შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბეჭედი 8 (დასასრული)


28-04-2023, 15:11
ავტორი Sana
ნანახია 1 784

ეზოში იჯდნენ,უხმოდ გაყურებდნენ გარემოს,ორივეს ქონდა ფიქრები რომელსაც არ ამბობდნენ და ასე უხმოდ გაიარა რამდენიმე საათმა,დიმიტრი ცდილობდა არ შეეწუხებინა ანიტა,უყურებდა ჩუმად და ადევნებდა მის რეაქციებს თვალს.ანიტაკი ფიქრობდა ყველაფერზე,როგორ დაიწყო,ააშენა მისი ცხოვრება მეგობრებთან ერთად და როგორ 1 საათში ჩამოუნგრია ვიღაცამ თავზე ყველაფერი,ბოლოს ისევ ქალბატონმა ამოიღო ხმა:
-ცხოვრებაში ყველაფერი გამოვიარე,გამოვცადე,ვიყავი უბედურიც და ბედნიერიც,მქონდა ყველაფერი და ახლა!?ახლა აღარაფერი მაქვს,მორჩა,ჩემი ოცნებები რომელიც ავისრულე დაინგა,დაიწვა,დედა ეტირა,ესაა ცხოვრება?რა არის ეს?ერთ დღეს ყველაფერი გვაქვს და მეორე დღეს შეიძლება არაფერი გქონდეს,რის გამო?ვიღაც არაადამიანის გამო რომელმაც კონკურენცია ვერ გამიწია და ასე ჩამომაგდო,მეტს ვეღარ გავუძლებ,კიდევ ერთხელ ვერ ავაშენებ იმას რაც მქონდა,ძალა აღარ მაქვს,მორჩა....
უკვე ცხარე ცრემლებით ტიროდა,გული ამოვარდნას ქონდა,მართლა ვეღარ გაუძლებდა ანიტა ამდენს,დიმიტრიმ ღრმად ამოისუნთქა და გოგონა გულში ჩაიკრა,აცადა ბოლომდე დაცლილიყო,ამოეტირა ყველა გრძნობა რაც შიგნიდან ჭამდა,თმაზე ეფერებოდა და მის ბუტბუტს უსმენდა,ბოლოს ანიტას ხმა აღარ ისმოდა,ქალბატონს გადაღლილიბისგან და დიდი ემოციებისგან დიმიტრის მკლავებში ჩაეძინა,უყურებდა სახეზე,რომელსაც ყველა ტკივილი ერთად ეტყობოდა,ხელში აიყვანა და საძინებელში შეიყვანა,ძალიან ფრთხილად დააწვინა და გვერდით ჩამოუჯდა,ისევ მის თმებს ეფერებოდა,უყურებდა და გრძნობდა რომ მისი სიყვარული ყველაზე ძლიერი გრძნობა იყო დედამიწაზე...გადაღლამ დიმიტრიზეც იმოქმედა და გვერდით მიუწვა ანიტას,იმ ღამეს ორივეს მშვიდად ეძინა.....
დილით პირველს დიმიტრის გაეღვიძა,დახედა მძინარე ცუნამს და ჩაეღიმა,
-ყოველი დილა თუ შენთან ერთად გამითენდება ყველაზე ბედნიერ ქალად გაგქცევ....
შეიშმუშნა ქალბატონი,შეაწუხა მზის სხივებმა,ზანტად გაახილა თვალე და დიმიტრის დანახვისას დენ დარტყმულივით დაჭყიტა თვალები...
-ჩვენ რა ერთად გვეძინა?
-კი და ნუ დაიწყებ ეხლა ისტერიკებს ძალიან გთხოვ,შემარგე მშვიდი დილა,
-რა ჯანდაბააა,რა მშვიდი დილა უნდა შეგარგო,სულ გააფრინე?
-აბა დრაკონო ახლა სანამ მეც და აქაურობასაც გადაგვწვავ ადექი,ყავას მოგიმზადებ თორე ვატყობ მალე გადაგვბუგავ.
თქვა და ისე სწრაფად გაეცალა ოთახს ანიტას მოქნეული ბალიში უკვე დახურულ კარს მოხვდა....
თავი მოიწესრიგა და შემდეგ გავიდა სამზარეულოში...
-ღმერთო რა კარგი სუნია,
-მოდი,მოდი...სიცილით დაუქნია ხელი დიმიტრიმ ანიტას,
-მართლა ძალიან გემრიელია,
-პასუხადკი მხოლოდ თბილი ღიმილი მიიღო....
უხმოდ ისხდნენ მაგიდასთან და სადილობდნენ,მთელმა დღემ მშვიდად ჩაიარა,საღამო იყო ანიტა სახლს ათვალიერებდა,ერთ-ერთ კართან მივიდა,დაკეტილი დახვდა,ცნობის მოყვარეობა კლავდა,ვერ გაეგო ჩუმად გაეღო კარები თუ დიმიტრისთვის ეთქვა,ბოლოს ისევ ბიჭს მიადგა,
-სახლს ვათვალიერებდი და ერთი ოთახი დაკეტილია,
-ხო,ეგ ბებიას ოთახი იყო,ამიტომაც არის დაკეტილი,წამიდი გაჩვენებ თორე ისეთი სახით მიყურებ ეჭვი მაქვს დიდხანს ფიქრობდი ჩუმად შესვლაზე,სიცილით გადახვია დიმიტრიმ ხელი და ოთახისკენ წავიდნენ....
ოთახში შესულებს დიმიტრის ძველი მოგონებები დაუდგა თვალწინ,ანიტასკი თვალები შუბლზე ასდიოდა ნელნელა,ოთახი რომელიც ბებიას ეკუთვნოდა იყო საძინებელიც და ამავე დროს ძალიან ბევრი ნახატებით სავსე,ულამაზესი ნახატები ეკიდა კედლებზე,სათითაოდ ჩამოუარა ყველა ნახატს და აცრემლებული მოუტრიალდა დიმიტრის,
-ულამაზესი ნახატებია,რატომ კეტავთ ამ ოთახს,ამ ნახატებს მზის სხივი სჭირდება,
-ვიცი ჩემო პატარა,მაგრამ ეს ერთადერთი ოთახია სადაც წლებია არავინ შემოსულა,ძალიან ბედნიერები დრო იყო,ყველა აქ ვცხოვრობდით, ბებია რომ დაიღუპა ბაბუამ ვერ გაუძლო და ისიც ერთი წლის თავზე დაიღუპა,ჩვენც მალე წამოვედით და ასე დაიკეტა ეს ოთახიც და სახლიც,რაც ისინი დაიღუპნენ მას მერე აქ არ დავბრუნებულვარ,ახლაკი აქ ვარ შენთან ერთად და მადლობა ამისთვის....
გოგონა გულში ჩაიკრა და არ გაუშვია,ისუნთქავდა მისი თმის სურნელს და ბედნიერი იყო მისით......
1 თვის შემდეგ....
-ანიტა გაიღვიძე ჩემო სიცოცხლე,
-აუ კაი რააა,რა ხდება,
-მიდი გამიფხიზლდი,ერთ ადგილას უნდა წავიდეთ,
-კარგი ხო,მაცალე...
ერთი თვე გავიდა რაც ანიტა და დიმიტრი ისევ სვანეთში არიან,უკან დაბრუნებას არცერთი ჩქარობდა,ახლა ისინი როგორც წყვილი ისე დაბრუნდებიან უკან,მოარჯულა ბატონმა დიმიტრიმ ალქაჯი,მეგობრებიც ცდილობენ ახლად გამომცხვარი წყვილის სიმყუდროვე არ დაარღვიონ და მხოლოდ სატელეფონო ზარით შემოუფარგლებიან,ანიტას და დიმიტრის ოჯახშიკი ისე რომ წყვილმა არაფერი იცის ქორწილს გეგმავენ,ამ ყველაფერს რომ გაიგებენ ალბათ გადადგამენ მსოფლიოს მაგრამ მოუწევთ მინიმუმ 800 კაციან ქორწილში მისვლა,ცოტახნით მაინც....ადგა ქალბატონო როგორც იქნა საწოლიდან,მოწესრიგდა,ტანზე თეთრი გვირილებიანი სარაფანი გადაიცვა,თმები გაიშალა და დიმიტრისთან ჩავიდა პირველ სართუზე...
-ძალიან ლამაზი ხარ ჩემო ფერია და არასოდეს დაგავიწყდეს რომ ძალიან მიყვარხარ,
-მეც ძალიან მიყვარხარ...
დიმიტრიმ ანიტა მის საყვარელ ადგილას მიიყვანა,საიდანაც მთელი სვანეთი ხელის გულზე ჩანდა,მოულოდნელად მუხლზე დაიხარა და
-ცოლად გამომყვები?
-კი...
ყუთიდან ულამაზესი ბეჭედი ამოიღო დიმიტრიმ და თითზე მოარგო ანიტას,ბედნიერებას ასხივებდა ორივე,უყვარდათ ერთმანეთი და ეს იყო საკმარისი ორივესთვის რომ მათ თვალებში გენახათ ის ბედნიერების ვარსკვლავები რომელიც სიყვარულს ასხივებს...
-ძალიან ლამაზი ბეჭედია,
-ეს ბებიას ნიშნობის ბეჭედია,ბაბუამ ხელი ამ ბეჭდით სთხოვა,ახლაკი დროა ეს ბეჭედი შენ ატარო,მას ძალიან გაუხარდებოდა...
ერთი კვირის თავზე დაბრუნდა წყვილი თბილისში,სავარაუდო არა მაგრამ ახლა უკვე ქორწილის მზადებაში გადართული ოჯახი და მეგობრები დახვდნენ სახლში,კი გამოთქვეს პრეტენზია არ გვინდა დიდი ქორწილიო მაგრამ არწივივით წამოაფრინდნენ თავზე სიდედრი და დედამთილი,ხმას რომელი ამოიღებდა,ბედს შეეგუვნენ და მართლაც რამდენიმე დღეში რვაასი არა მაგრამ შვიდას კაციან ქორწილში მივიდნენ,ულამაზესი იყო ანიტა,მართლაც ფერიას გავდა გოგო,თეთრი ულამაზესი კაბაკი ისე უხდებოდა ალბათ შეუღლების ყოველ წლისთავზე ისევ ქორწილს გადაიხდის დიმიტრი,ჯვარი დაიწერეს,ხელი მოაწერეს,მერე იყო გადამღლელი ფოტოსესია და აწუწუნებული წყვილი რომელიც იხვეწებოდა აღარ გვინდა მეტი ფოტო დავიღალეთო მაგრამ მეგობრების სახეების შემხედვარე ბედს დანებდნენ კიდევ ერთხელ,ასე გადაღლილები მივიდნენ დარბაზშიც,შედიოდნენ და ანათებდნენ იქაურობას,წყვილი სიყვარულს აფრქვევდა ირგვლივ...ეს იყო წლის ქორწილი,ძალიან დიდ ხან ლაპარაკობდა ყველა ანიტასა და დიმიტრის ქორწილზე,ბევრმა სცადა კიდეც მიბაძვა,მაგრამ ისინი ისევ პირველები იყვნენ....
1 წლის შემდეგ...
-დიმიტრი გაიღვიძე მუცელი მტკივააააა
-რაააა,მოიცა,ახლავე,წავედით,ჩემი გოგო იბადებაააააა...
დარბოდა მთელს სახლში და ყვიროდა,ანიტას კი დიმიტრის რეაქციებზე ეცინებოდა...
მთელი ოჯახი სამშობიაროსთან იყო,მალევე გამოვიდა ბებია ქალი და ახარა ოჯახს პატარა მარიტას დაბადება,მთელი თბილისი ააწიოკეს იმ ღამეს,სამშოვიაროსთან იმდენი ფეიერვერკი ისროლეს გააგიჟეს ყველა,მთელი ღამე აღნიშნავდნენ პატარა ანგელოზის დაბადებას და დედა-შვილს ლოცავდნენ.......





ეს იყო პირველი ისტორია ჩემი,გეგმაში მქონდა რომ კიდევ რამდენიმე თავი დამეწერა,მაგრამ ეს ბოლო თავიც როგორ დავწერე არ ვიცი,ბედნიერად დავასრულე ეს ისტორია მაგრამ მთელი წერის პროცესი სულ ცრემლებით ვასველებდი ტელეფონს,აქ ბედნიერები არიან მაგრამ მე დამებგრა თავზე პირადი ცხოვრება,მადლობა ყველას ვინც კითხულობდით,მელოდებოდით,მიყვარხართ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent