შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაღალდი ადამიანზე ამტანია (1)


7-06-2023, 16:40
ავტორი ლიკა97
ნანახია 968

დიღომში უზარმაზარ სახლში ბებო მარტო ცხოვრობდა. ისე მოხდა, რომ მისი ოთხივე ქალიშვილი მისგან წასულია, საკუთარი ოჯახები აქვთ, ან საზღვარგარეთ არიან. მე რომ დავიბადე ბაბუა იმ წელს დაიღუპა. დეიდაშვილმა- ნიკამ ცოლი მოიყვანა და მის შვილებთან და ოჯახთან ერთად იტალიაში წავიდა საცხოვრებლად. მამუკა და ნინიც გერმანიაში ცხოვრობდნენ. მე, დათო, ნათია, გიორგი და ზურა კი თბილისში ვმოღვაწეობდით, მაგრამ ყველას საკმაოდ დაკავებული ცხოვრება გქვონდა. დედა და ლელა დეიდა ექიმები არიან, რამოდნიმე საავადმყოფოში მუშაობენ და ხშირად ვერც ჩვენ ვნახულობდით. თიკო დეიდა ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის დეპარტამნეტის უფროსი და ლექტორია. ხოლო მართა დეიდა ემიგრანტია, უკვე 26 წელია პარიზში ცხოვრობს. მოკლედ ჩვენი ოჯახი სხვადასხვა მიმართულებით დაქსაქსული და ერთმანეთისგან საქმის გამო ჩამოშორებულები ვართ.
უზარმაზარ სახლში, რომელშიც ძველი რემონტი ისევ ახალივით იყო შემორჩენილი, სისუფთავე და „კომუნისტური“ აურა სუფევდა. შესასვლელში ხალიჩა იყო გაფენილი რაც, პარკეტს რომელიც ალბათ 50 წლის წინ დააგეს გაფუჭების საშუალებას არ აძელვდა. კართან ფეხსაცმელების კარაგდა იდგა სადაც ძველებური ჩუსტები ელაგა სტუმრებისთვის. ბებიაჩემს მიაჩნდა, რომ სახლში ფეხსაცმლით არ უნდა გეარა და ამის გამო სულ გვეჩუხბებოდა.
კარზე დავაკაკუნე, რამოდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ, ფაჩუნის ხმა გავიგონე.
-რომელი ხარ? იკითხა ბებიამ და საჭვრეტიდან გამოსახედად ფეხის წვერებზე აიწია.
-მე ვარ ბე, ვუპასუხე და საჭვრეტის მეორე მხრიდან მეც შევხედე.
-ლიკა, შვილო ხომ მშივობაა დაიყვირა და კარი გახსნა. ჩემოდნით ხელში, რომ დამინახა სიხარულის ელდამ გადაურბინა სახეზე.
-ცოტა ხნით შემოგეკედლები, თუ მიმიღებ, გავიცინე და ლოყაზე ვაკოცე.
-რამდენი ხნითაც გინდა შვილო, მაგრამ ხომ მშვიდობაა?
ვუთხარი, რომ დისტანციურად ვიმუშავებდი და დროს მასთან გავატრებდი. ძალიან გაუხარდა, მაშინვე კარტოფილის შეწვა დაიწყო და თან სამეზობლოს ამბებს მიყვებოდა. გვიანი იყო და ამიტომ დაძინება მინდოდა. გადავწყვიტე მესამე ოთახში დამეძინა, ასე ეძახდნენ ამ ოთახს დედაჩემი და დეიდაჩემები, შემდეგ უკვე ჩვენც. მესამე ოთახში საწოლის გვერდით დიდი წიგნების თაროები იყო, ძველი რუსული და ქართული წიგნებით სავსე. ოთახში მუქი ფარდები ეკიდა, დიდი აივანით, სადაც არასდროს არავინ გადიოდა ამიტომ ჩიტებისთვის ბუდის მოსაწყობად მშვენიერი ადგილი იყო. საწოლის ორივე მხარეს ტუმბო და ძველებური სანათები იდგა. გადავწყვიტე ეს ოთახი ჩემს სამუშაო ოთახადაც მექცია, მუქი ფერები და არანაირი მზის სხივი.
…………..
დილით ჩიტების ჭიკჭიკმა გამაღვიძა. გაბრაზებული წამოვხტი და ფარდები გადავწიე, ვიფიქრე ჩემი გაბრაზებული სახის დანახვა გააჩუმებთთქო, მაგრამ როგორც ჩანს კიდევ ბევრი „საჭორაო“ ჰქონდათ. საწოლში დავბრუნდი და ოთახი მოვათვალიერე. საათს დავხედე ცხრა ხდებოდა, სამზაეულოდან ხმა მესმოდა.
-ბე, რას აკეთებ? ვკითხე როგორც კი დავინახე ბებო, ყიყლიყოებს როგორ ამზადებდა.
-მოდი შვილო, ისაუზმე. შუადღეს ხინკლებს გაგიკეთებ
-ნუ წვალობ, როდის იყო ამდენს ვჭამდი
-მაგიტომაც ხარ ჩხრივით, ნუ მეკამთები
საუზმეს როგორც კი მოვრჩით, თაორების დალაგება გადავწყვიტე. ანბანის მიხედვით მინდოდა დამელაგებინა წიგნები. ჯერ ყველაფერი ძირს გადმოვალაგე თაროები გავწმინდე და დახარისხებას შევუდექი. უამრავ წიგნში ძველებური რვეული შევნიშნე. „ქაღალდი ადამიანზე ამტანია“ -ეწერა რვეულის პირველ გვერდზე. სწრაფად გადავათვლიერე. როგორც ჩანს დღიურია, რამოდნიმე გვერდზე წყლის წვეთების ნაკვალევი ეტყობოდა, შესაძლოა ცრემლიცაა. ძალიან დამაინტერესა, საწოლზე წამოვწექი და ინტერესით დავიწყე კითხვა.
1994 წელი, 29 მაისი.
ამხანაგებთან საუბარი მიჭირს, ამიტომ წერა გადავწყვიტე. მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ შეყვარებული ვარ. ყურებამდე შეყვარებული.
მისი თვალები, კანი, სურნელი. მეშინია!!!
მ.აბაშიძე

როგორც ჩანს დღიური მართას ეკუთვნის. აღარ გავაგრძელებ კითხვას. ესეიგი მართა შეყვარებული იყო, მაგრამ მაშინ რატომ არ გათხოვილა? ბევრი კითხვა დამიგროვდა თავში. ერთი სული მქონდა სხვა გვერდებიც წამეკითხა, მაგრამ მისი ნებართვის გარეშე ამას ვერ ვიზამ. ტელეფონი ავიღე და მართას მივწერე.
-თუ გღვიძავს წავიჭორავოთ.
რამდნიმე წამში ზარის ხმაც გაისმა.
-ლიკა როგორ ხარ ?
-კარგად მართუშ. მომენატრე, როდის მოდიხარ?
-ჯერ როგორ აბა ? ისე აგვისტოს ბოლოს თუ მომიხერხდა ჩამოვალ. ისე მენატრებით, თქვა და ცრემლები წამოუვიდა. შენ სად ხარ?
-მესამე ოთახში, ბებოსთან გადმოვედი დროებით. დისნტაციურად ვმუშაობ და მარტო არ იქნება თან, მეც დავისვენებ და ბებოც აღარ ინერვიულებს.
-კარგად მოგიფიქრებია.
-რაღაც მინდა გითხრა, ვუთხარი მართას და ბლოკნოტი ხელში ავიღე.
-მოხდა რამე?
-ვალაგებდი და შემთხვევით ეს ვიპოვე, მგონი შენ გეკუთვნის. ვუთხარი და ბლოკნოტი კამერასთან ახლოს მივიტანე
ეკრანს მიღმა რამოდნიმე წამიანი დუმილის შემდეგ მართამ საუბარი დაიწყო
-ლიკა, ეს ჩემი ისტორიაა. შეგიძლია წაიკითხო. როდესაც დაასრულებ შემდეგ მოგიყვები რაც დაგაინტერესებს და გთხოვ ჩვენს გარდა ამ ბლოკნოტის შესახებ არავინ უნდა გაიგოს.
-გპირდები!
საუბარი დავასრულეთ, სამზარეულოში გამოვედი ყავა მოვიმზადე და ბლოკნოტით ხელში კომფორტულად მოვკალათდი.


1994 წელი 1 ივნისი
მეგობარო, ჩემი ცხოვრება ერთ თვეში თავდაყირა დადგა. პირველი დანახვისთანავე შემიყვარდა. დილით სასწავლებელში მივიდიოდი, მოულოდნელად წვიმა დაიწყო და ჯიხურს თავი შევაფარე. რამოდნიმე წამში ის და პატარა გოგონა შემოვარდნენ თავის შესაფარებლად. მალე ხალხი სრულიად შემოგვეცალა და მხოლოდ ჩვენ სამნი დავრჩით. მაღალია, განიერი მხარბეჭი და ძლიერი მკლავები, შავი ჭაღარაშერეული თმა, სწორი ცხვირი, დიდი ნუშისებრი თვალები აქვს, ტუჩები მსხვილი. გამოხედვა მკაცრი. გოგონა კი მისი პატარა ვერსიაა.
წვიმას გადაღება არ ჩქარობდა. რამოდენიმეჯერ ვიფიქრე გავიქცევითქო, ლექციაზე უკვე საგრძნობლად ვაგვიანებდი, მაგრამ შეუძლებელი იყო ნაბიჯის გადადგმაც კი. „ეთუნა, მანქანა უნდა მოვიყვანო, ცოტა ხნით მარტო ხომ დარჩები?“ ჰკითხა ბოხი ხმით გოგონას და მის წინ ჩაიმუხლა. „კი მამა, დაგელოდები“. „გოგონა შეიძლება რამდნიმე წუთი ბავშვი ჩაგაბაროთ?“ მკითხა და ფეხზე წამოდგა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, მადლობა თავის დაკვრით გადამიხადა და ჯიხურიდან თვალის დახამხამებაში გაქრა. უკან რამდნიმე წუთში დაბრუნდა, თეთრი ჟიგული ჯიხურის წინ გააჩერა და გადმოვიდა. „ეთუნა სწრაფად ჩახტი მანქანაში“ უთხრა ბავშვს და კარები გააღო. „გოგონა, მადლიერების ნიშნად მიგიყვანთ სადაც მიდიხართ“-მობრუნდა ჩემსკენ. სამადლობელი არაფერიათქო ვუთხარი და წაყვანაზე უარი განვუცხადე. „ასეთ ამინდში მარტოს ვერ დაგტოვებთ, გთხოვთ უარი არ მითხრათ“. „კარგი! დავეთანხმე და მანქნაში ჩავჯექი“.
„მე დავითი მქვია, დავით ქალდანი, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ჩემი შვლის დატოვებისთვის.“
„სამადლობელი არაფერი გამიკეთებია, ჩემი სახელია მართა, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა“
„ჩემთვისაც სასიამოვნია, მართა. საით გაგიწევიათ ასე ადრიანად? „
„სასწავლებელში“
„სად სწავლობთ?“
„სახელმწიფო უნივერსიტეტში, მათემატიკურზე“
„ჭკვიანი გოგონა ყოფილხართ“
პასუხი აღარ გამიცია, გზად ეთუნამ მითხრა, რა ლამაზი ხარ, რომ გავიზრდები შენნარი ვიქნებიო და თოჯინას მაშინვე მართა დაარქვა. დავითმა უნივერსიტეტამდე მიმიყვანა, მე მადლობა გადავუხადე და უნივერსიტეტის კარებში შევირბინე.
ლექციები შუადღემდე გაგრძელდა, უნივერსიტეტის შენობიდან მე და ჩემი ამხანაგები ერთად გამოვედით. დილის წვიმა მცხუნვარე მზეს შეეცვალა. გადავწყვიტეთ ფეხით გაგვესეირნა.
„მართა“ მომესმა უკნიდან ნაცნობი ხმა. გაოცებული მოვბრუნდი, თვალები ალბათ ცოტაც და გადმომცვივდებოდა. მოულოდნელობისგან წონასწორობა დავკარგე და კინაღამ წავიქეცი. სხარტად დამიჭირა მკლავი და დაცემას მისკენ მიზიდვით გადამარჩინა.
ოოო მეგობარო, მისმა შეხებამ დენის დარტყმასავით დამიარა მთელს ტანში. თვალებში შევხედე და ახლაც მიკვირს როგორ შევიკავე თავი, რომ გონება არ დამეკარგა.
“დავით, აქ რა გინდათ?“ ვკითხე და თვალი მოვარიდე
„მანქანაში კალამი დაგრჩათ ,ვიფიქრე დაგჭირდებოდათ“ მითხრა ღიმილით და დაკარგული ნივთი გამომიწოდა.
მადლობის ნიშნად გავუღიმე და კალამი გამოვართვი.
„კარგად სწვალობთ?“
„ფრიადი” ვუთხარი ამაყად
„კარგი მართა, ბედნიერად. აღარ მოგაცდენ შეუერთდი ამხანაგებს“
„ნახვამდის დავით“.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent