"ლილია"
სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის სადღაც უსასრულობაში არის ადგილი, რომელსაც არსებობა ჰქვია. მე სწორედ ამ ადგილას გავიჭედე უკვე დიდი ხანია, რომ დავაზუსტოდ 23 წელია და ვცდილობ ორიდან ერთს მაინც მივუახლოვდე. ჯერჯერობით მხოლოდ სიკვდილისკენ ვდგამ თამამ ნაბიჯებს. ბედის ირონიაა. ვსწავლობ ვმუშაობ მყავს ოჯახი და მეგობრების ცხოვრებაში თითქოს არაფერი მაკლია, მაგრამ ბედნიერი არ ვარ. ცხოვრება ჩემთვის ერთი დიდი ლოდია, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მხრებზე მაწევს და მამძიმებს. ლოდი იმდენად მძიმეა რომ უკვე ვეღარ უძლებს სხეული ზიდოს დროა გათავისუფლების. ჯანდაბა ლილია ეს რას აზრებია, არადა სიმართლეა როგორ მომბეზრდაა ეს უზროო ცხოვრება, თავად ვერ ვასრულებ იმდენად მშიშარა და ლაჩარი ვარ რომ ესეც კი არ შემიძლია, საკთარიი თავისთვისს, ააააააააჰ, ჯანდაბააა -ლილია ხმა ჩააწყვეტინე მაგ რაღაცას ბავშვებს ძინავთ!! გაიცანით ეს ჩემი მშვენიერი დედინაცვალია.. ხო თავი კონკია მგონია სრული ბედნიერებისთვის ბოროტი დედინაცვლის ბავშვები მაკლია, თუმცა ბროტებისგან ისინი ძალიან შორს არიან. ალბათ ბედნიერი უნდა ვიყოო რა მაქვს საწუწუნოო. მშოლებიი პატარა რომ ვიყავიი მაშინ გაშორდნენ. მამაჩემმა მეორე ცოლი მოიყვანა, დედაჩემი თავიდან გათხოვდა. ბედის ირონიაა რას გეუბნებით დედაც მყავს მამაც, დედინაცვალიც, მამინაცვალიც, მოკლედ იმოდენა ოჯახი მაქვს წესით არაფერი უნდა მქონდეს საწუწუნო. ახლა საკუთარ თავს დავცინი. რა საცოდაობაა. -ლილია მუსაკას ჩაუწიეე ბავშვებს სძინავთ არ გესმის -კაი მამიკო რას ამბობ მეც მძინავს ხოლმე, მაგრამ სულარ ითვალისწინებთ არაფერს. ამ ერთხელ აიტანეთ როგორმე. -ლილია ნერვებზე თამაშობ იცოდე ჩემს გაბრაზებას არ გირჩევ - თორემ რასიზამ მცემ. მიდი აქ ვარ ეგღა გაკლია და ბარემ ეგეც იკადრე -ამის დედაც მუსიკას დაუწიე ბოლოს და ბოლოს თორემ დავამტვრევ -დაამტვრევ? მიდი ვუყურებ როგორ ამტვრევს დინამიკებს, რომლებიც ჩემი შრომით შევიძინე ცრემლებიც კი აღარ მომდის. ვგრძნობ რომ გავიყინე ურეაქციო გავხდი ალბათ შევეჩვიე წყენაც კი აღარ მახრჩობს, ტკივილსაც ვეღარ ვგრძნობ და სამწუხარო ისაა რომ ვერც ბედნიერებას ვერ ვგრძონობ. ტაშს ვუკრავ და დემონსტრაციულად გავდივარ ოთახიდან. ბავშვობაში ცაში ყურება მიყვარდა, ვარსკვლავებთან საუბარი. მახსოვს მთელი ბავშვობა ვოცნებობდი რომ ბედნიერი ოჯახი მქონოდა, ყოველ ღამე ვარსკვლავებს ჩემს ბედნიერ ოჯახზე ჩემს ოცნებეს ვუყვებოდი და აი ისიც