შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

... შენ მაიძულე მეცხოვრა... (მეხუთე თავი)


14-05-2023, 14:50
ნანახია 1 018

სექტემბრის მზიანი და თბილი დილა გათენდა. ძალიანს
ველოდი ამ დღეს. დაგეგმილ ტურში მივდივარ. გავემზადე, ტაქსი
გამოვიძახე და ნახევრად მძინარე გავეშურე იმ ლოკაციისაკენ
სადაც ავტობუსი იყო.
ავტობუსთან ბევრი ხალხი არ იყო ჯერ შეგროვილი.
მითხრეს, რომ შემეძლო ავტობუსში ასვლა და სასურველ
ადგილას დაჯდომა.
ავტობუსში ასვლისთანავე, მოვათვარიელე ადგილები.
მარჯვენა რიგში მეოთხე სკამზე გადავწყვიტე დაჯდომა. სკამი
ცარიელი იყო და გვერდით მჯდომის ვინაობაც ბედს მივანდე.
დიდიად არ მიყვარს ადამიანებთან დიალოგის წამოწყება.
იშვიათად ვიღებ ინიციატივას უცხო ადამიანებთან დიალოგის
წამოწყებაზე. ახლაც ასე იყო. მშვიდად დავიწყე ლოდინი
ავტობუსის გასვლამდე. თანდათან ამოდიოდა ხალხი და
ავტობუსი ივსებოდა. ზოგი ძველი ნაცნობი იყო
ერთმანეთის, ზოგი ტურებში გაცნობილი სამეგობრო, ზოგიც
რამდენიმე კოლეგა ერთად განსატვირთად წამოსული. ჩემს
გვერდით ადგილი კი ისევ თავისუფალი იყო.
გასვლამდე 15 წუთი იყო დარჩენილი. ფანჯრიდან
ვიყურებოდი და ყურსასმენში მუსიკას ვუსმენდი დაბალ
ხმაზე, ისე რომ ავტობუსში მოსაუბრეთა ხმებიც მესმოდა.
-შეიძლება თქვენს გვერდით დავჯდე? შემოვბრუნდი და
ჩემს სკამთან საშუალო სიმაღლის სასიამოვნო გარეგნობის ბიჭი
იდგა და მიღიმოდა პასუხის მოლოდინში.
-დიახ! დაბრძანდით! მეც გავუღიმე.
-მე თემო მქვია. მითხრა და გამიღიმა.
-მე ლილიანა. ვუთხარი და მეც გავუღიმე.
-სასიამოვნოა. ძალიან ლამაზი სახელი გაქვს თან უცხო.
-მადლობა. ჩემთვისაც სასიამოვნოა.
ჩვენი დიალოგი დასრულდა, მაგრამ ყურსასმენის გაკეთება
ვეღარ შევძელი. ძალიან ცუდად გამოვიდოდა თემოსთან
მივხვდი. თან საკუთარ თავს შანსი დავუტოვე ,ისევ საუბრის
გაგრძელების.
თემო ძალიან კომუნიკაბელური აღმოჩნდა. ბევრ ადამიანს
გაეცნო, გაესაუბრა. ირგვლივ ყველა გაიცნო. ბოდბემდე
რამოდენიმეჯერ გავჩერდით. მე ავტობუსიდან არ ჩავსულვარ. აი
თემო კი ჩადიოდა და ახალ ადამიანებთან გაბმული დიალოგით
ბრუნდებოდა უკან. პირველად, რომ გავჩერდით ვიფიქრე
სიგარეტის მოსაწევად ჩავიდა. ძალიან მაღიზიანებს
სიგარეტის სუნი, მითუმეტეს როცა ჩაკეტილ სივრცეში ვგრძნობ.
თემო უკან დაბრუნდა, მაგრამ სიგარეტის სუნი არ
ჰქონდა. ისე გამიხარდა, ცოტა დამაკლდა რომ მადლობა არ
გადავუხადე იმისათვის, რომ არ მოწია. ხალხი თანდათან
უბრუნდებოდა ადგილებს. რიგებს შორის ვიღაც კაცმა გაიარა და
საშინელი სიგარეტის სუნი გაატარა. ინსტინქტურად ცხვირზე
ხელი ავიფარე. ეს არ გამოჰპარვია თემოს,
- სიგარეტის სუნმა შეგაწუხა?
- კი. სუნთქვა მეკვრება. ალერგია მაქვს.
- ავტობუსი, რომ დაიძვრება მალე გავა სუნი მითხრა და
გამიღიმა.
მთელმა დღემ სასიამოვნოდ გაიარა. კარგად გავატარეთ
ყველამ ერთად დრო. არც თემოს ყურადღება მაკლდა.
გამიმართლა გვერდით მჯდომში. უკან გზაზე ხუმრობდა კიდეც
,თავის ახალ ნაცნობებთან. ისეთი კარგი იუმორი აღმოაჩნდა
,არც კი მოველოდი. მეც ვიცინოდი და ძალიან კმაყოფილი
ვიყავი ამ დღით. სანამ ბოლო გაჩერების ადგილთან
მივიდოდით ტაქსი გამოვიძახე. უკვე ღამის პირველი საათი
სრულდებოდა. ავტობუსი გაჩერდა ,ჩასვლას ვაპირებდი თემომ
რომ მკითხა.
-ლილიანა ხომ არ გაგაცილო?
-არა .გმადლობ. ტაქსი უკვე მიცდის.
-მაშინ ტაქსამდე მიგაცილებ. მითხრა და გამიღიმა.
-კაი, მიმაცილე. გავუღიმე მეც.
ავტობუსიდან ჩამოვედით ,ყველას
დავემშვიდობეთ.გიდებს მადლობა გადავუხადეთ ასეთი
კარგი დღისათვის და ჩემი ტაქსისკენ წამოვედით. ორი
მეტრი მქონდა მანქანამდე დარჩენილი თემომ საუბარი
წამოიწყო.
- ლილიანა ძალიან სასიამოვნოდ გავატარე დრო შენთან
ერთად. მიხარია, რომ გაგიცანი. ბევრ ბედნიერ დღეს
გისურვებ ცხოვრებაში.
- მადლობა. შენც ასევე. ძალიან კარგი დღე გამოვიდა. მეც
მიხარია რომ გაგიცანი. გავუღიმე და მანქანაში ჩავჯექი.
თემომ ხელი დამიქნია და გამიღიმა. მანქანა დაიძრა და
წავედი სახლისკენ. მივხვდი სახეზე ღიმილი ისევ შემომრჩა...
კარგი დღე გამოვიდა ,სასიამოვნო და ემოციებით
დატვირთული. კარგი გადაწყვეტილება იყო ტურში წასვლა...
ხვალ ახალი დღეა, ახალი ემოციებით და ახალი
მოლოდინებით სავსე....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent