შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ლილია" (5)


1-06-2023, 02:53
ავტორი iuna
ნანახია 1 081

ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც ნიკა ჩემთან მოვიდა და გრძნობებში გამომიტყდა. მას შემდეგ თითქმის ყოველთვის ერთად ვატარებთ დროს, გადავწყვიტეთ სანამ ოფიციალურად წყვილი გავხდებოდით ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო და გაცნობა პაემნებზე სიარულით დაგვეწყოო. ყველაფერი იდეალურად იყო იქამდე სანამ მამაჩემი შემახსენებდა მის არსებობას. ჩვეულებრივ სამსახურში ვიყავი იქ რომ გამომეცხადა.
-ლილია შვილო როგორ ხარ?
-აქ რას აკეთებ მამა?
-ჩემი შვილის სანახავად მოვედი არ შეიძლება?
-რატომღაც მარტო მაშინ გახსენდება შენი შვილი რომ ვარ როცა რამე გჭირდება, ახლა რა ხდება ?
-ლილია აქ ბოდიშის მოსახდელად მოვედი-თვალები შუბლზე ამივიდა
-ბოდიშის?
-ბოდიში ყველაფრისთვი რაც დაგიშავე, ხომიცი არ მინდოდა, ხომიცი როგორ ძალიან მიყვარხარ, შენ ჩემი და ნინიას სიყვარულის ნაყოფი ხარ
-მამა სათქმელზე გადადი
-მინდა რომ მაპატიო სახლში დაბრუნდე, უშენოდ სახლი ცარიელი
-რა აბსურდია ღმერთო ჩემო, ამას რატომ ამბობ, რეალურად რა განზრახვა გაქვს? რისი მიღწევა გინდა
-არაფრის მინდა რომ შენსწინაშე ცოდვები გამოვისყიდო - ტელეფონს ვიღებ და დაცვასთან ვრეკავ
- დაცვა თუ შეიძლება ჩემს ოფისში შემოდით და ჩემი სტუმარი გასასვლელამდე გააცილეთ
-სტუმარი? დაგავიწყდა რომ მამაშენი ვარ
-შენ ჩემთვის არავინ ხარ, დიდი ხანია აღარ არსებობ, არ ვიცი აქ რატომ მოხვედი მაგრამ ვიცი რომ ამ ფარსის უკან რაღაც დგას, შეგიძლია წახვიდე უნდა ვიმუშაო.
-როგორ ბედავ? როგორ არ გრცხვენია, მაგრამ არა შენნაირებმა სირცხვილი არ იცის რა არის, მარტო იმიტომ გადახვედი, რომ კაცები დაგეპატიჟებინა გივინ ღამით სახლში? მსუბუქი ყოფაქცევის ქალად უნდა იქცე? დედაშენის გზას ადგახარ
-მე შენი შვილი არ ვარ! შენი მხოლოდ ნახევარი სისხლი მაქვს და რომ შემეძლოს მაგასაც დაგიბრუნებდი.. როგორ ვიცხოვრებ ეს ჩემი საქმეა, საერთოდ დაივიწყეთ ჩემი არსებობა. რა უნდა გავაკეთო რომ შემეშვათ? სხვა ქვეყანაში გადავსახლდე?
-ვიღაც მდიდარ ბიჭთან ერთად დაწანწალებ ქალაქში, ხალხს სალაპარაკოს აძლევ, ყველა შენზე და შენს საყვარელზე საუბრობს, შეეშვი მაგ ბიჭს და მორჩი ჩვენს შერცხვენას გესმის
-შენ რა იცი ვინ დადის ჩემთან სახლში, ან რა იცი სად ვცხოვრობ ? მითვალთვალებ?-ვეკითხები და უკვე ვხვდები ვინ შეიძლება ყოფილიყო მამას დღევანდელი ვიზიტის უკან ვინ თუ არა ნინა, როგორც ჩანს დაიწყო კლანჭების გამოჩენა. არ მეგონა მამაჩემამდე თუ მივიდოდა.
-რა მნიშვნელობა აქვს მთავარი ისაა რომ იმ ბიჭთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტო, მე გაბფრთხილებ, იმ ბიჭს აღარ შეხვდე თორემ...
-თორემ რაა? იმდენს ნუ იზამ რომ საერთოდ დავივიწყო რომ მამაჩემი ხარ და პოლიციაში წავიდე. აი მერე მართლა შეგრცხვება და არ გექნება გამოსაყოფი თავი. შეეშვი ჩემს ცხოვრებას საკუთარს მიხედე. შენ დიდი ხანია დაკარგე ჩემზე უფლებები. აი დაცვაც მოვიდა შეგიძლია მიბრძანდე. მირიან გთხოვ გააცილეთ ეს კაცი.
დაცვას გაყავს მამაჩემი ოთახიდან და ძლივს შეკავებული ცრემლები ჯებირებს ამტვრევს.. როგორ მინდოდა მისი სიტყვები რეალური ყოფილიყო, როგორ მინდოდს ისევ მამას პრინცესა ვყოფილიყავი ისევე როგორც ბავსვობაში, მინდოდა მისგან სითბო მეგრძნო , დედას წასვლის მერე არც კი ჩამხუტებია, დღეს კი საბოლოოს მომიკლა გული, ვერ ვიჯერებ რომ მოვიდა რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ ბედნიერებასთან ყოფნა ამიკრძალოს, მოვიდა რომ ფერადი სამყაროდან ნაცრისფერში დავებრუნე ისევ. ასე ძალიან რატომ მტკივა გული?
მეგონა მამაჩემის დადგმული სპეკტაკლით დასრულდებოდა დღე მაგრამ კიდევ ერთი სცენა მელოდებოდა თურმე ამჯერად უკვე ნატო დეიდას კაფეში.. საღამოს სამსახურიდან ადრე გამოსულმა ტრადიციულად კაფეში შევიარე სადაც მარტო ნინა დამხვდა, ნატო დეიდა ნიკას გაუყვანია ქალაქში კაფისთვის საჭირო ნივთები საყიდლად, საშინელი უხერხულობა ჩამოწვა
-შენ და ნიკას რა ურთიერთობა გაქვთ?-მოულოდნელად მეკითხება ნინა
-რას გულისხმობ ?
- ბოლო დროს ხშირად გხედავთ ერთად
-მერე ამაში ცუდი რა არის
-არაფერი უბრლო ცნობისმოყვარეობა, დღემ როგორ ჩაიარა?
-როგორც ყოველთვის არაფერი განსაკუტრებული, შენსკენ რა ხდება ნინა ამერიკაში როდის ბრუნდები ?
-ჯერ არა აქ რაღაც საქმეები დამჩა მისაგვარებელი
-ნიკას ეხება, ნუ მიყურებ ეგრე გაოცებული, მოდი სიმართლე თქვი ნიკა მართლა გიყვარს თუ მისგან რამე სარგებელის მიღებას ცდილობა?
-როგორ ბედავ მე მართლა მიყვარს ის
-სამწუხაროა ნიკა შენ არასდროს შეგიყვარებს
-ასე დარწმუნებული რატომ ხარ
-ნიკა ქალად არასოდეს აღგიქვამს, მისთვის დეიდაშვილზე მეტი არასდროს იქნები ეს დაიმახსოვრე- ასეთი ტონით საუბარი არ მიყვარს მაგრამ გადავწყვიტე მისი საქციელისთვის მეზღვევინებინა. მამაჩემთან მისვლა როგორ იკადრა.
- შენ რა იცი, ასე რატომ მელაპარაკები-წაუხდა ხასითი მაშინვე
-მე მისი სიტყვებიდან გამომდინარე ვსაურობ მე ის ვთქვი რაცც თვითონ გითხრა
-ასე არ არის ნიკა დედაჩემს უფრთხილდება და ამიტომ ვდილობს შემგან შორს ყოფნას
-შენ არ უფრთხხილდები დედაშენს?
-კი ლილია მაგრამ გულს ვერ უბრძანებ ვინ შეიყვაროს და ვინ არა, ნიკა მართლა მიყვარს და უკვე აღარ ვიცი რა გავაკეთო ძალიან ცივად მექცევა, მხოლოდ მაშინ მიღიმის როცა დეიდაა ახლოს. ლილია დამეზმარე გთხოვ ნიკა შენთან ახლოსაა, შენ მოგისმენს,
-ლილია ვერ დაგეხმარება-არსაიდან გამოჩნდა ნიკა პარკებით ხელში-ასე არასდროს მოიქცევა. გაგიმართლა რომ ეს სიტყვები ნატალიამ ვერ მოისმინა თორემ გული ძალიან ეტკინებოდა . გგონია ასე ცივად იმიტომ გექცევი რომ ნატალიას ვუფრთხილდები, არა ნინა არა, ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე შეუშვი მაგ თავში, არ მიყვარხარ , ჩემთვის არ არსებობ, და ჩემს ცხოვრებაში უკვე არსებობს ქალი რომელიც ძალიან მიყვარს და ის ახლა შენს წინ დგას.
-ლილია და შენ ერთად ხართ?- ვხედავდი როგორ გადაუვიდა სახეზე ფერი გაოცებისგან ალბათ არელოდა
-კი ნინა ერთად ვართ
-დედაჩემმა იცის ეს ამბავი?
-კი, ნატალია მოდის და ძალიან გთხოვ ჩვეულებრივად მოიქეცი.
ნატო დეიდასთვის მე არაფერი მითქვამს ალბათ ნიკამ ესაუბრა, ღმერთო ჩემო ახლა ალგათ მე გავგიჟდები, ვიცი რომ ამ ამბავს ცუდად არ მიიღებდა მაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობ. ნატო დეიდაც მალევე გამოჩნდა გვითხრა რომ გზად მეგობარს ესაუბრებოდა და ცოტა ამიტომ შეაგვიანდა, კიდევ კარგი შეაგვიანდა თორემდღე როგორ დასრულდებოდა არავინ იცის
-ლილია ჩემო გოგო მიხარია თქვენი ამბავი- მეუბნება და მეხუტება-მიხარია რომ ნიკას გრძნობებში ეჭვი არ შეიტანე და როგორც მას ისე საკუთარ თავსაც მიეცი შანსი-ჩუმად მიჩურჩულა ყურთან და მე ოფიციალურად მიყვარს ეს ქალი.
- დედა შენ იცოდი?
- დღეს გავიგე, მაგრამ აქამდეც ძალიან მინდოდა ერთად რომ ყოფილიყვნენ და თითქმის ყველაფერი გავაკეთე ამისთვის-ამბობს და ნიკას თვალს უკრავს, კიდევ ერთი ინტრიგა
-შეუძლებელია - ნინა დემონსტრაციულად გადის ბაღში
ნიკა ჩემთან ინაცვლებს ჩემს გვერდით ჯდება და თავს მხარზე მადებს,
-მთელმა დღემ უშენოდ ჩაიარა, არ დაგირეკავს არ მოგიწერია, რისი ღირსი ხარ ამის მერე
-ვაპირებდი მაგრამ რაღაც დაუგეგმავი მოხდა და გადამავიწყდა, შენზე რასიტყვი
-ტელეფონი შეამოწმე მაინც ?- ტელეფონს ვიღებ და ვხედავ ნიკას შეტყობინებს და გამოტოვებულ ხარებს - ნაწყენი ვარ უნდა შემომირიგოო
-ნიკა ბავშვივით იქცევიი- ვეუბნები და შუბლზე ვკოცნი
-შუბლზე დედაჩემი მკოცნიდა ძილის წინ 6 წლის რომ ვიყავი, ეგრე ვერ შემომირიგებ, გინდა გასწავლო ?
-ნიკა იმედია გახსოვს მარტო რომ არ ვართ-ვამბობ და თვალებს ვატრიალებ
-გაგიმართლა თორემ თვალების ატრიალებისთვის დასჯებოდი
-შენს ყველა სასკელს სიამოვნებიტ მივიღებ
-როგორ მიხარია ასე ბედნიერებს რომ გხედავთ- ამბობს ნატო დეიდა
-შენ თუ არა სხვა ვის უნდა გაუხარდეს- მხარს უბამს ნიკა
-მაგიც მართალია
-ვინმე მეტყვის რახდება, ასე რატომ იქცეით- ცნობისმიყვარეობისაგან ლამისაა შევიშალო
- მე ვერაფერს მოგიყვები, მად ვაჟბატონს დავპირდი , თვითონ გეტყვის როცა დრო მოვა
-მიყვარხარ ნატალია,
საღამომ იდეალურად ჩაიარა, ნინა არ გამოჩენილა მას შემდეგ. ნიკამ სახლამდე მიმაცილა, მანქანიდან გადმოსვლას ვაპირებდი რომ გამაჩერა
-აბა დაგავიწყდა რომ ნაწყენი ვარ
- დამავიწყდა
- არ აპრებ ჩემს შემორიგებას ?
-არა გადაგივლის ოდესმე,
-გინდოდა გეთქვა რომ არიცი როგორ ემომირიგო
-სულაც არა
-გინდა გასწავლო- მეუბნება და ჩემსკენ იწევა
- ასე ახლოს ნუ მოდიხარ
-რატომ გონებას გირევ
- ეგ მე არ მითქვამს
-კარგი-ამბობს და ცხვირით ლოყაზე მეხება
-ნიკა მე...-წინადადების დასრულებას არ მაცდის ისე სწრაფად მკოცნის და მოიცათ აქ ვინმემ ფეივერკი გაისროლა? არა? მაშინ რა ხდება, აჰ ახლა გასაგებია,
-შეგიძლია ასე შემომირიგო ხოლმე ჯერჯერობით-ამბობს და ეღიმება
-იდიოტო-თავს გვერდით ვაბრუნებ და მანქანიდან გადავდივარ სწრაფად შევდივარ სადარბაზოში გზად კი ნიკას სიცილი მესმის, იდიოტი
მიუხედავად იმისა რომ დღე ცუდად დაიწყო დღის დასასრული იდეალური იყო, ნიკას კოცნამ საერთოდ გამიფანტა ფიქრები. არ ვიცი ნინა ამ ამბის მერე რას მოიმოქმედებს მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს ადამიანი.
ნინა არგავს ისეთ ადამიანს რომელიც ასე მარტივა დანებდება, მისთვის იმის გაგება რომ მედა ნიკა ერთად ვართ პრობლემას სულაც არ წარმოადგენს. სამწუხაროა როგორ შეუძლია ადამიასნ ასე შეცვლა, როგორ შეუძლია ასე ცუდად მოქცევა, თან რის, ფულის გამო. ადამიანური ურთიერთობების დავიწყება ფულის გამო ჩემთვის მიუღებელია. და იმ ამაგის არ გაფასება რაც ნატო დეიდან მას გაუკეთა უმადურება. როგორ შეიძლება იმ ადამიანს ატკინო გული ვინც სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯა შენი თავი და მოგცა შანსი ახალი ცხოვრება დაგეწყო. არვიცი.
****
-ლილია რასაკეთებ ?
- საჭმელს ვერ ხედავ
-პირევლად ხარ სამზარეულოში? რას გავს აქაურობა
-ნიკა თუ არ მეხმარები გადი
- რომ გავიდე ახალი სახლი მექნება მოსაძებნი, სავარაუდოდ აქაურობას გადაწვავ
-ნიკა
-კარგი ხო დაგეხმარები და არ გინდა კულინარიასს შეეშვა? მოდი დღეიდან მე მოვამზადებ კერძებს ხოლმე
-თითქმის მოვრჩი
-და შენი აზრით ეს რა არის
-სპაგეტი
-სპაგეტი ქვია თორე არ გავს
-ნიკა ნერვებს მიშლი
-გინდა რომ ეს რაღაც შევჭამო?
-ნიკა
-საყვარელო მესმის რომ მთელი გული ჩააქსოვე ამის მომზადებას მაგრამ ეს ბიოქიმიური საშიშროება რომ შევჭამო მეშინია არ მომკლას
-მორჩა ნაწყენი ვარ შენზე აღარ დამელაპარაკო..
სამზარეულოდან გავდივარ ჩანთას ვიღებ და კარისკენ მივდივარ
-ძალიან უგემურიც არაა-მესმის ნიკას ხმა რომელსაც თეფშზე სპაგეტი დაედო და ისეთი სახით მიირთმევდა თითქოს არაფერი
-მართლა?-სახე გამიბრწყინდა მე
-კი- თეფში გამოვიღე და გავსინჯე ღმერთო ჩემო სრული საშინელება იყო
-ნიკა არ ჭამო, გეხვეწებიი ნაგავში გადაყარე, კუჭი გეტკინება, ამან შეიძლება მართლა მოგკლას. ბოდიში რომ ამის ჭამა გაიძულე
-შენი მოწყენილი სახის დანახვას კუჭის ტკივილის ატანა ჯობია
-სულელო, მართლა ჭამდი
- მაინცდა მაინც თუ ვერ ელევი სამზარეულოს ერთად მოვამზადოთ რამე, ოღონდ არ დაიჩემო მარტომ რამის მომზადება
-კარგი
-გინდა რამე შევუკვეთოთ ??
-პიცა და ქათმის ფრთები შემწვარი
შეკვეთა მალევე მოაქვთ და მეც მაგიდას ვშლი, ფილმის ყურება გადავწყვიტეთ, რამე რომანტიკა მინდოდა ამიტომ ტიტანიკი ჩავრთეთ მიუხედავად იმისა რომ მილიონჯერ გვქონდა ორივეს ნანახი. საბოლოოდ ფილმის დაწყებიდან მალევე ჩამეძინა , არ მიყვარს ფიოლმები მაგრამ მასთან ერთად ყველაფრის გაკეთება მომწონს .
გონს ქალის ხმამაღალმა საუბარმა მომიყვანა, ჯერ კიდევ ძილ ბურანში მყოფი ვერ ვარჩევდი კარგად ხმებს ცოტა რომ მოვფხიზლდი გავარჩიე ნინას და ნიკას ხმა. ნიკას საძინებელში მეძინა ხმა კარგად არისმოდა ამიტომ საძინებლის კარი ოდნავ შევაღე
-ლილიასთან იმირომ ხარ რომ მე მაეჭვიანო ხოო
-შეიგნე ერთხელ და სამუდამოდ რომ არარსებობ ჩემთვის და ლილიასთან იმიტომ ვარ რომ მიყვარს
-არ მჯერა ეს შეუძლებელია,
-შესაძლებელია და ეს უკვე ხდება, გთხოვ შეეშვი სცენების დადგმას და მშვიდად ცხოვრებისც საშუალება მოგვეცი
-ნიკა ასე ვერ მომექცევი მე ხომ ძალიან მიყვარხარ, მასთან ვერიქნები ამას არ დავუშვებ
-ნინა ახლა დანშვიდდები თავს ხელში აიყვან და აქედან წახვალ
-რა ხდება- ოთახიდან გამოვდივარ. ასე უმოქმედოდ ყოფნა არ შემიძლია
-ის აქარის? შენთან რჩება ? უკვე ერთად რჩებით
-ნინა წადი და ჩვენს ცხოვრებაში არ ჩაერიო თორებ გპირდები განანებ.
-ბოლოს მაინც ჩემთან დაბრუნდები ახლა შეგიძლია გაერთო ლილიათი და დაიკმაყოფილო მამაკაცური ჟინი-ამბობოს და მიდი
არადა რა კარგი დრე იყო. ასეთ დასასრულს არ იმსახურებდა, სანამ ნინა ჩვენს ცხოვრებაშია როგორც ჩანს სიმშვიდე შეუძლებელია, უკვე აკვიატებაში გადადის ნიკას სიყვარული, თუ შეგვიშლია ამას სიყვარული ვუწოდოთ არვიცი...
-ხვალ ნატალიას დაველაპარაკები დროა დავასრულოთ ყველაფერი სანამ ეს ქალბატონი ყველა ზრვარს გადალახავს. დროა იქ დაბრუნდეს საიდანაც მოვიდა. არ მინდოდა მაგრამ სხვა გზა არაა
-ნიკა რასამბობ?
-ნატალია აპირებს რომ მასზე უარი თქვას მე კიდევ სულელივით ვაცერებდი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა გონს მოეგება და მსგავსი ფრაზები მაგრამ არაა გონს მოსასვლელას მიწას მთელი ძალით უნდა დაენარცხოს.
-ნიკა არ შეიძლება ასე ვერ ხვდება რას აკეთებს
-კარგადაც ხვდება და შენ ნუ იცავ, მის საყვარელ მშობლებთან დაბრუნდება დ მეტი არაფერი, დიდი გოგოა უკვე , ამერიკაში მირებული განათლება და დიპლომი აქვს საკუთარ თავს მიხედავს, შენი დაცვა და შეცოდება არ სჭირდება.
-მე მაინც ვფიქრობ რომ მეორე შანსს ყველა იმსახურებ
-მე თუ მკითხავ პირველიც არუნდა მიგვეცა, წამო დავიძინოთ, ხასიათს ნუ გავიფიჭებთ. ბოდიში რომ გაგღვიძე,
ადამიანები იქამდე ვერ ვხვდებით რა გვაქვს სანამ მას არ დავკარგავთ, რომ დავკარგავთ უკვე ძალიან გვიანია მისი დაბრუნების ყველა მცდელობა, უკანასკნელი გაბრძოლებაა და მეტი არაფერი, ხავსზე ჩაჭიდებას გავს ხავსზე რომელსაც სუსტი ფესვები აქვს და სადაცაა მოწყდება ადგილს სულ რაღაც წუთები სჭირდება უბრალოდ.
დააფასეთ სანამ გაქვთ, გაუფრთხილდით სანამ გვერდით გყავთ და გიყვარდეთ სანამ გვიანი არაა.



№1  offline წევრი lilit

დიდიხანია აღარ შემოვსულვარ აქ ეხლა შემოვედი და შენი ეს ისტორია თავიდან ბოლომდე წავიკითხე რაც გიწერია....მინდა გითხრა რომ ყველაფერი რეალურად ვიგრძენი რასაც წერ, მთავარიც ეგააა რომ მკითხველამდე მიიტანოს ის რასაც შენ წერის მომენტში გრძნობ და მინდა გითხრა რომ მე ეგ ვიგრძენი.....ყველაფერი ძალიან კარგად გიწერია, ცოტა შეცდომებია, მაგრამ გამოსწორებადია, წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს<3

 


№2  offline წევრი iuna

lilit
დიდიხანია აღარ შემოვსულვარ აქ ეხლა შემოვედი და შენი ეს ისტორია თავიდან ბოლომდე წავიკითხე რაც გიწერია....მინდა გითხრა რომ ყველაფერი რეალურად ვიგრძენი რასაც წერ, მთავარიც ეგააა რომ მკითხველამდე მიიტანოს ის რასაც შენ წერის მომენტში გრძნობ და მინდა გითხრა რომ მე ეგ ვიგრძენი.....ყველაფერი ძალიან კარგად გიწერია, ცოტა შეცდომებია, მაგრამ გამოსწორებადია, წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს<3

ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ ჩემი ისტორია მიგწონთ. შეცდომებს გამოვასწორებ და ახალი თავიც აიტვირთება მალევე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent