შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგხვდები შემდეგ სეზონზე (5)


30-06-2023, 09:55
ავტორი ავრორა
ნანახია 1 426

***
თუ ნებისმიერი სხვა ადამიანის თვალით შეხედავდით მათ ურთიერთობას, შეიძლება პასუხად მიგეღოთ რო ერთმანეთთან წარსულის მიუხედავად კარგად იყვნენ,რომ ცოტნემ აპატია ,თათია კი ამით უსაზღვროდ კმაყოფილი უნდა ყოფილიყო თუმცა ორივემ იცოდა რომ ეს ასე არ იყო ,მათ ახსოვდათ ძველი ურთიერთობა და იცოდნენ რომ ამჯერად რაღაც ნაღმზე იჯდნენ რომელიც აფეთქდებოდა ,უბრალოდ ელოდნენ რომელი უფრო ვერ გაუძლებდა , პირველი რომელი აფეთქებდა ნაღმს და მოსალოდნელიც იყო რადგან საკმაოდ ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა,იდეები,ვარაუდები არსებობდა მათთვის.
-ხო არ მივიდეთ? შენი აზრით ვახსოვართ?-გადაულაპარაკა ნოემ ნიკოლოზს და თან ცოტნეს მიაჩერდა ,რომელიც აშკარად არ უსმენდათ და თვალი სადღაც ბარმენი იქით ქონდა გაშტერებული.-ცოტნე კედელი არ გაარღვიო ამ დაჟინებული მზერით მეშინია.
-რას ამბობდით?-ჰკითხა ბიჭებს და ყურადღება მათკენ გადაიტანა.
-გვაინტერესებს დეას ვახსოვართ თუ არა ,მაგრამ წესით უნდა ვახსოვდეთ რაც ეგ შენ დაკერვაზე ჩალიჩობდა.გახსოვსს?
-ხოო-ჩაილაპარაკა ცოტნემ და თან
ტელეფონი ამოიღო,
-არა ბიჭო დეა მართლა როგორ უნდა დაივიწყოს, ამის გამო მე და შენ რასაც ქვია ჩაგვიდაქალდა.მე განსაკუთრებით მაგის გამომცხვარ ნამცხვრებზე ვგიჟდებოდი
-არა ძმაო რაც მართალია მართალია თინასას ვერ ჯობდა მარა.
-ჰა ეხლა მივიდეთ?-ისევ დასვა კითხვა ნოემ. რაზეც ნიკოლოზმა მხრების აჩეჩვით უპასუხა და თვალით ანიშნა ცოტნეზე რომელიც ტელეფონზე ესემესს გზავნიდა კარგად ნაცნობ ნომერზე
,, შეგიძლია დაიძინო,ამოვალ მერე ."
-მე დასალევად ამოვედი და არა ვიღაც ყოფილ ქალებთან სარბენად,თან მაგასთან მართლა არაფერი მქონია.. თვითონ დარბოდა ნამცხვრებით აქეთ-იქით მე პირდაპირ ვუთხარი რო ურთიერთობაში ვიყავი.
-რა გჭირს?პროსტა მივიდეთ თქო რო აქეთ იყურება და გვიცნო თორე იმენა ადექი და ცოლს უღალატე თქო რომელი გთხოვთ.
-ნოე შენი ირონიულად ნათქვამი ცოლი არ გამომპარვია.
-ვაიმე აპატიე რო სიტუაცია შემობრუნდა და დეას გამომცხვარი რაღაცეები უფრო მოსწონს ვიდრე
თათიას ...პრინციპში კულინარიული მონაცემი არ ვიცით.
-მაგ სახით ნუ გვიყურებ ცოტნე რა ,
ადექით ეხლა და მივიდეთ.
ნოე მართალი აღმოჩნდა იმაში რომ დეამ სამივე ნამდვილად შეამჩნია, და სანამ ბიჭები მოიკითხავდნენ მანამდე თავად აკოცა სამივეს ხმაურით .
-რამდენი ხანია არ მინიხავხართ , არადა ამბობენ თბილისი პატარა ქალაქიაო.-უთხრათ და მრავლისმეტყველად გაუღიმათ.-რა ხდება თქვენსკენ ახალი ?ცოტახანი დასხდებით ხომ?
-მარტო ხარ ?-ჰკითხა ცოტნემ.
-კი , მოდით...
თათია ზარის ხმამ გააღვიძა , თავიდან ეგონა რომ ცოტნე გააღებდა კარს თუმცა როდესაც გაიაზრა რომ მარტო იწვა საწოლში , ხალათი მოიცვა და კარისკენ წავიდა ,თან ტელეფონში საათი შეამოწმა და ცოტნეს ესემესიც ნახა , პირველს აკლდა 6 წუთი. კარი გააღო თუ არა მიხვდა რომ ყველაზე მეტად იმას არ ელოდა ვინც ახლა მის წინ იდგა ,
-არ შემომიშვებ სახლში?
-დიახ , დავიბენი უბრალოდ -უპასუხა თუმცა პასუხი ბოლომდე არ მოუსმენია ისე აღმოჩნდა თინა მისაღებში შესული.
-ყავასაც ხო არ შემომთავაზებდი?
თუმცა არა იყოს შენგან მოწვდილი ყველაფერი შხამად შემერგება.
-სასიამოვნოა ამის მოსმენა.
-მიკვირს სახლში ხარ და ცოტნესთვის სამაგიეროს გადახდას არ აპირებ რაიმე მზაკვრული ხერხით.
-ვერ გავიგე?! რაზე უნდა გადავუხადო სამაგიერო.-ჰკითხა გაურკვევლად რადგან ვერ ხვდებოდა საერთოდ რაზე იყო საუბარი.
-თუმცა მე მაპატიე,შენ ყოფილი შეყვარებული არ გყავს ხო თბილისში?ხო ხოო გამახსენდა...
კვლავ გაურკვეველი მზერით შეხედა.
-შენი აზრით ცოტა ადრე ხომ არ არის ამ ახლად შექმნილი ოჯახიდან 2 თვის შემდეგ ცოტნე რომელიღაც გადავიწყებულ გოგოსთან რო გარბის?დეა , დეი როგორც შენ გინდა ,ხომ არ გეცნობა ეს სახელი?-ჰკითხა ღიმილით რომელიც აშკარად მიუთითებდა თინას გამარჯვებაზე.-მე ჩემი შვილი სხვანაირი პრინციპებით გავზარდე ,თუმცა ვერ გაამტყუნებ ადვილი არ არის შენნაირი ფსიქოლოგიური მდგომარეობის მქონე ადამიანთან ცხოვრება.
-და რატომ უნდა დავიჯერო ეს სისულელე?
-იმიტო რო ნოე და ნიკოლოზიც იქ არიან ,იმიტომ რო შეგიძლია დეას სთორი ნახო ინსტაზე,კიდე იმიტომ რომ მე გაგაფრთხილე ჩემს შვილს ცხოვრებას შენი გიჟური მდგომარეობის გამო ნუ დაუნგრევ თქო
-როგორ გეტყობათ რომ საერთოდ არაფრის აზრზე არ ხართ ფსიქოლოგიის მიმართულებით,მეცოდებით რომ ყველა ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გიჟად რაცხავთ.
-მე გახსოვს რომ გითხარი , ახდა თუ არა თან 2 თვეში?ვიცოდი კიდეც.
-რატო მიჩნდება განცდა რომ თქვენ ძალით არ უთხარით ცოტნეს.
-გოგო შენთვითონ წახვედი და მიატოვე ქორწილამდე ,და მე რატომ ან ვისთვის უნდა მეთქვა?
-საერთოდ არავისთვის არ გვითქვამთ ,იმიტო რო შეგეშინდათ, უბრალოდ მართლა მიკვირს რატომ შეიცვალა ჩემი და თქვენი ურთიერთობა მას მერე რაც ჩემი მდგომარეობის შესახებ რომელიც გვიან აღმოვაჩინე და მეთვითონ არ ვიცოდი შეიტყვეთ?წარმოგიდგენიათ მაინც რამხელა პატივს გცემდით როცა დედაჩემის ნაცვლად თქვენ გითხარით ეს?და სანაცვლოდ
-მე უბრალოდ სინამდვილე დაგანახე.
მართალია კი არავისთვის არ მითქვია თუმცა რა მნიშვნელობა ქონდა ?არანაირი ....ხოდა რას ვამბობდი ალბათ მოგწერა რომ გვიან მოვიდოდა არა?რა თქმა უნდა ,ასე ხშირად წერენ ხოლმე , რას ვიზამთ ,
-ამის სათქმელად მოხვედით თუ ჩემთვის ნუგეშის მოსაცემად?
-ნუგეში შენ რაში გჭირდება , მე წავედი ცოტნეს მოსვლას დაელოდები?
თინა კმაყოფილი წავიდა ,თათია კი საოცარ ემოციების ქარიშხალში დატოვა. ვერც გაიაზრე ყველაფერი ერთდროულად ,ცოტნეს ფრაზები
როგორ გაახსენდა
"ხო იცი რო ყველაზე მეტად მიყვარხარ, შენ გამო მგონია რო ყველაფერს გავაკეთებ."
"არასოდეს ჩემს ცხოვრებაში შენს გარდა არავინ არ იქნება არც ისე და არც ცოლის სტატუსით ,"
"-აუ ცოტნეე ,აირჩიე რომელი ფერის თაიგული ჯობია?
-რომელიც შენ მოგწონს...
-შენ ტორტზწც მასე თქვი ,ვერ გავიგე მარტო მე ვქორწინდები?
-როგორ გეკადრება,ასეთ მნიშვნელოვან დღეს მეც იქ ვიქნები
-ხოდა ცოტა დრო რჩება ,ავირჩიოთ რა..
-თათ რავიცი შენი არჩეული მე ხო იცი ყველაფერი მომწონს, შენ რომელიც გინდა."
ვერ გაიაზრა როგორ შესძულდა საკუთარი თავი და გარშემო ყველაფერი , მთელი სხეულით კანკალებდა , ტელეფონი აიღო და საბას დაურეკა
-უნდა ამოვიდე შენთან....არა არაა არ მაინტერესებს...უბრალოდ უნდა ამოვიდე ...თავს ვერ ვაკონტროლებ.
შეიძლება უფრო შევტოპო ...ვიცი,მაგრამ გთხოვ უნდა მიმიღო..
კარგი,საჭესთან არ დავჯდები,გპირდები...
***
საბა სამზარეულოდან დაბრუნდა და წინ ჭიქა დაუდო.
-ცხელი შოკოლადია,ვიცი რო გიყვარს , დაგამშვიდებს...დალიე-უთხრა და მის პირისპირ სავარძელში დაჯდა.
-ვიცოდი რო ასე იქნებოდა , გახსოვს გითხარი , კი ვიცოდი ეხლა რამდენიმე თვეში მიმატოვებს, აღარც ვაინტერესებდი ,არცერთი წუთით რაც იტალიიდან ჩამოვედი.არ მინდა რო ასე იყოს,რა მოხდება რო ასე არ იყოს -უფრო თავისთავს ეკითხებოდა.-მეც მამაჩემივით მომივა...
-გინდა მამაზე ვისაუბროთ?
-არა... დედამ მიატოვა მე რომ 6 წლის ვიყავი,კარგად არ მახსოვს მისი სახე , მამასთან ერთად მეც მიმატოვა , ვერ გაუძლო მის ხასიათს გესმის ,იქნებ იცოდა?იცოდა რო მეც გენეტიკით გადმომყვა და მეც მაგიტო მიმატოვა? ვერც დაავალდებულებდი ჩვენთვის გაეძლო.
-ეს ბავშვობის ტრამვა,საკმაოდ მძიმეც ,რა თქმა უნდა ასე არ უნდა მომხდარიყო შენ ბავშვი იყავი და მამაშენთან არ უნდა დაეტოვებინე.
-აგრესიული იყო , სულ და იმპულსური , მერე ბოდიშებს იხდიდა... დედა უყვარდა , იცი დედა უყვარდა მაგრამ.ნახე სიყვარული ყოველთვის მთავარი არ არის...-უკვე მთელი სხეულით კანკალებდა
-ყველა სიყვარული ერთნაირი არ არის.
-ჩემს მშობლებზე საუბარი არ მინდა,
-ცოტნემ ხომ.იცის
-მათზე კი,მოვუყევი,დაავადებაზე არ მითქვია შეიძლება მიმხვდარიყო რომ გენეტიკით მაქვს.ყველაფერი მოვუყევი ,შეულამაზებლად.,დაავადების გარდა.
-დედასთან ურთიერთობა არ გიცდია?
-ღმერთო როგორ არა,შენი აზრით მთელი ბავშვობა არ ვოცნებობდი ? ახალი ოჯახი შექმნა, თვითონ აღარ უნდოდა ჩემი ნახვა ,8.წლის მერე არ მინახია, ყოველთვის ისეთ ადგილას მხვდებოდა რომ ბევრს არ დაენახა,მაშინ ვერ ვხვდებოდი,მერე 8 წლის ვიყავი და მითხრა რომ ,,თათია,შენ უკვე დიდი გოგო ხარ , აღარ გჭირდება ბავშვურად დედასთან შეხვედრები, მე სხვა შვილი მყავს ,რომელსაც უფრო ვჭირდები."
-თათია ხომ ხვდები რომ ეს დაშორება მხოლოდ მამაშენის ბრალი არ იყო ...
-კი კი მაგრამ ორივე მშობლისგან იმდენი რამე გადმომეცა
საუბარი ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინა :
,,ვიცი სადაც ხარ,კორპუსთან გელოდები ,ჩამოდი."
-რა მოხდა?
-ცოტნე მელოდება კორპუსთან.
-იცოდა რო ჩემთან დადიოდი?
-არა , არ ვიცი საიდან გაიგო ,
-მაშინ იმედია სახლში არ ამომივარდება და ცხვირ-პირს არ მიმიერთიანებს იმიტო რომ ჩემს პაციენტთან და მეგობართან თუმცა
მის ცოლთან ღამის ორის ნახევარზე საუბარი მაქვს.
-არა ,ნუ გეშინია,ცოტნე რაციონალურად აზროვნებს.
***
-აქ რას აკეთებ?-ხმაურით ჩაჯდა მანქანაში თათია და კარები მიხურა.
-მგონი მაგ კითხვას მე უნდა ვსვავდე.ვინ არის ცოტნე? ან ზუსტად 27 წუთია აქ მალოდინებ. თან დასველდი წვიმაში.
-ბოდიში რო ვემშვიდობებოდი. მარტო შენ არ გაქვს უფლება რო აქეთ იქით იარო,თუ მაინცდამაინც გსიამოვნებს ცოლი რო სახლში ზის და გელოდება.
-მე ეგ არ მითქვამს,რა თქმა უნდა შეგიძლია სადაც გინდა იქ წახვიდე და როცა გინდა . მაგრამ ვინ არს ეს იდიოტი საბა?
-თუ არ იცი საბა ვინ არის აქ საიდან მოხვდი.
-სახლში რო მივედი არ იყავი ,მივხვდი რო შენთან დარეკვას აზრი არ ქონდა ხოდა პირდაპირ თაკოს და ელენეს დავურეკე,ჯერ რაღაცეები დაიწყეს მაგრამ მერე თაკომ მითხრა საბასთან იქნებაო.ეხლა შენ მიპასუხე.
-სახლში შეგეძლო არ მისულიყავი,
-ვერ გავიგე?
- ხო მომწერე რო შემეძლო დამეძინა და გვიან მოხვიდოდი?
სად იყავი?
-მე ,ნიკო და ნოე ვიყავით ,კლუბში სახელიც გინდა?-თუმცა გოგონას მწველი მზერა რო იგრძნო მაინც დაამატა-დეაც იყო... ერთი წუთი სახეზე გეტყობა რო არ გაგკვირვებია , იცოდი?მარა საიდან?
-შენ და დეას შორის რამე მოხდა?-ჩუმად დასვა შეკითხვა.ეჭვი ეპარებოდა რომ ცოტნე ამ.კითხცას საერთოდ გაიგებდა , ამას ისიც დაემატა რომ ბიჭი პირდაპირ თვალებში უყურებდა,ბოლოს მაინც თქვა:
-არა ,რა თქმა უნდა არა, ამაზე არც მიფიქრია ... თუ გინდა შეამოწმე,მე მხოლოდ შენი სურნელი ამდის-უთხრა და მისკენ დაიხარა.-თათია ბოლოჯერ გეკითხები ამ იდიოტი საბას შესახებ
-თორე რა ?მაინტერესებს რას იზამ
-მეთვითონ გავარკვევ.
-რა ხერხებით?
-არ გამიჭირდება.
-ოხ,წარმატებებს გისურვებ,უბრალოდ არ მგონია მთლად წარმატებული აღმოჩნდეს ეგ შენი მცდელობა, რადგან პაციენტების შესახებ ინფორმაციის გაცემა არ შეიძლება-ისე სწრაფად თქვა რომ მხოლოდ გვიან გაიაზრა
შეცდომა.მაგრამ ბიჭი ნამდვილად მაშინვე მიხვდა.
-ფსიქოლოგია?
-მე ეგ არ მითქვამს.
-სხვა რამე გჭირს?რამე გტკივა?მაგრამ სახლში რატო ამოხვიდოდი,აშკარად ფსიქოლოგია,უარყოფა არ გაბედო, დეპრესიაა ისევ? რა გითხრა, გინდა სადმე წავიდეთ რომ ცოტა დაისვენო.
მძიმე ფორმაშია ?-კითხვები ერთმანეთზე დაყარა.
-დეამ რა გითხრა?-სწრაფად გადაიტანა სასაუბრო თემა -ვითომ ძაანაც არ გინდოდა მაგის ნახვა
-აუ კიი თვალები გამინათდა და ამიწყლიანდა იქ რო დავინახე , ვინანე რო ცოლი დაუფიქრებლად მოვიყვანე....
-მეზიზღები, -უთხრა და კარები გამოაღო.
-ისედაც სველი ხარ,მერე გაცივდები
-დედაჩემი არ ხარ.
-მშვენივრად ვიცი ჩემი სტატუსი შენს ცხოვრებაში, ხო იცი რო ეგენი არ მიფიქრია და შენ გასაღიზიანებლად ვთქვი,ძალით ცდილობ თემის გადატანას.
-ხოდა ესეიგი არ მინდა ამაზე საუბარი ვერ უნდა მიხვდე?
-თუ არ მესაბურები როგორ დაგეხმარები?
-არ მჭირდება ცოტნე დახმარება-უკვე ტონს საგრძნობლად აუწია
-კარგი რადგან თემის შეცვლა გინდა ,დეაზე როგორ გაიგე?
-მაგ გოგოზე ცუდად ვხვდები, ხო იცი რო ჩემნაირი ვერასდროს გახდება
-ვგიჟდები როგორ იცვლი ასე უეცრად ხასიათს და თვითშეფასებას.
-დედაშენმა მითხრა ,ჩვენთან ამოვიდა, ჩემი ცოლობა შეაქო.
-წავიდეთ ხო ჩვენს სახლში თათ?
ერთი წუთით ,-ტელეფონი ამოიღო და ჯგუფში შევიდა
"თინას თქვენ უთხარით რო დეა იქ იყო?უბრალოდ ვერ ვხვდები რაში გჭირდებოდათ,მაშინ როცა არაფერი არ მომხდარა და მალე წამოვედი.რაღაცას ცდილობთ და მაგარი არ მომწონს. "
Noe :"გვემუქრები? "
Cotne:" რას ემსახურებოდა თქვენი საქციელი?"
Noe:"არც მგონია რო გაგვიგებ".
Nikoloz:"ნუ ახტები ხოლმე ერთ სიტყვაზე ნოე, დამშვიდდით ორივე."
თათიამ იგრძნო როგორ მოათავსა საწოლზე რბილად, შემდეგ ყელში,შუბლზე და ტუჩებში აკოცა ,თან ყურში ჩასჩურჩულა :
-თუ თვალებს გაახელ, უკეთესი იქნება,ხო იცი მიყვარს როცა ასეთ დროს შენს თვალებში ვიყურები.
-დღეს არა,მეძინება...
-ანუ ეს რამე ახალი წესია მაინცდამაინც ს**სი კვირაში მხოლოდ რამდენიმე დღე?
-უკმაყოფილო ხარ?
-არანაირად ცოლო. -მშვიდად უპასუხა, მოსასხამი და ფეხსაცმელები მოაშორა.
-სველი,ხარ შეიძლება გაცივდე. არ გამოიცვლი?
-შენ გამხადე,მეძინება ...-ჩურჩულით უთხრა.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

საინყეტესოდ ვითარდება მოვლენები.ასე გააგრძელეთ. წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent