შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო მსხვერპლი(თავი 3)


4-04-2023, 10:44
ავტორი Margueritte
ნანახია 1 091

სახლში შესულმა, ფეხსაცმელები გაიხადა, და ფეხშიშველი გაემართა სააბაზანოსკენ. თბილი წყლის წვეთები რომ იგრძნო სხეულზე, მოდუნდა, თვალები დახუჭა და თავს განტვირთვის საშუალება მისცა.
სააბაზანოდან გამოსულმა გზა აივნისკენ გაიკვლია, სკამზე დაჯდა და სიგარეტს მოუკიდა, სიგარეტზე შერვაშიძე გაახსენდა და ოდნავ გაიღიმა, საზურგეს მიეყუდა, და ცას გაუსწორა მზერა. ტლეფონის ვიბრაცია რომ გაიგონა, ყურმილი აიღო
-რა გინდა - ტრადიციული “მისალმებით’ დაიწყო
-ოხ ვივიენ…ნენემ დამირეკა, ხვალ ორ საათზე მოგაკითხავს
-რატომ? - გაიკვირვა
-საქართველოს ნაკრების ვარჯიშს დაესწრებით, სადაც
-სადაც შერვაშიძეც იქნება - მისი წინადადება დაასრულა, და სიგარეტი რომლის მოწევაც ახალი დაწყებული ჰქონდა საფერფლეში ჩააჭ*ლიტა
-მართალი ხარ, ამიტომ მოემზადე
-კარგი - გათიშვას აპირებდა დიმას ხმამ რომ შეაჩერა
-ვივიენ
-ხო
-ეს საქმე უნდა გამოვიდეს
-ვიცი - უთხრა, რამოდენიმე წამი დაელოდა შემდეგ კი გათიშა. ცოტა ხანი აივანზე იჯდა, შემდეგ კი სახლში შევიდა, ოთახის ჩაკეტილი კარი გააღო, და ფოტო აპარატიდან ფოტოების გამჟღავნება დაიწყო. ამ პროცესისს გაკეთება სიამოვნებდა და თან ფოტოებს შეჰყურებდა, ეტლში მჯდომ უცნობს, გოგონას და შერვაშიძეს, რომელიც ზედმეტად სიმპათიური იყო.
ბოლოს კარი გამოიხურა, და საძინებელში შევიდა, საწოლზე დაღლილი დაემხო, და საკუთარ თავს ნება მისცა დაეძინა.

დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა, თვალ დახუჭული გადასწვდა კომოდზე დადებულ ტელეფონს, და ეკრანზე დაუხედავად მიიდო ყურზე
-გისმენ
-ვივიენ? - ნაცნობი ხმა რომ გაიგო, ბალიშიდან თავი აიღო, და წარბები შეკრა
-მგონი გასაგებად ვერ ვისაუბრე მაშინ
-არ დაკიდო გთხოვ, მე უბრალოდ შენი ნახვა მინდა
-რა სამწუხაროა, მე არა - ციინიზმით თქვა და საწოლიდან წამოდგა - რატომ არ შეგიძლია უბრალოდ თავი დამანებო?
-იმიტომ რომ ჩემი და ხარ! - მტკიცედ ჩაილაპარაკა, ვივიენი ჩაფიქრდა თითქოს ესიამოვნა კიდეც მისი სიტყვები, გაახსენდა დრო როდესაც მართლაც ძალიან უნდოდა და, პატარა და რომელსაც ყოველთვის გვერდში დაუდგებოდა მაგრამ ვერ ივიწყებდა იმ დამალულ ტყუილს რომელსაც 6 წლის ასაკში იტევდა, ვერ ივიწყებდა იმ ზიზღს რომელიც მამის მიმართ გაუჩნდა, ვერ ივიწყებდა დედას ცრემლებს რომლის შეკავებასაც და დამალვას ცდილობდა ქალი, არ შეეძლო, უბრალოდ, არ შეეძლო ეს ყველაფერი დაევიწყებინა, ალბათ პირველ რიგში პატიება არ შეეძლო, იმ ცუდი მოგონებების დატოვებისთვის…
-ვივიენ…აქ ხარ?
-კი - ხმა ჩამწყდარმა უთხრა - მე არ შემიძლია - უთხრა
-მხოლოდ ერთხელ გეფიცები - მოულოდნელად ხვეწნა დაიწყო - შაბათს ჩემი ნახატების გამოფენაა, საღამოს შვიდ საათზე, გამიხარდება თუ მოხვალ,მისამართს გამოგიგზავნი, ამ დღის შემდეგ თუ კიდევ აღარ მოგინდება ჩემი დანახვა, გპირდები ლალიტა სახელი აღარ გაგახსენდება - უთხრა, და დაუკიდა
გაეღიმა მის ამ ბავშურ რწმენაზე, თავი ღიმილით გააქნია, და სააბაზანოში შევიდა.
ორ საათზე სიტყვა “ჩამოდი” რომ დაინახა ტელეფონის ეკრანზე, ბინის კარი გაიხურა, და კიბეებზე ჩაირბინა.
კალათბურთის დარბაზში შესვლისთანავე შენიშნა ნაცნობი სახეები, ეტლში მჯდომი უცნობი რომელიც ისევ იცინოდა, გოგონა რომელიც რაღაცაზე საუბრობდა, და შერვაშიძე რომელიც მათთან ერთად იდგა, რომელსაც უკვე
ფორმა ჩაეცვა. სკამებისკენ მიიწევდნენ როდესაც დუდამ თვალი თან გააყოლა, თუმცა ჩხეიძემ თვალი ისევ აარიდა, და ნენეს გვერდით მიუჯდა. გუნდი მწვრთნელტან ერთად ერთ ადგილზე მოგროვდა, შემდეგ კი თამაში დაიწყეს. დუდას თვალს ადევნებდა, სისწრაფით გამოირჩეოდა და საკმაოდ კარგად თამაშობდა, გუნდურად. ყოველი ბურთის ჩაგდების შემდეგ თავის გუნდელებს ხელს ურტყამდა, და ისევ ისე განაგრძობდა თამაშს როგორც დასაწყისში. ფოტოებს იღებდა როდესაც კადრში ეტლში მჯდომი უცნობი დაინახა, ფოტო აპარატი დაბლა დასწია და ბიჭს დააკვირდა, რომელსაც თვალებში ერთდროულად სიხარული და სევდა ეტყობოდა
-ნენე - გოგოს გახედა
-გისმენ
-იქ, ის ბიჭი ეტლში ვინ არის? - ნენედან მზერა ბიჭზე გადაიტანა ისევ
-კოტე, კონსტატინე აზარაშვილი, თუმცა ყველა აზას ეძახის. ერთ დროს საუკეთესო კალათბურთელი იყო, მისი და შერვაშიძეს თამაშებზე ყველა საუბრობდა, თუმცა 5 წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა…ზოგი იძახის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყოო, ზოგი კი იძახის დუდას გასაცილებლად მიდიოდაო, თვითონ კი ამაზე არ საუბრობს, თითოეულ ინტერვიუზე უარს ამბობდა და ამბობს - ამ ამბავმა ვივიენზე იმოქმედა, ამღვრეული თვალებით გახედა ბიჭს, შემდეგ კი ისევ შერვაშიძეს დააკვირდა, რომლის მზერაც ვივიენზე იყო მიმართული
-დუდა - ბოლოს ვირაცამ შეჰყვირა და ბურთი შერვაშიძეს გადაუგდო
ვივიენი წამოდგა, და გარეთ გავიდა. გრილი ნიავი ხარბად ჩაისუნთქა, ეზიზღებოდა ყოველი ამბავი ავტოსაგზაო შემთხვევაზე, ალბათ მის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენის გამო…ოდნავ დამშვიდებული უკან შებრუნდა, და დასაჯდომებისკენ გაიკვლია გზა
შესვენება გამოცხადდა თუ არა ნენემ მწვრთენილსკენ გაიკვლია გზა და ინტერვიუს ჩაწერა დაიწყო, ვივიენმა კი ფოტოაპარატში გადაღებული ფოტოების თვალიერება დაიწყო
-ისევ შენ და შენი ფოტოაპარატი - ხმა გაიგო და მისკენ მიიხედა - კარგი დუო ხართ - თავისთვის ჩაეცინა, და ვივიენს შეხედა თაფლისფერი თვალებით
-ვიცი - გაუღიმა, და ისევ ფოტოაპარატის ეკრანს დააკვირდა, ეს ხომ მისი დავალება იყო შერვაშიძის ყურადღება უნდა მიექცია, იმის მიუხედავად რომ ვერ იტანდა ყურადღებას, მაგრამ ეს ხომ მისი საქმე იყო, რომელსაც ყოველთვის ასი პროცეთით ასრულებდა იმის მიუხედავად რომ ეზიზღებოდა ის.
-დარწმუნებული ვარ ერთ დღეს ამის გარეშეც გნახავ - ფოტოაპარატს თითი დაადო, და ახლა გაუსწორა მზერა ჩხეიძემ მის თითებს. თხელი მაგრამ არა ზედმეტად თხელი თითები ჰქონდა, გრძელი, ისეთი ყველას რომ შეშურდება. ხელების ქავილიც კი იგრძნო იმდენად მოუნდა მათთვის სურატის გადარბა, თუმცა თავი შეიკავა, და დუდას შეხედა, რომელსაც უკვე ფოტოაპარატისთვის ხელი გაეშვა, და ვივიენს უყურებდა
-ნუ ნერვიულობ ერთხელაც თითებისთვისაც გადაგაღებინებ სურათს - თვალი ჩაუკრა, და დატოვა. “თავდაჯერებული იდიოტი” გაიფიქრა, და მკვლელი მზერით გახედა შერვაშიძე რომელსაცთამაში უკვე დაეწყო.
მწვრთნელთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ დარბაზი დატოვეს, ნენეს მადლობა გადაუხადა, და სახლში წავიდა.

დილიდან დაიწყო იმაზე ფიქრი წასულიყო თუ არა გამოფენაზე,ტელეფონში მესიჯად გამოგზავნილ მისამართს დაჰყურებდა. თავის თავში იყო დარწმუნებული რომ არაფერი გამოვიდოდა ლალიტას და მის “დედმამიშვილობის” ურთიერთობაში, ზედმეტად პესიმისტი იყო ამ საკითხში, უბრალოდ იმედიც კი არ ჰქონდა რომელიც ლალიტაზე როგორც დაზე ფიქრის საშუალებას მისცემდა.
საათს დააკვირდა, ისრები შვიდის ნახევარს უჩვენებდნენ, ბოლოს კი ოთახში შევიდა და ნახევარი საათით ადრე მომზადება დაიწყო. შავი თხელი ნაჭერი სხეულზე მოირგო, მრგვალი დეკოლტით და წვრილი ბრეტელებით, ოდნავ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები მოირგო, და სარკეში გაიხედა, მუქი წაბლისფერი თმა გაიშალა, გვერდზე გადაწეული “ჩოლკები” მის სახეს უფრო უხდებოდა. ჩანთა აიღო და სახლიდან გავიდა.
გამოფენა ვინტაჟურ სტილში იყო მოწყობილი, აქა იქ დაბალ ყავისფერ კომოდებზე დადებული ძველი საწერი მანქანა, ძველი ფოტოაპარატი და ტელეფონი იდო. კედლებს მოავლო მზერა, რომლებზეც ნამუშევრები ეკიდა, ლალიტას ჯერ ვერ ხედავდა, თუმცა ადვილად შესამჩნევი იყო საზოგადოებაში გარეული რამდენიმე ელიტის წევრი, ბევრი ახალგაზრდა თუ თინეიჯერი აკვირდებოდა ლალიტას ნახატებს, ამიტომაც მანაც დაიწყო მათი თვალიერება. უყურებდა ნახატებს რომლებიც ან სევდას ან მხიარულებას იტევდა. ერთ-ერთმა ნახატმა მისი ყურადღბა მიიქცია, ეტლში მჯდომი ადამიანი, რომელიც ზურგით ზის, მის გარშემო კი სრული ქაოსია, ნახატის ქვემოთ მიწერილ სახელწოდებას დააკვირდა “აზა” გააკვირვა სახელწოდებამ, ფურცლიდან მზერა ისევ ნახატზე გადაიტანა თითქოს მასში ისევ კოტე აზარაშვილი დაინახა
-იმის მიუხედავად რომ ვთხოვე ეს სახელი არ დაერქმია მაინც დაარქვა - მოულოდნელად ხმა გაიგო გვერდიდან, თავი მიატრიალა თუ არა მისი სახე გაკვირვებამ მოიცვა, თუმცა შეუმჩნეველი გახადა მასზე ასახული ემოცია - აზა - ხელი გაუწოდა და ბავშურად გაუღიმა
-ვივიენი - ჩხეიძემაც გაუღიმა, და ხელი შეაგება
-ფოტოგრაფი წვეულებიდან
-ადამიანი ნახატიდან - ორივეს ერთდროულად გაეცინათ
რამოდენიმე წამი ისევ ნახატს უცქერდნენ
-პირველი ადამიანი ხარ რომელმაც თავის გაქნევით და სინანულით არ შემომხედა - გულწრფელად უთხრა აზამ, ესიამოვნა მისი სიტყვები
-ვივიენ? - ლალიტას ხმა რომ გაიგო შებრუნდა, აზამაც იგივე გაიმეორა, და გახარებულ ლალიტან ქვემოდან ღიმილით ახედა.

ვიცი ისევ პატარაა თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ მალე დავდო. იმედი მაქვს მოგეწონებათ



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

კარგი გოგო ხარ. ასე გააგრძელეთ

 


№2 სტუმარი სტუმარი ლუსი

კარგია.მაკე დადე შემდეგი თავი თორე გვავიწყდება

 


№3  offline წევრი Margueritte

სტუმარი ნანა
კარგი გოგო ხარ. ასე გააგრძელეთ

მადლობა რომ კითხულობთ და მოგწონთ

სტუმარი ლუსი
კარგია.მაკე დადე შემდეგი თავი თორე გვავიწყდება

ვიცი რომ ვაგვიანებ, მაქსიმალურად ვცდილობ რომ მალე დავდო ხოლმე მადლობა რომ კითხულობთ

 


№4  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან საინტერესოა, ვივუენი დუდა აზა ლალიტა, ყველა პერსონაჟი სხვადასხვანაირი ჩანს და საინტერესო

 


№5  offline წევრი Margueritte

ablabudaa
ძალიან საინტერესოა, ვივუენი დუდა აზა ლალიტა, ყველა პერსონაჟი სხვადასხვანაირი ჩანს და საინტერესო

მიხარია რომ დაგაინტერესათ, და მადლობა რომ კითხულობთ, იმედი მაქვს იმ საინტერესო აზრს არ დაკარგავს ეს ისტორია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent