"ლილია" (4)
„ლილია სად ხარ?“ „მიპასუხე“ „ტელეფონი რატომ გაქვს გათიშული“ „სამსახურში არ ხარ , შენთან სახლშიც ვიყავი და თქვეს რომ შვილი სახელად ლილია არ ჰყავთ“ „რა ხდება“ „დეიდა ნატო ძალიან ნერვიულობს, მას მაინც შეეხმიანე“ „ ლილია ვღელავ შენზე“ „დარეკე და თქვი რომ კარგად ხარ“ „უბრალოდ მინდა ვიცოდე რომ სუნთქავ და არაფერი გიჭირს“ „უკვე ორი დღე გავიდა და არ ჩანხარ“ „სად წახვედი? ასე უთქმელად რატომ გაუჩინარდი?“ „სადაცაა გავგიჟდები გესმის „ „ უბრალოდ მინდა ვიცოდე რომ კარგად ხარ, ასე ბევრს ვითხოვ? ბოლოს და ბოლოს ჩართე ეს ტელეფონი „ ვუსმენ ნიკას შეტყობინებებს და გული სიხარულით მევსება. მიხარია რომ ჩემზე ღელავს. მაგრამ რამდენადაც სიხარულის განვიცდი ორმაგად მიპყრობს ფიქრი ნინაზე. ჩემზე ნერვიულობის უფლება არაქვს. „უკვე ერთი კვირა გავიდა, მალე პოლიციაშიც განვაცხადებ რომ დაიკარგე“ „ლილია გამოჩნდი გესმის ამდენი უშენობა უკვე მეტისმეტია“ „დეიდა ნატო არ გეცოდება იცი რა დღეშია ყოველდღე გელოდება“ „5 წლის ბავშვიით იქცევი „ „უპასუხისმგებლო ხარ“ „კიდევ რამდენ ხანს აპირებ დამალვას“ „ როდის დაბრუნდები“ „ლილია“ „დამიბრუნდი, დაგვიბრუნდი „ „ნატალიას ძალიან ენატრები „ „ეს დღეებია სულ შენზე საუბრობს“ „და არა მარტო ნატოს ენატრები „ „ორი კვირა გავიდა. და არ ჩანხარ. ასე ჯდომა და არაფრის კეთება მაგიჟებს“ „მაგიჟებს რომ არ ვიცი სად ხარ და არც გაგება შემიძლია“ „დაბრუნდი ბოლოს და ბოლოს“ „დაბრუნდი სანამ უშენობა გამაგიჟებს“ ვუსმენდი შეტყობინებებს და ყურებს ვერ ვუჯერებდი, უფრო სწორად არ მინოდა დამეჯერებინა. არ მინდოდა ღრმად ჩამარხული იმედები ისევ გაცოცხლებულიყვნენ და მერე ორმაგად მეგრძნო იმედგაცრუება. ყველაფრის მიუხედავად მაინც გადავწყვიტე კაფეში შემევლო. ვიმედოვნებდი რომ ნიკა და ნინა იქ არ დამხვდებოდნენ და მშვიდსდ შევძლებდით საუბარს მე და ნატო დეიდა, იმედი იმედად რჩება. კაფეს რომ მივუხლოვდი. ვხედავ ნიკას და ნინას სილუეტს და სურვილი მიჩნდება უკან დაბრუნების ასეც ვიქცევი მაგრამ როგორც კი ვტრილადები ნატო დდეიდას ვხედავ. -გამომყევი, აქამდე თუ მოხვედი კაფეშიც უნდა შემოხვიდე-ხმაზეც კი ეტყობა რომ ჩემზე გაბრაზებული და ნაწყენია. კაფეში შევდივარ ნინას სახეზე გაოცება აწერია, ნიკა რამოდენიმე წამს მიყურებს და გეფიცებით შეუძლებელი იყო იმ გამოხედვაში რამე რომ ამოგეკითხა. ერთხანს გაყინული ცივი თვალებით მიყურებდა. ტანში გამცრაა. -დედა ეს გოგო აქ რას აკეთებს შენ მას იცნობ ? -კი ვიცნობ -საიდან -ერთმანეთი აქ გავიცანით კაფეში დავახლოვდით - ისე ნუ დაახლოვდებით რომ ისიც იშვილო - შეიძლება ვიშვილე კიდეც ნინა შვილო, მე ხომ ასეთი ახირება მაქვს -დედა რას ამბობ-დავინახე ნინას როგორ გადაუვიდა საეზე ფერი და მივხვდი ნატო დეიდამ რაღაც ისეთი თქვა რაც