ამიხდა, ვერაფერს ვიტყვი -სად მიდიხარ? -აურას მიბინძურებთ -ღამის პირველი საათია -მერე რა. კიდევ რამოდენიმე წუთი აქ რომ გავჩერდე გავგიჟდები სად გავჩერდით? რას ვამბობდი? ხო 23 წლის ბედნიერებით აღსავსე გოგო ვარ დიდი ბედნიერი ოჯახით, მაქვს საყვარელი საქმე. ყვავილები მიყვარს და მაქვს თავშესაფარიი სადაც ახლა ასეთი დადებითი აურით დამუხტული მივდივარ -ლილია, აქ რა გინდა ? - როგორც ყოველთვის ერთი ჭიქა სიმშვიდე და დესერტად ძილს დავამატებდი ნატო დეიდა - გაგიმართლა დღეს ორივე გვაქვს -მაშინ ორივეს ავიღებ ჯერ სიმშვიდე იყოს სამწუხაროა რომ მშობლებს ჩვენ არ ვირჩევთ, თუმცა ალბათ მათი დამსახურებაა რეალურად ასეთი რომ ვარ. ვინიცის სხვა გარემოში, სხვა ადამიანებთან, როგორი ვიქნებოდი. ხო მართლა კინაღამ დამავიწყდა ეს ნატო დეიდაა. სამწუხაროდ ბიოლოგიური დეიდა სულაც არა, მაგრამ ჩემთვის დეიდაზე მეტია. ის ერთადერთი ადამიანია მთელს სამყაროში ვისთანაც სიმშვიდეს ვპოვებ, ვისთან ყოფნაც ჩემი გულის ბნელ კუნჭულში დამალულ სიხარულის გრძნობას აცოცხლებს. ხო მას პატარა კაფე აქვს უფრო სწორად სახლის პირველი სართული კაფედ აქვს გადაკეთებული. კაფის გვერდით კი ყვავილებით სავსე ბაღი. სურნელი, რომელიც იქ ტრიალებს სხვაგან არსად არ არის. დამეფიცება არსად არ არის. ნატო დეიდა მარტო ცხოვრებს არასდროს მოუყოლია საკუთარ ცხოვრებაზე და არც მე მიკითხავს რამე. არმინდა მის პირადში შევიჭრა ვიმედოვნებ ერთ დღეს თვითონ გამანდობს ყველაფერს ისევე, როგორც ეს მე ვქენი. გათხოვილი არასდროს ვყოფილვარო მითხრა. მაგრამ ყავს შვილი, რომელიც ძალიან უყვარს და საზღვარგარეთაა სასწავლებლად დიდი ხანია არ ჩამოსულა. უკვე ორი წელია დეიდა ნატოს ვიცნობ და მის გვერდით არავინ მინახავს. შვილზეც ბევრს არასდროს საუბრობს. მახსოვს ერთხელ თქვა კარგი გოგოა უბრალოდ აქაურობა არ მოსწონს იქაურ ცხოვრებას შეეჩვია ფრენა ვასწავლე და ისიც გაფრინდაო. ამას რომ ამბობდა თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. ალბათ რთულია გენატრებოდეს შენი ნაწილი. ბაღში ვარ როგორ მიყვარს აქაურობა სასიამოვნოა ღამით ჰამაკში წოლა ნელი სიო და სურნელი, რომელიც აქ ტრიალებს. ყვავილების სურნელი რომელიც ეთამაშება სასუნთ რეცეპტორებს, მოიცა ეს რა სურნელია? სიგარეტი? ახლა ამ დროს ვინ რატომ. თვალს ვახელ და არავინ ჩანს აშკარად საიდანღაც მოდის ეს სურნელი, არემარეს თვალს ვავლებ და რას ვხედავ ნატო დეიდას სახლის გვერდით ორსართულიანი სახლის აივანზე მდგარი უცნობი ხელს უშლის ჩემს სასუნთ რეცეპტორებს მიიღოს სიმშვიდე. სასაცილოა დიდი ხანია ეს სახლი ცარიელი იყო რაღა მაინცდამაინც დღეს მოუნდა დაბრუნება თუ გამოჩენა არვიცი რაცაა. -ნატო დეიდა სიმშვიდე დღეს აღარ იქნება მგონია და დესერტზე რომ გადავიდეთ პირდაპირ თან თქვენც დაღლილი ხართ -რა მოხდა -ვირაცამ სიგარის კვამლში გახვია არემარე-ვამბობ და გვერდით სახლზე ვანიშნებ -ნიკაზე ამბობ? -ნიკა ქვია? -ხო ახლახანს გადმოვიდა კარგი ბიჭია -ახლახანს თუ გადმოვიდა საიდან იცით რომ კარგი ბიჭია იქნებ სერიული მკვლელია ან ნარკომანი ან შეიძლება ადამიანების ორგანოებით ვაჭრობს. -ძალაინ ბევრ დეტექტივს უყურებ. იმედი უნდა გაგიცრუო არცერთი არ ვარ, ნატო დეიდა როგორ ხართ დავინახე სინათლე ენთო და შემოგიარეთ ღმერთო ჩემო ეს აქ საიდან გაჩნდა თან სიგარეტის სუნი ასდის ჯანდაბა ახლა ცხვირზე ხელი რომ ავიფაროო ძალიან უზრდელობა იქნება მეთანხმებით ხო. -კარგად ნიკა შენ როგორ ხარ გავიგე ჩამოხვედი გელოდებოდი როდის გამოჩნდებოდი. როგორ ჩანს ფრენამ ძალიან დაგღალა ერთი კვირა დაგჭირდა დასასვენებლად -ხო გონს მოსასვლელად დრო დამჭირდა - როგორც ჩანს დღეს დესერტსაც დააგვიანდება- ვამბობ და გასასვლელისკენ მივდივარ -ლილია -არაუშავს ნატო დეიდა დღეისთვის საკმარისია მოიცათ ანუ რაგამოდის ეს ვიღაც არსება უკვე ერთი კვირაა აქაა? იმედია ბაღში ჩემი საოცარი ისტორიები არ მოუსმენია და არც ტირილის სცენები უნახავ. ღმერთო ჩემო რა სირცხვილია. ალბათ ერთი უბედური დეპრესიული გოგო ვგონივარ. არაადა მართლაც ეგრეა. სახლში მივდივარ შხაპს ვიღებ და და ვიძიებ არავინ იცის რას გვიმზადებს ხვალინდელი დღე მაგრამ იგი მუდმივად იმედითაა აღსავსე. ყოველი დღე ხომ სასწაულია. როგორ მინდა ამ სიტყვების მჯეროდეს. დილა ჩვეულებრივად იწყება ვემზადები და საუზმის გარეშე მივდივარ სამსახურში. მარკეტში მენეჯერად ვმუშაობ დილიდან საღამომდე სამსახურში ვარ სამსახურის შემდეგ კი ისევ სიმშვიდის კაფისკენ მივდივარ გზად ნიკას ვხედავ ვიღაც გოგოზე ჩახუტებულს უფრო სწორად მიწებებულს გულის რევის შეგრძნება მიჩნდება, ისვენებს ძალიან გადაღლილია ეპატიება. -მოვედი ნატო დეიდაა - მოდი შვილო ყავა და ნამცხვარი ბაღშია ყვავილებიც გელოდებიან. დღეს თეთრი ვარდი გაიშალა, რომ იცოდე რა ლამაზია უნდა ნახოო. -მითქვამს რომ ძალინ მიყვარხართ? -ტირილის დროს არაერთხელ -დამცინით ხოო -სულაც არაა . დღეს ცოტა დაგაგვიანდა რამე მოხდა -არაფერი გზად საოცარი სანახაობის მომსწრე გავხდი, გამიტაცა ყურებამ, კარგი წავალ ყავას დავლევ და ვარდსაც ვნახავ. ბაღში გავდივარ და პირველი რასაც ვაკეთებ ვარდებთან მივდივარ თეთრი ვარდი მართლაც საოცრად ლამაზია, ყავა და ნამცხვარი კი გემრიელიი უზომოდ გემრიელიი. ჰამაკში ვწვები და თვალებს ვხუჭავ ვიცი რომ დღეს არაფერი შემაწუხებს. ისევ სიგარეტის სუნი ჯანდაბა კარგი რაა დავიჯეროო ასე სწრაფად მორჩნენ . თვალებს ვახელ და ჰამაკიდან ვდგები -იქნებ ჩააქრო ეგ სიგარეტი ბოლოს და ბოლოს კლავს -ჩემზე ზრუნავ -არა საკუთარ თავზე არმინდა სიგარეტის კვამლმა დამახრჩოს -სამწუხაროა-ამბობს სიგარეტს აქრობს და ოთახში უჩინარდება ჰამაკში ვაგრძელებ დასვენებას ცოტახნის შემდეგ მისი ხმა ახლოდან რომ მესმის ღმერთო ჩემო შხაპიც კი არ მიუღია ალბად, ასე სწრაფად რა მოასწრეს კი მაგრამ. ისე რა ჩემი სამქეა, მე ვინ მეკითხება. ალბათ ფიქრობენ რომ მძინავს რადგან ერთმანეთს თამამად ესაუბრებიან -დეიდა ნატო ნინას გარდა კიდევ ვინმე იშვილეთ და არ მახსოვს? - ლილიას თუ გულისხმობ კი ვიშვილე ოღონდ ეს უკვე სრულწლოვანი იყოო ნინასგან განსხვავებით -ხო ნინას გამო მთელ ოჯახს განუდექით და დაივიწყეთ ჩემი სახით საუკეთესო და საყვარელი დიშვილი -დისშვილი რომელიც მარტო იმიტომ დაბრუნებულა რომ აქაური გოგოები მონატრებია - გართობის უფლება მეც ხომ მაქვს -გართობას მთელი ქუჩის სალაპარაკოდ თუ არ აქცევ კარგი იქნება, ლილიამაც კი დაგინახათ -როგორც ჩანს მართალი ხარ. ნინა დაბრუნებას არ აპირებს? - არ უნდა და მე ვერაფერს დავაძალებ - რა უსამართლოა სამყარო შენ მის გამო ყველას წინ აღუდექი მან კი როგორც კი სრულწლოვანი გახდა მაშინვე მიგატოვა -ნიკა -რა ნიკა ნატო დეიდა, სიმართლე არაა? ცხოვრება შესწირე ვიღაც უმადურ გოგოს, რომელსაც ფულის გარდა არაფერი არ აინტერესებს. ცხოვრობს ამერიკაში და სწავლის ნაცვლად იმ ფულს ფლანგავს, რომელსაც უგზავნი, როდის მიხვდები რომ ნინას არუყვარხარ და მას მხოლოდ შენი ფული უყვარს? -ხმას დაუწიე ლილიას გააღვიძებ -ამ გოგოს ასე რატომ ელოლიავები? ნინას დატოვებულ სიცარიელეს მისით ივსებ? იცის ვინ ხარ? იცის რომ მდიდარი ხარ და ისიც ფულის გამო დადის აქ? -ახლა აქ ამან რაო? რაო რა იბჟოტიალა? ამ სიტყვებს ყველას ერთად ამოგადენ ერთ დღეს მაცადე. მე არ ვიყო ლილე თუ არ განანე ეს სიტყვები. -ლილიას არ შეეხო არ გაბედო, თორემ დავივწყებ რომ ჩემი ძმიშვილი ხარ -ნინაზეც ეგრე ამბობდი მაგრამ საბოლოოდ მე აღვმოვჩნდი მართალი. რა აქვს ამ გოგოს ასეთი. ერთ დღეს ინანებ ამ გოგოსაც ასე რომ ენდობი. ხომიცი რომ ძალიან მიყვარხარ ხომიცი რომ იმ გოგოს გამო ჩემი ცხოვრებიდან გაქრობას ვერ გპატიობ ხომიცი რომ მტკივა ის წლებიი. ყველა გელოდებით შენ კი არ ბრუნდები თითქოს დაბრუნების და იმის აღიარების გრცხვენია რომ შეცდი. ყველა ცდება დაივიწყე ყველაფერი და დაბრუნდი -ერთ დღეს მიხვდები რომ ამ გოგოში ცდები და შეგრცხვება შენი სიტყვების, რაც შეეხება ნინას მე ჩემს გადაწყვეტილებაში არ შევმცდარვარ, წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს ისევ იგივეს გავაკეთებდი, რადგან სხვანაირად მოქცევის უფლებას შეგნება და სისნდისი არ მომცემდა, ხო მართლა ფულს აღარ ვუგზავნი უკვე დიდია და ვფიქრობ საკუთარ თვს თვითონ მიხედავს. დაბრუნებას კი არ ვაპირებ აქ თუ ამის სათქმელად მოხვედი შეგიძლია წახვიდე. -უბრალოდ არ მინდა რომ გტკიოდეს, არმინდა რომ კიდევ გეტკინოს გესმის, ცხოვრებას ისედაც ბევრი დარტყმა მოგაყენა, გაგიკვირდება და არც მე მინდა ეს გოგო, ახლა ანგელოზის სახით რომ სძინსვს მშვიდად, ცუდი ადამიანი აღმოჩნდეს და ისევ გეტკინოს, რატომ არ გესმის რომ მინდა ტკივილისგან დაგიცვა. მაშინ პატარა ვიყავი და სიტყვის უფლება არ მქონდა, ახლა დიდი ვარ და ამის საშუალებას არ მაძლევ. მე უბრალოდ მინდა ჩემი თბილი მოსიყვარულე დეიდა დამიბრუნდეს და ბედნიერი იყოს. -ჯობია წახვიდე საყვარელი გელოდება -არავინ მელოდება შენ რომ ფიქრობ ისეც არაა. არაფერი მომხდარა და თემას რატომ ცვლი ჯანდაბა მე ახლა სხვის საუბრას ვუსმენ ასე უსირცხვილოდ , უზრდელობაა სხვისი საუბრის მოსმენა მაგრამ მე ხომ არ მინდოდა, თვალებსაც ვერ ვახელ ახლა თვალები რომ გავახილო ვიცი უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდებ ორის ამიტომ ჯობია თავის მოჩვენება გავაგრძელო თითქოს მძინავს სხვა რა გზააა. -წავალ პლედს ჩამოვიტან მაისია მაგრამ საკმაოდ ცივა ლილია გაცივდება ნატო დეიდა ზევით ადის სამაგიეროდ ნიკა რჩება და ვგრძნობ როგორ მიახლოვდება ნელ ნელა. სიგარეტის სუნი ცხვირში მხვდება. ჯანდაბა სახეზე მეხებაა... გაგიმართლა რომ თავს ვაჩვენებ თითქოს მძინავს თორემ მაგისთვის გითავაზებდი. -ორ საგანძურს გაბარებ. მიუხედავად იმისა რომ არ მინდა ორივეს გული შენია- მოიცათ ეს რა ხმაა? შეუძლებლია!! ეს ჩემი გული ვერიქნება .. ასე სწრაფად რატომ ფეთქავს? რა საგანძური ? რა გული ? -გაიღვიძა ? -არა, გავაღვიძებ ალბათ სახლში ელოდებიან -ნუ გააღვიძებ კიდევ ცოტახანს ეძინოს-დეიდა ნატო პლედს მაფარებს და შემდეგ ნიკასთან ერთად უჩინარდება, არვიცი როდის მაგრამ ბოლოს მართლა ჩამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.