შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილებს მიღმა (ნაწილი 2)


31-05-2023, 23:25
ავტორი Butterfly7
ნანახია 1 544

-ჯანდაბა! ჯანდაბაააა... უკვეე 8ის ნახევარია, როგორ არ გამეღვიძაა
საკუთარ თავს უბრაზდებოდა და ახლა ნანობდა, გუშინდელი ტანსაცმლით, მაკიაშით და ვარცხნილობით, რომ დაიძინა.
ზუსტად 5წუთი დაჭირდა შხაპისთვის, ელვისებური სისწრაფით გადაიცვა რაც ხელში მოყვა და სახლიდან გავარდა.
როგორც იქნა მიაღწია, მიუსწრო... 10წუთით გვიან მივიდა ვიდრე მანამდე მიდიდოდა, თუმცა დევდარიანის ნაცნობი სილუეტი შორიდანვე დალანდა, იგივე სკამდე ყავის ფინჯნით ხელში, თაბახის ფურცლების დასტას ფურცლავდა.
მხოლოდ დილამშვიდობით შემოიფარგლა, კარში გამოსულ ლამაზთმიანს შეკვეთა მიაძახა და მძიმედ ჩაემხო სავარძელში.
მოიცაა... მოეჩვენა თუ მისალმებაზე იგივეთი არ უპასუხა კაცმა? გახედა, ისეთი სახით იჯდა, როგორც იმ დღეს, პირველი შეხვედრისას, ყურადღების მისხალიც არ გამოუჩენია.

-აქედან სახლში მიდიხართ?
უკმეხად შეეკითხა ვივიენი, სახეზე ეტყობოდა როგორი უკმაყოფილო გახლდათ, ამ ყველაფრით

-უკაცრავად?
პირთან მიტანილი ფინჯანი ისე გააჩერა გიორგიმ, თითქოს ძალიან აინტერესებდა ვინ და რისი იმედით გაუბედა შეკითხვის დასმა

-ვიგულისხმე, რომ ჩემი მანქანა ჯერ კიდევ თქვენ სახლთან დგას, დიდად მიჩვეული არ ვარ სხვა ტრანსპორტით მგზავრობას, თუკი სახლში მიდიხართ, მეც გამოგყვებით, თუმცა თუკი სხვა გზა გაქვთ, არ არის პრობლემა ტაქსითაც მივაგნებ.

-არა სახლში არ მივდივარ!

-გასაგებია!
გუშინ ხო ყველაფერი კარგად იყო? ისეთი შეგრძნება დაეუფლა, როგორიც პირველ დღეს, ერთმანეთისთვის სრულიად უცნობები რომ იყვნენ.


-ვივიენ გათხოვილი რატომ არ ხართ?
დიდი ხნის დუმილის შემდეგ, თითქოს უინტერესოდ დასმულმა კითხვამ, გასერა დუმილის უსასრულოდ გრძელი ფარდა, რომელიც თანდათან უფრო მუქთებოდა მათ შორის.

-და თქვენ რაიცით რომ არ ვარ?
დაუფიქრებლად, პირზე მომდგარი სიტყვები მაშინვე გააჟღერა და მაშინვე ინანა კიდეც

-ძნელი მისახვედრი ნამდვილად არ არის.

-რას გულისხმობთ?

-ქალებს ეტყობათ, როცა მამაკაცი ყავთ გვერდით.
ისე მშვიდად და ბაგეზე ოდნავ შეპარული ღიმილით ლაპარაკობდა, ქალი სულ აირია

-და თქვენ რატომ დაინტერესდით?

-მეე? მგონი კაცის კბილები დღეს პირველად შენიშნა გაღიმებულ დევდარიანში -უბრალოდ.

-და თქვეენ? თქვენ რატომ არ ხართ დაოჯახებული?
გულში თავისივე დასმულ კითხვაზე გაეცინა, მაგრამ ფიზიკურად არ დატყობია

-და თქვენ რაიცით, რომ არ ვარ?
მანაც ისევე შეუბრუნა კითხვა და მიუხედავად იმისა რომ აინტერესებდა ქალის პასუხი, ტელეფონს უპასუხა, რომელიც ბზუილს არ წყეტდა.
სახე ოდნავ დაუსერიოზულდა, ბოდიში მოიხადა და მოშორებით გავიდა.
ცოტა ხანში მისი ტელეფონიც აინთო, ესემესი უფროსისგან იყო: *გიორგიმ დაახლოებით 1საათის წინ ასისტენტზე ვაკანსია გამოაცხადა, ყველა საბუთს მე მოგიგვარებ*
ოდნავ გაკრა სახეზე ღიმილი ქალს და დევდარიანს კმაყოფილმა გახედა

-მოდიხართ?

-სად მოვდივარ?

-მანქანის წამოსაყვანად.

-მეგონა სახლში არ მიდიოდით.

-გადავიფიქრე.
დააჩქარა ქალი, ანგარიში გაისტუმრა და მანქანისკენ დაიძრა.
ისე იქცეოდა თითქოს უკანასკნელი რამ, რაც ახლა უნდოდა ამ ქალის, მის მანქანაში, მის გვერდით ჯდომა იყო, ისე ცივად ატარებდა მანქანას, რომ ივნისის მზის თბილ სხივებშიც კი ატანდა ქალის სხეულამდე.
სიცივე მის დადუმებულ ბაგეებშიც იგრძნობოდა, გუშინაც ხმას არ იღებდა რულთან მჯდომი, ვივიენი გრძნობდა, როგორ ჩაბღაუჭებოდა ორივე ხელით რულს ისე ძლიარად, რომ ვენებიც კი დატყობოდა ალაგ-ალაგ.
მილიმეტრებში იცოდა ამ კაცის გაყინვის მიზეზი მის მიმართ.
გიორგის გონება დანაშაულის გრძნობას ყავდა შეპყრობილი საყვარელი ქალის მიმართ, რამოდენიმე დღის უკან თვითმფრინავით ცამდე შეყვარებულმა, რომ გააცილა, ქალი რომელთანაც მთელი ცხოვრების დაკავშირებას აპირებდა, ახლა
მის თავს იმ ინტერესს ვერ პატიობდა, ინტერესს, რომელსაც ეს ქალი ისე მძაფრად იწვევდა მასში, ლამის ტვინი გადაწვოდა.
საკუთარ თავზე გაბრაზებული, ვერ აკავებდა ამ სიბრაზეს სხეულში, გუშიინ ღამე მარტო იმიტომ დაითხოვა მისი ასისტენტი, რომ დილის 5საათზე ტელეფონზე არ უპასუხა, წარმოგიდგენიათ? თითქოს ვალდებული ყოფილიყო ის საბრალო გოგო 24/7ზე თვალებდაჭყეტილი უფროსის ზარს დალოდებოდა.
ვივიანი კი ხვდებოდა, რომ ეს სიბრაზე მისთვის კარგის ნიშანი იყო.
იმდენად კმაყოფილი იყო საკუთარი თავით, მანქანის მინის ანარეკლში თავის თავს შიგადაშიგ უღიმოდა, მერე ტელეფონი ამოიღო ისე ინეტერესით ჩასჩერებოდა, გეგონება სამყაროს გადარჩენის გეგმას კითხულობსო.

-კომპანია “ოისი” ხომ არ იცით სად არის?

-ოისი? რაში გჭირდებათ მაგის ცოდნა? მგონი ვაჟაზეა
ოდნავ გაკვირვებულმა გადახედა გვერძე მჯდომ, ჯერ კიდევ ტელეფონში ჩამძვრალ ვივიენს

-რაღაც ვაკანსია აქვთ, მინდა ვცადო

-სამსახურს ეძებთ?
მისი დეიდაშვილის მონაყოლიდან გამომდინარე ეს ქალი სამსაახურს არ უნდა ეძებდეს

-რაიმე უჩვეულო ვთქვი?

-არა უჩვეულო არაფერი

-ვმუშაობ....უბრალოდ რაღაც პრობლემა შეიქმნა სამსახურში და ნამდვილად აღარ ვაპირებ იქ გაჩერებას, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი წამოვიდე თუ არა, ეს სამსახური ჩემთვის იმაზე კარგია ვიდრე უნდა იყოს, მაგრამ მე ჩემი პრინციპები გამაჩნია, რომელზე გადაბიჯებასაც ვიღაცის დაუდევრობის გამო ნამდვილად არ ვაპირებ!
თითქოს გულმოსულმა ჩაილაპარაკა წარბები შეკრა, ტუჩები გამობრიცა და ისე ახედა გიორგის თითქოს მასზე უცოდველი არსება ჯერ არ დაბადებულა

-მაგდენი რამ არ მიკითხავს...
ახლა გიორგის იმაზე გაღიზიანებული სახე ქონდა ვიდრე მანქანაში ჩაჯდომამდე


-მადლობაა
იაზვად გადავიდა მანქანიდან, არც გაუხედავს გიორგისკენ, უკვე ძალიან ერთობოდა ამ კაცის ნერვებზე თამაშით. კარი ძლიერად მიუჯახუნა ცხვირწინ და მისი მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა.

*****
გიორგის დეიდაშვილმა იმედები გაუმართლა, მიხვდა, რომ იმდენი ტყუილად არ უყბედია, ვითომ შემთხვევით გადაყრილ ლილუსთან სალონში, მთელი კვირაა მაგაზე მუშაობდა, რამენაირად ახლოს ყოლოდა ეს გოგო, ჯერჯერობით ყველაფერი ზუსტად ისე მიდიოდა, როგორც გათვლილი ქონდა. ლილუს თავისი გამოგონილი ცხოვრება დეტალებში მოუყვა, უთხრა რომ 1თვეც არ იყო გასული, რაც გერმანიიდან ჩამოვიდა, სწავლას მორჩა და თავის ქვეყანაში სურდა მოღვაწეობის გაგრძელება, ეს და მრავალი სისულელე მოახვია ბავშვივით ალალ გოგოს, მერე ლილუს ინიციატივით რამოდენიმეჯერ, ვითომ უმეგობროდ დარჩენილ ვივიენს შეხვდა, მის საყვარელ კაფეში, ისე დაუახლოვდნენ ერთმანეთს პირად ცხოვრებაზეც ყველაფერი დაუკაკლა ლილუმ, ბავშვივით ლაღი იყო, რაც ვივიენში აღფრთოვანებას იწვევდა, მისი ოცნება ლილუს ცხოვრებას ძალიან გავდა, ყოველთვის სურდა ჩვეულებრივი, ადამიანური ცხოვრებით ეცხოვრა ქონოდა მისი პირადი სივრცე, ეკეთებინა ის რასაც თვითონ მოისურვებდა, ალბათ პატარა ყვავილების მაღაზიას გახსნიდა და რაც მთავარია ბედნიერი იქნებოდა... უსმენდა ამ გოგოს და მისი ოცნების ცხოვრებას წარმოიდგენდა, რომელიც არასდროს ქონია.

*****

ახლა იდგა დევდარიანის ოფისის წინ 3საათის შემდეგ ბოლო შეხვედრიდან და ფიქრობდა ღირდა თუარა დღეს მისვლა გასაუბრებაზე, იქნებ მოეცადა, ხვალამდე მაინც, ბევრი იფიქრა თუ ცოტა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს მისი ნებისმიერი სხვა დავალება არ იყო, სადაც იმდენი დრო ქონდა, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიდა, ბატონი დავითის სიტყვები ახლაც ყურში ჩაესმოდა, გამალებით დროზე რომ ჩასჩხაოდა, მიუხედავად იმისა რომ ეს მისი სტილი არ იყო და სხვა ნებისმიერ შემთხვევაში მოთმინებას ამჯობინებდა, მანქანიდან გადავიდა, გზა გადაკვეთა და ოფისში შეაჭრა

-გამარჯობათ.

-რით შემიძლია დაგეხმაროთ?

-ვაკანსიის თაობაზე ვარ მოსული.

-დიახ, მესამე სართულზე აბრძანდით, მაგრამ ვშიშობ დაცდა მოგიწევთ.

-არ არის პრობლემა, მადლობა.
ნაზად გაუღიმა კოხტად გამოწყობილ წითურს და კიბეებისკენ დაიძრა.
1საათი რიგში იყო, უკვე წასვლას აპირებდა მისი სახელი რომ გამოაცხადეს, ცოტა დაიძაბა დიდად თვითონაც არ ეხამუშებოდა ახლა იქ შესვლა და გიორგისთვის იმის ახსნა, რომ ესეც მორიგი შემთხვევითობა იყო

*****
-მოდი გამოვიცნობ... წარმოდგენა არ გქონდა, რომ ჩემი ოფისი იყო არა? და მოდი იმასაც გამოვიცნობ, რომ ისიც არ იცოდი მე რომ ასისტენტს ვეძებდი.
შესვლის შემდეგ ხმაა არ ამოუღია ისე დაჯდა მის კაბინეტში მისსავე წინ, დევდარიანის პირდაპირ

-ცუდი ის არი, რომ აქ მოსვლის შემდეგ გავიგე ეგ ყველაფერი, წასვლას ვაპირებდი და სწორედ მაშინ გამომიძახეს.
უღიმღამოდ, ზერელედ ისე ელაპარაკებოდა თვალებშიც არ უყურებდა დევდარიანს

-და რატო არ წახვედით?

-იქნებ იმიტომ რომ კარგად აღზრდილი ვარ, რომელიც სიუზრდელეს არ იჩენს როცა ეძახიან?!
ახლა უკვე ინება თვალებში ნაგლად ჩაკვირვება ქალბატონმა გამყრელიძემ

-აჰა ანუ პირველად გაიგე, რომ ეს კომპანია ჩემია ხო?

-მოიცა ერთ წამს, შენ გგონია რომ მთელმა მსოფლიომ იცის შენს შესახებ?

-ვინ მოქცა იმის უფლება, რომ შენობით მომმართო?გაღიზიანებული წაიწია ვივიენისკენ
და შეწითლებული თვალებით შეაჩერდა

-კარგი მგონი ჯობია წავიდე, მეგონა სამსახურის თაობაზე მოვედი მაგრამ....ისედაც შეცდომა იყო აქ მოსვლა
უემოციოდ წამოიწია სავარძლიდან

-დაჯექი!
უფრო უხეშად გასცა ბრძანება დევდარიანმა

-უკაცრავად?!

-მომაწოდე საბუთები!
ხელი გაუწოდა ვივიენს, ქალმა თითქოს გაკვირვებულად გადასცა საქაღალდე და ადგილს დაუბრუნდა

-გამოცდილება?

-ასისტენტად არასდროს მიმუშავია, თუმცა იმაზე დიდი ცოდნა მაქვს მიღებული ვიდრე ჩვეულებრივ ასისტენს სჭირდება.

-მაშინ რატომ გინდა “ჩემი” ეს სიტყვა კარგად გამოთქვა -ასისტენტობა?

-უკვე გითხარით, რომ აქ მოსვლის შემდეგ გავიგე თქვენზე, ასისტენტობას რაც შეეხება, ახლა კომპანია "მერისონის" დირექტორის მოადგილე ვარ, როგორც უკვე გითხარით დღის პირველ ნახევარში, რაღაც პრობლემა შეიქმნა ერთ-ერთ პროექტთან დაკავშირებით, წამოსვლას ვაპირებ და სიმართლე გითხრათ ეს სამუშაო მხოლოდ იმისთვის მჭირდება, რომ 24საათი სახლში ჯდომით არ დავლპე ამ რამოდენიმე თვეში, ასე რომ დიდად მნიშვნელობა არ აქვს ასისტენტი ვიქნები, დირექტორი თუ ძიძა.

-რამოდენიმე თვეში?

-დიახ, უკან ვბრუნდები

-სად უკან?

-გერმანიაში, აქ დიდი ხნით დარჩენის პერსპექტივით არ ჩამოვსულვარ და ვცდილობ დრო გავიყვანო.

-ანუ სამსახურში აყვანის თქვენი ვარიანტი მარტო იმიტომ უნდა განვიხილო რომ სახლში არ მოგეწყინოთ?

-საბუთებს გადახედეთ ბატონო გიორგი, დარწმუნებული ვარ იცით, რომ ისეთი მონაცემების პატრონი, როგორიც მე ვარ ხელიდან გასაშვებად არ ღირს!

-თავდაჯერებულიც ყოფილხართ... მოიცა ოისიში არ აპირებდით წასვლას?

-ზუსტად მაქედან მოვდივარ.

-ნუთუუ... არ მითხრა არ მიმიღესო
ირონიულად ჩაეცინა დევდარიანს

-ისეც არ მჭირდება ეგ სამსახური, რომ იმ....
თავი შეიკავა იმ სიტყვის თქმისგან რასაც აპირებდა, თუმცა ზუსტად ისიც არ იცოდა რას აპირებდა -დირექტორის მსგავსი უტაქტობა და უღიმღამო ფლირტი ამეტანა, ასე რომ...

-ესეიგი ფლირტი... გასაგებია... კარგი შეგიძლია წახვიდეთ, საბუთებს გადავხედავ და დაგიკავშირდებით...

-კარგად ბრძანდებოდეთ!



*****
-კარგი რა ლილუ, ნახე რა კარგი ამინდია მოდი სადმე წავიდეთ, თორემ შენმა დეიდაშვილმა სამსახურში თუ ამიყვანა მერე საერთოდ აღარ მექნება დრო... მთელ ლოგინზე გაშოტილი 5წლის ბავშვივით იხვეწებოდა ვივიენი, სადმე წასულიყვნენ

-ვივი ეს ნახატი დამთავრებული კვირის ბოლომდე უნდა მქონდეეს და ჯადოქარი არ ვარ, ერთი ჯოხის მოქნევით მოვრჩე, კარგი რაა.
სულ საღებავში ამოსვრილი ფუნჯს ისე იქნევდა ხელში თითქოს, მართლა ჯადოქარი ყოფილიყო

-კარგი მაშინ რა გაეწყობა, მთელი დღე სახლში უნდა ამომხდეს სული, მერე კიდე სამსახური... სამსახური....სამსახურიი და კიდევ სამსახურიი, კარგი ლამაზო წავალ აბაზანას ავივსებ და დიაბეტს დავიმართებ, გკოცნიი...

ლოგინიდან წამოიზლაზნა, ბეჭებში მოხრილმა აიღო ცალი თითით სკამზე გადაკიდებული პატარა ჩანთა, კოცნა გაუგზავნა მეგობარს და კარისკენ გაემართა... კუს ნაბიჯებით.


-კარგი გეყოფა ტირილი, წავიდეთ სადაც გინდა.
მაინც ააგდო ნამუსზე და დაითანხმა. გაბრწყინებული სახით შემოტრიალდა, დიდი სკუპი გააკეთა კარებიდან ლილუს მიმართულებით და ძლიერად მოეხვია

-საუკეთესოო ხაარ!
ლოყები დაუკოცნა ისევ ლოგინზე შემოხტა და გეგმების დაწყობას შეუდგა

-სად წავიდეეეთ? სადმე ახლოოს, რო დღეს ჩამოსვლა მოვასწროთ, წამოოო საბადურებზე ავიდეთ პიკნიკი მოვაწყოოოთ, ან ჭილის ტბაზეე, იქნებ კოჯორზე, თქვიი რამეე... მარტო წავიდეეთ? თუ ვინმე წავიყვანოოთ იქნებ შენი მეგობრებისთვის დაგერეკაა, იმასაც დაურეკე შენი ბიძაშვილი თუ დეიდაშვილი როა იქნებ თავი მოვაწონო და სამსახურშიც ამიყვანოს, კვირაა ყველას ეცლებაა ლილუუ მიდი მიდი....

ცეცხლი შეუნთო მეგობარს, აჟიოტაჟისგან ხელებს აქეთ-იქეთ აქნევდა და ლილუს გახალისებასაც ახერხებდა

-ვივი ჩემზე პატარასავით იქცევი, ხო მშვიდობა გაქვს?
სიცილისგან ლოყებ შეჭმუჭნული უსმენდა

-აბა კარგ ხასიათზე ყოფნას თუ მაცლი!
გაუბრაზდა და ფეხზე წამოხტა

-მიდი მიდი დარეკე...


*****

-რომელმა ჭკვიანმა მოიფიქრა რო 2მანქანით უნდა წამოვსულიყავით 10კაციი?
დახუთულობისგან ხელებს სახეზე იქნევდა, უკან, შუაში მჯდომი ერთ-ერთი ლილუს მეგობარი და უკმაყოფილოდ მანჭავდა სახეს

-საერთოდაც ფეხით უნდოდა ქალბატონს წამოსვლა და მადლობა ვთქვათ.
გაეცინა წინ მჯდომ ლილუს, ჯერ სიტყვების პატრონს გახედა და მერე რულთან მჯდომისკენ გააპარა თვალები

-ძაან ხოარ დადაქალდით თქვენ ორი?
კიდევ უკნიდან გადმოსძახა რომელიღაცამ, ლილუ გაფართოებული თვალებით გადაიხარა და მარიამს წარბებ აწეული გახედა

-და რა ეგ პრობლემაა?

-არა პროსტა, მის შესახებ არაფერი არ იცი და 1კვირაში საუკეთესო დაქალებად იჩითებით, შენ ნორმალური გგონია?

-მის შესახებ საკმარისად ვიცი მარიამ და ნერვებს ნუ მიშლი, ისე რო იცნობდე, როგორც მე, ეგრე არ ილაპარაკებდი
ისევ წინ შემობრუნდა და გზას გახედა

-მეც ზუსტად იმ დღეს გავიცანი, როცა შენ დაჟე შენამდეც, მარა პიჟამა ფართიზე არ დამიპატიჟებია ეგრევე...

-აუუ გთხოოვ ნუ პანიკიორობ რააა

-ვიღაც ეჭვიანოობს
სიცილი ვერ შეიკავა სიცხეზე მოწუწუნე ვლადიმ და მარიამის თავში წამორტყმაც დაიმსახურა, ყველას გაეცინა და სიტუაციაც მაქსიმალურად განიმუხტა.


*****

პიკნიკმა მართლა ყველა გაამხიარულა. სიმართლე და მოქმედება ითამაშეს მიუხედავად იმისა, რომ სამი კაცი ძალიან ბავშურ თამაშად თვლიდა, მაინც აიყოლიეს და სიცილისგან ლამის იგუდებოდნენ.

-როგორც ჩანს შენმა დეიდაშვილმა გადაწყვიტა, რომ ზედმეტად დიდია პიკნიკებისთვის.
გეგმა წყალში ჩაყრილმა ვივიენმა გაღიზიანებულად გამოხედა ლილუს, თუმცა დიდად არც შეუტყვია რა დონეზე ბრაზობდა

-ალბათ საქმეები ქონდა, საერთოდ როდის ცალია ხოლმე ჩემთვის...
სულ რაღაც საათ-ნახევარი იქნებოდა გასული ნაცნობი მანქანა, რომ გაჩერდა ბალახზე, პლედებზე გაშოტილი ბავშვებიდან დაახლოებით 5მეტრში,
ვივიენის გაბრწყინებული სახე უნდა გენახათ, როგორ ჩაქრა, რამოდენიმე წამში პირველად მანქანიდან გადმოსული ცოტნე, რომ დაინახა, თვალები გადაატრიალა და ზურგი აქცია მომავალთ.


-რა გეგონათ ჩემს გარეშე იგულავებდით?
პირდაპირ ვივიენის გვერძე ჩახტა ცოტნე გაბადრული სახით და ბიჭებს ხელი ჩაურტყა


-ეეე რა პონტში, გვიკადრეთ?!
რაღაცნაირად გული მოულბა ლილუს და მის დეიდაშვილს ლოყაზე აკოცა

-ცოტნეს დასვენება, გართობა, გოგოები ან სამივე ერთად უხსენე და მიხვდები.
გაუღიმა თუმცა გახარებულ და ბედნიერ ღიმილს ვერ დავარქმევდით

-ლამაზო, ნახე ჩვენი გზები კიდევ გადაიკვეთა, მგონი ბედია ხოო?
სახე მოღრანჭულმა გახედა ცოტნეს და შეძლებისდაგვარად გაუღიმა ვივიენმა

-აბაა რას აკეთებდით, ეეე ბურგერიიი
ხელი სამცალს ერთად სტაცა, ანანოს კოკაკოლა მოაწოდებინა და დამშეულივით შეექცა

ისევ ხმაურმა მოიცვა გარემო, ვივიენი თვალს არ აცილებდა ინტერესის ობიექტს, რომელიც ასე კარგად ახერხებდა მის იგნორს, თუმცა ხანდახან მაინც გაყიდიდა წამით აფორიაქებული თვალები.

-მორჩით ჭამას თუ შეიძლება და ნამიოკობანა ვითამაშოთ ჟესტებით.
უაზროდ მოწყენილმა ფეხზე წამოხტომით ყველას ყურადღება მიიქცია

-რაიმეთი თავი ხომ უნდა მოვიწონო იქნებ ბატონი გიორგი დაფიქრდეს მაინც ჩემი კანდიდატურით... ეს რათქმაუნდა ხუმრობით.
თქვა თუარა მისი მიმართულებით გაიღიმა

-ეეე რა კანდიდატურით?
როგორც ჩანს ცოტნესთვის მოსაყოლად, საკმაოდ საინტერესო თემა არ აღმოჩნდა ბატონი გიორგისთვის ვივიენის სამსახურში ვიზიტზე თქმა

-ვივიენმა სივი დამიტოვა მდივნის ვაკანსიაზე, თუმცა როგორც ჩანს ჯერ კიდევ არ დაურეკავთ თქვენთვის, ხომ ასეა?


-დიახ ჯერ კიდევ ველოდები.


-საჭირო არაა, მე თვითონ გეტყვით... ნატა, ჩემი მდივანი სამსახურში დავაბრუნე, არც უნდა დამეთხოვა! მის გარეშე ძნელია ყველაფრის ცოდნა, ახალ კადრს კიდევ ბევრი სწავლა დასჭირდებოდა, რისი თავიც ახლა ნამდვილად არ მაქვს ასე რომ...
იგრძნო როგორ აუვიდა ფეხის თითებიდან თავის ქალამდე ლავასავით წამოსული სისხლი ვივინმა, ოდნავ გაუფართოვდა თვალები და ნესტოები დაებერა, სუნთქვაც შეწყვიტა წამიერად, ფრჩხილები ისეთი სიძლიერით ჩაასო ხელის გულებს შეკრული მუშტით, სისხლი წასკდა, თუმცა როგორც ყოველთვის თავის შეკავება არ ესწავლებოდა, ნელა გაშალა თითები ღრმად ამოისუნთქა, სახეზე ნაწვალები ღიმილი გამოესახა და მშვიდად სრულიად აუღილვებლად გასცა პასუხი

-გასაგებია, ალბათ თქვენს ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი... ბოდიში, ცოტახანს გავისეირნებ...
ასევე მშვიდი, აუჩქარებელი ნაბიჯებით წავიდა ტყისკენ და ცოტა ხანში მისი სილუეტი ხეებს შეერწყა.
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა, ხმას არავინ იღებდა, თუმცა ბავშვებს არ გაჭირვებიათ სიტვაციის განმუხტვა, მალევე სიცილ-კისკისზე გადაერთნენ, თითქოს არც არააფერი მომხდარა, ცოტნე წამოდგა თითქოს გაყოლას აპირებდა მაგრამ ლილუმ ხელით დააკავა, თვალებით ანიშნა გაჩერდიო და ისიც უსიტყვოდ დაემორჩილა

-იცი რო ცუდად მოიქეცი ხოო?
გვერდით მიუჯდა დეიდაშვილს, თუმცა ზედაც არ შეუხედავს

-აბა რას მთავაზობ, ხომ იცი რო ნატაზე მეტად ვერავის ვენდობი მითუმეტეს სამსახურში, სისუსტე გამოვიჩინე, როცა მისი გაშვება გადავწყვიტე და გამოვასწორე კიდეც!

-ახლა ნატაზე არ ვლაპარაკობ, შენც კარგად იცი...

-სხვა გამოსავალს ხედავდი?

-შეგეძლო ცოტა ჰუმანურად მოქცეულიყავი და ყველას თვალწინ არ დაგემცირებინა

-პასუხი გავეცი და დამნაშავე გამოვდივარ?!

-2წლის ბავშვივით ნუ ლაპარაკობ, წადი და ბოდიში მოუხადე!

-ბოდიში მოვუხადოო...
ოდნავ ჩაეცინა დევდარიანს

-კარგი რაა ოდნავ ადამიანობა გამოიჩინე, არაფერი გაუკეთებია იმის ფასი, რომ ასე მოქცეულიყავი, არც იცნობ როგორია!

-ლილუუ ნუ მასწავლი რა, რაც შენზე უკეთ ვიცი იმას! ის რაც ვივიენს გავუკეთეე ათასობით ადამიანისთვის გამიკეთებია და შენი გულჩვილობის გამო ყველას ბოდიშს ვერ მოვუხდი!

-ვივიენი მილიონი ადამიანი არ არის ჩემი მეგობარია და თუ გიყვარვარ წახვალ და ბოდიშს მოუხდი!
მკაცრად ჟღერდა ქალის სიტყვები, მითუმეტეს მაშინ როცა პასუხის გაცემაც არ აცალა ისე ადგა და ბავშვებში გაერია.

სხვა გზა არ ქონდა ადგა და ვივიენის საძებრად წავიდა.


*****

საკმაოდ შორს მოუწია წასვლა, უკვე უკან მობრუნებასაც აპირებდა, როცა კივილის ხმა ყრუდ მოესმა, მთელი სხეული დაეძახა, ვიღაც ყვირილს არ წყვეტდა, ხმის მიმართულება განსაზღვრა და ადგილიდან მოწყდა, ისე სწრაფად გარბოდა ფიქრები უკან რჩებოდა დევდარიანს, გარბოდა თუმცა წინ არავინ ჩანდა, ყვირილი არ წყდებოდა და ისიც ბრმად მისდევდა მის კვალს, როგორც იქნა ნაცნობი სილუეტი დალანდა, ვივიენმაც შენიშნა თუარა გეზი შეცვალა და ახლა გიორგისკენ მირბოდა, ლამის შეასკდნენ ერთმანეთს. ორივეს გული ისე ცემდა, კილომეტრიდანაც გაიგონებდით, ასეთი შეშინებული ქალი პირველად ნახა, ხელი ბეჭებში ჩაავლო, სულ მთლად კანკალებდა და ენას პირში ვერ ატრიალებდა. გულამოვარდნილმა ძლივს კითხა რა მოხდაო

-იქქქ იქქქ......აკანკალებული ხელით უკან ანიშნებდა კაცს -იქქქქქ.......
ხელებიდან დაუსხლტა და ისევ გაქცევას აპირებდა ქალი, თუმცა ისევ ჩაიბღაუჭა და უკან გამოქაჩა, ძლივს აჩერებდა მის მკლავებში მოხტუნავე ვივიენს, გიორგი.


-რა მოხდა ვივიენ?? რახდებაა? კარგად ხაარ? რამ შეგაშინაა?
კითხვას კითხვაზე აყრიდა, თვითონაც ანერვიულებული, და მის დამშვიდებას უშედეგოდ ცდილობდა

-გამიშვი!!! გამიშვიი უნდა გავიქცეეთ! როგორ არ გესმის იქ გველი იყოოო იმხელაა გველი მომზდევდააა, გამიშვი გთხოვ დამეწევაა გევედრებიიიი....
ხმა გაებზარა და ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოეყარა სახეზე, ძალა გამოცლილი სუნთქვასც ვერ აკონტროლებდა

-გველიი? გველიიიიი??? შენ რაა ასე გველის გამო შემაშინეე???
იქეთ გაუბრაზდა ქალს და ხელები გაუშვა, ისიც შემოუტრიალდა, ბავშვივით ამღვრეული დაწითლებული თვალებით, ნიკაპ აკანკალებული და შიშისგან გაფართოებული თვალები შეანაათა

-მართლა დიდი იყო გეფიცებიი, მიკბენდა შენ არი იციი... შენ აარ იციიი..
ცრემლები ადვილად პოულობდა თვალებიდან გამავალ გზას, დევდარიანმაც ვეღარ შეიკავა თავი, ხელი მოკიდაა და ძლიერად ჩაიკრა გულში, თმებზე ხელს უსვამდა და ეღიმებოდა, ქალი რომელიც შორიდან ასე მტკიცე, უშიშარი და გაბედული ჩანდა, ახლა მის მკლავებში ქვითინებდა... აკანკალებული... გველის გამო...

ეს თამაში არ იყოი, გველების ბავშვობიდან სიკვდილივით მართლა ეშინოდა.
გონებაში გეგმებს აწყობდა, ხეზე ორად დახვეული, მართლაც რომ საშუალოზე დიდი გველი დაინახა მიწისკენ მიმავალი, თავიდან გაშეშდა, სულ რომ ხმა არ ამოეღო გულის ბაგა-ბუგი გასცემდა, სახეზე ფერი წაუვიდა, შეწუხდებოდა კიდეც, დროზე, რომ არ მოსულიყო გონს და კივილ-წივილით არ გაქცეულიყო უკან.

როგორც იქნა ახერხებდა ქალის დამშვიდებას გიორგი, ჯერ კიდევ მის მკლავებში ყავდა მიმწყვდეული და თმაზე ეფერებოდა

-ნუღარ გეშინია.... ნუღარ გეშინია... ნუღარ გეშინია....
რამოდენიმე წამის ინტერვალით უმეორებდა ქალს

-ნუღარ გეშინია, მე ხომ უკვე აქ ვარ, ყველა გველს თავს წავაცლი, რომელიც მოგიახლოვდება,
ნუღარ გეშინია კარგიი?
ვივიენმა თავი ასწია, ისე ახლოს იყო მის ტუჩებთან, შეეძლო დრო ეხელთებინა კიდეც, თუმცა მის მიმართ მართლა მადლიერებას გრძნობდა, ორი წამით ჩახედა თვალებში და უფრო მჭიდროდ მიეკრო კაცს, მადლობის ნიშნად.
კარგი 5წუთის მერე იუხერხულა და მოიჭმუჭნა მის მკლავებში, თავი დარცხვენილმა ჩახარა და უკან გადგა, მისმა ასეთმა ქცევამ დევდარიანზე ისევ იმოქმედა და ოდნავ გაეღიმა, ასეთი უშუალო ჯერ არ ენახა და აშკარად მოსწონდა, რასაც უყურებდა.

-უკაცრავად, ბატონო გიორგი, მადლობა, რომ სიკვდილს გადამარჩინეთ.
ამაზე კიდევ უფრო გაეცინა დევდარიანს

-ჩათვალე ჩემთან სიცოცხლით ხარ ვალში.
გაუციმა და წინ წავიდა, როგორც კი დაძრული კაცი დაინახა ვივიენმა უკან ბავშვივით გაეკიდა, თან თვალებს აქეთ იქეთ აცეცებდა, მის საკბენად ჩასაფრებული გველი არსად ყოფილიყო ახლო-მახლო.


-საწყალი ქვეწარმავალი, ალბათ როგორ შეაშინეე

-როგოორ?
თვალები გაუფართოვდა ვივიენს
-კიდევ მე შევაშინე?! მე შევაშინე ხოოო?

-გველებს უფრო ეშინიათ შენი ვიდრე შენ მათი ქალბატონო.

-რაღაც მეეჭვება მისთვის მეკბინა და მომეკლა, თვითონ კიდე ისე სწრაფად მომზდევდაა, დამეწეოდა! ნამდვილად დამეწეოდა..
ისევ თავისას გაიძდა და კიდევ უფრო ართობდა კაცს

-ახლა შეგიძლია აღარ შეგეშინდეს, ალბათ შენ ვერ დააფრთხე, მაგრამ ჩემნაირი ახმახის დანახვისას მოლეკულურ დონეზე გაქრა!
სიცილი ვეღარ შეიკავა და მუჯლუგუნიც მიიღო

-საერთოდ აქ რას აკეთებდით?

-საშინელი გველებისგან უნდა გადამერჩინე!
ეს სიკეთე ნამდვილად გააკეთა, სიცილის ხასიათზე მოიყვანა

-მე არ მეცინება!
სრული სერიოზულობით უთხრა და სიარული შეწყვიტა კაცსაც სხვა გზა არ დაუტოვა, ისიც მოუტრიალდა და სახე გაასწორა

-ბოდიშის მოხდა მინდოდა, ვაღიარებ არ იყო საჭირო ყველას თვალწინ გამომეცხადებინა..

-გასაგებია...
ისევ გზა განაგრძო

-მისმინე, თუ მართლა ასე გჭირდება ახალი სამსახური, მდივნად ვერა, მაგრამ მიმღებში მეორე ცვლაში არის ერთი ვაკანსია
ქალს ნაკვთიც არ შეუცვლია ისე მიდიოდა წინ

-ვივიენ ბოდიშის მოხდას ვცდილობ, რაც ადვილი ნამდვილად არ არის და იქნებ ინებო და ყურადღება მომაქციოო!
ხმას აუწია დევდარიანმა და ახლა თვითონ დაეყუდა ადგილზე

-კარგი მადლობა შემოთავაზებისთვის! კმაყოფილი ხართ, ბატონო გიორგი?

-შენ არ იყავიი, ძიძად ვიმუშავებ დირექტორადაც და მდივნადაცო რომ ამბობდიი? ასე უცებ დანებდი?

-არ დავნებებულვარ, უარიც არ მითქვამს.

-ანუ თანახმა ხარ?

-დავფიქრდები!




# გამარჯობათ, ეს ისტორია წლების წინ მედო, სხვა ექაუნთით, მაგრამ ვერ დავასრულე, ახლა ვაპირებ, რომ დავამთავრო, როგორია?



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

საინტერესოა ძალიან❤️❤️

წარმატებები

 


№2 სტუმარი ანათეა

კარგი ისტორიააა,რული არა საჭე, წარმატებები

 


№3  offline წევრი Annia

კარგია, იმდენად დამაინტერესა მოვძებნე და წინაზწარ მქონდა წაკითხული ეს თავი ???? იმედია ახალს მალე დადებ, ამ რეალობისგან გთხოშავს მხიარული და ემოციური ისტორია, ამწამს მიხარია ამის წაკითხვა რადგან ზედმეტი სევდა არ დევს მასში

 


№4  offline წევრი Butterfly7

Annia
კარგია, იმდენად დამაინტერესა მოვძებნე და წინაზწარ მქონდა წაკითხული ეს თავი ???? იმედია ახალს მალე დადებ, ამ რეალობისგან გთხოშავს მხიარული და ემოციური ისტორია, ამწამს მიხარია ამის წაკითხვა რადგან ზედმეტი სევდა არ დევს მასში


მეც ძალიან მიხარია ასეთი კომენტარების წაკითხვა, უღმესი მადლობა და მიხარია რომ მოგწონთ <3

 


№5  offline წევრი შარზენ

მშვენიერი ჩანს,უბრალოდ მწერლობას როცა აპირებს ადამიანი ტვალეტი და გვერძე არ უნდა წეროს...წარმატებები

 


№6  offline წევრი Butterfly7

შარზენ
მშვენიერი ჩანს,უბრალოდ მწერლობას როცა აპირებს ადამიანი ტვალეტი და გვერძე არ უნდა წეროს...წარმატებები


დაუდევრობით დაშვებული შეცდომებია, მართლი ხართ, მაგრამ მწერლობაზე პრეტენზია ნამდვილად არ მაქვს ჯერჯერობით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent