შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო მსხვერპლი(I ნაწილი,სრულად)18+


22-05-2023, 09:01
ავტორი Margueritte
ნანახია 4 016

კუთხეში მჯდომი იმედიანი თვალებით უყურებდა ბიჭს, რომელსაც ხელში ბურთი ეჭირა, და ფარს უყურებდა. ახლა წამების ამთვლელს დააკვირდა, წითლად დაწერილი 5 წამი რომ შენიშნა, ნერვიულად აამოძრავა ცალი ფეხი, და თითების წვალება დაიწყო რომლებიც გაყინული ჰქონდა. ბიჭმა თვალი ხალხისკენ რომ გააპარა, მოეჩვენა რომ მას შეხედა, შემდეგ ფიქრები თვიდან მოიშორა, და ჩურჩული დაიწყო
-შენ ეს შეგიძლია, მიდი, მიდი - წამზომი კი უკვე ციფრ სამს აჩვენებდა, ბიჭმა ჩაგდება რომ დააპირა, უნებურად დახუჭა თვალები, და გულის ცემაც გაუნელდა. რამოდენიმე წამში ხალხის შეძახილები რომ გაიგო, თვალები გაახილა, ირგვლივ მიმოიხედა, ფეხზე წამომდგარი გახარებული საზოგადოება რომ დაინახა, შემდეგ ბიჭს შეხედა რომელსაც თანაგუნდელები ეხუტებოდნენ, ერთიანად იღიმოდა და თან ცრემლები სცვიოდა, შემდეგ მიხვდა თუ როგორ მოუნდა ახლა ისიც ბიჭს ჩახუტებოდა, ცრემლები მოიწმინდა, თვალები დახუჭა ერთი ღრმად ჩაისუნთქა, და წავიდა…ხო აი ასე, წავიდა იმის მიუხედავად რომ ახლა მხოლოდ ბიჭზე ფიქრობდა იმის მიუხედავად რომ მასაც უნდოდა ეთქვა ის რომ მისით ამაყობდა, ის რომ მას უყვარდა, მაგრამ ახლა მანქანამდე მიიწევდა, სურვილის საწინააღმდეგოდ მიდიოდა, და გრძნობდა თანდათანობით როგორ იზრდებოდა სურვილი მასში იმის რომ ეღრიალა, ან საკუთარი თავისთვის რაიმე დაეშავებინა, იმიტომ რომ იცოდა რომ ეს ყველაფერი მისი ბრალი იყო…
1 წლის წინ
აბაზანის კაბინიდან გამოსულმა დაორთქლილ სარკეს ხელი გადაუსვა, და საკუთარ ანარეკლს დააკვირდა, თვალებში ოდნავ ზიზღსაც კი შენიშნავდით, უემოციოდ უყურებდა თავის თავს, და თავში მხოლოდ ერთი სიტყვა ჩაესმოდა, “ცარიელი.” ხო ასეთი იყო, ცარიელი, არავითარი გრძნობით ან ემოციით, მხოლოდ ერთი სიტყვა ეთქმოდა მის თავზე და ეს “ცარიელი” იყო სათქმელად მარტივი მაგრამ ამავდროულად საზიზღარი გრძნობა რომელიც მას იმ დღიდან თან დაჰყვება როდესაც მისი “საქმიანობა” დაიწყო.
აბაზანიდან ტრუსის ამარა გამოვიდა და საძინებელ ოთახში შევიდა, თხელი ხალათი მოირგო, და აივნისკენ გაიკვლია გზა, სადაც დაჯდა, ფეხები კი მოაჯირზე შემოდო. თვალებ დახუჭული მიყრდნობოდა სკამს, რომ არა მაგიდაზე დადებული ტელეფონის ხმა, ტელეფონს უპასუხა, და თვალი სივრცეს გაუსწორა
-რა გინდა
-სულ ასე რატომ მპასუხობ
-რანაირად ასე - დაღლილი ხმით უპასუხა კაცს
-“რა გინდა,”იქნებ ვინ რეკავს?
-დამიჯერე შენს გარდა ამ ტელეფონზე არავინ რეკავს დიმა, ამიტომ, რა გინდა თქვი - ამოიოხრა, და აივნის მოაჯირს დაეყრდნო
-მეც გითხარი რა…
-დიმა! - მკაცრად უთხრა
-კარგი, კარგი, ახალი საქმეა - ისევ ახალი საქმე, ისევ ერთი რამ რომელიც უფრო დააცარიელებს,ისევ ერთი რამ რომელიც უფრო მეტად შეაძულებს თავს
-რა საქმე? - მაგიდაზე დადებულ სიგარეტის კოლოფს დასწვდა, ღერი ამოაძვრინა და მოუკიდა - ზემოდან არის? - ღრმა ნაპასი დაარტყა
-ხო…ყველაფერი ფოსტით გამოგიგზავნე, ხომ იცი ელექტრონულს ვერ ვენდობი
-ვიცი. - მოკლედ მოუჭრა
-მნიშვნელოვანია, ყველაფერი კარგად უნდა გაკეთდეს
-ვიცი დიმა ყოველ ჯერზე ამ წინადადებას მიმეორებ, ოდესმე ყოფილა საქმე როდესაც რამე გამიფუჭებია? - გაღიზიანებულმა უთხრა
-არა, მაგრამ…დაივიწყე - ამოიოხრა კაცმა - და ხო ხვალ საღამოს 7-ზე ჩვენს ადგილას მოდი, იქ გაგაცნობ ყველაფერს
-კარგი - უთხრა და დაუკიდა.
ჩამწვარი სიგარეტი საფერფლეში ჩააჭ*ლიტა, და სახლში შევიდა.
სავარძელში ფეხმოკეცილი ჩაჯდა, და ტელევიზორი ჩართო. არხიდან არხზე რთავდა, როდესაც ნაცნობი სახე დალანდა, “პულტი” იქვე დადო, და ტელევიზორის ეკრანს დააკვირდა
“ყოფილი პრემიერ მინისტრის შვილი, კალათბურთელი დუდუ შერვაშიძე 5 წლის შემდეგ ისევ საქართველოშია, წარმატებული სპორტსმენი რამოდენიმე წლის წინ ჩვენთვის უცნობი მიზეზით წავიდა” - რატომ უნდა იცოდეთ მიზეზი, გაიფიქრა, შემდეგ კი ისევ წრიპინა ხმით მოლაპარაკე ჟურნალისტს შეხედა - “კალათბურთელი, 1 წლის წინ ერთ - ერთ ყველაზე კარგ მოთამაშედ დასახელდა, 5 წლიანი კარიერის შემდეგ აშშ-ში, მან გადაწყვიტა რომ ისევ მისი ქვეყნისთვის ითამაშოს” - ტელევიზორში ვიდეო გამოჩნდა, სადაც აეროპორტიდან გამოსული შერვაშიძე სერიოზული სახით მიაბიჯებს მანქანისკენ, ეტყობა რომ გარს შემოხვეული ჟურნალისტები აღიზიანებენ. კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ბიჭს, შემდეგ კი გადამრთველს დააჭირა, და ვიდეოც ერთიანად წაიშალა ეკრანიდან. ღრმად ამოისუნთქა, სავარძელს მიეყრდნო, და ჭერს ახედა. სახლში ისევ სიჩუმე იყო, ისევ. არ ახსოვდა როდის იქცა ასეთად, როდის დაკარგა ყოველი ემოცია, ყოველი გრძნობა, მხოლოდ ახსოვდა ის პირველი ადამიანი, რომელსაც ცხოვრება ერთი პოსტით დაუნგრია, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი? არც ეს ახსოვდა, ან არ უნდოდა გახსენება.
ჭერს თვალები მოაცილა, და ტელეფონის ხმა რომ შემოესმა, წამოდგა, არც დაუუხედავს ისე უპასუხა
-რა გინდა - რა თქმა უნდა ეგონა დიმა იყო, ის ხომ მხოლოდ ერთადერთი ადამიანი იყო რომელიც მას ურეკავდა, ტელეფონში მხოლოდ აჩქარებული სუნთქვა ესმოდა
-მე…უკაცრავად…ვივიენს ვესაუბრები? - ხმაში ნერვიულობა ეტყობოდა გოგონას
-კი? - დაეჭვებული ხმით ჰკითხა, და აივანზე გავიდა - თავად ვინ ხარ? - ადამიანებს ყოველთვის შენობითი ფორმით მიმართავდა
-მე…მე…მე
-არ მაქვს დრო იმისთვის რომ “ბეკეკას” ვესაუბრო - დაღლილი ხმით უთხრა, და ისევ სივრცეს გაუსწორა მზერა
-მე, ლალიტა ვარ - ისე უთხრა თითქოს ეგონა რომ ვივიენი მიხვდებოდა ვინ იყო
-სასიამოვნოა, ლალიტა, მაგრამ რომ არ ვიცი ვინ ხარ? - ოდნავ ირონიული ხმით ჰკითხა
-მე, კა…შეგიძლია შემხვდე? - სათქმელი არ დაასრულა და მოულოდნელად ჰკითხა
-უცნობებს არ ვხვდები, შენდა სამწუხაროდ - უთხრა, შემდეგ კი ინტერესმა სძლია - მაგრამ, ამჯერად დავუშვებ ამ შემთხვევას, ორ საათში კაfე “ჩაის სახლში” შემხვდი - უთხრა და გაუთიშა. “ვინ უნდა იყოს?” გაიფიქრა, მოულოდნელმა კარის კაკუნმა ოდნავ შეაკრთო, სახლში შევიდა და შემოსასვლელისკენ გაიკვლია გზა.
კარის გაღებისთანავე ნაცნობი სახე რომ დალანდა, უთხრა:
-გამარჯობა ლევან, ეს ჩემთვისაა? - ხელში მოქცეულ ღია ყავისფერ პაკეტზე ანიშნა, ოდნავი სარკაზმული ტონით
-ხო - პაკეტი გაუწოდა
-მადლობა ლევან - უთხრა და კარი დახურა.
დივანზე წამოჯდა და იქვე მდგარ პატარა ხის მაგიდაზე პაკეტი დადო, გახსნა, და ფაილს დააკვირდა რომელზეც დიდი ასოებით ეწერა “ვაჟა შერვაშიძე” ნაცნობმა გვარმა თვალი მოსჭრა, და გონებაში ისევ დუდუს სახე წარმოუდგა. ფაილის გადაშლისთანავე ფურცელზე თავმოყრილი სურათები დახვდა, რომელიც მაგიდაზე დაალაგა, და თვალი გადაავლო განსაკუთრებით ყურადღება მიიქცია ფოტომ სადაც ყოფილი პრემიერ მინისტრი, მომღიმარი ქალბატონი, და მათ შორის მობეზრებული სახით მომზირალი შერვაშიძე იდგა. ახლა სხვა ფოტოს შეხედა, კალათბურთის ფორმაში დუდუ, და მასზე გადახვეული ვაჟა, რომელიც სიამაყის თვალებით უყურებს დუდუს. ბევრი ასეთი ფოტო იყო. შემდეგ ერთ-ერთი ფურცელი ხელში აიღო, და დივანზე გადაწვა
“ყოფილი პრემიერ - მინისტრი ვაჟა შერვაშიძე, პარლამენტში 1990 - 20010 წლამდე მოღვაწეობდა, პრემიერ - მინისტრად 2007 წელს დაინიშნა, ამ წლიდან 3 წელში კი პარლამენტიდან მიზეზის გარეშე წავიდა”
“20010 წლის 13 მაისს მისი მეუღლე ელენე ანჯაფარიძე გარდაიცვალა”
თან კითხუობდა და თან ფოტოებსიკენ აპარებდა თვალს
“გარდაცვალების მიზეზი სუიციდი” ამ წინადადებაზე თვალი გაუშტერდა, გაშეშდა, რატომ უნდა მოეკლა თავი? სურათებში ხომ ასეთი ბედნიერია, სულელური რამ იყო, თვითონაც იცოდა რომ მისი ფიქრი “ფოტოებში ბედნიერება” სულელური იყო, თუმცა მაინც თვალებს არ უჯერებდა… შემდეგი ფურცელი დუდუს ეხებოდა, მის კარიერას, პირადზე კი არაფერი, ერთი ქალბატონის სახელიც კი არ იყო, გაუკვირდა. ზუსტად 2 საათი კითხულობდა ყველაფერს შერვაშიძეების ოჯახზე, საათს რომ ახედა და ისრები 5 საათს უჩვენებდა, მხოლოდ ახლა გაახსენდა “ლალიტა”, ფურცლები და სურათები მაგიდაზე მიმოყრილი დატოვა, და საძინებელში შევიდა. უბრალო ჯინსი, და ბრეტელიაბი თეთრი მაისური მოირგო, თხელი, წვრილი შარფი გაიკეთა, რომელიც წვრილ კისერს უფრო გამოჰკვეთდა, ფეხზე შავი დაბალძირიანი “ბალეტები” ჩაიცვა, გასვლისას სარკეში არ ჩაუხედავს როგორც ყოველთვის, კარი მიიჯახუნა, და სადარბაზოდან გავიდა.
***
2
კაfეში შესვლისას გარემოს თვალი მოავლო, რა თქმა უნდა ვერ გაარჩია რომელი იყო ლალიტა, ამიტომ უბრალოდ გზა გააგრძელა, და თან მაგიდასთან მსხდომ ადამიანებს აკვირდებოდა
-ვივიენ - გოგონას ნაცნობი ხმა რომ გაიგო, უკან შებრუნდა და ფანჯარასთან მჯდომ გოგონას დააკვირდა, მუქი ყავისფერი თმა დაუდევრად ჰქონდა აწეული, თხელი ოდნავ მოგრძო სახე, და დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა, თითქოს ვიღაცას აგონებდა, თუმცა რომ ვერ გაიხსენა, უბრალოდ მაგიდასთან დაჯდა, და სახე ხელებს დააყრდნო, ორივე ჩუმად იყო, ვერ გაეგო ის რატომ არ იღებდა ხმას, უბრალოდ დაბნეული და თან გახარებული სახით უყურებდა, თითებზე რომ დახედა გაეღიმა, ნერვიულად იმტვრევდა გოგონა თითებს, იმდენად რომ ოდნავ წითელი ფერიც კი ედო მის თეთრ კანს
-აბა? - რომ მიხვდა არაფერს იტყოდა, ოდნავ გაუღიმა - იმიტომ მთხოვე შეხვედრა რომ უბრალოდ მიყურო?
-მე უბრალოდ…უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა - უთხრა, და თავი ჩაღუნა, და თითებიც თითქოს ვივიენისგან დამალა
არ იცოდა რატომ ელოდებოდა, არ იცოდა რატომ ღრღნიდა შინაგანი მე ამდენად, ალბათ სხვა რომ ყოფილიყო არ მოუსმენდა, არც დააინტერესებდა
-დიდი ხანი მინდოდა შენთან შეხვედრა - დაიწყო, და ისევ ვივიენს შეხედა - იმის შემდეგ რაც ჩემს მეთვრამეტე დაბადებისდღეზე შენს შესახებ გავიგე - დაინახა რამოდენიმე ცრემლები რომლებიც ლურჯ ზღვისფერ თვალებს უფრო უმუქებდნენ - მას შემდეგ 3 წელი გავიდა, ვიცი ალბათ მკითხავ აქამდე რატომ არ გამოჩნდიო, მაგრამ მეშინოდა…მეშინოდა რომ არ მიმიღებდი, არ მიიღებდი იმ ადამიანს რომელიც იმ ქალის შვილად ითვლება რომელმაც ბავშვობა დაგინგრია, ოჯახი ან თუნდაც არ ვიცი ყველაფერი კარგი…- ღრმად ამოისუნთქა, და ისევ განაგრძო - ვივიენ მე კახას შვილი ვარ, და შენი დ…
-აღარ გააგრძელო - უთხრა, აქამდე ჩუმად უსმენდა, მაგრამ ყველაფერი წარმოიდგინა კახა და ის ქალი რომლებიც პირველად 6 წლის ასაკში დაინახა, ამის შემდეგ მოყოლებული დედასთან არ ლაპარაკი, და შიში იმისა რომ რამე წამოსცდენოდა, მამა რომელიც ყველაზე კარგი ადამიანი იყო მის თვალში, ადამიანი რომელმაც ყველაზე ნაადრევ ასასკში გამოაცდევინა რას ნიშნავდა გრძნობა “ზიზღი.”
თავს იკავებდა რომ ტკივილისგან არ ეტირა, სკამიდან წამოდგა, და ლალიტას დახედა
-არ მინდა რომ კიდევ შეგხვდე! - უთხრა, და კაfედან გავარდა, მიხვდა რატომ ეცნობოდა ასე ძალიან მისი სახე, გულის რევის შეგრძენბა დაეუფლა, სუნთქვა შეეკრა, გრილი ჰაერი ჩაისუნთქა, და ქუჩას ფეხით დაუყვა.
დიდი ხანი დადიოდა ქუჩაში, ბოლოს კი როდესაც წვიმის წვეთები მოშიშვლებულ მხარზე იგრძნო, ტაქსი გააჩერა, და იმ ადგილას წავიდა სადაც წასვლას ვერასოდეს ბედავდა, მაგრამ ახლა იგრძნო რომ იქ უნდა წასულიყო. მძღოლს მისამართი უთხრა, და ფანჯარაში გაიხედა.
ღრუბლიანობის გამო საგრძნობლად ბნელოდა,ტელეფონით გაანათა გზა, რომელიც საფლავებ შორის გადიოდა. თანდათანობით საფლავის ქვებს უყურებდა, ზოგს ამოტვიფრული ასოებით ეწერა სახელი და გვარები, ზოგს გარდაცვლილი ადამიანების ფოტოც კი ჰქონდა, მასაც მიაგნო, ნაცრისფერ ცივ ქვაზე ლამაზი ოქროსფერი ასოებით ეწერა “ნატალია ნემსაძე”, სევდიანად გაეღიმა, და იქვე ქვასთან ახლოს ჩამოჯდა. წვიმის გამო თმა დასველებოდა, წელში მოხრილი დაჰყურებდა დედის საფლავს
-ამდენი წლის შემდეგ პირველად მოვედი შენთან…ჯანდაბა ძალიან მრცხვენია… - შეიკურთხა, და ცაში აიხედა - ვიცი რომ იმედები გაგიცრუე…ვიცი რომ აქ რომ იყო მეტყოდი ამას რატომ ვაკეთებ მაგრამ ამის დედაც არც კი ვიცი ამას რატომ ვაკეთებ…მიყვარხარ - ცრემლები შეიმშრალა, ქვას ხელი გადაუსვა, ის ის იყო ტელეფონი უნდა ჩაერთო, რომ ეკრანი ჩაბნელდა
-ფუ შენი - თავისთვის ჩაიჩურჩულა, და ნელ - ნელი ნაბიჯებით ცდილობდა გაეკვლია გზა, მოულოდნელად ნათელი შუქი რომ იგრძნო სახეზე, თვალები მოჭუტა - მადლობა, მაგრამ შეგიძლია გაწიო?
-ღამ-ღამობით სასაფლაზოე სიარული ფანრის გარეშე ცუდი იდეა ხომ არ არის? - ბოხი ხმა გაიგონა, თვალები აატრიალა, და მას შეხედა, როცა უკვე კარგად ნაცნობი სახე დალანდა, გაუკვირდა, და ისევ შეხედა ბიჭს, რომელიც გოგონას უყურებდა
-უბრალოდ ტელეფონი დამიჯდა - მხრები აიჩეჩა, და გზა განაგრძო, არ ეგონა თუ შერვაშიძეს სასაფლაოზე ნახავდა.
მის უკან ხმები რომ გაიგონა, უკან შებრუნდა
-ნუ გეშინია შენ არ მოგყვები, უბრალოდ მეც მივდივარ უკვე - უთხრა, და თაფლისფერი თვალები გაუსწორა
-არ მეშინია - უთხრა, და ისევ ზურგი აქცია
სასაფლაოდან გავიდა, და დაღმართს დაუყვა, არცერთ ტაქსს არ ჩაუვლია, ამიტომ სიარულს განაგრძობდა, მანქანა რომ დაინახა მის გვერდით, სიარული ისევ არ შეუწყვეტია
-ამ დროს ტაქსი აქ არ გამოივლის
-ხოდა მაშინ იქამდე მივალ სადაც გამოივლის - ნიშნის მოგებით გაუღიმა
-შემიძლია წაგიყვანო
-დაამიჯერე ჩემს გარდა უამრავი გოგო დადის რომლებსაც ძალიან უნდა თვით დუდა შერვაშიძის მანქანაში ჩაჯდეს - ირონიული ხმით უთხრა
-შეგიძლია ჩაჯდე და მანქანაში მომიყვე - თვალი ჩაუკრა და ოდნავ გაუღიმა. რამოდენიმე წამი დაეჭვებული მზერით უყურებდა, თუმცა შემდეგ კარი გამოაღო, და მანქანაში ჩაჯდა
-ნამდვილად საინტერესოა, ღამით სასაფლაოზე კალათბურთელ დუდა შერვაშიძეს შევხვდი , ვიღაცას რომ ვუთხრა შეიძლება შურისგან გაგიჟდნენ - გაიცინა, იმის მიუხედავად რომ ოდნავ გულში ჩაწყდა რომ ვერავის ეტყოდა
-რა გინდოდა სასაფლაოზე? - დასერიოზულებული ტონით ჰკითხა დუდუმ, თუმცა მისთვის არ შეუხედავს, ფანჯრიდან მზერა შერვაშიძის პროფილზე გადაიტანა საშუალოდ დაყენებული თმა, სწორი ოდნავ კეხიანი ცხვირი და სახეზე მორგებული ტუჩები ჰქონდა
-შენი აზრით სასაფლაოზე რატომ დადიან? - ჰკითხა, თუმცა სიჩუმის შემდეგ ისევ უპასუხა - დედასთან ვიყავი - ჩამწყდარი ხმით უთხრა და ისევ ფანჯარას გაუსწორა მზერა
-რაღაც საერთო აღმოგვაჩნდა - დაბალი ხმით უთხრა და ვივიენს შეხედა,ვივიენმა ხმა აღარ ამოიღო
-სად ცხოვრობ? - რამდოენიმე წუთის შემდეგ ჰკითხა
-სულ პირდაპირ იარე, შემდეგ გეტყვი
ვივიენის სადარბაზოს რომ მიადგნენ, სიტყვის თქმის გარეშე გააღო კარი, გადასვლას აპირებდა, როდესაც შერვაშიძის ხმა გაიგონა
-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა… - ინტერესიანი თვალებით შეხედა
-ვივიენი - უთხრა,დაინახა როგორ ჩაეღიმა დუდას. მანქანიდან გადავიდა,
უკან არ მიუხედავს ისე შევიდა ბნელ სადარბაზოში, კიბეები აიარა, და დიდ ნაცრისფერ კარსაც მიაგნო
-ჯანდაბა ვივიენ - სახლში შევიდა თუ არა თქვა, და საძინებლისკენ დაიძრა.
***
3 თავი
დილით მზის სხივები რომ იგრძნო სახეზე, თვალები გაახილა, ოთახს მზერა მოავლო, და საწოლიდან წამოდგა, ფეხშიშველმა გაიკვლია გზა სასტუმრო ოთახამდე, მაგიდაზე მიმოფანტულ ფოტოებსა და ფურცლებს შეხედა, ერთ - ერთი სურათი აიღო და დააკვირდა “შეიცვალა” მხოლოდ ეს გაიფიქრა და ისევ ფოტოზე გამოსახულ დუდუს დააკვირდა.
კომპიუტერით ხელში იჯდა, და ყველა გადაცემას თუ ძველ “ნიუსებს” უყურებდა რომელიც შერვაშიძეების ოჯახზე იყო, მათ შორის 11 წლის წინ გარდაცვლილ ელენე ანჯაფარიძეზე, რომელზეც მხოლოდ და მხოლოდ ერთი გადაცემა აღმოაჩინა, ისიც ერთ მიზეზს ამბობდა ქალზე, რომელიც სუიციდით გარდაიცვალა.
ვივიენის სახლში კარს შეამჩნევდით, რომელიც ყოველთვის ჩაკეტილი იყო. ვივიენმა კარი გააღო და შიგნით შევიდა, ამ ოტახში თუ შეხვიდოდით ალბათ მხოლოდ იმას იფიქრებდით რომ ადამიანს რომელიც ასეთ ფოტოებს იღებს ნამდვილი ნიჭი აქვს. სწორედაც რომ ამ ოთახში იყო მრავალი სურათები, უმეტესობა შავ-თეთრ სტილში იყო გადაღებული, ზოგი კი ვინტაჟურ განწყობას ქმნიდა, ბევრ ფოტოზე უბრალო, უცნობი ადამიანები იყვნენ გამოსახულნი, ბავშვები, ან თუნდაც მოხუცები, ზოგზე კი უბრალოდ ლამაზი ადგილები. ოთახის ერთი კუთხე მხოლოდ ერთი ადამიანის ფოტოებით იყო დატვირთული, ამ ქალბატონს ვივიენს თუ შეადარებდით აუცილებლად აღმოაჩენდით მსგავსებას, თუნდაც ჩაღრმავებას ლოყებში სიცილისას, თუმცა ვივიენს ხომ დიდი ხანია ასე არ გაუცინია. ზოგზე ქალის სასაცილო გაბრაზებული სახე იყო გამოსახული, ოდნავი ღიმილით შეხედა ფოტოებს, და ცრემლი მოიშორა სახიდან, რამოდენიმე წუთი ასე იდგა, შემდეგ კი ოტახიდან გავიდა კარი საგულდაგულოდ ჩაკეტა, გსაღები შეინახა, და სააბაზანოში შევიდა. სააბაზანოდან გამოსულმა საათს რომ შეხედა, ცაიცვა, და სველი ხვეულებით გავიდა გარეთ. იქ წავიდა სადაც ყოველთვის ხვდებოდნენ ის და დიმა.
ძველი უბნის აღმართს აუყვა, და ერთ-ერთ ეზოში შევიდა, სადარბაზოსთან ნაცნობი მარკის მანქანა რომ შენიშნა, მოხატული კედლებით სავსე სადარბაზოში შევიდა, კიბეები ჩქარ-ჩქარა აიარა, და დიდ თეთრ კარზე დააკაკუნა.რამოდენიმე წამის შემდეგ საკეტის ხმა გაიგონა, და როცა დიმას სახე დაინახა სახლში სიტყვის უთქმელად შევიდა. პატარა ერთ ოთახიანი ბინა იყო, რომელსაც შეხვედრებისთვის იყენებდნენ
იქვე ფანჯარასთან დადგა, და სიგარეტს მოუკიდა
-რაც ლევანს გამოვატანე ნახე? - დიმამ ჰკითხა და ფანჯარა გამოაღო
-კი, ყველაფერი წავიკითხე ვნახე მაგრამ ორი რაღაც ვერ გავიგე - ფანჯრიდან მზერა დიმაზე გადაიტანა, რომელიც ახლა სავარძელში მჯდარიყო - ვაჟას პრემიერ მინისტრობისას ძალაუფლება ჰქონდა, სხვა პრემიერ მინისტრებს თუ შევადარებთ, და ასე უბრალოდ პარლამენტიდან წავიდა? - ეჭვიანი მზერით შეხედა ფეხი ფეხზე გადდაებულ დიმას
-კი
-შენც ხომ იცი რომ ყველაფერი ასე არ იქნებოდა? რაღაცა დგას ამის უკან - თქვა, და სივრცეს გაუსწორა მზერა - ან ვიღაც - შეასწორა თავისი სიტყვები
-ეს შენ არ გეხება - უთხრა დიმამ - ნატალიაზე წაიკითხე?
-კი, ეგ არის მეორე თემა რომელმაც კიდევ ერთხელ დამაეჭვა…უბრალოდ წარმოიდგინე გყავს ქმარი რომელიც გიყვარს, შვილი რომლითაც ამაყობ, რატომ უნდა გინდოდეს?
-ზუსტად ეგ არის შენი მოვალეობა - სერიოზული სახით უთხრა დიმამ, და ვივიენს მიუახლოვდა.
-რას გულისხმობ?
-ისე უნდა ქნა რომ შერვაშიძეების სახლში ისეთი საბუთი იპოვო ნატალია ანჯაფარიძეზე რომელსაც კარგად გამოვიყენებთ იმაში რომ მისი თვითმკვლელობა დავამტკიცოთ
-ხომ მაგრამ იმათ რაში ჭირდებათ? - ზევით ანიშნა თავით
-ვიღაცეებმა ტრა*ის თამაში დაიწყეს, ამათაც უნდათ რომ ყველა კვალი გააქრონ იმისთვის რომ ტრაკ*ბი დააყენონ - უთხრა და ფანჯრის რაფაზე მდგომ საფერფლეში სიგარეტი ჩააჭ*ლიტა.
-არ მჯერა რომ ასე აშინებთ ეს ყველაფერი - ოდნავ ჩაეცინა
-შერვაშიძის წასვლას ბევრი რამ მოჰყვა, ხალხმა გააპროტესტა კიდეც,ძლიერი პრემიერ მინისტრიც იყო…ამათ იმ ადამიანის კი არ ეშინიათ, ეშინიათ იმის რაც გაუკეთეს იმ ადამიანებს - გულზე ხელებ დაკრეფილი უყურებდა
-მაგათ ყოველთვის ეგ აშინებთ, ამიტომ მოიშორეს საზიზღარი გზებით ადამიანები - თავი ჩაღუნა - რომლების განადგურებაში ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის - დიმა გაჩუმდა, უბრალოდ უყურებდა ვივიენს, კარგად რომ დაჰკვირვებოდით დიმაში თანაგრძნობასაც დაინახავდით ვივიენის მიმართ.
-შერვაშიძეების სახლში შესვლას რას გულისხმობ? აივანიდან შევიპარო ქურდივით? - რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ ჰკითხა
-საქმეც მაგაშია რომ ვერ შეიპარები - უთხრა და ვივიენის სახეზე ჩაეცინა - ცოლის გარდაცვალების შემდეგ ვაჟა თბილისიდან წავიდა და სხვაგან დასახლდა, თუმცა ეს “სხვაგან” არავინ იცის ერთი ადამიანის გარდა - შეპარვით უთხრა და ვივიენის სახეს დააკვირდა
-დუდა! - ჩაფიქრებულმა უთხრა
-სწორედაც რომ დუდა - ეშმაკურად გაუღიმა - როგორმე სახლში უნდა შეახწიო ამ სახლამდე მისასვლელი გზა კი მხოლოდ დუდასკენ მიდის
-დიმა! არა! - რომ მიხვდა რას ეუბნებოდა, სავარძლიდან წამოდგა, და აქეთ-იქით დაიწყო სიარული
-კარგი რა ვივიენ, რაიმე ახალია შენთვის?
-კი და ეს შენც კარგად იცი - კუშტშეკრულმა შეხედა - აქამდე საქმეში მხოლოდ მე ვიყავი
-ნუ სულელობ - მობეზრებით აატრიალა თვალები, და საათს დახედა - მე უნდა წავიდე, შენ იფიქრე გაითვალისწინე ფული და ასევე ის რომ ამას პირველად არ აკეთებ - უთხრა და კარისკენ აიღო გეზი
-კარგი - უთხრა, და დუდასკენ წავიდა - საქმეში ვარ!
-ვიცოდი, შენზე უკეთესი ვერავინ გააკეთებს - უთხრა, და ის ის იყო კარი უნდა გამოეღო, ისევ ვივიენის ხმამ შეაჩერა
-დიმა?
-ხო
-ადამიანობა როდის დავკარგეთ? - ამ კითხვაზე დუდუ მისკენ შეტრიალდა
-გახსოვს როცა პირველი საქმე გააკეთე მას შემდეგ სად წახვედი?
-კი, ბარში - გაიხსენა საკუტარი თავი. 5 წლის წინ უნივერსიტეტ დამთავრებული იყო, უნივერსიტეტთან ერთად კი მისი ადამიანობაც დამთავრდა. ყოველთვის ჰქონდა კითხვა როგორი იყო კარგი ადამიანი რომელიც დაკარგა თუმცა შეიძლება მას არც არაფერი დაუკარგავს მხოლოდ იმიტომ რომ მაშინ 5 წლის წინაც არ ყოფილა კარგი ადამიანი.
-გახსოვს რატომ სვამდი?
-კი - უთხრა და გვერდზე გაიხედა - მინდოდა საკუთარი თავი და ყველაფერი დამევიწყებინა, მათ შორის ადამიანობაც
-შენს კითხვას შენთვითონვე გაეცი პასუხი, თუმცა ერთი რამ მინდა გკითხო, 5 წლის წინ იმ ვივიენამდე რომელიც გავიცანი კარგი ადამიანი იყავი? - როგორც ყოველთვის კითხვის ნიშნიანი წინადადებით დატოვა დიმამ ვივიენი, და წავიდა.

***
4 თავი
ყველაფერი დაგეგმეს, როდესაც ვივიენი კიდევ ერთხელ გამოჩნდებოდა საზოგადოებაში 30 მაისი იყო, დღე როდესაც კალათბურთის ქართული ნაკრების მწვრთნელი წვეულებას აწყობდა, ამ წვეულებაზე კი ვივიენი ფოტოგრაფი უნდა ყოფილიყო.
ღია იისფერი კაბა მოირგო ჭვრილ ბრეტელებზე, რომელსაც ზურგი ამოღებული ჰქონდა, დეკოლტე კი სამკუთხედად ამოჭრილიყო, ფეხზე შავი დაბალი, წვრილ ძირიანი ქუსლიანი მოირგო, და ფოტო აპარატთან ერთად სახლიდან გავიდა.
დათქმეულ ადგილას ჟურნალისტს შეხვდა, რომლის ფოტოგრაფიც თავად უნდა ყოფილიყო. მანქანიდან გადმოსულმა გარემოს თვალი მოავლო, წვეულება ღია სივრცეში ტარდებოდა, მაგრამ პირველი რასაც შეამჩნევდით შენობა იყო, რომლის კედელები შუშით ჩაენაცვლებინათ, რამოდენიმე წუთი უყურებდა ადგილს, და თან ფოტოებს იღებდა. მართლაც ლამაზი იყო იქაურობა, სხვადასხვა ადგილას ტიტები იყო დარგული, უკანა ეზოს შესასვლელი კი ბილიკიდან იწყებოდა. ბილიკი გაიარეს თუ არა საზოგადეობაში გაერივნენ კიდეც
-მე რამოდენიმე ადამიანთან უნდა ჩავწერო ინტერვიუ, შენ კი შეგიძლია აქაურობას გადაუღო ფოტოები, როცა დაგიძახებ მოდი და იმ ადამიანებსაც გადაუღე ფოტო - უთხრა ნენემ და ხალხში გაერია
ისევ მზერა მოავლო გარემოს, გარედან დაინახავდით დახვეულ კიბეს რომელიც აივნამდე ადიდოდა, აქეთ-იქით გაიხედა, და შიგნით შევიდა. კიბეებს აუყვა, და ის იყო აივანზე უნდა გასულიყო სკამზე მჯდომი შერვაშიძე რომ დაინახა, რომელიც სკამზე იჯდა, ფეხები ფართოდ ჰქონდა გაშლილი, სკამიდან საზურგეს მიყრდნობილს თვალები დახუჭული ჰქონდა, მომენტალურად ამოიღო ფოტო აპარატი, და ბიჭს გადაუღო, თუმცა სულ დაავიწყდა რომ მოწყობილობა ხმას გამოსცემდა, ამიტომ სწრაფად შებრუნდა, და უნდა გასულიყი ზურგს უკან დუდას ხმა რომ გაიგო
-ჩუმად უღებთ ხოლმე ადამიანებს ფოტოებს?...ქალბატონო ვივიენ - ოდნავი ირონიაც შეჰპარვოდა მის ხმას
ღრმად ჩაისუნთქა და ბიჭისკენ მიტრიალდა
-ჩემს საქმეს ვასრულებ მეტი არაფერი - მხრები აიჩეჩა, ვითომ მართლაც ფოტოგრაფი ყოფილიყო, რომელიც თავის საქმეს ასრულებდა
-რა თქმა უნდა, უნდა შეასრულო - მისკენ მიიწევდა - დარწმუნებული ვარ ჩემს ფოტოებს ხვალინდელ “ნიუსებში” ვიხილავ - თვალი ჩაუკრა, და გვერდი აუარა. რამოდენიმე წუთი ისე იდგა როგორც შერვაშიძემ დატოვა, შემდეგ კი ქვევით ცავიდა რადგან ნენემ მიწერა “ჩამოდი” - ო.
სხვადასხვა ადამიანებთან მიდიოდნენ, ნენეს და მათი საუბრისას ფოტოებს იღებდა, მომენტებში კი გარემოს მზერას ავლებდა არ აღიარებდა თუმცა შერვაშიძეს ეძებდა თვალებით.
-დღეისთვის ბოლო ინტერვიუა და ყველაზე მთავარი - უთხრა ჩურჩულით ვივიენს - დუდუ შერვაშიძესთან, დიმას არაფერი უთქვამს ჩემთის მაგრამ ვიცი რომ ის მტავარი პერსონაა თქვენს საქმეში - უთხრა და გაუღიმა, ისეთი ღიმილით საიდუმლოდ.
დუდუს თანდათანობით უახლოვდებოდნენ, ვივიენს კი ხელები ნერვიულობისგან უფრო უცივდებოდა რატომ ნერვიულობდა თვითონაც არ იცოდა, უბრალოდ ამ საქმეს დააბრალა თუმცა თვითონაც იცოდა რომ საქმის გამო ის არასოდეს ნერვიულობდა არა იმიტომ რომ დიდ რისკს არ იღებდა საკუთარ თავზე არამედ იმიტომ რომ იცოდა რომ ნერვიულობა უფრო გააფუჭებდა ყველაფერს.
მისალმების ნიშნად დუდუმ ნენეს თავი დაუკრა, ვივიენს კის თვალებში ჩააშტერდა დიდხანს უყურებდა თუმცა ვივიენმა სხვაგან გაიხედა, ვერ გაუძლო…პირველად…
-დუდუ თქვენი ჩამოსვ…- ჟურნალისტმა საუბარი დაიწყო, როდესაც შერვაშიძემ შეაწყვვეტინა
-შენი - ვივიენს ჩაეღიმა მის ნათქვამზე
-უკაცრავად? - ნენეს ვერ გაეგო რაზე მიანიშნა ბიჭმა
-შენობით თუ მომმართავ კარგი იქნება - ოდნავ გაუღიმა ბიჭმა, და ისევ ვივიენს შეხედა, რომელიც ამჯერად ფოტოაპარატში იხედებოდა, ეს უკანასკნელიც იმიტომ რომ არ უნდოდა შერვაშიძეშტვის შეეხედა
-დუდუ შენი ჩამოსვლის ამბავს ძალიან ბევრი აზრი, ჭორი, “ნიუსები” მოჰყვა, ალბათ იცი რა შეკითხვაც უნდა დაგისვა თუმცა, მაინც მინდა მითხრა, რატომ ჩამოხვედი ხუთი წლის შემდეგ საქართველოში?
-საქართველოს ნაკრებში მინდა ისევ ვითამაშო…ჩემი ქვეყნისთის - ბოლოს დაამატა, ეტყობოდა რომ ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა ამ ადგილიდან, რომელიც ასე ძალიან არ მოსწონდა, უფრო მეტი, ახრჩობდა!
კიდევ ბევრი რეგულარული კითხვა, დასვა თუმცა შერვაშიძე მოკლე-მოკლე პასუხებს იძლეობდა, შიგადაშიგ ვივიენი ფოტოებს უღებდა, მხოლოდ მაშინ როდესაც დუდუ მისკენ არ იხედებოდა, ყოველთვის ეგონა რომ ასე უფრო ბუნებრივი ჩანდა ფოტოები
-კარგი ამით დავასრულეთ ინტერვიუ, მადლობა რომ დრო დამითმე - ნენემ გაუღიმა და ხელი ჩამოართვა
-არ არის საჭირო მადლობა… - უთხრა და ფეხზე წამოდგა ის იყო ზურგი შეაქცია და რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა, ისევ ნენეს და ვივიენს მიუბრუნდა
-ფოტოს ველოდები - ვივიენს შეხედა და ისევ თვალი ჩაუკრა.
შერვაშიძე თვალს მიეფარა, ნენეც სადღაც იყო გამქრალი, ამიტომ ისევ ტერასაზე ავიდა სადაც რატომღაც არავინ ადიოდა. აივანს იდაყვებით დაეყრდნო, და პირში ჩდებულ მომწამლავ ნივთიერებას მოუკიდა, ღრმა ნაპასი დაარტყა და მთელი დღის დაღლილობა ამ ერთ ამოსუნტქვას ამოაყოლა. როგორც ერთ - ერთი მწეველი თავს ხანდახან იმით იმართლებდა რომ სიგარეტი ამშვიდებდა, სინამდვილეში კი ასე არ იყო, სამყაროში არავისზე და არაფერზე არ იყო დამოკიდებული თუ არა ამ სიგარეტზე, რომლის სუნიც კი გულს ურევდა…უკნიდან ნაბიჯები რომ იგრძნო, გაიხედა და აღარც გაჰკვირვებია რომ შერვაშიძე იდგა რომელიც ისევე დაეყრდნო აივანს როგორც ვივიენი, და თვალი იქ მყოფეფს გაუსწორა რომლებსაც მყრალი, ყალბი ღიმილი აეკროთ
-საცოდაობაა არა? - სიჩუმე მისმა ბოხმა ხმამ დაარღვია
-რაზე ამბობ? აქ მყოფებზე თუ მთლიანად ამ გულის ამრევ სანახაობაზე?
-ორივეზე - ოდნავ გაეცინა - არ მეგონა თუ ისევ იგივე სიტუაცია დამხვდებოდა როგორიც მაშინ ხუთი წლის წინ იყო
-არც არის იგივე სიტუაცია, უფრო უარესია - ნიშნის მოგებით უთხრა, და ისევ დაარტყა ნაპასი, მისი პირიდაან გამოშვებულ ბოლზე შერვაშიძემ სახე ოდნავ დამანჭა, გოგოს თითებიდან სიგარეტი აართვა, და იქვე მდგარ საფერფლეში ჩააგდო
-ჰეი! - შეჰყვირა
-იცი ადამიანების უკიდურესობა რა არის? - უცბად დაიწყო საუბარი დუდამ, ისე რომ არც ვივიენის გაბრაზებულ სახეს მიაქცია ყურადღება
-მშვენიერია სიგარეტის ღერი წამართვი, რომელიც უკანასკნელი ღერი იყო ახლა კი ადამიანთა მოდმის უკიდურესობაზე მესაუბრები? - შერვაშიძის გასაგებად ბურტყუნებდა და თან ჩანთაში იქექებოდა
-იმას ვუღიმით და კარს ვუღებთ რაც გვანადგურებს - ხმა ჩამწყდარმა თქვა და მზერა ვივიენს გაუსწორა, ისევ დააკვირდა ბიჭს, რომელიც თვალს არ აშორებდა - ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ჩვენ ამ განადგურებაზე თვალს ვხუჭავთ
-შენ რა განადგურებს? - მოულოდნელად ჰკითხა, კითხვის შემდეგ კი ტუჩზე იკბინა
შერვაშიძემ უპასუხოდ დატოვა ეს კითხვა, მისკენ მიიწია, ისე რომ ჩხეიძეს სუნთქვა შეეკრა, ისე რომ ვივიენს ისევ გაუცივდა ხელები, ისე რომ ის დღე ინანა როდესაც ამ საქმეს დათანხმდა… ყურთან ცხელი სუნთქვა იგრძნო, შემდეგ კი ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვები გაიგო
-ფოტო შეინახე - სწრაფად დაშორდა ვივიენის სხეულს, და უკან მოუხედავად წავიდა.
ვივიენმა თავი გააქნია, ტელეფონს დახედა რომელზეც ნენესგან მიწერილი მესიჯი დახვდა “ბოდიში სასწრაფო საქმე გამომიჩნდა, ამიტომ წავედი” ღრმად ამოისუნთქა, და აივნიდან ქვევით ჩავიდა, ის იყო გასვლა დააპირა, სიცილის ხმა გაიგო, გვერდით გაიხედა, და ბიჭი დაინახა, რომელიც ეტლში მჯდარიყო, და ხმამაღლა იცინოდა, მის წინ გოგონა იდგა, რომელიც მის ნაირად იცინოდა, და თან მუცელზე ხელს იდებდა, ვივიენმა ფოტო აპარატი ამოიღო, და მიმდინარე “სიუჟეტს” ფოტო გადაუღო, ღიმილით დააკვირდა ფოტოს, შემდეგ კი ადგილი დატოვა. ტაქსი გააჩერა, და წავიდა.

***
5 თავი

სახლში შესულმა, ფეხსაცმელები გაიხადა, და ფეხშიშველი გაემართა სააბაზანოსკენ. თბილი წყლის წვეთები რომ იგრძნო სხეულზე, მოდუნდა, თვალები დახუჭა და თავს განტვირთვის საშუალება მისცა.
სააბაზანოდან გამოსულმა გზა აივნისკენ გაიკვლია, სკამზე დაჯდა და სიგარეტს მოუკიდა, სიგარეტზე შერვაშიძე გაახსენდა და ოდნავ გაიღიმა, საზურგეს მიეყუდა, და ცას გაუსწორა მზერა. ტლეფონის ვიბრაცია რომ გაიგონა, ყურმილი აიღო
-რა გინდა - ტრადიციული “მისალმებით’ დაიწყო
-ოხ ვივიენ…ნენემ დამირეკა, ხვალ ორ საათზე მოგაკითხავს
-რატომ? - გაიკვირვა
-საქართველოს ნაკრების ვარჯიშს დაესწრებით, სადაც
-სადაც შერვაშიძეც იქნება - მისი წინადადება დაასრულა, და სიგარეტი რომლის მოწევაც ახალი დაწყებული ჰქონდა საფერფლეში ჩააჭ*ლიტა
-მართალი ხარ, ამიტომ მოემზადე
-კარგი - გათიშვას აპირებდა დიმას ხმამ რომ შეაჩერა
-ვივიენ
-ხო
-ეს საქმე უნდა გამოვიდეს
-ვიცი - უთხრა, რამოდენიმე წამი დაელოდა შემდეგ კი გათიშა. ცოტა ხანი აივანზე იჯდა, შემდეგ კი სახლში შევიდა, ოთახის ჩაკეტილი კარი გააღო, და ფოტო აპარატიდან ფოტოების გამჟღავნება დაიწყო. ამ პროცესისს გაკეთება სიამოვნებდა და თან ფოტოებს შეჰყურებდა, ეტლში მჯდომ უცნობს, გოგონას და შერვაშიძეს, რომელიც ზედმეტად სიმპათიური იყო.
ბოლოს კარი გამოიხურა, და საძინებელში შევიდა, საწოლზე დაღლილი დაემხო, და საკუთარ თავს ნება მისცა დაეძინა.

დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა, თვალ დახუჭული გადასწვდა კომოდზე დადებულ ტელეფონს, და ეკრანზე დაუხედავად მიიდო ყურზე
-გისმენ
-ვივიენ? - ნაცნობი ხმა რომ გაიგო, ბალიშიდან თავი აიღო, და წარბები შეკრა
-მგონი გასაგებად ვერ ვისაუბრე მაშინ
-არ დაკიდო გთხოვ, მე უბრალოდ შენი ნახვა მინდა
-რა სამწუხაროა, მე არა - ციინიზმით თქვა და საწოლიდან წამოდგა - რატომ არ შეგიძლია უბრალოდ თავი დამანებო?
-იმიტომ რომ ჩემი და ხარ! - მტკიცედ ჩაილაპარაკა, ვივიენი ჩაფიქრდა თითქოს ესიამოვნა კიდეც მისი სიტყვები, გაახსენდა დრო როდესაც მართლაც ძალიან უნდოდა და, პატარა და რომელსაც ყოველთვის გვერდში დაუდგებოდა მაგრამ ვერ ივიწყებდა იმ დამალულ ტყუილს რომელსაც 6 წლის ასაკში იტევდა, ვერ ივიწყებდა იმ ზიზღს რომელიც მამის მიმართ გაუჩნდა, ვერ ივიწყებდა დედას ცრემლებს რომლის შეკავებასაც და დამალვას ცდილობდა ქალი, არ შეეძლო, უბრალოდ, არ შეეძლო ეს ყველაფერი დაევიწყებინა, ალბათ პირველ რიგში პატიება არ შეეძლო, იმ ცუდი მოგონებების დატოვებისთვის…
-ვივიენ…აქ ხარ?
-კი - ხმა ჩამწყდარმა უთხრა - მე არ შემიძლია - უთხრა
-მხოლოდ ერთხელ გეფიცები - მოულოდნელად ხვეწნა დაიწყო - შაბათს ჩემი ნახატების გამოფენაა, საღამოს შვიდ საათზე, გამიხარდება თუ მოხვალ,მისამართს გამოგიგზავნი, ამ დღის შემდეგ თუ კიდევ აღარ მოგინდება ჩემი დანახვა, გპირდები ლალიტა სახელი აღარ გაგახსენდება - უთხრა, და დაუკიდა
გაეღიმა მის ამ ბავშურ რწმენაზე, თავი ღიმილით გააქნია, და სააბაზანოში შევიდა.
ორ საათზე სიტყვა “ჩამოდი” რომ დაინახა ტელეფონის ეკრანზე, ბინის კარი გაიხურა, და კიბეებზე ჩაირბინა.
კალათბურთის დარბაზში შესვლისთანავე შენიშნა ნაცნობი სახეები, ეტლში მჯდომი უცნობი რომელიც ისევ იცინოდა, გოგონა რომელიც რაღაცაზე საუბრობდა, და შერვაშიძე რომელიც მათთან ერთად იდგა, რომელსაც უკვე ფორმა ჩაეცვა. სკამებისკენ მიიწევდნენ როდესაც დუდამ თვალი თან გააყოლა, თუმცა ჩხეიძემ თვალი ისევ აარიდა, და ნენეს გვერდით მიუჯდა. გუნდი მწვრთნელტან ერთად ერთ ადგილზე მოგროვდა, შემდეგ კი თამაში დაიწყეს. დუდას თვალს ადევნებდა, სისწრაფით გამოირჩეოდა და საკმაოდ კარგად თამაშობდა, გუნდურად. ყოველი ბურთის ჩაგდების შემდეგ თავის გუნდელებს ხელს ურტყამდა, და ისევ ისე განაგრძობდა თამაშს როგორც დასაწყისში. ფოტოებს იღებდა როდესაც კადრში ეტლში მჯდომი უცნობი დაინახა, ფოტო აპარატი დაბლა დასწია და ბიჭს დააკვირდა, რომელსაც თვალებში ერთდროულად სიხარული და სევდა ეტყობოდა
-ნენე - გოგოს გახედა
-გისმენ
-იქ, ის ბიჭი ეტლში ვინ არის? - ნენედან მზერა ბიჭზე გადაიტანა ისევ
-კოტე, კონსტატინე აზარაშვილი, თუმცა ყველა აზას ეძახის. ერთ დროს საუკეთესო კალათბურთელი იყო, მისი და შერვაშიძეს თამაშებზე ყველა საუბრობდა, თუმცა 5 წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა…ზოგი იძახის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყოო, ზოგი კი იძახის დუდას გასაცილებლად მიდიოდაო, თვითონ კი ამაზე არ საუბრობს, თითოეულ ინტერვიუზე უარს ამბობდა და ამბობს - ამ ამბავმა ვივიენზე იმოქმედა, ამღვრეული თვალებით გახედა ბიჭს, შემდეგ კი ისევ შერვაშიძეს დააკვირდა, რომლის მზერაც ვივიენზე იყო მიმართული
-დუდა - ბოლოს ვირაცამ შეჰყვირა და ბურთი შერვაშიძეს გადაუგდო
ვივიენი წამოდგა, და გარეთ გავიდა. გრილი ნიავი ხარბად ჩაისუნთქა, ეზიზღებოდა ყოველი ამბავი ავტოსაგზაო შემთხვევაზე, ალბათ მის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენის გამო…ოდნავ დამშვიდებული უკან შებრუნდა, და დასაჯდომებისკენ გაიკვლია გზა
შესვენება გამოცხადდა თუ არა ნენემ მწვრთენილსკენ გაიკვლია გზა და ინტერვიუს ჩაწერა დაიწყო, ვივიენმა კი ფოტოაპარატში გადაღებული ფოტოების თვალიერება დაიწყო
-ისევ შენ და შენი ფოტოაპარატი - ხმა გაიგო და მისკენ მიიხედა - კარგი დუო ხართ - თავისთვის ჩაეცინა, და ვივიენს შეხედა თაფლისფერი თვალებით
-ვიცი - გაუღიმა, და ისევ ფოტოაპარატის ეკრანს დააკვირდა, ეს ხომ მისი დავალება იყო შერვაშიძის ყურადღება უნდა მიექცია, იმის მიუხედავად რომ ვერ იტანდა ყურადღებას, მაგრამ ეს ხომ მისი საქმე იყო, რომელსაც ყოველთვის ასი პროცეთით ასრულებდა იმის მიუხედავად რომ ეზიზღებოდა ის.
-დარწმუნებული ვარ ერთ დღეს ამის გარეშეც გნახავ - ფოტოაპარატს თითი დაადო, და ახლა გაუსწორა მზერა ჩხეიძემ მის თითებს. თხელი მაგრამ არა ზედმეტად თხელი თითები ჰქონდა, გრძელი, ისეთი ყველას რომ შეშურდება. ხელების ქავილიც კი იგრძნო იმდენად მოუნდა მათთვის სურატის გადარბა, თუმცა თავი შეიკავა, და დუდას შეხედა, რომელსაც უკვე ფოტოაპარატისთვის ხელი გაეშვა, და ვივიენს უყურებდა
-ნუ ნერვიულობ ერთხელაც თითებისთვისაც გადაგაღებინებ სურათს - თვალი ჩაუკრა, და დატოვა. “თავდაჯერებული იდიოტი” გაიფიქრა, და მკვლელი მზერით გახედა შერვაშიძე რომელსაცთამაში უკვე დაეწყო.
მწვრთნელთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ დარბაზი დატოვეს, ნენეს მადლობა გადაუხადა, და სახლში წავიდა.

***
6 თავი

დილიდან დაიწყო იმაზე ფიქრი წასულიყო თუ არა გამოფენაზე,ტელეფონში მესიჯად გამოგზავნილ მისამართს დაჰყურებდა. თავის თავში იყო დარწმუნებული რომ არაფერი გამოვიდოდა ლალიტას და მის “დედმამიშვილობის” ურთიერთობაში, ზედმეტად პესიმისტი იყო ამ საკითხში, უბრალოდ იმედიც კი არ ჰქონდა რომელიც ლალიტაზე როგორც დაზე ფიქრის საშუალებას მისცემდა.
საათს დააკვირდა, ისრები შვიდის ნახევარს უჩვენებდნენ, ბოლოს კი ოთახში შევიდა და ნახევარი საათით ადრე მომზადება დაიწყო. შავი თხელი ნაჭერი სხეულზე მოირგო, მრგვალი დეკოლტით და წვრილი ბრეტელებით, ოდნავ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები მოირგო, და სარკეში გაიხედა, მუქი წაბლისფერი თმა გაიშალა, გვერდზე გადაწეული “ჩოლკები” მის სახეს უფრო უხდებოდა. ჩანთა აიღო და სახლიდან გავიდა.
გამოფენა ვინტაჟურ სტილში იყო მოწყობილი, აქა იქ დაბალ ყავისფერ კომოდებზე დადებული ძველი საწერი მანქანა, ძველი ფოტოაპარატი და ტელეფონი იდო. კედლებს მოავლო მზერა, რომლებზეც ნამუშევრები ეკიდა, ლალიტას ჯერ ვერ ხედავდა, თუმცა ადვილად შესამჩნევი იყო საზოგადოებაში გარეული რამდენიმე ელიტის წევრი, ბევრი ახალგაზრდა თუ თინეიჯერი აკვირდებოდა ლალიტას ნახატებს, ამიტომაც მანაც დაიწყო მათი თვალიერება. უყურებდა ნახატებს რომლებიც ან სევდას ან მხიარულებას იტევდა. ერთ-ერთმა ნახატმა მისი ყურადღბა მიიქცია, ეტლში მჯდომი ადამიანი, რომელიც ზურგით ზის, მის გარშემო კი სრული ქაოსია, ნახატის ქვემოთ მიწერილ სახელწოდებას დააკვირდა “აზა” გააკვირვა სახელწოდებამ, ფურცლიდან მზერა ისევ ნახატზე გადაიტანა თითქოს მასში ისევ კოტე აზარაშვილი დაინახა
-იმის მიუხედავად რომ ვთხოვე ეს სახელი არ დაერქმია მაინც დაარქვა - მოულოდნელად ხმა გაიგო გვერდიდან, თავი მიატრიალა თუ არა მისი სახე გაკვირვებამ მოიცვა, თუმცა შეუმჩნეველი გახადა მასზე ასახული ემოცია - აზა - ხელი გაუწოდა და ბავშურად გაუღიმა
-ვივიენი - ჩხეიძემაც გაუღიმა, და ხელი შეაგება
-ფოტოგრაფი წვეულებიდან
-ადამიანი ნახატიდან - ორივეს ერთდროულად გაეცინათ
რამოდენიმე წამი ისევ ნახატს უცქერდნენ
-პირველი ადამიანი ხარ რომელმაც თავის გაქნევით და სინანულით არ შემომხედა - გულწრფელად უთხრა აზამ, ესიამოვნა მისი სიტყვები
-ვივიენ? - ლალიტას ხმა რომ გაიგო შებრუნდა, აზამაც იგივე გაიმეორა, და გახარებულ ლალიტან ქვემოდან ღიმილით ახედა.


-მიხარია რომ მოხვედი - პატარა ბავშვივით აცქმუტუნდა, ლურჯი თვალები უფრო “ბრჭყვიალა” გაუხდა, თავი ვერ შეიკავა და ვივიენს ჩაეხუტა. ჩხეიძე გაშეშებული იდგა, ხელებს არ ხვევდა, რომ არა აზას მზერა, ვერც თვითონ გაიგო რამ გააკეთებინა ეს ყველაფერი თუმცა ლალიტას ჩაეხუტა, სულ რამოდენიმე წუთი დაივიწყა ყველაფერი, 6 წლის გულ დაწყვეტილი, გაბრაზებული ვივიენი, დედას ცრემლები, მამა და სხვა ქალი. თუმცა მალევე დაშორდა ლალიტას სხეულს
-მე…ბოდიში, თავი ვერ შევიკავე - ლალიტამ დასჯილი ბავშვივით თავი დახარა
-საბოდიშო არაფერია…უბრალოდ, მე…ცოტახნით აივანზე გავალ - უჰაერობამ მომენტალურად შეაღწია მის სხეულში, ამიტომ აზა და ლალიტა დატოვა და აჩქარებული ნაბიჯებით გაემართა აივნისკენ
სარამოს ჰაერი ჩაისუნთქა, და თვალები ქუჩაში მოძრავ მანქანებს გაუსწორა
-და აი ფოტოაპარატის გარეშეც დაგინახე - შერვაშიძე რომ დაინახა ისევ გაკვირვება გამოესახა სახეზე. დუდა სკამზე იჯდა, იდაყვებით მუხლებს დაყრდნობოდა ღიმილით უყურებდა ჩხეიძეს. პირველად შენიშნა ვივიენმა მასზე ასეთი ღიმილი, რომელიც სასტიკად უხდებოდა, ვივიენი კი საკუთარ თავს წყევლიდა რომ ყურადღება მის ღიმილზე ზედმეტად გაამახვილა. “ჯანდაბა ძალიან სიმპათიურია” გაიფიქრა, თუმცა ეს ფიქრი მალევე გაიქრო თავიდან, და მზერა ისევ აარიდა ბიჭს
-რა დარწმუნებული ხარ რომ ფოტოაპარატი არ მაქვს? - რამოდენიმე წამის შემდეგ ისევ მას მიუბრუნდა, და ჩანთიდან პატარა ფოტოაპარატი ამოიღო, რომელი შემთხვევისთის თან ჰქონდა, ნიშნის მოგებით გაუღიმა და აპარატი თავის ადგილად ჩააბრუნა.
შერვაშიძემ ხმამაღლა გაიცინა, სკამიდან წამოდგა და აივნის მოაჯირს დაეყრდნო
-ჟურნალისტი ნენე აქ არ შემიმჩნევია - თავით გამოენისკენ ანიშნა
-იმიტომ რომ არც არის აქ - თვალები აატრიალა - შენ რა გინდა აქ? - ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო, და უფრო მოშორებით დადგა, შეეშინა ისევ არ წამართვასო. მის ამ ქცევაზე დუდას ჩაეცინა
-ჩემთვის ახლო ადამიანის გამოფენაა - ეს სიტყვები ვივიენს ექოსავით ჩაესმა, სიგარეტიანი ხელი გაუშეშდა და შერვაშიძეს შეხედა “ალბათ შეყვარებულია” “რა შენი საქმეა” ფიქრებმა ერთიანად მოიყარეს მის თავში
“ახლო ადამიანი არ ნიშნავს იმას რომ აუცილებელია შეყვარებული იყოს” გაიფიქრა, და ოდნავ გაიღიმა
-ლალიტას იცნობ?
-ისევე როგორც შენ - უთხრა, და მისკენ ისევ მიიწია
-მართალი ხარ - უთხრა და ბოლი სახეში შეაფრქვია, თითქოს ამით გააღიზიანებდა, ღერი აივნის მოაჯირის დახმარებით ჩააქრო, და იქვე მდგარ პატარა ურნაში მოისროლა
შიგნით შევიდა, იგრძნო როგორ შეჰყვა დუდაც, მეტიც გვერდით ამოუდგა, მის სახეს დაწვრილებული თვალებით შეხედა, და ახლა მზერა მათკენ წამოსულ ლალიტაზე, აზაზე და უცნობ გოგონაზე გადაიტანა
უნდოდა მათთვის გვერდი აეარა, თუმცა ლალიტას ხმა რომ გაიგო ადგილზე დარჩა
-დუდა? დუდა! - ხმამაღლა შეჰყვირა, და მისკენ სირბილით გაიქცა, წვრილი მკლავები მასზე ორი თავით მაღალ ბიჭს მოჰხვია - არ მეგონა თუ მოხვიდოდი
-როგორ ფიქრობ შენს გამოფენას გამოვტოვებდი? - გაუცინა, და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა
-ვივიენ…ხო ეს დუდაა ჩემი მეგობარი, ეს კი ელიზაა, აზა კი უკვე გაიცანი - მეგობრები გააცნო, ყველა შეამჩნევდა იმ მომენტში თუ როგორ უხაროდა ლალიტას რომ ვივიენს მის მეგობრებს აცნობდა
-არა მარტო აზა - ელიზას თავი დაუკრა და თვალი ისევ დუდას გაუსწორა, რომელიც ჩხეიძის სახეს აკვირდებოდა და შიგა და შიგ იღიმოდა - მე დაგტოვებთ - ოდნავ გაიღიმა
-უკვე მიდიხარ? - მოწყენილი სახით ჰკითხა ლალიტამ
-არა, უბრალოდ საპირფარეშოში გავალ - გაუღიმა, და ხალხში გზა გაიკვლია.
ნიჟარის წინ სარკეში იყურებოდა და თან ღრმად სუნთქავდა. ვერ იტანდა ასეთ სიყალბეს, ამ საქმეში ჩაყოლილ ამდენ უდანაშაულო ადამიანს, მათ მოტყუებას. ცივი წყალი სახეზე შეისხა და საკუთარ თავს დააკვირდა, არაფერი შეცვლილა ისევ ზიზღნარევი სახით უყურებდა მის თავს, ხელი შეიმშრალა და საპირფარეშო დატოვა.
გამოფენაზე მიბრუნებული ადგილზე გაშეშდა, როდესაც ლალიტასთან მოსაუბრე “მამა” შენიშნა, ასე უბრალოდ იდგა და უყურებდა კაცს რომელიც თითქმის 20 წელი არ ენახა. ისევ ისეთი იყო, წლებს მხოლოდ თმაში ჭაღარა შეერია. ისევ ის სცენა დაუდგა თვალწინ, მამა და სხვა ქალი. გულის რევის შეგრძნება დაეუფლა. მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს როდესაც კაცმა ვივიენი დაინახა, და ვივიენისფერი თვალებით შეხედა შვილს, რომელსაც მასში დიდი მონატრება გამოეწვია. შერვაშიძემ ვივიენის მზერას თვალი გააყოლა და კახაზე შეჩერდა, რომელიც სევდიანი თვალებით შეჰყურებდა გოგოს.
კახა ვივიენისკენ რომ დაიძრა, ჩხეიძემ ზურგი აქცია ყველას, და შენობიდან გამოვიდა, კაცი მას დაეწია
-ვივიენ, გთხოვ გაჩერდი - შეეხვეწა კაცი, და ოდნავ დანაოჭებული ხელი გოგონას შეახო
-არც გაბედო და არ შემეხო - თავს ძლიერ იკავებდა არ ეტირა, ისევ არ აძლევდა საკუთარ თავს ნებას ემოციებისგან დაცლილიყო
-შვილო - თითქოს დიდი ხანი არ ეთქვა ეს სიტყვა კაცს, ამ სიტყვას მონატრებაც ამოაყოლა
-შენ მხოლოდ ერთი შვილი გყავს კახა ჩხეიძე და ისიც იქ არის - თითი შენობისკენ გაიშვირა, უკან შებრუნებას აპირებდა და კახასტის ზურგის შექცევას თუმცა, ვერ შეძლო - როგორ ბედავ და შვილს მიწოდებ? ჯანდაბა რანაირად შეგიძლია 19 დაწყევლილი წლის შემდეგ შვილი დამიძახო? როგორ შეგიძლია ჩემს წინ იდგე და რამეს ეცადო როდესაც ამ წლების მანძილზე არ გაგხსენებივარ? ჯანდაბა ამოიღე ხმა - ქუჩაში ყვიროდა, კაცი კი თითქოს თანდათან პატარავდებოდა, თითქოს ვივიენის წინაშე ამ რამოდენიმე წამში დაჩაჩანაკდა, თავ ჩახრილი იდგა, და შვილის ყვირილს უსმენდა
-ჩემი ბავშვობის წლები შენთან ერთად წაიღე, ის წლები რომელიც სინამდვილეში ბედნიერი მოგონებები უნდა ყოფილიყო ჩემთვის ჯანდაბაში მოისროლე, 6 წლის ასაკში გამაგებინე ზიზღი რა გრძნობა იყო და ამის შემდეგ მოდიხარ და შვილს მეძახი? წადი შენი - ბოლო სიტყვები უდიდესი ზიზღით ამოტქვა, და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა კაცი.
ახლა ყველაზე მეტად დალევა უნდოდა, ტაქსში მჯდომმა იგრძნო ცრემლები სახეზე, თუმცა მალევე მოიშორა ისინი
-ჯანდაბა - თავისთვის ჩაიჩურჩულა, და ფანჯარაში გაიხედა
-კარგად ხარ შვილო? - მძღოლმა სარკედან გახედა - წყალი ხომ არ გინდა? - წყლით სავსე ბოთლი მიაწოდა
-არა გმადლობთ - ოდნავ გაიღიმა
ბარის წინ გაჩერებულ ტაქსს ფული გადაუხადა, და ბარში შეაბიჯა.
ამდენი წლის შემდეგ პირველად იყო ასეთი განადგურებული, ჭიქას ჭიქაზე ცლიდა
-კიდევ - დაცლილი ტეკილას ჭიქა ბარის დახლზე ხმაურიანად დადო, და ბარმენს ჭიქაზე ანიშნა
-მგონი დროა ვინმეს დაურეკო - ბარმენი თან ჭიქებს ამშრალებდა
-მე რჩევა არ მითხოვია, მე ვთქვი რომ კიდევ ერთი დაგესხა - უთხრა და თვალებით დაცარიელებულ ჭიქაზე ანიშნა, გვერდზე შერვაშიძე რომ მოუჯდა, გადაიკისკისა და თავი უკან გადააგდო, მის ამ ქცევაზე ბიჭს გაეცინა და ბარმენს მიუბრუნდა
-კიდევ ერთი - ბარმენმა ჭიქა დახლზე დადო, ვივიენმა სწრაფად სტაცა ხელი ჭიქას, და გადაკრა - ხომ დალიე კიდევ ერთი? ახლა კი წავედით
-მთვრალი ვარ თუმცა არც იმდენად მთვრალი რომ დამვიწყებოდა რაიმე რაც აქ გითხარი
-ზედმეტად ბევრს ლაპარაკობ, არა და არ ლაპარაკობდი ამდენს
-ეს ყველაფერი ყალბია - თავისთვის ჩაიჩურჩულა - საერთოდ აქ საიდან მოხვდი? შენ რა მე გამომყევი? - ეჭვნარევი მზერით შეხედა, თანდათანობით თვალებს ხუჭავდა, მეტიც დახლზე დაიძინებდა კიდეც
-კი - უთხრა, და მკაცრი სახე მიიღო - ვივიენ ადექი, სახლში წაგიყვან
-არ მინდა სახლში - დახლზე ხელები დადო მასზე კი თავი, და თვალები დახუჭა
-ისევ ფოტოგრაფი ვივიენი ჯობია, მთვრალ ვივიენს - თავის თავს უთხრა, და გოგონა მასზე დაიყრდნო, ბარზე თანხა დატოვა, და ბარიდან ვივიენით გავიდა. მანქანაში ცასვა თვითონაც მძღოლის ადგილი დაიკავა, და მანქანა ადგილს მოაშორა
-მცხელა - ვივიენმა ფანჯარას ჩაუწია, და მასში თავი გაყო, თუმცა მალევე შემოყო - და მეძინება
-მალე მივალთ - უთხრა, და თვალდახუჭულ ჩხეიძეს გახედა, რომელსაც სასმლისგან ოდნავ გავარდისფროდა ლოყები
სადარბაზოსთან გააჩერა მანქანა, ვივიენი მანქანიდან გადმოიყვანა და სადარბაზოში შევიდა
-ვივიენ - ლოყაზე ოდნავ შეეხო - ვივიენ
-რა?
-რომელ სართულზე ცხოვრობ?
-მესამე…და ლიფტი არ მუშაობს
-არც ისე ცუდია - ტავისთვის ჩაიქირქლა
ვივიენს დაეხმარა ასვლაში, რკინის კარებს რომ მიადგნენ, ჩანთიდან გსაღები ამოიღო საკეტი გადაატრიალა და სახლში შევიდა. ბინას ერთიანად მოავლო მზერა, საძინებლის კარები მალევე შეამჩნია, და შიგნით შევიდა, საწოლზე დააწვინა, და მძინარე ვივიენს დახედა, გაეცინა მასზე, ოთახს მზერა მოავლო, შემდეგ კი გაიაზრა რომ ასე მარტო ვერ დატოვებდა, ტელეფონში ლალიტა მოძებნა და დაურეკა
-ლალიტა, მჭირდები…ვივიენი… - ვივიენს ყრუდ ჩაესმოდა მისი ხმა თუმცა ყურადღებას არც აქცევდა იმდენად დაღლილი იყო - …არაფერი მოსვლია, უბრალოდ ნასვამია…კარგი, მისამართს ჩაგიგდებ - ის იყო უნდა წასულიყო, ვივიენი საწოლიდან წამოიწია, ფეხზე გაიძრო, და კაბა ერთიანად გადაიძრო
შერვაშიძე გაიყინა, უმზერსა სრულიად შიშველს, საწოლს მიუახლოვდა, ფრთხილად გადააფარა მძინარეს
-ამის დედაც ვივიენ - სწრაფად დატოვა ოთახი, და ამავდროულად ბინაც.

***
7 თავი

დილით თავის ტკივილმა და ფანჯრიდან შემოსულმა მზემ ერთდროულად გამოაღვიძა, საწოლიდან წამოიწია, და მაშინვე გაახსენდა თავისი თავი შერვაშიძის მანქანაში, დუდას სიცილი, შემდეგ კი აღარაფერი, თითქოს ამ მოგონებებიდან სიცარიელე დაუტოვეს. თავის თავს სარკეში რომ დააკვირდა, მხოლოდ მაშინ შეამჩნია თავისი სიშიშვლე, ამიტომ მაისური გადაიცვა, და ოთახიდან გავიდა, სასტუმრო ოთახში დივანზე მძინარე ლალიტა რომ დაინახა, თვალები კიდევ ერთხელ დახუჭა და გაახილა, მას მიუახლოვდა და ზემოდან დააჩერდა
-ოღონდ ეს არა - თავისთვის თქვა, და აივანზე ფეხშიშველი გავიდა
არ გააღვიძა, უბრალოდ მშვიდად ეწეოდა და მის გაღვიძებას ელოდა, კითხვებს ერთიანად ჰქონდათ თავი მოყრილი მის გონებაში. ლალიტას ლოდინში საფერფლე მთლიანად გაავსო, ის იყო ღერის მოწევა დაასრულა, აივანზე ლალიტა რომ გამოვიდა
-ბოდიში ჩამეძინა - თქვა, და მის გვერდით ჩამოჯდა
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
-მე…ნასვამი იყავი, ამიტომ აქ ამოვედი რადგან შენზე ვღელავდი
-ლალიტა რატომ არ გესმის? შენ ჩემზე არ უნდა ღელავდე, მე შენთვის არავინ ვარ ისევე როგორც შენ ჩემთვის - ხმას თანდათან უწევდა, სკამიდან წამოდგა და სახლში შევიდა ლალიტაც უკან გაჰყვა
-რატომ? - შეჰყვირა ლალიტამ
-რა რატომ? - უცბად დაიბნა
-რატომ მიგაჩნია რომ შენთვის არავინ ვარ? ჩემი ბრალი არ არის რომ დედაჩემი ქალია რომელიც ასე ძალიან გძულს, ჩემი ბრალი არ არის ის რომ ბავშვობაში ამდენი რამის გადატანა მოგიწია, ჯანდაბა ვივიენ, რატომ არ შეგიძლია უბრალოდ მიმიღო, მე ხომ არაფერს ვითხოვ…მე ხომ შენ გაუცნობლად შეგიყვარე, მე და შევიყვარე გაუცნობლად, შენ კი…შენ კი - დაინახა როგორ გაწითლდა სახეზე, როგორ იჭერდა გულზე ხელებს, როგორ აუტყდა ხველა
-ლალიტა, დამშვიდდი - მასთან მივიდა, და ხელებზე ხელი მოუჭირა
-ინჰალატორი, ინჰალატორი - სწრაფად იმეორებდა - ჩემი ჩანთა
სწრაფად მოიტანა ჩანთა და ინჰალატორს ძებნა დაუწყო, პირველად ნერვიულობდა ასე, ჩანთიდან ნივთი ამოაძვრინა, და ლალიტას მიაწოდა
-ისუნთქე ლალიტა - გოგო თანდათან მშვიდდებოდა, ღრმად სუნთქავდა, ლალიტა ვივიენის თითებს იყო ჩაფრენილი, თითქოს მასთან ერთად ეძებდა საშველს
-აქ დაჯექი - სავარძელში ჩააჯინა, და წყალი მოუტანა - ეს დალიე
ლალიტამ წყალი სულმოუთქმელად დალია
-მადლობა - ხრინწიანი ხმით უთხრა
ოთახში სიჩუმე იყო, ლალიტას წინ იჯდა ვივიენი, და გოგოს უყურებდა, ესმოდა ლალიტას სუნთქვა, თვითონ კი ხმას არ იღებდა, იცოდა ლალიტა მართალი იყო. რა დაუშავა ლალიტამ? ყოველთვის იცოდა რომ არც იმ “სხვა ქალის” ბრალიც არ იყო ეს ყველაფერი, თუმცა ბრაზს რომელიც ასე ძალიან ახრჩობდა, ბრაზს რომელიც მხოლოდ კახაზე უნდა ყოფილიყო მიმართული ამ ამბის გარშემომყოფებზე ანთხევდა, ეს ყველაფერი იცოდა თუმცა მასში მრისხანება იმდენად დიდი იყო, ამ მრისხანებას თანდათანობით სხვებსაც დებდა.
-წადი - ვეღარ უძლებდა ამ ყველაფერს, ამიტომ ლალიტას გასაგონად ამოიჩურჩულა, და მუქი ყავისფერი თითქმის შავი თვალები ლალიტას აწყლიანებულ თვალებს გაუსწორა
-ვივიენ…
-გთხოვ ლალიტა, წადი - სიმშვიდეს ინარჩუნებდა, თუმცა გრძნობდა სურვილს მასში, ყვირილის სურვილს, რომელიც თანდათანობით ედებოდა მთელ სხეულს. სკამიდან წამოდგა და საძინებელში შეიკეტა, გაიგო ნაბიჯების და კარის ხმა, რომელიც გონებაში ექოდ ჩაესმა, და ცუდი შეგრძნება დაუტოვა.
მარტოობა მისთვის ნაცნობი ხილი იყო, თუმცა იმ წამს იმდენად ცუდად იგრძნო თავი, თითქოს ეს გამაყრუებული სიჩუმე სახლში ეუცხოვა.
ჩაბნელებულ ოთახში იჯდა, სურათებით მოცულ კედლებს უყურებდა, თითქოს მისი მთელი ცხოვრება ზუსტად იქ იყო, თეთრ კედლებზე…გარედან ტელეფონის ხმა რომ მოესმა ოთახიდან გავიდა, და იქვე მიგდებულ ტელეფონს დასწვდა
-ხო
-ვივიენ, როგორ ხარ - დიმას ხმა გაიგო
-არ ვიცი დიმა…რა გინდა
-ხვალ ნაკრების თამაშია, შენც მიდიხარ ნენესთან ერთად
-კარგი - ამოიოხრა
რამოდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ დიმამ ჰკითხა
-რამე მოხდა?
-არაფერი, უბრალოდ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ამ ამბიდან არაფერი გამოვა - უთხრა და სავარძელზე ჩამოჯდა, არ აღიარებდა საკუთარ თავთანაც კი მაგრამ იქ სადღაც იცოდა რომ შერვაშიძე თანდათან ხიბლავდა თუნდაც იმ ღიმილით, რომელიც ერთიანად ირონიას, სარკაზმს და უბრალო ღიმილს იტევდა, თუნდაც იმ თვალის ჩაკვრით რომელიც ასე ძალიან აღიზიანებდა, არ აღიარებდა, ალბათ იმიტომ რომ ეშინოდა, ეს ხომ ვივიენია ერთიანად მამაცი მაგრამ მშიშარა.
-დარწმუნებული ვარ ამას შეძლებ - უთხრა დიმამ და გაუთიშა
-ნამდვილად შევძლებ მაგრამ… - თავის თავს უთხრა მაგრამ სათქმელი არ დაასრულა, აბაზანაში შევიდა და თავს უფლება მისცა მოდუნებულიყო.

საკალათბურთო მატჩზე ხალხს ერთიანად მოეყარათ თავი, და ადგილები დაეკავებინათ. უყურებდა ხალხს, ბავშვებს, ქალებს მამაკაცებს, რომლებიც თავდაჯერებულები ელოდნენ თამაშის დაწყებას, მოთამაშეების პიროვნულად გაუცნობლად სჯეროდათ მათი, აი ასე უბრალოდ მათზე იმედს ამყარებდნენ, მათი წარმატება უხაროდათ, რასაც ვივიენი არ ან ვერ შვრებოდა.
-გამომყევი - ხალხის ხმის დასაფარად ყურში ჩაჰყვირა ნენემ, და თავით ერთ-ერთი კარისკენ ანიშნა - მოთამაშები აქ იკრიბებიან ხოლმე თამაშის წინ
-კარგი წადი და მოვალ - უთხრა, და საპირისპირო მხარეს წავიდა
-სად მიდიხარ?
-უბრალოდ ცოტას დავათვალიერებ და თან ფოტოებს გადავიღებ - თქვა, და გზა გააგრძელა
მუქ ყავისფერ კარს რომ მიადგა, ცნობისმოყვარეობამ სძლია, კარი გააღო, და შიგნით შევიდა, როგორც ჩანს “იდუმალი” ოთახი გასახდელი ყოფილა, რომელიც უკვე მოთამაშეებისგან დაცლილიყო
-ჯობია ნენეს გავყვე - ჩაიჩურჩულა თავისთვის, ის იყო კარი უნდა გაეღო, ვიღაცამ ნაზად რომ მოხვია თბილი თითები მკლავზე, და მსიკენ შეაბრუნა
სერიოზული, მაგრამ თან დაბნეული სახით შეხედა ბიჭს რომელსაც სახეზე ღიმილი დასთამაშებდა
-რას აკეთებ?
-ნწ - გაიცინა - მგონი არასწორი ადამიანი სვამს ამ კითხვას…
-თუ გამიშვებ წავალ - ხელზე ანიშნა, და ნიშნის მოგებით გაუღიმა
-რა თქმა უნდა - გაუღიმა, და თითები შეუშვა
კარის გაღება დააპირა ისევ რომ შეაჩერა
-რაღაც დამავიწყდა - გაუცინა, და ყელზე შემოხვეული წვრილი თხელი ნაჭრის შარფი გამოაძრო - ეს ჩემთან რჩება…ფოტოს გამო - თვალი ჩაუკრა, კარს ხელი უშვა, და ზურგი აქცია ჩხეიძეს
ნენეს ძებნას შეუდგა.
თამაში დაწყებამდე, ვივიენიც მობილიზებული იყო,თითქოს აზარტს გრძნობდა. შეამჩნია მის ქვემოთ მჯდომი აზა, ლალიტა და ელიზა, იმის მიუხედავად ლალიტას სახეს კარგად ვერ ხედავდა, თუმცა მაინც იცოდა როგორი სახე ექნებოდა.
პირველი მოწინააღმდეგე გუნდი გამოვიდა, შემდეგ კი საქართველოს ნაკრები, რომელთაც ეტყობოდათ რომ მზად იყვნენ ყველაფერი გაეკეთებინათ გამარჯვებისთის. ჰიმნის მელოდია რომ გაისმა, დაინახა როგორ მიიდო ყველამ გულზე ხელი, და როგორ პატრიოტულად მღეროდნენ საქართველოს ჰიმნს რომელიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მაგრამ მეორეს მხრივ მნიშვნელოვანი რამ იყო ადამიანებისთვის. დაინახა დუდას მარჯვენა ხელზე შემოხვეული შარფი რომელიც სინამდვილეში მას უნდა კეთებოდა. გაოგნდა, ტვინში ფიქრები ბრინჯის მარცვლებივით დაეფანტა, მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა როდესაც მოედანზე ბურთით ხელში შერვაშიძე შენიშნა.
ყოველი ბურთის ჩაგდებაზე ხალხი უსტვენდა, ტაშს უკრავდა, უხაროდათ, უსმენდა ადამიანების საუბარს, რომლებსაც უყვარდათ თითოეული წევრი, და მათ აქებდნენ. ფოტოებს უღებდა თამაშს, მორბენალ კალათბურთელებს, იღიმოდა როდესაც კამერაში შერვაშიძე ჩნდებოდა…ის იყო გაფრინდაშვილს უნდა ჩაეგდო, როდესაც ბურთი მოწინააღმდეგებ წაართვა, სისხარტე გამოიჩინა და 2 ქულა მათ სასარგებლოდ ჩააგდო. ხალხი დაძაბული უყუტრებდა სანახაობას, თუ როგორ დაეტყო გაფრინდაშვილს სინანული, შერვაშიძე რომელმაც სახე დაუჭირა რაღაც მაყურებლისთვის გაურჩეველი სიტყვები უთხრა, და მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი. გაფრინდაშვილმა თითქოს ძალა მოიკრიბა და მოედანს დაუბრუნდა. ეს სცენა კი ვივიენმა ერთ მოგონებად აქცია, რომელიც მის “მოგონებების კედელს” მიემატებოდა.
მოიგეს…ხალხი იმ წამიდანვე ზეიმობდა, ჩხეიძე კი იღიმოდა, შემდეგ კი უეცრად მოიბუზა, თითქოს მხოლოდ ახლა გაახსენდა რა ხდებოდა რეალობაში, თითქოს ახლა გაახსენდა რამდენად ცუდი იქნებოდა მ ყველაფრის ბოლო, რომელიც ასე საშინლად აშინებდა.




ხალხისგან დარბაზი თანდათანობით იცლებოდა, ნენე ისე შეერია მათ რომ ვეღარც ხედავდა. გარეთ გამოსულმა სარამოს სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნტქა, ირგვლივ მოიხედა ნენე არსად ჩანდა, ტელეფონი ამოიღო და მასთან დარეკა, თუმცა გათიშული ჰქონდა, ბოლოს “მესიჯი” გაგზავნა, და ქუჩას გაუყვა, ტაქსი გააჩერა, და სახლისკენ აიღო გეზი.

ცარიელ ბინაში შევიდა, ფეხსაცმელები და ჩანთა იქვე მიყარა, ტანსაცმლის გახდით გაიკვლია გზა სააბაზანომდე.
სიგარეტით ხელში იჯდა აივანზე, და ფიქრობდა საქმე როგორ მიეყვანა ბოლომდე, ამდენი არასოდეს ეფიქრა მის “საქმიანობაზე”, ყველაფერს ცივი გონებითა და გულით უდგებოდა, და ასეც უნდა ყოფილიყო, იმას რასაც ვივიენი აკეთებდა ვერ გააკეთებდი თუ სიცარიელით არ იყავი ამოვსებული, ვერ უყურებდი ადამიანების ცხოვრების განადგუტრებას, ეს შეუძლებელი იყო… ტელეფონის ვიბრაცია რომ გაიგონა მას დახედა, უცხნო ნომრისგან მესიჯი მოსულიყო სიტყვებით “ლალიტა ვარ,მე ვიცი რომ არ უნდა გწერდე,მითუმეტეს აღსანიშნავად გეპატიჟებოდე,შეიძლება უნამუსოც კი ვჩანვარ, მაგრამ გამიხარდება თუ სადაც პირველად შეგხვდი იქ მოხვალ.იმედი მაქვს მოხვალ” გაეღიმა წაკითხვისას,ყოველთვის უკვირდა ლალიტას ასეთი გულუბრყვილობა იმ შემთხვევაშიც კი როდესაც მას არანაირი დანაშაული მიუძღვის არაფერში, თუმცა გაახსენდა მისი გადაწყვეტილება, სიამაყეს ასე ვერ დაგმობდა, პრინციპები რომლებიც მას გააჩნდა მას ვერ გადააბიჯდებდა, თუმცა ახლა სკამიდან წამოდგა და ოტახში შევიდა, ეს ყოველივე საქმეს მიაწერა, და გარდერობიდან შავი, თხელი ნაჭრის გრძელ მკლავებიანი კაბა გადმოიღო, რომელსაც მხრები მოშიშვლებული ჰქონდა. ნამიანი ხვეული თმა გაიშალა, და სახლიდან გავიდა.

ბარში შესულმა გარემოს თვალი მოავლო, როდესაც მაგიდასთან მსხდომი ადამიანები შენიშნა გაეღიმა, ბედნიერად იღიმოდნენ, ისეთი ღიმილით დიდხანს რომ ვეღარ ენახა, აზა ლალიტას უყურებდა სანამ ლალიტა რაღაცას ხელის ქნევით ხსნიდა, მის ახსნაზე კი ყველა ხმამაღლა იცინოდა, მაგიდასთან ერთადერთი ვინც ვერ შენიშნა დუდა იყო. ღრმად ჩაისუნთქა და მაგიდისკენ გაიკვლია გზა. ლალიტამ და რომ დალანდა სახე გაუნათდა, და მზერა ვივიენზე გაუშტერდა, ყველამ გააყოლეს თვალი მის მზერას, და ვივიენი დაინახეს, ის კი ასე უბრალოდ იდგა ღიმილით, რაღაც აკავებდა, თითქოს გული თხოვდა რომ უნდა წასულიყო, მაგრამ გონება ამას არ უსვებდა, თითქოს იქ მისვლა ვივიენს “სხვაგვარს” გახდიდა, ვივიენმა კი იცოდა ეს რა იყო…შიში.
-არ აპირებ რომ მიხვიდე? - ყურთან ნაცნობი ხმა რომ გაიგო ოდნავ შეცბა, უკან არ გაუხედავს, თითქოს ამ ხმამ უბიძგა წასვლისკენ. ნელი ნაბიჯებით გაიკვლია გზა მაგიდისკენ, და იქ მყოფებს გაუღიმა, აზამ გამარჯობის ნიშნად თავი დაუკრა
-გამარჯობა - ელიზამ უთხრა გულწრფელი ღიმილით
ლალიტას გვერდით მოთავსდა, ლალიტას მისთვის არაფერი უთქვამს, უბრალოდ ბედნიერებისგან ჩუმად იყო, იფიქრა არ წავიდესო, ამიტომ ჭამა განაგრძო და ამასთან ერთად ლაპარაკიც. დუდა მის გვერდით რომ დაჯდა დაძაბულობა არ შეიმჩნია, მეტიც შერვაშიძესთვის არ შეუხედავს, უბრალოდ დროს ატარებდა იმ ადამიანებთან ერთად რომლებსაც არ იცნობდა, თუმცა თავს კარგად გრძნობდა. უეცრად მზერა შერვაშიძეს ხელებზე გაუშტერდა, გრძელ თითებში დანა-ჩანგალი ჰქონდა მოქცეული თუმცა შარფი ისევ მკლავზე ჰქონდა შემოხვეული, მჭიდროდ
-რამის მოცემა ხომ არ დაგავიწყდა? - ოდნავ მისკენ გადაიწია და ხმადაბლა უთხრა, შარფიდან მზერა დუდას თვალებზე გადაიტანა, შერვაშიძემ ჩაიღიმა, და უფრო მიიწია ვივიენისკენ. ჩხეიძემ იგრძნო გრილი სუნამოს სურნელი რომელიც ცხვირის ნესტოებში შეუძვრა და დღემდე მასთან ერთად დარჩა.
-არა! შენ როდის უნდა მანახო ფოტოები? - ეშმაკურად გაუღიმა, თუმცა სერიოზული ტონის ისევ შენარჩუნებული ჰქონდა
-ძალიან გინდა რომ ნახო? - კითხვა ბანზე აუგდო
-შენ როგორ ფიქრობ?
-მე ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ - ცინიკურად გაუღიმა, მოიბოდიშა და საპირფარეშოში შევიდა, ამასთან ერთად კი დააიგნორა აზას მზერა მასზე რომელიც ბევრ რამეს ინახავდა.
როგორც ყოველთვის სარკეში საკუთარ თავს უყურებდა, საკუტარ მეს თვალებში უყურებდა, და ამ ყველაფერზე კიტხვას უსვამდა, “ამად ღირს?”
ეს კითხვა გონებაში უტრიალებდა და მოსვენებას არ აძლევდა, რადგან პასუხი მხოლოდ მას შეეძლო გაეგო,ან შეიძლება უკვე იცოდა კიდეც თუმცა არ აღიარებდა საკუთარ თავთან, აი ასე, უბრალოდ არ აღიარებდა.
სახეზე ცივი წყალი შეისხა, და საპირფარეშოც დატოვა.
მაგიდასთან მსხდომ ადამიანებს გადახედა რომლებიც ისევ რაღაცაზე იცინოდნენ, მათთან ერტად დუდაც კი, წამიერად გაიფიქრა, ნეტავ ისევ თუ გაიღიმებს ასე დუდა იმ ყველაფრის შემდეგ? ღიმილი სევდიანმა მზერამ ჩაანაცვლა, თუმცა მაშინვე მოიშორა ეს უკანასკნელი, და მაგიდასთან მივიდა, ჩანთისკენ დაიხარა სიგარეტის ამოსაღებად როდესაც ლალიტას ხმამ შეაჩერა
-ვივიენ, რამე მოხდა? მიდიხარ?
-არა, უბრალოდ სიგარეტის ამოღება მინდა - ჩანთაზე ღიმილით ანიშნა. ლალიტა, ის ისეთი ბავშური იყო ისეთი გულუბრყვილო, მისი გულის ტკენა მარტივად შეიძლებოდა, ორი თითის გატკაცუნებით. სიგარეტით ხელში ვერანდაზე გავიდა, და ღამის ქალაქს გადახედა, სიგარეტით ტუჩებს შორის უნდა მოექცია როდესაც მიხვდა რომ სათებელა დაავიწყდა, უნდა შებრუნებულიყო დუდას მაღალ სხეულს რომ შეეჯახა
-რაიმე დაგავიწყდა? - სანთებელა ხელში შეათამაშა და ვივიენს გაუღიმა
-მადლ… - ხელი მისკენ წაიღო, როდესაც შერვაშიძემ სანთებელა ჯინსის ჯიბეში ჩაიდო, და ხელებიც თან მიაყოლა - ჰეი
-ეს ჩემთან დარჩება - თვალი ჩაუკრა, ერთი აათვალიერა ჩხეიძე და შებრუნდა
-თითქოს ახალს ვერ ვიყიდი - ჩაიქირქლა, და ნელი ნაბიჯებით გაჰყვა მისკენ
-სურათს ველოდები - მისკენ არ შეუხედავს ისე შესძახა
ვივიენს გაეღიმა, და მაგიდასთან ისევ დაჯდა, იქ მყოფებს მზერა მოავლო, ბევრნი არ იყვნენ თუმცა ბევრი გრძნობა და ემოცია მოდიოდა მათგან, აზასგან რომელიც სიხარულით უყურებდა აჟიტირებულ ლალიტას, თუმცა მასში იყო ის დაფარული ტკივილი, ელიზა რომელიც თითქოს გაბრაზებული იყო ვივიენზე ლალიტას გამო, თითქოს ამით მის მეგობარს იცავდა, და დუდა…დუდა შერვაშიძე რთული, ამოუცნობი, თიტქოს მასში ერთოდროულად ყველა გრძნობას თუ ემოციას აქვს ადგილი დაკავებული, ამ ყველაფერს კი მის მზერაშიც ამოიცნობდით, ან უბრალოდ ვივიენს ეგონა ასე, უყურებდა გარშემო მყოფებს და ამდენი ხნის შემდეგ კვლავ გულიანად იცინოდა, ისევ ისე როგორც მაშინ 6 წლის წინ.
შერვაშიძეს ტელეფონზე რომ დაურკეს, ბოდიშის მოხდით დატოვა ისინი, და სწრაფი ნაბიჯებით გაიკვლია გზა ვერანდისკენ, ვივიენმა თვალი თან გააყოლა, სერიოზული სახით ელაპარაკებოდა ვიღაცას, როგორც ყოველთვის მშვიდად, და თან ლპრაკს ხელის მოძრაობასაც აყოლებოდა. ოდნავ ჩაეღიმა ჩხეიძეს მის მანერებზე, რომელიც ყოველთვის ხალხის ყურადღებას იქცევდა. ტელეფონის ხმა რომ გაიგო ლალიტას შეხედა, რომელმაც ტელეფონი გათიშა და მაგიდაზე გაღიზიანებულმა დადო
-ლალიტა ოდესმე მოგიწევს რომ დაელაპარაკო - აზამ უთხრა, და ტელეფონზე ანიშნა
-მეც ასე ვფიქრობ - ელიზა აზას დაეთანხმა, და თანგძნობით Xეზედა მეგობარს, რომელსაც წარბები სიბრაზიგან შეჭმუხნვოდა
-ის ამას არ იმსახურებს ნუთუ არ გესმით? - სასოწარკვეთილმა შეხედა ორივეს, და აბურდულ მუქ თმებზე ხელი გადაისვა, სკამის საზურგეს მიეყრდნო და ღრმად ამოიოხრა თითქოს ამ ამოსუნთქვას ამოაყოლა მთელი მისი დაღლილობა. აზამ ერთი შეხედა ვივიენს, ჩხეიძის გონება გაურკვევლობამ მოიცვა თუმცა, შემდეგ მიხვდა ვისგან გაქცევას ცდილობდა ლალიტა…კახა.
-ლალიტა გეშინია? - დისკენ მიბრუნდა, და პირდაპირ კითხა. აზამ და ელიზამ მაგიდა დატოვეს.
-მე? არა, უბრალოდ…მე არ ვიცი - დაბნეული ლაპარაკობდა - მინდა რომ ვაპატიო უბრალოდ არ შემიძლია, არ შემიძლია თვრამეტ წლიანი ტყულის შემდეგ ისე მოვიქცე თითქოს ყველაფერი დალაგდა, ვერ გავაგრძელებ ისეთ ცხოვრებას რომელიც აქამდე მქონდა. იმის გააზრება რომ კახამ ასეთი რამ გააკეთა, და დედაჩემი?
-ლალიტა! - მკაცრად გააწყვეტინა სათქმელი - არ მინდა ჩემი წარსული შენს აწმყოს უშლიდეს ხელს, კარგად ვიცი რომ კახა საუკეთესო მამაა, ძალიან კარგად ვიცი, დედაშენი? მას არ ვიცნობ მაგრამ იდიოტიზმია ის ფაქტი რომ მას სიყვარულის გამო იძულებ, სიყვარულის რომელიც მას კახას მიმართ გაუჩნდა…-სიყვარული? ვივიენისთვის უბრალოდ ლიტერატურული, გამოგონილი ფსევდონიმი იყო, საკუთარ თავსაც არ უჯერებდა რომ ამას ახლა საუბრობდა, თუმცა ფაქტ სახეზე იყო - დრო ძვრფასი რამეა ლალიტა, ვერც კი წარმოიდგენ რამდენად ძვრიფასი, გამოიყენე შენი ცხოვრების წუთები იმ ადამიანებთან ერთად რომელიც გიყვარს, თორემ ყოველ ემოციას და გრძნობას მხოლოდ ერთი გძნობა ჩაანაცვლებს, რომელსაც სინანულს ვუწოდებთ, რაც ადამიანს ყოველთვის სიმწარეში გადადის. შენი დედ-მამა ცოცხალია, ისინი გელიან, ჩემს გამო ნუ დაკარგავ დროს, რადგან ისინი გელიან, ვერც კი წარმოიდგენ ახლა რას არ გავაკეთებდი იმისთვის რომ ნატალია ისევ აქ მყავდეს, ვერც კი წარმოიდგენ რას არ…- ვერც კი გაიაზრა როგორ დაფარა მისი სახე მარილიანმა სითხემ რომლებიც გზა მისი კისრისკენ იკვლევდნენ. ამ ნათქვამთან ერთად ალბათ 6 წლის ტკივილიც ამოაყოლა, მიხვდა რომ ამ წლების განმავლობაში ადამიანი ირდებოდა რომელსაც ყოველ იმ გრძნობას გაუზიარებდა რომელიც მას თანდათანობით, დღითი-დღე ახრჩობდა.
არ იცოდა რატომ თუმცა სირცხვილის გრძნობამ მოცვა მისი სხეული, სწრაფად წამოდგა, ჩანთას ხელი დაავლო, და შენობა სწრაფი ნაბიჯებით დატოვა.

იგრძნო მის უკან ნაბიჯები, თუმცა მაინც არ ჩერდებოდა.
-ვივიენ - უკნიდან შერვაშიძის ხმა რომ გაიგო, მისკენ მიბრუნდა
-რატომ მომყვები?...ნუ მომყვები - გაბრაზებული ხმით უთხრა, და გზა გააგრძელა, უნდოდა ეყვირა, შინაგან მეს კივილი უნდოდა
-ზუსტად ახლა არის დრო რომ ჩემი სურათი ვნახო - ხელზე თბილი თითები ნაზად მოჰხვია, და ოდნავ გაუღიმა
-რა? - ვერ იჯერებდა რომ ამ მდგომარეობაში შერვაშიძეს სურათები აინტერესებდა
-სურათები - თვალი ისევ ჩაუკრა, მანქანის კარი გააღო ვივიენს თავით ანიშნა. იმდენად დარლილი იყო მანქანაში ჩაჯდა, შერვაშიძემ მძღოლის ადგილი დაიკავა, და მანქანა დაძრა.

სადარბაზოსთან რომ გააჩერა მანქანა დუდამ, უსიტყვოდ მოიხსნა ღვედი, და მანქანიდან გადავიდა, შერვაშიძემაც რომ დაიწყო გადმოსვლა გაოცებულმა გახედა
-სერიოზულად? - შერვაშიძემ სერიოზული სახით შეხედა საპასუხოდ და უხმოდ გაიკვლია გზა სადარბაზომდე, ვივიენიც მას მიჰყვა.
ლარის კიდეს მხრით იყო მიყუდებული და ვივიენს ელოდა
გასაღები საკეტში შეარჭო, თვითონ პირველი შევიდა, შემდეგ კი დუდაც თან მიჰყვა
-შენი ფოტო ჯერ არ გამიმჟღავნებია ამიტომ შეგიძლია წახვიდე - კარისკენ ანიშნა თვალით და გაუღიმა
-დარწმუნეული ვარ რომ გაამჟღავნე - უთხრა, და გეზი აივნისკენ აიღო
-შეგიძლია შეწყვიტო ჩემს სახლში სიარული? - უკან გაყჰვა, შერვაშიძე აივნის მოაჯირს მიეყუდა, და ვივიენის სხეულს თვალი ააყოლა.
-არა - უთხრა და თვალებში ჩააშტერდა, და გაეღიმა
მალე უნდოდა დუდა წასულიყო, გრძნობდა რომ შერვაშიძე ვივიენს უახლოვდებოდა, ეს ყველაფერი კი იმაზე ცუდად დამთავრდებოდა ვიდრე ჩხეიძეს წარმოედგინა, მას უკვე ეტკინებოდა, ღრმად და მკაფიოთ.
“საიდუმლო” ოთახის კარს, იქვე გადამალული გასაღები აიღო, და კარი შეაღო. გზა წვრილ თოკებზე ჩაბოკიდებული ფოტოებისგან გაიკვლია, და ერთ-ერთი ჩამოხსნა ის იყო დუდასთვის უნდა მიეწოდებინა გაჩერდა, და ბიჭს დააკვირდა, რომელიც თითოეულ სურათს აკვირდებოდა, ბევრჯერ შენიშნა გულიანად მომღიმარი ვივიენი ქალთან ერთად რომელიც მას ძალიან გავდა, უცნობი ადამიანები მეტროებსა თუ გაჩერებებზე, სახეები რომელიც სხვადასხვა ემოციებს გამოხატავდნენ ამ გაშეშებულ მომენტებზე.
-ეს კი შენი სურათი - შავ-თეთრ ფერებში გადაღებული ფოტო ხელში მიაწოდა, და კარებისკენ აიღო გეზი - იმედი მაქვს ახლა წახვალ
ისევ ჩაეღიმა დუდას ვივიენის საქციელზე, ფოტო შარვლის ჯიბეში ჩაიდო, და ოთახი დატოვა
-პირველი ვიყავი ხომ ასეა? - ვივიენის პირდაპირ დადგა
-რისი მოსმენა გინდა დუდა? - სარკასტულად გაუღიმა
-სიმართლის! - სიმართლე, სიმართლე უკვე დიდი ხანია წასულიყო ჩხეიძის ცხოვრებიდან, იმის მიუხედავად რომ ვერ იტანდა სიყალბეს, ალბათ იმიტომ რომ ის იყო ასეთი ყალბი, მატყუარა, ჩრდილში მიმალული ადამიანი რომელიც სხვისი სახელით ავრცელებს ინფორმაციას სხვებზე, შეიძლება რატომაც არა, არა?
-ნატალიას შემდეგ? კი პირველი ხარ - გულწრფელობა გამოიჩინა - ახლა კი წადი - იმის მიუხედავად რომ შინაგანი მეს ნაწილი ითხოვდა რომ შერვაშიძე დარჩენილიყო, მაინც უთხრა
-ასე გინდა რომ წავიდე? - გაუღიმა
უნდოდა კი ჩხეიძეს რომ წასულიყო? იმდენად ოპტიმისტურად იყო განწყობილი ამ ყველაფრის მიმართ, დაწყებისთანავე გადაუსვა დიდი წითელი ხაზი ამ “ყოველივეს” რომელსაც სახელს ან არ ან კი ვერ არქმევდა.
მათ შორის სიჩუმე ჩამოწვა და ამ უკანასკნელმაც მთელი ოთახი მოიცვა, ვერც კი გაიაზრა როგორ დაფარა ჩხეიძემ მათ შორის ადგილი და დუდას ტუჩებზე დაეტაკა, ხო, აი ასე სურვილი დაიკმაყოფილა რომელიც ასე ძალიან საშიში იყო მისთვის და ავის მომასწავლებელი.
წამები წუთებმა ჩაანაცვლეს, როცა ჰაერი აღარ ეყო და ფილტვები შერვაშიძის გრილი სურნელის გაივსო მას მოსცილდა
-ეს არასწორია დუდა, ეს ყველაფერი - უთხრა, და ზურგი აქცია - წადი
რამოდენიმე წამი უყურა ბიჭმა ვივენს, შემდეგ მისი სხეული წელზე შემოისვა და ისევ დაეწაფა ქალის ტუჩებს რომლის გემოც ასე ძალიან მოეწონა.
ნაზად, და თან ვნებით კოცნიდნენ ერთმანეთს, საწოლზე დაწოლილს შერვაშიძე ზემოდან მოექცა, არცერთი სიტყვა, მხოლოდ სურვილი.
დუდამ კოცნით გაიკვლია გზა კისრამდე, კისრიდან კი ძუძუს გამაგრებულ თავებამდე. კბილები რომ იგრძნო ჩხეიძემ კვნესა აღმოხდა და თავი უკან გადააგდო, და საბანს ჩაავლო ხელები.
გამაგრებული ცხელი ასო რომ იგრძნო სხეულში, ოდნავ დაიძაბა, ტკივილმა ერთიანად მოიცვა მისი სხეულ, შემდეგ კი შერვაშიძის ტანის მოძრაობას აჰყვა, ტკივილი გაქრა, თუმცა ვნება ისევ მათთან ერთად დარჩა.




პირველ რიგში გამარჯობათ, გადავწყვიტე სამ ნაწილად გავყო ისტორია ეს კი ისტორიის პირველი ნაწილია, მეორე ნაწილი ზუსტად ერთ თვეში დაიდება. ბოდიში დაგვიანებისთვის, მომიტევეთ შეცდომების გამო, არ არის დარედაქტირებული.
მოხარული ვიქნები თუ გამიზიარებთ თქვენს აზრს, კრიტიკას რა თქმა უნდა მივიღებ და სიმართლე რომ გითხრათ ამას ყველაზე მეტად ველოდები:)))
იმედი მაქვს მოგეწონებათ
მომავალ შეხვედრამდე, 22 ივნისს შევხვდებით.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან გამიხარდა რომ დაგვუბრუნდი :) ერთი სული მაქვს ერთი თვე როდის გავა ახალი ნაწილის ნახვის მოლოდინში ❤️❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი ანათეა

საინტერესო ისტორიაა... წარმატებები ავტორო

 


№3 სტუმარი stumari

აუ ძალაიან დიდი შუალედია 1 თვეეე... უფრო მალე რო დადოთ...გაგრძელება რო წაიკითხო წინა თავიც ხო უნდა გახსოვდეს....

 


№4  offline წევრი Margueritte

stumari
აუ ძალაიან დიდი შუალედია 1 თვეეე... უფრო მალე რო დადოთ...გაგრძელება რო წაიკითხო წინა თავიც ხო უნდა გახსოვდეს....

ვეცდები აუცილებლად, წერა უკვე დაწყებული მაქვს თუმცა მინდა ეს ნაწiლიც დავარედაქტირო,მადლობა რომ გაინტერესებთ და წაიკითხეთ:))

ანათეა
საინტერესო ისტორიაა... წარმატებები ავტორო

ძალიან დიდი მადლობა, მიხაrია რომ მოგეწონათ:):)

ablabudaa
ძალიან გამიხარდა რომ დაგვუბრუნდი :) ერთი სული მაქვს ერთი თვე როდის გავა ახალი ნაწილის ნახვის მოლოდინში ❤️❤️❤️❤️

მადლობა რომ ელოდებით და არ ვიცი როგორ გითხრათ თუ როგორ მიხარია რომ მოგეწონათ;))

 


№5  offline წევრი შარზენ

არანაირი ირონია,უბრალოდ ეს ,,შეხწევა" წავიკითხე და დამეკარგა კითხვის სურვილი...

 


№6  offline წევრი Margueritte

შარზენ
არანაირი ირონია,უბრალოდ ეს ,,შეხწევა" წავიკითხე და დამეკარგა კითხვის სურვილი...

რადგანაც დასარედაქტირებელია დარწმუნებული ვარ რომ ამიტომ არის შეცდომა...მადლობა რომ დაინტერესდით.

 


№7 სტუმარი სტუმარი თაკო

ძალიან მომეწონა❤️მალე დადეთ რა გაგრძელება

 


№8 სტუმარი სტუმარი mancura

ავტორო გავიდა ერთი თვე უკვე.თუ ვერ ახერხებთ დადებას მაშინ უნდა გაგვაგებინოთ და აღარ დაგელოდებით.

 


№9 სტუმარი stumari

სტუმარი mancura
ავტორო გავიდა ერთი თვე უკვე.თუ ვერ ახერხებთ დადებას მაშინ უნდა გაგვაგებინოთ და აღარ დაგელოდებით.

მართალი ხართ თვეზე მეტი გავიდა და ის მაინც დაეწერა საერთოდ თუ აგრძელებს

 


№10 სტუმარი სტუმარი სოფიო

აღარ აგრძელებთ ?

 


№11 სტუმარი სტუმარი თეო

უმაგრესია და ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს ❤️❤️წარმატებები ავტორს????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent