აია-სოფია და ლურჯი მეჩეთი
ეს ისტორია რეალური ცხოვრების სარკე და მოკლე ჩანაწერია. სინამდვილის მხატვრულად აღქმის საუკეთესო საშუალებაა. 2026 წლის 20 ივნისი ხუთი ახალგაზრდა მაგიდასთან იჯდა, და რაღაცას მთელი მონდომებით განიხილავდნენ. - ნინი ამდენი ხანია ამაზე ოცნებობ… რა გაბრკოლებს? - არ ვიცი ანა… რაც არ უნდა იყოს ის ხომ სტამბულია, უცხო ქალაქი, წარმოდგენა არ მაქვს სად როგორ უნდა მოვხდე. - შენი ბიჭი წაიყვანე და უმალვე ყველაფერს აითვისებთ ერთად. - უთხრა მათემ და ლობიანი გემრიელად ჩაკბიჩა. - გაჩერდი მათე… ორი დებილი იმხელა ქალაქში თანაც რომელ ქალაქში? სტამბულში…მეტისმეტია. - ნინი შენ თუ არ გინდა ვერავინ დაგაძალებს ხომ იცი არა? - ვიცი გუკა… მინდა მაგრამ დილემის წინაშე ვდგავარ. ერთი მხრივ მინდა წასვლა და მეორე მხრივ არ მინდა შენი აქ მარტოს დატოვება. - მაგაზე არ იფიქრო ნინი, ჩიტივით მოვუვლი, ტანად ისედაც ჩიტია. - გაეცინა მათეს. - მათე ლობიანი გიცივდება ბევრს ნუ ლაპარაკობ. - შენ მაგაზე არ იდარდო გურამ, 2 წამში აღარ იქნება… - რას აპირებ? - არ ვიცი მოვიფიქრებ, მაქვს ცოტა დრო. - ვფიქრობ რომ უნდა დათანხმდე. - გუკამ ნინის ხელი თავის ხელში მოიქცია და გაუღიმა. - მოკლედ რაა არ შემიძლია ეს წყვილები, საჭმელს მოვიყვან ცოლად. - ზოგი იმიტომ ჭამს რომ იარსებოს მათე კი იმიტომ არსებობს რომ ჭამოს. - მათეა რაა. - მაინც ვერ გავიგე წესიერად რა სამსახურია. - თქვა აქამდე ჩუმად მყოფმა გიგამ. - "ალი და ნინო"-ს სერიალი იქნება და ისეთი ადამიანი სჭირდებათ ვინც ქართული და თურქულიც კარგად იცის. - ალი და ნინოს სტამბულში რომელი ჭკვიანი რეჟისორი იღებს? - სინან ოზთურქი. - ისე მითხარი სახელი და გვარი გეგონება ძაან მივხდე ახლა ვინაა... - რა მნიშვნელობა აქვს ვინაა და რას წარმოადგენს? მთავარია რომ შესანიშნავი მიზეზი მოგვეცა ჭამა-სმისთვის. - მათე ილია ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"-ში მთავარ როლში შენ უნდა ყოფილიყავი და არა თავად ლუარსაბ თათქარიძე. - გაეცინა გუკას. - შენ ვატყობ გაყვები შენს შეყვარებულს პირველივე ბათუმი-სტამბული რეისით და ბოფსფორში იყვინთავებ. - ბოსფორი სრუტეა და არ ბანაობენ იქ. - ვაიმე რა ყ*ეა ეს... როგორ ეტყობა, რომ გეოგრაფიას ირმა ასწავლიდა. - უეცრად სიცილი კარზე ზარის ხმამ გადაფარა. - შენი სიყვარული იქნება ანა გააღე. ანა კარის გასაღებად წავიდა. - გიორგის გაუმარჯოს... - სალამი ბიჭებს - ანა მგონი შენი შეყვარებული გოგოებს ვეღარ გვამჩნევს. - - ანას თვალების დაბრიალების შემდგომ უცებ დაამატა გიორგიმ - და გოგოებს... - სწრაფად სწავლობს. - რომ მოდიოდი ვინმე გოგო ხომ არ შეგხვედრია? - კი შემხვდა და გზის მეორე მხარეს გადავედი. ოთახში წუთიერი გამეფებული სიჩუმის შემდეგ ხარხარი ატყდა. - ღმერთო ასე არავის დავეჩმორო მეტი არ მინდა არაფერი. - არც საჭმელს მათე? - ნუუ, საჭმელი ახლა სხვა თემაა... - მადლობა ღმერთს რომ გეი ვარ და ასე გოგო არ მაკონტროლებს... - რა გჭირთ ხალხო? მე და გიორგის ასეთი შეთანხმება გვაქვს დადებული. - უფრო საშანტაჟოს სტილში ხო? - ამხელა საპატიო საზოგადოება რა მიზეზით შეკრებილხართ ასეთ დროს? - ნინის უნდა გადავაწყვეტინოთ უნდა თუ არა სტამბულში გულავი. - წამო ნინი ერთად ვიგულავოთ. - რაღაც არ მახსოვს რომ გატოკვის უფლება გიბოძეთ ბატონო გიორგი. - კარგი ჰოო, ვიხუმრე ანუკი... ჰოდა რას ამბობდით რა სტამბული რა გულავიო? - 1 კვირის წინ სივი შევავსე ერთ-ერთ სერიალის გუნდს თარჯიმანი სჭირდებოდა სტამბულში ჰოდა დღეს დამირეკეს და გასაუბრებაზე დამიბარეს... - მერე რას უცდი? არ გამაზო ნინი, შენს პრინცზე არ იფიქრო არაფერს დავაკლებთ აქ ბიჭები... - რა მჭირს მე თქვენი მისახედი? - გაყოყოჩდა გუკა. - კაი ახლა არ გვინდა ეს ქედმაღლობები გუკა... - ჩემს ბიჭს ნუ მიჩაგრავთ! - გაეცინა ნინის და გუკას აკოცა. - ეს რომანტიკები არ შემიძლია რა... მაქსიმუმ ლობიანს ვაკოცო. - მათე შენ ჭამაზე ნუ საუბრობ! - მეც მასე უნდა მეთქვა 3 წლის წინ, როცა გუკა დაქრაშე! - მათე, გუკა საჭმელი მაინც არ იყო... - საჭმელი თუ არ მირჩევნოდეს. ნინი დიდხანს ფიქრობდა სტამბულის გეგმებზე მაგრამ საბოლოო ჯამში გამგზავრების სურვილი უფრო დიდი იყო ვიდრე სტამბულის შიში... - გავემგზავრები... - ამდენი ხნის ყოყმანის შემდეგ ძლივს გადაწყვიტა ნინიმ. - ვაშაა! კაი მაყუთი ჩამოვიდეს იცოდე. - ჯერ არ ავუყვანივარ არავის, წინასწარი ოვაციები არ გვინდა მათეუს... - კარგით ქალბატონო ნინი როგორც იტყვით! მოსაღამოვდა და ყველა სახლებში წავიდა. ნინიმ დასაძინებლად დაწვა მაგრამ ვერაფრით დაიძინა, არ იცოდა რა ელოდა უცხო ქალაქში. ბოლოს და ბოლოს ეს ხომ სტამბული იყო ყველაზე ამაღელვებელი ქალაქი... დილით ირიჟრაჟა თუ არა ადგა და სტამბულის პირველივე რეისის ბილეთი იყიდა, ფრენა 7 საათზე იყო, მანამდე ბარგის ჩალაგებას და დამშვიდობებასაც მოასწრებდა. საბუთები მოაწესრიგა და ანას დაურეკა ყავა დავლიოთო. 10 წუთი არ იყო გასული კიბეებზე ხმაური მოესმა. გაეღიმა, ყოველთვის ხვდება ხოლმე რა დროს უახლოვდება ანა. კარი გააღო, ფეხაკრეფით შემოვიდა. - ორი ცუდი ამბავი მაქვს რომლით დავიწყო? - რა მნიშნველობა აქვს თუ ორივე ცუდია? - აქვსსსს...... - კარგი მაშინ ყველაზე ცუდით დაიწყე - გიორგი მღალატობს! - საიდან მოიტანე გოგო? გუშინ აქ არ ვიყავით ყველანი? როგორ გიყურებდა... შანსი არ არის... - გაცივდა ჩემს მიმართ ადრე 1 წუთში მიბრუნებდა მესიჯზე პასუხს და ახლა 3 წუთამდე გაზარდა!!! - გული გამიხეთქე გოგო ნორმალური ხარ? - ხომ იცი რომ უყურადღებობას ვერ ვიტან! - ამოასუნთქე ბიჭი ქალოო იქნებ საქმეები აქვს - ამოვასუნთქებ კი არა მთელი ცხოვრება ჟანგბადის ბალონის ტარება მოუწევს! კაი გიორგის გავარტყი მივხედავ მერე, შენ რა ქენი ფრენაზე? - დღეს შვიდისთვის მივფრინავ და მანამდე დაგიძახებთ ჩემთან. - კარგი მაგრამ გიორგის არ დაუძახო. - ანა ეგზისტენციალური კრიზისი გაქვს და მაგიტომაც ეძებ გიორგისთან საჩხუბარ მიზეზებს! - რის ტენციალური? - იდიოტო! ბიჭებს ხომ არ დავურეკოთ უკვე? - კიი, გიგასაც დაურეკე. აუ გოგო გიგასთან ერთად გორის ფეშენ ვიკზე ხო არ წავიდე? - ანა ჯერეს ერთი გორის ფეშენ ვიკზე რა უნდა ქნათ? მასხულიას უნდა უყუროთ? და მეოერეც გიგასთან ერთად მითუმეტეს მანდ რა უნდა აკეთო?? - ვაიმე, კაი ჰო გოგო რას მიძაბავ უბრალოდ მაგის სტილზე ვაფრენ და ძაან გოიმი რომ არ გამოვჩნდე ვითომ ჩემი ლაქშერი ნაშაა. - გაკლია რაა. - ნინიმ ტელეფონი აიღო და ყველასთან გადარაკა. - მოდიან… რამე გავაკეთოთ? - კიი… ხომ იცი მე და სამზარეულო როგორ ვმეგობრობთ. ნინი და ანა ერთობლივი ძალებით შეუდგნენ კერძების მზადებას როცა გუკა მოვიდა. - ბიჭები სად არიან? - ჰკითხა ნინიმ და აკოცა. - გზაში არიან. გიგას მანქანით მოდიან. - არა რა სიძე, რაც მართალია მართალია, ოცდამეერთე წელში ხარ და ისევ ისეთი მარტოსული ხარ როგორც სკოლის პერიოდში... - რატომ ვითომ? - რაღა რატომ? მარტო მოხვედი... - ლოდინი შემეზარა. - მარტოსული არ არის უბრალოდ ეგრე ეკომფორტულება ამას. - ხოო, ხო დაიცავი შენი ბიჭი... კბილებით თან. - მოდი აქ უნდა დაგასაქმო შენ, აიღე ეს კარტოფილი და გათალე! - ანა რას ერჩიი? იყოს მე გავაკეთებ გუკა. - არა! თვითონ ქნას! - იყოს, გავაკეთებ ნინი. გუკამ ხელში მოიქცია კარტოფილი და 10 წუთი ერთი ცალის გათლას მოანდომა. - გაუშვი შენ გაჭირვებულო, ვერაფერში ვერ გამოგიყენებს კაცი! - კარებზე ბრახუნი გაისმა. - კარი უნდა ჩამოიღონ ამ ოჯახაშენებულებმა მგონი! რა ამბავია მოვდივარ ჰო! ოთახში გუშინდელი შემადგენლობა მათე, გიგა და გიორგი შემოვიდნენ. - ნინი ფრენა რომელზე გაქვს? - 7-ზე - ჩვენ გაგაცილებთ. სადილის შემდეგ ნინიმ ბარგის ჩალაგება დაიწყო, ჯერ კონკრეტულად არ იცოდა რამდენ ხანს გაჩერდებოდა სტამბულში ამიტომ მხოლოდ რამოდენიმე ტანისსამოსი ჩადო. ოთახში გუკა შემოვიდა და ზურგიდან აეკრო. - მალე ჩამოვალ... - თითქოს მისი აზრები წაიკითხა ნინიმ. - მოუთმენლად დაგელოდები. ექვსის ნახევრისთვის უკვე აეროპორტთან იდგნენ ყველანი, ნინიმ ყველას გადაეხვია და მიხვდა რომ ამ ხალხის გარეშე უბრალოდ ვერაფერს ვერ მიაღწევდა ამ ცხოვრებაში, იმ წამს გაიაზრა რომ ყველაზე ძვირფასები იყვნენ მისთვის... ფრენა არც თუ ისე დამღლელი აღმოჩნდა, საღამოს საათებში უკვე სტამბულში იყო, თვითმფრინავი დანიშნულების ადგილას დაჯდა და მგზავრებმა ღვედები მოიხსნეს. თვითმფრინავიდან ჩამოვიდა, პირველად დადგა ფეხი სტამბულის მიწაზე და პირველად ჩაისუნთქა მისი ჰაერი რომელიც მარილიანი ზღვის სურნელით იყო გაჟღენთილი. თურქული კარგად იცოდა, მარტივი იყო ტაქსის პოვნა და სასტუმროს მისამართზე მისვლა. პირველივე ტაქსი რომელიც თვალში მოხვდა გააჩერა და სასტუმროს მისამართი უკარნახა. ფანჯრიდან იყურებოდა, თითქოს ფილმის მთავარი პერსონაჟი იყო... ტაქსმა მანქანა სასტუმროს პირდაპირ გააჩერა და უთხრა ეს არისო, ნინიმ მადლობა გადაუხადა და 30 ლირა მიაწოდა. სასტუმროში სანდომიანი ღიმილის ქალი შენიშნა და მისკენ გაემართა. - Merhaba numara ayırttım (გამარჯობა ნომერი დაჯავშნილი მაქვს) - ქალმა უთხრა აქეთ წამოდიო, კარამდე მიაცილა და კუთვნილი ნომრის გასაღები უბოძა. ნომერში შესვლისთანავე საწოლზე მიესვენა. მგზავრობამ თავისი წილი დაღლილობა მოუტანა. მათე სახლში იყო და 6 საათს ელოდებოდა. ერთად უნდა გასულიყვნენ გარეთ საჭმელად. აივნის კარი ღია იყო და უჩვეულო ხმაური ისმოდა, ჯერ ყურადღება არ მიუქცევია მაგრამ მერე როცა ხმა უკვე მეტისმეტად ხმამაღლა ისმოდა, აივანზე გავიდა. ხმა გვერდით მცხოვრები მეზობლებისგან მოდიოდა, მათეს გაახსენდა რომ ისინი ახლახანს გადმოსულები იყვნენ. სიგარეტს მოუკიდა და ბგერების გარჩევას შეეცადა. გინების და ტირილის ხმა მოდიოდა. მეტს ვეღარ მოითმენდა, მეზობელთან შესასვლელად წავიდა მაგრამ დედამისმა გააჩერა. - გაჩერდი მათე, ოჯახური საქმე იქნება დედი, არ ჩაერიო. - დედა, ვერ ხედავ რამხელა ხმა ისმის? მაინცდამაინც ლეტალური სახე უნდა მიიღოს რომ ვინმე ჩაერიოს? - კი მაგრამ... მათემ დედის სიტყვებს ყური არ ათხოვა და მეზობლის კარისკენ დაიძრა. დაკაკუნების შემდეგ კარგი 30 წლამდე მამაკაცმა გააღო. - რა გნებავთ? - თქვა ბრძანებითი ბარიტონით და მათე თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა. - ხმა ისმოდა და დავინტერესდი რამე პრობლემა ხომ არ იყო? - მკაცრი ტონი იგრძნობოდა მათეს ხმაში. - შენი რა საქმეა პატარა ბიჭი? - მისმინეთ, მეც ამ კორპუსის მცხოვრები ვარ სხვა დანარჩენ ხალხთან ერთად, ხმაური გავიგე და შესაბამისად ჩემი წილი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა მოვიხადე. - არაფერი არ ხდება დაახვიე ახლა აქედან შენი ლირიკული წინადადებებით... - სიტყვები დააწმინდავე ჩემო ძმაო... - თორე რა იქნება ჩემო ძმაო? - კაცის უკან მათემ ქალის სილუეტი დალანდა, აშკარად ნაცემი იყო, კაცი გვერდით გაწია და სახლში შევიდა. - შენ შიგ ხომ არ გაქ? - მათე ქალთან მივიდა და ხელი ფრთხილად მოკიდა, ქალი დაფრთხა ეგონა რომ მათეც აწევდა მასზე ხელს და მშიშარი თვალებით შეხედა. - ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ. - რა უფლებით შემოე***იე ჩემს სახლში? - ის ის იყო კაცს მათესთვის უნდა დაერტყა რომ მათემ ოსტატურად აიცილა და თვითონ შეაგება მუშტი. კაცი წამორძიკდა. - პოლიციაში ვრეკავ! ........................... მეორე დღეს ნინი გასაუბრებაზე უნდა წასულიყო, მოემზადა და ტაქსით მივიდა დანიშნულების ადგილას. რეჟისორს და სცენარისტებს უნდა გასაუბრებოდა, როგორც აღმოჩნდა გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა ორივე. ყველას ჰკითხა სად შეიძლება ეპოვა სინან ოზთურქი ან გულ შაჰინი. ყველა ფუსფუსებდა, ნინისთვის არავის ეცალა რა დროსაც ზურგს უკან თავისი სახელი მოესმა თურქულად. ის იყო... მის ხმას ათას კაცშიც კი გაარჩევდა... ამდენი ხნის შემდეგ... ის იქ იყო... სტამბულში... ადამიანები ერთმანეთს შემთხვევით არ ხვდებიან... და საერთოდ არაფერი ხდება ამ სამყაროში შემთხვევით. ასე რომ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი... გამუდმებული ძიება, პასუხგაუცემელი კითხვები, თავის დამკვიდრების მცდელობა, გამუდმებული კამათი მეგობრებს შორის, ცალმხრივი სიყვარული ზოგჯერ ჭიაც სპილოთ ეჩვენებოდა, ზოგჯერ კი ცდილობდა, რომ ხალხს სპილო ჭიად მოჩვენებოდა. ხან მსოფლიოს მტერი იყო, ხან თავად მსოფლიო ემტერებოდა. ხან მართალი იყო ხანაც უფრო მართალი. დაუოკებელი გრძნობები საპირისპირო სქესის მიმართ, გაუცნობიერებელი და სწრაფი გადაწყვეტილებები, შემდეგ მოულოდნელი ტყუილი. ამ მეამბოხე ასაკში გაიცნო ნინიმ დურუქანი, სულ რაღაც 16-17 წლის თუ იქნებოდა, თავად დურუქანი კი 23 წლის. მაშინ დურუქანი ნაკლებად ცნობილი მსახიობი იყო, ნინი კი მოზარდი რომელიც მომავალზე არ ფიქრობდა და აწმყოთი ცხოვრობდა. დურუქანი სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო და დამეგობრდნენ, მერე კი დურუქანმა ბათუმში ჩამოსვლა გადაწყვიტა. 2023 წლის 14 მარტი ნინი ჩაფიქრებული იჯდა სავარძელში და კალამს უაზროდ ათამაშებდა, გიგამ თვალწინ თითი დაატკაცუნა. - არ გესმის? - ჰო, რა იყო? - ალბათ ისევ გუკაზე ფიქრობს. - თვალი ჩაუკრა ანამ გიგას. - არა ეგ არაფერ შუაშია. დურუქანი ჩამოდის. - დურუქანი ვინ არი გოგო? - ის თურქია გუკას რომ გავს მგონი - თქვა გიგამ. - რა უნდა აქ? - ბათუმის მონახულება მინდაო. - გიგამ და ანამ ერთმანეთს გადახედეს და სიცილი მორთეს. - რა გაცინებთ? - აქ რა უნდა მოინახულოს ჭაობი? თუ პლოშადზე მყოფი ციგნები? - მე მაინც ვფიქრობ რომ სულ სხვა მიზეზი აქვს ჩამოსვლისთვის. - ეჭვის თვალით შეხედა ნინის გიგამ. - ნინი, ძაან მაგარი სტრატეგია მოვიფიქრე. ეგ ბიჭი ხო გუკას გავს ფიზიკურად, ხოდა ეგ რომ შეიყვარო იმის მაგივრად? შეიძლება პლატონური აღარც იყოს რა იცი რა ხდება... - ანა შენ აღარ იხუმრო. - მოდი ცოტახანს ნინის პირად ქრაშებს რომლებიც ყველა ერთმანეთს გავს, ცოტახანში მივუბრუნდეთ და მანამდე მე მომაქციეთ ცოტა ყურადღება. - რა ხდება? - ყოველდღე ერთ სიმპატიურ ბიჭს ვხედავ უბანში და ვერ გავარკვიე ვინაა, მაგრამ აშკარად უცხოელია. - ოუუ, თეთრ რაშზე ამხედრებულმა პრინცმა გეწვია? - იმედია ფულიანია. - გიგა, ფულით ბედნიერებას ვერასდროს იპოვი - შენ თავი ფიფქია და შვიდ ჯუჯაში ხომ არ გგონია? ფულის გარეშე ბედნიერება არსებობს? სიყვარული კიდე მესმის. ძაან დაგაშტერა იმ ბიჭის სიყვარულმა, არა მართლა სერიოზულად მაინტერესებს, რა მოგეწონა მაგ ბიჭში? - ისევ დაიწყო... - კარგი მეგობრებო მოდით რამე პროდუქტიულზე ვისაუბროთ მაგალითად იმაზე თუ დურუქანთან ერთად რის მონახულებას შეძლებ. - საუბარში ჩაერთო ანა. - ეგ თუ ფულიანია დაიტოვე, რა მნიშვნელობა აქვს ეგ გეყოლება თუ ის სოფლელი? - არ მჯერა რომ ამ ყველაფერს ვისმენ... …………………….. არ უნდოდა უკან გაეხედა რადგან იცოდა, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა. უბრალოდ გაშეშდა... შეხება იგრძნო ამ დროს კი მოუწია შემოტრიალებულიყო. მის წინ თავად დურუქან ჩელიქაია იდგა... მისი წარსული, ჩავლილი ოცნებები, ჩავლილი განცდები, გრძნობები... - ნინი ვერ მიცანი? - ნინის გაეღიმა, იცნო, რათქმაუნდა იცნო. როგორ შეეძლო ის ვერ ეცნო... 3 წლის უნახავი, მოშვებული წვერით და უფრო სიმპატიური... - დურუქან? პოლიცია მოვიდა და დამნაშავე დააკავა. მათე გოგოს მიუახლოვდა და წყალი მიაწოდა. - რამდენი ხანია რაც ეს გრძელდება? - 3 წელია - რამდენი წლის ხარ? - 20-ის - რამ დაგაკავა ამდენი ხნის მანძილზე? - სათქმელად ადვილია, ეს ხომ საქართველოა... აქ ყველა გზა მოჭრილი გაქვს თუ ქმარს გაშორდები და ახალი ცხოვრების დაწყებას მოისურვებ. ხალხი სულ შენზე იჭორავებს, ყოფილი ქმარი არ მოგასვენებს. მშობლები ოჯახში არ დაგაბრუნებენ, სახლის ქირაობაზე და სამსახურის დაწყებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია... - რაღაც გამოსავალი ხომ მაინც უნდა არსებობდეს... - არავინ არ მიწყობს ხელს. მამაჩემმა მითხრა რომ თუ ქმრის სახლიდან წამოვიდოდი ჩემზე უარს იტყოდა სამუდამოდ. - და ახლა რა იქნება? - საჩივარს უკან გამოვიტან თორემ მერე უფრო გაცოფდება. თქვენც გადაგეკიდებათ... - და ასე უნდა ჩაყლაპო ყოველთვის ძალადობა? - სხვა გამოსვალი არ მაქვს. დიდი მადლობა დახმარებისთვის, მადლობა რომ ერთი დღით მაინც შემიმსუბუქეთ ეს ტკივილი. - მათეს თვალები დაუბნელდა, გული მიწეურა, მიხვდა რომ ამ გოგოს წინაშე თითეული ადამიანი დამნაშავე იყო. ოჯახი, მეგობრები, მეზობლები, საზოგადოება და პირველ რიგში კი მოძალადე ქმარი. - რა გქვია? - ელენე - მე მათე. მისმინე ელენე, საჩივარი არ გამოიტანო, დარწმუნებული ვარ ერთად მოვიფიქრებთ რამეს. - არ მინდა შარში გაგხვიოთ. ჩემი ქმარი გიჟია, ყველას და ყველაფერს გადაუვლის, შეიძლება სასიკვდილოდ გცემოთ კიდეც... - შენი ერთუჯრედიანი ქმარი ვერაფერს დამაკლებს დამერწმუნე. რამე ხომ არ გჭირდება? მოგიტან. - არა გმადლობთ. - მაშინ წავალ და საღამოს გნახავ. - მათემ მეზობლის სახლი დატოვა და სახლში შევიდა. - ტუჩზე რა გჭირს? ხომ გითხარი არ ჩაერიო მეთქი? ვაი უბედური ჩემი თავი... ამისთვის გზრდიდი შვილო რომ გცემონ? რატომ ჩაერიე? - მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი დედა? მაშინ რას იზამდი? - მათეს დედა უცებ გაჩუმდა. - ჰო რას იზამდი? ეს რომ მე ვყოფილიყავი ყველას და ყველაფერს გაანადგურებდი, იმიტომ რომ შენს შვილს შეეხნენ, შენს ძვირფასს შვილს რომელიც ასე გიყვარს. დაამუნჯებდი, დალეწავდი, ყველას გადაუვლიდი მაგრამ ნუ დარდობ დედა, შენ მშვიდად ხარ სახლში რადგან ის ადამიანი შენი შვილი არ არის. შეგიძლია გულდამშვიდებული იყო, ის ხომ შენი შვილი არ არის არა? რაც მთავარია - ის ხომ მათე არ არის. - მათემ დედას გვერდი აუარა და ოთახში შევიდა, რა დროსაც გუკამ ტელეფონზე დაურეკა. - მოკვდი თუ მოკვდი? სხვა ვერსიას არ განვიხილავ, საჭმელზე უარსს არცერთ შემთხვევაში არ იტყოდი! - მერე მოგიყვები ახლა უნდა დავიძინო, აღარ მშია. - საერთოდ არ შეცვლილხარ ნინი. - შენ კი ძალიან შეცვლილხარ დურუქან. - ასაკმა თავისი ქნა რას იზამ... - რა ასაკი, 26 წლის ხარ. - აქ რას აკეთებ? ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ სტამბულში გიხილავდი... - იგივე კითხვა მაქვს შენთანაც... - მე მთავარ როლში ვარ. - რაა? ალის როლში ხარ? - კი. - ნინის მწარედ გაეღიმა. წარსული გაახსენდა. - ჩემს შეკითხავაზე არ გიპასუხია, რამ ჩამოგიყვანა სტამბულში? - სინან ოზთურქმა დამიბარა გასაუბრებაზე, შესაძლოა თარჯიმნად ამიყვანონ ქართული სცენებისთვის... - წამოდი, გეტყვი სადაცაა სინან ჰოჯა... დურუქანმა ნინის გვერდით ამოუდგა, მასთან ახლოს ყოფნა საშინლად აფორიაქებდა, წარსულს ახსენებდა... დურუქანმა ნინი კულისებში გაიყვანა სადაც ხანშიშესული კაცი მსახიობებს რაღაცას გამეტებით უხსნიდა... - სინან ჰოჯა, ეს ის თარჯიმანია რომელიც თქვენ დაიბარეთ გასაუბრებაზე. - აქეთ წამობრძანდით ქალბატონო. გასაუბრებამ წარმატებით ჩაიარა და ნინი აიყვანეს, ზეგიდან იწყებდნენ ქართული სცენების გადაღებას. დურუქანმა მიულოცა. - აღსაღნიში ამბავია, არ გინდა სტამბული უფრო ახლოსს მოინახულო? - არა დურუქან მადლობა, შენი მონახულებაც კმარა. - დურუქანს გაეცინა. - საერთოდ არ შეგცვლია ხასიათი. ანუ არ გინდა სტამბულის დათვალიერება? - მარტოც გავუმკლავდები... - დარწმუნებული ხარ რომ გინდა ვინმე აგეკიდოს? - ასეთი საშიშია სტამბული? - იმაზე მეტადაც კი ვიდრე შენ წარმოგიდგენია, მაგრამ სტამბულს შეუძლია რომ თავი შეგაყვაროს და სამუდამოდ დარჩეს შენს გონებაში. - დარწმუნებული არ ვარ რომ 2 კვირა საკმარისი იქნება მისთვის. - იქნება... შენთან გიდობის ვალი მმართებს, მაშინ რომ ჩამოვედი შენ იყავი ჩემი გიდი, ახლა მე უნდა ვიკისრო იგივე საქმე. ................................... ბიოლოგიას მეცადინეობდა როცა ტელეფონზე შეტყობინება მიიღო დურუქანისგან. - ჩამოვედი. სად გნახო? - ჯერ დაისვენე და მერე მნახე ბიჭო... - არ მინდა დასვენება, მხნედ ვარ. - 1 საათში გნახავ პარკში, ტაქსს უთხარი და მიგიყვანს. - დღეს ჩემი გიდი იქნები. - ნინის შეტყობინებაზე გაეღიმა, ტელეფონი გვერდით გადადო და მომზადებას შეუდგა. 1 საათში უკვე ადგილაზე იყო. დურუქანი დაინახა სკამზე მჯდომი და მისკენ სწრაფი ნაბიჯებით გაემართა, დურუქანმაც დაინახა და ფეხზე წამოდგა. 1 წუთი დუმილით უმზერდნენ ერთმანეთს მერე კი სიცილი დაიწყეს და გადაეხვივნენ. - საუცხოოა ეს ქალაქი. - დარწმუნებული ვარ სტამბული უფრო იდუმალია. - რაღაცით ჰგავს სტამბულს... - წამოდი, ვნახოთ რამდენად ჰგავს... ანბანის კოშკთან მივიდნენ. დურუქანმა ალის და ნინოს ძეგლს დააკვირდა. ნინიმ თითქოს მისი აზრები წაიკითხაო... - ეს ალის და ნინოს ძეგლია. - ბოლოს ერთად არ არიან? - ჰკითხა დურუქანმა. - არა. - მაშინ ძეგლი რატომ დადგეს? - კლასიკური მიზეზით, ეს სიყვარულის ისტორიაა უბედური დასასრულით. ალი აზიიდან იყო, ნინო ევროპიდან. მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი ორი განსხვავებული კულტურაა. ალი ძალიან ფეთქებადი იყო, ჩხუბში უკან არასდროს იხევდა. - მერე რა მოხდა? - მათი ოჯახები დიდი ხნის განმავლობაში ემტერებოდნენ ერთმანეთს მაგრამ ალიმ და ნინომ არ დაიხიეს უკან და ბოლოს დაქორწინდნენ. - ესეიგი მაინც ერთად ყოფილან. - ომი დაიწყო. ალი რომელიც ჩხუბში უკან არ იხევდა, სამშობლოს მონობისგან დასაცავად ჩაერთო ომში. ნინო კი მას ელოდებოდა - ალი მოკვდა? - ჰო, ხომ გითხარი, ბედნიერი დასასრული რომ ყოფილიყო ძეგლს არ დადგამდნენ. - ამ ძეგლმა ლურჯი მეჩეთი და აია სოფია გამახსენა, ხომ გითხარი რაღაცით სტამბულს გავს ეს ქალაქი მეთქი... - მომიყევი. - თუ ოდესმე სტამბულში მოხვდები აუცილებლად მოგიყვები, ახლა რომ მოგიყვე ვერ იგრძნობ იმ ელფერს და იმ ემოციებს რაც საჭიროა. - შენ რას ფიქრობ სხვადასხვა რელიგიურ წარმომადგენლებს შორის სიყვარულზე? - ფანატიკოსი არცერთ საკითხში არ ვყოფილვარ, სულ ვამბობ რომ ღმერთი მწამს, რადგან ხშირად მიგრძვნია მისი არსებობა ჩემს გარშემო. დანარჩენი ჩემთვის უკვე მასზე გათვლილი დოგმებია. რელიგიური კუთხით დიდი ინტერესი მქონდა. მაინტერესებდა ბუდიზმი, შიიზმი, ქრისტიანობა, ისლამი. ყველაფერში იპოვი ისეთ რამეს რასაც რეალობას დაუკავშირებ. მაგრამ მე გადავწყვიტე რომ სამყარო შემოქმედმა გვარგუნა და მაგის იქით ბევრ რამეს ახშობენ, იგონებენ და გვაჯერებენ. ერთადერთი მეჩეთია სადაც მართლა საათობით შემიძლია დავჯდე და არაფერზე და ყველაფერზე ერთად ვიფიქრო. შეიძლება გაგეცინოს მაგრამ ეგ მეჩეთი სიზმარში ვნახე ალბათ 16 წლის ვიყავი, მე და ქაანმა ხეტიალ-ხეტიალით მივაგენით. ყველაფერი შემოვიარეთ და ბოლოს ერთ-ერთ მეჩეთს რომ შევხედე ეს არის თქო. ქაანმა მეჩხუბა დაიღალე და იგონებო. არა მეთქი, ეს არის, თქო. ეგ იყო პირველად როცა ჩემი ნებით შევადგი მეჩეთში ფეხი და ამოვისუნთქე. მაგის მერე თუ რამე ძალიან ცუდად მქონდა მანდ გავრბოდი. რაც შეეხება ქორწინებას, რთული საკითხია. მართმადიდებლობაც კრძალავს მაგას და მუსლიმანური ხომ საერთოდ. ოჯახი, ტრადიციები და ასე შემდეგ. - მე საერთოდ არ მერთულება ეგ საკითხი დურუქან. მონათლული ვარ, ქრისტიანი და მართმადიდებელი ვარ მაგრამ მეჩეთშიც შევსულვარ, მილოცია, გამსწორებია იქ ყოფნა და ბაირამი დამიცვია. ჩემთვის ეგ პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ მე არასდროს მოვთხოვ ვინმეს მითუმეტეს ჩემს საყვარელ ადამიანს რომ გინდა თუ არა შენც ეგრე მოიქეცი თქო. ვერ ვაიძულებ მისი რელიგიის უარყოფას. ............................. დურუქანმა გადაღებები დაასრულა და მერე ერთად დატოვეს შენობა. - ვინ იფიქრებდა დურუქან ბეი, რომ ალის როლზე დაგამტკიცებდნენ. - შენი მოყოლილი ისტორიის გამო დავთანხმდი, სხვა შემთხვევაში ისე არ მომხიბლავდა ეს ისტორია როგორც შენმა გადმოცემამ მომხიბლა... - სტამბულის გაცნობას არ აპირებ? - თემა შეცვალა ნინიმ. - სტამბულს მრავალი სახე აქვს - დაიწყო დურუქანმა. - სადღესასწაულო მოედნები ერთი შეხედვით შეუმჩნეველი მყუდრო ეზოების მეზობლად მდებარეობს, მიხვეულ მოხვეული ვიწრო ქუჩები, უძველესი მეჩეთები - თანამედროვე სახლების მახლობლად. დილით, ქალაქი ხანმოკლე ძილის შემდეგ პირველად იღრინება და სიცოცხლის ტალღა ბოსფორიდან ყველა მიმართულებით მიდის, თითქოს უხილავი აფეთქების ეპიცენტრიაო. მეთევზეები, გადამტანები, დამლაგებლები - ეს სტამბულის პირველი ხალხია. - ძალიან კარგად იცნობ სტამბულს. - აქ დავიბადე და ვცხოვრობ, ცხადია ვიცნობ. - გაეცინა დურუქანს. - ქალაქში ხმების მთელი სერიაა: მანქანები, ხალხი, ხიდები, მეჩეთები. - საოცარი ქალაქია სადაც დრო და კულტურა შერეულია.- აღტაცება ვერ დამალა ნინიმ. - მომშივდა, არ გინდა რამე ვჭამოთ? - რა ვჭამოთ? - სტამბულში საჭმელი ცალკე ზღაპარია, დილით სტამბულის ქუჩები სავსეა ბლითებისა და ღვეზელების გამყიდველების ურიკებით. სანაპიროზე თევზის სენდვიჩს კი არაფერი კობია. საღამოს ქალაქის ძველი უბნები ივსება კოკორეჩის კვამლით და სურნელით. ეს ქუჩის კერძია ადგილობრივებისთვის და ძალიან ცხარეა, მაგრამ მადისაღმძვრელია. - სტამბულში დარჩენის სურვილს მიღვივებ... - ხომ გითხარი, სტამბული თავს შეგაყვარებს და არ დაგავიწყებს თქო. წამოდი სანაპიროზე ჩავიდეთ და თევზი ვჭამოთ, მერე კი რაღაცას გაჩვენებ. - მაშინ მალე ვქნათ თორემ ცოტა დრო მაქვს, უნდა გავემგზავრო, არ ვიცოდი თუ დამთანხმდებოდნენ ამიტომ ბევრი ტანსაცმელი არ წამომიღია. - მოვასწრებთ. მათე და ელენე ერთად ფიქრობდნენ თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. - ჩემს მეგობარს პატარა ფართი აქვს, განქორწინდი და იქ იცხოვრე. ფული პრობლემა არ იქნება. - არ მინდა რომ შეგაწუხო და შარში გაგხვიო... - არც ერთი იქნება და არც მეორე, თავს ცუდად მაშინ ვიგრძნობ როცა ვერ დაგეხმარები და იმ მონსტრის ხელში დაგტოვებ. განქორწინებაზე საბუთები შეიტანე დანარჩენზე არ იფიქრო. - რატომ მეხმარები? - ჩემს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა. - არა, ყველა არ მოიქცეოდა. - ჩემთვის ეს იყო მართობული. შეგიძლია მენდო, ყველაფერში დაგეხმარები რაშიც შემეძლება. ახლა კი ჩაიცვი იმ სახლს გაჩვენებ თუ მოგეწონება. ელენე და მათე სახლიდან გამოვიდნენ, მათეს მაღალი ჯიპი ჰყავდა და ერთი ხელით მათემ მიეხმარა ასვლაში, ამ დროს კი ვიღაცამ ფოტო გადაუღო. სანაპიროზე ისხდნენ და თევს მიირთმევდნენ, ნინი ჩქარა ჭამდა, დურუქანს გაეცინა. - რა გაცინებს? უბრალოდ მომშივდა... - შეგერგოს. - დურუქანი უყურებდა და ხელში სასმელს ათამაშებდა. - შენ რატომ არ ჭამ? - მადა არ მაქვს. ბიძია ოსმან ერთი აირანი მოგვიტანე. - გასძახა შუახნის მამაკაცს დურუქანმა. - აირანი დალიე, გემრიელიე. - ტელეფონმა დარეკა. გუკა იყო. ნინი პასუხს ყოყმანობდა, არ უნდოდა საუბარი მითუმეტეს დურუქანის თანდასწრებით. - არ უპასუხებ? - აა ჰო... - გისმენ გუკა. - როგორ ხარ? - კარგად. შენ როგორ ხარ? - მეც კარგად. რა ქენი გასაუბრებაზე? - ამიყვანეს. - გილოცავ... წარმატებები და მიყვარხარ. - კარგი გუკა ახლა მეჩქარება უნდა გავთიშო. - რამდენი ხანია? - რა? - რამდენი ხანია რაც ერთად ხართ? - 3 წელი გავა ცოტახანში... - ყველაფერი პირიქით რომ ყოფილიყო რა იქნებოდა? ჩვენი ამბავი როგორი იქნებოდა? - ბევრი შეცდომა დავუშვით, მაშინ სხვანაირი წარმოდგენა გვქონდა რელიგიაზეც და ურთიერთობებზეც. - გულის სიღრმეში მეგონა რომ დათმობდი ყველაფერს, იმ ბიჭსაც, შენს წარმოდგენებსაც რელიგიაზე. მაგრამ მაშინ რომ გეთქვა გუკას დავივიწყებ შეგიყვარებ და ისლამსაც მივიღებო არ მოგცემდი მაგის უფლებას, იმდენად ეგოისტი ვერ ვიქნებოდი, რომ ეგ დამეშვა, ვერ დავუშვებდი რომ ჩემს გამო დაგევიწყებინა და გეწამა ის რისიც არ გწამს. - ნინის ცრემლები მოაწვა, დურუქანმა მიხვდა რომ სასაუბრო თემა უნდა შეეცვალა და უთხრა: - წავიდეთ რაღაცას გაჩვენებ... ........................................... 1 კვირა იყო გასული დურუქანის ბათუმში ყოფნიდან. გამგზავრებას აპირებდა. გამგზავრების წინ ნინის უნდა შეხვედროდა დასამშვიდობებლად. ერას მოედანზე შეხვდნენ. ბევრი ილაპარაკეს, მერე კი, დურუქანმა უთხრა: - მივემგზავრები ნინი. მივემგზავრები მაგრამ ერთი რამ მაკავებს. - რა? - შენ. - ნინის ხელი მის ხელში მოიქცია. - წამოდი ჩემთან ერთად, გავიქცეთ, ახალი ცხოვრება დავიწყოთ. დაივიწყე ის ბიჭი… - ნინიმ ბოლომდე ვერ გაანალიზა ნათქვამი. - ხვდები მაინც რას მთხოვ? დურუქან, მე 17 წლის ვარ, უნდა ვისწავლო, კარიერა ავიწყო და მერე დავქორწინდე ჩემივე რელიგიის მიმდევარ ადამიანზე. გახსოვს მაშინ რა გითხარი? გითხარი რომ საყვარელმა ადამიანმა არ უნდა მთხოვოს მის რელიგიაზე გადასვლა, შენ კი ახლა ამას მთხოვ არაპირდაპირ. - მე არაფერს გთხოვ, წინადადებას გთავაზობ… არაფერს გაიძულებ და გთხოვ, არც იმას რომ ისლამი მიიღო. - კარგი დავუშვათ მასე მოხდა, თუ დავოჯახდით? ბავშვის მონათვლის და აღზრდის საკითხი მაინც მუსლუმანური იქნება. ვერ ვხდები ეს დიალოგი საერთოდ რატომ წამოჭერი, როცა ძალიან კარგად იცოდი რომ გუკა მიყვარდა. - ადრე სერიოზულად მეგონა რომ მთელი ჩემი ცხოვრება ერთ ქალს ეკუთვნოდა. ჩემი თავი, ჩემი ნაბიჯები, ჩემი მოქმედებები. ეგეთი სიყვარული ვიცი ჩემდა სამწუხაროდ. თუ მიყვარს, შუალედს ვერ ვიცავ და იმ ადამიანისთვის ვარ თავიდან ბოლომდე, არც ისე დიდი დრო დამჭირდა იმის გააზრებაში რომ ცხოვრებაში იმდენი საინტერესო რაღაც არსებობს, წარმოდგენა არ გვაქვს. ახლა რასაც შენთან მიმართებაში ვგრძნობ ახსნას ვერ ვუძებნი. - იმიტომ რომ უბრალო ვნებაა. შენ სტანდარტული ცხოვრება გინდა, ოჯახობით. უბრალოდ იმ განსხვავებით რომ მუსლიმანი ცოლი აღარ გინდა და სიახლეს ეძებ. მე აქედან ვერც ერთს ვერ მოგცემ. - არასტანდარტული ხარ, გიჟი თუ გაიქცევა შენგან. - ამას ამბობ და გარბიხარ, იცი რომ არ გამოგეკიდები, ფეხს არ ავუჩქარებ, არ გთხოვ რომ შეწყვიტო გაქცევა. - საკუთარ თავს ამას რატომ უსჯი, ერთმა წყეულმა ბიჭმა შეცვალა შენი ცხოვრება? - ჰო. - ეს შენი საბოლოო პასუხია? - კი დურუქანმა უსიტყვოდ ადგა და წავიდა. წავიდა ისე რომ უკან არცერთი წამით არ მოუხედავს. მან იცოდა, იცოდა რომ მას ვერ შეიყვარებდა ნინი. მას უყვარდა ბიჭი, რომელსაც არ შეეძლო ვინმეს სიყვარული. მის წინ, მის მერეც, მისამდეც. ……………………….. სტამბულის მთავარ ღირშესანიშნაობასთან მივიდნენ. დურუქანმა მანქანის ძრავი გამორთო და აღწერას შეუდგა: - ეს სტამბულის ცნობილი ღირშესანიშნაობა აია სოფიაა. ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ეკლესიაა. ეს კი ლურჯი მეჩეთია. - ცისფერი მეჩეთისკენ მიუთითა დურუქანმა. გახსოვს მაშინ გითხარი, ალი და ნინო აია სოფიას და ლურჯ მეჩეთს მაგონებს მეთქი. ახლა მასე არ ვფიქრობ, მაშინ მეგონა რომ აია სოფია და ლურჯი მეჩეთი აღმოსავლური და დასავლური სიყვარულის სიმბოლო იყო, ისევე როგორც ალი და ნინო. მაგრამ დღეს ვფიქრობ რომ სინამდვილეში აია სოფია და ლურჯი მეჩეთი ოდითგანვე ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს დიდებულების გამო. დღესაც ასეა. არაფერი შეცვლილა. დღეს მრავალი ადამიანი ეჯიბრება რწმენაში ერთმანეთს, ბრმად მისდევენ ტრადიციებს და დოგმებს, ამ ყველაფერს კი რწმენით და ღმერთის სიყვარულით ამართლებენ. ყველაზე მთავარი კი ავიწყდებათ: სიყვარული. სიყვარული არ უნდა მოიცავდეს ჩარჩოებს, არც მოიცავს, ეს ჩვენ ვსვამთ ჩარჩოებში, ჩვენ ვუწესებთ ამ გრძნობებს საზღვრებს, ყველაზე მთავარი კი გვავიწყდება, არჩევანი. ჩვენ რა გვინდა, ჩვენ... რელიგიას, ტრადიციებს, ჩვენს საზოგადოებას კი არა ჩვენ რა გვინდა. დურუქანი ორი ნაბიჯით მიუახლოვდა. - ან შენ რა გინდა? - მათი სახეები უკვე მილიმეტრებით იყვნენ დაშორებულები, ნინიმ მიხვდა რომ ეს შეცდომა იქნებოდა. - დურუქან არ შეიძლება... - ჩუმად ჩაილაპარაკა ნინიმ და თავი გაწია. - მაშინ პატარები ვიყავით... დღეს ზრდასრული ადამიანები ვართ სულ სხვა წარმოდგენებით და მიზნებით, ოცნებებით, ახლა რაღა გვიშლის ხელს? - დურუქან მე დანიშნული ვარ... არ შემიძლია ასე უპასუხისმგებლოდ მოვექცე გუკას, ბევრი პასუხისმგებლობები მაკისრია რასაც ასე უბრალოდ გვერდს ვერ ავუვლი. მართალი ხარ, მაშინ ბავშვი ვიყავი და ბევრი სადარდებელი არ მქონდა, დღეს უკვე ზრდასრული ვარ და უფრო მეტი რაღაცეები დგას ჩემს უკან ვიდრე ადრე ბავშვობაში იდგა. - დურუქანმა ორი ნაბიჯით უკან დაიხია. - უნდა წავიდე, აეროპორტში დამაგვიანდება... მათემ ელენე იმ სახლში მიიყვანა რომელზეც ესაუბრა. მის მეგობარს გაურა და გასაღები გამოართვა რადგან სახლი შიგნიდან დაეთვალიერებინათ. - მოგწონს? - კარგი ინტერიერია. მომწონს. - მიხარია რომ მოგეწონა. - გაუღიმა მათემ. სამსახურზე და და დანარჩენზე არ იფიქრო. ყველაფერი მოგვარებადია... - არც კი ვიცი მადლობა როგორ უნდა გადაგიხადო... - უბრალოდ კარგად და ბედნიერად იყავი, ჩემთვის მაგის ნახვაც საკმარისი იქნება. - ელენეს გაეღიმა. - მოდი აქ დავსხდეთ. - დივანზე მიუთითა მათემ. - რას საქმიანობ მათე? შენზე თითქმის არაფერი ვიცი, გარდა იმისა რომ ადამიანებს უანგაროდ ეხმარები. - პიარ მენეჯმენტზე ვსწავლობ, მეორე კურსზე ვარ. შენზე რას მეტყვი? - ბევრს ვერაფერს. უნივერსიტეტი არ დამიმთავრებია რადგან ძალიან ადრე გავთხოვდი, გათხოვების მერე სწავლის გაგრძელების უფლება არ მომცეს. - შენი ქმარი გიყვარს? - მიყვარდა, მაგრამ როცა მიყვარდა მაშინ არ ვიცნობდი სათანადოდ, არ ვიცოდი თუ ასეთი ბუნება ქონდა. - დაქორწინების შემდეგ გაიგე? - კი, ეს შეუქცევადი პროცესი იყო, უცებ არ დაწყებულა, ყველაფერი ნელ-ნელა ვითარდებოდა... ჯერ უბრალო ყვირილი იყო, შემდეგ სილის გაწნა, მერე უკვე ქამარზე გადავიდა, მერე მუშტებზე... - მათეს გული შეეკუმშა, ვერ მიმხვდარიყო საერთოდ როგორ შეეძლო კაცს ქალზე ხელი აეწია და კვლავ კაცი რქმეოდა... - მისთვის შენ მასზე სუსტი არსება იყავი, შესაძლოა რთული გასაცნობიერებელია მაგრამ შენი ქმარი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ფსიქიკის მქონე არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი პიროვნებაა, რომელმაც ვერ მოახდინა ვერც ჯანსაღი სოციალიზაცია და ვერც თვითრეალიზაცია, ხოლო არასრულფასოვნების დაძლევისთვის და საკუთარი ძალის გამოხატვისათვის ძალადობს შენზე, რადგან მისთვის თავისზე სუსტი პიროვნება ხარ. ძალადობის და შიშის დათესვით ცდილობს მიაღწოს თვითკმაყოფილებას და დომინანტურ პოზიციას. - კობა, მოძალადე და ტოქსიკური პიროვნებაა, რაც თავი მახსოვს ყველაფერი აღიზიანებს ჩემში. რაც არ უნდა გამეკეთებინა, რაც არ უნდა ჩამეცვა, ყოველთვის უკმაყოფილო იყო. - შენი ბრალი არაფერია, ის აგრესორი და მანიპულატორია რომელიც არავის და არაფერს იმსახურებს ამ სამყაროში ციხის კედლების გარდა, იმედი მაქვს რომ რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებ. - მათემ მხარზე ხელით შეეხო და მკრთალად გაუღიმა. - წავიდეთ. ნინი უკვე თვითმფრინავში იჯდა როცა დღევანდელი დღის გაანალიზება დაიწყო, დურუქანთან შეხვედრა სამი წლის შემდეგ, ის განცდები და ის ემოციები, ის უსიტყვოდ წამოსვლა... ყველაფერი გულზე ლოდად აწვებოდა. არ იცოდა როგორ გააგრძელებდა დურუქანთან მუშაობას და როგორ დაიჭერდა თავს ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა. ან გუკასთან როგორ იქნებოდა? არაფერი იცოდა. უნდოდა მალე დასრულებულიყო ეს ყველაფერი. როგორ ჩამოვიდა თვითმფრინავიდან ვერ გაიაზრა, რობოტივით დგამდა ნაბიჯებს. უცებ გაახსენდა რომ მისი სახლის გასაღები სასტუმროს ნომერში დარჩა, მეორე კი გუკასთან იყო სახლში. გადაწყვიტა სიურპრიზი გაეკეთებინა და უთქმელად მისულიყო, ავტობუსში ავიდა, ყურსასმენები მოიმარჯვა და ფიქრებით ისევ დურუქანთან გადაეშვა. გუკასთან მისვლის მერე კარზე დააკაკუნა. სიჩუმე იყო, მერე ზარი დარეკა. - ჰო მოვდივარ... - კარი შიშველმა გუკამ გააღო და ნინი რომ დაინახა მკვდრის ფერი დაედო. - აქ რას აკეთებბ? - ნივთებისთვის ჩამოვედი გუკა, სახლის გასაღები იქ დამრჩენია და მეორე ხომ შენ გაქვს - სახლში შევიდა სწრაფი ნაბიჯებით ნინი. - შენს ოთახშია? - არ... - სიტყვის დამთავრება არ დასცალდა გუკას, იქ შესულ ნინის სულ სხვა სურათი დახვდა. საწოლში ვიღაც გოგო იწვა. დაჯერება არ უნდოდა, და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ გულის სიღრმეში იცოდა რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა, რადგან გუკასთვის იმდენად ძვირფასი არასდროს ყოფილა, რომ მის გამო საკუთარ ვნებებზე უარი ეთქვა. ზოგი სიყვარული თავიდანვე განწირულია ღალატისთვის, დასასრულისთვის, განადგურებისთვის და დავიწყებისთვის. ზოგი ერთგულება თავიდანვე განწირულია ღალატისთვის. და ზოგჯერ სიყვარული აღარ არის საკმარისი მიზეზი იმისთვის, ისევ ერთად რომ იყვნენ. - გასაღები მომეცი... - უჩვეულოდ მშვიდი იყო ნინი. - ნინი, ყველაფერს აგიხსნი. - გუკა გასაღები მომეცი! - გუკამ ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო გასაღები და ნინის გაუწოდა. ნინიმ ხელიდან გამოგლიჯა და უკან მოუხედავად დატოვა სახლი. კიბეებზე გუკა დაედევნა. - მომისმინე... - არაფერია მოსასმენი გუკა, ყველაფერი ცხადზე ცხადია, გმადლობ. - უბრალოდ ვიწექით. - ეგეთი დებილური არგუმენტებით შეგიძლია მათე და შენი დანარჩენი ძმაკაცები მოატყუო. ნახვამდის. მიდიოდა და თან ცრემლებს ვერ იკავებდა. რაიმე ერთ მოვლენას შეუძლია მთლიანად შეცვალოს შენი ერთი შეხედვით დალაგებული ცხოვრება და ერთ დღესაც სრულიად შეცვლილმა გაიღვიძო. ვეღარ დაიბრუნო ის ბავშვური სილაღე რაც მანამდე გქონდა, და თუ მარტივი ცხოვრება გექნება, შეიძლება მუდამ ძალიან ბავშვური თვალით და ბედნიერებით უყურო ცხოვრებას. სადაც არ მოგიწევს იმაზე ფიქრი რომ ცხოვრება ძალიან უსამართლოა,. ულოგიკოდ უსამართლო. მეორე დღეს ანას უამბო ყველაფერი, იმავე დღეს გამგზავრებას აპირებდა, სამსახურის გამო და თურქეთში 2 კვირით დარჩენას. - არ ვიცი რა გითხრა, გუკას ღალატს ვერასდროს წარმოვიდგენდი. სხვაზე უფრო რეალური იქნებოდა ვიდრე გუკაზე. - არც ისეთი წმინდაა გუკა როგორიც ჩანს. - ჰო მაგრამ გუკაა რა, დალაგდება ყველაფერი, ხომ იცი როგორ უყვარხარ. - რა დალაგდება ანა? მიღალატა. - კაი გოგო რატო მიყვირიხარ გავიგე… გუკას რამე ეშველება, შენ ის მითხარი რა ქენი აბა თურქეთში? - რავიცი ამიყვანეს, მოვეწყვე, დურუქანი ვნახე… - ვინ ნახე?? - დურუქან ჩელიქაია… არ გახსოვს? - ვაიმე ის ბიჭი გუკას რო ძაან გავს ხო - ხო ეგ არის. - მერე რა ქენით? - ვილაპარაკეთ, მერე რაღაცეები დამათვალიერებინა. - ჰმმ… - რა? - რა რა? ვგრძნობ კავშირს. - ნუ ბოდავ... - რას აპირებ ახლა? - არაფერს, ცხოვრებას გავაგრძელებ. - არ ვიცი რა უნდა გითხრა, რთულია ძალიან... - თქვენ რა ქენით უჩემოდ? - გოგო, ხო გახსოვს რომ გითხარი გიორგი მღალატობსთქო? - ჰო მახსოვს. - გაეცინა ნინის - ჰოდა მე და ლიზი გავყვევით ჩუმად რამდენიმე დღის წინ, შენობაში შევიდა ჯავახიშვილზე. მეთქი მორჩა მღალატობს და ახლა დავადგები თქო. - მერე? - მერე რო ავედით, სამხატვრო აკადემია აღმოჩნდა და ეს იდიოტი თურმე ჩუმად დადიოდა. რომ ვკითხე რატომ არ მითხარი თქო, შენ ჰობის ქონას ხომ მიკრძალავ ვინმე გოგომ ზედმეტად რომ არ შემომხედოს და შემეშინდა გამხელაო. - ცუდად ვარ... ნორმალურები ხართ საერთოდ? - არა... მერე მანქანაში რომ ჩავჯექით უკანა ხედვის სარკე მოვხსენი რადგან უკან ვიღაც გოგო მოდიოდა და იმას უყურებდა სარკეში. უკან გადამსვა მაშინ შენ მითხარი ვინმე თუ მოდის რომ არ დამეჯახონო. - პათოლოგიურად ეჭვიანი ხარ ანა... - შენ არ იყავი და ნახე რა შედეგი დაგიდგა... - არც პირველი იყო გუკა და არც უკანასკნელი. მიყვარდა... მიყვარდა მაგრამ ღალატს არ ვაპატიებ. - დაგირეკა? - არ დაურეკავს. დღეს მივფრინავ, მათეს და გიგას ვნახავ საღამოს და ისე წავალ. - მათე სულ დაიკარგა ამ ბოლო დროს... - ალბათ საჭმელები აქვს სახლში და დაავიწყდა გარესამყარო. - არარის გამორიცხული. - ნინის ტელეფონზე მესიჯი მიუვიდა, ანგარიშიდან მთლიანი თანხა იყო გატანილი და ბალანსზე არაფერი იყო. - ეს რა არის? - რა ხდება? - შეუძლებელია, თურქეთის სახარჯო ფული მთლიანად ამ ანგარიშზე იყო, ცარიელია... - რაა? გოგო ხო არ გაგიტეხეს ჰაკერებმა? - რა ჰაკერებმა ანაა დაცული მაქვს საქართველოს ბანკის ანგარიში... - შენი კოდი კიდევ ვინმემ ხომ არ იცოდა? - ჯანდაბა... გუკამ... არ ვიცი ბიჭებო მოკლედ ასეთი სიტუაციაა... როგორ შემოვირიგო ნინი? - მაგიდაზე ხელები დააწყო გუკამ და მათეს და ნიკას გადახედა. - დებილი ხარ ძმა... ხო იცოდი რომ ჩამოდიოდა? ჩუმად მაინც გექნა თუ მასე გინდოდა. სხვა გოგო რომ გყავდეს შეყვარებულად გირჩევდი რამეს მაგრამ ნინია, ხომ იცი რომ ჭკვიანი გოგოა, აი დღემდე ვერ ვხდები შენთან რატომ იყო, საერთოდ სხვადასხვა ტიპაჟები ხართ სხვადასხვა სამყაროებით. შენნაირ ურჯულოს და უჟმურს რატო შეხედა. - და მრუშს. - თქვა ნიკამ და უკვე მეოთხე ღერს მოუკიდა. - მე მაინც მგონია რომ მარტოობა არ უნდოდა და იმ ტიპს რო გავდი მაგიტომაც იყო შენთან, სხვა მიზეზი არამგონია იყოს, თორე მართლა სულელი კი არაა ეგ გოგო. - ის თურქი ხო? - კითხა მათემ ნიკას. - ჰო, რა ერქვა აღარ მახსოვს. - ისე, მაგრად გავდი მაგას . - ვგავდი კი არა მაგის დედას შევ**ი, ვერ ვიტან მაგ როჟას. - რატო ბიჭო. - რავი ძმა თურქია მეტი მიზეზი რაღა გინდა. - რა ერქვა მაგას? ნინის ნანახი ყავდა მემგონი, ნაბაზრი აქ ჩვენთან მაგაზე. - კი ნანახი ყავდა, იმ ყ*ემ რელიგიის შეცვლა და მასთან ერთად გაყოლა შეთავაზა და ნინიმ გაა**ევინა გუკა მიყვარსო. - ნეტა გაყოლოდა, ეგ ხო მდიდარია და ბევრი საჭმელი გვექნებოდა მერე. - ახლა გაკლია საჭმელი თუ რა? - კი მარა, იმასთან უფრო კაი პალასა იქნებოდა. - ახლა ხო ნინი თურქეთში იჩითება სამსახურის პონტი აქ, იღადავეთ მანდ რო გაეძროს ის მასტიც და გურამა შენ რომ დაგიკიდოს. - ბიჭო თურქეთზე გამახსენდა, მაგარ შარში ვარ ძმაო შერიგების შანსი აღარ მაქვს. თურქეთის მაყუთი მთლიანად გამოვიტანე ამასწინათ, მეთქი სლოტებს ვიყომარებთქო და ერთიანად წავაგე. - შენ შ*გ ხომ არ გაქვს? - წამოენთო მათე. - ეგ ფული გოგოს სამსახურისთვის ჭირდებოდა რა პონტში გამოუტანე მეღადავები? - ბიჭო რას ყვირიხარ, დაჯექი. მთვრალი ვიყავი ძმაო... - ეგ არ გაპრავებს. ვინმე ნორმალურ ადვოკატს არ იცნობთ? - ჩემთვის ეძებ? - რა შენთვის . - აბა საჭმელი მოიპარე და გიჩივლეს? - მოკლედ ასეთი სიტუაციაა, ერთი გოგოა, გათხოვილია და ქმარი ძალადობს მასზე განქორწინება უნდა მაგრამ თან ვერ დგამს ამ ნაბიჯს მაგრამ დავარწმუნებ. - მათე რა თემებშია ნახე რაა. - საჭმელი მობეზრდა და ახლა გმირობა გადაწყვიტა. - საღადაო თემა არ არის, იცით თუ არა ვინმე კარგი ადვოკატი? - გაგირკვევ ძმაო მაგრამ შარში არ გაყო თავი, ვიღაც უცხო ადამიანს რო ეხმარები ვინაა საერთოდ? - მეზობელია. ვერ გავატარებ ნიკა ძმა, ჩემი თვალით ვხედავ როგორ იტანჯება ის გოგო, რა კაცი მერქმევა ეს თუ გავატარე. - მაშინ არ გაყოლოდა მაგ მოძალადე ტიპს. - ერთი შეხედვით განსჯა ადვილია ხო გუკა? - მათეს მობირული აწკრიალდა, ეკრანზე ნინის სახელი ეწერა. - ნინია. - უპასუხე და მაღალ ხმაზე ჩართე. - უთხრა გუკამ. - გისმენ ნინი. - მათე ცოტახანში ჩემთან ამოხვალ? საღამოს მივფრინავ და ვიფიქრე დავემშვიდობები მეთქი. - კი ამოვალ ნინი. - კაი გელოდები. - ჩემზე ჩამოუგდე თემა. - მისმინე გუკა, მე და შენ ახლო ძმაკაცები ვართ მაგრამ მე და ნინიც მეგობრები ვართ, ჰოდა ვცდილობ ზღვარი ვიცოდე, არ მინდა შენი პირადი მიზნების განხორციელების საწინდარი გავხდე, არასწორად ნუ გამიგებ. ელენე ყავას სვამდა მისაღებში როცა კარი შემოლეწეს. კობა იყო. - შენ გეგონა იქიდან ვერ გამოვიდოდი შე ნაბ**არო და არ მოგკლავდი? - არ მომიახლოვდე. - უკან დგამდა ნაბიჯებს ელენე. კობამ ყელში დასწვდა და კედელს ააკრო. - რას იზამ? პოლიციას გამოიძახებ? გგონია ვერ გამოვალ? - გამიშვი. - ძლივს სუნთქავდა ელენე. - ეს რა არის შენი დედას შევ**ი მე! - მობილური ტელეფონი ამოიღო კობამ, ეკრანზე ელენეს და მათეს ის მომენტი იყო აღბეჭდილი როცა მათე მანქანაში ჩაჯდომაში ეხმარებოდა და მისი ხელი ეჭირა. - რომელი ხელით შეეხე იმ ნაბი*ვარს? ამ ხელით? ხელი მოგკიდა არა? - ელენეს მარჯვენა მტევანი მოიქცია ხელში კობამ. - გამიშვი გთხოვ... - კობამ სახეში დაარტყა ელენეს და ძირში დააგდო, შემდეგ ზევიდან მოექცა და მარჯვენა ხელის ორი თითი გადაუმტვრია. - მთელი ძალით აღრიალდა ელენე, კობამ პირზე ხელი ააფარა. ტიროდა, ევედრებოდა მაგრამ მისთვის აზრი არ ქონდა. - მომისმინე, ხვალ დავბრუნდები და დანარჩენ სამსაც მოგამტვრევ გაიგე? - ეს უთხრა და უკან მოუხედავად დატოვა სახლი. ელენემ წამოდგა ცალი ხელით უჯრაში ფანქარი და ბინტი იპოვა ცალი ხელით მიიდო ფანქარი და ბინტით გადაიხვია არა და შუა თითი, რადგან მოტეხილი იყო. ტელეფონი ამოიღო მარცხენა ხელით და კონტაქტებში შევიდა, მათესთან ზარი გაუშვა. მის გარდა არავინ ყავდა. მათე ნინისთან ავიდა, კარზე დააკაკუნა, კარი როცა გაიღო ხელში ნამტირალევი ნინი შერჩა. - რა გჭირს ნინი? - შენმა ძვირფასმა ძმაკაცმა ღალატი არ იკმარა, მერე მთელი თურქეთის სახარჯო ფული გამომიტანა ანგარიშიდან. - კაი გოგო, მაგის გამო რა გატირებს დაგიბრუნებს. შენ მაგაზე არ ინერვიულო და შეიმშრალე ეს ცრემლები. - დღეს საღამოს ფრენა მაქვს მათე, როგორ არ ვინერვიულო? - ხოდა ხვალ დავაბრუნებინებ, აქ იმისთვის არ მოვსულვარ რომ გუკასთან შერიგება გთხოვო ან რამე ეგეთი, მე ეგ არ მეხება თქვენი პირადია, შენს სანახავად მოვედი უბრალოდ. - მაგიტომაც მიყვარხარ მათე. მოდი დავლიოთ. - რა დავლიოთ? - არაყი? - რა არაყი გოგო, რამე ფეშენი. - კაი მაშინ ღვინოს გავხსნი. - ღვინო ფეშენია? - რაც არის. - მოდი აივანზე დავჯდეთ. - აბაა? - რა აბა? - ანამ მითხრა გადაკარგულიაო და რა ხდება? - მოკლედ, ერთი ჩემი მეზობელია, გათხოვილი გოგოა, ქმარი ცემს და ადვოკატი მინდა რომ ვუპოვო ვინმე ეგეთს არ იცნობ სანაცნობოში? - კი ვიცი ერთი კარგი ადვოკატი, ჩაგიგდებ მერე ნომერს. - ძაან დიდი მადლობა ნინი. მგონი ერთადერთი ადეკვატური რეაქცია შენ გქონდა. - რატო? - ცალკე დედაჩემმა ოჯახის საქმეა და ნუ ერევიო ცალკე კიდე ბიჭებმა შარში არ გაყო თავიო, როგორ უნდა დავაიგნორო ნინი ამიხსენი? - სიგარეტი გაქვს მათეუს? - როდის მერე ეწევი შენ? - ცდა ბედის მონახევრეა. - მათემ ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და ნინის გაუწოდა. ნინიმ მოუკიდა და დაიწყო: - მათე, შენთვის ცუდი არავის არ უნდა, მაგრამ ხშირად ისე ვერ გამოხატავენ ამას როგორც საჭიროა, შენ ზრდასრული და ჩამოყალიბებული პიროვნება ხარ მაგრამ დედაშენისთვის ყოველთვის ბავშვად დარჩები. რაც არ უნდა იყოს მორალისტ საზოგადოებაში გვიწევს ცხოვრება, ყველას თავისი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, თავისი სამყარო, სწორი და კარგი ეს იქნებოდა. - ნინიმ ნაფაზი დაარტყა და გააგრძელა: - იცი რა მათე? ხშირად ზრუნვასა და სიყვარულში ისეთი ძალადობაა გახვეული, ვერც წარმოიდგენ... და ეს ძალადობა ყველაფერზე საშინელია. ხშირად ყველაზე საყვარელი ადამიანი ებრძვის შეუგნებლად შენს პიროვნებას, ერთხელაც მწარედ გაგიკვირდება, რომ ის ადამიანი ვერასდროს ხვდება, რა დარდი გჭამს, რა სატკივარი. - არ ვიცი როგორი ქმარი ვიქნები, მაგრამ უკვე ვიცი როგორი არ ვიქნები. იდეალური ვერ ვიქნები მაგრამ ვეცდები იმის დანახვას, სად გადის ზღვარი სიყვარულსა და პათოლოგიურ მდგომარეობას შორის. - დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი ქმარი იქნები მათე. - კი თუ დამცალდა. ყველას გონია რომ ის გოგო მომწონს და ამიტომ ვეხმარები. - თანაგრძნობა ძაან მძიმეა, ჩვენი ტკივილიც არ არის ისეთი მძიმე, როგორც თანაგრძნობით გაზიარებული სხვისი ტკივილი, ტკივილი სხვისია შენ კი დაუსრულებელი ექოთი ჩაგესმის. - მართალი ხარ. - სიგარეტი გამოართვა და ახლა თვითონ დაარტყა ნაფაზი. - მათემ მობილურს დახედა. 5 გამოტოვებული ზარი იყო ელენესგან, გადაურეკა. - რა ხდება ელენე? - ელენე ტიროდა. - მათე მოდი გთხოვ. - უთხრა ელენემ ნამტირალევი ხმით. - რატომ ტირიხარ? უკვე გამოვდივარ. - ხომ მშვიდობაა? - კითხა ნინიმ - უნდა წავიდე, ბედნირი ფრენა ნინი. - მათე გააცილა და ტელეფონი მოიმარჯვა, გუკას დაურეკა. - არ მაინტერესებს შენი ნაშები და საყვარლები, იმ ფულს რომელიც ანგარიშზე აღარ დევს, ხვალვე დამიბრუნებ, იცოდი როგორი საჭიროც იყო ჩემთვის და მაინც უკითხავად გამოიტანე. - ეგ ფული წავაგე მაგრამ არ ინერვიულო უმოკლეს დროში დაგიბრუნებ. - უმოკლეს დროში არა ხვალვე. მათე ელვის სისწრაფით ჩაჯდა მანქანაში და გაემართა სახლისკენ, გზაში კინაღამ ორჯერ ავარია მოუხდა, ისე სწრაფად მიდიოდა. როგორც იქნა მიაღწია და კარზე დააკაკუნა. კარი ელენემ ფრთხილად გააღო, თვალები სულ ჩაწითლებული ქონდა, თითებიც ტკიოდა. - თითზე რა დაგემართა? - კობა იყო მათე... - ტირილს მოუმატა ელენემ. - მოდი ჩემთან. - მათემ მთელი ძალით აკრო ელენე. - დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება. მაჩვენე ხელი. - მათემ ელენეს ხელს დახედა, ორი თითი მოტეხილი იყო. - საავადმყოფოში უნდა წავიდეთ. - არა საავადმყოფო არ შეიძლება, ჩვენებას ჩამომართმევენ, დაიჭერენ გამოვა და მერე უფრო გამწარდება. - ვეღარ მოგეკარება, ადვოკატი გიშოვე, წამოდი თორემ შეიძლება გაგირთულდეს... - არ შეიძლება, შეიძლება კიდევ აქაა და შენს ერთად თუ დამინახა შენც რამეს დაგიშავებს, ჩემს თავს არ ვჩივი შენ არ გიყოს არაფერი. - მე მისი არ მეშინია, შენ კიდევ თითს ვეღარ დაგაკარებს ამის პირობას მე გაძლევ. - როგორ გამოვიდა? - მანქანაში ჩაჯდომისთანავე იკითხა მათემ. - არ ვიცი... - შეეცადე არ ამოძრაო. - თითებზე მიუთითა მათემ. - მაგ ნაბი*ვარს სათანადო ძალოვანი უწყებები თუ ვერ აქცევენ ყურადღებას მაშინ მე თვითონ გავასამართლებ ჩემი სამართლით. - მათე, კობას არ იცნობ, გთხოვ სისულელე არ გააკეთო. - ადვოკატს დაველაპარაკები. განქორწინდებით და მერე ხელწერილს დააწერინებენ რომ არ მოგიახლოვდეს. - საავადმყოფოში მივიდნენ, ექიმმა ელენე გასინჯა და საჭირო პროცედურების შემდგომ ხელი გადაუხვია, მედიკამენტებიც დაუნიშნა და წამოვიდნენ. ნინიმ მეორე დღეს სტამბულში დაბრუნდა, გადაღებები ქონდათ, ქართული სცენების. დურუქანს ულვაში მოეშვა ალის როლის გამო, ნინის გაეღიმა. საერთოდ არ უხდებოდა. დურუქანმა ნინის ღიმილი შეამჩნია და მიხვდა რომ ამ ღიმილის ობიექტი თვითონ იყო. ერთმანეთთან დისტანციას იჭერდნენ ბოლო მომხდარის გამო, მაგრამ ბოლოს დურუქანმა მაინც გამოიჩინა ინიციატივა და გადაღებების შემდეგ მასთან ახლოს მივიდა. - ჩვენი ექსკურსია ხომ არ გაგვეგრძელებინა? - ეს შემოთავაზებაა? - შეიძლება... - არა, იყოს. უკვე გვიანია. - მერე ეგ ხელს რაში გვიშლის? - სამსახურში. - არაუშავს ეგ მოიცდის და სტამბული ვერა. - ალბათ ვერც შენ. - შეიძლება. გარეთ დაგელოდები. - დურუქანის გასვლის შემდეგ ნინი გასასვლელად მოემზადა როცა ნაზლიმ გააჩერა. - შენ და დურუქანი ერთად ხართ? - არა, საიდან მოიტანე? - სულ ახლოს ხართ და ვიფიქრე რამე ხდება მათ შორის თქო. - ძველი მეგობრები ვართ. - თუ ძველი მეგობრები ხართ მაშინ კარგი... - რა ხდება? - დურუქანი მომწონს და შეგიძლია ერთი-ორი სიტყვა ჩამოაგდო ჩემზე მასთან საუბარში? - ნინის დიდად არ ეხამუშა ეს თხოვნა მაგრამ სხვა რა გზა ქონდა? დათანხმდა. გარეთ გავიდა, დურუქანი მანქანაზე იყო მიყუდებული, სიგარეტს ეწეოდა და ნინის ელოდებოდა. საშინლად სიმპატიურად მოეჩვენა მაშინ მაგრამ ეს ფიქრები მალევე გააქრო. - აბაა? მზად ხარ სტამბულის ხელმეორედ შესაცნობად? - ისე როგორც არასდროს "ბეი ეფენდი." - დურუქანს გაეცინა - ჩაჯექი. - შუქნიშანზე გაჩერდნენ როცა დიდ ეკრანზე ერდოღანის საარჩევნო ფოტო გამოჩნდა. დურუქანს სიმწრით გაეცინა. - "ერდოღანის კარის თამაშების" მერამდენე სეზონი გადის, ვინ მოითვლის სრულიად თურქეთი ყოველდღე დილიდან საღამომდე თვალს ადევნებს, "რაინდების" საარაკო შერკინებებს. ჩვენს გარშემო კი ადამიანებს, შიათ, სცივათ თბილი და სუფთა ლოგინი ენატრებათ. პური არ არის, მაგრამ სამაგიეროდ სანახაობა არის. გულმოწყალება და თანაგრძნობა არ არის, ისევ ადამიანები უყოფენ ერთმანეთს ბოლო ლუკმას. - ყველა დროში და ეპოქაში ორი კატეგორია იყო დურუქან: "ისინი" და ადამიანები. "ისინი" ვერ ხედავენ, "მათ" არაფერი ესმით... ვერ ხედავენ მომზირალ სასოწარკვეთილებაჩამდგან თვალებს... არ ესმით. - ყოველდღე ვხედავ, როგორ აფრიალებს ქარი ბოძებზე გამოკრულ საარჩევნო პლაკატებს და გვახსენებს, რა გულუხვად დაგვირიგეს დაპირებები იმის შესახებ, რომ თურქეთს რამე ეშველება. - დურუქანმა მანქანა ბოსფორის ნაპირთან გააჩერა, გადმოვიდნენ. იქიდან ულამაზესად მოჩანდა ქალწულის კოშკი, დურუქანმა ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო: ქალწულის კოშკი სტამბულის გულად ითვლება, საკმაოდ ბევრ ტურისტსაც იზიდავს. არსებობს მრავალი თეორია იმის შესახებ, თუ როდის და რატომ აშენდა. ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რო კოშკი საგუშაგო კოშკის სახით აშენდა კონსტანტინეს მეფობის დროს. მერე გამოიყენეს შუქურად, იზოლირებულ საავადმყოფოდ ახლა კი რესტორანია. - არ გშია? - სულ როგორ გშია? ჩემს ერთ ქართველ მეგობარს მახსენებ. - "როცა თურქეთში ცხოვრობ სულ გშია" ეს ჩაიწერე სადმე, გამოგადგება. - წამოდი შიგნიდან ვნახოთ. - გინდოდა გეთქვა შევიდეთ და ვჭამოთ ხო დურუქან? - ერთი მეორეს ხელს არ უშლის. - შიგნით საკმაოდ მყუდრო გარემო იყო, სასიამოვნო სუნი სუფევდა, ძალიან მაძღარი კაციც რომ შესულიყო მოაშიებდა. - აქ დავჯდეთ. - კუთხეში მდგომ მაგიდაზე მიუთითა დურუქანმა და მენიუ აიღო. - რას შეჭამ? - შენს გემოვნებას ვენდობი. - ოჰოო, კარგი... ძმაო ორი მანტი და ბორექი მოგვიტანე აირანიც გამოაყოლე. - დაუძახა დურუქანმა მიმტანს. - რა ხდებოდა ბათუმში? - რავიცი, ჯერ გუკამ მიღალატა მერე ჩემები ვნახე და მეორე დღეს საღამოსკენ უკვე წამოვედი. - მოიცა რა? - ეს არ იკმარა და მერე ჩემი აქ გადანახული სახარჯო ფული კაზინოში წააგო. - რას მეუბნები? - რაღაც რთული როცა ხდება ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ვამბობ ხოლმე "ალბათ ასე იყო საჭირო" ამით რაღაც გამართლებას ყოველთვის ვუძებნიდი ხოლმე მომხდარს. და მერე, როგორც გაავებული ტალღა ჩაესვენება ხოლმე სიმშვიდის სასთუმალში, ყველაფერი უბრუნდებოდა თავის ადგილს. - დურუქანმა ხელზე შეეხო. - მარტო არ ხარ. არ ხარ ერთადერთი ვინც ამ ყველაფერს განიცდის, არც ბოლო ხარ. ეს ცხოვრება საკმაოდ ხნიერია, ბევრი რამ უნახავს და ახალიც არაფერი ხდება, მაგრამ არის შენს ცხოვრებაში ვიღაც, ვისაც არასდროს ჰქონია ადგილი შენი დღის გეგმებში მაშინ, როცა ის სულ მზადაა შენთვის. ვიღაც, ვისაც არ ჰქონია ადგილი შენს გულში მაშინ, როცა მისი გული სავსეა შენ მიმართ სიყვარულით ვიღაც, ვისთვისაც არასდროს არაფერი გიკითხავს მაშინ, როცა ყოველთვის აქვს შენთვის საპასუხო. - ნინი მიხვდა რომ დურუქანი მის თავს გულისხმობდა. უხერხული სიჩუმე კერძების მოტანამ გაფანტა. - იმედია ახლა არ აპირებ რომ ბორექის ისტორიაც მომიყვე. - შენ რა დამცინი? - გაეცინა დურუქანს. - ყველაფერს იმიტომ გიყვები რომ მინდა სტამბულის გესმოდეს. - სტამბული უცნაური ნაზავია, რომელიც ბუნებაში არ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მაინც არსებობს. - დავლიოთ? - რატომაც არა? - ღვინო? - წითელი. ვახშმობის შემდეგ გარეთ გამოვიდნენ. - ყველაფერი უგემრიელესი იყო მადლობა დურუქან. - მადლობა შენ რომ უფლებას მაძლევ ეს ყველაფერი გაჩვენო. - სანაპიროზე ხომ არ ჩამოვჯდეთ? - უარს არ ვიტყოდი. - სანაპიროზე ჩასვლის შემდეგ უხმოდ ისხდნენ და ზღვის ხმას უსმენდნენ. - გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა? - კითხა დურუქანმა. - რა დამავიწყებს? - მაშინ რომ დაგინახე პირველად, მივხდი რომ შენი არსებობა ჩემში იმდენად ბევრი იყო, წამით ამავსო და დამახრჩო. სულელურ გამონათქვამად მეჩვენებოდა ხოლმე აქამდე, მაგრამ ზუსტად ეგრე მოხდა. დაგინახე და გავიფიქრე, ღმერთო თურმე რას ვეძებდი ამდენი ხანი. ღმერთი მაშინ ხმამაღლა პირველად ვახსენე და გამეცინა. ჭირივით მახსოვს თითოეული იმ დღის კადრი და მომენტი. - ნინიმ წამოდგა. - დაგვიანდა მგონი ჯობია წავიდეთ... - წასვლა დააპირა მაგრამ დურუქანმა მისი ხელი დაიჭირა. - არ გაიქცე... ახლა დროის დაბრუნება რომ შემეძლოს, კადრების გადახვევა, იმ დროს და იქ, არ წავიდოდი. თურმე წამებიც როგორი მნიშვნელოვანი ხდება ადამიანებისთვის. უმნიშვნელო წამები, რომელიც როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა რომ დაკვირვებოდი. - დურუქანმა ზღვას გადახედა და მერე ისევ ნინის შეხედა. - ჩემი გრძნობები თითქოს უფრო ძლიერდება გუშინდელზე უფრო, ყოველ დღე უფრო მინდები, შენი ნახვა მინდება, შენი ხმის გაგონება, უფრო ძლიერ მინდა რომ ისევ შეგეხო მაგ ცხვირზე, მინდა რომ ისევ შეგეხო მაგ თითებზე. მინდა რომ ვიყვირო თითქოს ასე უფრო მომეშვება ის დარდი და მონატრება რასაც დავატარებ. ვგრძნობ რომ მოგწონვარ, ვერ დამაჯერებს ვერავინ რომ რაიმეს მაინც არ გრძნობ ჩემს მიმართ იმ მომენტების შემდეგ რაც გვქონდა. - დურუქანმა საკოცნელად დაიხარა. - იმედია ახლა მაინც არ გამაჩერებ... - მოიცა! უნდა გაგაჩერო... - ოღონდ გთხოვ ყველაზე არაადეკვატური მიზეზი აღარ მითხრა... - ნაზლის მოწონხარ... - წეღან რა გითხარი? - დურუქანს გაეცინა და კიდევ ერთხელ დაიხარა, ამჯერად ნინის წინააღმდეგობა არ გაუწევია და ბოსფორის ზღვის ხედზე მათი ტუჩები შეერთდნენ. ცოტახანი ასე იყვნენ, მერე დურუქანმა უთხრა ჩემთან წამოდიო. - ჩემი შეცდენა გინდა? - ეგ რომ მინდოდეს დიდი ხნის წინ მოხდებოდა... - ფუ, რა იდიოტი ხარ. - სერიოზულად გეუბნები. - დურუქან უცხო მამაკაცის სახლში რა მინდა ღამის 12 საათზე? - მე უცხო მამაკაცი ვარ? გულს მტკენ... მერე და ვინ გითხრა მარტო ერთი დღით გადმოდიო... 2 კვირით დარჩენას გთხოვ, მარტო ვცხოვრობ, მეორე სართული თავისუფალი მაქვს, მე თვითონ პირველზე ვარ. - გიჟი ხარ. - უარს არ მივიღებ. - კნუტის თვალებით გახედა დურუქანმა. - არ მინდა, შენ რამეს დამმართებ! - რა უნდა დაგმართო? მაქსიმუმ ვნებიანი ღამე გავატაროთ... კაი ჰო ვხუმრობ შეგიძლია დამასაჭურისო და არაფერი მოხდება. - დურუქან, შენთან მოახლოების ყოველგვარ სურვილს რატომ მაკარგვინებ? - კაი ჰო ვიხუმრე... წამოდი არ შეგცივდეს, მანქანაში ჩავჯდეთ. - მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ კვლავ თხოვა დურუქანმა. - დურუქან, იმ გოგოს დავპირდი, რომ თქვენს გზებს გადავკვეთავდი და ახლა, რომ გაიგოს შენთან ვცხოვრობ რას იფიქრებს? - შემახსენე რატომ არ გკიდია? - იმიტომ რომ უხერხულია! - შემახსენე ეს უკანასკნელიც რატომ არ გკიდია? - ღმერთო რა დავაშავე... - ის რომ სახლში არ მომყვები. - კარგი წამოვალ, ოღონდ მანამ სანამ გუკა ფულს არ დამიბრუნებს, გაფრთხილებ! - შევთანხმდით! - ხელი ჩამოართვა დურუქანმა - იდიოტი ხარ. გაეცინა ნინის მათემ ადვოკატის საქმე მოაგვარა და მეორე დღის დილით, სასამართლო უწყებაში ელენე ახვლედიანის და კობა შუბითიძის განქორწინების აქტი შედგა. ელენე ახვლედიანი კობა შუბითიძეს დაუსწრებლად დაშორდა რადგან მისი მეუღლე არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, მაგრამ მისი ადვოკატი სხდომას ესწრებოდა. განქორწინების საბუთებთან ერთად დატოვა შენობა ელენემ და იქვე მდგომ მათესთან მივიდა. - ძალიან დიდი მადლობა მათე, შენ რომ არა ამას ვერასდროს შევძლებდი. - არასოდეს თქვა არასოდეს... - როგორ გაბედე კობასთან დაშორება? - მიუვარდა ვიღაც ქალი ელენეს, სავარაუდოდ დედამისი უნდა ყოფილიყო. - ქალბატონო სიმშვიდე შეინარჩუნეთ, სასამართლო შენობასთან ვართ... - უთხრა მათემ. - ეს კაცი ვინ არის? რას აკეთებ ამასთან ერთად მიპასუხე? ერთი წამი არ გაუშვი ხელიდან და ეგრევე საყვარელი გაიჩინე ხომ? - ქალბატონო საკმარისია! ელენე იმისთვის არ გაჩენილა რომ სამუდამოდ ქმრის მონა ყოფილიყო, გამრავლებულიყო, და ყველანაირ ძალადობაზე თვალი დაეხუჭა. - მოთმინების ფიალა აევსო მათეს. - შენ ვინ ხარ, და რა უფლებით ლაპარაკობ ელენეს მაგივრად? ელენე ვინ არის ეს ადამიანი? - რატომ უნდა შემეწირა მთელი ჩემი ცხოვრება მსხვერპლად ადამიანისთვის რომელიც ყოველდღე მკლავდა? მიპასუხე დედა... მაგრამ შენ ვერ მიპასუხებ, იცი რატომ? იმიტომ რომ არ იცი, არ იცი რისი გადატანა მიწევდა ყოველდღე, აი ეს ხელიც იმ გარემოების შედეგია რომელზეც გარიდება ვცადე და რომლის გამოც მკიცხავ ახლა დედა... მაგრამ რა კარგია რომ ქალის სხეულზე გულმავიწყი არაფერია, ისე ივიწყებს მეორე და მესამე ტანჯვას ვითომც არაფერია არა? - ქალს აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ ის ჩაილაპარაკა რომ მერე ინანებდა და უქმროდ გაუჭირდებოდა. - წამოდი ელენე, წავიდეთ. სახლში შევიდნენ - მთელი ჩემი ცხოვრება შიშმა წარმართა მათე, ჩემთვის ყოველი დღე ისე თენდებოდა თითქოს უკანასკნელი იყო. ამ ყველაფერს ყოველდღიურად ვყლაპავდი, ვითმენდი. ახლა ვიაზრებ რომ ჩემი ქმარი არასდროს მიყვარდა უბრალოდ იმიტომ გავყევი რომ მშობლების სახლისთვის დამეღწია თავი მაგრამ უარეს დღეში აღმოვჩნდი. - კარგი დამშვიდდი, ვალდებული არ ხარ ვინმეს რამე აუხსნა, ოდესმე შენს ადამიანს აუცილებლად იპოვი და თუ ვერ იპოვი არც ეგაა ტრაგედია იმიტომ რომ ადამიანი მხოლოდ იმიტომ არ გაჩენილა რომ ვინმე გაიცნოს, დაქორწინდეს, გამრავლდეს. რაც მთავარია თავი დააღწიე იმ არამზადას. საკუთარი თავის პოვნაზე დიდი ბედნიერება არაფერია და საკუთარ თავს კიდე ხალხი ისე კვდება ვერ პოულობს. - მათე... - რა? - მგონი ძალიან კარგი ადამიანი ხარ? - მგონი? - ჰო მგონი. - გაეცინა ელენეს. - ძალიან გიხდება ღიმილი. - მადლობა, კიდევ ერთხელ გაუღიმა ელენემ. - იცი რა? კარგ ადამიანზე გამახსენდა... ღრმა ბავშვობაში მეგონა რომ ადამიანები ორ კატეგორიად იყოფოდნენ და არსებობდნენ ან კეთილი, ან ბოროტი ადამიანები, მას შემდეგ გავიზარდე, ბევრი რამ ვნახე ცხოვრებაში, ახლაც ვსწავლობ და ვაკვირდები ჩემს თავს და ადამიანებს. დიდი ხანია გამიცხადდა რომ ასე ბანალურად არ არის მოწყობილი ადამიანი მოწყობილი, რომ ან მხოლოდ კეთილი, ან მხოლოდ ბოროტი იყოს. - ჩვენში ყველაში არის კეთილიც და არის ბოროტიც. ყველას გვაქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, ყველას შეგვიძლია ისევე როგორც ბოროტების ასევე სიკეთის ჩადენა. - ისევე როგორც ამ ტელევიზორს... - ელენეს გაეცინა. ცოტახანი ასე უყურა მათემ, მერე მიუახლოვდა და ნაზად აკოცა. უცებ გონს მოეგო მათე და მოშორდა. - მაპატიე მე... - სიტყვის თქმა არ დასცალდა მათეს როცა ახლა უკვე ელენემ აკოცა. გიჟივით კოცნიდნენ ერთმანეთს. მერე მათემ ხელში აიყვანა და ოთახში გადაინაცვლეს, სადაც მათი სხეულები ერთმანეთს შეერწყა. დღეს შაბათი იყო შესაბამისად გადაღებებზე არ მისულან და ისევ ექსკურსიით შემოიფარგლნენ. - შენს ულვაშზე სულ მეცინება, უფრო მეტად გავხარ თურქს. - თურქი ვარ და აბა ვის უნდა ვგავდე? - ისტიკლალის ქუჩაზე დაეშვნენ. - რა უცნაური ქუჩაა... - ამ ქუჩას საცალფეხო ქუჩა ქვია, ერთ დროს ეს ქუჩა კონსტანტინეპოლის ცენტრალური გამზირი იყო. - ვიღაც ქალი მიუახლოვდათ. - შვილო რა ლამაზი გოგო ხარ, არ გინდა გიმკითხავო? - კიი, მინდა. - დურუქანმა კითხვითი მზერით შეხედა. - სერიოზუალად ნინი? - კი, სერიოზულად დურუქან. - ბედი გაგეხსნა შვილო, სიმპატიურ ბიჭს ვხედავ... - დურუქანს გადახედა, მერე დაამატა - მაგრამ როგორც ჩანს ჩვენი ძალის არ სჯერა. - უჟმურია დეიდა... რას გაუგებთ. - ნინიმ მკითხავს 5 ლირა მიაწოდა და გზა გააგრძელეს. - რამე დავლიოთ რა... - დურუქან, დილის 10 საათზე რა უნდა დალიო? - მერე რაა რომ დილის 10 საათია? - ხვდები რომ უკვე ლოთობაში გადაგდის? წამოდი იმ ბაზარში შევიდეთ. - ბაზარში რა გინდა... - რაღაცეებს დავათვალიერებ. - კერძოდ რას? - ბევრ რამეს. - ახლა შევა და კედლებსაც ყურებას დაუწყებს... ღმერთო მიშველე. - არ მჭირდები მარტოც მშვენივრად შევალ! - კაი ჰოო მოვდივარ დამელოდე... დილით ადრე გაიღვიძა მათემ, გვერდზე ელენე იწვა და ღრმად ეძინა, გუშინდელი ღამე გაახსენდა და ჩაეღიმა. ადგა და საუზმის მომზადებას შეუდგა. ომლეტი მოამზადა და მერე იფიქრა გარეთ გავალ ყვავილებს მოვიტანო. ყვავილების მაღაზიაში შევიდა, ელენეს ნათქვამი გაახსენდა, იები ძალიან მიყვარსო და იები იყიდა. - ღმერთმა დაგლოცოს შვილო და ბედნიერი გამყოფოს შენს შეყვარებულთან ერთად. - უთხრა მოხუცმა. - მადლობა ბებო გაიხარე. უკან დაბრუნდა, სადარბაზოში უნდა შესულიყო როცა უცნობი და თან ნაცნობი სილუეტი დალანდა, შავებში ჩაცმული მაგრამ ყურადღება არ გაუმახვილებია. მეხუთე სართულზე ავიდა. ელენეს სახლის კარი ღია დახვდა, სწრაფად შევიდა, გული ცუდს უგრძნობდა. ელენე იატაკზე იწვა სისხლის გუბეში, წამიერად თავზე ჩამოემხო მათეს ყველაფერი... ელენესთან ჩაიმუხლა, ცრემლები თავისით იკვლევდნენ გზას... პულსი არ ესინჯებოდა. სახეზე მოფერება დაუწყო მათემ. - არაფერია უფრო უღრუბლო ვიდრე შენი სიყვარული უფრო უღრუბლო ვიდრე შენი სიყვარული... - რამდენჯერმე თქვა მათემ. რა იქნებოდა რომ ვინმეს ლაპარაკი ესწავლებინა მისთვის? ვინმეს რომ ესწავლებინა ლაპარაკი იქნებ ელენეც გადარჩენილიყო. იქნებ ამ ქვეყანაზე ელენესაც ეცხოვრა... ის ვერაფრით ახერხებდა ამ ფიქრების, ტკივილის თავმოყრას და გარეთ გამოტანას, რადგან ერთადერთი რაც შეეძლო ეს მხოლოდ წრეზე სიარული იყო... ერთხელ იცდილა ადგომა და სანამ ფეხზე წამოდგებოდა ისევ მთელი ძალით მიწას დაახეთქეს. გვერდით გაიხედა მათემ, ძირში ფურცელი ეგდო საიდანაც მისი პორტრეტი დაჰყურებდა და კარგად თუ დააკვირდებოდი, მკრთალად ფანქრით მათეს სახელს ამოიკითხავდი... დ ა ს ა ს რ უ ლ ი საღამოს ნინიმ და დურუქანმა netflix-ს მიაშურეს და რაღაც ფილმს მთელი მონდომებით განიხილავდნენ. - ყველა ჩვენგანის ცხოვრებისეულ ბილიკზე, დროის გარკვეულ მონაკვეთში, ერთხელ მაინც გამოჩნდება ეს ბილიკი, რომელსაც მეგზური ჰყავს, და თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული გადავალთ თუ არა მის გზაზე და გავყვებით თუ არა მას. - ხო მარა ეს გოგო მაინც დებილია ამ ბიჭს რომ დაადო. - ხოდა გიხსნი ადამიანო! - ნუ მიყვირი!! - არ გიყვირი, უბრალოდ ხანდეხან გამოსავალი მარტო საპირისპირო სქესთან გაქცევა არ არის, ზოგიერთი რამ, ჩვენს ცხოვრებაში ისეთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს გაუაზრებლად, რომ ვერ აგიხსნი ასე მარტივად. ეგ შეიძლება იყოს მუსიკა, სერიალი, ფილმი. წიგნი, სეირნობა. ხოდა მაგ გოგოს ზუსტად მაგ ყველაფერმა გადაატანინა ის უადამიანობა. - ის ბიჭი არ უნდა ყვარებოდა იმდენი ხანი! არ შეიძლება სულ გიყვარდეს ვიღაც, ვინც დასრულდა დიდი ხნის წინ. - და თუ შეიძლება? - რა? - თუ შეიძლება თქო? - ნინისკენ იწევდა დურუქანი. შუბლზე აკოცა. - ნუშის სუნი აქვს შენს თმებს. - ეს უთხრა და მერე ყელს დაუყვა. - მოიცა არა! - სერიოზულად ნინი? კიდე არა? - რაღაც უნდა გითხრა... - რა? - მთელი ამ დროის განმავლობაში ვფიქრობდი, ვინ ვიყავით ერთმანეთისთვის, ან ვინ შეიძლებოდა ვყოფილიყავით, რაც ჩვენ გვენდომებოდა, ხალხს თუ ღმერთს... რა მნიშვნელობა აქვს თქო ვფიქრობდი და ამ დროის მანძილზე იმ მომენტებისთვის ვიბრძოდი, რომ აღარ განმეორდებოდა. ვიღაც თუ ამ წამს მკითხავს ვისთვის ვიცხოვრე შენთვის თქო, ამ წამსვე დავუბრუნებ პასუხს. ყველაზე უდროო დროს გამოჩენილი ვიღაცისთვის. - მართლა...? მე მეუბნები? - გაუკვირდა დურუქანს და უკან მიიხედა იმის შესამოწმებლად თუ მის გარდა კიდევ ვინმე იყო ოთახში. - იდიოტი ხარ თქო გეუბნები. - გაეცინა ნინის და აკოცა. დურუქანმა ჯერ კოცნას კოცნითვე უპასუხა მერე ყელს დაუყვა, ერთი ხელით გაუხსნა კაბა. - მოიცა... - რაღა მოიცა მოვკდი ადამიანი... - აქ ვაპირებთ? - ა ხო... წამო ოთახში... - ერთმანეთს არ მოშორებულან ისე შევიდნენ ოთახში, ახლა უკვე ნინი მოექცა ზემოდან და ზედა გახადა, დურუქანმა ერთი პატარა მოძრაობით შეცვალა პოზიციები და მან მოექცა ზემოდან. მალე ოთახში ექოდ ისმოდა ორი ადამიანის სასიამოვნო კვნესა. დილით ნინიმ რომ თვალები გაახილა დურუქანს უკვე ეღვიძა, ერთი ხელი თავქვეშ ქონდა და მას უყურებდა. - რატომ მიყურებ? - ისე... არ შეიძლება? - არა. - კაი არ გიყურებ. - სიზმარში რაზე ვფიქრობდი იცი? - ვა, სიზმარში ფიქრიც შეგიძლია? - ნუ დამცინი სერიოზულად გეუბნები! - რაზე აბა? - აია-სოფიაზე და ლურჯ მეჩეთზე. - კონკრეტულად რას? - მაშინ რომ მითხარი ლურჯი მეჩეთი და აია-სოფია ყველა ეპოქაში ერთმანეთს რწმენაში ეჯიბრებოდნენო... ვინ დააწესა? იქნებ ერთმანეთი უყვარდათ კიდეც? ახლა ვფიქრობ რომ ეს ორი ისტორიული ნიმუში ყველაზე მეტად გვგავს მე და შენ… მთავარია მორწმუნე იყო და გინდ ლურჯ მეჩეთში შედი სალოცავად და მუხლებზე დაიჩოქე გინდ აია-სოფიაში და პირჯვარი გადაიწერე. ყველაფერი იმას ემსახურება რომ ღმერთი ერთია ქვეყანაზე და შენ გაქვს რწმენა. ყველა სარწმუნოება ემსახურება იმას რომ არ იყო ბოროტი, არ დააშავო და არ მოკლა კაცი. სისუფთავეს ქადაგებს ორივე. ყურანის შინაარსი მაქვს წაკითხული და ვფიქრობ, რომ ქრისტიანულშიც იგივეა ერთნაირ რამეს ქადაგებენ, მაგრამ სხვადასხვანაირად ემსახურებიან. ამდენი ხნის შემდეგ მივხდი რომ - ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის. ჩვენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს და სხვები არ მაინტერესებს. - ნინი დილის 7 საათია… - ნინის გაეღიმა და აკოცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.