არუნდა სცოდნოდა მას ან ნინას არ აწყობდა -ნუ გეშინია შენს ადგილს ვერავინ დაიკავებს, -იმედი მაქვს დედა, მაგრამ ეს გოგო არ მომწონს -ნინა ზრდილობა სად დაკარგე როგორ შეგიძლია ასეთი რამ თქვა ადამიანზე რომელიც პირველად ნახე -ბოდიში -ბოდიში მე კი არა ლილიას მოუხადე -არ ვაპირებ დედა, იცი რომ ნიკა ამ გოგოსთან ერთად იყო ოპერაში -მე ვურჩიე ერთად წასვლა, შენ საიდან გაიგე რომ ერთად იყვნენ? არამგონია ნიკას შენზე რამე მოეყოლა -შენ ურჩიე დედა? -ხო რატომ გაიკვირვე, კითხვაზე მიპასუხე? -მე, მეგობარმა მითხრა -საინტერესოა შენი არცერთი მეგობარი არ იმყოფებოდა ოპერაში -დედა მეგობარმა მითხრა მართლა -კარგი ასე იყოს. მგონი ახლა მაგ მეგობართან მიდიოდი. -ასეა მაგრამ გადავიფიქრე რაღაც აღარ მინდა წასვლა -ასე უცებ რატომ შვილო -თავს ცოტა შეუძლობ ვგრძნობ -მართლა ექიმთან ხომ არ წავსულიყავით -არა, თან შენც არ გამოიყურები კარგად არ მინდა შენი მარტო დატოვება -მარტო არ ვიქნები ლილია იქნება ჩემთან, ჩემზე არ ინერვიულო -დედა მე.. -ნინა ჯობია წახვიდე, ნიკა შენ წაიყვანე დეიდა ნატომ ფაქტობრივად ორივე გაყარა სახლიდან იცოდა რომ მათი თანდასწრებიტ ვერაფერზე ვისაუბრებდი. როგორც კი დამიმარტოხელა მაშინვე გამომიკითხა ყველაფერი. მეც ყველაფერი მოვუყევი რაც ამ დროის განმავლობაში მოხდა. -შენზე ნაწყენი ვარ საშინლად ვინერვიულე მაგრამ მიხარია რომ კარგად ხარ და ყველაფერი რიგზე გაქვს, ადრეც უნდა წამოსულიყავი მაგ სახლიდან, თუ დახმარება დაგჭირდა იცოდე რომ აქ ვარ, ბოლოს ტელეფონი არასდროს გათიშო და ეგრე არ გაუჩინარდე -ბოდიში, უბრალოდ მაშინ ძალიან ანერვიულებული ვიყავი არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, დასვენება და სიმშვიდე მჭირდებოდა -კარგი არაფერია, რაღაც მნიშვნელოვანზე მინდა გესაუბრო, მაგრამ არ მინდა მომატყუო გესმის -ასეთი შეშფოთებული და თანაც მკაცრი ტონი ისგან არასდროს გამიგია -რა ხდება ნატო დეიდა -იმ დღეს ოპერაში მეც ვიყავი -თქვენც იყავით ანუ -მარტო წასვლა არ მინდოდა თქვენთან მოსვლას ვაპირებდი და ისეთ რამეს შევესწარი გახსენება არმინდა, მიწა გამომეცალა ფეხქვეშ -ნინა დაინახეთ, გაიგონეთ რაც მან თქვა -ნეტავ არ გამეგონა, იმ წამს პირველად ვისურვე სმენა დაქვეითებული ვყოფილიყავი, ლამის გული გამისკდა. მტკივა რომ მისი აღზრდა ვერ შევძელი, მაშინ მე მასში არ შევმცდარვარ, ახლა არვიცი, როდის მოასწრო ასე ძალიან შეცვლა, ის ჩემი ნინა აღარაა -იქნებ -არა ნაირი იქნებ არ არსებობს ლილია, უბეში გველი გამიზრდია, იცი რომ ოპერაში მოსვლამდე ერთი ადრე ჩამოვიდა, და იცი სად დადოდა მის ბიოლოგიურ მშობლებთამ, ხალხთნ რომლებსაც ცოცხალმკვდარი გამოვგლიჯე ხელიდან, მის გამო დავივიწტყე ყველა და ყველაფერი და ამას არ ვნანობ მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან მწყინს.- პირველად ვხედავდი მის ცრემლებს და ვაცნობიერებდი რომ მან ყველაფერი იცოდა ჩვენი თქმის გარეშე ყველაფერს ხედავდა დღეს კი მხოლოდ მე გადამიშალა გული. -ნატო დეიდა დამშვიდდით ასე ცუდად გახდებით -იცი 14 წლის გოგო იყო პირველად რომ ვნახე ერთ-ერთ ობოლთა თავშესაფარში, მაგრამ ობოლი სულაც არ ყოფილა უბრალოდ მშობლებს არ ქონდათ საშუალება ერჩინათ და მისთვის ასე ამჯობინეს. საოცარი ბავშვი იყო, ხატავდა ცეკვავდა, ჩემს გულში მალევე დაიკავა ადგილი. შემეცოდა გესმის არცერთი ბავშვი არ იმსახურებს უდედოდ გაზრდას ამიტომ მის მშობლებს დავუკავშირდი. ვუთხარი რომ ნინა წაეყვანათ მათთან და მის განათლებაზე და მომვალზე მე ვიზრუნებდი. გაგიკვირდება და მალევე დამთანხმდნენ. ამ დღის შემდეგ საკმაოდ სოლიდურ თანხას ვურიცხავდი ყოველთვე, ნინა სკოლაში დადიოდა და რაც მთავარია ბედნიერი იყო, იცი როგორ უბრწყინავდა თვალები სკოლაზე რომ მეტიტინებოდა ხოლმე? არა არიცი. 15 წლის რომ გახდა დაბადებისდღეც კი აღვუნიშნე, მის ბედნიერებას საზღვარი არ ქონდა, მაშინ ის ნამდვილი იყო. ახლა არვიცი. ერთ დღეს ჩემთან აცრემლებული მოვიდა და იცი რა მითხრა, პირველი შოკი მანდ მივიღე, ნინა ორსულად იყო, 16 წლის გოგო, ჯერ კიდევ ბავში, დედა უნდა გამხდარიყო, ბავშვი არ უნდოდა, ამბობდა რომ მშობლები მოკლავდნე რომ გაიგებდნენ, ტიროდა მოთვამდა ძლივს დავამშვიდე. ვუთხარი რომ ჩემი იმედი ქონოდა ყველაფერში. სამწუხაროდ მისი მშობლები არ აღმოჩნდენ ჰუმანურები. ძლივს მოასწრო ნინამ ჩემთან დარეკვა , მხოლოდ ერთი სიტყვა მომესმა „გაიგეს“ შემდეგ კი ტელეფონიდან ისეთი ხმები ისმოდა უნდა მეშველა გესმის, მას იქ ვერ დავტოვებდი, სიკვდილისთვის ვერ გავიმეტებდი. მანქანა დავქოქე და წავედი გზად პოლიციას გამოვუძახე, ვლოცულობდი რომ მიმესწრო. მეორე შოკი იქ მისულმა განვიცადე, სისხლის გუბეში მწოლ ნინას მამამისი გამეტებით ურტყამდა მუცელში ფეხს. პოლიციას და სასწრაფო მალევე მოვიდნენ, ნინა საავადმყოფოში გადაიყვანეს მისი მშობლები კი ციხეში. ნინა სიკვდილს ძლივს გადაურჩა ერთი თვე კომაშ იყო, ექიმები იმედებს კარგავდნენ, მრავლობითი მოტეხილობა ქონდა, არ მჯეროდა რომ ადამიანს თან მამას შეეძლო ასეთი სიცხოველის გაკეთება. მშობლის უფლებები ჩამოართვეს და 10 წელი მიუსაჯეს, მხოლოდ ათი. უსამართლობაა მე სამუდამოს მივუსჯიდი. ნინა გონს რომ მოვიდა და მომჯობინდა, მისითავშესაფარში წაყვანა უნდოდათ, მევედრებოდა რომ იქ არ გამეშვა, მე მაშინ იმ თვალებს უარი ვერ ვუთხარი, ხელახლა მომინდა მისი აციმციმებული თვალების ნახვა. უამრავი პროცედურა გავიარე, უამრავი წინააღმდეგობა შემხვდა მათ შორის ჩემი მშობლები, ისინი არ აპირებდნენ მის მიღებას, ამიტომ უარი ვთქვი ყველაფერზე და სახლიდან წამოვედი. -ცოტა წყალი მაინც დაიეთ დეიდა ნატო უკეთ იგრძნობთ თავს -არ მინდა, უკეთ უკვე სამი წელია აღარ ვარ , მას შემდეგ რამ მის მშობლებს ამნისტია შეეხოთ და ციხიდან გაათავისუფლეს. მას შემდეგ შეიცვალა ნინა. იმაზე თვალს ვხუჭავდი რომ ყველაფრის მიუხედავად მათ სანახავად ციხეში დადიოდა, ციხიდან რომ გამოვიდნენ ნინა სახლშიც სტუმრობდა. გადავწყვიტე მათგან განმერიდებინა და ამერიკაში გავგზავნე სასწავლებლად , ნიკას ვთხოვე მასზე ეზრუნა ვუთხარი რომ დეიდასგან უკანასკნელ თხოვნად ჩაეთვალა. ვერც ამერიკამ შეცვალა რამე აშკარა იყო ნინას მე აღარ ვჭირდებოდი, ოპერამდე ერთი თვის ჩამოსული იყო და იცი სად რჩებოდა მის მშობლებთან. ახლა მესმის რატომ ჩამოვიდა ახლა ვხვდები ვინიყო ის გოგო ნიკას რომ ეწებებოდა როგორც თქვი, გაიგო ნიკა რომ ბრუნდებოდა და თვითონაც ჩამოყვა. არ მინდა ამის დაჯერება მაგრამ ასეა. - წარმოუდგენელია ნატო დეიდა, ნინას უყვარხართ, მოწნატრეთ და ამის გამო დაბრუნდა -როგორ მინდა მაგ სიტყვების მჯეროდეს, ლილია ჩემო გოგო ერთი რამ დაიმახსოვრე, შეიძლება ადამიანთან მთელი ცხოვრება გაატარა მაგრამ მისი რეალური სახე მაინც არ იცოდე, ახლა რაც შეეხება ჩემს სათხოვარ, უნდა დამპირდე რომ ამ თხოვნას შემისრულებ, -კი მაგრამ ნატო დეიდა -დამპირდი -კარგით გპირდებით, რა თხოვნაა -ნიკა ნინას კლანჭებში არ დატოვო გესმის, ვიცი რომ მის მიმართ გულგრილი არ ხარ, ამიტომ გთხოვ ამას, მისთვის იბრძოლე და არ გაიქცე მაშინ როცა ნინას შექმნილ რამე სპეკულაციას წააწყდები. მას ნიკა არუყვარს ის ქონება უყვარს რომელსაც მიიღებს გესმის. სანამ ცოცხალი ვარ მე არ დავუშვებ ამას და მერე არ ვიცი მერე მეშინია უკვე -ნატო დეიდა თქვენ სულ ჩვენს გვერდით იქნებით -მეც მინდა ეგ მაგრამ ადამიანები უკვდავები არ ვართ ჩემო კარგო, შენ კიდევ უნდა შეასრულო რასაც ახლა დამპირდი -მაგრამ ნიკას არ აქვს ჩემდამი გრძნობები -მართლა როგორი მეამიტი ხარ, სიყვარულის შესახებ არაფერი იცი ხოო, იცი რა დღეში იყო ნიკა რომ ვერ გიპოვა რომ ვერ დაგინახა, შენზე რომ არაფერი იცოდა? -მისი შეტყობინებები ვნაზე -შეტყობინებები ზღვაში წვეთია ყველა გადაგვრია, უამრავჯერ გითხრა გამოგიტყდა გრძნობებში, შენ კიდევ ვერაფერს მიხვდი. ახლა სახლში წადი და პირობა არ დაივიწყო. სახლში აფორიაქებული დავბრუნდი, მოსმენილმა შემძრა. გონებაში გამიელვა აზრმა რომ ნინამ მშობლებთან ერთად დაგეგმა ნინასთვის ფულის წართმეა ან ქონების რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ მას დარჩებოდაა, ტანში გამცრა, ეს შეუძლებელია, შეუძლებელია ადამიანი ასეთ დონეზე დაეცეს. ნინას ოდნავი სიყვარული მაინც უნდა გააჩნდეს და ამ სიყვარულის გამო არ მოიქცეს ასე. არ მინდოდა ნატო დეიდას დატოვება მაგრამ დარჩენის საშუალება არ მომცა, გატყდა, ამენი წლის მერე პირველად ჩემთან გატყდა. შხაპი მივირე ცოტა ხანი სამსახურის ფაილებს გადავხედე და უკვე დაწინებას ვაპირევდი ტელეფონის ეკრანი რომ განათდა და ნიკას ნომერი დავინახე არც კი დავფიქრებულვარ ისე ვუპასუხე მონატრება უკვე მეც ძალიან მახრჩობდა. დრევანდელის მოსმენის შემდეგ კი არ ვაპირებდი ნიკას დათმობა არავისთვის ეს უკვე დარწმუნებით ვიცოდი. -გისმენ ნიკა-ლამისაა გული ამომივარდეს -მისამართი მითხარი-მეობნება ორ სიტყას მეც ვეუბნები აღარ ვაპირებ დამალვას არც გაქცევას- 20 წუთში მანდ ვარ ნიკა ტელეფონს თიშავს და მტოვებს აფორიაქებულს. არეული სახლს დალაგებას შევუდექი, ჯერ ტანსაცმელიც კი არ მქონდა ამოლაგებული, მაქსიმალურად ვეცადე ქველაფრის მილაგებას, რაღაც უნდა გამეკეღებინა თორემ ეს მოლოდინის ოცი წუთი გამაგიჟებდა. არვიცი რის თქმას აპირებდა მაგრამ გული მიგრძნობდა რომ ეს საუბარი და შეხვედრა ჩვენს შორის რაღაცას აუცილებლად შეცვლიდა. ორივეს სურვილების მიუხედავად. ოცი წუთი არც იყო გასული კარებზე კაკუნის ხმა რომ გავიგე. ვიცოდი ნიკა იყო. კარი გავაღე და ნიკას შავ თვალებს წავაწყდი -არ შემოხვალ- სახლში შემოდის კარებს ვხურავ და სასმელს ვთავაზობ -იცი საერთოდ რა გააკეთე? -გაგაგიჟა უჩემობამ? -იცი რომ მანერვიულე? -არ ვიცი -ტელეფონიც გამორთე -სიმშვიდე მჭირდებოდა -ჩემი წაიღე სამაგიეროდ -სამწუხაროა -იცი ამის მერე რისი ღირსი ხარ? -რისი? -ეგრე ნუ მიყურებ ისედაც ძლივს ვახერხებ თავის შეკავებას -როგორ გიყურებ? -ლილია მიწვევ -მე არაფერიც -ლილია მორჩი თორემ ... -თორემ რას იზამ ? -გონებაში ათასობით აზრი მიტრიალებს მაგრამ გულს მხოლოდ ერთი რამ უნდა ნიკა სწრაფად მიახლოვდება და მთელი ძალით მეხუტება. ხელებს მხვევს თითქოს აღარ აპირებს ჩემს გაშვებას. ყველა სცენარი წარმოვიდგინე გონებაში ჩვენი საუბრის მაგრამ ასეთი დასასრული არცერთ სცენარს არ ჰქონდა. -მომენტრე-მიჩურჩულა ყურებთან -მომენატრე-იყო პასუხი. ხანდახან საჭიროა შეწყვიტო ფიქრი იმაზე თუ რა მოხდება მომავალში და აწმყოთი იცხოვრო, რადგან მომავალი შეუცნობელია აწმყო კი დღესაა და დღეს თუ არ იმოქმედებ მომავალი შეიძლება საერთოდ არიყოს. -აღარ გაუჩინარდე -თორემ მონატრებისგან გაგიჟდები? -არა მარტო მონატრებისგან -უჩემობაც გაგაგიჟებს? -შენ უკვე გამაგიჟე -არადა არაფერი გამიკეთებია - შენ არა ნატალიამ გააკეთა ჩემს გასაგიჟებლად ყველაფერი -ნატო დეიდა რა შუაშია -როცა დრო მოვა გაიგებ -ნიკა!! -ჩშშშ!! -მაინც გავიგებ!-ვეუბნები და ხელებს მეც ძლიერად ვხვევ, მისი გულის ცემა მესმის მის სურნელს ვსუნთქავ და გეფიცებით რაღაც ამოუხსნელს ვგრძნობ. ასეთი გრძნობა მეორე არ არსებობს ბერვ ვერაფერს შეადარებ. -ეს სიყვარულია-ცდება ჩემს ბაგეებს სიტყვები და ვხვდები რომ ხმამაღლა წამომცდა რაღაც -სიყვარულია-იყო პასუხი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.