შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთმანეთის პირისპირ(14)


26-05-2023, 11:37
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 106

თავი 14

ლოდინი, აი რას შეუძლია მოგკლას რეალურად. ელოდებოდე ცვლილებას რომელიც შენს მომავალ ცხოვრებას განსაზღვრავს ნამდვილად დამღლელი და მტკივნეულია.
კირა ფანჯარასთან იჯდა და სივრცეში იცქირებოდა, ფიქრობდა წინა ღამით მომხდარზე, აშინებდა ის თუ რას გადაწყვეტდა ლაშა. შეიძლება ყველაფერი დამთავრებულიყო.
გაურკვეველის მოლოდინი ტანჯავდა. არეული ფიქრები თავს ატკიებდა, სწორედ ამ ფიქრებისგან გამოიყვანა ტელეფონის ზარმა
-გისმენ
-მამაშენი ვარ, კირა ვიცი რომ დრო გჭირდება შენი პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად მაგრამ...
-რა მოხდა მამა?
-დღეს პარტნიორებთან შეხვედრა მაქ და მინდა რომ იქ იყო
-მე... მოვალ
-შვილო ვიცი რომ არ მოგწონს ხალხი ვისთან ერთადაც საქმეს ვაწარმოებ მაგრამ მათ გარეშე არაფერი გამოვა. გაგიგებ თუ არ მოხვალ
-მანქანა გამომიგზავნე, საჭირო დროს ადგილზე ვიქნები
-მადლობა ძვირფასო.
ტელეფონი გათიშა სწრაფად მოემზადა და ოთახიდან ფრთხილად გავიდა, თავს არიდებდა მასთან შეხვედრას.
-სად მიიპარები?
-მეგონა გეძინა
-კითხვაზე არ მიპასხებ?
-საქმეები მაქვს, გვიან დავბრუნდები
-მე წაგიყვან-ლაშა უყურებდა მის წინ მდგომ გოგოს რომელიც სახეში შეხედვას ვერ ბედავდა
-საჭირო არაა, მამაჩემი მანქანას გამომიგზავნის
-არ მინდა ხასიათი გაგიფუჭო მაგრამ, ლევანის საქმეებში მონაწილეობა მართლა გინდა?
-მამაჩემმა იმპერია ააშენა რომელსაც მემკვიდრეობით მივიღებ, მინდა ვიცოდე რას ნიშნავს მისი მემკვიდრეობა
-კირა მე შენზე უკეთ ვიცი რა მემკვიდრეობასაც დაგიტოვებს მამაშენი და არა მგონია შეძლო ამ საქმის კეთება
-რატომ რადგან გოგო ვარ?
-რათქმაუნდა არა, უბრალოდ არ მინდა ისეთ სიბინძურეში აღმოჩნდე რომელიც სულს მოგიწამლავს
-ჩემი თავის მიხედვა შემიძლია, თუმცა მადლობა ზრუნვისთვის
-მე უბრალოდ მინდა რომ ფრთხილად იყო
-ფრთხილად ვიქნები, ბევრი გამოვიარე იმისთვის რომ ახლა დავნებდე
-კარგი. თუ რამე დაგჭირდება დამირეკე.
კირა მანქანაში ჩაჯდა და შეხვედრაზე წავიდა, თმცა მთელი გზა ლაშას ნათქვამზე ფიქრობდა. არ იცოდა შემდეგ რა იქნებოდა თუმცა მამის გზით სიარულს არ აპირებდა.
მანქანა საწყობთან გაჩერდა, მძღოლმა კარი გაუღო და წინ გაუძღვა. ჩაბნელებული საწყობის ბოლოში პატარა ნათურა ანათებდა, მაგიდას ორი სკამით.
-ადრე მოვედით? მამაჩემი სადაა?-კირა მძღოლს თვალს არ აშორებდა
-ბატონი ლევანი არ მოვა
-ვერ ვხვდები რატომ?
-იქნებ მე აგიხსნა ყველაფერი-სიბნელიდან ძალიან ნაცნობი ხმა შემოესმა
-არა ეს შეუძლებელია შენ აქ როგორ მოხვდი
-მე ამ წვეულების მასპინძელი ვარ თოჯინა
-მე კიდევ მეგონა სამყაროს მეორე ბოლოში იმალებოდი ვირთხასავით ონიანო
-სულაც არა ლამაზო. მოდი დავსხდეთ-კირას სკამი გამოუწია
-როგორი თავაზიანობაა შენგან მიუჩვეველი ვარ
-ვიცი წინა შეხევედრისას თავაზიანობის დრო არ მქონდა
-კარგი და მან იცის რომ დაბრუნდი?
-ვინ შენმა ქმარმა?! ნამდვილად არა. იცი ჯერ შენთან მინდოდა შეხვედრა
-მე აქ ვარ შენს წინ თქვი რა გინდა-კირა იჯდა იმ კაცის წინ რომელმაც კინაღამ მოკლა და იმის მიუხედავად რომ შიშს არ იმჩნევდა, გული გამალებით უცემდა
-საიდან დავიწყო, ხო მე როგორც კეთილშობილმა რაინდმა უნდა გაგაფრთხილო რომ დევდარიანს ჩამოშორდე
-მადლობა რჩევისთვის, მაგრამ შენი რჩევა რატომ უნდა გავითვალისწინო?
-გახსოვს პირველად რომ შევხვდით რა მითხარი
-მე ბევრი რამ გითხარი და მათი უმეტესობა კვლავ ძალაშია
-როგორი საყვარელი ხარ, ლევანზე რომ გამაფრთხილე იმას ვგულისხმობ. იცი მაშინ ძალიან ვინანე რომ მოგიტაცე რადგან ლევანის მტრად მოკიდება ნამდვილად შეცდომა იყო
-ჩემს წინ ჯდომა და მუქარა მის მტრად არ გაქცევს?
-როგორც არ უნდა გაგიკვირდეს არა. რამდენიმე კვირის წინ ლევანთან სასიამოვნო საუბარი მქონდა, მან მითხრა რომ თუ შენი ძვირფას მეუღლეს მოვკლავ ამით დიდ სამსახურს გავუწევ
-არა ის ასე არ მოიქცეოდა
-პრინცესა ძალიან მეამიტი ხარ, მამაშენს შენი ქმრის სიკვდილი უნდა, მისი მოკვლით კი მაგიდასთან ადგილს მივიღებ
-პარტნიორობას დაგპირდა ჩემი ქმრის მკვლელობის გასამრჯელოდ?-კირას სიბრაზე მოაწვა და ყელში ბურთივით გაეჩხირა, უსმენდა ონიანს და სიმწრისგან არ იცოდა რა გაეკეთებინა
-როგორ სწრაფად მიხვდი. აქ იმიტომ მოგიყვანე რომ არ მინდა გზაზე გადამეღობო. შემთხვევით ორმხრივ სროლაში თუ მოყვები ეგ მამაშენს არ გაუხარდება
-როგორი მზრუნველი ხარ, მე უნდა ვიჯდე წყნარად სახლში და ველოდო როდის მაქცევ ქვრივად?!
-კარგი რა შენ ლამაზი და ახალგაზრდა ხარ მალე იპოვნი ახალ ქმარს, გავკადნიერდები და საკუთარ კანდიდატურას შემოგთავაზებ-ონიანის სიცილის ხმამ მოიცვა გარშემო ყველაფერი
-კარგად მომისმინე ნაგავო იმ მაგიდასთან ადგილს ვერ მიიღებ, მეტიც შეიძლება ლევანმაც კი დაკარგოს თავის ადგილი. იცი რა მოხდა ექვსი თვის წინ შენი სათაყვანებელი ლევანი მუხლებზე იდგა და ყველაფერზე იყო წამსვლელი რომ მისი სიცოცხლე გადამერჩინა. ამიტომ გაითვალისწინე ურჩხულების დამარცხება შესაძლებელია
-როგორი საყვარელი ხარ როცა შეფარვით მემუქრები
-ეს გაფრთხილებაა ონიანო და აჯობებს გაითვალისწინო
-როგორც ჩანს ორივემ ვთქვით ჩვენი სათქმელი
-მე ახლა წავალ და აჯობებს გზაზე არ გადამეღობო
-არც ვიფიქრებ შეგაყოვნო. დევდარიანის დასაფლავებაზე შევხვდებით.
კირა საწყობიდან განადგურებული გამოვიდა, მამაის ღალატმა გული კიდევ ერთხელ გაუტეხა. უნდოდა ლევანისთვის ეყვირა, სახეში შეეფურთხებინა იმის გამო როგორც ერთადერთ შვილს მოექცა მაგრამ კირამ იცოდა ლევანი მის საქციელს მის წინააღმდეგ გამოიყენებდა. ახლა მოთმინებისა და თავშეკავების დრო იყო. ჯერ მომხდარი უნდა გაეანალიზებინა.
სახლში რომ შევიდა ლაშა მისაღებში ელოდა. ბიჭმა თავიდან ფეხებამდე აათვალიერა ის და მისი გაფითრებული სახის დანახვამ შეაშფოთა
-კარგად ხარ? სახეზე ფერი არ გადევს
-ლაშა უნდა ვილაპარაკოთ ...-სიტყვებს თავს ვერ უყრიდა გოგო
-ნუ მაშინებ მითხარი რა მოხდა
-ახლა რაღაცას მოგიყვები და მინდა რომ ბოლომდე მომისმინო. დამპირდი რომ ჭკუიდან არ გადახვალ
-შევეცდები -ბიჭმა ნერვიულად მოისრისა წვერი და გოგოს გვერდით დაჯდა
-ლევანმა მომატყუა, ოჯახის გაერთიანება სრული სიცრუე იყო. უკან მხოლოდ იმიტომ დამაბრუნა რომ მისი ძალაუფლება დაემტკიცებინა ...
-ეგ ნაგავი, გეფიცები მოვკლავ ...
-არ გინდა, ჯერ ბოლომდე მომისმინე
-ამის გარდა კიდევ რამეა?
-დღეს ... ონიანს შევხვდი -გოგომ ღრმად ამოისუნთქა-იმ კაცის წინ ვიჯექი რომელმაც ჩემი მოკვლა სცადა და რაც ყველაზე საშინელებაა ეს შეხვედრა მამაჩემის ორგანიზებული იყო
-ორივეს მოვკლავ -ლაშა ფეხზე წამოდგა სახე სიბრაზისგან გაუფითრდა -როგორ გაბედა შენთან მოახოვება, სადაც დავიჭერ იქვე მივახრჩობ -ბიჭის სახეზე სიძულვილი ბობოქრობდა
-ამ ყველაფერს როგორ გავუმკლავდე -კირა თავს ვეღარ აკონტროლებდა -როგორ შეეძლო მამაჩემს ასე მოქცევა, ხომ იცოდა რა დამემართებოდა როცა მის განზრახვას გავიგებდი.ეს ყველაფერი მე რატომ მემართება-გოგო ცრემლებს ვეღარ იკავებდა
-კირა რას არ მეუბნები ბოლომდე, ლევანის საქციელი საშინელლებაა მაგრამ კიდევ არის რაღაც არა?
-ონიანს მაგიდასთან ადგილს დაჰპირდა შენი სიცოცხლის სანაცვლოდ-ექოსავით გაისმა ოთახში კირას სიტყვები-ხომ იცის რომ უშენოდ ვერ ვიცოცლებ, რომელი მამა სწირავს შვილს ტანჯვისათვის, მას მე უნდა დავეცავი.
-დამშვიდდი მე მოვაგვარებ ყველაფერს ...
-არა შენ უნდა წახვიდე აქ უსაფრთხოდ ვერ იქნები. ორივესგან შორს უნდა გაიქცე. ლაშა მე ვერ ვიცოცხლებ შენ თუ რამე დაგემართება
-არსად წასვლას და დამალვას არ ვაპირებ
-ვერ გაიგე რა გითხარი? შენზე ნადირობს ონიანი, უნდა წახვიდე რომ გადარჩე
-მე უკვე ვთქვი ჩემი სათქმელი არსად წასვლას არ ვაპირებ. ჩემი ადგილი შენს გვერდითაა. თუ სიკვდილი მიწერია მინდა უკანასკნელი წუთები შენთან გავატარო. კირა ჩვენ დიდხანს ვიყავით ერთმანეთისგან შორს, ორივემ გავაკეთ და ვთქვით ისეთი რამეები რამაც გული გვატკინა, ახლა კი მინდა რომ ეს ყველაფერი უკან მოვიტოვოთ. მე და შენ... ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ და შემდეგ იქ წაგიყვან სადაც ბედნიერად ცხოვრებას შევძლებთ
-მხოლოდ მე და შენ.



№1 სტუმარი სტუმარი სოფო

აუუუ რა პატარა თავიაააა,როგორ გელოდებიიიით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent