ერთმანეთის პირისპირ(15)
თავი 15 საყვარელი ადამიანები ხშირად გვიცრუებენ იმედს, ეს მოსალოდნელი და პროგნოზირებადი საკითხია. თუმცა ყველაფრის მიუხედავად იმედგაცრუებას გულის გატეხვა შეუძლია, ის ისეთ ნაიარევს ტოვებს რომელიც არ ინკურნება. შეიძლება ცოტა ხნით დაივიწყო, მაგრამ მოვა დრო და ის კვლავ შეგახსენებს თავს. კირას მთელი ღამე არ ეძინა, მისი გონება გამალებით მუშაობდა, მისი ერთადერთი მიზანი გამარჯვება და საყვარელი კაცის დაცვა იყო. -როდის გაიღვიძე? -საერთოდ არ მიძინია. ყავას დალევ? -რას ნიშნავს არ გიძინია ასე ავად გახდები კირა -ახლა მნიშვნელოვანი მხოლოდ გამარჯვებაა -ჯანდაბას გამარჯვება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შენი კარგად ყოფნაა -კარგად მაშინ ვიქნები როცა ის ორი ჩემს ფეხებთან მოცოცდება და შემევედრება შევიბრალო -კირა მომისმინე-ბიჭი მიუახლოვდა წელზე ხელი მოხვია და თვალებში ჩახედა-ვიცი რომ გინდა ეს ყველაფერი დაასრულო მაგრამ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ლევანი მარტივი სამიზნე არ არის ეს ჩემზე უკეთ არავინ იცის -რას გულისხმობ? -როცა შენ წახვედი ჩემი სამყარო ნაწილებად იშლებოდა, ეს კი ლევანის ბრალი იყო. მე საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მისი მოკვლა მინდოდა -შენ სრულ ჭკუაზე ხარ, აცნობიერებ რას მეუბნები? -შენი აზრით შენი წასვლის შემდეგ სრულჭკუაზე ვიყავი. გული ნაწილებად დამემსხვრა, უშენოდ სუნთქვაც კი მიჭირდა. შენი აზრით რატომ ვიყავი სვანეთში ამდენი ხანი, რადგან არ მინდოდა მკვლელი გავმხდარიყავი -ღმერთო ერთმა ადამიანმა როგორ შეძლო ამდენი ტკივილს მოყენება ჩვენთვის?! -ძვირფასო რაც არ უნდა გადაწყვიტო, შენი გეგმა როგორიც არ უნდა იყოს მე შენს გვერდით ვიქნები -დამშვიდი არ ვაპირებ ვინმეს მოკვლას. გეგმა უკვე მაქვს მაგრამ მამაშენის დახმარება დამჭირდება -დაივიწყე მისი ნახვა არ მინდა, ის მკვდარია ჩემთვის -დევდარიანო მე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი მამაზე რომელიც ჩემს გამო სამყაროს აღუდგებოდა წინ, მაგარ სამყარომ მარგუნა. შენ გყავს მამა რომელიც შენთვის ყველაფერს გააკეთებს ასე რომ გიკრძალავ ალექსანდრეზე ასე საუბარს და რაც მთავარია უნდა შეურიგდე -კირა მე ასე ადვილად არ შემიძლია მისი პატიება, მაგრამ შემიძლია დავურეკო და მოსვლა ვთხოვო რათა შენ დაელაპარაკო -კარგი. ჯერ მამაჩემის პრობლემას გადავჭრით შემდეგ კი შერიგების ამბებს მივხედავთ. ლაშამ ტელეფონი აიღო და სამზარეულოდან გავიდა. რამდენჯერმე აკრიფა ალექსანდრეს ნომერი, მაგრამ დარეკვას ვერ ბედავდა. ის ახსენებდა მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელ მომენტს, მომენტს როცა გაიგო რომ საყვარელმა ქალმა მიატოვა, თუმცა ახლა კირას დახმარება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. -მამა გამარჯობა -შვილო-რამდენიმე წუთით სიჩუმე ჩამოვარდა-ეს მართლა შენ ხარ, ყველაფერი კარგად გაქ? -შეგიძლია ჩემთან მოხვიდე? -ახლავე მოვალ. ალექსანდრემ ყურმილი დაკიდა, მძღოლი იხმო და შვილის სანახავად წავიდა. იმ შვილის რომელმაც არაერთხელ მიუხურა კარი ცხვირწინ. იდგა სახლის კართან და ცდილობდა წარმოედგინა ამდენი ხნის შემდეგ მასთნ შეხვედრა. გამბედაობა მოიკრიბა და კარზე ზარი დარეკა -მობრძანდით -შენ აქ რას აკეთებ?-შეცბუნდა გოგოს დანახვისას -მეგონა იცოდით რამდენიმე კვირის წინ დავბრუნდი -თქვენ ორს ჭკუა საერთოდ არ გაქვთ? ისევ თავიდან დაიწყეთ ყველაფერი, ნუ თუ დაგავიწყდათ წინაზე როგორც დამთავრდა -ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება მამა -ვითომ რატომ?-ალექსანდრე არ მშვიდდებოდა -თუ დამეხმარებით ერთხელ და სამუდამოდ დავუსვამ წერტილს ამ ქაოსს -ვერ ვიჯერებ რომ ისევ თავიდან იწყება -ალექსანდრე მე ერთხელ უკვე გავიქეცი მაგრამ ამან არაფერი გამოასწორა, დრო მოვიდა მტერს თვალებში ჩავხედო -რას გეგმავ პატარა ქალბატონო -ლევანის პარტნიორებს უნდა შევხვდე, მაგრამ იმ მაგიდასთან ხმის უფლება არ მექნება როგორც მის შვილს თუმცა -თუმცა როგორც დევდარიანს ხმის უფლება გექნება, გინდა ჩემი სკამი დაგითმო? -მხოლოდ ცოტახნით სანამ საკუთარი მექნება, იქ უნდა მოვხვდე და იმ ხალხს ლევანის რეალური სახე ვაჩვენო -კირა შვილო შენ გინდა რომ ლევანმა ადგილი დაკარგოს? -მინდა რომ მისი ადგილი მე დავიკავო -ხომ იცი რომ ეს ადვილი არ იქნება, ისინი არ დაგიჯერებენ თუ შენი არგუმენტებია ტყვიაგაუმტარი არ იქნება -დამეხმარეთ რომ იქ მოვხვდე დანარჩენს მე მივხედავ -კარგი დაგეხმარები რადგან ვიცი უკან დახევას ვერ გაიძულებ ყველაფერზე მოილაპარაკეს და ლაშამ კარამდე მიაცილა -მამა ერთი წუთით-ბიჭი შეყოყმანდა -მინდა რაღაც გთხოვო -მთხოვე შვილო -კრებაზე ჩემი ყოფნა არ შეიძლება, ამიტომ გთხოვ ამჯერად მაინც დაიცავი ქალი რომელიც ჩემი სიცოცხლის აზრია -დავიცავ შვილო, ეს აქამდეც უნდა გამეკეთებინა. მაშინ იმ ღამეს უნდა დამეცვა ის ერთადერთი რომელიც შენს ცხოვრებას აზრს სძენს. ამას გვიან მივხვდი და გთხოვ მაპაატიო -მაგის დროც მოვა ახლა მთავარია ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. ერთი კვირის შემდეგ როგორც იქნა დადგა ის დღე რომელსაც ყველაფერი უნდა დაესრულებინა. დღეს უნდა დასმულიყო წერტილი, რათა მომავლში ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაეწყო. გვიანი საღამო იყო როდესაც ალექსანდრემ წასაყვანად მოაკითხა, კირა მზად იყო. ვერაფერი გადაეღობებოდა გზაზე.დიდხანს უყურა საყვარელ ქალს, ეშინოდა რომ ვეღარ ნახვდა, თუმცა თავს იმის უფლება ვერ მისცა გზაზე გადაღობებოდა. კირა დაემშვიდობა და კარი გაიხურა, სწორედ იმ მომენტში გაჩერდა ლაშას სამყარო და არსებობას მხოლოდ მაშინ გააგრძელებდა თუ იმ კარში კვლავ შემოვიდოდა ქალი რომელმაც მისი სამყარო თავდაყირა დააყენა. შეხვედრა სასტუმროს ვიაიპ ნომერში იყო დაგეგმილი, როდესაც კარში შევიდნენ ყველას მზერა მათზე იყო მიმართული. კირას აქამდე ეს ხახლი მხოლოდ ტელევიზორსა და ჟურნალებში ენახა.ქვეყნის ამდენი მნიშვნელოვანი პირი ერთ ოთახში, ერთი და იგივე სიბინძურეში გახვეული. ყველას აინტერესებდა შეხვედრის მიზეზი და უცხო სტმარი რომელიც მზერით ყველას განსჯიდა. ალექსანდრემ რამდენიმე სიტყვა გაცვალა სტუმრებთნ და ყველანი მაგიდას მიუსხდნენ. -მეგობრებო ვიცი გაინტერესებს შეხვედრის მიზეზი და ვიცი რომ მნიშვნელოვანი საქმეები გადადეთ აქ მოსასვლელად, ამიტომ პირადპირ გეტყვით. გოგონა რომელიც აქ მოვიყვანე ჩემი რძალია, დღეს ის ისაუბრებს ჩემი ოჯახის სახელით -ყველას მოგესალმებით-კირამ ღრმად ამოისუნთქა და მთელი გამბედაობა მოიკრიბა - თქვენ მე არ მიცნობთ, მე კირა დოლიძე ვარ და დიახ ლევანი მამაჩემია -თუ ლევანის შვილი ხარ აქ დევდარიანების სახელით რატომ მოხვედი?-საუბარი ერთ-ერთმა სტუმარმა შეაწყვეტინა -იმიტომ რომ ახლა დევდარიანი ვარ, ამ ოჯახის წყალობით დავაღწიე თავი ურჩხულს და მინდა რომ თქვენც დაინახოთ მისი რეალური სახე -როგორ ბედავ აქ დაუსაბუთებელი ეჭვებით მოსვლას -ეს ეჭვი არ არის და მე ბევრი საბუთი მაქ. ლევანი მამაჩემია და სკამი რომელიც ახლა ცარიელია ჩემი მემკვიდრეობა, მაგრამ არ მინდა იმ სკამზე ჯდომა თუ მასსავით ყელამდე სიბინძურეში უნდა ჩავეფლო. -ჯიბიდან მეხსიერების ბარათი ამოიღო და მაგიდაზე დადო- აქ ყველაფერია მისი საქმეების შესახებ, იმ ინტრიგების შესახებ რომელსაც ხლართავს, ერთი საქაღალდეც კი საკმარისია იმისთვის რომ დიდი ხნით ჩაჯდეთ ციხეში ყველანი. ის თქვენზე კომპრომატებს აგროვებდა, მას ასობით საბუთი აქ რომელიც ყველაფერსს დაანგრევს რაც შექმენით. -აჯობებს თუ მოუსმენთ, ის ყველაზე უკეთ ერკვევა ლევანის სიბოროტეში-მკაცრი ტონით თქვა ალექსანდრემ. და იყო ბევრი შეკითხვა, ბევრი უკმაყოფილება და ახალგაზრდა ქალი რომელიც მკაცრად იცავდა საკუთარ პოზიციას. გარშემო ყველა ჩუმად იყო და უსმენდა მის შემართებულ მცდელობას გათავისუფლებულიყო თავადაც და იქ მყოფი ყველა ლევანის კლანჭებიდან. -მე ჩემი სათქმელი ვთქვი ამის შემდეგ თქვენი გადასაწყვეტია დარჩებით თუ არა ლევანის ბატონობის ქვეშ-გოგომ საუბარი დაასრულაა და სკამზე მოწყვეტით დაეშვა -რომც გვინდოდეს ლევანისგან გათავისუფლება ჩვენ ის გვჭირდება, მისი კავშირები -ლევანის საქმე და მისი კავშირები როგორც უკვე ავღნიშნე ჩემი მემკვიდრეობაა -გავიგეთ, თუმცა ეგ იმას არ ნიშნავს რომ შენ შეძლებ მისი საქმის კეთებას-სტუმრებს ერთ დროულად მოედო სახეზე უნდობლობა -არც ვაპირებ მისი საქმის კეთებას -მაშ ეს გამოსვლა რას ემსახურება?-სტუმრების უნდობლობა ბრაზმა შეცვალა -როგორც უკვე ვთქვი მე დოლიძის იმპერიის მემკვიდრე ვარ, თუმცა ახლა ჩემი გვარი დევდარიანია. ყველაფერი რაც მე მეკუთვინს ჩემს მეუღლესაც ეკუთვნის, შესაბამისად როცა მემკვიდრეობას მივიღებ და ეს მალე მოხდება, ჩემს საქმეს ჩემი მამამთილი განაგრძობს. აქ მყოფები კარგად იცნობთ მას და დარწმუნებული ვარ რომ ის უფრო საჭირო მოკავშირეა ვიდრე ლევანი-ალექსანდრეს გაოცება აღებეჭდა სახეზე რომლის დამალვაც არ უცდია. -ეს ყველაფერს ცვლის -ვიცი რომ ცვლის-გოგოს ხმა გაუმკაცრდა-ამ ოთახში შემოსვლის წამიდან ალმაცერად მიყურებთ რადგან გოგო ვარ. უცხო ბიჭი რომ მოსულიყო და ეთქვა ლევანის შვილი ვარ იმ ენერგიის ნახევარიც არ დასჭირდებოდა თქვენ დასარწმუნებლად რაც მე დამჭირდა. თვქენ აქ მყოფი ყველა ადამიანი თვლით რომ ეს სამყარო კაცებისაა, მე კი გეუბნებით რომ შემიძლია თქვენი მტერი მუხლებზე დავაყენო. ახლა თქვენ განსაჯეთ არის რამე რისი გაკეთებაც ქალს არ შეუძლია.-გარშემო იყო სიჩუმე, გაურკვევლობა და ბოლოს აპლოდისმენტები. -ჩვენგან სრული მხარდაჭერა გენება პატარა ქალბატონო და სკამი რომელიც მამაშენს ეკუთვნოდა ყოველთვის შენი იქნება თუ გენდომება. კირა გამარჯვებული გამოვიდა იმ ოთახიდან სადაც სულ რამდენიმე კაცმა გადაწყვიტა ლევანის ბედი და მათდა უნებურად ონიანისაც. ალექსანდრე ჩუმად მიყვებოდა გოგოს და მის ნათქვამ სიტყვებზე ფიქრობდა -რაც თქვი სიმართლე იყო-მხოლოდ მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ დაარღვია სიჩუმე ალექსანდრემ -სამყარო რომელიც სასტუმროს ოთახში დამხვდა ჩემთვის ნაცნობია მე მაგ სამყაროში გავიზარდე, მაგრამ თვქენ შექმენით ეგ სამყარო და თქვენზე უკეთ არავინ იცის როგორ უნდა წარმართოს ის სწორად -და შენ რას აპირებ მომავალში? -თქვენს შვილს ჩავკიდებ ხელს და სვანეთში წავალთ იქ სადაც ცოტა ხნით ბედნიერები ვიყავით- ალექსანდრეს გააეღიმა გოგოს პასუხზე და მის გაბრწყინებულ თვალებზე. -მაშინ მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამ -გისმენთ -მე რატომ მენდობი? მე პირველმა შეგაქციე ზრგი მაშინ 6 თვის წინ -იმიტომ რომ თვქენი ის კაცი გაზარდეთ რომელმაც ჩემს ცხოვრებას აზრი მისცა. -ლევანი ძალიან შეცდა როცა შენზე უარი თქვა, შენ ყველაფერი ხარ რაზეც შეიძლება მამამ იოცნებოს -ლევანისთვის არასდროს ვიყავი საკმარისი-გოგოს ხმას სევდა შეერია, ერთი წამით გაირინდა და განვლილ ცხოვრებაზე ჩაფიქრდა. უნდოდა ერთი მომენტი მაინც გაეხსენებინა რომელიც მამის სიყვარულში დაარწმუნებდა. თუმცა წარსულ ცხოვრებაში იყო მხოლოდ დახურული კარი, მუდმივი კონტროლი და მზერა რომელშიც სითბო არასდროს დაუნახავს -არ ვიცი ამის შემდეგ რას აპირებ მაგრამ მინდა იცოდე ახლა გყავს მამა რომელიც დაგიცავს. იქ იმ ოთახში თქვი რომ ახლა შენი გვარი დევდარიანია, მე კი გეუბნები რომ შენ ჩემი შვილი იქნები სანამ პირში სული მიდგას. -ეს სიტყვები ... -კირას უნებლიედ ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე -ჩემთვის ყველაფერზე ძვირფასია. -აქ მოდი ჩემო გოგონავ-ალექსანდრემ გულში ჩაიკრა ატირებული გოგო. ეს იყო მომენტი რომელზეც კირას ბევრჯერ უოცნებია, მამის ჩახუტება რომლიც არასდროს ყოფილა ასეთი თბილი. -კიდევ ერთ რამეს გთხოვთ თუ შეიძლება -მთხოვე შვილო -მინდა ეს საბუთები პოლიციის განყოფილებაში დაუყოვნებლივ გაგზავნოთ-კირამ საქაღალდე გაუწოდა -შენ რას აპირებ? -მე აქ ჩამოვალ მინდა ცოტა ფეხით გავიარო და შემდეგ ნაბიჯებზე დავფიქრდე -კარგი. როგორც კი მანქანა თვალს მიეფარა კირამ ტაქსი გააჩერა და წავიდა ბედისწერასთან შესახვედრად. იჯდა ბნელ ოთახში და ელოდებოდა მას, უნდოდა მისთვის თვალებში ჩაეხედა როცა სიმართლეს გაიგებდა. -შვილო ასეთ დროს აქ რას აკეთებ? -მინდოდა მენახა როდემდე გააგრძელებდი ამ სიყალბეს -რას გულისხმობ?-ლევანი დაიბნა -ონიანიც შემოგვიერთდება თუ მხოლოდ ჩვენ ვართ? -ესეიგი უკვე იცი- ლევანის სახე შეიცვალა, კვლავ ცივი და მკაცრი გაუხდა გამოხედვ-იცი როგორი ძნელი იყო მოსიყვარულე მამის როლის თამაში -მხოლოდ ერთი კითხვა მაქ რატომ? შენ გერმანიაში ჩამოხვედი თვალებში მიყურებდი და პატიებას მთხოვდი, ნუ თუ ერთხელ მაინც არ დაფიქრდი შენს საქციელზე, იმაზე თუ როგორ გავლენას მოახდენდა ეს ჩემზე. სული მეწვის, გული ნაწილებად მემსხვრევა ასე როგორ მომექეცი? -თუ მორჩი ქვითინს აჯობებს წახვიდე -მე აქ ვარ, შენს წინ ვდგავარ მამა და გული მტკივა, შენი პასუხი კი კარისკენ მითითებაა? ოდესმე გყვარებივარ? -მე ჩემბურად მიყვარდი ყოველთვის -შენ სიყვარული არ იცი რა არის-გოგომ ცრემლები შეიმრალა -საკმარისია უკკვე ეს გამოსვლა -მართალია ახლა ყველაფერი დამთავრდება, რამდენიმე წუთში პოლიცია მოგაკითხავს და ციხეში ჩაჯდები. ამ ჯერად მე საბოლოოდ გავიმარჯვე მამა -ხომ იცი ვინ ვარ პატარავ ჩემი კავშირების წყალობით უსაფრთხოდ ვარ -შენი კავშირები და შენი ქონებაც ახლა ჩემია, არ ინერვილო ორივეს კარგად გამოვიყენებ-მაგიდაზე საქაღალდე ხმაურით დაეცა-ეს გახსოვს მამა? საბუთები რომელიც გერმანიიდან ჩამოსვლისას მომეცი, ეს შენი დაზღვევა ნდა ყოფილიყო თუ რამე ცუდად წავიდოდა -რა ჩაიდინე კირა?-ლევან პირველად დაეტყო შიში -ის გავაკეთე რაც მასწავლე "ყოველთვის იყავი ორი ნაბიჯით წინ შენს მტრებზე" -ასე ვერ მომექცევი მე მამაშენი ვარ -განა მე არ ვიყავი შენი შვილი -ეს დასასრული ვერ იქნება... იყო სირენების ხმა, ბორკილები, სასამართლო, სასტიკი განაჩენი სასტიკი ადამიანისთვის და ხმაურით დახურული გისოსები რომელიც კიდევ დიდხანს შეაკავებდა ლევანს. კაცი რომელმაც მთელი ცხოვრება არასწორი გზით იარა საკუთარმა შვილმა დააყენა მუხლებზე. ორი კვირის შემდეგ ლაშას ცარიელ სახლში გაეღვიძა, შეგრძნება რომელიც წარსლლს აგონებდა, შიში იმისა რომ ის კვლავ წავიდა და საშინელი სიმძე სულში მაგიდაზე დადებული წერილის დანახვისას. კირა სწრაფად მიაქროლებდა მთავარ გზაზე მანქანას და ტელეფონზე საუბრობდა -მოგენატრე თოჯინა?-ონიანის განერვიულებული ხმა გაისმა ტელეფონში -გახსოვს იმ საღამოს შენ საწყობში გამაფრთხილე, ახლა ჩემი ჯერია -გისმენ ძვირფასო მითხარი -გაიქეცი ონიანო, შორს და სწრაფად გაიქეცი. მთელი ქვეყანა შენ გეძებს. თუ ოდესმე ჩემი ოჯახის სიახლოვეს დაგინახავ მკვდარი ხარ.-ტელეფონი გათიშა და მუსიკას აუწია, ეს მგზავრობა წინას არ გავდა ახლა მისი გული სიხარულისგან გამალებით ძგერდა. ლაშამ აკანკალებული ხელით გახსნა წერილი "იქ გელოდები სადაც ვიქნებით მხოლოდ მე და შენ და კიდევ სვანეთის მთები" შიში გაქრა, გული ძველებურ რიტმს დაბრუნდა და ახლა მხოლოდ გზა იყო, მხოლოდ რამდენიმე საათის სავალი გზა მასა და მის ოცნებას შორის. სახლის წინ მკვეთრი მუხრუჭით გაჩედა მანქანა, სახლი ცარიელს გავდა თუმცა არა სრულიად, მწვანე ბალახზე ფეხშიშველი, თეთრ კაბაში გამოწყობილი კირა მიაბიჯებდა მისი სიცოცხლის აზრისკენ. იყო სვანეთი, საამური სიმშვიდე და ორი შეყვარებული გული, რომელიც მხოლოდ ერთმანეთისთვის ძგერდა. იყო სამყარო მხოლოდ ორისთვის და ეს საკმარისი იყო მათი ბბედნიერებისთვის. სიყვარული რომლის მოწმეც დიდებული მყინვარები გახლდათ, სამყარო სადაც იყო მხოლოდ ორი ადამიანი ერთმანეთის პირისპირ. დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.