შურისძიების მსხვერპლი (დასასრული ll ნაწილი)
შინ დაბრუნების შემდეგ თავს საშინლად გრძნობდა თორნიკე, ამიტომ მომხდარის შესახებ ხმის ამოღებას ვერავინ გაბედა. თუმცა როგორც კი ოდნავ დამშვიდდა და აივანზე მარტო გავიდა მოსაწევად, ანაც მაშინვე უკან მიყვა და ინტერესით ჰკითხა -გინდა ვილაპარაკოთ?! -არა -მეგონა დემეტრესთან ლაპარაკის შემდეგ თავს უკეთ იგრძნობდი -ანა! ახლა არა-ცივად უთხრა თორნიკემ გვერდით მდგომ გოგონას და აკანკალებული ხელით სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა -კარგი როგორც გინდა-უემოციო ტონით უთხრა ანამ და სევდიანად გაუღიმა. ამ დროს თორნიკემ მისკენ მიიხედა და მათი ამღვრეული თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა- თუ ლაპარაკი არ გინდა მაშინ მე წავალ, ხომ იცი ხვალიდან ფინალური გამოცდები მეწყება და- დაიწყო ანამ ჩამწყდარი ხმით და მალევე გაჩუმდა რადგან ძალა აღარ ეყო რამის სათქმელად- ამ საკითხეზე კი მაშინ ვილაპარაკოთ როცა მზად იქნები-კარგა ხნის სიჩუმის მერე, ძლივს გასაგონად, უმისამართოდ დაიჩურჩულა და თავი დახარა -დარჩი-ისე უთხრა თორნიკემ რომ მისკენ არ მიუხედია და სიგარეტის ლურჯი მწველი კვამლი სიამოვნებით ჩაისუნთქა -მე...- დაიბნა ანა -მჭირდები-გამომწვევი ტონით ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა ვნება მორეულმა ბიჭმა დაბნეულ გოგონას და სიგარეტიანი ხელი ნელა ჩააყოლა მის გაფითრებულ სახეს -თორნიკე მე-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა მისი შეხებით და შეგრძნებით თავგზააბნეულმა გოგონამ და თავი დახარა, ამ დროს თორნიკემ თავი ვეღარ შეიკავა და მოულოდნელად ტუჩებში აკოცა, მერე კი გამომწვევი ტონით ჰკითხა -დარჩები? -დავრჩები-ანამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და თითისწვერებზე აწეულმა ტუჩებში ნაზად აკოცა საშინლად განიცადა თამუნამ როცა ანამ დაურეკა და უთხრა რომ ღამე თორნიკესთან რჩებოდა. -ანა დე მოხდა რამე? -სახლში რომ მოვალ მერე აგიხსნი -დარწმუნებული ხარ რომ სწორად იქცევი? -კი -კარგი მაშინ...-ამ დროს თამუნას ხმა ჩაუწყდა და კარგა ხნის სიჩუმის მერე ძლივს გასაგონად ჰკითხა- ხვალ... მოხვალ? -რა თქმა უნდა...მხოლოდ ამ ღამეს ვრჩები მასთან...სახლში- ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოსთქვა და სევდიანად გაეღიმა - არ მოიწყინო კარგი? დილით სანამ უნივერსიტეტში წამიყვანს თორნიკე დაგირეკავ -კარგი დე-დადარდიანდა თამუნა -გამოცდას ჩავაბარებ თუ არა მაშინვე სახლში მოვალ არ ინევიულო -კარგი დედას სიხარულო წარმატებები -ტკბილი ძილი-გაეღიმა ანას და ტალეფონი გაუთიშა. თორნიკეს ხასიათი გამოუკეთდა რადგან თამუნა გაგებით მოეკიდა ამ ამბავს. -ანა, არ მეგონა დედაშენი ასე მშვიდად თუ მიიღებდა ამ ამბავს -არც მე-გულწრფელად უთხრა აღელვებულმა გოგონამ და აციმციმებული თვალები შეანათა. ამ დროს თორნიკემ თავი ვეღარ შეიკავა და მოულოდნელად ტუჩებში აკოცა. კარგა ხნის სიჩუმის მერე კი გამომწვევი ტონით ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა -მიყვარხარ -მეც მიყვარხარ-გაუბედავად უთხრა დაბნეულმა გოგონამ და თავი დახარა -რა თქვი?-გაოგნდა თორნიკე და ნიკაპზე ნაზად მოჰკიდა, ხელი თავი ნელა ააწევიდა და თვალებში ჩააცქერდა -მეც მიყვარხარ-ძლივს გასაგონად გაუმეორა თვალებაციმციმებულმადა ამ უხერხული მომენტიდან თავის დასაღწევად თითისწვერებზე აწეულმა ტუჩებში აკოცა. თორნიკეს დადებითი განწყობა დანარჩენებსაც გადაედოთ, ამიტომ ანდრია და იოანე გვიან ღამემდე დარჩნენ მათთან სახლში. ნიცას სურვილით გამოიძახეს პიცა და ტერასაზე დასხდნენ საჭმელად, რამდენიმე ჭიქა ვისკის მიღების შემდეგ მოულოდნელად ფეხზე წამოდგა იოანე და უმისამართოდ თქვა -უკვე გვიანია ჯობია წავიდე -ცოტახანს კიდევ დარჩი-გაუცნობიერებლად უთხრა ნიცამ და როცა თორნიკეს ამღვრეულ თვალებს გადააწყდა მაშინვე ინანა ნათქვამი სიტყვები -მგონი არც ისე გვიანია-ჩაერია საუბარში ანდრია -დარჩი!-ცივი ტონით უთხრა თორნიკემ დაბნეულ ბიჭს და ამღვრეული მზერა ნიცას გაფითრებული სახიდან მის წაშლილ სახეზე გადაიტან და უბრძანა-დაჯექი!- მის სურვილს უსიტყვოდ დაემორჩილა იოანე და ისევ ნიცას გვერდით, ოღონდ ცოტა მოშორებით დაჯდა. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა რომელიც მოულოდნელად ანდრიას მხიარულმა ხმამ დაარღვია -მეგობრებო მოდი ამ ჭიქით დედა მოტ*ნული სიყვარულის სადღეგრძელო დავდიოთ- და აკანკალებული ხელით ჭიქა ტუჩებთან მიიტანა, მაშინვე ჩაცალა და კიდევ ერთხელ შეივსო ჭიქა შავი ღვინით -შენ არ დალევ?-ინტერესით ჰკითხა თორნიკემ იოანეს და შემართული ჭიქა, მის მაგიდაზე დადებულ ჭიქას გრაციოზულად მოუჭახუნა. იოანემ არაფერი უპასუხა, ჭიქას ხელი წამოავლო და სიტყვის უთქმელად, ერთი მოყუდებით ჩაცალა. ამ დროს გაღიზიანებული ნიცა ფეხზე წამოდგა, მოულოდნელად ყველას დაემშვიდობა და გაბუტული საძინებელ ოთახში შეიკეტა. -დაველაპარაკები-უმისამართოდ თქვა ანამ და ფეხზე წამოდგა. როგორც კი მარტო დარჩნენ ბიჭები, იოანემ კიდევ რამდენიმე ჭიქა ვისკი ზედიზედ დალია, გამბედაობა მოიკრიბა და როგორც იქნა თორნიკეს გულწრფელად დაელაპარაკა ნიცას მიმართ საკუთარ გრძნობებზე. -ესე იგი ნიცასთვის ჯერ არაფერი გითქვამს?-გაოცდა ანდრია -არა!-მოიღუშა იოანე -ამას ვაფასებ-გულწრფელად უთხრა თორნიკემ და მხარზე მეგობრულად დაარტყა ხელი -როდის აპირებ მასთან დალაპარაკებას?- დაინტერესდა ანადრია -ჯერ არ ვიცი-მხრები აიჩეჩა იოანემ- ისიც არ ვიცი ამაზე რა რეაქცია ექნება... მისი დაკარგვა არ მინდა -ამ დროს ანდრიას ცინიკურად გაეღიმა და თორნიკეს გახედა რომელმაც ძლივს შეიკავა თავი რომ არ გასცინებოდა. იოანეს წასვლის შემდეგ ანდრიამ ღვინო კიდევ დალია ამიტომ სახლში წასვლა დაეზარა და იქვე დივანზე დაიძინა. თორნიკე მომღიმარი სახით მიაჩერდა ანას რომელიც ნიცას ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვიდა -ჩაეძინა? -კი -იტირა? -არა, ჩემს ჩამო თავი შეიკავა მაგრამ... -ანა შენ რომ წახვედი, ცოტა კიდევ დავლიეთ ბიჭებმა -ნეტავ რატომ არ მიკვირს-გაბრაზდა ანა -იოანემ გვითხრა მე და ანდრიას ნიცა მიყვარსო -რააა? მართლა? სერიოზულად? არ მჯერა-აღფრთივანება ვერ დამალა გაოცებულმა გოგონამ -იცი ახლა რომელი საათია?-უეცრად სხვა თემაზე გადავიდა თორნიკე -არა-დაიბნა ანა -სამი ხდება... -მერე რა?-ვერ მიუხვდა სათქმელს დაბნეული გოგონა ირონიულად მომღიმარ ბიჭს -ხვალ გამოცდა გაქვს! ასე რომ ჩვენი ძილის დროა -არ მეძინება-უემოციო ტონით უთხრა ანამ და მის რეაქციას დაელოდა. თორნიკემ არაფერი უპასუხა ნელა მიუხალოვდა, წამიერად თვალებში ჩააცქერდა და უეცრად ხელში აიტაცა. მოულოდნელობისგან ანამ შეკივლა და ყელზე ძლიერად შემოაჭდო მთრთოლარე თითები. თორნიკემ დამფრთხალი გოგონა მაშინვე საძინებელში შეიყვანა, საწოლზე ფრთხილად გააწვინად და ზემოდან მოექცა. საშინლად დაიძაბა ანა, როცა ვნებამორეულმა ბიჭმა სახე ზედმეტად მიუახლოვა და გამომწვევი ტონით, ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა- ანა, ძალიან მიყვარხარ- უარესი დაემართა როცა თორნიკემ ცხელი მწველი ტუჩები ყელზე მიაწება და ნელ-ნელა ოდნავ ქვემოთ ჩააცურა, რადგან დარწმუნებული არაფერში იყო. თუმცა საყვარელი მამაკაცის შეხების და შეგრძნების სურვილმა წამში ყველა ეჭვი გაუფანტა და მის მებას დაჰყვა. გაეცინა, როცა მოულოდნელად მოწყდა თორნიკე მის ვნებიან მხურვალე ტუჩებს და სერიოზული სახით უთხრა -უკვე გვიანია, დავიძინოთ ხვალ გამოცდა გაქვს-და ზურგს უკნიდან ჩაეხუტა. ანა წამში შესამჩმევად დამშვიდდა და ძლივს გასაგონად დაუჩურჩულა აღელვებულ ბიჭს -ძილი ნებისა-და მის ძლიერ მკლავებში მოქცეულმა თვალები დახუჭა. დილით თვალები სუსტად გაახილა ანდრიამ და გაოცებული მზერით მიაჩერდა თორნიკეს, რომელიც აივანზე ყავის ჭიქით ხელში სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა. -რა გჭირს შე ჩ*მა- ინტერესით ჰკითხა, სახე მონგრეულ ნეგობარს და ლუდის ბოთლით ხელში თავზე წამოადგა -გუშინ ღამე ანა აქ დარჩა -სერიოზულად?-გაოცდა ანდრიამ და ლუდის ბოთლი მოიყუდა -ჰო მე ვთხოვე და დამთანხმდა -მერე?-ვერ მიუხვდა სათქმელს ანდრია და ოდნავ დაიძაბა -მთელი ღამე თმაზე ვეფერებოდი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რა ნაბიჭვ*რი არაკაცი ვარ -ჯერ კიდევ იმაზე ფიქრობ რომ მას არ იმსახურებ?!-გაბრაზდა ანადრია -რომ მახსენდება რისი გადატანა ვაიძულე... -შენი მესმის... უკანასკნელი ნაძირალებივით მოვექეცით ორივე...მაგრამ...ანამ ხომ გაპატია არა?! -ხო მაგრამ მე ვერ ვპატიობ საკუთარ თავს და ალბათ ვერც ვერასოდეს ვაპატიებ -რაც მოხდა ყველაფერში ის ნაბ*ჭვარია დამნაშავე! -ეს მაინც არ ამართლებს ჩემს მიერ დაშვებულ შეცდომებს ანასთან მიმართებაში -ასეა, მაგრამ ციხეში იმდენად მოგეწამლა გონება შურისძიების წყურვილით რომ... -შენი მხრიდან ჩემთვის ხელის შეშლის მცდელობას აზრი არ ჰქონდა... ვიცი-მისი გაწყვეტილი წინადადება დანანებით დაასრულა თორნიკემ -ხო მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ არაფერს დაუშავებდი! წინაადეგ შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის რომ ხელი შემეშალა შენთვის-აღელდა ანდრიას -საიდან იცოდი რომ არ შევეხებოდი და ცხოვრებას არ დავუმახინჯებდი?- ინტერესით ჰკითხა თორნიკემ და გამომწვევი მზერით ჩააცქერდა თვალებში -კარგად გიცნობ და ვიცოდი რომ უდანაშაულო ადამიანს ასე სასტიკად ვერ მოექცეოდი -იმის მიუხედავად რომ ციხეში მოხვედრის შემდეგ ყველა და ყველაფერი დავკარგე... ჩემთვის მაინც ღირებულია ციხეში გატარებული ყოველი წელი იმიტომ რომ შენი სახით ძმა, ოჯახის წევრი და საუკეთესო მეგობარი შევიძინე... იცოდე საკუთარ თავზე მეტად გენდობი -რა ამაღელვებელია-ახლად გაღვიძებული ნიცა ყავის ჭიქით ხელში წამოადგა თავზე მეგობრებს -რატომ წუხდებოდი?-შეიცხადა თორნიკემ და ჭიქა უნებართვოთ გამოართვა-ჩემი გაცივდა-აუხსნა გაღიზიანებულ გოგონას და უკმაყოფილო სახით მოსვა უშაქრო ყავა. დილით, სამსახურში განცხადების დასაწერად მისულ კახას შენობის შესასვლელთან დახვდა დავითი რომელმაც მისალმების გარეშე აგრესიული ტონით უთხრა -მე და შენ სალაპარაკო გვაქვს- და ისე რომ მის პასუხს არ დალოდებია მანქანაში ჩაჯდა და გიჟივით გააქანა. დაღლილმა და განერვიულებულმა კახამ უმისამართოდ შეიგინა. გაღიზიანებული მაშინვე საჭეს მიუჯდა და იგივე სიჩქარით უკან მიჰყვა წინ მიმავალ მანქანას, რომელიც სულ რამდენიმე წუთში ქალაქის გარეუბანში, მიტოვებული, ავარიული კორპუსის წინ გაჩერდა. -აქ იმიტომ მოგიყვანე რომ არ მინდა მაშინდელივით ლაპარაკში ვინმემ ხელი შეგვიშალოს -დაოწყო დავითმა როცა კახა მანქანიდან გადავიდა და ნელი, მძიმე ნაბიჯებით მიუახლოვდა -ყურადღებით გისმენ- შეუღრინა კახამ-მაინტერესებს რა გაქვს ჩემთვის სათქმელი -იმ დღეს რაც მოხდა... -შენ რა? აქ მართლა რესტორანში მომხდარზე სალაპარაკოდ მომიყვანე?- გაოცება ვერ დამალა გაღიზიანებულმა კაცმა -არა უბრალოდ მინდა იცოდე რომ მომხდარს არ ვნანობ რადგან შენ ეს დაიმსახურე! -ჰმ-გაეცინა კახას და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა-გგონია ამას ჩემთვის რამე მნიშვნელობა აქვს?- კახას ირონიამ იმდენად გააღიზიანა დავითი რომ თავი ვეღარ შეიკავა და ორივე ხელით საყელოში ჩააფრინდა ირონიულად მომღიმარ კაცს და ძლივს შეკავებული აგრესიით უთხრა -ჩემს გოგონას თავი დაანებე!-და როცა კახამ უხეშად მოიშორა მისი აკანკალებული ხელები პერანგის დაჭმუჭნული საყელოდან ბრაზნარევი ტონით დაამატა - აქ მხოლოდ ამის სათქმელად მოგიყვანე -მია შენი შვილია, მაგრამ ის უკვე დამოუკიდებელი და შემდგარი ქალია... ასე რომ... -იცოდე მოგკლავ-ავარდა დავითი -მშვიდად-ურეაქციო ტონით უთხრა კახამ და სიგარეტის თითქმის ბოლომდე ჩამწვარი ღერი უმისამართოდ მოისროლა- ჩემთვის ჩვენი 20 წლიან ნაცნობობა რომლსაც ანას და თათია გამო შეიძლება რომ მეგობრობაც ვუწოდოთ იმაზე მნიშვნელოვანი და ღირებულია ვიდრე შენ წარმოგიდგენია- მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა გაგიჟებულ კაცს და მეორე ღერს ნელა მოუკიდა-ასე რომ შეგიძლია მშვიდად იყო... -კახა! -დავით! -ვიცი რომ შენ და თამუნამ განქორწინება გადაწყვიტეთ! -ასეა -მიას გამო!-კითხვა ჩამდგარი თვალებით მიაჩერდა დავითი სახე წაშლილ კაცს. კახამ არაფერი უპასუხა. სათქმელი არაფერი ჰქონდა. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა რომელიც მოულოდნელად ისევ დავითის დაძაბულმა ხმამ დაარღვია- არაფერს მეტყვი? -ეს გადაწყვეტილება თამუნამ მიიღო და არა მე!-მოიღუშა კახა -ალბათ საამისო მიზეზი ჰქონდა-ზიზღით უთხრა დავითმა და აკანკალებული ხელები მოწოლილი ბრაზისა და მრისხანების დასაოკებლად ძლიერად მომუშტა -ჩემი ცოლი მიყვარს- მკაცრი ტონით უთხრა კახამ გაღიზიანებულ კაცს და ძლივს შეიკავა თავი რომ ხელით რომ არ შეხებოდა -გიყვარს?-ირონია გაერია ხმაში გაგიჟებულ კაცს- აზრზე ხარ რას ბოდავ? -სიტყვებს დაუკვირდი-ავარდა კახა -თამუნამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო შენ ცხოვრებიდან რომ წავიდა! რადგან შენ მას არ იმსახურებ-ცინიკური ტონით უთხრა დავითმა და მიტრიალება გადაწყვიტა, მაგრამ ამ დროს კახამ თავი ვეღარ შეიკავა და მთელი ძალით დაატყა სახეში მუშტი. არც დავითი დარჩა ვალში, თუმცა ხელჩართული ჩხუბი არ გაუმართავთ წარსულის, ასაკის და საკუთარი თავის პატივისცემის გამო. -ჩემს შვილს ახლოს აღარ გაეკარო- გამაფრთხილებელი ტონით უთხრა დავითმა როცა კახა მიტრიალდა და საკუთარი მანქანისაკენ წავიდა. -ჩემსა და მიას შორის არაფერი მომხდარა რადგან მე მიყვარს ჩემი ცოლი და არც არასოდეს მოხდებ! რადგან ის შენი შვილია!- უემოციო ტონით უთხრა კახამ ერთ ადგილზე მიყინულ კაცს და საჭეს მიუჯდა როგორც კი გამოცდების შედეგი გაიგო თორნიკემ მაშინვე გულში ჩაიკრა ატირებული გოგონა და ჰაერში დაატრიალა. -უკვე მესამე კურსელი... არ მჯერა- უღიმოდა თათია თვალცრემლიან მეგობარს -არც მე-ჯერ კიდევ ემოციებში იყო აჟიტირებული ანა -ღმერთო რა ნედნიერებაა-იღიმოდა ნიცა რომელიც თორნიკესთან ერთად სულმოუთქმენლად ელოდა ამ დღეს -არ უნდა ავღნიშნოთ?- უმისამართოდ იკითხა იოანემ -რა საჭიროა?-შეიცხადა ანამ- ნიცას ეროვნულის შედეგები რომ გამოქვეყნდება და გავიგებთ სად ჩაირიცხა მერე ავღნიშნოთ ყველაფერი ერთად -ღამეები არ მძინავს ნერვიულობისგან-აღელდა ნიცა -რა განევიულებს არ მესმის- შეცხადა ანამ- ღამეებს ათენებდი მეცადინეობაში... ეჭვიც არ მეპარება რომ სასურველ უნიში მოხვდები სასურველ ფაკულტეტზე -ანას ვეთანხმები-გაუღიმა იოანემ დაბნეულ გოგონას და ზელის ზურგი ნაზად ჩააყოლა მის გაფითრებულ სახეს დაიმის მიუხედავად რომ ძალიან ეცადა თავი მაინც ვერ შეიკავა და ლოყაზე მტკივნეულად მოუჭირა ცივი თითები -მეტკინა დამპალო- გაუბრაზდა ნიცა გვერდით მდგომ ბიჭს და მთელი ძალით დაარტყა მხარზე ხელი -ჩემი ალქაჯი ხარ შენ-სიცილით უთხრა იოანემ და უეცრად ხელში აიტაცა აკივლებული გოგონა. ნიცას და იოანეს კინკლაობამ ისე გაახალისა ყველა რომ ვერც კი შეამჩნიეს ანდრიას მიახლოება. -მე წავალ-მისი დანახვისთანავე უეცრად ფეხზე წამოვარდა აღელვენული თათია და გასასვლელი კარისკენ წავიდა -დარჩი რა-სთხოვა თორნიკემ და მაგიდაზე დარჩენილი ტელეფონი გაუწოდა -მადლობა-აჩქარებით უთხრა თათიამ და საკიდიადან ჩანთა ჩამოხსნა -შეიძლება რომ ვილაპარაკოთ? -უეცრად წინ ასევეტა ანდრია დაბნეულ გოგონას და გამომწვევი მზერით ჩააცქერდა თვალებში -მაინც რაზე?-უინტერესოდ ჰკითხა თათიამ და სახელური დაქაჩა -ჩვენზე -ჩვენზე?-შეიცხადა გაღიზიანებულმა გოგონამ და გარეთ გავიდა. ანდრიაც უკან მიჰყვა და მასთან ერთად დაეშვა კიბეზე. ქუჩაში ისე გავიდნენ რომ ხმა არცერთს არ ამოუღია. -თათია შენთვის გულის ტკენა არასდროს მდომებია-მოულოდნელად დაიწყო საუბარი ანდრიამ და მისკენ მიბრუნებულ გაოცებულ გოგონას დაბნეული მზერით ჩააცქერდა თვალებში -ვიცი -არც კი ვიცი ასე რატომ მოვიქეცი -იცი! -თათია მომისმინე -არაფერის ახსნა არაა საჭირო... -არ მინდა იფიქრო რომ ნაბ*ჭვარი არაკაცი ვარ... რომელიც სხვის გრძნობებზე თამაშობს და ადამიანებს საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებს -კარგი თუ არ გინდა არ ვიფიქრებ- ირონია გაერია ხმაში გაღიზიანებულ გოგონას -ვიცი რომ არასწორად მოვიქეცი შენთან მიმართებაში მაგრამ... -ჩემთვის სულ ერთია რა მიზნით დამიახლოვდი! იცი? ჩვენს ურთიერთობაში მთავარი რა არის? ის რომ... ამ დროს ხმა ჩაუწყდა ანერვიულებულ გოგონას, რომელმაც კარგა ხნის სიჩუმის მერე ძლივს გასაგონად უმისამართოდ თქვა-შენ გაცნობის წამიდან დღდე გაგიჟებით გიყვარს მია! და მე ეს ყოველთვის ვიცოდი... შეცდომები მხოლოდ შენ არ დაგიშვია! ასე რომ არაფერში გადანაშაულე! შეგიძლია მშვიდად იყო -მაშინ გამუდმებით რატომ გამირბიხარ -შენთან ურთოერთობას თავს მიას გამო ვარიდებ... -რას გულისხმობ?-ვერ მიუხვდა სათქმელს ანდრია -მას ჰგონია რომ მე და შენ ერთად ვართ...- გაეცინა თათიას -ანუ? -უნდა წავიდე-ცივად უთხრა თათიამ დაბნეულ ბიჭს და პირველივე გამვლელ ტაქსიში ჩაჯდა. .......... იმის მიუხედავად რომ თათიას რესტორანში მისვლა არ სურდა თორნიკეს დაჟინებული მოთხოვნით ცოტა ხნით მაინც მივიდა. მეგობარს მეორე კურსის წარმატებით დასრულება ჭიქა ღვინით მიულოცა და საჩქაროდ დატოვა იქაურობა. იმის მიუხედავადა რომ ძალიან აჟიტირებული იყო ანა მის მახვილ თვალს მაინც არ გამოჰპარვია თათიას უცნაური მღელვარება და რესტორნის შესასვლელთან მომლოდინე ლექსუს ჯიპი. ერთი სული ჰქონდა ანას თათია დაეკითხა და მისი იმ იდუმალი თაყვანისმცემლის შესახებ გაგეგო, რომელმაც გაურკვეველი მიზეზებისრესტორანში შესვლა არ ინება და მანქანაში მოცდა არჩია. თათიაზე ფიქრში ანა გაირინდა, მაგრამ როგორც კი თორნიკემ ფეხზე წამოაყენა და ყველას თანდასწრებით პატარა ლამაზი წითელი კოლოფი გაუწოდა უცბათ მოვიდა აზრზე ნუ გეშინია ცოლობას არ გთხოვ- სიცილით უთხრა თორნიკემ დაბნეულ გოგონას და კოლოფი გახსნა, იქიდან ოქროს ყელსაბამი ამოიღო და გაუკეთა-მაგრამ გაითვალისწინე დიდი მოთმინების უნარით არ გამოვირჩევი- ყურს უკან ჩასჩურჩულა და კისერში აკოცა. .......... იატაკზე მჯდომმა მიამ ზიზღით გახედა კედლის საათს და მერამდენეღაცა ჭიქა ღვინო აკანკალებული ხელი ტუჩებთან ნელა მიიტანა და ცოტა მოსვა... საშინლად არ ესიამოვნა ამიტომ ჭიქა იატაკზე დადო, წამიერად თვალები დახუჭა და თავი კედელს მიაყრდნო... მაგრამ მაინც ვერ მოითმინა და ტელეფონის ეკრანი გაანათა რომელც 00:01 უჩვენედა. წამიერად სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა და ცოტაოდენი ღვინო კიდევ მოსვა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო თავი დაეღწია იმ შინაგანი სიცარიელისთვის რომელიც დღეს კიდევ უფრო გამძაფრებოდა. გული მტკივნეულა შეეკუმშა როცა რამდენიმე შეტყობინება ერთდროულად მიუვიდა, არ უნდოდა გაეხსნა და ენახა ვინ ულოცავდა 29-ე დაბადების დღეს რადგან ძალიან ეშინოდა იმედგაცრუების, მაგრამ საბოლოოდ თავი ვერ შეიკავა და ტელეფონის ეკრანი გაანათა. გული მტკივნეულად შეეკუმშა რადგან მშობლების ნაცვლად დაბადების დღეს ნახევარ და, დაკარგული მეგობარი და უჟმური ბიძაშვილი ულოცაბდნენ თან მხოლოდ ერთი სიტყვით ,,გილოცავ" . ამ დროს მიამ თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. დადუმებული ტელეფონი უმისმაართოდ მოისროლა და აკანკალებული ხელებით კიდევ ერთხელ შეივსო ჭიქა შავი ღვინით. დამტვრეულ ტელეფონს ზიზღით უყურებდა სასოწარკვეთილი გოგონა და ერთი წამითაც არ ნანობდა ამ საქციელს რადგან ზუსტად იცოდა რომ დედა შუადღის 4 საათამდე არ დაურეკავდა მისალოცად რადგან, მაგ დროს დაიბადა და ქალბატონი მაია 4 საათზე რასდროს ურეკევდა მისალოცად. დავითის უგულოდ მიწერილ ერთ სიტყვას ,,გილოცავს" კი ერჩია საერთოდ არაფერი მიწერა მას. სწორედ მაშინ როცა ატირებული გოგონა ფეხზე წამოდგა და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა კარზე გაბმული ზარის ხმა გაისმა. გაბრაზებული მივარდა კარს და ფართოდ გამოაღო. გაოცება ვერ დამალა როცა მისთვის უცნობმა ბიჭმა სიტყვის უქმელად შეაჩეჩა ხელებში დიდი წითელი ვარდების თაიგული და კიბეზე დაეშვა. მიას გაეღიმა და ბარათის ძებნა დაიწყო ყვავილებში თუმცა როგორც კი გაიაზრა რომ ზუსტად ისეთი თაიგული იყო როგორიც თათიას აჩუქა ანდრიამ პირველი სტიპენდიის აღსანიშნავად გაცოფებული მაშინვე კიბეზე დაეშვა. ნაგვის ურნას მივარდა. თავი გადახადა და შიგ ჩააგდო. შეკრთა როცა ანდრიას ირონია ნარევი ხმა მოესმა ზურგს უკნიდან -ვიცოდი რომ ასე მოიქცეოდი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.