გულისცემა 3 თავი
- შენი გულისცემა მესმის! ვგრძნობ როგორ გიჩქარდება, როგორ იძაბები ჩემთან ახლოს როცა ხარ! მეუბნება ნასიამოვნები ხმით! ღმერთო როგორი სექსუალურია, მაგრამ მალევე მოვედი გონს, მზერა გავუსწორე და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე მისი ოდნავ გაღიმებული სახე! ისეთი სექსუალურია ოდნავ წამოზრდილი წვერი საშინლად უხდებოდა. - საიდან მოიტანე ? მხოლოდ ეხლა გაგიცანი, პირველად დაგელაპარაკე! რატომ გგონია რომ შეიძლება ჩემი აფორიაქების მიზეზი შენ იყო? ვეკითხები გაკვირვებული, კიბიდან ვდგები და ცოტა მოშორებით ვდგები მის წინ! - რა არვარ? ისე ამათვალიერა თითქოსდა მამოწმებდა რაიმე ნაკლი ჰომ არმქონდა ! შემრცხვა თავი უხერხულად ვიგრძენი, ლოყებმა გამყიდა ისევ პატარა ბავშვივით ამიწითლდა, ვგრძნობდი როგორ მედებოდა ალმური სახეზე და უფრო მინდოდა მისგან შორს წასვლა ! - პატარავ! ნახევრად ჩამწვარ სიგარეტს აგდებს, დგება და მიახლოვდება! ის ისე ახლოსარის მის სურველსაც კი ვგრძნობ! რის მიღწევას ცდილობს ? ვეკითხები ჩემსთავს! მინდა ზურგი ვაქციო და წავიდე მაგრამ არგამომდის ფეხებს ვერვამოძრავებ ისევარ დაძაბული, სანდრო კი ნასიამოვნები სახით მიყურებს, თითქოს და ზუსტად ამ რეაქციას ელოდა! მარჯვენა ხელს წელზე მიცურებს და წამის მეასედში მთელს სხეულზე მიკრავს. - ჩემი იქნები პატარავ ! მეუბნება სრულიად დარწმუნებული და ყელში მკოცნის, ხელს მიშვებს და მიდის! მე კი ვდგევარ და ადგილიდან ვერვიძვრი, ვიაზრებ რაც მოხდა და ვერვიჯერებ, რა უფლებით ? მხოლოდ ეს კითხვა მიტრიალებს თავში მაგრამ მალევე მოვდივარ გონს, თავს ვიმშვიდებ და მაგიდასთან გავდივარ.. სანდრო ისევ სუფრის თავში ზის, თითქოსდა არაფელი მომხდარა ისე მიყურებს.. ჩემს არყოფნაში ნინია საკმაოდ დამთვრალა როგორცყოველთვის ამიტო მალე ასულა დასაწოლად, უფროსწორედ გიორგის მიუსვენებია საწოლამდე, ნანუკა კი გიოს ეჯდა კალთაში და თავი მის მხარზე ედო.. ისეთი საყვარლები იყვნენ, კაცს შეშურდებოდა. - სადახარ გოგო ამდენიხანი? გაბრაზებული მეუბნება ნანუკა, თან ეჭვისთვალით მიყურებს, - ცოტა ჰაერზე გავედი და მოვფხიზლდი, თქვენ კი საკმაოდ მთვრალები ხართ, ვეუბნები ღიმილით. - მოფხიზლდი თუ უფრო დათვერი? რა წითელი ხარ ? გაკვირვებით მეკითხება გიორგი, მეკი უფრო მცხვენია, თვალებით სანდროს ვეჩეხები რომელიც ტუჩის კუთხეს ტეხავს სიცილით და თვალს მიკრავს! ესბიჭი როგორი საძაგელია! ბერვებს მიშლის ! რათქმაუნდა ნანუკას არგამოპარვია სანდროს დაჟინებული მზერა, არც ის თუ როგორ ნერვებს მიშლიდა, - ვილაპარაკებთ გოგონი! თვალს მიკრავს და სიცილით ადის კოტეჯის პატარა ოთახში, მე კი ინსტიქტურად სანდროს გავხედე რომელიც ჰამაკში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა, როგორც ყოველთვის ნანუკა და გიო დასაწოლად წავიდნენ ამიტომ მაგიდამ მე დამრჩა ასალაგებელი, რაგაეწყობოდა მაგიდა მალევე ავალაგე და იმ იმედით რო დასაძინებლად წავიდოდი წამოვდექი როდესაც მისი ხმა მომესმა - გამირბიხარ? მოდი მომიჯექი ძალინ კარგი ჰამაკია.. მეუბნება გამომწვევად! თან ღიმილს არიშორებს სახიდან. - რატო უნდა გაგირბოდე ? ვეკითხები გაოცებული., - დაჯექი ვისაუბროდ! დარწმუნებულივარ მაინც ჩემზე ფიქრებში დაგათენდება! მეუბნება სიამაყით! ხელს მკლავში მკიდებს და მისგვერდით ინერციით მსვამს, ხელს მხვევს ისე თითქოს არაფელი. - ხელი გაწიე თუშეიძლება! ფხაკურს ვიწყებ რო დავიხსნა მისგან თავი, მაგრამ უფრო მიჭერს ხელს… მის სიმხურვალეს ვგრძნობ, სასმლის ზემოქმედებიდან მისი შავი თვალები უცნაურად მიყურებდა, რამაც ამაფორიაქა.. - დაწყნარდი რა ! მაინც არგაგიშვებ! - როგორ? მე შენი საკუთრება კიარვარ! ვეუბნები ირონიით და ვხედავ როგორ ენთება თვალები - დღეიდან კი! ამაზე ლაპარაკს მოვრჩეთ! ჩემიხარ და ჩემიიქნები! მეუბნება და თავს კისერში მადებს, ვგრძნობ როგორ მედება მისი მხურვალე ტუჩები კისერში, როგორ ვხურდები ერთიანად, გილისცემა მიხშირდება სადაცაა გული წამივიდეს! საერთოდ არმინდა წინააღმდეგობის გაწევა მისთვის! მომწონს მისი სიახლივე მისი სუნამოს სუნი! მისი სხეულიდან წამოსული სიმხურვალე! -ადექი მარიამ ! გაკივის ჩემი შინაგანი ხმა, ტვინს კი უნდა რომ დავრჩე და მასთან ახლოს ვიყო!. უცებ ვდგები ჰამაკიდან და შეშინებული ვდგები მის წინ! - ესეთი რამ აღარცკი გაბედო სანდრო! მე ვიღაც მორიგი გოგო არვარ! ისეთი გაბრაზებული ვუყვირი რო სიცილს ვერიკავებს’ მე კი ამაზე უფრო მეშლება ნერვები. - არა მარიამ შენ მორიგი გოგო ნამდვილად ვერიქნები! ჩემი იქნები ! ჩემი შვილების დედა ! გამომიცხადა სიამაყით! - ჰოარაფრენ ? სიცილს ვეღარ ვიკავებ უკვე მისნათქვამზე, - სჯობს აღარასდროს დალიო! აშკარად ვერაზროვნებ დალევის შემდეგ! ისეთი ირონიით ვეუბნები მეც კი გამიკვირდა საკუთარი თავის. - ვნახავთ მარიამ! მეუბნება სრულიად დარწმუნებული ხმით - თვითკმაყოფილი იდიოტიხარ მეტი არაფელი! ვეუბნები და სწრაფადვე ავრბივარ კოტეჯში, პირსახოცს და საღამურებს ვიღებ ისე რო ნინიასკენ არცვიყურები, აბაზანაში შევდივარ, გრილი წყალი მართლაც რომ ყველაფრის მშველელია.. ალბად 10 ან 15 წუთი ვიყავი აბაზანაში გრილი წყლის ქვემოთ და ვფიქრობდი ამსაღამოს განვითარებულ სიტუაციებზე ! ჩემთვისვე ჩამეცინა….სწრაფადვე გამოვედი აბანოდან და საწოლში შევწექი, მინდოდა დამეძინა და დამევიწყებინა ეს უაზრო საღამო რომელიც სანდრომ გამიფუჭა, თავისტკივილი და სხეულის დაჭიმულობა არაფლით მტოვებდა, ტელეფონი ავიღე და საათს დავხედე 6 ის 15 წუთი იყო! გამთენიის ხანი, ჩუმად ავდექი, ფანჯარასთან მივედი რო მენახა ისევ ჰამაკში იწვა თუ არა.. ანდა რაში მაინტერესებდა ? მაგრამ მაინტერესებდა! ამიტომ ჩუმად გადავწიე ფარდა და ჰოი საიცრებავ ეს არანორმალური ჰამაკში იჯდა სიგარეტს ეწეოდა და ზუსტად მე მიღიმოდა! თითქოსდა იცოდა რო გავიხედავდი, ზუსტად ამას ელოდა! ფარდა სწრაფადვე გადავწიე და ისევ საწოლში შევწექი, -ხეპრე! ვამბობ ჩემთვის და თვალებს ვხუჭავ’’ მალევე ვწყდები სამყაროს და სიზმრების სამყაროში ვინაცვლებ, იქაც კი სანდროს ვხედავ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.