შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

... შენ მაიძულე მეცხოვრა... ( მერვე თავი)


3-06-2023, 17:17
ნანახია 891

ტაქსიდან გადმოვედი და კარაოკე ბარის კიბეებს ჩავუყევი. მეგობრები უკვე მელოდებოდნენ. კარიდან
მოვათვალიერე მათი მაგიდა და ბევრი ძებნის მერე მივაგენი თვალებით. ბევრი კალი იყო შეკრებილი. ყველა
პარასკევი საღამო ასეთილია თითქმის. ყველა გასართობად მიდის. მაგიდასთან მივედი და გოგონებს გადავკოცნე.
ჩემი თანამშრომლები იყვნენ ოღონდ სხვა ფილიალიდან. კარგად ვუგებდით ერთმანეთს და სულ ერთად დავდიოდით
გასართობად.
- როგორ ხართ?
- ლილიანა შენ როგორ ხარ?
- გადასარევად! დაღლას არ ვიმჩნევ რთული კვირის და კარგი გართობის განწყობაზე ვარ. თქვენ არა?
-კი ჩვენც ასე. რა დავლიოთ?
- მე ჯერ მარტინს დავლევ, შემდეგ ვნახოთ.
ჯერ ყველამ მარტინი დავლიეთ, ისინიც არაყზე გადმოვიდნენ შემდეგ ცოტა, რომ ახმაურდა ბარი მე არაყზე
გადავედი და კოლას ვურევდი. მომწონს როცა ყველა კომპლექსს და დაძაბულობას ალკოჰოლი მავიწყებს. გოგოების
ავიყოლიე და ისინიც არაყზე გადმოვიდნენ. კარგად შევთვერით. ვხუმრობდით, ვიცინოდით ,ფოტოებს ვიღებდით.
შემდეგ ნიტას სიმღერა მოუნდა და მთხოვა წამოდი ერთად ვიმღეროთო. ხომ არ ვაწყენინებდი?! წავედი და მასთან
ერთად ვიმღერე. შემდეგ სხვა მაგიდიდან შემოგვიერთდნენ, ნიტამ შეჯიბრი მოინდომა. არც ამაში მოვტეხე მხარი.
დანარჩენებიც შემოგვიერთდნენ და დიდი ქულების სხვაობით დავამარცხეთ. მაგიდასთან დავბრუნდით და
გამარჯვების ემოციებს ერთმანეთს ვუზიარებდით. შემდეგ სიმღერას შევეშვით და ცეკვაზე გადავედით. ვცეკვავდით
თითქმის ყველა მუსიკაზე ერთად და არანაირი სხვა, ახლად გაცნობილი ადამიანები არ გვაწუხებდნენ. ჩვენ ასეთი
გართობა გვიყვარდა სადაც ერთმანეთით ვხალისობდით და ვერთობოდით მხოლოდ ჩვენ.
-მე უნდა წავიდე! განვაცხადე ამაყად.
- კი წავიდეთ, დავიშალოთ. მეც ფეხსაცმელმა მატკინა ფეხი. აწუწუნდა თათული.
ყველა ერთად გამოვედით, გოგოებს დავემშვიდობე და ტაქსისკენ წამოვედი.
-გამარჯობა! მივესალმე ტაქსისტს.
-გამარჯობა!
-საცობები ხომ არაა გზაზე?
-არა ქალბატონო ,მიპასუხა მშვიდად.
როგორ არ მიყვარს როცა ქალბატონო, ამ ფორმით მომმართავენ, არადა გოგონას აღარ ვგავარ. ქალბატონო!
ქალბატონო! ქალბატონო! ექოსავით მეორდებოდა ეს ხმა. არა არ ვგავარ დიდს, უბრალოდ ზრდილობიანი ფორმით
მომმართა და ხვდება, რომ არ ვარ ასაკით დიდი. ფიქრებში წავედი... ეს ჩემი ყველაზე მძიმე ფიქრის თემა იყო ასაკი....
წლების მეშინია, ასაკის მეშინია, სიბერის მეშინია და ყველაზე მეტად მარტო დარჩენის მეშინია...
ფიქრებიდან, მოსახვევში მანქანის მობრუნებამ გამომარკვია. უკვე სადარბაზოსთან ვიყავი. მადლობა
გადავუხადე და გადმოვედი. ლიფტში სარკეში ჩავიხედე და კარგად ვიყავი ნასვამი, სახეზეც მეტყობოდა. ეს ის
მდგომარეობაა, როცა თუ ამიყოლია ნეგატიურმა ფიქრებმა შეიძლება ტირილში დამათენდეს. ეს არ მინდოდა და
გავუღიმე ორეულს სარკეში.
კარი შევაღე და ფეხსაცმელი გავიხადე. ცეკვისგან დაღლილ და გახურებულ ფეხის გულებს ცივი მეტლახი
ესიამოვნათ. აი მე კი ცივი წყალი მინდოდა და სამზარეულოსკენ გავუხვიე. წყალი დავლიე და მოსაწესრიგებლად
აბაზანაში შვედი. წყალი გადავივლე და მაკიაჟი მოვიშორე. აშკარად ვგრძნობდი არ მეძინებოდა. პიჟამოზე ხალათი
შემოვიცვი და აივანზე საქანელაზე მოკალათება გადავწყვიტე. გასვლამდე ალუბლის წვენი დავისხი და ტელეფონი
ავიღე.
მშვიდი ღამე იყო, არანაირი ხმა არ ისმოდა, მხოლოდ შორს მიმავალი რამდენიმე მანქანის ხმა გავიგონე.
საქანელა ნელა არწევდა, ჩემს ისედაც გაბრუებულ სხეულს. რა განცდა ეს, რასაც ახლა ვგრძნობ? არავინაა ჩემს
გვერდით, სრულიად მართო ვცხოვრობ და ისეთივე სიმშვიდე და სიჩუმეა ჩემს სახლში როგორც ამ წამს ამ ქალაქში.
ზოგჯერ მოვიწყენხოლმე ამ სიჩუმით, მაგრამ ძალიან ხშირად ეს სიჩუმე მაბედნიერებს. მარტო ვჭამ ,მართოს
მძინავს, ყავასაც კი მარტო ვსვამ ყოველთვის. სადღაც შემხვდა ამასწინათ, წავიკითხე და სად წავიკითხე აღარ მახსოვს
ზუსტად... მარტო ცხოვრება თავისუფლებაა თუ მარტოობაო... მე ჩემი პასუხი ვიპოვე ამ კითხვაზე ... მარტოობით
ტკბობის თავისუფლება ვუწოდე ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent