შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო! თავი 19


19-04-2023, 00:57
ავტორი ანკა გგ
ნანახია 1 292

თავიდან მარტივი იყო მარა მძინავს ნახევრად, უფრო ადრე მინდოდა რადგან მახოვს მითხრეს ინტერესი მეარგება დიდი ხანი რომ ვერვკითხულობო ამიტომ ცოტაც იყოს...
......

ძალიან დიდი ხანი ისხდნენ ასე უხმოდ მაშო
მუხლებში თავჩარგული თავის ფიქრებში თავის ტკივილებს გაერთო, დარიო კი უბრალოდ მაშოს დუმილის გამო დუმდა და არც აწუხებდა ეს სიჩუმე მოსწონდა სიჩუმეც კი მაშოს გვერდით, მაგრამ ეს სიწყნარე დაარღვია მაგიდაზე რატის ტელეფონის ბზუილმა სწრაფად წამოყო თავი მაშომ მაგიდაზე ტელეფონს შეხედა და შემდეგ წამოდგა, ნომერზე სათაურს დახედა ქალის სახელი ეწერა ქართულად, იფიქრა რომ მის პირად სივრცეში არ შეიჭრებოდა თუ გაიგებდა ეს ქალი ვინ იყო, დარიოს შეხედა და ვერ გაეგო უნდა ეპასუხა თუ არა, ტელეფონი მაგიდაზე დააბრუნდა ფიქრის შემდეგ
- უპასუხე,
მამაკაცის ხმაზე დარიოს შეხედა მაშომ და ყოყმანის შემდეგ უპასუხა,
ქალის სიტყვები დაწყებისთანავე ვერ გაიგო და კითხა ინგლისურად შეეძლო თუ არა
- კი შემიძლია, სად არის ბატონი რატი?
- სახლში არ არის ტელეფონი დარჩა,
სწრაფად გასცა პასუხი ქალის ხმაზე დაიბნა აღელვდა კიდეც
- ორი წუთით ტელეფონს ითხოვენ
შეაყოვნა ქალმა და აშკარად ტელეფონი სხვას გადააწოდა, მაშო გაურკვევლად უსმენდა გადაწოდებისას გამოცემულ ხმაურს და შემდეგ ქალის სასიამოვნოდ თბილ ქართულ ხმას
- დედი, ვიცი არ გცალია, ისე გაიქცევი ხოლმე თუ მოიცლი გამოხვალ?
ვიცი დე მარტო მოვიწყინე მეთქი ამას არ უნდა ვამბობდე მაგრა....
- იცით რატი სახლში არ არის,
მორიდებით გააწყვეტინა მაშომ ქალს და უცნაური გრძნობა დაეუფლა ქალის სასიამოვნო საუბარზე მიმართვა" - დე - დედი" -მ მიუხედავად იმისა რომ მისთვის არ იყო განკუთვნილი, უცნაური გრძნობით შებოჭა, ქალის თითოეულ სიტყვაში ძლიერი სიყვარული იგრძნო რაზეც მთელ სხეულში გააჟრჟოლა, ცოტახნის წინ ლამაზი ფიქრები წარმოუდგა ისევ თვალწინ,
- ა გასაგებია ბოდიში,
ისევ თბილი ხმით დააყოლა ქალმა და მაშოს ხმა რომ გაიგო მიხვდა ვინც ესაუბრებოდა თბილად განწყობილი იყო ნენე მაშოს მიმართ უყვარდა კიდეც, როდესაც რატის ხმა მოისმინა მაშოზე საუბრის დროს როცა რატის სიტყვები მოისმინა, იმდენად ძლიერი ემოციები ჰქონდა რატის რომ ნენესაც გადასდო,
- კარგი დე აღარ შეგაწუხებ მაშინ,
მორიდებით ამოაყოლა რადგან პირადად არ იცნობდა უბრალოდ ჩვეულებრივ ამბობდა იმას რასაც ფიქრობდა,
ისევ დადუმებული უსმენდა მაშო ქალის ხმას ტელეფონისთვის ორივე ხელი წაევლო და როცა ქალის მიმართვა "დე" მის მიმართ იყო, "აჩუყებულმა" გულმა თავისი გაიტანა და ცრემლები წასკდა, უხმოდაც ვეღარ ტიროდა სრუტუნი ამოაყოლა და დარიოც უმალ წამოხტა, მაშოს უკნიდან მხრებზე შეეხო და როცა ნენეც მიხვდა რომ მაშომ ტირილი დაიწყო შეწუხდა,
- გიჭირს რამე დე? რატო ტირიხარ
წამოიწია 'საწოლშივე' აღელვებული და მის ხმაზე მაშომ უარესად დაიწყო ტირილი, ვერაფერს ვეღარ ამბობდა ვერ აწყნარებდა თავს წეღანდელ ნატირებს გული ისე ამოჯდომოდა სულ რაღაც მცირედი იყო საჭირო რომ გულით ეტირა და საბაბიც მიეცა,
- არა,
ერთი ეს მოახერხა რომ ეთქვა ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ნენე უბრალოდ იმდენად თბილი იყო რომ სხვანაირად ვერც მიმართავდა მაშოს, დარიომ გამოართვა ტელეფონი სწრაფად
- მაპატიეთ გადმოგირეკავთ კარგი?
დაბალხმაზე უთხრა და ქალის ანერვიულებული ხმით დასტურის შემდეგ გათიშა,
- მაშო კარგად ხარ? რა მოგივიდა,
- დედა, დედასთან მინდა ღმერთო მისი სურნელი, მისი ღიმილი, ხმა, არ გაჩერდა წავიდა ,
ისტერიულად ტიროდა ხელებს იფარებდა სახეზე რცხვენოდა თუმცა ვერც ჩერდებოდა, მტირალა რომელიც ფიქრები ზედმეტად გულჩვილს ხდიდა, ისევ ბავშვი იყო, ისევ ის ბავშვი იყო რომ ვერ გაეგო დედა სად წავიდა დიდხანს ეძებდა და ბოლოს ცაში დაინახა, მიუწვდენელი იყო, უბრალოდ მისი მფარველი ანგელოზი გახდა, სულებიო იძახდნენ ბავშვობაში ღამე სულები დადიანო, მაშო კი ღამით გვიან გარბოდა ღამე იქნებ დედაჩემი ვიპოვნოვო, როგორ ძალიან ენატრებოდა დედისგან წარმოთქმული მიმართვა, "დეე" დარიომ ვეღარ მოითმინა თავად ჩაიხუტა ატირებული და ცდილობდა დაეწყნარებინა, მაშოს ისევ სახეზე აეფარებინა ხელები და ცდილობდა დაწყნარებულიყო.....
.....
- თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე კარგი?
თბილად მოუსვა ნიკაპქვეშ ხელი მაშომ მადონას დაემშვიდობა და დარიოსთან ერთად დატოვა სახლი....
......
- რა ჯანდაბა გვინდა აქ ცოდვებს იხსენებ?
მანქანიდან გადმოსულმა დემეტრემ როცა მოათვალიერა სასაფლაო, ბნელი ამაზრზენად საყურებელი ადგილი მაშინვე ერთი კონკრეტული დანაშაული გაახსენდა, შორს ჰორიზონტზე დაუსრულებლად მოჩანდა საფლავის თეთრი ქვები, ალაგ-ალაგ ხეები ჩამოფარვოდა საფლაოებს და გაშლილ ადგილზე ნიავი ხის ფოთლებს აშრიალებდა, შორს იდგა მხოლოდ ორადორი ლამპიონი თუმცა ისიც კი საშიშად გამოიყურებოდა,
- ცოდვები? მონანიება?
