შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი ლურჯი ხელთათმანებით (სრულად)


20-06-2023, 22:51
ავტორი ვე რა
ნანახია 10 342

ბიჭი ლურჯი ხელთათმანებით
1
შუალედური წერა ჰქონდა, როგორც ყველას, მასაც სურდა სადმე მოფარებულში დამჯდარიყო. ამ გადარეული პატარა ტანის ავი და ჯინიანი ლექტორის გადამკიდეს ლამის იყო ნერვიულობისგან თმისცვენა დაეწყო. მთელი ძალით ცდილობდა სწავლის ტემპი არ დაეკარგა, მაგრამ ხვდებოდა ერთბაშად ამდენ საკითხებს ვეღარ აუდიოდა. ამიტომ სურდა, სადმე უკან ეპოვნა ადგილი და ცოტ_ ცოტა მაინც ჩაეჭყიტა ხოლმე წიგნში.
უბნის მაღაზიაში შეირბინა ხელსახოცი უნდა ეყიდა, ყველა სიკეთესთან ერთად სურდოც დაემართა . გამოსვლისას, ვიღაცა უხეშად დაეჯახა და კარში ხელი მოაყოლა. სიმწრით იყვირა.
ცრემლიანი თვალებით საყვედურით შეხედა მხოლოდ წამით და უსიტყვოდ გამოვიდა გარეთ.
_კიდევ კარგი მარჯვენა ხელია!_ გაიფიქრა, რადგან თავად ცაცია იყო. მტკივანი ხელი გულში ჩაიკრა და ავტობუსის გაჩერებისკენ გაიქცა.
_ ბოდიში მაინც ეთქვა! არანორმალური! უზრდელი!_ ჩაიბუტბუტა თავისთვის და გადაყვლეპილ კანზე დაიხედა. რატომღაც საოცრად ნეგატიურად განეწყო უცნობის მიმართ, თუმცა კარგად მიხვდა რომ შემთხვევის ბრალი იყო . ციოდა, ზამთრის ცივი სუსხი იდგა. სიცივემ უფრო შეაწუხა, აეწვა ნატკენი ხელი.
ეს ოხერი ავტობუსიც ისევ აგვიანებდა. გაყინული ხელები პირთან მიიტანა და თბილი სული შეუბერა. საწყლად გასწითლებოდა თითები.
_ თარსი დილაა!_ ცრუ რწმენების სჯეროდა. მაგრამ ისე, როგორც თავად აწყობდა. ფეხები დააბაკუნა და მიმოიხედა. უცებ რკინის სკამზე გაუშტერდა თვალი. ლურჯი დიდი ზომის ნაქსოვი ხელთათმანები ეწყო. მის გარდა გაჩერებაზე არავინ იდგა.

_ ალბათ ვიღაცას დარჩა!_ გაიფიქრა გულში. მაგრამ თბილ, ღუნღულა თათმანებს თვალი ვეღარ მოაშორა. ქურდულად მიმოიხედა, მივიდა და ხელში აიღო. ძალიან რბილი და სასიამოვნო ნაქსოვი იყო. ლოყაზე მიიდო და თვალები დახუჭა. უცნაური სურნელი ჰქონდა ხელთათმანს. ესიამოვნა, რამდენჯერმე ჩაისუნთქა და შეეცადა ეს სასიამოვნო სუნი მეხსიერებაში დაემახსოვრებინა. ფრთხილად ჩამოიცვა მტკივან მტევანზე. საკმაოდ დიდი ჰქონდა. აშკარად კაცის უნდა ყოფილიყო. ტუჩები მოიკვნიტა, ხელები წინ გამოსწია და შეათვალიერა. ნაკეთობაც მოეწონა და ისიც, რომ სასიამოვნო იყო სითბო. გაეღიმა, ღიმილიც მოუხდა. მოულოდნელად დაგვიანებული ავტობუსი მოვიდა. ინსტიქტურად სწრაფად აირბინა, ფანჯარასთან სკამზე დაჯდა , გაჩერებას გამოხედა და მხოლოდ მაშინღა გაახსენდა სხვისი ხელთათმანები რომ ეკეთა. ფეხზე წამოდგა, ჩასვლა ვერ გადაწყვიტა, ძალიან დაიგვიანებდა. ისევ დაჯდა. კვლავ გაჩერებას გახედა და პირდაპირ თვალებში შეხედა, ახალგაზრდა კაცს. გათოშილ ხელებს რომ ისრისავდა და ფართო ღიმილით უყრებდა მას. ხელები ასწია, ხელთათმანები დაანახა და ტუჩების მოძრაობით მოუბოდიშა. კაცმა კიდევ უფრო გაიღიმა და ხელით ზუსტად ხელთათმანების მსგავსი ნაქსოვი ქუდი გაისწორა.

_ ნამდვილად მისია!_ გაიფიქრა გულში_ იქნებ აქვე ცხოვრობს სადმე? სახეზე არ მეცნი.
შერცხვა, მაგრამ რაღას იზამდა. უნებურ ქურდობაზე გაეცინა.

_ მგონი არ სწყენია მე რომ ავიღე!_. ოც წუთში უკვე უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსთან იყო. შენობაში შეირბინა და აუდიტორიაში შესული მიხვდა , დააგვიანა. რაღას იზავდა, ზანტად გაემართა პირველივე მერხისკენ და დაღვრემილი ჩამოჯდა. მაგრამ ზოგჯერ ზუსტად ის ქმედება გვეხმარება, რომელიც გვეგონა ჩვენს საწინააღმდეგოდ იმოქმედებდა. გერმანულის პატარა მოპუსკული ლექტორი უკანა რიგებს მეთვალყურეობდა, რადგან გულით ეგონა, წინ მხოლოდ ბეჯითი და მომზადებული სტუდენტები სხდებოდნენ. ამიტომ უკანა რიგებში ჩაკუჭულ ზარმაც სტუდენტებს უშრობდა სისხლს. კაცმა რომ თქვას, დღემდე არ მესმის, მასწავლებლების და ლექტორების ეს უცნაური ახირება, რადაც არ უნდა დაუჯდეთ ჩაჭრან უამისოდაც დეპრესიის ზღვარზე მოსიარულე სტუდენტები.

_ რა ქენი თათ? რა გაგიმართლა გოგოო!_ შემოეგება გარეთ გასულს მეგობარი. ხუჭუჭა და მხიარული სოფია.

_ ხო, რას ვიფიქრებდი პირველ რიგში რომ უკეთ გადავიწერდი!_ გაიცინა თათიამ.

_ ხელზე რა მოგივიდა გოგო?_ ახლა ნატკენ ხელზე გაუშტერდა თვალი სოფოს.

_ ვიღაც გადარეულმა კარებში მომაყოლა!_ გაბრაზებით უპასუხა მან.

_ ნახე რა მოვიპარე!_ დაანახა მეგობარს ლურჯი ხელთათმანები და სიცილით მოუყვა, რაც გაჩერებაზე მოხდა.

_ იქვე ცხოვრობს ალბათ, მივაგნებ და დავუბრუნება უეჭველად!_ თავი თანხმობის ნიშნად დაიქნია სიტყვის დასტურად .
ლექციებმა მშვიდად ჩაიარეს.

_ სანამ დავიშლებით მოდი ჩვენს კაფეში შევირბინოთ , რას იტყვი? _ თათის გაეცინა , მსუნაგი იყო სოფი, სახლში ისე რა წაიყვანდა, თუ რამე გემრიელობას არ დააგემოვნებდა. აჩემებული კაფისკენ წავიდნენ, რომ უცბად პატარა ბიჭუნამ მოირბინა მათთან.

_ გამარჯობა , ერთი ბიჭი ბოდიშს გიხდის!_ უთხრა თათიას და ქაღალდის პარკი შეაჩეჩა ხელში. ვინ ბიჭიო_ უნდოდა ეკითხა, მაგრამ ბავშვი უნივერსიტეტის შენობის გვერდით მდგარი სკოლისკენ გაიქცა .

გაოცებულმა პარკს დახედა , რომელიღაცა აფთიაქის ლოგოს მოჰკრა თვალი. კიდევ უფრო გაოცდა, როცა შიგ ჩაიხედა და ჭრილობების შესახორცებელი მაზი ამოიღო.

_ რაა?_ უცებ მართლა ვერაფერს მიხვდა. _ ეს რაღაა?

_ გოგო, მგონი შენი ხელისთვისაა?_ ივარაუდა სოფომ. აშკარად მართალი იყო , მაგრამ ვინ რა იცოდა?

_ ბოდიშიო? ის იყო?_უარესად დაიბნა . _ საიდან იცის ვინ ვარ? სად ვსწავლობ?

_ მანიაკია ვიღაცაა!_ გაეცინა სოფოს. მეგობარს სიცილში აჰყვა, მაგრამ გული მოეკუმშა. ცოტა დაიზაფრა კიდეც. შეეცადა გაეხსენებინა სახეზე, ვინც ხელი ატკინა, მაგრამ ვერ მოახერხა. მხოლოდ წამით შეხედა, სულ წამით, ისიც ცრემლმორეულმა . მიმოიხედა, საეჭვო ვერაფერი დაინახა. ცოტა ხანს იფიქრა და საშინლად გაბრაზდა. ჯერ იყო და ხელი კინაღამ მოამტვრია, ახლა აქ მოაკითხა, თავხედი იყო ვიღაცა, და მეტი არაფერი. თავს არ გამოუტყდა, რომ შეეშინდა კიდეც. მივიდა და გაბრაზებულმა ქაღალდის პარკი იქვე მდგარ ნაგვის ურნაში ჩააგდო. წარბშეკრული მობრუნდა და მეგობარს აედევნა.
კაფეში სიხალვათე იყო, აქა იქ იჯდა კლიენტი. გოგონები ფანჯარასთან საყვარელ მაგიდას მიუსხდნენ. საყვარელი ნამცხვარი და ყავა შეუკვეთეს. კარგა ხანს ჭორაობდნენ.

_ ივანემ მოგწერა?_ ჰკითხა თათიას სოფო

_ მომწერა კი, მაგრამ რაღაც არ მომწონს მაგ ამბავში! უეჭველად რაღაცას მატყუებს!_ დაფიქრებით მიუგო მან.

_ არ მომწონს ეგ ბიჭი, არ მინდოდა თქმა, მაგრამ უცნაური ყურება იცის. გეგონება რენტგენში გატარებს. თავს სულ უხერხულად ვგრძნობ._ გამოუტყდა დაქალს.

_ შეამჩნიე არა? და მგონია აინტერესებ,_ გულახდილი იყო სოფიც.

_ ვეცდები ჩამოვიშორო!_ გადაწყვიტა გოგონამ. ურთიერთობაში ცოტა მშიშარა იყო თათია. მაგრამ საკუთარი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, საკმარისი იყო ოდნავ ეჭვი შეჰპარვოდა რამეში, მაშინვე უკან დახევას ამჯობინებდა. დიდად არ დარდობდა მარტო ყოფნას. პირველმა სიყვარულმა იმხელა დეპრესია დაუტოვა, რომ ახლა მარტოობა კიდევაც სიამოვნებდა. ღალატიც გამოსცადა, ტყუილიც, დამცირებაც და როცა ურთიერთობის დასრულება მოინდომა მანიაკალური დევნაც. საკუთრებად მიაჩნდა ერთ დროს საოცნებო უფლისწულს. რა ადვილია შეცდომების დაშვება, როცა გაუაზრებლად და მთელი გულით გიყვარს ადამიანი. და რა ძნელია საკუთარ თავთან შენივე შეცდომების აღიარება.

კარგახანს საუბრობდნენ, ბოლოს წასასვლელად წამოდგნენ და ანგარიში მოითხოვეს. ნაცნობი მიმტანი ღიმილით მიუახლოვდათ.

_ გამარჯობა გოგოებო, თქვენი გადახდილია!_ ბიჭს ეგონა ამით გაახარებდა კიდეც მათ. თან ქაღალდის პარკი გაუწოდა თათის.

_ ეს კი შენ, პატიება გთხოვეს !_ გაიკრიჭა ბიჭი.

_ ვინ იყო ლუკა, აბა სად არის!_ სწრაფად დაინტერესდა თათია.

_ სულ ეს წამია გავიდა, არ ვიცი აქამდე არ შემინიშნავს!_ მათი შეცბუნება რომ დაინახა, დაიბნა ლუკა.

თათიამ პარკი გახსნა, ახლა სხვა მალამო იდო შიგნით , გაბრაზებულმა პარკს ხელი დაავლო და კაფიდან გამოვარდა, თუმცა საეჭვო კიდევ ვერავინ და ვერაფერი დაინახა.

_რას გადამეკიდე საზიზღარო!_ დაიძახა გაბრაზებულმა და პარკი ახლა კაფის სანაგვეში ჩაახეთქა.
ამასობაში სოფიაც გამოვიდა , უკნიდან მიუახლოვდა, ანერვიულებულ დაქალს ხელი მხარზე დაადო.

_ ვაიმე!_ იკივლა დაძაბულმა და მოულოდნელი შეხებით დამფრთხალმა გოგომ და სწრაფად შებრუნდა მეგობრისკენ.

_ კარგი ჩემო გოგო , ნუ ნერვიულობ მე ვარ!_ ჩაეხუტა დაქალს.

_ ამაღამ წამოდი რა ჩემთან, თორე გული გამისჯდება შიშით, ეს მინდოდა ახლა მეე? ძლივს გამოვდივარ მდგომარეობიდან! სადაც სადმე გიჟია მე რატომ უნდა გადამეკიდოს?!_ შეეხვეწა დაქალს და ხელი მუდარით ჩასჭიდა.

_ კარგი, მასე იყოს!_ გაუღიმა სოფიმ, ხელკავი გამოსდო და ნელი ნაბიჯით დაუყვნენ ქუჩას.

გოგონებს არ შეუმჩნევიათ, როგორ დაიძრა გზის მოპირდაპირე მხარეს გაჩერებული მუქი ლურჯი მანქანა და მათ აედევნა.





2

ორი წლის უკან ჩამოვიდა თათია თბილისში, გარეუბანში ერთოთახიანი სახლი იქირავა, სურვილის და შესაძლებლობისამებრ მოაწყო და სწავლაში ჩაყვინთა. ზუსტად ჩაყვინთა, რადგან სურდა მშობლებისთვის იმედი არ გაეცრუებინა. ყველაზე და ყველაფერზე მთავარი ქულები და სტიპენდია იყო, ამისთვის კი ძალიან ბევრს შრომობდა. ბევრი მეგობარი არ ჰყავდა, მხოლოდ სოფიას გაუღო გულის კარი. საერთო ღირებულებებმა დააახლოვა გოგონები . ერთმანეთს არაფერს უმალავდნენ . ხშირად ერთადაც რჩებოდნენ, სწავლას, სტუდენტური ცხოვრების სიმძიმეებს და ჩასაფრებულ ასაკობრივ დეპრესიებსაც ერთად უმკლავდებოდნენ.
პირველ კურსს რომ ამთავრებდა, თათიამ სიყვარული იპოვნა. უფრო სწორედ ეგონა, რომ იპოვნა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა : ყურადღება, ყვავილები, სეირნობა. თუმცა იყო რაღაც_ რაღაცეები, რაც ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი გოგონასთვის მიუღებელი და შეუძლებელი აღმოჩნდა. ნელ_ნელა ურთიერთობა დაეძაბათ. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ შეყვარებული მისგან მხოლოდ მოითხოვდა სასურველს და გოგოს აზრს პატივს საერთოდ არ სცემდა.

_ თუ უყვარხარ მიგიღებს მასეთს, როგორიც ხარ! თუ არა და, შენ მის წინაშე ვალდებული არ ხარ!_ რა თქმა უნდა, მეგობრის მხარს იჭერდა სოფი.

_ არ ვიცი სოფ, ამბობს, რომ არ ვენდობი და მის სიყვარულს არ ვაფასებ, რომ გარეთ თანამედროვე საუკუნეა და მე კიდევ შუასაუკუნეში ჩავრჩი . არ ვიცი, როგორ ავუხსნა და როგორ გავაგებინო, რომ ეს მხოლოდ აკვიატებული პრინციპულობა სულაც არაა და რომ ნდობა საერთოდ არაფერ შუაშია._ ცრემლებს ვერ იკავებდა თათია.

_ თათ , შენ ჯერ საკუთარ თავთან უნდა იყო მართლაი და ამის მერე სხვასთან!_ ბრაზობდა სოფია.

_ მაგრამ საქმეც მაგაშია ჩემო კარგო , ის ხომ სხვა არაა!_ ჩაილაპარაკა თათიამ . სადღაც გულში ხანდახან ფიქრობდა, რა იყო ამაში ასეთი საშინელი, რატომ არ შეეძლო სხვებივით ეფიქრა და მოქცეულიყო. მაგრამ მისი ბუნება და შინაგანი სამყარო ძალიან ფაქიზი იყო იმისთვის, რასაც შეყვარებული მისგან მოელოდა. ბოლო სერიოზული კამათის შემდეგ აღარც ურეკავდა და მესიჯსაც კი არ სწერდა.
საკუთარ თავს საყვედურობდა მონატრებისგან შეშლილი გოგო. ხშირხშირად ამოწმებდა ტელეფონს, იქნებ ხმა ვერ გავიგეო, იქნებ მიღება არ აქვსო. მაგრამ ტელეფონი, მისდა სამწუხაროდ,
სრულიად გამართულად მუშაობდა.
უნივერსიტეტის უკან მოფარებული ეზო იყო, სადაც ცოტა თამამი გოგონები ჩუმად სიგარეტს ეწეოდენ ხოლმე,
სეორედ იმ ეზოში გამავალ ფანჯარასთან იდგა ერთ დილას თათია და მეგობარს ელოდებოდა, რომ დაინახა , როგორ აკოცა მისმა შეყვარებულმა მისსავე კურსელ მეგიკოს. შემდეგ კი თათულის ამოხედა და და დამცინავად გაუცინა. მუხლები აუკანკალდა გოგონას. თვალები მწარე ცრემლებმა აუვსო. ზურგი აქცია ფანჯარას და აუდიტორიაში შეირბინა. ცოტა ხანს ტიროდა, შემდეგ კი ბავშვებმა შემოსვლა რომ დაიწყეს თვალები ამოიწმინდა და სახეზე გულგრილი ნიღაბი მოირგო.

_ რა მოხდა? _ ჰკითხა სოფიამ_ მის მახვილ თვალს არ გამოჰპარვია მეგობრის გაფითრებული სახე და უგუნებობა. თავიდან მოყოლა არ სურდა, ქალური სიამაყე უშლიდა და ხელს, ვერ აღიარებდა , რომ უღალატეს და სხვაში გაცვალეს, მაგრამ მეგობრის თვალებში რომ გულწრფელი თანაგრძნობა დაინახა ადგა და გულამომჯდარმა ყველაფერი უამბო.

ამაყი გოგონა იყო თათია, ამ სიამაყეს დღეს "სოფლელობასაც" ეძახიან ჩვენს თბილის ქალაქში. მაგრამ სულაც არა, უბრალიდ თავად იმდენად წმინდა და სუფთა, უღალატო გული ჰქონდა, საყვარელი ადამიანისგან ღალატი შინაგანად ანგრევდა და ტკივილს აყენებდა. პატიების თუ შერიგების ყველა გზას უხერგავდა. თუმცა გარეგნულად ამაყი სახით და ცივი თვალებით დადიოდა ლექციებზე. რამდენჯერმე სპეციალურად დახვდა, მისი აუდიტორიის კიბეებზე, მეგიკოსთან ჩახლართული უკვე ყოფილი, რომელსაც ეგონა ასე უფრო თავგზას აურევდა გოგონას და ისიც უარყოფილი თავისი ფეხით მიირბენდა ხვეწნა_ მუდარით, მაგრამ შეცდა. ამას მოჰყვა მუდმივი ზარები, მუქარის შემცველი მესიჯები, თვალთვალი და ადევნება. საკუთრებად მიაჩნდა გახელებულ კაცს თათია. თუმცა გოგონა ცდილობდა არ შეშინებოდა და მისი გამოხტომებისთვის ყურადღება არ მიექცია. ხოდა მისი დაუმორჩილებლობით და სიამაყით განრისხებული, დაუხვდა ერთ საღამოს სახლისკენ მიმავალს და უკვე კარგად გადავიწყებული, არაადამიანური ტრადიციის მიხედვით გატაცება დაუპირა. არავინ იცის რა და როგორ მოხდებოდა, უბნის ბიჭები რომ არ შესწეებოდნენ ამ ამბავს და თათიას არ დახმარებოდნენ.
შემდეგ კი ადრენალინმოჭარბებული ბიჭები მოძალადეს ისე გაუსწორდნენ სხეულის ერთი ნაწილი არ დაუტოვეს მთელი.
ერთი სიტყვით იმ დღეს თათია ფიზიკურად გადარჩა, მაგრამ სულიერად საშინელი ტრამვა მიიღო, შიშები დასჩემდა, მარტო სახლიდან ვეღარ გამოდიოდა. სულ ეგონა ვიღაც უთვალთვალებდა, ვიღაც აკონტროლებდა. მითუმეტეს იმ გაზრდილი ძალადობის ფონზე, როცა ყოფილმა შეყვარებულმა ერთ, ლამის მისი ასაკის, გოგოს შუა ქალაქში ბენზინი შეასხა და ცოცხლად დაწვა დაუპირა, თათია ძალიან დაისტრესა და დაშინდა. მშობლებს ვერაფერი უამბო. ეშინოდა მათი ნერვიულის. ისედაც ასაკიანი მშობლები ჰყავდა, და არ უნდოდა მათ სანერვიულოს დედისერთა შვილზე სანერვიულოც დამატებოდა. მხოლოდ სოფომ იცოდა ყველაფერი. მან უპატრონა და მიხედა გაჭირვებაში ჩავარდნილ მეგობარს. საკუთარ ბინაში წაიყვანა და მთელი წელი ერთად ცხოვრობდნენ. თან და თან დამშვიდდა და დაწყნარდა თათია. გონს მოვიდა და საკუთარი თავი დაიბრუნა. მხოლოდ ორი კვირა იყო, რაც ახლიდან იქირავა სახლი და მარტო ცხოვრება გაბედა. სწორედ თავს გადამხდარი ისტორია იყო მიზეზი, თუ რატომ დაფრთხა და შეშინდა ასე ძალიან,როცა უცნობმა ადამიანმა მის მიმართ უცნაური და აკვიატებული მზრუნველობა გამოიჩინა. სწორედ პირველი სიყვარულისგან მოყენებული ტკივილი და იმედგაცრუება იყო მიზეზი, რატომაც ვერაფრით ენდობოდა ბოლო დროს გამოჩენილ თაყვანისმცემელს და მასში სულ საეჭვოს ხედავდა. თავადაც ხვდებოდა, რომ მზად არ იყო ურთიერთობებისთვის. და ამას არც განიცდიდა. სიყვარულისგან მოტანილ აუცილებელ პრობლემებს მარტოობა, სიმშვიდე და სწავლა ერჩია.

იმ საღამოსაც ბევრი ისაუბრეს გოგონებმა. ბოლოს ქანცგაწყვეტილები დასაძინებლად დაწვნენ. ლოგინთან მოდგმულ პატარა კარადაზე ეწყო ლურჯი ხელთათმანები. როგორც სიმბოლო არსაიდან მოსული სითბოსი და სიმყუდროვის. თათია ხელთათმანებს გადასწვდა, აიღო და ხელებზე ჩამოიცვა. დაყნოსა უჩვეულო, მაგრამ უკვე ნაცნობმა სურნელმა დაამშვიდა. შემდეგ ხელთათმანიანი ხელები გულში ჩაიკრა და მშვიდად დაიძინა. ზუსტად სიფხიზლის ბოლო წამს, გულში მტკიცედ გადაწყვიტა აუცილებლად ეპოვნა ხელთათმანების პატრონი და კუთვნილი ნივთი დაებრუნებინა. ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ სულ უმნიშვნელო და ერთი შეხედვით უბრალო გადაწყვეტილებები ცხოვრებას სამუდამოდ ცვლიან.




3

_ სოფ, აღარ იღვიძებ?ადე, ადე! ყავა გაგიკეთე! ნეტა ეს მაღვიძარა მაინც თუ არ გაღვიძებს?_მეგობრის გაღვიძებას ცდილობდა თათია. თავად უკვე მზად იყო , მაგრამ ძილისგუდა დაქალი გონზე ვერაფრით მოიყვანა.

_ ღამე არ იძინებ , დილით არ იღვიძებ, ადექი შე თავდაყირა ქალო!_ ბოლოს მოთმინება დაკარგა და თავი დაანება. თითქოს ამას ელოდაო, ძლივს წამოიზლაზნა სოფია ლოგინიდან.

_ ხოო რა იყო, მძინებოდა კიდევ ცოტა? მოდი დღეს ლექციებზე ნუ წავალთ რაა, მთელი დღე ერთად ვიყოთ, რას იტყვი?_ ეშმაკური თვალების ციმციმით სცადა თათიას მოთაფვლა. თუმცა თავადაც გაოცდა, მეგობარი მოულოდნელად რომ დასთანხმდა. ასეთი გამონაკლისები ძალიან იშვიათად ხდებოდა. სოფიმ ამოიოხრა, ეტყობოდა ძველმა მოგონებებმა იმაზე მეტად ააღელვეს თათია, ვიდრე თავად ეგონა. წამოდგა და მეგობარს მოეხვია.

_ რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს! ხომ გახსოვს?_ ლოყაზე აკოცა_ იცი რა მოვიფიქრე? მოდი მე და შენ იოგაზე ჩავეწეროთ?

_ რაზე? რა მინდა იოგაზე?_ გაეცინა თათიას.

_ სულიერი წონასწორობის აღდგენა!_ მტკიცედ უპასუხა სიფიმ და ლოტოსის პოზის მიღება სცადა. თუმცა ვერაფრით გადახლართა ფეხები და მხოლოდ ხელები დაიწყო მუხლებზე. თათიას გაეცინა.

_მასე ახლართულმა, როგორ უნდა ვიპოვო სულიერი სიმშვიდე ? არ მესმის!_ კი იცინოდა, მაგრამ თან გულში მოსწონდა სოფის იდეა.

_ იცი რას გეტყვი? ზუსტადაც , იოგაზე მივდივართ! ვსინჯოთ, ჩვენი რა მიდის?_ კიდევ ერთხელ გააოცა საკუთარი მოულოდნელი თანხმობით მეგობარი.

_ დღეს რა ყველაფერზე მთანხმდები?_ გაოცდა სოფი.

_ მიდი, მოძებნე სადმე იოგას დარბაზი !_ თავი დაუქნია თათიამ. სოფიმ ყავა მოსვა და ტელეფონი მოიმარჯვა. ცოტა ხანს იჯდა უხმოდ და წარბებშეკრული დასჩერებიდა ტელეფონის ეკრანს. უყურა, უყურა თათიამ და მიხვდა, რაღაც ემოციურს კითხულობდა მისი მეგობარი. მოულოდნელად ცრემლები ჩამოუგორდა სოფის .

_ რა ხდება გოგო?_ ვეღარ მოითმინა და ახლოს მიუჯდა, თან ცალი თვალით ეკრანს ჩახედა.

_ ეს ჯგუფი იცოდი? ვეძებ, რომ ჰქვია?_ ამოხედა სოფიმ.

_ არა , რას ეძებ?_ ვერ მიუხვდა თათია.

_ არა,კი არ ვეძებ, ჯგუფს ჰქვია მასე. დაკარგულ ადამიანებს ეძებენ. უფრო კი შვილებს! მთლად ჩვილებს! ნახე!_ტელეფონი მოაწოდა. პოსტებს ჩამოჰყვა თათია. რაც უფრო მეტს კითხულობდა, მით უფრო ეშლებოდა სახე.

_ რა ჯანდაბააა? ამას როგორ ბედავდნენ?_ გაოცება და ბრაზი ერთად მოერია.

_ რამდენიმე ათასი ჩვილიო, წარმოგიდგენია?_ თავი დაუქნია სოფიმ.

_ რა უგულობაა, ღმერთო? _ დაუბრუნა შეძრწუნებულმა ტელეფონი. წამოდგა და საუზმის გასაკეთებლად გავიდა. თუმცა სოფი ისე გაიტაცა დაკარგულ ბავშვებზე პოსტების კითხვამ, კარგა ხანს თავი არ აუწევია. ცოტა ხნის შემდეგ, მაგიდასთან მივიდა და ჩამოჯდა. დაძაბული მიაჩერდა მეგობრის გამხდარ მხრებს და ხმადაბლა დაიწყო კითხვა.

_ ვეძებ გოგონას, რომელიც დაიბადა 2000 წლის 1 თებერვალს . რაც ვიცით, ისაა, რომ დაბადებისთანავე იტირა. თუმცა დედას უთხრეს ფილტვები არ გაეხსნაო. მიცვალებული არ გამოატანეს, ჩვენვე დავმარხავთ სამშობიაროს სასაფლაოზეო. როგორც ირკვევა, არავითარი სასაფლაო სამშობიაროს არ ჰქონდა. არ ფიქსირდება ჩვილის გარდაცვალება. სანდო წყაროდან ვიცით, რომ გააშვილეს, არა გაყიდეს 400 დოლარად იმერეთში. ვიცით იმ ადამიანის სახელი, ვინც მონაწილეობდა ბავშვის გაშვილებაში რუსიკო ქამუშიაა, რომელიც მედ.პერსონალი იყო იმავე სამშობიაროში. ვეძებთ ამ ადამიანს , და ვთხოვთ გაგვიყვანოს კვალზე. თუ შერჩა რამე ადამიანობა. ასე ადვილად არ გავჩერდები, და დაკარგულს მაინც დავიბრუნებ!_ დაამთავრა კითხვა და გაჩუმდა.
ცოტა ხანს არ შემობრუნებულა თათია. იდგა და დანით ხელში დასცქეროდა დასაჭრელად გამზადებულ პურს. თუმცა სოფი კარგად ხედავდა, რომ მისმა წაკითხულმა სახელმა და გვარმა სრული შოკი გამოიწვია.

_ რუსიკო ქამუშია? _ ნელა მობრუნდა თათია.

_ თათ!_ მუდარით დაუძახა სოფიმ.

_ დეიდაჩდმი რუსიკო ქამუშია?_ ხმის კანკალით გაიმეორა გოგონამ.

_ თათ მაპატიე!_ ფეხზე წამოდგა სოფი. გაბრუებული თათია სკამზე ძალით დასვა და ცივი წყალი დაუსხა მოზრდილ ჭიქაში.

_ რატომღაც ვიფიქრე უნდა წამეკითხა, თუმცა იქნებ სულაც დამთხვევაა? იქნებ შეცდომაა?_ უფრო დაქალის დასაიმედებლად და გონზე მოსაყვანად ამბობდა.

_ დედა ორმოცდაშვიდი წლის იყო, როცა მე დავიბადე, მამა ორმოცდაათის .
არა, კი მიკვირდა, ყველას რომ ახალგაზრდა მშობლები ჰყავდათ, მაგრამ.... არა რა სისულელეა?!_ აკანკალებული ხმით საუბრობდა და გონებაში კარგად გადავიწყებული მოგონებები უცოცხლდებოდა.
გაახსენდა, დაახლოებით მოერე კლასში იყო, მეზობელმა გოგონამ, რომ ჰკითხა : დედააშენი ბებიას რატომ ჰგავსო? და დედამისმა როგორ მიაფარა პირზე ხელი, და როგორ წაათრია ეზოდან.
გაახსენდა მშობლების ჩურჩული: _ ვერა ბაჩო, ვერ გავუბრაზდები, სიმართლე რომ გაიგოს მერე სულ შემიძულებსო._ ამბობდა დედამისი და მორიგ ბავშვურ სიცელქეს მოთმინებით პატიობდა.

_ არა შეუძლებელია! არ არსებობს!_ თავი გადააქნია და ცრემლები ამოიწმინდა.

_ მართალი ხარ თათი, შეუძლებელია! სისულელეა!_ თავი დაუქნია სოფიმაც. რადგან მიხვდა, რომ თათიასთვის იმ პოსტის ასე მიხლა არ იყო სწორი საქციელი. ისედაც არ აკლდა საწყალ გოგოს პრობლემები. გაჩუმებით კი გაჩუმდნენ , მაგრამ ეს ამბავი არცერთს არ დავიწყებია.
საღამოს ხასიათის გამოსაკეთებლად გასეირნება გადაწყვიტეს, თან მომდევნო დღისთვის სასწავლი მასალის ასლები უნდა მოემზადებინათ და ქსეროქსი სჭირდებოდათ.

_ რა ძალიან აიკვიატე ეგ ხელთაგმანები შენ ჰა?_ გაეღიმა სოფის, როცა თათია ლურჯ ხელთათმანებს წაეტანა.

_ მასე თუ იხმარე, პატრონს გაცვეთილი უნდა დაუბრუნო უკან?_ მართალი იყო სოფი. თათიამ სინანულით მოიძრო უკვე ხელებზე წამოცმული ღუნღულა ხელთათმანები და კვლავ თაროზე დააბრუნა.

_ იცი რას ვიზამ? შესაფერის ქუდს მოვუქსოვ! ბოდიშის მიზნით!_ აენთო ციმციმა თაფლისფერი თვალები და ყელზე საკუთარი ხელით მოქსოვილი, მწვანე, სქელი კაშნი შემოიხვია.

_ რაო გოგოოოო? მთელი თვეა ბერეტს მახვეწნინებ და იმ ვიღაცას ქუდი უნდა მოუქსოვო?_ წყენა გამოურია ხმაში სოფიმ.

_ ბუზღუნა!_თათიამ ტუჩები გაბუსხა , ვითომ დაქალს გააჯავრა.

_ იცი რას გეტყვი? ნაკლებად ლამაზი რომ იყო , აღარც მანიაკები დაგეხვეოდნენ!_ მხარი გაჰკრა სოფიმ.

_ სულელო!_ ხელკავი გამოსდო თათიამ და გოგოები ერთად გაუყვნენ დედაქალაქის ათოვლჭყაპებულ ქუჩებს . ამ არეულ ამინდშიც უცნაურად ლამაზი იყო თბილისის ქუჩები. თითქოს გოგონების სევდიან განწყობას უბამდა მხარს. მატსავით რაღაცას დარდობდა თბილისი, მაგრამ მაინც თბილი და ნათელი გული ჰქონდა. როგორც საკუთარ ფიქრებში გართულ გოგონებს.
საკუთარი საქმე მოითავეს, კაფეში ყავა დალიეს, უკანა გზაზე კი ძაფის მაღაზია შენიშნეს და რამდენიმე ხვეულა ლურჯი და ყვითელი ანგორას ძაფი შეიძინეს.

_ აჰა, ახლა მაინც დამანებე თავი!_ უთხრა თათიამ და სიცილით ჩადო ჩანთაში ყვითელი ხვეულები.

_ იცოდე ჯერ მე მომიქსოვ მზესავით ბერეტს!_ თვალები დაუქაჩა მუქარით მეგობარს სოფიმ.

_ გისმენ და გემორჩილები!_ თავი დაუკრა თათიამ. მოდიოდა და უცნაურ აღტყინებას გრძნობდა. თუმცა ისიც კი არ იცოდა, მოქსოვის შემდეგ რას გააკეთებდა. როგორ და რანაირად უნდა ეპოვნა ის იდუმალი ლურჯხელთათმანებიანი ბიჭი.


4

_ ივანე დაბრუნებულა, ნახე უკვე?_ ჰკითხა აუდიტორიის წინ მომლოდინე სოფიმ თათიას.
_ არა. და იცი? არც სურვილი მაქვს დიდად. რაღაცნაირად არ მომწონს ეგ ბიჭი!_ მხრები გულგრილად აიჩეჩა გოგონამ.
_ რა უცნაურია ჰა? შენ ის არ მოგწონს, იმას მოსწონხარ! შენ ვინც მოგწონს, იმას სხვა მოსწონს!_ ფილოსოფოსობის ხასიათზე იყო სოფი.
_ გაუბერე არა? _ გაოცებულმა შეხედა მეგობარს თათიამ. სოფის გაეცინა.
_ წამო, წამო, ანდრაზაშვილის ლექცია მოგიყვანს შენ გონზე და გამოგიბერტყავს თავიდან მაგ რომანტიულ აბდაუბდას!_ გაეცინა დაქალის მეოცნებე თვალების დანახვისას თათულის. ხელი დაავლო დაქალს და აუდიტორიისკენ წააპრონწიალა.

არ უყვარდათ გოგოებს ეს დღე, სწორედ იმ მკაცრი და უცნაური ლექტორის გამო. ერთი სიტყვის არცოდნასაც ცოდვად რომ უთვლიდა საბრალო სტუდენტებს.
_ ყავის დალევაც ვერ მოვასწარით!_ აბუზღუნდა ისევ სოფი.
_ეს ლექციაც მოითმინე. ამის მერე ფანჯარა გვაქვს ერთი საათი და გავძვრეთ კაფეში._ ღიმილით დაამშვიდა მეგობარი და კონსპექტები ამოალაგა.
ლექტორის გულისგანაწვრილებელ ხმას ჰიპნოზივით გადაჰყავდა თათია ფიქრებში.
" ნუთუ ნაშვილები ვარ? და გინდაც ვიყო, რას შეცვლის ეს? არც არაფერს!" ქვეყნად მხოლოდ თავისი ასაკოვანი, მაგრამ უზომოდ ტკბილი მშობლები ეგულებოდა გოგონას, მუდმივ და უღალატო ფარად. და ნაშვილებიც რომ ყოფილიყო, მადლობის მეტი რა ეთქმოდა. მაგრამ მეორეს მხრივ , რამხელა დარდი და ტკივილი იკითხებოდა იმ წერილში. ვიღაც დაკარგულ ბავშვს, არა მოპარულს, არა უფრო უარესი, გაყიდულს და მკვდრად გამოცხადებულ შვილს ეძებდა. ამის გაფიქრებისას გააჟრჟოლა თათის. და უფრო საშინელი ის იყო, რომ ამ ამბავში აშკარად დეიდამისის ხელი ერია. დიდად ვერასდროს ეწყობოდა დეიდას. კი ამბობენ დეიდას დედის სუნი აქვსო , მაგრამ თავად არასდროს უგრძვნია რუსიკოსთან მსგავსი მშობლიური სურნელი. იქნებ სწორედ მას უნდა დალაპარაკებოდა პირველ რიგში? არა! თავი გადააქნია. ის ცოცხალითავით არაფერს აღიარებდა. არც კი იცოდა საიდან დაეწყო ამბის გარკვევა. ერთადერთი გზა რჩებოდა. თავად პოსტის ავტორს უნდა დაკავშირებოდა და მისგან შეეტყო სიმართლე.
ლექტორისგან ფარულად ტელეფონი ამოიღო და ჩამახსოვრებული პოსტი მონახა. ავტორის აქაუნთზეც გადავიდა და აღმოაჩინა , რომ პოსტს ახალგაზრდა კაცი წერდა. პროფილზე ლამაზი თაფლისფერთვალება კაცის სურათი იდო. თითქოს ეცნობოდა საიდანღაც, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა სად ენახა . სურათებს ჩამოყვა და სურათების თვალიერებაში გართულს თავს ლექტორი წამოადგა. ტელეფონი გათიშა და ინტერესით მომზირალ ლექტორს შეხედა, მორცხვად მოიბოდიშა.
_ ყურადღებით ქალბატონო, იქნებ ჩვენც გაგვაგებინოთ ასეთ საინტერესოს რას კითხულობთ?_ მიუახლოვდა თვალებმოწკურული ლექტორი.
ახლოდან კიდევ ერთხელ აათვალიერ ჩაათვალიერა ამზერით და შეწყვეტილი ლექცია განაგრძო.
_ რას უყურებ გოგო? _ მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ჰკითხა სოფიმ.
_ მერე , მერე!_ ტუჩებით ანიშნა თათიამაც და ვითომ დიდი ინტერესით კონსპექტებში ჩარგო ცხვირი.
"თორღვა არაბული." გონებაში ამოუტივტივდა უცნობი ბიჭის სახელი და გვარი,
_რა ლამაზი სახელია._ გაიფიქრა გულში._ ნეტავ ვინაა დაკარგული ბავშვის?
ლექცია როგორც იქნა დამთავრდა. გოგოები უნივერსიტეტიდან გამოვიდნენ და აჩემებული კაფესკენ გაემართნენ.
_ სალამი ლუკაა!_ გასძახეს ნაცნობ მიმტანს.
_ მეხუთე კორპუსის პრინცესებს სალამი!_ გაიკრიჭა ბიჭი მეგობრულად.
_ აბა რას ვუკვეთავთ?_ მოიმარჯვა კალამი და თვითონვე უპასუხა საკუთარ კითხვას
_ ყავა და ბანანის ტორტი!_
_ ოხ ლუკააა!_ სიცილი აუტყდათ გოგონებს
_ ჭამეთ რა გენაღვლებათ, გადაიხდით თუ რა?_ ღიმილი არ მოშორებია სახიდან ლუკას
_ რას ქვია გადავიხდით თუ რა?_ თვალები ჭყიტეს გოგონებმა.
_ თქვენი წინასწარ გადახდილია, რაც არ უნდა შეუკვეთოთ, ყველაფერი უფასოდ!_ ამას კი ამბობდა ლუკა, მაგრამ გოგოების წაშლილი სახეების შემხედვარეს თავად ერეცხებოდა სახიდან ღიმილი. ხვდებოდა, რომ მაინც და მაინც აღფრთოვანებულები არ ჩანდნენ.
_ ლუკა, ვინ ჯანდაბამ გადაიხადა! თუ მეგობრად გვთვლი გვითხარი!_ ხმა აუკანკალდა თათიას.
_ თათ დამშვიდდი!_ ხელზე ხელი მოუჭირა სოფიმ.
_ ლუკა_ ახლა თავად მოუტრიალდა ბიჭს. გვითხარი ვინ იყო
_ აი ის წინაზე ვინც მაზი მოგვიტანა!_ დაიბნა ბიჭი._ სახელი და გვარი არ უთქვამს , ფულიც ნაღდი გადაიხადა.
_ როგორ გამოიყურებოდა?_ არ დაიბნა სოფი.
_ მაღალი, სიმპატიური, წაბლისფერი თმით და თაფლისფერი თვალებით._ იხსენებდა უცნობის გარეგნობას ლუკა. უცებ თათიამ ხელი ტელეფონს დაავლო. რაღაც მონახა და ეკრანი ლუკას მიუშვირა .
_ ეს იყო?_ ლუკამ ცოტა ხანს დახედა და შვებით ამოისუნთქა
_ კიი სწორედ ეს იყო! იცნობ არა?
_ რაოო? ვინ იყო? _ ახლა კი მოხედა გაფითრებულ დაქალს სოფიმ.
_ ის კაცია, იმ პოსტის ავტორი! _ ამოიკნავლა თათიამ
_ რომელი პოსტის გოგო, ნუ მომკალი, ამოღერღე!_ შეანჯღრია იქაურობას გამოთიშული დაქალი სოფიმ.
_ ის, დაკარგულ ბავშვს რომ ეძებდა!_ ძლივს გაიგონა მეგობრის ნათქვამი.
ისე გაუკვირდა ვერც კი მოიფიქრა ეკითხა, თუ საიდან იცოდა თათიამ მისი ვინაობა.
ადგნენ და გარეთ გამოვიდნენ. იქაურობა ისედაც სულს უხუთავდა ორივეს. უნივერსიტეტში ბრუნდებოდნენ და ორივე საკუთარ საფიქრალს წაეღო.
_ არა! ეს ამბავი ამ საღამოსვე გაირკვევა!_ წამოძახა მტკიცედ თათიამ. ტელეფონი ამოიღო, უცნობის მესინჯერში შევიდა და ტექსტი აკრიფა:
_ გამარჯობა, თქვენ ეძებდით რუსიკო ქამუშიას? თუ კვლავ ეძებთ, მე შემიძლია დაგეხმაროთ. დამირეკეთ ამ ნომერზე" და საკუთარი აკრიფა .
ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და თავდაჯერებული სახით შევიდა უნივერსიტეტის შენობაში.
ლექციები დასრულებული არ იყო უცხო ნომერმა რომ დარეკა.
_ გისმენთ!_ ხმის კანკალს ვერ მოერია თათია.
_ გამარჯობა!_ გაისმა ბოხი და სასიამოვნო ხმა.
_ თქვენ მომწერეთ, რომ ინფორმაციას ფლობთ რუსიკო ქამუშიას შესახებ?_ მშვიდად ჰკითხა ხმამ.
_ დიახ!_ უპასუხა თათიამ, თუმცა საუბარი ვეღარ გააგრძელა, აღარ იცოდა თანხმობის შემდეგ რა უნდა ეთქვა.
_ თუ შესაძლებელია თქვენთან შეხვედრა და პირისპირ საუბარი?_ ჰკითხა უცნობმა.
_ კი შეიძლება, მაგრამ გაფრთხილებთ, მარტო არ მოვალ!_ ხმა გაიმკაცრა თათიამ, თითქოს უნდოდა ეთქვა, არ გენდობიო მაგრამ ისე კი გამოუვიდა მეშინია და მარტო მოსვლას ვერ გავბედავო.
_ კარგი!_ ჩაეცინა უცნობს_ რა თქმა უნდა, როგორც თქვენთვის იქნება მოსახერხებელი. სადაც მეტყვით იქ მოვალ!
_ საღამოს შვიდზე , დაგელოდებით კაფესთან!_ უპასუხა თათიამ და ისეთ ხალხმრავალ ადგილას დაუნიშნა შეხვედრა, როგორიც კი გონებაში უცებ ამოუტივტივდა. ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი, თათიას კარგად იცნობდა, ისიც კი იცოდა რომელი ნამცხვარი უყვარდა. ამიტომ სჯობდა, მათ შეხვედრას რაც შეიძლებოდა ბევრი მოწმე ჰყოლოდა, რათა ნებისმიერი მისი, მოულოდნელი, გამოხტომა აეცილებინა თავიდან.
ხომ გამოგიცდიათ, როცა გაგვიანდება დრო რა წამებში გადის, ხოლო როცა გეჩქარება, როგორ იწელება ყველა წუთი. სწორედ იმ წამს გამოსცადა თათიამ დროის ეს უჩვეულო თამაში საკუთარ ტყავზე.
_ კარგი , მე დამეხვა უკვე თავბრუ შენი წერეზე სიარულით!_ შემოუძახა სოფიმ ანერვიულებულ მეგობარს. _ რისა გეშინია გოგო? ნახე წიწაკის სპრეიც კი მომაქვს!
_ რა მოგაქვს?_ დაიბნა თათია.
_ წიწაკის სპრეი! ერთს მიასხავ თვალებში და " გიტლერ კაპუტ!" შენი მანიაკი!_ სიამაყით დაანახა პატარა მოწითალო ბალონი სოფიმ.
_ სულ გაგიჟდი ხო? სად ჯანდაბაში იყიდე?_ ნერვიული სიცილი აუტყდა თათიას.
_ ინტერნეტიდან გამოვიწერე გოგო! _ ელექტრო შოკიც მინდოდა, მარა ძვირი იყო ის ოხერი!_კარგად იცნობდა თათია სოფის, და ჩანთიდან ნაგანი, რევოლვერი ან რამე მსგავსი უბედურებაც რომ ამოეღო, ისიც კი არ გააკვირვებდა.
როგორც იქნა დროც მოვიდა და მეგობრები, კონსპირაციულად შენიღბულები, გაუდგნენ გზას. რამდენიმე კვირის უკან თათიას მოქსოვილი და გასაყიდად გამზადებული საბავშვო ნინძა ქუდები ჩამოიფხატეს და კაფის კარი შეაღეს.
_ იქნებ ეს ქუდები მოგვეხადა ჰა? გარეთ კი კარგი იყო მაგრამ აქ დამცხა._ დაიწუწუნა სოფიმ.
_ მოითმინე ცოტა ხანს!_ თვალები დაუბრიალა სოფიმ.
_ მაინც ხომ გვიცნობს არა?_ არ დანებდა სოფი.
_ იქნებ სულაც სხვაა?_ თავი დაიიმედა თათიამ.
_ გამარჯობა გოგონებო!_ მოესმათ ზურგს უკნიდან უცებ და ორივენი ერთდროულად შეხტნენ შიშისგან.
უცნობს თავი გვერდზე გადაეხარა და ისე ინტერესით თან გაიცებით აკვირდებოდა ორივეს. ეტყობოდა ცოტაღა აკლდა ახარხარებამდე.
_ მე თორღვა არაბული ვარ!_პირდაპირ თათიას გაუწოდა ხელი უხერხულობის განსამუხტავად.
_ სასიამოვნოა !_ უპასუხა თათიამ და აზრადაც არ მოსვლია საკუთარი თავი წარედგინა.
_ იქნება ეგ უცნაური ქუდები მოგეხადათ?_ ღიმილს ვერ იკავებდა კაცი._ თორე ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს!
გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს და ქუდები მოიხადეს.
_ რამეს დალევთ?_ კაცი აშკარად არ ჩქარობდა თათიას დეიდაზე საუბრის დაწყებას, რაც კიდეც აბნევდა და კიდეც ახარებდა თათიას.
_ რამე ცხელი მისწრება იქნებოდა._ პირდაპირ თვალებში ვერ უყურებდა თათია უცნობს, მაგრამ მალულად მაინც ახერხებდა მის დათვალიერებას.
_ საინტერესოა საიდან გვიცნობთ?_ სამაგიეროდ სოფი იყო საკმაოდ თამამი.
_ გიცნობთ?_ დაიბნა თორღვა.
_ კი ლუკამ გვითხრა რომ...,_ აქ კი გაჩუმდა, ფიქრობდა რანაირად ეთქვა სათქმელი ისე, რომ უხეშად არ გამოსვლოდა, მაგრამ იმდენად მკაცრად კი, რომ მსგავსი უცნაური გამოხტომების სურვილი სამუდამოდ გაექრო მისთვის .
_ აა, ეეგ? ეგ უბრალოდ მზრუნველობის ნიშნად!_ მომხიბვლელად გაუღიმა ორივეს, როგირც სჩანს მარტივად მიხვდა რასაც ეკითხებოდნენ
_ და ის მაზი?_ახლა თათული დაინტერესდა
_ მაზზე მე ვერაფერს გეტყვით!_ ორივე ხელი ასწია თორღვამ._ ეგ ჩემგან არაა!
_ ვერ მივხვდი! ვისგანაა აბა?_ წარბები შეკრა თათიამ.
_ არაუშავს, მაგის დროც მოვა! _ ისევ გაეღიმა თორღვას.
_ რატომ არაფერს გვეკითხები?_ რაც უფრო ბევრს ფიქრობდა, მით უფრო ბრაზობდა თათია. ვერ ხვდებოდა ყველაზე მთავარს ბოლოსთვის რატომ იტოვებდა მის წინ მჯდომი უცნაური კაცი.
_ როგორც გითხარი მე პირადად ვიცნობ რუსიკო ქამუშიას!_ ხმა გაიმკაცრა თათიმ.
_ ვიცი, დეიდაშენია!_ უდარდელად მიახალა თორღვამ და მის სიტყვებზე ორივე გოგომ თვალები გაოცებისგან დააჭყიტა.
_ რაოო? საიდან იცი? ვინ ხარ, რომ ამდენი რამ იცი!_ უკვე მართლა ბრაზობდა და თან დაძაბულობისგან თითები ეყინებოდა თათიას. ვერაფრით იგებდა, ამ უცნობ კაცს საერთოდ რაში აინტერესებდა, ან მასზე ამდენი პირადი ინფორმაცია საიდან ჰქონდა
_ ვინ ხარ და რა გინდა?_მთელი გამბედაობა მოიკრიბა და გაბედულად მიაშტერდა თვალებში.
_ გითხარი, თორღვა არაბული ვარ და თუ ეს დაგამშვიდებს, სულაც არ ვარ საშიში, ეს აშკარად გაღელვებს!_ ოდნავ დამცინავად გაუღიმა კაცმა.
_ რატომ ეძებ დეიდაჩემს?_ მისმა პასუხმა აშკარად არ დააკმაყოფილა გოგო.
_ დეიდაშენს არა, გაყიდულ ბავშვს ვეძებდით, რუსიკო უბრალოდ მის კვალზე გასასვლელად გვჭირდებიდა!_ მოთმინებას არ ჰკარგავდა თორღვა.
_ ეძებდით?_ ზარივით დარეკა თათულის საფეთქლებში ამ სიტყვამ .
_ ანუ აღარ ეძებთ? იპოვნეთ? ან ვინ და ვინ ეძებდით?_ კითხვას კითხვაზე უსვამდა დაინტერესებული გოგონა.
_ ვერ მოგატყუებ, ვიპოვნეთ! მაგრამ არ მაქვს უფლება ამაზე მე ვისაუბრო. ამ ეტაპზე ვერც ყველა კითხვაზე გაგცემ პასუხს .
_ კარგი! ესეიგი ჩემგან არაფერი არ გაინტერესებს! ისედაც ყველაფერი იცი! მაშინ მაშინ სალაპარაკოც არაფერი გვქონია! მაგრამ გაფრთხილებ, ერთხელ კიდევ გამოჩნდები სადმე ჩვენს ახლო მახლო და ..._ რამ გააბრაზა თავადაც არ იცოდა, მაგრამ ძალიან ბრაზობდა ამ თავდაჯერებულ იდუმალ კაცზე, რომელმაც მასზე ალბათ ყველაფერი იცოდა, მაგრამ არაფრის მოყოლა არ სურდა.
_ და რა პრინცესა?_ თავხედურად ჰკითხა თორღვამ.
თათიას ზიზღით დაებრიცა ტუჩები. თუ რამე სძულდა ამ ქვეყნად, ეს სიტყვა იყო. სწორედ ასე მიმართავდა ხოლმე მოფერებით ის უხსენებელიც.
_ თათ , დამშვიდდი!_ აქამდე ჩუმად მჯდარმა სოფიმ მეგობარს გაყინულ თითებზე თითები მოუჭირა.
_ არ მოგვიახლოვდე!_ კბილებში გამოსცრა თათიამ ადგა და ცივად შეაქცია ზურგი კაცს . სოფიმაც თვალები დაუბრიალა მდგობრის წამხედურად და დაქალს გაეკიდა.
_ არ მოგიახლოვდე? _ ჩაეცინა თორღვას._ რა ვქნა თუ შენი თავი ჩამაბარეს?_ ჩაილაპარაკა ღიმილით და თვალი გააყოლა მიმავალ გოგოებს. შენდეგ სკამზე მიგდებული ჩანთიდან ნაქსოვი ლურჯი ქუდი ამოიღო თავზე დაიფარა და კაფედან გავიდა


5

_ აბა, ნახე ჩემი და?_ მობილურს მიღმაც კი გრძნობდა თორღვა, როგორ ნერვიულობდა მისი მეგობარი._ რაღა ახლა მომიწია წამოსვლამ, აღარ მინდა წამის დაკარგვაც კი. ჩამოვალ თუ არა მაშინვე ვაპირებ ყველაფრის გარკვევას!

_ ვნახე კი, მაგრად გგავს იცი?_ ჩაეცინა თათიას გახსენებისას._ ძალიან იმპულსური და უცნაურია!

_ მართლა მგავს?_ თითქოს ბოლო სიტყვები არც გაუგონია.

_ კი თვალებით შენც იცი, უფრო მარიკოს ჰგავს, მაგრამ ხასიათით აშკარად უფროსი ძმის ასლია!_ გულში კი გაიფიქრა ძალიან საყვარელიაო, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს. ჯერ თავის თავთანაც კი უჭირდა ამის აღიარება, რომ თათიას თვალთვალი უკვე სიამოვნებდა კიდეც.

_ რომა, უნდა წავიდე. ნუ ნერვიულობ თვალს არ ვაშორებ._ რომც გინდოდეს მაინც ვერ მოვაშორებ თვალსო, უცებ გაიფიქრა და შეკრთა. აი უკვე რამდენიმე ხანია რომას დავალებით, მისი დის აჩრდილად იყო ქცეული. იმ დღის შემდეგ, გაჩერებაზე, რაც მისი ხელთათმანები წაიღო ბედნიერად, თითქოს ყველაფერი შეიცვალა.სწორედ იმ დღეს აპირებდა რომა დის გაცნობას, მაგრამ ხელი კი ჩაატანა მაღაზიის კარებში და მისვლა ვეღარ გაბედა. გაეცინა, რომ გაახსენდა, მხოლოდ წამით გაიძრო ხელთთმანები, რათა სანთებელა აენთო და რომ მოიხედა უკვე ის პატარა პრინცესა იცმევდა ბედნიერი ღიმილით.
თითქოს სიამოვნებდა იმის წარმოდგენა, რომ რაღაც ჰქონდა მისგან თათიას. თუმცა ბოლომდე ვერც იგებდა საიდან მოდიოდა ეს უცნაური სიხარულის გრძნობა.
რამდენიმე წელი ეძებდა რომა დაკარგულ დას. მას შემდეგ, რაც დედამისმა შემთხვევით გაიგო, რომ შუათანა შვილი შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო. ნერვიულობისგან ქალს გულმა უმტყუნა. სწორედ მაშინ დაპირდა რომა დედას, რომ აუცილებლად იპოვნიდა მოტაცებულ დას და დამნაშავეებს სასტიკად დასჯიდა. სწორედ თორღვა ეხმარებოდა მეგობარს ძებნაში. და აი დადგა ის დღეს, როცა იმ ექთნის კვალზე გავიდნენ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ბავშვის უკანონო გაშვილებაში, და მიღებულმა პასუხებმა გააქვავა მეგობრები. რუსიკო ქამუშიას რომას და არც მეტი, არც ნაკლები საკუთარი დისთვის მიუშვილებია. მხოლოდ დეენემის ანალიზის პასუხი არ ჰქონდეთ , თორემ დანარჩენი ყველა ფაქტი სახეზე იყო. ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ, გადაწყვიტეს პირადად შეხვედროდნენ თათიას, ასე დაერქმია მისთვის დედობილს. მაგრამ ისე მოხდა, რომ რომა იძულებული გახდა დედამისთან გერმანიაში დაბრუნებულიყო, მისი გაუარესებული ჯანმრთელობის გამო. წლები იყო, სწორედ იქ ცხოვრობდა რომას ოჯახი. და სწორედ სიშორეც იყო ერთ_ერთი ფაქტორი დის ძიებას რომ ასე ართულებდა.

_ საღამო მშვიდობისა მამა!_ მიესალმა რომა პალატიდან გამოსულ ჭაღარათმიან , ჯერ ისევ ფორმაში მყოფ მამაკაცს.

_ როგორ არის დედა?

_ უკეთაა შვილო, ამჯერადაც გადავრჩით! მაგრამ მეშინია. მკაცრად გაგვაფრთხილეს, მისი აღელვება არ შეიძლება, არანაირი მიზეზით. _ ამოიოხრა არმაზმა, რომელსაც ისევ დიდი სიყვარულით უყვარდა თავისი ცოლი და ამიტომაც განიცდიდა მის ცუდად ყოფნას ასე მძაფრად.

_ მამა, დავსხდეთ სადმე. უნდა ვილაპარაკოთ!_ თვალებში სიხარული გაუკრთა რომას.

_ რა ხდება? ისევ პრობლემები?_ ნერვიულად შეხედა შვილს კაცმა.

_ არა მამა! სასიხარულო ამბავია! მე და თორღვა კვალზე გავედით და ის ვიპოვნეთ!_ ჯერ დაჯდომა აცადა და მხოლოდ ამის შემდეგ გაუმხილა მამას სიმართლე. ცოტა ხანი ვერც გაიაზრა არმაზმა, თუ რას ეუბნებოდა შვილი. მერე ფეხზე წამოდგა, ისევ დაჯდა. ხელი გულზე მიიჭირა.

_ დამშვიდდი მამა, ოღონდ შენც არ მიღალატო ახლა!_ მხრებზე ხელები დააწყო შვილმა მამას.

_ ანუ იპოვე? ანუ მართლა ცოცხალია? ღმერთო!_ არმაზი საშინლად ღელავდა_ ოცდაორი წელია ცოცხალია და ჩვენ მისი არსებობაც არ ვიცოდით? ეს როგორ გაგვიკეთეს? ასე როგორ მოგვექცნენ?
დამშვიდება უჭირდა, მუჭებს მუხლებზე ირტყამდა.

_ არ უთხრა თამოს! იცოდე ჯერ არაფერი არ უთხრა! მე რომ ამ დღეში ვარ, მას რა მოუვა!_ გააფრთხილა შვილი მკაცრად.

_ როგორია? რას აკეთებს? სურათი არ გაქვს?_ ჰკითხა და ფრთხილად ამოხედა შვილს.

რომამ მობილური გაუწოდა,

_კი თორღვა ყოველ დღე მიგზავნის მის ფოტოებს. ჭკვიანი და კარგი გოგონაა, ჩვენ გიჟ მარიკოს კი არ ჰგავს!_ გაეცინა რომას უმცროსი და რომ წარმოიდგინა. არმაზმა ნელა დახედა მობილურს. თითი გადაუსვა , მერე ისევ. დაყვა და უსიტყვოდ გადაათვალიერა ერთდროულად სრულიად უცხო და თან საკუთარი სისხლის და ხორცის სურათები. უცნაური და უსახელო გრძნობა ერეოდა და ცისფერი თვალები ცრემლებით ევსებოდა. გამოდის სწორედ მისი თვალები ჰქონდათ ორივე გოგონებს. მხოლოდ რომა ჰფავდა დედას. შავთვალა და შავგვრემანი. გოგონებიც კანის ფერით დედას ჰგავდნენ, მაგრამ თვალების ეს უცნაური მონაცრისფერო_ ცისფერი ფერი მამისა ჰქონდათ. ძალიან ჰგავდა უმცროსი და უფროსს. თითქოს მარიკოს მომავლის სურათებს უყურებდა. აღარ იცოდა რა უნდა ექნა. ხვდებოდა ყველაფერი არც ისე ადვილი იქნებოდა. მათ შორის ხომ უცხოობის 22 წელიწადი ბარიერად იწვა. იქნებ სულაც არ მოესურვებინა გოგონას მათი გაცნობა? იქნებ რა სისულელეებს აღარ უყვებოდნენ აღმზრდელები მათზე? იქნება სძულდა კიდეც საკუთარი სისხლი და ხორცი? ან იქნებ სულაც არაფერი იცოდა? იქნებ ბედნიერი იყო იმ ცხოვრებით, რომლითაც ცხოვრობდა? ან თამოსთვის როგორ ეთქვა სიმართლე? იცოდა წამით აღარ გაჩერდებოდა გერმანიაში. ისედაც სულ ეკლებზე იჯდა და თვალი სამშობლოსკენ ეჭირა. დაფიქრდა. სწორედაც, რომ დრო მოვიდა! საქართველოში დაბრუნების დრო დამდგარიყო. დაბრუნდებიდნენ და იქ გადაწყვეტდნენ რას და როგორ გააკეთებდნენ. ოჯახის თავი ფეხზე მტკიცედ წამოდგა.

_ ყველაფერი მოამზადე რომა, როგორც კი ექიმები ნებას დაგვრთავენ სამშობლოში ვბრუნდებით!_ ამის თქმა იყო და იგრძნო, როგორ გადაუგორდა გულიდან წლების წინ დადებული მძიმე ლოდი. გაოცებულ შვილს გახედა, თავი დასტურის ნიშნად დაუქნია და ცოლის პალატაში შებრუნდა.

_თათ გახედე ვინ გელოდება!_ მხარი მიარტყა დაფიქრებულ მეგობარს სოფომ და ყვითელი ბერეტი გაისწორა.

_ აუ ეს ისევ მოვიდა? უარი არ ესმის არა?_ უკმაყოფილოდ გააქნია თავი თათიამ.

_ თათულ ლამაზო, _ დაინახა თუ არა მისკენ გამოემართა, საკმაოდ სიმპატიური , ლამის თავგადაპარსული, მაღალი ბიჭი. ეს გადახოტრილი თავიც არ მოსწონდა თათიას. აი სოფო კი იყო ივანეთი აღფრთოვანებული, მაგრამ სოფოს აღფრთოვანება რთული სულაც არ იყო. თათია კი ისედაც დაფიქრებული და ფრთხილი, თავსგადახდენილი ამბების შემდეგ საერთოდ მშიშარა გამხდარიყო.

_ გამარჯობა ივანე!_ ცივად მიესალმა გოგონა მისი დანახვით აშკარად აღფრთოვანებულ ბიჭს.

_ არ გაგიხარდა ჩემი დანახვა?_ გაეცინა ბიჭს.

_ გულთმისანი ხარ?_ ყასიდად გაიკვირვა გოგონამ.

_ არაუშავს, მე მიხარია ორივეს ნაცვლად!_ თვალი ჩაუკრა ივანემ.

_ ახლა უნდა დაგემშვიდობო!_ დამშვიდობების ნიშნად გაუღიმა თათიმ და წასასვლელად ნაბიჯი გადადგა.

_ იცი, შენ გამო საიდან მოვდივარ? _ ხელი წაავლო გოგოს გულგრილობით გაბრაზებულმა ბიჭმა მკლავში.

_ ნუ უხეშობ!_ თათია შეეცადა შიში არ დასტყობოდა.

_ აქ რა ამბავია?_ გაისმა მკაცრი ხმა და სამივე ერთდროულად შებრუნდა უკან. თორღვა თავს წამოადგათ და თათიასთვის ჩავლებული ხელი უხეშად გააშვებინა.

_ რამე პრობლემა გაქვს ძმაა?_ ჰკითხა ივანემ და საჩხუბრად გაიქაჩა.

_ ერთხელ კიდევ შეეხები და ხელს მოგამტვრევ!_ თავადაც ვერ ხვდებოდა თორღვა, რატომ გამოდიოდა წყობიდან. იშვიათად ჰკარგავდა საკუთარ თავზე კონტროლს, მაგრამ როცა ეს ხდებოდა საკმაოდ საშიში იყო მასთან გაჯიბრება. ახლაც, როგორც ყოველთვის შორიდან აკვირდებოდა გოგონებს და მათსა და ივანეს შორის განვითარებულ სცენას. ჩარევას არ აპირებდა, იფიქრა თათია თავადაც მოაგვარებდა, მაგრამ როგორც კი ივანე უხეშად შეეხო, მაშინვე დაეკარგა ჩვეული თავშეკავება. უცნაურმა სურვილმა აიტანა ის ხელი მოეტეხა თავხედი ბიჭისთვის.
სეირის საყურებლად წამში მოგროვდნენ მიცლილი სტუდენტები. ორი ბიჭი ჯგუფს გამოეყო და ივანეს მიუახლოვდა. ერთმა, რომელიც მანამდეც დაკვირვებით უყურებსა თორღვას, ივანეს რაღაც უჩურჩულა. გაოცებისგან თვალები დაუმრგვალდა ივანეს. აშკარა იყო , რაღაც ისეთი უთხრა მეგობარმა, წამში გაუქრა ჩხუბის სურვილი. მოულოდნელად თათიას მიუბრუნდა.

_ მაპატიე თათ, არ გამომივიდა კარგად!_ შემდეგ თორღვას გახედა წარბებშეკრულმა, თავი მუქაფით დაუქნია და უნივერსიტეტის ეზო სწრაფი ნაბიჯებით დატოვა.
შეშინებულს და აღელვებულს გული სწრაფად უცემდა თათიას.

_ ორივე მანქანაში ჩასხედით, სახლში მიგიყვანთ!_ ისეთი ბრაზით თქვა თორღვამ, რომ გოგოები ადგილშე შეხტნენ.

_ შეენ? აქ საიდან? შენ საერთოდ..._ კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა თათია, მაგრამ თორღვამ ორივეს ხელი დაავლო და მანქანაში ჩასვა.

_ გზაში ვილაპარაკოთ!_ მკაცრი იყო, ზედმეტად მკაცრიც. ჩუმად გადახედეს გოგოებმა ერთმანეთს. სოფიმ თითი საფეთქელთან მიიტანა და დაიტრიალა
"აფრენსო!" კითხვის თვალით ანიშნა დაქალს და ჩანთიდან მსგავსი შემთხვევისთვის მუდამ მზადყოფნაში მქონე წიწაკის სპრეის ამოაყოფინა თავი.
თათიამ უარის ნიშნად თავი გაუქნია. გაეღიმა, რომ წარმოიდგინა , როგორ ასხამდა თვალებში ამ უარმაზარ კაცს მისი პაწაწინა ლოყამრგვალი დაქალი ამ სპრეის.

_ ეტყობა გამხიარულდი?_მოულოდნელად მკაცრად ჰკითხა თორღვამ და ტუჩის კუთხიდან გამოპარული ღიმილი წამში შეახმო სახეზე.

_ შენ ვინ მოგცა ჩარევის უფლება? შენ თავად რა ჯანდაბა გინდოდა იქ? გგონია შენ მანქანას ვერ ვცნობ?რატომ დაგვყვები სულ კუდში?_ რაც უფრო მეტს საუბრობდა სითამამეც ემატებოდა. სოფიმ კი ბალონი მალულად ამოაძვრინა და ქურთუკის ჯიბეში ფარულად ჩაიდო.

_ პატარა ქალბატონებო ეგ საძაგლობა არ შემასხათ შემთხვევით, მოაშორეთ აქიდან,თორემ ვერ გადამირჩებით ვერც ერთი, გაგცლით თმებისგან!_ ნახევრად ღიმილით და ნახევრად სერიოზულად უთხრა გოგოებს თორღვამ და სარკიდან თვალები დაუბრიალა ორივეს.

_ ამას რა კეფაზეცა აქვს თვალები?_ ბავშვურად გაოცდა სოფი.

_ რატომ წეღან არ მოიმარჯვეთ ეგ საომარი იარაღი? იქნებ კიდევაც მოგეწონათ იმ არაკაცის საქციელი?_ ცალი თვალით გამოხედა თორღვამ და დაინახა , როგორი ბრაზით უცქეროდნენ ცისფერი თვალები. უხდება გაბრაზებაო !_ გაიფიქრა გულში.

_ არ გშიათ?_ მოხედა უცებ გატრუნულ გოგოებს.დაინახა საჭმლის ხსენებაზე, როგორ მოიკვნიტა სოფიმ ტუჩი.

_ არა!_ ცივად თქვა მაინც და ფანჯრიდან გაიხედა.

_ ორმაგი ბიგ მაკი, კოლა და ბოლოს ნაყინი!_ მხრები აიჩეჩა თორღვამ.

_ გვშიოდეს რაა!_ ხვეწნით გამოხედა და უჩურჩულა სოფიმ თათიას. ცოტა ხანს უყურა დაქალს გოგონამ.

_ შენი გულისკენ გზა კუჭზე გადის ხომ?_ ჰკითხა სიცილით.

_ კიი, გადის, გამოდის, გადადის და რა ვიცი! თორე შენ არ გინდა რა!_ თვალები დახუჭა და ვირტუალური ჰამბურგერი მოკბიჩა მსუნაგმა სოფიმ. თორღვას არაფერი აღარ უთქვამს. პირდაპირ ფასთფუდის კაფესთან შეაჩერა მანქანა.

_ აუ რა ძალიან ცივა!_ ქუდი ყურებზე ჩამოიფხატა სოფიმ მანქანიდან რომ გადავიდა.

_ ხოო დამაზრა ხელები!_ დაეთანხმა თათიაც და ჩანთიდან ლურჯი ხელთათმანები ამოიღო. სათუთად ჩამოიცვა თითებზე და ლოყაზე გაიხახუნა. სიამოვნებდა ფუმფულა ნაქსოვის შეხება. თორღვამ მისი ხელთათმანების დანახვისას ეშმაკურად გაიღიმა.

_ ხომ არ გიჭერს?_ ჰკითხა თათიას და უზარმაზარ თათმანებზე ანიშნა.

_ ჩემი არ არის!_ გაეცინა გოგოს ხელებზე რომ დაიხედა.

_ აბა ვისია?_ ჰკითხა ინტერესით.

_ბიჭის, ლურჯი ხელთათმანებით!_ თბილი ღიმილით ჩაილაპარაკა თათიამ.

_ ოცნების ბიჭის!_ გაიკრიჭა სოფი.

_ ოცნების?_ გულწრფელად გაოცდა თოღღვა.

_ ხოო, მაგ ბიჭის პოვნაზე ოცნებობს !_ თავი დაუქნია სოფიმ და წინ წასულ დაქალს აედევნა.

_ რა უცნაურია არა? _ ჩაეცინა თორღვას._ ზოგს რა მალე უხდება ოცნებები!




6

_ ეს სულ ამდენს ჭამს?_ დაეჭვებულმა გადახედა თორღვამ თათიას.

_ ახლა კიდევ ერიდება!_ გაეცინა გოგოს.

_ ყოჩაღ შენ! სასტიკად არ მიყვარს ქალები რომ ჩიტებივით იკენკებიან და ასე ვითომ რომ იპრანჭებიან! _ გამხიარულდა კაცი._ რა უცნაური გოგოები ხართ, ყველა სტერეოტიპებს ამსხვრევთ!

_ გემრიელად ჭამის გარდა, კიდევ რომელი სტერეოტიპი დავამსხვრიეთ!_ გაოცდა სოფია.

_ სუნამოს ნაცვლად წიწაკის სპრეი, დამეთანხმებით, რომ ბევრი გოგო არ ატარებს ჩანთით ამ საძაგლობას.

_ ეგ თავდაცვისთვისაა! სინამდვილეში ქალებს ბევრად მეტი იარაღი დააქვთ თან, ვიდრე კაცებს ჰგონიათ! უბრალოდ თქვენ ამაზე წარმოდგენაც კი არ გაქვთ!_ ნიშნის მოგებით აღნიშნა თათიამ.

_ მაგალითად?_ აშკარად დაინტერესდა თორღვა.

_ აჰა, უყურე!_ თათიამ ჩანთა გახსნა და სათითაოდ ამოალაგა: ფრჩხილების ქლიბი, საქსოვი ჩხირები, მოზრდილი ეიფელის წვეტიანი კოშკის ბრელოკზე აცმული სახლის გასაღები. _ეს მარტო სამი, და აი ესეც!_ თმიდან მოზრდილი წვრილი რკინის ჩხირი გამოიძრო, იაპონური თუ ჩინური იეროგლიფებით და დრაკონის ტვიფრით.

_ ჰოო, ეს უკანასკნელი ნამდვილად ცივი იარაღების კატეგორიას მიეკუთვნება!_ შეუძლებელი იყო არ დასთანხმებოდა თორღვა. ეს ჩხირიც კი სრულიად საკმარისი იყო.

_ ვაღიარებ, საშიში ქალები ხართ!_ ორივე ხელი ასწია დანებების ნიშნად. გოგოებმა გაიცინეს, ერთმანეთს ნიშნისმოგებით თვალი ჩაუკრეს .

_ ისე, ეს ნივთები ბევრ რამეს ყვებიან საკუთარ პატრონზე არა?_ კიდევ ერთხელ გადაათვალიერა თორღვამ თათიას
" იარაღები".

_ ქსოვა გიყვარს, პარიზზე ოცნებობ და აღმოსავლური კულტურა გიზიდავს!_ გაოცებულმა თათიამ თორღვას ამოხედა. არც უფიქრია, ამ უბრალო ნივთებით ვინმეს მის საკუთარ შინაგან სამყაროში თუ ჩაახედებდა. სწრაფად მოკრიბა ყველაფერი და ჩანთაში ჩაყარა.

_ მგონი ჩვენი წასვლის დროა, მადლობა თორღვა! _ აჩქარდა გოგონა. აღელვებული მეგობრის დანახვისას სოფიც წამოდგა .

_ რამე არასწორად ვთქვი?_ დაიბნა ბიჭი. ვერ მიხვდა, რა მოხდა, რამ ააღელვა თათია.

_ ნახვდის!_ მის კითხვაზე პასუხი არ გაუცია , ისე გაშორდა მაგიდას გოგონა და გასასვლელისკენ გაემართა. სოფიამ ქურთუკი მოისხა და სანამ მეგობარს გაჰყვებოდა დაბნეულ ბიჭს მიუბრუნდა .

_ ნუ გეწყინება თორღვა! თათულის ამბავი რომ იციდე მიხვდებოდი!

_ რა ამბავი?_ დაინტერესდა ბიჭი. რაც თავად ჰქონდა გარკვეული, იმ ინფორმაციაში უცნაური არაფერი შეუმჩნევია.

_ ერთი მოძალადე გადაეკიდა ადრე და იმის მერე ძალიან უჭირს ადამიანებთან გულწრფელი ურთიერთობა, მაგრამ მე არ მაქვს უფლება ამაზე მოგიყვე. ხომ გესმის არა ჩემი?_ თორღვამ თავი დაუქნია, გოგომ კიდევ ერთხელ მოიბოდიშა და წასულ მეგობარს სირბილით გამოუდგა.

_ ახლა ყველაფერი უფრო ნათელია! აი რატომ ჰქონდა ასეთი მძაფრი რეაქცია! _ ლურჯი ქუდი ამოიღო და თავზე დაიფარა. წამოდგა და თავადაც დატოვა კაფე. მანქანაში ჩაჯდა და ტელეფონი ამოიღო.

_ ჰოო, ისევ მე ვარ! გამირკვიე თათიას უახლოეს წარსულში ვინმე ხომ არ აწუხებდა, სავარაუდოდ საქმე პოლიციის გარეშე მოგვარდა. არა, რომას ჯერ ნუ ეტყვი, ჩავლილი ამბავია და არ მინდა ტყუილად ინერვიულოს . დარბაზში მივდივარ, და იქ შევხვდეთ საღამოს._ ტელეფონი გათიშა და სავარჯიშოდ გაემართა.
მალე მორიგი შეჯიბრი ჰქონდა და ფორმაში უნდა ყოფილიყო, არადა, ბოლო დროს, ვარჯიშის ნაცვლად თათულის აჩრდილად იყო ქცეული.

_ მარიკო, ჩამოდი მოგვეხმარე, დედა დაბრუნდა!_ ასძახა რომამ პატარა დას. მალე ბრაგუნით ჩამოირბინა კიბეები დაახლოებით თექვსმეტი _ჩვიდმეტი წლის ლამაზმა ცისფერთვალა გოგონამ.

_ დედაა, დაბრუნდი? რა კარგია!_ გახარებული გადაეხვია მშობელს და ლოყაზე მხურვალედ აკოცა.

_ რომ იცოდე, როგორ დამღალეს ამათმა!_ მამაზე და ძმაზე უსაყვედურა გოგონამ დედას._ არაფრის გაკეთება არ სურდათ თავად! ისე დამღალეს! რა კარგია, რომ დაბრუნდი.
თამომ თმაზე ხელი გადაუსვა თავის ნაბოლარას და გაეღიმა.

_ შენ მგონი ჩემი დაბრუნება მხოლოდ იმიტომ გაგიხარდა, რომ თეფშებს აღარ გარეცხავ არა?

_ მაგას რატომ ამბობ დედა? _ ეწყინა გოგონას.
_ მთელი კვირაა ლუკასი არც კი მინახავს. მეგანთან და ლუსისთანაც კი არ მისაუბრია წესიერად. მარიკო ეს, მარიკო ის!ლამაზი ტუჩები აიბზუა გოგომ.

_ რამდენჯერ გითხარი შენ! ბავშვი აღარ ხარ და შენც შენი წილი უნდა შეიტანო ოჯახის პრობლემების მოგვარებაში!_ შეუბღვირა ძმამ. რომა საერთოდ ძალიან გონებაგახსნილი და თანამედროვე კაცი იყო, მაგრამ უმადურ , ცანცარა, მხოლოდ საკუთარ თავზე შეყვარებულ ადამიანებს ვერ ეგუებოდა. ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავდა თუ მარიკო ოჯახურ საქმეებში მაინც შეეხიდებოდა, მაშინ როცა არმაზი თამოს ვერ ტოვებდა, თავად კი სამსახურიდან ცხვირის გამოსაყოფად არ ეცალა.
მით უფრო, როცა საქარათველოში დაბრუნება გადაწყვიტა ოჯახია თავმა. ყველაფერი მოსაგვარებელი და მოსაწესრიგებელი იყო. ასე უბრალოდ ვერ ადგებოდა და ყველაფერს, რასაც წლები და ნერვები შეალია ვერ მიატოვებდა.

_ დედა, მამა რომ მოვა, სასაუბრო გვაქვს ყველას. ახალი ამბავი უნდა გაცნობოთ! ოღონდ შენ არ ინერვიულო._ დედა გულში ჩაიკრა და თმაზე აკოცა._ ყველაფერი კარგად იქნება!

მარიკომ ეჭვით და ინტერესით შეათვალიერა ძმა, იცოდა ბოლო ასეთი საუბარი საცხოვრებელი ადგილის, სკოლის და მეგობრების შეცვლით რომ დამთავრდა. ნეტა ახლაც იგივე რამ ხომ არ ელოდა? კიბეები აიარა, საკუთარ საძინებელში შეიკეტა. ვარდისფერ ფუმფულა საწოლზე გადაწვა და თვალები ჭერს ააპყრო.

_ არა! შანსი არაა! მეორედ აღარ მივცემ უფლებას რომას ცხოვრება დამინგრიოს! _ წამოიყვირა გოგონამ და პატარა ლამაზი მუჭი დასცხო საწოლს.

_ ლუკასს არ დავთმობ! მასთან ერთად გაქცევაც რომ მომიწიოს, გაბიქცევი! მაგრამ რომას გამო არ მივატოვებ!_ გაბრაზებულმა დიდი ვარდისფერი ყურსასმენები მოირგო პატარა მშვენიერ თავზე და მუსიკას ბოლომდე აუწია.

არმაზი გვიან დაბრუნდა, დაღლილი იყო, მაგრამ ბედნიერი ჩანდა.
ჯერ ცოლი მოიკითხა მერე ქალიშვილი. მარიკო, როგორც ყოველთვის, ოთახში იყო შეკეტილი. არმაზმა თავი უკმაყოფილოდ გადააქნია.

_ რომა დას დაუძახე და მისაღებში გამოდით._ წამოდგა. ჯერ კიდევ სუსტად მყოფ მეუღლეს ხელი მოჰკიდა და სავარძელში მოხერხებულად ჩასვა. ქალი გაოცებული თვალებით, მოლოდინით უმზერდა.

_ რა ხდება არმაზ?_ ჰკითხა ხმადაბლა.

_მოიცა თამო, ბავშვებიც მოვიდნდნ და ყველაფერს მოვყვები!

ოთახის შუაგულში მოზრდილ მაგიდას მიუსხდა ყველა და ოჯახის თავიდ მოსასმენად მოემზადა.

_ ძვირფასო!_ ხელი ხელზე მოჰკიდა არმაზმა ცოლს _ დამპირდი , რომ არ ინერვიულებ! ორი ახალი ამბავი მაქვს, კარგი და უფრო კარგი! _ გაეცინა კაცს. _ აბა რომლით დავიწყო?

_ მაგას ცოტა სხვანაირად არ ამბობენ?_მამას შეხედა მარიკომ.

_ უფრო კარგით დაიწყე არმაზ!_ გაეღიმა თამოს, მაგრამ ვერ მიხვდა, თუ კარგი ამბის თქმას აპირებდა მისი ქმარი, ასე რატომღა იყო დაძაბული .
არმაზმა სურათი ამოიღო და მაგიდაზე თამოს წინ დადო. თამომ სურათს დახედა, უცნობი გოგონა იყო, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. კარგად რომ დაუკვირდა თამო, გააოცა ამ უცნობი გოგონას და მარიკოს მსგავსებამ. თვალები სურათს მოაშორა და შვილს გახედა, მერე ისევ სურათს. უცებ წამოიკივლა. ხელისგული პირზე აიფარა. თვალები ცრემლით აევსო.

_ არმაზ! არმაზ! _ რომამ დედას ჭიქა წყლით გაუვსო. ქალმა აკანკალებული თითებით აიღო ჭიქა და წყალი პირთან მიიტანა. მაგრამ მოულოდნელად ისტერიული ტირილი აუვარდა. ქმარმა ჭიქა გამოართვა, მაგიდაზე დადგა და ქალი გულში ჩაიკრა. სიტყვის თქმაც კი არ გახდა საჭირო. დედის გულმა მაშინვე იცნო ოცდაორი წლის წინ მოპარული შვილი. თანაც მხოლოდ ერთი ფოტოს შეხედვით.

გაოცებული მისჩერებოდა მარიკო ოჯახის წევრებს. აშკარა იყო სამივემ რაღაც იცოდა, რაზეც თავად წარმოდგენა არც ჰქონდა. მაგიდაზე დადებული ფოტო თავისკენ მიიჩოჩა , მოიბრუნა და დახედა. ვერაფერს მიხვდა, მხოლოდ ის გაიფიქრა: "რა ზუსტად ჩემნაირი თვალები აქვს ამ გოგოსო?"

_ მეტყვის ვინმე, აქ რა ხდება? ვისია ეს ფოტო?_ ისევ მარიკომ დაარღვია დუმილი, როცა მიხვდა ხმის ამოღებას არავინ აპირებდა.

_ ჩვენი დაა ეს გოგონა, თათია ჰქვია!_ აუხსნა რომამ.

_ რაოოო? მამა ნუთუ შენ შვილი გყავს სხვაგან? _ პირველი ეს აზრი მოუვიდა დაბნეულ გოგოს, რომ მამამისს სხვა ოჯახიც ჰქონდა. მერე გაოცდა, თუ ასე იყო დედას რა უხაროდა?

_ არა მარიკო! ეს ჩვენი შვილია, ჩვენი სისხლი და ხორცი!_ მშვიდად აუხსნა თამომ._ გაჩენისთანავე მოგვპარეს და მოგვატყუეს, რომ მოკვდა!

_ ეგ როგორ?_უფრო გაოცდა გოგონა და დის სურათს უფრო მეტი ინტერესით დააჩერდა._ მერე მიცვალებული არ დაკრძალეთ? რას ქვია მოიპარეს? არ მესმის!

_ მაშინ სხვა ცხოვრება იყო შვილო! ჩვენ გვჯეროდა, რასაც ექიმები ამბობდნენ! გვითხრეს, რომ ფილტვი არ გაეხსნა და მესამე დღეს დაიღუპაო! ჩვილი კი არც კი გვანახეს, ფული გამოგვართვეს და გვითხრეს, სამშობიაროს სასაფლაოზე უნდა დაიკრძალოს წესია ასეთიო! მაშინ ლამის ყველა გარდაცვლილ ჩვილზე ამას ამბობდნენ, წარმოდგენაც კი არ გვქონდა, თურმე მთელი სისტემა მუშაობდა! მხოლოდ ახლა და ახლა გაირკვა სიმართლე. ჩვენც შემთხვევით გავიგეთ, რამდენიმე წლის წინათ, რომ შეიძლება ბავშვი გაშვილებული ყოფილიყო და ძებნა დავიწყეთ!

_ რამდენიმე წლის წინ? ანუ ამდენი ხანია იცით და აზრად არ მოგსვლიათ ჩემთვის რამე გეთქვათ? _ წამოხტა ფეხზე შეცბუნებული გოგო.

_ ტყუილი იმედი რომ ყოფილიყო?არ გვინდოდა შენი ანერვიულება. _ თავი იმართლა არმაზმა.

_ ახლა, როგორ იპოვნეთ?_ ნელა დაეშვა სკამზე მარიკო.

_ მე და თორღვა ვეძებდით, და აი ვიპოვნეთ კიდეც!_ ახლა რომამ გასცა პასუხი.

_ თორღვა? _ თორღვა სწორედ მარიკოს ის პირველი სიყვარული იყო , ვისაც დააშორეს, როცა ქალაქი შეიცვალეს. თორღვა ძველ ქალაქში დარჩა, რადგან იქ ვარჯიშობდა. სიყვარული რა? ეს მარიკო იყო მისით შეპყრობილი, თორემ ყველას ბავშვური აკვიატება ეგონა თოთხმეტი წლის გოგონას თვალების ციმ_ ციმი. თავად თორღვაც ისე უყურებდა , როგორც პატარა დაიკოს. მის აღფრთოვანებას ვერც კი ამჩნევდა. მერე კი ახალ ქალაქში ახალი მეგობრები, ახალი შეყვარებული გამოჩნდა მარიკოს ცხოვრებაში და ყველაფერი ძველი გულის უძირო სიღრმეებში გადაიკარგა. თუმცა, როგორც სჩანს, არც სამუდამოდ.

_ ახლა კი მეორე კარგი ამბავი უნდა გაცნობოთ, ამაზე ხომ აქ ჩამოსვლის დღიდან ვოცნებობთ მთელი ოჯახი!_ ფეხზე წამოდგა არმაზი. კედელზე თვალსაჩინო ადგილას გაკრულ სამშობლოს დროშისკენ გაიშვირა ხელი და მმქუხარე ხმით გამოაცხადა:

_ საქართველოში ვბრუნდებით!

_ რაოოო? _იკივლა მარიკომ_ რაო მამაა?
არმაზს ეგონა გაუხარდაო და შვილისკენ ნაბიჯი წარდგა თან უთხრა ;

_ ხო შვილო ჩვენი სამშობლო და შვილი გველოდეიან!

_ არ არსებობს! მე აქიდან მკვდარს თუ წამიღებთ! _ დეხი დააბაკუნა გოგონამ.

_ არ მოგცემთ ჩემი ცხოვრების დანგრევის უფლებას! ამ ვიღაც უცნობი გოგოს გამო! მე მის მიმართ არაფერს არ ვგრძნობ! ის არავინ არაა ჩემთვის და არ ვაპირებ მის გამო საკუთარ ცხოვრებაზე და ლუკასზე უარის თქმას!

კიდევ ბევრს იყვირებდა მარიკო, წყობიდან გამოსული რომა რომ არ აყვირებულიყო, არა ამქვეყნიური ხმით:

_ შენ რეებს ტლიკინებ გოგო? ვინ ჩემი ფეხებია ლუკასი? არ გამაგიჟო იცოდე! საერთოდ ფიქრობ რას ამბობ? შენი თავის და სურვილების გარდა საერთოდ ფიქრობ რამეზე?

_ მე არ ვფიქრობ თქვენზე? ეს თქვენ არ გადარდებთ, მე რას ვგრძნობ! მე რა მინდა! კელნიდან ისე წამომათრიეთ, არც კი გიკითხავთ მინდოდა თუ არა! ახლა საქართველოში მოგინდათ თურმე დაბრუნება! ვიღაც ვითომ ქალიშვილი გელოდებათ! თქვენი შვილი მე ვარ, მე! და აქ ვდგავარ თქვენს წინ! თუ ახალი შვილი იპოვნეთ და ძველი აღარ გჭირდებათ?!_ მარიკომ ხელი დაავლო ტელეფონს და სახლიდან გავარდა გაავებული.
ბრაზისგან და ემოციებისგან სახედაკარგული რომა გაკიდებას აპირებდა, რომ არმაზი გადაუდგა წინ.

_ მარიკო ჯერ ბავშვია რომა, ვერ ხვდება რას ამბობს!_ სცადა შვილის დამშვიდება.

_ არა მამა! უკვე დიდი ხანია ზედმეტები მოსდის, საკუთარი ცხვირის იქით ვერ ხედავს ვერავის და ვერაფერს. მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებს, არც ვალდებულებას გრძნობს , არც არაფერი! ხედავ რა თქვა? ისიც კი ფეხებზე ჰკიდია, ამდენი წლის წინ დაკარგული და რომ დაგვიბრუნდა. ვერ დაინახე, მასზე არაფერი არ უკითხავს! უცხოაო გესმის?_ ვერ მშვიდდებოდა რომა.

_ სადღაც მართალიც თქვა მარიკომ,_ გაისმა თამოს მშვიდი და ნაღვლიანი ხმა._ თათია დაურქმევიათ, მე ბებიაშენის სახელის დარქმევას ვაპირებდი. ანნა მსურდა დამერქმია.
ცოტა ხანს გაჩუმდა ქალი. წყალი მოსვა._ ვაითუ არ მიგვიღის, ვაითუ ვძულვართ კიდეც? მეშინია არმაზ!_ გახედა ქმარს და მაშინვე თვალი აარიდა.

_ ხოდა ამიტომ წავალთ და წარსულს თვალებში ჩავხედავთ! ისიც გვეყოფა 22 წელი სხვას რომ ჰყავდა ჩვენი სულის ნაწილი!_ მუჭი დაჰკრა მაგიდას უკვე სამი შვილის მამამ. ურყევი იყო მისი გადაწყვეტილება და ამიერიდან ვეღარაფერი დაუდგებოდა წინ, სანამ თავის შვილს სახლში არ დააბრუნებდა. მისთვის დრო სამი დღის უსუსურ ქალიშვილთან გაჩერებულიყო და მხოლოდ ახლაღა იწყებდა ხელახლა წამების ათვლას.

მარიკო კი უაზროდ მირბოდა სახლიდან. თან უზომოდ იყო განრისხებული ჯერ კიდევ უცნობ დაზე, რომელმაც მისი არსებობაც კი არ იცოდა და ზუსტად იმ დროს ფანჯარასთან მჯდარი ლურჯი ღუნღულა ქუდის ქსოვას ამთავრებდა.
მარიკო თავის უბედურებას ახლად გამომცხვარ დას აბრალებდა და გულში მის დაბადებას სწყევლიდა. რომ არა ის, არც მოუწევდა ლუკასთან დაშორება. თუ მართლა წავიდოდნენ საქართველოში, ვინ იცის, ნახავდა კი ოდესმე შეყვარებულს? გაჩერდა და თვალებში მოგუბული მწარე ცრემლები მკლავით მოიწმინდა. ყელში ბოღმის ბურთი ჰქონდა გაჩრილი და თავისუფალ აუნთქვას უშლიდა. თითქოს ვიღაც გუდავდა გოგონას.

_ მწარედ გადაგიხდი ამ ცრემლებისთვის დაიკო!_ დაემუქრა ათასობით კილომეტრის იქით ჯერაც არ ნანახ დას და მუშტი მოუღერა.





7

ბრძოლის წინ სიმშვიდე სჭირდებოდა, მაგრამ დამშვიდებას ვერ ახერხებდა. იმასაც ხვდებოდა, რომ ჩავლილი ამბავი იყო, მაგრამ მაინც ვერ ივიწყებდა. რა ძალიან უნდა შეეშინებინა თათია იმ არაკაცს, რომ გოგოს ახლაც ასეთი მძაფრი რეაქცია ჰქონდა. ბუნებით სძულდა თორღვას სუსტებზე მოძალადე ადამიანები. არ ჰქონდა აზრი ეს სუსტი, ქალი იქნებოდა, მოხუცი,ბავშვი თუ ძაღლი. მწარე გაკვეთილი მიიღო თავად სკოლაში, როცა პირველად გახდა ძალადობის მსხვერპლი. ახსოვდა ყველა მოქნეული მუშტი. ახსოვდა საკუთარი სისიხლით დასვრილი სკოლის სპორტდარბაზის იატაკი. რომ არა რომა, ვინ იცის, რა იქნებოდა შემდეგ.
რომამ აპოვნინა სწორი გზა, უთხრა: "თუ არ გსურს ყოველთვის წაქცეული იყო, საკუთარი თავის დაცვა ისწავლეო." კრივზეც რომას რჩევით მივიდა, სუსტი და კაფანდარა ბიჭი. მაგრამ რამდენადაც სუსტი იყო მისი სხეული, იმდენად ძლიერი ჰქონდა სული. ვარჯიშობდა მთელი სულით და გულით. მთელი გატაცებით. ვარჯიშობდა ენერგიის ბოლო წვეთამდე. მარცხდებოდა და არ ნებდებოდა. სხვა რომ ორ საათს უთმობდა ვარჯიშს, თორღვა ორჯერ და სამჯერ მეტს.
ბოლოს მისმა შეუპოვრობამ და მოთმინებამ შედეგი გამოიღო. თორღვა შეიცვალა. თუმცა არსდროს მომხდარა, რომ საკუთარი ძალა ვინმეს დასაჩაგრად მიემართა. მხოლოდ ეს იყო, რომ ვერ იტანდა სუსტებზე ძალადობას. სადაც არ უნდა ყოფილიყო და ვინც არ უნდა ყოფილიყო მჩაგვრელი , თუ თორღვა შეესწრებოდა, აფექტური ხდებოდა, უბრალოდ საკუთარი თავის კონტროლი უჭირდა ასეთ სიტუაციაში.

ახლაც, შეჯიბრის წინ, მოსმენილი ამბავი სულს უფორიაქებდა. და როცა რინგზე შედგა ფეხი უცნაური შეგრძნება აეკვიატა. თითქოს მისი მოწინააღმდეგე სწორედ ის მოძალადე იყო თათულის რომ დაესხა თავს. ამის წარმოდგენისას გაგიჟდა, თითქოს თვალზე ლიბრი გადაეკრა. მხოლოდ მოძალადეს ხედავდა და დაუნდობლად უსწორდებოდა .
მისგან მსგავს აგრესიას არავინ ელოდა . მეორე რაუნდშივე ნოკაუტით დაასრულა ბრძოლა. მაგრამ არც გამარჯვება გახარებია , არც გახეთქილი ტუჩი აწუხებდა. თავადაც ვერ ხვდებოდა, რა სჭირდა და რა აღელვებდა. დარბაზი აპლოდისმენტების თანხლებით დატოვა და სპეციალურად მისთვის გამართულ საღამოზე დასწრებაც არ ისურვა.

_ თორღვა, რა ხდება?_ მხარში ამოუდგა ლევანი, მისი მწვრთნელი და უფროსი მეგობარი.

_ რამ გაგაცოფა? ასეთი არ მინახიხარ? _ წამით გაჩერდა. მწვრთნელს შეხედა, მაგრამ პასუხი არ ჰქონდა. თავი გადააქნია და ამოისუნთქა.

_ ეჭვი არ მეპარება მიზეზი გექნება, მაგრამ არაა საჭირო ზღვარგადასული სიმხეცე, გესმის? _ მიხვდა ლევანი , რომ აზრი არ ჰქონდა იმ წამს თორღვასთან საუბარს. მხარზე ხელი დაჰკრა, გამარჯვება მიულოცა და გაეცალა.

_ თორღვა, ძმაო! გილოცავ!_ შემოირბინა გასახდელში საბამ.
სახეზე ეტყობოდა მეგობრის გამარჯვებით აჟიტირებული რომ იყო.

_ ჰაჰ, რა მოხვდა ედისონს!_ ლევანისგან განსხვავებით საბა აშკარად კმაყოფილი და აღფრთოვანებული იყო მისი ბრძოლით.

_ მისმინე საბა_ მილოცვას მოუყრუა თორღვამ._ რამე გაარკვიე იმ საქმეზე?

_ ვერა ძმაო, ვერაფერი! საჩივარი არსად შესულა. აშკარად უხმაუროდ ჩამთავრდა. უბანში ან პირად წრეში თუ გავარკვევთ რამეს. მაგრამ თუ ჩავლილი ამბავია, რატომ ქექავ? ვინაა ის გოგო შენი?_ დაინტერესდა საბა. აქამდე არასდროს შეუნიშნავს, რომ ვინმეს საქმეში ასე ჩარეულიყო მისი მეგობარი.

_ ჩემი ვინაა?_ დაფიქრდა თორღვა. _ ჩემი... რომას დაა!
ბოლოს მაინც ის თქვა რაც უეჭველად იცოდა.

_ ვინა მარიკო? მარიკო აქაა?_ დაიბნა საბა და სახე აუჭარხლდა.

_ არა მარიკო არა!
კარგი ახლა ლაპარაკის თავი არ მაქვს. ცოტა მაცადე და მერე ყველაფერს გიამბობ. ხო მართლა რომა ჩამოდის მალე!_ თვალი ჩაუკრა საბას.

_ ანუ მარიკოც?_ თვალები გაუბრწყინდა საბას.

_მარიკო, მარიკო! საბა თავი არ მაცემინო ახლა!_ წარბები შეკრა თორღვამ_ იმას რომ თავი დავანებოთ, რომ რომას დაა, ჯერ მთლად ბავშვია ! არ გაეკარო იმაზე ახლოს ვიდრე საჭიროა გესმის?!

_ არ მესმის შენი, არა! იმ ვიღაც გერმანელ ... რომ ხვდება ეგ არაფერი, არა? და მე თუ მიყვარს, ეს არ შეიძლება ხო? მიყვარს გესმის? შეგიყვარდება შენც ვინმე და ნახავ! იმედია შენც ძმაკაცის დას შეიყვარებ!!! ამის დედაც...! _
ნერვებმოშლილი და გაღიზიანებული გავიდა საბა ოთახიდან.

" იმედია შენც ძმაკაცის დას შეიყვარებ!" გახმიანდა ცარიელ გასახდელში საბას სიტყვები. ახლაღა მიხვდა თორღვა, რომ თავადაც საბასთან ერთად იჯდა ნავში, და სწრაფი დინება მასაც კლდისკენ მიაქანებდა.

რამდენიმე კვირაში ყველაფერი მოაგვარეს არმაზმა და რომამ. მაგრამ ზუსტად გამგზავრების წინა საღამოს გაქრა მარიკო. ნერვიულობისგან წნევა დაუვარდა თამოს, აღარ იცოდნენ სად მოეძებნათ. რომა ისე იყო გაბრაზებული დაზე, როგორც არასდროს მანამდე. ყველგან ეძებეს, ყველგან იკითხეს . არსად არ ჩანდა. ლუკასის მიხამართი გაიგო რომამ, მარიკოს მეგობრებისგან და გამწარებული მაშინვე იქ გავარდა.
თუმცა იმედი გაუცრუვდა. ლუკასის მშობლებმა თქვეს, რომ მათი ვაჟიც არასრულწლოვანი იყო, ამიტომ პასუხისმგებლობას ვერც ის აიღებდა მარიკოს დაკარგვაზე. თუმცა, როცა რომამ პოლიცია ახსენა, მაშინვე მოლბნენ და ის სავარაუდო მისამართი მისცეს , სადაც მათი ვარაუდით ლუკასი იქნებოდა. განერვიულებული და უზომოდ გაბრაზებული რომა მითითებულ მისამართზე მივიდა. სახლიდან მუსიკის ხმამაღალი ხმები ისმოდა. აშკარა იყო ბავშვები უფროსის მეთვალყურეობის გარეშე ერთობოდნენ. ეტყობა უფროსი მეგობრების დახმარებით ნაყიდი რამდენიმე ყუთი ლუდი, სხვადასხვა სასუსნავები, სიგარეტის კვამლი და ყურისწამღებ მუსიკაზე როკვა. რომას გაეღიმა, თავადაც იყო თინეიჯერი და კარგად ახსოვდა, ყველა ის ბავშვური შეცდომა, რაც კონკრეტულ ასაკში აუცილებლად უნდა დაუშვას ადამიანმა. მაგრამ არსებობდა ზღვარი, რომლის იქითაც შეცდომა უკვე დანაშაული ხდებოდა და რომას ეს ზღვარი არასდროს გადაულახავს. საკმაოდ მთვრალი თინეიჯერების გუნდში შეაბიჯა. სათითაოდ დაიარა ოთახები, თუმცა ვერც ლუკასს და ვერც მარიკოს ვერ მიაგნო. უცებ სარდაფში ჩამავალ კიბესთან შედგა. უცნაური სუნი ეცა მძფრი და ოდნავ გულისამრევი, მიხვდა ქვემოთ ვიღაც ს მოიხმარდა. გულმა ცუდი უგრძნო. რამდენიმე საფეხური ჩაირბინა და ადგილზე გაშეშდა. მისი პატარა და ნახევრად შიშველი ლუკასის კალთაში იჯდა, ბიჭი ჯერ თავად ეწეოდა , მერე მარიკოს ასუნთქებდა კვმლს პირდაპირ პირიდან.
შეზარა რომა დის საქციელმა . ხელი დაავლო და ფეხზე წამოაგდო. დივანზე მიგდებული გახდილი მაისური სახეში ესროლა და ჩაიცვიო შეუღრინა. შემდეგ გაბრუებულ ლუკასს დაავლო გულისპირში ხელი, წიწილასავით აიტაცა ჰაერში გამხდარი ბიჭი. მუჭი აღმართა, მისთვის დარტყმას აპირებდა, მაგრამ როგორღაც თავი მოთოკა. სინამდვილეში ხომ ისიც არასრულწლოვანი იყო. ისე ძლიერად ჩაახეთქა დივანში ტკივილისგან ამოიგმინა ლუკასმა.

_ ოხ შენი..! _ გაჰკრა ფეხი სანახევროდ გათიშულ ბიჭს.

_ ეს ხარ სულ გოგო?_ ახლა თავის დას მიუბრუნდა._ ეს ისწავლე მარტო?!
ხელი და ჩაავლო მაჯაში და სახლიდან წაათრია. მანქანაში უხეშად ჩასვა და მანქანა დაქოქა.

_ თავი მოიწესრიგე დროზე! არ მინდა დედამ ამაზეც ინერვიულოს! კი ვიცი, რისი ღირსიც ხარ!_ ხედავდა მარიკო როგორი გაბრაზებული იყო მისი ძმა. მანამდე რომ ყველა სისულელეს პატიობდა, ახლა ისეთი იმედგაცრუებული თვალებით უყურებდა.
თვალები ცრემლებით აევსო. და რატომ? რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი მის თავს? რატომ აურიეს ცხოვრება? ვისი ბრალი იყო? რატომღაც მარიკოს არ სურდა სიმართლის აღიარება, უფრო მარტივი იყო თუ ამ ყველაფერს ჯერ ისევ სრულიად უცხო ადამიანს დააბრალებდა. რომ არა ეს ახლად გამოჩეკილი და, ყველაფერი ძველებურად იქნებოდა , ფიქრობდა გონარეული გოგონა.
სახლის წინ ისე გადმოვიდნენ, თითქოს არაფერი ცუდი არ მომხდარიყო. მარიკო მაშინვე ოთახში შეიკეტა. რომამ ცოტა ხანს ადროვა საკუთარ თავს და მხოლოდ მაშინ მიუკაკუნა დას ოთახის კარზე, როცა დარწმუნდა, რომ საბოლოოდ მოიპოვა საკუთარ ემოციებზე კონტროლი.

_ შეიძლება მარიკო?_ დაუძახა წყნარად.

_ შემოდი!_ უპასუხა გოგონამ. რომამ კარი გააღო და ოთახში შევიდა. გოგონა საწილზე მოკუნტულიყო და თვალები ტირილისგან დასიებოდა.

_ რა ხდება შენს თავს მარიამ?_ ასე იცოდა რომამ, როცა სერიოზულად ელაპარაკებოდა, სრული სახელით მიმართავდა დას.

_ რატომ იქცევი ასე საძაგლად? სხვას რომ ეთქვა ვერ დავიჯერებდი, რომ ჩემი და პლანს ეწევა! სულ დაკარგე საღი აზრი?_ ცდილობდა ტკბილი სიტყვით და რჩევებით მოეყვანა გონს.

_ არ მინდა წამოსვლა, გესმით? არ მინდა იმ ბნელ საქართველოში! არ მინდა იმ ჩამორჩენილ ქვეყანაში!_ მუჭები შეკრა მარიკომ. მისთვის სამშობლო დედის და მამის მოგონებებისგან შედგებოდა. მარიკო არც ერთხელ არ იყო საქართველოში ნამყოფი. ვერანაირ ემოციურ კავშირს ვერ გრძნობდა სამშობლოსთან. იქ არავინ ჰყავდა, არც შორეული ნათესავების მიმართ გრძნობდა მონატრებას, არც თბილისი აინტერესებდა. დაფიქრდა რომა. და სადღაც შეეცოდა კიდეც თავის და.

_ ყველა გარბის იქიდან რომა! თავად არ ამბობთ ამას? რა დამრჩენია იქ? აქ არის ჩემი ცხოვრება! ჩემი მეგობრები!_ არ ცხრებოდა გოგონა.

_ მაგას ეძახი მეგობრებს? პლანს რომ პირში გაბოლებენ და შიშველს გიფათურებენ ხელებს? ეგაა მეგობრობა და სიყვარული? შენი ოჯახი არაფერს ნიშნავს შენთვის? _ ისე გაბრაზდა რომა.

_ ვერ ხვდები, რა მნიშვნელოვანია მშობლებისთვის იქ დაბრუნება? ცოტა თანაგრძნობა მაინც გამოიჩინე!

_ თქვენ რატომ არ აკეთებთ იგივეს? მაგრამ მე ვიღას ვადარდებ? ჩემი შემცვლელიც კი მონახული გყავთ!_ ასლუკუნდა საწყლად.

_ შენ რა დაზე ეჭვიანობ?_ დაიბნა რომა.

_ ის არა ჩემი და! გასაგებია შენთვის? ის არავინ არაა!_ მარიკომ ძმას ზურგი აქცია და ისევ საწოლზე მოიკუნტა.
რომა წამოდგა. სანამ რამე საწყენს ეტყოდა ჯობდა თუ გაეცლებოდა.

_ არც ისე პატარა ხარ, ვერ იაზრებდე ამ ამბის მთელ საშინელებას! ძალიან გთხოვ, ისე ნუ მოიქცევი, რომ იმედი მარტო მე კი არა, დედასაც გაუცრუო. ხომ იცი, ისედაც არაა კარგად! მერე არ ინანო შენი საქციელი!_ ოთახიდან გამოვიდა და კარი გამოიხურა.
მეორე დღეს გერმანიიდან აფრინდა თვითმფრინავი და თათიასთვის სრულიად უცნობი ნათესავები მშობლიურ მიწაზე დააბრუნა.

_ არმაზ, მგონი ახლაღა დავიწყე სუნთქვა!_ თამო იდგა და საქართველოს მონატრებული ჰაერით ივსებდა ფილტვებს . _ რა საოცარი სურნელი აქვს სამშობლოს არა?!
არმაზი დაიხარა და თითებით მიწას შეეხო.

_ არ მჯერა თამო! ჩვენ დავბრუნდით!_ კაცი ისე იყო აფორიაქებული. საუბარიც უჭირდა. რომა თანაგრძნობით უყურებდა მშობლებს . მათგან განსხვავებით, თავად ხანდახან მაინც სტუმრობდა სამშობლოს. და ნოსტალგიას იმდენად მძაფრად ვეღარ გრძნობდა.
მხოლოდ მარიკო იდგა, ყურებზე უზარმაზარი ვარდისფერი ყურსასმენებით და ამრეზილი სახით უყურებდა მშობლებს. უცნაურ აგრესიას გრძნობდა და რაც უფრო მეტად გამოხატავდნენ მშობლები დაბრუნების სიხარულს. მით უფრო ექუფრებოდა სახე.

წლების წინ გამოკეტილ სახლში დაბრუნდნენ. და ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, თითქოს მხოლოდ გუშინ გაიხურეს სახლის კარი.
სადაც არ უნდა იცხოვროს ადამიანმა, როგორც არ უნდა მოერგოს და შეეგუოს ახალ ცხოვრებას, ვერასდროს ვერსად იგრძნობს იმ მშობლიურ მყუდროებას , როგორსაც მშობლიური სახლის კედლებში.
მარიკომ მისთვის განკუთვნილი ოთახის კარი შეაღო და მისთვის ჩვეული ვარდისფერი ფუმფულა ლოგინის ნაცვლად,
" პრუჟუნიანი" საწოლი რომ დაინახა სიბრაზისგან თვალთ დაუბნელდა. ყველაფერი ძველი და მტვრიანი იყო ამ სახლში. გაცრეცილი და გახუნებული. ზიზღით გააკანკალა.

_ ახლა რას ვაპირებთ?_ იკითხა არმაზმა, როცა ოჯახი სავახშმოდ შემოუსხდა მაგიდას.

_ ახლა თათია უნდა გავიცნოთ!_ მტკიცედ უპასუხა რომამ. წამოდგა ტელეფონი აიღო და სახლიდან გავიდა.

თორღვას უნივერსიტეტთან უნდა შეხედროდა. ერთხელ და წამიერად ნანახი და კვლავ სურდა ენახა.
საღამო იყო, მოქუფრული ამინდი და იმაზე სწრაფად ჩამობნელდა, ვიდრე იფიქრებდა.
ეზოში მეგობრის მანქანას მოჰკრა თვალი. თავად თორღვა არ ჩანდა. მივიდა კარი მოსინჯა, ღია იყო, გასაღები იქვე დაეტოვებინა პატრონს. იფიქრა გავეხუმრები, მანქანას გადავაყენებ მოშორებითო. მოუარა საჭის მხრიდან , ჩაჯდა და ის იყო მანქანა დაქოქა, რომ ფანჯარაზე მოუკაკუნა ვიღაც პატარა მრგვალლოყება გოგომ. რომამ დანდობილად ჩამოსწია მინა და გოგოს გაუღიმა, მაგრამ უცებ ისეთი რამ მოხდა, გააზრებაც ვერ მოასწრო კაცმა. თვალებში რაღაც შეესხა. საშინლად აეწვა, წამიერად წაეკიდა ცეცხლი. ერთი ის მოასწრო მოძალადეს წვრილ მაჯაზე ჩაავლო ხელი. მეორე ხელი თვალებთან მიიტანა, მაგრამ უარესად აეწვა სახე.

_ შე არანორმალურო, _ ყვიროდა გაცოფებული რომა.
შეშინებული გოგონა კი გამწარებული ცდილობდა მისთვის ხელი წაერთმია.

_ გამიშვი შე არამზადა, რა გეგონა? შე ქურდო! მიიღე!?!_ წიკვინებდა უცნობი, მაგრამ თავი ვერაფრით დაიხსნა კაცისგან.
რომამ მანქანის კარი გამოაღო , დაბინდული და დასიებული თვალებიდან ვერაფერს ხედავდა. მაგრამ ტკივილს რინგზეც მიჩვეული იყო. სხვისგან განსხვავებით უკეთაც იტანდა. მანქანიდან გადმოვიდა ისე, რომ წამითაც არ გაუშვია ის არანორმალური ქალი. ვერ გაეგო, რა ჯანდაბად მოიქცა ასე.

_ ვინ ხარ და რა გააკეთე? ამიხსენი და შეეცადე ისე ამიხსნა, რომ ცოცხალი გადამირჩე!_ ისე მოუჭირა გაწვრილებულ მაჯაზე ხელი ლამის მოატეხა.

_ მეტკინა შე იდიოტო! ახლავე გამიშვი , თორემ პატრულში დავრეკავ!_ თავისას არ იშლიდა ალქაჯი და წამით არ ჩუმდებოდა.

_ რომა რას აკეთებ? გაუშვი ხელი, რომა!_მოესმა ნაცნობი ხმა. _ ხომ არ გაგიჟდი ბიჭო? რა ხდება? სახეზე რა გჭირს?
თორღვა გაოცებული იდგა და სახედასიებულ მეგობარს უყურებდა, რომელსაც გაკაპასებული სოფიასთვის ჩაევლო ხელი და აჯანჯღარებდა.
უცებ გამოერკვა. მეგობარს სოფისთვის ხელი გააშვებინა და ახლა მას მოუტრიალდა.

_ მაინც გამოიყენე არა ეგ საძაგლობა? არა, რაღა მაინცდამაინც, რომაზე მოგინდა მაგის გამოცდა?_ ცოტა ხანს ითმინა მაგრამ კომიკური სიტუაციიდან გამომდინარე თავი ვეღარ შეიკავა და გულიანად გაიცინა.

_ ვინაა ეგ ალქაჯი ბიჭო?_ თან სახეს იბანდა ონკანთან რომა და თან მეგობარს ეკითხებოდა.

_ რამ გადარია, ვერა აქვს რიგზე ყველაფერი არა?_ თორღვა კი სიცილს ვერ იკავებდა.

_ არადა სულ მეგონა მე ვიქნებოდი მისი მსხვერპლი! ეს გოგო სოფიაა, თათულის საუკეთესო მეგობარი! _
აუხსნა ბოლოს "მოძალადის" ვინაობა.

_ არ გადამრიო ახლა!ასეთი შერეკილი მეგობრები ჰყავს ჩემს დას?_ გაოცდა რომა. ასე თუ ისე მოეხერხებინა საშინელი წვის ჩაცხრობა.

_ სად ჯანდაბიდან მოიტანა წიწაკის სპრეი? ან მე რატომ ამომიღო მიზანში?_ მაინც ვერ მიხვდა მისი საქციელის მიზეზს.

_შენი ბრალია , სოფის ეგონა მანქანას იპარავდი! უბრალოდ ჩემი დაცვა სურდა!_ უფრო უკეთ აუხსნა თირღვამ.

_ ანუ ამდენად ახლოს ხართ , რომ გიცავს კიდეც?_ გაუკვირდა რომას.

_ შენ ამ გოგონებს არ იცნობ, გაიცნობ და უკეთ მიხვდები!_ მხარზე ხელი დაკრა თორღვამ და მათკენ მომავალი გოგონებისკენ მიუთითა.

_ აი მოდიან კიდეც._ თათია თორღვას მიესალმა.

_ რა მოხდა? რა ჩაიდინა ამ არანორმალურმა?_ რომა შეათვალიერა და ამოიოხრა.

_ აპატიეთ ჩემს მეგობარს, კეთილი ზრახვები ჰქონდა, მაგრამ ცუდად დაუსრულდა! _ ტუჩს იკბენდა სიცილის შესაკავებლად. რომა მოჭუტული თვალებიდან ძლივს იხედებოდა. სოფი დაქალის უკან აწურული იდგა. საკუთარ ფეხსაცმელზე გაეშტერებინა თვალი და რომასთვის შეხედვას არც აპირებდა. თათიმ მკლავზე უპწკინა და ლაპარაკი აიძულა.

_ ბოდიში, არ მინდოდა!_ კი მოიბოდიშა გოგონამ, მაგრამ ტუჩი ისე აიბზუა, ასკარად არ ნანობდა ჩადენილს.
რომამ ინტერესით შეათვალიერა ხუჭუჭა ბრიალათვალება გოგონა და უნებურად გაეღიმა.

_ სამაგიეროდ ვერავინ მოგიტაცებს!_ უთხრა დამცინავად. სოფიამ უცებ მოხედა, გაოცებულმა თვალი თვალში გაუყარა მიხვდა, რომ რომა დასცინოდა და წარბები საავდროდ შეყარა.

_ ეჭვი არ შეგეპაროს! ვერავინ გაბედავს! ეს მშვენიერება სულ თან დამაქვს!_ წარბაწეულმა ამაყად დაანახა ჯიბიდან მოწითალო_ ნარინჯისფერი პატარა ბალონი.

_ არ გადამრიო ახლა!_ მიუბრუნდა დაქალს თათია_ მოაშორე ეგ რაღაცა, თორე გეფიცები მე თავად ჩაგასხავ მაგ კვარკვალა თვალებში!_ ბალონი ხელიდან გამოსტაცა და სანაგვისკენ გაარბენინა. გზისპირას მდგარ მოზრდილ სანაგვეში გადაუძახა. სოფია არ დადევნებია, ხმაც არ გაუღია. მხოლოდ ეშმაკურად და უცნაური თავდაჯერებული ღიმილით გასცქეროდა დაქალს.

_ დაგენიძლავები კიდევ ექნება სადმე გადამალული!_ უჩურჩულა ღიმილით რომამ თორღვას. თირღვამ ხელით შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაიწია და თავი დაუქნია.

_ გეფიცები ,ამაზე გიჟი გოგო არასდროს შემხვედრია!_ დაეთანხმა მეგობარს.
რა თქმა უნდა, რომას არ უთქვამს თათულისთვის, ჩემი და ხარო. ასე ხომ ვერ მიახლიდა? თანაც მისი მშობლების, ანუ დედობილ_ მამობილის გაცნობა სურდა. უნდოდა, რაღაც წარმოდგენა ჰქონოდა სიტუაციაზე, რომ თავის დაუფიქრებელი და წინდაუხედავი ნაბიჯით არაფერი გაეფუჭებინა.

თავისუფალ დროს ერთად ატარებდნენ, რაც უფრო ეცნობოდა მით უფრო ხედავდა მსგავსებას საკუთარ დასთან. თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდა. თათიაც უცბად შეეჩვია რომას. დაუმეგობრდა, მიენდო და მასთან თავს ისე გრძნობდა, როგორც ახლობელ ადამიანთან. ყველაფერზე საუბრობდნენ, უამრავი საერთო აღმოაჩინეს. მხოლოდ სოფი ვერ შეიჩვია რომამ, ყველა მისკენ გადადგმულ ნაბიჯზე გოგოც ერთი ნაბიჯით იხევდა უკან. რომას დანახვისას გაჩუმდებოდა ხოლმე ჩვეულებრივ მხიარული გოგო. ვერც გული გაახსნევინა, ვერც აალაპარაკა. ვერც კარგი ათქმევინა, ვერც ცუდი და ამან უფრო დააინტერესა რომა. მასთან შედარებით სულ ერთი ციდა ჩანდა სოფი. ფეხის წვერებზე რომ აწეულიყო ნიკაპამდეც ვერ მისწვდებოდა. ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი იყო საოცარი და უჩვეულო ამ ქალში, მაგრამ, როგორც კი მის ბრიალა თვალებს შეხედავდა გული უცნაურად უწყებდა ფეთქვას. ცდილობდა მის სიახლოვეს ყოფილიყო, ცდილობდა იმდენად მიახლოვებოდა, რომ მის თვალებში საკუთარი თავი დაენახა, მაგრამ ვერ მიაღწია სასურველს.

_ რომა, სოფი მოგწონს?_ როგორც სჩვეოდა პირდაპირ ჰკითხა თორღვამ. თითქოს არ ესიამოვნა მისი კითხვა. მაგრამ პასუხს თავი არ აარიდა.

_ მომწონს!_ თვალი გაუსწორა მეგობარს.

_ ასე მცირე დროში? როგორ მოახერხა? შენ არ იყავი სამი კვირის უკან ალქაჯს რომ ეძახდი?_ გაეცინა თორღვას.

_ აზრი არ შემიცვლია! ალქაჯია! ვერ ხედავ? მომაჯადოვა! _ გაეღიმა რომასაც.

_ ძალიან უდროოდ კი გეწვია სიყვარული! ჯერ უამრავი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი. გოგოები სოფელში მიდიან კვირის ბოლოს, როგორც კი დასვენება დაეწყებათ! უნდა მოვახერხოთ და გავყვეთ!_ დასერიოზულდა თორღვა.

_ მართალი ხარ, თამოს უკვე ვეღარ ვაკავებ. იმ დღეს მოსული იყო. შორიდან უყურებდა და ტიროდა, გული ვეღარ მიძლებს ძმაო. მაგრამ თათია სხვანაირია, შევამჩნიე, ძალიან უყვარს აღმზრდელები. ეტყობა მართლა კარგი ხალხია .
აქეთ მარიკოს ჩამოსტირის თავ_ პირი! აღარ ვიცი, რა ვქნა! მარტო არმაზია ბედნიერი. ერთი მეზობლიდან რომ გამოდის, მეორესთან შედის! ნათესავიდან_ ნათესავთან! ვერ მოისიყვარულა საქართველო ჯერ!_ თორღვა დაფიქრდა. მერე პირდაპირ შეხედა რომას და დაფიქრებით ჰკითხა.

_ რომა საბაზე რა აზრის ხარ? ინწკირველზე?

_ საბა რამ გაგახსენა?_ ჰკითხა გაკვირვებულმა რომამ.

_ მისმინე ძმაო! მარიკო თავს მარტო გრძნობს, აქ არავის იცნობს და ვიფიქრე საბასთვის მეთხოვა , მასზე ეზრუნა! _ რომა დაფიქრდა. მიხვდა რასაც ეუბნებოდა თორღვა.

_ მარიკოს იმ არაკაცის გამო_ ლუკასი იგულისხმა რომამ_ დეპრესია აქვს მგონი. ოთახიდან არ გამოდის. არ გველაპარაკება. მაგრამ გგონია ვერ შევამჩნიე ინწკირველი როგორ უყურებს ჩემს დას?
საბას უყვარს ჩემი და თორღვა!

_ ხოდა, ზუსტად მაგიტომ! ისე გაუფრთხილდება, როგორც ბროლის ანგელოზს! _ თორღვას სიტყვებზე რომას გაეცინა.

_ ანუ რა გინდა, საბას საკუთარ დასთან ვუმაჭანკლო?

_ მარიკოს აუტანელი ხასიათი რომ ვიცი, მადლობაც კი ეკუთვნის საბას თუ მას გაუძლებს. ხუმრობა იქით იყოს და საბა ზედმეტის უფლებას არც საკუთარ თავს მისცემს და არც არავის ამ ქვეყანაზე!_ ამოიოხრა თორღვამ. უცნაურად უთანაგრძნობდა საბას. მისდაუნებურად სურდა დახმარებოდა. მაგრამ საკუთარ თავს რით დაეხმარებიდა, ეგ კი უკვე აღარ იცოდა.

_ ამ საღამოს ამოდით შენ და საბა! ოღონდ ის არანორმალური გამოვიდეს ოთახიდან და ცხოვრებისკენ მოიხედოს და საბაზეც თანახმა ვარ ხომ ხედავ! ისიც კი გამოგვიცხადა: უინივერსიტეტში არ ჩავაბარებ და სრულწლოვანი რომ გავხდები ლუკასთან გაბიქცევი იმ დღესვეო. არც მოფერება ჭრის, არც საყვედური! ვის ჰგავს? ასე ძალიან გვანან გარეგნულად ჩემი დები და ხასიათით ასე როგორ განსხვავდებიან ვერ გამიგია!_ მხრები აიჩეჩა რომამ.

გოგოები ფანჯარასთან ისხდნენ ჩაის ჭიქებით და დასვენებას გეგმავდნენ.
ერთი სული ჰქონდათ, სოფელში წასულიყვნენ.
სოფიმ გადაწყვიტა მშობლებს თავის დაბადებაზე დალაპარაკებოდა. დრო იყო ამ გაუგებრობისთვის წერტილი დაესვა. არაფერს, საერთოდ არაფერს შესცვლიდა სიმართლე. სიყვარულს, მშობლების მიმართ, ვერანაირი სიმართლე ვერ გაუნელებდა. მაგრამ მას ხომ ჰქონდა უფლება სიმართლე სცოდნოდა?! იქნებ სადმე დედმამიშვილიც ჰყავდა? იქნებ მარტო სულაც არ იყო ამ მზისქვეშეთში?



8

_ საღამო მშვიდობისა,_ მიესალმა საბა დიდი ხნის უნახავ რაზმაძეების ოჯახს, რომელიც სრული შემადგენლობით იჯდა მისაღებში. საბას მისვლა ყველას გაუხარდა. მასაც თორღვასთან ერთად წლებია იცნობდნენ. ჯერ კიდევ იქიდან ბიჭები ერთად , რომ დადიოდნენ სპორტზე. მერე კი როცა მარიკო ჩვიდმეტი წლის გახდა , სწორედ იმ ბოლო დაბადების დღის შემდეგ ამოიკვეთა ფეხი საბამ მათი სახლიდან. ცდილობდა დისტანცია დაეცვა, რათა საკუთარი თავი ისევ არ გამოეჭირა იმაში, რომ გაშტერებით მისჩერებოდა მეგობრის პატარა დაიკოს.
თავადაც ხვდებოდა, რომ მაინცდამაინც სასიამოვნო ამბავი არ იყო მისთვის, მაგრამ როგორც წესი სიყვარული არავის არაფერს ეკითხება. არც საბასგან აუღია სტუმრობის ნებართვა. რამდენიმე თვე დუმდა, სანამ შეძლო თავად უმკლავდებოდა მოძალებულ გრძნობას, მხოლოდ მაშინ ვეღარ შეიკავა თავი და თორღვას გამოუტყდა , როცა ლუკასის შესახებ გაიგო. თუმცა თორღვაც არ აღფრთოვანებულა მისი გრძნობებით. მაგრამ სიმართლის თქმამ ოდნავ მაინც დაამშვიდა საბა. მთელი ყურადღება და ენერგია ვარჯიშისკენ მიმართა და შედეგიც საუკეთესო დადო. ნაკრებთან ერთად, რამდენიმე თვეში, შეჯიბრზე გადიოდა. სადაც სამშობლოს სახელით უნდა ეასპარეზა. საბასა და თორღვაზე ბევრს საუბრობდნენ , დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ორივეს.
მხოლოდ რომამ დაანება აქტიურ სპორტს თავი, და სავარჯიშოდ თუღა მიდიოდა დარბაზში, ისე წარსულის გასახსენებლად. ბიჭებზე რამდენიმე წლით უფროსი იყო, საკუთარი ბიზნესი ჰქონდა და სპორტი მხოლოდ ჰობად და გასართობად დარჩენილიყო მისთვის. უცნაურად სერიოზული, მკაცრი და ოდნავ პირქუში გამომეტყველება ჰქონდა, თუმცა საკმაოდ გონბაგახსნილი და თანამედროვე აზროვნების ადამიანი იყო. თუმცა მისი კუშტი გამომეტყველება იყო ალბათ მიზეზი, რომ პირადი ურთიერთობა ვერავის შეუწყო. ან იქნებ არც უცდია დიდად. ახლა კი უცნაურად აღელვებდა ხოლმე იმ პატარა ხუჭუჭა ალქაჯთან ყოველი მომდევნო შეხვედრა. არა, მაინც რა არანორმალური უნდა იყოს ადამიანი, სრულიად უცნობ კაცს თვალებში წიწაკის სპრეი რომ შეასხას და კიდევ იქით იყოს დიდგულზე? უფრო ის აოცებდა, ამ ამბის გახსენებაზე უნებურად რომ იღიმებოდა ხოლმე.

_ საბა, შვილო როგორ ხარ , რა ხანია არ მინახიხარ?_ მხარზე ხელი დაჰკრა არმაზმა და გვერდით მიუჯდა. საბა კი თვალს მარიკოსკენ აპარებდა, რომელიც ისე იჯდა თითქოს დედამიწის ზურგზე საერთოდ არაფერი არ ეხებოდა.

_ ეჰ, _ამოიოხრა საბამ და მოწყენილი ისევ არმაზს მიუბრუნდა.
ვერ შეამჩნია, მოპირდაპირე სარკიდან რომ უთვალთვალებდა მარიკო და გულში ფიქრობდა, კაცმა რომ თქვას, რა სიმპატიურია ეს ინწკირველიო. თან რომაზე შურის საძიებელ გეგმას აწყობდა თავში. იქნებ სწორედ საბა იყო, ვინც თავისდაუნებურად ძმაზე შურის ძიებაში დაეხმარებოდა? ეს გაიფიქრა გოგონამ და ეშმაკურად გაიღიმა. ფეხზე წამოდგა და საბას ვითომ გულსგარეთ ჰკითხა:
_ ამ უაზრო ქალაქში კარგ სანაყინეს ვერ მიმასწავლიო?_ საბასაც მეტი რა უნდოდა, მაშინვე დაპატიჟა მავნე გოგო ნაყინის საჭმელად.

რომა უნივერსიტეტისკენ ფეხით მიდიოდა და მომავალი შეხვედრის გამო გულში სასიამოვნო ჩხვლეტას გრძნობდა.
_ არანორმალური ქალი!_ ჩაილაპარაკა თავისთვის და ისევ გაეღიმა. დაინახა ბაღის ბოლოში იჯდა სოფი. ზურგით ბაღისკენ, ფეხებაკეცილი და მხრებში მოხრილი. თითქოს მხრები უცახცახებდა. რატომღაც იფიქრა , რომ ტიროდა. მუშტები მოკუმა ბრაზით. ვაი მას, ვინც ამ პატარა გადარეულის ატირება გაბედა!
სწრაფი ნაბიჯით გაემართა მისკენ. მხარზე მძიმედ დაადო ხელი და სურდა ეკითხა: რატომ ტირიო, რომ მოულოდნელი შეხებით შეშინებულმა გოგომ ხმამაღლა იკივლა. შეხტა და ხელიდან მოზრდილი შაურმა გაუვარდა. საჭმელი პიკასოს გაურკვეველი ნახატივით მიეხატა მიწას. რომამ ამრეზით გახედა საჭმელს. ლუკმით ლოყაგამოჩურთული და პირდასვრილი შემკრთალი სოფი კი იდგა და საოცარი სინანულით დასჩერებოდა სანახევროდ შეჭმულ შაურმას.
_ რა ჯანდაბა გეტაკა?_ შეუყვირა რომას და ძლივს გადაყლაპა ლუკმა._ ჯერ სულ ორჯერ მოვკბიჩე!
ისეთი სახე ჰქონდა, გეგონება სადაცაა იტირებსო.
_ ქალი ხარ თუ დრაკონი?_ სრულიად სერიოზულად ჰკითხა რომამ_ ამ შაურმის სიგრძეც არ ხარ , თანაც ნახტომში!
_ რაოო?_ ავად დააკვესა თვალები სოფიმ._ რა მითხარი შე ნეანდერტალელო?
შე ქვის ხანის ადამიანო! ზეზვა ხარ, სწორედ რომ ზეზვა!
უცებ ვერც მიხვდა რომა, ვინ ზეზვას ადარებდა სოფი.
მოთხვრილ ტუჩებზე დასჩერებოდა და ღიმილს ძლივს იკავებდა. მოულოდნელად ცერა თითით მოსწმინდა ტუჩზე დარჩენილი სოუსი და თითი გაილოკა.
_ ახლა კი ვერ გადამირჩები, შე ავადმყოფო!_ იკივლა წყობიდან გამოსულმა გოგომ. სკამზე ახტა და თმაში ქორივით ჩააფრინდა.
_ ვის უფათურებ ხელებს შე საზიზღარო? ვის გაუბედე შე მანიაკო? ვის გაუბედე?_ გაჰკიოდა სოფი და რომას ზურგზე მომხტარი გამეტებით აგლიჯავდა თმას.
სწორედ ამ დროს შემოუხვია ბაღისკენ თორღვამ და მის უკან თათიამაც . ვერ მიხვდნენ, რას აკეთებდნენ, უცებ ვერც კი გაიაზრეს თუ ჩხუბობდნენ. სოფისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი , მაგრამ რომა?
_ ახლა რაღა ხდება?_ ჩაილაპარაკა თორღვამ. თათია მოჩხუბრებისკენ გაიქცა. ამასობაში რომამ მხარს უკნიდან ჩამოიხსნა სოფის გაკნაჭული სხეული და პირდაპირი მნიშვნელობით ხელებგაკოჭილი იღლიაში ამოიჩარა.
_ რა ხდება, რა ჯანდაბას აკეთებთ?_ გაოგნებისგან ხმა დაეკარგა თათიას._ სულ გაგიჟდი გოგო?
დასვი, ახლავე დასვი!
ახლა რომას შეუტია.
_ მე კი დავსვამ, მაგრამ პირობა მომცეს, რომ ჩემს დასახიჩრებას აღარ ეცდება! ზემოდან დახედა უმწეოდ მოფართხალე გოგოს რომამ.

_ დაპირდი! დროზე!_ უბრძანა თათიამ სოფის. ის კი გვერდულად გახირული, რომას მკლავქვეშ ჯიუტად დუმდა კოპებშეკრული.
_ დასვი რომა და მე გპირდები მის ნაცვლად!_ აღარ იცოდა ეტირა თუ ეცინა თათიას. სამაგიეროდ თორღვას უხტოდნენ თვალებში მხიარული ნაპერწკლები.
თათიამ ხელი დაავლო მეგობარს და სულ ქოთქოთით წაათრია შენობისკენ.
ახლა კი მოურიდებლად ახარხარდა თორღვა. არც რომას კუშტმა მზერამ დაამშვიდა.
_ რა მოხდა აღარ მოყვები?_ სიცილით რომ იჯერა გული, მეგობარს გვერდით მიუჯდა თორღვა.
_ არაფერი, ალქაჯს ნადავლი გავაგდებინე კლანჭებიდან, შთხვევით!_ ხელით ძირს დაყრილ ნარჩენებზე მიუთითა.
_ ამის გამო გაგიჟდა?_ ეჭვით ასწია თორღვამ წარბი._ თუმცა არც მიკვირს, გიჟდება ეგ გოგო ჭამაზე!
_ ეტყობოდეს მაინც, ეტყობა მარტო ლოყები უსუქდება!_სოფის ბავშვური ლოყების გაზხსენებაზე უნებურად გაეღიმა რომას.
_ ძმაო, როცა ქალი შენი ღიმილის მიზეზი ხდება, ფრთხილად უნდა იყო!_ გაუღიმა მეგობარმა.
_ ძალიან გამოცდილება გალაპარაკებს არა?_ ჯიქურ მოხედა რომამ. თორღვამ თვალი გაუსწორა.
_ მიხვდი?_ ჰკითხა ხმადაბლა, მაგრამ სერიოზულად. რომას გაეცინა და თავი დაუქნია.
_ რამ გადაგრიათ ორივე?_ ჩაილაპარაკა უცნაური სითბოთი.
აშკარად თორღვას და საბას გულისხმობდა.

გულზე ხელებდაკრეფილი იჯდა სოფი, ყველანაირად ცდილობდა თვალი შოკოლადმოსხმული დონატისკენ არ გაჰქცეოდა. სანამ მეგობრები გულიანად საუბრობდნენ ერთმანეთში თან ტკბილეულს მიირთმევდნენ.
_ არ გინდა?_ ჰკითხა რომამ და დონატზე ანიშნა._ ეჰ, არადა ცოდვაა ამის ასე გაცდენა!
ხელი თეფშს მოჰკიდა და ნელ_ნელა თავისკენ გაიჩოჩა.
სოფიმ მოწკურული თვალებით გამოხედა, აშკარად "დაგასიკვდილებო!" ფიქრობდა გულში.
_ რომა კარგი რაა!_ ჩაერია თათია,_ ოღონდ აქაც ნუ დახოცავთ ერთმანეთს. _ თეფში ისევ სოფის დაუბრუნა.
_ ავი ძაღლი არც თვითონ ჭამდა, არც სხვას აჭმევდაო!_ ჩაილაპარაკა რომამ გოგონას გასაგონად.
_ აუტანელო!_ ჩაისისინა სოფიმაც თავისმხრივ.
_ თორღვა, სანამ ამათმა გამაგიჟეს, წამოდი ერთი წამი გამომყევი, აქვე ძაფის მაღაზიაში და მალევე მოვალთ , გთხოვ. თორემ ხუთზე იკეტებიან ხოლმე!_ სთხოვა თათულიმ თორღვას და კაფედან ხელკავით გაიყოლა.

_ რას იბღვირები?_ ჰკითხა სოფის.
რომამ მარტო რომ დაიგულა. გოგონამ ჯიუტად გააგრძელა ფანჯარაში ყურება. ხმაც კი არ გაუცია.
რომა ადგა და მის გვერდით თათიას სკამზე გადაჯდა .
_ მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ? რას იტყვი?_ ჰკითხა და გაშლილი ხელი გაუწოდა.
_ მე რომა რაზმაძე ვარ, თათიას ძმა!_ უცებ ვერც მიხვდა, გაგონილიდან აზრიც ვერ გამოიტანა სოფიმ.
შემდეგ ნელ _ ნელა მოაბრუნა დიდი გაოგნებული თვალები კაცისკენ.
_ რა თქვი?_ ჰკითხა გაოცებით.
_ რომა რაზმაძე ვარ, სოფი, თათულის ღვიძლი ძმა!_ გაუმეორა რომამ, მშვიდად და გაწვდილი ხელი ცხვირწინ გაუქნია. სოფიმაც ინსტიქტურად გაუწოდა ხელი. თუმცა მისი ნათქვამისგან მიღებული შოკიდან ვერ გამოვიდა.
_ ანუ ჩვენი ეჭვი მართალი იყო?_ უფრო საკუთარ თავს ჰკითხა.
_ რა ეჭვი?_ დაინტერესდა რომა.
_ის რომ... ის... რომ_ სათქმელს თავი ვერაფრით მოუყარა გოგომ.
_ რომ თათული ნაშვილებია, ხომ?_ მის მაგივრად დაასრულა რომამ და ჯერ ისევ საკუთარ ხელში მოქცეულ სოფის ლამაზ თითებს მიეფერა_ კი მართალია!
დაუდასტურა, თან მისი თითები ტუჩებთან მიიტანა.
_ გინდა კიდევ ერთი საიდუმლო გაგიმხილო?_ ჰკითხა თან თვალებში ჩააცქერდა. ისე იყო სოფი გაგონილით დაბნეული, ხელის გამოწევაც კი ვერ გაიაზრა ისე დაუქნია თავი.
_ მგონი, მიყვარხარ!_ ახლა კი სულ გაოგნდა სოფი. თვალებსაც კი აღარ ახამხამებდა. უცებ გული აუჩქარდა. ისე აუფართხალდა , როგორც იმ ჩიტს, სულ ახლახანს გალია რომ შეუჯანჯღარეს. ერთი დღისთვის მეტისმეტად ბევრი ინფორმაცია და ემოცია იყო. ხელი გამოსტაცა და ფეხზე წამოხტა. ასე უყურა გაოცებულმა რომას. რომა მშვიდად იჯდა, თვალს არ აშორებდა აღელვებულ გოგონას. სოფიმ ჩანთას და ქურთუკს ხელი დასტაცა და კაფედან გიჟივით გაიქცა.
როცა თორღვა და თათული დაბრუნდნენ, რომა მშვიდად იჯდა მარტო და სოფის შოკოლადიან დონატს ღიმილით მიირთმევდა
_ სოფი სადაა?_ ჰკითხა თათიამ ეჭვით.
_ სახლში!_ ჩაეცინა რომას. ვერასდროს წარმოიდგენდა, ოდესმე ამდენად თუ გააბედნიერებდა ერთი პატარა გოგონას გაქცევა. გაქცევა , რომელიც აუცილებლად კვლავ მასთან დააბრუნებდა, იმ პატარა უკარება ალქაჯს.

_ საბა, ცოტა ხანს კიდევ დავრჩეთ რაა!_ ლამაზი თვალები აუფახულა ბიჭს მარიკომ. უნდოდა სახლში გვიან მისულიყო და რომა წყობიდან გამოეყვანა.
_ შენი ძილის დროა იცი!_ ასეთი პასუხის გაგონებას არ ელოდა. ცისფერი თვალები დააკვესა გოგომ.
_ ზედმეტები ხომ არ მოგდის?_ ჰკითხა ავად .
_ არა, სულ არ მგონია ასე! წამოდი სახლში მიგაცილო!_ სერიოზული ხმა ჰქონდა საბას .
_ შენ სადაც გინდა იქ წადი! მე თავად ვიცი, როდის მივალ საცლში!_ აიბზუა ტუჩი.
_ გინდა რომას დავურეკო? აქ გერმანია არ გეგონოს! საქართველოა!_ თვალები დაუბრუალა საბამ.
_ ხოდა იმიტომაც მძულს ეს თქვენი შეზღუდული ქვეყანა!_ დაიყვირა გაბრაზებულმა გოგომ. მანქანაში ჩაეხეთქა და კარი მოიჯახუნა. საბამ კმაყოფილმა ჩაიცინა.
_ ჯერ ისევ ბავშვი ხარ მარიკო, გაიზრდები და შეგიყვარდება!_ უთხრა დამრიგებლური ტონით.
მოულოდნელად გოგონა მისკენ გადაიხარა და მისი კოცნა სცადა.
საბამ სწრაფად აიცილა, სახე შეაბრუნა და შეუყვირა.
_ რა ჯანდაბას აკეთებ ბავშვო?
_ ბავშვო?_ გული ატკინა მისმა სიტყვებმა მარიკოს. პირველად მოხდა, რომ კოცნაზე უარი უთხრეს.
უფრო მეტიც, ბავშვი უწოდეს. დაამცირეს! თან ვინ, საბამ?! განა ვერ ამჩნევდა მის ანთებულ თვალებს? აბა რატომ ჰკრა ხელი? ამ ფიქრებში იყო გართული მარიკო . გულხელდაკრეფილი იჯდა გოგონა. მხოლოდ ხანდახან თუ გააპარებდა თვალს საბასკენ. რომელიც ყურადღებასაც კი არ აქცევდა.
_მასე არა?!_ გაიფიქრა მარიკომ. _ შენ გასწავლი ჭკუას!
უსიტყვოდ დაემუქრა. სახლთან მისული ლამის ჯერ არგაჩერებული მანქანიდან ჩამოხტა და კარიც კი არ მიუხურავს ისე გაიქცა სახლისკენ. მაშინვე თავის მოცუცქნულ ოთახში შევარდა. ჩანთა
" პრუჟუნიან" საწოლზე მიაგდო და თავადაც შიგ ჩაეხეთქა. ერთი კარგი თვისება ჰქონდა ამ საწოლს. სხეულს აყოლილი არწევდა და ამშვიდებდა პატრონს. თითქოს ფიქრებში ეხმარებოდა. თუ ბრაზობდა რწევაც პატრონის ხასიათის მიხედვით იცვლებოდა.

საბამ ნერვიულად დახურა მანქანის კარი და მარიკოს ფანჯრებს ახედა.
_ რამ გადარია ნეტა?_ ჩაიბურდღუნა და მანქანა დაქოქა._ ნეტავ მალე გაიზრდებოდეს!
ინატრა გულმოსულმა. რაღა ეს სულელი ბავშვი შეუყვარდა? "სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა?" გაიფიქრა და ამოისუნთქა.

_ რომა, როდემდე ვიცადოთ? რას ვუცდოთ? არ ეყოთ 22 წელი ტყუილში რომ გვაცხოვრეს? არ ეყოთ ჩვენი შვილი რომ მიითვისეს? ახლა რაღას ვუცდოთ?_ ბრაზობდა თამო და ოთახში მოუსვენრად დადიოდა
_ დედა, მხოლოდ თათულის გულისთვის! სულ ცოტაც მოითმინე, მენდე ! ყველაფერი კარგად იქნება!_ მივიდა რომა და განერვიულებული დედის აცახცახებულ ბეჭებს მკლავები მოხვია.
_ კარგი გოგოა ხომ, დედი?_ მეათასედ ეკითხებოდა შვილს თამო.
_ გაოცდები, იმდენად კარგია!_ უპასუხა რომამ და დასთან ერთად, რატომღაც სოფიც წარმოუდგა თვალწინ. ახლა სწორედ სოფის ზარს ელოდებოდა. იცოდა დიდხანს ლოდინი არ მოუწევდა. სწორედ სოფი უნდა დახმარებოდა ამ აბურდული ამბის უმტკივნეულოდ დალაგებაში.
მართლაც თითქოს ფიქრებს მიუხვდაო, მესიჯი მოუვიდა.
" უნდა შევხვდეთ, ზეზვა!" ენამწარობას მაინც არ იშლიდა. გაეღიმა კაცს.
" აუცილებლად, ალქაჯო!"
თამომ ცერად ახედა მომღიმარ ვაჟს. გულმა უგრძნო, რაღაც სხვა ამბავიც ხდებოდა, თათულის ამბის მიღმა.




9

_ შეგიძლია ნორმალურად ამიხსნა, საიდან იცი, რომ თათია შენი დაა?_ შეხვედრისთანავე ეს ჰკითხა სოფიმ რომას.
_ წამო სადმე დავსხდეთ, და მშვიდად ვისაუბროთ!_ მანქანისკენ წავიდა რომა.
_ ოღონდ ერთი პირობით!_ შეაჩერა გოგონას სიტყვებმა. ინტერესით მოხედა უკან.
_ არანაირ უაზრო ხუმრობებს არ ვართ!_ საჩვენებელი თითი მაღლა აღმაღთა ხუჭუჭამ და თვალები მოჭუტა.
_ კი ბატონო!_ მორჩილად გაშალა ხელები კაცმა.
მყუდრო კაფეში დასხდნენ.
რომამ ყავა და ტკბილეული შეუკვეთა. აშკარად დაინახა, ნამცხვრების დანახვაზე, როგორ გაუბრწყინდა თვალები სოფის. თითქოს ყოველ დღე კი არ ანებივრებდა ტკბილეულით საკუთარ თავს.
_ არის რამე, რაც არ გიყვარს?_ ჰკითხა ინტერესით. სოფის პირთან მიტანილი ჩანგალი გაუშეშდა. ბრაზით გამოხედა.
_ რას დამპირდი?!_ ჰკითხა გაბრაზებულმა.
_ არა მართლა მაინტერესებს, რა არ გიყვარს, რას არ შეჭამდი არასდროს?_ მხრები აიჩეჩა რომამ.
_ არასდროს? ავოკადოს! _ დაუფიქრებლად უპასუხა სოფიმ და მისი წარმოდგენისას ზიზღით გააკანკალა.
_ ავოკადოს!_ ჩაეცინა რომას და თავი დაუქნია. გულში კი გაიფიქრა, რა მსუნაგი ვინმეაო!
_ ავოკადოს რას ერჩი?_ ახლა ამან დააინტერსა.
_ საძაგელი გემო აქვს!_ დადო მარტივი დასკვნა სოფიმ. თან პირს არ აჩერებდა, წამში გადასანსლა ნამცხვრის მოზრდილი ნაჭერი.
_ ამდენს რომ ჭამ, წონას როგორ აკონტროლებ?_ უცნაური კითხვების კასკადი ჰქონდა რომას.
_ ვერ ხარ შენ ხომ? ამისთვის დამიძახე? ჩემი წონა რა შენი პრობლემაა?_ ისევ მოუარა სოფის თავისებურმა.
_ კარგი! მოდი ცოტახნით შევეშვათ შენზე საუბარს, და თათიაზე გეტყვი. რუსიკო ქამუშიას კვალს გამოვყევით და კვალმა სოფიმდე მოგვიყვანა._ აუხსნა მოკლედ.
_ მე რატომ მითხარი ეს ყველაფერი? იცი ახლა როგორ ვარ? თათის თვალებში ვეღარ ვუყურებ!_ ამოიოხრა სოფიმ.
_ იცი, რა კარგი მშობლები ჰყავს?_ უცებ მიხვდა რაღაც ვერ თქვა სწორად, წამში გაჩუმდა და რომას გახედა. კაცი ინტერესით უყურებდა და აშკარად არ სწყენია მისი სიტყვები.
_ მერე?_ ჰკითხა საუბრის გასაგრძელებლად.
_ ნუნუ და ბაჩო საჯაიები ყველაზე თბილი და კეთილი ხალხია ამ ქვეყნად, მშრომელი, ფუსფუსა, აი თათია ასეთი კარგი რომაა, მათი დამსახურებაა, იცი?_ სოფის რატომღაც სურდა, სოფის მშობლებისთვის კარგი თვალით შეეხედა რომას და მათ მიმართ კეთილად ყოფილიყო განწყობილი.
_ და იმაზე რას იტყვი, სხვისი შვილი რომ მიითვისეს? ამას როგორ ახსნი?_ ნათქვამის მიუხედავად, ხმა მაინც საოცრად მშვიდი ჰქონდა რომას.
_ იქნებ ყველაფერი სხვაგვარად იყო? იქნებ მათაც არ იცოდნენ სიმართლე? მე ვგულისხმობ, იქნებ ეგონათ მიტოვებულ გოგონას შვილობდნენ და მადლს აკეთებდნენ ამით? რა იცი?_ გაკაპასდა სოფი.
რომა მის სიტყვებზე აირია. ხელით თმა უკან გადაივარცხნა. მერე ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ. სოფის მაჯას წაეტანა და მისი თითები ხელისგულში მოიქცია.
_ შენ უნდა დამეხმარო! _ უთხრა მტკიცე ხმით.
_ მეე, რაში?_ დაიბნა სოფი და ხელის უკან გამორთმევა სცდა, მაგრამ კაცს მაგრად გამოემწყვდია მისი თითები ხელში.
_ სოფელში უნდა წაგვიყვანოთ, რომ მისი აღმზრდელები ახლოდან გავიცნო! დავრწმუნდე, რომ მართალი ხარ!_ისევ ტუჩებთან მიიტანა მისი თითები. სოფი უცნაურად ააღელვა მისმა ტუჩების შეხებამ და ისევ გამოქაჩა ხელი.
_ ეს, რაც შეეეხება ჩემს დას. ახლა კი ჩვენზე!_ ბოლო სიტყვა ისე მკვეთრად თქვა რომამ, რომ გაოცებულმა გოგომ საკუთარი ხელიდან მთელი ყურადღება კაცზე გადაიტანა.
_ ჩვენზე?_ ჰკითხა დაბნეულმა.
_ ხოო, ჩვენზე!_ გაუღიმა რომამ და ამ ღიმილით სულ აურია თავგზა.
_ მინდა უფრო ახლოს გაგიცნო, იქნებ სცადო და ნაკლებ ბრაზიანი იყო ჩემს მიმართ? მინდა, რომ უფრო ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს! მინდა გამიცნო!_ რომას სიმშვიდეც აბნევდა სოფის.
_ შევხვდეთ?_ მის სიტყვებს იმეორებდა არეული.
_ კი, თუ რამე საწინააღმდეგო არ გაქვს!_ თავი დაუქნია რომამ.
_ როგორი ადამიანი ხარ!_ უცებ ისევ გაბრაზდა გოგო._ ჯერ მეუბნები შენი საუკეთესო მეგობრის ძმა ვარო და ახლა უცებ შეხვედრას მთავაზობ? გაბრაზებულმა გამოსტაცა ხელი.
_ მერე რა, თუ თათის ძმა ვარ? ეგ რას უშლის ხელს?_ გაოცდა რომა.
_ რას უშლის? იქნებ თათიამ სულაც უარი თქვას შენზე? იქნებ არც მიგიღოს? მერე რა ვქნა? თქვენს შორის არჩევანის გაკეთება რომ დამჭირდეს , არც კი დავფიქრდები ისე ავირჩევ თათიას!_პირდაპირ მიახალა ,რასაც გულში ფიქრობდა. მისი სიტყვებით და გულწრფელობით კიდევ უფრო მოიხიბლა რომა.
_ გპირდები არჩევანის გაკეთება არ მოგიწევს! და თუ მაინც მოგიწევს ჩემზე უარს ვერაფრით იტყვი!_ სოფი ფეხზე ადგა. ეტყობოდა რომას თავდაჯერება ძალიან აბრაზებდა.
_ მე ...მე..._ საჩვენებელ თითს ხმალივით უღერებდა ცხვირწინ_ მაგ თემაზე შენი ხმა აღარ გავიგო, იცოდე!
ძლივს ამოღერღა სათქმელი.
რომა ღიმილით ადგა, ხელშე ხელი წაავლო, ისე რომ სოფის თითი კვლავ გაბზეკილი დარჩა და
ღიმილით დააჩერდა სახეზე,
_ მომწონს შენი სიჯიუტე და ეს პატარა ჯიუტი თითიც მომწონს!_
უთხრა და თითის წვერზე აკოცა.

სოფი სახლში უხასიათოდ დაბრუნდა. თათიას თავს არიდებდა. არ იცოდა, რა ეთქვა და როგორ. იქნებ ჯობდა სიმართლე მოეყოლა. რომას მაინც და მაინც არ დაუჟინია საიდუმლოდ შემინახე ნათქვამიო. თან არც ცუდი ადამიანი არ ჩანდა. ამოიოხრა. მეორეს მხრივ რა გამოდიოდა? რომ თორღვა მხოლოდ მეგობრის თხოვნით ზრუნავდა მათზე? თითქოს თათიას მოსწონდა კიდეც. არა კი არაფერი უთქვამს, მაგრამ ხომ ფაქტი იყო, რომ მის გვერდით ჩვეული დაძაბულობა ეხსნებოდა, თავს მშვიდად გრძნობდა და ენდობოდა კიდეც.

ცოტა ხანს აცადა თათიამ, შორიდან უყურა. მერე კი მივიდა და საწოლზე ჩამოუჯდა.
_ აბა ამოღერღავ, რა გჭირს?_ ჰკითხა და მხრებზე მოეფერა.
_ არ ვიცი, როგორ მოვიქცე!_ ჩაიბუტბუტა სოფიმ.
_ ანუ?_ სალაპარაკოდ გამოიწვია თათიამ.
_ ანუ, არის რაღაც, რაც უნდა იცოდე, მაგრამ არა ჩემგან! და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. გითხრა თუ არა?_ თვალები აარიდა გოგომ. და გვერდი იცვალა.
_ სოფი!_ ხმა გაუმკაცრდა თათიას._ სად იყავი წეღან?
_ რომა ვნახე!_ სულ აჩურჩულდა სოფი.
_ მერე?!
_ მერე ისეთი რამ მითხრა , რომ საფიქრალი გამიჩინა!
_ რაო მომწონხარო და მიყვარხარო?_ გაეცინა თათიას.
_ ეგეც და...მოიცა საიცან იცი?_ სწრაფად წამოჯდა სოფი.
_ ბრმა კი არ ვარ! რასაც შენ ეგ გითმენს, მარტო შეყვარებული კაცი თუ მოუთმენდა ქალს! ისე ვერ ხარ ნორმალური არა? რას ერჩი, მშვენიერი ბიჭია!_ დაფიქრდა თათია.
_ ანუ,რას ფიქრობ, მართლა კარგი ბიჭია?_ სოფის თავისი გასაჭირი ჰქონდა.
_ კი ძალიან მომეწონა, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, ისეთი სიმშვიდე და სიმყუდროვე მოდის მისგან.
_ თათი, მოდი სოფელში დავპატიჟოთ!_ იმდენად მოულოდნელი იყო სოფის ნათქვამი, ჯერ გაოცდა თათული. მერე თვალები ეჭვით მოჭუტა.
_ რაშია საქმე სოფ? ვერ დავიჯერებს, რომ ამ ორ საათში მზე და მთვარე მასზე ამოგივიდა? ცოტახნის წინ ხმას არ სცემდი ჩხუბის გარეშე!_ სოფი დაფიქრდა. მერე გამოსავალიც უცბად იპოვნა.
_ თორღვაც, ვიგულისხმე განა მარტო რომა!_ ააფახულა მიმიტად წამწამები.
_ გაგიჟდი ქალო?_ შეიცხადა თათიმ_ ბაჩოს რა ვუთხრა, ვინაამეთქი?
_ ხოდა მაგაშია ზუსტად საქმე, ვინაა? _ იქით შეუტია სოფიმ. ხომ გაგიგიათ საუკეთესო თავდაცვა_ თავდასხმააო! _ სულ ერთად ხართ, წამით არ გშორდება! ვინაა ხო? აბა, მითხარი ვინაა!!!
_ სოფ, შეწყვიტე!_ წამოხტა ფეხზე თათია.თუ ვინ იყო თაორღვა მისთვის, ჯერ თავადაც ვერ გადაეწყვიტა, და ახლა პასუხს დაქალიც სთხოვდა.
_ რატომ ? რატომ ვერ აღიარებ , რომ მოგწონს?! თორღვა ხომ იმ უვარგისს არ ჰგავს, არა? კიდევ დიდხანს აპირებ საკუთარი თავისგან დამალვას?_ მართალი იყო სოფი. ცხოვრება გრძელდებოდა. ალბათ თავად იმ მოძალადე მათხოვარსაც კი ჰქონდა უკვე საკუთარი პირადი ცხოვრება აწყობილი და რატომ არ უნდა ევლო თათულის მომავლისკენ?
_ იცი, შენ ალბათ მართალიც ხარ!_ ამოიოხრა გოგონამ.
_ დიახაც, მართალი ვარ!_ გაიჯგიმა სოფი.
_ კარგი, იყოს , როგორც შენ იტყვი! დავპატიჟებ ბიჭებს ჩემებთან!_ უცებ დასთანხმდა თათია.
ახლა , როცა საწადელს მიაღწია დაიბნა სოფი . რა მოხდებოდა, როცა თათია სიმართლეს გაიგებდა? არა , ასე არაფერი გამოვიდოდა!
_ თათ! არის კიდევ ერთი რამ , რაც აუცილებლად უნდა იცოდე და შემდეგ გადაწყვიტო, რას იზამ!_ თათიას ასეთი სერიოზული ჯერ არ ენახა სოფი. ნელა მობრუნდა და ჩამოჯდა, მიხვდა , რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის თქმას აპირებდა მისი მეგობარი.
_ სოფ, რომა... ისა... იცი.._ ვერაფრით დაალაგა სათქმელი სოფიამ.
_ დამშვიდდი და მითხარი, რისი თქმაც გინდა!_ გაამხნევა თათიამ.
_ ჩვენ მართლები ვიყავით, შენს დაბადებასთან დაკავშირებით! _ ხელები ხელებზე მოუჭირა.
_ შენ მართლა ნაშვილები ხარ!_ იგრძნო, როგორ გაეყინა თითები თათიას.
_ და რომა რა შუაშია!_ ძლივს ამოილაპარაკა საწყალმა გოგომ.
_ რომა შენი ღვიძლი ძმაა, თათული!_ ამოთქვა და ამოისუნთქა სოფიმ._ ეს უნდა მეთქვა!
_რა? ძმა?_ დაფიქრდა და სცადა მშვიდად გადაეხარშა ნათქვამი._ ანუ ძმა?
უცებ გაეღიმა. თვალები სითბოთი აევსო.
_ ნამდვილი ძმა? სისხლი და ხორცი? _ უცნაურად აუვარდისფრდა ლოყები.
_ მე მარტო არ ვარ? ძმა მყავს? მოიცა ანუ დედ_ მამაც? რომას მშობლები ანუ ჩემი...?_ სოფიმ თავი დაუქნია.
_ და დაც, შენზე პატარა და!_ დაამატა მან და თათიას ეგონა დედამიწა დატრიალდა მის გარშემო. რა გამოდიოდა? ამხელა ოჯახი ჰყავდა? ცოცხალი დედ_მამა, ამხელა უსიმპატიურესი და უთბილესი ძმა, და პატარა და? დაიკო? ის ნანატრი მეგობარი მთელი ცხოვრება , რომ ნატრობდა? ფეხზე წამოდგა. ისევ დაჯდა.
_ სოფ, ოჯახი? და_ძმა? ისინი მეძებდნენ? არ მივუტოვებივარ, არ გავუყიდივარ? ისინი მეძებდნენ გესმის? მოიცა, ანუ საჯაია კი არა რაზმაძე ვარ? ღმერთო, რა ხდება ჩემს თავს?!_ უცებ თვალები გაუშტერდა._ ანუ ჩემები მატყუებდნენ? მთელი ცხოვრება მატყუებდნენ? საკუთარი ეგოისტური სურვილის გამო ოჯახი მომპარეს? არა! ამას არ გააკეთებდა დედა! დედა? დამეხმარე სოფ!_ ამოიკვნესა და ჩაიკეცა. სოფი გიჟივით ეცა გულწასულ მეგობარს, ხან სახეში შემოარტყა, ხან ყურები დაუზილა, გონზე ძლივს მოიყვანა.
_ გულს ნუ მიხეთქავ გოგო! გაახილე თვალი!_ ეძახდა დამფრთხალი. ძლივს ჩააგდო გონში თათია. როცა დაინახა, მოსულიერდა, კინაღამ თავად გახდა ცუდად.
ისხდნენ გოგონები იატაკზე, ზურგით საწოლს მიყრდნობილები და საკუთარ ფიქრებში გართულნი.
_ იცოდე, არაფერი არ უთხრა რომას! არ მინდა იცოდეს, რომ მე ყველაფერი ვიცი!_ მკაცრად გააფრთხილა სოფი თათიამ. მანაც ხელის მოძრაობით, ვითომ ბოქლომი დაიდო პირზე.
_თორღვამაც იცის?_ სოფიმ თავი დაუქნია.
_ აი რატომ დაგვიახლოვდა, მე კი მეგონა..._ აღარ დაასრულა სათქმელი.
_ მე ახლაც მგონია!_ თვალი ჩაუკრა სოფიმ.
_ სოფ, იცი რა ბედნიერი ვარ?_ თავი მხარზე დააყრდნო მოსკუპულ მეგობარს თათულიმ და წარმოსახვით ოჯახს გაუღიმა.

_ რაოო? ახალ წელს სახლში არ იქნები, ახალ დაიკოს მიჰყვები სოფელში?_ ზიზღით დაიჯღანა მარიკო._ ხოო, აწი რაღათ გჭირდება პრობლემური პატარა და! გაბრაზებულმა ზურგი აქცია ძმას და ოთახისკენ წაბაკუნდა.
_ ხოდა ძალიანაც კარგი! ახლა კი ვერსად გამექცევი საბუნია!_ ისე უცნაურად დაემუქრა ინწკირველს და ისე დაწკურა თვალები, მნახველი აშკარად იფიქრებდა, რომ საბა ადვილად ვერ გადაურჩებოდა ამ პატარა ინტრიგანს.

_ დედი იქნებ ჯერ აქ დაგეპატიჟა? სულ ნუ ეტყვი, ვინ ვართ! ისე უბრალოდ, როგორც მეგობრები გაგვაცანი?_ მუდარით სთხოვდა თამო შვილს.
ვეღარ გაუძლო დედის თხოვნას რომამ. თამოს კი ნამდვილად ჰქონდა უფლება შორიდან მაინც მოსიყვარულებოდა ქალიშვილს.
რამაზსაც ერთო სული ჰქონდა, თათია გაეცნო. ისიც არ ასვენებდა რომას, ვეღარ ითმენდა. მხოლოდ მარიკო იბზუებდა ტუჩს ძველებურად ზიზღით.
_ კარგი, იყოს თქვენი ნება, მაგრამ ნურაფერს ეტყვით ჯერ!_ გააფრთხილა მშობლები რომამ.
იმ საღამოს გოგოები უნდა ენახა. გაემზადა და სახლიდან მალევე გავიდა.

_ შენთან გვეპატიჟები?_ შეკრთა სოფი._ რა გვინდა შენთან?
_ დედაჩემს ჩემი შეყვარებულის გაცნობას დავპირდი, და მარტო რომ არ წამოხვიდე, თათიასაც ვეპატიჟები!_ გამოსავალი ეპოვნა რომას, თანაც არც ტყუილი იყო.
_ ვინაა შენი შეყვარებული? საიდან მოიტანე ახლა ეგ?_ გაბრაზდა სოფი, მაგრამ თავადაც ერთი სული ჰქონდა თათიას ნამდვილი მშობლები ახლოდან ენახა.
_ აბა, წამოხვალთ?_ კიდევ ჰკითხა გოგოებს რომამ. რომელმაც არ იცოდა , რომ თათიასთვის ყველაფერი მოეყოლა უკვე პატარა ალქაჯს.
_ წამოვალთ! _ სოფის ნაცვლად უპასუხა თათიამ_ იმედია მისი მშობლების თვალწინ არ მოაწყობთ მორიგ ქოჩრაობას! თან თვალები დაუბრიალა სოფის.
_ თორღვას დაველოდოთ და წავიდეთ. უკვე გველოდებიან!_ რომა მანქანისკენ წავიდა. სოფი მაშინვე უკან აედევნა. თათული კი იდგა გაშეშებული და ცდილობდა გულისცემის დამშვიდებას. განა ხუმრობა იყო ოცდაორი წლის წინ დაკარგულ მშობლებთან შეხვედრა?! ანდაც ძმასთან თავის მოჩვენება, როცა მისი ჩახუტება სამყაროს ერჩია. ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა ცივი ჰაერი.
_ ყველაფერი კარგად იქნება!_ გაამხნევა საკუთარი თავი და ერთდროულად თავის წარსულთან და მომავალთან შესახვედრად მტკიცე ნაბიჯებით გაემართა.


10

სანამ კარზე დააკაკუნებდნენ, მანამ უცნაურ სიმშვიდეს გრძნობდა, მაგრამ როგორც კი კარს მიღმა ნაბიჯების ხმა გაისმა მუხლები აუკანკალდა თათულის.
სოფის მიეყრდნო და ხელი მაგრად ჩასჭიდა.
_ დამშვიდდიო!_ მხოლოდ თვალებით ანიშნა მეგობარმა და ხელის ხელზე მოჭერით გაამხნევა. კარი უმალვე გაიღო. მაღალი, ჭაღარაშერეული სიმპატიური მამაკაცი იდგა და ფართო ღიმილით იღიმებოდა. არ ვიცი ძალიან სურდა და ამიტომ, თუ იმიტომ, რომ ასეც იყო, თათიამ მაშინვე დაიჭირა საკუთარი სახის ნაკვთების მსგავსება მასთან და მიხვდა, ეს კაცი მისი მშობელი მამა უნდა ყოფილიყო.

ბაჩო, მისი აღმზრდელი მამა, ძალიან უყვარდა გოგონას. თუ კი ოდესმე მამის იდეალი ჰქონია წარმოდგენილი , ეს სწორედ ბაჩო იყო. ყველაფერში სამაგალითო და მისაბაძი კაცი იყო ბაჩო საჯაია. მშვიდი, წყნარი, გაწონასწორებული, მშრომელი, წრფელი და ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი. აღმერთებდა ერთადერთ, ნაგვიანევ ქალიშვილს. მისკენ ჰქონდა მიმართული ყველა სიკეთე, რაც კი გააჩნდა. სიტყვა , რომ სიტყვაა, ისიც კი არასდროს აუმაღლებია მასთან. შვილის ყველა გააზრებულ წამოწყებას მხარს უჭერდა და აფრთიანებდა. თათიასთვის მამა იყო კაცობის ეტალონი , მისი საზომით ზომავდა ცხოვრებასაც და ადამიანებსაც. ახლა კი იდგა და სრულიად უცხო კაცის მიმართ გრძნობდა იგივე უცნაურ აღფრთოვანებას. არა, არ იცნობდა არმაზს, მაგრამ მხოლოდ რომა კმაროდა იმის ნათელ მაგალითად, რომ ეს კაცი სამაგალითო მშობელი უნდა ყოფილიყო.

_ მიბრძანდით!_ შეიპატიჟა არმაზმა სტუმრები და ოდნავ განზე გადგა. თან თვალი გოგონასკენ გაურბოდა.

_ მიდით გოგოებო!_ ოდნავ უბიძგა გახევებულ სოფის რომამ, მან კი თათულიც თან შეიყოლა სახლში. არმაზი სახლიდან გამოვიდა და კიბეზე დაეშვა გაღიმებული.

მისაღებისკენ გააცილა რომამ გოგოები და წამით გავალო, მოუბოდიშა.
დივანზე ჩამოსხდნენ. თავს უხერხულად გრძნობდნენ. სოფი გამამხნევებლად უღიმოდა მეგობარს.

_დამშვიდდი კარგი? მათ არ იციან, რომ იცი. ასე რომ სანერვიულოც არაფერი გაქვს. უბრალოდ ბუნებრივად მოიქეცი.
თათიმ თავი დაუქნია.
მოულოდნელად, ალბათ სამზარეულოდან, სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა ლამაზი, გამხდარი, ოდნავ გაფითრებულსახიანი ქალი. მათი დანახვისას შეცბა. ინსტიქტურად კაბა შეისწორა. გოგოები ფეხზე წამოდგნენ, დაბნეულობისგან მისალმებაც დაავიწყდათ.

_ დედა გაიცანი, ეს სოფია, ჩემი შეყვარებული!_ მიუახლოვდა რომა მათ. სოფის მხრებზე ხელი მოხვია და პირველად სეორედ ის წარუდგინა დედას, თითქოს რამდენიმე წამი მისცა გონზე მოსასვლელად. სოფი ისეთი დაძაბული იყო, მისი სიტყვებისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია. სხვა დროს ალბათ მეორე ფრონტს გაუმართავდა.

_ ეს კი, ჩვენი თათიაა, ჩვენი მეგობარი!_ სიტყვა ჩვენი ორჯერ და განსხვავებულ კონტექსტში გაიმეორა რომამ.
ქალი გოგონებს მიუახლოვდა და გაუბედავად გაუღიმა.
" რა ლამაზიაო!" გაიფიქრა თათიამ და პირველი ნაბიჯის გადადგმა ისევ თავად გაბედა.

_ სასიამოვნოა! _ გაუწოდა ნერვიულობისგან გაყინული ხელი. ქალმაც აკანკალებული თითები ჩასჭიდა და თვალებში ცრემლი აუკიაფდა.

_ გამარჯობა...შვილო!_ ვითომ სხვათაშორის დააყოლა. კაცმა არ იცის, რად უჯდებოდა თამოს ცრემლების და თავის შეკავება. იგრძნო მუხლებში ძალა ელეოდა. სახე უარესად გაუფითრდა. ისევ თათიამ იმარჯვა. მიხვდა ცუდად ხდებოდა და სკამი გამოუწია.

_ რომა, წყალი!_ გასძახა ძმას. რომა უცებ მოეგო გონს . სამზარეულოდან ჭიქა წყალი სწრაფად გამოიტანა.
თამომ მოსვა და გული გაიმაგრა.

_ მაპატიეთ, ბოლო დროს ცოტა ავად ვიყავი! სულ ეხლახანს გამოვედით საავადმყოფოდან._ მოიბოდიშა თამომ.

_ რა ხდება, _ შეშინებული შემოვიდა გაზიანი სასმელების პარკებით ხელში არმაზი._ თამო მშვიდობაა? იქვე მაგიდაზე დაალაგა ნივთები და ცოლთან მივიდა.

_ არმაზ, არაფერია, დამშვიდდი! _ წამოიწია ქალი. მაგრამ გოგოებმა ნება არ მისცეს.

_ დედა იჯექი, ყველაფერს ჩვენ მოვაგვარებთ!_ მკაცრად თან მზრუნველად უთხრა რომამ და გოგოებს სამზარეულოსკენ გაუძღვა. მაგიდა სწრაფად გაშალეს.
ისხდნენ თამო და არმაზი გვერდიგვერდ და მაგიდასთან მოფუსფუსე შვილს უყურებდნენ. ისე უბრალო და უშუალო იყო მისი ყოველი მოძრაობა, თითქოს მთელი ცხოვრება აკეთებდა ამას მათ გვერდით. ერთდროულად საოცრად ნაცნობი , შინაური და თან სრულიად უცხო იყო თათია. ისხდნენ მშობლები და დაკარგულ 22 წელზე ფიქრობდნენ. წამებზე , რომლებიც დაუნდობლად წაართვეს: შვილის პირველ ღიმილზე, პირველ სიტყვაზე, პირველ ნაბიჯზე. რამდენი რამე გამოტოვეს? ისხდნენ და საკუთარ, მაგრამ თან საერთო ფიქრებში ჩაძირულნი ვერაფერს ამბობდნენ. რა იყო ეს? როგორ მოხდა? წლების წინ გამოიტირეს სამი დღის ქალიშვილი. მისი დაკრძალვითაც კი ვერ მოიოხეს გული. იდარდეს , ივიშვიშეს, მასთან ერთად თავადაც მოკვდნენ და შემდეგ ერთმანეთს ცხოვრების გაგრძელება აიძულეს. ხმამაღლა არ ნათქვამი დანაშაულის გრძნობა გულში ჩაიკლეს. და ბოლოს ბედს შეეგუვნენ. მაგრამ აღმოჩნდა , რომ სულ ტყუილად დანებდნენ. თუ თათიას დაბრუნება სასწაული არ იყო, აბა რაღა იყო სასწაული?!

_ ის მშვენიერია, არმაზ!_ ჩაიჩურჩულა თამომ.

_ ახლაც არ მჯერა! _ ამოიოხრა კაცმა.

_ შევეხო მინდა, მისი სურნელი ჩავისუნთქო! არმაზ მოვეფერო მინდა ჩემს გოგონას! ხომ მაქვს ამის უფლება!_ გული უდუღდა თამოს.
მოულოდნელად კარზე ზარი გაისმა.
რომა კარისკენ წავიდა, სოფო ხელსახოცებს აწყობდა აწყობდა მაგიდაზე. თათულის კი სალათა მოჰქონდა სუფრაზე დასადებად,
ოთახში მარიკო რომ შემოვიდა. შეხედა უფროს დას , საკუთარ ასლს და მსგავსს და გაშრა.
ორი წყვილი ერთნაირი ლურჯი თვლი მიაჩერდა ერთმანეთს. პირველ სიტყვას მასპინძლისგან ელოდა თათული.
მარიკო ჯიუტად დუმდა.

_ მარიამ გაიცანი, სოფო და თათია!_ .მხარზე ხელი დაადო ძმამ, და ოფიციალური სახელით მიმართა გაფრთხილების ნიშნად.

_ ესეიგი ასე, არა?!_ მოიქუფრა გოგონა.
მისმა გამომეტყველებამ გააოცა თათია. რა თქმა უნდა, იცოდა მარიკოსაც ეცოდინებოდა მისი არსებობა, მაგრამ არ ეგონა თუ მტრულად განწყობილი დახვდებოდა.

_ გამარჯობა!_ მიესალმა და მაინც გაუღიმა.
მარიკო ნელა მიუახლოვდა, ხელიდან სალათის თეფში გამოართვა და მაგიდაზე დაუდევრად დადო.

_ უკვე ვდიასახლისობთ?_ ჰკითხა ირონიულად.

_ მარიკო!_ გაფრთხილებად გაისმა არმაზის მკაცრი ხმა.

_ იცით, რაღაც უსიამოვნო აურაა, მე წავალ ხელს არ შეგიშლით ოჯახობანაში!_ კვლავ დაუფარავი ირონიით ჩაილაპარაკა მარიკომ და უკან კარისკენ გაბრუნდა. არავინ გაჰკიდებია.

_ ვერ მივხვდი რა მოხდა?_ ჰკითხა სოფიმ რომას_ ეს ჩვენ გვაქვს უსიამოვნო აურა?
იცოდა არავინ მიუშვებდა, თორემ წამში ასწავლიდა მარიკოს გადავიწყებულ ზრდილობას.

_აპატიე შვილო, ამ ბოლოს სულ გაღიზიანებულა!_ მარიკოს ნაცვლად მოიბოდიშა თამომ.

_ არაუშავს, არაფერია!_ უპასსუხა მშვიდად თათიამ და სოფის მიუჯდა.
მალე თორღვაც შემოუერთდათ. კარგა ხანს საუბრობდნენ. თავადაც უკვირდათ გაუცხოვებას რომ ვერ გრძნობდნენ. რაზმაძეები გულღია და უბრალო ხალხი იყვნენ. სტუმარს თავს შინაურულად აგრძნობინებდნენ. მხოლოდ ეს იყო, თვალს ვერ აშორებდნენ უცხო ქალიშვილს. მის ყველა მოძრაობას, მიმიკას და ნაკვთს იმახსოვრებდნენ და მსგავსებას რომ პოულობდნენ, ბავშვებივით უხაროდათ.
მარიკოზე ფიქრობდა თათია. ვერ ხვდებოდა , რატომ მოიქცა ასე ცივად და უხეშად. იქნებ არ უხაროდა ახალი ადამიანის გამოჩენა საკუთარ ცხოვრებაში? არადა რა ლამაზი გოგონა იყო? საკუთარ თავშიც იპოვნა მასთან მსგავსება. ნეტავ როგორი ცხოვრება ექნებოდათ ერთად რომ გაზრდილიყვნენ? ალბათ ერთ საძინებელს მოიწყობდნენ. უამრავი საიდუმლო ექნებოდათ. ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები იქნებოდნენ. ახსენდებოდა თათულის მარტოობის წლები, როცა დედამიშვილს ნატრობდა. ვინმეს, ვისთანაც სისხლისმიერი ნათესაობა ექნებოდა. ვისთანაც სისხლის ყივილს იგრძნობდა. ვერც კი მიხვდა ისე ამოიოხრა.

_ რაზე ფიქრობ?_ ჩუმად ჰკითხა მის გვერდით მჯდარმა თორღვამ._ აშკარად მოიწყინე!

_ არაფერია,_ გაუღიმა სევდის დასამალად. _ სოფის უნდა რომა და შენ ამ ახალწელს ჩვენთან სოფელში დაგპატიჟოთ! უფრო სწორედ ჩემთან!

_ სოფის? შენ არ გინდა?_ გაეღიმა თორღვას. _ თავად მასპინძელი, რას ფიქრობ?
თათიამ უცნაურად შეხედა, დაფიქრებით. თითქოს მის თვალებში, რაღაც დაფარულ პასუხს ეძებდა.

_ არმაზ, ამჩნევ თორღვა ჩვენს გოგოს როგორ უყურებს?_ თამო მაშინვე მიუხვდა შვილივით გაზრდილს ფიქრებს.

_შენ გგონია, მოსწონს?_ მიუხვდა ცოლს ნათქვამს არმაზიც.

_ კიი , დარწმუნებული ვარ, გულგრილი არ უნდა იყოს!_ თავი დაუქნია თამომ.

_ ოჰო, ყოჩაღ თორღვას, სულ ვფიქრობდი, რომ ჭკვიანი ბიჭია! ისე სარძლო როგორ მოგწონს? _ ახლა სოფის გახედა არმაზმა. მისი გული უკვე მოეგო ამ პატარა, ხუჭუჭა მხიარულ გოგონას.

_ ჰოო, ესენი სულ სხვა საქმეა, ამჩნევ რომა როგორ უყურებს? ასეთი რომა ოდესმე გინახავს? მგონი შენი ვაჟი მახეში გაება!_ გაეცინა თამოს._ ასე მგონია, მხოლოდ ახლა გამთლიანდა ჩვენი ოჯახი!
მხოლოდ გაცილებისას გაბედა თამომ გოგონებთან ჩახუტება. ვითომდა დამშვიდობების ნიშნად ,მაგრამ როცა სასწაულებრივად დაბრუნებული შვილი ჩაიხუტა მკერდში, გულში დამშვიდობების ნაცვლად შვებით გაიფიქრა:
" გამარჯობა შვილო!" მისი სურნელი შეისუნთქა და სამუდამოდ დაიმახსოვრა, როგორც დედებს სჩვევიათ. ახლა სიცოცხლის ბოლომდე, შვილს მხოლოდ სურნელითაც კი ამოიცნობდა გატანჯული დედა.

გიგოებს ბიჭებიც თან გაჰყვნენ. ცოლ_ ქმარი მარტო იჯდა, ჯერ ისევ გაშლილ მაგიდასთან და ერთმანეთს უხმოდ შესცქეროდა.
უცნაური იყო, რომ სიხარულთან ერთად სევდასაც გრძნობდნენ, თუმცა თამო პირველი გამოერკვა ფიქრებიდან.

_ არმაზ, ხვდები ახლა რა მოხდა?_ ჰკითხა და ისეთი ფართე და ლამაზი ღიმილით გაიღიმა, როგორც მაშინ , როცა თათული დაიბადა. კაცმა დაფიქრებით შეხედა.

_ჩვენი შვილი ახლიდან დაიბადა ჩვენთვის, არმაზ!
წლობით ნატარები სევდა, რამაც ჯანმრთელობაც კი შეურყია საბრალო ქალს გულიდან სამუდამოდ განდევნა იმ საღამოს თამომ. რაღა ესაქმებოდა ტკივილს და დარდებს მასთან, როცა სამი ერთმანეთზე ლამაზი და მშვენიერი შვილი ჰყავდა გვერდით. პატარა პრობლემები ? რა თქმა უნდა, ცხოვრების ერთ_ერთი სილამაზე ხომ სწორედ პრობლემებთან ღირსეულად გამკლავებაა, არა? ამასაც მოუვლიდნენ და დღეის შემდეგ ყველაფერი აუცილებლად კარგად ექნებოდათ!

_ რა ხდება მარიკო? შენს თავს არ ჰგავხარ?_ ჰკითხა საბამ დაბღვერილ და უხასიათო გოგოს.
_ იცი, დღეს ვინ ბრძანდებოდა ჩვენთან?_ დააკვესა თვალები ავად მარიკომ.

_ თავად მისი უდიდებულესობა თათია! _საბამ ბიჭებისგან კარგად იცოდა ყველაფერი. ამიტომ თათიას უხასიათობა აღარ გაჰკვირვებია.

_ მარიკო , ხვდები, რომ მართლა ბავშვივით ეგოისტობ და ჭირვეულობ? ვერ ვხვდები, რატომ არ გიხარია, ან კარგი თუ არ გიხარია ეგ კიდევ არაფერი, რატომ ბრაზობ?_ მთელი ტანით მიუბრუნდა საბა კოპებშეკრულ გოგოს.

_ რა არის აქ გაუგებარი? სწორედ მისი ბრალია გერმანიიდან რომ წამოვედით და ლუკასს რომ დავდორდი!_ გაოცებულმა აიჩეჩა მხრები მარიკომ. უკვირდა საბას მიუხვედრელობა.
საბამ უყურა უყურა და გულიანად გაეცინა.

_ ანუ გამოდის თათულის მადლობა უნდა ვუთხრა, არა? ეგ თუ დაგაბრუნებდათ საქართველოში, ვწუხვარ, რომ აქამდე არ გამოჩნდა!_ ნათქვამს მიუხვდა მარიკო. ძალიან კი სცადა ,მაგრამ მაინც გაეპარა ღიმილი ტუჩის კუთხეში.
ამ ბოლოს, რაც უფრო ბევრს ფიქრობდა საბაზე, მით უფრო ავიწყდებოდა ლუკასი. მართლაც მათი შედარებაც კი არ შეიძლებოდა. სად ის სულელი ჩამოუყალიბებელი ბავშვი და სად ეს გააზრებული , მიხვედრილი და მზრუნველი ბიჭი? სულელი უნდა ყოფილიყო მარიკო, საბას მომხიბვლელობა რომ ვერ შეემჩნია. მხოლოდ ის უკვირდა, საბა სულ რომ იცავდა დისტანციას მათ შორის. თუ მარიკო ერთი ნაბიჯით უახლოვდებოდა, ისიც ერთი ნაბიჯით იხევდა უკან, მაგრამ გოგოს ერთი დაძახებაც კმაროდა, რომ მასთან გაჩენილიყო. მის თვალებშიც აშკარად ხედავდა სიყვარულის და აღფრთოვანების ნაპერწკლებს. მაგრამ არ ავიწყდებოდა, როცა მისი კოცნა სცადა " ბავშვოო!" რომ უთხრა ბიჭმა. რამდენჯერაც ეს ახსნდებოდა იმდენჯერ ცოფდებოდა და მზად იყო იქვე მიეგუდა ეს აუტანელი საბა.

_ ახალ წელს რას აპირებ?_ ჰკითხა ვითომ სხვათაშორის._ მგონი იცი რომ ბიჭები იმ აუტანელ გოგოებს მიჰყვებიან!
ელოდებოდა, რომ საბა სადმე დაპატიჟებდა. მაგრამ მწარედ შეცდა.

_ რა ვიცი, მეგობრებთან ერთად შევხვდები სადმე!_ უპასუხა მშვიდად ბიჭმა.

_ შენ რას აპირებ?_ გამოხედა ცალი თვალით.

_ რას ვაპირებ? _ დაფიქრდა მარიკო, აქ არც მეგობრები ჰყავდა, არც არავინ! რა უნდა ექნა? ან მშობლებთან უნდა ეყურყუტა, ან .... და სწორედ ეს "ან" აირჩია მავნე გოგონამ. თუ მასთან ყოფნა არავის სურდა, არც თავად სჭირდებოდა ვინმე!

სახლში შესვლისთანავე ეცა სოფი დაქალს.

_ აბა, რა გრძნობა იყო? რა იგრძენი? როგორ მოგეწონა?_ დააყარა კითხვები.

_ სულ მუხლები მიკანკალებდა, იცი? როგორი თბილები და საყვარლები არიან არა?_ ჰკითხა ღიმილით თათიამ.

_ კიი, თამო ძალიან მომეწონა, მაგრამ ის პატარა კაპასი, რა აუტანელივინმე ყოფილა!_ მარიკო იგულისხმა სოფიმ._ უჰ, რა სიამოვნებით გავაცლიდი თმებს! ინატრა და ამის წარმოდგენისას თვალები სიამოვნებით განაბა.

_ ნამდვილი დედალი რემბო ხარ რა! რა სულ ცემა_ ტყეპაზე ფიქრობ ჰა? ისე ნუ გავიწყდება, რომ შენი სამულეა?_ გაეცინა თათულის.

_ სამულე არა ჯანდაბა ორივე და_ძმას! _ გაეცინა სოფის. _ ისე მასე თუ იფიქრებ შენც ჩემი სამულე ყოფილხარ!

_ ამაზე კი არ მიფიქრია!_ თვალები დააფახულა თათიმ.

_ რა არის ეს ცხოვრება არა? ნამდვილი ბრაზილიური სერიალია! თუმცა მე შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს! მე კარგი მულუკა ვიქნები! _უთხრა და აკისკისდა.

_ შენ რა ფიქრობ, რომ რომას მართლა მოვწონვარ?_ სარკესთან მივიდა და შიგ ჩაიხედა სოფიმ. უცებ სარკეში საკუთარ ანარეკლს რომა ამოუყენა გვერდით და ასე შორიდან დანახული მათი წყვილი სადღაც გულის სიღრმეში მოეწონა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი ნერვებს უშლიდა, გულსაც საკმაოდ უფორიაქებდა. უცებ გაოცდა. რადგან დაინახა, რომ რომაზე ფიქრისას მისი ანარეკლი სულელივით იღიმოდა სარკეში.



11

_ აქიდანვე ერთად წავიდეთ, რაღატომ უნდა იწვალოთ?_ თათია მიხვდა რომ რომა მართალი იყო. ერთად წასვლა მართლაც ბევრად კომფორტული იქნებოდა. თანაც გზაშიც აღარ მოიწყენდნენ. სამეგრელომდე დიდი გზა იყო, ამიტომ რაც უფრო მეტნი იქნებოდნენ, მით უფრო სწრაფად გაილეოდა მომაბეზრებელი მანძილი.
ვინც სამეგრელოში არ ყოფილხართ, პირდაპირ გეტყვით ბევრი, რამ დაგიკარგავთ. საოცრებაა ეს მარგალიტი, როგორც საქართველოს ნებისმიერი სხვა კუთხე, მძივებივით რომ ასხმულან ერთმანეთის გვერდიგვერდ . ყველა ასეთი პატარა და ასეთი თავისთავადი. ასეთი განსხვავებული და ასეთი მშვენიერი. მართლა არ ვიცი, ვინ მოქარგა ეს მიწიური სამოთხე, თუ არა ღმერთმა.

მანქანის ფანჯრიდან გასცქეროდა თათია მშობლიურ მხარეს. ტკბებოდა და ნებივრობდა უმშვენიერესი ხედებით. უცებ ისევ მოიწყინა. განა მართლა მშობლიური იყო ეს მხარე? ვაი, რომ არ იყო. ხანდახან უელავდა ფიქრებში ის აზრი, რომ მთელი ცხოვრება ტყუილში უცხოვრია. ამ დროს ბრაზობდა მშობლებზე. მაგრამ თან ფიქრობდა , რომ საქმე მთლად ისეც არ უნდა ყოფილიყო, როგორც თავად წარმოედგინა.
არ სჯეროდა, რომ ბაჩო და ნუნუ ის ადამიანები იყვნენ , რომლებიც მას ხორცის სამკილოიანი ნაჭრის მსგავსად იყიდიდნენ და დაისაკუთრებდნენ. არაფრით არ დაიჯერებდა ამ სისულელეს. სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი მშობლებთან გულახდილი საუბარი.
ბებია და ბაბუა არ მოსწრებიან თათიას.
ისინი უკვე ათი წლის გარდაცვლილები მაინც იყვნენ, როცა ის დაიბადა. მაგრამ კარგად ახსოვდა, დეიდის ცივი და ყინულიანი თვალები. სიტყვაც კი არასდროს დაუძრავს მასთან, მაგრამ გულით არასდროს მიუღია დისშვილი რუსუდანს.
თათიას მართლაც არასდროს უგრძვნია , რომ დეიდას დედის სურნელი ჰქონდა.

რაც უფრო უახლოვდებოდნენ თათულის სოფელს, მით უფრო იძაბებოდა რომა. სოფი ატყობდა მისი ხასიათის ცვლილებას და სულ უფრო გულღიად ლაპარაკობდა ათას სისულელეზე მისი ყურადღების გადასატანად. მართალია, არც თავად იცნობდა საჯაიებს ბავშვობიდან, მაგრამ ის დრო, რაც მათ სიახლოვეს გაატარა, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, ეს ორი ფუმფულა ადამიანი გულში სამუდამოდ ჩავარდნოდა. ისე უყვარდა როგორც საკუთარი მშობლები. და ეს გრძნობა ორმხრივი იყო.

თორღვამ სახლის ჭიშკართან შეაჩერა მანქანა. გოგოები პირველები გადახტნენ მანქანიდან. სანამ რომა გადასვლას მოასწრებდა, თორღვამ მკლავში წაავლო ხელი და თვალებში შეხედა.

_ დამშვიდდი გესმის! დამშვიდდი და თავი აკონტროლე! ჯერ მოუსმინე ამ ხალხს, მერე განსაჯე! გასაგებია?!_ ერთდროულად მკაცრიც იყო და თანაგრძნობით სავსეც.

_ ვიცი ძმაო, ვიცი! მასეც იქნება!_ ხელზე ხელი დაადო რომამ მეგობარს.
მანქანიდან ღიმილით გადავიდა თორღვა და თათიას მობლებისკენ წრლშიგამართული გაემართა. რომაც უკან მიჰყვებოდა მიუხედავად იმისა , რომ ცდილობდა, სახიდან ღრუბელი ვერ გადაიყარა. სოფი დადარაჯებულივით აკვირდებოდა მის ყოველ ემოციას. მისკენ გამოიქცა, ხელკავი გამოსდო და მაგრად დაებღაუჭა. მისმა შეხებამ და დაუფარავმა მინიშნებამ გააღიმა რომა. თუ გინდა მთელი დღე ასე კოპებშეკრული ივლიდა, ოღონდა ეს პატარა ალქაჯი ასე ახლოს ყოფილიყო მასთან.
ზოგი ჭირი მარგებელიაო ხომ გაგიგიათ? რომამ ხელი ფრთხილად გააშვებინა სოფის და შემდეგ მხრებზე მოხვია.

_ ახლოს იყავი ჩემთან, _ უთხრა გაჯიუტებულ გოგოს,_ შენი სიახლოვე მამშვიდებს!

მშობლების ჩახუტებით რომ იჯერა თათიამ გული, შემდეგ ბიჭები წარუდგინა მათ.

_ დე, მაა, გაიცანით თორღვა და რომა!ჩვენი მეგობრები!_ რომას ჩაავლო ხელი თათიამ და მამამისთან მიიყვანა. ოდნავ კი დაიბნა ბაჩო საჯაია, მაგრამ საკუთარ ქალიშვილში ბოლომდე დარწმუნებულმა ხელი ალალად გაუწოდა დაბღვერილ კაცს. თუ თათია თვლიდა მათ მშობლებთან სტუმრობის ღირსად , ბაჩოც პატივით მიიღებდა სტუმრებს.
წამით იყოყმანა რომამ, მაგრამ ხელი მაინც ჩამოართვა დის მამობილს. სოფი მართალი იყო, ალბათ სწორედ მშობლების დამსახურება იქნებოდა, რომ თათია ამდნად დადებითი ადამიანი იყო.
რომასგან განსხვავებით თორღვა ბევრად გულღია და წრფელი იყო. ბაჩომ სტუმრები სახლში შეიპატიჟა.

_ მიხარია, რომ ამ ახალწელს ყველა ერთად შევხვდებით, ჩვენ გვიყვარს სტუმარი, ღმერთმა ნუ მოგვიშალოს თქვენი თავი!_ მათი სტუმრობა დალოცა კაცმა. რადგამ გოგოებს ისედაც ელოდნენ, ისე იყვნენ გამზადებულები თითქოს ოცკაციანი სუფრა უნდა გაეშალათ. ინტერესით აკვირდებოდა რომა თათიასა და მისი აღმზრდელების ურთიერთობას. თითოეულ სიტყვაში, გამოხედვაში და გაღიმებაში დაინახა ის სიფაქიზე, და სიყვარული, რაც მათ ურთიერთპატივისცემას მოწმობდა.

_ ძნელია შვილო, შენს მკერდქვეშ გაზრდილი პრინცესას ქალაქში გაშვება! მაგრამ აუცილებელიცაა, ჩვენ ჩვენს გოგონას თვალდახუჭული ვენდობით, მაგრამ ქალაქს არ ვენდობით! თათიას ჰგონია არ ვიცით, იმ უვარგისი გიორგი რეხვიაშვილის ამბავი!_ აქ კი ყური ცქვიტეს ბიჭებმა, ისედაც რა ხანი იყო ეძებდნენ, მაგრამ ვერ პოულობდნენ. თათიას კი ვერაფერს ეკითხებოდნენ. იქნებ ახლა მაინც გაეგოთ, თუ ვის გამო ჰქონდა გოგონას ეს უცნაური შიშები და გაუბედაობა _ ხანდახან ვფიქრობ ვაითუ ისევ გამოჩნდეს! კი დამუქრებია, ჩემს გოგოს, ამას არ შეგარჩენო!
სევდიანად ყვებოდა ნუნუ.

_ რაო? არ შეგარჩენო?_ ავად ჩაეცინა თორღვას და ცალი თვალით რომას გახედა.

_ ერთი სული მაქვს გამოჩნდეს!_ ჩაეცინა ახლა რომას. სახელი უკვე იცოდა და მისი პოვნა არ გაუძნელდებოდა.

_ დედა!_ გააწყვეტინა თათიამ დედას. _ არ არის საჭირო მაგ არამზადის გახსენება!
თათიას არ შეუმჩნევია, მაგრამ ბაჩოს არ გამოჰპარვია ბიჭების რეაქცია გიორგის ხსენებისას. სწორედ მაშინ იეჭვა, რომ ეს ბიჭები უბრალოდ მეგობრები არ უნდა ყოფილიყვნენ. რადგან ჩავლილ ამბავზეც კი ასე მძაფრად რეაგირებდნენ.

_ ვინ ხართ, რა ხალხი ხართო?!_უკეთ გაცნობის მიზნით ჰკითხა ბიჭებს _ შენ თითქოს მეცნობი შვილო, მაგრამ ვერ ვიხსენებ საიდან!
დაფიქრებით გახედა თორღვას. მართლაც დანახვის წამიდან ეცნობოდა.

_ ოოო, თორღვა არაბული ჩვენი სასახელო სპორტსმენია!_ გაეღიმა სოფის.
იცოდა ბაჩო როგორ პატივს სცემდა სპორტით გატაცებულ ახალგაზრდებს. ჯანსაღ ცხოვრების წესს და ვაჟკაცურ ხასიათს.

_ თორღვა არაბული? ჩვენი სასახელო მოკრივე!_ ახლა კი გაუნათდა გონება ბაჩოს. სახე ღიმილმა გაუნათა. _ მეც არა ვთქვი, საიდან მეცნობოდი! შვილო, მთელი ქვეყანა ვამაყობთ შენით!
თორღვას გაუკვირდა და გაუხარდა მისით ასეთი აღფრთოვანება. უბრალო საქმე ხომ არ იყო, მომავალი სასიმამროს გულის მოგება.
როცა მაგიდა აალაგეს და ბუხარს შემოუსხდნენ ტკბილეულით და ცხელი ყავით ხელში, ბაჩომ მორიდებით გახედა ბიჭებს და სთხოვა.

_ თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს! თუ არ დამზარდებით, ძალიან დამავალებთ!_ ბიჭებმა ინტერესით გამოხედეს._ სოფელის ძველ კლუბში სპორტის დარბაზი გვაქვს, სოფლის თხუთმეტიოდე ბავშვი ვარჯიშობს. იქნებ მათთან შესახვედრად წამომყოლოდით, გაამხნევებდით, გულებს გაუხარებდით, სტიმულს მისცემდით...

_ მაგას რა თხოვნა უნდა ბატონო ბაჩო?_ გაეღიმა თორღვას_ დიდი სიამოვნებით! პირიქით მადლობა თქვენ, რომ ამის საშუალებას მაძლევთ!
რადგან მთელი დღის დაღლილები , ნამგზავრები და დაქანცულები იყვნენ, დასაძინებლად მალევე დაიშალნენ. რომა და თორღვა ერთ ოთახში მოათავსეს მასპინძლებმა.
იწვნენ გვერდი გვერდ ძველი წესით გახამებულ თეთრეულში და ფანჯრიდან შემომავალი მთვარის ნათელს უსწორებდნენ მზერას.

_ აბა, რას იტყვი? _ იკითხა წყნარად თორღვამ.

_ რა უნდა ვთქვა ძმაო! ოქრო ხალხია, უბრალო და გულიანი, მაგრამ არ მესმის, ეს როგორ იკადრეს, რომ თამოს გულის ნაწილი ასე ეგოისტურად ააგლიჯეს! აღარ ვიცი, რა ვქნა ძმაო! თავში ყველაფერი ამერია!_ ამოიოხრა რომამ. არ იცოდა ისე როგორ მოეგვარებინა თავს დატეხილი ამბავი, რომ არავის არაფერი სტკენოდა. მთავარი მაინც თათია იყო. რომამ კარგად დაინახა თუ როგორ აფასებდა და ენდობოდა აღმზრდელ მშობლებს. მისთვის ბაჩო იყო მამა და ნუნუ დედა. და ამ მწარე სიმართლეს ვერაფრით შეცვლიდა რომა.
კედლისკენ გადაბრუნდა და საბანი წამოიფარა.

_ ნუ ნერვიულობ რომა!_ პატარა ბავშვივით დაამშვიდა თორღვამ მეგობარი და ტელეფონი მოიმარჯვა. თათიასთვის მესიჯის მიწერა და ძილი ნებისა სურდა ესურვებინა.

_ დაიძინე ახლა! გვერდზე ოთახშია, არსად გაიქცევა ხვალამდე! მისი ძმის მაინც მოგერიდოს, თორემ შენი ჩემპიონობა ვერ გიშველის ისე გაგილამაზებს გვერდებს! _ ჩაეცინა რომას. თორღვამ საბანში დამალა ტელეფონი და მესიჯი ისე გაგზავნა, თავი სკოლის მოსწავლე ეგონა. ფარულად რომ ემესიჯებოდა ხოლმე თავის სკოლინდელ შეუვარებულს. " შენც ტკბილი ძილიო!" პასუხი რომ მოუვიდა, მხიარულად გაეცინა.
მეორე დღეს, დაპირებისამებრ, სპორტდარბაზად წოდებულ ერთ პატარა ოთახში მივიდნენ. სადაც თხუთმეტიოდე თვალებანთებული ბიჭუნა და ორი გაკნაჭული გოგონა შეკრებილიყვნენ. მწვრთნელი სიხარულით გამოეგება სასახელო სტუმრებს. ინტერესით მოათვალიერა თორთვამ ღარიბული დარბაზი. საოცრად ყინავდა ოთახში. და იმაზე მეტად გასახდელში.
ალბათ მხოლოდ სპორტის და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამსახურება იყო , რომ ბავშვები ამ სიცივეს უძლებდნენ.

_ აქ როგორ ვარჯიშობენ ძმაო?_ ჩაულაპარაკა რომამ მეგობარს._ ნუთუ საერთოდ არ აქვთ დაფინანსება?
როგორც საუბარში გაირკვა, არათუ დაფინანსება, მწვრთნელიც კი უხელფასოდ მუშაობდა.
_უბრალოდ იმხელა სურვილი აქვთ, ვერაფრით მოვერიე საკუთარ თავს და მათ გაწვრთნაზე უარი ვერ ვთქვიო._ ასეთი პასუხი მიიღეს ამ კეთილი და ალალი ადამიანისგან
თორღვამ ბავშვები გაამხნევა, გაახალისა, სურათები გადაიღეს. და დაპირდა , რომ ისევ ესტუმრებოდათ.

_ რომა,_ გულმა ვერ გაუძლო თორღვას_ წესიერი დარბაზი მაინც, რომ ჰქონდეთ, ნახე რა თაობაა? ნახე რა ანთებული თვალები აქვთ? ბიჭო, ასე უპატრონოდ იცი რამდენი მომავალი ჩემპიონი დავკარგეთ? არა! ასე არ შეიძლება! _
რომაც ვერ იყო გულმშვიდად,მასაც იგივე ფიქრები უტრიალებდა თავში. სულ ცოტა დარბაზი მაინც უნდა ჰქონოდათ ამ გულანთებულ ბავშვებს. საქართველოს ისიც ეყო, რაც თაობები დაკარგა უპატრონობაში. საკუთარ გულში გადაეყვიტა, დარბაზის გარემონტება საკუთარ თავზე აეღო.

ასეა, ერთი ადამიანისთვის მარტივი საქმე , ზოგჯერ სხვისთვის მიუწვდომელ ოცნებას წარმოადგენს! და როცა, დახმარება შენთვის მარტივზე მარტივია, ვიღაც მეოცნებისთვის შეიძლება ღმერთისტოლიც გახდე, მხოლოდ შენს მიერ მისთვის დასახმარებლად გაწვდილი ხელით.

სახლში რომ დაბრუნდნენ, ქალები მეზობელთან იყვნენ სტუმრად გადასულები, ხოლო ბაჩო იქვე სახლის უკან შეშას ჩეხდა. თორღვამ ნაჯახი ძალით ჩამოართვა და საქმე თავად გააგრძელა. რომა იქვე სკამზე ჩამოუჯდა დაღლილ კაცს.

_ ბატონო ბაჩო! _ დაიწყო მორიდებულად_ გაგიცანით და დავრწმუნდი, პატიოსანი ალალი კაცი ხართ! ჩემი პატივისცემა თქვენ! მაგრამ არის რაღაც, რაც ჩვენს შორის აუცილებლად უნდა ითქვას. თუმცა არც კი ვიცი, როგორ დავიწყო ისე, რომ თქვენი აღელვება თავიდან ავირიდო!
ბაჩომ დაფიქრებულმა გამოხედა,

_ თქვი შვილო!_ შეაგულიანა ახალგაზრდა კაცი._ისედაც გული მიგრძნობდა , სათქმელი გქონდათ რაღაცა!

_ მისმინეთ! მთელი ცხოვრება გვეგონა, რომ ერთი და დაბადებისთანავე დამეღუპა, სულ ახლახანს გავიგეთ, რომ ჩემს მშობლებს ბავშვი მოპარეს. დაარწმუნეს, რომ სამი დღის გოგონა დაიღუპა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ გოგონა ცოცხალია! კვალმა რუსიკო ქამუშიაზე გაგვიყვანა..._ რომა გაჩუმდა და შეშფოთებულ კაცს თვალებში შეხედა_ ბატონო ბაჩო, ჩემი და 2000 წლის პირველ თებერვალს დაიბადა!
დაასრულა საუბარი და პასუხის მოლოდინში მიწას დააჩერდა. დუმილი კარგა ხანს გაგრძელდა.

_ შვილო!_ ამოისუნთქა კაცმა, თითქოს ერთი_ ორად დაპატარავებულიყო ეს კეთილი ადამიანი.

_ თქვენ არ ინერვიულოთ!_ ხელი მხარზე დაადო რომამ, დამშვიდების ნიშნად._მაგრამ დედას უფლება აქვს საკუთარი გოგონა გულში ჩაიკრას, მეთანხმებით, არა?
ისევ დუმილი ჩამოწვა.

_ როცა მე და ნუნუ შევუღლდით,_ მშვიდად დაიწყო მოყოლა ბაჩომ_ არ გვიფიქრია თუ მსგავსი პრობლემა შეგვექმნებოდა, დაახლოებით ათი წელი ისე გავიდა ექიმიდან ექიმის კაბინეტში გადავდიოდით, როცა სამედიცინო ყველანაირი რესურსი უშედეგოდ ამოვწურეთ, შემდეგ რწმენას და უფალსაც მივადექით! არ დარჩა ტაძარი სადაც ნუნუმ არ მოილოცა! მაგრამ, რაც ვერ მოხდებოდა, ვერც მოხდა! დეპრესია დაეწყო ჩემს ქალს, ოთახიდან აღარც გამოდიოდა. მე ვუყურებდი მის ტანჯვას და ვერაფერს ვშველოდი!
ერთ დღეს კი ვუთხარი, რომ ჩვენი ბედი და დანიშნულება სხვისი შვილის აღზრდა იყო. თავიდან უარი თქვა. შემდეგ კი, ფიქრის მერე თავადაც მიხვდა, რომ ყველა ადამიანს რაღაც ფუნქცია აქვს ამ ცხოვრებაში. ალბათ ჩვენი სწორედ მიტოვებული და ობოლი ბავშვისთვის ღირსეული მშობლობის გაწევა იყო. როცა ამ ამბავზე გაიგეს, ნათესავებში, დიდად არც გახარებიათ. სხვისი სისხლიო, სხვისი გენებიო! რა იცით ვინ გამოვა? იქნებ ლოთი ჰყავს მშობლები! იქნებ ცხოვრების რა გზას ადგანანო! თითქოს ადამიანის ცუდი თვისებები მემკვიდრეობა და გენეტიკა იყოს! მაგრამ რაც უფრო დიდი იყო ნათესავ_ მეგობრებში წინააღმდეგობა, მით უფრო უძლიერდებოდა ნუნუს სურვილი. ბოლოს რუსიკო გვესტუმრა, გვითხრა: ბავშვი გამოჩნდა, სამი დღის ჩვილი, თურქეთში უპირებენ გაყიდვასო! წარმოგიდგენია? ქართველ ბავშვს თურქეთში? ჩემს გოგონას, სადღაც თურქეთში უპირებდნენ გაყიდვას_ ხმა აუკანკალდა ბაჩოს. რომამ სიმწრით მომუჭა მუშტები._ გვითხრა 400 დოლარი ღირს ორასსაც თუ დაამატებთ თქვენ დაგიტოვებენო! არც კი მიფიქრია, მამა_პაპის მიწები გავყიდე და საჭირო თანხა მალევე მოვაგროვე. წავედი და შვილი სახლში წამოვიყვანე. ერთი წამითაც კი არ მინანია მიღებული გადაწყვეტილება.

_ თათიას სიმართლე რატომ არ უთხარით?_ ჰკითხა რომამ, მაგრამ პასუხი თავადაც იცოდა.

_ რა მეთქვა შვილო? 600 დოლარად ლეკვივით გაგყიდესმეთქი? _ ხელები უმწეოდ გაშალა კაცმა.
რომა დაფიქრდა, მიხვდა, რომ არა ბაჩო და ნუნუ, რომ არა მათი გულმოწყალება და სიკეთე, ვინ იცის, იქნებ მისი და მართლაც თურქეთში გაეყიდათ? ვინ იცის, რა საშინელი ბედისგან იხსნეს ამ ადამიანებმა მისი დედმამიშვილი?! განა ცოტა ბავშვი იყო თავშესაფრებში? მაგრამ ეტყობა ყველაფერი მართლაც ბედია! წამოდგა და სევდიანი და მოფუზული კაცი გულდი მაშვილურად ჩაიკრა.

_ მადლობა ბატონო ბაჩო!ჩემგანაც და ჩემი მშობლებისგანაც! და თუ მიმიღებთ დღეიდან ორი შვილი გეყოლებათ!_ თორღვა ხვდებოდა, რაზეც საუბრობდნენ და ამიტომ ახლოს არ მისულა და საუბარში არ ჩარეულა, მაგრამ რომას საქციელმა ისე გააოცა, იდგა და ვერაფრით ხვდებოდა, რა უამბო ამისთანა ბაჩომ, რომ მისი თავშეკავებული მეგობარი ასე იყო აღელვებული.

თუმცა მხოლოდ თორღვა არ უყურებდა ამ სცენას გაოცებით. სახლის კედელთან თათული, ნუნუ და სოფი იდგნენ და ერთმანეთზე გადახვეულ კაცებს გაოცებით უყურებდნენ.




12

_ რას ქსოვ?_ ღიმილით მიუჯდა თათიას თორღვა.

_ არაფერს, ისე უბრალოდ!_ საკუთარ ფიქრებს გაუღიმა გოგონამ.
" ლამისაა საკუთარ თავზე ვიეჭვიანო!" გაიფიქრა თორღვამ და უფრო ჩაეძია.

_ სულ ქსოვ და ქსოვ, რით ვეღარ დაასრულე?

_ აუ, რომ იცოდე ორჯერ დაშალა და ახლიდან დაიწყო! ვერ იყო ისეთი იდეალური იმას რომ ეკადრება!_ გაეცინა ბუხრის წინ მჯდარ სოფის.

_ ვინ იმას? ვიზეა საუბარი?_ რომა მიხვდა, ვიღაც მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ის ადამიანი, ვისთვისაც თათია ასე წვალობდა, მაგრამ თორღვა რატომ იღიმოდა ასე ბედნიერად ეს კი ვერაფრით გამოიცნო.

_ თავის ზღაპრულ_ მითიურ პრინცს უქსოვს!_ ისევ გაეცინა სოფის. რომა ისევ ვერაფერს მიხვდა და თორღვას გახედა ცერად.

_ შენ რაღა გიხარია?_ ჩაულაპარაკა ეჭვით.

_ სიურპრიზია ძმაო, დიდი სიყრპრიზი!_ პასუხს თავი აარიდა თორღვამ.
იმ ღამეს დიდხანს საუბრობდნენ ძილის წინ ნუნუ და ბაჩო. წლების წინანდელი უსიტყვოდ შეთანხმებული დუმილი ახლა დაარღვიეს.

_ მეშინია ბაჩო!_ უთხრა ცოლმა და აცრემლებული თვალებით გახედა ქმარს.

_ მეც ვნერვიულობ, მაგრამ ჩვენს გოგონას საკუთარი თავივით ვენდობი! მჯერა სწორ და ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს, და თუნდაც ასე არ მოხდეს, მე მის სურვილს უბრალდ პატივს ვცემ!_ მკაცრად უპასუხა ქმარმა და ცოლი გულში ჩაიხუტა.

_ მე არაფერს ვნანობ ბაჩო!_ ჩაილაპარაკა ქალმა.

_ რა თქმა უნდა!_ უპასუხა ქმარმა. მათ გადაწყვეტილება მიიღეს. დრო იყო ყველაფერი საკუთარ ადგილს დაბრუნებოდა.

ახალი წლის დილა უჩვეულოდ ნაცრისფერი მძიმე ცით გათენდა. თითქოს სადაც იყო ჩამოიხეოდა და ყველაფერს გადაფარავდა ფიფქების კორიანტელი. ცა თითქოს ხელისგაწვდენაზე იწვა, თუმცა რაღაც აუხსნელი ჯადოქრობით, ჯერ კიდევ იკავებდა იმ საოცრებას, ჩვენ რომ ხვავრიელ თოვას ვეძახით. წამდაუწუმ ასცქეროდა სოფი სათოვლედ მომდგარ ზეცას. ერთი სული ჰქონდა პირველი ფანტელის დაბადებს შესწრებოდა. მაგრამ ცა თოვას თავს ვერაფრით აბამდა.

_ ბაჩო ძია, რა ატყობ, ითოვლებს არა?_ იმედით ეკითხებოდა ბაჩოს.

_ კი შვილო! სწორედ მასეთი პირი უჩანს!_ უღიმოდა ბავშვივით გამხიარულებულ გოგონას. ყველაფერი მოითავეს, დასაცხობი დააცხვეს, მოსახარში მოხარშეს, შესაწვავი შესწვეს, ნაძვისხე ხომ საუცხოოდ მორთეს და მოკაზმეს. სამზადი დაასრულეს და კვლავ აგუზგუზებულ ბუხარს მიუსხდნენ.

_ არა! მეტის მოთმენა ვერ იქნება!_ წამოიძახა მოულოდნელად ბაჩომ. აღელვებული წამოდგა ფეხზე. ნუნუმ ტუჩი მოიკვნიტა ცრემლის შესაკავებლად. მიხვდა ეს ყველაფერი გარდაუვალი იყო . სიმართლის დრო მოსულიყო!

_ შვილო თათია! ამ ახალ წელს მინდა შემსუბუქებული სინდისით შევხვდე! ჯერ ღმერთმა შეგვინდოს, და თუ მისი ნება იქნება, შემდეგ შენც გთხოვთ პატიებას და მათაც, ვისაც ეს ჩვენგან ეკუთვნს!_ თვალი რომასკენ გააპრა კაცმა. რომაც გაფითრებული და დაძაბული შესცქეროდა მას. თავი დაუქნია ბაჩომ. ანიშნა ყველაფრისთვის მზად ვართო.

_ თათული, _ მიუბრუნდა რომა დას_ თათი, მე, ჩვენ..._ სურვილი ადვილი იყო, თქმა რთული.
მოულოდნელად თათია წამოდგა. დედის და მამის შუაში ჩაჯდა. ორივეს ერთად ჩასჭიდა ხელი და მშობლებს შრომით დაღლილ ხელებზე აკოცა. რომა გაჩუმდა. იეჭვა, თათიამ ისედაც ყველაფერი იცოდა.

_ დედა, მამა, მე ყველაფერი ვიცოდი, მხოლოდ მსურდა თქვენ ყოფილიყავით მზად ამისთვის! არ ინერვიულოთ, არაფერზე იდარდოთ! ღმერთს მადლობას ვწირავ თქვენი თავი მფარველ ანგელოზებად, რომ გამომიგზავნა! თქვენ საბოდიშო არაფერი გაქვთ. პირიქით, მე უნდა გითხრათ მადლობა! ვერაფერი ვერ შეცვლის იმას, რომ თქვენ ჩემი მშობლები ხართ, მე კი თქვენი შვილი! _ ნუნუს თვალები ცრემლით აევსო , გულში ჩაიკრა ერთადერთი ქალიშვილი. ბაჩო ფეხზე წამოდგა, გაიარ გამოიარა, სცადა თავი დაემშვიდებინა. არ ელოდა ამდენად მიმტევებელი თუ იქნებოდა მისი აღზრდილი. მზად იყო ყველაზე ცუდი სცენარისთვის, მაგრამ ამხელა მადლიერებისთვის ნამდვილად არ შემზადებულა.

_ მე რომას მშობლებიც გავიცანი!_ რომას გულზე მოხვდა "რომას მშობლები"_ საოცარი ხალხია! თქვენის ნებართვით, ვისურვებდი უფრო ახლოს გამეცნო ისინი! რა უცნაურია, ამ სამყაროში ზოგი სრულიად მარტოსულია და ობოლი. მე კი ორმაგად მდიდარი ვარ! ორი დედა და ორი მამა მარგუნა ბედმა. კიდევ რომა, ჩემი სისხლი და ხორცი , და პატარა ჯიუტი დაიკო! იმედია მის გულსაც მოვიგებ როგორმე!_ცოტა ხანს გაჩუმდა, მერე სიმივით დაჭიმულ რომას გახედა_ არ ჩამეხუტები ძამიკო?
უთხრა და ხელები გაშალა. გიჟივით წამოხტა რომა. ხელში აიტაცა თავისი მშვენიერი და . ოთახში დააბზრიალა და ჩაეხუტა.

_ დაიკო!_ ცოტა აკლდა იტირებდა ეს მკაცრი და ჯიუტი კაცი. სულ ცოტა აკლდა.

_ რამდენი ხანია ამაზე ვოცნებობ , იცი?_ გაუღიმა თათულიმ ძმას და მისი სურნელი ჩაისუნთქა. სურნელი, რომელიც ძალიან ჰგავდა საკუთარს.
ახალ წელს უკვე ნასვამები და ბედნიერები შეხვდნენ საჯაიების ოჯახში.
თათიას და თორღვას არ დაულევიათ მხოლოდ ღვინო.

_ ნახეთ, თოვს ნახეთ!_ აყვირდა სოფი ქურთუკი მოიცვა , ქუდი დაუდევრად ჩამოიმხო და აივანზე გავარდა.

_ რა მაგარია,ახალიწელი და ასეთი თოვა! ჯადოსნურია!_ ყვიროდა და ეზოში ფიფქებს დასდევდა.

_ არა, მართლა გადარეულია!_ ღიმილით უყურებდა რომა. ალბათ სწორედ ისაა სიყვარულის მაგია, როცა უბრალო ბავშვური საქციელიც კი ისე ღრმად ჩაიბეჭდება გონებაში , რომ წლების შემდეგაც გაბედნიერებს და გათბობს თავისი გახსენებით.

დაახლოებით პირველი სრულდებოდა და ოჯახიც და მეგობრებივ კვლავ მაგიდას მისხდომოდნენ, რომ რომას ტელეფონი აწკრიალდა. დახედა და გაეღიმა საბა იყო.

_ გისმენ საბა!_ მხიარულად უპასუხა ზარს და გულთბილი მოლოცვისთვის მოემზადა, რომ წამიერად შეეცვალა სახე. გაფითრდა, წამოდგა და რამდენიმე ნაბიჯი ბარბაცით გადადგა. ხელით მაგიდას დაეყრდნო.

_ რა მოხდა, ხომ მშვიდობაა!_ ფეხზე წამოვარდა თორღვა.
ტელეფონი ხელიდან აართვა და თავად უპასუხა.

_ რა ხდება საბა? რაო? სადა ხართ? რას მეუბნები ბიჭო?_ ახლა მან დაკარგა ფერი._ მოვდივართ! ახლავე გამოვდივართ!
თათის მოესწრო და რომას ჭიქით წყალს აწვდიდა, ყველა მიხვდა რაღაც უბედურება დატრიალდა.

_ რა ხდება თორღვა?_ ხმის კანკალით ჰკითხა სოფიმ. რომასთვის კითხვა ვერც კი გაბედა. სახეწაშლილი იჯდა რომა. გონზე მოსვლას ცდილობდა.

_ მარიკოა ცუდად! რეანიმაციაში უწევთ!_ ძლივს ამოთქვა თორღვამ _ ჩვენ უნდა წავიდეთ, ახლავე გავდივართ! მდგომარეობა კრიტიკულიაო!

_ ჩვენც მოვდივართ! _ მტკიცედ განაცხადა თათულიმ და მკაცრად გახედა რომას, რომელიც შეწინააღმდეგებას აპირებდა._ მარიკო ჩემი დაცაა! ხომ არ გავიწყდებათ?!
ოთხივე სასწრაფოდ გაემზადა. რამდენიმე წუთში, მანქანა ადგილს მოსწყდა. მათ ბედზე იყო ხუსტად, რომ თორღვა სასმელს ერიდებოდა და სრულიად ფხიზელი იყო.
უსიტყვოდ მიქროდნენ ჩამობნელებულ და თოვლისგან დაფარულ გზაზე.

_ თორღვა, ფრთხილად გთხოვ! _ მხარზე შეეხო თათია, თორღვამ სიჩქარეს მოუკლო.

_ რა ჯანდაბა ვქნა? რამე რომ მოუვიდეს, რა ვქნა?!_ მოულოდნელად ნერვიული შეტევა დაემართა რომას. ხელს გამეტებით ურტყამდა კარს.

_ რომა, დამშვიდდი!_ სოფი ცდილობდა გონზე მოეყვანა სახეარეული კაცი. ბოლოს რომ ვერაფერი გააწყო, უკნიდან ღვედივით მოხვია ხელები და მაგრად ჩაეხუტა.

_ არაფერი არ მოუვა გესმის? ყველაფერი კარგად იქნება!_
რაც შეიძლება სწრაფად მივიდნენ საავადმყოფოში, მისაღებში სკამებზე იყო მისვენებული ფერდაკარგული თამო. ეტყობა ისეც სუსტი ჯანმრთელობის პატრონს ვეღარ გაეძლო ემოციური შოკისთვის.
მხოლოდ ხმადაბლა ეძახდა შვილს და მისი ეს უსუსური ძახილი ბევრად უფრო საშინელი და ყოვლისმომცველი იყო, ვიდრე არმაზის გულამოსკვნილი ქვითინი.
მშობლების ამ მდგომარეობაში დანახვამ მუხლებში მოკვეთა რომა. იფიქრა , რომ უკვე ყველაფერი დასრულებული იყო და იქვე კედელთან ჩაიმუხლა ძალაწართმეული. სოფი მაშინვე მასთან გაჩნდა.
თორღვაც აირია, მხოლოდ თათია ინარჩუნებდა საღ აზრს. კედელზე მიყრდნობილ საბას მივარდა.

_ რა ხდება საბა?_ შეანჯღრია იმავე კედლისფერი ბიჭი.

_სისხლი არა აქვთ, მისი ჯგუფის სისხლი არ აქვთ! ვერ გაუძლებსო! ვერაო!_ ამოიკვნესა საბამ.

_ ანუ ცოცხალია!_ მხოლოდ ამის გაგონება სურდა თათიას. _ რა ჯგუფის სისხლი აქვს მარიკოს?
იკითხა და მოსაცდელი მოათვალიერა.

_ მე მეოთხე ჯგუფის მაქვს! _
ჩაილაპარაკა ჩუმად.
ყველა გაჩუმდა წამით.

_ რა თქვი? _ მაჯებში ეცა არმაზი_ მეოთხე?

_ დიახ! ვფიქრობ მარიკოსაც ჩემსავით მეოთხე ექნება!_შეკრთა არმაზი. თათულის თვალებში ჩააჩერდა. მიხვდა მამის გული, რომ გოგონამ სიმართლე იცოდა.

_ ნუღარ ვაყოვნებთ!_ გაუღიმა თათულიმ. _ ნუ გეშინიათ, მე არ დამილევია , ცუდად ვიტან სასმელს!

ის ღამე ძლივს გათენდა. იმედს უიმედობა ცვლიდა და პირიქით. ისხდნენ მოსაცდელში და ელოდნენ. თამოს თათულის ხელი ეკავა და შიგადაშიგ ხელის გულზე კოცნიდა. გამთენიისას თბილისშიც გათოვდა. საავადმყოფოს უზარმაზარი ფანჯრიდან ჯადოსნურად ანათებდა თოვლის სითეთრე. მთელი ღამე მიდიოდა ოპერაცია. რასაც ჰქვია დაშალეს და თავიდან ააწყვეს მარიკო.
ჩურჩულით უყვებოდა საბა ბიჭებს მომხდარს.

_ კლუბში გაპარულა, მივაგენი და სახლში დავუპირე წაყვანა. გაიქცა და ვიღაც კლუბში გაცნობილ არამზადას მოუჯდა მოტოციკლზე! მანქანით გავეკიდე, მაგრამ დავაგვიანე! ის ბიჭი დაიღუპა, სულ რაღაც 22 წლის ყოფილა ძმაო. რაღაც კლუბური ნარკოტიკის კაიფში იყო. დამნაშავე ვარ რომა, მარიკოს ვერ მოვუფრთხილდი!_ საკუთარ თავს იდანაშაულებდა საწყალი ბიჭი.

_ დამშვიდდი!_ მხარზე ხელი მოუჭირა თორღვამ._ მარიკო კარგად იქნება!
დრო ნელა გადიოდა იმაზე ნელა ვიდრე სჩვევია. ბოლოს, როგორც იქნა ექიმიც გამოვიდა.
ყველა ერთად მისცვივდა დაღლილ ქირურგს.
მაგრამ ხმის ამოღება ვერავინ გაბედა. ექიმმა საკუთარი ქუდითვე შეიწმინდა ოფლიანი შუბლი და მომლოდინეებს იმედით გაუღიმა.

_ საფრთხემ ჩაიარა! არ ვიცი, რა სასწაულით გააჩინეთ სისხლი, მაგრამ რომ არა გადასხმა, მეც კი უძლური ვიქნებოდი. ახლა მის გაღვიძებას უნდა დაველოდოთ. სხვა გზა არ არის! მხოლოდ გაღვიძების შემდეგ შევძლებთ ტვინის ფუნქციების სრულ ანალიზს. ახლა კი გთხოვთ დაიშალეთ, დაისვენეთ, დღეს მანახველებს ვერ შევუშვებთ!_ ამოისუნთქა ვალმოხდილმა ექიმმა და სიკვდილზე მორიგი გამარჯვებით გახარებულმა გასწია მოსასვენებლად.

_ თამო, ახლა სახლში წაგიყვანს რომა და გოგოებიც ჩვენთან წაიყვანე! ხმა არ გავიგო! აქ მე დავრჩები!_ მკაცრად უთხრა ცოლს არმაზმა და რომას ანიშნა დედას მიხედეო.

_ მეც ვრჩები!_ თხოვნით შეაჩერდა საბა არმაზსს.

_ დარჩი შვილო, დარჩი!_ გაუღიმა კაცმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო თვალდახუჭული. ჩუმად ლოცულობდა არმაზი, მხოლოდ ტუჩების ცმაცუნით. ამ ერთ ღამეში თმა სრულად გასჭაღარავებოდა საწყალ კაცს. თუმცა ეს არავის შეუმჩნევია.
რომამ თამო ლამის ხელში აყვანილი წაიყვანა სახლში. თორღვა და გოგოებიც თან გაიყოლა. ნამგზავრებს და ემოციურად გადაღლილებს მარტო ვერ დატოვებდა. ყველა რომ სახლში მშვიდად დაიგულა, თავად მეგობართან ერთად ისევ საავადმყოფოში დაბრუნდა.

რომას ოთახში საწოლზე იწვნენ გოგონები. თამოს საკუთარ საძინებელში ეძინა მშფოთვარედ. სწუხდა და ბორგავდა ძილში. დიდხანს არც სძინებია. თითქოს მხოლოდ გადაიტვირთა მისი გონება. ის _ის იყო დაკარგული შვილი იპოვნა , რომ კინაღამ მეორე დაკარგა. წამოდგა და გოგოებს დახედა. მშვიდად ეძინათ ხელჩაკიდებულებს.
ცოტა ხანს იფიქრა, მერე კი საბანი ასწია და თავადაც თათულის მიუწვა. ხელი მოხვია და ზურგიდან გულში ჩაიკრა.
თვალები დახუჭა და ის იავნანა უმღერა , რისი მღერაც თავის დროზე ვერ მოასწრო. ხელით უნანავებდა მძინარე შვილს და თან ხმადაბლა ღიღინებდა. უსმენდა სოფი მის სევდიან სიმღერას და თვალის გახელას ვერ ბედავდა. იყო რაღაც საოცარი თამოს სიმღერაში, უზარმაზარი სევდა და ამავდროულად შვებაც. გაუსაძლისი ტკივილიც და სულის შემძვრელი მონატრებაც. ღიღინში ჩაეძინა თამოს.

იწვა სოფი და ფიქრობდა: მართლაც , რა ნადირი უნდა ყოფილიყო ის ადამიანი ვინც დედას შვილს აგლიჯავდა მკერდიდან, ცოცხალზე ატირებდა და ცარიელ პაწაწუნა სასახლეს ამარხვინებდა. ცარიელ ნამცეცა კუბოს, მაგრამ სავსეს გულმოკლული მშობლის სიყვარულით, ოცნებით, ალერსით, რწმენით და მომავლის იმედით.

_თუ სადმე არსებობ ღმერთო! მიუზღე ყველას თავისი! რაც ეკუთვნოდეთ და რისი ღირსიც იყვნენ!_ ჩაილაპარაკა ბოლოს გაბზარული ხმით სოფიმ.





13

სამი თვე ეძინა მარიკოს. ეძინა და არეულ სიზმრებს ხედავდა. ხანდახან ხმაც ესმოდა, მაგრამ გაღვიძებას ვერ ახერხებდა. ეძინა და იცოდა , რომ მის გაღვიძებას სულმოუთმენლად ელიდებოდნენ. ეძინა და ძილში ლამაზ ცისფერ თვალებს ხედავდა. იცოდა, ძალიან თვალების პატრონი ახლობელი იყო, მაგრამ ვინ ვერაფრით იხსენებდა. სიზმარში მოდიოდა ცისფერთვალება გოგონა და მარტოს არ ტოვებდა. ეშინოდა, ძილშიც კი ეშინოდა. მარტოობის და დავიწყების ეშინიდა. ტკივილის და სიბნელის. ძილში ტიროდა.
მესამე თვის ბოლოს გაიღვიძა მარიკომ. იმ დღეს ისიც მეორედ დაიბადა . გაოცებულმა მოათვალიერა პალატა, ვერაფრით მიხვდა სად იყო. უცნობი ხალხი ირეოდა მის გარშემო. ჰკოცნიდნენ, ეფერებოდნენ, სიხარულისგან ტიროდნენ. დამფრთხალი და დაბნეული უყურებდა მათ გოგონა. ბოლოს გაბედა და იკითხა:

_ ვინ ხართ? სად ვარ?_ მომენტალურად გაიყინა ყველა. ექიმიც შეკრთა.

_ ვინ ხართ?_ გაიმეორა კითხვა და მოიბუზა.

_ დედიკო, რას გვეკითხები?_ საწოლზე ჩამოუჯდა თამო და მისი ხელი ხელში აიღო. მარიკომ ხელი გამოსტაცა.

_ რასაც ვვარაუდობდით !_ თქვა ექიმმა._ ზუსტ პასუხს გამოკვლევების შემდეგ გავიგებთ, მაგრამ ვფიქრობ დროებითი ამნეზიაა! გთხოვთ ცოტა ხნით ყველამ დატოვოთ პალატა. პაციენტს აშინებთ, მას კი მოსვენება სჭირდება. შეშინებული და ანერვიულებული თამო ის_ის იყო პალატიდან გამოსვლას აპირებდა, რომ კარში თათია შემოვიდა.

_ გამარჯობა!_ მიესალმა ოთახში მყოფთ. მან ჯერ ისიც კი არ იცოდა , რომ მარიკომ გაიღვიძა. მხოლოდ როგორც მთელი სამი თვის მანძილზე ყოველ დღე, ახლაც დის მოსანახულებლად იყო მოსული.

_ თათია!_ გაისმა მოულოდნელად მარიკოს ხმა და ამან კიდევ უფრო გააოცა ყველა.

_ თათია!_ გაიმეორა ბედნიერი ხმით მარიკომ. და დისკენ გაიწოდა სუსტი და გამხდარი ხელი.

_ გაიღვიძა?_ ახლა თათიას გაოცების ჯერი დადგა. ინსტიქტურად მიუახლოვდა დას და გამოწვდილ ხელზე ხელი მოჰკიდა. მარიკო პატარა დაკარგული ბავშვივით დაებღაუჭა ხელზე.

_ არ დამტოვო, მეშინია!_ ჩაიჩურჩულა და თითქოს მის სხეულს ამოეფარა. გაოცებით მოათვალიერა თათულიმ შეცბუნებული სახეები.

_ რა ხდება?_ მეტი ვერაფერი ვერ იკითხა. თუმცა მარიკოსთვის ხელი არ გაუშვია.

_ არ ვიცით, მსგავსი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა თქვენ ამბობთ, რომ მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი და თან არც უყვარდა? ახლა კი საკუთარი სახელიც კი არ ახსოვს, მაგრამ მას სცნობს? _ მხრებს იჩეჩავდა ექიმი. დიაგნოზი მალევე დასვეს, ქალა_ ტვინის დახურულმა ტრამვამ, სხვა მრავალ მოტეხილობებთან ერთად რომ აღენიშნებოდა გოგონას, დროებითი ამნეზია გამოიწვია. თუმცა ექიმის თქმით ეს ყველაზე უკეთესი დიაგნოზი იყო იმ დიაგნოზებს შორის, რომელიც შეიძლება მარიკოსთბის დაესვათ. სიბრმავე, მეტყველების დარღვევა, ანდაც ხეიბრობა. მსგავს შემთხვევაში ამნეზია, როგორც წესი დროებითი იყო და განკურნებადი. თუმცა ყოფილა იშვიათი შემთხვევები, რომ სამუდამოდ ან ხანგრძლივადაც კი გაჰყოლია პაციენტს. თუმცა იმედი ხომ ბოლოს კვდება!
იმას კი მართლაც ვერაფრით ხსნიდნენ, თათულის მიმართ რატომ ჰქონდა მარიკოს ასეთი მიჯაჭვულობა. მის გარეშე ნერვიულობას იწყებდა და იყო მომენტებიც, როცა პანიკურ შეტევებამდეც მიდიოდა. თათულიმ გადაწყვიტა, და არ დაეტოვებინა. როცა ის შიშთან ვერაფერი გააწყვეს, ადგა და უნივერსიტეტში აკადემიური აიღო. სანამ მარიკო სრულად არ გამოჯანმრთელდებოდა მის დატოვებას აღარ აპირებდა. მალევე გაწერს სახლში პაციენტი. თუ ამნეზიას არ ჩავთვლით, ფიზიკურად სრულიად გამოჯანმრთელდა მარიკო. მაგრამ ერთდროს მხიარული, მოუსვენარი და მეამბოხე, უცნაურად კარჩაკეტილი და მშიშარა გამხდარიყო.
მხოლოდ თათიას ენდობოდა. ალბათ იმიტომ, რომ მხოლიდ მას ცნობდა და ერთგვარ სინათლის სხივად მიიჩნებდა მის გარშემო ჩამოწოლილ წყვდიადში.

ნუნუ და ბაჩო დაპატიჟა თამომ. გონიერი ქალი იყო და ძალიან მიმტევებელიც. კარგად გაიაზრა, რომ არა მათი თავგანწირული ქმედება, შესაძლოა მისი შვილი მართლაც ვერასდროს ენახა თვალით. მათ მიმართ ამოუხსნელ მადლიერებას გრძნობდა. მალევე გაუგო ერთმანეთს ერთი შვილის ოთხმა მშობელმა. დამეგობრდნენ, შეეთვისნენ ერთმანეთს. და როცა ექიმის რჩევით, მარიკოს სუფთა ჰაერი და ღია სივრცე დასჭირდა დიდხანს არ უფიქრიათ და შვილები სრულიად გააზრებულად და მინდობილად გაატანეს მათ სამეგრელოში.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, სოფელი ყოველთვის საუკეთესო მკურნალია, მით უფრო, როცა საქმე გონების უცნაურ თამაშებთან გვაქვს.
მზემ, ყვავილებმა, ჰაერმა ყველაფერმა ერთად გამოაცოცხლა მარიკო და ოთახიდან ჰამაკამდე გამოიტყუა.

აპრილი იყო. მალე აღდგომის დღესასწაული დგებოდა. საჯაიებმა გადაწყვიტეს, მართლაც დღესასწაული მოეწყოთ და ყველა მიიწვიეს სტუმრად. რაზმაძეებთან ერთად თორღვა და საბაც. იჯდა თამო და თვალებს ვერ უჯერებდა. მარიკო თათულის გვერდით იდგა ხელები ცომში წაეყო და მონდომებით აგუნდავებდა სახაჭაპურე გუნდებს.

_ რა უქენით ნუნუ ამ ბავშვს? რა ჯადოსნობით შეცვალეთ ასე?_ ეკითხებოდა ჩურჩულით თბილად მომღიმარ ქალს.

ნუნუმ თავის დასთან საუბარი სცადა, მაგრამ რუსიკო მხოლოდ დუმდა. ის კი თქვა, ეს ამბავი მხოლოდ ექიმების დონეზე არ წყდებოდა და ძალიან საშიში და ახლაც მაღალ თანამდებობაზე მდგომი ხალხი ერიაო იმ საშინელ საქმეებდიო . მედდას და ექიმს არც არავინ ეკითხებოდა დიდად რამესო. ახლაც კი შეიძლება საფრთხე შემექმნას, ამაზე თუ ღიად დავიწყებ საუბარს და ჩემი შვილების გამო მაქვს პირში წყალი ჩაგუბებულიო. თავი დაანებეს და შეეშვნენ, იქნებ რა სიმართლეს მალავდა რუსიკო ქამუშია. იქნებ მართლა არ ღირდა მიძინებული მხეცების გაღვიძება. მშობლებმა გაჩუმება არჩიეს. მაგრამ რომა არ თვლიდა ასე. სარჩელი შეიტანა და საქმეც აღიძრა. ფაქტი სახეზე იყო. დასჯით თუ არავინ დაისჯებოდა, პრეცედენტი მაინც ხომ იქნებოდა და ჭაჭვური რეაქციით სხვა დამალული ამბების გამომზეურებასაც გამოიწვევდა თავისთავად.

ბიჭები სპორტ_ დარბაზის სანახავად წავიდნენ. რომამ დაპირება შეასრულა, სრულად გაარემონტა დარბაზი. აღჭურვა სათანადო მოწყობილობით. ერთი სიტყვით ყველაფერი ისე გააკეთა , როგორც ჩაფიქრებული ჰქონდათ. აღტყინებული ბავშვები გარს ეხვეოდნენ საბას და თორღვას. მათთვის ხომ ეს ბიჭები ასრულებულ ოცნებასთან იყვნენ გათანაბრებულები. ოცნებასთან, რომელიც მათაც აუდრულდებოდათ, თუ გულმოდგინედ იშრომებდნენ.

_ ეს საბა, როგორი ბიჭია?_ ეკითხებოდა მარიკო თათულის. მეხსიერებასთან ჯერ ისევ პრობლემები ჰქონდა. მაგრამ ეტყობა გულის მეხსიერებით, თუ კი ასეთი რამ მართლაც არსებობს, ახსოვდა საბა. მის მიმართ უცნაურ მიზიდულობას
გრძნობდა, მის თბილ გამოხედვებსაც იჭერდა და საკუთარ თავსაც ატყობდა, რომ გულგრილი არ
იყო.

_ მომენატრე!_ ჩუმად მიეპარა საქმეში გართულ თათიას თორღვა.

_ ჰოო?_ გაუღიმა გოგომ და თვალები ეჭვით მოჭუტა.

_ ჰოო, და პიკნიკზე გეპატიჟები._ თვალი ჩაუკრა თორღვამ_ სიურპრიზი მაქვს შენთვის.

_ სიმართლე გითხრა მეც მაქვს შენთვის საჩუქარი!_ გაეღიმა თათულის.

_ არა, ისევ ბავშვი ხარ რაა!_ მოესმათ უცებ რომას ხმა.

_ აუ, ესენი ისევ ჩხუბობენ რაა!_ სიცილით შემოვიდა საბა._ სოფის ხის კვერცხი ჰქონია და რომა მხოლოდ მეათე ჩამსხვრეულ კვერცხზე მიუხვდა ოინს! წაართვა და ის კიდე გაებუტა.
იცინოდა საბა.

_ როცა სოფისთანაა, რომა რომა აღარაა!_ გაიკრიჭა საბა.

_ შენ რომ ვინმეზე იტყვი რამეს!_ მხარი გაჰკრა რომამ.

_ მე რა?_ მხრები აიჩეჩა საბამ.

_ რა და რომ ვერ გაგიხსენებს ჩემი და, გეტყვი მერე რაც!_ რომას სიტყვებმა წამში წაშალა საბას სახეზე მხიარული ღიმილი.

_ რატომ ხარ ასეთი ბოროტი!_ სოფი შემოვიდა და დივანზე დაჯდა ფეხებაკეცილი._ უხეშო!

_ მეე?_ მიამიტად გაიოცა რომამ.

_ხოო შენ!

_ ალქაჯო!

_ ინკვიზატორო!

_ ვაიმე, ისევ დაიწყეს, ამათი ნერვები არ მაქვს!_ ჩაილაპარაკა თათულიმ და ეზოში გავიდა სიცილით. ნელ_ ნელა ყველა უკან გამოჰყვა. მხოლოდ რომა და სოფი დარჩნენ ჩხუბში გართულები და ვერც კი შეამჩნიეს, რომ აღარავინ იყო მათ გარდა.

ჭიშკარს გამოსცდნენ და იქვე ღობესთან ხის მწვანედ შეღებილ სკამებზე ჩამოსხდნენ.

_ მოდი, ნარდი ვითამაშოთ!_ მოიფიქრა თათულიმ.

_ ახლავე მოვიტან!_ როგორც ყველაზე პატარა,მაშინვე წამოხტა მარიკო და სახლში გაიქცა.
მოულოდნელად იქვე გზაზე მოტოციკლეტის ხმამაღალი ბღუილით გამოიარა მეზობელმა ბიჭმა. გზაზე მოუცურდა , თავად გადმოვარდა, ხოლო მოტოციკლი მათი სახლის წინ მდგარ ბოძს შეასკდა ხმაურით. იმ წამს გაისმა მარიკოს საზარელი კივილი. ყველა მისკენ შებრუნდა გოგონას ნარდი ხელიდან გავარდნოდა, მუხლებზე მდგარი და სახეზე ხელებაფარებული ხმამაღლა კიოდა. საჯაიებიც და რაზმაძეებიც შეშლილი სახით გამოცვივდნენ გარეთ. საბას მარიკოსთვის მოეხვა ხელი და მის დამშვიდებას ცდილობდა. კივილი შეწყდა და მარიკოს პანიკის შეტევის შემდეგ გული წაუვიდა ემოციურად დაღლილს.
საწოლში გაახილა თვალი. ხელი ატკივებულ შუბლზე მიიდო და იქვე მდგარ დედას სთხოვა.

_ დეე, მწყურია!_ უცებ ვერც გაიაზრა თამომ რა მოხდა. მხოლოდ წამის შემდეგ შეხედა შვილს გაოცებული თვალებით.

_მარიკო! შენ დედა დამიძახე?_ მიუხედავად იმისა, რომ მარიკოს ყველაფერი უამბეს, რაც არ ახსოვდა არ ახსოვდა და ამიტომ მშობლებს ისევე , როგორც ნუნუს და ბაჩოს სახელებითი მიმართავდა.
ახლა კი "დეო" რომ დაუძახა თამოს, იმიტომ გაოცდა ქალი.

_ მარიკო, კარგად ხარ დედიკო?_ ისევ ჰკითხა და ნელა მიუახლოვდა.
მარიკომ შუბლი მოისრისა.

_ მგონი ყველაფერი გამახსენდა! გესმის დედა , გამახსენდა!_ ჩამოუგორდა სახეზე მსხვილი ცრემლები.

_ არმააააზ! რომაა! თათიააა! _ აყვირდა მოულოდნელად თამო. გიჟებივით შემოირბინეს ოთახში.

_ რა ხდება ,მშვიდობაა?_ არმაზს ფერი აღარ ედო სახეზე.

_ გაახსენდა, ყველაფერი გაახსენდა!_ ამოიკვნესა საწყალმა ქალმა.
როგორც შემდეგ გაირკვა, განცდილის მსგავსმა სიტუაციამ, ერთგვარი დეჟავიუს გრძნობა აღძრა მარიკოში. მოტოციკლეტმა, ავარიამ, ავარიის ხმამაც კი სწორედ ის მიძინებული მოგონებები გააქტიურა, მისმა გონებამ მისსავე დასაცავად რომ ჩაკეტა ტვინის ამოუცნობ ხვეულებში. შიში, რომელიც მარიკომ განიცადა. მაგრამ რატომ ახსოვდა მხოლოდ საკუთარი ერთი წამით ნანახი და, ამაზე პასუხი ვერც ერთმა ექიმმა ვერ გასცათ. ალბათ ეს იყო, ის სასწაული სისხლით რომ ვატარებთ. რაც გვაერთიანებს, როგორც ოჯახს . თუმცა ოჯახი მხოლოდ სისხლი და ხორცი არაა. ოჯახი ის ხალხია, ვინც მხარს გიჭერს, გაძლიერებს, ვისაც შენი დარდი სტკივა და შენი სიხარული ახარებს. ოჯახი ის ადგილია სადაც ყველა შეცდომას გაპატიობენ, სადაც ყოველთვის გეგულება თავშესაფარი და სადაც ყოფნა გეძვირფასება.
ოჯახი ის ხალხია, შენები რომ ჰქვიათ.

მწვანე მინდორზე ისხდნენ თორღვა და თათული. ლურჯ თეთრად მოხატული პლედი გაეშალათ და ზედ პიკნიკის სუფრა გაეწყოთ. ლამაზი მზის ჩასვლა იყო მთების მიღმა.

_ თათული, სანამ რამეს გეტყოდე, პატარა სიურპრიზი მაქვს შენთვის!_უთხრა თორღვამ და ლამაზი პატარა ყუთი გაუწოდა.

_ მეც მაქვს შენთვის პატარა საჩუქარი! _ გაეცინა თათიასაც და მანაც გაუწოდა ლურჯი გარსაკრავით შეფუთული ყუთი.

_ თუმცა, რაც შიგ დევს ჯერ ძალიან ადრეა!_ უთხრა გოგონამ. უსიტყვოდ გახსნეს თავთავიანთი საჩუქრები. ცოტა ხანს გახსნილ ყუთებს ჩაჰყურებდნენ. შემდეგ კი ორივეს სიცილი აუტყდა.

_როდიდან იცოდი?_ ჰკითხა თორღვამ.

_ თავიდანვე ვიცოდი!_ უპასუხა თათიამ.
ორივე ყუთში ნაქსოვი ლურჯი ქუდები და ღუნღულა ხელთათმანები ეწყო.


დასასრული ????

ვე რა


( შეცდომები ვიცი იქნება, და ბოდიში ამისთვის, მაგრამ იმედია მოგეწონებათ????)



№1 სტუმარი სტუმარი ქეთა

სიღუნღულე ისტორია გამოვიდა. ნამდვილი პიროვნებები, ღირსეული ადამიანები გყავს ისტორიებში. საოცარი გოგო ხარ, ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი.
მადლობა და მადლობა❤

 


№2 სტუმარი სტუმარი გულიკო

ძალიან კარგი ისტორია იყო კეთილი დასასრულით

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინეა

ძალიან საყვარელი ისტორიაა. მომეწონა❤❤

 


№4  offline წევრი Daldoni Daldoni

ისეთ ლამაზი ,სასიამოვნო და საინტერესო შინაარსის ისტორია იყოო.ისე მსუბუქად გადმოეცი საკმაოდ მტკივნეული თემა და იმდენი ფერის ლამაზი სიყვარულის ისტორია მოგვიყევი, შეუძლებელია ზღვა ემოცია არ გამოეწვია.მადლობა ამ ემოციებისთვის..ამიტომაც ხარ საიტის ახალი აღმოჩენა ყოველთვის ანებივრებ მკითხველს ახალი და შთამბეჭდავი ისტორიებით...

 


№5  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Daldoni Daldoni
ისეთ ლამაზი ,სასიამოვნო და საინტერესო შინაარსის ისტორია იყოო.ისე მსუბუქად გადმოეცი საკმაოდ მტკივნეული თემა და იმდენი ფერის ლამაზი სიყვარულის ისტორია მოგვიყევი, შეუძლებელია ზღვა ემოცია არ გამოეწვია.მადლობა ამ ემოციებისთვის..ამიტომაც ხარ საიტის ახალი აღმოჩენა ყოველთვის ანებივრებ მკითხველს ახალი და შთამბეჭდავი ისტორიებით...

მადლობის მეტი რა მეთქმის და მიხარია რომ ემოციის მოტანა შევძელი. მართლა მიხარია.

სტუმარი ქეთა
სიღუნღულე ისტორია გამოვიდა. ნამდვილი პიროვნებები, ღირსეული ადამიანები გყავს ისტორიებში. საოცარი გოგო ხარ, ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი.
მადლობა და მადლობა❤

მადლობა და კიდევ მადლობებიიი)))))))

სტუმარი ნინეა
ძალიან საყვარელი ისტორიაა. მომეწონა❤❤

მეც მიხარია, მადლობაა))))

სტუმარი გულიკო
ძალიან კარგი ისტორია იყო კეთილი დასასრულით

კი დასასრული მართლა happy გამომივიდა )))

 


№6 სტუმარი Თამარელას ლექსები და ნოველები

Ძალიან თბილი და საყვარელი ისტორია იყო .ცოტა სევდიანი მაგრამ ბედნიერი დასასრულით.

 


№7  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Თამარელას ლექსები და ნოველები
Ძალიან თბილი და საყვარელი ისტორია იყო .ცოტა სევდიანი მაგრამ ბედნიერი დასასრულით.

მადლობა,))))

 


№8 სტუმარი ნანამია

მიუხედავად იმისა რომ ისტორიაში გადმოცემული ამბავი ბედნიერად დასრულდა თემა მართლა მტკივნეულია თუმცა რეალურ ცხოვრებაში ბევრი ასეთი ისტორია ააა...რას ვიზამთ ??? იმდენად საყვარლად მოიტანე ჩვენამდე ყვემლა პერსონაჟის ემოცია, მათი განცდები მე გავბედნიერდი... მადლობა , მადლობა და კიდევ მადლობა...

 


№9  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ნანამია
მიუხედავად იმისა რომ ისტორიაში გადმოცემული ამბავი ბედნიერად დასრულდა თემა მართლა მტკივნეულია თუმცა რეალურ ცხოვრებაში ბევრი ასეთი ისტორია ააა...რას ვიზამთ ??? იმდენად საყვარლად მოიტანე ჩვენამდე ყვემლა პერსონაჟის ემოცია, მათი განცდები მე გავბედნიერდი... მადლობა , მადლობა და კიდევ მადლობა...

მადლლობა შეფასებისთვის,მიხარია რომ გამომივიდა.

 


№10 სტუმარი ეთული

საუკეთესო ისტორია.მიდევ ბევრი უნდა წეროთ ????????????????

 


№11  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ეთული
საუკეთესო ისტორია.მიდევ ბევრი უნდა წეროთ ????????????????

მადლობა)))

 


№12 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან კარგი ისტორიაა ბედნიერი დასასრულით...მადლობა????წარმატებები????ველოდები ახალ ემოციურ ისტორიებს????????????

 


№13  offline წევრი აბლაბუდა

რა საყვარლობა იყო. მიყვარს ასეთი თბილი და ტკბილი ისტორიები

 


№14 სტუმარი ანიუტა

ძალიან კარგი და განსხვავებული ისტორიაა სასიამოვნო დასასრულით. მინდოდა, რომ კიდევ გაგრძელებულიყო წყვილების ურთიერთობა. მადლობა ავტორს.

 


№15  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი მანანა
ძალიან კარგი ისტორიაა ბედნიერი დასასრულით...მადლობა????წარმატებები????ველოდები ახალ ემოციურ ისტორიებს????????????

მადლობა თქვენ)))

აბლაბუდა
რა საყვარლობა იყო. მიყვარს ასეთი თბილი და ტკბილი ისტორიები

მადლობა დიდიი))

ანიუტა
ძალიან კარგი და განსხვავებული ისტორიაა სასიამოვნო დასასრულით. მინდოდა, რომ კიდევ გაგრძელებულიყო წყვილების ურთიერთობა. მადლობა ავტორს.

მიხარია რომ მოგწონთ, ))))

 


№16 სტუმარი ნესტან

საოცარი და უსაყვარლეს ნაწარმოებია ასეთი თბილი ადამიანებით მომეწონა კარგი დადასრულით მადლობა წარმატებები ????????????????

 


№17  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ნესტან
საოცარი და უსაყვარლეს ნაწარმოებია ასეთი თბილი ადამიანებით მომეწონა კარგი დადასრულით მადლობა წარმატებები ????????????????

მადლობა დიდიი, მიხარია რომ მოგეწონათ)))))

 


№18 სტუმარი სტუმარი ნინო

ასე მეგონა რეალურ ამბავს ვკითხულობდი, რადგან მსგავსი ამბები ძალიან მრავლად იყო ბოლოდროინდელ საქართველოში.

ნაწარმოები ძალიან მომეწონა.

 


№19  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნინო
ასე მეგონა რეალურ ამბავს ვკითხულობდი, რადგან მსგავსი ამბები ძალიან მრავლად იყო ბოლოდროინდელ საქართველოში.

ნაწარმოები ძალიან მომეწონა.

მიზანიც ეგ იყო რომ რეალობასთან მიახლოებული ამბავი მომეყოლა, თან იმ უსამართლობაზე მეთქვა ორი სიტყვა რაც დღეს ყველასთვის ცნობილი გახდა. მადლობა შეფასებისთვის.

 


№20 სტუმარი სტუმარი მანანა

როგორც სხვა დანარჩენი შენი ისტორიები, ესეც ძალიან კარგი და ლამაზი ისტორიაა ვერა ♥️ მომეწონა, მიყვარს რეალობასთან ახლოს მდგომი ისტორიები ♥️ არადა რამდენი ასეთი ნამდვილი ამბავია ჩვენს გარშემო, რამდენი ოჯახი და დედა გაამწარეს არაადამიანებმა, რა საშვილიშვილო ცოდვა აკიდეს თავის შთამომავლობას. ვისურვებდი ყველა დედა ეპოვოს თავის გულიდან მოპარული და მოგლეჯილი შვილი ♥️

 


№21  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი მანანა
როგორც სხვა დანარჩენი შენი ისტორიები, ესეც ძალიან კარგი და ლამაზი ისტორიაა ვერა ♥️ მომეწონა, მიყვარს რეალობასთან ახლოს მდგომი ისტორიები ♥️ არადა რამდენი ასეთი ნამდვილი ამბავია ჩვენს გარშემო, რამდენი ოჯახი და დედა გაამწარეს არაადამიანებმა, რა საშვილიშვილო ცოდვა აკიდეს თავის შთამომავლობას. ვისურვებდი ყველა დედა ეპოვოს თავის გულიდან მოპარული და მოგლეჯილი შვილი ♥️

მადლობა, ამაზე კარგი რა არის თუ მოგწონთ და ეს თემაც რომ გულთან ახლოს მიიტანეთ მიხარია, იმედია ოდესმე ყველა დაფარული სიმართლე გაირკვევა და გაცხადდება.)))

 


№22  offline წევრი შარზენ

რა საყვარელი ისტორიაა

 


№23  offline ახალბედა მწერალი ვე რა

შარზენ
რა საყვარელი ისტორიაა

მიხარიააა)))

 


№24 სტუმარი სტუმარი ლილე

ძალიან მიყვარს თქვენი ისტორიები სასიამოვნო წასაკითხია.ბევრი რამ შეგიძლია ისწავლო თქვენი ისტორიებით,მე მაგალითი ავიღე რამდენჯერმე თქვენი პერსონაჟებიდან.მადლობა ვე რა,,❤️❤️

 


№25  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ლილე
ძალიან მიყვარს თქვენი ისტორიები სასიამოვნო წასაკითხია.ბევრი რამ შეგიძლია ისწავლო თქვენი ისტორიებით,მე მაგალითი ავიღე რამდენჯერმე თქვენი პერსონაჟებიდან.მადლობა ვე რა,,❤️❤️

ვაიმე ამაზე კარგი რა უნდა წამეკითხა, თუ ვინმეს ცხოვრებაშიც გამოადგება რასაც ვწერ, მადლობა თქვენ

 


№26 სტუმარი ეკა 5

აუუუუუუ❤️❤️❤️❤️რა კარგი იყოოოოოო ❤️ რა კარგი ხარ, წარმატებები შენ და გარშემო სულ ისეთი ადამიანები, როგორი პერსონაჟებიც გყავს❤️❤️❤️????????????????????????????????????????????????????????❤️????????????????????❤️❤️❤️

 


№27  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ეკა 5
აუუუუუუ❤️❤️❤️❤️რა კარგი იყოოოოოო ❤️ რა კარგი ხარ, წარმატებები შენ და გარშემო სულ ისეთი ადამიანები, როგორი პერსონაჟებიც გყავს❤️❤️❤️????????????????????????????????????????????????????????❤️????????????????????❤️❤️❤️

მადლობა თქვენ)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent