შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთმანეთის პირისპირ(13)


10-05-2023, 23:00
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 168

თავი 13

ბიჭი იმას ამბობდა რისი მოსმენაც გოგონას სურდა, თუმცა ასე მარტივი არ იყო წარსულის უკან მოტოვება და ახლიდან დაწყება. ორივემ დაუშვა შეცდომები და ახლა ყველაფრის ახლიდან დასაწყებად სურვილზე მეტი იყო საჭირო. მათ ძალისხმევა სჭირდებოდათ ერთმანეთისთვის თვალებში ჩასახედად და როგორც არ უნდა ყვარებოდათ ერთმანეთი წინ ბევრი სირთულე ელოდათ.
-გინდა რომ გამოგყვე? რატომ?-გოგო დაბნეული უყურებდა
-იმიტომ რომ შენ ჯერ კიდევ ჩემი ცოლი ხარ
-დევდარიანო თვალებშიც კი არ მიყურებ რომელ ქორწინებაზე საუბრობ
-რა გინდა ჩემგან? ასე უცებ ვერ დავივიწყებ გასულ 6 თვეს, მაგრამ არც შენი გაშვება არ შემიძლია. შენ მე მეკუთვნი და ეს ასე იქნება სანამ ცოცხალი ვარ
-შენი აზრით ეს სიყვარულია?
-ფეხებზე შენ რა გგონია, ნივთები შეაგროვე მივდივართ
-წადი შენი დევდარიანო მე შენი საკუთრება არ ვარ და ყველაფერი ძველებურად არ არის
-რა შეიცვალა იმის გარდა რომ მიმატოვე
-აქ მხოლოდ შენთან შესარიგებლად არ დავბრუნებულვარ, მამაჩემს ვჭირდები მისი საქმეებიი უნდა მოვაწესრიგო
-მამაშენს?-ბიჭს ირონიულად გაეღიმა-ახლა მამას ეძახი
-ირონია საჭირო არ არის, ის მამაჩემია და ჩვენ ვცდილობთ ურთიერთობა დავალაგოთ-ცოტა ხანს ორივე ჩუმად უყურებდა ერთმანეთს
-აჯობებს თუ მასთან ერთად წახვალ-კიბეზე ლევანი ჩამოვიდა, მისი სიტყვები მოულოდნელი იყო
-ხო მაგრამ მამა
-არავითარი მაგრამ, უნდა წახვიდე და ორივე უნდა გაერკვეთ საკუთარ გრძნობებში, საქმეს კი შემდეგ მივხედავთ
-როგორც ჩანს მართლა შეიცვალე -გაკვირვებულმა წარმოთქვა ეს სიტყვები დევდარიანმა
-ყველანი შევიცვალეთ ჩემო ბიჭო. მე არასწორი ვიყავი და არ ვამაყობ ამ საქციელით, მინდა რომ ორივესთან დაშვებული შეცდომები გამოვასწორო
-შესანიშნავია. რადგან მამიკო თანახმაა ნივთები შეაგროვე მე მანქანაში ვიქნები.
სახლში დაბრუნება ორივესთვის რთული იყო, თუმცა ეს ახალი დასაწყისი უნდა ყოფილიყო, კირას ამის იმედი ჰქონდა.
-კარებში ნუ დგახარ, იმედია არ დაგავიწყდა შენი ოთახი სად არის
-ჩემი ოთახი -გოგომ დაბნეული მზერა მიაპყრო ბიჭს-არა მახსოვს
-ძალიან კარგი. აქაურობა მოაწესრიგე მე უნდა წავიდე
-სად მიდიხარ? მალე დაბრუნდები?
-მოდი ყველაფერს აგიხსნი, ჩვენს შორის არაფერი შეცვლილა. მე და შენ მხოლოდ ქაღალდზე ვართ ცოლ-ქმარი
-გასაგებია, აქ იმიტომ მომიყვანე რომ დამსაჯო და მესმის მაგრამ ისე ნუ იზამ რომ კვლავ წავიდე ოღონდ ამჯერად სამუდამოდ
-შენ რა მემუქრები?-ბიჭმა მკლავში ძლიერად ჩაავლო ხელი- მაშინ იმიტომ გამოგივიდა გაქცევა რომ უგონოდ ვიყავი, ამჯერად ასეთი მარტივი არ იქნება
-ლაშა მტკივა
-არაუშავს მეც მტკივა, აი აქ -ბიჭმა გულზე დაიდო ხელი
-გთხოვ ...-ბიჭმა ზიზიღით შეხედა, ხელი გაუშვა და სახლი დატოვა.
უკან დაბრუნება მტკივნეული იყო. ყველაფერი მოაწესრიგა უნდოდა სახლისთვის ძველებური სახე დაებრუნებინა რადგან ეს იმედს აძლევდა, რომ მათი ურთიერთობაც დალაგდებოდა.
კარზე ზარი გაისმა.
-როგორ გაბედე?-სახლში განრისხებული ანა შემოიჭრა
-შენც გაგიმარჯოს
-შენ დაბრუნდი და არ მითხარი. შენი აზრით ეს სწორია
-ვაპირებდი დარეკვას ნუ მიბრაზდები
-ანუ შერიგდით?
-არა
-მაშინ აქ რატომ ხარ
-ვცდილობ ყველაფერი გამოვასწორო თუმცა ადვილი ნამდვილად არაა
-რას ელოდი? მიატოვე და 6 თვით გაქრი, მას უფლება აქ ბრაზობდეს
-იცი რა ქალბატონო მინდა რომ ჩემს მხარეს იყო და რა მის
-მე შენი საუკეთესო მეგობარი ვარ ამიტომ სიმართლე უნდა გითხრა.
-ანა როგორ მოვიქცე? ეს ჩემთვისაც მტკივნეულია, მას თავი ისე უჭირავს თითქოს მხოლოდ მისთვის იყო რთული
-დრო მიეცი მეგობარო, მარტივი არ იქნება თუმცა ყველაფერი დალაგდბა, მაგრამ თავი უნდა შეიკავო
-რას გულისხმობ?
-შენი მრისხანება და ამპარტავნება რომელიც მამისგან გერგო ცოტა ხნით უნდა მოთოკო
-გინდა რომ ჩუმად ვიყო სანამ დევდარიანი საკუთარ ბრაზს ბოლომდე არ ამოანთხევს?
-მინდა რომ გონებით იფიქრო და არა გულით, ბოლოს გულის კარნახით რაც გააკეთე სწორედ იმან მიგიყვანა ამ მდგომარეობამდე
-ვეცდები თუმცა თავშეკავებულობით არ გამოვირჩევი ხომ იცი
-ვიცი თუმცა ისიც ვიცი რომ დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევ. თქვენ ორნი ერთნაირი შეშლილები ხართ, საითაც არ უნდა გაიქცე გზას ყოველთვის მასთან მიყავხარ
-მერე ეგ ნორმალურია?
-არა ეს რაღაც თვქენეული აუხსნელი და უცნაური კავშირია, რომლის გაგებაც მე არ შემიძლია- გოგოებმა დიდხანს ისაუბრეს, შემდეგ ანა წავიდა. ის კი დარჩა ცარიელ სახლში მარტო. იჯდა და საათს უყურებდა დევდარიანი კი დაბრუნებას არ ჩქარობდა.
შუა ღამეს ბარბაცით შევიდა სახლში და მისაღები ოთახი შეათვალიერა, მზერა კუთხეში მჯდომ გოგოზე შეაჩერა
-მელოდებოდი ძვირფასო მეუღლევ?
-დიახ-გოგო ადგა და ცივად აუარა გვერდი
-საით გაგიწევია?
-დასაძინებლად, რადგან ცოცხალი ხარ სანერვიულო არაფერია.
-ჩემზე ნერვილობდი?-ბიჭი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა-თურმე გული გქონია პრინცესა
-არ ვიცი რის მიღწევას ცდილობ დევდარიანო, თუმცა გაფრთხილებ ...
-შენ მაფრთხილებ?! შენს თავზე რამხელა წარმოდგენა გაქვს-ბიჭი კიდევ უფრო მიახლოვდა გოგოს- შენ რა გგონია სამყაროში ერთადერთი ქალი ხარ?
-არა-მკაცრად მოუჭრა გოგომ და მზერა მისი პერანგის საყელოსკენ გაექცა-შენი პერანგის საყელოზე დარჩენილი პომადის კვალი ამტკიცებს რომ ჩემი შემცვლელი სწრაფად იპოვე, თუმცა ვერ ვხვდები სახლში რატომღა დაბრუნდი მასთან დარჩენილიყავი
-გული გეტკინა ჩემი ღალატის გამო?! იქნებ ახლა მაინც გაიგო რას ნიშნავს გულის ტკივილი
-შენ ამას სერიოზულად ამბობ?-გოგომ კონტროლი დაკარგა და სახეში სილა გააწნა-ჩემზე უკეთ არავინ იცის ეგ რას ნიშნავს, მთელი ჩემი ცხოვრება ტკივილითა და იმედ გაცრუებით არის სავსე
-რატომ პრინცესა მამიკო ლამაზ კაბებს არ გყიდულობდა?
-იმიტომ რომ დედა მომიკვდა, მამამ შემიძულა და კაცი რომელიც შემიყვარდა ნაგავი გამოდგა-გოგოს ცრემლები ჩამოუგორდა ლოყებზე-მე დავასრულე დევდარიანო, თუ ჩემთან ყოფნა არ გინდა ჯანდაბაშიც წასულხარ, არ ვაპირებ სახლში ჯდომას და შენს ლოდინს
-და სად აპირებ წასვლას?
-იქ სადაც შენ არ იქნები და იცი რა ერთ დღეს შევხდები კაცს რომელიც ისე შემიყვარებს და დამაფასებს როგორც შენ არასდროს გაგიკეთებია-ამ სიტყვებმა დევდარიანს წონასწორობა დააკარგვინა, გოგოს მკლავში ჩავლო და კედელთან მიიმწყვდია
-სხვა კაცი შენს ცხოვრებაში არ იარსებებს
-რა მოხდა ძვირფასო მეუღლევ, ჭკუიდან შეიშალე იმის გაფიქრებაზე რომ ერთ დღესაც სახლში დაბრუნებულს აღარ დაგხვდები
-ჩემს გაგიჟებას ცდილობ?
-ზუსტად მაგას ვცდილობ იქნებ ასე მიხვდე რა ვიგრძენი მაგ პომადის კვალის დანახვისას
-კარგად მომისმინე კირა, ვერავინ შეგეხება, ვერავინ მოგიახლოვდება ჩემს გარდა -ბიჭმა საბოლოოდ დაკარგა კონტროლი და გოგოს ტჩებში აკოცა, ეს იმდენად სასიამოვნო შეგრძნება იყო რომ ყველა ტკივილმა გაიარა. თუმცა ეს ცოტა ხნით გაგრძელდა, იმდენად დიდი იყო გოგოს სიამაყე და ბიჭის გულის ტკივილი რომ ერთი კოცნით ყველაფრის მოგვარება შეუძლებელი იყო.
-არ შემეხო-კირამ ხელი კრა
-განა შენც ეს არ გინდა, რომ მხოლოდ შენი ვიყო და სხვა ქალებს არ ვუყურებდე
-რა დაგემართა ლაშა? ცივი ყოველთვის იყავი და მაგას შევეგუე თუმცა ახლა ...
-ახლა რა პრინცესა ნაგავივით ვიქცევი?
-მინდა რომ ყველაფერი დამთავრდეს
-რას გულისხმობ?-ბიჭს გულისცემა აუჩქარდა
-ჩვენს ურთიერთობას, თუ ასე უნდა მოიქცე აჯობებს წერტილი აქ დავსვათ რადგან არ მინდა ერთხელაც გავიღვიძო და მივხვდე რომ მძულხარ
-მაგას შენ ვერ გადაწყვეტ...
-ლაშა მომისმინე გთხოვ-ბიჭს ხელი მოკიდა და დივანზე ჩამოსხდნენ-მე და შენ რაღაც ახალი უცნარი და ამოუხსნელი გრძნობა გვაკავშირებს ერთმანეთთან, თუმცა თუ შენ ბრაზსა და ტკივილს ვერ მოერევი აჯობებს ახლავე დავიშალოთ. არ მინდა ისე მიყურებდე როგორც ახლა. იცი ადრე შენს თვალებში ვხედავდი დაუძლეველ სურვილის ახლა კი იქ მხოლოდ სიცარიელეა
-რა გინდა რომ გავაკეთო? დავიწყება და შეგუება ასე ადვილი არაა
-ვიცი რომ ადვილი არაა მაგრამ თუ ამ ბრაზს ვერ მოვერევით და ერთმანეთის გულის ტკენას განვაგრძობთ, ჩვენს შორის გასაოცარი აღარაფერი დარჩება
-მე...
-ახლა არაფერი მითხრა, ჩემს სიტყვებზე იფიქრე. დაგელოდები იმდენი ხანი რამდენიც საჭირო იქნება, მაგრამ უნდა ვიცოდე რომ შენ ეს ნამდვილად გინდა.
გოგო ადგა და საძინებელს შეაფარა თავი, ლაშას ის სივრცე მისცა რომელიც ფიქრისთვის სჭირდებოდა. ყველაზე ძნელი ლოდინი იყო, იმის გაფიქრებაზეც კი რომ ლაშა ზურგს შეაქცევდა გოგოს გული ორად ეხლიჩებოდა. იჯდა საწოლის კუთხეში და იხსენებდა ბიჭთან გატარებულ დროს, იმ დროსაც როცა უმისოდ აუტანელ ტკივილს განიცდიდა. წარსული ძალას აძლევდა რომ მომთმენი ყოფილიყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent