"ლილია" (3)
ერთხელ ასეთი ფრაზა მოვისმინე, ცხოვრება თუ ყველა კარს გიხურავს ფანჯრის ძებნა უნდა დაიწყო, წიგნის ერთი გვერდის კითხვა თუ დაასრულე, ყოველთვის მეორეზე უნდა გადახვიდე გაგრძელება თუ გაინტერესებს. ჩვენი ცხოვრება ფილმია, სადაც მთავარი გმირები ჩვენ ვართ და ჩვენვე ვწყვეტთ ფილმს სევდიანი დასასრული ექნება თუ ბედნიერი. გავაცნობიერე, რომ ჩემი ცხოვრების ფილმში მე მეორე ხარისხოვანი როლი მქონდა და მთავარ გმირად ყოფნა გადავწყვიტე. სადა მაკიაჟი გავიკეთე ნატო დეიდას ნაჩუქარი კაბა მოვირგე და საათს დავხედე. თითქმის ექვსი ხდებოდა. ჩვენი კორპუსის წინ მანქანა გაჩერდა და მივხვდი რომ ნიკა უკვე ქვევით მელოდებოდა. სწრაფად ავიღე ჩანთა . ოთახიდან გავედი -სად მიდიხარ?-არსაიდან გამოჩნდა მამაჩემი -ოპერის თეატრში -ასე გამოწყობილი? -როდიდან ინტერესდები ამ ყველაფრით ? - ხმას ნუ უწევ ლილია! -თქვენ ვერ გადამიწყვეტთ სად წავიდე და ვისთან ერთად -ჩემს სახლში ცხოვრობ და სხვათაშორის მამაშენი ვარ. არ ფიქრობ რომ უფლება მაქვს ვიცოდე სად დადიხარ? -უი ახლა გაგახსენდა რომ მამამჩემი ხარ? რატომღაც მარტო მაშინ აღნიშნავ მაგ ფაქტს როცა გჭირდება -ლილია! -რა? რაც შეეხება იმ ფაქტს რომ თქვენს სახლში ვცხოვრობ, ვეცდები რაც შეიძლება სწრაფად გადავიდე აქედან. ვატყობ გაწუხებთ ჩემი აქ ყოფნით -სადაც გინდა იქ წადი, შენც დედაშენის ნაირი ხარ - როგორ ბედავთ და დედაჩემს ახსენებთ საერთოდ, ნინიამ საკმაოდ ბევრი გადაიტანა შენი და ხათუნას გადამკიდე, ბოლოს კი რომ ვეღარ გაუძლო ადგა და წავიდა... თავმოყვარეობა გელახება ხომ პირველმა მან რომ მიგატოვა და განქორწინების საბუთები აგიფრიალა ცხვირწინ -როგორ ბედავ!! -მიდი დამარტყი, ხელს თუ აღმართავ უნდა დამარტყა კიდეც. -დედაშენმა ვიღაც გამო****** გააბა ურთიერთობა. მთელი უბნის დასაცინი გაგვხადა -მართლა? თვითონ წმინდა წყალი იყავი ხოო, საყვარელი გყავდა, რომელიც ახლა სახლში გიზის, შენ რა გგონია შენს გამო არ ლაპარაკობდა მთელი უბანი ჩვენზე, თუ აქაც ის პრინციპია კაცი ხარ და ყველაფერი გეპატიება. ნინიამ რომ გაიგო საყვარელი გყავდა ამით სამაგიერო გადაგიხადა, მერე კი ყველა ბორკილისაგან გათვისუფლდა. დედაჩემი ხალისით აღსავსე ქალი იყო, შენ კი მას ყველაფერი წართვიი, მასში სიხალისე მოკალი . - მე არაფერში ვარ დამნაშავე - ხო სხვაზე ხელების შეწმენდით საკუთარ სინდისს იმშვიდებ ეგრე გააგრძელე- ვეუბნები და სახლიდან გავდივარ ვცდილობ ცუდი განწყობა მოვიშოროო ლიფტები არ მიყვარს, შიში მაქვს არა დახურული სივრცის არამედ იმის რომ ჩავარდება და ჩამიყოლებს მეც, ამიტომ კიბეებს ჩავუყევი, რაც უფროო ვუახლოვდებოდი, მით უფრო მიფანცქალებდა გული, ლამისაა საგულედან ამომხტარიყო. ვაცნობიერებ რომ ჩემს გულს წამლები ვერაფერს უშველის, ჩემს გულს ექიმი სჭირდება სახელად ნიკა. კორპუსიდან გასული ვხედავ ნიკა როგორ მელოდება მანქანასთან -საოცრად გამოიყურები -მეუბნება და მანქანის კარებს მიღებს . ვუყურებ ნიკას და ნატო დეიდას სიტყვები მახსენდება, „შეიძლება ვიღაცამ მეტყველების უნარიც დაკარგოს“ და ძალიან მინდა ეს ვიღაცა ნიკა იყოს . მაგრამ ვიცი რომ მას უკვე უყვარს სხვა ქალი და ხასითი მიფუჭდება. -მადლობა-ვუღიმი და მანქანაში ვჯდები, ვამჩვნენ რამოდენიმე ჩემკენ მომართულ მზერას და ვხვდები რომ ხვალ უბანში საჭორაო თემად ვიქცევი, გონებაში თავისით ტივტივდება ისტორიები რომელსაც შეთხზავენ . ამის გახსენებაზე მეცინება - რა მოხდა -არაფერი უბრალოდ შენი საქციელით უბნის ჭორიკნების პირში ჩამაგდე -მერე ეგ გაღელვებს -სულაც არა -მიხარია. ოპერის თეტრში მისვლამდე არაფერი აღარ გვისაუბრია. სიმართლე გითხრათ საუბრის სურვილი სულაც არ მქონია. მიხარია რომ ნიკა ჩემს განწყობას ამჩნევს და თვითონაც არაფერს ამბობს. თეატრის ამბებით თავი რომ არ შეგაწყინოთ მარტო იმას გეტყვით რომ დიდად არ მინანია ოპერაში რომ არ დავდიო, განსაკუთრებულობის მე მაიც ვერაფერი შევატყვე. პირდაპირ მთავარ სათქმელზე გადავალ. მანქანაში ჩასხდომას და უკან დაბრუნებას ვაპირებდით ვიღაც გოგო რომ მოგვიახლოვდა -ანუ ამ გოგოს გამო მეუბნები უარს ურთიერთობაზე?- მგონია რომ ეს გოგო სადღაც ნანახი მყავს -როდის დაბრუნდი? ნატალიამ იცის აქ რომ ხარ ნინა ?-ეკითხება ნიკა და ახლა გამახსენდა მისი ფოტოები ნატო დეიდას სახლში მაქვს ნანახი -არა, კითხვაზე არ მიპასუხებ? -ახლა რაღაცას გეტყვი და კარგად დაიმახსოვრე, არ გაბედო და მეორედ ჩემთან ურთიერთობა არ ახსენო, დიდად დამავალებ ჩემს სიახლოვეს თუ აღარ გამოჩდები, რაიყო ნატოს ფულები შემოგაკლდა და ახალ საკბილოდ ამარჩიე, როგორ არ გრცხვენია საერთოდ რასაც ამბობ იმის, გიყურებ და გულის რევის შეგრძნება მიჩნდება. შენთან არანაირი ურთიერთობა არ მექნება არასდროს. -მაშინ ასე კარგად რატომ მექცეოდი? თავს განსაკუთრებყლად რატომ მაგრძნობინებდი? -ღმერთო მოთმინება მომეცი, ამერიკაში რომ ჩამოხვედი მაშინ ჯერ არ ვიცოდი რა სულის პატრონი იყავი, ვცადე შენი მიღება როგორც დეიდაშვილის ჩემი ქცევის მიზეზიც ეგ იყო , მაგრამ შევცდი -ვიცი რომ დეიდაშვილად არასდროს ჩაგითვლივარ და ამას იყენებდი უბრალოდ შენი გრძნობების შესანიღბად -ეგ ჩემგან მოისმინე? -არა მაგრამ -აბა საიდან მოიტანე? რომელმა შენმა ღრ,ად განათლებულმა მეგბარმა ჩაგაგონა ეს სისულელე? -ნიკა ვიცი რომ გიყვარვარ და ამ გოგოს საშუალებით გინდა მაეჭვიანო -ამას არასდროს გავაკეთებ გესმის, არავის საეჭვიანოდ არ გამოგიყენებ- მეუბნება ნიკა ისედაც გაოცებულს მოსმენილით. ყველაფერს წარმოვიდგენდი და ამას ვერა -ვიციი რომ გიყვარვარ, უბრალოდ გრძნობებში ვერ მიტყდები, რადგან არ გინდა ნატოს ატკინო , ის ხომ ჩვენს ურთიერთობას ვერ გაიგებს.-აგრძელებს ნინა -ლილია წავედით,-მეუბნება ნიკა და მანქანის კარებს მიღებს. მანქანაში ვჯდები ნიკაც გვერდით იკავებს ადგილს. საჭესთან დაჯდომამდე ნინას რაღაც უთხრა ჩუმად რაც ვერ გავიგე... ნიკამ მის ბოლო სიტყვებს არაფერი უპასუხა და ეს უფრო მიმძაფრებს ეჭვს რომ ქალი, რომელიც მის გულიშია ნინაა. ნიკა კი ნატო დეიდას გამო ცდილობს გრძნობები დამალოს და ნინასგან თავი შორს დაიჭიროს, რაც უფრო ბევრს ვფიქრობ მით უფრო მერევა გონება... ერთი კვირა იმიტომ დასჭირდა ნატო დეიდას სანახავად რომ არიცოდა მისთვის თვალებშ როგორ ჩაეხედა. -ლილია კარგად ხარ? ლილია? -რამე მითხარი? ბოდიში ჩავფიქრდი -ბოდიში რომ ამ სცენის მომსწრე გახდი, არ ვიცოდი ნინა თუ აქ იყო - არაუშავს, მართალია რაც ნინამ თქვა?- ვერ ვითმენ და მაინც ვეკითხები, არაფერს მეუბნება, საეჭვოდ დუმს, ნათქვამია დუმილი თანხმობის ნიშანიაო, ჯანდაბა ლილია. მთელი გზა უხმოთ გავიარეთ, ნიკა კორპუსთან მტოვებს და სწრაფად წყვეტს მანქანას ადგილიდან. გულმა დარტყმა გამოტოვა თითქოს რაღაც ჩამწყდა, რაღაც იმედ გაცრუების მსგავსი ვიგრძენი. დასაძინებლად დავწექი მაგრამ ძლივს მოვახერხე დაძინება. დილა უხასიათოდ დავიწყე მთელი დღე თავი მტკიოდა, დილიდან მირეკავდა ნატო დეიდა, მაგრამ ვერ შევძელი პასუხი უამრავი საქმე დამხვდა, ამიტომ სახლში წასვლამდე კაფეში შევლა გადავწყვიტე. ნეტა ფეხები მომტეხოდა და იქ არ წავსულიყავი... კაფესთან მისულმა დავინახე ნიკა და ნინა როგორ ესაუბრებოდნენ ნატო დეიდას და როგორ იცინოდნენ. საბოლოოდ დავრწმუნდი ნინას სიტყვების სიმართლეში. კაფეს გავცდი ტაქსი გავაჩერე და მძღოლს ვთხოვეე უმისამართოდ უბრალოდ ქალაქში ევლო , მხოლოდ ეს თუ დამამშვიდებდა ახლა. კაფეში ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ ერთი კვირა გავიდა. სიახლეები ჩემს ცხოვრებაშიც მოხდა. მამაჩემს ისევ ვეჩხუბე ამჯერად ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა, -როდემდე აპირებ ასე ყოფნას? -ასე როგორ მამა? -რა მიზანი გაქვს ცხოვრებში? გათხოვებას და ოჯახის შექმნას არაპირებ ? -არ ვაპირებ -რას ქვია არაპირებ აბა როდემდე უნდა იწანწალო ვიღაც ბიჭების ერთად და ალაპარაკო მთელი ქალაქი -მაშინ გავთხოვდები როცა საჭიროდ ჩავთვლი - შენი ხელი გვთხოვეს და ჩვენც დავთანხმდით, კარგი ადამიანი რაც მთავარია მდიდარია ცოტა ასაკი კი აქვს მაგრამ, უზრუნველი ცოვრება გექნება -თქვენ რა ჩემი გაყიდვა გადაწყვიტეთ, ვინ მოგცათ უფლება ჩემს მაგივრას გადაწყვეტილები მიიღოთ, თქვენ დათანხმდით ხო ადექით და თქვენ გაყევით ცოლად მე სულაც არ ვაპირებ ვიღავ მოხუც ფულის ტომარას გავყვე ცოლად -რას აპირებ აბა? კიდევ რამდეხან უნდა იყი ჩვენს კისერზე? რამდეხანს უნდა გიაროთ? -თქვენ მივლით? სასაცილოა -ლილია ამ ყველაფერს იმიტომ გეუბნებით რომ შენი ბედნიერება გვინდა -არვცი რატომ მაგრამ ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ პანიკური სიცილი ამიტყდა გაჩერებას ვერ ვახერხებდი, -ჩემი ბედნიერება თუ გინდათ შემეშვით და ჩემი გაყიდვით გამდიდრება არ სცადოთ. რაც შეეხება თქვენს კისერზე ყოფნას დღესვე ჩავალაგებ ბარგს და წავალ აქედან. აქამდეც უნდა მოვქცეულიყავი ასე, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ბარგი ჩავალაგე, სამსახურში შვებულება ავიღე. ცოტახნით ყველაფრისგან შორს მინდოდა ყოფნა, ტელეფონი გავთიშე და ყაზბეგისკენ ავიღე გეზი დეიდაჩემთან. -ლილია შენ -ლალი დეიდა - არვიცი რატომ მაგრამ ცრემლები თავისით იწყებს წამოსვლას თვალებიდან - ლილია რა დაგმართნია -სახლიდან წამოვედი, ცოტახანი აქ რომ დავრჩე შეიძლება, სიმშვიდე და ფიქრი მჭირდება -რამდენ ხანსაც გინდა დარჩი, ხომიციი აქ შენ ყველა გულით გელოდებაა ყაზბეგში კერძოდ კი სტეფანწმინდაში 2 კვირა დავყავი, ეს მართლაც სიმშვიდის მომტანი ორი კვირა იყო, ჩემი დეიდაშვილების გადამკიდე მოწყენის საშუალება არ მქონდა. ცხენზე ჯირითიც კი ვისწავლე, ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვიყავი ბედნიერი. დეიდასგან ვცადე დედაზე ამბის გაგება, მაგრამ მან ისევე როგორც მე არაფერი იცოდა. თქვა რომ რაც წავიდა მას შემდეგ არ შეხმიანებია არავის მხოლოდ ერთხელ დაინახეს ქალაქში ბავშვებით ვიღაც მამაკაცთან ერთად და სულ ესიყოო, მას შემდეგ არვინ იცის დედას ასავალ-დასავალი. სამწუხაროა არადა ვფიქრობდი რომ ლალის რამე ეცოდინებოდა მასზე. სწორედ ეს გახლდათ ჩემი 2 კვირიანი ვოიაჟის მიზანი. ორი დეიდაშვილი მყავს ილია და დათა ტყუპები არიან, მაგრამ დამერწმუნეთ არაფრით ჰგვანან ერთმანეთს მათ შორის არც გარეგნობით. 10 წლისები არიან და უშრეტი ენერგია აქვთ. მახსოვს დამპირდნე გერგეტზე ერთადავიდეთო მაგრამ იმ დღით სიცხე ჰქონდათ , ამიტომ მარტო მომიხდა გერგეტზე ასვლა. არ მინდოდა ისე წამოცსულიყავი რომ ტაძარი არ მენახა და სანთელი არ დამენთო. ვერ შემაშინა ვერც იმ გარემოებამ რომ წინა დღის წვიმის გამო მიწა საკმაოდ სველი იყო და გავუყევი ტაძრისკენ მიმავალ ეგრეთ წოდებულ „მოკლე“ გზას. სანთელი დავანთე, ვილოცე, ცოტა ხანიგარეთ დავყავი , კავკასიონის ხედით ვტკბებოდი და თვალსადა ხელს შუა ისე მოსაღამოვდა ცერ გავიგე, დროის აღქმა დავკარგე. სახლისკენ მიმავალ გზას მარტო მშვიდად მივუყვებოდი მანამ სანამ ჩემს წინ ძაღლებს დავინახავდი.. აქვე დავსძენ რომ ძაღლების არ მეშინია პირიქით მიყვარს კიდეც მაგრამ, კავკასიური ნაგაზის და მსგავში ჯიშის ძაღლების ფობია მაქვს, გავიყინე -ნუ გეშინით არაფერს დაგიშავებენ-მესმის უცხო ხმა და ვტრიალდები -მე ასე არ ვფიქრობ - გამომყევით და ნახავთ -არა მადლობა ჯერ ახალგაზრდა ვარ არ მინდა ძაღლების ლუკმა გავხდე -აქ თუ დარჩებით მგლების ლუკმა გახდებით ‘ -იმედი ხუმრობთ -სულაც არა, თუგინდათ დარჩით და დარწმუნდებით -სხვა გზა არ მაქვს- ვამბობ და უცნობს უკან მივყვები , ძაღლებს რომ ვუახლოვდებიტ ინსტიქტურამ მკლავზე ვეჭიდები და მესმის ჩაცინების ხმაც, -აქაური არ ხართხ ხომ ასეა -კი -მე გიორგი ვარ -ლილია -საიამივნოა -ჩემთვისაც, მადლობა რომ ძაღლებისგან მიხსენი, არ ვიციი მადლობა როგორ გადაგიხადო - არაფერია ამ დღის შემდეგ გიორგის თითქმის ყოველ დღე ვნახულობდი, ნიკა ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა . აქ უნოდად მაღალსართულიანი სასტუმროს აგება თუმცა შემგდომ რაღაც ხარვეზების გამო შეუჩერებიათ პროექტი. პროექტის პარგლებში წვევია ყაზბეგს პირბელად მოდწონებია და შემფგომში აქ დასახლებულა კიდეც. მალევე დავმეგობრდით თუმცა დედიაჩემს სულაც არ მოწონდა გიორგი, სად გაგონილა გოგოს და ბიჭის მეგობრობაო მიკითხავდა ხოლმე ლექციებს. ყაზბეგში ყოფნის ყოველი დრე იწყებოდა და სრულდებოდა ნიკაზე ფიქრებიტ. მეგონა ცოტა ხანს თუ არ ვნახავდი ეს ეუფორია გაივლიდა, გრძნობები განელდებოდ მაგრამ შევცდიი, ალა მონატრებას ვებრძვი, ძალიან მინდა ვნახი, მაგრამ არ შეიძლება. მე მისთვის არავი ვარ მას სხვა უყვარ. ყაზბეგიდან დაბრუნებულმა ბარგი ახალ ნაქირავებ ბინაში გადავიტანე და დაღლილმა დასვენება გადავწყვიტე. საღამოს ტელეფონი ჩავრთე, უამრავი გამოტოვებული ზარი დამხვდა. მათ შორის ნიკას ხმოვანი შეტყობინებებიც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.