიხლქვეშ უნდა გაიგდოსო, - ხო რავიცი მომენტს ველოდებოდი, ამოთქვა და მაშოს ღიმილით, განათებული თვალებით ახედა, მას კი სავარძლის სახელურისთვის გაეშტერებინა თვალი და თავის ფიქრებში მყოფს არაფერი ესმოდა, წარბებ შეხრილს ჯერ ისევ ნერვიულობის ფონზე უცემდა გული, - კარგად ხარ? ხამამღლა კითხა და მაშო რომ ისევ შეხტა სწრაფად დაიწყო თავის დაქნევა, მისი საქციელი ეუცნაურა რატის, წამოდგა და წყნარად მიუახლოვდა, - დარწმუნებული ხარ? ცალი ხელით მიიხუტა ოდნავ მოშორდა და დახედა რომ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს მისთვის შეეხედა პასუხად თავი დაუქნია ისევ და რატიმ ისევ მიიხუტა, ხელები არ მოუხვევია მაშოს მისთვის თუმცა მის მაიკას ჩაავლო ხელები და უკეთ მიეხუტა, ჩუმად გახედა წყვილს ნენემ და გაეღიმა კიდეც, რატის შეხედა რომელიც მაშოს საქციელის გამო იღიმოდა და პირველად შეეცვალა ნენეს სახე, ისეთი თითქოს იეჭვიანაო, თითქოს უცებ შეეცვლებოდა გრძნობები მაშოს მიმართ და ბოღმა გაუჩნდებოდა რომ მის შვილს ახლა მასზე მეტად ცოლი ეყვარებოდა და მასზე მეტ ყურადღებასაც მას მიაქცევდა, თუმცა უცებ ისევ შეეცვალა სახე, ეს უბრალოდ გამოხატვა იყო იმის რომ სურვილი რომელიც მაშოს გაუნდო ასე მალე აუხდა, საერთოდ არ იღიმოდა რატი ძალით პირიქით ახლა ცდილობდა რომ ღიმილი შეეკავებინა, მაშო რომ აწრიალდა უცებ გატრიალდა ნენე და რატიმაც საშუალება მისცა მისი მარწუხებიდან განთავისუფლებულიყო, - ჰო მართლა დღეს როცა დამელაპარაკე რამე გიჭირდა? რამე გტკიოდა? იკითხა ნენემ და მაშოც მის წინ ძირს ჩამოჯდა, - არა, არა ჩაიცინა მაშომ და რატის დაძაბულმა ახედა, - რატომ ტიროდი ჩემო ლამაზო? მე გავაკეთე რამე? ისევ დასვა კითხვა და რატიც მოაჯირს მკლავებ ახლართული მიეყრდნო, - არა რას ამბობთ გაიცინა ისევ რომ ზედმეტი დაძაბულობა არ შეემჩნია მისთვის, ნენე წამით გაჩუმდა ცდილობდა გაეხსენებინა რამე საწყენი ხომ არ უთქვამს მაშოსთვის, მათი საუბარი უცებ გადმოანაცვლა ამოსვლისას საუბარში, კიდევ ერთხელ დამტკიცდა მისი სიჭკვიანე, ჩაიღიმა როცა პასუხს მიაგნო და ხელები გაშალა, - მოდი ჩემთან თან მიიხმო და მაშოც დაიბნა თუმცა მისკენ მიჩოჩდა და თავი კალთაში ჩაუდო, უცებ დაადო ბეჭებზე ხელები ნენემ და ფერება დაუწყო - დედა მოგენატრა არა? კითხვა ღიმილით დაუსვა და მაშომაც სწრაფად ახედა კითხვის ნიშნის თვალებით, - რა გულჩვილი ხარ, კიდევ გაუცინა და წამოწეულს შუბლზე აკოცა, - ისედაც რაღაცნაირად ვიყავი, თავის გამართლების გამო გაიკრიჭა და მხრები აიჩეჩა, რატიც იდგა თბილი მზერით და წამით არ მოუშორებია მაშოსთვის თვალი, - რა მნიშვნელობა აქ ხო ატირდი, ისევ გაუცინა - დარიო რომ არა იმასაც ვეღარ ამბობდი რომ გაგითიშავო, ეცინებოდა ქალს და მაშოსაც გაეცინა, - ამ თმას შენ რო არ მოუვლიდი ცხადიაა, საოცრებაა, თან როგორი ხვეულიაა, ხელი რომ გაშალა მაშც ახლოს მიიწია რომ მის თმას შეხებოდა ნენე, - ბებია, ვინ თუ არა ის, გაიცინა მაშომ და ცალი მხრიდანაც უკან გადაიყარა დალალები, - რა კარგი სურნელიი, უხხ ღრმად შეისუნთქა ნენემ და რატისაც ჩაეცინა, მაშომ შეამჩნია თუმცა ნენემ ვერა საუბარი დააწყებინა ნენემ მაშოს ისევ და მაშოც ცდილობდა სამხიარულო მოეყოლა რამე, დასასრულში ვეღარ მოითმინა რატიმ და სიცილი დაიწყო, უცებ აიფარა გაშლილი ხელი ნენემ ტუჩებზე - ღმერთო, იცინის, ამოთქვა გაოგნებულმა თან ღიმილს მალავდა, - მე დამცინიხარ? გახედა მაშომ კოპებ შეკრული ღიმილ შეკავებული სახით და რატის გულიან როხ-როხზე ეცინებოდა და ამავდროულად ძალიან მოსწონდა, - იცი რაა! გაბრაზებული წამოდგა მაშო ნიშნად რომ უნდა ეცემა და რატიც მოაჯირს მოშორდა რატომღაც გადაწყვიტა მაშოს ცანცარში აყოლოდა, მაშომ რომ მისი ნაბიჯი შეამჩნია, სწრაფად წავიდა მუშტ მომარჯვებუკი მისკენ და რატიც უკან უკან დაიწია, მაშოც რომ გაეკიდა რატიც ადგილს მოწყდა, გულს ვეღარ იჩერებდა ნენე ლამის მათთან ერთად წამომხტარიყო და ერბინა, რატისაც ვერ ცნობდა იცინოდა მაგრამ არ ყოფნიდა, ბედნიერებას ვერ მალავდა, რამდენჯელმე აიცილა რატიმ მაშო და ახლა მის აცილებაზე როხ-როხებდა, - არ გცემ ერთს შემოგარტყავ, რომ ვერ დაიჭირა აზრი გაუნდო და მისკენ გაექანა თუ არა რატიც მოემზადა მივარდნილ მაშოს მენჯებზე დაავლო ხელები და ჰაერში აწია, უცებ მოულოდნელ საქციელზე შეკივლა ჰაერში აღმოჩენილმა და რატიმაც ნივთივით შემოიდო მხარზე, - დამსვი, დამპალო! ცხოველო! ერთხელ არ უნდა დამარტყმევინო?! არ იმსახურებ თუ? მუშტებს ურტყავდა ზურგზე და ბოლოს ხელები რომ დაეღარა რატის ზურგზე იდაყვი შემოდო და ხელში ნიკაპი მოათავსა, ცალ ხელი უძალოდ ჰქონდა და სიარულის დროს იქით-აქეთ ქანაობდა, - ვაიმე რა საყვარელია, აკისკისდა ნენე და მაშომაც ხელები დაუშვა წამოიწია რომ ქალისთვის შეეხედა უხაროდა მასაც ნენეს გაცინება რომ მოახერხა, რატიმ ინტერესით გადმოწია მაშო რომ ენახა თუ რატომ იყო საყვარელი და მაშომაც სახე რომ დაუსერიოზულა ისევ კომფორტულად შემოიდო, - ოხ რატი, თავი გაუქნია ნენემ საქციელზე და ისევ გაეცინა, - სხვათაშორის ზუსტად ასე ილიკოს მიჰქონდა სიმინდით სავსე მეშოკი, სახლში, გაახსენა მაშოს წარსულიდან პატარა დეტალი რატიმაც და მაშოსაც მხოლოდ ერთი რამ ამოუტივტივდა " - ამას როგორ უნდა გაატანონ ამ სიმძიმე მეშოკი ნახე მაშა, მაშო შემოატრიალა და მოხუც ილიკოსკენ ანიშნა რომელიც 80 წელს უკაკუნებდა და ჯერ ისევ მონდომებულად შრომობდა, - აი მესმის შემართება, ამოილაპარაკა მაშომ ღიმილით და ისე ახედა რატის - რა შემართება გოგო ნახე, უცებ შემოიგდო მაშო მხარზე, მოიკუნტა ფეხები ააკანკალა და წინ ფლატა ფლუტით წავიდა, - ვაიჰ, ვაიჰ, თან ყოველ ნაბიჯზე გმინავდა და მაშო როცა მიხვდა რომ ილიკოს აჯავრებდა მის მხარზევე ხმამაღლა აკაკანდა......" გაეცინა მაშოს და რატიმაც უბრალოდ გმინვა დაიწყო, - ვაიჰ,.....ვაიჰ, - ბოროტო! გაეცინა მაშოს და ხელი დაარტყა... - დასვი ახლა ნენესთან რომ მივიდნენ ნენემაც ხელით ანიშნა, - სად აქ? თუ აქ, ხელიდან მოიხსნა და მოაჯირს იქით გადაწია - ააა რაშვები რატი ხელი არ გაგეშვას, ნენემ უცებ შეკივლა და მაშომ მის ქვევით რომ სიკვდილი დაინახა დაძაბული გაიყინა, უცებ გადმოწია რატიმ ისევ და მანამ მაშო შემოარტყავდა ჩახუტებასთან ერთად გააკავა, - კაი მართლა ხო არ გადავაგდებდი რა გჭირთ, თავზე ხელი მოუსვა და მოიშორა, - შეგეშინდა მაშა? გაეცინა მაშოს სახეზე და მაშომაც ხელისკვრით მოიშორა, ნენეს წეღანდელი უცებ გადაავიწყდა მხოლოდ ერთ რამეს მოკრა ყური და ტვინიც მისკენ გაექცა, გაკვირვებისგან შეკრა კოპები მიმართვაზე და სავარძელზე უკეთ დაჯდა, - რატი რა დაუძახე? გაუღიმა რატის გაკვირვებულმა, ისე კითხა და რატიმაც სახე დამანჭა, - არცერთხელ არ მაცადეს, უნდა მეთქვა, საკუთარი თავის გამართლება დაიწყო და მაშოს გახედა, - კი მარა რო მოვიდა სახელი არ კითხე ერთმანეთზე ყველაფერი იცით თითქმის და სახელიც გაგერკვიათ, ახლა მან მიიღო გაოცებული სახე, - მაშო ქვია? მაშოც დაბნეული იყურებოდა იქით-აქეთ და უფრო დაბნეული უყურებდა ნენეს წინ ჩაცუცქულ რატის რომელსაც ქალის კალთაში შემოეწყო ხელები, - მე იმ გოგოს ჯავრი მკლავდა და წინ მიდგას? იკითხა და უცებ მოუქნია რატის ხელი, რომელიც რატიმ აიცილა თუმცა მეორე გაქნეული ხელი მხარში მწარედ მოხვდა, - მაგის ღირსი ვარ შენგან? ანუ მაშოს მოვუყევი ყველაფერი ის დეტალი რაც იმან გამოიარა? აკაკანდა ქალი სიხარულისგან და მაშოც დაძაბული იღიმოდა, - მეც უნდა მეთქვა თუმცა რატი რომ მოვიდა გადამავიწყდა, გაიკრიჭა მაშოც და რატის გვერდით ჩაიმუხლა, - არ მჯერა დეე, ამოთქვა და მაშოს მოეხვია, ისევ გაეცინა რატის.... საღამო იყო სადაც ტკივილიც სიხარულიც და ბედნიერებაც იყო, ნენე უბედნიერესი დატოვეს, თითქოს მართლა რამდენიმე წლის სიცოცხლე მოემატებინოთ მისთვის, თავადაც მხიარულები გამობრუნდნენ სახლში, ნენე უკეთესობისკენ დაიმედდა ფიქრებით რომ ახლა მაშო შეძლებდა რატის შემობრუნებას და სწორ გზაზე გამოიყვანდა...... - გინდა რამე? დიდ მაღაზიის სადგომაში ჩაუხვია რატიმ და მაშოს გახედა, - სიმართლე გითხრა იმხელა სახლში ტკბილეულის ნაგლეჯი არსად არაა თვალების ტრიალით გახედა მაშომ და რატისაც გაეცინა - ეძებდი? - ვეძებდი? ყველაფერი ვიპოვე მის გარდა გაბრაზებული მოტრიალდა რატისკენ და რატიმაც თავი გააქნია - კიდევ? წამოდი კაროჩე მადონამ ჩამიგდო ფოტო ბავშვის წამალიაო თუ საჭმელიაო თუ რაც არი და ნახე მოკლედ, დაიღალა სიტყვებს თავი რომ ვერ მოაბა და მაშოს ტელეფონი მიაწოდა, - რატიი, ისევ გაუწოდა ტელეფონი რადგან ზარი შემოდიოდა და რომ დახედა საერთოდ არ ესიამოვნა სახელის ამოკითხვა "სელენა" - გაატრაკა ამოიგმინა და მაშოს ხელშივე უპასუხა, - რატი სად ხარ? აეროპორტში არ გამოხვალ? მაშინვე ჩაძახა სელენამ ტელეფონში და მაშომაც ხელში მიაჩეჩა ტელეფონი, - რა ადგილას ხარ? წყნარად დაუსვა კითხვა და მაშოს გახედა რომელიც ფანჯრიდან იყურებოდა, - გამოსასვლელში ვარ ისევ, - კაი, - გამოხვალ? - დარიო გამოგიყვანს, სწრაფად გაცა პასუხი და სელენამაც კბილები დააჭირა ერთმანეთს - იდიოტო შენს გამო ჩამოვედი აქ! - წადი შენი, ჩაიცინა და ტელეფონი სავარძელზე მიაგდო - მაშო წამოხვალ? - კაი წადი შენ რა, უცებ შეეცვალა ხასიათი და რატიმაც ცალი ხელი ჩამოისვა სახეზე კარები მიკეტა და მაშომაც ენა გამოუყო, სწრაფად მოუარა მანქანას რატიმ და მაშოს კარები გააღო, - გადმოდი, - რატი არ მინდა-მეთქი - მე მინდა თქვა თუ არა მაჯაში ჩაავლო ხელი და მანქანიდან გადმოსვა, კარები უხეშად მიკეტა სიარულშივე ჩაკეტა მანქანა და მაშოს დახედა, არაფერი არ უთქვამს ხელი უშვა და წინ წავიდა, "პიკის საათის" გამო ხალხი არეულად დადიოდა უამრავი ადამიანი გამოდიოდა და შედიოდა მაღაზიებში რაც ხალხმრავლობას იწვევდა, ხან ვინ გაკრავდა მაშოს მხარს ხან ვინ, წინ მყოფმა რატიმ ჩვეულად გაშალა ხელი და მაშომაც სწრაფად შეამჩნია, კოპებ შეკრულმა ახედა რატის თავი გადააქნია ნაბიჯები გაადიდა და რატის ხელში შეაცურა ხელი, ჩაეღიმა რატის და შესასვლელში გადაჭედილ ხალხში მაშო ისე გააძვრინა რომ არც კი შეხებიან, თავადაც მარტივად შევიდა და უკან გადაჭედილ ხალხს გახედა...... ...... - მადო გამოო ჩვენი დროა, სახლში შესვლისთანავე პარკი მადონას მიაწოდა და ანიშნა გარეთ გასულიყო, თავად აბაზანაში შევარდა ხელების გადასაბანად ჩქარ-ჩქარა მოტრიალდა ხელების გასაწმენდად და კარები უნდა გამოეღო კარები თავად მოემსახურა რატის ძალების თანხლებით და შესვლისთანავე მაშოს გვერდი უნდა ჩაევლო, თუმცა რატიმ მკლავში უმტკინვეულოდ ჩაავლო ხელი და მაშოც მის ხელს ნებით მიყოლილი გაკვირვებული აეკრო კედელს, - რა ხდება? გაკვირვებულმა კითხა და ისე ახედა რატის სერიოზულ სახეს რომელსაც ცალ ხელში ჩართული ტელეფონი მოეთავსებინა - ეგ მე უნდა გკითხო, რა ხდება? თავი სიტყვებს აყოლილმა ოდნავ გააქნია და მაშოს თავის მაღლა კედელს მკლავით მიეყრდნო, მაშო თითქოს უფრო ცდილობდა კედელს აკრობოდა სიახლოვისგან გამოწვეული უხერხულობის გამო, ამავდროულად საერთოდ ვერ ხვდებოდა რას ეკითხებოდა რატი, ამასთანავე კი როცა იცოდა რატის გრძნობები მის მიმართ ეს ძალიან აბნევდა, რის გამოც ღრმად სუნთქავდა და მკერდი მკვეთრად ადი-ჩაუდიოდა, რატის საოცარ სურნელზე ბრუვდებოდა და თითქოს აღარაფრის ძალაც აღარ ჰქონდა, - არ ფიქრობ რომ ზედმეტად ახლოს ხართ შენ და დარიო? კითხვაზე მაშოს ჩაეცინა და თითქოს დაძაბულობაც მოეშვა, რადგან საკითხი რომელზეც ასე ნერვიულობდა მარტივ საქმეს ეხებოდა - სერიოზულად? კი ასე თუ ისე იკითხა თუ არა რატის წარბები უფრო შეეკრა, - ასე თუ ისე თუ უკვე იმდენად ზედმეტად რომ... - უბრალოდ გეჩვენება, - კამერებსაც? მაშოს სიტყვაზე ტელეფონი აუწია და ვიდეოს ჩართვისთანავე ნაჩვენები იყო თუ როგორ ჩაიკრა დარიომ ატირებული მაშო გულში - მერე რა? დაგავიწყდა რომ... გამართლება დაიწყო უცებ ააკრო ხელი რატიმ ტუჩებზე და დახრილმა თვალებში ჩახედა, - არაფერი დამვიწყებია ამ მომენტში და ეს პერიოდი შენ ჩემი ხარ მაშო! უცებ გაშრა მაშო, სუნთქვა შეეკრა ისე შეხედავდა ხან ერთ ხან მეორე თვალში - გაიგე თუ გაგიმეორო? მაშოს რეაქცია შეამჩნია და კმაყოფილების ხმით დაუსვა კითხვა, მაშომ თავი უარის ნიშნად გააქნია და რატიმ რომ ხელი უშვა ნერვიულობის ფონზე კისრისკენ წაიღი ხელი, - ჭკვიანად მაღლა ავდივარ სახლში შემოდით დროულად უკვე გვიანია, - ხო მაგრამ ეზოში.... - მაშო რომელი დაფარული ადგილი ეს ნახე? და ამავდროულად საქართველოში არ ხარ, ისეც გაამკაცრა ხმა ისე გააწყვეტინა სიტყვა და მადონას ხმაზე მაშო აათვალიერა და აბაზანიდან გავიდა, - გააკეთე მერე ეგ უჯიშო ღობეე რა ჯანდაბად გჭირდება ფული, მიაძახა ბურდღუნით და გულზე ხელი მიიდო, - არადა მაინც რატომ ააქ, გულმა ისევ "ბაგა-ბუგუგი" დაიწყო და რატის სიტყვების გახსენებაზე სხეულში გაცრა, მიხვდა რომ ძილის წინ ფიქრები საკუთარ გრძნობებზე არ მოასვენებდა, ეს ყველაფერი გვერდზე გადადო და მადონასთან გავიდა ყველანაირ თემაზე საუბრობდნენ უფრო თავის მოვლის საშუალებებს იხსენებდნენ და facebook-ის სქროლვით გართულები სასაცილო მიმებზე იცინოდნენ..... - ხვალ მივდივარ ზედმეტად რომ სიჩუმე ჩამოვარდა მაშინ წამოიწყო მადონამ საუბარი, - სად მიდიხარ? წამოიწია მაშო და უკეთ მოსასმენად მოემზადა, - დიდი ხანია აქ ვარ მიხარია რომ გადავრჩით, ვიცი რომ არაფერი უთქვამს რატის შენთვის მან გადაგვარჩინა მეც და ჩემი პატარაც, მეტიც საკუთარი თავიც კი გაწირა ამისთვის, დედაჩემი ჩამოვიდა ამიტომ უსაფრთხოდ ვიქნები მასთან და იგივე შეცდომას არ დავუშვებ რაც აქამდე დავუშვი, ალბათ ეს ყველაფერი კარგიც იყო, ჩემმა ქმარმა დაგვტოვა სახლში სადაც ნაკვეთიდან უკვე ყველაფერი იწვოდა მალე კი ჩვენც შევიწვებოდით რომ არა რატი, ძალიან გამიხარდება თუ ერთმანეთს არ დავივიწყებთ, ასე მარტივად არავინ მომწონრბია და არც არავისთან დავახლოებულვარ ასე, მადლობელი ვარ ნამდვილად, თითქოს მორცხვად საუბრობდა ქალი, თითებს აწვალებდა და თან ისტორიით გაოგნრბულ მაშოს ახედავდა ხოლმე, უცებ გაბრაზდა მაშო რატიზე, თუმცა მალევე მის სიტყვებს ისევ გაუგო და მადონას გვერდით მიუჯდა თუ არა ხელები მოხვია, - მოგწერ ხოლმე გზებს რომ ვისწავი გნახავ ხოლმე და შენც გამოდი ხოლმე გაუღიმა თუ არა მაშომ კიდევ ერთხელ ხანგრძლივად მოეხვივნენ ერთმანეთს მადონაც მაშოს გრძელ თმას დაუსრულებლად ასრიალებდა ხელში...... ..... საქმეებს მორჩენილი სახლში მიდიოდა დემეტრე თავის ძლიერი ტკივილის გამო სახე დაემანჭა და დაბღვერილი ატრიალებდა საჭეს, messenger ში მოსულმა მესიჯმა ხმამაღალი ხმით გააგებინა მოსვლა და დემეტრემაც დამჭერში ჩადებულ ტელეფონს შეხედა მესიჯის პატრონი საერთოდ არ ეცნო და გზის უცებ მოვლებით მიუახლოვდა ტელეფონს ისე "ჩააჩერდა" ფოტოს საჭესთან მყოფი ვერ მიწერდა ამიტომ ეცადა ინტერესი რომელიც არ ასვენებდა, სახლში მისვლამდე მოეთოკა..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.