სიცილი აუტყდა რატის და წინ წინ წავიდა,
- ძმაო, მოდი აქ..... მოდი, აი სწორედ აქ სწორედ აი ამ ადგილას ძმაო,
თითით აჩვენებდა, ხის ძირას თავისუფალ ადგილს
- ქვას ვერ ხედავ მართალია, მაგრამ იქ სადაც ახლა მე ვდგავარ, ცოცხლად დამარხული ადამიანის თავზე ვდგავარ, აქ ვიყავი მისი დახშული ღრიალის ხმა მესმოდა მისი ვედრება მესმოდა მისი ღრიალი ტირილი, იცი როგორ მევედრაა? მესმოდა გესმის? მომბეზრდა შემდეგ უბრალოდ მივატოვე, სახლში წავედი ეს დედამოტ*ნული, ჩვეულებრივ მკვლელობებზე საუბარი აღარ მაქვს, გაგახსენებ აქ სადღაც რომელიღაც ადგილას ნაწილ-ნაწილაა დამარხული კაცის სხეული რომლის სახეც წამტვრეული შუშის ბოთლით ავჩეხე, მას შემდეგ ვხედავდი საწოლზე მწოლიარეს თოკი როგორ წიწკნიდა, შუაში გადაიხსნა, ეს მე გავაკეთე! გესმისსს მეეე ეს დედა მოტ*ნული, მე გავაკეთე! ( ნერვების ფონზე ღრიალს იწყებდა და თან ცდილობდა დაწყნარებულიყო თავის ჩადენილის გახსენებებზე ეცინებოდა თუმცა ეს სიბრაზის სიცილი იყო რომ ღრიალი ჩაენაცვლებინა) რომელ ცოდვების მონანიებაზე მესაუბრები კიდევ რომელი ერთი ჩამოგითვალო?! ცხოვრებამ შემცა! გამიყარა ძმაო! მაფიოზი ნაბიჭ*არი ვარ, როგორ უნდა დამტანჯო როგორც არ უნდა მწიწკნო ისე რომ მტანჯო როგორც მე სხვას ისე როგორც ჯენო გრძნობდა როგორ უხრწნიდნენ მხეცები მუცელს, ცოცხლად რომ დამწვა დამმარხო აზრი არ აქ ძმაო იმას რაც უკვე ჩავიდინე ვერანაირი ტკივილით ვერ გამოვასწორებ, თავი დაანებე და რას ჩალიჩობო მითხარი, იქ სადაც მე ვარ იმ დამპალ ცხოვრებაში სადაც ვარსებობ სიმშვიდე არ მოსულა ხვდები? ან მე უნდა ჩავაძაღლო ან უნდა ჩამაძაღლონ, მე ვერ მწვდებიან ჩემებით იწყებენ, სხეულზე არ მაქვს დედამოტ*ნული სუსტი წერტილი მაგრამ იციან ვინც მყავს და სადაც მყავს, მაშოს რომ ვუყურებ მრცხვენია, საკუთარი თავი მეზიზღება, ჯერ იმიტომ რომ ახლა ის ჩემ გვერდითაა, მერე იმიტომ რომ ვატყუებ, მერეეე ფუ ბლიადდ( ისტერიულად, ნერვოზულად ჩამოისვა სახეზე ხელები, წამით გაჩუმდა და შემდეგ განაგრძო) არ მიმსახურებს, ის ჩემთან არ უნდა იყოს, არ შემეშვებიან მე რომ გავჩერდე ჩამაძაღლებენ და არა მხოლოდ მე თქვენ ყველას იმიტომ რომ უკვე ყველა გარეულები ხართ, მაშოსთან არ მინდა ვიყო ის ახვარი რაც რეალურად ვარ, ბავშვია, ოცნებებში გახვეულია მიზნები აქვს და მე ამ ყველაფერს სადღაც ხუინაზე ვუშვებ, ყველაფერი წავართვი ის პატარა ბედნიერებაც რაც ჰქონდა, დედამ მიატოვა რატიმაც მიატოვა, იმ რატიმ ადამიანი რომ ერქვა და არა ახლანდელი მე, თეოდორე რომ საუბრობდა ყოველ გაბრაზებაზე რთულ დღეებზე დედას ითხოვს პატარა ბავშვივით მაშინ გამეცინა ბავშვიამეთქი გავიფიქრე და რეალურად ვერც კი ჩავწვდი რა ტკივილს ატარებდა, ახლაც ვერ ვუგებ, იმიტომ რომ მე მივდივარ ვნახულობ მყავს, ახლა იმის შიში გამიჩნდა რომ მეც არ დამტოვოს, როგორც მაშო მიატოვა დედამისმა კიბოს გამო, ცხოვრება მინდა, ყოველ ღამე მაღვიძებს სიზმარში ნანახი ყველა ჩემი ჩადენილი ყლ*ობა, მთელი ჩემი სიზმარი სისხლშია ამოსვრილი მთელი ღამე ღრიალი მესმის, დავიღალე ძმაო, სამყარო, ქვეყნა ყველაფერი მძულს ცხოვრება მეზიზღება მამაჩემი მეზიზღება ....ობები რომ არ გაეკეთებინა ასე არ გაგრძელდებოდა ჩემი ბინძური ცხოვრება, იმაიმუნა ჩაძაღლდა და მე მომატენა! დედამოტ*ნული როდის ჩავძაღლდები, (ნერვოზულად წაივლო თავზე ხელი და ძლიერად ჩამოისვა სახეზე)
ახლა გესმის? გაიგე? ვიტანჯები, ჯოჯოხეთში ვარ ნელ-ნელა ვემზადები იქაური ჯოჯოხეთისთვისაც
ბოლოს დაუწყნარდა ხმა და შავ ცას ახედა მთელი სხეული ძლიერად სტკიოდა, ყველაფერი ერთდროულად უფიტავდა გულს თუმცა ყველაფრის თქმის გამო თითქოს რაღაც სიმშვიდე იგრძნო, მაგრამ მაშოზე რა იქნებოდა ოდესღაც ვერ ხვდებოდა უკვე ისიც კარგად იცოდა როგორ ძლიერად უყვარდა ისიც იცოდა როგორ გაუჭირდებოდა მის გარეშე, ახლა მისი ცხოვრება უფრო შეცვლილი იყო წინანდელს აღარაფერი უგავდა, თავად რატის პიროვნებაც კი ძლიერად შეცვლილი იყო,
- წავიდეთ აქედან ძმაო,
მხარზე მიარტყა დემეტრემ რატის ხელი და მისი სიტყვებით დამძიმებულს არანაირი პასუხი არ ჰქონდა, ადგილი მოათვალიერა და ახლა გაცრა სხეულში არა იმიტომ რომ შეეშინდა არამედ საზიზღარი შეგრძნება დაეუფლა, გულს ურევდა ეს გრძნობა
- წამოდი, წამოდი....
ისევ მიარტყა ხელი და წინ წავიდა, რაღაც ძლიერად აკლდა და სურდა რატის ძალიან ძლიერად თუმცა არ შეეძლო გაეკეთებინა, არ შეეძლო ეღრიალა ან თუნდაც ეტირა, პროფესიონალურად გამოასწორა ის ყველა ემოცია რომელსაც წეღან გრძნობდა და საუბრობდა და უკვე შორს მყოფ დემეტრეს გახედა, რომელიც უკან მოუხედავად მიდიოდა, შემდეგ დახედა მიწას სადაც იდგა და თვალწინ წარმოუდგა ის ადამიანი რომელიც დამარხული იყო იმ ადგილას,
- სულებიც მეცხადებით ბლიად,
ამოილაპარაკა და მის ფიქრებშივე მის წარმოსახვაშივე გაუღიმა ბიჭმა,
- წატი შენი, ყლ*ო!
ამოიგმინა არასასიამოვნოდ გააჟრჟოლა და წყნარი ნაბიჯებით გამობრუნდა.....
......
მისულმა მაშომ წყნარად შეაღო თეთრი პალატის კარები და ნერვიულად დაიწყო თითების წვალება,
- შეიძლება?
დაბალხმაზე თქვა და მწოლიარე ქალმაც მაშინვე გახედა კარებს, თვალები გაბრწყინებისგან შეეცვალა თავისდაუნებურად წამოიწია და თავი დააქნია მაშომაც გაუღიმა საპასუხოდ და წყნარად შესულმა კარები ნელა დაკეტა, არც კი დაჭირდა ნენეს დაფიქრება თუ ვინ იყო გოგონა რომელიც მის პალატაში შევიდა, კარების გაღებისთანავე თითქოს ოთახი შეანათა მაშომ, გული გადაეწმინდა ნენეს და უკეთესად წამოჯდა,
- იწექით, ხომ არ შეგაწუხებთ,
გაუცინა მაშომ და ახლოს მივიდა,
- რას ლაპარაკობ,
შეიცხადა ნენემ და ჯერ ისევ გაკვირვებული უმზერდა მაშოს,
- ვიცი ასე არ უნდა მომხდარიყო, რატის უნდა გაეცნო ჩემი თავი თქვენთვის,
თითქოს დანაშაული ჩაიდინაო, მორცხვად ლაპარაკობდა, თან თითებს აწვალებდა,
- არც კი ვიცი როდის აპირებდა ამას, როგორ მიხარია რომ მოხვედი,
გაუღიმა და მაშოს დაბნეულობა რომ შეატყო ხელები გაშალა, მაშოც ნიშანს მიხვდა და მაშინვე მოეხვია ქალს,
- ხომ არაფერი გინდოდათ? რატი დემეტრესთან ერთად წავიდა, ტელეფონები დარჩათ ამიტომ ვერცერთს დავურეკე,
მოშორების დროს დანანებით თქვა და ნენეს ნიშნის შემდეგ სკამზე ჩამოჯდა,
- მარტო მოხვედი?
- ბატონმა დარიომ მომიყვანა და ისევ წავიდა, რომ მივლენ მოახსენებს ყველაფერს,
გაუცინა ბოლოს,
- გასაგებია,
ამოილაპარაკა ნენემ და მაშოს ღიმილზე გაიღიმა,
- თქვენ?
კითხვა უნდა დაესვა არ დააცადა ნენემ ისევ გამეორება და თავად თქვა,
- უბრალიდ ცოტა თავი მტკიოდა, მარტო ძალიან დავიღალე სულ წოლა-წოლა ექთანი ვერ იცლის რომ გარეთ გამიყვანოს, მარტო არ მიშვებენ, ვერაფერი გავიგე,
ამოიწუწუნა და მაშომაც მაშინვე მოათვალიერა პალატა, კუთხეში იდგა შავი ბორბლებიანი სავარძელი და ჩაეღიმა,
- გნებავთ გავისეირნოთ,
- ახლა?
გაეცინა ქალს და მაშომაც თავი დაუქნია
- დიახ ახლა, გრილა და ამავდროულად ყველაზე ლამაზი იქნება თუ მაღლა ავალთ,
თითით ანიშნა მაღლა შენობის თავზე ნამდვილად ლამაზი იქნებოდა განათებული ქალაქის ხილვა,
- რატის საყვარელი ადგილია,
ჩაიღიმა ქალმა შვილის ხსენებაზე გული გადაეწმინდა და ფიქრებში რომ არ გაქცეულიყო მაშოს გახედა,
- აბა?
კითხა მაშომ და ქალმა რომ ყოყმანი დაიწყო მაშომ სავარძელი მოაგორა,
- თუ იმას ფიქრობთ შეწუხდებაო, ცდებით
სკამი გადაწია და უფრო კომფორტული და მარტივი გახადა გადმოსვლა,
- მაშინ რატომაც არა,
გაუღიმა და ნელ-ნელა წამოიწია, სწრაფად მიეშველა მაშოც.....
მაშოს კითხვებს უსვამდა ნენე მანამ მაღლა ავიდოდნენ და წყნარი საუბარით იფარგლებოდნენ,




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent