შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარსკვლავი მზესუმზირის თავზე (სრულად)


3-05-2023, 18:44
ნანახია 2 731

ყველა ვარსკვლავს აქვს საიდუმლო..
ყველა ინახავს რაღაც უცხოს..
ნუ ენდობით ადამიანებს,
ენდეთ ვარსკვლავებს..!
1
ათასჯერ ამოვიდა ცაზე მზე! ათასჯერ დადგა გაზაფხული, რაც ჩემი მშობლემის დიდი პრობლემის წყარო გავხდი. ვერც ერთ კოშმარულ სიზმარში ვიქნებოდი ისეთი ტკივილის მატარებელი , როგორიც ახლა ვარ. მე ეს არ ამირჩევია..
მახსოვს ივნისი იყო. ტრიალ მინდორს კაშკაშა მზე დაჰყურებდა. სამეგობროში ზღაპრული მზესუმზირების მინდორი ყველას ჰქონდა ნანახი ჩემს გარდა. მე არასოდეს მაძლევდნენ იქ წასვლის უფლებას. მუდამ მეუბნებოდნენ ,რომ მაგისთვის არ ეცალათ. და იმ ბავშვების მსობლებს საყვედურობდნენ , რომლებიც ბავშვებს იმ შორ მანძილზე მარტო უშვებდნენ. იმ წელიწადს ათი წელი შემისრულდა. როგორც ყოველთვის იმ დღესაც ის სიზმარი ვნახე რასაც ძალიან ხშირად ვნახულობდი. ტრიალ მინდორზე უამრავ მზესუმზირებს და დიდ კაშკაშა მზეს. მამაჩემმა როგორც ყოველთვის ამ დაბადების დღეზეც მკითხა საჩუქრად რას ვისურვებდი. მე კი იმ მდელოზე წაყვანა ვთხოვე. დამპირდნენ ,რომ აუცილებლად ასე მოიქცეოდნენ და ერთ კვირაში ჩემი დიდი ოცნება ამიხდინეს. სიზმარში ლამაზი თეთრი კაბა მეცვა და თმებში ფერადი ყვავიები მქონდა ჩაწნული.დედას ვთხოვე ყველაფერი ჩემი სიზმრის ნაირად ყოფილიყო. თავს ლამაზი ზღაპრის წიგნიდან გადმოსულ პრინცესად ვგრძნობდი. თუმცა ამ ზღაპარს ბედნიერი დასასრული არ ჰქონია… ვიცოდი, რომ ეს დღე რარუშლელი იქნებოდა ჩემს მოგონებებში. ეს დღე დარჩებოდა დღედ, რომელიც იყო რაღაც ახლის დასაწყისი. და მართლაც, ამ დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა..
იმ მომენტში, როდესაც თავს მთელს დედამიწაზე უბედნიერესს ბავშვად ვთვლიდი საშინელი კოშმარი დამატყდა თავს. მოგეხსენებათ, ასეთ მდელოებზე ხშირია ათასნაირი მწერების სიმრავლე. მითუმეტეს თუ ქალაქიდან მოშორებითაა. ზუსტად არ მახსოვს რა მწერი იყო. ვერაფერი დავინახე იმ მომენტსი. მხოლოდ მაშინ დავიკივლე ხმამაღლა, როდესაც მარცხენა მკერდის ზემოთ საშინელი წვა ვიგრძენი. ჩემს ქათქათა თეთრ კანზე მწერის ორი კბილის ნაკვალები იყო. დამიწითლდა, მექავებოდა. მაშინვე სახლში გამაქანეს . იფიქრეს არაფერია გაუვლისო. დედამ სამედიცინო ხსნარებიტ დამიმუშავა ნაკბენი და ისე დამაწვინა. ყველა მშვიდად იყო იმ ღამეს. აი ჩემი გული კი რაღაცას გრძნობდა…
2
სამი დღის მანზილზე ნაკბენი სიწითლეს არ კარგავდა. დედა ყოველ დღე მიმუშავებდა იმ იმედით, რომ მომავალ დღეს კანი სითეთრეს დაიბრუნებდა. ქავილი და კანის წვა დღითიდღე მიძლიერდებოდა. ორი კვირის თავზე ნაკბენმა ლურჯ ფერში გადასვლა დაიყო. სილურჯე არა მარტო ნაკბენის ადგილას,არამედ მთელ მის გარშემო კანს მოედო. საავადმყოფოში წამიყვანეს. ექიმებმა ძალიან უსაყვედურეს დედას. უთხრეს , რომ საკმაოდ საშიში მწერის ნაკბენი იყო და უყურადღებოდ არ უნდა დაეტოვათ. ათასი კვლევა ჩამიტარდა. დადგინდა,რ რომ მწერის კბენის შემდეგ ჩემს ორგანიზმსი სემოვიდა სკოვანი მიკოზი. ჩამიტარდა ბიოპსია,სისხლის იმუნოლგიური გამოკვლევა.კიდევ ათასი რამ. ჩუმად მოვისმინე როგორ ესაუბრებოდა დედა ექიმს.
-ვწუხვარ ქალბატონო,თქვენს შვილს მიას, კანის ავთვისებიანი დაავადება - კაპოშის სარკომა აქვს.რა თქმა უნდა სესაძლოა ქიმიოთერაპიების და სხიური თერაპიების შედეგად გამოჯანმრთელდეს. იმედი არასოდეს კვდება !
ზუსტად მახსოვს.იმ მომენტში გულში საშინელი ჩხვლეტა ვიგრძენი. აქამდე სულ ოცნებებში და ზღაპრებში ვცხოვრობდი. ახლა კი ზღაპრის მთავარი გმირი მე ვიქნებოდი და ყველაფერს ვიზამდი კეთილი დასასრულისთვის.
3
წელიწადი და ექვსი თვე გავიდა რაც საავადმყოფოს კარზე ვცხოვრობ. ყოველ დღეს იმედით ვივსები, რომ ამ დღეს მაინც შემოაღებს ჩემი პირადი ექიმი ლანა პალატის კარს და მეტყვის
,,შენი წასვლის დროა, სრულიად ჯანმრთელი ხარ“.
ვფიქრობ და ვასკვნი იმას,თუ რამდენი რამ გამოვტოვე ჩემს საავადმყოფოს ყოფნაში. კიდევ ერთი გაზაფხული საოცარი მზესუმზირების მინდორში. თითქოს იმედი ნამსხვრევებად იქცა და ყოველდღე თითო ნაწილს ვეძებ რათა საბოლოოდ მთელი ვაქციო.
ჩემს მოსაწყენ დღეებს ჩემი საუკკეთესო მეგობრის მიერ გამოგზავნილი წერილები მილამაზებს. ის ყოველ ხუთსაბათს კურიერს ატანს წერილს და მის მიერ გადაღებულ თავის საყვარელ ფოტოს. ყველა ფოტო კედელზე მაქვს გაკრული. ექვსი წელია არ მინახავს იგი. ექვსი წელია კამილას ჩახუტების სურვილში ვიწვი. ის ყოველთვის მახსენებს იმას, რომ ამით ჩემი ცხოვრება არ მთავრდება . მუდამ მწერს, რომ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ აუცილებლად ჩამოვა ნეაპოლში ბელგრადიდან. ჩვენ ადრე მეზობლები ვიყავით. ყველაფერს ერთად ვაკეთებდით მაგრამ მოულოდნელად მისი ოჯახი განქორწინდა და ნეაპოლიდან ბელგრადში,დედასთან ერთად ბებიის სახლში მოუწიათ გადასვლა. მე ჩვეულებრივ ვიტარებ ქიმიებს. საავადმყოფოში ყოფნის დროს შვიდჯერ წამივიდა გული. მწერის ნაკბენი გულთან ახლოსაა და სილურჯე მასაც მოედო. ნელ-ნელა გულსაც მოედება, მგრამ ეს რომ არ მოხდეს ყველაფერს აკეთებენ. მე სიკვდილის არ მეშინია. რაც მოსახდენია უნდა მოხდეს. უბრალოდ ყველაფრის მიუხედავად ყველაფერს დავთმობდი იმ სილამაზის კიდევ ერთხელ სანახავად. მშობლებს ეს ,რომ ვუხსენო სულ გადაირევიან. ასამდე მზესუმზირის ნახატს მაინც ვმალავ საშინლად მოუხერხებელ პალატისს საწოლის ლეიბის ქვეშ. ჩემს ქიმიებში საშინლად დიდი თანხა წავიდა. თმა კისრამდე მაქვს შეჭრილი. მეუბნებიან მალე გაგცვივდებაო. არ მინდა საკუტარი თავი ტმების გარეშ ვიხილო. მამამ წინა ორი თვის ქიმიებისთვის საკუტარი მანქანა გაყიდა. დედამ საკუტარი სალონის ფართი. მეცოდებიან,გული ძალიან შემტკივა. ყველა ძალიან კარგად მექცევა. ხანდახან მაღიძიანებენ თუმცა ყველაფრის უფლება მაქვს. ჩემი პალატის კედელი მუქი ცისფერია. ზედ ორი კვირის წინ უამრავი ბრჭყვიალები მივაკარი. ეს ვარსკვლავებით მოჭედილი ცაა. ღამე ხშირად არ მძინავს. უკვე ყველაფერი დავითვალე. კედელზე გაკრული ბრჭყვიალების ოდენობა,ჭერზე პლასტიკატის ფილების ოდენობაა, იატაკზე მეტლახის ფილების ოდენობა. დედაჩემი ძალიან იღლება. ძნელია უყურო მომაკვდავ გოგონას, რომელშიც სიცოცხლის ნაპერწკალის ორი პროცენტიც არ არის. უკვე აღარც თავის ბავშვობის ისტორიებს მიყვება ძილის წინ. ათაჯერ მაინც მოვისმინე თუმცა მაინც ყოველთვის მშვიდად ვიძინებდი მოყოლის შემდეგ. მეც აღარ ვთხოვ, ისედაც ბევრს აკეთებს ჩემთვის. ფაქტიურად ნათესავებბს და მეგობრებს სრულიად მოვწყდი. პალატაში მამის და დედის გარდა არავის უშვებენ. არც არავინაა ცემი ტოლი ამ სართულზე. სრულიად მარტო ვარ !
საავადმყოფოს აივანზე გასასვლელად დიდი დერეფანი უნდა გაიარო,თან ისე ,როომ არცერთმა პერსონალმა შეგამჩნიოს.
გასულ ღამეეს ვერ მოვისვენე. დედას უკვე ტკბილად ეძინა. კარი ფრთხილად გავაღე და დერეფანს ფეხაკრეფით გავუყევი. გული ამოვარდნას მქონდა. ფრთხილად გავაღე აივნის უზარმზარი კარი. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და მოაჯირს დავეყრდენი.ცას ავხედე. ათასი ვარსკვლავი მიღიმოდა,ათასმა ვარსკვლავმა გაიგო ჩემი იმ ღამის სევდა. ყოველთვის მჯეროდა,რომ კარგი ადამიანები გარდაცვალების შემდეგ ვარსკვლავებად იქცეოდნენ. ისინი არასოდეს ტოვებენ საყვარელ ადამიანებს და რამის ნებისმიერ მონაკვეთში აქვთ დრო დარდის გასაზიარებლად. ყველა ვარსკვლავი სულაც არ ჰგავს ერთმანეთს. ყველას საკუტარი ფორმა აქვს. ადამიანები ამას ვერ ამჩნევენ. იმ ღამეს ოცნებების ყულაბიან სათითაოდ ამოვიღე ოცნებები და თიტოეულ ვარსკვლავს ვაჩუქე.მე მჯერა, რომ მათ შეუძლიათ ჩემი ოცნებების ისევე აკასკაშება,როგორებიც თავად არიან. ფიქრებში გართული უცბად მაშინ გამოვფხიზლდი, როდესაც აივნის კარის გაღების ხმა მომესმა. მოვბრუნდი და ჩემი ექიმი დავინახე. ლანა ახალგაზდა ქალბატონია,დაახლოებით ოცდარვა წლის.მუქი წაბლისფერი თმა აქვს და საცრად ლამაზი მწვანე თვალები. ლანა ძალიან თბილია. ამ მომენტშიც, როდესაც მე საავადმყოფოს წესებს ვარღვევდი,საწლში არ ვიწექი ღამის პირველ საათზე და ტან ბავშვების აკრძალულლ აივანზე იყავი,ველოდებოდი ,რომ სულაც არ მეჩხუბებოდა.
-ვერც შენ დაიძინე?- მითხრა ღიმილით და პლედი მომხვია მხრებზე.უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
-შენი აზრით ვარსკვლავები ადრე კარგი ადამიანები იყვნენ?-ვტქვი მორცხვად.
-გამორიცხული არაფერიაა. ვარსკვლავები ძალიან ლამაზები არიან. ყველას მათადმი განსხვავებული ხედვა აქვთ. და შენ გჯერა ამის?
-რა თქმა უნდა ! მე იმის მჯერა , რომ გარდაცვალების შემდეგ ერთერთ ვარსკვლავად ვიქცევი და ყველას გაგილამაზებტ . თუ ჩემი გადასაწყვეტი იქნება მზესუმზიების მინდორს რა ნაწილიც დაჰყურებს იმ ცის ნაწილი ვიქნებოდი. იქნებ ერთხელ წსენც ნახო ის მინდორი,
ლანას გაეღიმა. ეს იყო პირველი გულწრფელი ღიმილი რაც ამდენი ხნის მანძილზე მენახა.
-დამიჯერე შენთვის ჯერ ძალიან ადრეა ვარსკვლავად გადაქცევა. შენ ზედმეტად კარგი ხარ მია. დამიჯერე ყოველთვის გწამდეს ბდნიერი დასასრულის.- თქვა ლანამ ძალიან მშვიდად-ახლა კი მგონი სჯობს შევიდეთ,არა?
თავი დავუქნიე და ისევ იმ მოსაწყენ ბილიკებს გავუყევით. სიმართლე ,რომ გითხრათ მერჩივნა იქ დარჩენა და საუკუნის განმავლობაში იმ ცის ყურება. თუმცა რას ვიზამთ, ამ სამყაროში ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა.
4
დღეს ხუთსაბათია და კურიერმა წერილი ზუსტად 12;35ზე უნდა მოიტანოს. ზუსტად ამ დროისთვის პალატის კარს ლანა აღებს და თეთრი კონვერტიტ ხელში შემოდის.
-ქალბატონი მიასთვის წერილია კურიერმა დატოვა.- მეუბნება და შუბლზე მკოცნის.
შემდეგ თვალის ჩაკვრით გადის პალატიდან. საწოლზე კარგად ვკალათდები და წერილს ვხსნი.
,,ნეტავ იცოდე მია რა ამბები გადამხდა თავს. ბაბუამ სამშაბათს ძაღლი მომიყვანა სახელად ლუსი. იცი რა საყვარელია? სულ თან დამყვება. ცემს ძმას , ჩარლის კი ეშინია. ხომ იცი ჯერ პატარაა. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად მიდის. გუშინ ახალი ნაყინი დავაგემოვნე. მარწყვის და ბანანის შიგთავსით. რომ გამოგწერენ ერთად მივირთვათ. წერილტან ერთად ნახატს გიგზავნი. დარწუნებული ვარ მაშინვე გაგახსენდება ეს ნახატი. ეს ,რომ დავხატეთ ექვსი წლისები ვიყავით. ნახატზე მე და შეენ ვართ. შენ წიტელი კაბა გაცვია მე იისფერი. მაღლა უზარმაზარი მზე ხატია. ტავზე პეპეპლა გაზის. უკან კი ჩვენი ხელების ანაბეჭდებია,წარწერით ,,მია & კამილა სამუდამო მეგობრები“. გუშინ აღმოვაჩინე მოგონებების ყუთში. კიდევ ჩვენი წერილები ვიპოვე ნეაპოლდან ,რომ გადავედი იმ წელს მოწერილი. ძალიან გამიხარდა. ოჰჰ ღმერთოო ! ყოველ დღე ვემუდარები დედას შენთან წამომიყვანოს. ფულსაც კი ვაგროვებ. ძალიან გთხოვ არ მოიწყინო. მე ძალიან მიყვარხარრ !! მომწერე რა ხდება შენსკენ .
დიდი სიყვარულით კამილა „
წერილი კონვერტში ჩავდე და ძველ წერილებთან ერთად ყუთში ცავდე. ნახატს ძალიან დიდი ხნის განმავლობში დავცქეროდი. მახსსენდებოდა ის ბედნიერი წლები, როდესაც არაფერზე ვდარდობდი. კომოდის უჯრიდან სამაგრს ვიღებ და კამილას ფოტოების გვერდზე ამ ნახატს ვამაგრებ. დედა საპირფარეშოდან ბრუნდება. თავზე ხელს მისმევს და მკოცნის შუბლზე. წვიმს,ძალიან მოვიწყინე. დედას ვთხოვ დერეფანში გასვლას. დერეფნის ბოლოს სკამზე ერთ აქამდე უცნობ ბიჭს ვხედავ. ისკენ ნელი ნაბიჯებით ივდივარ და უნებართვოდ ვჯდები მის გვერდით.
-ახალი ხარ?-ვეკითხები თამამად.ბიჭი თავს მიქნევს.
-რამდენი წლის ხარ?
-ცამეტის-მპასუხობს დინჯად. სიხარულისგან ცას ვეწიე. ის ხომ ჩემი ასაკისაა და ეს ძალიან მაგარია.
-მე მია ვარ
-მე ნიკოლასი.
-ვიმეგობროთ?
-ვიმეგობროთ-მიღიმის და ხელს ვართმევთ.მას ქერა თმა და მუქი ფერის თვალები აქვს. ნეტავ როგორი იქნება მასთან მეგობრობა. რამდენ ხანს გასტანს?
-გინდა აქაურობა დაგათვალიერებინო?-ვეკითხები ამაყად.
თავს მიქნევს და ორივე ერთდროულად ვდგებით. დასათვალიერებელი არაფერია უბრალოდ მიზეზი მჭირდებოდა მასთან სასაუბროდ.
-აქ რატომ ხარ,რა გჭირს?-ვეკითხები მორიდებულად.
-თავში სიმსივნე მაქვს. პატარაობის ტრამვაა რომელმაც ახლა დაიწყო განვითარება. ექიმები ამბობენ დიდ ხანს ვერ იცოცხლებო. ხშირად გული მეკუმშება და კრუნჩხვები მეწყება. - თქვა ძალიან სევდიანად. შენ?
-ეჰჰ… ჩემმა ოცნებამ დამღუპა, მზესუმზირების მინდორზე გაურკვეველმა მწერმა მიკბინა , რომლის ნაკბენიც საშინლად განიმივითარდა და ახლა კანის ავთვისებიანი დაავადება მაქვს. იმედს არ ვიკლავ. თუმცა ვარსკვლავად გადაქცევა მინდა. შენ გჯერა, რომ კარგი ადამიანები გარდაცვალების შემდეგ ვარსკვლავები ხდებიან?-ღრმად ჩაისუნთქა და მითხრა:
-სიმართლე, რომ გითხრა ამაზე არასოდეს მიფიქრია. თუმცა რატომაც, არა?
-ღამით თუ ვერ დაიძინებ შემიძლია ძალიან ლამაზი სანახაობა გაჩვენო-თვალების ციმციმით ვუთხარი. თავი დამიქნია და დამემშვიდობა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. ძლივს ახალი მეგობარი გავიჩინე. თუმცა მისი მდგომარეობა ძალიან მაღელვებდა. ხომ შეიზლება ერთ დღესაც კრუნჩხვების გამო თვალები ვეღარ გაახილოს. შეჩვევაც არ მინდა.. თუ პირველი მე მომიწევს ვარსკვლავად გადაქცევა მასაც ხომ გული დაწყდება? რა თქმა უნდა მეც ! ამ ქვეყნად ყველაზე რთული საყვარელი ადამიანების დაკარგვაა. სიხარულით ვბრუნდებოდი პალატაში ამ დროს ლინამ ხელი მხარზე დამადო.
-ვხედავ ახალი მეგობარი გაგიჩენია-თავი დავუქნიე.
-ხელში რა გიჭირავს?-ვუთხარი , როდესაც მარჯვენა ხელში კონვერტი დავუნახე. მოულოდნელა სახე შეეცვალა თუმცა არ შეიმჩნია და მითხრა:
-შენი ბოლო ორი თვის ანალიზების შედეგებია.
-ცუდია თუ კარგი?
-კარგი.-მიტხრა მოკლედ და ჩემს პალატაში შევიდა. დედას კონვერტი გადასცა. დედდამ გაუღიმა. ლანამ პალატა დატოვა. დედაჩემს მარია ჰქვია. ქერა გრძელი თმა აქვს. საოცრად ლამაზი ცისფერი თვალებიც. მოგვიანებით სანამ მე ვხატავდი საპირფარეშოში შევიდა. დავინახე კონვერტიც ხელში ეჭირა თუმცა არ შევიმცნიე. კარგა ხანს შემდეგ კარზე დავუკაკუნე და ვკითხე ყველაფერი კარგად თუ იყო.
-ახლავე, მია დამიცადე
რომ გამოვიდა თვალები შესიებული ჰქონდა. ნაძალადევად გამიღიმა და პალატა დატოვა. იმ დღეს ხმა აღარ გაგვიცია ერთმანეთისთვის. როგორც ჩანს ჩემი საქმე კარგად არ იყო.
6
ღამე ისევ თვალი ვერ მოვხუჭე. საწოლში ვწრიალებდი. ოპერაცია , რომელიც სამი თვის წინ დაიგეგმა შემდეგ კვირას უწევდა. ვნერვიულობდი. არ ვიცი როგორ ჩაივლიდა. კარზე ფრთხილი კაკუნი მომესმა. ჩუმად წამოვდექი და კარი შევაღე. ნიკოლასი იყო.
-იციი…ვერ დავიძინე და..-არ დავასრულებინე მაშინვე კარი გამოვხურე და დერეფნისკენ ვანიშნე. წყნარად ჩავიარეტ დერეფანი ისე, რომ ერთმანეთისთვის სიტყვაც არ გვითქვამს. აივნის კარი გავაღე და მაისის ღამის ნიავმა ჩემი თმები აათამაშა. საოცარი ღამე იყო. უამრავი ვარსკვალვი ციმციმებდა ცაზე. ნიკოლასის თვალები ვარსკვლავების ნათებას ირეკლავდნენ.
-რა სილამაზეა- აღმოხდა ნიკოლასს.
-იციი, ყველა ვარსკვლავს თავისი ისტორია აქვს. ოღონდ საიდუმლოდ ტოვებენ. მეც მექნება ჩემი ისტორია. თუ გინდა მხოლოდ შენ მოგიყვები.- გაეღიმა და თვალები აუცრემლიანდა.
-მეშინია.-თქვა და ღრმად ჩაისუნთქა.
-მგონი მეც.
-ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენ. ალბათ ვერასოდეს გავხდები პილოტი. იციი, სულ მინდოდა ფრენა. ჩემი გამოგონებული თვითმფრინავის ნახატიც მაქვს. სახელიც აქვს- ,,ლორტა“. ეს ჩემი და ჩემი საუკეთესო მეგობრის საიდუმლო სიტყვაა. მპირდები, რომ ძალიან დიდი ხნის შემდეგ , როდესაც ვარსკვლავებად ვიქცევით შენს ისტორიას მომიყვები?
-გპირდები. და შენ მპირდები, რომ სანამ ვარსკვლავებად ვიქცევით ჩემი მეგობარი იქნები?
-გპირდები!- მითხრა. მის თვალებში საოცრად დიდი სევდა იმალებოდა. მინდა მისი თვალების ფსკერზე ჩავსულიყავი და დარდისგან განმეთავისუფლებინა. გათენებამდე ვიყავით ასე. დილას კი პალატებში დავბრუნდით.
კამილას წერილისთვის პასუხი უნდა დამებრუნებინა. ფურცელი და კალამი მოვიმატრჯვე და წერას შევუდექი:
,,ძვირფასო კამილა, ჩემს ცხოვრებაში ახალი ადამიანი გამოჩნდა - ნიკოლასი. ჩვენ ძალიან დავახლოვდით. გასულ ღამეს ვარსკვლავების ყურებით დავტკვბით. მგონი ასეთი გახარებული კარგა ხანია არ ვყოფილვარ. აღარც მზესუმზირებზე ვფიქრობ ისე ხშირად. ძალიან მიხარია შენი ძაღლის ამბავი. მალე ზაფხულის არდადეგები მოვა. ცუდი პასუხებია ანალიზებში. დედა ნახევარი საათი ტიროდა საპირფარეშოში. მომავალ კვირას ოპერაციას ვიკეთებ. ეს ოპერაცია გადაწყვიტავს ჩემს ბედს. გკოცნი. მია“
პირველ სართულზე ფოსტის ყუთში ჩავაგდე წერილი და ამოვბრუნდი. უამრავი ექიმი პალატა ,,7“ ის კარებზე ატუზულიყვნენ. ერთი ჩოჩქოლი იყო. ეს პალატა ნიკოლასის იყო. შიშმა ამიტანა . მისკენ გავიქეცი.
-პალატაში დაბრუნდი, მია!- მიყვირა ლანამ.
დედაჩემი მკლავში ხელს მაგრად მიჭერს და ცდილობს უკან დამაბრუნოს. თავბრუ მესხმის. ხმა ყურებში გაწელილად ჩამესმის. თვალები მებინდება და დედას წინააღმდეგობას ვეღარ ვუწევ. ფეხები მომეკეცა და ირგვლივ ყველაფერი გაითიშა.
***
იმის შემდეგ სამჯერ გალამაზდა ცა ვარსკვლავებით და ზღაპრულ მინდორს ათიოდე ახალი მზესუმზირა შეემატა.
თვალებს ვახელ. თეთრ ჭერს ვხედავ. თავს ვერ ვწევ ძალა არ მყოფნის. ირგვლივ სიჩუმეა. უეცრად კარის წრიალის ხმა ისმის. ჩუმი ნაბიჯების ხმა ზედმეტად გამაღიზიანებელია. თვალები მეხუჭება. წამების შემდეგ ვახელ და ვარსკვლავები მელანდება. სინამდვილეში ნიკოლასის თვალებია. მეღიმება. ის კარგად არის. ახლა არაფერზე ვდარდობ.
-ოჰ, მია! როგორ შემაშინე!-სამი დღეა უგონოდ ხარ.
-შეენნ… პირი-ქით.. მეე ვინერვიულე.
-დამშვიდდი, სპაზმური შეტევა იყო. გპირდები, რომ მე შენზე ადრე გავხდები ვარსკვლავი.
ისევ მეღიმება. ოთახში გაბატონებულ სიჩუმეს დედა არღვევს.
-მია. ყველაფერი კარგად არის. წნევა დაგეცა. ჩემო საყვარელო შემაშინე.
მეუბნება და შუბლზე მეალერსება. ნიკოლასი თვალს მიკრავს და ოთახს ტოვებს.
-საყვარელო, ოპერაცია უნდა გაგიკეთონ ხვალ. არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება.
ჩამეძინა. სამი საათის შემდეგ თვალს ვახელ. უკვე პალატაში ვარ. მიხარია.
ხვალ შეიძლება ყველაფერი დასრულდეს, ან ყველაფერი ახლიდან დაიწყოს. უკვე არაფერზე ვღელავ. ყველაფრით დავიღალე. თუმცა ვერ მოვკვდები ისე, სანამ კიდევ ერთხელ არ ვნახავ იმ ცას. დედა სულ თავს დამტრიალებს. ღამეს დაველოდები, როდესაც დაიძინებს გავიპარები. დრო იმაზე ფიქრში გამყავს,თუ რა მოხდება მას შემდეგ თუ მე არარ ვიქნები. არა, როგორ არ ვიქნები. ოღონდ ვარსკვლავად ვიქნები. საათები სასინლად ნელა გადის. დედა შუბლზე მკოცნის და საწოლში წვება. ერთსაათს ვიცდი და ნელ-ნელა ვდგები. თავბრუ მესხმის და ლამის იატაკზე ვეცემი. წონასწორობას ვინარჩუნებ და კარისკენ გზას მივიკვლევ. დერეფანს მივუყვები და ნიკოლასის პალატასთან ვჩერდები. ნაზად ვუკაკუნებ კარზე და ველოდები. ნიკოლასი კარს აღებს და მიღიმის. არაფერს ვეუბნებით ერთმანეთს და ჩუმად მივდივართ აივნისკენ. კარს ამ ჯერად ნიკოლასი აღებს და მაისის ქარი კვლავ თმებს მიწეწავს. ცა კვლავ ბრწყინავს.
-ყველაფერს დავთმობდი, რომ კიდევ ერთხელ მენახა მზესუმზირები…- სიჩუმეს ვარღვევ.
-მაშინ, მოდი რაღაცას დაგპირდები. მე გპირდები, რომ შენზე ადრე გავხდები ვარსკვლავი და ადგილს შეგინახავ პირდაპირ მზესუმზირების მინდვრის თავზე.
მეღიმება. ნიკოლასმა ყოველთვის იცის, როგორ გამაღიმოს.
-ის ვარსკვლავი ყველაზე მეად ანათებს- ხელით ვაჩვენებ ცაზე- ის რაღაცის მოლოდინშია, აი ის კი- ახლა სხვა ვარსკვლავისკენ მივუთიტებ- ყველაზე ნაკლებად, რაც იმას ნიშნავს , რომ რაღაც რიგზე არ არის.
-ასე ფიქრობ?
-იციი..ვარსკვლავები არ ტყუიან.
-შენ ყველაზე ლამაზი ვარსკვლავი იქნები.
-შენ ჩემი სულიერი მეგობარი ხარ, ნიკოლასს !
-ჩვენ სულ ვიქნებით ასეთი მეგობრები, მია!
ერთმანეთს გულში ვიკრავთ.
-რა მოხდება ახლა,ამ წამსვე თუ გავითიშებით?
-ეს იქნება ყველაზე ლამაზი სიკვდილი სამყაროს არსებობაში.
არ მახსოვს რამდენი საათის განმავლობაში ვიყავით გარეთ. მთავარია თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი მასთან. და აი, ოპერაციის დღეც დადგა.დილას ნიკოლასის პალატაში შევედი. კვლავ ექიმები დამხვდნენ.
-ექიმო, ალბათ წუხელ ღამით არ ეძინა.- ეუბნება დედამისი ექთანს.
-ასე როგორ შეიძლება, ხომ გაფრთხილებდით არ შეიძლება მისი თვისთვის უძილობა.
ნიკოლასი გათიშული წევს საწოლზე. მე მას ვუახლოვდები.
-მია, სად იყავი წუხელ- მიყვირის ლანა.დავიბენი..- ნიკოლასთან ერთად იყავი? გაათენეთ?
-მეე… მეე…- ვბორძიკობ.
-ჩემი შვილი… გადამირჩინეთ ექიმო.. კაც ექიმებს ნიკლასი საკაცეთი გაყავთ. ოთახში დედა შემოდის
-მია, საოპერაციო მზად არის.- ვატყობ ნამტირალებია.
-კი, მაგრამ ნიკოლასიი…- არ მაცდის საუბარს. პალაატში თეთრი ხალათი მხვდება. გული ცუდად მაქვს. არა იმიტომ, რომ ჩემზე ვღელავ,არამედ ნიკოლასზე. სანამ საოპერაციოში შევალ ნიკოლასის საოპერაციოსკენ ვიხედები. დედამისი გარეთ ზზის და ტირის. ყველაფერი ჩემი ბრალია! მე გავიყვანე გარეთ. ფიქრსაც არ მაცდიან, ვენაში ნემსს მიკეთებენ და სანამ გავიტიშები დედაჩემის მომღიმარ სახეს ვაფიქსირებ. უეცრად ყველა მოგონება თავს მახსენებს. შემდეგ ვითიშები.დაახლოებთ ოთხი საათი უტარდებოდა ოპერაცია მიას. ნიკოლასის დედის ტირილი მიას საოპერაციომდე აღწევდა. გვერდიგვერდ ოტახებში, საოპერაციო მაგიდაზე ორი ახალგაზრდა მოზარდი წევს. ორივე იბრძვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მიას დედასთან, რომელიც გარეთ ზის და მოთქვავს მიდის გოგონა ხელში მზესუმზირებით. ეს კამილაა. მიას დედა მას გულში იხუტებს . მზესუმზიის ერთ ყვავილს კამილა საოპერაციოს კარებთან კიდებს, იმ იმედით, რომ მია მის სურნელს იგრძნობს. მიას თითქოს რაღაც სასწაულმა ძალამ აგრძნობინა მზესუმზირების ლოდინი გარეთ და მას სახეზე ღიმილი გადაეფინა, რომელიც წამებში გაქრა. ნიკოლასის დედის ტირილი აღარ ისმის. თითქოს საერთოდ გაქრა ყველაფერი. მიას გულის ცემა სუსტდება და საბოლოოდ გაჩერდა. ღამის ზუსტად 10;32 წუთზე ციდან ვარსკვლავი ჩამოვარდა. მის ადგილს კი დაიკავებს მია. კამილამ ვერ მოასწრო საუკეტესო მეგობრის ნახვა საოპერაციომდე თუმცა მას ღამის ნებისმიერ წუთში შეუძლია დაინახოს მია მზესუმზირების მინდვირს თავზე ვარსკვლავის სახით.
ამ ყველაფრის შემდეგ გჯერათ, რომ კარგი ადამიანები გარდაცვალების შემდეგ ვარსკვლავები ხდებიან?



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

ამეტირა, ძალიან სევდიანი ისტორიაა, მჯერა კარგი ადამიანები სიკვდილის შემდეგ ვარსკვლავები ხდებიან ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent